Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პარამეცნიერებები > შევისწავლოთ ასტროლოგია


Posted by: folkman 4 Nov 2009, 16:12
მოკლედ ბევრი იუზერი წერს რომ ვერაფერს იგებენ ჩვენი ახსნილიდან, რადგან მათთვის რთულ ენაზე ვწერთ. ანუ არ ესმით ტერმინები. ცხრილს ვერ იგებენ, რადგან არ იციან პლანეტების და ნიშნების სიმბოლოები. ამიტომ იყოს ეს თემა და დავეხმაროთ დამწყებებს.



Warning:
თემა არსი: მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციების განთავსება

აკრძალულია ამ თემაში პირადი ჰოროსკოპების განხილვა.

რომელიმე ინფო-ის დასაზუსტებელი კითხვა,რომლითაც ასტროლოგებს (ან ასტროლოგიაში გარკვეულ პირებს)  მიმართავთ,დარჩება თუ ზოგადი იქნება და არა პირადი კითხვა.
პირადი ხასიათის კითხვებისთვის მიმართეთ თემაში  ''კითხვები ასტროლოგიაზე''



სარჩევი


http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=21210560
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=16318906
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=16337857
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=16318328
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=19792300

http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=19781016
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=16338443
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=19122743
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=16331797
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28969274

http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=16319099

http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=16321861


http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=19803841
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=20651971
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=22573572
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=21208108
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=19053710

http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28056077
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28068599
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28068599
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28183861
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28378541

Posted by: geoastrolog 4 Nov 2009, 16:30
ეს არის პლანეტების ფუნქცია, ოღონდ რუსულად, თუ ვინმე თარგმნის, ძალიან კარგი იქნება

http://bin.ge/file/95490/-------------------------------------.doc.html

Posted by: Konstantin_Logos 5 Nov 2009, 12:44
დიდი მადლობა Badaboom


mze - migvaniSnebs adamianis realur arsze,Sinagan samyaroze,mis centralurze.
aseve warmoadgens pirovnebis zogad sicocxlisunarianobasa da unars.
aRwers adamianis sawyiss. (tolniSniania - lomis)


mTvare - aris warmomCeni Cveni fiqrebisa da emociebis, tevadobas,
adamianis fantazias da azrovnebis ZiriTad Semadgendlobas.is aseve
axdens efeqts pirovnebis riTmis SegrZnebaze.drosa da drois ganrigze,
zegavlenas axdens Cveni Seguebis unarianobaze, cvalebadobasa da mravalferovnebaze.
(tolniSniania - kirCxibis)


merkuri - warmoadgens adamianis gonebas, gonierebas, zogad gonivrulobas.
es warmoCindeba pirovnebis mier warmoTqmulSi, dawerilSi, daxvewil gadmocemaSi,
awon-dawonvasa da warmosaxvaSi.aTvisebis, Seswavlis da SesaZleblobebis gamovlenis
kuTxiT. (tolniSniania - qalwulis da tyupebis)



venera - gvaniWebs silamazis SegrZnebas, siamovnebiT tkboba,esteTiur silamazes,
harmoniulobis siyvaruls, Tanaziarobas, urTierTobebidan siamovnebis miRebas da
erotiulobas. (tolniSniania - sasworisa da kurosi)



marsi - warmoaCens pirovnebis energiulobasa da marTvisunarianobas.mamakacurobasa da
gabedulobas, simtkices, Tavisuflebisken da TviTneburobisken swrafvas.aseve aRwers mzaobas
raime moqmedebis wamosawyebad, dagegmarebis warmoCenis unars.rac aseve agresiulobas
SeiZleba ukavSirdebodes. (tolniSniania - verZis)



iupiteri - individualuri azris da miznis Zieba, optimizmi, samarTlianobisa da imedianobis
SegrZneba - es yvelaferi dakavSirebulia iupiterTan.aseve rwmena da sicocxlis filosofia,
Zalva sulieri zrdisa da gafarToebisaken. (tolniSniania - mSvildosnis)



saturni - gviCvenebs Tu rogor vafasebT "realobas", rogor vawydebiT winaaRmdegobas da
vaanalizebT Cvens mier aRmoCenil zRvars.is warmogvidgens Cvens sindissa, zneobriobasa da rwmenas,
kanonzomierebebs da wesebs romelTac Cven vjerdebiT.is aseve gvawvdis informacias Cvens energiaze,
amtanuranianobaze da koncentrirebis unarze.iZleva xarisxs rogoricaa seriozuloba, windaxeduloba
da TavdaWeriloba. (tolniSniania - Txis rqis,merwyulis)



urani - esadageba alRos da intuicias. gadascems moulodnel informacias, STaagonebs da aZlevs adamians
SorsmWretvelobis saSualebas....aaSkaravebs yvelafers axals, amoucnobs, ucxos da uCveulos. sijiute da
ukuRmarToba zustad rom am planetasTanaa asocirebuli. naTqvamia rom astrologiisTvisac msgavi ram
aris damaxasiaTebeli. (tolniSniania - merwyulis)


neptuni - es planeta iZleva super mgrZnobelobas.uRebs kars mistiur da gamoucnob movlenebs.
amJamad, rTulia gansazRvro sad aris cnobierebaSi cdomileba, iluzia da yalbi xilvadoba.
amitomaa neptuni asocirebuli am yvelaferTan, kavSirSia narkotikebTan da yvelanair fsevdo-realizmTan.
(tolniSniania - Tevzebis)


plutoni - aRwers Tu rogor vanawilebT Cven Cvens Zalas, pirads Tu arapirads.am gagebiT, viyenebT am
energias sxvis satanjvelad Tu sakuTar Tavs vaxmarT. es aRwers Tu rogor vecnobiT demonurs da
magiurs, Cvens aRdgeniT energias,unarianobas Zireul cvlilebebisa da ganaxlebisadmi.cikls dabadebisas da
sikvdilis. (tolniSniania - morielis)

Posted by: Konstantin_Logos 5 Nov 2009, 13:24
ესეც ასტროლოგიური სიმბოლოები, ქართულად
დაგვჭირდება ყველას ამის ცოდნა

user posted image

Posted by: folkman 5 Nov 2009, 13:37
ნატალური ჰოროსკოპის სახლების ინტერპრეტაცია

I სახლი
(საწყისი, პიროვნება, ცხოვრება)

1) ადამიანის გარეგნობა და პირველად მასზე მოხდენილი შთაბეჭდილება.
2) საკუთარ თავზე წარმოდგენა, თვითშეგნება და სუბიექტური აზროვნების წერტილი (სუბიექტურობის განსაზღვრა).
3) ფიზიკური სხეული, ვიტალურობა (ჯანმრთელობის პოტენციალი).
4) თანდაყოლილი შესაძლებლობები და ტალანტი, სხვებისგან განსხვავებულობა.
5) პირადი აქტიურობა (ფიზიკური ან სხვა) სხეულის "მოტორიკა".
6) ტემპერამენტი, პიროვნების ქცევის დომინანტა.
7) გარე სამყაროზე პირველი რეაქცია.
8) ცხოვრებისეული პერსპექტივები, ინტერესები, მიზნები.

• სახლის I მესამედი: პიროვნება. ინდივიდუალური "მე". სხეულის აგებულება. გარეგნობა. ხასიათი. ფიზიკური ცხოვრება. ტემპერამენტი. ბედის სათავე. ორგანიზმის კონსტიტუცია. ცხოვრებისეული ძალა. მემკვიდრეობითი მიდრეკილებები. სიცოცხლის ხანგრძლივობა. ცხოვრების პირველი მესამედი.
• სახლის II მესამედი: სხვა პირებთან კავშირი. პროფესიული საქმიანობა. სიყვარული. ქმარი და მისი ხასიათი. ბებია. კომპანიონების ცოლები. ქვეშემრდომების გარდაცვალება. შვილების, მეგობრების, და-ძმების შორეული გზები. ტალანტი. შესაძლებლობების გამოვლენა. ცხოვრების მეორე მესამედი.
• სახლის III მესამედი: ზოგადად სამეურნეო დამოკიდებულება და მათი გამოყენება. ცხოვრებისეული პრაქტიკულობა. ინტელექტი. მტრების ცოლები. შეძენილი უნარ-ჩვევები. მოთხოვნილებების ცვლა. ცხოვრების მესამე მესამედი (უკანასკნელი მესამედი).

II სახლი
(ქონება)

1) ფულის შოვნის და ხარჯვის ცოდნა (უნარი).
2) მატერიალური ინტერესები და პერსპექტივები.
3) შემოსავლის მასშტაბი და მათი წყაროები.
4) საქმიანი აქტიურობა, დამაკმაყოფილებელი შემოსავალი და სიმდიდრე.
5) მოძრავი ქონება.
6) პრაქტიკული ცოდნა და უნარი, რომელიც საკუთარი ძალისხმევით მიიღწევა.
7) პირადი ფასეულობები (მატერიალური და სულიერი) და დამოკიდებულება მათ მიმართ.

• სახლის I მესამედი: მემკვიდრეობითი მიღებული ქონება. შემოსავლის ძირითადი წყარო. საკუთარი ქონების შეძენის პერსპექტივა. სოციალური დამოკიდებლობა ან დამოუკიდებლობა. ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მოგროვების პროცესები, კვებისა და პირადი ჰიგიენის საკითხები. დამოკიდებულება პირადი ფასეულობების მიმართ ცხოვრების პირველ მესამედში. მტრის ძმები. მეგობრის მამები. მეუღლის გარდაცვალება. შვილების წარმატება (განსაკუთრებით პირველის).
• სახლის II მესამედი: ფული და მისი შოვნის საშუალებანი. მოძრავი ქონება. შემოსავლები სამსახურებრივ ცვლასთან დაკავშირებით. შემოსავლები და ფასეულობები ცხოვრების მეორე მესამედში. შემოსავლები მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით. შვილების პროფესიები. კომპანიონის გარდაცვალება.
• სახლის III მესამედი: საქმიანი და ფინანსური პარტნიორები, კონტაქტები, ვალები, ვალდებულებები. შემოსავალი იდეოლოგიურ-სულიერი მოღვაწეობის საშუალებით. შემოსავალი მოგზაურობისგან. შემოსავლები და ფასეულობები ცხოვრების ბოლო მესამედში. აშკარა მტრის სიკვდილი.

III სახლი
(ძმები)

1) ადამიანის უახლოესი გარემოცვა (და-ძმა, ახლო ნათესაობა, ნაცნობობა, მეზობლები) და მათთან კავშირი.
2) ინფორმაციის (აზრების, იდეების) გაცვლა.
3) ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცნობისმოყვარეობა, სხარტი გონება.
4) ახლო მანძილზე მგზავრობა-გადაადგილება, მომდევნო კონკრეტული მიზნები.
5) ინფორმაციის ყველა საშუალება და სარგებლობა ამით (სერიოზული თეორიული კვლევის გარდა).
6) მეხსიერება, მეტყველება (თხრობითი, წერითი), ნერვული სისტემის მდგომარეობა, ინტელექტუალური აღქმის უნარი.
7) მიბაძვის უნარი, მიმიკა, ჟესტები (როგორც ურთიერთობის ფორმა).
8) დაწყებითი განათლება (სწავლა, როგორც ინფორმაციის მიღება ყოველდღიური პრაქტიკული გამოყენებისთვის).
9) შუამავლობა, მოლაპარაკება, შეთანხმება, ახალი ამბები.

• სახლის I მესამედი: და-ძმა. გარემოცვა. გონებრივი შესაძლებლობები. პირველი და ან ძმა, მოგზაურობა (რომელიც 25 წლამდე ხდება). მამის მტრები. შვილების მეგობრები. მეგობრების შვილები.
• სახლის II მესამედი: პროფესია (მხოლოდ ის, რომელიც მოგზაურობას ეხება). ხელნაწერი, მეტყველება, წერილები, ლიტერატურა. მწერლობასთან და გათვლებთან დაკავშირებული საქმე. გამოსვლები (ორატორული და ა. შ.). მოლაპარაკება. მოგზაურობა (რომელიც 50 წლამდე ხდება). სწავლა. მოსამსახურის საქმიანობა.
• სახლის III მესამედი: გონებრივი შესაძლებლობები, მოგზაურობა (ცხოვრების ბოლო მესამედში). მტრული გავლენა (აზროვნებაზე, სახლზე, მიწის მფლობელობაზე, რეპუტაციაზე). მშობლების ქონება, რეპუტაცია, სიზმრები.

IV სახლი
(მშობლები, ფესვები, საქმის დასასრული)

1) წარმოშობა, ოჯახური ტრადიციები, გენეალოგია, გენეტიკური მიდრეკილებები.
2) ოჯახი, სახლი (სადაც დაიბადა ადამიანი და მისი შექმნილია).
3) მამა; სხვა ვარიანტით მშობელი, რომელიც ამ პიროვნების სქესისაა (ან მთავარია ოჯახში).
4) პრობლემები, რომლებიც სახლს, ოჯახს, მიწას, უძრავ ქონებას უკავშირდება.
5) არაცნობიერი, ადამიანის ბუნებრივი შეგნება.
6) სულიერი სამყარო, ჩვეული გარემო, ემოციონალური უშიშროება, გადარჩენის საყრდენი.
7) სამშობლოსთან დამოკიდებულება (რას თვლის ადამიანი სამშობლოდ, რას გააკეთებს მისთვის, შეუძლია თუ არა მის დატოვება).
8) ადამიანის მონაწილეობა ეროვნულ საკითხებში.
9) ცხოვრების ბოლო პერიოდი და მისი დასასრული.

• სახლის I მესამედი: გენეტიკა და მშობლები, წინაპრებთან, გვართან, მიწასთან დამოკიდებულება, ცხოვრების დასასრული, კავშირი მიღმიერ სამყაროსთან, და-ძმების ქონება, შვილების მტრები, მტრების შვილები, მეუღლის სამსახური, მეგობრების ავადმყოფობა, კავშირი `განდობილებთან~ და `ხელდასხმულებთან~.
• სახლის II მესამედი: სამშობლო, მშობლიური მხარე, საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი კერა, დამოუკიდებლობა პროფესიასა და სახლში, დამოკიდებულება მიწათმოქმედების მიმართ (რაც ეხება მთის საქმეს, რკინიგზას, უძრავ ქონებას, სამშენებლო საქმეს), სამუშაოს მეგობარი, მეგობრის მოსამსახურე.
• სახლის III მესამედი: სულიერი და შემოქმედებითი ცხოვრება (განსაკუთრებით ასაკში), უკანასკნელი სიყვარული და მიჯაჭვულობა, უიღბლო სასიყვარულო კავშირები, გარდატეხის ასაკის დროინდელი სიყვარული, ცხოვრების საიდუმლო მოტივები, შვილებზე გავლენა.

V სახლი
(შვილები, შემოქმედება, შემთხვევითი ბედნიერება)

1) შემოქმედებითი თვითგამოხატვა.
2) გატაცება, ჰობი, თავისუფალი დრო.
3) სიყვარული, რომანტიული თავგადასავლები.
4) ბავშვები, მათთან დამოკიდებულება, აღზრდა, პერსპექტივები და მახსოვრობა ბავშვებთან მიმართებაში.
5) ყველასგან გამორჩევისა და საზოგადოებაში დაფასების სურვილი.
6) შემსრულებლის მოღვაწეობა და პოპულარობა (ხელოვნება, თეატრი, კინო, სპორტი _ სადაც ადამიანი ყურადღების ცენტრშია).
7) შემოქმედების და თამაშის ელემენტი სწავლაში.
8) ფულის ხარჯვა გართობაზე, ძვირადღირებულ და მსხვილ საყიდლებზე.

• სახლის I მესამედი: საყვარლები. შვილები. დახმარება ბავშვებს. სიკვდილი ახალგაზრდობაში. დანაკარგისა და შემოსავლის რისკი. ინიციატივა და მოხერხება. შესაძლებლობების გახსნა. მოქმედების თავისუფლება. მანდილოსნებში _ მშობიარობა და საფრთხე მშობიარობისას. მამის მოძრავი ქონება. მეორე და ან ძმა.
• სახლის II მესამედი: ძღვენი. სპეკულაცია. აზარტული თამაშები. ლატარეა. ურთიერთობა გასართობ დაწესებულებასთან (თეატრი, კინოთეატრი, კაზინო, კაბარე და ა. შ.). გატაცებები. სიყვარული. არაკანონიერი კავშირები. ქვეშემრდომები. მტრები. პროფესია (მხოლოდ მწერლის, ხელოვნების მოღვაწის, მსახიობის).
• სახლის III მესამედი: სულიერ, კულტურულ და სპორტულ მოღვაწეობასთან კავშირი. განსაკუთრებული მიდრეკილებები. გვარის გაგრძელება (შვილები, შვილიშვილები). კონტაქტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან. უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. დიდება, რომელიც სიკვდილის შემდეგ მოდის.

VI სახლი
(ჯანმრთელობა, მსახურება და ყოველდღიური შრომა)

1) ორგანიზმის სისტემების შეთანხმებული მუშაობა, ასევე სნეულებანი, როგორც ამ მუშაობის დარღვევის შედეგი.
2) ჰიგიენა, დიეტა, ექიმებისა და მკურნალობის მეთოდების მიმართ დამოკიდებულება.
3) ზრუნვა ახლობლებზე, ყოველდღიური შრომა და ვალდებულებები, დაქვემდებარება, დისციპლინა, მომსახურება.
4) დამოკიდებულება სამსახურში, სამუშაო გარემო, პროფესიული უნარ-ჩვევები, მუშაობა ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან.
5) სწავლა, როგორც შრომა, უნარ-ჩვევების შეძენა.

• სახლის I მესამედი: სნეულება, ინვალიდობა ან შრომისუუნარობა. მკურნალობისა და ავადმყოფთა მოვლის მეთოდიკა. დიეტა და პირადი ჰიგიენა. სამოსი. სიმამრი. მამამთილი. ბიძა. დეიდა. მეუღლის მტრები. მტრების მეუღლეები (ქმრები). მეგობრის სიკვდილი. პირველი შვილის მატერიალური მდგომარეობა.
• სახლის II მესამედი: მსახურების ადგილი, სამუშაოს ცვლა. ურთიერთობები სამუშაოზე და შრომის პირობები. დამოკიდებულება ქვეშემრდომებთან და თანამშრომლებთან. ძალაუფლება ან დაქვემდებარება. შემოსავალი და ან დანაკარგი მომსახურე პერსონალისგან.
• სახლის III მესამედი: თავისუფალი პროფესია. შინაური ცხოველები. უარყოფითი გავლენა ქორწინებაზე. შესაძლო დანაკარგი პარტნიორის გამო.

VII სახლი
(მეუღლე, პარტნიორები და მტრები, ალტერ-ეგო)

1) პირადი ურთიერთობები ადამიანებთან.
2) პარტნიორების ხედვა, პასუხისმგებლობის გრძნობა მათ წინაშე.
3) პირადი თვისებები, რომლებიც განვითარებას საჭიროებენ.
4) პარტნიორები (ქორწინება და საქმიანობა).
5) ქორწინება, განქორწინება, განშორება, ურთიერთობების გაწყვეტა, სასამართლო პროცესები.
6) ვაჭრობა, გარიგება, კონკურენცია, თანაავტორობა.

• სახლის I მესამედი: ქორწინება, კავშირისა და ქორწინების ხასიათი. პირველი ქორწინების პარტნიორის სახე, ქცევის მანერა და მასთან ურთიერთობის საშუალება. მეორე ბავშვი. ბაბუა. მესამე და ან ძმა. დისშვილები. ძმისშვილები. მამისეული სახლი. მეგობრების რელიგიურობა და მათი შორეული მოგზაურობა.
• სახლის II მესამედი: საქმიანი პარტიორები და კომპანიონები. კავშირები და კონტაქტები. საზოგადოებრივი მოღვაწეობა. შეთანხმებები. კავშირები. კამათი. ორჭოფობა. მეორე ქორწინების პარტნიორი. აშკარა მტრები. სპეკულაცია. ქვეშემრდომების ქონება.
• სახლის III მესამედი: მესამე ქორწინების პარტნიორი. საქმიან პარტნიორებთან და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დამოკიდებულება ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. შემოსავალი ქურდობისგან, ძარცვისგან, სპეკულაციისგან, ომისგან.

VIII სახლი
B(სიკვდილი, სახეცვლა, განსაცდელი)

1) კრიზისები, ძველი პირობების დასასრული და ახლის დასაწყისი.
2) ცხოვრების არსის ძიება, მუშაობა უმაღლეს ენერგიებთან, როგორც ყოველი ფიზიკური მოვლენის შინაგანი მიზეზი.
3) სიკვდილი, გარდაცვლილის საქმეები.
4) ჩასახვა და დაბადება, სექსი.
5) დანაკარგი და შენაძენი ადამიანებისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
6) სხვა ადამიანების ფასეულობანი.

• სახლის I მესამედი: ქმრის ან პარტნიორის ქონება. ანდერძი. ვაჭრობა და მეგობრების პატიოსნება. მტრების რელიგიურობა და მათი ქონება. მესამე დის ან ძმის ქონება. მეგობრის ბიზნესი ან მოგზაურობა.
• სახლის II მესამედი: სიკვდილი, მისი ადგილი და ნაირსახეობა. ექსტრემალური სიტუაციები. სარისკო ღონისძიებანი. კატასტროფები. პროფესია, რომელიც სიკვდილს უკავშირდება. მემკვიდრეობა. თანამშრომელთა მოკლე მოგზაურობა და მათი მეზობლები. და-ძმის თანამშრომლები.
• სახლის III მესამედი: საიდუმლო საქმები. ოჯახური საიდუმლოებები. შემოსავალი საიდუმლო საქმეებისაგან. სულიერი გადასხვაფერების სფეროები. ოკულტური მეცნიერებების სიბრძნეების მოგროვება. კავშირი მიღმიერ სამყაროსთან. სპირიტიზმი. დემონიზმი. შავი მაგია.

IX სახლი
(სიკეთე, მსოფლმხედველობა, მოგზაურობა)

1) ცოდნა, რომელიც მსოფლმხედველობას აფართოვებს (ფილოსოფია, რელიგია, მეცნიერება, სამართალი და ა. შ.).
2) ზოგადი აბსტრაქტული აზროვნება, მსოფლმხედველობა, ეთიკა და მორალი, სოციალური და სულიერი ორიენტირება.
3) უმაღლესი განათლება.
4) შორეული ნათესავები, ადამიანები განსხვავებული ხედვით.
5) ხანგრძლივი მოგზაურობები და მგზავრობები, განსაკუთრებით კი შემეცნების მიზნით.

• სახლის I მესამედი: დამოკიდებულება ხანგრძლივი მოგზაურობის მიმართ. ყველა საკითხი, რომელიც საზღვარგარეთსა და უცხოელებს ეხება, მათგან შემოსავალი. პირველი დის ან ძმის მეგობრები. მესამე შვილი. მამის ავადმყოფობა. მული. რძალი. მძახლები. ქვისლი. სიძე.
• სახლის II მესამედი: უმაღლესი განათლება. სულიერი ან იდეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესია. გამომცემლის საქმე. სასულიერო პირები. რაიმეს გამომწვლილვით შესწავლა. შემოსავალი რელიგიისა და სასულიერო მოღვაწეობის მეშვეობით. ქვეშემრდომების მამები და მამის ქვეშემრდომები. კონტაქტები უცხოელებთან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

• სახლის III მესამედი: მსოფლმხედველობა. ფილოსოფიური და რელიგიური ინტერსები. მორალი და ეთიკა. მეცნიერულ-კვლევითი მოღვაწეობა. სულიერი პროფესია. შესაძლოა წინააღმდეგობები სულიერ მოღვაწეობაში და ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

X სახლი
(ძალაუფლება, ჩანაფიქრის განხორციელება)

1) პრაქტიკული მიზნები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეზულტატები, კონკრეტული დამსახურებების შეფასება საზოგადოების მიერ (აღიარება ან სირცხვილი).
2) პასუხისმგებლობის ხასიათი საზოგადოების წინაშე (პროფესია, კარიერა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ავტორიტეტი და სტატუსი).
3) დამოკიდებულება უფროსობასთან, თანამშრომლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან.
4) პირადი ძალაუფლება და მისი გამოყენება.
5) პატივმოყვარეობის გამოვლენა, მიზნისკენ მოძრაობის სტრატეგია, პრაქტიკული ცხოვრების ინტერესი.
6) დედა, სხვა ვარიანტით – საწინააღმდეგო სქესის მშობელი.

• სახლის I მესამედი: საკუთარი ძალისხმევით მიღწეული წარმატება. საზოგადოებრივი აღიარება, დიდება. საპატიო წოდება. ჯილდოები. მშობელი და მისი გავლენა პროფესიაზე და სოციალურ მდგომარეობაზე. მამათილი. სიმამრი. მეგობრების მტრები. მტრების მეგობრები. პირველი შვილის ავადმყოფობა. პირველი დის ან ძმის სიკვდილი. ოჯახური კერა. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების პირველ ნახევარში.
• სახლის II მესამედი: თამამდებობა. პროფესია და მასთან დაკავშირებული წარმატება. ნიჭიერება პროფესიაში. დაწესებულებანი. სახელმწიფო მსახურება. თანამშრომლები. ქვეშემრდომები. მოწაფეები და მიმდევრები. მტრების სახლები. მოკეთეების სახლები. სახლის მტრები. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების მეორე ნახევარში.
• სახლის III მესამედი: ხელოსნობა. ცოდნა. ძალების ხარისხი პროფესიისთვის. გონების ძალა. პირველი პროფესია. პროფესიული მოღვაწეობის საწყისი. პატიოსნება და ზნეობრიობა. პატივისცემა. პროფესიული მიღწევები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

XI სახლი
(მეგობრები, უნივერსალური ფასეულობანი, იმედები)

1) გეგმები, იმედები, ოცნებები, იდეალები, ცხოვრებით დაკმაყოფილების ხარისხი, წარმოდგენა ბედნიერებაზე.
2) ცხოვრებისეული გეგმებისა და ტენდენციების კორექციის შესაძლებლობანი.
3) რეფორმები და სახეცვლილებანი, დამოუკიდებელი ხედვები, ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, მსოფლიო კანონებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობა, ჰუმანიზმი.
4) არაფორმალური ჯგუფები, კავშირები და გაერთიანებები, რომლებიც შორეული მიზნებისაკენ სწრაფვაზე ეფუძნებიან.
5) მფარველი მეგობრები, კეთილისმოსურნენი, მეცენატები.
6) ადამიანის "ჭერი", "სახურავი" ("კრიშა").

• სახლის I მესამედი: პირადი მეგობრები. მფარველები. მეურვეები. მეცენატები. მრჩევლები. შემოსავლები პროტექციისა და მეგობრების დახმარებით. სოციალური ცხოვრება და რეაქცია საზოგადოებრივ პროცესებზე. არაფორმალური, სოციალური სანქციები, ერთ-ერთი მშობლის სიკვდილი. შვილების მეუღლეები. შვილების აშკარა მტრები. შვილების კამათი. დის ან ძმის ხანგრძლივი მოგაზურობა, ასევე მათი რელიგიურობა. გერები.
• სახლის II მესამედი: იმედები. სურვილები. აქციონერულ საზოგადოებასთან კავშირი. შემოსავალი საკუთარი ტანჯვის შედეგად. კავშირების ცხოვრების მეორე მესამედში.
• სახლის III მესამედი: იმედების, სურვილების, გეგმების, პროექტების ასრულება. სულიერი სახის იმედები და სურვილები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. არამართვადი ექსტაორდინალური მოვლენები.

XII სახლი
(შეზღუდვა, განდგომა, განთავისუფლება)

1) ახალი საქმეებისა და პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებული სიტუაციები.
2) განთავისუფლება ძველისგან და უსარგებლოსაგან, განწმენდა, რელიგიური მოქმედებები.
3) საიდუმლო საქმეები (კონკრეტულად კი მხარდაჭერა, ინტრიგები, სიყვარული, მტრები).
4) თავისუფლების აღკვეთის ნებაყოფლობითი ან იძულებითი ადგილები.
5) გულმოწყალება, მსხვერპლთშეწირვითი მსახურება, წამებულობა.
6) თვითჩაღრმავება, ეზოთერული სწავლებანი.
7) უბედურება, განუკურნელი, ხანგრძლივი და ქრონიკული სნეულებანი.
8) ბედისწერისგან დაჩაგრული ადამიანები.
9) მიგრაცია (მეცხრე და მეოთხე სახლებთან ერთად)
10) ქვეცნობიერთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული დარღვევები და პრობლემები.

• სახლის I მესამედი: ნებაყოფლობითი თავისუფლების შეზღუდვა. ნაღველი. ტანჯვა. დანაკარგი. სიდედრი. დედამთილი. საიდუმლო მტრები და მათი ინტრიგები. დიდი ცხოველები. პარტნიორის ავადმყოფობა. შვილის სიკვდილი. მუშაობა რეჟიმულ ინსტიტუტებში, სანატორიუმებში, მონასტრებში.
• სახლის II მესამედი: იძულებითი თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულებრივი პროცესი. ციხე. საავადმყოფო. ინტერნატი. კონცლაგერი. გადასახლება და ემიგრაცია. ძარცვა. ყაჩაღობა. შური. თვითმკვლელობა.
• სახლის III მესამედი: ოკულტური მეცნიერებები. ბუნებისა და კოსმოსის საიდუმლოებების ძიებისთვის ნებაყოფლობითი განმარტოვება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. თვითშემეცნების ზრდა. სასიცოცხლო ტონუსის დაწევა.
Автор: Lakshmi Ravi Ramananda (GEOASTROLOG) на 8:13 AM 0 коммент.
Ярлыки: ასტროლოგია
* * *
maiko312
QUOTE
და ქირონის გაორებაზე მიპასუხეთ პლზ )

თევზებში მე-12 სახლში, ალბათ ეს გაორება შენს რწმენაში, რელიგიაში გამოიხატება.

Posted by: folkman 5 Nov 2009, 16:26
ასპექტები


შეერთება - conjunction ეს არის 0-10 გრადუსიანი ასპექტი. ასტროლოგთა ნაწილი თვლის, რომ თუ შეერთებაში არ მონაწილეობს მზე და მთვარე, მაშინ შეერთებად შეიძლება ჩაითვალოს, მხოლოდ პლანეტებს შორის 0-8 გრადუსიანი დაშორება. შეერთება ითვლება ყველაზე ძლიერ ასპექტად. ორი პლანეტის გავლენა ერთიანდება. თუმცა გააჩნია რა პლანეტები არიან შეერთებაში. ყველაზე დადებითია შეერთება მზის, ვენერას და იუპიტერის შემთხვევაში. ყველაზე ნეგატიური კი მარსის, სატურნის და მთვარის შემთხვევაში.
შეერთება შეიძლება ნეიტრალურ ასპექტადაც ჩაითვალოს. მაგალითად მთვარის და მერკურის შეერთებისას ადამიანი მარტივად საუბრობს თავის გრძნობებზე. მაგრამ მისი ინტელექტუალური(მერკური) მიდგომა ემოციებთან(მთვარე) გრძნობებს უკარგავს სიღრმეს. ვერ უძლებენ მძიმე ემოციებს. დადებითი მხარე- კარგად შედის კონტაქტში, ლამაზად გადმოსცემს შეგრძნებებს. ანუ გააჩნია რა პლანეტებია შეერთებაში, იმის მიხედვით ეს ასპექტი შეიძლება იყოს პოზიტიური, ნეგატიური და ნეიტრალური.

ტრინი - Trine (120 გრადუსი) ანდა ტრიგონით (პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი გრძელი წითელი ხაზი) -
ტრინი ანდა ტრიგონი - ასპექტი 120 გრადუსში, ზოდიაქალური წრის სამ ნაწილად გაყოფის რეზულტატია. არის ჰარმონიული ასპექტი.
ყველაზე კარგი ასპექტია. მისი მოქმედების ხანგრძლივობა უჩვენებს ხასიათის კარგ მახასიათებლებზე და ასევე, იმაზე თუ ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი რაში მიაღწევს წარმატებას.

სექსტილი - Sextile (60 გრადუსი) -(პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი ტრინთან შედარებით მოკლე წითელი ხაზი) _
სექსტილი - ასპეტი 60 გრადუსში, რომელიც ზოდიაქალური რუქის 6 ნაწილად გაყოფის შედეგად მიიღება. არის ჰარმონიული ასექტი. კარგი ასპექტი, რომლის მოქმედებაც არაა ისეთი ხანგრძლივი, როგორც ტრიგონისა. სექსტილი უფრო მეტად ეხება კარგ გადახრებსა და დახმარებებს, რომელიც ხდება ადამიანის მოვლენების ბედში.

ოპოზიცია - opposition (180 გრადუსი) -(პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი გრძელი შავი ხაზი)
ოპოზიცია - ასექტი 180 გრადუსში, ზოდიაქალური წრის 2 ნაწილად გაყოფის შედეგია. გამოხატავს დაძაბულ ასპექტს. ძალიან პრობლემატური ასპექტია, რომელიც ითხოვს დეტალურ, ჩაღრმავებულ შესწავლას.

კვადრატურა - square იგივე კვადრატი (90 გრადუსი) -(პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი ოპოზიციასთან შედარებით მოკლე შავი ხაზი)
კვადრატურა (90 გრადუსი) - ზოდიაქალური წრის 4 ნაწილად გაყოფის შედეგად მიიღება. დაძაბულ ასპექტად გვევლინება. მოქმედებს უფრო მატერიალური კუთხით. კვადრატურის მოქმედებას ახლავს არასასიკეთო მდგომარეობა, ჩხუბი და დაბრკოლებები.

Posted by: folkman 5 Nov 2009, 16:44
HAG
შენ გაინტერესებდა პლანეტების სიმძლავრე შენს რუქაში.
ამ ცხრილის მეშვეობით დაადგენ რომელი პლანეტა უფრო ძლიერია შენს ჰოროსკოპში, მისი ნიშანში მდებარეობიდან გამომდინარე. თუმცა ასპექტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

http://www.radikal.ru

მზე თევზებში, ვენერა მერწყულში, იუპიტერი თხისრქაში. ამ 3 პლანეტიდან ყველაზე ძლიერი ვენერაა, რომელიც მერწყულში 4 ქულით ფასდება. შემდეგ მზე-თევზებში 3 ქულით. იუპიტერი თხისრქაში-1ქულა.

Posted by: SenatoR 6 Nov 2009, 03:08
ეს გამოგადგებათ დამწყებთ



პლანეტა სახლში (მის ზოდიაქოს ნიშანში) -პლანეტა საკუთარ სახლში არის მაქსიმალურად თავისუფალი ავლენს საკუთარ თავს 100 % -ით.არ სცხვენია და არ ერიდება არაფრის biggrin.gif მისი სახლი მისი ციხესიმაგრეა

პლანეტა ტყვეობაში -დატყვევებული პლანეტა სიტვიდდან გამომდინარე შეგვიძლია გავიGოთ პირდაპირი მნიშვნელობით.ის არის ტყვედ არ ეძლევა საშუალება საკუთარი თავის რეალიზების მოკლედ რომ ვთქვათ ეს პლანეტა არ მუშაობს მისი ენერგეტიკა აბსოლიტურრად ეწინააღმდეგება იმ ნიშნის ენერგეტიკას რომელშიც ის ხვდება.მაგალითად ვენერა რომელიც არის სილამაზის ჰარმონიის "ნაზი პლანეტა" თითქოს ფაიფური,ვენერა ხვდება მებრძოლ აგრესიულ მორიელში ,მორიელის სამფო მიწიქვეშეთია.ვუკანები გამუდმებული დუღილი მიწისძვრები და ასე შემდეგ .შესაბამისად ჩვენი ფაიფურის ვენერა ამ ნიშანში ვერაფერსაც ვერ აკეთებს რადგან აბსოლიტურ რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში ექცევა რომელთანაც მოსარგები 1 თვისებაც კი არ გააჩნია.

პლანეტის ეგზალტაცია-პალენტა წარმოვიდგინოთ როგორც ადმიანი, ხოლო ეგზალტირებული გარემო მისი სამსახური.ეს ადამიანი(პლანეტა)საკუთარი სახლის შემდეგ თავის პოტენციალს საუკეთესოდ ავლენს მისთვის ყველაზე მისაღებ გარემოში(ამ შემთხვევაში მაგალითად სამსახური მოვიყვანეთ).
შესაბამისად პლანეტა თავს საკუთარი სახლის(ზოდიაქოს ნიშნის) გარდა, ყველაზე კომფორტულად გრძნობს ეგზალტირებულ გარემოში(ნიშანში რომელშიც ეგზალტირდება)

პლანეტის დაცემა- დაცემული პლანეტა შესაბამის ნიშანში მუშაობს!მაგრამ მუშაობს უჩვეულოდ არასწორად ასე ვთქვათ მოსდის შეცდომები .თითქოს ცდილობ გამოვლინოს თავისი პოტენციალი მაგრამ ჩანს სასაცილოდ.მაგალითად მოვიყვან კუროს რომელიც გახლავთ სტაბილური მიწის ნიშანი.კურო სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს საუკუნე ფიქრობს მიზნისკენ მიდის ასევე საუკუნე ნელ ნელი ნაბიჯებით,მასში დაცემულია ურანი(სიახლეების მოულოდნელობების პლანეტა) ანუ ურანი კუროში ომ ჩაირთოს არ იმუშავებს სწორედ,შესაბამისად კურო რამე სპონტანური გადაწყვეტილების მიღება რომ მოსთხოვოთ უცბად და ეს გადაწყვეტილება მან მიიღოს ჩთვალეთ,,,,,,,,,,,,,,,,,

მოკლედ 1 კლასისთვის მგონი კარგად ავხსენი.თან მთვრალი ვარ ცოტათი და არ მინდა ცუდად გამომივიდეს biggrin.gif
user posted image
აქვე დავსძენ რომ:ზოგი ასტროლოგი მერკურის ეგზალტაციას ქალწულში არ იზიარებს და ამბობენ რომ ეგზალტირდება მერწყულში.თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ეგზალტაცია სუფთა ასტრო"ლ"ოგიური მოვლენა და არანაირ ასტრო"ნ"ომიულ ცოდნას არ ეფუძნება შემიძლია ვივარაუდო რომ შესაძლებელია ორივე ნიშანში ეგზალტირდებოდეს.მითუმეტეს ცნობილია რომ ქალწული საკუთარ მერკურის წარმატებით იყენებს და მიზანმიმართულად იქნება ეს სამსახური სახლი თუ სხვა გარემო რომელშიც მას უხდება ყოფნა.
ასევე მერკურის სიძლიერე მერწყულში!

Posted by: Konstantin_Logos 6 Nov 2009, 16:58
ყოველი პლანეტა ატარებს ინფორმაციას პიროვნებაზე.

მზე - ცხოვრებისეული პორიცია, ნება;

მთვარე - ემოციები და შინაგანი სამყარო, შეგრძნებები, სული;

მერკური - ინტელექტი, ურთიერთქმედება და კონტაქტები;

ვენერა - მგრძნობიარობა, წონასწორობა, ჰარმონია, სიყვრული

ნებისყოფა, მოქმედება, აქტიურობა, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ხანდახან ზეწოლა, საქციელი

იუპიტერი - საზოგადოებრივი ინტერესები, სოციალური სწრაფვები

სატურნი - პირადი მიზნები, ჩაღრმავება საკუთარ თავში, ხანდახან ფარულობა, შინაგანი ღერძი

ქირონი - ორაზროვნება, გაორება

ურანი - არაპროგნოზირებულობა, სულიერი თავისუფლება, რეფორმატულობა

ნეპტუნი - უმაღლესი ჰარმონია, სიღრმისეული ქვეცნობიერი პროცესები, რწმენა

პლუტონი - ძლიერება, სტიქიური ძალები, კოლექტიური ნება

პროზერპინა - რაოდენობრივი ცვლილებები, რომლებსად მოაქვს შეუქცევადი გარდაქმნები ხრისხში.

რახუ - გვიჩვენებს რა უნდა განივითაროს ადამიანმა

კეტუ- - ის რაც მოგვეცა თავიდანვე, რასაც შეიძლება მივეყრდნოთ.

ლილიტი -ბოროტების საზომი, რომელიც წარსულ ცხოვრებიდან მოდის, ურთიერთქმედება მასთან აწყმოსა და მომავალში.

სელენა - სიკეთის საზომი, რომელიც წარსულ ცხოვრებიდან მოდის, ურთიერთქმედება მასთან აწყმოსა და მომავალში

Posted by: Konstantin_Logos 6 Nov 2009, 17:29
ALIEN7
QUOTE
მაგალითად მზე ლომში მთვარე ქალწულში.და ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა.
როგორ უნდა გაკეთდეს ინტერპრეტაცია მზის და მთვარის შემთხვევაში?


პლანეტა, რომელიც მდებარეობს ამა თუ იმს ზოდიაქოში იღებს ამ ზოდიაქოს ელფერს...


ვერძი - აქტიურობა, იმპულსურობა, სურვილი

კურო - სიმყარე, პრაქტიკულობა, გარანტია

ტყუპები - სიმსუბუქე, ზედაპირულობა, მრავალმხრივობა

კირჩხიბი - ემოციონალურობა, წყენიობა, რეტროსპექტიულობა

ლომი - შარმი, თავისთავადობა, გაფორმება, გამოხატულება

ქალწული -რაციონალიზმი, კრიტიკულობა, ანალიზი, დეტალიზაცია

სასწორი - მშვიდობისმოყვარულობა, მერყეობა

მორიელი - პსიქოლოგიზმი, მოწყენილობა

მშვილდოსანი - სოციალურობა, გაფართოვება

თხის რქა- ასკეტიურობა, შევიწროვება, კრისტალიზაცია, კონცენტრაცია

მერწყული - ალტრუიზმი, არაპორგნოზირებულობა, რეფორმაცია

თევზები -სიღრმე, იდუმალება, მოლოდინი

ახლა შევაერთოთ მზე ლომთან და მთვარე ქალწულთან...
ნუ ლომის დახასიათება გეცოდინება ისედაც... რაც შეეხება მთვარეს ქაწულში გამოდის ასე:
მთვარე (ემოციები)+დეტალიზაცია =მეთოდურობა, თავშეკავებულობა, ემოციების გონებრივი მართვა, რთულად ავლენ ემოციებს, იმიტომ რომ გონების ფილტრი უშლის ხელს გამოვლინდეს შენი შინაგანი განცდები მთელი სისრულით და ა.შ..

Posted by: Konstantin_Logos 7 Nov 2009, 17:00
doctor ako
QUOTE
სხვა ნიშნების მართველებიც რომ ავღნიშნოთ, მარტო თქვენ არ მოგმართავათ, ვისაც დრო ექნება მაინც დავაკონკრეტოთ. მადლობთ


ინებეთ

user posted image

Posted by: Konstantin_Logos 8 Nov 2009, 17:12
user posted image

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში (კატრინ ობიეს მიხედვით)

ცეცხლი:

ვერძში
ქალური საწყისები უფრო გამოკვეთილია: ქალისთვის ეს არათუ დაცულობის ტოლფასია, არამედ თვითონ ეს ქალი ხდება აქტიური დამცველი და მოქმედი გმირი. ინსტინქტიურობა, "კანის" მგრნობიარობა. იმპულსურობა, მწვავე აღქმა ყველა ისეთი სიტუაციისს, სადაც კონკურენცია და შეჯიბრია.
უარყოფითი ასპქეტების დროს - პრიმიტიული, გამარტივებული აღქმა, რომელიც მიდის სიჯიუტემდე და ზედმეტ სუბიექტურობამდე.
კაცის ჰოროსკოპში: ასეთ კაცს იზიდავს თავისუფალი და აქტიური ქალები. დედა და ცოლი აღიქმებიან როგორც ავტორიტარული პერსონები.

ლომში
მგძნობიარობა ხდება ნაკლებად ინტუიტიური, სამაგიეროდ უფრო მარტივად პოულობს გარე გამოხატვის მეთოდებს, უფრო ეყრდნობა გარე ეფექტებს. ასეთ ქალებს ძალიან უნდათ სხვებს მოეწონონ, გარშემომყოფები იყონ აღფრთოვანებულები მათი ბრწყინვალებით, ღირსეულობითა და ნატიფობით. კაცებს ასეთი მდებარეობით იზიდავენ ლამაზი და გამოჩენილი ქალები, რომლებითაც შეიძლება იამაყო. ასეთ ადამიანებ აქვთ კარგი გემოვნება და ფუფუნების საგნების და ხელოვნების ნიმუშების სიყვარული.

მშვილდოსანში
გრძნობების გამოვლენა არაა ღრმა, მაგრამ გამოირჩევა მეგობრულობით და უშუალობით. თავგადასავლებისადმი სწრავფა და ერთგულების სურვილი ერწყმის ერთმანეთს. ქალებს აინტერესებთ ყველაფერი რაც ჯერ გამოუკვლეველია, უცნობი შეგრძნებები. კაცებს კი იზიდავენ ქალები, რომლებსაც აქვთ რამე არაორდინალური, ეგზოტიკური. როცა ქალი აღიქმება როგორც ტოლი პარტნიორი, მაშინ სასიყვარულო ურთიერთობები შეიცავენ ამხანაგურ ელემენტებს.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში - კონფორმიზმი, ცრუ შეხედულებები რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ წარმოსახვის უნარზე.

მიწა

კუროში
ძლიერი მგრძნობიარობა, რომელიც ერწყმის მწვავე აღქმის უნარსა და პასიორობას. უშუალობა ყველაფერ ბუნებრივსა და უბრალოსადმი სიყავრულში.
სილამაზისადმი და ბუნებისადმი სწრაფვა. სენტიმენტალურობა. ქალისთვის - ტრადიციული ქალური ღირებულებების გაზვიადებული ხედვა. კაცისთვის - იდეალურ ქალად მიაჩნია ერთგული, მგრძნობიარე და ოჯახურ კერას მიჯაჭვული ქალი.

ქალწულში:
გონების დომინირება გრძნობების სფეროზე.
სირცხვილის გრძნობა, ემოციების გარე გამოვლენის შიში.
ეს შიში იქამდე მიდის რომ ადამიანი სულ უფრო და უფრო მიწიერი ხდებ. საღი გონება, მწირი ფანტაზია. ქალისთვის - არ ენდობა სხვა ადამიანებს, საკუთარ როლს კი მეორეხარისხოვნად თვლიან. აღქმა მარტო სიტუაციურია და მხოლოდ დროის კონკრეტულ მომენტში ვლინდება. ოჯახური კერის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
კაცისთვის - იდეალური ქალი- დიასახლისი, ოჯახზე მზრუნველი ქალი.

თხის რქაში:
ფხიზელი თვალი, რომელიც დიდი გავლენას ახდენს გრზნობებზე, რის გამოც გრძნობები ვერ ვლინდება და ძალიან ღრმადაა დამალული, გამოდევნილია ყინულოვან გამოქვაბულში. თუმცა ასეთ რეალიზმს შეუძლია გაამძაფროს მგრძნობიარობა, მაგრამ ადამიანს უჭირს თუნდაც პატარა ყურადღებისა თუ სითბოს ნიშნების გამოავლინოს. ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს. ძლიერი თავშეკავებულობა, თუმცა ეგ ვერ შველის იმედგაცრუებებისგან. ქალებს აქვთ მუდამ წინსვილს სურვილი სოციალურ და პოლიტიკურ საფეხურებზე.
კაცები ეძებენ ქალს, ღრმას, ნამდვილს, მაგრამ ამ დროს ცუდად გრძნობენ ქალის სულს, ამიტომ ხშირად უხეშები და ცივები არიან.

ჰაერი:

ტყუპებში
მსუბუქი და ზედაპირული მგრზნობიარობა, რომელიც დამორჩილებულია მერკურიანულ წინდახედულობას. კონტაქტურობა. ინტელექტუალურად დატვირთული ემოციები. მერყევი ხასიათი, ნერვოზულობა. ქალისთვის- დამოუკიდებლობა, და გვიანი ქორწინება. კაცისთვის - ძალიან უყვართ ინტელექტუალი ქალები, რომლებიც არაპროგნოზირებადები და სულიერად მდიდრები არიან.

სასწორში
მგრძნობიარობა ერწყმის ესთეტიზმს, გარე გამოვლინებებში წონასწორობის შენარჩუნების მცდელობები. მშვიდობისმოყარეობა, პირადი ცხოვრების ჰარმონიზაციისადმი სწრაფვა. თუმცა ურთიერთობებში მაინც ცივი, და რთული ხდება გამოღვიძების პროცესი. ქალი ეძებს სრულყოფილებას წონასწორობაში. შემოქმედებითი უნარი, მაგრამ ვნების გარეშე. კაცი ეძებს იდეალურ სილამაზეს, აქვს უნარი დააფასოს ქალის ყველა ღირსება.

მერწყულში
ამ ადამიანებს მგრძნობიარობა აქვს ლოკატორივით, რომელიც იტაცებს სხვა ადამინების სიგნალებს. ცოტა ყურადღებას აქცევენ ტრადიციულ ღირებულებებს. ოპორტუნიზმი. ქალი დინამიურია, დამოუკიდებელი, ხშირად მოურიდებელი. კაცისთვის - იდეალური ქალი - ნონკომფორმისტი, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების მომხრეა. პარტნიორის დამოუკიდებლობის პატივისცემა. წყნარი და გულგრილი გრძნობების სფეროს მიმართ.

წყალი:

კირჩხიბში
კარგად ავლენენ ქალურ და დედობრივ თვისებებს. მეოცნებე ქალი, მდიდარი წარმოსახვის უნარით, რომანტიული, რომელიც აფასებს კომფორტსა და უსაფრთხოებას. დიდი ყურადღება ეთყობა ბავშებს და ბავშვობას. მგრძნობიარობა აღწევს პიკს წარმოსახვის სფეროში და გადადის სენტიმენტებში. ნოსტალგია, ძილის სიყვარული. შფოტი. კაცისთვის- იდეალური ქალი არის დედა ან მასზე დამოკიდებული ცოლი-ბავშვი

მორიელში
მისი მგრძნობიარობისთვის დამახასიათებელია გამჭრიახობა და ინტუიცია. ქალი იქცევა ექსტრავაგანტულად და მიმზიდველად. აქვს სურვილი აცდუნოს და აცდუნონ, ამ დროს გულისკენ გზა გადის ფიზიკურ შეგრძნებებზე. ეროტიულობა. კაცს იზიდავს იდუმალების მოცული ქალები, რომლებთა სექსუალური მიმზიდველობის გამო უჭირს თავის შეკავება.
ასეთ ქალში თანაცხოვრობენ ვნებიანობა, სექსუალურობა და საღი გონება. ამ მდებარეობით კაციც და ქალიც გრძნობენ, თუ რა იმალება გარეგნული სილამაზის უკან. ფარული კავშირები, ხანდახან უცნაური და გარყვნილიც.

თევზებში
მძაფრი მგრძნობიარობა, გრძნობები აღსავსეა უსასრულო შთაბეჭდილებებით. ერთგულების მოთხოვნილება, მოთხოვნილება საჭიროდ გთვლიდნენ. ქალი რომანტიულია, დაუცველი, მოთხოვნილებით დაცული იყოს. ხანდახან მაზოხისტური ერთგულება.
კაცი დაუცველია, ეძებს ქალს, რომელიც გაუგებს მის შიშებს და მღელვარებას. წარმოსახვითი გაქცევისადმი მიდრეკილება.

Posted by: Konstantin_Logos 8 Nov 2009, 17:41
ქალებში მთვარის ზოდიაქო ხშირად უფრო ვლინდება ვიდრე მზის...

მთვარე გვიჩვენებს თუ როგორია ადამიანის შინაგანი სამყარო, ემოციები და რეაქციები...

user posted image

Posted by: AmeN Ra 9 Nov 2009, 09:46
logos

შავი მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში როგორ ვლინდება? იმედია სწორად დავსვი შეკითხვა smile.gif

Posted by: Konstantin_Logos 9 Nov 2009, 10:42
AmeN Ra
QUOTE
შავი მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში როგორ ვლინდება? იმედია სწორად დავსვი შეკითხვა 


შავი მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში ამძაფრებს ამა თუ იმ ნიშნის პოლარულ მახასიათებლებს, ანუ ააქტიურებს ნიშნის პრიმიტიულ და უხარისხო მახასიათებელს, უარყოფით თვისებებს, ამის შედეგად ეს უარყოფით თვისება იწყებს დომინირებას ყველა იმ კარგ თვისებაზე რომელიც ამ ნიშანს გააჩნია. ლილიტი არამარტო აძლიერებს ნიშნის უკიდურესობებს, არამედ ნიშნის პირველად თვისებს ამახინჯებს. შავი მთვარე არღვევს წონასწორობას ნიშნის უკიდურესობებს შორის, და ადამიანი ხან ერთ უკიდურესობასი გადადის და ხან მეორეში, რომელიც ნიშანს ახასიათებს.


ესეც ცხრილი, როდის რომელ ზოდიაქოში იმყოფებოდა შავი მთვარე

Posted by: Konstantin_Logos 9 Nov 2009, 12:37


როგორც უკვე ავღნიშნე, შავი მთვარე ამძაფრებს ზოდიაქოს ნიშნის პოლარულ თვისებებს, ანუ უკიდურესობებს. იგივე ხდება პლანეტასთან ურთიერთქმედებისას. ანუ შავი მთვარე აღწევს პლანეტის ენერგეტიკულ ნაკადში და ააქტიურებს პლანეტის ინვოლუციურ ანუ პრიმიტულ გამოვლინებას..

მზესთან შეერთებისას შავი მთვარე მზის ნიშნის თვისებებს ამ ნიშნის დაბალი დონის ეგოისტურ გამოვლინებებს უმორჩილებს. შავი მთვარის(ლუციფერის ძალების)გავლენით ადამიანი კარგავს კავშირს შემოქმედთან, და მარტო რჩება ცხოვრების გზაზე.... მაგრამ საფრთხე აქ დაუცველობაში კი არაა, არამედ ლუციფერის ცოდვაში, ანუ ეგეთი ადამიანის თავმოყვარეობა იზრდება, ინდივიდუალიზმი პიკს აღწევს და ადამიანი თვითონ ფიქრობს გახდეს უმაღლესი შემოქმედი, არ სჭირდება მას ღვთაება...
როცა მზის უნარი შემოქმედებისა წყვეტს კავშირს შემოქმედთან, და ადამიანი საკუთარ თავს აყენებს ყველაფრის შემქმნელად და ბატონად, ქმნის საკუთარ სამეფოს, სადაც ყველა და ყველაფერი მისი შექმნილი და მისით არის მიღწეული, მაშინ თავს იჩენს პატივმოყვარეობა და საკუთარი ცხოვრების წესები, რომლებსაც თავს ახვევს საკუთარ გარემოცვას... მაგრამ ეს მაშინ ხდება როცა მზე ძლიერ ნიშანშია, სადაც ეგო მთელი სიმძლავრით ვლინდება..

თევზების შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება პირიქით მოხდეს.. იქნება საფრთხე ადამიანი დაემორჩილოს სხვის ბატონობას და სხვის მიერ ნაკარნახევ წესებს დაემორჩილოს, ამ დროს ამის გამართლებას ცდილობს საკუთარი როლით, თითქოსდა მსხვერპლზე წასვლით, განსაკუთრებული ნიჭით გაუგოს სხვებს და თანაუგრძნოს იმათთაც კი ვინც ამას არ იმსახურებს და სხვების მიერ გამოდევნილია საზოგადოებიდან. თითქოს შენა ხარ ერთადერთი, რომელსაც შეგიძლია გაუგო დესპოტს და ტირანს, და დააწყნარო ის...

Posted by: Konstantin_Logos 14 Nov 2009, 09:49
lionlady
QUOTE
თეთრი მთვარე თხისრქაში


შენ მოგეცემა იმდენი ძალა რამდენიც საკმარისი იქნება იმ ტვირთის(საკითხავი ისაა ეს ტვირთი შენია თუ სხვისი) საზიდად რომელიც სამართლიანად თუ უსამართლოდ საკუთარ თავზე აიღე(ამ დროს არავის მოუთხოვია), იქნება პერიოდები როცა ეჭვი შეგეპარება ადამიანებში და იფიქრებ, ნუთუ მიყენებენო, ნუთუ ტყუილად ვიბრძვი(ვმუშაობ) სხვების კეთილდღეობისთვის... ამ დროს შეიძლება სიამოვნებას იღებდე იმ მიღწევებით რაც ამ მუშაობის პერიოდში მიგიღწევია (თუმცა ეგ შეიძლება გვიან მოხდეს) საერთოდ სელენა თხის რქაში გააქტიურებას დაიწყებს 30 წლის მერე...
კონცენტრაცია აუცილებელია შენთვის, შეიძლება საზოგადოებაში ვერ მოახერხო საკუთარ თავში ჩახედვა, რაც აუცილებელია ამ მდებარეობისთვის.. ქვებს მიაქციე ყურადღება, მათ დიდი გავლენა აქვთ შენზე, და მთიან გარემოს, სადაც საუკეთესოდ შეძლებ სულიერ დამუხტვას, რომ მერე უფრო მაღალ მიზნებს მიაღწიო...

Posted by: folkman 10 Dec 2009, 15:26
ვერძი
ზოდიაქოს პირველი ცეცხლოვანი ნიშანი, სარგებლობენ კარგი ავტორიტეტით. გააჩნიათ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან და ყველაფერს ბოლომდე აკეთებენ. ვერძი ფიცხია. იგი დიდი ბრძენი არ არის, უფრო ზერელე გრძნობებითა და ცოდნით გამოირჩევა. მთავარი ღირსება: უშრეტი ენერგია, დამოუკიდებლობა და იმპულსურობაა. ვერძი ახირებულობის ნიშნია, ცოცხალი, მერყევი ხასიათით


ფიზიკური თავისებურებანი

სიმაღლე საშუალო ან მაღალი, გამხდარი, გრძელი სხეულით, წაგრძელებული ფომრის თავით, კუნთოვან - ძლიერ კისერზე დასკუპებული. ქალებისთვის დამახასიათებელია გრძელი კისერი. მოგრძო სახით, დახვეწილი ნაკვთებით. ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჩვეულებრივ თაფლისფერი ან ნაცრისფერი. მზერა გამჭოლი. მკვეთრად გამოხატული წარბებზედა რკალით. ცხვირის ფუძესთან ვერტიკალური ნაკეცი. დიდი პირი, თხელი ტუჩებით. სახის ცოცხალი ფერით, ქერა თმებით. მოძრაობა ფიცხი და მარდი.


ფერები: შინდისფერი, მუქი წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ცისფერი, იასამნისფერი.
ქვები: ბრილიანტი, ამეთვისტო, აკვამარინი, ალმასი, ძოწი.
ყვავილები: ნარგიზი, ია, ღიღილო.
ტემპერამენტი: ქოლერიკი




კურო
ზოდიაქოს პირველი მიწიერი ნიშანი. ეს გამოიხატება ხბოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა პრაქტიკულობაში, ზომიერებაში, მოთმინებასა და ადამიანთა გატანაში. მათი მოთმინებიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, მაგრამ მერე დიდხანს ვეღარ წყნარდებიან. კურო დამთმობი, ტაქტიანი და მშვიდობისმოყვარეა. მას გააჩნია საკმაო უნარი და ის ხშირად აღწევს წარმატებას თავის საქმიანობაში


ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო სიმაღლის ან დაბალი, მძვალმსხვილი, მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ. კეთილი, ნაზი სახე, რბილი ნაკვთებით. მსხვილი ტუჩებით. მუქი ფერის, მრგვალი, გამობურცული თვალებით, მორჩილი გამომეტყველებით. გრძელი ყურებით, ზოგჯერ აცქვეტილი. მათი უმრავლესობა შავგვრემანია. თავშეკავებული, ნელი და გაუბედავი.

ფერები: მწვანე, ცისფერი, წითელი, ნარინჯისფერი და მათი ელფერი.
ქვები: ზურმუხტი, ბრილიანტი.
ყვავილები: იასამანი.
ტემპერამენტი: მელანქოლიკები.




ტყუპები
ჰაერის პირველი ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხშირად მოუსვენარნი, ნევროზულნი და ემოციურად მერყევნი არიან. მათთვის ნიშანდობლივია გარკვეული ფსიქიკური გაორება. ისინი დაჯილდოებულნი არიან იდეების სიუხვით, მაგრამ ძალიან ცვალებადი აზრებით. აქვთ ნათელი გონება. არიან დამთმობები და თავაზიანები.ახასიათებთ ფხუკიანობა და ეჭვიანობა , ვერ იტანენ კრიტიკას, ადვილია მათი გულის ტკენა.


ფიზიკური თავისებურებანი


გამხდრები, მაღლები, ფიგურა მოქნილი და ტანადი. დამახასიათებელია გრძელი ხელები და თითები. სახის დახვეწილი ნაკვთებით. თვალები თაფლისფერი ანდა ნაცრისფერი. მგრძნობიარე თხელი პირით. ცხვირი წაწვეტებული. თმები წაბლისფერი. ცოცხალი, მოძრავი მიმიკა. ხშირად მარცხენა და მარჯვენა პროფილი ერთმანეთისგან განსხვავდება. სწრაფი, ენერგიული სიარულის მანერა. აქტიური ჟესტიკულაცია.

ფერები: იისფერი, ღია ყვითელი, ცისფერი და მათი ელფერი.
ქვები: მთის კრისტალი, აკვამარინი.
ყვავილები: ჟასმინი.
ტემპერამენტი: სანგვინიკები.




კირჩხიბი
ზოდიაქოს წყლის პირველ ნიშანი. მათ მიდრეკილება აქვთ სენტიმენტალობისადმი და ტრილისადმიც კი. არიან გამოუსწორებელი იდეალისტები. უყვართ ცვლილებები და ნაირფეროვნება. არიან სიმპატიურები, თავაზიანები, იდეალისტური აზროვნების, რბილი, მომთმენი ბუნების. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.


ფიზიკური თავისებურებანი


საშუალო ან პატარა სიმაღლის. წვრილ ძვალა, მოკლე კიდურებით. მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ. სახე ოვალური ან მრგვალი. დიდი ცხვირით, ხშირად " კარტოფილის". დიდი თავით. ნაზი, ვარდისფერი კანით. დიდი, მეტყველი თვალებით. წვრილი, მეჩხერი კბილებით.

ფერები: მოვერცხლისფერო - თეთრი, ზღვისფერი, ლურჯი ტონალობა, ვარდისფერი.
ქვები: ზურმუხტი, მთვარის ქვა, შავი ონიქსი, მარგალიტი.
ყვავილები: წყლის შროშანი.
ტემპერამენტი: ფლეგმატურები.
* * *

შემდეგ პოსტს ვერ ვაკეთებ, მიაპოსტეთ რამე.....
gigi.gif

Posted by: folkman 10 Dec 2009, 15:58
ANATHEMA
ამას უფრო ფიზიკური თავისებურებების გამო ვაკოპირებ...... ანუ ასცენდენტისთვის. არსად შემხვედრია ასეთი ზუსტი აღწერა, მე მომეწონა, თქვენი არვიცი....

ლომი
ზოდიაქოს მეორე ცეცხლოვანი ნიშანი. იღწვიან დიდებისაკენ, ლიდერობისაკენ. ყველას თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ.არიან ძალიან ამაყნი. გააჩნიათ დიდი ნებისყოფა. დიდსულოვნებითა და კეთილშობილებით სავსენი არიან. ლომები გამოირჩევიან თავდაჯერებულობით, არიან მომთხოვნები, ზედმეტად ხელგაშლილები. უყვართ კარგი ცხოვრება, ფუფუნება და განცხრომა. არიან მეგობრულები, მაგრამ გრძნობებსი არცთუისე ღრმანი.


ფიზიკური თავისებურებანი


მაღალი, ტანადი,. ძლიერი სხეულითა და განიერი მხრებით. ამაყად აწეული თავით. სახის მოწითალო ელფერით. დიდი თავით, ჩაფსკვნილი კისრით, მაღალი შუბლით. აქვთ მბრწყინავი თვალები, ხშირ შემთხვევაში ღია ფერის. თმები ხუჭუჭა. ძალაუფლების მოყვარულის გამოხედვა და მგრძნობიარე პირი.

ფერები: ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ჩალისფერი.
ქვები: ლალი, ალმასი.
ყვავილები: ქრიზანტემები და ადრეულა.
ტემპერამენტი: ქოლერიკები.




ქალწული
მეორე მიწიერი ნიშანი. მათ გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. ისინი იღწვიან სრულყოფილებისაკენ. მუდამ განწყობილნი საქმისთვის. ბუნებით ხელმომჭირნენი, მომთმენები, მეოჯახენი და ყაირათიანები. ამავე დროს ფიცხები. ქალწული იშვიათად ცრუობს და საკუთარ თავს არასოდეს ატყუებს. ის ბუნებით კრიტიკოსია და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეში რაც გულს ტკენს ადამიანებს.


ფიზიკური თავისებურებანი


ტანადი, მოხდენილი, კარგი აღნაგობის. ისინი ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებენ ტანადობას. ნატიფი სახის ნაკვთებით, ოვალური ან მრგვალი სახით. ცხვირი მსხვილი, კეხიანი ანდა სწორი. აქვთ ნაცრისფერი ან მწვანე ღრმად ჩამჯდარი ლამაზი თვალები. პატარა თლილი პირი, ოდნავ გამოწეული ღაწვები. მოძრაობენ მსუბუქად.


ფერები: ცისფერი, იისფერი, ყვითელი წმინდა ელფერით.
ქვები: იაგუნდი, იასპი, აქატი.
ყვავილები: ვირისტერფა, სუმბული, წითელი შროშანი.
ტემპერამენტი: მელანქოლიკები

სასწორი
ჰაერის მეორე ნიშანი. მათ აქვთ დახვეწილი მხატვრული გემოვნება, ისინი ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში, კარგავენ რეალობის შეგრძნებას. მათ ტანჯავთ დაურწმუნებლობა, ხშირად ირჩევენ მათთვის ყველაზე არასასურველ ვარიანტს. გაურბიან უხეშ კონფლიქტებს. არიან მშვენიერების მოტრფიალენი, სიამოვნების მოყვარულები, ალერსიანები და ენაწყლიანები. არ ჰყოფნით მოთმინება და გამძლეობა, ამიტომ ძნელია მათზე დაყრდნობა.


ფიზიკური თავისებურებანი

მაღლები, კარგი აღნაგობის, ნავარჯიშები სხეული. მოძრავი, გახდარი კიდურები და გრძელი ფეხები. დაქანებული მხრები. წაგრძელებული ფორმის თავი. პატარა, ოვალური ან მრგვალი სახე, ნატიფი პლასტიკური პროფილი. მუქი ფერის, მეტყველი თვალები. ხშირად ლოყაზე ნაჩხვლეტებით. მოძრაობა გრაციოზული. გამოირჩევიან დახვეწილი ქცევებით.


ფერები: ყველა პასტელისფერი და მისი ელფერი.
ქვები: ნეფრიტი, ალმასი, ოპალი.
ყვავილები: ვარდი და ია.
ტემპერამენტი: სანგვინიკები.




მორიელი
წყლის მეორე ნიშანი. ზოდიაქოს ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ბუნების ადამიანები არიან. მაღალი და სულმდაბლური მისწრაფებანი ერთდროულად ეთვისებიან ერთმანეთს. მათ გააჩნიათ არაადამიანური ნებისყოფა. ღრიანკალი ძალიან ემოციურია. იგი წარმატებისთვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული.


ფიზიკური თავისებურებანი

საშუალო სიმაღლის ან მაღალი ტანის. გამოირჩევიან შესანიშნავი მკვრივი აღნაგობით. ხშირად ჯმუხი. ძვალმსხვილი. სახე კვადრატული ანდა დაგრძელებული, გამოწეული წარბებით. ცოცხალი, აღგზნებული, მუქი ფერის თვალებით. მგრძნობიარე, დიდი პირით. გარუჯული კანი. მეჩხერი კბილები. მზერა გამჭოლი, ეკლიანი, დამცინავი სარკაზმის ელფერით. მათ მუდამ იდუმალი გარეგნობა აქვთ.

ფერები: მწვანე, ცისფერი, მუქი წითელი და მისი ელფერი.
ქვები: ტოპაზი და მალაქიტი
ყვავილები: მანანა.
ტემპერამენტი: ფლეგმატურები

Posted by: folkman 10 Dec 2009, 16:16
მშვილდოსანი
ზოდიაქოს ბოლო ცეცხლოვანი ნიშანი. წესიერი, პატიოსანი, უზომოდ ენერგიულები არიან. აფასებენ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მოქმედებენ დაუფიქრებლად. ჯიუტნი, მაგრამ გულწრფელნი, არ უყვართ სიცრუე. არიან დიდად თანამგრძნობნი და კეთილმოწყალენი. უყვართ ყველა საქმეში გადამეტება. თავისი გრძნობებითა დ ა განზრახვით ძალიან რომანტიკულები და ვნებიანები, სინდისიერი და პირდაპირები არიან.


ფიზიკური თავისებურებანი


მაღალი, ჩასუქებული. მასიური ზოგჯერ მძიმე წონისანი არიან. ოვალური სახით. ფართოდ ჩასმული, სასიამოვნო თბილი გამომეტყველების თაფლისფერი თვალებით. მამაკაცებს მოწიფულობის ასაკში უჩნდებათ ღიპი, ხოლო ქალებს უსუქდებათ თეძოები.

ფერები: ლურჯი, კარმინი, მეწამული, შინდისფერი, წითელი.
ქვები: მთის კრისტალი, აკვამარინი.
ყვავილები: მიხაკები და პალმა.





თხის რქა
ზოდიაქოს ბოლო მიწიერი ნიშანი. პრაქტიკული, ფრთხილი, სერიოზული, დიდი ნებისყოფისა და ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. საკმაოდ მძიმე ბედი თხის რქებს ცივ, გულგრილ ადამიანებად ხდის ახლობლებისა და მეგობრების მიმართ. ხელმომჭირნე, ცივი გონების ადამიანი, მკაცრი და ნაკლებ მოწყალე. აფასებს ფულსა და მატერიალურ მდგომარეობას. უყვარს სიმარტოვე. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღა ც ექსტრაორდინალურის მიღწევას ლამობს.


ფიზიკური თავისებურებანი


საშუალო ან პატარა სიმაღლის. მომცრო ტანის. გამხდარი, წვრილი, ძარღვიანი ფიგურით. სახე თხელი, ნაკლებმოძრავი მიმიკით და ცივი მზერით. მათ სახეზე ხშირად შეიმჩნევა ასიმეტრია. დამახასიათებელია მშრალი კანი. მუქი ფერის თმები. ცხვირის ფუძეზე გამოხატულია ნაკეცები. ქცევის მანერა მშვიდი და აუღელვებელი.

ფერები: ნაცრისფერი, შვი, მუქი მწვანე, ყავისფერი.
ქვები: თეთრი ონიქსი, მთვარის ქვა.
ყვავილები: შავი ყაყაჩო.






მერწყული
ჰაერის ბოლო ნიშანი. გამოირჩევიან გამომგონებლობის იშვიათი ნიჭით. მათთვის ნიშანდობლივია უეცარი და სავსებით მოულოდნელი ცვლილებანი ცხოვრებაში. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში და ხელოვნებაში. გააჩნიათ გულითადი, ჯანსაღი, სულიერი თვისებები. აქვთ საღი, გახსნილი გონება. მათ განვითარებული აქვთ ინტუიცია, წარმოსახვა და შორს ხედვა.


ფიზიკური თავისებურებანი


საშუალო სიმაღლის, ფიგურა კარგად ფორმირებული. მიმზიდველნი. თვალში მოსახვედრი დიდი თავითა და მაღალი შუბლით. მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ. სახე ოვალური ან გრძელი. ახასიათებთ ჩქარი სიარული, ხშირად დარღვეული აქვთ მოძრაობის კოორდინაცია. მათი გარეგნობა შესაძლებელია იყოს მატყუარა და თქვენი წარმოდგენა ამ ადამიანებზე არ დადასტურდეს.

ფერები: ცისფერი, მუქი ლურჯი, იისფერი.
ქვები: ქარვა, ძოწი, საფირონი, ოპალი.
ყვავილები: მურტი.
ტემპერამენტი: სანგვინიკი.




თევზები
წყლის ბოლო ნიშანი. ამ ნიშნის სიმბოლო 2 თევზია, ამგვარად გაორება ჩადებულია თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ბუნებაში. ორი პროფესია, ორი საყვარელი საქმე, ამასთან ისინი ახერხებენ წარმატების მიღწევას ორივე სფეროში. ფლობენ ცოცხალი წარმოსახვის უნარს და არიან მეოცნებენი. რბილი, დამთმობი, სუსტი ნებისყოფის მქონენი. თევზები თავგამოდებული მოგზაურები არიან.


ფიზიკური თავისებურებანი


საშუალო ან დაბალი სიმაღლის. ტანმორჩილი და ფუშფუშა, ზოგჯერ მსუქნებიც. მოკლე ფეხებითა და კოხტა ხელებით. ლამაზი, ღია ფერის, დიდრონი თვალებით. გაცრეცილი სახის კანით. პატარა, მარგალიტივით კბილებით და ფართო ტუჩებით. მუქი ფერის, ხშირი თმებით.


ფერები: თეთრი, მწვანე, ლურჯი, ზღვისფერი და იისფერი ტონები.
ქვები: ამეთვისტო, მთვარის ქვა, ქრიზოლიტი.
ყვავილები: კესანე, თეთრყვავილა, თეთრი დუმფარა.
ტემპერამენტი: ფლეგმატურები.

Posted by: folkman 11 Dec 2009, 18:10
Miss_Manette
თეთრი მთვარე ესაა შენი მფარველი ზოდიაქო, შავი მთვარე კი მაცდუნებელი. რა ნიშანშიც თეთრი მთვარე გყავს, იმ ნიშნის სფეროებში სრულიად დაცული ხარ, არანაირი საფრთხე. შავი მთვარე-ლილიტის შემთხვევაში კი პირიქით. და ბოლოს სადაც სელენა(თეთრი მთვარე) გყავს, იმ ნიშნის დადებითი თვისებები გაქვს, ლილიტის შემთხვევაში უარყოფითი.

ამაზე ქართველი-ქართველთაგანმა გააკეთა კარგი პოსტები.

სელენა(თეთრი მთვარე) / ლილიტი (შავიმთვარე)

"თეთრი მთვარე და შავი მთვარე (შესაბამისად სელენა და ლილიტი) არიან მხოლოდ ფიქტიური პლანეტები, ისინი რეალურად არ არსებობენ. თეთრი მთვარე არის მთვარის ორბიტის ის წერტილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა დედმიწასთან, ხოლო შავი მთვარე - მთვარის ორბიტის ის წერტილი, რომელიც ყველაზე შორსაა დედმიწიდან და ამიტომ კეპლერის მეორე კანონის თანახმად სელენას წერტილში მთვარე ყველაზე სწრაფად მოძრაობს, ხოლო ლილიტის წერტილში ყველაზე ნელა. ამავე დროს გავიხსენოთ, რომ ასტროლოგიაში მთვარე აღნიშნავს ყოფიერებას, ყოველდღიურობას, ქვეცნობიერს, დაცულობას. ყოველივე ზემოთთქმულს თუ შევაჯერებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სელენას წერტილში (ანუ იქ, სადაც ჰოროსკოპში სელენაა) ყველაზე უფრო დაცულნი ვართ, ყველაზე უფრო სწრაფად და ადექვატურად ვრეაგირებთ, ყველაზე უფრო სწორ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ ქვეცნობიერად ("მფარველი ანგელოზი გვიცავს), ლილიტის წერტილში კი პირიქით. მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს: დაცვა ამავე დროს შეზღუდვაც არის (გავიხსენოთ სატურნი, რომელიც ერთდროულად გვზღუდავ და გვიცავს), ხოლო ყოველთვის ადექვატური რეაგირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება ზრდის, განვითარების საფუძველს გამოგვაცლის (გავიხსენოთ, რომ ჰოროსკოპში დაძაბული ასპექტების არსებობა აუცილებელია, საწინააღმდეგო შემთხვევაში მივიღებთ ლუარსაბ თათქარიძის ჰოროსკოპს). სწორედ ამიტომაა, რომ ყოველ ჰოროსკოპში არსებობს ლილიტიც და სელენაც - სამყაროში ყველაფერი დაბალანსებულია.

