Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მაგთიკომის FAQ > მაგთის განცხადება ფასების ზრდასთან დაკავშირბით


Posted by: B/S 5 Jan 2018, 12:33
განცხადება

ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან.





მემგონი ესენი ოპოზიციაშI გადასვლას გეგმავენ biggrin.gif თავიდან რომელიმე ოპო პარტიის განცხადება მეგონა biggrin.gif

პ.ს ბიზნესი რომ ამას იტყვის ცუდად გვაქ საქმე და ა.შ. არ გვინდა, მაგთია რა. ტიპები 28 თეთრად ალაპარაკებდნენ ხალხს სანამ კონკურენტი არ გამოუჩნდათ და ვფიქრობ რომელიმე უცხოური ოპერატორი შემოვა სულ მალე ქვეყანაში , ან შემოიყვანენ biggrin.gif კარფურის მსგავსად, რასაც მივესალმები biggrin.gif მეტი კონკურენცია ესეთ მონსტრებთან biggrin.gif

წყარო : https://www.facebook.com/Magti/posts/1790405624303500

Posted by: iosebovich 5 Jan 2018, 12:36
ამათი ღორი დდშ რაა ... აი ახრჩობენ უკვე ხალხს და ესენი კიდე იიი აბა მიშა რო დაბრუნდეს ეგ გვინდაა ... ბეეე, ბეეე ბიძინეეე , ტფუი რაა .

Posted by: Pupdate 5 Jan 2018, 12:39
კარგია.. არავითარი ფიჭური კავშირი, არავითარი ინტერნეტი და საკაბელო/სატელიტური მაუწყებლობა..
არა გაზს და ელ. ენერგიას..

დიდი შემართებით უკან 90-იან წლებში..

ბ.ბ მიყვარხარ bis.gif 2kiss.gif

Posted by: მილანისტა 5 Jan 2018, 12:40
ეს დედამოტYნულები ისედაც წეწავენ ხალხს და თურმე კიდე იქით არ ყოფნით ფული და ღარიბდებიან facepalm.gif

Posted by: Pupdate 5 Jan 2018, 12:43
მოვითხოვ დროულად შემოვიდეს ობშერული წარმოშობის მობილური ოპერატორი რომელიც გასცემს იაფ კრედიტებს ახლობლებთან დასაკავშირებლად უძრავი ქონების გარანტიით.

Posted by: amsona69 5 Jan 2018, 12:44
მაგთის კორპორაციული მაქვს თორემ დიდი სიამოვნებით გადავიდოდი ბილაინზე.
ამათი ღორი დდშ.

Posted by: senpai 5 Jan 2018, 12:47
გააკეთა უკვე პორტირება ხალხმა, იმედია ბევრ მომხმარებელს დაკარგავენ.

Posted by: The Good 5 Jan 2018, 12:47
ნეტა საქოცეთში ინტერნეტი რა საჭიროა?
ხო გაქვთ ასავალ-დასავალი, ჰოდა იკითხეთ ეგ.
ან ობიექტივს უყურეთ.

Posted by: UMTS 5 Jan 2018, 12:49
ჯეოსელი საერთოდ წაგებაზე წავიდა , რა გიკვირთ

Posted by: dega 5 Jan 2018, 12:50
არ გინდა ნუ ისაუბრებ
ნუ იყიდი
ნუ უცქერ
თუ როგორაა?
გადართე
პულტიო?
ნელნელა იგრძნოს უნდა ყველამ კაპიტალიზმის ხიბლი
რომ ცოტა აზრზე მაინც მოვიდეს

Posted by: AIX-500 5 Jan 2018, 12:52
იმენა ###ები არიან რა. რას ვერ ინახავს თავის თავს. ევროპაში და ამერიკაში სადაც ბევრად დიდია ამ რაღაცეებზე ფასები. იქ მობილის ფასი ბევრად დაბალია.

Posted by: horizont 5 Jan 2018, 12:52
QUOTE (UMTS @ 5 Jan 2018, 12:49 )
ჯეოსელი საერთოდ წაგებაზე წავიდა , რა გიკვირთ

givi.gif up.gif

...................................

Posted by: MyChemicalRomance 5 Jan 2018, 12:56
QUOTE
დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა.

ოოო იდი ნახუი ქენით რა...
აღარ გაძღა ამათი მუცელი. მარტო რომ იყვნენ საქართველოს ბაზარზე წარმომიდგენია, საერთოდ დაგვახრჩიბდნენ facepalm.gif

Posted by: Terjogio 5 Jan 2018, 12:59
თუ ძვირია, ნუ დარეკავთ ...
















,...................................

ვიხუმრე, არ ჩამქოლოთ

Posted by: Pupdate 5 Jan 2018, 13:00
არადა ყველაფერი მარტივია..

