მე მყავდა ზღვის გოჭი, ვეტთან არ ჭირდება თუ ბეწვის ბუდობრივი ცვენა არ დაეწყო. უყვარს სითბო, გალიაში ან აკვარიუმში უნდა ქონდეს ნახერხი. საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში, მაგალითად გლდანის მეტროს მიმდებარედ უნივერსამი სადაცაა მაგ შენობაშია ზოომაღაზია, სადაც მიქსს ყიდიან წონით ზღვის გოჭებისთვის. მანდვე იყიდებოდა ზღვის გოჭებიც. საკვებად შეგიძლია იყიდო წონით ხორბალი, ქერი, დარჩეული მზესუმზირა, ცოტა სიმინდი და ცოტა კურდღლის საკვები, მე თანაბარი რაოდენობით ვურევდი მარცვლეულს, გარდა სიმინდისა, ეგ უფრო ცოტა უნდა და ცოტა მეტი კურდღლის საკვები. ვეტ აფთიაქების მიქსიც ესაა და უფრო ძვირი ჯდება. საკმაოდ ჯანმრთელი მყავდა ამ კვებით, კიდე ჭამს სტაფილოს, მწვანილებს, ვაშლს, ოღონდ ცოტ ცოტა უნდა ჩაუყარო, რასაც ვერ შეჭამს დაულპება გალიაში. სალათის ფურცლები უყვართ. მოძრავი ცხოველი არ არის. ბორბალი და ეგეთი რაღAცეებით არ ერთობა. ამიტომ ძალიანაც არ უნდა გაასუქო. სავარცხელი მქონდა კიდე სპეციალური და ზურგს ვფხანდი
მშიშარაა და ხმაური არ უყვარს. ხანდახან გამომყავდა გალიიდან და ვაიძულებდი ცოტა ემოძრავა, ადრე წავიკიტხე რომ თუ ძალიან გასუქდებიან გული შეიძლება დაუავადდეს, ძალიან საყვარელი არსებაა.