შავი მთვარის წერტილში ყველაზე მეტად ვლინდება ადამიანის ინდივიდუალურობა, ანუ ჰოროსკოპში რომელ ნიშანში და რომელ სახლშიც არის შავი მთვარე, ადამიანი იმ სფეროში გამოირჩევა ყველაზე მეტად სხვებისაგან, იმ სფეროშია "ფარას მოწყვეტილი ცხვარი". აქედან გამომდინარეობს მისი დაუცველობაც. როდესაც ჰოროსკოპში მზე და შავი მთვარე ერთ ნიშანშია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი არსითაა სხვებისგან (მასისაგან) გამორჩეული, მისი სხვანაირობა თვალში საცემია, ნათლად ჩანს, ამიტომ ძველად, ადამიანებს, რომლებსაც მზე და შავი მთვარე შეერთებაში ჰქონდათ, ეჭვის თვალით უყურებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჰოროსკოპში რომელი პლანეტაა წინ (ანუ მეტი გრადუსული ზომა აქვს), მზე თუ შავი მთვარე. საერთოდ პლანეტა მზის წინ ძალზე ძლიერია, მაგრამ გაცილებით რთულია, თუ შავი მთვარე მზის უკანაა, ამ დროს განსაკუთრებულობა (შავი მთვარე) ცნობიერად (მზის მიერ) ვერ კონტროლდება და შესაბამისად პრობლემებიც მეტია."

Posted by: folkman 11 Dec 2009, 18:38
HAG
QUOTE
ეს როგორ გამოთვალე???

ზეტი თუ გიყენია........... სელენას და კიდევ ბევრ რამეს ნახავ........

1)Tables
2)Virtual Planets and Objects
2)შემდეგ გამოჩნდება ჩამონათვალი მონიშნე სელენა და კიდევ რაც გაინტერესებს და ეგაა......

Posted by: folkman 11 Dec 2009, 18:42



http://www.dharma.lt/en.php/astrology/selena-in-the-signs-of-the-zodiac/#5

ეს ცხრილი დაგეხმარებათ იმის დადგენაში, თუ სად იმყოფება სელენა თქვენს ჰოროსკოპში.

http://www.radikal.ru

Posted by: Konstantin_Logos 18 Dec 2009, 14:28
ანესთეზია
QUOTE
აუაუ ლილიტის ცხრილიც დადე რა 


user posted image

Posted by: folkman 26 Dec 2009, 21:53
თეთრი მთვარე განსაკუთრებით სასიკეთო ყოფილა მე-4, მე-9, მე-10 და მე-12 სახლებში....

ცაგარელი საუბრობს სელენაზე. biggrin.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Konstantin_Logos 6 Jan 2010, 02:44
ასტროლოგიური დახასიათებები შეგვიძლია ჩვენ თვითონვე გავიგოთ და განვავრცოთ თუ გვეცოდინება ნიშნების, სახლების და პლანეტების პრინციპები და განმასხვავებელი მახასიათებლები...

მაგალითად:
მზე ინდივიდუალურობა, შემოქმედებითი ენერგია, "მე"

user posted image


მთვარე- შინაგანი სამყარო, რეაქციები, და ემოციები
user posted image

მერკური- მეტყველება, კომუნიკაცია, ხელობა
user posted image

ვენერა- სიმპათიები და დამოკიდებულება ადამიანებთან, გარე სამყაროსთან...
user posted image


Posted by: HELPme_ 7 Jan 2010, 02:13
მეცამეტე ზოდიაქოს ნიშანზე რა იცით??? ან სად შეილება მეტი ინფორმაცია მოვიძიო სასურველია ქართულად ან რუსულად

QUOTE


user posted image

იმის გამო, რომ მზე მოძრაობს მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე მიმართულებით ერთი და იგივე ტრაექტორიით (ხაზზე), ამ ხაზს ეწოდება ეკლიპტიკა (ვისაც ზოდიაქოს ცხრილი ნანახი აქვს, მან შესანიშნავად იცის ეს რასაც ნიშნავს). მზე თავის გზაზე გადის თანავარსკვლავედებს, რომლებსაც როგორც ვიცით ზოდიაქო ეწოდება. ანუ მზე ”ჰკიდია” რომელიღაცა თანავარსკვლავედში, ანუ ზოდიაქოს ნიშანში, და მოცემულ მომენტში იგი მოქმედებს ამ ზოდიაქოს ნიშანში, რომელსაც სხვადასხვა სახელებით ვიცნობთ.

როდესაც თქვენ გახსნით ვარსკვლავების ცის ატლასს, დაინახავთ, რომ მზე გადის არაშემთხვევით გზას, არამედ საერთოდ ისე არა, როგორც ჩვენ მიჩვეულნი ვართ დღეს ამას და როგორც დადგენილია დღეისთვის. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ თანავარსკვლავედები, ანუ შესაბამისად ზოდიაქოს ნიშნები არა თორმეტი, არამედ ცამეტია.

არის კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი - გველისმატარებელი. ამ თანავარსკვლავედს მზე გადის თითქმის 2 კვირა, და ამ დროს ყველაზე იშვიათი ნიშანია მორიელი, რომელსაც მზე გადის მხოლოდ 6 დღე.

იხ. სურათი სადაც მოცემულია მზის გავლის დღეები და ცამეტივე ზოდიაქოს ნიშანი. ჩვენთვის ახალი ნიშანი წითლად არის შემოხაზული:



აქედან გამომდინარე ყველაზე იშვიათი ნიშანია მორიელი და შესაბამისად მორიელები ყველაზე იშვიათი ადამიანები არიან. ყველაზე გავრცელებული ნიშანია ქალწული, რომელსაც მზე გადის 45 დღე და ამ ნიშანში დაბადებული ადამიანები უფრო მეტნი არიან პროცენტულად. მაგრამ როგორი არის ახალი ნიშანი ”გველისმატარებელი” და რას ნიშნავს საერთოდ ეს ნიშანი?

თითქმის ყველა ნიშნები არეულია, ანუ 80%-ი საერთოდ არ ემთხვევა იმათ, რომლის ქვეშაც თითქოსდა ჩვენ ვართ დაბადებულნი. გველისმატარებელზე კი საერთოდ ჩუმდებიან განმარტების დროს. თუ ამ მეთოდით გავაკეთებთ გამოთვლას, აღმოცნდება რომ შეიძლება საერთოდ სულ სხვა ნიშნის მატარებლები ვიყოთ ვიდრე აქამდე ვითვლიდით და დამთხვევა მხოლოდ 20%-ი თუ იქნება.
ყველა ვარაუდი, მოყვანილი ზევით დიდი კითხივს ნიშნის ქვეშ აყენებს ნებისმიერ ზიდიაქოს აქამდე არსებულ განმარტებებსა და ადამიანების მათი განმარტებების მიხედვით დახასიათებებს.

რატომ არის ასეთი შეუთავსებლობა აქამდეარსებულ და მიღებულ ზოდიაქოს ნიშნებთან და დახასიათებებთან?

თავად ზოდიაქური ჰოროსკოპი შექმნილია თითქმის 2 000 წლის წინ, იმ დროს კი ვარსკვლავები იმყოფებოდნენ ზუსტად ისე, როგორც შეადგინეს. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ვარსკვლავები ”გაიფანტნენ”. დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ზოდიაქოს რიგში ”ჩაეჩურთა”, ”შეეკვეხა” მეცამეტე თანავარსკვლავედი - ”გველისმატარებელი”. მისი ხანგრძლივობა ზოდიაქოს რიგებში ორი ათასი წლის განმავლობაში გაიზარდა 18 დღემდე. ხოლო თანავარსკვლავედი ”მორიელი” დანებდა და მას დაუთმო თავისი პოზიციები, რომელიც შემცირდა 6 დღემდე.

აი, მეცნიერული ახსნაც.

ნელი კონუსისმაგვარი ბრუნვა დედამიწის ღერძისა 26 ათასი წლის განმავლობაში მზისა და მთვარის მიზიდულობის მიხედვით იწოდებოდა პრეცეისად. იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ ხილულად პრეცესიის მოვლენა, უნდა გავიხსენოთ ბზრიალას მოძრაობა, რომელიც სადაცაა გაჩერდება. ბზრიაალას ეს მოძრაობა გრძელდება წამებით, ხოლო ჩვენი დედამიწისთვის ასეთი შემობრუნება უდრის 26 ათას წელს და, ბუნებრივია, დედამიწა არსაც არ გადავარდება, განსხვავებით, ბზრიალასგან.

რადგანაც დედამიწის პოლუსი გადაადგილდება თანავარსკვლავედებისკენ, გამოდის რომ პროცესია ცვლის სამყაროს პოლუსების მდგომარეობას. 2 700 წლის წინ ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს იმყოფებოდა თანავარსკვლავედი ”ა” დრაკონი, რომელიც მომდინარეობს ჩინური ასტრონომიდან და ნიშნავს სამეფო, მეფე ვარსკვლავს. ამ პერიოდში პოლალურ ვარსკვლავად არის ”ა” პატარა დათვი. 10 ათას წელს სამყაროს ჩრდილოეთ პოლუსი მიუახლოვდა ვარსკვავს დენებ, ”ა” გედი. ხოლო 13 600 წელს პოლარულ ვარსკვავად გახდება ვეგა ვარსკვავი ”ა” ლირა.

რეზულტატში პრეცესია გაზაფხულისა და შემოდგომის ნაბუნიობისას, ასევე, ზაფხულისა და ზამთრის მზებუნიობისას ნელა გადაადგილდება ზოდიაქოს თანავარსკვლავედებში. 5 ათასი წლის წინ გაზაფხულის ნაბუნიობის წონასწორობის წერტილი იმყოფებოდა კუროს თანავარსკვლავედში, შემდეგ გადაადგილდა ვერძის თანავარსკვლავედში, ხოლო ახლა იმყოფება თევზების თანავარსკვლავედში (აქვე დავამატებ ჩემით, რომ ეს დაკავშირებულია ეპოქების ცვლასთან: რადგანაც, როგორც ვიცით, ეპოქების დასაწყისის ათვლა ხდება არა წაღმა, როგორც ჩვენ ახლა ვითვლით ზოდიაქოს ნიშნებს, არამედ უკუღმა. მაგალითად ჯერ არის კურო, შემდეგ, ვერძი, შემდეგ თევზები, შემდეგ მოდის მერწყული და ა.შ. როგორც ვიცით, ახლა არის თევზების ეპოქა და ნელ-ნელა შევდივართ მერწყულის ეპოქაში, ანუ მერწყულის თანავარსკვლავედში)

ანუ, გამოდის, რომ ზოდიაქოს რიგი, რომელსაც იყენებენ ჩვენი ასტროლოგები, იქნება გამოსადეგი 24 ათასი წლის შემდეგ, როდესაც პრეცესიის ზემოქმედებით ვარსკვლავური ცა დაბრუნდება იმ განლაგებაზე, როცა იქმნებოდა 12 თანავარსკვლავედის რუქა.

აი, ალტერნატიული ახსნაც

ყველა ასტროლოგმა იცის გველიმატარებლის შესახებ. უბრალოდ რისთვის აურიონ ადამიანებს ტვინები და დატვირთონ ზედმეტი ინფორმაციით თუ ეს მათ არ ეხებათ? გველიმატარებელი - ეს არის ადამიანის გადასასვლელი წერტილი, რომელიც ევოლუციურად უფრო მაღალ განვითარებას გულისხმობს. მხოლოდ ერთეულები არიან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები. აი ამიტომაც ასტროლოგები მხოლოდ ასეთი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უხსნიან ამ ნიშნის მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში.

რაც შეეხება პრეცესიას, ნუთუ თქვენ ფიქრობთ რომ ძირითადი მასა მოქმედი ასტროლოგებისა, რომლებიც ფლობენ უმაღლეს მათემატიკურ, ტექნიკურ განათლებასა და მეცნიერულ ხარისხს სულელები და გაუნათლებელები არიან და მათ არ სენიათ პრეცესიის შესახებ?!

უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ასტროლოგია არ ჩაჰკირკიტებს კონკრეტულ კოსმიურ ობიექტებს, მას საქმე მხოლოდ ენერგიებთან აქვს. და ორი ათასი წლის წინ, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის უფრო ადვილი ყოფილიყო ინფორმაციის აღქმა, კოსმიური გამოსხივება (ენერგიისა) მიაბეს არსებულ თანავარსკვლავედებს. ბუნებრივია, გასული დროის განმავლობაში ყველაფერი გადასხვაფერდა, მაგრამ დედამიწის ენერგეტიკული სარტყელი იგივე დარჩა. ზუსტად ამ ნერგეტიკული სარტყელის ზემოქმედებას ვგრნობთ ჩვენ.

user posted image


http://forum.ge/?f=25&showtopic=34052807&st=0

Posted by: Konstantin_Logos 1 Mar 2010, 23:08
selena380

QUOTE
ხომ არ დადებდი პლანეტების მოძრაობის გრაფიკს? მაგალითად რომელი პლანეტა რა დროს ანდომებს ერთი ზოდიაქოდან მომდევნო ზოდიაქოში გადასვლას


პლანეტების მოძრაობის დეტალური მონაცემები შესაძლებელია ვიხილოთ ეფემერიდებში, ან პროგრამებში რომლებიც იყენებენ ეფემერიდებს ჰოროსკოპის შესადგენად...
ანუ პლანეტები არ მოძრაობენ ყოველთვის ერთანირად, ისინი შეიძლება იყონ როგორც დირექტიული, ისე სტატიური და რეტროგრადული (დედამიწიდან დაკვირვების დროს), ამიტომ ზუსტი გრაფიკის დადგენა წარმოუდგენელია. მაგრამ შეიძლება საშუალო მონაცემების ჩამოთვლა:
პლუტონი გაივლის თითო ზოდიაქოს - 20 წელიწადში
ნეპტუნი - 12-13 წელიწადში
ურანი -7 წელიწადში
სატურნი - 2,5 წელი
იუპიტერი -1 წელი
მარსი - 2 თვე
ვენერა - 4 კვირა
მერკური - 2-3 კვირა
მთვარე - 2,5 დღე
მზე - 30 დღე

Posted by: Konstantin_Logos 15 Apr 2010, 11:43
ინტეგრალური ნიშანი

ჰოროსკოპის პირველადი შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს თუ რომელი სტიქიაა ყველაზე ძლიერად გამოვლენილი(მიწა, ცეცხლი, ჰაერი, წყალი) და რომელი მოდალურობაა დომინანტური(კარდინალური, სტაბილური, მუტაბელური)... მიღებული შედეგების შეთავსებით შეიძლება მივიღოთ ინტეგრალური ნიშანი, სინთეტიური ნიშანი, რომელიც ყველაზე მარტივად ასახავს ადამიანის ყოველდღიურ ქცევას....

ჰოროსკოპში დომინანტური სტიქიის გამოსავლენად უნდა გამოვიყენოთ პლანეტების შეფასება ქულების მიხედვით:

მზე, ასცენდენტი, მთვარე - 4 ქულა
მერკური, ვენერა, მარსი, ზენიტი (МС) - 3 ქულა
იუპიტერი, სატურნი, აღმავალი კვანძი - 2 ქულა
ურანი, ნეპტუნი, პლუტონი, შავი მთვარე, დაღმავალი კვანძი, ქირონი - 1 ქულა

მოვიყვან ჩემს მაგალითს:

მშვილდოსანი - მზე, მერკური, იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი, დაღმავალი კვანძი = 4+3+2+1+1+1= 12 ქულა
სასწორი - მთვარე, ვენერა, მარსი = 4+3+3= 10 ქულა
მორიელი - სატურნი, პლუტონი = 2+1= 3 ქულა
ტყუპები - ასცენდენტი, აღმავალი კვანძი = 4+1= 5 ქულა
მერწყული - ზენიტი(МС) , შავი მთვარე = 3+1= 4 ქულა
კურო - ქირონი = 1 ქულა

გამოვთვალოთ დომინანტური სტიქია:
ცეცხლი = მშვილდოსანი = 12 ქულა
ჰაერი = სასწორი+ ტყუპები+ მერწყული = 10+5+4 = 19 ქულა
მიწა = კურო = 1 ქულა
წყალი = მორიელი = 3 ქულა

დომინანტური სტიქია = ჰაერი

ახლა გამოვთვალოთ დომინანტური მოდალურობა:
კარდინალური = სასწორი = 10 ქულა
სტაბილური = მორიელი+კურო+ მერწყული = 3+1+4= 8 ქულა
მუტაბელური = მშვილდოსანი+ ტყუპები = 12+5 =17 ქულა

დომინანტური მოდალურობა= მუტაბელური

ჩემი ინტერგალური ნიშანი ყოფილა მუტაბალური ჰაერი = ტყუპები

user posted image


Posted by: folkman 15 Apr 2010, 17:15
Benisio
დომინანტურ ნიშანს, სტიქიას და მოდალურობას ნახავ.

სახლს კი რათ უნდა ნახვა, რომელ სახლშიც მეტი პლანეტაა (განსაკუთრებით თუ ერთ სახლში არიან მზე, მთვარე, მერკური) ის არის დომინანტური. ასევე მნიშვნელოვანია შენი ასცენდენტის ნიშნის, მმართველი პლანეტის მდებარეობა სახლში.
ვთქვათ ასცენდენტი ვერძში-ვერძის მმართველი პლანეტაა მარსი, მე-12 სახლში.
ანუ ჰოროსკოპის მმართველი მარსი მე-12 სახლშია.


ამ სურათის მიხედვით გამოითვლი www.astro.comზე.
http://www.radikal.ru
თავიდან ინგლისურად არის შენი რუქის გაშიფვრა..... ბოლოსკენ არის ცხრილი.



Posted by: Konstantin_Logos 15 Apr 2010, 17:30
folkman
QUOTE
დომინანტურ ნიშანს, სტიქიას და მოდალურობას ნახავ.


ჰო, აქ ასპექტებიც არის გათვალისწინებული

Posted by: Konstantin_Logos 19 Apr 2010, 10:29
კარდინალური ნიშნები
ხშირად ადამიანებს უკვირთ თუ რატომ არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები კარდინალური ნიშნების შესახებ, ყველამ ვიცით რომ კარდინალური ნიშნებია: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა... კარდინალური ნიშნები ხასიათდებიან ინიციატივით, აქტიურობით, საქმის წამოწყების ენთუზიაზმით.. მაგრამ როგორ შეიძლება ამის თქმა უნებისყოფო კირჩხიბზე და გადაწყვეტილების მიღების უუნარო სასწორზე?

ამის ახსნა შეიძლება მარსის(პირდაპი მოქმედება) და სატურნის(შეზღუდვები) გავლენით, რომლებიც კარდინალურ ნიშნებში განსაკუთრებულად არიან გამოვლენილნი...

ვერძი მოქმედებს პირდაპირ (ძლიერი მარსი) და იგნორირებას უკეთებს შეზღუდვებს(სუსტი სატურნი) = იმპულსური ქმედება

თხის რქა მოქმედებს პირდაპირ(ძლიერი მარსი) და ამავე დროს ითვალისწინებს შეზღუდვებს(ძლიერი სატურნი) = ზუსტად დაგეგმილი ქმედება

კირჩხიბი მოქმედებს არაპირდაპირ (სუსტი მარსი) და იგნორირებას უკეთებს შეზღუდვებს(სუსტი სატურნი) = შემოვლითი ქმედება (ძირის გამოთხრა)

სასწორი მოქმედებს არაპირდაპირ (სუსტი მარსი) მაგრამ ითვალისწინებს შეზღუდვებს (ძლიერი სატურნი) = ურთიერთქმედება

ამავე დროს კარდინალური ნიშნებისთვის დამახასიათებელია:
user posted image

user posted image

აქვე შეიძლება ითქვას კარდინალური ნიშნების დამოკიდებულებაზე ცვლილებების მიმართ, რომლებიც მათი თუ სხვისი ქმედებით არის განპირობებული:

ვერძი მუდამ მზადაა ცვლილებებისთვის, აბსოლუტურად არ ეშინია მათი, პირიქით ცდილობს გამოიწვიოს ისინი. და ეს იმიტომ ხდება რომ ცვლილებები მას რაიმე ახალს სთავაზობენ, რაც მისთის ჟანგბადივით საჭიროა...

კირჩხიბი განიცდის ცვლილებებს საკუთარ თავში. ყველაფერი რაც კირჩხიბის შიგნით ხვდება ასე თუ ისე ცვლის მას.. კირჩხიბი ცუდად რეაგირებს ცვლილებებზე გარე სამყაროში, ამიტომაა რომ ის თვითონ არ არის ცვლილებების ინიციატორი... სამაგიეროდ მას გადასარევი ადაპატაციის უნარი გააჩნია...

სასწორის შემთხვევაში ყველაფერი ბევრად რთულადაა. ერთის მხრივ ცვლილებები მისთვის საფრთხეა რომელსაც შეუძლია ბალანსის და ჰარმონიის დარღვევა, მეორეს მხრივ სასწორი ალტერნატივების მუდმივ ძიებაშია და მისთვის უცხო არ არის სხვისი, განსხვავებული და ახალი აზრი თუ მოვლენა...

ერთი შეხედვით თხის რქა კონსერვატიულია, რომელიც ზღუდავს ყველას და ყველაფერს, თითქოსდა არაა მზად ცვლილებებისთვის, სიახლისთვის... მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ თხის რქას აქვს უდიდესი ამბიციები დაიპყროს სიმაღლეები, მიაღწიოს სრულყოფილებას. თხის რქა არის ყველაზე განვითარებული კარდინალური ნიშანი. მისი ცხოვრება ეს არის ერთი დიდი ცვლილება გაწელილი დროში, თანმიმდევრული მაგრამ თამამი. ბ პუნქტს თხის რქა აღწევს უკვე სრულიად სხვა პიროვნებად ვიდრე ა პუნქტის დატოვების დროს იყო...თუმცა ვერძის ისტორიისგან განსხვავებით ამის შემჩვნევა შეიძლება მხოლოდ სიმაღლიდან...

Posted by: kalaa 19 Apr 2010, 12:25
რომ გაიგო რამდენად კარგად ეწყობი ადამიანს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებში , რომელი პლანეტების განლაგებას და ზოგადად რას უნდა მიაქციო ყურადღება? smile.gif

Posted by: Konstantin_Logos 19 Apr 2010, 12:37
kalaa
QUOTE
რომ გაიგო რამდენად კარგად ეწყობი ადამიანს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებში , რომელი პლანეტების განლაგებას და ზოგადად რას უნდა მიაქციო ყურადღება? 

ვენერა მარსის ურთიერთობა სექსუალურში, სტაბილური ურთიერთობები მთვარე-მზე,
ვენერა-მზე და მარსი-მთვარე = შერეული ვარიანტი...
ასევე მივაქციოთ ყურადღება მე7 სახლის ზოდიაქოს

(კაცი აქტიური, ქალი პასიური): ქალის მარსი- კაცის ვენერა, ქალის მზე-კაცის მთვარე... თუმცა არსებობს ურთიერთობები სადაც ქალია წამყვანი და მაშინ პირიქით ხდება.. მარტივი ახსნისთვის უნდა განისაზღვროს ასპექტები ამ პლანეტებს შორის და დადგინდეს არის თუ არა ურთიერთობა ტიპიური, სხვა შემთხვევებში სანახავია მთლიანად სინასტრიული რუქა...
ხშირად 7 სახლის ზოდიაქო ემთხვევა პარტნიორის მზეს, ასცენდენტს...

Posted by: kalaa 23 Apr 2010, 00:28
როგორ უნდა გაიგო რამდენად წარმატებული იქნება საზღვარგარEთ წასვლა და რომელ ქვეყნებში? რომელი პლანეტები განსაზღვრავს?

Posted by: folkman 23 Apr 2010, 00:49
kalaa
იუპიტერი მშვილდოსანში, ან ნებისმიერი სხვა პლანეტა.
+მე-9 სახლში.

სატურნი მშვილდოსანში-დაბრკოლებები, რომელთა გადალახვის შემთხვევაში 2მაგიი წარმატება მოდის.

Posted by: Miss_Manette 29 Apr 2010, 18:03
QUOTE
პ.ს. სადღაც გადავაწყდი მთვარის მდებარეობით შეწყობას,ანუ შენი მთვარე როგორ შეეწყობა ''მის'' მთვარეს და ნეტავ სად?

http://www.findyourfate.com/moon-compatibility/moon-compat.html

დაწვრილებითი ინფო-თვის ''გულებს'' დააწკაპუნეთ

http://www.cafeastrology.com/moonsigncompatibility.html



Posted by: Konstantin_Logos 17 May 2010, 12:59
მესამე ზონა

მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები - ეს არის მესამე ზონის ნიშნები, ანუ მათ აქვთ მოთხოვნილება თავიანთ სფეროებში სხვებზე მაღალ საფეხურზე იგრძნონ თავი.

მშვილდოსანს უნდა სხვებმა გაითვალისწინონ მისი აზრი, პატივი სცენ, აღიარონ მისი უპირატესობა იდეოლოგიურ დონეზე, აღიარონ მისი ავტორიტეტი, მიიღონ მისი რჩევები - მხოლოდ ამ პირობებში მშვილდოსანი გრძნობს თავს ბედნიერად...

თხის რქას უნდა სხვებზე მაღლა იდგეს მატერიალურ სფეროში, ჰქონდეს მეტი ფული, იყოს პროფესიონალი რაიმე სფეროში, ჰქონდეს უკეთესი განათლება, ჰქონდეს უფრო მაღალი თანამდებობა, ჰქონდეს უკეთესი შედეგი...

მერწყულს უნდა სხვებზე აღმატებული იყოს ინფორმაციულად, უფრო მეტი იცოდეს, უფრო მეტი გაეგებოდეს, უფრო მეტად იხედებოდეს მომავალში და თანამედროვეობაზე, უფრო ფართოდ აზროვნებდეს, უფრო მეტი ურთიერთობები ჰქონდეს, მეტი მეგობარი, მეტი თავისუფლება....

თევზებს აქვს მოთხოვნილება იყოს სხვებზე მეტი ემოციონალურ დონეზე: მეტი შეგრძნებები, მეტი ემოციები, მეტი განცდები, უფრო ღრმა აღქმები, უფრო ამოუცნობი ურთიერთობები, შეუცნობელის გაგება და ჩაწვდომა შინაგანში, მეტი რომანტიული ურთიერთობები, მეტი სასიყვარულო თავგადასავლები რომლებიც ემოციონალური მოვლენებით იქნება გადატვირთული..

Posted by: Miss_Manette 19 May 2010, 18:13
თემა გასუფთავდა

ამ თემაში დაიდება საინტერესო და გამოსაეგი ინფორმაციები ასტროლოგიაზე

აბა თქვენ იცით,ველოდები ახალ და საინტერესო პოსტებს

I პოსტს გადახედეთ yes.gif


Posted by: anuky 19 May 2010, 19:01
ქირონი მორიელშI როგროია?rolleyes.gif

Posted by: Miss_Manette 19 May 2010, 19:47
anuky
mad_man
ახალი ხარ,მაგრამ შენც გეხება
Warning:
ორივეს სიტყვიერი გაფრთხილება.
წაიკითხეთ I პოსტი მეთქი ტყუილად არ დავწერე


კითხვები აქ დასვით http://forum.ge/?f=8&showtopic=34117012

პირად ჰოროსკოპზე აქ ისაუბრეთ http://forum.ge/?f=8&showtopic=34106423

ამ თემაში შემდეგი ჩეთის მონაწილეები უკვე %-ებით დაისჯებიან .40 გვერდიანი ჩეთი წავშალე და გვეყო


anuky
მგონი შენ გახსენი სტიქიებზე ცალ-ცალკე თემები,შეგიძლია აქ სრულად დადო (მხოლოდ ინფო)

Posted by: anuky 19 May 2010, 20:03
დაავადება და ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი თუ დაავადდა არავითარ შემთხვევაში არ რჩება სახლში... თუ დარჩა მაინც არ ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს. Xშრად აქვთ მაღალი სიცხე თუმცა ადვილად ერევიან ავადმყოფობას.

კურო ყველაზე სასურველი და კარგი პაციენტია მციეოდენი სიმპტომების შემთხვევაშიც კი ლოგინში ჩაწვება და ექიმის რეკომენდაციებს შეასრულებს

ტყუპები ხშირად ავადდებიან , უბრალო გაციებაც კი შეიძლება ფილტვების ანთებით გაურთულდეთ

კირჩხიბი და თევზები წყლის სტიქიის ნიშნებიდან ყველაზე ხშირად ავადდებიან მათ მაქსიმალური ყურადღება და კომფორტი ჭირდებატ რომ ადვილად გამოჯანმრთელდნენ.

ლომი თუ ავად გახდა ეს მტკივნეული საკითხია. ლომები ჯანმრთელობას ძალიან უფრთხილდებიან. ხშირად მიმართავენ პროფილაკტიკას რათა თავი დაიზღვიონ. თუ მეტროში ნიღბიანი ადამიანი დაინახეთ იფიქრეთ რომ ლომია, თუ მაინც შეეყარა ვირუსი მინიმუმ ერთი კვირით დარჩება სახლში და დალევს ეფექტურ წამლებს...

ქალწულები იყენებენ დიეტებს, ჰომეოპათიას, ბალახებით მკურნალობას, ამ საქმეში კარგად ერკვევიან და ზოგჯერ ექიმსაც კი აძლევენ რჩევებს

სასწორები ხშირად ავადდებიან ძირითადად ვერძებისა და მშვილდოსნებისაგან

მორიელი ყველაზე ჯანმრთელი ნიშანია. ზოგჯერ ისე გადააქვთ დაავადება რომ ვერც კი ამჩნევენ

მშვილდოსანი ვერძებს გვანან... დაავადება ხშირად ფეხზე გადაქვთ, აუცილებლად უნდა მიიღონ ციტრუსის წვენი ხშირად

თხის რქა ზოგჯერ ახასიათებთ დაავადების დრამატიზაცია, აუცილებლად უნდა ანუგეშოთ თუ ავად არიან... თუ ყურადღება მოაკლდათ უბრალო დაავადება შეიძლება სერიოზულად გაურთულდეთ

მერწყული იოლად ავაადდებიან მაგრამ სულ მობილიზირებულები არიან წამლებით რომ მალე გამოჯანმრთელდნენ
.....
როგორც ვიცით, ადამნიანის ქვეცნობიერ სამყაროს და მატ შორის ინტუიციას, მთვარე მართავს.. მე გთავაზობთ ერთ სტატიას ინტუიციის შესახებ . ვისაც მთვარის მიმდინარე კალენდარი ააქვს, შეუძლია გაიგოს, როდისაა მისი ინტუიცია უტყუარი, ენდოს თუ არა მას.

ვერძი: ინტუიციას უნდა ენდოს, როცა მთვარე იმყოფება ლომის ან მერწყულის ზოდიაქოში.

კურო: როცა მთვარე იმყოფება ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებში.

ტყუპები: მთვარე სასწორში ან ვერძში

კირჩხიბი: მთვარე კირჩხიბში, მორიელში ან კუროში

ლომი: მთვარე მშვილდოსანში ან ტყუპებში

ქალწული: მთვარე თხის რქაში ან კირჩხიბში

სასწორი: მთვარე მერწყულში ან ლომში

მორიელი: მთვარე თევზებში ან ქალწულში

მშვილდოსანი: მთვარე ვერძში ან სასწორში

თხის რქა: მთვარე კუროში ან მორიელში

მერწყული: მთვარე ტყუპებში ან მშვილდოსანში

თევზები: მთვარე კირჩხიბში და თხის რქაში

Posted by: anuky 19 May 2010, 20:09
უძველესი დროიდან, კარმული ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანის სახე 7 ნაწილისგან შედგაბა ( თითოეულ მათგანს კონკრეტული პლანეტა მართავს). ყოველი პლანეტა ადამიანის განსაზღვრულ ფსიქიკურ მდგომარეობას შეესაბამება.

1.მარჯვენა თვალი - მზე
2.მარცხენა თვალი - მთვარე
3.შუბლი - იუპიტერი
4.ნიკაპი - სატურნი
5.ცხვირი - მარსი
6. პირი - ვენერა
7. ღაწვები - მერკური

თვალები ასახავს ადამიანის შემოქმედებით საწყისს, მის მიხედვით განსაზღვრავენ ინდივიდის სულიერ განწყობილებას; შუბლის აგებულება ხსნის ადამიანის კავშირს რელიგიასთან, ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან, სამართალთან, მორალთან; ნიკაპი სიმტკიცის, გამძლეობის და კონცენტრაციის მაჩვენებელია; ცხვირი - აქტიურობის, ძალაუფლების; პირი - მგრძნობიარობის, სიყვარულის, მეგობრობის, ხათრიანობის; ღაწვები - კონტაქტში შესვლის, კომუნიკაბელურობის, გარე ინფორმაციის აღქმის, აზრთა და იდეათა გაცვილის და ა.შ.


-----------------

საინტერესოა, რომ ადამიანთა ტიპოლოგია გვხვდება ასტროლოგიაშიც, რომელსაც პლანეტარული კლასიფიკაცია ეწოდება. მის საფუძვლად ინდივიდის დაბადების მომენტში ციური სხეულის განლაგებას თვლიან. სპეციალისტების აზრით, ადამიანის სახის მორფოლოგიაზე, მიდრეკილებებსა და ხასიათზე მნიშვბნელოვან გავლენას პლანეტები ახდენენ. ამის შესაბამისად გვაქვს ინდივიდთა შემდეგი ტიპები:

მარსის ტიპი - არის მაღალი, დაქანებული და დახრილი შუბლით, გამოკვეთილი წარბQვეშა რკალით, გამჭრიახი, ღრმად ჩამჯდარი თვალებით, "არწივისებური ცხვირით", წინ გამოწეული ნიკაპით.
ამ ტიპის ადამიანი ძლიერი, მბრძანებელი და ნიჭიერია; ხელმძღვანელობს ტალანტს, გამოურჩე3ვა გამბედაობით, აგრესიულობით, ოპტიმიზმით, კეთილსინდისიერებით, ზოგჯერ უტაქტობით, მისი ტემპერამენტი ქოლერიკულია. უპირატესობას ანიჭებს წითელ ფერს.

(სამწუხაროდ სურათებს ვერ დავდებ)

სატურნის ტიპი - ვერტიკალურად გამოშვერილი სახით, წვრილი, მუქი თვალებით, Gრძელი ცხვირით, შავი თმებით.
იგი ჯიუტია, გამძლე და ამტანი, საკუთარ თავში ჩაკეტილია, სტაბილური, პედანტური, ჩვეულებრივ შესანიშნავი მუშაკია. სამართლიანი, საიმედო სპორტსმენი, კარგი ადმინისტრატორი. მისი ტემპარამენტი მელანქოლიურია. ფერები - ყავისFერი, შავი და თეთრი

ვენერას ტიპი - მიმზიდველი გარეგნობით, ოვალური სახით, მაღალი შუბლით, დიდი, ღრმად ჩამჯდარი თვალებით, რბილი ლოყებითა და მგრძნობიარე ტუჩებით.
ამ ტიპის ადამიანი მოდუნებული, ნაკლებენეგიული და გაწონასწორებულია; აქვს მსუბუქი ხასიათი და ნათელი გონება, გამოირჩევა ამაღლებული მისწრაფებებით, დიდი მგრზნობიარობით, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებით. მისი ტემპარამენტი სანგვინიკურია. ფერები: ლურჯ-ცისფერი, მკრთალი მწვანე, ლიმონისფერი და ვარდისფერი.



მერკურის ტიპი - თხელი, გრძელი სახით, რამდენადმე გამობერილი მაღალი შუბლით, წვრილი თვალებით, თხელი ტუჩებითა და წაწვეტებული ცხვირით. ამ ტიპის ადამიანი ურთიერთობაში პირდაპირი, უეშმაკო და უბრალოა; ამჟღავნებს გამომგონეBლურ ნიჭს, მიდრეკილებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და იდუმალი მოვლენებისადმი; ჩვეულებრივ იგი ჭეშმარიტი მეცნიერი და გამომგონებელია, მცირეოდენ ატივმოყვარეა, ტემპარემანტი ქოლერიკულია, ფერები - მუქი რუხი

მთვარის ტიპი - მრგვალი, მკრთალი სახით, დიდი, რუხი თვალებით, აპრეხილი ცხვირით, ქერა თმებით.
ამ ტიპის ადამიანი გამოირჩევა სასიამოვნო გარეგნობით, მგრძნობიარობით, სუდინჯით, აუღელვებლობით, ზლაზნიაობით, სიზარმაცითა და ცვალებადობით; საქმეში ნაკლებ სასარგებლოა, ტემპერამენტი ფლეგმატურია, ფერები - თეთრი, მკრთალი ცისფერი და ვერცხლისფერი.

მზის ტიპი - დიდი, გამომსახველი თვალებით, მაღალი ყელით, განვითარებული შუბლით, გადახაზული წარბებით, ოდნავ მოღუნული ცხვირით.
ამ ტიპის ადამიანს ააქვს მყარი, კეთილი ბუნება, საღი გონება. იგი გულწრფელია, პირდაპირია, ზოგჯერ, განსაკუთრებულ სიტუაციაში დესპოტურია, ტემპერამენტი სანგვინიკური, ფერები - ნარინჯისფერი და ყვითელი



იუპიტერის ტიპი - მსხვილხორციანი სახით, მაღალი შუბლით, დიდი თვალებით, მოცულობითი ცხვირითა და მსხვილი ტუჩებით.
ამ ტიპის ადამიანი ენერგიულია, მყარი, ინიციატივიანი და ფხიანია; აქვს დიდი გამბედაობა, მამაცობა; გამოირჩევა მაღალი ორგანიზებულობიღ და სხვათა დაქვემდებარების უნარით; როგორც წესი, პატიოსანი, სამართლიანი, სა მხიარულია, ტემპერამენტი სანგვინიკურია, ფერები - წითელი, იისფერი, ზოგჯერ კი მუქი ლურჯი.

* * *
რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად და რა გავლენა აქვს ამ მხრივ დაბადების დროს

დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვის და წლის მიხედვით.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან, როგორც ძლიერი და კეთილშობილი; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებულნი – როგორც უცნაურნი; „კატის“, „თხისა“ და „ტახისა“ წელიწადში... დაბადებულნი – მშვიდი, ფლეგმატური; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულნი კი – როგორც ენერგიულნი და მეომრის სულისკვეთების მქონე.
ამის მიხედვით კი, რამდენიმე ჯგუფი არსებობს.

1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად სიყვარულში კარგი მასწავლებლები არიან. სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის მამაკაცებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ ძალუძთ, უყვარდეთ მთელი მსოფლიოს ქალები, ერთად ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ქალი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებას და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ თავისუფლებას. ამ ეგრეთ წოდებულ სიყვარულის ნიშნების ჯგუფში შემავალ მამაკაცებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მშვიდია, საკუთარ ნებას მშვიდად ახორციელებს. ხშირად ისინი უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

2. მბრძანებელთა ჯგუფში ერთიანდებიან „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ მამაკაცებთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის ქალი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებით არის სავსე.

3. რაინდების ჯგუფში ერთიანდებიან „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებული მამაკაცები. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა და ძლიერი მუშტი. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი მშვენიერი სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ქალები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებას და სითბოს ითხოვენ. ასეთი მამაკაცები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერას და სიყვარულს.

4. ამ ჯგუფის მამაკაცები, ეგრეთ წოდებული, ლამაზი მამაკაცების წარმომადგენლები არიან და მათ განეკუთვნებიან „კატის“, „თხის“ და „ტახის“ წლებში დაბადებული. ცხადია, ამ წლებში დაბადებული ყველა მამაკაცი იდეალური გარეგნობის ვერ იქნება, მაგრამ მათ განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი მამაკაცები ნაკლებად ერკვევიან ქალის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, სუსტი სქესის ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან მცირე ხნით ინთებიან სიყვარულის ცეცხლით. სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება მათ წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში.








...................................................
რა კავშირშია დაბადების წელი ქალის სექსუალურობასა და კარიერულ წარმატებასთან

რომანტიკული იდეალის ჯგუფში ერთიანდებიან „ვეფხვის“, „ცხენისა“, და „ძაღლის“ წლებში დაბადებული ქალები. ისინი ძალიან ნებისყოფიანები, რომანტიკულები და კარგი მეუღლეები და დედები არიან, გამოირჩევიან კარგი გარეგნობითა და მანერებით; ასევე, აქვთ ინტელექტი, რაც ნებისმიერ სფეროში მათ წარმატებას უწყობს ხელს. ხშირად ისინი მარტოობას ამჯობინებენ და ვერ იტანენ წინააღმდეგობებს. მათი მოწოდებაა მუდამ წინ სწრაფვა, არ კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგით და ცდილობენ უფრო მეტს მიაღწიონ ცხოვრებაში. მათთვის აუცილებელია, სულ ჰქონდეთ საქმე. მათ სასიყვარულო ვნებას ყველა მამაკაცი როდი უძლებს და ვერც ანალოგიურად პასუხობენ მათ მოთხოვნებს. ამ წლებში დაბადებული ქალები ოჯახისთვის და დედობისთვის არიან შექმნილნი და მუდამ კარიერასა და ოჯახს შორის აკეთებენ არჩევანს. შესაძლოა, სანამ საწადელს მიაღწევენ, ბევრი განსაცდელიც ნახონ ცხოვრების გზაზე, მაგრამ ისინი იბრძვიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ცდილობენ იდეალური მამაკაცის პოვნას.

ძლიერ ქალთა ჯგუფში ერთიანდებიან „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებული ქალები. ისინი ფლობენ ნებისყოფის უმაღლეს დონეს. მათი პოლიტიკა და მართვის ძალა უკომპრომისოა. ძნელად თუ მოიძებნება მამაკაცი, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს. ხშირად ისინი, უკეთესი მმართველები არიან, ვიდრე პოლიტიკოს მამაკაცთა უმრავლესობა. ამ წელიწადში დაბადებული ქალები ბუნებით ცვალებადები არიან. ისინი არ ელიან, როდის შეიყვარებენ, მათ თავად უყვარდებათ და შემდეგ იბრძვიან ამ სიყვარულისთვის. ამის გამო, ვეღარ ხედავენ რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებს და ბევრი რამის მიტევებაც შეუძლიათ. ისინი ასევე ცდილობენ, ლიდერის პოზიცია დაიკავონ ოჯახში და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, ეს კი მამაკაცებს არ მოსწონთ და ამის გამო ხშირად ოჯახიც ინგრევა. ამ წელიწადში დაბადებული ქალები ერთადერთნი არიან, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ, ერთმანეთს შეუთავსონ ძლიერი ოჯახი, ბედნიერი დედობა და წარმატებული კარიერა. ამ ნიშნით დაბადებული ქალების უმრავლესობა აღწევს დასახულ მიზანს.

დამოუკიდებელ ქალთა ჯგუფში ერთიანდებიან „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წელიწადში დაბადებული ქალები. ისინი ყველაზე ამოუცნობ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთა გარეგნული სიმშვიდის მიღმა იმალება მისტიკური აზროვნება, ჯადოქრული ძალა და მამაკაცებზე ბატონობის უნარი. ქალური ბუნება ყველაზე მეტად ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებში ვლინდება. მათ ადვილად შეუძლიათ მამაკაცის გარეშე ცხოვრება და არსებობა. თუმცა ეს არ სურთ. თუ „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წლებში დაბადებული ქალებისთვის მამაკაცი ცხოვრების მთავარი საყრდენია, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებულთათვის – სტიმულის მომცემი, ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულთათვის – სიყვარულის წყარო, დამოუკიდებელ ქალთა ჯგუფისთვის არც ისე ძნელია მათ გარეშე არსებობა. ისინი ბუნებით თავისუფლები არიან და არ უყვართ, როცა მამაკაცი მათ რაიმეს უკრძალავს. ამ წლებში დაბადებული ქალები მეტად სექსუალურები და თბილები არიან საყვარელი მამაკაცის მიმართ. შეუძლიათ, მათ გამო მსხვერპლიც კი გაიღონ. ქორწინება მათი თვითმიზანი არ არის, თუმცა, ამ ჯგუფის ქალებს მეტად შეუძლიათ ქორწინებაში გრძნობათა შენარჩუნება და, როგორც სულიერ, ისე ინტიმურ სფეროში იდეალური ჰარმონიის შექმნა.

Posted by: anuky 19 May 2010, 20:14
ზოდიაქოს ნიშნების ქვეყნები, ქალაქები, ცხოველები და მცენარეები

Aries

Countries England, France, Germany, Poland
Cities Naples, Florence, Krakow
Animal Ram
Herbs Capers, Mustard

Taurus

Countries Ireland, Switzerland, Sweden, Russia
Cities Dublin, Lucerne, Leipzig, St. Louis
Animal Cattle
Herbs Sorrel, Spearmint

Gemini

Countries USA, Wales,Switzerland
Cities London, Melbourne, San Francisco
Animal Small Birds,Parrots, Butterflies,Monkeys
Herbs Marjoram,Caraway, Anise

Cancer

Countries Scotland, Holland, New Zealand
Cities New York, Venice, Amsterdam
Animal Crustaceans
Herbs Tarragon, Verbena

Leo

Countries France, Italy,Peru, Romania
Cities Los Angeles, Chicago,Prague,Philadelphia, Rome
Animal All varieties of Cats
Herbs Saffron, Rosemary, Peppermint

Virgo

Countries Greece, Turkey,West Indies,Uruguay
Cities Paris, Boston, Heidelberg
Animal Domestic
Herbs Cat's Ear,Crosswort

Libra

Countries Austria, Japan,Burma, Tibet
Animal Lizards,Small Reptiles
Herbs Mint, Cayenne (რატომღაც ქალაქები არაა )

Scorpio

Countries Norway, Syria,Algeria, Zambia
Cities New Orleans, Washington DC, Liverpool, Halifax
Animal Eagles, Insects
Herbs Aloe, Witch Haze

Sagittarius

Countries Australia, SpainSouth Africa, Suriname, Portugal, Mongolia
Cities Toledo, Naples, Toronto, Stuttgart
Animal The Horse
Herbs Garlic, Sage, Borage

Capricorn

Countries India, Mexico, Afghanistan, Cuba, Slovenia
Cities Oxford, Delphi, Mexico City
Animal Goats, and the clove-footed
Herbs Comfrey, Knapweed

Aquarius

Countries Sweden, Poland,Israel
Cities Moscow, Salzburg,Hamburg
Animal Bird Kingdom
Herbs Chilies, Pepper

Pisces

Countries Portugal, Scandinavia
Cities Seville, Jerusalem, Warsaw
Animal Fish, Water Dwellers
Herbs Chicory, Lime
* * *
ეხლა ვნახე საინტერესო რაგაც... ნუ პრინციპსი ამას დაკვირვებული ადამიანი უცებ მიხვდება, მაგრამ მაინც საინტერესო გასაცნობი იქნება მგონი

ერთ ძველი ფილოსოფიური ლეგენდის თანახმად რმერთმა თავისი 12 შვილი გამოუშვა დედამიწაზე იმისათვის, რომ ადამიანებისათვის ცოდნა მოეტანათ... და ტიტოეულ მათგანს რაღაც ნიჭი უბოძა, რატა ეს ნიჭი ადამიანებისათვის გადაეცათ....
ვერძს მოქმედების ნიჭი ებოძა.
კუროს - ძალა.
ტყუპებს - უპასუხო კითხვები მიეცათ, რათა პასუხის ძიებაში ცნობისმოყვარეობა და ურთიერთოებები ესწავლათ...
კირჩხიბს - ოჯახის შექმნის ნიჭი და ემოციატა სისრულე...
ლომს - მეტად საპასუხისმგებლო მისია დაეკისრათ - ადამიანებისათვის ღვთის იდეის დემონსტრაცია მოეხდინათ...
ქალწულს - აზროვნების სისუფთავე და ანალიზის უნარი
სასწორებს - დაევალათ აღმოჩნდნენ იქ, სადაც განხეთქილებაა.... მათ სიყვარულის უნარი მიენიჭათ...
მორიელებს მეტად რთული უნარი ერგოთ - გარდაქმნის, გარდსახვის უნარი
მშვილდოსანს - დაევალათ მოეტანათ სინათლე და ესწავლებინათ ადამიანებისათვის სიხარული
თხის რქას - ადამიანებისათვის მუშაობა და მიზანსწრაფვა უნდა ესწავლებინა
მერწყულს - თავისუფლების ნიჭი ებოძა და დაევალა ადამიანებისათვის მსახურება, რათა ადამიანები მომავლისკენ წაეყვანა...
თევზებს - ყველაზე დდებული ნიჭი ებოძათ - ღვთის გაგების უნარი ....
* * *
მერე კიდე დავდებ და ესეთი პოსტები გავაგრძელო rolleyes.gif rolleyes.gif Miss_Manette

Posted by: Benisio 19 May 2010, 21:30
QUOTE
1.მარჯვენა თვალი - მზე
2.მარცხენა თვალი - მთვარე
3.შუბლი - იუპიტერი
4.ნიკაპი - სატურნი
5.ცხვირი - მარსი
6. პირი - ვენერა
7. ღაწვები - მერკური

სურათები რომ მოყვეს აღწერილობებს კარგი იქნება smile.gif

Posted by: anuky 21 May 2010, 14:44
მაშ ასე... თითოეულ ნიშაანს თავისი კარმული ვალი აქვს....

ვერძი- ვალდებულია გამოიმუშავოს სიმამაცე, სიმტკიცე, ქმედების უნარი.

კურო - ჩაწვდეს მატერიალური სამყაროს საზომს, შეაგროვოს მატერიალური ფასეულობები და გონივრულად გამოიყენონ ისინი.

ტყუპები - გაზარდონ ცოდნა, განავითაონ აზრონება და ისწავლონ აზრობრივ ფორმებში გადასცენ თავიანთი გამოცდილება, მოაგვარონ ნათესაური კავშირები და მიიღონ ნათესავების ხილული თუ უხილავი დახმარება.

კირჩხიბი - განამტკიცონ ოჯახური ურთიერთობები, გაერკვნენ საკუთარი წარმომავლობაში და საერთოდ სიცოცხლის წარმოშობაში. განავითარონ მგრძნობიარობა და ინტუიცია.

ლომი - ისწავლონ ლიდერობა, თავი დაიმკვიდრონ, როგორც პიროვნება. გახდნენ ძლიერები და სულგრძელები, დაიცვან სუსტები, ისწავლონ შემოქმედება ცხოვრების ყველა სფეროში, ისწავლონ სიყვარული, აჩუქონ თავიანთი თავი ადამიანებს .

ქალწული - გააანალიზოს გარშემო არსებული სამყარო, ისწავლოს მორჩილება და ეფექტური მუშაობა, ემსახუროს და სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს.

სასწორი - მიაღწიოს ჰარმონიას, სოციალურ სამართლიანობას, აფრქვიოს გარშემო სილამაზე.

მორიელი - მორიელის პიროვნება გამოხატავს დაწვის და ყველაფრის განწმენდის უდიდეს სურვილს, რათა შეამზადოს განახლებისათვის. გაანადგუროს იმისათვის რატა შეიქმნას (ტრანსფორმაცია)

მსვილდოსანი - გადასცეს ადამიანებს სულიერი გზავნილი, მოიტანოს სინათლე და ცოდნა. განავრცოს სიხარული და მხიარულება.

თხის რქა - ისწავლოს მოთმინება, სიმტკიცე, თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.

მერწყული - იცხოვროს მეგობრობით გამოწვეული სიხარულით, განავითაროს და გადასცს ადამიანებს თავისი შთაგონება და თავისუფლებისადმი სიყვარული, გადასცეს ორიგინალურობის აკენ მიმართული ახალი ცოდნა.

თევზები - გამოიმუშავონ (ასე ვთქვათ დაწვან) წინაპრების კარმა, ყველანაირი ტანჯვისა და შეზღუდვების მიღების გზით. შეასრულონ საოჯახო ვალდებულებები, კარგად შეასრულონ ნებისმიერი სამუშაო, თავი დააღწიონ ავადმყოფობებს





* * *
რით დავაინტერესოთ მამაკაცი თუ ვიცით მისი ზოდიაქოს ნიშანი?

ვერძი (21.03 - 20.04)
ვერძი - ცეცხლის სტიქიის ნიშანი. მამაკაც ვერძებს მოსწონთ როდესაც მისით აღბრთოვანებას გამოხატავენ, მაგრამ ისინი მერყევი ხასიათის არიან და იზიდავთ ძლიერი შეგრძნებები. გოგონამ ასეთი მამაკაცი მისი ძლიერი ხასიათით უნდა დაიმორჩილოს. იმისათვის რომ განაცვიფროთ ვერძი თავი უნდა წარმოაჩინოთ საუკეთესო კუთხით ან მიმართოთ მეთოდს ”ჭირვეულის მორჯულება”. გამომდინარე იქიდან რომ მამაკაც კურობს იზიდავთ სირთულეები თქვენ შეგიძლიათ თავი მოაჩვენოთ უკარებად. რაც უფრო რთული ხელმისაწვდომი იქნებით მისთვის მით უფრო მეტი ინტერესით დაიწყებს ის ბრძოლას თქვენს მოსაპოვებლად. მხოლოდ ზედმეტად მიუწვდომელი ნუ გახდებით!

კურო (21.04 - 20.05)
კურო - ”მართალი, სწორი” მამაკაცების კატეგორია. არასდროს გაწყენინებენ უმიზეზოდ, გარდა ამისა სტუმართმოყვარე, თბილი და მოსიყვარულეები არიან. მათი ყურადღების მიპყრობა შესაძლებელია მათივე ინტერესების გაზიარებით - შეიყვარეთ ის რაც მშვენიერია. კუროებს ძალიან უყვართ მხატვრობა, ფერწერა და მუსიკა. დაუკარით მისთვის რაიმე, დახატეთ მისთვის პორტრეტი და მიუძღვენით მას, ის აღბრთოვანდება თქვენით. მიუხედავად მათი სათნოებისა და მართებულობისა მათ უყვართ სიყვარყლის მორევში თავის დაკარგვა.

ტყუპები (21.05 – 21.06)
ტყუპები ადვილად იძენენ მეგობრებს და ასევე ადვილად შორდებიან მათ. იმისათვის რომ დააინტერესო ისინი უნდა იყო ყოველთვის სიმაღლეზე, და ყოველ ჯერზე უნდა მოიმოქმედოთ რაღაც ახალი, რომ არ დაკარგოს თქვენდამი ინტერესი. ისინი ძალიან ადვილად ეჩვევიან იმას რაც უკვე აქვთ და მალევე ბეზრდებათ. მოწყენილობისაგან კი იწყებენ ახალ ძიებას და აი ისიც მის წინ მიდის სიმპათიური გოგონა... არ შეძლება ითქვას, რომ მათ სულ მთლად მერყევი ხასიათის აქვთ თუმცა მაინც მოუსვენრები არიან. უნდა იყოთ გამომგონებელი, რომ ყოველთვის იყოთ მისი ინტერესების სიმაღლეზე და თქვენს გარდა სხვა ვერაფერზე ასწრებდეს ფიქრს.

კირჩხიბი ( 22.06 – 22.07)
კირჩხიბი მამაკაცების ძირითადი მახასიათებელია - მგრძნობელობა. ასე რომ ერთხელ მაინც თუ აწყენინებთ, ადვილი შესაძლებელია სამუდამოდ დაკარგოთ ის. კირჩხიბებს ძალიან უყვართ ყურადღების ქვეშ ყოფნა და კომპლიმენტების მიღება. ასე რომ გაითვალისწინეთ და ხშირად უთხარით კომპლიმენტები მასზე თუ რა ნიჭიერია. დამერწმუნეთ ფუჭად არ ჩაივლის ეს. კირჩხიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იზიარებდეთ მის ინტერესებს. მას თევზაობა უყვარს? უი! შენ ხომ ყოველთვის ოცნებობდი თევზაობის სწავლაზე. ფეხბურთი უყვარს? იქნებ მორიგ მატჩზე ერთად წახვიდეთ? არ დაგავიწყდეთ მისი ქება და ის თქვენი იქნება.

ლომი (23.07- 23.08)
ლომი - არისტოკრატი, მამაცი და დიდსულოვანი. მათ შეუძლიათ მეფედყოფნა, მათთვის უბრალოდ აუცილებელია პირველობა. ხოლო თქვენ კი მის გვერდით მოგიწევთ პირველ ლედიდ თავის წარმოჩენა. ისინი მეტის-მეტად თავდაჯერებულები არიან. თუ თქვენ თავს დაიჭერთ როგოც ტიტულოვანი ქალბატონი და ამავდროულად შეინარჩუნებთ სათნოებას თქვენ აუცილებლად დაიმსახურებთ მის ყურადღებას და დაინტერესებას. ლომებს მოსწონთ თავდაჯერებული და ამავდროულად მეგობრული ქალები.

ქალწული (24.08 – 23.09)
ქალწული მამაკაცი - მორიდებული პირი. ისინი მიზანს დიდი შრომის შედეგად აღწევენ, თუ მან რაიმე დაისახა მიზნად ის ამას აუცილებლად მიაღწევს. იმისათვის რომ თქვენ მასთან ერთად ერთ უღელში აღმოჩნდეთ, უნდა გადაიღოთ მისი თვისებები და იყოთ მასავით მორიდებული, კეთილი. მათ ახასიათებთ სულ მცირე წვრილმანზეც კი ყურადღების გამახვილება და ვერ იტანენ უწესრიგობას. ამიტომ როდესაც წახვალთ მასთან პირველ პაემანზე იყავით მოწესრიგებული.

სასწორი (24.09 – 23.10)
მამაკაცი სასწორი - თვით ელეგანტურობა. ის იმდენად მომხიბვლელია რომ ძნელია არ მოექცე მისი შარმის ზეგავლენის ქვეშ. მის რბილ ხასიეთს ყველა აფასებს და უყვართ ის. მისი ქალის იდეალი ასეთია: ჰარმონიული, სამართლიანი და ძლიერი ხასიათის მქონე. მას იზიდავს ჭკვიანი და ერუდირებული ქალები. ანახეთ მას თქვენი ინტელექტი და სასწორი თქვენს მხარეს გადმოიწონება.

მორიელი (24.10 – 22.11)
მორიელი - იდუმალი, ტემპერამენტიანი ნატურა. ის მამაცი და კეთილშობილი მამაკაცია, რომელიც იშვიათად მიდის კომპრომისებზე. მისი გულის მოგება არც თუ ისეთი ადვილი საქმეა.. სულ მცირე ზეწოლა და ის გადადის თავდაცვაზე, მასთან ბრძოლაში ჩაბმას კი არ გირჩევთ. უკეთესია მოხვდინოთ მასზე დაუცველის შთაბეჭდილება, რადგან ის მზრუნველია მამაკაცია და ამ შემთხვევაში ის დამცველად მოგევლინებათ.

მშვილდოსანი (23.11 – 21.12)
მშვილდოსანი - გრძნობისა და ფიქრის ჰარმონია, სიყვარული სილამაზის და სიადვილე ურთიერთობის. მშვილდოსნები ოპტიმისტური და ადვილად მიმნდობები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, გულში ისინი ოცნებობენ ნამდვილ სიყვარულზე და ოჯახურ სიმყუდროვეზე. ისინი რომანტიკოსები არიან და უყვართ მოგზაურობა. მშვილდოსნის ყურადღების მიპყრობა ყველაზე ადვილია მოგზაურობის დროს, საკუთარ თავში უნდა გააერთიანოთ სიყვარული თავგადასავლებისა და უნარი იყოთ სათნო და მომხიბვლელი. მართალია რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ზუსტად ეს თვისებები იზიდავთ მამაკაც მშვილდოსნებს სუსტი სქესის წარმომადგენლბში.

თხის რქა (22.12 – 20.01)
თხის რქა - შრომის მოყვარე ნატურა. მას წინასწარ აქვს გათვლილი ყველა წვრილმანი, ამიტომ ის არასოდეს ხვდება მოულოდნელ უსიამოვნებებში. ამასთანავე ეს ”ტყვია გაუმტარი” მამაკაცი ცოტა სენტიმენტალურიცაა, ამიტომაც სტრატეგიის შემუშავება უნდა დავამყაროთ თბილ ურთიერთობებზე და კეთილშობილებაზე. იყავი მასთან გულღია და დადნებათქვენთვის.

მერწყული (21.01 – 19.02)
მერწყული - მეოცნებე, ნათელი გონების მამაკაცია. და რაც სუსტი სქესის წარმომადგენელთათვის არის სასარგებლო და ხელსაყრელი, ისინი უბრალოდ ოცნებობენ იმაზე რომ დაიცვან და გადაარჩინონ ვინმე ხიფათისაგან. ხოლო გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ სუსტი სქესის წარმომადგენლები ვართ, აუცილებლად გვესაჭიროება დაცვა და ჩვენთვის საშიშროების დიდი რისკი არსებობს, მერწყული მამაკაცის ქსელში გაბმა არც თუ რთულ საქმეს წარმოადგენს. სჭიროა მხოლოდ მის წინაშე წარსდგე დაბნეული და დაუცველი სახით და ყველაფერი რიგზეა, ის მოგევლინებათ მცველად.

თევზები (20.02 – 20.03)
თევზები - მშვიდობის მოყვარყლი ხალხია, ამოუწურავი ფანტაზიით. მათ იზიდავთ უჩვეულო, განსხვავებული გაცნობის სტილი. გარდა ამისა ისინი ინიციატივას მოგანდობენ თქვენ რადგან ისინი დინების მიმართულებით ცურავენ. ასე რომ გამოიჩინეთ ინიციატივა პირველმა და დაპატიჟეთ ის კინოში, კაფეში და ა.შ. აბსოლიტური სიმამაცე და მოულოდნელობა აი ეს არის თქვენი ”კოზირი”.

Posted by: Miss_Manette 21 May 2010, 14:57
anuky
up.gif



ასცენდენტი ვერძში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წაგრძელებული სახითა და მაღალი ყელით, შავგვრემანი და ან მოწითალო თმებით, სქელი წარბებით, შესაძლოა, თავზე ან სახეზე ნაიარევი ჰქონდეს.
ხასიათი: აქტიური, ენერგიული, მიზანმიმართული და პატივმოყვარეა. ყოველთვის პირველობას ცდილობს და ნებისმიერი წამოწყების მოთავეა. მიზანს ადვილად აღწევს. მტრობის დროს იმპულსურად მოქმედებს, თუმცა, სუსტი მოწინააღმდეგეგა და იმპულსურად მოქმედებს, ამიტომ, ბევრ შეცდომას უშვებს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სახე, თავის ქალა, თავის ტვინი, ზედა და ქვედა ყბა, ქვედა ტუჩი, პირი, ნიკაპი, თვალები, ყურები, ენა, კბილები, თმები, სახისა და თავის კანი, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი კუროში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, დაკუნთული მხარ-ბეჭით, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, მოკლე და სქელი კისერი, ფართო ცხვირი და დიდი ტუჩები, ღია ფერის თვალები, მუქი თმები.
ხასიათი: ნელი, ზარმაცი, ჯიუტი, პრაქტიკული, ხელოვანი, მიდრეკილება აქვს კომფორტისადმი, უყვარს ლამაზი ნივთები, ლამაზი ადამიანები, გემრიელი საჭმელი, გურმანია. კონფლიქტის დროს დიდხანს ითმენს, მაგრამ შემდეგ ყველაფრის წალეკვა ძალუძს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სასა, ხახა, კისერი, ყელი, ყანყრატო, ნუშისებრი ჯირკვალი, სმენის არხი, საყლაპავი მილი, ფარისებრი ჯირკვალი, ხმის იოგები, ხერხემლის კისრის მალები, პარასიმპტომატული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი ტყუპებში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, კარგი აგებულების, გრძელი ხელ-ფეხით, მოძრაობს მსუბუქად და სწრაფად, ახასიათებს დახვეწილი მოძრაობები და ჟესტიკულაცია. პირი ფართო აქვს, მაგრამ ტუჩები - თხელი. სახის კანი მუქი, თვალები ნაცრისფერი ან თაფლისფერი. აქვს გამჭოლი მზერა.
ხასიათი: ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელურია და იოლად შედის კონტაქტში, მოაზროვნე და ინტელექტუალურია. უყვარს სწრაფი ლაპარაკი. იკვებება ზომიერად. მტრობის დროს შეურიგებელია და ბევრს ილანძღება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, პლევრა, მხრები, ხელები, ხელის თითები, ლავიწი, ხელის ძვლები.

ასცენდენტი კირჩხიბში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, ჩასხმული. მრგვალი ან ოვალური სახე (სავსე მთვარის ან ნახევარმთვარის მსგავსი), დიდი და მეტყველი თვალები, ხშირი წარბები, პატარ ხელები და ფეხები.
ხასიათი: ემოციური, გულჩათხრობილი, გაუბედავი, ახასიათებს გრძნობების სიმძაფრე, მიჯაჭვულია საკუთარ ოჯახზე და მისთვის ოჯახური კეთილდღეობა ბევრს ნიშნავს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გულმკერდი, სარძევე ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი, კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელზედა ნაწილი, ნეკნები.

ასცენდენტი ლომში
გარეგნობა: სწორი აგებულებისაა, ახასიათებს ამაყად გამართული სიარული. აქვს ნათელი სახე, დიდი მრგვალი თავი, ღია თმები (ხშირად ოქროსფერი), ამპარტავნული მზერა. ხასიათი: ამაყი, ენერგიული, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოსწონს როდესაც ამჩნევენ და პატივს სცემენ. გაბრაზებისას აგრესიული ხდება. მტრობისას ბოლომდე იბრძვის და ძალუძს მოწინააღმდეგის განადგურება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა.

ასცენდენტი ქალწულში
გარეგნობა: მაღალი, ტანადი, გამხდარი, ახასიათებს ფიზიკური ამტანობა, მრგვალი სახე, მუქი თმები.
ხასიათი: პრაქტიკული, პრინციპული, ცნობისმოყვარე, შეუძლია უწვრილმანესი დეტალების შემჩნევა, კირკიტაა, მისთვის ინფორმაცია ბევრს ნიშნავს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მუცლის ღრუ, მსხვილი და წვრილი ნაწლავები (სწორი ნაწლავის გარეშე), თირკმლის ქვედა ნაწილი, ელენთა, აპენდიციტი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თვალის ბადურა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი სასწორში
გარეგნობა: საშუალო ტანის, კარგი აგებულების, ღია ფერის თმები, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი სახე, თბილი და გულისხმიერი გამოხედვა.
ხასიათი: კომუნიკაბელურია, უყვარს პარტნიორები და ვერ იტანს მარტოობას, ძალზე განვითარებული აქვს სამართლიანობის გრძნობა, უყვარს როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, უყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა. მოღვაწეობს ხელოვნების ფართო სპექტრში, ასევე მისთვის საინტერესოა დიპლომატია და იურისპრუდენცია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი მორიელში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, ჩასხმული და ძლიერი აგებულების. მასიური კისერი, ხვეული თმები, ფართო პირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჰიპნოზური მზერა.
ხასიათი: ენერგიული, ნებისყოფიანი, თუ მიზნის მიღწევა სურს არაფერს ერიდება და ყველაფერზეა წამსვლელი, მისი პრინციპია: ან ყველაფერი, ან არაფერი. შეუძლია საკუთარი ემოციების დაფარვა. ხანდახან ცინიკურია. მტრობისას მეტად საშიშია და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ცხვირი, ზედა ტუჩი, სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავის დაბოლოება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები, პროსტატა.

ასცენდენტი მშვილდოსანში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, სრული აგებულები, მოწითალო კანის ფერი, ოვალური სახე, მოგრძო ცხვირი, მეტყველი გამოხედვა.
ხასიათი: ოპტიმისტი, პატივმოყვარე, სამართლიანი, პრობლემების მოგვარებას პატიოსანი გზებით ცდილობას, თუმცა, კონფლიქტის დროს მუშტი-კრივზე გადასვლაზეც თანახმაა. საუბრისას აქვს დამაჯერებელი ტონი. ხანდახან სარკასტულია. ძალზე აფასებს თავისუფლებას.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.

ასცენდენტი თხის რქაში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წვრილი მკერდი, ვიწრო მხრები, გრძელი ხელები, სახის უხეში და უსწორმასწორო ნაკვთები, მასიური ნიკაპი, მუქი თვალები, სქელი თმა, მოძრაობს ნელა და არაგამართულად.
ხასიათი: მომთმენი, მიზანსწრაფული, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მისი ყველა ქმედება წინდაწინ არის გათვლილი, შეუძლია წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვა. მისი დევიზია: "სხვებმა იფიქრონ და იოცნებონ, მე ჩემსას მაინც მივაღწევ".
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, ხრტილები.

ასცენდენტი მერწყულში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის ან ოდნავ მაღალი, ჰარმონიული აგებულების, მოგრძო სახე, ნათელი კანის ფერი და ნათელი თვალები, მუქი ფერის თმები, მკვეთრად გამოხატული ნაკვთები, გულისხმიერი მზერა.
ხასიათი: ორიგინალური, ხანდახან კი ექსცენტრიულია. დამოუკიდებელი, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, უყვარს საზოგადოება, ჰუმანურია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მხედველობა, წვივები, ფეხის გამშლელი კუნთები, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი თევზებში
გარეგნობა: დაბალი, მიკლე ხელ-ფეხი, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, თეთრი კანი, მუქი თმები, დიდი ცისფერი წყლიანი თვალები,
ხასიათი: მეოცნებე, ფანტაზიორი, აქვს შემოქმედებითი გამოგონების ნიჭი, ხელოვანია, აქვს იუმორის დახვეწული უნარი, მაგრამ ეხერხება ტყუილიც. მიდრეკილია რელიგიისადმი და მისტიკისადმი.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ხელისგულები, ტერფი, ფეხის თითები, ლიმფური და ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის პლაზმა, ფსიქიკა.

Posted by: anuky 21 May 2010, 15:13
ინდური ასტროლოგია

ასტროლოგია ტიპის მიხედვით


ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა (სანსკრ. ज्योतिष jyotiṣa "სინათლის ბატონი" (jyoti "სინათლე" + isha "უფალი", "ღმერთი"), - ეს არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული, ამის ნათელი მაგალითია უძველესი ინდური ასტროლოგიური ტრაქტატი ბრიჰატ–პარაშარა–ჰორა–შასტრა, რომელიც ჩვ. წ. აღ–მდე 3000 წლის შეიქმნა. ჯიოტიშა იყოფა სამ ნაწილად (სკანდად): ჰანიტა (ასტროლოგიის ასტრონომიული საფუძვლები), სამჰიტა (მომასწავებელი ნიშნების ასტროლოგია) და ჰორა (ჰოროსკოპული ასტროლოგია). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ჯიოტიშა ექვსი განშტოებისგან შედგება:
გოლა - უშუალოდ ცაზე დაკვირვება
განიტა - ასტრონომიული და ასტროლოგიური გამოთვლები
ჯატაკა - ნატალური ასტროლოგია (დაბადების ასტროლოგია)
პრაშნა - ჰორარული (კითხვების) ასტროლოგია
მუხურტა - ელექტიური ასტროლოგია (არჩევანის ასტროლოგია)
ნიმიტა - მომასწავებელი ნიშნების ინტერპრეტაცია

გარდა ამისა, ინდოელი ასტროლოგები ხშირად იშველიებენ ნუმეროლოგიას, ფიზიოგნომიკას და ქირომანტიას.

ზემოთ მოტანილი ასტროლოგიის ნაწილები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ასტროლოგის ყველაზე დიდ ყურადღებას დაკვირვების და გამოთვლების (გოლა და განიტა) ნაწილები ითხოვდნენ, რომელიც ყველა დანარჩენი განშტოების საფუძველია. ჯიოტიშ (ასტროლოგ) ვარაჰამიჰირას (505 - 587 წ.წ.) თქმით, "შეცდომა განიტაში ისეთივე საშინელი ცოდვაა, როგორც წინასწარმეტყველის მკვლელობა".სექციების სია [დამალვა]
1 ინდური ასტროლოგიის საფუძვლები
1.1 გრაჰა - პლანეტები
1.2 რაში - ნიშნები
1.3 ბჰავა - სახლები
1.4 ნაკშატრა - მთვარის თანავარსკვლავედები
1.5 ვარგების სისტემა

თუ ევროპული ასტროლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "ბედისწერის" დაძლევაა, ანუ ჰოროსკოპში ჩადებული ნეგატიური ტენდენციების გამოსწორებაა (იხ. ჰუმანური ასტროლოგია), ინდური ასტროლოგია უფრო ფატალისტურია: ითვლება, რომ ჰოროსკოპი ადამიანის კარმის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომლსაც ყველა უნდა შეეგუოს და მიიღოს. (იხ. ასტრალური ფატალიზმი).
გრაჰა - პლანეტები [რედაქტირება]

სიტყვასიტყვით, გრაჰა ნიშნავს ნებისმიერ ციურ სხეულს ან წერტილს, რომელსაც ადამიანების საქმიანობაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. სიმარტივისთვის, გრაჰა შეიძლება ითარგმნოს, როგორც პლანეტები. საგულისხმოა, რომ ინდური ასტროლოგია არ მოიხსენიებს ისეთ ზეპლანეტებს, როგორებიცაა ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, რადგან იგი სეპტენერის პლანეტებსა და მთვარის კვანძებზეა დაფუძნებული; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით ხილულ ციურ ობიექტებზე.

ზოგიერთ მეთოდიკაში იყენებენ აგრეთვე ფიქტიურ პლანეტებს (გულიკა, მანდი, ანიუ, დჰუმა, ინდრადჰანუ, პარივეშა).

ქვემოთ მოტანილია ცხრა გრაჰა (ციური სხეული ან "პლანეტა"):სანსკრიტი ქართული აბრევიატურა სქესი გუნა განასახიერებს
სურია
(सूर्य) მზე სუ ან მზ მმ სატვა სული, მეფე, მაღლა მდგომი პიროვნება, მამა.
ჩანდრა
(चंद्र) მთვარე ჩ ან მთ მდ სატვა გონება, დედოფალი, დედა.
მანგალა
(मंगल) მარსი მა მმ ტამასი ენერგიული ქმედება, რწმენა და პიროვნული მე
ბუდჰა
(बुध) მერკური ბუ ან მე უ რაჯასი კომუნიკაცია და ანალიზი.
გურუ
(बृहस्पति) იუპიტერი გუ ან იუ მმ სატვა დიადი მასწავლებელი
შუქრა
(शुक्र) ვენერა შკ ან ვე მდ რაჯასი კეთილდღეობა, სიამოვნება და გამრავლება
შანი
(शनि) სატურნი შა მდ ტამასი გზის სიმძიმის შემეცნება. კარიერა და დღეგრძელობა
რაჰუ
(राहु) დემონისებური გველის თავი
მთვარის ჩრდილოეთი კვანძი რა მდ ტამასი ასურა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ თავის მფარველობის ქვეშ მყოფთ ცხოვრება ქაოსად უქციოს.
კეტუ
(केतु) დემონისებური გველის კუდი
მთვარის სამხრეთი კვანძი კე მმ ტამასი ზებუნებრივი გავლენები

რაში - ნიშნები [რედაქტირება]ნომ. სანსკრიტი ქართული დასავლური სტიქია ჯვარი
1 მეშა ვაცი ვერძი ტეჯასი (ცეცხლი) ჩარა (კარდ.)
2 ვრიშაბჰა/ვრიშა ულაყი კურო პრითვი (მიწა) სთირა (ფიქს.)
3 მითჰუნა წყვილი მარჩბივი ვაიუ (ჰაერი) დვიშვაბჰავა (მუტ.)
4 კარკატაკა/კარკა სამაჯური კირჩხიბი ჯალა (წყალი) ჩარა
5 სიმჰა ლომი ლომი ტეჯასი სთირა
6 კანია გოგონა ქალწული პრითვი დვიშვაბჰავა
7 ტულა სასწორი სასწორი ვაიუ ჩარა
8 ვრიშჩიკა ღრიანკალი ღრიანკალი ჯალა სთირა
9 დჰანუშა/ დჰანუს მშვილდი მშვილდოსანი ტეჯასი დვიშვაბჰავა
10 მაკარა თხა თხის რქა პრითვი ჩარა
11 კუმბჰა სურა მერწყული ვაიუ სთირა
12 მინა თევზი თევზები ჯალა დვიშვაბჰავა

ბჰავა - სახლები [რედაქტირება]
1-ლი სახლი [ლაგნა–ბჰავა] - ადგილობრივი, გარეგნობა, ხასიათი, ცხოვრებისეული მიზანი
მე-2 სახლი [დჰანა–ბჰავა] - კეთილდღეობა, ოჯახი, საჭმელი, დაწყებითი განათლება
მე-3 სახლი [საჰაჯანა–ბჰავა] - უმცროსი დედმამისშვილი, კომუნიკაციის საშუალებები
მე-4 სახლი[შუქჰა–ბჰავა] - დედა, განათლება, სახლი, საკუთრება, ტრანსპორტი
მე-5 სახლი [პუტრა–ბჰავა] - შვილები, საყვარელი, გამრავლება, ერთგულება, კრეატიულობა
მე-6 სახლი [სატრუ–ბჰავა] - ჯანმრთელობა, ბიძა და ბიცოლა, სასამართლო გარჩევა, მსახურები
მე-7 სახლი [ჯაია–ბჰავა] - მეუღლე, საქმიანი პარტნიორი, სიკვდილი, ვაჭრობა, ხელშეკრულება
მე-8 სახლი [მრიტიუ–ბჰავა] - სექსი, დღეგრძელობა, შეცდომა, მეუღლის ოჯახი, მზითევი
მე-9 სახლი [დჰარმა–ბჰავა] - იღბალი, უმაღლესი შემეცნება, მოგზაურობა, რელიგია, მენტორი
მე-10 სახლი [კარმა–ბჰავა] - პროფესია, სტატუსი, ძალაუფლება, მამა, დედამთილი/სიდედრი
მე-11 სახლი [ლაბხა–ბჰავა] - მეგობრები, იმედები, დანაზოგები, უფროსი დედმამისშვილი, სიძე/რძალი
მე-12 სახლი [ვიია–ბჰავა] - ხარჯები, ძილი, შენაწირი, საზღვარგარეთ წასვლა


ნაკშატრა - მთვარის თანავარსკვლავედები [რედაქტირება]# სახელწოდება მდებარეობა მართველი პლანეტა
1 აშვინი (अश्विनि) 0 - 13°20' ვერძი კეტუ
2 ბჰარანი (भरणी) 13°20' - 26°40' ვერძი ვენერა
3 კრიტიკა (कृत्तिका) 26°40' ვერძი - 10°00' კურო მზე
4 როჰინი (रोहिणी) 10°00' - 23°20' კურო მთვარე
5 მრიგაშირა (म्रृगशीर्षा) 23°20' კურო - 6°40' ტყუპები მარსი
6 არდრა (आर्द्रा) 6°40' - 20°00' ტყუპები რაჰუ
7 პუნარვასუ (पुनर्वसु) 20°00' ტყუპები - 3°20' კირჩხიბი იუპიტერი
8 პუშია (पुष्य) 3°20' - 16°20' კირჩხიბი სატურნი
9 აშლეშა (आश्लेषा) 16°40' კირჩხზიბი - 0°00' Leo მერკური
10 მაგჰა (मघा) 0°00' - 13°20' ლომი კეტუ
11 პურვა ფჰალგუნი (पूर्व फाल्गुनी) 13°20' - 26°40' ლომი ვენერა
12 უტარა ფჰალგუნი (उत्तर फाल्गुनी) 26°40' ლომი - 10°00' ქალწული მზე
13 ჰასტა (हस्त) 10°00' - 23°20' ქალწული მთვარე
14 ჩიტრა (चित्रा) 23°20' ქალწული - 6°40' სასწორი მარსი
15 სვატი (स्वाति) 6°40' - 20°00 სასწორი რაჰუ
16 ვიშაქჰა (विशाखा) 20°00' სასწორი - 3°20' მორიელი იუპიტერი
17 ანურადჰა (अनुराधा) 3°20' - 16°40' მორიელი სატურნი
18 ჯიეშტა (ज्येष्ठा) 16°40' მორიელი - 0°00' მშვილდოსანი მერკური
19 მულა (मूल) 0°00' - 13°20' მშვილდოსანი კეტუ
20 პურვა აშადჰა (पूर्वाषाढ़ा) 13°20' - 26°40' მშვილდოსანი ვენერა
21 უტარა აშადჰა (उत्तराषाढ़ा) 26°40' მშვილდოსანი - 10°00' თხის რქა მზე
22 შრავანა (श्रवण) 10°00' - 23°20' თხის რქა მთვარე
23 დჰანიშტჰა (श्रविष्ठा) 23°20' თხის რქა - 6°40' მერწყული მარსი
24 სატაბიშა (शतभिषा) 6°40' - 20°00' მერწყული რაჰუ
25 პურვა ბჰადრაპადა (पूर्वभाद्रपदा) 20°00' მერწყული - 3°20' თევზები იუპიტერი
26 უტარა ბჰადრაპადა (उत्तरभाद्रपदा) 3°20' - 16°40' თევზები სატურნი
27 რევატი (रेवती) 16°40' - 30°00' თევზები მერკური

Posted by: Miss_Manette 21 May 2010, 15:25
anuky
ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის,განსაკუთრებით ბოლო 27 ნაწილად დაყოფა user.gif

აბა ვინ ახსნის?რა გავლენა აქვს? როგორც ვამჩნევ გრადუსებადაა დაყოფილი,მთვარის მოძრაობის მიხედვით?