გაგვიძვირეს? დავპორტირდეთ სხვა ქსელზე. აიწია იქაც ტარიფმა? გამოვრთოთ ტელეფონები. არსებობს კონტაქტის სხვა საHუალებები. იმაზე მალე გამოიღებს შედეგს ვიდრე გვგონია.

Posted by: aivenho 5 Jan 2018, 13:39
გადადგეს ქადაგიძე
.

Posted by: Trump 5 Jan 2018, 13:41
ამათი ღორი დედებს ######... ესეიგი, სმს- საერთოდ აღარავინ ხმარობს და ყველა ინტერნეტზეა, ცხადია ისედაც ძვირ ინტერნეტში უფრო ძვირი უნდა გამოგვართვან

Posted by: vasilii 5 Jan 2018, 13:45
amsona69
QUOTE
მაგთის კორპორაციული მაქვს თორემ დიდი სიამოვნებით გადავიდოდი ბილაინზე.
ამათი ღორი დდშ.

არ გკიდია მაგთი? რა დროს მაგთი და ცხოვრების გაძვირება-გაფუჭებაა
გაიგე ? უდიდესი ავტორიტეტის მქონე სასამართლოს მიშასთვის 3 წელი მიუსჯია
biggrin.gif

Posted by: Lucky_Checker 5 Jan 2018, 13:46
მიდით მიდით ბოლომდეეეეეეეეე! ითხოვს ერი! გაზი, დენი, წყალი, პროდუქტები, დოლარი, ინტერნეტი... სახმარი ბოლომდე უნდა იხმარო!!!

Posted by: __ნიკოლოზი__ 5 Jan 2018, 13:47
1 მეგაბაიტი 70 თეთრი ღირს. 10 ლარად ერთ კინოს რომ უყურო იმდენ მეგაბაიტიანი პაკეტიც კი არ მოდის. რა არის იაფი?

Posted by: ShooterN1 5 Jan 2018, 14:01
თურქეთში 1 GB ტარიფი თურქსელში ღირს 12 ლირა ანუ 12*0.68=8.16 ლარი. მივისწრაფვით ალბათ თურქული დემოკრატიისკენ facepalm.gif

Posted by: mettalmag 5 Jan 2018, 14:15
QUOTE (B/S @ 5 Jan 2018, 12:33 )
განცხადება

ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან.





მემგონი ესენი ოპოზიციაშI გადასვლას გეგმავენ biggrin.gif თავიდან რომელიმე ოპო პარტიის განცხადება მეგონა biggrin.gif

პ.ს ბიზნესი რომ ამას იტყვის ცუდად გვაქ საქმე  და ა.შ. არ გვინდა, მაგთია რა. ტიპები 28 თეთრად ალაპარაკებდნენ ხალხს სანამ კონკურენტი არ გამოუჩნდათ და ვფიქრობ რომელიმე უცხოური ოპერატორი შემოვა სულ მალე ქვეყანაში , ან შემოიყვანენ biggrin.gif კარფურის მსგავსად, რასაც მივესალმები biggrin.gif მეტი კონკურენცია ესეთ მონსტრებთან biggrin.gif

წყარო : https://www.facebook.com/Magti/posts/1790405624303500

მოსდღვნიათ დედის მუდლები
ღორი დედა######
ფული არყოფნით თურმე
ოჯახები #####ან

Posted by: dinamosfan 5 Jan 2018, 14:33
ShooterN1
QUOTE
თურქეთში 1 GB ტარიფი თურქსელში ღირს 12 ლირა ანუ 12*0.68=8.16 ლარი. მივისწრაფვით ალბათ თურქული დემოკრატიისკენ 

თურქეთში ინფლაციის დონე რამდენზეა?
ან მშპ ერთ სულ მოსახლეზე?
სამომხმარებლო კალათის კოლოსალურ სხვაობაზე რომ არაფერი ვთქვათ ქართულთან
ან საშუალო ხელფასი
ან ფასები საკვებსა და მედიკამენტებზე
ან პენსია
ერთად ერთი მოსახლეობაა რაც ამართლებს ამნაირ ღორ კომპანიებს რომბევრია

Posted by: konformist 5 Jan 2018, 14:56
იმდენი თქვენი ადეკვატური #########
განსაკუთრებით მობილური ინტერნეტის ტარიფებია ადეკვატური და მაგასაც რომ გააძვირებ.
სხვა სახელი არ ქვია, რასაც უწოდებენ კიდეც ამ კომპანიას

ამათ ტარიფებს ქვია - გამდის და მადლობელი იყავით მეტი რომ არ დაგიწესეთ

Posted by: AUTOCRAT 5 Jan 2018, 16:34
უკრაინა-რუსეთში ორჯერ იაფია ინტერნეტი და ხუთჯერ სწრაფი
ესენი კიდევ თურმე ინვესტიციებს ახაროციელებენ და ისევ რატომღაც ###ური ინტერნეტი მიეწოდება ხალხს facepalm.gif lol.gif


Posted by: HiStorian 5 Jan 2018, 16:37
1997 დან 2007 მდე სანამ ბილაინი იქნებოდა ადეკვატური იყო 28.8 თეთრი წუთში? მაშინ როგორ აბალანსებდა ხარჯი შემოსავალს თქვე ღორმარუნებო?

