forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გვამებით მოფენილი გზა საპატრიარქო ტახტისკენ!, მოწამლული და გარდაცვლილი უმაღლესი სამღვდელო პირები
HIBERNIA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 129
წევრი No.: 171416
რეგისტრ.: 6-August 13

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 08:13  #40257381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ამერიკის 30-იანი წლების განქსტერული ქრონიკა არ გეგონოთ, სადაც ალფონსო კაპონემ ჩიკაგოს და ჩარლი ლუჩიანომ კი ნიუ-ორკის კრიმინალური სამყაროს ლიდერობა, კონკურენტების ფიზიკური განადგურების წყალობით ჩაიგდეს ხელში. ეს 70-იანი წლების საქართველოა, სადაც პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლა მიდიოდა, ყველანაირი მეთოდების გამოყენებით. აქ არ ერიდებოდნენ კონკურენტების დაშინებას, დაპატიმრებას, მოწამვლას და მკვლელობებსაც კი. ეს ყველაფერი კი, საბჭოთა რეჟიმისა და სუკის მონაწილეობით, მათი მეთვალყურეობითა და კონტროლით მიმდინარეობდა.

ეხლა გაეცანით წერილს, რომელიც საერთო გაზეთში გამოქვეყნდა.
საერთო გაზეთი: " საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირმა საქართველოს ყოფილი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გადმოგვცა:

" 1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.
1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა. პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.

ასე იყო თუ ისე, 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია II პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის
შემდეგ ჯერ კიდევ ეფრემ II-ის დროს. დავით V-ის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.

მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. 1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები.
კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია II-ის ნათესავი. - ი. კ.) და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.”

როგორც ამბობენ, რაც მეუფე ილარიონი მოწამლეს, კარგა ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა მამაპაპისეულ ეზოში. მას შემდეგ კაცთაგან გარიყული ცხოვრობს 74 წლის მთავარეპისკოპოსი. სრულ მდუმარებასა და უკიდურეს გაჭირვებაში უსახლკაროდ, უსახსროდ…

თუმცა ის არ გახლავთ ეკლესიიდან დევნილი და მიტოვებული, გაურკვეველი მიზეზების გამო სააქაოში სასტიკსასჯელდადებული ერთადერთი უმაღლესი სამღვდელო პირი. სულიერებისგან და სარწმუნოებისაგან განძარცვულ ქართულ ეკლესიაში, სადაც, როგორც ამბობენ, ახლაც უშიშროების აგენტები და სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები წყვეტენ თუნდაც უბრალო მღვდლების ხელდასმის საკითხებს, დღეს და გუშინ არ დაწყებულა სულიერი კრიზისი.

დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, რითი, რა ვითარებაში, ვინ მოწამლა დავით V ანდერძში პატრიარქად დასახელებული მთავარეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე და რატომ გააძევეს ის საერთოდ ეკლესიიდან. არაფერია ცნობილი პატრიარქობის კანდიდატი მიტროპოლიტის დავით ჭკადუას იდუმალებით მოცული გარდაცვალების თაობაზე.

მას შემდეგ, რაც პატრიარქი დავით მეხუთე დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ისიც მოწამლეს), ხოლო პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში ჩატარდა, ბევრ უმსგავსობას და სიბილწეს დაედო სათავე,ამას ამტკიცებდნენ და გაჰყვიროდნენ ის უმაღლესი სამღვდელო პირები, რომლებიც დღეს მიცვალებულნი არიან. სხვათაშორის, ეს "მამხილებელი" - სამღვდელო პირებიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ.

ასე რომ, ჩვენ მიცვალებულთა “ლაპარაკს” ვუსმენთ ახლა, ცოცხალთაგან ზოგი დაამუნჯეს და ზოგმა თვითონ გადაწყვიტა მდუმარება, ერთი გასაგები მიზეზის გამო, არავის სურს მკვლელის სასტიკი ხელით მოუსწრაფონ სიცოცხლე ან შხამით მოწამლონ, დააბრმავონ და დაამუნჯონ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა… " წერილის დასასრული.

ამ წერილის სრული ვერსია და პატრიარქ დავით მეხუთის ანდერძით, პატრიარქობის კანდიდატ მთავარეპისკოპოსს მეუფე ილარიონ სამხარაძესთან ინტერვიუ, რომელიც თავის დროზე მოწამლეს, რის გამოც ძლივს გადაურჩა სიკვდილს და რის გამოც მან მეტყველების უნარი სრულიად დაჰკარგა, სწორედ მასთან ინტერვიუ იხილეთ შემდეგ ბმულზე ქვემოთ:

http://saertogazeti.wordpress.com/2011/09/...-გზა-ს/

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12 საეკლესიო კრება, მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად არჩევა–აღსაყდრება.

http://iberiana2.wordpress.com/segm/iverieli/


http://iverieliblog.wordpress.com/2012/06/...95%E1%83%94-16/

იხ. სურათი: სასულიერო ელიტისაგან მოძულებული და მიტოვებული მთავარეპისკოპოსი მეუფე ილარიონ სამხარაძე.