=======================

მთვარის მდებარეობის მიხედვით შეთავსებადობა

http://img243.imageshack.us/i/screenshotnk.png/









Posted by: anuky 21 May 2010, 15:38
ყვავილების ჰოროსკოპი
ყვითელი ნაღველა





1 იანვარი - 10 იანვარი



ეს იდუმალი ყვავილი ზაფხულის სითბოს სიმბოლოს წარმოადგენს და მთის მდელოებზე ხარობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, შეუპოვრად მიისწრაფვის მიზნისაკენ შრომისმოყვარეობისა და გულმოდგინების ხარჯზე. როგორც წესი, ის ხელმძღვანელებსა და უფროსობას უყვართ.

ამ ნიშნის ადამიანები გულისხმიერები, მორიდებულები, მორცხვები და დავალებული საქმის შემსრულებლები არიან. არ უყვართ დიდი თავყრილობები, უფრო მყუდროდ თავს სახლში გრძნობენ რბილ სავარძელში ტელევიზორის წინ. ნაღველა თავის მეურვეობის ქვეშ მყოფ ადამიანების ხასიათს ანიჭებს იდუმალებას, უმეტეს წილად, გარეგანს. მაგალითად, მისი გულჩათხრობილობისა და გულჩახვეულობის მიზეზი შეიძლება ჩვეულებრივი მორცხვობა იყოს.

მას არ შეუძლია ჭორაობა და ჭორების გავრცელება, სამაგიეროდ ხალისით იძლევა ფულს სესხად. ამ ნიშნის ადამიანები კარგი მეგობრები არიან, არ არიან მომთხოვნები და ამასთან ერთად გააჩნიათ მსხვერპლის გაღების უნარიც, ერთგული ცოლები და ქმრები და ასევე მოსიყვარულე მშობლები არიან.

ნაღველას სიცივის ეშინია და ადამიანი, რომელიც 1-დან 10 იანვრამდე დაიბადება უნდა ერიდოს სიცივესა და წვიმიან ამინდს. გაუფრთხილდეს ფეხებსა და ყელს. მისი ლათინური სახელწოდება არის Gentiana lutea ინგლისური კი Yellow Gentian.
• * *
ნარშავი








11 იანვარი - 20 იანვარი



ამ ნიშნის ადამიანები აქტიურები, ლაპარაკის მოყვარული და ფუსფუსები არიან. თუ მათ არავინ აქცევს ყურადღებას, ისინი ფაციფუცს იწყებენ და ამით საკუთარ თავს ვნებენ, რადგან ისინი ხანდახან ისეთ საქმეს წამოიწყებენ ხოლმე, რომელიც მათ ძალებს აღემატება, ხოლო შემდეგ შეუძლიათ სწრაფადვე მიატოვონ ნებისმიერი საბაბით.

ასეთი მოქმედება კი იწვევს გარშემო მყოფთა დეზორიენტირებას, რის გამოც ისინი ზოგჯერ ვერ ამჩნევენ ნარშავის ძირითად თვისებას - სიკეთეს.

ნარშავთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მხოლოდ მისმა ნამდვილმა მეგობრებმა იციან მისი თავგანწირვის ფასი, რადგან ის მზად არის ყველას შეებრძოლოს ვინც ხელყოფს მისთვის ყველაზე წმინდას _ მეგობრობას.

ის შეიძლება შეეცადოს აგრესიულობის ნიღბის ქვეშ დამალოს თავისი დადებითი თვისებები - გულჩვილობა და უარის ვერ თქმის უნარი.

ის შესანიშნავი მეგობარი და მეოჯახეა. ნარშავი ოჯახის ერთგულია, მისთვის ოჯახი ნავსაყუდელია, სადაც შეუძლია სულიერად დასვენება. ის პირნათლად ასრულებს სამუშაოს, მაგრამ საქმისადმი მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ადრეული ჰიპერტონია.

მას უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა, ხშირ-ხშირად დასვენება.



უკვდავა



21იანვარი - 31 იანვარი



უკვდავას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, ჩვეულებრივ გამოირჩევა ცხოვრების სპარტანული წესით, არ უყვართ არაფერი ზედმეტი და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას, მისდევენ სპორტს.

უკვდავა - ეს არის უანგარო ადამიანი. სადად იცვამს, მაგრამ ამასთან ერთად მუდმივად ადევნებს თვალყურს მოდას. მისი ელეგანტურობა ხშირად შურის მიზეზი ხდება და მაგალითადაც კი მოჰყავთ, მაგრამ მას გააჩნია საკმარისი ენერგია სიძნელეების დასაძლევად და არაკეთილმოსურნეებისთვის საკადრისი პასუხის გასაცემად.

ბრძოლა მხოლოდ აძლიერებს მის სულს. მას შეუძლია ყველაფრის ნოლიდან დაწყება და საკმაოდ მაღალ საფეხურებზე ასვლა. ამ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უნარი და არ ეცემიან სულიერად ყველაზე ძნელ ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც კი.

უკვდავამ აუცილებლად თვალყური უნდა ადევნოს თავის სულიერ მდგომარეობას, თუ არა და დაუზიანდება ნერული სისტემა.



ფითრი

1 თებერვალი- 10 თებერვალი



ფითრის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან იდუმალი და მიმზიდველები. ვარდის ფურცელისა და ჩიტის ფრთის მსგავსად ისინი ფლობენ შეუდარებელ მოხდენილობას და გრაციას, გამოირჩევიან სიკოხტავით.

მათი ნატიფი ბუნება მოითხოვს ყველაფერს საუკეთესოს, მათ უყვართ კომფორტი.

ყველაზე ძალიან უყვართ დასვენება, გასეირნება ვიდრე მუშაობა. ისინი ყოველთვის საინტერესონი არიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის: მათ ჰყავთ უამრავი თაყვანისცემლები.

ფითრებს სიყვარულის გულისათვის დაუფიქრებელი საქციელის ჩადენაც კი შეუძლიათ. ქალი გამოირჩევა "რისკიანი" ხასიათით, შეუძლია ყველაზე მიუდგომელი მამაკაცის მოხიბვლაც კი, რადგან მას ბადალი არ ჰყავს, მისი მეტოქეები მას ვერ იტანენ.

ამ მომაჯადოებელი ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა იმისათვის, რომ მოიპოვონ პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში უნდა მისდიონ სპორტს, კულტურიზმს, კარატეს ან ტენისს. სპორტი მათ უნარჩუნებს ჯანმრთელობას და ცუდი ჩვევებისგან იცავს, ამასთან ერთად ისინი მიმზიდველებიც ხდებიან.


ბელადონა–შმაგა



11 თებერვალი - 19 თებერვალი



ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში სასიამოვნო გარეგნობა შერწყმულია შინაგან სილამაზესთან.

მათ გამჭრიახ გონებას შეუძლია ერთი შეხედვით შეიცნოს ადამიანი, მათ საკუთარი ღირსების გრძნობა არ აძლევს საკუთარ სინდისზე ხელის აღების უფლებას. მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ და ძნელად ეჩვევიან, მაგრამ თავის მეგობრებს არასდროს არ კარგავენ.

ისინი ძალიან შრომისუნარიანები არიან, სწრაფად აკეთებენ კარიერას, და ცხოვრებაში ბევრის მიღწევას ახერხებენ. არიან იღბლიანები. ქალი მოკრძალებული ლამაზმანია. მისი გულის მოგება პირველივე ცდაზე შეუძლებელია. მას საკმარისი ძალა და ენერგია გააჩნია წინააღმდეგობის გასაწევად.

მამაკაცი თუმცა ლამაზი არ არის, მაგრამ მუშაობს თავდაუზოგავად და გასამრჯელოც შესაბამისად მაღალი აქვს.

ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მტკიცე და მყარ ოჯახს ქმნის, მაგრამ ზოგჯერ კარიერის შექმნისას შეიძლება ახლობლები დაივიწყოს და ოჯახური კავშირიც კი გაწყვიტოს.

მათ ნაწლავების დაავადებები აწუხებთ.


მიმოზა



20 თებერვალი - 29 თებერვალი



ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ძლიერი მგრძნობელობით, მათი წყენინება ადვილია. შრომისმოყვარეები არიან და გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა. სურთ რომ მათი შრომა ღირსეულად შეაფასონ.

მალე იღლებიან, ითხოვენ ყურადღებას და ჭირვეულები არიან. ხელმძღვამელობამ მიმოზა არ უნდა გადატვირთოს. ის მიჩვეულია სამუშაოს შესასრულებლად თავდადებას და წამახალისებელი ჯილდოს დამსახურებას. ამასთან, მან შეიძლება უგულებელყოს შვებულებებიც კი. მათ შეიძლება ქონდეთ პერიოდული დეპრესიები და გუნება-განწყობის ხშირი ცვლა, ცხოვრების ასეთ მომენტებში მათ შეიძლება სმას მიჰყონ ხელი, ამიტომ ასეთ დროს ახლობლებმა მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.

მებრძოლი სულის შესანარჩუნებლად მიმოზა მუდმივად უნდა გრძნობდეს საკუთარი თავის საჭიროებას და მის მიმართ სხვების აღაფრთოვანებას. მიმოზების წარმატება ხანგრძლივი არ არის, მაგრამ ძალიან კაშკაშა და დასამახსოვრებელია.

მათში დიდია კუჭის წყლულისა და ინფარქტის შესაძლებლობის რისკი.



ყაყაჩო



1 მარტი - 10 მარტი



ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების სილამაზე გამაბრუებელია, როგორც ოპიუმი. ადვილია ყაყაჩოს ქსელში მოხვედრა და ძნელია მისგან თავის დახსნა.

კაშკაშა და ნაკლებად მომთხოვნ ყაყაჩოს შეუძლია ადამიანების გულების დაპყრობა და თავის გარშემო თანამოააზრეების შემოკრება. ის არაფორმალური ლიდერია. კოლექტივში სხვებისგან არ გამოირჩევა, მაგრამ შეუძლია სხვებს მაგალითი უჩვენოს. ყაყაჩო ბუნებით დიპლომატია. მას შეუძლია მხოლოდ თავისი გამოჩენითაც მოაგვაროს ყოველნაირი კონფლიქტი. უყვარს ცხოვრებით ტკბობა, ამის გამო ის მონაწილეობს სხვადასხვა აზარტულ თამაშებში.

ყაყაჩოები არ მიილტვიან ოჯახური ცხოვრებისკენ, აჭიანურებენ დაქორწინებას, ელოდებიან კარგ ვარიანტს, ხშირად მისდევენ ორ კურდღელს და ვერც ერთს ვერ იჭერენ. სიბერეში სრულიად მარტონი რჩებიან.

ყაყაჩოს გზა მოფენილია ეკლებით. თუ ის შეძლებს თავის უარყოფით თვისებებთან ბრძოლას ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს.
მან არ უნდა ჭამოს ხორციანი კერძები. მისთვის ბოსტნეული ვიტამინებისა და კარგი განწყობილების წყაროა.



შროშანი



11 მარტი - 20 მარტი





ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ მთვარის ყვავილის მომხიბვლელობა და ფაქიზი ბუნება. მას უყვარს საიდუმლო, მასკარადი, მოტყუება, ფლირტი, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ლილიას შეუძლია იყოს ბედნიერი.

ის საიდუმლოებებითაა მოცული. თავად არ უყვარს გაიხსნას და გასცეს თავისი საიდუმლო, რამდენადმე გულჩათხრობილია. შორიდან ბოჰემური ტიპის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ადვილად ხიბლავს ადამიანებს, მაგრამ ასევე ადვილად სცილდება. ბუნებით არამდგრადია და ის ხშირად აძლევს თავს უფლებას წავიდეს მოტყუებაზე, გააცუროს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი.

უყვარს ფუფუნება, სკანდალური გამოხდომები და მბრძანებლობა. ძნელია ლილიას აიძულო ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ უნდა. თუ დაიწყებ მისი ყველა სურვილის შესრულებას "თავზე წამოგაჯდება" და მბრძანებლობას დაიწყებს, რის გამოც ხანდახან მას არ აწყენდა "კუთვნილი ადგილის მიჩენა".

აწუხებს კანის დაავადებები, ალერგია.

ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში ხშირად გვხვდება ნათელმხილვალები, ექსტრასენსები, ასტროლოგები, ილუზიონისტი, ავანტურისტები.



ფუტკარა




21 მარტი - 31 მარტი



შეუხედავი და ღია ყვითელი ყვავილისაგან განსხვავებით ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გაბედულებით გამოირჩევიან.

კოლექტივში მისმა ერთმა გამოჩენამ შეიძლება ძალიან დაძაბოს ატმოსფერო, გარშემომყოფები ენერგიით დამუხტოს.

მისი თავი მუშაობს მკაფიოდ და სწრაფად, როგორც კომპიუტერი და ყველაზე ჩახლართული ცხოვრებისეული სიტუაციებიდანაც კი პოულობს სწორ გამოსავალს.

ფუტკარა არის ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და თავის გამტანი, არსად არ დაიკარგება. შეუძლია ბიზნესში გაიკეთოს კარგი კარიერა. ლიდერობისკან სწრაფვის გამო მას უჭირს ოჯახის შექმნა.

თუ ქორწინებაში მას შეთავაზებენ "პოლკის მეთაურის" ვაკანსიას, მაშინ ოჯახი იქნება მყარი. თუ ეცდებიან ფუტკარასთვის განკუთვნილი ადგილის მიჩენას ან შეეცდებიან მასზე მბრძანებლობას, მაშინ ის გაუხედნავი ცხენის მსგავსად აიწყვეტს და გაქროლდება თავისუფლებაში. ის ყოველთვის მოწინავეა.

თუ საჭიროა სასწრაფო გადაწყვეტილების მიღება სიტუაციის გადასარჩენად, მასზე უკეთეს ადამიანს ვერ იპოვით.

თუმცა ფუტკარას ნერვები ღალატობს, რის გამოც წლების მომატებასთან ერთად შეიძლება განუვითარდეს ჰიპერტონია და დეპრესია.


მაგნოლია



1 აპრილი - 10 აპრილი



ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პატივმოყვარეები არიან. ამოძრავებთ პირველ ადგილზე ყოფნის სურვილი, ამით მაგნოლია გამოირჩევა სხვებისგან. თუმცა საზოგადოებაში მისი მდგომარეობა არამდგრადია, რადგან არ ღებულობს სხვისგან რჩევებს. იცის თავის ფასი უყვარს ძვირფასი ნივთები, ამიტომ საზოგადოებაში ურთიერთობს მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებთან. მაგრამ ის, როგორც მეგობარი შეუცვლელია. ნემსის ყუნწში გაძვრება და თავისას მიაღწევს. ოჯახში უყვარს კომფორტი მის შესანარჩუნებლად არაფრის წინაშე არ დაიხევს. როგორც წესი, იკეთებს კარგ კარიერას, ის ტყუილად არასდროს ირჯება. მან ზუსტად იცის, რა უნდა. უყვარს შრომა და თავის გარშემომყოფებისგანაც ამას მოელის. კარგი ხელმძღვანელია, მაგრამ ხანდახან შეუძლია თანამშრომლებს დაუყვიროს, უხეშად რომ ვთქვათ _ "საკადრისი ადგილი მიუჩინოს". მამაკაცებსაც და ქალებსაც უყვართ ტკბილეული, როცა საქმე არ ეწყობა, დარდსა და წარუმატებლობას ტორტითა და შოკოლადით იქარვებენ. მაგნოლია ქალს უყვარს საჭმლის კეთება, რადგან გიჟდება კულინარიაზე. უკეთესი იქნება თუ ამავე დროს ის იზრუნებს საკუთარ ფიგურასა და წონაზეც.



ჰორტენზია

11 აპრილი _ 20 აპრილი



ამ ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ფართო შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან. სადაც დღესასწაულია, ყველგან შეიძლება ნახო ჰორტენზია. დიდსულოვანი და ხელგაშლილია. უყვარს ქეიფი, მიღებებს, სადილებსა და წვეულებებს ის უკეთებს ორგანიზებას, მაგრამ თავისი მეგობრების წრეში ჩვეულებივ საღამოებზეც არასდროს ამბობს უარს. მას ყოველთვის ჰყავს ნაცნობების ფართო წრე.

მას შეუძლია ძვირფასი საჩუქრის გაკეთება და არ თხოულობს სამაგიეროს. ჰორტენზიას ერთადერთი ნაკლია, რომ არ გამოირჩევა მოთმინებით. მას არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში მიეხმაროს ვინმეს, ეს მას მალე ბეზრდება, რის გამოც უახლოესი მეგობრები ცოტა ჰყავს.



"ცხოვრებისეული დღესასწაულების" რიგში ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ სამუშაო, ყოველდღიური მოვალეობები. ოჯახურ ცხოვრებაში ხშირად ისმენენ მეუღლეებისგან საყვედურებს, რომ ბევრ ფულს ხარჯავენ და ფლანგავენ.

თუ ჰორტენზიამ ვერ შეძლო წვეულებებისა და დღესასწაულებისადმი დიდი სიყვარულის დაძლევა, მას მეორე ნახევარი მიატოვებს.

ჩვეულებრივ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ოჯახს ქმნიან 30 წლის შემდეგ. ჰორტენზიას ჯანმრთელია, მაგრამ საჭიროა ყურადღება მიაქციოს მხედველობას, რომელიც შეიძლება დაუქვეითდეს.


გეორგინა

21 აპრილი- 30 აპრილი



ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ საკმაოდ მომთხოვნები არიან. ესთეტიკის მოყვარულია. მას შეიძლება შეხვდე თეატრში, გამოფენაზე, კონცერტზე ყველგან, სადაც სასიამოვნო გარემოა.

ზოგიერთი მას ახასიათებს აბეზარ ადამიანად, მაგრამ ის ასეთია და უნდა შეეგუო და გაუგო. ფორტუნა გეორგინასკენ ხშირად კეთილგანწყობილია, ამიტომ ის ხშირად იგებს ლატარიაში.

წარუმატებლობამ გეორგინა შეიძლება ცინიკოსი გახადოს, რითაც ის განიზიდავს გარშემომყოფებს. გეორგინა ძალიან არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე და არ შეუძლია აკონტროლოს სიტუაცია. ცხოვრების კრიტიკულ წუთებში ფეთქებადსაშიშია, განრისხების დროს ის კარგავს თვითკონტროლს.

საჭიროა, რომ ის გაუფრთხილდეს ნერვულ სისტემას და საყდენ-მამოძრავებელ აპარატს. ჩინებული გეორგინა აუცილებლად უნდა შეეცადოს ოქროს შუალედის დაჭერას. მაქსიმალიზმი ხშირად ხელს უშლის მას სასურველი შედეგის მიღწევაში. გეორგინას სხვებთან შედარებით უფრო დაკვირვება მართებს, როცა ის ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ ძალებს. მთლიანად არ უნდა მიენდოს იღბალს. ეს ეხება პირად ცხოვრებასაც, სადაც მას ხშირად არ უმართლებს. გეორგინამ შეიძლება რამდენჯერმე შექმნას ოჯახი.


შროშანა



1 მაისი - 10მაისი



შროშანას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იშვიათობაა. მათში შერწყმულია ყველაფერი - უბრალო სილამაზე, გულუხვობა და გამოუცდელობა. შროშანა ხშირად ხდება თავისი გულუბრყვილობისა და თაღლითების მსხვერპლი, რადგან ენდობა სხვა ადამიანებს. ისინი ცხოვრობენ მოკრძალებულად მანამდე, სანამ არ გამოუჩნდებათ მდიდარი მფარველი. თუ მიაღწიეს წარმატებას ისინი ყოველთვის პოულობენ დროს დაკავდნენ ქველმოქმედებით.

უყვართ ბავშვები, და დიდ დროს ატარებენ ახალგაზრდებთან.

შროშანასთვის დამღუპველია ხელგაშლილობა და გულღიობა, რის გამოც ის შეიძლება "მოთხაროს უბრალოდ სურნელის მოყვარულმა ან ულმობელმა ხელმა ჰერბარიუმის გასაკეთებლად".

ქალ შროშანას საიმედო დამცველი ესაჭიროება, მაგალითად მამაკაცი - ნარშავი.

შროშანას სამუშაოზე ყველაფერი წესრიგში აქვს, თუმცა სამუშაოზე ზედმეტი თავგადაკლულობით ის სხვებს ნერვებს უშლის.

შროშანა კარგი მეოჯახეა. ის მეუღლეს ნაზად ეპყრობა, მაგრამ ღალატს არ პატიობს.

აწუხებთ სახსრების ტკივილი.



დანდური



11 მაისი _ 21 მაისი



ცხოვრება დანდურის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ხშირად უსამართლოდ ექცევა. მან იცის, რომ ღირსია ეკუთვნოდეს უფრო მეტი, მაგრამ მას, სამწუხაროდ, არ უმართლებს. ის ხასიათით უფრო გულჩათხრობილია, ვიდრე გულღია და არ ენდობა გარშემომყოფებს.

ის არის მშიშარა, მიუნდობელი, მომაბეზრებელი, ყოველთვის ელოდება ფეხის დადებას საკუთარი ახლობლებისგანაც კი. ის მიიჩნევს, რომ სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია. დანდურთან ძნელია ურთიერთობა სახლშიც და სამსახურშიც, განსაკუთრებით კი სიყვარულში. დანდურს უნდა მოუფრთხილდეთ.

მთავარი კოზირი მასთან ურთიერთობაში - მოთმინებაა. ეს ადამიანი გულჩვილია, ღრმად განიცდის სხვის დარდს და გადააქვს თავის თავზე. ახლობელი ადამიანისთვის თავდადებულია, მას შეუძლია გასცეს უკანასკნელი ლუკმაც კი.

თუ დანდურს დაუმტკიცებ შენ ერთგულებასა და სიყვარულს, მთელი ცხოვრება ხელის გულზე გატარებს.

მიდრეკილია სიმსუქნისა და დიაბეტისკენ.



გვირილა



22მაისი - 31 მაისი



გვირილას ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს რთული ხასიათი აქვთ. ისინი ცდილობენ გულღია და უბრალო ადამიანებად თავის მოჩვენებას, რაც სინამდვილეში მართალი არ არის. გვირილა ცდილობს მოიპოვოს ნდობა და სხვებში გამოიწვიოს გულახდილობა, რის შედეგადაც მან იცის სხვების ბევრი საიდუმლო და შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაციები თავისი ინტერესებისათვის. გვირილა ეშმაკია და შეუძლია სისაძაგლის ჩადენა.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მომხიბვლელია, სამუშაოზე ის ხშირად ცდილობს ჩაუსაფრდეს მოწინააღმდეგეს კარიერის ან უბრალოდ სპორტული ინტერესისთვის.

მაგრამ მასში არის რაღაც, რაც თავისკენ იზიდავს და აჯადოებს ადამიანებს. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაში ყველაფერი ტრადიციულად აქვს: ან უყვარს, ან არა.

სიყვარულის ყვავილი ხშირად იტანჯება უპასუხო სიყვარულით, მაგრამ ის იშვიათად არის მარტო იმიტომ, რომ მარტოობის ეშინია და გარშემო იკრებს ბევრ თაყვანისმცემლებს. შეუძლია იცხოვროს კაცთან, რომელიც არ უყვარს და რომელსაც აძლევს მისი სიყვარულისა და განებივრების საშუალებას. გვირილა მერკანტილურია, ფული მის ცხოვრებაში მთავარია. ბავშობიდან იტანჯება თირკმელების დაავადებით. ამიტომ მან ყურადღებით უნდა შეარჩიოს მენიუ. უარი თქვას მისი ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტებზე.



ცისთვალა, მაჩიტა



1 ივნისი _ 11 ივნისი



მაჩიტას ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სჭირდებათ საიმედოობა, ცხოვრებაში ეძებენ დასაყრდენს. მას ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია.

მაჩიტასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. აქ ის, როგორც ყველგან კონსერვატორია, ყოველგვარი ცვლილების ეშინია. მაჩიტას გადამრჩენია კარგი ოჯახი, გამძლე და მყარი სახლი.

მაჩიტა შეიძლება გახდეს უჩვეულო აბეზარი, ის შენიშვნებს აძლევს ახლობებს, თუ მათ არ სურთ მისი წესებით ცხოვრება. მაგალითად ქალიშვილმა იყიდა მის დაუკითხავად კაბა ან შეიჭრა თმები, რომელიც მის გემოვნებაში არ ჯდება, ის გაბრაზდება, გაიბუტება და კვირეების განმავლობაში არ დაელაპარაკება შვილს. ამასთან ერთად, გაუთავებლად იბუზღუნებს.

მაჩიტა არ ჩქარობს ძველი ნივთების გადაყრას. ისინი შეიძლება კიდევ გამოიყენოს სახლში. სახლში იდეალური წესრიგი აქვს. ის საკუთარ ხელებს უფრო ენდობა, ვიდრე ტექნიკას. მაჩიტა ვირტუოზია სამზარეულოში. მისი თავი სავსეა სასარგებლო რჩევებით.

სიყვარულით უყვარს ერთი. თუ ოჯახური ნავი ყოველდღიურობისა და ერთფეროვნების "რიფს" დაეჯახება და დაიმსხვრევა, მაჩიტა მარტო დარჩება და მეორედ ოჯახის შექმნას აღარ გარისკავს.

მაჩიტა ხშირად ცივდება, მას შეიძლება განუვითარდეს ქრონიკული ანგინა და ბრონქიტი, ამიტომ თავის ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს ყურადღება და ექიმის რჩევები ზედმიწევნით შეასრულოს.

ტიტა

12 ივნისი- 21 ივნისი



ზიზილას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არის მშვიდი, უპირატესობას სახლში ყოფნას ანიჭებს. ყოველთვის თავს წინდაწინ იზღვევს. ხშირად დამკვირვებლის როლშია. არ გამოირჩევა რომანტიკულობითა და გამბედაობით. მოვლენებში ხშირად მხოლოდ ჭორების შესაგროვებლად მონაწილეობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების უმრავლესობა დაუქორწინებლები არიან. მათთვის ძნელია იპოვონ თავისი შესაფერისი მეორე ნახევარი. სხედან ფანჯარასთან და ელოდებიან. მაგრამ ზიზილას საკუთარი ცხოვრების შეცვლა არ სურს, თუმცა შეუძლია მიაღწიოს თავის მიზანს თუ მოინდომებს. უყვარს ურთიერთობები მხოლოდ თავისი სახლის ფარგლებში ანუ ზიზილას მეგობრები არიან მის სადარბაზოში მცხოვრები მეზობლები და კლასელები. ზიზილა მორცხვია, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში შეუძლია გაბედულად მოქმედება. მისი ცხოვრება არ გამოირჩევა სიკაშკაშით, მაგრამ სამაგიეროდ სტაბილურია. უყვარს სანახაობები, წარმოდგენები, სატელევიზიო სერიალები და კონცერტები მხოლოდ ტელევიზორში. საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და მხოლოდ კარგ კომპანიასთან ერთად.

ზოგიერთებს შურთ მისი ცხოვრება, რომელშიც არ არის წყალქვეშა ქვები და ფარული დინებები, სადაც ყველაფერი წყნარი და უბრალოა. ზედმეტი წონა შეიძლება გახდეს ნომერი პირველი პრობლემა ზიზილას ცხოვრებაში. სპორტი მისთვის არ არსებობს, ფუნთუშები, ბუტერბროდები, შოკოლადები ტელევიზორთან - ესენია მისი საუკეთესო მეგობრები.


ზიზილა



12 ივნისი- 1 ivlisi



ზიზილას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არის მშვიდი, უპირატესობას სახლში ყოფნას ანიჭებს. ყოველთვის თავს წინდაწინ იზღვევს. ხშირად დამკვირვებლის როლშია. არ გამოირჩევა რომანტიკულობითა და გამბედაობით. მოვლენებში ხშირად მხოლოდ ჭორების შესაგროვებლად მონაწილეობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების უმრავლესობა დაუქორწინებლები არიან. მათთვის ძნელია იპოვონ თავისი შესაფერისი მეორე ნახევარი. სხედან ფანჯარასთან და ელოდებიან. მაგრამ ზიზილას საკუთარი ცხოვრების შეცვლა არ სურს, თუმცა შეუძლია მიაღწიოს თავის მიზანს თუ მოინდომებს. უყვარს ურთიერთობები მხოლოდ თავისი სახლის ფარგლებში ანუ ზიზილას მეგობრები არიან მის სადარბაზოში მცხოვრები მეზობლები და კლასელები. ზიზილა მორცხვია, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში შეუძლია გაბედულად მოქმედება. მისი ცხოვრება არ გამოირჩევა სიკაშკაშით, მაგრამ სამაგიეროდ სტაბილურია. უყვარს სანახაობები, წარმოდგენები, სატელევიზიო სერიალები და კონცერტები მხოლოდ ტელევიზორში. საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და მხოლოდ კარგ კომპანიასთან ერთად.

ზოგიერთებს შურთ მისი ცხოვრება, რომელშიც არ არის წყალქვეშა ქვები და ფარული დინებები, სადაც ყველაფერი წყნარი და უბრალოა. ზედმეტი წონა შეიძლება გახდეს ნომერი პირველი პრობლემა ზიზილას ცხოვრებაში. სპორტი მისთვის არ არსებობს, ფუნთუშები, ბუტერბროდები, შოკოლადები ტელევიზორთან - ესენია მისი საუკეთესო მეგობრები.


დუმფარა



2 ივლისი- 12ივლისი



დუმფარა იყენებს წყალს, მიწას და ჰაერს, ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი საკმაოდ განსხვავებული ბუნებისა. ლოტოსის მსგავსად, განსხვავებულ სიტუაციებში თავს კარგად გრძნობს. ადვილად ეგუება ნებისმიერ სიტუაციას. გააჩნია სხვადასხვა ინტერესები და ჰყავს ხასიათით განსხვავებული მრავალი მეგობარი. ასეთი მრავალფეროვნება, უმეტესად განპირობებულია ადამიანების მიმართ კეთილმოსურნეობითა და მოთბინებით, ადამიანების პატივისცემითა და გაგებით. სამუშაოზე მას ნაკლები პრობლემები აქვს, მაგრამ იშვიათად ხდება ლიდერი ან ხელმძღვანელი _ ეს მას არ სჭირდება.

დუმფარას არ უყვარს ადამიანების მბრძანებლობა. ცხოვრებაში ყველაფერს ადვილად ვერ აღწევს, მაგრამ თავისი მიმტევებლური ხასიათის წყალობით, დუმფარას შეუძლია, როგორც ფრინველი ფენიქსი აღსდგეს ფერფლიდან.

ოჯახი მისი ცხოვრების მიზანია. ბევრი შვილები ჰყავს, რომლებთანაც დუმფარა მზად არის საათობით ითამაშოს. მას მოთბინება ყველასთვის ჰყოფნის. მას ქმარი უყვარს, უვლის, ცივ ნიავს არ აკარებს, ანებივრებს, თუ მეუღლე პასუხობს დუმფარას სიყვარულს სიყვარულით, მაშინ მათი ქორწინება მარადიულია.

დუმფარას აწუხებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, მას ხშირად სტკივა ზურგი.



ია



13 ივლისი- 23 ივლისი



ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გარშემომყოფებს უყვართ, ია აზიზი და გათამამებულია, ჭირვეული და მომთხოვნია.

აქვს რა სახის კარგი ფერი და ხავერდოვანი კანი. ია ლამაზიც რომ არ იყოს, ის მაინც ყველას ყურადრებას იქცევს. ხოლო ლამაზმანები კი ეძებენ მდიდარ მფარველებს. მთელი ცხოვრება იმუშაონ? ეს მათი აზრით, დიდი სიბრიყვეა.

ია არ არის ყბედი, შეუძლია სხვისი საიდუმლოს შენახვა და სხვისი აღსარებების მოსმენა. რაღაც დრომდე რჩება ადამიანის ჩრდილში, რომელიც უყვარს, ის მისი ერთგულია და მზად არის მსხვერპლის გაღებისთვისაც კი. მაგრამ ამასთან ერთად ის ყოველთვის მზად არის გამოვიდეს სინათლეზე და მიიღოს რაც ეკუთვნის. მაშინ კი უფრთხილდი! მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც ია იყენებს მიზნის მისაღწევად.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს დედასთან რთული ურთიერთობა აქვთ. მათ აწუხებთ გულსისხლძარღვთა დაავადებებით.



ასკილი



24 ივლისი - 2 აგვისტო



ასკილის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს "ველურ ვარდს" უწოდებენ. ანჩხლი და თავდაუჭერელია, მაგრამ კეთილი გული აქვს. მისი ყოველი ეკალი გამიზნულია თავდაცვისა და თავისი ახლობლების დასაცავად. გულადი და მამაცია. მზად არის საკუთარი ინტერესების დასაცავად უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლოს. მეგობრებთან გულწრფელი და გულისხმიერია. თავის მეორე ნახევარს ეპყრობა მოწიწებით, მისთვის არშიყობა ნამდვილი რიტუალია.

ასკილის ოჯახი ყოველთვის შეძლებულია. არაფერი აკლიათ. უყვარს მოგზაურობა. ექსტრემალურ სიტუაციაში აქვს ყველაფერის გაკონტროლების უნარი. თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეუძლია ყველას მიუჩინოს კუთვნილი ადგილი.

იჩხვლიტება, შიშველი ხელით ვერ მოწყვეტ. კოლეგებთან ყოველთვის კორექტულია. სამუშაო კარგად გამოსდის.

საკუთარ თავს არ აძლევს დამწუხრების საშუალებას, მაშინაც კი თუ მის ცხოვრებაში წარუმატებლობის პერიოდი საკმაოდ გახანგრძლივდება. ის ამაყობს თავისი შვილებისა და ცოლის(ქმრის) წარმატებებით. ასკილი არასდროს საყვედურობს ცოლს (ქმარს) თუ ის ცოტას გამოიმუშავებს ან ვერ მოასწრებს რაიმეს გაკეთებას სახლში.

ასკილი სიცოცხლისუნარიანია. ექიმს იშვიათად მიმართავს.



მზესუმზირა



3 აგვისტო - 12 აგვისტო



მზესუმზირას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არის თავისი ჩანაფიქრების შემსრულებელი და შრომისმოყვარე. ის ადრე იკეთებს კარიერას, ხოლო საზოგადოებაში გარკვეული ადგილის დაკავების შემდეგ, არაფრის გულისთვის არ იტყვის უარს ამ ადგილზე.

თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად მზად არის წავიდეს უკიდურეს ზომებზეც კი. მტკივნეულად აღიქვავს წარუმატებლობას, მაგრამ შეუძლია ბრძოლა. გააჩნია მტკიცე ცხოვრებისეული პოზიცია. სასიკეთო გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე.

მეგობრები და ბავშვები მას, როგორც წესი ბევრი ჰყავს. ის სწორად აღიქვამს სიტუაციას და ნებისმიერ წუთს მზად არის შეცვალოს და სწორი მიმართულებით აიღოს გეზი. უყვარს სითბო, ნებისმიერ დაბალ მინუსებიან ტემპერატურაზე მზესუმზირა იტანჯება სიცივით. ისინი ცივდებიან და ავადმყოფობენ შემოდგომიდან გაზაფხულამდე. მხოლოდ ზაფხულში გრძნობს თავს კომფორტულად, უყვარს ზღვა და მოგზაურობა.

თუ არ აქვს დასვენების საშუალება, მზად არის წავიდეს სოფელში და ღუმელიან სახლში ცხოვრებით დატკბეს.




ვარდი



13 აგვისტო - 23აგვისტო





ყვავილების დედოფლის, ვარდის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მიჩვეულია იყოს ყველაფერში პირველი. ის საკმაოდ მომთხოვნია საკუთარი თავისადმი, მუშაობს თავდაუზოგავად.

ხშირად მას ვერ უგებენ, რადგან ვარდი, სადაც უნდა იყოს, წარმატებებს ყოველთვის აღწევს.

საწინააღმდეგო სქესთან ყველაფერი კარგად აქვს - მას ანებივრებენ, ეფერებიან, ხელისგულზე ატარებენ. ის ვისაც ვარდი წაჰყვება, ყოველთვის ბედნიერი იქნება მასთან ერთად ყოფნით. ვარდი გულუხვად ასაჩუქრებს სიყვარულით თავის ახლობელ ადამიანებს. სხვებში კი ვარდი შურს იწვევს და მის წინააღმდეგ იხლართება ინტრიგები, მათ ვარდის გაგდება სურთ მისთვის განკუთვნილი კანონიერი ადგილიდან.

ვარდი მიუწვდომელია, მას გააჩნია უსიამოვნოებებთან ბრძოლის უნარი. მაგრამ ძნელია ყოველთვის აჩვენოს თავისი მიუწვდომლო

Posted by: anuky 21 May 2010, 15:58

24 აგვისტო - 2 სექტემბერი



სოსანის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მორიდებული და არამომთხოვნია. მიჩვეულია გააკეთოს ყველაფერი საკუთარი ხელით, არ აქვს იმედი სხვისი დახმარების.

ადვილია სოსანზე ბატონობა, მაგრამ თუ მან იგრძნო ურთიერთობაში მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება, მაშინ ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ ადამიანის წინააღმდეგ იქნება მომართული და ამ ადამიანს რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდება.

სოსანი ასკეტია, არ არის მომთხოვნი საკუთარი თავისადმი, მაგრამ მომთხოვნია სხვებისადმი და ხშირად სწორედ ეს ხდება ახლობლებთან და კოლეგებთან (სამუშაოზე) დაძაბული ურთიერთობის მიზეზი.

სოსანთან ძნელია კამათი, ის ვერ გაგიგებთ, არანაირ ფაქტებსა და არგუმენტებს ის არ ღებულობს. სამწუხაროდ, ადამიანი დაბადებული ამ ნიშნის ქვეშ შეიძლება იყოს "განტევების ვაცი", ვინაიდან არ შეუძლია წინააღმდეგობის გაუწიოს არაკეთილმოსურნეებს.

სოსანი იშვიათად არის ბედნიერი ქორწინებაში, მოძებნოს თავისი შესაფერისი მეორე ნახევვარი მისთვის ძალიან ძნელია. სიბერეში შეიძლება განუვითარდეს სკლეროზი და თავის პრობლემები.

მიხაკი



3 სექტემბერი - 11 სექტემბერი



მიხაკის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიმართლისათვის მებრძოლია, ამის მიუხედავად, რომ მან შეიძლება საკუთარ თავს ავნოს, ყველა დამცირებულისა და შეურაცხყოფილის დამცველია.

ასეთი პირდაპირი ხასიათის მქონე ადამიანი, როგორიც მიხაკია _ იშვიათობაა.

მიხაკი მზად არის წავიდეს ბრძოლაში პირველივე შესაძლებლობისთანავე. იდარდებს ის ვინც მას გზაზე გადაეღობება. გარშემომყოფებში მიხაკი სარგებლობს ნდობით, თუმცა ისინი მას სიფრთხილით ეკიდებიან: ვინაიდან ძალიან ცოტას თუ უნდა თავისი მისამართით არასასიამოვნო სიტყვების მოსმენა.

მიხაკი - ოჯახში უსიტყვო ლიდერი და იდეოლოგია. ის შრომისმოყვარეა, მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ადგილას იმუშაოს.

მიხაკს უყვარს საჭმლის მომზადება, მაგრამ დანარჩენ სხვა საოჯახო საქმეს ვერ იტანს. საკუთარ შვილებთან არის მკაცრი. მოითხოვს მათგან მორჩილებას.

თუ მიხაკის მეუღლე ერთგულია ის მას დაუფასებს და მოუფრთხილდება. ღალატს ვერ იტანს. ის მზად არის კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. არ ეშინია სიძნელეების.

მიხაკი იტანჯება გაციებით, ზურგის ავადმყოფობით, მიდრეკილია სიმსუქნისკენ.



ასტრა



12 სექტემბერი - 22 სექტემბერი



ასტრას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ოპტიმისტები არიან, თამამად უყურებენ მომავალს და არ ეშინიათ სიძნელეების. მათ შეუძლიათ ადამიანებს უხელმძღვანელონ. მის გარშემო ყოველთვის მეგობრული კოლექტივია.

შემოდგომის მოწყენილობა და ნაღვლიანობა შესამჩნევად აფერადებს ასტრას ასე, რომ ადამიანი ასტრა, ღამის ვარსკვლავის მსგავსია, თავისი მხიარული ხასიათით სიბნელეს ანათებს, როგორც შუქურა, ის თითქოს მუხტავს ყველას თავისი ენერგიით. მას ყველგან წესრიგი აქვს: აზრებშიც და საქმეებშიც.

სახლში ასტრა ყოველთვის თბილი და მხიარულია, აქ არის ბევრი სინათლე და სიმყუდროვე. ძვირფას ადამიანებზე ასტრა განსაკუთრებულად ზრუნავს. ის მალე პოულობს თავისი ცხოვრების თანამგზავრს.

თუ ვერ შეარჩია წყნარი ოჯახი ის ხდება საუკეთესო ხელმძღვანელი.

ძალიან ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, მას ხშირად აწუხებს კუჭნაწლავის ტრაქტის ავადმყოფობები.



მანანა



23 სექტემბერი - 3 ოქტომბერი



მანანას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სიფაქიზით გამოირჩევიან

ისინი შეუცვლელი და უნივერსალური სპეციალისტები არიან.

ბუნებამ ისინი დააჯილდოვა ზუსტი მეცნიერებებისადმი მიდრეკილებით, მათ აქვთ ანალიტიკური ჭკუა-გონება. იციან თავისი ოქროს ხელების ფასი. ასეთი ადამიანები ცდილობენ მიაღწიონ სრულყოფას ყველაფერში.

ისინი ლამაზები არიან, როგორც გარეგნულად ისე შინაგანად.

შეუცვლელი მეგობრები არიან, რადგან მათ შეუძლიათ კარგი რჩევის მიცემა, უბედურებაში არავის მიატოვებენ. ადვილად უმკლავდებიან სიძნელეებს, მზად არიან წარუმატებლობისთვის, მედგრად იტანენ გულისგატეხვას.

სიყვარული მისთვის აუცილებელია, მაგრამ თუ არ არის, არ ღიზიანდება. ქორწინებაში ერთგულები და მზრუნველნი არიან.

მათ ოჯახში უყვართ სტუმარი. ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ ცუდი კუჭი, ხშირად იტანჯებიან მოწამვლებით.



კამელია



4 ოქტომბერი- 13 ოქტომბერი



კამელიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ბუნებით მოწესრიგებულები და ორგანიზებულები არიან.

არ ჩერდებიან შუა გზაზე, არ ეშინიათ წინააღმდეგობის. საშიშროება მათ უფრო აღაგზნებს, რისკი - მათი საყვარელი საქმეა. მაგრამ არასდროს ტყუილად არ რისკავენ.

აქვთ კარგი გემოვნება. უყვართ ნატიფი ნივთების გარემოცვაში ყოფნა, რომელთა შესაძენათაც შეუძლიათ მუხლჩაუხრელად იშრომონ. ისინი სხვებზე ყოველთვის ახდენენ შთაბეჭდილებას და თავს ამახსოვრებენ თავისი ორიგინალური მოქმედებებით.

ხანდახან მუშაობენ მაყურებლისთვის, მაგრამ ცდილობენ, რომ ძალიან "ღრმად არ შეტოპონ". ადრე ქორწინდებიან, მათი ოჯახი მტკიცეა.

ისინი ყოველთვის ახერხებენ სიტუაციის დასასრულის წინასწარ განსაზღვრას.

მათ უყვართ ბავშვები, მაგრამ თავგანწირვის უნარი არ გააჩნიათ.

ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ნერვულ სისტემას.



იასამანი

14 ოქტომბერი - 23ოქტომბერი



იასამანი არის გაფურჩქვნის, სიხალისის, ახალგაზრდობის სიმბოლო. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანები ყოველთვის გულით ახალგაზრდები არიან. უყვართ ახალგაზრდებთან ურთიერთობა.

იასამანის მოხიბვლა ადვილია, მას ძალიან მოსწონს შეყვარებულობის მდგომარეობა. ნამდვილ სიყვარულს ის წლობით ელოდება, მაგრამ იშვიათად არის ბედნიერი ქორწინებაში.

იასამანს არ უყვარს ტყუილი და ღალატი. ზოგიერთი მას მიიჩნევის ქარაფშუტად, მაგრამ რას იზამ, ასეთია ის. იასამანი ოპტიმისტია და ადვილად გადალახავს ცხოვრებისეულ უსიამოვნოებებს. მას სხვადასხვა ასაკის ბევრი მეგობარი ჰყავს.

კარიერისა და ოჯახის შექმნას იასამანი არ ჩქარობს, ტკბება ცხოვრებით. ის მუყაითი და მიზანსწრაფულია. იასამანი დიდი სიამოვნებით ეხმარება სხვებს.

იასამანი იშვიათად ავადმყოფობს, მაგრამ თუ ავადმყოფობა შეხვდება შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხზე ვერ ადგეს. თირკმელი და ღვიძლი მისი სუსტი წერტილია, აი რას უნდა მიაქციოს მან ყურადრება.



ფრეზია



24 ოქტომბერი - 2 ნოემბერი



ფრეზიას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ტიპიური შრომისმოყვარე პიროვნებაა. მას ეშინია, რომ ვერ გააკეთებს რაიმე მნიშვნელოვანს თავის ცხოვრებაში, ამიტომ მზად არის იმუშაოს დილიდან საღამომდე.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სხვებში სიმპატიას იწვევენ. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლები ბევრი ჰყავს ფრეზია არ ჩქარობს არჩევანის გაკეთებას.

ფრეზია ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმ თანამშრომელს ან ადამიანს, რომელიც არ უშლის ხელს სამსახურებრივ დაწინაურებაში.

ბავშვები ჰყავთ მოგვიანებით, უმეტეს შემთხვევაში, შუახნის ასაკში. ხანდახან იტანჯებიან თავისი გულახდილობის გამო.

მასთან საჭიროა დიპლომატიურობის გამოჩენა. ის არ უნდა გადაიტვირთოს თუ არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნერვულმა აშლილობამ შეიძლება ზიანი მოუტანოს მის კარიერას. იტანჯება ფილტვების დაავადებებით, ამიტომ მავნე ჩვევა (მოწევა) უნდა დაივიწყოს.



ორქიდეა

3 ნოემბერი - 12 ნოემბერი





ეს ყვავილი ყოველთვის სათბურში ხარობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან იდუმალებით და ძნელი გამოსაცნობია მათი აზრები.

ისინი ნაკლებად გულღიები არიან ახლობლებთანაც კი და, ყველას ყოველთვის უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე აყენებენ. ასეთ ცხოვრებისეულ პოზიციას აქვს თავისი პლუსი, ის ყოველთვის ღებულობს იმას, რაც მას ეკუთვნის.

ორქიდეას გააჩნია მოთმინება და მოლოდინის უნარი, მაგრამ მას დიდი ხნით გაურკვევლობა არ უყვარს და ყოველ ღონეს ხმარობს ვითარებაში გასარკვევად.

ორქიდეას შეუძლია პარტნიორთან დიდხანს ჰქონდეს ურთიერთობა, მაგრამ მაინც გამოუცნობ ადამიანად დარჩეს მისთვის.

ხვადასხვა ეჭვებს იგი მიჰყავთ გარშემომყოფებთან უთანხმოებამდე და ხელმძღვანელობასთან კამათამდე.

ის არ ცდილობს ადრე შექმნას ოჯახი, სურს მარტო ცხოვრება.

ხანდახან ისე ერთობა ასეთი ცხოვრების წესით, რომ ხდება ჩამოყალიბებული ბერბიჭა ან შინაბერა.

ორქიდეები ხშირად ავადმყოფობენ და ავადმყოფობა ქრონიკული, რომ არ გახდეს, ამიტომ მათ ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა დააყენონ.


იორდასალამი

]

13 ნოემბერი- 22 ნოემბერი



ყვავილ იორდასალამის სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ იორდასალამის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ავადმყოფობის. ისინი გამძლეები არიან, რისი მიღწევაც რა თქმა უნდა, სამუშაოს შესრულებისას გონივრული დასვენებების წყალობით არის შესაძლებელი.

იორდასალამი უნდა იყოს უფრო თავშეკავებული და თავისი გეგმებზე სხვებთან ნაკლები ისაუბროს.

მას აქვს ადვილად დამყოლი ხასიათი, უყვარს დიდხანს და ნაყოფიერი მუშაობა. ხანდახან გარშემომყოფები გაკვირვებული არიან მისი გამძლეობით.

იორდასალამებს შორის ბევრი სპორტსმენია, ხოლო მათ ვინც არ არიან პროფესიონალი სპორტსმენები ფორმის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა ივარჯიშონ სპორტულ სექციებში.

იორდასალამი ვერ ერკვევა ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ არ ქმნის ოჯახს ის არასდროს რჩება მარტო. უყვარს მოგზაურობა, დადის ლაშქრობებში.

არასდროს რჩება უმუშევარი, აქვს საკუთარი თავის რწმენა. ადამიანების მიმართ შემწყნარებელია, რაც მას ხანდახან ხელს უშლის.


ხმალა

]

23 ნოემბერი - 2 დეკემბერი



ხმალას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი განსაკუთრებილი ნიჭით არ გამოირჩევა, მაგრამ ძალიან შრომისმოყვარეა და საქმის შემსრულებელი. კარგი უფროსის ხელმძღვანელობით მას შეუძლია მიაღწიოს ბევრს.

ხმალებს შორის აშკარა გენიოსები არ არიან, მთელ თავის ცხოვრებას ისინი საკუთარი თავის ძიებაში ატარებენ.

მას ხან რა იზიდავს, ხან _ რა. შეუძლია მიატოვოს დაკავებული ადგილი და გაემართოს ელდორადოს საძებნელად.

ხმალა გამოუსწორებელი მეოცნებე და რომანტიკოსია. არ უყვარს ტრაბახი. მას შეუძლია თავისი "მეორე ნახევრის" მოხიბვლა და მასთან ლამაზად არშიყობა.

ოჯახში ის ლიდერი არ არის. ის არის ხელქვეითი, ძნელად იღებს გადაწყვეტილებებს, ყურადღებას აქცევს სხვების ნათქვამს.

ხმალა მეგობრებისადმი კეთილგანწყობილია, ახლობლებზე კი მზრუნველი.

მან მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყურადღება უნდა მიაქციოს თავის კბილებს, რადგან ეს მისი მტკივნეული ადგილია ხოლო კარიესი _ საშინელი მტერი.



ბაბუაწვერა

]

3 დეკემბერი- 12 დეკემბერი





ბაბუაწვერა სითბოს სიმბოლოა. უყვარს სუფთა ჰაერი, ქარის ქროლვა, მზე, სითბო - ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ბუნების გაღვიძებასთან. ბაბუაწვერა წარმოადგენს იდეების გენერატორს და ხანდახან სხვებს შოკში აგდებს თავისი პროგრესული შეხედულებებით.

ბაბუაწვერას არ შეუძლია გარშემომყოფთა ყურადღების გარეშე ყოფნა. ყოველთვის მოდურად აცვია, უყვარს კაშკაშა ფერები. ამის გამო ის ექსტრავაგანტულია, ხანდახან გადადის გემოვნებისა და საზოგადოების ნორმების ყოველგვარ ზღვარს.

სამუშაოზე მას ყოველთვის, რაღაც შეემთხვევა ხოლმე, რადგან იღებს თუნდაც სწორ, მაგრამ უფროსობასთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებს.

სიყვარულში ვერ იტანს უთანხმოებებს, პირდაპირია და გულახდილი, შეუძლია დანებდეს გრძნობას და არ დაფიქრდეს მის შედეგზე. უყვარს ბავშვები, რომლებსაც ის ქორწინების აუცილებელ დანამატად მიიჩნევს. უყვარს კომფორტი, ზარმაცია.

მას ხშირად ცუდი მხედველობა აქვს, იტანჯება თვალის დაავადებებით.





Scoorp
მე ყველა დავდე და ბევრი რახამ იყო ეტყობა მარტო ნახევარი დაიდო spy.gif

Posted by: anuky 21 May 2010, 18:19
ვინმემ ასტროლოგიური საიტები ჩამოწეროს rolleyes.gif

Posted by: kalaa 21 May 2010, 18:41
QUOTE
3 დეკემბერი- 12 დეკემბერი

17 დეკემბერმა რა დააშავა? spy.gif

QUOTE
ვინმემ ასტროლოგიური საიტები ჩამოწეროს


http://www.findyourfate.com/moon-compatibility/pisces/pisces-sagittarius.html
http://astrology.org.ua/aweb.htm
http://www.annatkachenko.ru/astro.html
http://astro-online.ru/natal.html
http://www.cafeastrology.com/moonsignpiscescompatibility.html
http://horoscope-zodiac.ru/2009/07/merzosti1_/


Posted by: anuky 21 May 2010, 18:47
kalaa
ლოტოსი



13 დეკემბერი- 22დეკემბერი



ლოტოსი აღმოსავლეთის ხალხებისათვის რწმენისა და სიწმინდის სიმბოლოა. ჩვენთან ლოტოსი ეგზოტიკაა და მეტი არაფერი.

თუმცა ეგზოტიკურობის, არაორდინალური აზროვნებისა და მოქმედების წყალობით ლოტოსს ბევრს პატიობენ.

მისთვის აუცილებელია იყოს უფრო რბილი ადამიანებთან ურთიერთობაში. ყოველთვის პატიოსანია, მისი მოქმედება ზრდილობის ფარგლებს არ სცილდება და არაფერი ექსტრავაგანტული არ უყვარს.

უპირატესობას ანიჭებს კლასიკას, თუმცა, თვითონაც ვერ ამჩნევს, რომ შეუძლია პროგრესულად აზროვნება.

კარგად ორგანიზებულია, როგორც შინაგანად ისე გარეგნულად.

ერთგული მეგობარია.

ლოტოსი კონსერვატორია და ოჯახის შექმნისას უყვარდებათ ერთხელ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ გრძნობის ერთგულები რჩებიან. ამიტომ ისინი ხშირად სიყვარულის გამო იტანჯებიან, თუ "დარტყმა" ძლიერია დეპრესია დიდხანს გრძელდება.

ის უნდა გაუფრთხილდეს კუჭს, შეარჩიოს საჭმელი, თუ არადა წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭის წყლული გაუმწარებს სიცოცხლეს.




Posted by: mad_man 23 May 2010, 17:00
პლუტონი I სახლში

პლუტონის ეს მდემდებარეობა განსაკუთრებით რთულ იერსახეს იძენს, როდესაც იგი ახლოს მდებარეობს ასცენდენტთან ან ასპეკტირებულია მასთან. ძლიერი შინაგანი კონფლიქტის განცდა, შესაძლებელია გარეგნულ იერსახეში გამოვლინდეს. ადამიანები რომელთაც ეს პარამეტრები გააჩნიათ, განსხვავდებიან მძაფრი გარეგნული ნიშანთვისებებით, როგორიცაა მაგალითად: შავი ტყავის ქურთუკების ტარება, სექსუალურად მაპროვიცირებელი სამოსი, ჭარბწონიანობა ან მათი იდუმალი, ბნელი სახის გამომეტყველება.

ადრეულ ასაკში, ისინი ხშირად ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას მშობლების მიმართ შემდეგი ფრაზით: “ ის თუ როგორ გამოვიყურები, ან როგორ ვიცვამ, თქვენს აზრს ჩემთვის არნაირი მნიშვნელობა და გავლენა არ აქვს!”
რადგანაც პირველი სახლი, ჯანმრთელობის სახლების სისტემის ერთერთი მიმანიშნებელია, ძლიერ ყურადსაგებია ის ფაქტი რომ, ამ პარამეტრების მქონე ადამიანებმა, ძლიერეი შინაგანი დანაშაულის განცდის და ზეაგრესიულობის დაძლევა უნდა ისწავლონ, წინააგმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამან სერიოზულ ფიზიკურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.

ამ ტიპის ადამიანები ხშირად ავლენენ სხვების მიმართ გაუცხოვებას, რადგანაც ისინი ხშირად თავად არიან აგრესიული სიტუაციების შექმნის მიზეზნი, ან არიან ამგვარი სიტუაციების მოლოდინში რაც მათ საბოლოოდ კონფლიკტში მოიცავს. მათ რკინისებრ კონტროლში აჰყავთ გრძნობების გამოხატვა, არ ანდობენ სხვებს მნიშვნელოვან ინფორმაციებს და ამოწმებენ მუდმივად ყველას და ყველაფერს. როდესაც ისინი ძლიერ გაბრაზებულნი ან შეურაცყოფილნი არიან, შესაძლოა რომ უკანდახეულობა და მარტოსულობის ტენდენციები გამოავლინონ.

ისინი პირად ცხოვრებაში, თავიანთი პარტნიორების მიმართ გაცემენ ყველაფერს და ზოგჯერ აბავენ სიმბიოზურ(ორმხრივ მზრუნველობითი) კავშირს. თუ ეს ყოველივე არ ხორციელდება, მაშინ ისინი გარე სამყაროსგან იზოლირებულნი ხდებიან. მათი სხვების მიმართ უნდობლობის განცდას, ცხოვრების ადრეულ ასაკამდე მივყავართ, რა პერიოდშიც სავარაუდოდ ისინი ხშირად განიცდიდნენ რომ მას მიატოვებდნენ. შესაძლოა იყოს მიზეზი ისიც რომ მათ ჰყავდედთ დაკარგული უახლოესი ადამიანი, ან სხვა მრავალი ოჯახური სირთულეები. (I სახლი განსაზგვრავს აგრეთვე გამომუშავებულ თავდაცვის მექანიზმებს, რომლებიც კავშირშია ადრეულ წლებში ოჯახური და სხვების მიმართ სერიოზული ურთიერთობების დროს მიღებულ გამოცდილებებთან)

პლუტონის ეს პოზიცია არის ძლიერმოქმედი, როგორც კი ხდება მისი კონსტრუკტიული გამოყენება. ამგვარ ადამიანებს შეუძლიათ გარემოზე ძალიან ძლიერი გავლენის მოხდენა. როგორც კი ისინი ისწავლიან თავიანთი ძალების კონტროლს, მათი გავლენა სხვებზე, იქნება ძლიერ დიდი. პლუტონის ამდაგვარი განლაგება აქვთ, ხშირ შემთხვევაში მკურნალებს და ფსიქოთერაპევტებს, რადგანაც ამ ტიპის ადამიანებს აქვთ საოცარი უნარი, მიხვდნენ პრობლემის მიზეზს და შთააგონონ სხვები თუ როგორ მოახერხონ მათ თავად ამ პრობლემის აღმოფხვრა. ისინი შესაძლოა იყვნენ აგრეთვე “მედიუმები”.

Posted by: folkman 24 May 2010, 02:33
სელენას ცხრილი:


http://www.radikal.ru

Posted by: OLMEKI 24 May 2010, 09:54
იყვნენ "დიდი" ასტროლოგები რომლებიც ზუსტად ადგენდნენ ადამიანის გარდაცვალების თარიღს, თქვენი აზრი მაინტერესებს, რის მიხედვითაა შესაძლებელი ასეთი გათვების გაკეთება? თუ გიფიქრიათ ამაზე?

Posted by: Badaboom 24 May 2010, 10:35
ძალიან მინდა იმ ადამიანების ჯგუფი შეიკრიბოს ვისაც ცოტაზე მეტი გაეგება ასტროლოგიის კუთხით და ერთობლივი ძალებით და ცოდნით ავიმაღლოთ გამოცდილება ამ მხრივ და უფრო მეტი გავიგოთ, რომ ბოლობოლო ერთი ძლიერი დასკვნის და ჭეშმარიტი ამოხსნის მაგალითი არსებობდეს. მაგალითად, თითოეული ჩვენგანით რომ დავიწყოთ და შევუქმნათ ერთმანეთს ასტრო დახასიათება, სრულყოფილი, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე.

Posted by: MICHELEEE 24 May 2010, 15:04
QUOTE
ლომი თუ ავად გახდა ეს მტკივნეული საკითხია. ლომები ჯანმრთელობას ძალიან უფრთხილდებიან. ხშირად მიმართავენ პროფილაკტიკას რათა თავი დაიზღვიონ. თუ მეტროში ნიღბიანი ადამიანი დაინახეთ იფიქრეთ რომ ლომია, თუ მაინც შეეყარა ვირუსი მინიმუმ ერთი კვირით დარჩება სახლში და დალევს ეფექტურ წამლებს...

აუ მართლა ასეა biggrin.gif რა საყვარლები არიან,როცა ცუდად არიან biggrin.gif თან მართლა სოლიდურ წამალს ეძებს, გონია რომ ფაის რაცმეტი აქვს ხარისხი მეტი ექნება და უშველის biggrin.gif

Posted by: Miss_Manette 24 May 2010, 15:36
Asc(ასცენდენტი)- ნიშანი რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მხედველობას და აღქმას დაახლოებით ის სათვალე საიდანაც ვიყურებით და აღვიქვამთ ცხოვრებას, პირველი სახლი საიდანაც მოედინება და ნაწილდება კოსმოსური ენერგია, ის ნიშანი რომელის თვისებებსაც შეიძლება ვატარებდეთ პირველი შეხედვით.
ზოდიაქოს პირველი სახლი (მას ვერძის სახლსაც უწოდებენ და აქვე ვიტყივი, რომ ეს ასცედენტის მაჩვენებელია): განაგებს სიცოცხლეს, ბედს, ადამიანის ბრძოლას არსებობისათვის, ბრძოლას სიკვდილთან. საცხოვრებელი პირობების შეცვლას. ადამიანის დამოკიდებულებას გარე მომცველ სამყაროსთან. პიროვნების ხასიათის ინდივიდუალურ შტრიხებს, ქცევის მანერასა და გარეგნულ თავისებურებებს. ცხოვრებისეულ პერიპეტიებს და მათთან დაკავშირებულ როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ცვლილებებს.

"IC მე 4 სახლი, სამშობლო, სახლი, ოჯახი, ნათესავები, წარსული, აგრეთვე პირად რუკაში სახლი რომელიც განსაზღვრავს პიროვნების სტატუსს სახლში და სამშობლოში."
ზოდიაქოს მეოთხე სახლი (კიბოს/კირჩხიბის სახლი): განაგებს ოჯახს, მშობლებს, ტრადიციებს. მშობლიურ ფესვებს. განსაზღვრავს პიროვნების შინაგან სამყაროს, მის სულიერ მდგომარეობას. ურთიერთობას მშობლებთან. აღსანიშნავია, რომ მეოთხე სახლი ძირითადად განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას იმ მშობელთან, რომელთანაც მას ბავშვობიდან გაცილებით მეტი სიახლოვე და ურთიერთგაგება აქვს. რომელიც უფრო მეტად ზრუნავს შვილზე.

Dsc (დესცენდანტი) - მე 7 სახლი, პარტნიორიბის (აქ არ ითვლება მარტო სასიყვარულო პარტნიორობა) ერთობლივი შრომის სახლი, ყველაფრის რაც ეხება კოლექტიურ საქმეებს, ასევე ქორწინების სახლი, აგრეთვე ადამიანის დამოკიდებულება პარტნიორობაზე, თუ როგორ აღიქვამს ის და რა კონტექსტში განიხილავს ის პარტნიორობას სხვა ადამიანთან და რა მოთხოვნები და სტანდარტები აქვს, ამას განსაზღვრავს ის თუ რა ნიშანია მე 7 სახლში.
ზოდიაქოს მეშვიდე სახლი (სასწორის სახლი, აქვე ვიტყვი, რომ ეს დესცედენტის ნიშანია): განაგებს სასამართლოებს, ომებს. ადამიანის პარტნიორულ შესაძლებლობებს, როგორც საქმიან ისე სასიყვარულო ურთიერთობებში (მათ შორის ქორწინებაშიც). განსაზღვრავს პიროვნებისადმი გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას. კანონისა და სახელმწიფო წყობილებისადმი ადამიანის შეგუებადობას, სხვადასხვა სახის საქმიან ურთიერთობებსა და ჯგუფურ საქმიანობაში წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს. ყოველგვარი კავშირების (სასიყვარულო, საქმიანი, საქორწინო ) ავ-კარგიანობასა და მომგებიანობას. ეს სახლი განაგებს ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებს, თუნდაც უბრალოდ სიტყვიერს. ეს არის საზოგადოებაში პიროვნების სტატუსის განმსაზღვრელი სახლი და განაგებს ყველა იმ ურთიერთობას, სადაც ამოსავალი წერტილი პარტნიორული ურთიერთობაა; ქორწინებას, კონტრაქტებს, შეთანხმებებს. ასევე ღია და ფარულ ბრძოლას მტრებისა და კონკურენტების წინააღმდეგ.

MC მე 10 სახლი, კარიერა და სტატუსი, სოციალური სტატუსი.
ზოდიაქოს მეათე სახლი(თხის რქის სახლი): განაგებს მეგობრებს. განაგებს ადამიანის სწრაფვას პიროვნული თუ კარიერული განვითარებისაკენ. განსაზღვრავს რაში მდგომარეობს პიროვნების მისია ამ ქვეყნად და რა არის მისი ჭეშმარიტი მოწოდება.ეს სახლი განაგებს სამსახურეობრივ ურთიერთობებს, დამოკიდებულებას ხელქვეითებთან და უფროსებთან. მეათე სახლი განსაზღვრავს ასევე ერთ-ერთ მშობელთან, ( შედარებით უფრო პასიურთან და ნაკლებ მზრუნველთან ) ურთიერთობას.

© folkman


ასცენდენტი ვერძში

მკვეთრი უხეში ხასიათი. ახასიათებს მისწრაფება დაიკავოს გადამწყვეტი პოზიციებ. ნებისმიერ საქმეს ეკიდება აქტიურად. მკვეთრი, აღფრთოვანებული დამოკიდებულება ყველა დაწყებული საქმის მიმართ. ემოციურად აღიქვამს პირველ შთაბეჭდილებას. ემოციური, მამაცი, ყველაფერს იგებს ერთმნიშვნელოვნად. ნათლად გამოხატული სურვილი წამოაჩინოს საკუთარი თავი. შესაძლოა სამყარო აღიქვას კონტრასტულად, სიცოცხლე როგორც ბრძოლა, რის საფუძველზეც ახდენს თვითდამკვიდრებას და იდეალების ჩამოყალიბებას. გამოხატული სურვილი იყოს გამძღოლი. მძიმედ გადააქვს მარტოობა და უმოქმედობა. ხანგრძლივი, უშედეგო ძალისხმევა სწრაფად უქრობს ენთუზიაზმს და შეუძლია დეპრესიაშიც ჩააგდოს. თუ წარმოქმნილი წინააღმდეგობები დიდი დროს ართმევს, მთელ ძალას იკრებს. ხშირად არ აქვს ზომიერების შეგრძნება.

როგორ ოპონენტები გაწონასწორებულნი არიან, აქვთ ლავირების და საკუთარი საზომით შეფასების უნარი. აუცილებელია ისწავლონ კომპრომისზე წასვლა, სამყაროს თეთრად და შავად დაყოფა, ისწავლონ მოთმინება და გამძლეობა, ნაკლებად იყვნენ ორიენტირებულნი საკუთარ იმპულსურ სურვილებზე. აიღონ მტრებისგან სმშვიდის, აუღელვებლობისა და მრავალმხრივობის თვისება.

I სახლის მმართველი VII სახლში (ეს უკვე მე, იქნებ სხვასაც გამოადგეს)

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გარშემომყოფების პატივისცემა და მხარდაჭერა. ამის გარეშე თქვენ ცხოვრებაში კმაყოფილების გრძნობას ვერ აღწევთ. თუ პლანეტების ენერგია არასწორად იქნება გამოყენებული, თქვენთან ურთიერთობა ძალიან რთული იქნება, თქვენ გახდებით უაზრო და სკანდალური მოკამათე, განსაკუთრებით როცა ვინმე თქვენს საწინააღმდეგო აზრს გამოხატავს. მაგრამ თუ შეძლებს I სახლის მმართველის ჰარმონიზაცია მოახდინოთ, შეძლებთ გახდეთ კარგი გამყიდველი, შუამავალი ან ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს იპოვონ საკუთარი ადგილი მომავალში. თქვენ გეყვარებათ ადამიანები და ისინიც გულწრფლეად გიპასუხებენ სიყვარულით.

თქვენ მოთხოვნილება გაქვთ სულ იყოთ კამპანიაში, აუცილებელია მუდმივად გყავდეთ პარტნიორი, თუმცა მუდმივად ერთის დანახვა თქვენს გვერდით შეუძლებელია.

თუ თქვენი ჰოროსკოპის სხვა ელემენტები ამას არ შეეწინააღმდეგებიან ასეთი სიტუაცია შესაძლოა პირდაპირ მიანიშნებდეს ადრეულ ქორწინებაზე

* * *
IC კირჩხიბში

ცხოვრებისეული პოზიციები ღრმად ქვეცნობიერშია და რთულად აღიქმება. ძალიან ქვედა დონეზე, პიროვნების ფუნდამენტური ღირებულებები საზოგადოებრივი შტამპების გავლენის ქვეშაა, ადამიანის ბავშვობის განცდებით და გამოცდილებით. იშვიათად შესაძლოა ფარული ეგოიზმი. შესაძლოა ოკულტური შესაძლებლობები, ფარული სიღრმისეული აღმოჩენები, ფარული შემეცნება. კარმა დაკავშირებულია წინაპრებთან. შესაძლოა სულის მოტივირება გარდასახვისთვის, რომ შეხვდე ახლობელ ადამიანს ან კარმული პრობლემები დაარღვიო, რომელიც წინაპრბისგან გაქვს.

IV სახლის მმართველი I სახლში (იმედია ვინმეს გამოგადგებათ)
რომელიმე თქვენი მშობელიდან დიდ გავლენას მოახდენს თქვენზე, ან თქვენ გიანდერძებენ საგვარეულო ქონებას. რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, ნათესავები ყოველთვის დიდ როლს ითამაშებენ. გიყვარდეთ სამშობლო და მისი ტრადიციები )))))))))))))))))))))))))

* * *
Dsc სასწორში
სასწორივით პარტნიორს მოწყურებული..... ( folkman-ის 3 სიტყვიანი განმარტება)

ასე რომ კონკრეტულად, ჩემია და არ მეზარება თარგმნა, მაგრამ იმედია კიდევ ვინმეს გამოადგება )))))

VII სახლის მმართველი XI სახლში
ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც პარტნიორისგან ელით მეგობრობაა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გასცემს და იღებს კიდეც, მაგრამ ურთიერთობისას ყველთვის რჩებით ისეთად როგორიც ხართ. თქვენ შეიძლება მიგიზიდოთ პარტნიორმა ბავშვებით, რომლებზეც შეძლებთ რომ იზრუნოთ. ეს პოზიცია იმაზეც შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ იმუშავებთ მეგობართან ან მეგობრებთან. თუ იქნებით მარტოხელა, მაშინ არ გექნებათ მოთხოვნილება შექმნათ ოჯახი. თქვენ თავს სრულიად თავისუფლად იგრძნობთ
* * *
MC თხის რქაში

ძალაუფლების მოყვარული და მიისწრაფვის მიაღწიოს პროფესიულ განვითარებას კონკურენციის გზით, მოუთმენელი, მაგრამ მოთმინებას და დისციპლინას არც საჭიროებს. კარიერის უცბად აწყობა არ გამოსდის, მაგრამ შეუძლია მაღალი თანამდებობის დაკავება ცხოვრების განმავლობაში. ძლიერი პასუხისმგებლობა, დიდხანს სწავლობს პროფესიას, დიდხანს ეშინია მუშაობის დამოუკიდებლად დაწყება, მაგრამ შემდეგ უკვე პროფესიონალი მუშაობს ზუსტად და "ბეჯითად". იძლევა ჭკვიანურ და პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც საკუთარი პრაქტიკიდან არის გამომდინარე. მისთვის მთავარი წარმატებაა, ოფიციალური აღიარება, პოპულარობა. მაშინ ის ხდება ლიბერალური და გულუხვი. წარმატებას თვითონ მოიპოვებს, არ ელოდება როდის მოვა წარმატება მასთან. არ უყვარს მთხვნელის როლში ყოფნა და არ უყვარს დამორჩილება. ის არ უნდა იყოს ისეთი ადამიანის დაქვემდებარებაში, რომელსაც არ თვლის თავისზე ჭკვიანად, ამის გამო საქმე დაზარალდება. როგორც მომავალი მმართველი ითხოვს დაქვემდებარებულებისგან მაღალ აქტივობას და ეფექტურ შედეგს, ვერ იტანს ზარმაცებს და უსაქმურებს. არ ინტერესდება თანამშრომლების წარსულით, ურჩევნია დასკვნები საკუთარი დაკვირვების შედეგად გამოიტანოს. თანამშრომლებთან მკაცრია და მათ თავისუფლებას უზღუდავს. უფროსებთან ურთიერთობისას მოკრძალებულია, თავშეკავებული, მზადაა ნებისმიერი დავალება შეასრულოს. ცხოვრებისეულ არჩევანს სერიოზულად და მოთმინებით ეკიდება.