Posted by: vili 5 Jan 2018, 16:50
ნუ პირსისხლიანცის დროს კი მცირდებოდა მობილურის ტარიფები, მაგრამ ახლა ეგრე არ გამოდის, თან თავისუფალი სუნთქვაც გინდათ, თან იაფ მობილური სერვისი gigi.gif
ეგერ 3 წელი მიუსაჯეს მიხულიას და ეგ იკმარეთ, . ეგრე ადვილი კი არა, მოსამართლეს ასეთი აბსურდული განაჩენი გამოატანინო, რამდენი შრომა დასჭირდა მაგ საქმეს. ჯერ მონახე ისეთი მოსამართლე, რომლის დედას ნაჯახი ექნება ჩანარტყამი სიძისთვის, ან მის ძმას 3 მილონიანი მიწა გამოუნახე და აჩუქე. დააფასეთ ამდენი გარჯა და ნუ ვიშვიშებთ.

QUOTE
არადა ყველაფერი მარტივია. გამოვრთოთ ტელეფონები. არსებობს კონტაქტის სხვა საHუალებები

lol.gif lol.gif lol.gif
მე მაპატიეთ, გამეცინა.

Posted by: tozi777 5 Jan 2018, 16:51
QUOTE (senpai @ 5 Jan 2018, 12:47 )
გააკეთა უკვე პორტირება ხალხმა, იმედია ბევრ მომხმარებელს დაკარგავენ.

+1

yes.gif


...................................

Posted by: impossiblegirl 5 Jan 2018, 16:51
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif სამარცხვინოები

Posted by: vili 5 Jan 2018, 16:54
QUOTE
გააკეთა უკვე პორტირება ხალხმა, იმედია ბევრ მომხმარებელს დაკარგავენ.

შერჩებათ ის სეგმენტი ვინც მზად არის უკეთეს მომსახურებაში მეტი გადაიხადოს.

Posted by: r-evolution: 5 Jan 2018, 16:58
ეხლა წარმოვიდგინე ჯოხთაბერიძე რო კითხულობს ამ თემას lol.gif

Posted by: oldgio 5 Jan 2018, 17:01
QUOTE (r-evolution: @ 5 Jan 2018, 16:58 )
ეხლა წარმოვიდგინე ჯოხთაბერიძე რო კითხულობს ამ თემას lol.gif

და სირცხვილის ალმური ეკიდება სახეზე ყბიდან წარბამდე...
ისე, პორტირებას აზრი აქვს თუ არა, ესეც საკითხავია. დანარჩენებიც სინქონულად გააძვირებენ. ჯანსაღი კონკურენცია სად ნახეთ ამ ბედკრულ ქვეყანაში?

Posted by: konformist 5 Jan 2018, 17:07
QUOTE
ჯანსაღი კონკურენცია სად ნახეთ ამ ბედკრულ ქვეყანაში?

ესაა ყველა ღორობის საწყისი.
მაგის თვალსაჩინო მაგალითია ბილაინის შემოსვლა თავის დროზე
ალბათ ტარიფი დღესაც 28 თეთრი იქნებოდა, თუ მეტი არა

Posted by: dinamosfan 5 Jan 2018, 17:10
vili
QUOTE
შერჩებათ ის სეგმენტი ვინც მზად არის უკეთეს მომსახურებაში მეტი გადაიხადოს.

lol.gif lol.gif lol.gif
მაგთის ხარისხი და მომსახურება მოვდღან მე )))
ნეტა არსებობდეს ჩემს კორპუსში სილქნეტი და ამათი ხსენება არ იქნება საერთოდ

Posted by: oldgio 5 Jan 2018, 17:14
QUOTE (dinamosfan @ 5 Jan 2018, 17:10 )
vili
QUOTE
შერჩებათ ის სეგმენტი ვინც მზად არის უკეთეს მომსახურებაში მეტი გადაიხადოს.

lol.gif lol.gif lol.gif
მაგთის ხარისხი და მომსახურება მოვდღან მე )))
ნეტა არსებობდეს ჩემს კორპუსში სილქნეტი და ამათი ხსენება არ იქნება საერთოდ

მანდაც არაა მარტივად საქმე. სილქნეტი, როგორც ვიცი, კავკაზუსის გაჭიმული წყალქვეშა კაბელიდან იღებს სიგნალს. ძაღლი რომ ძაღლის ტყავს არ ხევს, ისეა მანდ საქმე. ისე, სულო ცოდვილო და მაგთის ინტერნეტის სიგნალი რომ წყდება 15 წუთში ერთხელ, ხომ არ მაინინგობენ ეს მაიმუნები?