This post has been edited by HIBERNIA on 19 Mar 2014, 08:21

მიმაგრებული სურათი
basil_09.jpg
imeda-geo
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 206
წევრი No.: 124931
რეგისტრ.: 17-December 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 10:02  #40257746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხლა დაიწყება: ეს კომუნისტების დრო იყო, რა ჭორებს ავრცელებთ და ბლა ბლა ბლა როგორ ბედავთ წმინდა ილია მეორის ცილისწამებას ის ხომ საქართველოს სულიერი მამააა! ))))))))
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22433
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 11:53  #40258823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
imeda-geo

მთავარია ადამიანები გაერკვნენ რამდენად უუნარო და ლაფში ამოსვრილი დღევანდელი მართლმადიდებლობა,დაიწყონ ძიება ეკლესიის განწმედისათვის.
mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2367
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 12:00  #40258898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
imeda-geo
QUOTE
წმინდა ილია მეორის

წმინდას წმინდანზე ამბობენ, ,,უწმინდესი" კი თანამდებობრივი წოდებაა (ტიტული).


--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული!
ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..)
ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29365
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 12:13  #40259077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
temart
QUOTE
რამდენად უუნარო და ლაფში ამოსვრილი დღევანდელი მართლმადიდებლობა

საკმარისია რაღაც შეთქმულების თეორები და ვიღაცის ავადმყოფური ფანტაზიები მოისმინოთ, რომ ეგრევე მქუხარე აპლოდისმენტებს შემოჰკრავთ ხოლმე. სანამ ვიღაცის დანაშაულზე ისაუბრებთ, ხომ არ აჯობებდა ჯერ კარგად გაგერკვიათ სიმართლეს შეესაბამება ეს თუ არა?!
* * *
temart
QUOTE
დღევანდელი მართლმადიდებლობა

ხო, იმასაც დავამატებ, რომ მართლმადიდებლობა მსოფლიო რელიგიაა და არა ქართული ეროვნული რელიგია. wink.gif


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Dopilsya
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9263
წევრი No.: 130313
რეგისტრ.: 20-April 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 12:32  #40259302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
QUOTE
საკმარისია რაღაც შეთქმულების თეორები და ვიღაცის ავადმყოფური ფანტაზიები მოისმინოთ, რომ ეგრევე მქუხარე აპლოდისმენტებს შემოჰკრავთ ხოლმე. სანამ ვიღაცის დანაშაულზე ისაუბრებთ, ხომ არ აჯობებდა ჯერ კარგად გაგერკვიათ სიმართლეს შეესაბამება ეს თუ არა?!


ზოგადად ადამიანი როცა გაბოროტებულია ვიღაცაზე ესე იცის დაბრმავებასავით.. გადაუგდე რამე და ეგაა.. რა მნიშვნელობა აქვს მართალია თუ ტყუილია. მთავარია აკმაყოფილებდეს თავის სურვილებს და შეხედულებებს მოცემული მასალა smile.gif


--------------------
Ottawa Senators


Being a #Sens fan is like looking both ways before you cross the street then getting hit by an airplane. :(



If you want loyalty - buy a dog
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29365
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 12:40  #40259384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dopilsya
QUOTE
ზოგადად ადამიანი როცა გაბოროტებულია ვიღაცაზე ესე იცის დაბრმავებასავით.. გადაუგდე რამე და ეგაა.. რა მნიშვნელობა აქვს მართალია თუ ტყუილია. მთავარია აკმაყოფილებდეს თავის სურვილებს და შეხედულებებს მოცემული მასალა

ხო, ეგრეა...
დენი
I will eat your soul


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1729
წევრი No.: 166501
რეგისტრ.: 2-May 13

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 12:43  #40259419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი თემაა up.gif


--------------------
live free or die!

ცხოვრება ბრძოლაა, დაკალი, შეჭამე, სხვა გადააშენე და შენ გამრავლდი! © ლაბარნა & ბუნებრივი გადარჩევა
Adriana_Costa_Rica
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 75
წევრი No.: 182078
რეგისტრ.: 21-February 14

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 12:50  #40259490      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამე მძაფრსიუჟეტიან ფილმს იღებთ? სათაურიც ისეთია, დამაინტრიგებელი : )

არც ისე ბევრი ადამიანია ასეთი ფანტაზიის უნარით დაჯილდოვებული. ჯობს სხვა მიმართულებით წარმართოს თემის ავტორმა საკუთარი ნიჭი chups.gif
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22433
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 12:55  #40259537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო
QUOTE
საკმარისია რაღაც შეთქმულების თეორები


ეს სვავს ყველაზე კარგად თუ უფრო მაგრებიც არიან?

biggrin.gif
კარგით რა არ დაიღალეთ ,ვის იცავთ?

ერთობის სადღეგრძელოს სვავს ბიჭი.