X სახლის მმართველი VII სახლში
თქვენი კარიერა შესაძლოა ნათლად გამოხატულ საზოგადოებრივ საჭიროებას წარმოადგენდეს. ან რამენაირად იყოს კავშირში პარტნიორთან. თქვენმა მეუღლემ შესაძLოა დიდი როლი შეასრულოს თქვენს კარიერაში. მაგრამ ეს სიტუაცია შესაცლოა სხვანაირად განვითარდეს. თქვენ შესაძლოა პირადი კავშირები გქონდეთ ადამიანებთან რომლებსაც იცნობთ სამსახურში.

ამ სიტუაციას შეიძლება შეხვდეთ განსაკუთრებული იღბალის მქონე გამყიდველების ჰოროსკოპებში

©HAG

IC თხის რქაში
ადამიანი გამოირჩევა ობიექტურობით, უყვარს "გაიასნებული საქმეები". ასტროლოგები მათ ურჩევენ საადმინისტრაციო საქმეებში ჩაებან, ასევე გამოიჩინონ კულტურული ინიციატივები. ადამიანი იშვიათად არის ბედნიერი და ბევრი შრომა უწევს, უწევს პასუხისმგებლობა სტრატეგიული გადაწყვეტილებისთვის. ეს ნიშანი არ არის ქორწინებისთვის ან ხანგრძლივი შეყვარებულობისთვის გაჩენილი (ბოდიში sad.gif )

IC ტყუპებში
საქმის განვითარების შედეგად, ამ პიროვნებას ახასიათებენ როგორც არასტაბილურს. პარტნიორთან მან შეიძლება მოიძიოს ახალ-ახალი ინფორმაციები, დაინტერესებულნი იყვნენ ჟურნალისტიკით, მწერლობით, მისგან მხოლოდ მენტალურ რეზულტატებს უნდა ელოდოთ

IC კუროში
ადამიანს ახასიათებს ხასიათის ერთობა, მისგან არ უნდა მოველოდეთ შეხედულების მრავალჯერ შეცვლას, მრავალფეროვნებას. ნებისმიერ შემთხვევაში დომინანტურია მატერიალური მხარე )) მისთვის მნიშვნელოვანია ფულის შეგროვება, იყიდის ქალაქგარეთ ბინას, მერე მოუნდება რემონტი, მანქანა, მერე ოჯახის შექმნა და სტაბილურობა შიგნით. ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩანს როგორც მშრომელი, მაგრამ სულიერად დასვენებული ვერ იქნება

© თაიკო


Posted by: kalaa 24 May 2010, 16:47
სტიქიები:


ცეცხლის ნიშნებს განეკუთვნებიან:

ვერძი
ლომი
მშვილდოსანი



ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
ცეცხლის სტიქიის ქვეშ ფეთქებადი, გამორჩეულად ენერგიული და ნოვატორული აზროვნების მქონე ნატურები იბადებიან. თავისუფლებისმოყვარეებსა და ამაყებს, განსაკუთრებული პიროვნული შარმი და მომხიბვლელობა გააჩნით. მათ შორის ბევრი თავისი სფეროს პირველაღმომჩენი და პიონერი გვხვდება, ცეცხლის სტიქიას უამრავი ცნობილი პოლიტიკოსი, მომღერალი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე განეკუთვნება. სამწუხაროდ უკიდურესობებით აღსავსე ბუნება, ზოგჯერ მათ არა მარტო სამართლიანობისთვის მებრძოლი რევოლუციონერის, არამედ დიქტატორის და სადისტის ხასიათსაც უყალიბებს.

*****

მიწის ნიშნებს განეკუთვნებიან:
კურო
ქალწული
თხის რქა



ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
გაწონასწორებული, სტაბილური და რეალისტი ადამიანების სტიქიაა, ამ სტიქიის წარმომადგენლები მიწაზე მართლაც, რომ ყოველთვის მყარად დგანან. მათ უმრავლესობას, მატერიალური დოვლათის დაგროვებისა და ფულის შოვნის შესაშური ნიჭი გააჩნია. საქვეყნოდ ცნობილი ფინანსისტები, ბიზნესმენები და ბანკირები სწორედ, რომ ამ სტიქით იბადებიან. ანალიტიკური აზროვნების უნარისა და დაკვირვებულობის წყალობით, მათ შორის ბევრი მეცნიერიც გვხვდება. ამას გარდა მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანებისაგან გონიერი, ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკოსები და მმართველებიც გამოდიან.

******

ჰაერის ნიშნებს განეკუთვნებიან:
ტყუპები
სასწორი
მერწყული



ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
კომუნიკაბელური, გამჭრიახი გონებით დაჯილდოებული, კონტაქტური, მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანები. ისინი ყველგან არიან სადაც ლაპარაკი, მსჯელობა, კამათია საჭირო. ქმედითი და მოუსვენარი ნატურები არიან. თუმცა მერყევები და რამდენადმე არსტაბილურები. ხშირად იცვლიან ინტერესების სფეროს, მისწრაფებებსა და იდეალებს. უყურებენ ყველაფერს გამომგონებლის თვალით და ცდილობენ ნებისმიერ სფეროში, ნოვატორული იდეები დანერგონ. მათ შორის ბევრი ლიტერატორი, შოუმენი, დიპლომატი, ორატორი და პილიტიკური მოღვაწე გვხვდება.

*****

წყალის ნიშნებს განეკუთვნებიან:
კირჩხიბი
ღრიანკალი
თევზები



ზოგადი ინფორმაცია სტიქიის შესახებ:
ემოციური, ძალზე მგრძნობიარე ნატურები. აქვთ საოცრად განვითარებული ინტუიცია, ადამიანთა გამჭოლ ხედვის და გარდასახვის შესანიშნავი უნარი. მათ შორი ბევრი ფსიქოლოგი, მედიუმი, ასტროლოგი, პარაფსიქოლოგი გვხვდება. ისინი კარგად ეწყობიან ასევე ხელოვნების სხვადასხავა სფეროებს: თეატრს, კინოხელოვნებას, მხატვრობას, მუსიკას და ა.შ არიან ფრთხილები და დაკვირვებულები. შეუძლიათ იყონ კარგი ფინანსისტები, მხედართმთავრები, ღვთისმსახურები. ამ სტიქიის ადამიანებში, მათი კაცთმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი ქველმოქმედი და მეცენატიც გვხვდება.

© folkman

Posted by: anuky 24 May 2010, 18:40
Miss_Manette
მგონი წლის იყო რავი თუ გინდა წწაშალე lol.gif
* * *
ზოროასტრას ჰოროსკოპი


კუ





1914, 1946, 1978, 2010





ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

კუ საკმაოდ ჩუმჩუმელაა, ნელი, საკუთარ თავში დაჯერებული, დადის სხვის მიერ გაკვალულ გზაზე. ისინი კვებავენ სამადლოდ აკიდებულ ადამიანებს. კუებს აქვთ კარგი მეხსიერება, ისინი გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებენ, ერთი სიტყვით "წყალს ნაყავენ". ასეთი ადამიანები ყოველთვის ნელ-ნელა სწორხაზოვნად (გვერდზე გადახვევის გარეშე) აღწევენ მიზანს. ამ წელიწადის უმაღლესი ქარიზმა დაკავშირებულია სიბრძნესთან და ბუნებასთან ურთიერთობის სრულ ჰარმონიასთან. კარგ ნიშნად ითვლება, თუ ამ წელს დაბადებულ ადამიანს აქვს სქელი და მკვრივი კანი, ხოლო ზურგზე მონაცვლენობით რამდენიმე მუქი ხალი.

ანტიტოტემი არის მდინარის თოლია, ვერაგული მზაკვრობისა და თავხედობის განსახიერება. კუ ებრძვის ძუნწ, გაუმაძღარ, ბინძურ თოლიას. ანტიტოტემის გამოვლინება ხდება კუს ჯავშნის არარსებობისას. ასეთი ადამიანები ნევროზიანი, ადვილად აღგზნებადები არიან, რითაც ცდილობენ თავისთვის ხელოვნური "ჯავშნის" შექმნას ან თავის დაცვას სხვადასხვა ნიღბით, მაგრამ ადვილად ხდებიან სხვებზე დამოკიდებულები.

კუს წელს დაიბადნენ: ივანე IV მრისხანე, ბოილი, ლუდოვიკო XVI, პავლე I, ალექსანდრე II, კარლ მარქსი.







თახვი





1913, 1945, 1977, 2009





ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ეს წელი არის სილამაზისა და ჰარმონიის, სიყვარულის სიძულვილზე გამარჯვების წელი.

ეს წელი კანონშემოქმედების წელია. თახვის წლის ტოტემი ზეციური წყლების მბრძანებელი ბუნების ქალღმერთის ადვისურები-ანახიტების წმინდა ცხოველია. თახვის დამახასიათებელი თვისებებია შრომისმოყვარეობა, წესრიგი, მუყაითობა, სტუმართმოყვარეობა, შეხედულებების სიმტკიცე. ასეთი ადამიანი თავის ცხოვრების მოწყობას ახერხებს ზეციური სამყაროსთან სრულ შესაბამისობაში ანუ ლამაზად და საიმედოდ. ის არასდროსაა გულგატეხილი - ყოველთვის რამის შეკეთებით ან აღდგენით არის დაკავებული და ამასთან, ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს.

ადამიანი, რომელსაც გამოუვლინდება თახვის ტოტემი, არის მკვრივი აღნაგობით, მასიური თეძოებით. მას უყვარს თავისი ოჯახი და ჰყავს რამდენიმე შვილი.

ანტიტოტემი (წითური მინდვრის წავი) ადამიანი ფეთხუმია, მისთვის ოჯახურ კავშირებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უარს ამბობს საკუთარ შვილებზე და ადვილად იცვლის ცხოვრებისეულ ორიენტირებს.

თახვის წელს დაიბადნენ: აივაზოვსკი, ი. პავლოვი, ს. კოვალევსკაია, პიკასო, ა. კერენსკი, ფრანკლინ რუზველტი, ა. კამიუ.

გველი



1912, 1944, 1976, 2008



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ეს წელი ზეციური, მიწიერი და მიწისქვეშეთის წყლების მძვინვარე ნაკადების ღვთაება აპამ-ნაპატას მფარველობის ქვეშაა. ამ წელიწადის უმაღლესი ქარიზმა არის კარმისგან გაწმენდა, მსოფლიო ჰარმონიის დიადი საიდუმლოებების დაუფლება. ეს წელი გვახსენებს, იმას რომ ყველაფერი წრეზე მოძრაობს - "გველი, რომელიც თავის კუდს კბენს". ეს წელი დაკავშირებულია კარმულ სამაგიეროს მიზღვასთან. ამ წელს ხშირად მეორდება ოდესღაც დაწყებული საქმე. ამ წლის ტოტემი ადამიანს აძლევს ცვალებადობას, მოქნილობას, მისტიკურად მომართულ გონებას, ინტუიციას. ანკარა ერთგული და სანდოა. იდუმალი და დაფარული მისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცნობილი და აშკარა. ადამიანი ანკარას ტოტემის გამოვლინებით უნდა იყოს გამხდარი, მოქნილი, მოძრავი და ნაკლებ მოლაპარაკე. მას აქვს ღრმად ჩამჯდარი თვალები და გამჭოლი მზერა.

ანტიტოტემის (მახრჩობელა გველი და გველგესლა) გამოვლინებაა მერყევი ადამიანი მორბენალი ცოტათი ელამი თვალებით.

გველის (ანკარას) წელიწადს დაიბადნენ: ომარ ჰაიმი, პეტრარკა, დენის დავიდოვი, პოლ გოგენი, ა. გრინი, საშა ჩორნი, ა. ბელი, ა. ბლოკი, ანა პავლოვა, რიჩარდ ნიკსონი.

ობობა



1911, 1943, 1975, 2007



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ობობა არის აბსოლუტურობის ერთ-ერთი სიმბოლო. მისი რვა ფეხი ქვეყნიერების რვა მხარის სიმბოლოა, ხოლო მისი ქსელი სამყაროს სიმბოლო. ობობის წელი არის ჰარმონიის წელი. ადამიანები, რომლებიც ობობის ტოტემს მიეკუთვნებიან, არიან ჩუმები და მოკრძალებულები. მათ მოსწონთ გაერთიანებების შექმნა ანუ საკუთარი ქსელის გაბმა. ობობის ტოტემი დაკავშირებულია შემეცნებასთან, ცოდნასთან. ის არის სიბნელის გამანადგურებელი, რომელიც იმარჯვებს უცოდინრობაზე. ობობა არის ნელი, მიზანდასახული, ადვილად მიმხვედრი, მგრძნობიარე. ასეთ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გრძელი ხელები, მჭიდე თითები, ვინაიდან ის კარგად უნდა მუშაობდეს თითებით - კერავდეს, ქსოვდეს, რთავდეს, კემსავდეს. ობობა თითქოს ჩრდილიდან გამოდის და საკუთარი თავის გამოჩენას ახერხებს ჩუმად, მოკრძალებით. მას შეუძლია აღკვეთოს მტრების მის წინააღმდეგ გაერთიანების მცდელობები. ხშირად არიან არაფორმალური ლიდერები.

ადამიანს, რომელსაც გამოხატული აქვს ანტიტოტემი (ბუზი) - ხელები დაგრეხილი აქვს, იქცევა გამომწვევად და მთელ თავის ენერგიას ადამიანების დასაშორებლად იყენებს.

ობობას წელს დაიბადნენ: პასკალი, ბისმარკი, პეტლიურა, ტროცკი, ჯორჯ პომპიდუ, მარკ ბერნსი, არკადი რაიკინი, რობერტ დე ნირო.

წერო



1910, 1942, 1974, 2006



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

წეროები არიან მოხეტიალეები, მაგრამ ძალიან მიჯაჭვულები ახლობლებზე და ნათესავებზე.

მიუხედავად გადაადგილებებისადმი სწრაფვისა, მაინც ყოველთვის ბრუნდებიან სახლში. წეროს ტოტემის ადამიანი არის მდუმარე მარტოხელა, სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთის მოყვარულია. მას აქვს მხოლოდ თავისი ძალების იმედი. წერო-ადამიანებს მელანქოლიის დაღი აზით, მათთვის ძნელია საზოგადოებასთან ურთიერთობა. მათ არ აღიარებენ დამსახურების მიხედვით. ამ წელიწადის უმაღლესი ქარიზმაა ისეთი რამის წინასწარ განჭვრეტა, რისი ცოდნაც სხვა ადამიანებისთვის მიუწვდომელია. წეროს ტოტემის ადამიანი გამოირჩევა დაფიქრებულობით. ის გარეგნობით არის გამხდარი, მოგრძო სახით და გრძელი ფეხებით.

ანტიტოტემი - გომბეშო, გამოიჩევა მჭერმეტყველებით, ლაპარაკისას უხამსი სიტყვების გამოყენებით, აქვს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ჰყავს ბევრი საყვარელი და თავის ოჯახს უგულებელყოფს, თავის აღსაზრდელების პატივს არ სცემს, თავის გარშემო უთანხმოებებისა და კინკლაობის გამომწვევია. ასეთ ადამიანს აქვს მოკლე ფეხები, მეჭეჭებიანი კანი, ფერმკრთალი სახე.

წეროს წელს დაიბადნენ: სალიერი, პაგანინი, ბაკუნინი, ლერმონტოვი, აისედორა დუნკანი, ეინშტეინი, ვრანგელი, სტალინი, რეიგანი.

მგელი





1909, 1941, 1973, 2005



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ეს არის აქტიური ადამიანი, რომელსაც უყვარს ბრძოლა ექსტრემალურ პირობებში, არაფრის ეშინია, არის სიტყვის კაცი. უძნელდება ერთ ადგილზე ყოფნა და უყვარს მოგზაურობა.

მგლის წლის მფარველია რამანი, რომელიც არის ბუნების სტიქიური ძალების ღვთაება, რომელთანაც დაკავშირებულია ცხოვრების გამუდმებული ცვალებადობა მთელ სამყაროში. რამანი სჩუქნის ღირსეულ მგელ-ადამიანს ვულკანის ძალას და ძლევამოსილებას, რითაც მას სტიქიური ძალების ძლიერ რიტმში ჩაბმისა და გიგანტურ ტალღებზე ზემოდან მოქცევის საშუალებას აძლევს.

ეს არის სტიქიურ ძალებზე გამარჯვების ქარიზმა და ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის შესაძლებლობა.

სასურველ ნიშანთვისებად ითვლება თუ ამ წელში დაბადებულ ადამიანს მკვრივი ათლეტური ფიგურა და ძლიერი კისერი აქვს.

ანტიტოტემი არის მაქცია, რომელსაც თავის გარშემო ყველაფრის დალეწვის, დანგრევის და გარშემომყოფთა თავხედურად დაცინვის მოთხოვნილება აქვს. ასეთ ადამიანსაც ექნება დიდი ძალა, მაგრამ იგი იქნება მშიშარა და გაბოროტებული.

მგლის წელს დაიბადნენ: ეკატერინე I რომანოვა, ვერლენი, ბურდენკო, პლიატი.



მანგუსტი



1908, 1940, 1972, 2004



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ამ წელს დაბადებულმა ადამიანმა საკუთარ თავში და გარშემო მყოფ ადამიანებში მუდმივად უნდა განავითაროს შემოქმედებითი უნარი. უნდა იყოს მოხერხებული, მკვირცხლი, ყოველ წუთს მზად უნდა იყოს ბოროტებასთან ბრძოლაში ჩასაბმელად და ნებისმიერი სისაძაგლის გასანადგურებლად.

უმაღლესი ქარიზმა, რომელიც ამ წელთან არის დაკავშირებული, არის მარადიული სიცოცხლე, რომელიც სიკვდილზე იმარჯვებს.

მანგუსტი არის ურყევობის, ერთგულების, სისწრაფის, ნებისმიერ სიტუაციაში მყისიერი ორიენტირების უნარის სიმბოლო. ამ ტოტემთან დაკავშირებულ ადამიანებს უნდა შეეძლოთ სწრაფი რეაგირება ნებისმიერ ცვლილებებზე, მათი ქცევები უნდა იყოს მოულოდნელი და წინასწარ განუსაზღვრავი, მაგრამ აუცილებლად ძალიან გულახდილები უნდა იყვნენ.

სასურველ ნიშანთვისებად ითვლება, თუ ამ წელს დაბადებულ ადამიანს გამხდარი და მოძრავი ხელები და ფეხები აქვს, ხოლო მისი მოძრაობა კი ცოტათი ცეკვას ჰგავს.

თუ ის არის გონებაჩლუნგი, უმწეო და მოუქნელი და ამასთან ერთად ვერაგი და მატყუარა - ნიშნავს რომ მასში ანტიტოტემის ხასიათის გამომჟღავნება დაიწყო. ანტიტოტემი არის კობრა, მას აქვს მომნუსხველი, ჰიპნოზური მზერა, დიდხანს არ ცოცხლობენ. მანგუსტისგან განსხვავებით, რომლის ცხოვრებაც ყველას თვალწინაა გადაშლილი, კობრას ცხოვრება იდუმალებითაა მოცული.

მანგუსტის წელს დაიბადნენ: ბოსხი, ბერენჟე, გერცენი, ი. რეპინი, ნიცშე, დ. ტუხმანოვი, ჯონ ლენონი, ანდრეი მირონოვი.


ვერძი



1907, 1939, 1971, 2003



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ამ წელს დაბადებული ბავშვები წინაპრების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. მათთვის ოჯახი წმინდა და ურყევია. ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ვერძის ტოტემს, საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენიათ ახლობლების, ოჯახისა და ეროვნული ტრადიციების გარეშე.

მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ საქმეში ბევრი ადამიანების ჩართვა. შინაგანად მშვიდები და დამჯერები არიან. კოლექტივის ენერგიის გარეშე ისინი საცოდავი ცხვრები არიან და საჭიროებენ ხელმძღვანელს. ისინი დაკავშირებული არიან მიწასთან, მათ უნდა თესონ სიკეთე და გამოიჩინონ გონიერება. ამ წელიწადის ადამიანები არ არიან არც მსუქნები და არც გამხდრები, მათ აქვთ ხვეული თმა, თვალები ოდნავ გადმოწეული ბუდიდან და წინ წამოწეული კბილები.

ანტიტოტემს მიეკუთვნება ადამიანი ტრადიციების გარეშე, რომელიც თავისი გვარისა და წინაპრების შემარცხვენელია. ის არის მძარცველი, კოსმოპოლიტი, რომელსაც გადმოღებული აქვს ყველაფერი ცუდი ზნე-ჩვეულება თავისი წინაპრებიდან. ის მხოლოდ თავის თავს მიიჩნევს პატივისცემის ღირსად, ხოლო ყველა დანარჩენს _ ცხვრების ფარად.

ვერძის წელს დაიბადნენ: ვ. ბელინსკი, ფერენც ლისტი, ჩარლზ დიკენსი, თ. მანი, მ. სკობელევი, რ. კოხი, ა. ლუნაჩარსკი, ჯეკ ლონდონი, ლ. ლანდაუ.

ირემი



1906, 1938, 1970, 2002



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ირემი აღმავლობისა და უდიდესი ძალის ნიშანია. ამ წელს დაბადებულ ადამიანებს აქვთ ბოროტების ადვილად შეცნობის ნიჭი, ისინი ააშკარავებენ ბოროტებას და წინააღმდეგობას უწევენ.

ირმის ტოტემი ადამიანს მიზანსწრაფულობასა და სიამაყეს ანიჭებს. ასეთ ადამიანს საკუთარი თავი განსაკუთრებული ჰგონია და სიმარტოვის შეგრძნება აქვს. იგი ყოველთვის უკმაყოფილოა მიღწეულით, აქვს ახლის შექმნისა და ლიდერობის სურვილი.

ეს ადამიანი რაც უფრო ნაკლებად დაეჭვდება საკუთარ თავში და ნაკლებად მიიხედავს უკან, მისთვის უკეთესია. სასურველია, ამ ნიშნის ადამიანი იყოს გამხდარი, გრძელფეხება და არავითარ შემთხვევაში მოლაყბე.

ანტიტოტემი არის მეჭეჭებიანი გომბეშო. თუ ადამიანი საშინლად გასუქდა, გამელოტდა, კანზე მეჭეჭები გაუჩნდა და ხასიათი მერყევი გაუხდა, ეს ნიშნავს, რომ ის ანტიტოტემს მიეკუთვნება.

ასეთი ადამიანი სხვებს თრგუნავს, მუდმივად რაღაცით არის უკმაყოფილო, თავხედია და ამპარტავანი, უყვარს სხვისი ღირსებების საკუთარ თავზე მიწერა და ისწრაფვის ძალაუფლებისკენ.

ირმის წელს დაიბადნენ: სირანო დე ბერჟერაკი, გლიუკი, რ. შუმანი, პ. კროპოტკინი, ნ. რერიხი, ჩერჩილი, დ. შოსტაკოვიჩი, დ. ანდრეევი, ლუკინო ვისკონტი, ბრეჟნევი, ჩერნომირდინი.

შევარდენი





1905, 1937, 1969, 2001


ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.



შევარდენის წელიწადი არის განხეთქილებების და სიმართლისათვის ბრძოლის დრო.

ადამიანები შევარდენის ტოტემის გამოვლინებით დიდი გაქანების ადამიანები არიან. ისინი მქადაგებლები და რელიგიის რეფორმატორები, გულადები, ძალიან ამაყები, პატრიოტული იდეებით განმსჭვალულნი არიან. შევარდენისათვის დამახასიათებელია თავდაუჭერელობა და დარდიმანდობა. შემდეგ მათ შეიძლება ინანონ თავისი საქციელი, მაგრამ თავის შეკავება არ შეუძლიათ. მათ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ ბრძენი ხელმძღვანელის შემთხვევაში, მაგრამ არასდროს მოითმენენ ვინმესგან დიქტატს. თუ დასჭირდათ, მშვენიერი დეზორგანიზატორები არიან. თუ რამის გაფუჭებაა საჭირო, შევარდენი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს. მათ ცხოვრებაში ბევრი რამე გაზვიადებული და თეატრალურია. ამ წელს დაბადებული ბევრი ადამიანი ხშირად ფიქრობს სიკვდილზე და იმაზე, თუ რა დარჩება მათ შემდეგ.

ადამიანები, რომლებშიც ვლინდება ანტიტოტემი, არიან მყვირალები, კამათის მოყვარულები, მშიშრები, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ არც სიყვარულს, არც თავიანთ წარსულს.

შევარდენის წელს დაიბადნენ: დანტე, მ. კუტუზოვი, ს. მამონტოვი, ს. რახმანინოვი, ბერდიაევი, ბ. ახმადულინა, ვ. ვისოცკი.


ბუ





1904, 1936, 1968, 2000



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ბუს წელიწადს ყურადღება უნდა მიექცეს საგანთა ჩრდილოვან მხარეს, ვინაიდან სწორედ ბნელი ძალები ძალიან გააქტიურდებიან ამ წელს.

ამ ტოტემის ადამიანებს ცხოვრების საკუთარი გრაფიკი აქვთ, მათ შეუძლიათ დღე ძილი, ხოლო ღამე ფხიზლობა. მათში ბევრია წინასწარმეტყველი, მომავლის განმჭვრეტელი და საიდუმლო საზოგადოებების ორგანიზატორი. ეს ადამიანები საკმაოდ გულჩათხრობილები არიან და უნდობლობას იჩენენ ყველაფრისადმი (განსაკუთრებით მამაკაცები). აქვთ მისტიციზმისადმი მიდრეკილება. ცხოვრობენ იდუმალი ცხოვრებით და ასევე ჩუმად მიდიან ამ ცხოვრებიდანაც.

ამ წელს დაბადებულთა საუკეთესო წარმომადგენლების საქმიანობა მიმართულია უმაღლესი ღირებულებების დასაცავად, თუმცა მათზე აღმატებული ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევა მათ არ ძალუძთ და სრულფასოვნად საკუთარ თავს მხოლოდ მეგობრულ გარემოში ავლენენ.

თუ ადამიანი სულმდაბალი, შურისმაძიებელი, მშიშარაა და ძლიერებს ემონება - ეს არის ანტიტოტემის გამოვლინება.

ბუს წელს დაიბადნენ: რუსო, დრავინი, ლინკოლნი, ჩაიკოვსკი, როდენი, რენუარი, სობინოვი, ამუნდსენი, დენიკინი, კარუზო, შალიაპინი, ს. რერიხი, დალი, პრიშვინი, ვ. ტერეშკოვა.


ტახი



1903, 1935, 1967, 1999



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ამ წელს მძაფრდება დაძაბულობა, ბრძოლა და უთანხმოებები. ამ წელს დაწყებული ომები დაძაბულობის უმაღლეს პიკს აღწევენ.

ტახის წელს დაბადებული ადამიანები მამაცები, უშიშრები, გამბედავები და გაბედულები არიან. ტახი ყოველთვის მზადაა მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ისწრაფვის პირველობისთვის. შეუძლია სწორედ შეაფასოს საკუთარი ძალები და უმიზნოდ არ მოქმედებს. მშვიდობიან გარემოში ყურს უგდებს სხვის აზრს და საკმაოდ მომთმენია, განსაკუთრებით თავისიანების მიმართ. ტახები ძალიან ბევრს პატიობენ ახლობლებს, მათ "თავზე დაჯდომის" უფლებასაც კი აძლევენ. ადამიანებს, ტახის ტოტემის გამოვლინებით, ათლეტური ტანადობა, დიდი მხარ-ბეჭი და დიდი თავი აქვთ. ტახებს დაუმორჩილებელი ხასიათი აქვთ, მაგრამ შეუძლიათ დაემორჩილონ მაღალ იდეალებს.

ადამიანი ტახის ანტიტოტემის გამოვლინებით ძუნწი, ბოროტი, მზაკვარი და გაქნილია. ის ემორჩილება ბოროტების იერარქიას და უშიშრად მოქმედებს დამნაშავის ინტერესების შესაბამისად.

ტახის წელს დაიბადნენ: ლომონოსოვი, დერჟავინი, ლავუაზიე, გარიბალდი, პრეჟევალსკი, სტოლეტოვი, ზაბოლოცკი, ალენ დელონი.


დელფინი





1902, 1934, 1966, 1998



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ეს არის ყველაზე გონივრული წელი. მოგზაურობების, დიდი ჩანაფიქრების, იდუმალი მოვლენების, დახმარებისა და გადარჩენის წელი. დელფინის წელს დაბადებული ადამიანები იდეალისტები, ბრძენნი და სინათლისა და სიბნელის მკაფიოდ გამრჩევნი არიან, მათ მძიმე წუთებში იციან დახმარება. მაღალი იდეალების ერთგულნი არიან, აქვთ მიდრეკილება ფილოსოფიისა და მშვიდობისმყოფელობისადმი. თავისი ქცევებით საკმაოდ იდუმალი და შეუცნობელნი არიან. ყველაფერს თვალყურს ადევნებენ და შეუძლიათ შეუმჩნევლად დახმარების გაწევა. საკუთარ თავზე იღებენ სამუშაოს ყველაზე მძიმე ნაწილს. შეუძლიათ აზრების გადაცემა და მიღება შორ მანძილზე.

ადამიანებს, ანტიტოტემის გამოვლინებით, ყველაფერი სხვანაირად აქვთ. ისინი ბოროტები და შურისმაძიებლები არიან, არ იღლებიან შუღლის დათესვით და სამოქალაქო ომებით, მთელი ძალებით ცდილობენ სიმართლის დამახინჯებას, სიკეთისა და ბოროტების არევას. მათი მოქმედების შედეგი ქაოსი და გაღატაკებაა.

დელფინის წელს დაიბადნენ : ვ. ი. ლენინი, კუპრინი, ი. ბუნინი, ს. ლემეშევი, კურჩატოვი, სოფი ლორენი, ბრიჯიტ ბარდო, ელვის პრესლი.

მელია



1901, 1933, 1965, 1997



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

მელიას წელს ბევრ რამეს წვრილმანები წყვეტენ, ბევრი რამ კი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს არის წილის ყრის წელი. მელიას აქვს მახვილი გონება, რომლითაც შეუძლია ინტრიგების გამოაშკარავება. მელიას წელს იბადებიან ცვალებადი ბედის მქონე, ძალიან იდუმალი და უცნაური ადამიანები. იშვიათად ხდება, რომ რომელიმე მათგანის ცხოვრება იყოს მონოტონური. ადამიანები მელიის ტოტემის გამოვლინებით გამოირჩევიან მოხერხებულობით, ეშმაკობითა და უყვართ სხვების დაცინვა. ცოტათი მშიშრები არიან და არასდროს იგდებენ თავს ხიფათში. სამაგიეროდ, ძალიან წინდახედულები არიან, შეუძლიათ ნებისმიერი ინტრიგის ამოცნობა და საჭირო გზის სხვებისთვის ჩვენება. მათ უყვართ უნამუსობის დასჯა, ყეყეჩობისა და კუდაბზიკობის გამოაშკარავება. გარეგნულად მელია გამხდარია და წაწვეტებული სახე აქვს.

ანტიტოტემების ნიშნები მკაფიოდ ვლინდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ფერმკრთალი და შესიებული სახე. ისინი ამაზრზენნი, მშიშრები შემგუებლები, ძუნწები და თავხედები არიან.

მელიას წელს დაიბადნენ: ვივალდი, კრამსკოი, ანდერსენი, უოლტ დისნეი, მარლენ დიტრიხი, ბელმონდო, ი. გაგარინი.

არწივი



1900, 1932, 1964, 1996



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ეს არის მშენებლობის, ცხოვრებაში განხორციელებადი სერიოზული გეგმების და პროექტების წელი. ეს წელი აერთიანებს ადამიანებს. ვისაც გამოუვლინდება არწივის ტოტემი, გამოირჩევა ამაყი მიხვრა-მოხვრით, ლამაზი პროფილით, კარგი ხმით, საზოგადოებაში თავის ღირსეულად დაჭერის უნარით. ასეთი ადამიანები კოლექტივის, თავისი კლანის გარეშე საკუთარ თავს ვერ აღიქვამენ. აქვთ უნარი, დიად საქმეს თავი მსხვერპლად შესწირონ. ადამიანი-არწივები ჭვრეტენ მომავალს. ისინი სახელმწიფოებრიობის დამცველები არიან, არ აშინებთ წინააღმდეგობები და წინაღობები.

ისინი ბევრს არ უყვარს მათი არისტოკრატულობის, მაღალი იდეალებისა და რაინდული ქცევების გამო. პირად ცხოვრებაში ეს ადამიანები საკმაოდ ასკეტურები არიან.

ანტიტოტემის გამოვლინებისას ადამიანები გამოირჩევიან ბოროტებით, მავნებლობით, თავშეუკავებლობით, გაუმაძღრობით, აბეზარობით, დორბლიანობითა და სიბინძურით. ასეთ ადამიანებს ხშირად აქვათ გადმოკარკლული თვალები, უწვრილესი ხელები და გრძელი გამხდარი ფეხები.

არწივის წელს დაიბადნენ: ლეონარდო და ვინჩი, მარკიზ დე სადი, ჟორჟ სანდი, სკლიფოსოვსკი, ნიკოლოზ II, ა. ტარკოვსკი.


თეთრი დათვი





1931, 1963, 1995, 2027



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ეს არის სერიოზული გამოცდების წლები. ამ წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია. საფუძველი ეყრება დიდ მოვლენებს, ნელ-ნელა იწყება ის, რაც რაღაცა დროის შემდეგ დასრულდება. თეთრი დათვის ტოტემის ადამიანს უნდა ჰქონდეს მკაცრი, რაინდული, გამოუცნობი ხასიათი. უყვარს თამაში. თამაშში ექსტაზამდე მიდის. უყვარს სიცოცხლე. არ არის სულმდაბალი და სადისტი. ვერ იტანს ღალატს, მუხანათობას. ყოველთვის გრანდიოზული გეგმები და პროექტები აქვს, რომლებიც შეუძლია განახორციელოს ცხოვრებაში. შეუძლია ხალხის კარგად ორგანიზება და მათი ლიდერობა.

ადამიანი ანტიტოტემის გამოვლინებით ხდება ქაოსის მატარებელი - თავხედი და ამავე დროს მეწვრილმანე. აბეზარი, გესლიანი, მოსაწყენი, სადიზმისკენ მიდრეკილი, იმალება კეთილი "ბიძიას" ნიღბის ქვეშ.

თეთრი დათვის წელს დაიბადნენ: რაფაელი, სერვანტესი, ნიუტონი, ტიუტჩევი, დობროლუბოვი, ნაბოკოვი, ჰემინგუეი, ჰიჩკოკი, დუნაევსკი.

ვირი



1930, 1962, 1994, 2026



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ეს არის სიუხვის დასაწყისისა და კრიზისებიდან გამოსვლის წელი. ვირი არის მშვიდობისა და სტაბილურობის, მოთმინების, დიდი შინაგანი ძალის წელი. ვირის ტოტემი ადამიანში ავითარებს დიდ შრომისუნარიანობას, ამტანობას, მოთმინებას, მშვიდობისმოყვარეობას, სიმშვიდეს, დამყოლობას, დიდ მოკრძალებას, ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთების სურვილს და შესაძლებლობას. ასეთი ადამიანი ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას საღი გონებით უყურებს და გაწონასწორებულია, აქვს საკმაოდ მტკიცე ხასიათი, მაგრამ მუშაობისთვის სჭირდება რაიმე დამატებითი იმპულსი. როცა მსოფლიოში არ არის სიმშვიდე, კონფლიქტებისა და არეულობის დროს ვირი ხდება პასიური, ჩაკეტილი და ჯიუტი, არ სურს არაფრის კეთება. ითვლება სასურველ ნიშნად, თუ ვირის წელიწადს დაბადებული ადამიანს აქვს გრძელი, ოვალური სახე, მაგარი ცოტათი წინ წამოწეული კბილები და მოზრდილი ყურები.

თუ ადამიანი მშიშარაა, მეწვრილმანე და ავხორცი - ეს არის ანტიტოტემის გამოვლინება.

ვირის წელს დაიბადნენ: პოჟარსკი, ჰეგელი, კრუზენშტერნი, ბეთჰოვენი, ნახიმოვი, უელსი, გარსია ლორკა, რემარკი, ელცინი, გორბაჩოვი.

ფოცხვერი



1929, 1961, 1993, 2025



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

ფოცხვერის წელი დაკავშირებულია გამოცდებთან, მოულოდნელ მოვლენებთან.

ამ დროს ხდება თვალის ახელა ნამდვილ მოვლენებზე, ცვლილებებსა და კატასტროფებზე.

ზოგჯერ, როცა ადამიანები ამას დაიმსახურებენ, შეიძლება გამოვლინდეს ბულბულის ტოტემი.

ფოცხვერის ტოტემიან ადამიანების გარეგნობაში არის კატისებური თვისებები, მათი მოქმედება წინასწარ შეუცნობია. ხან მშვიდობიანები და მშვიდები არიან, ხან იჩენენ სიბოროტეს და სიძულვილს. ფოცხვერს ყოველთვის ახასიათებს უწესრიგობა, არეულ-დარეულობა, მაგრამ ამას სხვებს არ აპატიებს. ამ ტოტემის ადამიანები ხშირად უთავბოლოები არიან, მაგრამ შეუძლიათ წამებში გონების მოკრება და მობილიზება. ისინი ოპტიმიზმით და იდეებით არიან სავსე. აქვთ წინასწარმეტყველების ნიჭი. ფოცხვერის ტოტემიან ადამიანებს აქვთ კეთილშობილერი მიხვრა-მოხვრა, ლამაზი მელოდიურად ჟღერადი ხმა. მათ მკაცრი ხასიათი აქვთ, მშვიდობისმოყვარენი არიან, აქვთ საკუთარი ღირსების გრძნობა.

თუ ადამიანი არის გაუბედავი, პირმოთნე, მშიშარა, თავაზიანი, ასკეტური, მეწვრილმანე, მოსაწყენი - ეს არის ანტიტოტემის გამოვლინება.

ფოცხვერის წელს დაიბადნენ: გალვანი, ნაპოლეონი, არაკჩეევი, დალი, ჰიუგო, ნობელი, მენდელეევი, კიპლინგი, ბრეხტი, შუკშინი.





გედი



1928, 1960, 1992, 2024



ზოროასტრული კალენდარი იწყება 21 მარტიდან, როცა მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ იანვარ-მარტის (20 მარტამდე) პერიოდში, ხვდებიან წინა წლის ტოტემის ზეგავლენის ქვეშ.

გედის წელი დაკავშირებულია ადამიანების სულიერ გაერთიანებასთან. მატერიალური თვალსაზრისით ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან. ამ წელს არ შეიძლება წყლის წაბილწვა. შესაძლებელია მოხდეს სასწაულები, უკიდურეს შემთხვევაში, გამოვლინდეს სიძუნწე, მოტყუება, კულისებს მიღმა ინტრიგები, დაპირებები, რომლებიც არ სრულდება. ადამიანისთვის გედის ტოტემის გამოვლინებით, დამახასიათებელია უანგარობა, ამპარტავნება, მაღალი იდეალებისადმი ერთგულება, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და მედიტაციისადმი მიდრეკილება. მატერიალურ კეთილდღეობას ის არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ჩაკეტილია თავის შინაგან სამყაროში და რაღაცით მაინც მოწყვეტილია ამქვეყნიურ რეალობას, თუმცა ძალიან არის მიჯაჭვული მისთვის ძვირფას ადამიანებს და ერთგულია სიყვარულში. ისე ეჩვევა ახლობელ ადამიანებს, რომ მათ გარეშე შეიძლება დარდისგან ჩამოხმეს. გედის ტოტემიან ადამიანს აქვს მაღალი და ლამაზი კისერი.

ანტიტოტემი ვლინდება დაუოკებელ სიძუნწეში, მატერიალურ პრობლემებზე დარდში, სიცრუეში, არასაიმედოობასა და ღალატში.

გედის წელს დაიბადნენ: პეტრე პირველი, ვ. ბაჟენო<

Posted by: თაიკო 24 May 2010, 23:39
მზე–გავლენას ახდენს და მფარველობს ადამიანის ტვინს, ფილტვებს, თეძოებს, ძვლის ტვინს, მარჯვენა თვალსა და სულს.
მერკური – ენას, პირს, გრძნობებს, ხელებს, ფეხებს, ნერვებსა და ფანტაზიის მექანიზმებს
სატურნი – ელენთას, ღვიძლს, კუჭს, შარდის ბუშტს, საშვილოსნოს, მარჯვენა ყურსა და აღქმის მექანიზმებს
იუპიტერი– ღვიძლს, კუჭის ლორწოვან გარსს, მუცელს, ფილტვებს, ჭიპს, მკერდის გვერდით ნაწლავებს, ნაწლავეს, სისხლს, ხელებს, მარჯვენა მტევანსა და ბუნებრივ მოთხოვნილებებს
მარსი – სისხლს, ვენებს, თირკმელებს, ნაღველს, ცხვირის ნესტოებს, კუჭ–ნაწლავებს, ზურგს, თესლდენას, გაღიზიანების მექანიზმებს და სურვილებს
ვენერა–თირკმელებს, საკვერცხეებს, მამაკაცის ასოს, საშვილოსნოს, შეერთების შესაძლებლობებს, ხორცს, ქონს, ქვედა მუცელს, ჭიპს, ხერხემლის ძვალს, ზურგის ქვედა ნაწილსა და პირი–სახის იმ ნაწილებს, რომლებსაც ადამიანები ალერსის დროს ეხებიან
მთვარე–მთელ სხეულს, ტანს, ფილტვებს, ძვლის ტვინს, კუჭს, მენსტრუაციას, გამონადენებს, მარცხენა თვალს, ყურს და ზრდის შესაძლებლობებს

Posted by: Konstantin_Logos 25 May 2010, 03:20
ადამიანს აქვს 3 მთავარი მახასიათებელი:

1) მზე ზოდიაქოს ნიშანში - მანერა, როგორითაც ადამიანი ავლენს საკუთარ ნებას, ასევე მომენტები, რომლებიც მუხტავენ მას და აძლევენ იმპულსს. ეს არის შინაგანი მოტივაცია, რომელიც უბიძგებს ადამიანს მოქმედებისკენ და ურთიერთქმედებისკენ გარესამყაროსთან (ყველამ ვიცით ჩვენი მზის ზოდიაქო, რომელიც ყოველ წელს ერთსა და იმავე 30 დღეს ვრცელდება : 1 იანვარი თხის რქა, 1 აპრილი ვერძი, 1 ივნისი - ტყუპები და ა.შ)

2) მთვარე ზოდიაქოს ნიშანში - მზისგან განსხვავებით არ შეუძლია სინათლის გამოსხივება, სამაგიეროდ შეუძლია არეკვლა ამ სინათლის, რეფლექსია. ანუ მთვარის ზოდიაქო - ეს არის ადამიანის გამოვლენა გარემოებებში, სადაც ნება არ მონაწილეობს, მაგალითად სახლში. ეს არის გარე სამყაროსთან ადაპტირების სტილი და ფსიქოლოგიური შიდა დაცვის მექანიზმები ამ გარემოსგან. ეს არის სუბიექტური შეგრძნებები, ემოციონალური და ინტუიციური აღქმა საგნებისა თუ მოვლენების...
ამიტომ ზოდიაქო, რომელშიც მდებარეობს მთვარე დაბადების მომენტში ასახავს თუ როგორია ადამიანი, მაშინ როცა არაა საჭირო ნება გამოავლინო (ანუ მზის ზოდიაქოს ხასიათი), როცა არაა საჭირო სხვის ნებისგან თავი დაიცვა. რამდენად ძლიერია და როგორ ვლინდება ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები და რეფლექტორული აღქმა სამყაროსი.

3) ასცედენტი ანუ ამომავალი ზოდიაქო - ეს არის უშუალო თვითგამოვლენის, სამყაროს აღქმის სტილი. ეს არის პირველი შთაბეჭდილების ხასიათი, რომელსაც ადამიანი ტოვებს გარე სამყაროზე და როგორსაც ტოვებს გარე სამყარო ადამიანზე...
გარდა ფიზიკური მონაცემებისა, ასცედენტი გვიჩვენებს იმ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს რომლებიც გვერგო მშობლებისგან, ანუ ჩვენს ფიზიოლოგიურ ტემპერამენტს. ეს არის ბუნებრივი "მე" როგორც მოევლინა ადამიანი ამ სამყაროს, ადამიანის ტიპი, როგორადაც მიგიღო გარე სამყარომ...

შესაბამისად ასცედენტი მზისგან განსხვავებით არ ქმნის მოტივაციას, მაგრამ იძლევა იმპულსებს, მას არ გააჩნია მოტივები და მიზნები. ეს არის წერტილი, რომელიც მთელს ჰოროსკოპს ადებს პიროვნულ თავისებურებებს, გარეგნობა, ქცევის მანერა, მახასიათებლები რომლებიც ქმნიან მის ინვიდიუალურობას.
ეს არის ისეთი ქცევის სტილი, რომელსაც გარშემომყოფები ამჩნევენ, მაგრამ თვითონ ადამიანისთვის ხშირად ნაკლებად შესამჩნევია. ასცედენტი არის ის ხასიათი ადამიანის, რაც ჩანს ზედაპირზე..

ადამიანის პიროვნების შეფასება სიღრმის მიხედვით ასე შეიძლება გავყოთ:
1) ასცედენტი ანუ აღმავალი ზოდიაქო - ანუ ადამიანის გარე გამოხატულება
2) მზე ზოდიაქოს ნიშანში - გაცნობიერებული მოტივაციის, ნების გამოვლენა
3) მთვარე ზოდიაქოს ნიშანში - სიღრმისეული სურვილები და კომპლექსები..

ასეთივე პრინციპით შეიძლება გამოვყოთ ჯაჭვი პირველადი მოთხოვნილებიდან უშუალო ქმედებამდე:

1) ჯერ ჩნდება სურვილი, მოთხოვნილება და რესურსების შეგროვება (მთვარე ზოდიაქოს ნიშანში)
2) მერე მოთხოვნოლება გარდაიქმნება იმპულსად, რომელიც უბიძგებს ქმედებისკენ რათა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნილება, ანუ ხდება დამუხტვა ნების მონაწილეობით (მზე ზოდიაქოს ნიშანში)
3) და ბოლოს ხდება საბოლოო მოქმედების აქტი, რომელსაც აქვს ამომავალი ზოდიაქოს ანუ ასცენდენტის ზოდიაქოს ნიშნის ელფერი..

Posted by: kalaa 25 May 2010, 16:38
http://www.radikal.ru

Posted by: folkman 25 May 2010, 18:45
QUOTE (kalaa @ 25 May 2010, 16:38 )
http://www.radikal.ru


უკვე ხშირად შემხვდა ეს კომბინაციები, ანუ დრაკონი ვერძს შეესაბამება, მაიმუნი ლომს, ვირთხა მშვილდოსანს?
რაღაც ვერ ვხედავ მსგავსებებს.

მაგ. გველი-ქალწული ძალიან დიდი მსგავსებაა. კუროს და გველს ვერ ვაკავშირებ.

Posted by: U-0643 25 May 2010, 18:51
folkman
http://www.greensmilies.com სად დაიკარგნენ?

Posted by: Miss_Manette 25 May 2010, 20:55
რეტროგრადული ასტროლოგიაში ნიშნავს უკან მოძრავ პლანეტას.

ასტროლოგიაში პლანეტის მოძრაობა არის სამი სახის (ფორმის):
დირექტიული - როდესაც პლანეტა წინ მოძრაობს,
რეტროგრადული - როდესაც პლანეტა უკან მოძრაობს.
სტაციონარული - როდესაც პლანეტა ერთ ადგილზე დგას.


სინამდვილეში რა თქმა უნდა პლანეტა ყოველთვის ერთი მიმართულებით (წინ) მოძრაობს, თუმცა როდესაც ამ პლანეტას დედამიწა ეკლიპტიკაზე "გადაუსწრებს", ჩნდება ილუზია, რომ იმ პლანეტამ უკან დაიწყო მოძრაობა, მსგავსად მოვლენისა, როდესაც ადამიანი გაჩერებულ მატარებელში ზის და მას გვერდით მეორე მატარებელი ჩაუქროლებს და ადამიანს ჰგონია, რომ თვითონ მოძრაობს, ანუ ის მატარებელი, რომელიც თვითონ ზის ( გაჩერებული).

რაც შეეხება ჰოროსკოპში პლანეტის რეტროგრადულობას.
რეტროგრადული პლანეტა, ისევე როგორც მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძები, ასევე თეთრი და შავი მთვარე, უკავშირდება კარმულ ასტროლოგიას.
რეტროგრადული პლანეტა მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს "წინა ცხოვრებიდან ვალი აქვს გადმოყოლილი". რა ვალი? ეს უკავშირდება კონკრეტულ პლანეტას, რომელიც რეტროგრადულია და ასევე იმ ზოდიაქოს ნიშანსა და სახლს, სადაც ეს რეტროგრადული პლანეტაა განთავსებული.


© geoastrolog



Posted by: woman_ 26 May 2010, 22:17
http://image.geotorrents.com/

Posted by: MICHELEEE 27 May 2010, 01:39
იანვრის ქვა მგონი ძოწია არა? ყოველთვის მიყვარდა, თურმე მერწყულის ქვაა smile.gif

Posted by: tatka123 27 May 2010, 02:14
მე ესე მგონია რატომღაც არც მე არ ვეთანხმები....
ვერძი-ვირთხა
კური-ხარი
ტყუპები-მაიმუნი
კირჩხიბი-გველი
ლომი-ვეფხვი
ქალწული-მამალი
სასწორი-კურდღელი
მორიელი-დრაკონი
მშვილდოსანი-ძაღლი
თხისრქა-თხა
მერწყული-ცხენი
თევზები-ღორი

Posted by: diaz_niasamidze 27 May 2010, 16:36
ნორმალური წონის შენარჩუნება ძირითადად მშვილდოსნის, ტყუპების, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უჭირთ biggrin.gif

თუ თქვენში ჭარბობს მიწის და ცეცხლის სტიქია, მაშინ მაქსიმალურად უნდა შეზღუდით ტკბილეულის და ცომეული ნაწარმის მიღება.

თუ თქვენს ენერგეტიკულ რუკაში წყლის და ჰაერის სტიქია ჭარბობს, მაშინ ზღვის პროდუქტებისა და სითხის მიღება უნდა შეზღუდოთ.

სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ადამიანი ადვილად იკლებს წონაში.

მთვარეს აქვს ოთხი ფაზა და თითოეული ფაზა თავის მხრივ შვიდ დღეს მოიცავს.

ტრადიციულად, ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, პირველ ორ კვირას, ხდება ასიმილაციის პროცესი, ანუ დიდი რაოდენობით საკვების შეწოვა ორგანიზმის მიერ; მეორე ნახევარი, ანუ სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ორი კვირის განმავლობაში კი ხდება ამ მიღებული საკვების შეთვისება და გადამუშავება. ამიტომ, სანამ ორგანიზმი დაიწყებს საკვების შეთვისება-გადამუშავებას, მიღებულ საკვებს დალექავს თითოეულ უჯრედში, სწორედ ამ პერიოდშია კარგი დიეტის დაწყება ან შიმშილობა.

ასე რომ, სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი ადამიანის წონის კლების ყველაზე კარგი პერიოდია, მათ კი, ვისაც ზედმეტი სიგამხდრე აწუხებთ, სწორედ ამ დროს უნდა მიიღონ მეტი საკვები, რათა წონაში მოიმატონ.

...............................................................................................................................

ყველაზე ხშირად მინიშნებებს ღამით იღებენ – „კირჩხიბის”, „თევზების”, „მერწყულის” და „კუროს” ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.

სიზმარი, რომლის ახდენის დიდი შანსია, ადამიანებს მეტწილად სავსე მთვარის პერიოდში ესიზმრებათ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მთვარე „თევზების” და „კუროს” ზოდიაქოს ნიშანს გადის.

ასევე, მალევე ცხადდება რეალობაში ის სიზმრებიც, რომელთაც ახალმთვარეობიდან პირველ, მესამე, მერვე, მეცხრე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეორე, ოცდამეხუთე, ოცდამეექვსე, ოცდამეშვიდე, ოცდამერვე, ოცდამეცხრე და ოცდამეათე დღეს ვნახულობთ. ამ დღეებში ნანახ სიზმარს მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და უნდა გაითავისოთ ის მინიშნება თუ ინფორმაცია, რასაც ძილში გაწვდიან ზებუნებრივი ძალები.

წყლის სტიქიის ნიშნები, კერძოდ, კირჩხიბები, მორიელები და თევზები, ყველაზე ხშირად ხედავენ სიზმრებს და სწორედ ღამეული ხილვების მიხედვით იგებენ მომავალს – სიზმრის სახით იღებენ თავისთვის მეტად საჭირო ინფორმაციას და მინიშნებას. ეს კი ხშირად, მათი წარმატების მიზეზია რეალურ ცხოვრებაში.

ჰაერის სტიქიის ნიშნები, კერძოდ, ტყუპები, სასწორები და მერწყულები ღამით ისეთ სიზმრებს ხედავენ, რაზეც დღისით, ანუ რეალურ ცხოვრებაში ფიქრობენ და განიცდიან. შესაძლოა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა სიზმარში სწორედ იმ პრობლემის გადაჭრის გზები მოიძიონ, რომლის მოგვარებასაც ვერ ახერხებენ რეალურ ცხოვრებაში. ინფორმაცია, რასაც სიზმარი მათთვის ღამით აგზავნის კოსმოსიდან, ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის, ძირითადად გადაუჭრელ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს უკავშირდება.

ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან, ანუ ვერძებთან, ლომებთან და მშვილდოსნებთან სიზმარი ფერადი სახით მოდის. მათ ვურჩევ გაითვალისწინონ ყოველი ის გაფრთხილება, რასაც ღამით კოსმოსი ახალმთვარეობის დღეებში უგზავნის. ნუ გაუკეთებთ იგნორირებას ღამის ხილვებს, რათა ზედმეტი პრობლემა არ შეიქმნათ რეალურ ცხოვრებაში – სიზმრით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ზედმეტი ხლაფორთის გარეშე მარტივად დაიპყროთ მწვერვალები და დაიკმაყოფილოთ საკუთარი ამბიციები.

მიწის სტიქიის ნიშნები – კუროები, ქალწულები და თხის რქები სიზმრად იმას ხედავენ, თუ როგორ გადაჭრან პრაქტიკულად პრობლემა რეალურ ცხოვრებაში. ასევე, მათ ხშირად ესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმრები. თუ ამ სიზმრებს მეტი ყურადღებით მოეკიდებიან მიწის სტიქიის ნიშნები, მაშინ ისინი ცხოვრებაში ადვილად მიაღწევენ წარმატებებს და იღბალიც ადვილად გაუღიმებთ.
* * *
QUOTE (kalaa @ 25 May 2010, 16:38 )
http://www.radikal.ru

იანვარში, ანუ ხარის თვეში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი. მაღალი თანამდებობის პირების გვერდით ის თავს მეტად წარმატებულად გრძნობს. ადვილად ემორჩილება სხვათა გავლენას. მისთვის კრიზისულია 3, 18, 67 და 80 წლები.

თებერვალში, ანუ ვეფხვის თვეში დაბადებული – ცხოვრებისეულ საკითხებში მეტად ბრძენია, ასევე, გონებამახვილი და გაწონასწორებულია. არასდროს იბრძვის დიდებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სხვების რჩევებს. თავადაც კარგი მრჩეველია. მისთვის კრიზისულია 16, 67 და 78 წლები.

მარტში, ანუ კურდღლის თვეში დაბადებული ადამიანი ცოცხალი გონებით გამოირჩევა. შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. იზიდავს ჰუმანიტარული საგნები. ორმოც წლამდე მთლიანად ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის კრიზისულია 50, 60 და 80 წლები.

აპრილში, ანუ დრაკონის თვეში დაბადებული – იმპულსური და მებრძოლია. ხშირად გრძნობს გარშემო მტრების არსებობას. თუ მოინდომა, წარმატებას ადვილად მიაღწევს. შრომის უნარის გამოვლენის შემთხვევაში გამდიდრების კარგი შანსი აქვს. კრიზისულია 62 და 66 წლები.

მაისში, ანუ გველის თვეში დაბადებული ადამიანი, ვერ იტანს, როცა მასზე გავლენას ახდენენ. ცდილობს, ნაკლებად ეკონტაქტოს მასზე განათლებულ ადამიანებს. მისთვის კრიზისულია 30 წელი.

ივნისში, ანუ ცხენის თვეში დაბადებული – ნიჭიერია, თუმცა ზარმაცი და არაორდინალური. აქვს ქონებისა და სიმდიდრის დაგროვების უნარი. უყვარს ოჯახური ტრადიციები. მისთვის კრიზისულია 40, 50, 77 წლები.

ივლისში, ანუ ცხენის წელში დაბადებული ადამიანი ყველას მიმართ კეთილგანწყობილია, ცდილობს, არავის აწყენინოს. შესაძლოა, რამდენიმეჯერ შექმნას ოჯახი. ერიდება ჩხუბს, კონფლიქტებს. მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს. მისთვის კრიზისულია 27, 34 და 48 წლები.

აგვისტოში, ანუ მაიმუნის თვეში დაბადებული ადამიანი მეტად დამოუკიდებელია. ნელ-ნელა აღწევს მატერიალურ კეთილდღეობას. შეუძლია, ბევრჯერ დაქორწინდეს. უყვარს ფულის ხარჯვა. ასევე, ამტანია და შეუძლია, განსაცდელს გაუძლოს. მისთვის კრიზისულია 23, 28, 69, 72 და 80 წლები.

სექტემბერში, ანუ მამლის თვეში დაბადებული ადამიანი ჭკვიანია, უყვარს კამათი. მისგან კარგი პოლიტიკოსი და მეცნიერი დგება. ცხოვრების მეორე ეტაპზე ბედნიერად გრძნობს თავს. მეგობრები და კოლეგები ხშირად უწვდიან დახმარების ხელს. ისიც ერთგულია მათ მიმართ. მისთვის კრიზისულია 7, 19, 39 და 69 წლები.

ოქტომბერში, ანუ ძაღლის თვეში დაბადებული ადამიანი გამოირჩევა გემოვნებით. მას შეუძლია, ირგვლივ ყველაფერი გაალამაზოს და ჰარმონიაში იცხოვროს. წარმატებას სახელმწიფო სამსახურში აღწევს. ეხმარება ახლობლებს. კრიზისულია 39, 40, 60 და 70 წლები.

ნოემბერში, ანუ ღორის თვეში დაბადებული – მუდმივად ზრუნავს სხვებზე. ძლიერი პიროვნებაა. შეუძლია გარშემო მყოფი მტრების ადვილად დამარცხება. ასევე, შესწევს უნარი, ადრეულ ასაკში დიდ წარმატებას მიაღწიოს. მისთვის კრიზისულია 29, 61 და 78 წლები.

დეკემბერში, ანუ ვირთხის თვეში დაბადებული ადამიანი შემტევი ხასიათისაა. გამოირჩევა სიმკაცრით. არ უყვარს ჭკვიანი ადამიანების რჩევა-დარიგების მოსმენა. ადვილად იკეთებს კარიერას. ცდილობს, ცხოვრებაში საკუთარი სახელი და ადგილი დაიმკვიდროს. მოპოვებულ ავტორიტეტს კი გონივრულად იყენებს. მისთვის კრიზისულია 24, 32 და 72 წლები.

idea.gif
* * *
QUOTE (woman_ @ 26 May 2010, 22:17 )
http://image.geotorrents.com/

დამცველობითი ფუნქცია შეითავსოს, ჯერ ის უნდა მოგეწონოთ ვიზუალურად, შემდეგ კი მიგიზიდოთ. სხვათა შორის, ქვა ტემპერამენტის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ ადვილად ფეთქდებით, მაშინ წითელი ფერის ძვირფასი ქვების ტარებას არ გირჩევთ, შესაძლოა, მან გაუაზრებელი ქმედებისკენ გიბიძგოთ, მაგრამ მისი ტარება კარგია მშიშარა და გაუბედავი ადამიანებისთვის, რათა ამ ქვამ მის ცხოვრებაში მეტი გამბედაობა და წარმატება შემოიტანოს.

რაც შეეხება ზურმუხტისა და ფირუზის ქვებს, ისინი შეიძლება, ნებისმიერმა ჩვენგანმა ატაროს, რადგან ეს ქვები ადამიანში საუკეთესო თვისებების წარმოჩენას უწყობს ხელს. ამ ქვებს რომ იკეთებთ, ისინი ჯერ ეგუებიან და ეჩვევიან თავის პატრონს, შემდეგ კი ცდილობენ, მისი დადებითი თვისებები წამოსწიონ წინ.

ქვებით გაწყობილი სამკაულები, ხშირად უნდა გაწმინდოთ. მოვლას ამ დროს დიდი როლი ენიჭება. აუცილებელია, ქვები გაათავისუფლოთ უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც ის ყოველდღიურად აგროვებს. კვირაში ერთხელ მაინც შეუშვირეთ ასეთი ქვებით მოჭედილი სამკაული გამდინარე ონკანის წყალს, ნურც გააჩუქებთ და ნურც ვინმეს ათხოვებთ. თუ გსურთ, ახლობელ ადამიანს ძვირფასი ქვის სამკაული აჩუქოთ, ამეთვისტოს გირჩევთ. მას სიყვარულის ქვასაც უწოდებენ და შესწევს უნარი თქვენ მიმართ მეტად გააღვიოს თქვენი რჩეულის გრძნობები. კარგია, თუ ის არა ოქროში, არამედ ვერცხლში იქნება ჩასმული და მას მისი პატრონი არა ყოველდღიურად, არამედ დროდადრო ატარებს, რადგან ამ ქვას მისი მფლობელისგან დასვენება უყვარს.

მთის ბროლი ნებისმიერი ადამიანისთვის დადებითი ემოციებისა და სიკეთის მომტანი ქვაა. ის შემოქმედებითი ადამიანებისთვის ძალიან კარგია. აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს. ხანგრძლივი ნერვიულობის, გონებრივი გადატვირთვისა და ჯანმრთელობის გაუარესების დროს გირჩევთ ტურმალინი ატაროთ.

ფირუზის ქვის სამკაულის ტარებით ადვილად მიიზიდავთ თაყვანისმცემლებს. ეს ქვა აღვივებს ადამიანებს შორის ლტოლვას. ის, ფინანსური შემოსავლების ზრდაშიც დაგეხმარებათ. მალაქიტის ქვა შთანთქავს და ანეიტრალებს უარყოფით ენერგიებს. ფიზიკური ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ მისი ტარება. თუ გონებრივი მუშაობა გიწევთ, ონიქსის ქვის სამკაული შეიძინეთ და ატარეთ. ეს ქვა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, დაბრკოლებების გადალახვასა და პრობლემების ადვილად მოგვარებაში.

Posted by: kalaa 1 Jun 2010, 17:23
http://brb.silverage.ru/goro/kpg/aag.htm

ნახეთ საკმაოდ საინტერესო ინფრომაციაა ... smile.gif სახლებზე, ასცედენტზე, პლანეტებზე, კარმულ კვანძებზე და ა.შ
ნამდვილად ვერ ვთარგმნი მაგდენს smile.gif

Posted by: Skeptic 2 Jun 2010, 00:53
ასტროლოგია არის ძველი ცრურწმენის პათეთიკური ნარჩენი, რადგან არანაირი სერიოზული მტკიცებულება არ არსებობს მისი სისწორის. შეგიძლიათ თქვათ, რა მექანიზმით შეუძლიათ აქედან უამრავი სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავებს და შედარებით ახლო პლანეტებს ჩვენს ცხოვრებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა? მათი გრავიტაციაც კი (ჩცენს მიმართ) ნებისმიერ დედამიწაზე მყოფ საგანზე სუსტია.

Posted by: diaz_niasamidze 2 Jun 2010, 01:30
ორშაბათს დაბადებული ადამიანი ძალიან მგრძნობიარე, მეოცნებე, ერთგული და რომანტიკულია. ამ დღეს დაბადებულები სასიყვარულო ურთიერთობებში ფანტაზიის განსაკუთრებული უნარით და რჩეულისთვის სიურპრიზების მოწყობით გამოირჩევიან. ოჯახში კი ცდილობენ, ურთიერთგაგების ატმოსფერო შექმნან და ჰარმონიაში იცხოვრონ.

სამშაბათს დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩევიან, რაც ურთიერთობას უადვილებს მათ საყვარელ ადამიანებთან. ისინი ვნებას მოურიდებლად ამჟღავნებენ და უყვართ, როცა რჩეული მათზეა დამოკიდებული. სამშაბათს დაბადებულ ადამიანებს უყვართ მხიარულება, გართობა, ცვლილებები სასიყვარულო ურთიერთობებში. ამ დღეს დაბადებულები განსაკუთრებული მაცდურობით გამოირჩევიან.

ოთხშაბათს დაბადებული ადამიანები გრძნობებს ყოველთვის მალავენ, არასდროს ცდილობენ სიყვარულის დროს რამე საგმირო საქმის ჩადენას. ისინი ყოველთვის კარგი, სანდო საყვარლები არიან და კარგი მეოჯახეები.

ხუთშაბათს დაბადებული ადამიანები სპონტანურად დაწყებულ სასიყვარულო რომანებს გაურბიან. უყვართ თავისუფალი სიყვარულის დემონსტრირება. მაცდურად გამოიყურებიან. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობების დროს ყოველთვის ფრთხილობენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ სერიოზული სიყვარულის ეშინიათ.

პარასკევს დაბადებული ადამიანები ჰარმონიული და რომანტიკული პარტნიორები არიან სასიყვარულო ურთიერთობების დროს. მათ ინტელექტის, მომხიბვლელი გარეგნობისა და დახვეწილი მანერების გამო ირჩევენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. თუმცა, ისინი გრძნობებს ნაკლებად გამოხატავენ.

შაბათს დაბადებული ადამიანები გრძნობის მორევში მალევე ეშვებიან. არასდროს ცდილობენ სასიყვარულო ურთიერთობებში დისჰარმონიის შეტანას და ისინი კარგი პარტნიორები არიან რჩეულებისთვის.

კვირას დაბადებული ადამიანები ხასიათდებიან მკაცრი ბუნებით, რაც სასიყვარულო ურთიერთობებში უშლით ხელს. პატივმოყვარეობის გამო არასდროს ცდილობენ თბილი სიტყვებით საყვარელი ადამიანის გულის მოლბობას. ისინი მეტად რთული გასაგები და ამბიციური პარტნიორები არიან რჩეულებისთვის.







1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს ადამიანები წარმატებას იოლად აღწევენ და სხვებისგან პატივისცემასაც იმსახურებენ.

2, 8, 14, 20, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ჯიუტები არიან. ცხოვრებაში დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან. საერთოდ, რთული პიროვნებები არიან.

3, 9, 15, 21, 27 რიცხვში დაბადებულები ბედნიერი ადამიანები არიან. ისინი კარიერაში ადვილად აღწევენ წარმატებებს. აქვთ რბილი, დამთმობი ხასიათი და წარმატება მთელი ცხოვრება თან სდევთ.

4, 10, 16, 22, 28 რიცხვში დაბადებულები სიბრძნით გამოირჩევიან. აქვთ ლტოლვა, დაიპყრონ მწვერვალები და სიმაღლეები. არიან, უყაირათოები.

5, 11, 17, 23, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანები ცდილობენ, ცხოვრება მოიწყონ. არიან შრომისმოყვარენი. უყვართ ოჯახური იდილია და ახლობლებთან ურთიერთობა.

6, 12, 18, 24, 30, 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები სუსტები არიან, წარმატებას რთულად აღწევენ და ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაც უჭირთ.

Posted by: Skeptic 2 Jun 2010, 01:37
გადავხედე ამ ინფორმაციას და შთამბეჭდავი არაფერია. ზოგადი მსჯელობით ყველა ადამიანს აპოვნინებ თავის თავს აღწერაში. ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც "ფსიქოლოგიური ტესტის" შემდეგ ყველა მონაწილეს იგივე შედეგი მისცეს. ყველამ შედეგს სისწორეში მაღალი რეიტინგი დაუწერა.

Posted by: Badaboom 2 Jun 2010, 15:10
ესეიგი, აქ გადავაწყდი ასეთ რამეს, რომ რეტროგრადირებული პლანეტის ქონა კავშირიშია "წინა ცხოვრებიდან გამოყოლილ ვალებთან", ასევე გასათვალისწინებელია ამ პლანეტის მდებარეობა კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში და იმაში, თუ რომელ სახლში იმყოფება იგი. ახლა ის მაინტერესებს, რა გვაკავშირებს ამ "ვალებთან", რა როლს თამაშობენ ისინი და თუ სწორად ვამბობ - როგორ მოხერხდება ამ "ვალების გასტუმრება" ჩვენი მხრიდან? მე მაგალითად მყავს მერკური რეტროგრიდებული მერწყულში და მდებარე მე-10 სახლში (სახლი - სოციალური ამბიციების და საზოგადოებრივი ურთიერთობების)
გთხოვთ, მომაწოდოთ ახსნა ამასთან დაკავშირებით ან მომაწოდოთ ლიტერატურა ან რამე ცხრილი სადაც მოვიძიებ საინტერესო და სასურველ მასალებს.

Posted by: Konstantin_Logos 2 Jun 2010, 23:59
Skeptic
QUOTE
ასტროლოგია არის ძველი ცრურწმენის პათეთიკური ნარჩენი, რადგან არანაირი სერიოზული მტკიცებულება არ არსებობს მისი სისწორის. შეგიძლიათ თქვათ, რა მექანიზმით შეუძლიათ აქედან უამრავი სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავებს და შედარებით ახლო პლანეტებს ჩვენს ცხოვრებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა? მათი გრავიტაციაც კი (ჩცენს მიმართ) ნებისმიერ დედამიწაზე მყოფ საგანზე სუსტია.


ასტროლოგია, როგორც მეცნიერება ეფუძნება გარკვეულ პრინციპებს, რომლებიც მის ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენენ. ეს პრინციპები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და ერთიმეორეს მოიცავენ.

პირველი პრინციპია მსგავსების, ანალოგიის პრინციპი, რომელსაც ასე გამოითქმის: «რაც ზემოთაა, ისაა ქვემოთ.» ამ პრინციპის ასეთნაირი ფორმულირება მოდის ჯერ კიდევ ძველი ბაბილონიდან. აქ იგი ეფუძნებოდა შემდეგ კანონზომიერებას: «ქვემოთ», მიწაზე რაც ხდებოდა (ამინდისა და წლის სეზონების ცვლა, მოსავლის სიუხვე ან სიმწირე და ა. შ.) მკაცრ შესაბამისობაში იყო ციური სხეულების მოძრაობასთან «ზემოთ».

ასტროლოგიის თვალსაზრისით მზის სისტემა, გალაქტიკა, ცალკეული პლანეტა, ადამიანი, ადამიანის ცალკეული ორგანო, ცალკეული უჯრედი - ყოველივე ეს ცოცხალი არსებებია, უბრალოდ, ზოგი დიდია ზოგი - პატარა და ამავე დროს, პატარები «ჩალაგებულია» დიდებში. დიდი პატარის მიმართ (მთელი ნაწილის მიმართ) მაკროკოსმია, ხოლო პატარა დიდის მიმართ (ანუ ნაწილი მთელის მიმართ) - მიკროკოსმი. (დედამიწის მიმართ მზის სისტემა მაკროკოსმია, მზის სისტემისათვის დედამიწა - მიკროკოსმი; ადამიანი თავისივე უჯრედისათვის მაკროკოსმია, უჯრედი - მიკროკოსმი; ადამიანი მიკროკოსმია, საზოგადოება - მაკროკოსმი და ა.შ.).

ეს პრინციპი «მუშაობს» იმიტომ რომ ყველა მთელი ერთმანეთს ჰგავს, ერთმანეთს ჰგავს თავისი სისრულით, მთელობით, გარკვეული თვითკმარობით, დამოუკიდებლობით, სტრუქტურული მთლიანობით, სიცოცხლისუნარიანობით.
მეორე პრინციპი - მთლიანობის, ერთიანობის პრინციპი ამბობს, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რაც მთელის ერთ ნაწილში ხდება არ შეიძლება არ აისახოს როგორც მთლიანად მთელზე, ისე მის სხვა, ცალკეულ ნაწილებზე. ადამიანი თავისი გარემომცველი სამყაროს ორგანული ნაწილია და რაც «ზემოთ» მაკროკოსმში ხდება, აუცილებლად აისახება მასში, ისევე როგორც რაც ერთ ადამიანში ხდება, არ შეიძლება არ აისახოს როგორც გარე სამყაროზე მთლიანად, ასევე სხვა ადამიანებზე. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ასტროლოგი უყურებს რა იმას, თუ რა ხდება მზის სისტემაში (მაკროკოსმში), ასკვნის, რა ხდება ადამიანში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში (მიკროკოსმში).

ხშირად, ასტროლოგიას ეჭვის თვალით უყურებენ - როგორ შეიძლება ადამიანზე ზემოქმედებას ახდენდეს რომელიმე შორეული ვარსკვლავი, ან თუნდაც მზის სისტემის შორეული პლანეტა? ცხადია, აქ ლაპარაკი პირდაპირ, ფიზიკურ ზემოქმედებაზე არაა, იგულისხმება ანალოგია, ურთიერთკავშირი. საათი, ცხადია, არ იწვევს დედამიწის ბრუნვას საკუთარი ღერძის გარშემო და არც დედამიწის ბრუნვა არ იწვევს საათის ისრების მოძრაობას, მაგრამ საათი მაინც ზუსტად გვიჩვენებს დროს, რადგან საათის ისრები დედამიწის მსგავსად და დედამიწის რიტმში ბრუნავენ.

მესამე პრინციპი - ციკლურობის პრინციპია. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოძრაობა, ნებისმიერი რამ გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდება საწყის პუნქტს. ამავე დროს, ცნობილია, რომ, დროის მონაკვეთი ყოველ ორ მომდევნო დაბრუნებას შორის მოცემული მოძრაობისათვის დაახლოებით ტოლია და მას ამ მოძრაობის პერიოდს უწოდებენ, ხოლო მოძრაობის ერთ წრეს - ციკლს. აღსანიშნავია, რომ ყოველგვარ ციკლს აქვს თავისი სტადიები - საწყისი, შუა და ბოლო. ერთი ციკლის ბოლო აუცილებლად გადადის მეორის დასაწყისში.

ჩვენ ვიბადებით, ვცხოვრობთ და ვკვდებით, შემდეგ ისევ ვიბადებით და ა.შ. ხალხებსა და ცივილიზაციებსაც ზუტად იგივე ემართებათ. ასტროლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის ციკლურობა, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის ბრუნვასთან საკუთარი ღერძის გარშემო (დღე-ღამე), მთვარის ბრუნვასთან დედამიწის გარშემო (თვე), დედამიწის ბრუნვასთან მზის გარშემო (წელი) და ა.შ. სწორედ დროის ციკლურობამ მისცა ადამიანს საათისა და კალენდრის შედგენის იდეა.
მაგრამ ციკლურობა არ ნიშნავს მოჯადოვებულ წრეში ტრიალსა და მუდმივად ერთსადაიმავე ადგილზე დაბრუნებას. მოვიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითი: როდესაც მანქანით ვმგზავრობთ, ბორბალი ბრუნავს რა თავისი ღერძის გარშემო, ყოველი შემობრუნების შემდეგ საწყის მდგომარეობას უბრუნდება, მაგრამ მანქანა მაინც წინ მიდის, წინ მიდის იმიტომ, რომ თავად ბორბლის მდებარეობა გზის ზედაპირის მიმართ იცვლება.

პროგრესი გარდაუვალია, რადგან ყოველი ციკლი «ჩადებულია» უფრო დიდ ციკლში. ყოველ დღე არის დილა, შუადღე, საღამო, ღამე, ამით ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ რადგანაც დედამიწა გარდა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვისა, ბრუნავს მზის გარშემოც, დღეები განსხვავებულია ერთმანეთისაგან - იანვრის დღე განსხვავებულია მაისის დღისაგან, ხოლო თუ მზის სისტემის სხვა პლანეტების ციკლებსაც გავითვალისწინებთ - სხვადასხვა წლის ერთიდაიგივე დღე განსხვავდება ერთმანეთისაგან. (მაგ. 01/01/2008 არ ჰგავს 01/01/2007-ს). ნებისმიერი ციკლური პროცესი ყოველთვის გვაბრუნებს საწყის წერტილში, მაგრამ ყოველი დაბრუნებისას თვით ამ საწყისი წერტილის მდებარეობაა შეცვლილი.

მეოთხე პრინციპი - სინქრონიზმის პინციპი, საყოველთაო ჰარმონიის, «ვიბრაციული სიმპათიის», «საყოველთაო სიყვარულის» პრინციპი. სამყაროში ყველაფერი ჰარმონიაშია, თანაჟღერაშია ერთმანეთთან. სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა მკითხაობის ნებისმიერი ხერხი. თუ მკითხავი კარგი მედიუმია და კარგად შეუძლია სამყაროსეულ ვიბრაციაში შესვლა, მაშინ მის ყოველ გულწრფელად დასმულ კითხვაზე აუცილებლად მოვა გულწრფელი პასუხი, მნიშვნელობა არა აქვს მკითხაობა კარტზე ხდება, ყავაზე თუ «შემთხვევით» ასროლილი მონეტით.