Posted by: gio3870X2 5 Jan 2018, 17:26
ისე მაგარაი არაადეკვატურები ხართ ვინც ტარიფებზე იძახის მაღალია და წეწავენ ხალხსო. მობილური ინტერნეტი ყველა ქვეყანაში ძვირია და ამ კურსის მიხდვით თუ ვიმსჯელებთ ორჯერ მაინც გაუფასურდა ლარი და რა გინდათ ოპერატორებმა წაგებაზე იმუშაონ? მთავრობას მოთხოვეთ პასუხი თორე მალე სხვებიც აწევენ ტარიფებს და არა მარტო მობილური ოპერატორები

Posted by: Trump 5 Jan 2018, 17:35
gio3870X2
QUOTE
ისე მაგარაი არაადეკვატურები ხართ ვინც ტარიფებზე იძახის მაღალია და წეწავენ ხალხსო. მობილური ინტერნეტი ყველა ქვეყანაში ძვირია და ამ კურსის მიხდვით თუ ვიმსჯელებთ ორჯერ მაინც გაუფასურდა ლარი და რა გინდათ ოპერატორებმა წაგებაზე იმუშაონ? მთავრობას მოთხოვეთ პასუხი თორე მალე სხვებიც აწევენ ტარიფებს და არა მარტო მობილური ოპერატორები



მაგთიდან პოსტავ?

„შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით, მათ შორის: 2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით.

Posted by: vato3 5 Jan 2018, 17:35
რუსეთში 35 ლარს ვიხდი, 12 გბ ინტერნეტი, 1600 წუთი ყველა ოპერატორთან, 1300 სმს. სიჩქარე თქვენ თვითონ ნახეთ.

Posted by: iBoss 5 Jan 2018, 17:36
კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, "მაგთი" ინტერნეტს უმიზეზოდ აძვირებს
16:30 05-01-2018
კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, "მაგთი" ინტერნეტს უმიზეზოდ აძვირებს შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება, - ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“უცვლელად გთავაზობთ:

„შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით, მათ შორის: 2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით.

კომისიის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის“ მხრიდან სუბსიდირების განზრახულობას. კერძოდ, აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებით, შესაძლოა შპს „მაგთიკომმა“ დააფინანსოს (ან უკვე აფინანსებდეს) მის მიერ თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები. აღნიშნულ საკითხში სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

Posted by: gio3870X2 5 Jan 2018, 17:38
Trump
QUOTE
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით.

ეს არ მჯერა.

ისრეაელიდან გწერ.

Posted by: oldgio 5 Jan 2018, 17:42
ამ საახალწლოდ ვიღაც ჩინოვნიკის ცოლმა ეტყობა მარსზე გადაწყვიტა დაბადების დღის გადახდა. გორელებს გაზი გაუძვირეს, მიუვარდნენ გორელები და მარეგულირებელმაც დაადასტურა – დაუსაბუთებელი მატება იყოო, აქ მაგთიმ გაჭედა – მარეგულირებელმა – მადა დაიოკეთო..
რით ვერ შეირგეს საახალწლო გოზინაყი, ნაღველი გაუღიზიანდათ?

წარმოიდგინეთ, ისეთ ღორობას რომ გამოავლენ, მარეგულირებელიც რომ ვეღარ გაპრავებს...

Posted by: AUTOCRAT 5 Jan 2018, 17:49
QUOTE (gio3870X2 @ 5 Jan 2018, 17:26 )
ისე მაგარაი არაადეკვატურები ხართ ვინც ტარიფებზე იძახის მაღალია და წეწავენ ხალხსო. მობილური ინტერნეტი ყველა ქვეყანაში ძვირია და ამ კურსის მიხდვით თუ ვიმსჯელებთ ორჯერ მაინც გაუფასურდა ლარი და რა გინდათ ოპერატორებმა წაგებაზე იმუშაონ? მთავრობას მოთხოვეთ პასუხი თორე მალე სხვებიც აწევენ ტარიფებს და არა მარტო მობილური ოპერატორები

რაებს ლაპარაკობთ ტო არ გრცხვენიათ მაინც? რა გაუფასურება რის გაუფასურება?
აზრზე ხარ საერთოდ ჰრივნა როგორ გაუფასურდა ან როგორ ვარდება ყოველ დღე?