This post has been edited by temart on 19 Mar 2014, 12:55
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29365
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 13:00  #40259592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
temart
ესე იგი ვიღაც თუ დიდი ჯამით ღვინოს სვამს, მართლმადიდებელი რელიგია ლაფშია მოსვრილი?! facepalm.gif
არ გრცხვენია ასე რომ ლაპარაკობ?!
imeda-geo
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 206
წევრი No.: 124931
რეგისტრ.: 17-December 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 16:32  #40262211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო

QUOTE
ხო, იმასაც დავამატებ, რომ მართლმადიდებლობა მსოფლიო რელიგიაა და არა ქართული ეროვნული რელიგია.


მართლმადიდებლობა დიდი ხანია რაც ეროვნულ რელიგიად იქცა და არა მარტო საქართველოში! ყველა მართლმადიდებელ ერს თავისი ეროვნული რელიგია აქვს! რუსებს - რუსული! ქართველებს - ქართული! აფხაზებს - აფხაზური! და ოსებს - ოსური! "ძმები" კი გქვიათ მაგრამ ერთმანეთს, არა თუ უბრალოდ ვერ იტანთ, დიდი სიამოვნებით ხოცავთ!

mRvdeli giorgi sxiladze

QUOTE
წმინდას წმინდანზე ამბობენ, ,,უწმინდესი" კი თანამდებობრივი წოდებაა (ტიტული).


ისე ერთი კითხვა მაქვს: (მაგრამ ვიცი პასუხს არ გამცემ იმიტომ რომ ყველა კითხვას უაზრო კომენტარებით გაურბიხარ) სადმე თუ გინახია ბიბლიაში რომ ღმერთი მოიხსენიებოდეს უწმინდესად?
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22433
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 16:41  #40262329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დათიკო
QUOTE
ესე იგი ვიღაც თუ დიდი ჯამით ღვინოს სვამს, მართლმადიდებელი რელიგია ლაფშია მოსვრილი?! facepalm.gif
არ გრცხვენია ასე რომ ლაპარაკობ?!


რა თქმა უნდა, რა არის ამაში ცუდი თუ დიდი სასმით სვავს ღვინოს მღვდელი,დიდი ჯიპებით დასეირნობენ, რიტუალური ფორმალური მსახურება აქვთ და ასე შემდეგ, რა არის ამაში ცუდი?

facepalm.gif facepalm.gif

და თანაც რაც მთავარია თავის მთავარ საქმეს არ აკეთებენ, სახარების შესწავლას.

This post has been edited by temart on 19 Mar 2014, 16:43
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29365
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 22:39  #40266787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
imeda-geo
QUOTE
დიდი სიამოვნებით ხოცავთ!

საიდან მიხვდი, ზუსტაგ გუშინ ვფიქრობდი, სად მოვნახო ერთ ორი ბერძენი ან სერბი რომ სული გავაფრთხობინო მეთქი. facepalm.gif
temart
QUOTE
რა თქმა უნდა, რა არის ამაში ცუდი თუ დიდი სასმით სვავს ღვინოს მღვდელი,დიდი ჯიპებით დასეირნობენ, რიტუალური ფორმალური მსახურება აქვთ და ასე შემდეგ, რა არის ამაში ცუდი?

და ესე იგი იმის გამო რომ რამდენიმე ეპისკოპოსი და მღვდელი ჯიპით დადის და განსხვაბულით სვამს ღვინოს მართლმადიდებლობა ლაფშია მოსვრილი?! facepalm.gif

მოდით თემას დავიბრუნდეთ და ამ აბრაკადაბრის დამადასტურებელი არგუმენტები მოვიყვანოთ. ორიოდე პოსტსაც მივადევნებ თვალს და თუ შესაბამის არგუმენტებს ვერ დავინახავ, გარდა განსხვავებულისა დაჯიპებისა, მივხურავ თემას. wink.gif
imeda-geo
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 206
წევრი No.: 124931
რეგისტრ.: 17-December 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2014, 22:50  #40266992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (დათიკო @ 19 Mar 2014, 22:39 )
imeda-geo
QUOTE
დიდი სიამოვნებით ხოცავთ!

საიდან მიხვდი, ზუსტაგ გუშინ ვფიქრობდი, სად მოვნახო ერთ ორი ბერძენი ან სერბი რომ სული გავაფრთხობინო მეთქი. facepalm.gif
temart
QUOTE
რა თქმა უნდა, რა არის ამაში ცუდი თუ დიდი სასმით სვავს ღვინოს მღვდელი,დიდი ჯიპებით დასეირნობენ, რიტუალური ფორმალური მსახურება აქვთ და ასე შემდეგ, რა არის ამაში ცუდი?

და ესე იგი იმის გამო რომ რამდენიმე ეპისკოპოსი და მღვდელი ჯიპით დადის და განსხვაბულით სვამს ღვინოს მართლმადიდებლობა ლაფშია მოსვრილი?! facepalm.gif

მოდით თემას დავიბრუნდეთ და ამ აბრაკადაბრის დამადასტურებელი არგუმენტები მოვიყვანოთ. ორიოდე პოსტსაც მივადევნებ თვალს და თუ შესაბამის არგუმენტებს ვერ დავინახავ, გარდა განსხვავებულისა დაჯიპებისა, მივხურავ თემას. wink.gif

ბერძენი და სერბი არ მიხსენებია საერთოდ givi.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0330 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]