იგივე ითქმის დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე ციური სხეულების «ზეგავლენის» შესახებ. ცხადია, აქ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის (მაგ. ვენერას მდებარეობა სასწორში არ იწვევს ხელოვნების ნიმუშების შექმნას და არც მარსის ყოფნა ვერძში - კონფლიქტურ სიტუაციებს), უბრალოდ რაც «ზემოთ» ხდება, ვიბრაციულ ჰარმონიაშია იმასთან, რაც ქვემოთ ხდება, მსგავსი მსგავს იზიდავს.

მეხუთე პრინციპი - ჰოლიზმის, მთელობის პრინციპი. მთელი - მისი შემადგენელი ნაწილების უბრალო ჯამს კი არ წარმოადგენს, არამედ მოცავს უფრო მეტს - მთლიანობას, თვითკმარობას. მთელი მეტია ნაწილთა ჯამზე. საგნები უნდა განვიხილოთ მთლიანობაში და არა ნაწილ-ნაწილ.

ყოველი მთელი არის ცალკე არსება, რომელიც თავისი, საკუთარი კანონებით ცხოვრობს და ამავე დროს არის ერთის მხრივ უფრო დიდი მთელის შემადგენელი ნაწილი, ხოლო მეორეს მხრივ თვითონ შედგება ასევე მთელი ნაწილებისაგან. ყოველ მთელს აქვს თავისი საზღვრები, თავისი უნიკალური ადგილი უფრო დიდ მთელში, თავისი დასაწყისი და დასასრული, თავისი უნიკალური თვისებები. მთელის დამოუკიდებელი და ამავე დროს თავისთავად მთელი ნაწილები შეიძლება იყვნენ ცოცხალი ორგანიზმის ცალკეული უჯრედები, ინდივიდუალური ადამიანები, ხალხები, ცივილიზაციები, პლანეტები, ვარსკვლავები, ვარსკვლავთა სისტემები და ა.შ.

ამგვარად ასტროლოგიის თვალსაზრისით სამყარო ერთი მთლიანი ცოცხალი არსებაა. ყოველი ცალკეული თავისუფალი ინდივიდიც ისეთივე მთელია და სრულყოფილი, როგორც მთლიანი სამყარო და ამდენად ისეთივე ყურადღების ღირსია როგორც სრულიად სამყარო. (ქართველი-ქართველთაგანი, Senator)

Posted by: Skeptic 3 Jun 2010, 13:29
გასაგებია, მაგრამ ციური სხეულები კანონზომიერების მიხედვით მოძრაობს. მათ მოძრაობას ვერ შეცვლი. ანუ გამოდის, რომ მაინც მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. მათი მოძრაობა წინასწარაა დადგენილი, ადამიანის ემოციები და მოქმედებები კი მათ მიყვება. რა გზით შეიძლება ეს ხდებოდეს?

Posted by: Konstantin_Logos 3 Jun 2010, 13:48
Skeptic
QUOTE
მაგრამ ციური სხეულები კანონზომიერების მიხედვით მოძრაობს. მათ მოძრაობას ვერ შეცვლი

რასაკვირველია, და ციკლურად მეორდება ყველაფერი.. ადამიანი იბადება, იზრდება, ქმნის ოჯახს, მრვალდება და კვდება, ისევე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში...

Posted by: Skeptic 3 Jun 2010, 13:50
logos
რა გზით შეიძლება ციური სხეულის მოძრაობამ (რომლის წინასწარმეტყველებაც შეიძლება და ძალიან მარტივ კანონზომიერებას ემყარება) რაიმე გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრებაზე?

Posted by: Konstantin_Logos 3 Jun 2010, 21:07
Skeptic
QUOTE
რა გზით შეიძლება ციური სხეულის მოძრაობამ (რომლის წინასწარმეტყველებაც შეიძლება და ძალიან მარტივ კანონზომიერებას ემყარება) რაიმე გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრებაზე?


როგორ შეიძლებოდა იმის წარმოდგენა რომ მთვარის ფაზებს შეეძლოთ ზღვის მიმოქცევაზე გავლენის მოხდენა? რატომ არის რომ სავსე მთვარის დროს მაღალია სისხლდენის ალბათობა და აღმოსავლეთში ექიმები ამ დღეებში უარს ამბობენ ოპერაციების გაკეთებაზე? დღეს სადავო არავისთვის არაა ის ფაქტი რომ მთვარის გრავიტაციულ ძალებს დიდი გავლენა აქვთ ყველა ცოცხალ არგანიზმზე(რადგან ისინი წყალს შეიცავენ)... არსებობს მრავალი სახელმძღვანელო მიწათმოქმედებისთვის რომელიც ადგენს ზუსტ კანონზომიერებას მთვარის ფაზებსა და მიწის ნაყოფიერებას, ზრდის აჩქარებას შორის...
ნიუიორკში ჩატარდა ადგილობრივი ექსპერიმენტები, რომლებითაც დადგინდა რომ შობადობა მაქსიმალურია ამ რეგიონში სავსე მთვარის დროს და მინიმალურია ახალმთვარეობისას...
უფრო მეტად საინტერესოა ანალოგიური აღმოჩენები მზის აქტიურობის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდათ დედამიწაზე...
ცნობილია რომ მზის აქტიურობის ამოფრქვევები არის ციკლური ხასიათის. მაგალითად: 27 დღიანი, 11 წლიანი, 36 წლიანი.
ბუდაპეშტში სასწრაფო დახმარების სამსხურის არქივებში დაფიქსირებულია ფაქტი რომ თვითმკვლელობის ყველაზე დიდი აქტიურობები მოდიოდა მზის ატიურობის 27 დღიან ციკლებზე...
არსებობს მთელი რიგი მოვლენები, რომელი კავშირშია მზის პერიოდულ აქტიურობასთან:
1. მწერების,ფრინველების და თევზების მიგრაცია.
2. სისხლში კალციუმის შემადგენლობა
3. ელვით დაცემული ადამიანების რაოდენობა.
4. ახალშობილთა წონის ამპლიტუდა.
5. მასობრივი ისტერიები, პსიქოპათიები
6. უბედური შემთხვევების რაოდენობა.
7. ავადმყოფობების გამწვავების სიხშირე.
8. ეპიდემიების გავრცელება.
9. ეპილეპტიკური კრუნჩხვების სიხშირის ზრდა.

QUOTE
რა გზით შეიძლება ციური სხეულის მოძრაობამ (რომლის წინასწარმეტყველებაც შეიძლება და ძალიან მარტივ კანონზომიერებას ემყარება) რაიმე გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრებაზე?

ადამიანის ქცევა, ცხოვრებისეული მოვლენები კავშირშია ყველაფერთან რაც ამ სამყაროში ხდება, მათ შორის პლანეტების მოძრაობასთან, ვინაიდან სამყარო ერთი მთელია, და ადამიანი მისი განუყოფელი ნაწილი. არსებობენ ადამიანები ვისაც შეუძლია სამყაროს ვიბრაციების დაჭერა და აქედან ინფორმაციის ამოკითხვა...ერთი ერთი გზა არის ასტროლოგია, რომელიც ეფუძნება 4000 წლიან გამოცდილებას, დაკვირვებას, ამ ინფორმაციის მიღებაში ციური სხეულების მდებარეობების მიხედვით...

Posted by: Miss_Manette 4 Jun 2010, 13:04
პლანეტების შეერთება ასცენდენტთან

ნესბისმიერი პლანეტა რომელიც შეერთებულია ასცენდენტთან ადებს კვალს ადამიანის გარეგნობას და ხასიათს... ასცენდენტთან შეერთებად შეიძლება ჩიათვალოს პლანეტა რომელიც პირველ სახლშია და დაშორებულია ასცენდენტისგან 10 გრადუსამდე. და ასევე პლანეტა რომელიც 12 სახლშია და დაშორებულია ასცენდენტისგან 5 გრადუსამდე.
პლანეტა რომელიც დაშორებულია ასცენდენტისგან 1.5 გრადუსამდე, ამ პლანეტა უწოდებენ დაბადების გენიოსს(ГЕНИЙ РОЖДЕНИЯ). და ყოველ კუთხის სახლის წვერს შეიძლება ჰყავდეს თავისი გენიოსი.(პლანეტა ASC, MC, DSC, IC წერტილებზე). ასეთი შეერთების მქონე ადამიანებს აქვთ მოვლენებით დატვირთული ცხოვრება, ხშირად ეს ადამიანი იძულებულია შეეწინაამღდეგოს ცხოვრების სირთულეებს, რაც მას გამოჩენილ, ცნობილ ადამიანად აქცევს...


მზე ასცენდენტზე
ადამიანი მიმზიდველია, შემოქმედებითი უნარით აღსავსე. პატივმოყვარე, ცდილობს თვითრეალიზაციას, ყოველთვის შესამჩნევი იყოს, წყინს როცა ყურადღებას არ აქცევენ, შესაძლოა ვიწრო წრეში მეფური თვისებები გამოავლინოს...

მთვარე ასცენდენტზე
ემოციონალური ხასიათი დიდი ფსიქოლოგიური გადართვებით, ინფორმაცია ადვილად აღწევს მის ემოციონალურ ცენტრს, ხშირად კაპრიზული, ისტერიული, თუმცა გარეგნულად ფლეგმატიკის შტაბეჭდილებას ტოვებს. კაცებშიც კი ჭარბ მგრძნობიარობას იწვევს, ქალურობას

მერკური ასცენდენტზე
კონტაქტურობა, პოლემიკის სიყვარული, ინფორმაციის ადვილად აღქმა. უყვარს სისწრაფე, ლაპარაკი, ჟესტიკულაცია. უნარი გამოიყენოს კონტაქტები და მფარველობა.

ვენერა ასცენდენტზე
ესთეტიზმი, სწრაფვა კომფორტისკენ, სილამაზისკენ, საზოგადოებრიობისკენ, ეს ადამიანი ერიდება წინაამღდეგობებს, არის ზარმაცი. ქალები- მიმზიდველები, შარმით. კაცები- თვალთმაქცები, შემტენები. lol.gif

მარსი ასცენდენტზე
ხშირად უხეში, მყარი, ინიციატივიანი, დამოუკიდებელი, ფეთქებადი. არ უყვარს კომპრომისებზე წასვლა. ხშირად მიდის რისკზე. ბრძოლისუნარიანი, აქტიური, ხმაც კი აქვს საბრძოლო.

იუპიტერი ასცენდენტზე.
შთამბეჭდავი გარეგნობა, ხასიათში სიამაყე და პატივმოყვარეობა, სურვილი იყო შესამჩნევი, დიდაქტიკური ტონი, მბრძანებლური ჟესტები.
დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე და ძალებზე, და სხვების დარწმუნებასაც ცდილობს რომ შეესაბამება ამ წარმოდგენებს.

სატურნი ასცენდენტზე.
სიმკაცრე, ჩაკეტილობა, მომთხოვნი სხვები და საკუთარი თავის მიმართ. ამ ადამიანს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ფრთხილია და ყოველთვის აქვს დისტანცია ადამიანებთან. ხანდახან მელნაქოლიურიც, ჩაღრმავებული საკუთარ თავში, ინდივიდუალური, ამტანი.

ურანი ასცენდენტზე.
თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ექსცენტრიულობა, მოუწესრიგებელი ცხოვრების წესი, უმართავობა. სხვების პაროდირების უნარი, სიახლეების სიყვარული, ასევე ხშირად ცვლის გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში. ექსტრასენსორული უნარი.

ნეპტუნი ასცენდენტზე
ამ ადამიანის წყენინება ძალიან ადვილია. იდეალიზმი, რომელიც ფანატიზმამდეა მისული, უყვარს ოცნება, აქვს დიდი ინტუიცია და წინასწარმეტყველური სიზმრები. კოსმიური რითმების შეგრძნების უნარი.

პლუტონი ასცენდენტზე.
არაცნობიერი გავლენა გარშემომყოფებზე, ცუდი ქცევით ადვილად იპყრობს სხვების ყურადღებას(მისი სიცუდე სხვებს მოსწონს) ნგრევისკენ სწრაფვა, მის გარშემო გროვდება დიდი ანერგეია, რომელსაც შემდეგ ვერ აკონტროლებს. სექსუალური ენერგია, დიდი ძალა და უნარი გადარჩეს ექსტრემალური სიტუაციებში. ჰიპნოზი, მაგია. მოძალადეობრივი ჩვევები.

შავი მთვარე ასცენდენტზე.
პიროვნება იმედგაცრუებული, საშინელ სიტუაციებზე რეაგირებს, თვითმკლელობის და დანაშაულების ჩადენის მიდრეკილება. ეს ადამიანი იზიდავს დანაშაულს, შავ ენერგიას.

© logos

ისე, DC; IV ;MC-თან შეერთებაზე არაა ინფო? ლინკი მაინც რომ დაიდოს user.gif

Posted by: Konstantin_Logos 4 Jun 2010, 19:42
Miss_Manette
QUOTE
ისე, DC; IV ;MC-თან შეერთებაზე არაა ინფო? ლინკი მაინც რომ დაიდოს 


http://brb.silverage.ru/goro/kpg/pla.htm#02

Posted by: Scoorp 5 Jun 2010, 15:01
ვაჰ როგორ არ მიყვარს ეს ხეპრე ხალხი
ასტროლოგიას ისე უყურებენ mo.gif
უტყუარი ფაქტები,ლოგიკურობა დამანახეო
უტყუარობის გარანტიას ვერავინ მაძლევსო :/
გრრრ
ხე
როგორ შევურყიო ცოტათი მაინც ესეთი დამოკიდებულება

Posted by: diaz_niasamidze 6 Jun 2010, 21:34
ზოგი ადამიანი ოქროს სამკაულს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ვერცხლის ნაკეთობას ამჯობინებს.

ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ასტროლოგიურად ოქროს სამკაულია უმჯობესი, თუმცა, აქაც არის გამონაკლისი კერძოდ, „ტყუპების“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის კარგია როგორც ვერცხლის, ასევე ოქროს სამკაული.

მიწისა და წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უფრო მეტად მისაღებია ვერცხლის სამკაული, თუმცა გამონაკლისი აქაც არის. კერძოდ, კუროსა და სასწორისთვის, მისაღებია როგორც ვერცხლი, ასევე ოქრო.

მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა ოქროს სამკაული არ უნდა ატარონ, ვერცხლი კი მათ ნერვულ სისტემას დაამშვიდებს. ოქროს სამკაული კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვს, მაგრამ ბავშვებს ნუ გაუკეთებთ, რადგან ამ ლითონს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს და ბავშვის აურა ვერ უძლებს მისგან წამოსულ დიდ ენერგიას. ასევე, ოქროს სამკაული არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ჰიპერტონიული დაავადებების გარდა აწუხებთ, ნევროზი, ფსიქიკური აშლილობა და სხვა.

დაბალი წნევის მქონე ადამიანებისთვის ოქროს ტარება კარგია.

რაც შეეხება ვერცხლის სამკაულს, ამ ლითონს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. კარგია, თუ ვერცხლს ატარებს ის ადამიანი, რომელიც ეჭვიანია ან უძილობა აწუხებს.

იმ ადამიანმა, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლის სტიქიას და ენერგეტიკულად ძლიერია, არ უნდა ატაროს ოქრო, რადგან ისედაც ბევრი ენერგია აქვს; მასში მოჭარბებულია აგრესია და ოქრო ზედმეტ პრობლემას შეუქმნის. ამიტომ, ასეთ ადამიანებს ესაჭიროება ვერცხლი, რომელიც მათ შიდა ენერგიას გააწონასწორებს.

ვერცხლს უარყოფითი მხარეც აქვს, კერძოდ, ენერგეტიკულად სუსტი, მელანქოლიური ხასიათის მქონე ადამიანებისთვის ის საშიშია. ასეთებს ოქროს სამკაულების ტარებას ვურჩევთ, რათა მათში მეტად მოიმატოს ოპტიმიზმმა, ენერგიულობამ, აქტიურობამ.

ოქროს ნივთების ტარებისას მეტად გამოავლინეთ დაკვირვება, რადგან არათითზე დიდი ხნის განმავლობაში მისი ტარება ორგანიზმში უარყოფით ცვლილებებს იწვევს. დროდადრო დაასვენეთ თითები ოქროსგან.

მიიჩნევა, რომ ვერცხლი სისხლს „აცივებს“ და, აქედან გამომდინარე, ის ხელს უწყობს გაციებას. ამიტომ, ვინც ადვილად ცივდება, ვერცხლის სამკაულები არ უნდა ატაროს.

Posted by: თაიკო 7 Jun 2010, 00:44
QUOTE
მიწისა და წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უფრო მეტად მისაღებია ვერცხლის სამკაული, თუმცა გამონაკლისი აქაც არის. კერძოდ, კუროსა და სასწორისთვის, მისაღებია როგორც ვერცხლი, ასევე ოქრო.

სასწორი მიწაა თუ წყალი? tongue.gif
ჩაასწორე რამე wink.gif

Posted by: folkman 7 Jun 2010, 14:59
ყველა ზოდ ნიშნის თემაში დადებას ჯობია აქ დავდო. ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის საიტი.

http://astro.site.ge/
აუდიო ფაილის მოსასმენად გთხოვთ დააყენოთ Quicktime Player ან გახსენით Internet Explorer-ით

Posted by: alouette 7 Jun 2010, 17:50
QUOTE
რომ რეტროგრადირებული პლანეტის ქონა კავშირიშია "წინა ცხოვრებიდან გამოყოლილ ვალებთან",


ნუ სულ დავალიანებაში ვყოფილვარ 6 რეტროგრადული პლანეტით biggrin.gif

Posted by: woman_ 7 Jun 2010, 21:55
QUOTE
მთვარე ასცენდენტზე ემოციონალური ხასიათი დიდი ფსიქოლოგიური გადართვებით, ინფორმაცია ადვილად აღწევს მის ემოციონალურ ცენტრს, ხშირად კაპრიზული, ისტერიული, თუმცა გარეგნულად ფლეგმატიკის შტაბეჭდილებას ტოვებს.

ფლეგმაც ხართ და :/

დანარჩენს ვეთანხმები user.gif

________

მზე III სახლში chups.gif


თუ მზე არის მესამე სახლში, ადამიანი იქნება მამაცი, გულადი და რისკიანი. ეცდება მიაღწიოს ავტორიტეტულ პოზიციებს.
მიზნის მისაღწევად იგი იქნება ძლიერი, ინიციატივიანი და მუხლჩაუხრელი.
დებთან და ძმებთან ურთიერთობა ნაკლებ სიხარულს მოუტანს.
ეს პიროვნება მუდმივი იქნება სურვილებში.


ვენერა III სახლში

ვენერა მესამე სახლში მოუტანს ადამიანს წარმატებებს იმ სფეროებში, რასაც მესამე სახლი განაგებს, მაგრამ საერთო ჯამში ცუდია მათთვის ვისაც ვენერა ჰყავს აქ. ინდური ჩანაწერები იუწყებიან რომ ადამიანი იქნება უბედური. ასევე იქნება ძალიან სექსუალური და გაუგებარი კავშირებში. ეს აიხსნება იმით რომ მესამე სახლი იმართება სურვილებით, ვენერა კი - ლტოლვისა და ტრფობის (biggrin.gif) პლანეტაა. ეს პიროვნება იქნება ნიჭიერი მუსიკაში, ცეკვაში, სიმღერაში, ასევე მას ლიტერატურული შესაძლებლობებიც ექნება.
მას შეუძლია გახდეს ფილმის დირექტორი ან პროდიუსერი, ანდაც პიესების დამდგმელი.
ნატურა - ძლიერი სურვილებით და მისი სურვილები ხდებიან.
ამ ადამიანს ლამაზი ხმა აქვს.


რა კარგი ვარ ნუ user.gif

Posted by: diaz_niasamidze 12 Jun 2010, 21:05
QUOTE
ამ ადამიანს ლამაზი ხმა აქვს


კი, ნამდვილად yes.gif

თუ ვერძთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მაშინ ნუ დააინტრიგებთ და მოატყუებთ. ამას ის არასდროს გაპატიებთ. ნურც გააკრიტიკებთ, არ მოაკლოთ სითბო და ესაუბრეთ მშვიდი ტონით.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან კარგი და სასურველი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ჯობია, არ ეცადოთ მასზე ზეგავლენის მოხდენას და არ ჩაერიოთ მის საქმეებში. არ გირჩევთ მასთან ხმამაღალ ხმაზე საუბარს, ამით საქმეს ვერ მოაგვარებთ. სამაგიეროდ, სიტუაციას უფრო დაძაბავთ. კარგად დაფიქრდით, სანამ მის საქმეებში ჩაყოფთ ცხვირს.

თუ გსურთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის სიყვარული და კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ნუ ჩაეძიებით. მიეცით მეტი თავისუფლება, ნუ მოახვევთ თავზე თქვენს სურვილებს და იდეებს. ტყუპებს არ უყვართ, როცა ვინმე არჩევნის უფლებას არ უტოვებს.

არასდროს გაეხუმროთ დაცინვით კირჩხიბს. მას ადვილად სწყინს და ავტორიტეტსაც დაკარგავთ მის თვალში. არ უყვარს რჩევების მიცემაც, ცდილობს, ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ენდეთ მას საქმეში, ის არასდროს გიღალატებთ.

თუ ლომთან კეთილგანწყობის შენარჩუნება გსურთ, მაშინ არ გააკრიტიკოთ. ნურც სხვების თანდასწრებით დაუწყებთ საქმის გარჩევას. ნუ მიუთითებთ შეცდომებზე ხმამაღლა, რათა მის თვალში ნდობა არ დაკარგოთ.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს ნუ მოექცევით უპასუხისმგებლოდ. ის ვერ იტანს დაუდევარ ადამიანებს. ამიტომ, მასთან იყავით ყურადღებით და არც კი ეცადოთ მის მოტყუებას.

თუ სასწორის სიმპათიის და კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, მაშინ მის გარშემო ისეთი გარემო შექმენით, თავი მშვიდად იგრძნოს. სხვების დასანახად ნუ გამოხატავთ მის მიმართ გრძნობებს, ის სამართლიანია და უყვარს, რომ ენდობიან. ამიტომ, ეს გაითვალისწინეთ მასთან ურთიერთობისას.

მორიელთან კარგი და მშვიდი ურთიერთობა რომ შეინარჩუნოთ, ნურაფერს დაუმალავთ მას, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციასაც კი. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას მის მიმართ, ნურც მის დამორჩილებას ეცდებით.

თუ მშვილდოსნის გულის მოგება გსურთ, ნუ მოსთხოვთ მას ერთგულების დამტკიცებას, ნურც მის თავისუფლებას შეზღუდავთ. უმჯობესია, დროდადრო აქტიურობისკენ მიუთითოთ და ამაში თავადაც აჰყვეთ.

თხის რქასთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად ეცადეთ, დინჯად იმოქმედოთ. მას სისწრაფე არ უყვარს. ვერ იტანს, როცა თავმოყვარეობას ულახავენ. იმას ნუ დაჰპირდებით, რასაც ვერ აუსრულებთ, თორემ ზურგს გაქცევთ და თქვენკენ არასდროს გამოიხედავს.

გაითვალისწინეთ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის იდეები. ნუ მოსთხოვთ იმის გაკეთებას, რაც მის ძალებს აღემატება. ვერ ეგუება შეზღუდვას და ჩარჩოში მოქცევას. ამიტომ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ მასთან კარგი დამოკიდებულება გსურთ.

თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანის ნდობას და კეთილგანწყობას ისე ვერ მოიპოვებთ, თუ არ გამოიჩენთ მოთმინებას. ნუ ეცდებით, მათ გაღიზიანებას. არ უყვართ, როდესაც მათ აზრებს და შეხედულებებს უარყოფენ. ამიტომ, თუ მასთან კარგი დამოკიდებულება გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

Posted by: Scoorp 13 Jun 2010, 15:06
წუხელ წავაწყდი ამას
ხოდა არ ვიცი სად წამეღო
მემგონი ამ თემას შეეფერება ყველაზე მეტად
თევზების ეპოქაზეა საუბარი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: Marikuna. 13 Jun 2010, 16:58
QUOTE (logos @ 15 Apr 2010, 11:43 )
ინტეგრალური ნიშანი

ჰოროსკოპის პირველადი შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს თუ რომელი სტიქიაა ყველაზე ძლიერად გამოვლენილი(მიწა, ცეცხლი, ჰაერი, წყალი) და რომელი მოდალურობაა დომინანტური(კარდინალური, სტაბილური, მუტაბელური)... მიღებული შედეგების შეთავსებით შეიძლება მივიღოთ ინტეგრალური ნიშანი, სინთეტიური ნიშანი, რომელიც ყველაზე მარტივად ასახავს ადამიანის ყოველდღიურ ქცევას....

ჰოროსკოპში დომინანტური სტიქიის გამოსავლენად უნდა გამოვიყენოთ პლანეტების შეფასება ქულების მიხედვით:

მზე, ასცენდენტი, მთვარე - 4 ქულა
მერკური, ვენერა, მარსი, ზენიტი (МС) - 3 ქულა
იუპიტერი, სატურნი, აღმავალი კვანძი - 2 ქულა
ურანი, ნეპტუნი, პლუტონი, შავი მთვარე, დაღმავალი კვანძი, ქირონი - 1 ქულა

მოვიყვან ჩემს მაგალითს:

მშვილდოსანი - მზე, მერკური, იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი, დაღმავალი კვანძი = 4+3+2+1+1+1= 12 ქულა
სასწორი - მთვარე, ვენერა, მარსი = 4+3+3= 10 ქულა
მორიელი - სატურნი, პლუტონი = 2+1= 3 ქულა
ტყუპები - ასცენდენტი, აღმავალი კვანძი = 4+1= 5 ქულა
მერწყული - ზენიტი(МС) , შავი მთვარე = 3+1= 4 ქულა
კურო - ქირონი = 1 ქულა

გამოვთვალოთ დომინანტური სტიქია:
ცეცხლი = მშვილდოსანი = 12 ქულა
ჰაერი = სასწორი+ ტყუპები+ მერწყული = 10+5+4 = 19 ქულა
მიწა = კურო = 1 ქულა
წყალი = მორიელი = 3 ქულა

დომინანტური სტიქია = ჰაერი

ახლა გამოვთვალოთ დომინანტური მოდალურობა:
კარდინალური = სასწორი = 10 ქულა
სტაბილური = მორიელი+კურო+ მერწყული = 3+1+4= 8 ქულა
მუტაბელური = მშვილდოსანი+ ტყუპები = 12+5 =17 ქულა

დომინანტური მოდალურობა= მუტაბელური

ჩემი ინტერგალური ნიშანი ყოფილა მუტაბალური ჰაერი = ტყუპები

user posted image

ეს ცოტა გასაგებად დაწერეთ
დავიწყე და ამერია ყველაფერი

Posted by: diaz_niasamidze 13 Jun 2010, 17:16
ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში 12 ასტროლოგიურ პერიოდს გადის. თითოეული ეს პერიოდი კი, შვიდ წელიწადს გრძელდება.

პირველი – დაბადებიდან 7 წლამდე ადამიანი „ვერძის” ზოდიაქოს პერიოდს გადის. ამ დროს ბავშვებში მომატებულია „ვერძის” ზოდიაქოს ნიშან-თვისებები, კერძოდ, ახირება, სიჯიუტე, გულწრფელობა, იმპულსურობა, აჩქარება.

მეორე – 7-დან 14 წლამდე პერიოდში ადამიანი „კუროს” ზოდიაქოს პერიოდს გადის. ამ დროს მოზარდი იძენს „კუროს” ისეთ თვისებებს, როგორებიცაა: ერთგულება, დამოუკიდებლობა, სინაზე, სიზარმაცე, ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული.

მესამე – 14-დან 21 წლამდე ადამიანი „ტყუპების” ზოდიაქოს პერიოდს გადის. ეს არის ცოდნის შეძენის, სწავლის, კონტაქტების, თანამოაზრეების შეძენის პერიოდი. ასევე, ამ დროს ადამიანი ცვალებადი ხასიათის, აჩქარებული, ნერვიული, გაფანტულია.

მეოთხე – 21-დან 28 წლამდე ადამიანი „კირჩხიბის” ზოდიაქოს პერიოდში იმყოფება. ამ დროს ყალიბდება ნამდვილი სიყვარულის გრძნობა. ჩნდება ოჯახის შექმნის სურვილი, ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება: ასევე, ამ პერიოდში იწყება ნევროზები. ეჭვიანობა კი, „კირჩხიბის” ზოდიაქოსთვის მეტად დამახასიათებელი უარყოფითი თვისებაა.

მეხუთე – 28-დან 35 წლამდე „ლომის” ზოდიაქოს პერიოდია, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს „მეფური”, „ლომური” ასაკია, როცა ხდება ადამიანში საკუთარი ძალებისადმი რწმენის ჩამოყალიბება, წინსვლა კარიერაში, ასევე, სწორი ცხოვრებისეული ხედვა.

მეექვსე – 35-დან 42 წლამდე პერიოდი „ქალწულის” ზოდიაქოს პერიოდია, ყველაზე მეტად ამ პერიოდში ეძებს ადამიანი ჰარმონიულ გარემოს, რადგან „ქალწულის” ზოდიაქო სწორედ კავშირებს და სახლს მართავს.

მეშვიდე – 42-დან 49 წლამდე პერიოდი „სასწორის” ზოდიაქოს პერიოდია. ამ დროს ადამიანს ეწყება სექსუალური პრობლემები. ასევე, ამ პერიოდშივე იძენს ადამიანი ყველაზე მეტად პარაფსიქოლოგიურ თვისებებს და ინტუიციაც ძალიან უვითარდება.

მერვე – 49-დან 56 წლამდე „მორიელის” ზოდიაქოს პერიოდს გადის ადამიანი. სწორედ ამ დროს მიისწრაფის იგი სულიერებისკენ, ხდება მეტად მგრძნობიარე, დიდსულოვანი და გულუხვი.

მეცხრე – 56-დან 63 წლამდე პერიოდი კი „მშვილდოსნის” ზოდიაქოს პერიოდად მოიაზრება. ეს დრო ნებისმიერი ჩვენგანისთვის ერთგვარი კარმული პერიოდია. თუ ცუდ საქციელს სჩადიოდით წარსულ პერიოდებში, „მშვილდოსნისაში” მეტად დაისჯებით ამის გამო. მას ასტროლოგები „კოსმიურ სასამართლო” პერიოდს უწოდებენ.

მეათე – 63-დან 70 წლამდე ადამიანი „თხის რქის” პერიოდს გადის. ამ დროს დიდია წარსული ცხოვრების ნოსტალგია. არ არის გამორიცხული სინანული. ასევე, „თხის რქის” ზოდიაქოს ნიშანი ადამიანს აძლევს კოსმიურ სიმტკიცეს. თუმცა, ეს კრიტიკული პერიოდია.

მეთერთმეტე – 70-დან 77 წლამდე ადამიანი „მერწყულის” პერიოდს გადის. თუ ადამიანმა გადალახა წინა კრიტიკული ფაზა, მაშინ ის ამ პერიოდში მეტად ინტუიციური ხდება.

მეთორმეტე – 77-დან ზევით, ადამიანი „თევზების” ზოდიაქოს ასტროლოგიურ პერიოდს გადის. ეს არის მონანიების დრო. ჯამდება განვლილი ცხოვრება, სუსტდება ფიზიკური შესაძლებლობები, ნელ-ნელა უახლოვდება ადამიანი სხვა სამყაროში გადასვლის მომენტს და თან ამზადებს ამისთვის თავის კარმას.

Posted by: HAG 18 Jun 2010, 00:52
ჩემი მეგობრის სელენა ვერ დავადგინე რომელ ნიშანშია, ვერცერთ ვებ გვერდზე

1984 წლის 24 დეკემბერი არის დაბადების თარიღი დილის 5 საათი ზუსტად, საქართველო ფოთი

ან მითხარით სად შეიძლება სელენა მიჩვენოს ან მითხარით თუ ძალიან არ შეგაწუხებთ user.gif

Posted by: folkman 18 Jun 2010, 01:45
QUOTE (folkman @ 24 May 2010, 02:33 )
სელენას ცხრილი:


http://www.radikal.ru

HAG
84 წლის ოქტომბრიდან 85 წლის მაისამდე სელენა სასწორში იყო.

Posted by: Jermina 27 Jun 2010, 20:27
ნატალური რუკის მიხედვით როგორ გავიგო აღმავალი და დაღმავალი კვანძები, ვინმემ მიპასუხეთ რა?smile.gif))

Posted by: Scoorp 27 Jun 2010, 20:55
Jermina

astro.com-ზე თუ აკეთებ
true node- არის აღმავალი
და დაღმავალი
იმის საპირისპირო ნიშანი
რაშიც აღმავალი გყავს

Posted by: Jermina 28 Jun 2010, 00:31
Scoorp
მადლობა, ყველაზე კარგი მორიელი ხარsmile.gif))

Posted by: eku 30 Jun 2010, 15:36
ვაიჰ რა რთულია :| cry.gif

Posted by: MICHELEEE 2 Jul 2010, 02:36
ეს იმედია გამოდგება smile.gif smile.gif))))))))))))))))))))))))))))

Posted by: Miss_Manette 2 Jul 2010, 19:15
slon777
იქ დაწერე და აქ აღარაა საჭირო გამეორება
მითუმეტეს სასწავლო თემაა და არა პირადი ჰოროსკოპების

http://forum.ge/?showtopic=34106423&view=findpost&p=20466688

Posted by: radiohead_lover 8 Jul 2010, 17:26
მთელი თემა გადავიკითხე, სიახლეები არ გვაქვს? smile.gif

Posted by: serapiti 10 Jul 2010, 15:10
ერთი კითხვა მაქვს :
ადამიანს რომ 7 რეტროგრადული პლანეტა აქვს ცუდია?

Posted by: Tropical 11 Jul 2010, 17:03
QUOTE (mad_man @ 23 May 2010, 17:00 )
პლუტონი I სახლში

პლუტონის ეს მდემდებარეობა განსაკუთრებით რთულ იერსახეს იძენს, როდესაც იგი ახლოს მდებარეობს ასცენდენტთან ან ასპეკტირებულია მასთან. ძლიერი შინაგანი კონფლიქტის განცდა, შესაძლებელია გარეგნულ იერსახეში გამოვლინდეს.  ადამიანები რომელთაც ეს პარამეტრები გააჩნიათ, განსხვავდებიან მძაფრი გარეგნული ნიშანთვისებებით, როგორიცაა მაგალითად:  შავი ტყავის ქურთუკების ტარება, სექსუალურად მაპროვიცირებელი სამოსი, ჭარბწონიანობა ან მათი იდუმალი, ბნელი სახის გამომეტყველება.

ადრეულ ასაკში, ისინი ხშირად ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას მშობლების მიმართ შემდეგი ფრაზით: “ ის თუ როგორ გამოვიყურები, ან როგორ ვიცვამ, თქვენს აზრს ჩემთვის არნაირი მნიშვნელობა და გავლენა არ აქვს!”
რადგანაც პირველი სახლი, ჯანმრთელობის სახლების სისტემის ერთერთი მიმანიშნებელია, ძლიერ ყურადსაგებია ის ფაქტი რომ, ამ პარამეტრების მქონე ადამიანებმა, ძლიერეი შინაგანი დანაშაულის განცდის და ზეაგრესიულობის დაძლევა უნდა ისწავლონ, წინააგმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამან სერიოზულ ფიზიკურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.

ამ ტიპის ადამიანები ხშირად ავლენენ სხვების მიმართ გაუცხოვებას, რადგანაც ისინი ხშირად თავად არიან აგრესიული სიტუაციების შექმნის მიზეზნი, ან არიან ამგვარი სიტუაციების მოლოდინში რაც მათ საბოლოოდ კონფლიკტში მოიცავს.  მათ რკინისებრ კონტროლში აჰყავთ გრძნობების გამოხატვა, არ ანდობენ სხვებს მნიშვნელოვან ინფორმაციებს და ამოწმებენ მუდმივად ყველას და ყველაფერს. როდესაც ისინი ძლიერ გაბრაზებულნი ან  შეურაცყოფილნი არიან, შესაძლოა რომ უკანდახეულობა და მარტოსულობის ტენდენციები გამოავლინონ.

ისინი პირად ცხოვრებაში, თავიანთი პარტნიორების მიმართ გაცემენ ყველაფერს და ზოგჯერ აბავენ სიმბიოზურ(ორმხრივ მზრუნველობითი) კავშირს. თუ ეს ყოველივე არ ხორციელდება, მაშინ ისინი გარე სამყაროსგან იზოლირებულნი ხდებიან.  მათი სხვების მიმართ უნდობლობის განცდას, ცხოვრების ადრეულ ასაკამდე მივყავართ, რა პერიოდშიც სავარაუდოდ ისინი ხშირად განიცდიდნენ რომ მას მიატოვებდნენ. შესაძლოა იყოს მიზეზი ისიც რომ მათ ჰყავდედთ დაკარგული უახლოესი ადამიანი, ან სხვა მრავალი ოჯახური სირთულეები. (I სახლი განსაზგვრავს აგრეთვე გამომუშავებულ თავდაცვის მექანიზმებს, რომლებიც კავშირშია ადრეულ წლებში ოჯახური და სხვების მიმართ სერიოზული ურთიერთობების დროს მიღებულ გამოცდილებებთან)

პლუტონის ეს პოზიცია არის ძლიერმოქმედი, როგორც კი ხდება მისი კონსტრუკტიული გამოყენება. ამგვარ ადამიანებს შეუძლიათ გარემოზე ძალიან ძლიერი გავლენის მოხდენა. როგორც კი ისინი ისწავლიან თავიანთი ძალების კონტროლს, მათი გავლენა სხვებზე, იქნება ძლიერ დიდი.  პლუტონის ამდაგვარი განლაგება აქვთ, ხშირ შემთხვევაში მკურნალებს და ფსიქოთერაპევტებს, რადგანაც ამ ტიპის ადამიანებს აქვთ საოცარი უნარი, მიხვდნენ პრობლემის მიზეზს და შთააგონონ სხვები თუ როგორ მოახერხონ მათ თავად ამ პრობლემის აღმოფხვრა. ისინი შესაძლოა იყვნენ აგრეთვე “მედიუმები”.

პლუტონის დანარჩენ პოზიციებზე რატო არაფერი წერია? sad.gif

Posted by: rock in rose 11 Jul 2010, 19:43
დესცენდენტი რას ნიშნავს? ლომში მყავს და რამე კარგი მაინცაა? user.gif

Posted by: Konstantin_Logos 12 Jul 2010, 03:51
rock in rose
QUOTE
დესცენდენტი რას ნიშნავს? ლომში მყავს და რამე კარგი მაინცაა? 


დესცედენტი არის შენი პარტნიორის ასცენდენტი.. ის ახასიათებს შენი პარტნიორის გარეგნობას, თუ როგორ აფასებს მას გარემო, რა სტატუსი აქვს, რა მოგწონს და აფასებს მასში, და ა.შ..

Posted by: Benisio 12 Jul 2010, 14:04
logos
QUOTE
დესცედენტი არის შენი პარტნიორის ასცენდენტი.. ის ახასიათებს შენი პარტნიორის გარეგნობას, თუ როგორ აფასებს მას გარემო, რა სტატუსი აქვს, რა მოგწონს და აფასებს მასში, და ა.შ..

აბა შესაძლებლო პარტნიორები არიანო ზოდიაქოთი თუ რაღაც ამდაგვარი? spy.gif spy.gif

ისე კი მომწონს "უცნაური" ტიპის გოგონები, მაგრამ დავიჯერო მათი განსხვავებული თვისებები მარტო ასცენდენტის დამსახურებაა? რაც არ უნდა იყოს ხასიათი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს? spy.gif

Posted by: kalaa 12 Jul 2010, 16:01
QUOTE
დესცედენტი არის შენი პარტნიორის ასცენდენტი.. ის ახასიათებს შენი პარტნიორის გარეგნობას, თუ როგორ აფასებს მას გარემო, რა სტატუსი აქვს, რა მოგწონს და აფასებს მასში, და ა.შ..


იმედია მარტო ასცედენტით იქნება ქალწული user.gif

Posted by: busik_ 12 Jul 2010, 17:21
საიდან უნდა გაიგო ასცედენტი და დესცედენტი?

Posted by: Tata_Sonne 13 Jul 2010, 11:10
QUOTE
იმედია მარტო ასცედენტით იქნება

თხის რქა user.gif


და რა მაინტერესებს, ასცენდენტი თუ ახდენს გავლენას იმაზე, როგორ აღიქვამ გარშემომყოფებს spy.gif?

Posted by: Konstantin_Logos 13 Jul 2010, 11:41
Tata_Sonne
QUOTE
და რა მაინტერესებს, ასცენდენტი თუ ახდენს გავლენას იმაზე, როგორ აღიქვამ გარშემომყოფებს ?


ასტროლოგიური რუქა შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად, სფერო "მე" და სფერო "შენ"
სფერო "მე" ეს არის ჰოროსკოპის მარცხენა მხარე, ეს სფერო ასახავს შენს აქტიურს და გარემოს პასიურ ქმედებას
სფერო "შენ" - მარჯვენა მხარე, რომელიც განასახიერებს შენს პასიურს და გარემოს აქტიურს.

როცა პლანეტების უმეტესობა ხვდება ჰოროსკოპის მარჯვენა მხარეს, ანუ სფერო "შენ"-ში, მაშინ ეგეთი ადამიანის ცხოვრებაში ცოტაა მოვლენები, ეს ადამიანი ძირითადად პასიურია და მომლოდინე პოზიციას იკავებს, ძირითადი ცხოვრებისეული მოვლენები გადადის ცხოვრების მეორე ნახევარში..
როცა პლანეტების უმეტესობა ჰოროსკოპის მარცხენა მხარესაა, ანუ სფერო "მე"-ში, მაშინ ადამიანი აქტიურია თავიდანვე და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ცხოვრების პირველივე ეტაპზე..

user posted image



Posted by: kalaa 13 Jul 2010, 11:47
logos
როცა მარტო ზოდიაქოს სახლების ნაწილში და რამდენიმე ზოდიაქოში თავმოყრილი პლანეტები ეს ნიშნავს რომ ძირითადად იმ სფეროებში გექნება აქტური ცხოვრება და სხვა დანარჩენში ნაკლებად?
მაგალითად 5,6,7 სახლში არცერთი პლანეტა არ მყავს ... სამაგიეროდ 8.9.10 სახლშია ძირითადად პლანეტები თავმოყრილი..

Posted by: Tata_Sonne 13 Jul 2010, 11:49
QUOTE
როცა პლანეტების უმეტესობა ხვდება ჰოროსკოპის მარჯვენა მხარეს, ანუ სფერო "შენ"-ში, მაშინ ეგეთი ადამიანის ცხოვრებაში ცოტაა მოვლენები, ეს ადამიანი ძირითადად პასიურია და მომლოდინე პოზიციას იკავებს, ძირითადი ცხოვრებისეული მოვლენები გადადის ცხოვრების მეორე ნახევარში..

მარჯვნივაა განლაგებული ჩემთან უმეტესობა :|

QUOTE
ძირითადი ცხოვრებისეული მოვლენები გადადის ცხოვრების მეორე ნახევარში..

ამის იმედზეღა ვარ :|

QUOTE
და რა მაინტერესებს, ასცენდენტი თუ ახდენს გავლენას იმაზე, როგორ აღიქვამ გარშემომყოფებს

ეს კითხვა რატომ დავსვი... საკუთარი თავზე დაკვირვებით. ასცენდენტი მაქვს კირჩხიბში და თხის რქების მიმართ მაქვს ორგვარი დამოკიდებულება, ან ძალიან მომწონს, ან პირიქით. ნეიტრალური დამოკიდებულება არცერთი თხის რქის მიმართ არ მქონია... სხვა ნიშნებზე არ შემიმჩნევია ეს.
ანუ რამდენად შეიძლება ამას ასცენდენტი განსაზღვრავდეს.

Posted by: Konstantin_Logos 13 Jul 2010, 11:54
kalaa
QUOTE
როცა მარტო ზოდიაქოს სახლების ნაწილში და რამდენიმე ზოიაქოში თავმოყრილი პლანეტები ეს ნიშნავს რომ ძირითადად იმ სფეროებში გექნება აქტური ცხოვრება და სხვა დანარჩენში ნაკლებად?

პლანეტები არის მოვლენები, ნიშნები ახასიათებენ ამ მოვლენებს, სახლები კი აზუსტებენ თუ რომელ სფეროებს შეეხებიან ეს მოვლენები ყველაზე მეტად....

პლანეტის მდებარეობა სახლში ასახავს კონკრეტულ მოვლენას კონკრეტულ სფეროში, მაგრამ ეს პლანეტა ამ დროს შეიძლება მართავდეს სხვა სახლს, შესაბამისად იწვევდეს სხვა სფეროს გააქტიურება(ამ დროს იმ სახლში პლანეტები არ გყავს)...
მაგალითად: შენი მერკურით გამოწვეული მოვლენა მოხდება 9 სახლის სფეროებში, მაგრამ გაააქტიურებს მე4 და 7 სახლებს(იმიტომ რომ მე4 სახლი იწყება ტყუპებით, ხოლო 7 სახლი ქალწულით, ანუ მერკური მართავს ამ ორ სახლს).=== შენი მოგზაურობა, გადაადგილება, განათლება გაააქტიურებს ოჯახის და პარტნიორობის სფეროებს...

* * *
Tata_Sonne
QUOTE
ასცენდენტი მაქვს კირჩხიბში და თხის რქების მიმართ მაქვს ორგვარი დამოკიდებულება,


თხის რქა მოხვდა შენს 7 სახლში... 7 სახლი კი რა არის? პარტნიორობა და ამავე დროს მტრობა.
რატომ ამბობენ რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო?? ასტროლოგიაში 7 სახლი ერთდროულად გვიჩვენებს ჩვენს ანტიპოდს(ანუ ჩვენს ანტიმეს), და ამავე დროს იმას ვინც შეგვავსებს(პარტნიორს)...

Posted by: kalaa 13 Jul 2010, 12:37
Miss_Manette
http://astroviolet.com.ua/asc/ryb.html -- ვერძუკ ნახე რა , გავჩითე ჩვენ ასცედენტზე biggrin.gif

http://astroviolet.com.ua/asc.html სხვა ასცედენტები , ოღონდ მემგონი მარტო ქალებზე წერია spy.gif


ვახ კაცო არ მინდა არც ქალწული არც თევზი და რა ვუყო biggrin.gif დიდხანს არამგონია რომელიმესთან გავძლო მაგ ორიდან biggrin.gif განსაკუთრებით ქალწულთან vis.gif
* * *
ისა რა ქვია ... ვინმემ ასცედენტი სახლების მიხედვით დადეთ რა, ან მითხარით - ასცედენტი პირველ სახლში

Posted by: folkman 13 Jul 2010, 13:59
kalaa
QUOTE
ასცედენტი პირველ სახლში

ასცენდენტი პირველ სახლს ნიშნავს.

Posted by: Tropical 2 Aug 2010, 13:51
ზოდიაქო და საქართველოს კუთხეები
© რამაზ გიგაური

აღმოსავლეთ საქართველოს (მათ შორის საინგილოს) კუროს ნიშანი მართავს (კუროს სიდინჯე, სიჯიუტე და კულინარიისა და სიმღერის სიყვარული საკმაოდ კარგად იკვეთება კახელებში).
დასავლეთ საქართველოს ტყუპების ნიშანი მართავს (ტყუპების ზოდიაქოს კომუნიკაბელურობა, კონტაქტურობა, ადვილი ადაპტაცია და სწრაფი აზროვნებისა თუ საუბრის მანერა განსაკუთრებით იმერლებში და მეგრელებში იკვეთება).
გურიას აგრესიული და ფეთქებადი ვერძის ზოდიაქო მართავს (გაიხსენეთ გურული "მაუზერისტები" და ფირალები, გურიის რესპუბლიკა, რომელმაც რვა თვე იარსება).
მთიანი აჭარა "ფიცხი" და თავისუფლების მოყვარე "მშვილდოსანია", ზღვისპირა აჭარას თევზების ზოდიაქო მართავს.
რაჭას "დინჯი" კურო მართავს.
საქართველოს მთას – ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, მთიულეთს, გუდამაყარსა და თუშეთს კირჩხიბი მართავს (სწორედ კირჩხიბია ტრადიციების, ისტორიის, ოჯახის ინსტიტუტის დამცველი),
სამცხე–ჯავახეთს და ასევე ტაო–კლარჯეთს – თევზები ზოდიაქო განაგებს (საიდანაც დაიწყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება),
აფხაზეთი მშვილდოსნის ზოდიაქოს შეესაბამება,
სამაჩაბლო კი მორიელის ნიშანს განეკუთვნება...

http://zodiaqo.blogspot.com/2010/06/blog-post.html

Posted by: radiohead_lover 6 Aug 2010, 13:45
VII სახლი
(მეუღლე, პარტნიორები და მტრები, ალტერ-ეგო)

1) პირადი ურთიერთობები ადამიანებთან.
2) პარტნიორების ხედვა, პასუხისმგებლობის გრძნობა მათ წინაშე.
3) პირადი თვისებები, რომლებიც განვითარებას საჭიროებენ.
4) პარტნიორები (ქორწინება და საქმიანობა).
5) ქორწინება, განქორწინება, განშორება, ურთიერთობების გაწყვეტა, სასამართლო პროცესები.
6) ვაჭრობა, გარიგება, კონკურენცია, თანაავტორობა.

პირველ გვერდზე რომაა ეს სახლების დახასითება ეს ინფო როგორ გამოვიყენოთ?

VII სახლი ვთქვათ თევზებშI მყავს, რა უნდა გავიგო აქედან?

Posted by: Konstantin_Logos 6 Aug 2010, 13:49
radiohead_lover
QUOTE
VII სახლი ვთქვათ თევზებშI მყავს, რა უნდა გავიგო აქედან?


ანუ შენი პარტნიორი ატარებს თევზისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს (თუ პლანეტები 7 სახლში გყავს, მაშინ დახასიათება შეიჩვლება, რაც მეტია მე7 სახლში პლანეტები, მით მეტი მოთხოვნა გაქვს პარტნიორის მიმართ, და მით უფრო მრავალფეროვანი და რთულია პარტნიორული ურთიერთობა)
7 სახლი ასევე არის მტრები, ანუ რა აქვს შენს მტრებს და რა უნდა ისწავლო მათგან, რა გაკლია შენ(ასცენდენტის საპირისპირო წერტილი)
ანუ შენ უნდა განავითარო ინტუიცია(თევზები), იმედი მომავლისა, მეტად უნდა გახდე მგრძნობიარე სხვა ადამიანების პრობლემებზე და ა.შ.

Posted by: radiohead_lover 6 Aug 2010, 13:59
logos

QUOTE
რაც მეტია მე7 სახლში პლანეტები, მით მეტი მოთხოვნა გაქვს პარტნიორის მიმართ, და მით უფრო მრავალფეროვანი და რთულია პარტნიორული ურთიერთობა)


პლანეტები საერთოდ არ მყავს 7 სახლში smile.gif

QUOTE
შენ უნდა განავითარო ინტუიცია(თევზები), იმედი მომავლისა, მეტად უნდა გახდე მგრძნობიარე სხვა ადამიანების პრობლემებზე და ა.შ.


ისე, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს smile.gif

Posted by: diaz_niasamidze 8 Aug 2010, 01:13
user posted image


QUOTE
შეცდომაა, თევზებს ნეპტუნი მართავს და არა იუპიტერი



ნომერს მოგცემ და დაურეკე wink.gif

Posted by: resurgam 8 Aug 2010, 01:14
diaz_niasamidze
შეცდომაა, თევზებს ნეპტუნი მართავს და არა იუპიტერი user.gif

Posted by: Benisio 8 Aug 2010, 19:03
logos
რაც უფრო ნაკლები პლანეტა მყავვს ნიშანში, მით უფრო ნაკლებად ჩნდებიან ამ ნიშნის წარმომადგენლები ჩემს ცხოვრებაში + იმ სფეროებთანაც რომლებსაც ეს ნიშნები მართავენ იშვიათად მიწევს შეხება O_ო
არის ამ დებულებაში თუ რაცაა სიმართლის მარცვალი? (ასტროლოგიური კუთხით რაღათქმაუნდა)

Posted by: resurgam 8 Aug 2010, 19:09
diaz_niasamidze
QUOTE
ნომერს მოგცემ და დაურეკე

biggrin.gif biggrin.gif მართლა ეგრეა და შენ თუ ახალ კანონებს იგონებ ასტროლოგიაში ეგ აღარ ვიცი tongue.gif

Рыбы планета-покровитель Нептун - Двенадцатый дом

Posted by: Konstantin_Logos 8 Aug 2010, 20:37
resurgam

სეპტენერის სისტემით, სანამ აღმოაჩენდნენ ნეპტუნს, ურანს, პლუტონს : მარსი მართავდა მორიელს,სატურნი მართავდა მერწყულს, იუპიტერი მართავდა თევზებს.
დღეს კლასიკურ ასტროლოგიაში ეს სისტემა არაა უარყოფილი, ანუ იუპიტერი მართავს თევზებს, ვრონსკის მიხედვით რეტროგრადული იუპიტერია თევზების მფარველი.

Posted by: Benisio 11 Aug 2010, 13:48
logos
QUOTE
რაც უფრო ნაკლები პლანეტა მყავვს ნიშანში, მით უფრო ნაკლებად ჩნდებიან ამ ნიშნის წარმომადგენლები ჩემს ცხოვრებაში + იმ სფეროებთანაც რომლებსაც ეს ნიშნები მართავენ იშვიათად მიწევს შეხება O_ო
არის ამ დებულებაში თუ რაცაა სიმართლის მარცვალი?


Posted by: თაიკო 11 Aug 2010, 13:53
QUOTE
რაც უფრო ნაკლები პლანეტა მყავვს ნიშანში, მით უფრო ნაკლებად ჩნდებიან ამ ნიშნის წარმომადგენლები ჩემს ცხოვრებაში

კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში პირიქით მოხდა
ჩემ ირგვლივ ადამიანები მიწის ნიშნებით არიან დაბადებულები......
user.gif

Posted by: Benisio 11 Aug 2010, 14:10
QUOTE
კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში პირიქით მოხდა ჩემ ირგვლივ ადამიანები მიწის ნიშნებით არიან დაბადებულები...... user.gif

საინტერესოა თუ აქვს ამას ასტროლოგიური ახსნა smile.gif

იქნებ არსებობს რაღაც კავშირი ...

უნდა დავაკვირდე და დავითვალო smile.gif

Posted by: Konstantin_Logos 11 Aug 2010, 15:24
Benisio
QUOTE
რაც უფრო ნაკლები პლანეტა მყავვს ნიშანში, მით უფრო ნაკლებად ჩნდებიან ამ ნიშნის წარმომადგენლები ჩემს ცხოვრებაში + იმ სფეროებთანაც რომლებსაც ეს ნიშნები მართავენ იშვიათად მიწევს შეხება O_ო
არის ამ დებულებაში თუ რაცაა სიმართლის მარცვალი?

არის მარცვალი

Posted by: radiohead_lover 16 Aug 2010, 15:34
იცით რა მაინტერესეებს?

ასტროლოგიურ ჟურნალებში მაქ წაკითხული რო ფეხმძიმობის პერიოდში , რომელ თვეს რომელი ზოდიაქო შეესაბამება და ამ თვეების მიხედვით რა როდის უყალიბდება ბავშვს, რომელ თვეში რა სფეროს უნდა მიაქციოს ყურადღება ქალმა რომ ბავშვის განვითარებას ხელი შეუწყოს

დამამახსოვრდა მე-7 თვე სადაც ხელოვნებას უნდა დაუთმოს მეტი დრო და ა.შ.

Posted by: kalaa 16 Aug 2010, 18:30
Ленивая Дева, трусливый Лев, самоуверенные Рыбы, эксцентричный Телец - несоответствие сущности своего Солнечного знака - серьезный сигнал опасности. © Линда Гудман

spy.gif

Posted by: Konstantin_Logos 20 Aug 2010, 17:14
ბევრს ერევა ერთმანეთში მზის, მთვარის და ასცენდენტის პრინციპები, ამიტომ მინდა განვმარტო თუ როგორ მუშაობს ეს 3 მთავარი მაჩვენებელი ადამიანის ცხოვრებაში:

ადამიანს აქვს 3 მთავარი მახასიათებელი:

1) მზე ზოდიაქოს ნიშანში - მანერა, როგორითაც ადამიანი ავლენს საკუთარ ნებას, ასევე მომენტები, რომლებიც მუხტავენ მას და აძლევენ იმპულსს. ეს არის შინაგანი მოტივაცია, რომელიც უბიძგებს ადამიანს მოქმედებისკენ და ურთიერთქმედებისკენ გარესამყაროსთან (ყველამ ვიცით ჩვენი მზის ზოდიაქო, რომელიც ყოველ წელს ერთსა და იმავე 30 დღეს ვრცელდება : 1 იანვარი თხის რქა, 1 აპრილი ვერძი, 1 ივნისი - ტყუპები და ა.შ)

2) მთვარე ზოდიაქოს ნიშანში - მზისგან განსხვავებით არ შეუძლია სინათლის გამოსხივება, სამაგიეროდ შეუძლია არეკვლა ამ სინათლის, რეფლექსია. ანუ მთვარის ზოდიაქო - ეს არის ადამიანის გამოვლენა გარემოებებში, სადაც ნება არ მონაწილეობს, მაგალითად სახლში. ეს არის გარე სამყაროსთან ადაპტირების სტილი და ფსიქოლოგირი შიდა დაცვის მექანიზმები ამ გარემოსგან. ეს არის სუბიექტური შეგრძნებები, ემოციონალური და ინტუიციური აღქმა საგნებისა თუ მოვლენების...
ამიტომ ზოდიაქო, რომელშიც მდებარეობს მთვარე დაბადების მომენტში ასახავს თუ როგორია ადამიანი, მაშინ როცა არაა საჭირო ნება გამოავლინო (ანუ მზის ზოდიაქოს ხასიათი), როცა არაა საჭირო სხვის ნებისგან თავი დაიცვა. რამდენად ძლიერია და როგორ ვლინდება ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები და რეფლექტორული აღქმა სამყაროსი.

3) ასცედენტი ანუ ამომავალი ზოდიაქო - ეს არის უშუალო თვითგამოვლენის, სამყაროს აღქმის სტილი. ეს არის პირველი შთაბეჭდილების ხასიათი, რომელსაც ადამიანი ტოვებს გარე სამყაროზე და როგორსაც ტოვებს გარე სამყარო ადამიანზე...
გარდა ფიზიკური მონაცემებისა ასცედენტი გვიჩვენებს იმ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს რომლებიც გვერგო მშობლებისგან, ანუ ჩვენს ფიზიოლოგიურ ტემპერამენტს. ეს არის ბუნებრივი "მე" როგორც მოევლინა ადამიანი ამ სამყაროს, ადამიანის ტიპი, როგორადაც მიგიღო გარე სამყარომ...

შესაბამისად ასცედენტი მზისგან განსხვავებით არ ქმნის მოტივაციას, არ იძლევა იმპულსებს, მას არ გააჩნია მოტივები და მიზნები. ეს არის წერტილი, რომელიც მთელს ჰოროსკოპს ადებს პიროვნულ თავისებურებებს, გარეგნობა, ქცევის მანერა, მახასიათებლები რომლებიც ქმნიან მის ინვიდიუალურობას.
ეს არის ისეთი ქცევის სტილი, რომელსაც გარშემომყოფები ამჩნევენ, მაგრამ თვითონ ადამიანისთვის ხშირად ნაკლებად შესამჩნევია. ასცედენტი არის ის ხასიათი ადამიანის, რაც ჩანს ზედაპირზე..

ადამიანის პიროვნების შეფასება სიღრმის მიხედვით ასე შეიძლება გავყოთ:
1) ასცედენტი ანუ აღმავალი ზოდიაქო - ანუ ადამიანის გარე გამოხატულება
2) მზე ზოდიაქოს ნიშანში - გაცნობიერებული მოტივაციის, ნების გამოვლენა
3) მთვარე ზოდიაქოს ნიშანში - სიღრმისეული სურვილები და კომპლექსები..

ასეთივე პრინციპით შეიძლება გამოვყოთ ჯაჭვი პირველადი მოთხოვნილებიდან უშუალო ქმედებამდე:

1) ჯერ ჩნდება სურვილი, მოთხოვნილება და რესურსების შეგროვება (მთვარე ზოდიაქოს ნიშანში)
2) მერე მოთხოვნოლება გარდაიქმნება იმპულსად, რომელიც უბიძგებს ქმედებისკენ რათა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნილება, ანუ ხდება დამუხტვა ნების მონაწილეობით (მზე ზოდიაქოს ნიშანში)
3) და ბოლოს ხდება საბოლოო მოქმედების აქტი, რომელსაც აქვს ამომავალი ზოდიაქოს ანუ ასცედენტის ზოდიაქოს ნიშნის ელფერი..

Posted by: Scoorp 20 Aug 2010, 22:21
ეს ასე უნდა ჩამოყალიბდეს:
ჰოროსკოპის შედგენისთვის საჭიროა დაბადების წელი, თვე, რიცხვი, საათი, წუთი და ადგილი (ქვეყანა, ქალაქი).
ამის შემდეგ გამოითვლება ჰოროსკოპში პლანეტების მდებარეობა. ისინი შემდეგია:
მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი.
ზოგიერთი ასტროლოგი ამას ამატებს ქირონსა და პროზერპინას.
ჰოროსკოპში ასევე მონაწილეობს ე. წ. მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძები. შავი მთვარე, ანუ ლილიტი და თეთრი მთვარე, ანუ სელენა. ასევე იყენებენ ე. წ. "უძრავ ვარსკვლავებსაც".
როდესაც შედგება ჰოროსკოპი, გავიგებთ თუ რომელი პლანეტა რომელ ზოდიაქოს ნიშანში და ასტროლოგიურ სახლშია განთავსებული, ასევე გავიგებთ ასპექტებს, ანუ პლანეტებს ერთმანეთთან რა დამოკიდებულება აქვთ. ამის შემდეგ უკვე იწყება ჰოროსკოპის ინტერპრეტაცია, ანუ განხილვა-გაშიფვრა.

დღესდღეობით თვითონ ჰოროსკოპის შედგენა, ანუ მხოლოდ გრაფიკული ნახაზის შედგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს, ამას უბრალოდ, ასტროლოგიური პროგრამაც აკეთებს (star, zet, antares, uranos და ა. შ.). აღარ არის ძველი დრო, როდესაც ჰოროსკოპის გამოთვლას, ანუ მხოლოდ მის შედგენას ერთი დღე ან ერთი კვირა უნდოდა. მთავარი მისი გაშიფვრაა. დღესდღეობით არამც თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი იშვიათია ასტროლოგი, რომელიც აბსოლუტურ და უცთომელ ასტროლოგიურ პროგნოზს გააკეთებს (ასეთები რამოდენიმე კაცია, აშშ-ში, ინგლისში და ინდოეთში). აქ არ არის საუბარი, ადამიანის ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვაზე, სადაც მხოლოდ ადამიანის ხასიათი და შესაძლებლობებზეა ხოლმე ლაპარაკი.

საქართველოში ასტროლოგები (პროფესიონალიც და მოყვარულიც) თითებზე ჩამოითვლება, განსხვავებით იგივე რუსეთისგან, სადაც უამრავი ასტროლოგიური სკოლა თუ აკადემია არსებობს. ჩვენთან კი ასეთი დონეა: "ვარ ტყუყპები, ვკითხულობ წიგნში, ზოგი ემთხვევა, ზოგი არა, თუმცა მაინც არ მჯერა".

ასტროლოგიის ასეთი გაგება არის პრიმიტიული. მასა, ანუ ხალხის ფართო მასები ვერასოდეს გაიგებს ასტროლოგიის ჭეშმარიტ ღირებულებას, ერთი უბრალო მიზეზის გამო. იმიტომ, რომ მასა ასევე ვერ "წვდება" ბირთვულ ფიზიკას, არაორგანულ ქიმიას ან თუ გნებავთ, მუსიკას (აქ საუბარია მუსიკის გარჩევაზე, ან სოლფეჯიოზე და არა მოსმენასა და მუსიკით ტკბობაზე).
---
აჰა მგონი ცოტათი მაინცაა საინტერესოო))

Posted by: HAG 20 Aug 2010, 22:43
logos
თაიკო
falkman

და კიდევ ვისაც უნდა მიპასუხოს

მოკლედ რაოდენ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს მომდევნო შეკითხვა მაინტერესებს

ასტროლოგიაში რატომ არ არის არსად საუბარი დედამიწას რა ადგილი უკავია ადამიანის პირად რუკაში

თუ ის პლანეტები რომლებიც ასე შორს არიან მოქმედებენ თავისი მდებარეობით ადამიანზე, რატომ არ მოქმედებს ჩვენზე პლანეტა რომლის ენერგეტიკულ ველშიც ვიმყოფებით? უფრო სწორად მოქმედებს, მაგრამ რატომ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორ?

Posted by: starchild 20 Aug 2010, 22:49
HAG
რა სამართლიანი შეკითხვაა ვერც კი წარმოიდგენ...
ერთს გეტყვი და შენი თქმის არ იყოს ვინც როგორ უნდა ისე გაიგოს. იძAხიან რომ ყოველ ნიშანს თავისი პლანეტა ყავსო, როგორც სანამ ნეპტუნსა და ურანს აღმოაჩენდნენ იუპიტერს მიაწერდნენ მშვილდოსანს და თევზებს ხოლო სატურნს თხის რქას და მერწყულს.
იძახიან რომ მომავალშიც აღოაჩEნენ იმ პლანეტებსო რომელიც მფარველობს ან ტყუპებს ან ქალწულს რადგან მათ ერთი პლანეტა მიეწერებათ.
რაც შეეხება დედამიწას ამაზე უკვე ღიად საუბრობენ რომ მისი ნიშანია კურო და მე თუ მკითხავ მე რატომღაც ვეთანხმები. იგივე ქალღმერთი გეა. ნაყოფიერების და დედამიწის, ზუსტად ისეთი როგორიც კუროა, მიწიერება, ქონება მატერიალიზმი. ნაყოფიერება. მაშინ პირადი რიკაც ასევე ჰელიოცენტრულადაც უნდა განიხილებოდეს რადგან ამ შემთხვევაში ვნახავთ თუ რა ნიშანშია დედამიწა.......................

Posted by: HAG 20 Aug 2010, 22:52
starchild

კარგი დავუშვათ დედამიწის ნიშანია კურო, როგორ გავიგო მე სად მყავს დედამიწა რომელ ნიშანში

ან იმაზე რას ვიტყვით რომ მზის სისტემის ძირითად პლანეტებში პლუტონი აღარ არის? ამას რა გავლენა აქვს? რა იცვლება პირად რუკაში

Posted by: starchild 20 Aug 2010, 22:59
QUOTE (HAG @ 20 Aug 2010, 22:52 )
starchild

კარგი დავუშვათ დედამიწის ნიშანია კურო, როგორ გავიგო მე სად მყავს დედამიწა რომელ ნიშანში

ან იმაზე რას ვიტყვით რომ მზის სისტემის ძირითად პლანეტებში პლუტონი აღარ არის? ამას რა გავლენა აქვს? რა იცვლება პირად რუკაში

არც არაფერი არ იცვლება, პლუტონს აქვს და ექნება გავლენა, ეხლა რომ თქვა რომ გრავიტაცია აღარ არსებობსო, ეს არ ნიშნავს რომ გადმოხტომისას არ დაეცემი. სახელი არაფერს ცვლის, ფუნქცია რჩება.

რაც შეეხება დედამიწის განსაზღვრას. პროგრამა zet8 აქვს ჰელიოცენტრული რუკის შედგენის ფუნქცია.. არის ზოგი პროგრამა კიდე. მაგრა განსაზღვრება დედამიწისა ნიშნებში ეს სხვა თEმაა, ამას გამოკვლევა უნდა. თუმცა მიხვდები დაახლოებით რა და რა ნიშანში რა თვისებებს გამოავლენს...

Posted by: HAG 20 Aug 2010, 23:03
starchild

პლუტონს დატვირთვა რომ ექნება ყველა შემთხვევაში მაგაზე არ ვსაუბრობ, მე მაინტერესებს ცვლილება რომელიც მოყვება იმ ფაქტს რომ პლუტონი აღარ არის ძირითი პლანეტების რიგში და გადაინაცვლა ჯუჯა პლანეტებში მაგალითად ისეთის როგორიც არის კერესი და რომელსაც ბევრი ასტროლოგი რუკის შედგენისას დიდად არც ითვალისწინებს

მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა, მნიშვნეობა კერესსაც აქვს მაგრამ აქტულობას რას ვუშვებით?

Posted by: starchild 20 Aug 2010, 23:06
QUOTE (HAG @ 20 Aug 2010, 23:03 )
starchild

პლუტონს დატვირთვა რომ ექნება ყველა შემთხვევაში მაგაზე არ ვსაუბრობ, მე მაინტერესებს ცვლილება რომელიც მოყვება იმ ფაქტს რომ პლუტონი აღარ არის ძირითი პლანეტების რიგში და გადაინაცვლა ჯუჯა პლანეტებში მაგალითად ისეთის როგორიც არის კერესი და რომელსაც ბევრი ასტროლოგი რუკის შედგენისას დიდად არც ითვალისწინებს

მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა, მნიშვნეობა კერესსაც აქვს მაგრამ აქტულობას რას ვუშვებით?

კიდევ გეტყვი, არაფერი არ შეიცვლება გარდა იმისა რომ თუ ასე გაითვალისწინეს, მაშინ ნაკლებ მნიშვნელოვნად ჩათვლიან და ასტროლოგიაში ბევრ შეცდომასაც დაუშვებენ ისეთი ძლიერი პლანეტის მნიშვნელობის არგათვალისწინებით. შენ რომ სახელი გადაგარქვან ან გვარი ხომ იგივე პიროვნება იქნები, იგივე ფუნქციებით დაამითი შენი შესაძლებლობები არ შეიზღუდება არანაირად. ესევეა, ხომ ხვდები, გაავლე პარალელები...

Posted by: HAG 20 Aug 2010, 23:10
starchild

როცა ძლიერ პლანეტაზე საუბრობ, მაინტერესებს ძალის წყაროდ რას დაასახელებ, საიდან მოდის როგორ ფიქრობ?

პლანეტის ზომიდან? ენერგეტიკულ ველზე არაფერს ვამბობ რადგან ის პლანეტის ზომასთან პირაპირ კავშირშია

ანუ რა ხდის პლუტონს ძლიერს უფრო კონკრეტულად, არ მინდა იმაზე საუბარი რა დატვირთვა აქვს მას რუკაში ეს ვიცი ყველაფერი

Posted by: starchild 20 Aug 2010, 23:21
QUOTE (HAG @ 20 Aug 2010, 23:10 )
starchild

როცა ძლიერ პლანეტაზე საუბრობ, მაინტერესებს ძალის წყაროდ საიდან მოდის როგორ ფიქრობ?

პლანეტის ზომიდან? ენერგეტიკულ ველზე არაფერს ვამბობ რადგან ის პლანეტის ზომასთან პირაპირ კავშირშია

ანუ რა ხდის პლუტონს ძლიერს უფრო კონკრეტულად არ მინდა იმაზე საუბარი რა დატვირთვა აქვს მას რუკაში ეს ვიცი ყველაფერი

კაი მასათა შეფარდება ავიღოთ ბუნებაში, 1 კგ გამდიდრებული ურანი იგივე რაოდენობის სითბოს გამოსცემს რაც 3000 ტონა ქვანახშირი, რომელს უფრო დამანგრეველი ძალა აქვს 1 კგ ურანს თუ 1 ტონა ტროტილს??

აქ უკვე თუ გინდა ჩაწვდე, უნდა გასცდე მატერიალურ სფეროს, სხვაგვარად არ გამოვა. ყოველი პლანეტა ასოცირდებოდა და ასოცრიდება მთავარანგელოზთან, ისევე როგორც პლანეტა ლუციფერი იყო ოდესღაც მარსსა და იუპიტერს შორის. სამყაროში ყველაფერი შეკავშირებულია, და უმცირესი ცლილებაც კი მთელ სამყაროზე ახდენს გავლენას ყველა მიმართულებით. ყველა პლანეტა ასოცირდება ადამიანში რაღაცასთან, თვისებასთან და ორგანოსთან ვინაიდან ადამიანიც არის პლანეტის შემადგენელი ნაწილი ხოლო პლანეტა განიხილება ცოცხალ ორგანიზმად, აქ შეხება გვაქვს მინიატურულ მოდელებთან და მასშტაბთან. ხოლო დედამიწისკენ ჩვენი გალაქტიკიდან სხვადასხვა სახის ენერგია მოედინიბა, ეს ცირკულაციაა. რომელიც ტრიალებს, და დაახლოებით სხვადასხვა რეგიონებიდან და მიმართულებიდან მოდის, ასტროლოგიასთან ამს კი ის კავსირი აქვს რომ ადრე ეს ენერგიიტიპები დაყვეს ადამიანზე ზეგავლენის მიხედვით ზონებად, რომლებსაც მისცეს დახასიათება და დასახელება, იმისა თუ რომელი თანავარსკვლავედის გავლით მოედინებოდა ეს ენერგია. ასე შექმნეს ნიშნები და დაყვეს ზოდიაქალური წრე 12 ძირითად ნაწილად, თორემ კსმოსი მუდამ იცვლება და მიუცედავად იმისა რომ ამ 12 ნიშანში შეიძლება სხვა ნისნებიც მოხდეს, ამ ენერგიათა ნაკადი ნაკლებად იცველბა და გავლენა იგივე რჩება, ეს არ ნიშნავს რომ ახალი ნიშნები უნდა დაემატოს, რადგან ყველაფერი უკვე დაყოფილია 12 ად, ეს ციფი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამის დარღვევით სამყაროს სტრუქტურის პრინციპი დაირღვევა. ამიტომაც არ აქცევენ დიდ ყურადღება მე 13 თანავარსკვლავედს რომელიც ჩაეკვეხა ამ ზოდიაქალურ წრეში.
პლანეტათა სიძლიერე კი განიზომება მათი გავლენით ადამიანზე, შიეძლება სხვადასხვა შეფასებით ეს ენეგია მიზერული იყვეს მაგრა ადამიანზე თუ კონკრეტულ არსებაზე ანგარიშსაწევი. აქედან განისაზღვრება თუნდაც პლუტონის გავლენა რომლის ფუნქციაც ცენტრალურია ადამიანი ცივილიზაციის მექანიზმში, გარდასახვა. ამის გარეშე ჩვენი კაცობრიობის სტრუქტურა უბრალოდ ვერ იარსებებდა და აღარ მოხდებოდა სიკვდილი იმისათვის რომ ახალი გაჩენილიყო.

Posted by: HAG 20 Aug 2010, 23:27
starchild

ყველაფერზე ისაუბრე იმის გარდა თუ რაში მდგომარეობს პლუტონის ძალა

ანუ როცა ამბობ პლუტონი ძიერი პლანეტაა ამაში რას გულისხმობ, ძალიან კონკრეტულად

პლუტონს უბრალოდ კაპრიზის გამო არ დაარქვეს ჯუჯა პლანეტა, უბრალოდ მეცნიერები სხვადასხვა მიზეზის გამო მივიდნენ დასკვნამდე რომ ის ჯუჯა პლანეტაა და არ არის ძირითადი.

მე ამას უფრო სახელის და გვარის გადარქმევას კი არა იმას შევადარებდი ერთ მშვენიერ დღეს რომ აღმოვაჩინო რომ ნაშვილები ვარ და ჩემი გვარი სინამდვილეში ის არ არის რასაც ვატარებ.

ეს რა თქმა უნდა ჩემს ხასიათს და გენეტიკას არ შეცვლის, მაგრამ მე მივალ დასკვნამდე რომ სხვა გენეტიკა მაქვს და მთელი ცხოვრება ვცდებოდი როცა ვფიქრობდი რომ მაგალითისთვის ეთნიკურად ქართველი ვარ. ამ პარალელზე რას იტყვი მგონი უფრო ახლოს არის

Posted by: starchild 20 Aug 2010, 23:33
ხასიათს და გენეტიკას თუ არ შეცვლის აბა რაღა განერვიულებს ისედაც იყავი ის რაც იყავი. მეცნიერებმა კი ზომის გამოა რომ სტატუსი შეუცვალეს.