შედარებისთვის 10 ჰრივნა90 თეთრია

შეხედე ვალუტის გაუფასურების გრაფიკს ბოლო ხუთ წელში

user posted image

შეხედე კიევსტარის ტარიფებს დღეს
user posted image

შეხედე მაგთის ტარიფებს დღეს

user posted image

user posted image





Posted by: levanius7 5 Jan 2018, 17:52
dinamosfan
QUOTE
მაგთის ხარისხი და მომსახურება მოვდღან მე )))
ნეტა არსებობდეს ჩემს კორპუსში სილქნეტი და ამათი ხსენება არ იქნება საერთოდ

მობილურ სერვისი ეგრეა. მაგთის ფიქსირებულ ინტერნეტთან შეხება არ მქონია და არ ვიცი. არც არის ამაზე თემა

Posted by: Fortdonaldson112 5 Jan 2018, 17:54
ადრე თუ გვიან ბაზარი მაინც დაარეგულირებს, არაფერია საგანგასო.

Posted by: maestro1 5 Jan 2018, 17:58
ოპტიკაზეც იგივე ხდება. კიევში ოპტიკაში თვეში 50 გრივნას მიახლოებით 5 ლარს ვიხდი და მაგთის ოპტიკაზე ბევრად სწრაფად მუშაობს. სირცხვილია. უბრალოდ ოპტიკასთან დაკავშირებით თბილისში სხვა არჩევანი არ მაქვს, სილქნეტს ჩემს მისამართზე არ მოყავს.

Posted by: oldgio 5 Jan 2018, 18:04
დავიჯეროთ, რომ საქმე გვაქვს ძღომადაკარგულ ღორთან, რომელსაც ფეხებზე კიდია სოციალური გარემოც და საბაზრო ეკონომიკის კანონებიც.

Posted by: bridgestone 5 Jan 2018, 19:53
გააძვირებენ მობილურ ინტერნეტს, აბა რა იქნება, იდიოტები ხომ არ არიან: ყველა ერთმანეთის ნაცნობი ვოთსაპით და ვაიბერით საუბრობს დღეს და მაგთის და სხვა მობილური ოპერატორების ძირითადი შემოსავლის წყაროც ალბათ მობილური ინტერნეტია.


ამის პასუხად, უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ უფასო ვაიფაი ქსელები. ეგ არის გამოსავალი.


Posted by: benito777 5 Jan 2018, 20:04
QUOTE
მაგთის განცხადება



არასოდეს არ ვყოფილვარ ამათი აბონენტი!

რაღაცნაირად არ მევასება ეს კომპანია.

Posted by: leticasa 5 Jan 2018, 20:09
ბიჯო მაგთი კერძო კომპანიაა, კერძო, რანაირი ფასიც უნდათ ისეთს დაადებენ..

თქვენ ის იკითხეთ რომ კომუნალურ გადასახადებს გიძვირებენ...

თუ, არ გაინტერესებსთ? ალბათ პირადად არ იხდით და ოჯახის რომელიმე წევრზეა მიწებებული gigi.gif თქვენ კი მობილურით სალაილალოდ არ გინდათ ფულის გადაყრა და შეწუხდით lol.gif

Posted by: _kutaiseli_ 5 Jan 2018, 20:25
leticasa
ეგრე ბევრი რამეა კერძო და ყველამ რომ თავის ჭკუაზე აწიოს ფასი როგორია? აბა მარეგულირებელი კომისია რისთვისაა? მარტო ოთხნიშნა ხელფასები რომ აიღოს და აღშფოთება გამოხატოს?

ცოტა დაუკვირდით რას წერთ!!!

მაგთის დედაც მოვ%$ან, 20 წელი ვიყავი მაგათი აბონენტი და ერთი წლის უკან გადავპორტირდი!!!

Posted by: oldgio 5 Jan 2018, 20:28
პატივცემულო, კი არის კერძო კომპანია, მაგრამ კანონს ეგეც ემორჩილება, რომელიც ეუბნება, რომ ჯერ მარეგულირებელს უნდა შეუთანხმოს გადაწყვეტილება. მარეგულირებელი კი ეუბნება, რომ კომერციულად დასაბუთებული არაა ეს განაცხადი.
კომუნალურებს რაც შეეხება, მეზობელ თემებშია ლანძღვა-გინება ატეხილი. რატომ არ გვაინტერესებს? უბრალოდ, იგრძნობა, რომ ამ ყველაფერს ერთი ბინძური ხელი მართავს. აქვე დადეს სხვა ქვეყნებთან შედარება ეროვნული ვალუტის კურსისა და მობილური ოპერატორების ფასების დინამიკაზე..
სხვათა შორის, მობილურ ოპერატორს მხოლოდ სალაილაო ფასმატებას არ ედავებიან, ინტერნეტის ფასსაც, რომელიც მთელ მსოფლიოში იაფდება წლიდან წლამდე.

Posted by: ლუკატარ 5 Jan 2018, 20:29
AUTOCRAT
maestro1
უკრაინას ნუ ადარებთ, ბევრად მეტი აბონენტი ჰყავთ, მოსახლეობის გამო. 20 მილიონი აბონენტისგან რომ 5-5 ლარს ამოიღებ და 1.5 მილიონისგან 10-10ს დიდი განსხვავებაა: მაგთი წაგებული რჩება. აპარატურის ხარჯი აბონენტების რაოდენობის პირდაპირპროპორციული არაა. თანაც უკრაინა სულ ბრტყელია და ნაკლები ანძაა საჭირო დასაფარად. ინტერნეტიც იაფია, რადგან იქვეა ევროპა და ზღვისქვეშა კაბელის პატრონობა არ სჭირდება კარგი ხარისხის ინტერნეტს.

Posted by: oldgio 5 Jan 2018, 20:41
QUOTE (ლუკატარ @ 5 Jan 2018, 20:29 )
AUTOCRAT
maestro1
უკრაინას ნუ ადარებთ, ბევრად მეტი აბონენტი ჰყავთ, მოსახლეობის გამო. 20 მილიონი აბონენტისგან რომ 5-5 ლარს ამოიღებ და 1.5 მილიონისგან 10-10ს დიდი განსხვავებაა: მაგთი წაგებული რჩება. აპარატურის ხარჯი აბონენტების რაოდენობის პირდაპირპროპორციული არაა. თანაც უკრაინა სულ ბრტყელია და ნაკლები ანძაა საჭირო დასაფარად. ინტერნეტიც იაფია, რადგან იქვეა ევროპა და ზღვისქვეშა კაბელის პატრონობა არ სჭირდება კარგი ხარისხის ინტერნეტს.

არა, საქმე იმაშია, რომ მაგთიკომს არსებული ხარჯებისა და შემოსავლის ბალანსზე კი არ გაუკეთებია აქცენტი, არამედ სამომავლოდ დასანერგ ტექნოლოგიებზე გაამახვილა ყურადღება, ანუ, ინვესტირება უნდა დაფაროთ თქვენი ჯიბიდანო.. ესაა განხეთქილების ვაშლი ახლა. კომისიას კი, საერთოდ, ეჭვი აქვს, რომ მაგთიკომს სურს აბონენტთა გარკვეულ წრეს შესთავაზოს იაფი მომსახურება და იმ დანაკლისის ამოღება სურს წინასწარვე კლიენტიდან... ვისი ტარიფი ვის მობილურშია, ვერ გაიგებ...

Posted by: Dface 5 Jan 2018, 20:47
_kutaiseli_
QUOTE
ერთი წლის უკან გადავპორტირდი!!!

რომელ ოპერატორზე? რა პლიუსები აქვს მაგთისთან მიმართებაში?

Posted by: _kutaiseli_ 5 Jan 2018, 21:04
Dface
QUOTE
რომელ ოპერატორზე? რა პლიუსები აქვს მაგთისთან მიმართებაში?

ბილაინზე

ყოველთვე უფასოდ მერიცხება 100 წუთი და 100სმს... 100მბ... ნუ მოკლე ზარებისთვის სავსებით საკმარისია... თანაც უფასოა ყოვეთვეეე

ნუ მეორე ნომრად სამსახურის კორპორაციული მაქვს ჯეოსელის

მაგრამ მაგთი რატომ უნდა გაამდიდრო, როცა იგივე ბილაინს 5 ლარად აქვს 150 წუთი ყველა ქსელთან, ულიმოტო სმს და 1 გბ ინტერნეტი და ამ დროს მაგთის 500მბ აქვს 5 ლარად biggrin.gif

Posted by: leticasa 5 Jan 2018, 21:21
QUOTE (leticasa @ 5 Jan 2018, 20:09 )
ბიჯო მაგთი კერძო კომპანიაა, კერძო, რანაირი ფასიც უნდათ ისეთს დაადებენ..

თქვენ ის იკითხეთ რომ კომუნალურ გადასახადებს გიძვირებენ...

თუ, არ გაინტერესებსთ? ალბათ პირადად არ იხდით და ოჯახის რომელიმე წევრზეა მიწებებული  gigi.gif თქვენ კი მობილურით სალაილალოდ არ გინდათ ფულის გადაყრა და შეწუხდით  lol.gif


კერძო საკუთრება რა არი წაიკითხეთ, წიგნს თქვენ სათოფეზე არ ეკარებით და ინტერნეტში მაინც ნახეთ


სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ მის საკუთრებაში მყოფ ქონების განკარგვა, როგორც სსრკში იყო - როცა ყველაფერი სახელმწიფოსი იყო...