პლუტონის ძალა კი იმაშია რომ ის ახდენს სხვადასხვა სფეროებსა თუ ფენებში ტრანფორმაციას, კაცობრიობის ტრუქტურაში, ანუ აახლებს, ეს არის სახლის ნაწილების შეცვლა ახლით ოღონდ ძველის დანგრევით. რაკი ის ერთ ნიშანში მინიმუ 20 წელი რჩება, მისი გავლენა მთლიან თაობებზეა და შემდგომში ეს თაობები ახდენენ რევლუციურ ცვლილებებს იმ შესაბამის სფეროსა და ნაწილში, სადაც მათი პლუტონის ნიშანი შეესაბამება. ეს რა თქმა უნდა მაკრო მასშტაბებით, აღარაფერს ვიტყვი მიკრო და ინდივიდუალურ მასშაბებზე, ეს არის ადამიანი გაზრდა უამისოდ ადამანის არსი რომ დაეცემოდა მერე ვეღარ ადგებოდა. ეხლა თავად შეაფასე პლუტონის გავლენა და ძAლა ყველაფერზე wink.gif

Posted by: HAG 20 Aug 2010, 23:39
starchild

არ შეცვლის არაფერს მაგრამ აღმოჩნდება რომ ვცდებოდი

ანუ

პლუტონი ახლა კი არ გახდა ჯუჯა პლანეტა ის ყოველთვის ჯუჯა პლანეტა იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მეცნიერები მიხვდენენ რომ ის ძირითად პლანეტებში არ უნდა ყოფილიყო

როგორც ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინეთ რომ დედამიწა მრგვალი იყო და არა ბრტყელი, მაგრამ ეს ჰო არ ნიშნავს იმას რომ დედამიწა მრგვალი გახდა

ამაზე მაქვს საუბარი, როცა ადრე პლუტონს ძირითად პლანეტად მოიაზრებდნენ და მას ასეთი მნიშვნელობით განიხილავდნენ პირადი რუკის შედგენისას ახლა როცა ის არ არის ძირითადი პლანეტა მნიშვნელობა კი იგივე რჩება მგარამ ეს მის აქტუალობაზე იმოქმედებს?

რაც შეეხება პლუტონი რა გავლენას ახდენს ეს ვიცი, მაგრამ მე სხვა კუთხით ვსვამ კითხვას და შენ სხვა კუთხით მპასუხობ, შეიძლება მე ვერ ვაყალიბებ სათქმელს


Posted by: starchild 20 Aug 2010, 23:44
არ გამოვრიცხავ, თორემ ჩემ პასუხში ვერ ვხედავ ჩამოუყალიბებლობას... ( ცუდად არ გამიგო wink.gif )


მერე დასკვნა ვერ გამოგაქვს შენით რომ თუ დედამიწა მრგვალი არ გახდა ამით, ან იმით რომ შენ თუ ნაშვილები გაქვს უბრალოდ სხვა წარმომავლობა გექნება და შენ არ შეიცვლები აბა რაღა განერვიულებს, მთავარია როგორ არის და არა როგორ იტყვიან ,იმ მეცნიერებს კიდე თავში ჭკუა რომ ქონოდათ სხვაგვარად დააყენებდნენ საკითხს ბოლო ბოლო ეგეც სუბიექტური აზრია მეცნიერების და ობიექტურს არ ცვლის. ასე რომ პირადი რუკის განხილვაშიც ერთ ერთი მთავარი პლანეტა იქნება კვლავ და ეს არ შეიცვლება თუნდაც უახლოესი ათასწლეულების მანძილზე. მთავარი არსია რომელიც არ იცვლება ასეთი გარეგანი ცვლილებების შედეგად smile.gif

Posted by: HAG 20 Aug 2010, 23:49
starchild

1930 წლამდე როგორ იყო სანამ აღმოაჩენდნენ?

ნუ ის რომ აზრი ვერ გამომაქვს და ასე ადვილად დამეთანხმე ჩემს ზრდილობიან ჟესტზე ბევრს მეტყველებს შენზე smile.gif
ყველაზე საუკეთესო მნიშვნელობით რა თქმა უნდა

უბრალოდ მე ვფიქრობ რომ შენი სიმპატიები პლუტონის მიმართ იმაზე ობიექტური არ არის ვიდრე მეცნიერების სუბიექტური მოსაზრებები biggrin.gif

ესეც იხილე, 2006 წლიდან პლუტონი ფაქტიურად აღარ არის პლანეტა და ეს ფაქტია რომ პირადი რუკის შედგენისას უნდა აისახოს

Pluto (39 AU average), a dwarf planet, is the largest known object in the Kuiper belt. When discovered in 1930, it was considered to be the ninth planet; this changed in 2006 with the adoption of a formal definition of planet. Pluto has a relatively eccentric orbit inclined 17 degrees to the ecliptic plane and ranging from 29.7 AU from the Sun at perihelion (within the orbit of Neptune) to 49.5 AU at aphelion.

http://www.radikal.ru

Posted by: starchild 20 Aug 2010, 23:52
შენ თუ გინდა ასახე ეს ცვლილება პირადი რუკის შედგენისას. ობიექტურობა საერთოდ არ არის, მასე ყველა აზრი სუბიექტურია და ვიღაცას ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში გადაფასებას და არასათანადოდ შეფასებას მირჩევნია სიმპატიები მქონდეს ასეთი პლანეტის მიმართ wink.gif

მადლობაა ყველაზე საუკეთესო გაგებით smile.gif

Posted by: HAG 20 Aug 2010, 23:55
starchild

შენი აზრი გასაგები და მისაღებია, მიუხედავად იმისა რომ არ გეთანხმები

უბრალოდ გულდასაწყვეტია არგუმენტების ნაკლებობა

წარმატებები smile.gif

Posted by: Konstantin_Logos 21 Aug 2010, 00:32
litasi
QUOTE
ზუსტად იცი? დედამიწის განსაზღვრას ვგულისხმობ..

არ შეგხვედრია ასტროლოგიური ლიტერატურა სადაც ასცენდენტს ფრჩხილებში დედამიწა უწერია???
ჩვენ გეოცენტრიული სისტემით ვსარგებლობთ ჰოროსკოპის შედგენისას, ამიტომ სხვანაირად ვერ იქნება...

QUOTE
და პლუტონზე ამდენი რაც ვისაუბრე რას იტყვი, მართლა მაინტერესებს?

როგორ ფიქრობ აქტუალობას დაკარგავს დროთა განმავლობაში?

აქტუალობას ასტროლოგიურ პლანში??? არამგონია დაკარგოს...
ის მზის სისტემის ციური სხეულია და ისევე როგორც სხვა პლანეტები და ასტეროიდები გავლენას ახდენს ადამიანზე...

Posted by: HAG 21 Aug 2010, 00:33
logos
QUOTE
აქტუალობას ასტროლოგიურ პლანში??? არამგონია დაკარგოს...
ის მზის სისტემის ციური სხეულია და ისევე როგორც სხვა პლანეტები და ასტეროიდები გავლენას ახდენს ადამიანზე...


და ასტეროიდები და ძირითადი პლანეტები თანაბარ გავლენას ახდენენ? თუ ეს ამაზე არ არის დამოკიდებული?


Posted by: Konstantin_Logos 21 Aug 2010, 00:43
HAG
QUOTE
ასტეროიდები და ძირითადი პლანეტები თანაბარ გავლენას ახდენენ? თუ ეს ამაზე არ არის დამოკიდებული?

ასე შეიძლება დავყოთ პლანეტები გავლენის მიხედვით:
1)სეპტენერის სისტემის პლანეტები(მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი)
2) ურანი, ნეპტუნი, პლუტონი
3)ცერერა, ქირონი და სხვა დიდი ზომის მზის სისტემის ასტეროიდები)
4) ფიქტიური დაჰიპოტეტიური პლანეტები და წერტილები(პროზერპინა, შავი მთვარე, თეთრი მთვარე, კვანძები და ა.შ)

Posted by: HAG 21 Aug 2010, 00:47
logos

ანუ ეს დაყოფა ასტრონომიულ დაყოფასთან რამდენად კავშირშია?

იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პლუტონი ქირონის და სხვა დიდი ზომის ასტეროიდების რიგში ხვდება

და თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს რატომ? მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ ავირიე, ვერ ვაკავშირებ user.gif

Posted by: litasi 21 Aug 2010, 00:57
HAG


პლანეტის სიდიდე სხვაა... ზემოქმედების არსი კი სხვა smile.gif

ლოგოს...ასცენდენტზე შეიძლება ესე ეწეროს კიდეც, მაგრამ ასე არის თუ არა.. smile.gif ეს საკითხი კიდევ შესწავლის სფეროა ხო იცი smile.gif

აუ ამ წამზომის გათიშვას ეშველება რამე biggrin.gif მგონი მოდერ ადმინებს არ ესმით

Posted by: Konstantin_Logos 21 Aug 2010, 00:59
HAG
QUOTE
ანუ ეს დაყოფა ასტრონომიულ დაყოფასთან რამდენად კავშირშია?

კავშირში არის, რაც უფრო ახლოსაა პლანეტა და რაც უფრო დიდი, მით უფრო მეტი გავლენა აქვს მას ჩვენზე (კოსმობიოლოგიური თვალსაზრისით)

QUOTE
იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პლუტონი ქირონის და სხვა დიდი ზომის ასტეროიდების რიგში ხვდება

ძველად პლუტონის არსებობა სულაც არ იცოდნენ და ამის გარეშეც იგივე წარმატებით ადგენდნენ ჰოროსკოპებს, თუმცა მე პირადად ვფიქრობ რომ თითოეულ ნიშანს საკუთარი მფარველი "პლანეტა" უნდა ჰყავდეს. ამიტომ ახალი ასტრონომიული აღმოჩენების დანერგვას ასტროლოგიურ ინტერპრეტაციებში მივესალმები.
მაგალითად პლუტონი თუ მორიელის მფარველია
ცერერა არის ქალწულის პერსონალური მფარველი
ქირონი კი სასწორის(ან კუროსი, ეს გამოსაკვლევია)

Posted by: HAG 21 Aug 2010, 00:59
litasi
QUOTE
პლანეტის სიდიდე სხვაა... ზემოქმედების არსი კი სხვა


მაშინ რა განსაზღვრავს პლანეტის ზემოქმედების ძალას? თუ ეს სიდიდე არ არის არც ენერგეტიკული ველი იქნება

აბა რა არის?

Posted by: Konstantin_Logos 21 Aug 2010, 01:03
ასტროლოგია, როგორც მეცნიერება ეფუძნება გარკვეულ პრინციპებს, რომლებიც მის ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენენ. ეს პრინციპები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და ერთიმეორეს მოიცავენ.

პირველი პრინციპია მსგავსების, ანალოგიის პრინციპი, რომელსაც ასე გამოითქმის: «რაც ზემოთაა, ისაა ქვემოთ.» ამ პრინციპის ასეთნაირი ფორმულირება მოდის ჯერ კიდევ ძველი ბაბილონიდან. აქ იგი ეფუძნებოდა შემდეგ კანონზომიერებას: «ქვემოთ», მიწაზე რაც ხდებოდა (ამინდისა და წლის სეზონების ცვლა, მოსავლის სიუხვე ან სიმწირე და ა. შ.) მკაცრ შესაბამისობაში იყო ციური სხეულების მოძრაობასთან «ზემოთ».

ასტროლოგიის თვალსაზრისით მზის სისტემა, გალაქტიკა, ცალკეული პლანეტა, ადამიანი, ადამიანის ცალკეული ორგანო, ცალკეული უჯრედი - ყოველივე ეს ცოცხალი არსებებია, უბრალოდ, ზოგი დიდია ზოგი - პატარა და ამავე დროს, პატარები «ჩალაგებულია» დიდებში. დიდი პატარის მიმართ (მთელი ნაწილის მიმართ) მაკროკოსმია, ხოლო პატარა დიდის მიმართ (ანუ ნაწილი მთელის მიმართ) - მიკროკოსმი. (დედამიწის მიმართ მზის სისტემა მაკროკოსმია, მზის სისტემისათვის დედამიწა - მიკროკოსმი; ადამიანი თავისივე უჯრედისათვის მაკროკოსმია, უჯრედი - მიკროკოსმი; ადამიანი მიკროკოსმია, საზოგადოება - მაკროკოსმი და ა.შ.).

ეს პრინციპი «მუშაობს» იმიტომ რომ ყველა მთელი ერთმანეთს ჰგავს, ერთმანეთს ჰგავს თავისი სისრულით, მთელობით, გარკვეული თვითკმარობით, დამოუკიდებლობით, სტრუქტურული მთლიანობით, სიცოცხლისუნარიანობით.

მეორე პრინციპი - მთლიანობის, ერთიანობის პრინციპი ამბობს, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რაც მთელის ერთ ნაწილში ხდება არ შეიძლება არ აისახოს როგორც მთლიანად მთელზე, ისე მის სხვა, ცალკეულ ნაწილებზე. ადამიანი თავისი გარემომცველი სამყაროს ორგანული ნაწილია და რაც «ზემოთ» მაკროკოსმში ხდება, აუცილებლად აისახება მასში, ისევე როგორც რაც ერთ ადამიანში ხდება, არ შეიძლება არ აისახოს როგორც გარე სამყაროზე მთლიანად, ასევე სხვა ადამიანებზე. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ასტროლოგი უყურებს რა იმას, თუ რა ხდება მზის სისტემაში (მაკროკოსმში), ასკვნის, რა ხდება ადამიანში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში (მიკროკოსმში).

ხშირად, ასტროლოგიას ეჭვის თვალით უყურებენ - როგორ შეიძლება ადამიანზე ზემოქმედებას ახდენდეს რომელიმე შორეული ვარსკვლავი, ან თუნდაც მზის სისტემის შორეული პლანეტა? ცხადია, აქ ლაპარაკი პირდაპირ, ფიზიკურ ზემოქმედებაზე არაა, იგულისხმება ანალოგია, ურთიერთკავშირი. საათი, ცხადია, არ იწვევს დედამიწის ბრუნვას საკუთარი ღერძის გარშემო და არც დედამიწის ბრუნვა არ იწვევს საათის ისრების მოძრაობას, მაგრამ საათი მაინც ზუსტად გვიჩვენებს დროს, რადგან საათის ისრები დედამიწის მსგავსად და დედამიწის რიტმში ბრუნავენ.

მესამე პრინციპი - ციკლურობის პრინციპია. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოძრაობა, ნებისმიერი რამ გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდება საწყის პუნქტს. ამავე დროს, ცნობილია, რომ, დროის მონაკვეთი ყოველ ორ მომდევნო დაბრუნებას შორის მოცემული მოძრაობისათვის დაახლოებით ტოლია და მას ამ მოძრაობის პერიოდს უწოდებენ, ხოლო მოძრაობის ერთ წრეს - ციკლს. აღსანიშნავია, რომ ყოველგვარ ციკლს აქვს თავისი სტადიები - საწყისი, შუა და ბოლო. ერთი ციკლის ბოლო აუცილებლად გადადის მეორის დასაწყისში.

ჩვენ ვიბადებით, ვცხოვრობთ და ვკვდებით, შემდეგ ისევ ვიბადებით და ა.შ. ხალხებსა და ცივილიზაციებსაც ზუტად იგივე ემართებათ. ასტროლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის ციკლურობა, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის ბრუნვასთან საკუთარი ღერძის გარშემო (დღე-ღამე), მთვარის ბრუნვასთან დედამიწის გარშემო (თვე), დედამიწის ბრუნვასთან მზის გარშემო (წელი) და ა.შ. სწორედ დროის ციკლურობამ მისცა ადამიანს საათისა და კალენდრის შედგენის იდეა.
მაგრამ ციკლურობა არ ნიშნავს მოჯადოვებულ წრეში ტრიალსა და მუდმივად ერთსადაიმავე ადგილზე დაბრუნებას. მოვიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითი: როდესაც მანქანით ვმგზავრობთ, ბორბალი ბრუნავს რა თავისი ღერძის გარშემო, ყოველი შემობრუნების შემდეგ საწყის მდგომარეობას უბრუნდება, მაგრამ მანქანა მაინც წინ მიდის, წინ მიდის იმიტომ, რომ თავად ბორბლის მდებარეობა გზის ზედაპირის მიმართ იცვლება.

პროგრესი გარდაუვალია, რადგან ყოველი ციკლი «ჩადებულია» უფრო დიდ ციკლში. ყოველ დღე არის დილა, შუადღე, საღამო, ღამე, ამით ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ რადგანაც დედამიწა გარდა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვისა, ბრუნავს მზის გარშემოც, დღეები განსხვავებულია ერთმანეთისაგან - იანვრის დღე განსხვავებულია მაისის დღისაგან, ხოლო თუ მზის სისტემის სხვა პლანეტების ციკლებსაც გავითვალისწინებთ - სხვადასხვა წლის ერთიდაიგივე დღე განსხვავდება ერთმანეთისაგან. (მაგ. 01/01/2008 არ ჰგავს 01/01/2007-ს). ნებისმიერი ციკლური პროცესი ყოველთვის გვაბრუნებს საწყის წერტილში, მაგრამ ყოველი დაბრუნებისას თვით ამ საწყისი წერტილის მდებარეობაა შეცვლილი.

მეოთხე პრინციპი - სინქრონიზმის პინციპი, საყოველთაო ჰარმონიის, «ვიბრაციული სიმპათიის», «საყოველთაო სიყვარულის» პრინციპი. სამყაროში ყველაფერი ჰარმონიაშია, თანაჟღერაშია ერთმანეთთან. სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა მკითხაობის ნებისმიერი ხერხი. თუ მკითხავი კარგი მედიუმია და კარგად შეუძლია სამყაროსეულ ვიბრაციაში შესვლა, მაშინ მის ყოველ გულწრფელად დასმულ კითხვაზე აუცილებლად მოვა გულწრფელი პასუხი, მნიშვნელობა არა აქვს მკითხაობა კარტზე ხდება, ყავაზე თუ «შემთხვევით» ასროლილი მონეტით.

იგივე ითქმის დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე ციური სხეულების «ზეგავლენის» შესახებ. ცხადია, აქ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის (მაგ. ვენერას მდებარეობა სასწორში არ იწვევს ხელოვნების ნიმუშების შექმნას და არც მარსის ყოფნა ვერძში - კონფლიქტურ სიტუაციებს), უბრალოდ რაც «ზემოთ» ხდება, ვიბრაციულ ჰარმონიაშია იმასთან, რაც ქვემოთ ხდება, მსგავსი მსგავს იზიდავს.

მეხუთე პრინციპი - ჰოლიზმის, მთელობის პრინციპი. მთელი - მისი შემადგენელი ნაწილების უბრალო ჯამს კი არ წარმოადგენს, არამედ მოცავს უფრო მეტს - მთლიანობას, თვითკმარობას. მთელი მეტია ნაწილთა ჯამზე. საგნები უნდა განვიხილოთ მთლიანობაში და არა ნაწილ-ნაწილ.

ყოველი მთელი არის ცალკე არსება, რომელიც თავისი, საკუთარი კანონებით ცხოვრობს და ამავე დროს არის ერთის მხრივ უფრო დიდი მთელის შემადგენელი ნაწილი, ხოლო მეორეს მხრივ თვითონ შედგება ასევე მთელი ნაწილებისაგან. ყოველ მთელს აქვს თავისი საზღვრები, თავისი უნიკალური ადგილი უფრო დიდ მთელში, თავისი დასაწყისი და დასასრული, თავისი უნიკალური თვისებები. მთელის დამოუკიდებელი და ამავე დროს თავისთავად მთელი ნაწილები შეიძლება იყვნენ ცოცხალი ორგანიზმის ცალკეული უჯრედები, ინდივიდუალური ადამიანები, ხალხები, ცივილიზაციები, პლანეტები, ვარსკვლავები, ვარსკვლავთა სისტემები და ა.შ.

ამგვარად ასტროლოგიის თვალსაზრისით სამყარო ერთი მთლიანი ცოცხალი არსებაა. ყოველი ცალკეული თავისუფალი ინდივიდიც ისეთივე მთელია და სრულყოფილი, როგორც მთლიანი სამყარო და ამდენად ისეთივე ყურადღების ღირსია როგორც სრულიად სამყარო. (ქართველი-ქართველთაგანი, Senator)

Posted by: mainc 26 Aug 2010, 16:35
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ
აი მზე როცა მეათე სახლშია, ეს რას ამბობს და სიმძლავრე რომ წერია 3.0?
ან ვთქვათ მთვარეც რომ მეათე სახლშია

გამოდის რომ ასეა?

mze - migvaniSnebs adamianis realur arsze,Sinagan samyaroze,mis centralurze.
aseve warmoadgens pirovnebis zogad sicocxlisunarianobasa da unars.
aRwers adamianis sawyiss. (tolniSniania - lomis)

და

X სახლი
(ძალაუფლება, ჩანაფიქრის განხორციელება)

1) პრაქტიკული მიზნები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეზულტატები, კონკრეტული დამსახურებების შეფასება საზოგადოების მიერ (აღიარება ან სირცხვილი).
2) პასუხისმგებლობის ხასიათი საზოგადოების წინაშე (პროფესია, კარიერა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ავტორიტეტი და სტატუსი).
3) დამოკიდებულება უფროსობასთან, თანამშრომლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან.
4) პირადი ძალაუფლება და მისი გამოყენება.
5) პატივმოყვარეობის გამოვლენა, მიზნისკენ მოძრაობის სტრატეგია, პრაქტიკული ცხოვრების ინტერესი.
6) დედა, სხვა ვარიანტით – საწინააღმდეგო სქესის მშობელი.

• სახლის I მესამედი: საკუთარი ძალისხმევით მიღწეული წარმატება. საზოგადოებრივი აღიარება, დიდება. საპატიო წოდება. ჯილდოები. მშობელი და მისი გავლენა პროფესიაზე და სოციალურ მდგომარეობაზე. მამათილი. სიმამრი. მეგობრების მტრები. მტრების მეგობრები. პირველი შვილის ავადმყოფობა. პირველი დის ან ძმის სიკვდილი. ოჯახური კერა. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების პირველ ნახევარში.
• სახლის II მესამედი: თამამდებობა. პროფესია და მასთან დაკავშირებული წარმატება. ნიჭიერება პროფესიაში. დაწესებულებანი. სახელმწიფო მსახურება. თანამშრომლები. ქვეშემრდომები. მოწაფეები და მიმდევრები. მტრების სახლები. მოკეთეების სახლები. სახლის მტრები. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების მეორე ნახევარში.
• სახლის III მესამედი: ხელოსნობა. ცოდნა. ძალების ხარისხი პროფესიისთვის. გონების ძალა. პირველი პროფესია. პროფესიული მოღვაწეობის საწყისი. პატიოსნება და ზნეობრიობა. პატივისცემა. პროფესიული მიღწევები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

და დასკვნა ასე გამოდის ადამიანზე?
თუ აი როგორ ხდება :ს
პრაქტიკულად როგორ დგება საერთო სურათი, ეს მაინტერესებს

Posted by: true_woman 27 Aug 2010, 10:14
I მესამედი,IIმესამედი და III როგორ უნდა გავიგო?

დადებითი და უარყოფითი ასპექტები სად ჩანს რუქაში?

Posted by: Tropical 27 Aug 2010, 10:32
true_woman

მე პროგრამით ვაკეთებ და იქ აღნიშნულია აღნიშნულია 1, 2, 3 треть

ასევე სექსტილი და ტრინი (დადებითი) წითელი ხაზებია
ოპოზიცია და კვადრატურა (უარყოფითი) - შავი

Posted by: selena380 28 Aug 2010, 02:02
ძალიან კარგია რომ ეს თემა ისევ გაიხსნა....
* * *
true_woman
QUOTE
მესამედი,IIმესამედი და III როგორ უნდა გავიგო?

ერთ ზოდიაქოს ნიშანს გაყოფ სამ ნაწილად და მასე გაიგებ. მაგალითად ერთი ზოდიაქო არის 30 გრადუსი ხომ? პირველი მესამედი იქნება 10 გრადუსი...მეორეც 10 და ასე შემდეგ. დაახლოებით კი ათ-ათი დღე გადათვალე. მემგონი ასე უნდა იყოს მეც ახლა ვსწავლობ
smile.gif

Posted by: Konstantin_Logos 29 Aug 2010, 23:30
folkman
QUOTE
კონკრეტულად: ნოსტრადამუსი ღრიანკალი იყო თუ გველისმჭერი?


მშვილდოსანი.

მე კიდევ ვიცი რომ თხის რქა იყო smile.gif

Posted by: resurgam 29 Aug 2010, 23:32
logos
baby.gif ვინ თქვა ეგ? ვიკიპედიის მიხედვით მშვილდოსანია rolleyes.gif

Posted by: folkman 29 Aug 2010, 23:36
logos
ვაა 14 დეკემბერი წერია და მზე თხისრქის პირველ გრადუსში.

Posted by: Konstantin_Logos 29 Aug 2010, 23:36
resurgam
QUOTE
ვინ თქვა ეგ? ვიკიპედიის მიხედვით მშვილდოსანია 

1503 წელს კალენდარული გადახრა არ იყო გათვალისწინებული...
გრიგორიანული კალენდრით 24 დეკემბერს დაიბადა...

Posted by: folkman 29 Aug 2010, 23:40
QUOTE
კალენდარული გადახრა არ იყო გათვალისწინებული...

მაგიტომაც არის ღვთისმშობელი ლომი? მაგრამ საზღვარგარეთ მარიამობას ისედაც 15ში აღნიშნავენ. მოკლედ ეგ კალენდარული გადახრა მაბნევს.

Posted by: Konstantin_Logos 29 Aug 2010, 23:44
folkman
QUOTE
მაგიტომაც არის ღვთისმშობელი ლომი?

რატომ ლომი? იულიანური კალენდრით 8 სექტემბერს, გრიგორიანული 21 სექტემბერს, ანუ ყველა ვარიანტში ქალწული გამოდის...
სხვათა შორის მთვარეც ქალწულში ყავს მგონი smile.gif

Posted by: folkman 30 Aug 2010, 00:00
logos
თუ მოვძებნე დავდებ რუქას. 15 აგვისტო ეწერა მახსოვს.
* * *
Born: August 5, -21
ახლა დავაკვირდი. 15 აგვისტო ვიკიპედიიდან მახსოვდა. მაგრამ აბა რატომ აღნიშნავენ 15ში?

http://www.astrotheme.com/portraits/dp2erTD8D5Sn.htm

Posted by: Konstantin_Logos 30 Aug 2010, 00:17
folkman
QUOTE
ახლა დავაკვირდი. 15 აგვისტო ვიკიპედიიდან მახსოვდა. მაგრამ აბა რატომ აღნიშნავენ 15ში?

15 აგვისტო არის იულიანური კალენდრის მიხედვით მარიამის მიძინების დღე.. ჩვენი სტილით 28 აგვისტო ანუ...

არ ვიცი ამ საიტზე რას ეყრდნობიან...

Posted by: folkman 30 Aug 2010, 00:30
QUOTE
15 აგვისტო არის იულიანური კალენდრის მიხედვით მარიამის მიძინების დღე.. ჩვენი სტილით 28 აგვისტო ანუ...

vis.gif დამავიწყდა მიძინებას რომ აღვნიშნავდით.

ანუ 8 სექტემბერი მიიჩნევა მისი ამ ქცეყანაზე მოვლენის დღედ?

QUOTE
არ ვიცი ამ საიტზე რას ეყრდნობიან...

რუსული არ ვიცი, მაგრამ ინგლისურ საიტს მარტო მაგას აგდებს გუგლი.

Posted by: Konstantin_Logos 30 Aug 2010, 00:32
folkman
QUOTE
8 სექტემბერი მიიჩნევა მისი ამ ქცეყანაზე მოვლენის დღედ?

ძველი სტილით ხო, ახალი სტილით 21 სექტემბერია...

Posted by: Benisio 15 Sep 2010, 13:54
საინტერესო სქემები ვრონსკის წიგნიდან
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: giga_barceloneli 15 Sep 2010, 16:16
მშვენიერი თემაა...

ერთ დღეს უნდა ჩავუჯდე smile.gif

Posted by: selena380 21 Sep 2010, 12:12
logos
ქირონი რას ნიშნავს რა დანიშნულება აქვს? ჩემს რუკაში ვერძში დგას მთვარესთან, მზესთან და მერკურთან ერთად და ეგზალტაციაშია. მემგონი მთვარესთან არის შეერთებაში.

Posted by: Konstantin_Logos 21 Sep 2010, 13:46
Benisio

ვეძებდი ამ ცხრილს...

სხვათა შორის აქ კარგადა განაწილებული ნიშნების დომიცილი-მამრთველი პლანეტები...

user posted image
* * *
selena380
QUOTE
ქირონი რას ნიშნავს რა დანიშნულება აქვს?

ქირონი არის შუალედური ვარიანტი ურანსა და მერკურს შორის...
ის ატარებს ორაზროვან ხასიათს. სინთეზის უნარს, გაორებას, სტაბილიზაციის და რთული სიტუაციებიდან გამოსვლის უნარს, ორი დაპირისპირებული აზრის შეერთების უნარს, ისეთ ქცევას, როცა ყველა დაპირისპირებული მხარე კმაყოფილი რჩება...
განსაკუთრებით ძლიერია ქირონის გავლენა, როცა ის შეერთებულია პლანეტებთან ან კარდინალური სახლების კუსპიდებთან(ასც, დსც,მც, იც)

მთვარის და ქირონის შეერთება? ეს ის შემთხვევაა როცა ტყუპები გეყოლება ბავშვები(განსაკუთრებით თუ V სახლშია ეს კონსტალაცია)
დედის ხაზში რაღაც უცნაურობებს აქვს ადგილი,, დანარჩენს სხვა ასპექტები განახებენ..
თუ შეერთება VIII სახლშია- მაშინ სიტარგიკული ძილის გამოწვევაც შეუძლია....

Posted by: Konstantin_Logos 21 Sep 2010, 17:49
რუსა
QUOTE
ქირონი ტყუპებში, 3-ე სახლში იც-სთან შეერთებაში რას ნიშნავს ?

კარგი ადაპტაციის უნარი გაქვს, ნებისმიერ გარემოში შეგიძლია შენი "ნიშა" იპოვო...კარგი კონტაქტები სანათესაოში, შეიძლება სემრიგებლად მოევლინო ნათესავებს შორის დავის დროს...


resurgam
QUOTE
ჩემი ქირონი მერვე სახლშია და ეგ რამე კატასტროფას ნიშნავს?

კლინიკური სიკვდილის ალბათობა... ასევე შესაძლებელია მიიღო ქონება ვინმე შორიეული ნათესავისგან biggrin.gif

radiohead_lover
QUOTE
XI სახლშI მყავს მე ქირონი, ლომში 

ბევრი სხვადასხვანაირი აზროვნების მეგობარი გყავს, შესაძლოა ურთიერთდაპირისპირებულიც, გიწევს ორივე მხარესთან ჰარმონიული ურთიერთობის დაჭერა...

Posted by: woman_ 21 Sep 2010, 18:17
logos

ამ ქირონს მაინც ვერ გავუგე ვერაფერი sad.gif

კირჩხიბში მყავს, თან რეტროგრადულია და მიწურულშია VII სახლში

ანუ, როგორც მიახლოებით ვხვდები დიიდ პრობლემებზე მიუთითებს ოჯახურ საკითხში, ხო?
(ცალკე VII სახლე და თან კირჩხიბი)

Posted by: Konstantin_Logos 21 Sep 2010, 18:29
woman_
QUOTE
ამ ქირონს მაინც ვერ გავუგე ვერაფერი

კირჩხიბში მყავს, თან რეტროგრადულია და მიწურულშია VII სახლში

ანუ, როგორც მიახლოებით ვხვდები დიიდ პრობლემებზე მიუთითებს ოჯახურ საკითხში, ხო?
(ცალკე VII სახლე და თან კირჩხიბი)

შეიძლება ნიშნავდეს რამოდენიმე, წარმატებულ პარტნიორულ ურთიერთობას...
რახან კიბოა, ესეიგი ოჯახიც შეიძლება შექმნა.. პარტნიორი შეიძლება ისეთი იყოს, რომელსაც ოჯახი უკვე ყავდა ან ყავს. ანუ აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარო, სანამ რამე გრძნობებს მისცემ თავისუფლებას...

Posted by: რუსა 21 Sep 2010, 20:54

საინტერესო ლინკი ვიპოვნე ქირონზე

http://www.vgoroskope.ru/forum/index.php?action=printpage;topic=172.0

Posted by: cinemamu 26 Sep 2010, 10:22
ამ ლინკზე არის სემინარები ვედურ ასტროლოგიაზე, ნუმეროლოგიაზე და ქირომანტიაზე:

http://www.vedicuniversity.ru/astrologiya.htm


ამ ფორუმზე ქირომანტიაზე არაა გახსნილი თემა? ან ვინმეს ხომ არ გაქვთ ქირომანტიაზე ნორმალური წიგნი (ქართულად ან რუსულად). მათხოვეთ და აუცილებლად დაგიბრუნებთ smile.gif
* * *



ძალიან კარგი ლექციები ვედურ ასტროლოგიაზე:

მზე - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Solntsa.mp3

მთვარე - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Luny.mp3

მარსი - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Marsa.mp3

ვენერა - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Venery.mp3

იუპიტერი - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Upitera.mp3

მერკური - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Merkuriya.mp3

სატურნი - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Saturna.mp3

რახუ - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Rahu.mp3

კეტუ - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Ketu.mp3



"რა გველის 2010 წელს"

(ვ. რუზოვის ვიდეოლექცია)

http://www.vedamedia.ru/zhivye-efiry/klub-...det-v-2010-godu

Posted by: Miss_Manette 26 Sep 2010, 10:55
cinemamu
QUOTE
ამ ფორუმზე ქირომანტიაზე არაა გახსნილი თემა?

http://forum.ge/?f=8&showtopic=34002174

Posted by: cinemamu 26 Sep 2010, 10:59
Miss_Manette

გმადლობ smile.gif

Posted by: Scoorp 27 Sep 2010, 12:03
http://www.radikal.ru

Posted by: Konstantin_Logos 27 Sep 2010, 13:52
cinemamu
QUOTE
ძალიან კარგი ლექციები ვედურ ასტროლოგიაზე:

მართლაც საინტერესო ლექციებია... up.gif

Posted by: Scoorp 27 Sep 2010, 19:49
http://www.radikal.ru

წიგნში წავაწყდი
აშკარაა რო იესოს დაბადებაა
ხოდა
დამაინტერესა
იშვიათია ასტროლოგიური მხრიდან განხილვა მგონი))
მერწყულის და თევზების ნიშნებია ზემოთ მაგრამ
http://www.radikal.ru

Posted by: selena380 28 Sep 2010, 00:30
რატომ ჩათვალე რომ იესოს დაბადებაა?

Posted by: Scoorp 28 Sep 2010, 10:37
selena380

ქვემოთ არ ჩანს კიდე
ვერ გადავიღე კარგად
ჩვილი უჭირავს ქალს ხელში
და სადაც დაიბადა იესო
გადმოცემის თანახმად იქ არიან
(სახელი დამავიწყდა :/ )
მაშინ სხვა რა შეიძლება იყოს?

Posted by: თაიკო 28 Sep 2010, 11:09
Scoorp
ბეთლემში?
მმ საინტერესოა smile.gif

Posted by: diaz_niasamidze 6 Oct 2010, 16:13
ასტროლოგიური კუთხით, ორსულობის ყველა თვეს თავისი მფარველი პლანეტა მართავს. ამის მიხედვით, ორსულმა ქალმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მოვლენა უნდა წამოსწიოს წინა პლანზე და რა გაითვალისწინოს ამ ეტაპებზე.

ორსულობის პირველ თვეს მართავს მზე და მისი ენერგია. ამ დროს მომავალი დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას კოსმიური ენერგიებისა და მათი ზეგავლენის მიხედვით. ამ პერიოდში ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა დაუთმოს მუსიკის მოსმენას, ხატვას, სიმღერას, შემოქმედებით საქმიანობას. მზის ენერგია ამ დროს ხელს უწყობს ემბრიონში ფიზიკური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას, მის დაინტერესებას სამომავლოდ ხელოვნებისადმი; ასევე, მუცლადყოფნის პერიოდში, ამაღლებს მის სულიერ პოტენციალს.

ორსულობის მეორე თვეს მართავს მთვარე და ხდება ემბრიონის ქვეცნობიერი სამყაროს ჩამოყალიბება. უმჯობესია, ამ დროს მომავალი დედა ხშირად განმარტოვდეს, დაემალოს სხვების თვალს, რათა ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცვას ბავშვი და ხელი შეუწყოს მის ზრდასა და პოტენციალის განვითარებას.

მესამე თვე უკავშირდება მარსის პლანეტის გამოვლენას. ორსულმა ქალმა ყველაზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე ამ დროს უნდა გამოიჩინოს, რომ არ გაცივდეს, არ მიიღოს ტრავმები და ამით ბავშვი არ დააზიანოს.

ორსულობის მეოთხე თვეს პლანეტა მერკური მართავს. მომავალმა დედამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. უნდა უყუროს შემეცნებით გადაცემებს, რომანტიკულ ფილმებს, იაროს მუზეუმებში. ამით ის გააღრმავებს ბავშვის მიდრეკილებებს ცოდნისადმი.

მეხუთე თვე უკავშირდება იუპიტერის ზეგავლენას. ამ დროს ბავშვზე დიდ ზემოქმედებას ახდენს დედის მოქალაქეობრივი პოზიცია. ის ამით ბავშვის მომავალ ცნობიერებას აყალიბებს.

ორსულობის მეექვსე თვეს მართავს ხელოვნებისა და სიყვარულის პლანეტა – ვენერა. ის უზრუნველყოფს ბავშვის ემოციებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში დედა ეზიაროს სილამაზეს, შეიძინოს ლამაზი ნივთები, უსმინოს მუსიკის ჰარმონიულ ჰანგებს, იცხოვროს კომფორტულ და ლამაზი დიზაინის ბინაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ დროს, დედის მუცელში, პატარას ყველაზე მეტად მამის ხმის ტემბრი ამახსოვრდება. ორსულობის მეექვსე თვეში ხდება მამა-შვილს შორის დამოკიდებულების განსაზღვრა.

მეშვიდე თვეს მართავს პლანეტა სატურნი. ამ დროს ბავშვი ოჯახური იდილიის შეგრძნებას იწყებს. ამიტომ ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა გაატაროს ოჯახის წევრების გვერდით, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან. საგვარეულო ზეგავლენას ბავშვი მუცლად ყოფნის სწორედ მეშვიდე თვეს შეიგრძნობს.

ორსულობის მერვე თვეს მართავს პლანეტა ურანი. ამ პერიოდში ქალი ხდება ცნობისმოყვარე, აინტერესებს სიახლეები, მეგობრებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ურთიერთობები და ამას ბავშვიც გრძნობს.

მეცხრე თვეში პლანეტა ნეპტუნი ახდენს გავლენას ორსულ ქალსა და მის პატარაზე. ამ დროს აუცილებელია სიახლოვე ბუნებასთან. ეს არის სიბრძნის მიღების, ინტუიციის განვითარების პერიოდი. თუმცა, ქალში ჩნდება შიშის შეგრძნება, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ქალმა ამისგან თავი უნდა დაიზღვიოს და მეტი დრო დაჰყოს ბუნებაში, მშვიდ გარემოში

Posted by: რუსა 18 Oct 2010, 00:30
Знаки зодиака стран и городов

http://startear.narod.ru/goristgor.html

Posted by: Tropical 18 Oct 2010, 15:10
http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 20 Oct 2010, 20:13
ეს პლანეტების ყველაზე ღრმა და კარგი განხილვაა რაც კი მომისმენია! ყველას გირჩევთ:

მზე - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Solntsa.mp3

მთვარე - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Luny.mp3

მარსი - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Marsa.mp3

ვენერა - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Venery.mp3

იუპიტერი - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Upitera.mp3

მერკური - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Merkuriya.mp3

სატურნი - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Saturna.mp3

რახუ - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Rahu.mp3

კეტუ - http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Vliyanie_Ketu.mp3

Posted by: folkman 20 Oct 2010, 23:36
QUOTE (Tropical @ 18 Oct 2010, 15:10 )
http://www.radikal.ru

რა უცნაური ცხრილია, როგორ გაუფანტიათ ლომი დრაკონი და მზე.

Posted by: cinemamu 21 Oct 2010, 05:39
რუსა

QUOTE
ამას მოვუსმინე ჯერჯერობით ... საინტერესოა


ყველას გირჩევთ მზით დაიწყოთ მოსმენა, მერე მთვარეს მოუსმინეთ და მერე რასაც გნებავთ. მზე და მთვარე ყველაზე მთავარი პლანეტებია ჩვენს ცხოვრებაში!

Posted by: true_woman 22 Oct 2010, 10:34
იქნებ აქ მაინც ვინმემ მიპასუხოს ასცედინტი სასწორში რას ნიშნავს? sad.gif

Posted by: HAG 22 Oct 2010, 12:01
true_woman

რა არის ასცენდენტი
© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის ასცენდენტი და რა თვისებებს გვანიჭებს

ასცენდენტი (ASC) ლათინური სიტყვაა და "აღმავალს", "ამომავალს" ნიშნავს. ის ეკლიპტიკის წერტილია (ზოდიაქოს გრადუსი), სადაც ეკლიპტიკა კვეთს ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილს დროის მომენტსა და გეოგრაფიულ ადგილში კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში, ანუ პიროვნების დაბადების მომენტში ამომავალი ეკლიპტიკის უკიდურესი აღმოსავლეთ ადგილი (ე. ი. ის ადამიანის დაბადების საათით გამოითვლება). იმდენად რამდენადაც დედამიწა ტრიალებს და მისი ყოველი მონაკვეთი ყოველდღიურად გადის მთელს ზოდიაქოს. შესაძლებელია ასცენდენტი დღე-ღამის განმავლობაში ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანში მდებარეობდეს (კონკრეტულად კი ის ყოველ ორ საათში ერთ ზოდიაქოს ნიშანს გადის). მისი ცოდნა ადამიანს საშუალებას აძლევს გაარკვიოს თუ როგორია ადამიანი გარეგნულად, როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროზე, როგორია მისი იმიჯი, როგორ ავლენს თავის შინაგან ბუნებას.
ასცენდენტის გამოთვლა ასტროლოგებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი ამას სპეციალური ცხრილებით ახერხებენ, ან უკეთეს შემთხვევაში ასტროლოგიურ პროგრამებს იყენებენ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ამის გაგება ოდნავ ძნელი საქმეა, თუმცა, თუ ელემენტარულ მოთმინებას გამოიჩენთ, მოიმარჯვებთ იმ წლის ჩვეულებრივ, კედლის კალენდარს რომელ წელსაც თქვენ დაიბადეთ და გამოიეყენებთ ქვემოთ მოყვანილ ფორმულას, პრობლემები უკანა პლანზე გადაინაცვლებს და თქვენ საკუთარ თავზე კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებთ (თუმცა, ამის გარდა ზუსტად უნდა იცოდეთ საკუთარი დაბადების საათი, უკეთეს შემთხვევაში წუთიც, რადგან ასტროლოგიაში ოთხი წუთის განსხვავება ერთ გრადუსს შეცდომას იძლევა, რასაც ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციამდე მივყავართ).
მაშ ასე, კალენდრით უნდა გაარკვიოთ თქვენი დაბადების დღეს როდის ამოვიდა მზე, როდესაც ამას გაარკვევთ, ერთი ნაბიჯიღა დაგრჩებათ საკუთარი ასცენდენტის დასადგენად.

ასცენდენტის ფორმულა:

- თუ თქვენ ხართ ვერძი და დაიბადეთ მზის ამოსვლის მომენტში, მაშინ თქვენი ასცენდენტი პირველ ნიშანში, ანუ ვერძის ზოდიაქოში იქნება.
- თუ თქვენ მზის ამოსვლიდან 2-4 საათის შემდეგ მოევლინეთ ქვეყანას, მაშინ თქვენი ასცენდენტი უკვე შემდეგ ნიშანში, ანუ კუროში იქნება გადასული.
- თუ მზის ამოსვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მესამე ნიშანში იქნება.
- თუ მზის ამოსვლასა და ჩასვლა შორის დაიბადეთ, ASC მეოთხე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეხუთე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეექვსე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლისას დაიბადეთ, ASC მეშვიდე ნიშანში ეძებეთ.
- თუ მზის ჩასვლიდან 2-4 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მერვე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მეცხრე ნიშანში იქნება.
- თუ თქვენი დაბადება დაემთხვა მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის დროის ზღვარს, ASC მეათე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთერთმეტე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთორმეტე ნიშანშია.
პ. ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ასცენდენტის ძებნისას ზოდიაქოს ნიშნების გადათვლა "საკუთარი" ნიშნიდან უნდა დაიწყოთ (თუ კურო ხართ და მზის ამოსვლისას დაიბადეთ, ASC კუროში იქნება და ა. შ.).

ასცენდენტი სასწორში
გარეგნობა: საშუალო ტანის, კარგი აგებულების, ღია ფერის თმები, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი სახე, თბილი და გულისხმიერი გამოხედვა.
ხასიათი: კომუნიკაბელურია, უყვარს პარტნიორები და ვერ იტანს მარტოობას, ძალზე განვითარებული აქვს სამართლიანობის გრძნობა, უყვარს როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, უყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა. მოღვაწეობს ხელოვნების ფართო სპექტრში, ასევე მისთვის საინტერესოა დიპლომატია და იურისპრუდენცია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.

Posted by: Scoorp 25 Oct 2010, 11:44
ისა
ეს სტელარიუმიაო
და ამის მიხედვით მზე
ქალწულის ზოდიაქოშია ეხლა
თუ იცით ამიხსენით
რა არის საერთოდ სტელარიუმი?
http://www.radikal.ru

Posted by: starchild 25 Oct 2010, 12:22
QUOTE (Scoorp @ 25 Oct 2010, 11:44 )
ისა
ეს სტელარიუმიაო
და ამის მიხედვით მზე
ქალწულის ზოდიაქოშია ეხლა
თუ იცით ამიხსენით
რა არის საერთოდ სტელარიუმი?
http://www.radikal.ru

პრინცეს smile.gif

როცა 4 ან მეტი პლანეტაა ერთ ნიშანში ,ეს ქმნის სტელარიუმს, ერთგვარ თანავარსკვლავედს, რაც გარკვეულ სიმძიმის ცენტრს ქნის და საკმაოდ აძლიერებს ამ ნიშანს, ეს შეიძლება სულაც არ იყოს მზის ნიშანში ან სულაც მზის გარეშე იყოს სხვა პლანეტათა კრებული, თუმცა ამ დროსაც საკამო გავლენა აქვს ადამიანზე და მის ცხოვრებაზე, ნუ ასევე გააჩნია რა პლანეტებია wink.gif :*

Posted by: Tropical 25 Oct 2010, 19:04
ასტეროიდებზე არ ვრცელდება? მხოლოდ პლანეტები იგულისხმება სტელარიუმში?
6 არსება მყავს თავმოყრილი მორიელში, ყველაზე მეტი ესაა, აქ იგულისხმება ასტეროიდებიც

Posted by: Jermina 25 Oct 2010, 22:27
starchild
ოთხი მთავარი პლანეტა მყავს მერწყულში, ვენერა, მარსი, სატურნი და მთვარე
მზე და მერკური კი თხის რქაში მყავს, ჰოდა თხის რქა უფრო მეტად ვარ თუ მერწყული ვერ გავიგეsmile.gif))

Posted by: starchild 25 Oct 2010, 23:33
QUOTE (Jermina @ 25 Oct 2010, 22:27 )
starchild
ოთხი მთავარი პლანეტა მყავს მერწყულში, ვენერა, მარსი, სატურნი და მთვარე
მზე და მერკური კი თხის რქაში მყავს, ჰოდა თხის რქა უფრო მეტად ვარ თუ მერწყული ვერ გავიგეsmile.gif))

მოდი ასე გეტყვი, აქ არ იზომება მაინც და მაინც პლანეტათა რაოდენობით ადამიანის პიროვნება, პლანეტები თავისი მნიშვნელობით და ფუნქციით არ არის თანაბარი ასე რომ ვერც ასე განსაზღვრავ რომ რახან აქ მყავს ბევრი პლანეტა ეს უფრო ვარ ან ის.
ყველა პლანეტა კონკრეტულ რაღაცაზე ახდენს გავლენას და თავის ელფერს აძლევს ადამიანს, მის ცხოვრებას და პიროვნებას. გინდ 5 პლანეტა ყავდეს ადამიანს რამე ნიშანში ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი მაიც და მაინც ის ნიშანია.
შენ შემთხვევაში 3 პერსონალური პლანეტაა და ერთი გარე სოციალური ერთ ნიშანში, საკითხავია ისინი შეერთებაში არიან თუ არა. ეხლა შენი კითხვაც ცოტა არასწორად არის დასმული, შენ მეკითხები მე თუ როემლი ხარ, ეს პირველ რიგში თუ შენ ასტროლოგიას სწორად აღიქვამ, შენი განსაზღვრის ობიექტია, სხვამ როგორ უნდა გითხრას, შენ ვინ ხარ, და ვერც გეტყვის, თუ შენ კარგად იცი თხის რქა როგორი ნიშანი და ასევე თუ როგორია მერწყული მაშინ უკვე თავად გაავლებ ხაზს და ჩამოგიყალიბდება საკუთარ თავზე სწორი შეხედულება. მე შემიძლია გითხრა შენი მონაცემებით ვინ ხარ, მაგრამ არ ვიზამ ამას, იმიტომ რომ სანამ შენ არ მიხვდები და არ მიხვალ ამ აზრამდე, ჩემმა აზრმა თუნდაც სწორი იყო, შეიძლება დაბრკოლებასავით იმოქმედოს შენთვის ამ პასუხის ძიებაში.

Posted by: diaz_niasamidze 7 Nov 2010, 01:08
1. ულმობელთა ნიშნების („ვირთხა“, „ხარი“, „ტახი“) სამეული, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი მგრძნობელობით. ისინი შრომობენ თავდაუზოგავად და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ. ოჯახური თანაცხოვრებისას მათგან სინაზისა და თანაგრძნობის მოთხოვნა შეუძლებელი ხდება. ამის მიუხედავად, მათ ხშირად სენტიმენტალობაც ახასიათებთ და არ მალავენ თვალზე მომდგარ ცრემლს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს მათგან თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეთ. ასე რომ, თუ მათ გვერდით გიწევთ ცხოვრება, ეს ყოველივე უნდა გაითვალისწინოთ და ამგვარად აიცილოთ კონფლიქტი და გაუგებრობა მათთან ურთიერთობისას.

2. გულჩვილი ნიშნების („გველი“, „ცხენი“, „თხა“) სამეული გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ჰუმანურობით. მათ რცხვენიათ საკუთარი ემოციისა და ცრემლის სააშკარაოზე გამოტანა, ცდილობენ, გარშემო მყოფებს რკინის ადამიანებად მოაჩვენონ თავი. ნუ დაუჯერებთ მათ ასეთ თვისებას, რადგან მათი გულის მოლბობა და დაყოლიება ძალიან ადვილია.

3. მიწიერი ნიშნების („მაიმუნი“, „მამალი“, „ძაღლი“) სამეულის წარმომადგენლები ხშირად ცდილობენ, მოუხერხებელი და მეოცნებე ადამიანების როლი ითამაშონ. სინამდვილეში კი მათ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება და ნებისმიერ სფეროში მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ. ეს თვისებები მეტად მნიშვნელოვანია ოჯახური თანაცხოვრების დროს.

4. უმოქმედობის ნიშნების („ვეფხვი“, „კატა“, „დრაკონი“) წარმომადგენლები კი, პირიქით, ჭეშმარიტი მეოცნებეები არიან. მათ მატერიალური ქმედება მხოლოდ სიტყვიერად, აზრის საშუალებით შეუძლიათ.



Posted by: true_woman 8 Nov 2010, 17:59
პირადი ჰოროსკოპით შესაძლებელია იმის დადგენა უცხოეთში რომელ ქვეყანაში იქნება წასვლა უკეთესი?

Posted by: Scoorp 8 Nov 2010, 18:32
true_woman


კი
-----

----

Posted by: s_a_l_o_m_e 17 Nov 2010, 00:28
როცა ლილიტი და ასცენდენტი ერთმანეთს ემთხვევა რას ნიშნავს?

Posted by: cinemamu 17 Nov 2010, 19:26
რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია ვედური ასტროლოგიიდან:

წამოწყებებისთვის არ ვარგა სამშაბათი და შაბათი დღეები (შაბათს ქორწილი, რაც მოდაშია საქართველოში, აბსოლუტური სისულელეა).

ასევე არ ვარგა ახალი მთვარე და მთვარის 4, 8 და 14 დღეები.

მთვარის 11 (ეკადაში)და 12 (დვადაში) დღეები ძალიან კარგია მარხვისთვის და ამ დღეებში (ან 11-ში ან 12-ში) არ უნდა ვჭამოთ ხორბლეული, მარცვლოვნები და პარკოსნები. თუ სრულ მარხვას დავიცავთ კიდევ უკეთესია.

მთვარის 10 დღეს პირიქით, მარხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ დრეს მართავს "იამა" - სიკვდილის ღმერთი.

თუ ეკადაშზე მარხვას დაიცავთ, ჭკუა მთელი თვის განმავლობაში დაცული იქნება მავნე ზემოქმედებებისგან.

ასევე მარხვა (ან შიმშილობა) კარგია შაბათობით (ოღონდ არ უნდა ემთხვეოდეს მთვარის მეათე დღეს).

ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო smile.gif


ხო და თხოვნა მექნება, თუ იცით სად დევს მთვარის კალენდარი თბილისთან მიმართებაში? ანუ როგორ გამოვთვალო მთვარის ფაზები?

Posted by: kristiii777 17 Nov 2010, 21:02
მარხვის დაცვის წესებს, დაწყების, შენახვისა და დამთავრების დროს რელიგია ,მისი გარკვეული წესები (ტიპიკონი) განსაზღვრავს და არა ასტროლოგია. ასტროლოგიას თუ მივყევით მაგ საქმეში,-"ასტროლოგიის მარხვას" დავიცავთ და არ დავუშვათ, მართლმადიდებლურ მარხვას.

Posted by: cinemamu 17 Nov 2010, 21:12
kristiii777

ასტროლოგია მეცნიერებაა და მას ისეთივე კანონზომიერებები აქვს, როგორც ფიზიკას, ან სხვა მეცნიერებებს. არის პერიოდები, როცა მთვარე პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. მაგალითად პირველ ოთხ დღეს სწავლების უნარი დაქვეითებულია. მოკლედ მთვარე ჭკუაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს (ეს არ გულისხმობს ფატალიზმს). რელიგიურ მარხვებს თავისი ადგილი აქვს და ისიც უნდა დავიცვათ იმის მიხედვით, რა რელიგიას მივყვებით, მაგრამ ასტროლოგიური რჩევები თუ არ გამოგვადგება, ყოველ შემთხვევაში არ დაგვაზიანებს მაინც. ჯანსაღად და ზომიერად უნდა შევხედოთ ყველაფერს, თორე ზოგი ასტროლოგიაზეც "იციკლება" და ყველაფერს ფაზების მიხედვით აწყობს.

მითუმეტეს რელიგიის მიერ იყო ადრე ნათქვამი, რომ შაბათს, უნდა დავისვენოთ. იმიტომ რომ შაბათი (ინგ-"სატურდეი") სატურნის დღეა, სატურნი კი ასკეტიზმის და სიძნელეების სიმბოლოა და ამ დროს საქმეებისგან თავი უნდა შევიკავოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შაბათს სიკეთე არ უნდა ვაკეთოთ. შაბათს ქორწილის გადახდა კი ნიშნავს, რომ ოჯახს მთელი ცხოვრება სიძნელეების გადალახვა მოუწევს...

მოკლედ გამგები გაიგებს.

Posted by: kristiii777 17 Nov 2010, 21:25
cinemamu
გასაგებია ეგ პოზიტიურ-ნეგატიური პერიოდები,მაგრამ მარხვაშიც თუ მაგას მიყვება ადამიანი, მაშინ რელიგიურ მარხვას როგორღა დაიცავს? თუ ასტროლოგია გეუბნება რომ ამა და ამ დღეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს მთვარე და ა.შ. და ამ დროს კი კანონიკურად მარხვაა, -(და ეს დაპირისპირება ხომ შეიძლება მოძრაობას დაემსგავსოს წრეში და მიიღოს მუდმივი სახე- დაპირისპირება ასტროლოგის რჩევებისა მარხვაში და რელიგიური მარხვის წესს შორის) როგორღა დაიცავს ადამიანი რელიგიურ მარხვას?

ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია.

ეგებ, წირვა-ლოცვის დღე(გარკვეულ პერიოდში) ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ადამიანზე და, ბარემ, ისიც გვირჩიონ ასტროლოგებმა ეკლესიაში და სხვა რელიგიურ "სახლში" როდის უნდა წავიდეს ადამიანი?

ანუ, ხომ მიხვდი რა "მეპარადოქსება" ? იმედია, მიხვდი რას ვგულისხმობ 2kiss.gif

Posted by: Konstantin_Logos 18 Nov 2010, 20:25
ახლა კი დავუბრუნდეთ ასტროლოგიას biggrin.gif

ცნობილია რომ არსებობენ კეთილი, ბოროტი და ნეიტრალური პლანეტები.
კეთილია-მზე, იუპიტერი, ვენერა
ნეიტრალური-მთვარე და მერკური
ბოროტი-მარსი, სატურნი, ნეპტუნი, ურანი, პლუტონი

არსებობს პლანეტებს შორის დამოკიდებულებაც, ზოგი პლანეტა შეერთებისას ქიშპობს ერთმანეთთან, ზოგი აკეთილშობილებს მეორეს, ზოგიერთი შეერთება უბრალოდ ნეიტრალურია.

user posted image

Posted by: kristiii777 20 Nov 2010, 21:13
არ ვიცი სად დამედო ეს ვიდეო და, გადავწყვოტე აქ გაგიზიაროთ smile.gif



პლანეტების ხმა.
შემეშინდასავით idea.gif
* * *
სატურნის ხმაზე ლამის სუნთქვა შემეკვრა biggrin.gif baby.gif იუპიტერის ხმაზეც smile.gif
ნეპტუნის ხმა შედარებით მშვიდია smile.gif
moon of Jupiter
moon of Uranus ესენი რაღას ნიშნავს? sad.gif

Posted by: Konstantin_Logos 20 Nov 2010, 22:02
kristiii777
QUOTE
moon of Jupiter
moon of Uranus ესენი რაღას ნიშნავს? 

თანამგზავრი იგულისხმება biggrin.gif

Posted by: Komble 23 Nov 2010, 13:45
ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად მაგარი პროგრამა ვიპოვე: http://www.stellarium.org/ ძალიან მომეწონა.

Posted by: cinemamu 25 Nov 2010, 13:48



Posted by: diaz_niasamidze 4 Dec 2010, 01:04
თუ თქვენი დაბადების თარიღია 15, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 5 და მიიღებთ 6-ს. გამოდის, რომ თქვენი პირადი რიცხვი 6-ია. მაგრამ, თუ შეკრების შემდეგ ისევე ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, მაგალითად, 29, 2+9=11, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 1 და მიიღებთ 2-ს, რომელიც თქვენი პირადი რიცხვი იქნება. თუ თქვენ შეკრიბეთ რიცხვები, მაშინ დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რეკომენდაციებს.

1 – სიყვარულში შეუდარებელი ადამიანი ხართ. გიყვართ ლიდერობა და პირველობის სურვილი სექსუალურ ურთიერთობებშიც ვლინდება. თქვენი შარმი და მიმზიდველობა შეუმჩნეველი არ რჩება. ეგოიზმი კი ურთიერთობებს გირთულებთ. გიყვართ პაემნების დროს მდიდრულ გარემოში ყოფნა. ხოლო სიყვარულში კი უპირატესობა გამოცდილ პარტნიორს მიანიჭეთ.

2 – ემოციური ხართ და ეს ხშირად გიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. თუ ვინმე გიყვართ, გიყვართ მთელი არსებით. თუმცა, ხშირად რისკავთ და თქვენს სიყვარულს სასწორზე დებთ.

3 – საწოლში მაქსიმალურად იხარჯებით, თუმცა შესაძლოა, საყვარელ ადამიანს საუბრის დროს ხშირად ტკენდეთ გულს. ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებთან ფლირტს ნუ გააბამთ. გირჩევთ ურთიერთობას მეტად რეალისტ და პრაქტიკული ადამიანებთან. დააფასეთ საკუთარი თავი და იყავით მეტად დამოუკიდებელი.

4 – თქვენს ვნებას ბევრი ვერ უძლებს. რომანტიკული ბუნებით არაერთ ადამიანს მოხიბლავთ. გიყვართ სასიყვარულო-სტაბილური ურთიერთობები. არ მოთოკოთ გრძნობები. ხშირად დიდ სიყვარულს მეგობრულ წრეში ეძებთ. ქვეცნობიერად კი ყოველთვის გიზიდავთ ის, რაც აკრძალულია.

5 – თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები თავგადასავლებით არის სავსე. ცვალებადი ხასიათის გამო, სიყვარულში ხშირად ახალ პარტნიორებს ეძებთ. მოუთმენელი ბუნების გამო, სიყვარულში არ გიმართლებთ. ჯობია, კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. გიყვართ, როცა ემორჩილებით საყვარელ ადამიანს და არ ფარავთ მის წინაშე ვნებას. ხშირია მასთან მოულოდნელი შეხვედრები.

6 – როცა გიყვართ, თვალები სხვანაირად გიბრწყინავთ. ამ დროს მეტად ხელგაშლილი და მზრუნველი ხართ. გესმით სექსის ხელოვნება. მოქმედებთ გრძნობით და არა გონებით, რის გამოც სიყვარულში ხშირად არ გიმართლებთ. აუცილებელია ისეთ პარტნიორზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც მგრძნობიარეა, მაგრამ აუჩქარებელი და რომანტიკული.

7 – ხშირად ცდებით სასიყვარულო პარტნიორის არჩევის დროს. არ იქნება ურიგო, თუ თავიდან დისტანციას დაიცავთ, კარგად დააკვირდებით და შემდეგ გაიხსნებით მასთან. ვერ აიტანთ, თუ საყვარელი ადამიანი კარიერაში შეგიშლით ხელს. იმდენად ეთაყვანებით თქვენს სხეულს, რომ ხშირად თავადვე რჩებით მოტყუებული.

8 – ადვილად შეგიძლიათ მოხიბლოთ ადამიანი. არასდროს დამალოთ თქვენი ხიბლი. გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანი ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებთ. თქვენთვის სექსი მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონტროლის საშუალებაა. ცხოვრებაში ხანმოკლე სასიყვარულო ისტორიები მრავლად გექნებათ.

9 – ცდილობთ, ასიამოვნოთ საყვარელ ადამიანს. სექსუალურ ცხოვრებაში ძლიერ პარტნიორს აფასებთ. საჭიროა, მან ხშირად შეგახსენოთ, რომ შეუდარებელი ხართ. სიყვარულში ხან სუსტი ხართ, ხან ძლიერი, არასდროს კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. გირჩევთ, ცხოვრების თანამგზავრად ინტელექტუალურ და დახვეწილ ადამიანზე შეაჩეროთ არჩევანი


ამის ნერვი არ მაქვს და თუ ვინმეს გაქვთ გააკეთეთ ))

ქართული ანბანის თითოეული ასო ასტროლოგიური კუთხით, გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია და მას კონკრეტული, ერთნიშნა რიცხვი შეესაბამება. ამ რიცხვებს კი ჩვენთვის, ადამიანებისთვის ყველა საინტერესო და საჭირო საკითხის შესახებ, შეუძლია ინფორმაციის მოწოდება. ასოების რიცხობრივი მნიშვნელობები ასე ნაწილდება: 1 – ა, ე, ი; 2 – ბ, კ, რ, პ, ო, ქ, ხ, ყ; 3 – ჯ, გ, შ, ლ, ღ, ჟ; 4 – დ, მ, ტ, თ; 5 – ნ; 6 – უ, ვ, ს; 7 – ზ; 8 – ფ, ჰ, ჩ, ჭ; 9 – ძ, წ, ც.

შეგიძლიათ ჩაუთქვათ რაიმე, მაგალითად, დასვათ გონებაში კითხვა, რომელზეც პასუხი გაინტერესებთ, შეუსაბამეთ თითოეულ ასოს შესაბამისი რიცხვი, ზემოთ მოტანილი ცხრილიდან და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია.

მაგალითად, კითხვა: როგორ მივაღწევ წარმატებას პირად ცხოვრებაში? 22322 41613 916 9124141216 21214 9226212131=112 1+1+2=4

მიღებულ რიცხვს მიუმატეთ თქვენი სახელის, გვარის, მამის სახელისა და დაბადების თარიღისგან მიღებული რიცხვი. მაგალითად, დავით გიორგის ძე რევია, ათას ცხრაას ოთხმოცი, ათი მარტი.

დავით რევია გიორგის ძე – 41614 21611 3122316 91. 16+11+18+10=55 5+5=10 1+0=1

ათას ცხრაას ოთხმოცი – 1416 922116 2424291 12+21+24=57 5+7=12 1+2=3

ათი მარტი – 141 41241 6+12=18 1+8=9

მიღებული რიცხვები შეკრიბეთ, სანამ არ მიიღებთ ერთნიშნა რიცხვს.

1+3+9=13 1+3=4

ანუ, გამოვიდა, რომ დასმული კითხვის პასუხი, კონკრეტული ადამიანისთვის არის 4.

მიღებული რიცხვის ასტროლოგიური განმარტება კი ასეთია:

1 – ჩანაფიქრი აგისრულდებათ და საწადელს მალე მიაღწევთ;

2 – ამ საკითხის გადაწყვეტაში, უმჯობესია, ოჯახის წევრების აზრი გაიზიაროთ. მშობლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

3 – უმჯობესია, იყოთ მეტად აქტიური და გაიზიაროთ მეგობრებისა და ახლობლების რჩევები წარმატების მისაღწევად.

4 – კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის დროს დაიბარეთ მეგობრები და ნათესავები. მათი დახმარებით შეძლებთ მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

5 – ამ საკითხის გადაწყვეტაში დაგეხმარებიან ნაცნობები, თუმცა, გადაწყვეტის დროს, ჯობია მეტი ინფორმაცია შეაგროვოთ და კარგად გაიზიაროთ ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ.

6 – დაიხმარეთ გამოცდილი ადამიანები და კოლეგები. ასევე, გაითვალისწინეთ, საყვარელი ადამიანის რჩევა.

7 – მიმოიხედეთ ირგვლივ და გაითვალისწინეთ ყველა დეტალი. გარშემო მყოფებში ამოირჩიეთ სანდო ადამიანი, ვისაც თქვენს სურვილს გაუმხელთ და მისგან მიიღეთ კომპეტენტური რჩევა, რეალიზება, რამდენად რეალურია თქვენი სურვილის განხორციელება.

8 – ნუ იქნებით სულსწრაფი. აკონტროლეთ ემოციები და კონფლიქტისადმი მიდრეკილება. „რქებით მიწოლით” ამ საკითხს ვერ გადაწყვეტთ. იაზროვნეთ პრაქტიკულად.

9 – მიჰყევით გულისთქმას, ენდეთ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ. უმჯობესია, სწრაფად იმოქმედოთ და დრო ტყუილუბრალოდ არ დაკარგოთ. მაშინ, წარმატებას ადვილად მიაღწევთ და თან, დანაკარგების გარეშე.

Posted by: Miss_Manette 18 Dec 2010, 00:35
http://pix.ge/


მგონი სწორია smile.gif)

Posted by: woman_ 18 Dec 2010, 00:38
Miss_Manette
ეს ცხრილი მინდოდა ზუსტად, გამახარე 2kiss.gif




და იქნებ ორსიტყვიანი განმარტებაც იყოს სადმე, რომელი რას ნიშნავს
მხოლოდ მუტაბელური ვიცი და ფიქსირებული
აი, კარდინალური რა პწიჩკაა მაინტერესებს chups.gif

Posted by: Miss_Manette 18 Dec 2010, 00:46
woman_
2kiss.gif

კარდინალურზე ამ თემაში ლოგოსს ეწერა http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=19122743


ხვალ საღამოს თუ მოვიცლი,უფრო სწორად თუ არ დამეზარა,ამ თემის კატალოგს შევადგენ-რა რომელ გვერდზეა და I პოსტში ჩავუმატებ. chups.gif მგონი სულელური იდეა არაა user.gif

Posted by: dima-dima 19 Dec 2010, 23:04
მოგესალმებით ყველას! love.gif
სკოლის დროიდან მიტაცებდა ასტროლოგია, ბევრს ვკითხულობდი, რაც ჩამივარდებოდა ხელში smile.gif მიყვარდა ასტროლოგიური პროგნოზების კითხვა. მაგრამ ნენ-ნელა რაც ეწერა ხოლმე ნაკლებად ხდებოდა. სულ მაინტერესებდა ხოლმე რაზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა რაც იბეჭდება გაზეთებსი, ფართო მასებზეა გათვლილი და შეიძლება არაზუსტი ყოფილიყო. მაგრამ მიზეზი შეიძლება სხვა რამეშიც ყოფილიყო.
დიდი ხანია პასუხს ვეძებდიდა და აქ ვნახე პასუხი. აი მინდა დავდო საინტერესო ლინკი ასტროლოგიაზე, იქ ძალიან მოკლედ და ლაკონურად წერია. იქნებ ვინმესთვის საინტერესო აღმოჩნდეს:

http://www.self-discovery.ge/astrologia

user posted image

Posted by: sharlot 23 Dec 2010, 20:23
resurgam-ს შევპირდი, ნეპტუნის და პლუტონის შეერთებას დავწერდი მშვილდოსნის ზოდიაქოში, მაგრამ ჩემს წიგნში პლუტონზხე არ წერია არაფერი, ხოლო ნეპტუნი მშვილდოსანში აგერ.
წყარო.
ეზოთერიკის II ტომი (ასტროლოგია).
მიუნხენის პარაფსიქოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო კურსი.

ნეპტუნი მშვილდოსანში.

მგრძნობიარობა(восприимчивость) + ვერ ვთარგმნე (задушевностъ) = წინათგრძნობა.

დადებითი გავლენა: აღმაფრენა/შთაგონება, რწმენის ძალა, იდეალიზმი. მეტაფიზიკური და რელიგიური ინტერესები, საყოველთაო სიყვარული ადამინებისადმი, რომანტიკა.
უარყოფითი: თავი სთავზე გულსი გატეხვა, უზომო სიმორცხვე, მეოცნებეობა, აძლევს უფლებას მოხიბლონ, ფანატიზმი, "ფეხქვეშ ნიადაგის გამოცლა".

ჯანმრთელობა: ნერვული დაძაბულობა, შეურაცხადობა.

Posted by: matusala_5 23 Dec 2010, 21:42
თუ შეგიძლით დამეხმარეთ მაინტერესებს
ლილიტი მორიელში (ქალწულის სახში)...კარგია თუ ცუდი?დადებითი ასპექტითა ვენერასთან

Posted by: Miss_Manette 23 Dec 2010, 21:46
matusala_5
Лилит в Скорпионе
Чувственность проявляется в области инстинктов. Богатый, изнуряющий физически жизненный опыт. Садистские наклонности. Сексуальная мощь. Художественная, артистическая и умственная плодотворность. Склонность к разврату, интерес к черной магии.

Лилит в VI доме
Психологический образ врага - болезни, истинные и вымышленные, а также сослуживцы и лица, находящиеся на иждивении человека. Часто вражда переносится на домашних животных.
Тяга к должностным преступлениям, злоупотреблению властью.

ასპექტს ვერ გეტყვი smile.gif

Posted by: matusala_5 23 Dec 2010, 21:57
Miss_Manette
გაიხარე!!!!!!!მგონი დადებითი ასპექტი ცოტათი მაინც უშველის yes.gif
* * *
Miss_Manette
მე და შენ მზეც და მთვარეც კარდინალურ ნიშანში რო გვყავსsmile.gif)))
მძიმე შემთხვევა,თუმცა საინტერესო 2kiss.gif




ერთი შეხედვით თხის რქა კონსერვატიულია, რომელიც ზღუდავს ყველას და ყველაფერს, თითქოსდა არაა მზად ცვლილებებისთვის, სიახლისთვის... მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ თხის რქას აქვს უდიდესი ამბიციები დაიპყროს სიმაღლეები, მიაღწიოს სრულყოფილებას. თხის რქა არის ყველაზე განვითარებული კარდინალური ნიშანი. მისი ცხოვრება ეს არის ერთი დიდი ცვლილება გაწელილი დროში, თანმიმდევრული მაგრამ თამამი. ბ პუნქტს თხის რქა აღწევს უკვე სრულიად სხვა პიროვნებად ვიდრე ა პუნქტის დატოვების დროს იყო...თუმცა ვერძის ისტორიისგან განსხვავებით ამის შემჩვნევა შეიძლება მხოლოდ სიმაღლიდან...


ვერძი მუდამ მზადაა ცვლილებებისთვის, აბსოლუტურად არ ეშინია მათი, პირიქით ცდილობს გამოიწვიოს ისინი. და ეს იმიტომ ხდება რომ ცვლილებები მას რაიმე ახალს სთავაზობენ, რაც მისთის ჟანგბადივით საჭიროა...


Posted by: mad_man 28 Dec 2010, 01:07
ერთი კთხვა მაქვს... ოღონდ არ ვიცი პასუხის მოსმენა მართლა მსურს თუ არა sad.gif შეიძლება ძალიან დაღლილი ვარ რთული სამუშაო დგის მერე და მარტივ ჭეშმარიტებას ვეღარ ვწვდები.(ირონიის გარეშე!!!) მაინტერესებს, თუ მართმადიდებლური კალენდრით, ახალი წელი ან შობა 2 კვირს შემდეგ დგება, გამოდის რომ ნებისმიერი ადამიანის ნათალური რუკის შედგენა, არა დღევანდელი კალენდარული მონაცემებით არამედ ძველი აღრიცხვით უნდა ხდებოდეს ხო??? ანუ თუ ადამიანი 9 მაისს დაიბადა ის არა კუროს, არამედ ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული გამოდის???

Posted by: Konstantin_Logos 28 Dec 2010, 09:04
mad_man
QUOTE
თუ მართმადიდებლური კალენდრით, ახალი წელი ან შობა 2 კვირს შემდეგ დგება, გამოდის რომ ნებისმიერი ადამიანის ნათალური რუკის შედგენა, არა დღევანდელი კალენდარული მონაცემებით არამედ ძველი აღრიცხვით უნდა ხდებოდეს ხო??? ანუ თუ ადამიანი 9 მაისს დაიბადა ის არა კუროს, არამედ ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული გამოდის???

კალენდარული ცვლილება/გადახრა არ ცვლის პლანეტების მდებარეობას ცაზე. ანუ ასტროლოგიისთვის სულერთია დღეს 15 მარტია თუ 30 მარტი, მთავარი ისაა რომელი პლანეტა სად იყო დაბადების მონეტში.

Posted by: matusala_5 28 Dec 2010, 11:22
logos
QUOTE
კალენდარული ცვლილება/გადახრა არ ცვლის პლანეტების მდებარეობას ცაზე. ანუ ასტროლოგიისთვის სულერთია დღეს 15 მარტია თუ 30 მარტი, მთავარი ისაა რომელი პლანეტა სად იყო დაბადების მონეტში.

ცოტა ვერ გავიგე, 15 მარტს ხომ სხვა განლაგებაა აქვს პლანეტებს და 30 მარტს სხვა,ანუ რა გამოდის?ჩვენ ხომ თარიღის მიხედვით ვადგენთ პირად რუკას და შესაბამისად ამ თარიღების სხვა და სხვაობა განსხვავებულ სურათ მოგვცემს არა?

Posted by: Miss_Manette 28 Dec 2010, 11:34


შევისწავლოთ ასტროლოგიას ახალ ლინკს მივუმატებ smile.gif

შავი მთვარე სინასტრიაში+ასპექტები

http://sasstrology.com/2010/03/black-moon-lilith-in-synastry.html

Posted by: matusala_5 28 Dec 2010, 23:58
ამ სტატიაში შეგვიძლია ზოგადად აღვწეროთ თუ კომპანიის საქმიანობის რა სფეროში შეიძლება წარმატებით იმუშაოს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა,
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (21 მარტი — 20 აპრილი) –
კომპანიის მუშაობაში საუკეთესოდ ავლენენ თავს როგორც აღმასრულებელი დირექტორები, ისინი თავს საუკეთესოდ ავლენენ მართვის სტრატეგიის, კომპანიის იმიჯის ამაღლების, გეგმების შემუშავების სფეროში.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (20 აპრილი --- 20 მაისი) —
თავის თვისებებს საუკეთესოდ ავლენენ ფირმის ფინანსური სტრატეგიის, ფინანსური პოლიტიკის, ბუღალტერიის, ფინანსური პრობლემების მოგვარების გზების აღმოჩენის სფეროში.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (20 მაისი --- 22 ივნისი)
--- თავის საუკეთესო თვისებებს ავლენენ კომპანიაში საჭირო ტრეინინგების ჩატარების, სავაჭრო სტრატეგიის შემუშავების, მარკეტინგის, რეკლამის, ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების სფეროში.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული (22 ივნისი --- 22 ივლისი) ადამიანები ---
თავის საუკეთესო თვისებებს ავლენენ კომპანიების გაერთიანების დროს, ოფისების და საწარმოო ფართების ორგანიზებისას, მიმდინარე საიტუაციის და შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენების სფეროში.