დამთავრდა სსრკ დამთავრდა რა ვეღარ გაიგეთ? lol.gif სსრკს მენტალობით გინდათ კაპიტალიზმში ცხოვრება? არ გამოვა მაი gigi.gif

რასაც უნდა, როცა უნდა და როგორიც უნდა ისეთ ფასს დაადებს givi.gif თქვენ კი დაიხოკეთ ლოყები და მეკამათეთ


პ.ს. ერთი ვარიანტი გაქვთ, კომუნალურებზე ადინოთ კლავიატურას ბდღვირი


* * *

კიდევ ერთი "პ.ს." პრადვინუტ ეკონომიკის დიდ რეფორმატორს ბენდუს რო რაიმე დაეტოვებინა სახელმწიფო ინტერესებში მაშინ კიდევ გექნებოდათ ბდღვირის დაყენების პერსპექტივა, მაგრამ არაფერი არ დატოვა, რაზეც თქვენც სულ ტაში უკარით...
ჰოდა ქე დარჩით კუდამოძუებულნი...

რას იზამ? სე ლა ვი givi.gif


Posted by: _kutaiseli_ 5 Jan 2018, 21:39
leticasa
QUOTE
კერძო საკუთრება რა არი წაიკითხეთ, წიგნს თქვენ სათოფეზე არ ეკარებით და ინტერნეტში მაინც ნახეთ

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

და შენ რომ სხვას ჭკუის სწავლებას დაუწყებ... მაგთის რამდენ ლარიანი თანამშრომელი ხარ?

კომუნიკაციების ეროვნული კომისიაზე არაფერი გსმენია არა?

Posted by: zakro 5 Jan 2018, 22:51
ამ მონაცემებით მაგთის ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს და რომელ რთულ პირობებზე ლაპარაკობენ?
user posted image
https://analytics.gncc.ge

Posted by: sandro82 7 Jan 2018, 02:17
აბა გილოცავთ სასაუბროს გაძვირებასაც!

Posted by: Trump 9 Jan 2018, 09:29
gio3870X2
QUOTE
ისრეაელიდან გწერ.



ვისაც გვჯერა გაგვატარე. თბილისიდან გწერ და უმიზზოდ აძვირებენ მობილურ ინტერნეტს, რადგან ყველაზე მოთხოვნადი დღეს სწორედ ეს უკანასკნლია

Posted by: uchinmachini 9 Jan 2018, 10:17
ლუკატარ
QUOTE
უკრაინას ნუ ადარებთ, ბევრად მეტი აბონენტი ჰყავთ, მოსახლეობის გამო. 20 მილიონი აბონენტისგან რომ 5-5 ლარს ამოიღებ და 1.5 მილიონისგან 10-10ს დიდი განსხვავებაა: მაგთი წაგებული რჩება. აპარატურის ხარჯი აბონენტების რაოდენობის პირდაპირპროპორციული არაა. თანაც უკრაინა სულ ბრტყელია და ნაკლები ანძაა საჭირო დასაფარად. ინტერნეტიც იაფია, რადგან იქვეა ევროპა და ზღვისქვეშა კაბელის პატრონობა არ სჭირდება კარგი ხარისხის ინტერნეტს.

ის დაგავიწყდა, 1 წუთი საუბარი რა ღირდა საქართველოში და როგორ ჩათლახურად არეგულირებდნენ ტარიფებს 2 კომპანია?! მანდ რო მოგება ნახეს მთელ მაგათ თაობას ეყოფათ და ახლაც ნუ გეშინია, მაგრად ჭამენ.

Posted by: Cora 10 Jan 2018, 15:10
„მაგთიკომს“ დღეს ყველა პირობა ჰქონდა, რომ მომხმარებელისთვის მომსახურება არ გაეძვირებინა, არც ტელევიზიაზე, არც მობილურ ინტერნეტზე:

✔️ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) 100 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო კომპანიას;
✔️ 1 იანვრიდან გაუქმებულია მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი;
✔️ კომპანია საბითუმო ინტერნეტს განახევრებული ტარიფით იღებს;
✔️ მაგთიკომის 11 თვის შემოსავალი 189 მლნ ლარია;

კარგია, რომ არჩევანის საშუალება დღესაც არსებობს .
* * *
QUOTE
სილქნეტი, როგორც ვიცი, კავკაზუსის გაჭიმული წყალქვეშა კაბელიდან იღებს სიგნალს.

4 არხით იღებს სილქნეტი - მათ შორის თურქეთიდან

Posted by: gigaia55 10 Jan 2018, 16:01
Cora
და არც სასაუბროზე. ზარის წამოწყება 12 თეთრი რა ცუდია, თან ტარიფს "ზერო" რომ ქვია არანაირად არ არის ზერო

Posted by: no_one 10 Jan 2018, 16:06
iosebovich
QUOTE
ამათი ღორი დდშ რაა ... აი ახრჩობენ უკვე ხალხს და ესენი კიდე იიი აბა მიშა რო დაბრუნდეს ეგ გვინდაა ... ბეეე, ბეეე ბიძინეეე , ტფუი რაა .

ეგ ყველაფერი ლარის ბრალია! ჯერ სად ხარ, ეხლა ნახე ნავთობის ფასის მატების და ლარის ვარდნის შედეგად საწვავი რომ დაიწყებს კიდევ გაძვირებას...

Posted by: inteZ 10 Jan 2018, 22:46
ინტერნეტის საბითუმო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები განახევრდა
დეკემბერი 26, 2017 15:04
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის განცხადების შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით, კომისია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებთან პირველი ეტაპის სამუშაო პროცესის დასრულების შედეგად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებაზე არსებული ტარიფი, 32 ლარის ოდენობით, 30 დეკემბრიდან განახევრდება.

ცხრილში წარმოდგენილია ამ მომსახურების ყველაზე დიდი პროვაიდერის შპს „კავკასუს ონლაინის“ დაწესებული ტარიფების შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სიმძლავრე მგბ/წმ-ში

2017 წლის პირველ ივნისამდე (ლარი)

2017 წლის პირველი ივნისიდან (ლარი)

2017 წლის 30 დეკემბრიდან (ლარი)

ტარიფის შემცირება, (ლარი)

ტარიფის შემცირება, %-ში

1-50

32

28

19

13

40%

51-100

32

27

18

14

44%

101-200

31

26

17

14

45%

201-500

30

25

16

14

47%

501-2000

29

23

15

14

48%

2001-10 000

29

22

14.5

14.5

50%

კომისია ასევე აგრძელებს მუშაობას ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, რაც ინტერნეტის საცალო მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის: მაგისტრალურ არხებთან დაშვებას, ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებთან დაშვებას.

აღნიშნული მიზნების უზრუნველსაყოფად, NGA-და NGN ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების, ოპტიკური კაბელის/ძარღვის იჯარის, „Ethernet“ და “DWDM“ მონაცემების გადაცემის მომსახურების, მათ შორის, „lambda”-ს მომსახურების ტარიფების მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების „LRIC“ მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე კომისიამ ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შედეგად, კომისია მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელს შეიმუშავებს, რომლის საშუალებითაც საბითუმო მომსახურებებზე ტარიფები ეფექტური ოპერატორის მიერ გაწეული დანახარჯების საფუძველზე დადგინდება.

კომისია უახლოეს მომავალში ასევე ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორებისათვის დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების, მათ შორის მომავალი თაობის (NGA) პასიურ და აქტიურ ქსელურ საშუალებებთან დაშვების პირობების მარეგულირებელი ერთიანი წესების შესახებ კომისიის დადგენილების შემუშავებას გეგმავს.
....
გაანახევრეს იმიტომ რომ ტარიფები დაწეულიყო და ამათ პირიქით გაზარდესfacepalm.gif
სასწრაფოდ ახალი კომპანიაა შემოსაყვანი ბაზარზე!!!

Posted by: Fortdonaldson112 13 Jan 2018, 23:51
ბილაინი და იმის ჯანი, მთელი ოჯახი გადავედით 5 კაცი.

Posted by: MONTY 21 Feb 2018, 07:51
QUOTE
2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური


აი ეს ნახეთ და მაგთის უნამუსობას მიხვდებით ,
წელიწადში მაქსიმუმ 468 000 ლარს იხდის და ეგეც იმ შემთხვევაში თუკი ყველაზე სქელ ანუ 65 მმ ზე მეტი სისქის კაბელს ატარებს

მაგთის მხოლოდ მობილური ინტერნეტის აბონენტი არის 803 674
მინიმუმ 2 ლარით ზრდიდა ტარიფს და წელიწადში 19 288 176 მლნ ლარს მიიღებდა
ძველი ხარჯი 368 160 ლარი ( მაქსიმუმი წელიწადში )
ახალი ხარჯი 468 000 ლარი ( მაქსიმუმი წელიწადში )
ანუ წელიწადში 99 840 ლარის გამო , მინიმუმ 19 288 176 ლარით გაზრდიდა შემოსავალს წელიწადში 2 ლარით გაძვირების შემთხვევაში


user posted image

Posted by: david_888 16 Mar 2018, 13:54
გადაიფიქრეს გაზვირება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)