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (22 ივლისი --- 23 აგვისტო) ---
საუკეთესოდ ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს კომპანიის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების სფეროში, აგრეთვე ახალი კონცეფციების განვითარების მიმართ მოტივციის შექმნის სფეროში.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (23 აგვისტო --- 22 სექტემბერი) ---
საუკეთესოდ ავლენენ თავის შესაძლებლობებს კომპანიაში ადამიანური რესურსების გამოყენების, შიდა კომუნიკაციების, ტექნოლოგიური საკითხების მოგვარების, სამუშაო ადგილების მოწყობის სფეროში.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (22 სეტქმბერი --- 22 ოქტომბერი)
--- საუკეთესოდ ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს საზოგადოებასთან კონტაქტების, გარე კომუნიკაციების, კლიენტების მომსახურების და კოოპერაციის სფეროში.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (22 ოქტომბერი --- 22 ნოემბერი)
---- საუკეთესოდ ავლენენ საკუთარ თვისებებს კომპანიის ტრანსფორმირების, კრედიტორებთან და მოვალეებთან ურთიერთობების, ინვესტორებთან ურთიერთობების, ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (22 ნოემბერი --- 21 დეკემბერი)
--- საუკეთესოდ ავლენენ საკუთარ თვისებებს უცხო ქვეყნებთან და უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, კომპანიის ინოვაციების დანერგვის საქმეში, მუშა პერსონალის ცოდნის დონის ამაღლების სფეროში, სახელმწიფო სუბსიდიების გამოყენების საკითხებში.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები (21 დეკემბერი --- 20 იანვარი)
--- საუკეთესოდ ავლენენ საკუთარ თვისებებს მართვის სტრატეგიის, ძალაუფლების გადანაწილების, კომპანიის რეპუტაციის ამაღლების გზების მონახვის სფეროში.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული (20 იანვარი --- 19 თებერვალი)
ადამიანები ---- საუკეთესოდ ავლენენ საკუთარ თვისებებს კომპანიის ქსელური ორაგნიზების, სხვადასხვა თვითმართვადი და თვითორგანიზებადი ჯგუფების შექმნაში, ეს ადამიანები განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებენ კომპანიების ჩამოყალიბების პროცესში.

თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული (19 თებერვალი --- 21 მარტი)
ადამიანები --- საუკეთესოდ ავლენენ საკუთარ თავს ნებისმიერ კომპანიაში კონკურენტებთან ბრძოლის სტრატეგიის დასახვის საკითხებში, საქველმოქმედო სარეკლამო აქციების მოწყობის სფეროში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ინფორმაცია ზოგადია და უფრო კონკრეტულ ინფორმაციას კომპანია თანამშრომლების შესახებ მათი ჰოროსკოპის შედგენის შემდეგ ღებულობს.
Miss_Manette
QUOTE
ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა ხარ 

მადლობა გაიხარე,ჩემთვისაც 2kiss.gif

Posted by: Konstantin_Logos 29 Dec 2010, 00:36
matusala_5
QUOTE
15 მარტს ხომ სხვა განლაგებაა აქვს პლანეტებს და 30 მარტს

15 მარტი ერთი კალენდრით 30 მარტი მეორე კალენდრითაა. ანუ რეალურად ეს ერთი და იგივე დღეა და არა სხვადასხვა.
15 მარტს იულიუსის კალენდრით და 30 მარტს გრიგორიანული კანელდრით იქნება ერთი და იგივე მდებარეობა პლანეტების.
ანუ დროის აღქმა მაინც არ იკარგება, იმიტომ რომ დროის საათი ისევ მზე, მთვარე და ვარსკვლავებია, რომლებზეც აგებულია ესა თუ ის კალენდარი.

Posted by: mad_man 29 Dec 2010, 01:31
Logos

QUOTE
15 მარტი ერთი კალენდრით 30 მარტი მეორე კალენდრითაა. ანუ რეალურად ეს ერთი და იგივე დღეა და არა სხვადასხვა.
15 მარტს იულიუსის კალენდრით და 30 მარტს გრიგორიანული კანელდრით იქნება ერთი და იგივე მდებარეობა პლანეტების.
ანუ დროის აღქმა მაინც არ იკარგება, იმიტომ რომ დროის საათი ისევ მზე, მთვარე და ვარსკვლავებია, რომლებზეც აგებულია ესა თუ ის კალენდარი.

მადლობა, ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა რომ დღეს ისევ დაღლილი ვიყავი სამუშაო დღის შემდეგ...მაგრამ აგარ გადავდე და მოვიძიე საჭირო ინფორმაცია და გავარკვიე რა როგორ არისsmile.gif გუშინ უბრალოდ ფარულმა შიშმა მომიცვა... ნეტა კურო ხო არ ვარ ზოდიაქოს ნიშნით და შემთხვევით ჩემი ასცენდენტი სხვა ნიშანში ხომ არ არის თქო smile.gif))
* * *



Posted by: Miss_Manette 31 Dec 2010, 00:14

ქირონის,ლილიტის მდებარეობები და 1000 წვრილმანი

http://solar_a_w_e_f.tripod.com/starsforever/id6.html

Posted by: cinemamu 3 Jan 2011, 14:03
Рузов В.О. - Философский анализ 2011 года (პირველი ნაწილი)

http://www.vedamedia.ru/ayurveda-psihologiya-astrologiya/ruzov-v-o-/ruzov-v-o-filosofskiy-analiz-2011-goda-27-12-2010


Рузов В.О. - Философский анализ 2011 года (მეორე ნაწილი)

http://www.vedamedia.ru/ayurveda-psihologiya-astrologiya/ruzov-v-o-/ruzov-v-o-filosofskiy-analiz-2011-goda-28-12-2010


Рузов В.О. - Астрологический прогноз на 2011 год

http://www.vedamedia.ru/ayurveda-psihologiya-astrologiya/ruzov-v-o-/ruzov-v-o-astrologicheskiy-prognoz-na-2011-god-29-12-2010

Posted by: woman_ 6 Jan 2011, 15:54
უიმე, მომკლა და დამტანჯა ამ astrology.org-მა :/
ურევს სახლებსა და ასც-ს


ზეტის პროგრამა საიდან გადმოვწერო? cry.gif

Posted by: folkman 6 Jan 2011, 16:02
QUOTE (matusala_5 @ 3 Jan 2011, 19:00 )
MC-ს ზეტი და ასტრო.რუ თხის რქაში მიჩვენებს ,astrology.org მერწყულში და რომელი დავიჯერო?

www.astro.com ყველაფერს ავტომატურად შვრება და ზუსტია. მხოლოდ რეგისტრაცია უნდა. 2 წამის საქმეა.

woman_
http://astrozet.net/files/ZET9SETUP112-EN.###

Posted by: matusala_5 6 Jan 2011, 16:15
woman_
http://www.zaytsev.com/
მე აქედან გადმოვწერე

Posted by: mad_man 7 Jan 2011, 14:43
http://pix.ge/
* * *
თუ საინტერესო იქნება გავაგრძელებ პოსტვას, ცალკეული ნიშნების დახასიათებით wink.gif

Posted by: starchild 10 Jan 2011, 02:31
კარგად დაიმახსოვრეთ და გააანალიზეთ თქვენი ქირონის პოზიცია ძვირფასებო, ეს არის წერტილი სადაც ინდივიდის ხსნა არის wink.gif
უფრო კარგად რომ მიხვდეთ თუ რაზე ვსაუბრობ, გაიხსენეთ მითი თავად ქირონზე smile.gif

Posted by: vinchenz@ 10 Jan 2011, 02:55
starchild
აბა მსოფლიოს რომელ კუთხეში გაამწსებ კურო-მეცხრე სახლში ქირონიანს?smile.gif
მითიც მომიყევი არ ვიცნობsmile.gif

Posted by: starchild 10 Jan 2011, 03:12
არ მახსოვს მგონი ადრე დავპოსტე მაგრამ კიდე გავიმეორებ და დაიმახსოვრეთ...

კენტავრები უკვდავი არსებები იყვცნენ. ერთხელაც ქირონი დაიჭრა შხამიანი ისრით, მაგრამ რაკი უკვდავი იყო, ის არ კვდებოდა, თუმცა აუტანელი ტკივილით იტანჯებოდა, რომელსაც შხამი იწვევდა. და მან დაიწყო ძიება, უნდოდა თავი განეკურნა და წამლისთვის მიეგნო. მართალია მან საკუთარ წამალს ვერ მიაგნო მაგრამ ამ ძიებაში ბევრი ახალი იპოვა და შექმნა, რითიც სხვებს დაეხმარა, იხსნა. შემდეგ მიხვდა რომ ამ პროცესში სხვების დახმარებით საკუთარი ტკივილი უნელდებოდა.

ასტროლოგიურად ამისი აზრი ასეთია. იქ სადაც არის ქირონი პირად რუკაში, ეს არის ადამიანის ტკივილი, ის რაც ასე აწუხებს, აკლია, მაგრამ საქმე იმაშია რომ რაც თავად აწუხებს და აკლია, თავისთვის კი არ უნდა ეცადოს, არამედ ამაში სხვებს უნდა დაეხმაროს, თუ კი უნდა რომ საკუთარი სულიერი ჭრილობა გაანელოს და მოიშუშოს.

დანარჩენი თქვენ იცით.


vinchenz@ არავის არსად არ ვამწესებ მაგრამ ქირონი შენი მე 9 სახლში და კუროში, ჰმ მაგიტომაც ხარ საზღვარგარეთ სამუშაოდ, მაგრამ არამგონია ამით შენსას შველიდე...

Posted by: starchild 10 Jan 2011, 03:30
slon777
ქირონი კირჩხიბში, მე9 სახლში

ბევრ რამეს,

ზოგადადაც უამრავის თქმა შეიძლება. ტკივილი რომელიც ადამიანს აქვს, ეხება ოჯახს, (შეიძლება დედას) კერას, ყველაფერ ამის კავშირს საზღვარგარეთთან, შეიძლება ადამიანს ისიც უნდოდეს რომ საკუთარი ცხვორება უცხოელს დაუკავშიროს.
არადა ალბათ ამაში სხვებს უნდა დაეხმარო. ის რაც ემოციებს ეხება, მათ გამოხატვას, დაოჯახებას....

Posted by: starchild 10 Jan 2011, 03:37
BodySnatcher

ქირონი ლომში 12 სახლი

სავარაუდოდ, ადამიანი რომელსაც ძაან ტკივა ჩრდილში ყოფნა, გა სცენაზე გამოსვლა წყურია, ოღონდ არა პირდაპირ არამედ ფარულად. მას უნდა იყოს ცენტრში, და ამავე დროს ყურადღება ნაკლ;ებად მიიქციოს.

ასეთი ქირონის გამოსავალი შეიზლება იყოს ის რომ გადატანითი მნიშვნელობით ეს ადამიანი უნდფა იყოს ვინმეს მოძღვარი, სხვებს დაეხმაროს მწვერვალზე და ტახტზე ასვლაში, ასწავლოს ცხოვრების შავი მხარე, ქართული რეალობიდან რომ ვთქვათ, უნდა იყოს კარგი ნათლია, და სულიერი აღმზრდელი.
ის ვინც სხვებს აწვება ცხოვრებაში და გზას აკვალინებს, ბრძოლას ასწავლის და მათი გულისთვის იბრძვის.......

და ასე შემდეგ...

Posted by: Miss_Manette 10 Jan 2011, 10:51
Warning:
თემა არსი: მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციების განთავსება

აკრძალულია ამ თემაში პირადი ჰოროსკოპების განხილვა.

რომელიმე ინფო-ის დასაზუსტებელი კითხვა,რომლითაც ასტროლოგებს (ან ასტროლოგიაში გარკვეულ პირებს)  მიმართავთ,დარჩება თუ ზოგადი იქნება და არა პირადი კითხვა.
პირადი ხასიათის კითხვებისთვის მიმართეთ თემაში  ''კითხვები ასტროლოგიაზე''


I პოსტიდან ამოკოპირებული.

ამ თემაში გაოფებისთვის პირდაპირ +20% დარიგდება ...ცოტა ხანში yes.gif

პ.ს. პრეტენზიების ამავე თემაში გამოთქმას არ გირჩევთ no.gif

Posted by: mad_man 10 Jan 2011, 10:54
მოდი მე თანმიმდევრობას დავიცავ თქვენის ნებართვით smile.gif

Posted by: Miss_Manette 10 Jan 2011, 11:33
vinchenz@
QUOTE
პირადი ხასიათის კითხვებისთვის მიმართეთ თემაში''კითხვები ასტროლოგიაზე''


http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=23384793

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: vinchenz@ 10 Jan 2011, 11:37
http://www.bobmarksastrologer.com/chiron21.5.html
აჰათ ვინც ინგლისური იცით ქირონი ნიშნებში და სახლებში

Posted by: matusala_5 10 Jan 2011, 11:40

mad_man
სახლებშიც დადე მერე თუ შეგიძლია 2kiss.gif
* * *
პირველ სახში_თქვენ შეიძლება ასევე იყოს გონიერი მრჩეველი განსაკუთრებით ჯანდაცვის საკითხებიშიო?ეს უკვე საინტერესოა chups.gif

Posted by: mad_man 11 Jan 2011, 00:55
როგორც კი თავისუფალ დროს ვნახულობ ვცდილობ დავპოსტო ხოლმე, ჯერ 12 ზოდიაქოზე დავწერ და მერე გადავალ სახლების სისტემაზე smile.gif

Posted by: folkman 24 Jan 2011, 19:34
Present>
ზოდიაქო არის მზის ნიშანი რომელიც განსაზღვრავს ხასიათს.
მაგრამ ქვეცნობიერს და ემოციებს განსაზღვრავს მთვარე. ანუ ის ნიშანი სადაც მთვარე გყავს.
აზროვნების სტილს და კონტაქტებს განსაზღვრავს მერკურის ნიშანი და ა.შ.

შეიძლება ზოდიაქოთი თევზები იყო. ეს იმას ნიშნავს რომ შენი დაბადების მომენტში მზე თევზებში იყო და რადგან მზე (ზოდიაქო) განსაზღვრავს ხასიათს, ე.ი. ასეთ ადამიანს თევზების ხასიათი აქვს.
მაგრამ მას შეიძლება მერკური მერწყულში ყავდეს, მაშინ მისი აზროვნების სტილი მერწყულის შესაბამისი იქნება.
მთვარე მაგ. კუროში ყავდეს მისი ქვეცნობიერი, ემოციები კუროს შესაბამისი იქნება და ა.შ.
ყველა პლანეტა რაღაცას აყალიბებს ჩვენში, იმ ნიშნის შესაბამისად რა ნიშანშიც არის ეს პლანეტა შენს ჰოროსკოპში.

მე ლომი ვარ, მაგრამ მხოლოდ მზე მყავს ლომში. ამიტომ ლომის სასიყვარულო, სექსუალური და ა.შ. დახასიათებები, მე არ მეხება, რადგან სექსს და სიყვარულს მარსი და ვენერა განსაზრვრავს, მე კი ისინი ვერძში და ტყუპებში მაქვს.

ამიტომაც ყველა ლომი რაღაცით გავს ერთმანეთს. (ხასიათით) მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან დანარჩენი პლანეტები სხვადასხვა ნიშნებში, სახლებში ყავთ. სხვადასხვა ასპექტები აქვთ პლანეტებს და სხვადასხვა გარემოში იზრდებიან.

გადახედე ამ თემას.

Posted by: Present> 24 Jan 2011, 21:56
folkman
...............
QUOTE
ზოდიაქო არის მზის ნიშანი რომელიც განსაზღვრავს ხასიათს.
მაგრამ ქვეცნობიერს და ემოციებს განსაზღვრავს მთვარე. ანუ ის ნიშანი სადაც მთვარე გყავს.
აზროვნების სტილს და კონტაქტებს განსაზღვრავს მერკურის ნიშანი და ა.შ.

შეიძლება ზოდიაქოთი თევზები იყო. ეს იმას ნიშნავს რომ შენი დაბადების მომენტში მზე თევზებში იყო და რადგან მზე (ზოდიაქო) განსაზღვრავს ხასიათს, ე.ი. ასეთ ადამიანს თევზების ხასიათი აქვს.
მაგრამ მას შეიძლება მერკური მერწყულში ყავდეს, მაშინ მისი აზროვნების სტილი მერწყულის შესაბამისი იქნება.
მთვარე მაგ. კუროში ყავდეს მისი ქვეცნობიერი, ემოციები კუროს შესაბამისი იქნება და ა.შ.
ყველა პლანეტა რაღაცას აყალიბებს ჩვენში, იმ ნიშნის შესაბამისად რა ნიშანშიც არის ეს პლანეტა შენს ჰოროსკოპში.

მე ლომი ვარ, მაგრამ მხოლოდ მზე მყავს ლომში. ამიტომ ლომის სასიყვარულო, სექსუალური და ა.შ. დახასიათებები, მე არ მეხება, რადგან სექსს და სიყვარულს მარსი და ვენერა განსაზრვრავს, მე კი ისინი ვერძში და ტყუპებში მაქვს.

ამიტომაც ყველა ლომი რაღაცით გავს ერთმანეთს. (ხასიათით) მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან დანარჩენი პლანეტები სხვადასხვა ნიშნებში, სახლებში ყავთ. სხვადასხვა ასპექტები აქვთ პლანეტებს და სხვადასხვა გარემოში იზრდებიან.

გადახედე ამ თემას.

გასაგებია.. დიდი მადლობა რომ ამიხსენი..
გადავხედავ აბა ამ თემას..
ჩემი მონაცემები მაინტერესებს smile.gif
აუუ როგორ გავარკვიო ვერ მივხვდი ამიხსენით რა?

Posted by: Nirvana11 12 Mar 2011, 22:53
(ქალ) ბატონებო არ ვიცი სწორად ვკითხულობ თუ არა, მაგრამ თუ იცით მიპასუხეთ ციფრი 11 ამეკვიატა და ნიშნავს რამეს? ანუ ციფრ 11 რა დატვირთვა აქვს? (თუ აქვს საერთოდ)

Posted by: matusala_5 12 Mar 2011, 23:05
Nirvana11
http://forum.ge/?f=8&showtopic=34002171

Posted by: folkman 12 Mar 2011, 23:11
Nirvana11
მზის და ლომის ციფრია 1 და 11.

Posted by: folkman 13 Mar 2011, 23:01
თემის მიზანია დაიდოს ინფორმაციული პოსტები. ახალი წევრებისთვის.....
კითხვებისთვის არის თემა აპინული.
აქ მხოლოდ ინფორმაციებს ვდებთ.

Posted by: axavild 19 Mar 2011, 16:34
ასტროლოგიის საერთაშორისო დღე

user posted image

ასტროლოგიას დღესაც ცრუმეცნიერებად მიიჩნევენ, თუმცა ასტროლოგიის პოპულარობა მაინც დღითი დღე იზრდება. უფრო მეტიც, მსოფლიო ყოველი წლის 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის ჟამს, ასტროლოგიის დღეს აღნიშნავს.

ოდესღაც ითვლებოდა, რომ ასტროლოგების მომსახურებით სარგებლობენ ადამიანები, რომლებმაც ვერ მოიწყვეს თავიანთი ცხოვრება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასტროლოგების სჯერათ წარმატებულ ბიზნესმენებსაც. ასტროლოგებს დახმარებას დღეს უამრავი ადამიანი სთხოვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.შეიძლება ამიტომაცაა, რომ 20 მარტს, ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს, როცა ახალი ასტროლოგიური წელი იწყება, მეცნიერი-ასტროლოგები და, უბრალოდ, ”ვარსკვლავებით გატაცებულები”, პროფესიულ დღესასწაულს ულოცავენ ერთმანეთს. აი, უკვე ათ წელზე მეტია აღინიშნება ეს დღე და, აი, უკვე ათ წელზე მეტია სერიოზული ასტროლოგები ცდილობენ დაარწმუნონ სკეპტიკოსები, რომ ბულვარულ პრესაში დაბეჭდილ ”ვარსკვლავების წინასწარმეტყველებას” ასტროლოგიასთან თითქმის არაფერი აქვს საერთო. ჰოროსკოპები, რომელსაც ძალიან ხშირად არაპროფესიონალები ადგენენ, უფრო ასტროლოგიის კარიკატურაა. პროფესიით არქიტექტორი, ჟურნალ ”ლიბერალის” ფოტოჟურნალისტი ლევან ხერხეულიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ასტროლოგია, რომლითაც 1994 წლიდანაა გატაცებული, ძალიან დაეხმარა უკეთ შეეცნო, უკეთ გაეცნო თავისი ფოტოპორტრეტების პერსონაჟები. ლევანი ასტროლოგიას მეცნიერებად მიიჩნევს, ასტროლოგიის და ფსიქოლოგიის მსგავსებაზე გვესაუბრება

"კარგი ასტროლოგი ადამიანს ეხმარება შეიცნოს თავისი თავი, თუ ეს არ ხდება, ყველაფერი დანარჩენი მძიმე დანაშაულია ადამიანის მიმართ... ასტროლოგები ჩემთვის არიან გაიგივებულნი ფსიქოლოგებთან, რომელთაც შეუძლიათ დაანგრიონ კიდეც ადამიანი. ძლიერ ასტროლოგს შეუძლია ადამიანს შიგნიდან დაუნგრიოს ცხოვრება და ნება შეუსუსტოს..."

ნების შესუსტება მართლაც სერიოზული თემაა ასტროლოგიაში, მაგრამ ამის შიშით, ფსიქოანალიზიც უნდა ავკრძალოთ, რადგან ზოგიერთი პაციენტი ისე მიეჯაჭვება ხოლმე ანალიტიკოსს, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს კარგავს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ანალიტიკოსზე, ასტროლოგზეა დამოკიდებული, - ამბობენ ასტროლოგი-მეცნიერები. თანაც, მნიშვნელოვანია, რის გასაგებად მიდის ადამიანი ასტროლოგთან, რა აინტერესებს:

"მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ პრიმიტიული ადამიანები კმაყოფილდებიან იმ ფსევდოასტროლოგებით, იმ მეტყველებით, იმ პასუხებით... ანუ ღრმად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, თუ როდის მოიგებს მანქანას, როდის გათხოვდება და როდის გაუჩნდება შვილი, არამედ აინტერესებს რა ხდება მასში, მათ რომ ეს აუხსნან, ასეთი ხალხი გაცილებით უფრო ნაკლებია... რუკაში, რომელიც დგება, ინდივიდუალურ რუკაში, ჩანს ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, როცა ფსიქოლოგი იკვლევს რაღაც კომპლექსს, მან შეიძლება მიაკვლიოს ამ კომპლექსს ან ჩქარა, ან გვიან, მაგრამ ასტროლოგი როცა ხედავს რუკას, ამ კომპლექსს ხედავს მომენტალურად, თუ არის კარგი წამკითხავი... კარგი ასტროლოგი არის ჰუმანისტი, კარგი ფსიქოლოგი და ძალიან ზუსტი ინტერპრეტატორი იმისა, რასაც ხედავს... "

კარგი ასტროლოგი ჰუმანისტი იყო ჯერ კიდევ რომის იმპერიის ხანაში, როცა ასტროლოგიას მეცნიერების პრეტენზია გაუჩნდა. მაგრამ მოგვიანებით ასტროლოგიის დისკრედიტაცია დაიწყო. განსაკუთრებით საზოგადოების განვითარების კრიზისულ ეტაპებზე, როცა ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე რეალობიდან გაქცევა და თავის შექცევა ”მაგიებით”, კროსვორდებით, წინასწარმეტყველებით..ასე იყო თუნდაც 90-იანი წლების საქართველოში, როცა ჩვენში განსაკუთრებით აშკარად დამკვიდრდა მოდა ასტროლოგიაზე.

ასტროლოგს, ალბათ, იმის "გამოანგარიშებაც" უნდა შეეძლოს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, პროფესიონალი ასტროლოგის პროგნოზი უფრო საინტერესოა, ვიდრე "ყავაზე მკითხავების" თუ ნათელმხილველების წინასწარმეტყველება... მაგრამ ლევან ხერხეულიძემ გვითხრა, რომ მომავლის წინასწარმეტყველება ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ხოლმე:

"რელიგია აღიქვამს ასტროლოგიას როგორც დისციპლინას, რომელიც განაგებს ადამიანის მომავალს... გარკვეული თვალსაზრისით, ასეა, მაგრამ მე, მაგალითად, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა ყოველთვის პროგნოზები...“

ასეა თუ ისე, მიწისძვრა და ბუნების კატაკლიზმები იაპონიაში დაემთხვა ასტროლოგიის მსოფლიო დღეს და ადამიანებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწორედ მათ, ასტროლოგებს, მიაკითხეს. პროფესიონალი ასტროლოგების მხარდაჭერა კი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რათა ადამიანები შარლატანების მანიპულაციის მსხვერპლნი არ გახდნენ.

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2342261.html

Posted by: HAG 23 Mar 2011, 23:11
ესეც იდოს გამოგადგებათ, ყველა ნიშნის დღის და ღამის მმართველი პლანეტები. დაბადების მომენტში თავისთავად


Posted by: matusala_5 23 Mar 2011, 23:39
HAG
აუ რა კარგი ცხრილია ეგ არ ვიცოდი,ეს დღის და ღამის დაბადებულებზეც სხ/სხ გავლენას მოახდენს არა?ეს სატურნი არ მცილდება ვახ gigi.gif

Posted by: Slon-he 23 Mar 2011, 23:50
QUOTE (HAG @ 23 Mar 2011, 23:11 )
ესეც იდოს გამოგადგებათ, ყველა ნიშნის დღის და ღამის მმართველი პლანეტები. დაბადების მომენტში თავისთავად

ანუ ეს რას ნიშნავს, დღის მონაკვეთში თუ დავიბადე, მმართველი პლანეტა ქირონია, ღამის მონაკვეტში-ვენერა? eek.gif

Posted by: Selfish_kid 25 Mar 2011, 14:04
HAG

რა კარგი ცხრილია chups.gif

როგორც ვიცი
დღის პლანეტა ესაა ძირითადი მმართველი ნიშნის და ღამის დამხმარე

ანუ გავლენა პირველს უფრო მეტი აქვს mo.gif

Posted by: Konstantin_Logos 29 Mar 2011, 10:49
Slon*
QUOTE
ანუ ეს რას ნიშნავს, დღის მონაკვეთში თუ დავიბადე, მმართველი პლანეტა ქირონია, ღამის მონაკვეტში-ვენერა?

00სთ - 11:59 მდე დაბადებულებსითვის- ღამის მმართველი
12 დან 23:59 მდე დაბადებულებისთვის - დღის მმართველი.

მაგალითად მშვილდოსანი, რომელიც დაიბადა 18 სთ-ზე იმართება იუპიტერით. ხოლო 5 სთ-ზე დაბადებული ნეპტუნით.
ამ მმართველობებს ზოგიერთი ასტროლოგი არ იზიარებს. ჩემი აზრით ყურადღება უნდა მივაქციოთ ამასაც...

უფრო ზუსტად კი: თუ მზე ჰორიზონტს ქვემოთაა, ესეიგი დაბადება ღამისაა, თუ ჰორიზონტის მხარეს, ანუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მაშინ დაბადება დღისაა.
ანუ თუ მზე იმყოფება 1,2,3,4,5,6 სახლებში - დაბადება ღამისაა.
თუ 7,8,9,10,11,12 მაშინ დღის დაბადებაა...

Posted by: xatatula 29 Mar 2011, 10:55
აი მაგალითად რას ნიშნავს, მარსი მყავს ვენერაში და ასე შემდეგ...ვერ ვიგებ, ეს ცვალებადია თუ როგორ ხდება. დავიბადე 12.05.89, როგორ უნდა გავიგო ჩემზე მსგავსი რაღაცეები.... ძალიან სულელურად ვწერ სავაუდოდ...:ჩაინიკი:

Posted by: Konstantin_Logos 29 Mar 2011, 11:20
xatatula

QUOTE
აი მაგალითად რას ნიშნავს, მარსი მყავს ვენერაში და ასე შემდეგ...ვერ ვიგებ, ეს ცვალებადია თუ როგორ ხდება. დავიბადე 12.05.89, როგორ უნდა გავიგო ჩემზე მსგავსი რაღაცეები.... ძალიან სულელურად ვწერ სავაუდოდ...:ჩაინიკი:


მარსი ვენერაში ვერ გეყოლება, იმიტომ რომ ვენერაც და მარსიც პლანეტებია biggrin.gif
პლანეტები შეიძლება იყოს ზოდიაქოს ნიშნებში, სახლებში... მაგალითად მარსი - ვერძში, კუროში, ტყუპებში და ა.შ. 1,2,3 ან სხვა რომელი სახლში.
ვენერა სასწორში, თხის რქაში და ა.შ.

ამის დადგენა ხდება ცხრილებით, სადაც მითითებულია პლანეტების მდებარეობები ასტროლოგიურ ნიშნებში კონკრეტული თარიღების მიხედვით.

მაგალითად: 12.05.1989.

მზე - კუროში
მთვარე-ლომში
მერკური, ვენერა და იუპიტერი - ტყუპებში
მარსი - კიბოში

თვითოეული პლანეტა პასუხისმგებელია კონკრეტულ თვისებებზე. რომელიც ზოდიაქოს ნიშნის გავლენით სახეს იცვლის.

მაგალითად შენ ხარ კურო, ავლენ კუროსთვის დამახასიათებელ პრაქტიკულობას, კონკსერვატიულობას, გიყვარს კომფორტი და სილამაზე, ხელოვნება და შეიძლება თვითონაც ქმნიდე "ფორმებს"..
მთვარე გყავს ლომში, რაც შენ განიჭებს ულევ ენერგიას, ამბიციებს, გინდა იყო ყურადღების ცენტრში, გინდა ბრწყინავდე, მაგრამ ეს იმდენად ღრმად არის შენში, რომ შენ შეიძლება ვერც ხვდები იმას, რომ ქვეცნობიერის კარნახით ხშირად გადადგამ ნაბიჯს(პოპულარობისკენ)...

მერკური პასუხისმგებელია გონებაზე, აზროვნებაზე, ვენერა კი სიყვარულზე, მოწონებაზე, გემოვნებაზე... ორივე პლანეტა ტყუპებშია, რაც ნიშნავს რომ მრავალმხრივად უდგები ინფორმაციას, ანალიტიკური მიდგომა გაქვს არჩევანის გაკეთებისადმი, სიყვარულში ხშირად გონებით დგამ ნაბიჯებს... ანუ გონება წინ უსწრებს გრძნობებს...

ამას ასევე ხელს უწყობს მარსი კიბოში, რომელიც ერთგვარ დამცავ ველს ქმნის, შენ გაქვს ეჭვი რომ შენს პიროვნება საფრთხე ემუქრება. ამიტომ საჭირო ხდება მკაცრი დაცვითი მექანიზმების ამუშავება, რომ სხვა ადამიანებმა ზიანი ვერ მოგაყენონ.

Posted by: xatatula 29 Mar 2011, 11:41
logos
მსგავსი ცხრილები სად შეიძლება მოვძებნო.....შეგიძლია მითხრა საიდან დავიწყო კითხვა, რომ ნელ-ნელა გავიგო ასტროლოგია?


Posted by: Konstantin_Logos 29 Mar 2011, 12:04
xatatula
QUOTE
მსგავსი ცხრილები სად შეიძლება მოვძებნო..

http://forum.ge/?f=8&showtopic=34222321

QUOTE
შეგიძლია მითხრა საიდან დავიწყო კითხვა, რომ ნელ-ნელა გავიგო ასტროლოგია?

http://www.astromeridian.ru/astro/astrologija1.html

Posted by: folkman 14 May 2011, 18:47
ეს პოსტი აქ უნდა დაკოპირდეს:



ყოველი პლანეტა ატარებს ინფორმაციას პიროვნებაზე.

მზე - ცხოვრებისეული პოზიცია, ნება, ინტერესები.

მთვარე - ემოციები და შინაგანი სამყარო, შეგრძნებები, სული, დაცვითი რეაქციები.

მერკური - ინტელექტი, ურთიერთქმედება და კონტაქტები, გონების ტიპი, აზროვნების სტილი.

ვენერა - მგრძნობიარობა, წონასწორობა, ჰარმონია, სიყვრული. პრიორიტეტები, სიმპათიები, გემოვნება.

მარსი -ნებისყოფა, მოქმედება, აქტიურობა, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ხანდახან ზეწოლა, საქციელი

იუპიტერი - საზოგადოებრივი ინტერესები, სოციალური სწრაფვები.

სატურნი - პირადი მიზნები, ჩაღრმავება საკუთარ თავში, ხანდახან ფარულობა, შინაგანი ღერძი

ურანი - არაპროგნოზირებულობა, სულიერი თავისუფლება, რეფორმატულობა

ნეპტუნი - უმაღლესი ჰარმონია, სიღრმისეული ქვეცნობიერი პროცესები, რწმენა

პლუტონი - ძლიერება, სტიქიური ძალები, კოლექტიური ნება

ლილიტი -ბოროტების საზომი, რომელიც წარსულ ცხოვრებიდან მოდის, ურთიერთქმედება მასთან აწყმოსა და მომავალში.

სელენა - სიკეთის საზომი, რომელიც წარსულ ცხოვრებიდან მოდის, ურთიერთქმედება მასთან აწყმოსა და მომავალში


პლანეტა, რომელიც მდებარეობს ამა თუ იმ ზოდიაქოში იღებს ამ ზოდიაქოს ელფერს...

ვერძი - აქტიურობა, იმპულსურობა, სურვილი, პირველობა.

კურო - სიმყარე, პრაქტიკულობა, გარანტია

ტყუპები - სიმსუბუქე, ზედაპირულობა, მრავალმხრივობა, ინფორმაციულობა.

კირჩხიბი - ემოციონალურობა, წყენიობა, რეტროსპექტიულობა, მგრძნობიარობა.

ლომი - შარმი, თავისთავადობა, გაფორმება, გამოხატულება, შემოქმედებითობა, ორგანიზატორული უნარები.

ქალწული -რაციონალიზმი, კრიტიკულობა, ანალიზი, დეტალიზაცია

სასწორი - მშვიდობისმოყვარულობა, მერყეობა, ჰარმონიულობა, კომპრომისი.

მორიელი - პსიქოლოგიზმი, მოწყენილობა, მაქსიმალიზმი, ეჭვიანობა.

მშვილდოსანი - სოციალურობა, გაფართოვება, ოპტიმიზმი, მხიარულობა.

თხის რქა- ასკეტურობა, შევიწროვება, კრისტალიზაცია, კონცენტრაცია, მიზნობრიობა.

მერწყული - ალტრუიზმი, არაპორგნოზირებულობა, რეფორმაცია

თევზები -სიღრმე, იდუმალება, მოლოდინი, რწმენა.

სახლები არის სფეროები თუ სად ვლნდება ესა თუ ის პოტენციალი, რომელიც ჩადებულია პლანეტაში ნიშანში.
I სახლი- ჩვენი მთავარი როლი საზოგადოებაში, თუ ვინ ვართ ჩვენ სხვებისთვის და როგორ წარმოავაჩენთ ჩვენს თავს საზოგადოებაში.

II- ჩვენი საკუთრება, უძრავი და მოძრავი ქონება, ფინანსები, ამტანობა.

III- ჩვენი დედმამიშვილები, უახლოესი ნათესავები.(ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილები), ჩვენი სამეზობლო წრე. ახლო კონტაქტები და საგნების სწავლის სტილი, გადაადგილება მოკლე დისტანციებზე.

IV- ჩვენი მშობლები, ბინა სადაც გავზარდეს, ჩვენი საყრდენი.

V- გართობა, ფლირტი, სასიყვარულო ურთიერთობები, რომლებიც არაა გაფორმებული, თამაში.

VI-სამუშაო, ჯანმრთელობა, დახმარება(ანაზღაურებით), შრომა.

VII- ჩვენი ალტერ ეგო, მტრები, ჩვენი მეუღლე, საქმიანო პარტნიორები.

VIII- სიკვდილის პირობები, ჩვენი პარტნიორის ქონება, ანდერძი

IX- უმაღლესი განათლება, უცხოეთი, უცხოელები, მოგზაურობა.

X- ჩვენი კარიერა, ჩვენი მამა, ბაბუა, ჩვენი უფროსი, ბოსი, ჩვენი მიზნები.

XI- ჩვენი მეგობრები, სოციალური ურთიერთობები.

XII- მარტოობა, ტყვეობა, ციხე, საავადმყოფოები, თანადგომა, დახმარება(უანგარო)

ამ ყველაფერს დავუმატოთ ასპექტები პლანეტებს შორის. ანუ დაშორება პლანეტებს შორის გრადუსებში.

0-5(10) = შეერთება (ნეიტრალური ასპექტი, სადაც პლანეტების მახასიათებლების შერწყმა უნდა მოხდეს, თუ თვისებები არ ერწყმის ერთმანეთს მაშინ ასპექტი ნეგატიურია, თუ ერწყმის მაშინ პოზიტიური)
55-65= სექსტილი (დადებითი შემოქმედებითი ასპექტი, პლანეტებს შეუძლიათ შეუწყონ ერთმანეთს ხელი გამოვლენისთვის, მაგრამ ამისთვის ადამიანის ძალისხმევაა საჭირო)
85-95=კვადრატი (დაძაბული უარყოფითი ასპექტი, რომელიც ქმნის კონფრონტაციას პლანეტების მახასიათებლებს შორის. წინაამღდეგობების დაძლევის მერე, ადამიანი იძენს გამოცდილებას )
115-125=ტრინი (დადებითი ასპექტი, ბედის საჩუქრები, რომლებიც ადამიანის ძალისხმევის გარეშე ეძლევა. მაგრამ თუ ტალანტებს არ განავითარებ, მაშინ ეს სიზარმაცეში გადაიზრდება და შემდეგ წაგერთმევა.)
175-185= ოპოზიცია (უარყოფითი ასპექტი, ოპოზიციური პლანეტები იბრძვიან პირველობისთვის, ხან ერთი ვლინდება და ხან მეორე, ადამიანის მიზანი უნდა იყოს ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლების სინთეზი მოახდინოს)
© logos

Posted by: folkman 16 May 2011, 16:42
კუსპიდი ეს არის წარმოსახვითი ხაზი რუქაზე, რომელიც ყოფს მას 12 ნაწილად.
ანუ გვაქვს 12 სახლი შესაბამისად 12 კუსპიდი.
მაგ. მე-2 სახლის კუსპიოდი ვერძში ნიშნავს, რომ მე-2 სახლის ხაზი იწყება ვერძის ნიშანში.

Posted by: Konstantin_Logos 18 May 2011, 19:36
ეს ცხრილიც ამ თემაში უნდა იყოს...

user posted image

Posted by: თათკა 18 May 2011, 19:58
logos
ინი და იანის ცხრილებში ფერები არასწორიაა ცეცხლების გარდა...ნუ რა მნიშვნელობა აქვს პრინციპში

Posted by: Selfish_kid 20 May 2011, 09:12
logos
მოდალურობის ცხრილში - ყველას განსხვავებული ნიშანი აქვს ცენტრში (კარდინალებს წერტილი, მუდმივებს ჯვარი, მუტაბელურებს რომბი)
რაიმე დატვირთვა აქვს ამას, თუ უბრალოდ ...

mo.gif

Posted by: daknakuna 20 May 2011, 20:43
ასპექტებში გამარკვიეთ რა, თემაში შევედი, ბევრი ვერაფერი გავიგე, გთხოვთ 1 მაგალითით ამიხსნათ smile.gif თითო სიტყვით რომ მითხრათ, სამკუთხედი, ოთკუთხედი და ა.შ... რას ნიშნავს, როგორი ასპექტებია, გრადუსებზე და ანუ ძალიან მოკლედ რა. მადლობა წინასწარ smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Selfish_kid 20 May 2011, 20:50
daknakuna


http://forum.ge/?f=8&showtopic=34101061

მზეს და მთვარეს შორის რომ ვარსკვლავია - ეგ სექსტილია, დადებითი ასპექტი, 60 გდარუსზე. ეს ნიშნავს რომ თავსებად სტიქიებში მოხვდნენ პლანეტები (მიწა და წყალი, ან ჰაერიდ ა ცეცხლი)

ოთხკუთხედი - კვადრატი - უარყოფითი ასპექტია, 90 გრადუსზე (ეს ნიშნავს რომ ერთი მოდალურობის ნიშნები არიან და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა)

სამკუთხედი - ტრინი/ტრიგონი - დადებითი ასპექტია - 120 გრადუსზე (ერთი სტიქიის ნიშნები - ყველაზე უკეთე ესმით ერთმანეთის)

ხაზი ორივე ბოლოში წრეებით (მზესა და პლუტონს შორის რაც გაქვს) - ოპოზიცია - უარყოფითი ასპექტია, 180 გრადუსზე (თავსებადი სტიქიაა, მაგრამ ერთი მოდალურობა და ამიტომ დამოკიდებულია შენზე უარყოფითად განავითარებ თუ დადებიტად, ზოგადად რთული ასპექტია)

ხაზი ერთ ბოლოში წრით (მზეს და იუპიტერს შორის) - შეერთება - დადებითი ასპექტია, 0 გრადუსზე - ერთ ნიშანში მოხვდნენ

Posted by: Papillon 24 May 2011, 01:35
Глоба П. ; Зодиакальный Ключ К Аспектам

http://img546.imageshack.us/i/screenshot1ix.png/


კიდევ ახალი ცხრილი user.gif

Posted by: _meddler_ 25 May 2011, 15:27
Papillon
ძალიან საჭირო ცხრილი დადე!! up.gif

P.S.
შეიძლება, სულელური კითხვაა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და თუ იცით ვინმემ, იქნებ მიპასუხოთ. რა ხდება მაშინ, როდესაც ლილიტი არის იმ ზოდიაქოში, რომელიც კონკრეტული პიროვნებაა. მაგალითად, თუ ვარ მორიელი და ჩემი შავი მთვარეც მორიელშია, არის თუ არა ეს განსაკუთრებულად რთული შემთხვევა, თუ შეუძლებელია, რომ ასეთი რამ მოხდეს?

Posted by: Selfish_kid 25 May 2011, 17:22
მაგ ცხრილში ეგზალტირებულ პლანეტებს რატომ უწერიათ უფრო მაღალი ქულები? spy.gif

Posted by: Konstantin_Logos 26 May 2011, 11:20
QUOTE (Papillon @ 24 May 2011, 01:35 )
Глоба П. ; Зодиакальный Ключ К Аспектам

http://img546.imageshack.us/i/screenshot1ix.png/

ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული ყველა პლანეტა...
ახლოს დგას ჩემს აზრთან... მეც ვფიქრობ რომ ეგზალტაცია არის ყველაზე ძლიერი გავლენა დადებითი კუთხით და დაცემა ყველაზე უარესი მდებარეობა პლანეტისთვის...
ქირონის შემოღებაც სწორი იყო biggrin.gif

Posted by: matusala_5 26 May 2011, 12:35
logos
სატურნი და ლილიტი ეგზალტაციაში რა ხეირი??????ეგენი დაცემული არ ჯობია?

Posted by: Konstantin_Logos 26 May 2011, 13:38
matusala_5
QUOTE

სატურნი და ლილიტი ეგზალტაციაში რა ხეირი??????ეგენი დაცემული არ ჯობია?

ყველაფერს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. სატურნის ეგზალტაცია მისი დადებითი მხარეების მძაფრი დემონტრირების სურვილია...
ლილიტის მდებარეობა ეგზალტაციის ნიშანში იმითაა დამამძიმებელი რომ მორიელს მასში ლილიტის ყოფნის გარეშეც გააჩნია მსგავსი თვისებები და ლილიტი უფრო ბუნებრივად მოქმედებს... მაგრამ რატომ განვიხილავთ ლილიტს მხოლოდ უარყოფით კონტექსტში? მას თვითანალიზის და ცხოვრების გადახედვის უნარის ჩამოყალიბებაც შეუძლია...(მორიელის თვისებები) კუროში ლილიტს კი ამის მოთხოვნილება არ უჩნდება გარეგნული კომფორტის გამო, და პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება...

Posted by: matusala_5 26 May 2011, 13:43
logos
გაიხარე!
__________

Posted by: folkman 26 May 2011, 14:07
logos
QUOTE
მეც ვფიქრობ რომ ეგზალტაცია არის ყველაზე ძლიერი გავლენა დადებითი კუთხით და დაცემა ყველაზე უარესი მდებარეობა პლანეტისთვის...

მე "4 ქულიანებზე" ვფიქრობდი რომ ყველაზე დადებითი გამოვლინებაა.

მაგ ცხრილში კარმული კვანძების შეფასება ვერ გავიგე.

Posted by: Selfish_kid 26 May 2011, 16:13
QUOTE
მეც ვფიქრობ რომ ეგზალტაცია არის ყველაზე ძლიერი გავლენა დადებითი კუთხით და დაცემა ყველაზე უარესი მდებარეობა პლანეტისთვის..


რატომ არ ეხება ეს მზეს და მთვარეს მაშინ?
ამ პრინციპით ვერძს და კუროს უნდა ქონდეთ უმაღლესი ქულა და არა ლომს და კირჩხიბს :|




Posted by: Konstantin_Logos 28 May 2011, 19:06
პლანეტების სპეციფიკური მდებარეობები:

მმართველობის სახლი = ბუნებრიობა(კომფორტი)

ეგზალტაცია=პლანეტის ღირსებების წარმოჩენა

ტყვეობა=დისკომფორტი

დაცემა=პლანეტის ნაკლოვანებების წარმოჩენა

user posted image

Posted by: Papillon 28 May 2011, 19:31
logos
ამ სურათებზე უფრო კარგად გამოჩნდა პოლარულობა up.gif

Posted by: diaz_niasamidze 31 May 2011, 02:33
პოზიტიურები - ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული

ნეგატიურები - კურო, კიბო, ქალწული, მორიელი, თხის რქა, თევზები

Posted by: matusala_5 31 May 2011, 09:32

QUOTE
პოზიტიურები - ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული

ნეგატიურები - კურო, კიბო, ქალწული, მორიელი, თხის რქა, თევზები

არც ერთი ნიშანი არაა პოზიტიური და არც ნეგატიური,ყველას თავისი პლიუს მინუსები აქვს ,ეს კარდად ჩანს თუნდაც ლოგოსის ზედა პოსტზე.....

Posted by: durita 1 Jun 2011, 02:31
ვიცი , რომ ვარ მორიელი ჰოროსკოპით. საერთოდ ვერ ვერკვევი ამ საკითხში. ხომ ვერ ამიხსნით , პირადი რუქა(მგონი ასე ქვია) როგორ უდა გავაკეთო. და კიდევ ერთი. ზუსტი დაბადების საათი არ ვიცი rolleyes.gif

Posted by: cinemamu 25 Jun 2011, 13:11
კარმის ფსიქოლოგიური მექანიზმები (ასტროლოგიური კუთხით):







Posted by: Papillon 18 Jul 2011, 20:35
როდის აქეთ განიხილება ამ თემაში პირადი კითხვები და ჰოროსკოპები? spy.gif აპინულ თემებს თუ უყურებთ,ბოლომდე მაინც გადახედეთ-სულ რამდენიმეა rolleyes.gif


=================
ეფემერები

http://www.astro.com/swisseph/swepha_e.htm

Posted by: diaz_niasamidze 23 Jul 2011, 19:35
ARIES - I AM

TAURUS - I HAVE (EATEN)

GEMINI - I THINK

CANCER - I FEEL

LEO - I WILL

VIRGO - I ANALYZE

LIBRA - I BALANCE

SCORPIO - I DESIRE

SAGITTARIUS - I AIM

CAPRICORN - I USE

AQUARIUS - I KNOW

Posted by: 7anuk_eme8 26 Jul 2011, 18:09
www.Astrologia.ge
ეროგენული ზონები

ვერძი

ორივე სქესის ვერძებს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები თავსა და სახეზე აქვთ. ისინი მომენტალურად რეაგიგერებენ შუბლზე მსუბუქ მოფერებასა და თმასთან თამაშზე. შეეხეთ ვერძის საფეთქელს და სექსუალური ურთიერთობების საფუძველი ჩაყრილია.

ყურის ბიბილოს ფეტიშირებაც სწორედ ვერძებისგან მოდის. თუმცა, სინამდვილეში, ვერძი ყურში ოდნავი შებერვით უფრო იღგრძნება, ვიდრე ბიბილოს დაზელვით.

აღნიშნული ნერვული დაბოლოებების გამო, ქალ ვერძებს წვერებიანი მამაკაცის კოცნა ჭკუიდან შლით.

თუ საქმე მამაკაც ვერძთან გაქვთ, მაქსიმალურად აღსაგზნებად თითით ტუჩზე ფრთხილად შეეხეთ.

კურო

კუროს მგრძნობიარე ზონა კისერია. დაიწყეთ კეფის არეში მსუბუქი მასაჟით და ნელ-ნელა კისერზე გადადით. არსებობს “შემთხვევითი” შეხების შეუზღუდავი შესაძლებლობები.

მაგალითად: მამაკაცისათვის ჰალსტუხის გასწორებისას შეგიძლიათ უეცრად კისერზე დაუსვათ ხელი ან ფრჩხილი გაატაროთ. თქვენ მისი რეაქცია გაგაოცებთ.

სანაპიროზე ქალის გაშიშვლებულ კისერს შეეხეთ, მაგალითად სილის ჩამოსაწმენდად და ეს მისთვის სიგნალი იქნება.

სულერთია კაცთან გაქვთ საქმე თუ ქალ კუროსთან, როდესაც თქვენ განმარტოებულნი ხართ (არაა აუცილებელი რომანტიული ან სექსუალური მიზნით), კისერი ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.

იგივე ზონაში კოცნა ან უვნებელი კბენა, მხოლოდ გაახურებს კუროს. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ კუროს ბუნებრიობა მოსწონს.

ტყუპები

ტყუპების განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ხელებია. ქალები დადებითად რეაგირებენ ხელის კოცნაზე, ხოლო კაცებს ძალაინ უყვართ, როდესაც მათ სათითაოდ უკოცნიან თითებს.

შეეცადეთ თითებით ტყუპების ხელს წაეთამაშოთ. მოგეჩვენებათ, თითქოს ნერვული დაბოლოებები თავად ცდილობენ ერთმანეთთან შეხებას. თითის ბალიშების მოულოდნელმა მოფერებამ შეიძლება მთლიანი სხეული თრთოლვა გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ორივე სქესს, ყველაზე მეტ სიამოვნებას ენისა და კბილების მოზიარე ღრმა კოცნა ანიჭებს.

ცნობილია, რომ ამ დროს მათ შეიძლება ორგაზმიც კი განიცადონ. თუმცა ყველაზე მგრძნობიარე ნაწილად მაინც მკერდი რჩება. ორივე სქესი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს დვრილების ორალურ და მანუალურ სტიმულაციაზე.

აქტამდელ თამაშისას კი, მკერდთან კავშირი მხოლოდ გააღვივებს სექსუალურ ენერგიას.

ლომი

ლომთან ერთად აბაზანაში განმარტოვდით...

ზურგი მისი მგრძნობიარე ადგილია. კარგად დაუმასაჟეთ ღრუბლით და ფრთხილად ჩააცურეთ ხელი დაბლა...

წყალში თქვენც მოხერხებულად მოთავსდით. შეეხეთ პარტნიორს რაიმე ნაზი, ხავერდოვანი ქსოვილით ხერხემალზე...

თქვენი ლომი დაუოკებელი გახდება! ქალი ლომის აღსაგზნებად ქვედა მუცელზე მოფერებაც არ დაგავიწყდეთ.

ქალწული
ქალწული მთელი სხეულით მზადაა იგრძნოს პარტნიორის ალერსი ენით. განსაკუთრებით რეაგირებს პარალელურად თმაზე შეხებისას. წელზე ხელის შევლებაც განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენს.

ქალწულს სისუფთავის იდეა ფიქსი აქვს, ასე რომ შეეცადეთ შხაპის ქვეშ მოხვდეთ ერთად. წარმოუდგენლად რეაგირებს ჭიპის მიდამოებში მოფერებაზე.



სასწორი

სასწორისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილი წელი და საჯდომია. ცეკვისას ან უბრალოდ გვერდიგვერდ სეირნობისას, ფრთხილად შეეხეთ მას წელზე. ეს ნიშანი იქნება.

უფრო ინტიმურ სიტუაციაში კი წელის ქვედა და ზედა მიდამოებში ნაზი მასაჟი გაუკეთეთ. თქვენი სასწორი ექსტაზში ჩავარდება!

მამაკაც სასწორს საჯდომზე ნებისმიერი შეხება გააგიჟებს.

რადგან წელი და უკანა მხარე სასწორის ყველაზე მგრძნობიარე მიდამოა, (განსაკუთრებით ქალი) უპირატესობას ანიჭებს პოზებს, რომლებშიც მისი სხეულის ამ ნაწილს პარტნიორი კარგად ხედავს.

სხვათა შორის, სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანის სხვა ნიშნებისგან გამორჩევა საჯდომის თანაბარი, ლამაზი სფეროსებრი მოყვანილობით ძალიან ადვილია.

მორიელი
მორიელისთვის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი თვითონ სასქესო ორგანოა. მსუბუქი შეხებაც კი ვულკანად აქცევს მორიელ მამაკაცს, ქალი მორიელების უმრავლესობა კი ფეხიფეხზე გადადებითაც იღგზნება. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალის შემთხვევაში, თვითონ უნდა მიაგნოთ ზუსტ წერტილს, რომელიც გააგიჟებს. ეს ძნელი არ არის, თუ პარტნიორის სურვილსაც მიჰყვებით.

მშვილდოსანი
მისი მგრძნობიარე ადგილებია თეძო და ფეხების ზედა ნაწილი. ქალი მშვილდოსნებისთვის კი ამ ორ „კომპონენტს“ თმაც ემატება.

სცადეთ, შეხებისთანავე სიამოვნებისგან აკრუტუნდება.

გიჟდებიან ფეხის უკანა მხრიდან მოფერებაზე და უყვართ მსუბუქი მასაჟი ზეთით, თუმცა თითქმის ვერასოდეს ახერხებენ მასაჟის ბოლომდე დასრულებას. : )



თხის რქა

მამაკაც თხის რქებს ქალის მკერდის შეხება აგიჟებს. უყვართ, როდესაც მათ დვრილებით ეხებიან და ეფერებიან მუცელზე, პირზე, მკერდზე...

ქალი თხის რქა გაგაოცებთ თუ მუცელს და მუხლებს დაუმასაჟებთ და დაუკოცნით. ჭიპის ირგვლივ მიდამო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვთ. მუხლებს ქვემოთ კანი კი ადვილად სტიმულირდება.

ორივე სქესს უყვარს ხერხემლის მასაჟი. დაიწყეთ წელით და ადით ზემოთ. გამოიყენეთ ხელები, სახე, ენა... შეიძლება ფეხის ტერფებით მოფერებაც კი ესიამოვნოს.



მერწყული

მერწყულის ეროგენულ ზონებში გამოირჩევა იდაყვები, ფეხის მუხლები და კოჭები. ამ მიდამოებში ნებისმიერი შეხება სურვილს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

სცადეთ ფეხზე მდგომი პოზა, რომლის დროსაც ქალი ფეხებით შემოვლებულია კაცზე.

მერწყულთა უმრავლესობას ინტიმურ ურთიერთობაში აგრესიული ქმედებები არ უყვარს.

თევზები

თევზებს სექსისთვის თბილი ადგილები და მყუდრო ადგილი უყვარს, სადაც იდეალური გარემოა. უკეთესია თუ იქვე წყლის ხმა ისმის, ლივლივს ხედავს ან თვითონაც წყალშია.
წლის ლეიბიც ძალიან გაახარებს.

თევზებს აღაფრთოვანებს ფეხებისა და ტერფების მასაჟი, თითების ფეტიში. აღუწერელ სიამოვნებას მიანიჭებთ თუ ტუჩებითაც შეეხებით

Posted by: 7anuk_eme8 27 Jul 2011, 01:31
http://astrologia.ge/
სექსის შემდეგ:
ვერძი: „მოდი, გავიმეოროთ!“

კურო: „მშია – პიცა შევუკვეთოთ!“

ტყუპები: "Have you seen the remote?!"

კირჩხიბი: “როდის დავქორწინდეთ?“

ლომი: „ფანტასტიკური ვიყავი, არა?“

ქალწული: „ზეწრები უნდა გავრეცხო…“

სასწორი: „შენ თუ მოგეწონა, მეც მომეწონა!“

მორიელი: „გინდა ბორკილები აგხსნა?!”

მშვილდოსანი: „არ დამირეკო, მე დაგირეკავ!“

თხის რქა: „ბიზნეს–ბარათი გაქვს ?“

მერწყული: „მოდი,ახლა ტანსაცმლის გარეშე ვცადოთ“

თევზები: „რა თქვი, რა მქვიაო ?“

Posted by: 7anuk_eme8 1 Aug 2011, 02:04
რა არის კარმული კვანძები
ქეთი ვაწაძე
ხშირად მესმის კარმული კვანძებისა და კარმული წლების შესახებ
იქნებ ამიხსნათ, რა არის ეს?
ირაკლი



`კარმული კვანძების` ცნება, უპირველესად, კარმულ ასტროლოგიაში გამოიყენება
საერთოდ, კარმული კვანძები დაკავშირებულია რეინკარნაციასთან, რასაც ასტროლოგიაში აღიარებენ. ამ კვანძების მიხედვით თითოეულ ადამიანს რაღაც გარკვეული, მისთვის აუცილებელი მისია აქვს (ეს მისია, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ აქვს შესასრულებელი). ქვეცნობიერად მან ეს იცის, მაგრამ კონკრეტულად რა აქვს გასაკეთებელი _ ხშირ შემთხვევაში, ვერ ხვდება. სწორედ ამ მისიის მაჩვენებელია ადამინის პირად ჰოროსკოპში კარმული კვანძების მდებარეობა.


არსებობს აღმავალი და დაღმავალი კვანძები. აღმავალ კვანძს ჰქვია `რაქუ`, სხვანაირად დრაკონის თავი, დაღმავალს კი _ `კეტუ~, დაღმავალი კვანძი.


ჰოროსკოპში რაქუს მდებარეობა რომელიღაც ზოდიაქოს ნიშანსა და სახლში განსაზღვრავს ადამიანის მისიას, რისთვისაც მოვიდა ამქვეყნად, _ რა უნდა გააკეთოს, რა მიმართულებით განვითარდეს... კეტუს მდებარეობა კი მიუთითებს იმაზე, რა გამოცდილება აქვს მის სულს, რა ისწავლა, რისი დახვეწაც, პრინციპში, აღარ სჭირდება (კეტუ, მხოლოდ ერთგვარ ცხოვრებისეულ ტრამპლინად უნდა იყოს გამოყენებული, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანმა, ასე ვთქვათ, დიდი ნახტომი უნდა გააკეთოს განვითარებაში ახალ ეტაპზე გადასასვლელად)


თითოეულ ინკარნაციაში ადამიანი იღებს რაღაც გარკვეულ ცოდნას, გამოცდილებას. ის იმდენჯერ იბადება, იმდენჯერ მოდის მატერიალურ სამყაროში, რამდენიც საჭიროა მისი სულიერების დახვეწისთვის, სრულყოფისთვის, ახალი შტრიხებისა და… რაღაც ახალი, მისთვის საჭირო გამოცდილების შესაძენად, ან შეცდომების გამოსასწორებლად (ეს არის რეინკარნაციის პრინციპი).


თითოეულ მოსვლაზე მის სულს თან მოაქვს ის გამოცდილება და ცოდნა, რაც წინა ინკარნაციების დროს დააგროვა (ანუ, კეტუ, რაც უკვე აკეთა, იცის). იმისთვის, რომ მოხდეს მისი სულიერი ზრდა, მან ამ გამოცდილებების საპირისპირო უნდა აკეთოს, ისეთი თვისებები, ცოდნა და გამოცდილება უნდა შეიძინოს, რაც მისმა სულმა ჯერ არ იცის, ან კარგად განვითარებული არ აქვს. ანუ, ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი აღმავალი კვანძი, `რაქუ~ (რისთვისაც დაიბადა, რა მისიაც აქვს), რათა ახალი შტრიხებით გაიმდიდროს სული და მიიღოს საჭირო გამოცდილება.


თუმცა, როგორც წესი, ამის გაკეთება უძნელდება ან არ სურს, ვინაიდან ეს ყველაფერი მისთვის უცხო, გაუგებარი და რთულია. მას ურჩევნია და ეადვილება აკეთოს ის, რაც მისთვის კარგადაა ნაცნობი (კეტუ), ამიტომ ინერციით ისევ ძველს აკეთებს, რითიც ხელს უშლის თავის სულიერ ზრდას...


საერთოდ, როდესაც სული უნდა განსხეულდეს, ანუ ადამიანი უნდა დაიბადოს, სამყაროს თავიდანვე დაშვებული და ასე ვთქვათ `გამოყოფილი` აქვს მისთვის საჭირო ოდენობის ენერგია, ჰაერი, საკვები, საარსებო წყაროები. და როდესაც ადამიანი მოდის ამ სამყაროში და არ იზრდება, ანუ ისევ იმას აკეთებს, რასაც წინა ინკარნაციებში აკეთებდა, სამყაროს თვალთახედვით ასეთი ადამიანი მუქთამჭამელია, რადგან არ ვითარდება, ახალს არაფერს სწავლობს და ტყუილად, მხოლოდ საკუთარი მიწიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლადცხოვრობს და მოიხმარს სამყაროსეულ რესურსებს. ის უბრალოდ ადგილს ტკეპნის, ვინაიდან არ ასრულებს თავის მისიას, რისთვისაც განსხეულდა


სწორედ ასეთ დროს იწყება ადამიანის ცხოვრებაში უსიამოვნებები, რაც ერთგვარი სიგნალი, მინიშნებაა, რომ ის არასწორად ცხოვრობს და დროა, რაღაც შეცვალოს. მან შეიძლება სამსახური დაკარგოს, ფინანსური პრობლემების და უსიამოვნებების პერიოდი დაეწყოს, ლოგინად ჩავარდეს, ციხეში მოხვდეს და სხვ.…(ეს უფრო კარმულ წლებში ხდება, რომელზეც სტატიის მეორე ნაწილში დავწერ)
სამყაროს სხვა ბერკეტი ან საშუალება არ აქვს, რომ ადამიანის ცნობიერებამდე მიიტანოს, რომ ის, თავისი ცხოვრების სტილით, ცხოვრებისეული გეზით მცდარ გზას ადგას, არ ასრულებს თავის მისიას, დროს ფუჭად ხარჯავს და ზემოთ, ღვთისკენ, სრულიად არ იხედება, რითიც იმძიმებს კარმას, დეგრადირებს. სწორედ ამიტომ მოუვლენს ხოლმე ასეთ ადამიანს მძიმე განსაცდელს, რათა როგორღაც შეაჩეროს, დააფიქროს, ხელი შეუშალოს მას სულიერ დაცემაში, დეგრადირებაში.


მხოლოდ ასეთი მძიმე განსაცდელის დროს იწყება ადამიანში სულიერი ძვრები, კათარზისი. უჩნდება კითხვა _ `რას არ ვაკეთეს სწორად? რა შეეშალა? რა შევცოდე? სწორად ვცხოვრობ?~ მას ახსენდება ღმერთი, ცოდვა.. იწყებს სამყაროში თავისი დანიშნულების ძიებას
სხვა დროს, ანუ, როდესაც ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობს, მას საერთოდ არ ახსოვს არც ღმერთი, არც თავისი სული და არც არაფერი, რაც მასთანაა კავშირში.. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაღაც პრობლემების წინაშე დგება, მასში იღვიძებს ადამიანი, რომელიც იწყებს თავის სულზე ზრუნვას, შეცდომების გამოსწორებას, მონანიებას, ცდილობს მეტად მიმართოს ღმერთს.. სწორად იცხოვროს... ატარებს რევიზიას საკუთარ თავში, აზრებში, ქმედებებში, ანუ იწყებს სულიერ ტრანფორმირებას.


თუ ადამიანს ეყო გონიერება და იმ უსიამოვნებებისგან, რაც მას თავს გადახდა შეძლო თავისთვის სასიკეთო დასკვნების გამოტანა (ანუ, მოახდინა სულიერი ზრდა, გააანალიზა თავისი უარყოფითი მხარეები, ცოდვები, მოინანია, იგივე შეცდომებს აღარ უშვებს), მაშინ მის ცხოვრებაში უფრო ნათელი ეტაპი იწყება, ის თავს შინაგანად უფრო ჰარმონიულად, მშვიდად გრძნობს, ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება ცხოვრებაში და ა.შ.


კარმულ წლებში, როგორებიცაა: 26-28, 36-38, 46-48, 56-58 და ა.შ., პრობლემები, ადამიანების ცხოვრებაში, უფრო მეტად იჩენენ ხოლმე თავს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი რაღაცას არ აკეთებს სწორად, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ისე არ ცხოვრობს, როგორც უნდა ცხოვრობდეს, ანუ, არ ასრულებს თავის მისიას (რაქუს) და აუცილებელია ამის გამოსწორება. როგორ? ან ვის რა მისია აქვს? ამას ადამიანის პირადი რუქის შედგენა სჭირდება. ზოგადად კი შემდეგ სტატიაში დავწერ.
წარმატებები!

(გაგრძელება შემდეგ სტატიაში)

Posted by: mia-maria 1 Aug 2011, 02:17
http://www.librarising.com/astrology/fwa/pints.htm

საინტერესო ლინკია, შეიძლება იცოდით კიდეც smile.gif

Posted by: HAG 1 Aug 2011, 21:39
სულ მინდოდა ამ ფოტოების დადება და რატომღაც მავიწყდებოდა. 2007 წელს გადაღებულია ლონდონში. ეს ქანდაკებები არის პლანეტების გამოსახულებები smile.gif ძალიან საინტერესოა. თუ მიხვდებით რომელი რომელია smile.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: Konstantin_Logos 31 Aug 2011, 15:18
ამ ცრხილში ნაჩვენებია პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების ურთიერდამოკიდებულება...

პ.ს: შეიძლება მსჯელობა კონკრეტულ ნიშანს რომელი პლანეტარული თვისებები აქვს ძლიერად და სუსტად ჩამოყალიბებული.

user posted image

მაგალითად ვერძი:
ენერგიით, აქტიურობით სავსე ნიშანია(მარსი სახლშია)
ინიციატივა, ნება, ორგანიზაცია აქვს განვითარებული ძლიერად. (მზე ეგზალტირებული)
ასევე მისთვის უცხო არაა ავტორიტეტის შეგრძნება, სიუხვე, გულწრფელობა, ადამიანების იდეალიზაცია, ნდობა( იუპიტერთან, ნეპტუნთან ნათესაური კავშირი) ...
ანალიზის უნარი შედარებით დაქვეითებულია ენერგიის სტიქიურობის გამო(მერკურთან მტრობა)...
ამ დროს წესრიგი და შეზღუდვები სრულიად გამოდევნილი და უცხოა მისთვის(დაცემული სატურნი),
ხოლო ქცევაში უხეში და წონასწორობის ნაკლებობა(ტყვეობაში ვენერა)+ ცალმხრივობა და სუსტი სინთეზის უნარი(ტყვეობასი ქირონი)

Posted by: folkman 2 Sep 2011, 01:04
ამ თემაში მხოლოდ ინფორმაციები დამწყებთათვის.
თუ პოსტმა დაგაინტერესა და გსურს გამოეპასუხო - http://forum.ge/?f=8&showtopic=34014232

სვანური კია, მაგრამ ასე იყო სულ და დავხვეწავთ მერე მომავალში. biggrin.gif

Posted by: gilani676 9 Sep 2011, 16:04
მთვარის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია სად შეილება მოვიძიო,ვინც იცის პირადში მომწერეთ რა smile.gif

Posted by: Galahad 9 Sep 2011, 20:23
gilani676
QUOTE
მთვარის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია სად შეილება მოვიძიო,ვინც იცის პირადში მომწერეთ რა


გარდა დასავლური ასტროლოგიისა, შეგიძლიათ გაეცნოთ ინდუისტური ტრადიციის ასტროლოგიას. მათ შორის მთვარეზეც ლექციებს.

იდოს აქ მაინც

http://golosved.com/#ved

Posted by: folkman 24 Sep 2011, 17:04
როგორ გამოვიყენოთ ასტროლოგია წარმატებების მისაღწევად
ავტორი: დავით ბუტიკაშვილი


ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც აღწერს ნებისმიერი პროცესის განვითარების ტენდენციებს, იმ პოტენციური შესაძლებლობების ფარგლებში, რომლებიც ამ პროცესს დასაწყისში ჰქონდა. ადამიანს ასტროლოგია მოიაზრებს, როგორც მატერიალურ სამყაროში მიმდინარე პროცესს, რომელიც იწყება დედამიწაზე მისი დაბადების მომენტიდან და გრძელდება გარდაცვალებამდე. პირადი ჰოროსკოპი მიუთითებს პიროვნების პოტენციურ შესაძლებლობებზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, აგრეთვე პერიოდებზე, როდესაც ესა თუ ის შესაძლებლობა და თვისება ძლიერდება ან სუსტდება. ამით პირადი ჰოროსკოპი ეხმარება ნებისმიერ ადამიანს თავისი ცხოვრება ჰარმონიაში მოიყვანოს გარე სამყაროსთან და დროულად აიცილოს თავიდან მოსალოდნელი პრობლემები, საუკეთესოდ გამოიყენოს წარმატებების მომტანი შესაძლებლობები, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ წინასწარმეტყველების და პროგნოზირების მეთოდი, ეს აგრეთვე პროცესის წარმატებული რეალიზაციის გზაა, იმ თავისუფლების ხარისხის მაქსიმალური გამოყენებით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აქვს.



ჰოროსკოპი ეს არის გარკვეული მატრიცა, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ბედის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და თუ ადამიანი არ არის კმაყოფილი ბედის განვითარების იმ სცენარით, რომელშიც იმყოფება ან რაიმეს შეცვლა სურს, რათა გადავიდეს თავისი ბედის განვითარების უკეთეს სცენარზე, უპირველესყოვლისა გადაწყობა უნდა მოხდეს ფსიქოლოგიურ დონეზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მის ქვეცნობიერებაში ის მანამდე მიძინებული ენერგიები უნდა გამოთავისუფლდეს. საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ასტროფსიქოლოგია და ადამიანს ამ ენერგიების გამოთავისუფლების სხვადასხვა მეთოდებს სთავაზობს, ეს მეთოდები უპირველესყოვლისა ცვლილებას იწვევს ქვეცნობიერების დონეზე. არსებობს სპეციალური ფსიქოლოგიური ვარჯიშების სისტემა, რომლებიც ამა თუ იმ პლანეტარული ან ზოდიაქალური ენერგიების გაძლიერების საშუალებას იძლევა. მაგრამ ეს უნდა მოხდეს დროის აღებულ მომენტში თავად ადამიანში არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, ამიტომ გარდა დაბადების ჰოროსკოპისა აუცილებლად უნდა იყოს განხილული სოლარული და პროგრესული ჰოროსკოპებიც, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თუ რა ახალი (მანამდე მიძინებული) პოტენციალის გახსნა შეიძლება ადამიანის ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე და როგორ შეიძლება ეს პოტენციალი იყოს გამოყენებული.



თუ ადამიანი არ შეიცვალა ის ვერ გადავა მისი ბედის განვითარების ახალ სცენარზე და ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს ასტროლოგიური მეთოდებით. არის შემთხვევები როდესაც ადამიანი კმაყოფილია იმ სცენარით რომლითაც ვითარდება მისი ცხოვრება, მას მხოლოდ სურს რომ იცოდეს მომავალი ამ სცენარის პირობებში. მაშინ ასტროლოგმა უნდა მიუთითოს იმ საკვანძო მომენტებზე, როდესაც გაზრდილია ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობა, რომლებმაც ის შესაძლოა ბედის განვითარების უარყოფით სცენარში მოახვედროს და არა ახალი პერსპექტივების გახსნის სცენარში. აუცილებლად უნდა მოხდეს მიმდინარე პერიოდში არსებული პრობლემების და სიძნელეების დეტალური ასტროლოგიური ანალიზი. ზოგიერთი პრობლემა იმიტომ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში, რომ შინაგანად შეცვალოს ის, შეცვალოს მისი მიდგომა ცხოვრებისადმი, რათა მან უკეთესად მოახდინოს გარემოებებზე ადაპტირება. ჰოროსკოპი მიუთითებს იმაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება და ბედის რომელი სცენარის სივრცეში მოახვედრებს ადამიანს ესა თუ ის ცვლილება მის ცხოვრებაში. არსებობს ერთი კანონი, თუ უკმაყოფილო ხართ ცხოვრებით ესე იგი რაღაც უნდა შეცვალოთ, მაგრამ ეს ცვლილება უნდა დაიწყოთ საკუთარი თავიდან, ზოგჯერ საკმარისია რაღაც ელემენტარული ცვლილების გატარება ცხოვრების წესში, განრიგში, ინტერესების სივრცეში და ა.შ. და ეს ცვლილებები ავტომატურად გამოიწვევს უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს.



Posted by: Papillon 9 Oct 2011, 12:40
Galahad
http://aphy.net/texts/362-luna
http://www.astromeridian.ru/hor_day.php
http://www.abc-people.com/shop/born.php
http://www.magik.ru/astrolog/moonday17.php


Posted by: diaz_niasamidze 20 Oct 2011, 00:57
ვერძებისთვის დადებითად მოქმედებს ქალწულებთან ხშირი კონტაქტი. მის მიერ „გამოფრქვეული“ ენერგია დადებითად მოქმედებს ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ფსიქიკაზე. ასევე, კარგია თხის რქებთან და კირჩხიბებთან ხშირი ურთიერთობაც.

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის სასიკეთოდ მოქმედებს სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებებთან კონტაქტი. ეს ნიშანი წინაღობების დაძლევაშიც დაგეხმარებათ. კირჩხიბების გარემოცვაში ყოფნა ხელს შეგიწყობთ კარგი განწყობის შენარჩუნებაში, ვერძის აურა კი ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს დადებითად.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე კარგად მოქმედებს მორიელის, ლომის, თევზებისა და თავისივე ნიშნის – ტყუპების გარემოცვაში ყოფნა. სასწორთან კონტაქტი კი მეტ სიმშვიდეს მოგიტანთ.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა მეტი დრო უნდა გაატაროს მშვილდოსნის და სასწორის გარემოცვაში. ისინი პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.

ლომებისთვის ძალიან კარგია თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან კონტაქტი. ისინი დადებითად მოქმედებენ ლომის ფსიქიკასა და გრძნობებზე. ასევე, კარგია, კირჩხიბებთან მეტი დროის გატარება.

ქალწულებისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის მომტანია მერწყულებთან ურთიერთობა. ისინი სერიოზულ პრობლემებს აგარიდებენ და მიგითითებენ თქვენთვის სასურველ გარემოცვაზე. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან კონტაქტი კი ქალწულებს ენერგიას შემატებს.

სასწორის განწყობაზე დადებითად მოქმედებს თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სიმშვიდე და მომხიბვლელობა. დახმარებისთვის კი სასწორებმა ყოველთვის ვერძებს უნდა მიმართონ და მათ თვალდახუჭული ენდონ.

მორიელი ძალებსა და ენერგიას ადვილად აღადგენს, თუ მეტ დროს გაატარებს ვერძის გარემოცვაში. ასევე, დადებითად მოქმედებენ მათ ნერვულ სისტემაზე თევზების, ქალწულებისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.

მშვილდოსანმა მეტი დრო უნდა გაატაროს ტყუპებთან, ლომთან კონტაქტი კი განწყობას და ენერგიას ერთიორად აუმაღლებთ. კარგია, თუ მშვილდოსანი ცხოვრების მეგზურადაც ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან აირჩევს.

სასურველია, თხის რქამ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დაუკავშიროს ბედი, მას ყველაფერში აჰყვეს და ენდოს. თხის რქები თავს კარგად გრძნობენ, ასევე, კუროებთან, რადგან, ისინი თხის რქებს დელიკატურად მიუთითებენ და მათში გაღიზიანებას არ იწვევენ.

თუ მერწყულს უნდა, ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდეს, მეტი დრო უნდა გაატაროს კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ისინი მხარშიც დაგიდგებიან და პრობლემების დაძლევაშიც დაგეხმარებიან.

თევზებმა მეტი დრო უნდა გაატარონ ლომის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების გარემოცვაში. ისინი დაგეხმარებიან რთული პრობლემების დაძლევაში და თქვენს განწყობაზეც კარგ გავლენას მოახდენენ. თუ ნერვები დაწყვეტაზე გაქვთ და გადაიღალეთ კიდეც, მაშინ, მოძებნეთ ზემოთ აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, გაატარეთ დრო მათთან და ნერვული სისტემა ასე დაიწყნარეთ.

Posted by: Papillon 26 Oct 2011, 22:13
ადამიანის ცხოვრებაში ძირითად დატვირთვას ატარებს სამი ზოდიაქოს ნიშანი: მზის, მთვარის და ასცენდენტის.

მზის ნიშანი არის ადამიანის ნებელობითი გამოხატვა, მისი ქცევა მამაკაცური საწყისების მიხედვით.

მთვარის ნიშანი განსაზღვრავს ჩვენს არაცნობიერ. რეფლექტორულ ქცევას, ანუ ეს არის ადამიანის ქცევა ქალური საწყისების მიხედვით.

ასცენდენტის ნიშანი განსაზღვრავს ადამიანის უშუალო ურთიერთობას, გამოვლენას გარე სამყაროში. ანუ ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ადამიანი ახდენს გარშემომყოფებზე და გარშემომყოფები ახდენენ ადამიანზე.

დროის სხვადასხვა მომენტში ადამიანში ირთვება ხან ერთი ხან მეორე და ხან მესამე ნიშანი. როცა ადამიანი გამოხატავს თავის ნებას გარე სამყაროს და სიტუაციისგან დამოუკიდებლად- მაშინ ირთვება მზის ნიშანი. როცა ადამიანი დამოკიდებული ხდება სიტუაციაზე და გარემოზე, როცა უბრალოდ დინებას მიყვება - მაშინ ირთვება მთვარის ნიშანი.

პლანეტა რომელსაც აქვს მხოლოდ უარყოფითი ასპექტები - ითვლება დაზიანებულად.

პლანეტა რომელსაც აქვს მხოლოდ დადებითი ასპექტები - არის ჰარმონიული

ნიშანი და სახლი დაზიანებულია, თუ მასში მხოლოდ დაზიანებული პლანეტები მდებარეობს.

ნიშანი და სახლი ჰარმონიულად იწოდება თუ მასში მხოლოდ ჰარმონიული პლანეტები მდებარეობს.

ნიშანი სუსტია, თუ მასში პლანეტები არ მდებარეობს.

ნიშანი ძლიერია თუ მასში მდებარე პლანეტებს დიდი რაოდენობის ასპექტები აქვთ.

(ც) logos




კოსმოგრამების ტიპები

ადამიანებზე პირველადი ექსპრეს ინფორმაციის მისაღებად საკმარისია დავაკრივდეთ მათ კოსმოგრამაში პლანეტების გადანაწილებას ზოდიაქოებში....

1. ცენტრირებული
როდესაც მზე და მთვარე ერთი ზოდიაქოს ნიშანშია და ამავე ნიშანში იმყოფება სხვა პლანეტაც(ერთი მაინც).

ასეთი კოსმოგრამის მფლობელები, როგორც წესი კონცენტრირებულები არიან ერთ ამოცანაზე, მუდმივად არიან რაღაცაზე დაციკლულები... ხასიათი აქვთ მყარი და ყოველთვის რაღაცას აგროვებენ... ასეთი ადამიანის დაბნევა რთულია, მაგრამ თუ მაინც მოახერხეთ ეს, ის აისბერგივით შემოგიბრუნდებათ, და თანაც არასოდეს იძირება...
ასეთი ადამიანები ღრმად ეშვებიან კონკრეტულ პრობლემების გადაწყვეტის პერიპეტიებში და რთულად გამოდიან ამ მდგომარეობიდან... ეს არის ჭკვიანი ფანატიკოსის, გიჟი მეცნიერის ტიპი, ადამიანის, რომელიც ღრმად სწავლობს კონკრეტული სფეროს კონკრეტულ დარგს... ეს არის მონოლითი, რომლის დაძვრა ადგილიდან ძალიან რთულია.

2. სოლარული
როდესაც მზესთან ერთად ერთ ნიშანში არის 2 ან მეტი პლანეტა, და მთვარე კი ცალკე ნიშანშია მარტო.(ამ ნიშანში სხვა პლანეტები მთვარის გარდა არ დგას)

ასეთი ადამიანი აქტიურად ცდილობს გამოავლინოს საკუთარი თავი. შინაგანი სამყარო მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ის ცდილობს ყველაფერში შესამჩნევი და განსაკუთრებული იყოს. გარშემომყოფებისთვის ის უფრო მეტს წარმოადგენს ვიდრე სინამდვილეშია.
ასეთი ტიპისტვის პირველ პლანზე დგას გონება, ინდივიდუალურობა. ის გრძნობს რომ გამოიყოფა, ხშირად მოითხოვს მეტ ყურადღებას, და სურს პირველი იყოს რომელიმე დარგში.

3. ლუნარული
როდესაც მთვარის ზოდიაქოში მთვარესთან ერთად დგას 2 ან მეტი პლანეტა, ხოლო მზე მარტო დგას.(მზის ზოდიაქოში მზის გარდა სხვა პლანეტები არ არის)

ასეთ ადამიანებს აქვთ ფარული, ქვეცნობიერი, ემოციონალური რეაქციები გარემოზე. მათთვის შინაგანი მოვლენები ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე გარე გამოვლინება. და საერთოდ ყველაფერი რაც ეხება გარემოს მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან.

4. სოლარულ-ლუნარული
როცა იმ ნიშნებში სადაც მზე და მთვარეა, არის კიდევ ერთი ან მეტი პლანეტა, ხოლო სხვა ნებისმიერ ნიშანში არ დგას ერთ პლანეტაზე მეტი...

ასეთ ადამიანს აქვს ორი გამოკვეთილი ცენტრი, რომლებიც მას შინაგან ღელვას და გაუწონასწორობულობას ანიჭებს. ურთულდება გადაწყვეტილებების მიღება, აქვს შინაგანი კონფლიქტი, ყოყმანობს...მასში ხან ემოციები იმარჯვებენ და ხან გონება. ასეთი ადამიანი ფსიქოლოგიურად არამყარია, და აქვს მიდრეკილება გაორებისაკენ.

5. პლანეტარული
როდესაც მზის ზოდიაქოში მარტო მზე დგას, და მთვარის ზოდიაქოში მარტო მთვარე, ხოლო სხვა რომელიმე ზოდიაქოში არის პლანეტების ბირთვი (ანუ 3 ან მეტი პლანეტა)

ასეთი კოსმოგრამის მფლობელი ჰგავს აისბერგს. ავლენს თავს სპონტანურად როგორც სხვებისთვის ისე საკუთარი თავისთვის. სული და ნებისყოფა არა აქვს გამოკვეთილი, ამიტომ საჭიროებს გარშმომყოფების დახმარებას მათი განვითარებისთვის. ასეთი ადამიანისან ბევრს ელიან, მაგრამ ის განსხვავებულად ავლენს თავს, სრულიად არაპროგნოზირებულად.
ასეთ ადამიანს აქვს შინაგანი ბლოკირების უნარი, რომელიც არ აძლევს სხვებს საშუალებას მის შინაგან სამყაროში ჩაიხედონ.
პოლიტიკოსისთვის ეს საკუეთესო ვარიანტია. არავინ იცის მისგან რას უნდა ელოდო.
ხანდახან ასეთი ადამიანი ზედაპირული გვგონია, მაგრამ სინამდვილეში ეს გულჩათხრობილობის შედეგია.

6. არეული
როდესაც მზის ზოდიაქოში მარტო მზე დგას, და მთვარის ზოდიაქოში მარტო მთვარე,
ხოლო სხვა რომელიმე ზოდიაქოში არ არის 2 პლანეტაზე მეტი.


ასეთ ადამიანებზე ვერაფერს იტყვი განსაკუთრებულს. სხვებისგან კი დაბნეულობით გამოირჩევიან. ცხოვრების დინებას მიჰყვებიან და რასაც ცხოვრება უკარნახებს, იმით არიან დაკავებულები. თვითონაც არ იციან თითქმის არაფერი საკუთარ თავზე. თუმცა ძალზედ ჰარმონიული ჰოროსკოპის შემთვევაში მათგან მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი გამოვიდოდა, და სათანადო აღზრდაც თუ უწყობს ხელს, გენიოსობაც გამოუვიდოდათ.

7 წლის წინ ნაყიდი პავლე გლობას წიგნიდან Фазы планет, виды и типы космограм... თარგმანი

(ც) logos




Posted by: Papillon 28 Oct 2011, 21:00
ასტროლოგიის გაკვეთილები დამწყებთათვის

მოდით,დავიწყოთ იქიდან, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი არ არის ასტროლოგია,ის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ხოლო ასტროლოგიის ნაწილს წარმოადგენს :პლანეტები, სახლები და ასპექტები.

დასაწყისშივე დავიმახსოვროთ მნიშვნელოვანი რამ: ის,რასაც ყოველდღიურ ჟურნალ-გაზეთებში წერენ ნამდვილი ასტროლოგია არაა.უბრალოდ ზოგადი პროგნოზებია,რომლებიც ასტროლოგიის შესასწავლად არ გამოგვადგება. ის ზოგადი დახასიათებები კი,რაც არსებობს ზოდიაქოს ნიშნების სახით,მხოლოდ ზოგად,გენერალიზირებულ ინფორმაციას მოგაწვდიან,რომელიც შესაძლოა შენს ნამდვილ ჰოროსკოპს არ დაემთხვეს. პირად ჰოროსკოპზე კი გავლენა ყველა პლანეტას აქვს.როცა პლანეტების მიხედვით არსებულ ინფორმაციებს შეკრებთ,აი მერე მიიღებთ სწორ სურათს.
იმისთვის,რომ ასტროლოგიაში დამწყებთა დონეზე გავერკვეთ,დავიწყოთ ასტროლოგიის ანბანით.

ასტროლოგიის მიხედვით:
ყოველ პლანეტას გააჩნია თავისი ფუნქცია. მაგალითად მთვარე -ემოციებზე მიუთითებს, მარსი-ენერგიაზე და ა.შ.
ყოველი ნიშანი მიუთითებს როგორ ფუნქციონირებს,მუშაობს პლანეტა. მაგალითად ნებისმიერი პლანეტა,რომელიც მოხვდა ვერძში,იძენს ვერძის თვისებებს-ემატება იმპულსურობა,აქტიურობა, ნებისმიერი პლანეტა,რომელიც მოხვდა თევზებში, იღებს თევზების თვისებებს ,მაგალითად წარმოსახვის უნარს.
ყოველი სახლი გვიჩვენებს სად მუშაობს პლანეტა ყველაზე კარგად,სად ავლენს თავს ყველაზე კარგად. მაგალითად პლანეტა,რომელიც მეორე სახლში მოხვდა, გავლენა ექნება თქვენს მიღწევებზე და ფინანსებზე, ხოლო პლანეტა,რომელიც მე-5 სახლშია, გავლენა ექნება რომანტიულობასა და სიყვარულზე.
ასპექტი არის პლანეტებს შორის დამაკავშირებელი. პლანეტები,რომლებიც ასპექტის მიხედვით არიან დაკავშირებულნი,ერთად მოქმედებენ,ერთმანეთის ელფერს იძენენ. მათი მოქმედება დადებითი იქნება,თუ უარყოფითი,დამოკიდებულია თავად ასპექტზე (გვაქვს უარყოფითი და დადებითი ასპექტები)

კითხვა: რა განსხვავებაა ასტროლოგიურ ნიშანსა და სახლს შორის?

ჩვენს გარშემო სამყარო (ცა,გალაქტიკა) დაყოფილია 12 თანაბარ ნაწილად,რომლებსაც უძველესი დროიდან ეწოდებათ ასტროლოგიური ნიშნები. ადგილს,რომელიც დაბადების მომენტში აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდება ეწოდება ასცენდენტი (Asc) ,ანუ ამომავალი ნიშანი. ასტროლოგიაში ასცენდენტი ისევე მნიშვნელოვანია,როგორც მზის ნიშანი,თუმცა ზოგიერთ ასტროლოგიურ წიგნში მას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ასცენდენტი გავლენას ახდენს იმ გზაზე,მეთოდებზე როგორც რეაგირებ,ასევე სამყაროს ხედვაზე, რას ითხოვს სამყარო შენგან . რუკაში ყველაზე მაღალ წერტილს ეწოდება მედიუმ კოელი (MC),იგივე ზენიტი,იგივე მე-10 სახლის დასაწყისი,ის მიუთითებს ჩვენი ცხოვრების ყველა მიმართულებაზე.
თუ ასცენდენტის საპირისპიროდ გაავლებთ ხაზს,მიიღებთ თქვენი რუკის დესცენდენტს (Dsc),ანუ ასცენდენტის საპირისპირო ნიშანს,ეს წერტილი მიუთითებს თუ რა ტიპის ადამიანებით შეიძლება მოიხიბლო ან სიმპათიით განეწყო.
თუ MC-დან გაავლებთ საპირისპირო ხაზს,მიიღებთ წერტილს,რომელსაც ნადირი (IC) ეწოდება. ეს წერტილი ატარებს ინფორმაციას თქვენს ადრეულ ცხოვრებაზე,ბავშვობაზე,ოჯახზე.

თუ რუკას დააკვირდებით,ნახავთ რომ ის დაყოფილია არათანაბარ ნაწილებად,მაგრამ 12 ნაწილად,არ უნდა გაგიკვირდეთ,რადგან ასცენდენტი და ზენიტი შესაძლოა ზუსტად 90 გრადუსით არ იყვნენ დაშორებულები.
სახლებსა და ნიშნებს შორის იგივე განსხვავებაა,რაც მაგალითად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,ან მარჯვენასა და მარცხენას შორის. ამომავალი ნიშანი ,იგივე ასცენდენტი ყოველთვის ის ნიშანია,რომელიც დაბადების დროს უერთდება აღმოსავლეთ ჰორიზონტს,ის თითქმის ყოველ ორ საათში ერთხელ იცვლება.აი,სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პირადი რუკის შედგენის დროს იცოდეთ დაბადების ზუსტი საათი,მან შესაძლოა მთლიანად შეცვალოს თქვენი რუკა.
სახლებს არ აქვთ რამე სპეციფიკური სახელი,უბრალოდ დაყოფილი და დანომრილია 1-დან 12-მდე ციფრით.ასცენდენტი ითვლება ყოველთვის პირველ სახლად..
კიდევ რომ გავიმეოროთ, ნიშანი გავლენას ახდენს როგორ მოქმედებს პლანეტა,რა დატვირთვა აქვს,ხოლო სახლი მიანიშნებს სად,რა სფეროზე მოქმედებს პლანეტა.
შემდეგ გაკვეთილში უფრო ზუსტად აღვწერთ პლანეტათა და სახლების დანიშნულებას.

ასტროლოგიაში პლანეტებს გააჩნიათ ფუნქციები
მზე- მზის ნიშანი არის ის,რომელსაც ჩვენი დაბადების ზოდიაქოდ ვიცნობთ. მზეს შემდეგი ფუნქციები აქვს: ჩვენი ეგო,მე,ძირითადი მახასიათებლები.ესაა ის,რაც ხარ გულით, რა ურთიერთობა გაქვს მამრობით სქესთან,განსაკუთრებით მამასთან. თუ მზე ძლიერია რუკაში,მიანიშნებს ავტორიტეტულ,ღია,ადამიანზე ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილებით. მზე მართავს ლომის ზოდიაქოს
მთვარე- ინსტინქტები, ჩვეულებები, არაცნობიერი ნაწილი,ქმედებები.ასევე მიანიშნებს რა ტიპის ოჯახური გარემო მოგწონს,რა ურთიერთობა გაქვს ქალებთან,განსაკუთრებით დედასთან. თუ მთვარე ძლიერია რუკაში,განწყობა და მისი ცვლილებები უფრო მეტადაა გამოხატული, გრძნობების, ემოციების გავლენით გადაწყვეტილებების მიღებაზე მიანიშნებს. მთვარე მართავს კირჩხიბის ზოდიაქოს.
მერკური- ფიქრი,კომუნიკაცია,ინფორმაციის შეგროვება. თუ მერკურის ძლიერი მდებარეობაა, კომუნიკაციის საჭიროება და მოთხოვნილება წინა პლანზეა, უფრო მეტად ხართ მიდრეკილი საუბრებისკენ (თუნდაც ტელეფონით). მერკური მართავს ტყუპებს და ქალწულს.
ვენერა- მოწონების,სიყვარულის გამოხატვა, შემოქმედებითი გემოვნება,ბედნიერების შეგრძნება. ვენერის ძლიერი მდებარეობა მიუთითებს ხელოვნებისადმი მიდრეკილებას და პიროვნების მიმზიდველობაზე. ვენერა მართავს სასწორს და კუროს.
მარსი-აგრესია და ენერგია. თუ მარსის ძლიერი მდებარეობაა,მიუთითებს აქტიურობის მოთხოვნილებაზე,ადამიანი არის ძლიერი,ენერგიული,აქტიური და ზოგჯერ აგრესიულიც. მარსი მართავს ვერძს.
იუპიტერი- ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბების უნარი,ოპტიმიზმის მაჩვენებელი.იუპიტერის ნიშანი და სახლი (რომელშიც მოხვდა) გვიჩვენებს სად ,რა სფეროებში ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ,დაცულად,როგორ (და სად) ვაღწევთ წარმატებას.კარგი მდებარეობა მიუთითებს იღბლიანობაზე. იუპიტერი მართავს მშვილდოსანს.
სატურნი-სიფრთხილე,შიში,ამბიციურობა,განსაზღვრულობა,შებოჭვა.სატურნის შექმნილი დაბრკოლებების გარეშე ჩვენ ვერ გავიზრდებით. სატურნის ძლიერი მდებარეობა ხშირად აქვთ ექიმებს, მეცნიერებს, ბიზნესმენებს. ასტროლოგიური ნიშანი და სახლი,რომელშიც სატურნი იმყოფება მიგვანიშნებს რა გვჭირდება იმისთვის,რომ თავი დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნოთ,რა გვაშინებს,რისი დანაკლისი გვაქვს,რა გვაფერხებს,სადაა შეზღუდვები. სატურნი მართავს თხის რქას.
ურანი- ორიგინალურობა,თავისუფლებისადმი დამოკიდებულება.ესაა „ამბოხის“ პლანეტა,ეწინააღმდეგება წესრიგს,რადგან ესაა მისი წესი, ურანი „ფიქრობს“,რომ ის უკეთეს წესრიგს დაამყარებს. თუ ურანი რუკაში ძლიერია,ეს მიანიშნებს ექსცენტრიულ ან/და გენიოს ადამიანზე ,აქვთ ტენდენცია შოკში ჩააგდონ საზოგადოება. პოლიტიკოსებს,რომლებსაც ურანის ძლიერი მდებარეობა აქვთ,გამოირჩევიან ახალი,ნოვატორული იდეებით. ურანი მართავს მერწყულს.
ნეპტუნი- ფერადი სათვალით ყურება,სად ვხედავთ მას,რისი დანახვაც გვინდა. ესაა პლანეტა,რომელიც ილუზიებს,ფანტაზიას და წარმოდგენებს მართავს. თუ ნეპტუნის ძლიერი მდებარეობაა რუკაში,ადამიანი არის მგრძნობიარე და ამავე დროს ფანტაზიორიც (ასპექტებს გააჩნია), უარყოფით ვარიანტში ვიღებთ მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი. ნეპტუნი მართავს თევზებს
პლუტონი- სექსი,სიკვდილი, რეგენერაცია, ექსტრემალური სიტუაციები.პლუტონის მდებარეობა მიგვანიშნებს სად გვაქვს ტენდენცია არ გავჩერდეთ,არ წავიდეთ კომპრომისზე. მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში მიუთითებს ,რომ ადამიანს არ უნდა მოექცეთ ცუდად (უწესრიგოდ). პლუტონი მართავს მორიელს.

პლანეტათა ფუნქციები (2) http://forum.ge/?showtopic=34033919&f=&st=0&#entry16318328

სახლები და მათი მნიშვნელობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას.
I სახლი- ესაა იგივე ასცენდენტი. განაპირობებს გარეგნულ და ზედაპირულ თვისებებს,მოიცავს იმ თვისებებს,რასაც გარშემომყოფები პირველი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში,ხოლო ოპოზიციური მზის ნიშანი მიუთითებს იმ თვისებებზე,რაც შინაგანად გაქვთ. პირველი სახლის მმართველი არის ვერძი
II სახლი- ფული და მატერიალური ფასეულობები,შემოსავლები, საქმიანი აქტიურობა,პირადი ფასეულობები,ღირებულებები. მეორე სახლს მართავს კურო
III სახლი- კომუნიკაციები, სხვებთან ურთიერთობის,საუბრის სტილი, ე.წ. „უმდაბლესი გონება“ ( ფაქტების აღქმა,გადამუშავება) , ხანმოკლე მოგზაურობები, დები და ძმები,მეზობლები, ყველაფერი რაც მკლავებს ეხება. მესამე სახლს მართავს ტყუპები
IV სახლი- თქვენი სახლი,ზოგადად საცხოვრებელი გარემო, ადრეული წლები, ბავშვობა, მშობლების გავლენა,უმეტესად მამის. ასევე ეს სახლი მიუთითებს ვინ და როგორი ვიქნებით ცხოვრების ბოლო მესამედში. რაც უფრო ასაკში შეხვალთ,მით უფრო დაემსგავსებით იმ ნიშანს,რომელიც თქვენს მეოთხე სახლს შეესაბამება (ასევე თუ პლანეტებია მეოთხე სახლში,პლანეტების მახასიათებლებიც მოიმატებს). მეოთხე სახლს მართავს კირჩხიბი
V სახლი- რომანტიული ურთიერთობები, ბავშვები ,კრეატიულობა, გემბლინგით გატაცება და სპეკულაციები, ჰობი, გატაცებები, გართობა და თამაშები. მეხუთე სახლს მართავს ლომი
VI სახლი- სამსახური და მომსახურება, გაცემა და მიღება ერთდროულად. ეს სახლი კარიერაზე არ მეტყველებს, მაგრამ მუშაობის სტილზე და ხარისხზე-კი. ასევე ჯანმრთელობაზე მიუთითებს. მეექსვე სახლი იმართება ქალწულით.
VII სახლი- ქორწინება და პარტნიორობა. როცა ვინმე თანასწორს აღმოაჩენთ გვერდით, იყენებთ მე-7 სახლს,ამიტომ ეს სახლი ირთვება უფრო ქორწინების და საქმიანი პარტნიორების შემთხვევაში,ასევე მიუთითებს ღია მტრებზე და მათ მახასიათებლებზე. მეშვიდე სახლს მართავს სასწორი
VIII სახლი- სიცოცხლე, სიკვდილი,ხელახლა დაბადება,განახლება. ესაა მეორე სახლის საპირისპირო სახლი და მართავს სხვათა (თქვენი ახლობლების,თუნდაც მეუღლის) ფულს,ფინანსებს,ღირებულებებს,მათ გავლენას თქვენზე.უსაფრთხოების, მასობრივი არეულობების, სოციუმის სახლია. მეხუთე სახლი რომანტიულ ურთიერთობას მართავს, ხოლო მის საპირისპიროდ მე-8 სახლი სექსს და მისდამი დამოკიდებულებას,სექსის სტილს, ნებისმიერი სახის ფეტიშს,ტაბუს სწორედ მე-8 სახლის ნიშანი ხსნის. მერვე სახლს მართავს მორიელი.
IX სახლი- რელიგიურობა, რელიგია, ფილოსოფია,უმაღლესი განათლება, ე.წ. „უმაღლესი გონება“ (ზოგადი ფასეული პრინციპების,ღირებულებების ჩამოყალიბება), ზოგადად ეს სახლი მიუთითებს პრინციპებზე, ასევე ხანგრძლივ მოგზაურობებზე გვაწვდის ინფორმაციას. მეცხრე სახლს მართავს მშვილდოსანი
X სახლი- კარიერა, საზოგადო სახე, ცხოვრებისეული მიღწევები, ამბიციები,ორგანიზაციული უნარები.მეათე სახლი მიუთითებს მშობლების გავლენაზე,განსაკუთრებით დედის. მეათე სახლს მართავს თხის რქა
XI სახლი- მეგობრები, იმედები,სურვილები, ხალხთა ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობები და დამოკიდებულებები,სოციუმი. მეთერთმეტე სახლს მართავს მერწყული
XII სახლი- ფსიქოლოგიური პრობლემები, შეზღუდვები და შეზღუდვის ადგილები (ციხე,საავადმყოფო), ფარული მტრები, ძლიერი მე-12 სახლი მიუთითებს ძლიერ ინტუიციაზე. მეთორმეტე სახლს მართავს თევზები.




დამხმარე ლინკი: http://forum.ge/?f=8&showtopic=34222321


დამხმარე სურათი :იხ. მიმაგრებული სურათი

Posted by: Papillon 29 Oct 2011, 18:33
12 ნიშნის ელემენტები და მოდალობები

ძირითადად ჩვენ ვიცნობთ ასტროლოგიის 12 ნიშანს,რასაც ჩვენს ზოდიაქოს ვუწოდებთ ხოლმე.ზოდიაქო იგივე მზის ნიშანია,მაგრამ რა თქმა უნდა,მზის გარდა არსებობს სხვა პლანეტები,რომლებიც აუცილებელი არაა იგივე ნიშანში,იგივე ზოდიაქოში მოხვდეს. შესაბამისად ჩვენ გვაქვს სხვა ნიშნების მეტნაკლები გავლენა.თითოეულ ნიშანს გავლენა და უნიკალური თვისებები აქვს,მათი დაყოფა მსგავსების პრინციპის მიხედვით ჯგუფებად ხდება. ელემენტი- ეს არის ნიშნების ძირითადი მახასიათებელი. გარდა ელემენტებისა,გვაქვს ხარისხიც,ანუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ნიშანი განსხვავდება ელემენტის და ხარისხის მიხედვით.
კარდინალური ნიშნები- მოქმედება მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, ისინი იწყებენ საქმეს,არიან ინიციატორები,ენერგიულები,მიზანმიმართულები. ამ ჯგუფშ ერთიანდებიან ვერძი,კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. თუ მათ ცხოვრებაში კრიზისი და სირთულე არ არსებობს,ისინი თავად შექმნიან და იბრძოლებენ მის დასაძლევად,მოქმედების გარეშე ეს ნიშნები არ არსებობს. კარდინალური ნიშნები რომელ სახლებში მოხვდნენ რუკაში მიანიშნებს ცხოვრების რა სფეროებში ვიქნებით აქტიურები.
ფიქსირებული ნიშნები- მოსწონთ სტაბილურობა. კარდინალურები თუ საქმეს იწყებენ და ინიციატორები არიან, ფიქსირებულები დაწყებულის გამგრძელებლები და მფლობელები არიან. მათ სურთ უფროსობა და არ არიან წინააღმდეგნი თუ კარდინალურები დაიწყებენ საქმეს,სამაგიეროდ სტაბილურობისთვის ისინი შეინარჩუნებენ. კარდინალურებს ქმედება სჭირდება,ხოლო ფიქსირებულებს-ყველაფერი სურთ რაც მათ გარშემო მოძრაობს. ფიქსირებული ნიშნებია კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. ფიქსირებული ნიშნები რომელ სახლებს მართავენ თქვენს რუკაში მიანიშნებს სად უნდა გაჩერდეთ და და „მომავალში გაიხედოთ“.
მუტაბელური ნიშნები- კომუნიკაცია მათი მოგონილია smile.gif) კარდინალურები მოქმედებენ, ფიქსირებულები ავითარებენ რაც კარდინალურებმა დაიწყეს,ხოლო მუტაბელურები საუბრობენ იმ მიღწევებზე,რასაც სხვები აღწევენ. მუტაბელურებს ყველაზე მეტად ახასიათებთ ადაპტაციის კარგი უნარი, ადვილად მიდიან კომპრომისზე.ისინი ხალხზე ორიენტირებულები არიან, მაგალითად კარდინალურებს თუ გზაზე გადაეღობე ,პასუხად მიიღებ: „გამეცალე,ეს უნდა გავაკეთო!“, ფიქსირებულებისგან- „ მე ვფიქრობ,რომ ეს სწორია,ეს კი არა.ესაა და ეს“, ხოლო მუტაბელურებისგან- „მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე“. მუტაბელურები მანამდე გაჩერდებიან კონკრეტულ ადგილზე,სანამ მათთვის საინტერესოა,შემდეგ კი უფრო საინტერესო ადგილს მონახავენ. სახლები,რომლებსაც მუტაბელური ნიშნები თქვენს რუკაში მართავენ მიუთითებს ცხოვრების იმ სფეროებზე,რომლებშიც არ გიჭირთ კომპრომისზე წასვლა და ადაპტაციის კარგი უნარით გამოირჩევით.

გადავიდეთ ელემენტებზე. სულ არის 4 ელემენტი: ცეცხლი, მიწა,ჰაერი,წყალი.
ცეცხლის ნიშნები- მათთვის დამახასიათებელია აქტიურობა, იმპულსურობა,მოქმედება, საკუთარ თავზე კონცენტრაცია.მათთვის ყველაზე ძნელია სხვისი თვალით დაინახონ საგნები და მოვლენები.მიზნის მიღწევის დროს ახასიათებთ სხვების გზიდან მოცილება „დარტყმით“. პოზიტიური მხრიდან - ცეცხლის ნიშნები იდენტობას,ნამდვილ შინაგან მე-ს უსვამენ ხაზს,პირად ჰოროსკოპში კი მიუთითებენ რა სფეროებში ხართ აქტიური,ჟინიანი.ვერძი კარდინალური ცეცხლის ნიშანია,მას ახასიათებს აქტიურობა, პირდაპირობა,სიძლიერე. ლომი ფიქსირებული ცეცხლის ნიშანია და კრეატიულობა ახასიათებს.პირად ჰოროსკოპში ლომის მდებარეობა მიანიშნებს რა მიგაქვთ გულთან ახლოს. მშვილდოსანი მუტაბელური ცეცხლია და სიბრძნის ნიშანია და პირად რუკაში მიუთითებს როგორ იგებთ საგნებს.
რომ შევადაროთ, ვერძი-აფეთქებაა, ლომი- მზის სინათლე,მშვილდოსანი- სანთელი სიბნელეში.
მიწის ნიშნები- მიწის ნიშნებს სწამთ,სჯერათ იმის,რასაც ხედავენ,ეხებიან,ისმენენ ან გრძნობენ.თუ ისინი რეალურად რამეს ვერ აღიქვამენ,მაშინ არც არსებობს მათთვის. ცეცხლის ნიშანმა უბრალოდ იცის,რომ რაღაც მოხდება,აი მიწის ნიშანი კი ამას გაიგებს მას შემდეგ,რაც გადააწყდება.მიწის ნიშნებმა იციან,რომ შეუძლიათ გაძლონ მიხარულების გარეშე მიზნის მისაღწევად,ცეცხლისგან განსხვავებით მათ არ სჭირდებათ ბიძგება,მყარად დგანან მიწაზე,დეტალებს უფრო მეტ დროს უთმობენ,ნაკლებად არიან იმპულსურები (ან სულ არ არიან) .ამიტომ რომელ სახლებს განაგებენ მიწის ნიშნები თქვენს რუკაში,მიუთითებს იმაზე,თუ რა სფეროში ხართ პრაქტიკული და სად გაქვთ პრაქტიკული ხედვა.უარყოფითი მხრიდან კი მიუთითებს-რა სფეროებში ხართ რიგიდული და სად გეშინიათ მოქმედების. მიწის ნიშნებია ფიქსირებული კუროს ნიშანი, მუტაბელური ქალწულის ნიშანი და კარდინალური თხის რქის ნიშანი.
ჰაერის ნიშნები - განაგებენ კომუნიკაციებს,ურთიერთობებს,ინტელექტს.ისინი ყველაზე მეტად ჰუმანურები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის,აქვთ მიდრეკილება იმსჯელონ ,მიიღონ ახალი ინფორმაციები და გადაამუშავონ. რუკაში ჰაერის ნიშნების მდებარეობა მიგვანიშნებს სფეროებზე,რომლებშიც არ გვიჭირს ფიქრი,აზროვნება,საუბარი,სოციალურები ვართ და ა.შ. თუ რუკაში ჰაერის ნიშნის ნაკლებობაა და მეტია ცეცხლის- ეს ხშირად შეგვიქმნის პრობლემებს, თუ მიწაა გამოკვეთილი- რუტინული საქმეებისადმი მიდრეკილება გვაქვს ან სულაც არაფრის კეთებისკენ. ჰაერის ნიშნებია კარდინალური სასწორის ნიშანი, ფიქსირებული მერწყულის ნიშანი და მუტაბელური ტყუპების ნიშანი.
წყლის ნიშნები- წყალი ემოციური და ინსტინქტურია, ცეცხლის ნიშნები თუ გარშემო ყველაფერს წვავენ, წყლის ნიშნებს სურთ ყველაფერი დატბორონ biggrin.gif და მოახერხონ რაც შეიძლება მეტი ადგილის ათვისება. წყლის ნიშნებს უჭირთ წინ წასვლა როცა ფიქრობენ,მათ იმდენად აქვთ განვითარებული ინტუიცია,რომ ხშირად წინასწარ „იციან“ რა მოხდება.პირად რუკაში წყლის ნიშნები რომელ სახლებსაც განაგებენ,იმ სფეროებში ვართ ინტუიციურები,ემოციურები. წყლის ნიშნებს განეკუთვნება კარდინალური კირჩხიბის ნიშანი, ფიქსირებული მორიელის ნიშანი და მუტაბელური თევზების ნიშანი.

ზოდიაქოს ნიშნები,როგორც სახლის მმართველები
დაუკვირდით რომელი სახლი რომელი ზოდიაქოს ნიშნით იწყება,ეს გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს.

ვერძი- კარდინალური ცეცხლი, არის მოქმედების,ინიციატივის,ახალი წამოწყებების ნიშანი,მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში,მიანიშნებს ადამიანის სურვილზე იყოს ყურადღების ცენტრში და პირველი. მათი საყვარელი ფრაზაა „ახლა!“,ვერძის ნიშანი რომელ სახლშიც მდებარეობს,იმ სფეროებში ვართ აქტიურები,იმპულსურები და ვიღებთ ინიციატივას.
კურო- ფიქსირებული მიწის ნიშანი,სწორედაც რომ ფი-ქსი-რე-ბუ-ლი.კურო ნელა,მაგრამ დაფიქრებით დგამს ნაბიჯებს,ასევე ერთ-ერთი მგრძნობიარე ნიშანია,მიისწრაფის ფიზიკური სიამოვნებებისკენ.მას,ვისაც რუკაში კუროს ძლიერი მდებარეობა აქვს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ნელა იღებს მათ.რომელ სახლსაც მართავს,იმ სფეროებში აქცენტირებულია ფიზიკური სიამოვნება,ასევე რიგიდულობა.
ტყუპები- მუტაბელური ჰაერის ნიშანი. სახლი,რომელსაც მართავს ეს ნიშანი,მიანიშნებს აღნიშნულ სფეროში კომუნიკაციის,ფიქრის,ინფორმაციის დიდ როლზე.ასევე სწორედ ამ სფეროებში იქნებით ადაპტირებული და ადვილად მოახდენენ თქვენზე გავლენას.ასევე ყურადღება მიაქციეთ მერკურის მდებარეობას.
კირჩხიბი- კარდინალური წყალი- ინსტინქტური მოქმედებების მმართველი, ლოგიკურ გადაწყვეტილებების ნაცვლად ინტუიციური.როგორც კი კირჩხიბი იმას მოიპოვებს რისკენაც იღწვოდა,მის მიმართ ინტერესს კარგავს. კირჩხიბი რომელ სახლსაც მართავს,იმ სფეროებში ვართ ცვალებადი,ემოციური,ინტუიციური და ინსტინქტური.
ლომი -ფიქსირებული ცეცხლის ნიშანი,ლომის ნიშნით მართულ სახლის სფეროებში გვსურს გამოვხატოთ თავი ორიგინალურად,კრეატიულად,გვიჩნდება მართვის,გართობის,უფროსობის სურვილი,მძიმედ განვიცდით წარუმატებლობას.
ქალწული- ფიქსირებული მიწის ნიშანი, ადამიანს,რომელსაც ქალწულის ნიშანი გამოკვეთილი აქვს რუკაში,თითქმის ყოველთვის დაკავებულია,აქვს სამუშაო.ქალწული დეტალებისადმი ყურადღებით,კრიტიკულობით და თვით-ცინიკურობით გამოირჩევა. სახლი,რომელსაც ქალწული მართავს,იმ სფეროებში გამოვირჩევით დეტალებისადმი ყურადღებით, პრაქტიკულობით,ლოგიკურობით,წესრიგის სიყვარულით.
სასწორი- კარდინალური ჰაერი. რეაქციის ნიშანი,ვერძი თუ ინდივიდურად მოქმედებს,სასწორი-ჯგუფურ მოქმედებას გამოხატავს.ხედავენ ორ დაპირისპირებულ მხარეს და შეუძლიათ მეორე მხრის ნააზრევის გაგებაც. სასწორით მართულ სახლის სფეროებში მოგვწონს პარტნიორობა,სიმშვიდე,სიწყნარისკენ,ჰარმონიისკენ გვაქვს მიდრეკილება
მორიელი- ფიქსირებული წყლის ნიშანი,ექსტრემიზმი ახასიათებს -ყველაფერი ან არაფერი.შესაბამისად სახლი,რომელსაც მართავს მორიელი რუკაში, იმ სფეროებში ვართ ექსტრემისტები, ვფლობთ ძალას,ენერგიას,ვართ ემოციურები (სიღრმისეულად).
მშვილდოსანი - მუტაბელური ცეცხლის ნიშანი. თუ ტყუპები ინფორმაციას სწრაფად კრეფს, ქალწული დეტალურად და ნელა, მშვილდოსანი არის დიდი,ერთიანი და მთლიანი სურათის შემქმნელი.რუკაში რომელ სახლსაც მართავს მშვილდოსანი,იმ სფეროში თავს ვგრძნობთ ოპტიმისტურად,დაცულად,უსაფრთხოდ, ეს სფერო იქნება თავგადასავლების საშუალება
თხის რქა- კარდინალური მიწის ნიშანი, ანგარიში,დაგეგმვა,სიფრთხილე სწორედ თხის რქის მახასიათებლებია. მისი მდებარეობა რუკაშ მიუთითებს რომელ სფეროებში ვართ ორგანიზებულები,ანგარიშიანები და ამბიციურები.ყურადღება მიაქციეთ სატურნის მდებარეობასაც
მერწყული- ფიქსირებული ჰაერის ნიშანი. პროგრესის,წინსვლის სფერო,ასევე მეგობრების სფერო.მერწყული არასდროს ტეხს საზღვრებს,უბრალოდ მათ აბიჯებს. სახლი,რომელსაც რუკაში მერწყული მართავს,იმ სფეროშ ხართ ნოვატორი,ორიგინალური,განსხვავებული და დამოუკიდებელი.ასევე ყურადღება მიაქციეთ ურანის მდებარეობასაც.
თევზები- მუტაბელური წყლის ნიშანი. ადამიანი,რომელსაც თევზების ძლიერი გავლენა ექნება,თითქმის ყველაფერზე დათანხმდება,გააჩნია ემპათიის ძლიერი უნარი,ცხოვრობს ფანტაზიის სამყაროში. სახლი,რომელსაც თევზები მართავს რუკაში,მიუთითებს სფეროზე,რომელშიც ვართ ემოციურები, გამომგონებლები,ფანტაზიორები,მეოცნებენი.ასევე ყურადღება მიაქციეთ ნეპტუნის მდებარეობას.

Posted by: starchild 5 Nov 2011, 23:40
Scoorp
ჯერ ბაგა ბაღში ვართ რა მეორე კლასი smile.gif
* * *
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ .........

ავიღოთ მზე და მისი მდებარეობები რეალურად და მერე შევადაროთ ასტროლოგიურად...

მზე არის ჩვენ სიცოცხლის წყალო, მისი სხივები, სითბო და ენერგია ხელს უწყობს მრავალ პროცესს დედამიწაზე, ყველაზე მთავარიკ ი სიცოცხლის პროცეს. სიცოცხლე გამოღვიძებას იწყებს გაზაფხულზე, ხოლო ზაფზულში არის მისი უკიდურესი ახლო წერტილი, რაც ასევე აისახება ტემპერატურაზე, (არა მხოლოდ დედამიწის ღერძის დახრილობა არ ახდენს გავლენას სეზონებზე არამედ დედამიწის ორბიტაც)
შემდეგ მოდის შემოდგომა, ეს რა პერიოდიც არის ყველამ კარგად ვიცით ხოლო უკიდურესად შორი წერტილი მიზს არის ზამთარში...

ეხლა ავიღოთ მზის ასტროლოგიური სტადიები, მზე არის ეგზალტირებული ვერძში, ეს არის სწორედ გაზაფხული, როცა ხდება ჩასახვა და გამოღვიძება. მზე თავის ამპლუაშია ლომში, როცა ის ყველაზე მეტად ავლენს თავს და სწორედაც მზის ყველაზე მეთი ენერგია, სინათლე და სითბო ამ მოენტში ეშვება დედამიწაზე, ესეიგი თავის ფუნქციას რომელიც ემოთ დავწერეთ სწორედაც პლანეტა ამ დროს ავლენს. მზე დაცემაშია შემოდგომაზე როცა ის იწყებს ნელ ნელა დაშორებას, ეს კი სასწორის პერიოდში ხდება და მზე განდევნილია ზამთარში მერწყულის პერიოდში როცა ის ფიზიკურადაც კი ყველაზე ნაკლებად ავლენს თავს და მისი ენერგია, და სინათლე ყველაზე შეზღუდულად აღწევს დედამიწამდე, მისი უკიდურესი წერტილი.

რომ ავიღოთ ეს პერიოდები და სეზონები, რომელი სეზონია ყველაზე პროდუქტიული???
ჩემი აზრით შემოდგომა არის სიმწიფის დრო, მოსავლის აღების პერიოდი, ნაყოფიერების და სიუხვის. ასევე თითქოს სიდინჯის, აუჩქარებლობის, ამ დროს მოიმკი. მართალია პლანეტა თავის თავს ყველაზე კარგად ავლენს როცა ის მმართველია, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს შედარება იმას რომ ის ყველაზე პროდუქტიურლი, მდიდარი და უხვია როცა ის ვარდნაშია. რადგან ინგლისურად fall ასევე შემოდგომას ნიშნავს... ამით ასტროლოგიურად ისიც შეგვიძლია გამოვთვალოთ თუ რომელ პლანეტაზე როდის არის შესაბამისი სეზონი, რადგან ყველა პლანეტასთან, შესაბამისი ნიშანი ასოცირდება მის ეგზალტაციასა თუ ვარდნასთან. ყველა ნიშანს კი კონკრეტული პერიოდი აქვს დედამიწაზე . მაგრამ ეს მხოლოდ დედამიწაზე. ურანისთვის ზაფხული გამოდის მაშინ როცა ჩვენთან ზამთარია, რადგან იგი ჩვენი გეოცენტრული სისტემით მმართველი მერწყულშია. სულაც არ არის ალბათ საჭირო ჩავფრინდეთ ურანზე რომ იქ დავაფიქსიროთ ტემპერატურის და დღის ხანგრძლივობის ცვალებადობა რომ სეზონები დავადგინოთ smile.gif ეს აქედანაც შეიძლება ამ გამოთვლებით......

მაგრამ დავუბრუნდეთ იმას რაზეც ვსაუბრობდით..... ნუთუ მზე სასწორში უფრო პროდუქტიული და უხვია ვიდრე მზე ლომსა თუ ვერძში... და იგივე ეხება სხვა პლანეტებს... ძლიერად ავლენს ერთ ნიშანში თავს მაგრამ მეტი პოტენციალი აქვს დაგროვილი და უფრო მოწიფულია მეორეში ანუ არათავის ნიშანში...................................

Posted by: Konstantin_Logos 6 Nov 2011, 08:49
starchild
QUOTE
რატომღაც მგონია რომ პლანეტები რომლებიც ვარდნაში არიან, გაცილებით პროდუქტიულები არიან ვიდრე მაშინ როცა ეგზალტირებულია ან თავის ნიშანშია. თითქო ამით უფრო მეტი პოტენციალი აქვთ დაგროვილი...

სამწუხაროდ ასე არ არის.... დაცემული პლანეტა განასახიერებს იმ პერიოდს, როცა მან თავისი ფუნქცია ამოწურა და მისი გამოვლენა საზიანო ხდება...
სიმწიფის დრო და მოსავლის აღების პერიოდი კი ემთხვევა არა სასწორს, არამედ ქალწულს, რომელსაც უჭირავს ხელში ხორბლის ღეროები, მფარველად კი ნაყოფიერების და მოსავლის აღების ქალღმერთი ცერერა და მისი ასული პროზერპინა ყავს...

მზის სარგებლიანობის პიკი მოდის ეგზალტაციაზე, როდესაც ბუნებას გამოღვიძებისთვის საკმარისი ენერგია და სითბოა საჭირო. (გაზაფხულის ბუნიობა-ვერძის პერიოდი)
ხოლო მზის აქტიურობის პიკი მოდის ობიტელზე ანუ ლომის პერიოდზე, როცა ბუნება ყვავილობს, ხარობს, სიცოცხლითაა სავსე..

დაცემული პლანეტა თითქოს ცდილობს თავი ძველებურად თავის ამპლუაში იგრძნოს, მაგრამ მას სათანადო პირობები და ენერგია არ გააჩნია...




* * *
დაცემა ანუ პლანეტა ორმოში

დაცემული პლანეტის თვისებები ადამიანში ვლინდება ნათლად გამოხატული კომპლექსის სახით. ეს კომპლექსი აქტიურად იჩენს თავს, მასზე მუშაობის შედეგად კი შეუძლია ადამიანის შთანთქმა. ამ კომპლექსის მიმართ შემოქმედებითი მიდგომით კი შესაძლებელია უნიკალური თვისებები შევიძინოთ.

პლანეტის დაცემა იძლევა აქტიურობას, რომელსაც შეუძლია როგორც ჩაგითრიოს მორევში, ასევე მოგცეს გასაქანი მუშაობაში საკუთარ თავზე. ტყვეობაში მყოფი პლანეტა განდევნილია ქვეცნობიერში, მას აქვს შანსი ოდესღაც გამოვიდეს გარეთ, ხოლო დაცემული პლანეტა ნათლად გამოხატულ კომპლექსს იძლევა.. პლანეტა ტყვეობაში უფრო დაფარული და შენიღბული, ხოლო დაცემული პლანეტა - მეტად ძლიერი და ნათლად გამოხატული... დაცემული პლანეტა არის სისუსტე, რომელსაც კომპენსაცია სჭირდება, თორემ მას გამანადგურებელ კომპლექსად გადაქცევა შეუძლია.

დაცემული პლანეტა - ეს არის დეგრადაციის პლანეტა, იმიტომ რომ გვაჩვენებს, თუ რომელი პლანეტის თვისებების გამოვლენით მოგვდის შეცდომები, ვეცემით.. დაცემის ზოდიაქოს ნიშანი ყოველთვის არის ეგზალტაციის ნიშნის ოპოზიცია.

მზე ეცემა სასწორში: საკუთარი ბრწყინვალების ნაკლებობის, შემოქმედებითი დამოუკიდებლობის ნაკლებობის მიუხედავად - სასწორს უჩნდება მთავარი როლის თამაშის სურვილი, ეგოცენტრიზმი, მაგრამ ამისთვის ძალები აკლია, აკლია ენერგია... სასწორი ეცემა თავმოყვარეობის შელახვით, პატივმოყვარეობით.

მთვარე ეცემა მორიელში. მთვარის კომპლექსია: ემოციების გარდაქმნის უუნარობა, ეჭვები, ნეგატიურობა, ისტერიულობა, დანაშაულის კომპლექსი... მორიელებს აქვთ დისკომფორტის შეგრძნება, დანაშაულებრივი სწრაფვები, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება..

მერკური ეცემა თევზებში. ანუ ამ ნიშანს მერკურის კომპლექსი აქვს.თუმცა არ შეიძლება თევზები სულელ ნიშნად ჩავთქვალოთ. თევზებისთვის დამახასიათებელია მასკირება, ეშმაკობა, ლავირება, ინტრიგები, პლაგიატორობა, მიბაძვა. თუმცა კარგი რაც აქვს ამ მდებარეობას, ეს არის სხვისი იდეების ინტერპრეტირების გასაოცარი უნარი.
დაცემული პლანეტა აყენებს პრობლემას ძალიან მძაფრად. თევზებში არის განათლების პრობლემა, მათ აკლიათ განათლება.

ვენერა ეცემა ქალწულში. ვენერას ქალწულში შეუძლია სიყვარული ჰობი - სპორტად აქციოს. ამ დროს ქალწულს გადააქვს თავისი დაკვირვების უნარი სიყვარულზე, გრძნობებზე. შეუძლია აიძულოს თავი შეიყვაროს ვინმე, ოსტატურად ითამაშოს და ჩაებას ფლირტში.
თუ ქალწული დაძლევს ვენერის კომპლექსს, მაშინ დარჩება სიწმინდე, სტერილურობა სიყვარულში...

მარსი ეცემა კირჩხიბში. კიბო თამაშობს ძლიერი პიროვნების როლს, სუპერმენობით ნიღბავს თავის სიმხდალეს. ვარჯიშობენ, იკეთებენ სამხედრო კარიერას. მარსის კომპლექსია: შეუბრალებლობა სუსტების და განაწყენებულების მიმართ, სიმხდალე ძლიერთა მიმართ, სუსტებზე დომინირება, აქედან ძლიერების სურვილი, თუნდაც ერთ ადამიანზე, ამის დემონსტრირება...ხშირად სპორტს მიყვებიან, ნადირობენ..
საუკეთესო შემთხვევაში კიბოში ვლინდება საფრთხის ინსტინქტი, მგრძნობიარობა, ემოციის დიდი ძალა.. იდეით შთაგონებულები ხშირად იბრძვიან რწმენის დასაცავად, იცავენ სუსტებს და ტრადიციებს.
დამცველის ძლიერი ნებისყოფა, საფრთხის ინტუიციური შეგრძნება - კიბო არის აბჯარ ასხმული რაინდი.

იუპიტერი ეცემა თხის რქაში. იუპიტერის კომპლექსია: კანონების უარყოფა, საკუთარის გარდა. ავტორიტეტების ჩამოგდება, მათთან ბრძოლა...ხშირად თხის რქა აყენებს საკუთარ თავს პირამიდის წვერზე, სხვებს კი მის თაყვანისცემას აიძულებს... საუკეთესო შემთხვევაში, თხის რქა თვითონ ქმნის ახალ უნივერსალურ კანონებს, უარყოფს ცრუ ავტორიტეტებს...

სატურნი ეცემა ვერძში. აქ დგას საყრდენის პრობლემა, რომლის ნაკლებობას ვერძი განიცდის. ვერძი ნიღბავს ამას სიჯიუტით, მიდის წინ სანამ დარტყმას არ მიიღებს.
სატურნის კომპლექსია: სიჯიუტე, ჭირვეულობა, ყველაფრის გამარტივება(შავი-თეთრი, ჩემი-შენი), საკუთარი გაგების აბსოლუტიზაცია. საუკეთესო შემთხვევაში - უნიკალურ სისტემას ქმნის, ყველაფერს რაც რთულია, მარტივად და გასაგებად ხდის, სინთეზის უნარი. ვერძის წინაშე ყოველთვის დგას ზომიერების, შეზღუდვის პრობლემა.

ურანი ეცემა კუროში. აქ არის ცვლილებების, თავისუფლების, მოულოდნელობების პრობლემები. ჩვეულებრივ კუროებს ეშინიათ ცვლილებების, რეფორმების, აქვთ შეძენილის დაკარგვის შიში, ახალ პირობებში ადაპტაციის უნარის ნაკლებობა.
ურანის კომპლექსი არის რევოლუცია. კუროებს შორის ბევრია რევოლუციონერი(ლენინი, როპესპიერი, კრომველი) - ეს არის ურანის კომპლექსის გამოვლენა. კუროს უნდა ამით გადაარჩინოს სამყარო. ცვლილებების კომპლექსის უმაღლესი გამოვლენა კი - რევოლუციაა.

ნეპტუნი ეცემა ლომში. აქ არის იდეალების, გაღმერთების, ნდობის, მიამიტობის პრობლემები...
ნეპტუნს შეუძლია ლომის საწყალ ადამიანად გადაქცევა, სულელ იდეალისტად, რომელიც ყველას ენდობა, რომლის მოტყუება ძალიან მარტივია. ნეპტუნის კომპლექსია - დაუცველობა სიყვარულში, შეჩვევა. ლომები შეიძლება ილუზიების ტყვეები გახდნენ, ვერ გაარჩიონ სასურველი რეალობა- სინამდვილისგან...ნეპტუნის სიმბოლო სარკეა. დაცემული ნეპტუნი კი - დამსხვრეული სარკეა. სამყაროს ილუზორული პროექცია: ლომები ყველგან საკუთარი თავის ანარეკლს ხედავენ, ყველგან საკუთარ თავს ხედავენ, ყოფენ რა სამყაროს ორად: ”მე” და ”არა-მე” -დ

პლუტონი ეცემა მერწყულში. აქ არის კოლექტიური ძალის პრობლემა. მერწყულს უნდა იყოს ჯგუფის სულის ჩამდგმელი, არაფორმალური ლიდერი, რომ ყველა მის დაკრულზე ცეკვავდეს.. მერწყულს უნდა რომ მას ჰქონდეს ყველა სადავე... ახასიათებს ცინიზმი, დაცინვა, ყველაფრის ქაოსამდე დაყვანა. როცა მერწყული გატაცებულია რამით, მას დიდ შთაგონებას აძლევს ნგრევა. დაცემული პლუტონი ანგრევს არამარტო საკუთარ თავს, არამედ ყველაფერს გარშემო.
საუკეთესო შემთხვევაში მერწყული აერთიანებს ადამიანებს, სახეს უცვლის ქაოსს, რომელსაც თვითონ ქმნის, სადაც იღებს არა ლიდერის როლს, არამედ შემაერთებლის, დამაკავშირებლის როლს.

პროზერპინა ეცემა მშვილდოსანში.
პროზერპინის კომპლექსია: სისტემის დეფიციტი, , სტრუქტურების შექმნის უნარის არქონა.. ძირეული გარდაქმნები მშვილდოსანში შფოთს იწვევს, მას არ შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, მას სძულს დეტალები, სიზუსტე.
მშვილდოსანი ენდობა ავტორიტეტებს, ამიტომ მისთვის ნებისმიერი სისტემა შეიძლება გახდეს მისაღები, თუ ის ავტორიტეტულია, მას ეზარება დეტალებში გარკვევა...

ქირონი ეცემა ტყუპებში. ქირონის კომპლექსია: გაფანტულობა, გაორება, უკიდურესობების გაწონასწორების - დაბალანსების უნარის არქონა, ერთ რამეზე კონცენტრაციის ნაკლებობა.

Posted by: starchild 6 Nov 2011, 14:49
logos
რაღაც მაინც არ ემთხვევა, კერძოდ ის რომ თუ კი ქალწულის პერიოდია მოსავლის აღების, მზე ცოტა მოგვიანებით იმყოფება დაცემაში როდესაც სასწორშია. ისევე როგორც წესით როცა მზე არის მმართველი ლომში, რეალურად, ყველაზე გრძელი დღე არის 21 ივნისს და არა ლომის პერიოდში, რაღაც ცუდი უდის. ა ჰო მერკური მგონი სხვაგან ეცემა
* * *
არადა მე ცოტა სხვა რაღაცას დავუკავშირე, ასტროლოგიაში არ მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ ასტროლოგიით რადგან ის ყველაფერთან კავშირშია და ასევე ყველაფრის ნაწილია, თუმცა როგორ შეიძლება ასტრონომიას არ ქონდეს კავშირი ასტროლოგიასთან.
ისე არ ვლინდება რეალურად როგორც არის, და ამან დამაეჭვა.

რა დატვირთვა აქვს შემოდგომას, რისი შესატყვისია ეს პერიოდი სხვადასხვა მცნებაში. რატომ იტყვიან ვიღაცაზე რომ მის ცხოვრებაში უკვე შემოდგომაა, ეს არის ფოთოლცვენა, მოწიფულობის ასაკი, დაბრძენება, დაგროვება, კი ქალწულის პერიოდში იწყება მოსავლის აღება მაგრამ მზე დაცემაში იმყოფება სასწორის პერიოდში, ბოლო ბოლო როდის გვაქვს ღვინობისთვე, ეს ოქტომბერია, ან სექტემბრის ბოლო, ზუსტად ის პერიოდი როცა მზე ვარდნაშია, ანუ სასწორში, ის ყველაფერს აჯამებს საბოლოოდ, რაც კი შეუძენია, აანალიზებს და აწონ დაწონის....

რატომ არ შეიძლება იგივენაირად მივუდგეთ სხვა პლანეტებს როცა ისინი დაცემაში არიან, კი შეიძლება ნაკლებად აქტიურები მაგრამ ალბათ იმაზე მეტი იციან, და იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე ეგზალტაციაში, ეგზალტაცია არის გაზაფხული, ის დაბადებაა, როცა რაღაცა იბადება ის ჯერ შეიცნობს, ჯერ დრო უნდა სანამ სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ერთსა და იგივე წერტილს.

თუ კი ურანი კუროში ეცემა იქნებ ეს კარგიც არის, სხვა მხრივ რომ შევხედოთ, ის ცვლილებებს ყველაზე პრობლემურ და კრისტალიზებულ ადგილებში შეიტანს, რევოლუციები ვახსენეთ, ზოგჯერ ისინი ასე საჭიროა, აბა სხვაგვარად როგორ მოხდება გადატრიალება და ახლის შემოტანა და დანერგვა, რეალობაში. იქნებ ვენერას ქალწულში იმაზე სუფთა და სტაბილური სიყვარული შეუძლია ვიდრე მაგალითად ვერძში, ან იმაზე მყარი ვიდრე სასწორში.

უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ დაცემული პლანეტა უფრო სტაბილური მგონია რატომღაც. არა სანამ დაძმარდება smile.gif

Posted by: VlV 19 Nov 2011, 12:25
მზე-მთვარის შუა წერტილი

მზისა და მთვარის შუა წერტილი, ძალიან მგრძნობიარე და პერსონალური ადგილია ნათალურ რუკაში. ეს არის მატერიალური წერტილი, შუა ადგილი ჩვენი მზისა და მთვარის მდებარეობას შორის. მისი მდებარეობა განსაზღვრავს, თუ რა ტიპის ურთიერთობის მოთხოვნილება გვაქვს ჩვენ. იგი აგრეთვე განისაზღვრება როგორ "შინაგანი ქორწინების" მდებარეობა, და განსახიერებს იმ ფორმას როგორაც ვამყარებთ მჭირდო, პიროვნულ კავშირებს. ამ წერტილის განხილვა მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ურთიერთობის ანალიზისას, განსაკუთრებით კი ნათალური რუკის.

შუა წერტილი ჩვეულებრივად ასპექტირდება პლანეტებთან და ამით გარკვეულწილად გადასცემს კიდეც თავის ხასიათს დადებითი ან უარყოფითი გზით.

მაგ: თუ ვენერას აქვს ნებისმიერი ასპექტი მზის და მთვარის შუა წერტილთან:

ვენერა = მზე/მთვარე


სინასტრიაში მზე/მთვარის შუა წერტილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ის კავშირს ამყარებს პარტნიორის მზესთან ან მთვარესთან. იგი არის მიზიდულობის მაჩვენებელი. ბევრი ასტროლოგი ამტკიცებს, რომ ეს წერტილი არის ქორწინების ერთ-ერთი განმსაზღვრელი. შემდეგი კავშირები მნიშვნელოვანია სინასტრულ რუკაზე:
როდესაც ერთი პარტნიორის მზე ასპექტირდება მეორის მთვარესთან, ან ერთის მზე/მთვარის შუა წერტილი ასპექტირდება მეორის ნებისმიერ პლანეტასთან (აქაც უპირატესობა ენიჭება მზეს და მთვარეს.)

როგორ გამოვთვალოთ მზე/მთვარის შუა წერტილი:

ამისთვის საჭიროა, ზოდიაქოს 360 გრადუსიანი წრე დავყოთ თანაბარ 12 ნაწილად. ამით დავადგენთ თითოეული ზოდიაქოს ათვლის წერტილს:

ვერძი - 0
კურო - 30
ტყუპები - 60
კირჩხიბი - 90
ლომი - 120
ქალწული - 150
სასწორი - 180
მორიელი - 210
მშვილდოსანი - 240
თხის რქა - 270
მერწყული - 300
თევზები - 330




შუა წერტილის გამოსათვლელად მზის და მთვარის მდებარეობების გრადუსული მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ და გავყოთ ორზე.

მაგ: თუ მზე არის თევზების 24 გრადუსზე, ხოლო მთვარე მერწყულის 18 გრადუსზე.
მზე - (თევზები 24) = 330 + 24 = 354
მთვარე - (მერწყული 18) = 300 + 18 = 318
მზე/მთვარე = (318+354)/2= 672/2= 336

გამოდის რომ შუა წერტილი არის თევზების ზოდიაქოს 6 გრადუსზე (336-330 (რაც თევზების ნიშნის სასტარტო გრადუსული მაჩვენებელია)=6)

ამასთან, რადგან საქმე გვაქვს წრეწირთან, აუცილებელია განვიხილოთ წრის მეორე მხარეც, ანუ მხედველობაში მივიღონ მიღებული ნიშნის საპირისპირო ნიშანი (ამ შემთხვევაში ქალწული 6 გრადუსზე).

როდესაც საქმე გვაქვს ნებისმიერი შუა წერტილის გამოთვლასთან, ოპოზიციასა და შეერთებას შორის თითქმის აღარ არსებობს განსხვავება.

ამიტომ, მზე/მთვარე თევზების 6 გრადუსთან ერთად, გვექნება ქალწულის 6 გრადუსზეც.


მზე/მთვარის შუა წერტილი სტიქიების მიხედვით

ეს მდებარეობა განსაზღვრავს ადამიანის ტემპერამენტს. ეს არის ჩვენი ქცევის, შინაგანი ცვლილებების მახასიათებელი.
ხოლო სახლი სადაც მოხვდება ეს წერტილი - არის იმ სფეროს განმსაზღვრელი რომელიც ცხოვრებაში მოგვიტანს ბედნიერებას.




ცეცხლი
ტემპერამენტი - ქოლერიკი
ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.


მიწა
ტემპერამენტი - მელანქოლიკი
ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.

ჰაერი
ტემპერამენტი - სანგვინიკი
ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპიური ექსტროვერტია. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.

წყალი
ტემპერამენტი - ფლეგმატიკი
ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.


© Selfish_kid

Posted by: Tropical 29 Nov 2011, 15:50
http://www.radikal.ru

Posted by: Qwerty-1 29 Dec 2011, 11:16
მოდერებო mo.gif ჯერ ნახონ და მერე შეაერთეთ რა

user posted image
მეტა : logos ; mad_man
ამ ვრონსკის ლექციებიდან გაიგო , მგონი ჰიტლერმა სვასტიკის არსებობა yes.gif



ეს ასპექტები
user posted image
მეტა : papillon


user posted image

აქ კუროშია საქართველო
მეტა : starchild ; scoorp


mo.gif რუსულ ფორუმზე გადავაწყდი

Posted by: HAG 20 Mar 2012, 19:45
ვერ მივხვდი სად უნდა დამეწერა სხვაგან და ამიტომ აქვ დავწერ, მოკლედ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წიგნის კითხივსას, საიდანაც ეჭვი მაქვს კიდევ დავწერ რაღაცეებს. გადავაწყდი ძალიან საინტერესო ცხრილს. ეს არის ასტროლოგიური ნიშნების შესატყვისი რეალური არსებები და ზებუნებრივი არსებები. უბრალოდ ჩამოვწერ და გავერთოთ

ამ თანმიმდევრობით დავწერ

ასტროლოგიური ნიშანი – რეალური არსება – ზებუნებრივი არსება

ვერძი – ცხვარი – ერინიები
კურო – ხარი – მინოტავრი
ტყუპები – ძაღლი – ბანში
კირჩხიბი – კირჩხიბი, კუ, გველი – ვამპირი
ლომი – ლომი, კატა, ვეფხვი – დრაკონი
ქალწული – ნებისმიერი სუფთა ჯიშის ცხოველი – ქალთევზა
სასწორი – სპილო – ფერია
მორიელი – მორიელი, ობობა – ლამია
მშვილდოსანი – ცხენი – კენტავრი
თხის რქა – თხა – სატირი
მერწყული – ადამიანი – სირენა
თევზები – თევზები, ხოჭო – მაქცია

Posted by: HAG 18 May 2012, 20:57
ვერ მივხვდი სხვაგან სად დამეწერა და აქ იყოს

ეროგენული ზონები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები სახესა და თავზე აქვთ. ვერძებს ძალიან უყვართ შუბლზე, თმაზე და საფეთქლებზე ნაზი შეხება. ამ ნიშანთან, სექსუალური ურთიერთობის დასაწყებად, ყურის ბიბილოზე შეხებაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.
კურო – მისი მგრძნობიარე ზონა ყელი და კისერია. თუ კუროს „გაგიჟება“ გსურთ, უბრალოდ შეეხეთ, ან ალერსიანად აკოცეთ მას კისერზე და შედეგიც არ დააყოვნებს. მაგრამ გახსოვდეთ, კუროს უყვარს, როდესაც მოვლენები მშვიდად და ნელი ტემპით ვითარდება.
ტყუპები – ყველაზე სენსიტიური მათი ხელები, განსაკუთრებულად კი თითები არის. ქალ ტყუპებს უყვართ, როდესაც ხელებზე ჰკოცნიან. სცადეთ და შეეხეთ ტყუპების თითებს და არ გაგიკვირდეთ ხელებზე ხანგრძლივ კოცნას სიამოვნების კანკალი თუ მოჰყვა.
კირჩხიბი – ეს ნიშანი დაბადებულია „ფრანგული კოცნისათვის“. მათი მგრძნობიარე ადგილია მკერდი.
ლომი – განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ლომებისათვის ზურგია. მხრებისა და ზურგის მასაჟი მათ სექსუალურ ენერგიას აღვიძებს.
ქალწული – თუ თქვენ ქალწულების მგრძნობიარე ადგილს ეძებთ, გახსოვდეთ რომ ეს მუცელია. ქალწული განსაკუთრებულად რეაგირებს აგრეთვე წელზე შეხებისას.
სასწორი – ამ ნიშნის სენსიტიური ზონა წელი და საჯდომია. წელზე ოდნავი შეხება მათთვის შეიძლება სიგნალი აღმოჩნდეს.
მორიელი – მათ ყველაზე მგრძნობიარე, სექსუალური ორგანოები აქვთ. მორიელის „გაღვიძება“ თუ გსურთ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.
მშვილდოსანი – ზოდიაქოს მეცხრე ნიშნის ეროტიული ზონა წელი და თეძოებია. ქალი მშვილდოსანისათვის ასევე მნიშვნელოვანია თმაზე შეხება.
თხის რქა – მამაკაც თხის რქებს უყვართ, როდესაც ქალის მკერდი ეხებათ. ქალი თხის რქები კი, მუცელსა და ხელებზე კოცნაზე გიჟდებიან. ორივე სქესის ნიშანს უყვარს ზურგის მასაჟი.
მერწყული – ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე უცნაურ ადგილას აქვთ განლაგებული ეროტიული ზონები, ესენია იდაყვები, მუხლები და ფეხის კოჭები. ამ ადგილებში შეხება მათ სურვილს უღვიძებთ.
თევზები – მეთორმეტე ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ეროგენული ზონა ფეხის ტერფებზე აქვთ. ფეხების მასაჟი მათთვის დიდი სიამოვნებაა.


უშვილობის ჰოროსკოპი

ასტროლოგიაშია უშვილობის მაჩვენებლებია:
1. როდესაც V სახლი აღმოჩნდება სტრერილურ ნიშნებში
2. ალმუტენი - 5 (სიგნიფიკატორი V სახლი) ან ერთიც და მეორეს უნაყოფო ნიშნებში კარმული, ნეგატიური ასპექტებით
3. მთვარე სტერილურ ნიშნებში
4. პროზეპრინა ან სატურნი V სახლში (ქალებში უნაყოფობა)
5. ურანი V სახლში, მმართველი სტერილური ნიშნის. შეიძლება მოგვცეს რთული მშობიარობა
6. კარმული (ნონაგონ 2° ორბისი ,40° გრადუსიანი ასპექტი,მჟორული, ბინონაგონი 1° ორბისი ,80° ასპექტი,მინორული. სენტაგორი 100° -მაჟორული . 1,5 ორბისი)
7. უნაყოფობა ხშირად კავშირშია ასცედენტის პოზიციაზე თუ ის არის სტერილურ ნიშნებში.

ნაყოფიერი ნიშნებია : თევზები, კირჩხიბი,მორიელი,კურო
უნაყოფო ნიშნებია : ტყუპები, სასწორი, მერწყული, ქალწული

ნაყოფის მომცემი პლანეტებია : მარსი და პლუტონი (მამაკაცის ჰოროსკოპში)
ნაყოფის მომცემი პლანეტებია:ვენერა და ნეპტუნი (ქალი ჰოროსკოპში)
უშვილობის ჰოროსკოპის დასადგენან, ყურადღება უნდა მივაქციოთ გრადუსებს,
რომლებიც უკავშირდებიან V სახლს , ალმუტენით - 6 , ასცენდენტი და ეგო დისპოზიტორით.
უშვილობის გრადუსებია :
ვერძი - 9, 30
კურო - 13, 25
ტყუპი - 16, 23, 27
კირჩხიბი - 9, 21
ლომი - 3, 14 . 30
ქალწული - 7 , 14 , 20
სასწორი - 3, 19, 29
მორიელი - 5, 22
მშვილდოსანი - 17, 24
თხის რქა - 9, 14, 30
მერწყული - 2, 17, 22
თევზები - 17, 29
უშვილობის დიაგნოზში დიდი ყურადღება ექცევა მთვარეს.
უშვილობა განუკურნებელია თუ:
1. მთვარე იღებს მონაწილეობას ავადმყოფობის ფორმირებაში.
2. თუ მთვარეს ააქვს მხოლოდ დაძაბული ასპექტები
3. მთვარე დგას თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ან დაზიანებულია სატურნით

მთვარე ეს არის ძირითადი მაჩვენებელი ნაყოფიერების, პირველ რიგში ვუყურებთ მთვარეს თუ რომელ ნიშანში ჰყავს და მათ ასპექტებს.
ავადობის ფორმულა:
ესენია VI|VIII|XII – VI|VIII|XII ( | ნიშნავს სათუოს),
დაზიანებული IV სახლი (ფორმულაVI-XII-IV)
ეს ნიშნავს რომ მთვარე თავის დაძაბული ასპექტებით უკავშირდება VI,VIII, XII სახლს ნატალურ რუქაში.
ან პლანეტები, არაინ IV სახლში, ან უკავშირდებიან IV სახლს თავისი ნეგატიური ასპექტებით.

© http://astro-ezoterik.blogspot.com

Posted by: 3333333 29 Jun 2012, 17:08
პლანეტების ძალა ნიშნებში

user posted image

Posted by: HAG 18 Aug 2012, 22:19
მარტინ შულმანი კარმული ასტროლოგია - ალეგორია

დადგა დილა და ღმერთი წარსდა თავისი 12 შვილის წინაშე, დრო იყო ნიჭის გაცემის.

"შენ ვერძო გაძლევ თესლს, იმისთვის რომ დათესო, ყოველი მათგანი შენს ხელში გაასმაგდება და არნახულ ნაყოფს გამოისხამს, შენ არ გექნება დრო ნახო როგორ იზრდება ნაყოფი, რადგან ყოველი მათგანი უფრო მეტ თესლს მოგცემს, ვიდრე დათესვას შეძლებ. შენ იქნები პირველი ვინც ადამიანის გონებას ჩემი იდეებისთვის ნიადაგს მოუსინჯავს. მაგრამ ეს შენი საქმე არ არის დააკვირდე ამ იდეებს. შენი ცხოვრებია არის მოქმედება, ერთადერთი - მოქმედება, რომელსაც მე შენ განიჭებ. გაუღვიძო ადამიანებს სურვილი შეიგრძნონ ჩემი შემოქმედება. შენი კეთილი საქმეებისთვის კი, მე შენ გაჩუქებ თავმოყვარეობის ნიჭს"

"შენ კურო, გაძლევ ნიჭნს საკუთარი თავის სუბსტანციაში მოქსცევისას. შენი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და მოითხოვს შემოქმედებას, რადგან შენ უნდა დაასრულა ყველაფერი რაც შენამდე დაწყებული აქვს ვერძს, იმისთვის რომ მოსავალი ქარმა არ წაიღოს. შენ არ უნდა შეიტანო ეჭვი, შეწყვიტო შუაგზაში საქმე და დაეყრდნო სხვებს საქმის კეთებისას. ამისთვის მე განიჭებ შენ ნიჭს - ძალას. გამოიყენე ის სიბრძნით"

"თქვენ ტყუპებო გაძლევთ უპასუხო შეკითხვებს, იმისთვის რომ ადამიანებს დაეხმაროთ იმის შეცნობაში, რასაც ყოველდღე დაინახავენ. შენ ვერასდროს მიხვდები რატომ გისმენენ ან რაზე საუბრობენ ადამიანები, მაგრამ პასუხების ძიებაში შენ იპოვნი ჩემგან ბოძებულ ნიჭს - ცოდნას"

"შენ კირჩხიბო, გაძლევ ამოცანას ასწავლო ადამიანებს როგორ იყვნენ ემოციურები, ასწავლე მათ ტირილი და სიცილი, იმისთვის რომ ყველაფერმა რასაც ხედავენ და რაზეც ფიქრობენ კმაყოფილების გრძნობით აავსოთ. ამისთვის მე განიჭებ მეოჯახეობის ნიჭს, იმისთვის რომ შენი სისავსე გამრავლდეს."

"შენ ლომო გაძევ დავალებას ჩემი ქმნილებები მთელი თავისი დიდებულებით და ბრწყინვალებით წარუდგინო ადამიანებს. მაგრამ უნდა იყო ფრთხილად სიამაყესთან და არ დაივიწყო, რომ ისინი ჩემი ქმნილებებია და არა შენი. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებ, ადამიანები შეიძულებენ შენს ნამოქმედარს, თუ გაითვალისწინებ ისინი პატივს გცემენ. ამისთვის კი მე განიჭებ სამართლიანობის ნიჭს"

"შენ ქალწულო გაძლევ ამოცანას გამოიკვლიო და გაანალიზო ყოველივე რასაც ადამიანები გააკეთებენ ჩემი ქმნილებებისგან. შენ უნდა ყურადღებით ადევნო თვალი ყველა გამოყენებულ მეთოდს და შეახსენო შეცდომების შესახებ, იმისთვის რომ შენი დამსახურებით ჩემი ქმნილებები დროში უფრო მეტად სრულყოფილები გახდნენ. იმისთვის რომ ეს შეძლო მე გაძლევ შენ ცივი გონებით აზროვნების ნიჭს"

"შენ სასწორო გაძლევ მსახურების მისიას, იმისთვის რომ ადამიანებს ახსოვდეთ მოვალეობების შესახებ სხვა ადამიანების მიმართ, იმისთვის რომ მათ ისწავლონ თანამშრომლობა, განსხვავებული აზრის მიღება. მე ცხოვრებაში ბევრ უთანხმოებას გადაგყრით, იმისთვის რომ ისინი მოაგვაროთ, ამისთვის კი გაძლევთ სიყვარულის ნიჭს."

"შენ მორიელო ძალიან რთულ დავალებას გაძლევ. შენ გექნება ადამიანების განზრახვის განჭვრეტის უნარი, მაგრამ მე არ გაძევ უფლებას ამის შესახებ მათ უთხრა. შენ მრავალჯერ მოგაყენებს ტკივილს ის რასაც ადამიანებში დაინახავ, ამ ტკივილის გამო შენ მე ზურგს მაქცევ და დაგავიწყდება რომ ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ ჩემი იდეების არასწორად განვითარების გამო ხდება. შენ ადამიანებს იმდენად კარგად შეიცნობ, რომ მათში ცხოველს დაინახავ, საკუთარ თავში შეეცდები ამ ინსტინქტების ჩაკვლას და გზას აცდები. მაგრამ როდესაც გონს მოხვალ და დაბრუნდები ჩემთან, მე გაჩუქებ შენ უდიდეს ნიჭს, მიზანსწრაფულობას."

"შენ მშვილდოსანო გაძევ დავალებას შეძლო ადამიანების გაცინება, რადგან ჩემი იდეების არასწორი განვითარების გამო ისინი სასტიკ არსებებად გადაიქცევიან. სიცილით შენ უნდა გააღვიძ მათში იმედი, იმედით კი შემოატრიალო ისინი ჩემკენ. შენ ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს შეხვდები და თითოეულ მათგანში დატოვებ იმედის კვალს. შენ მშვილდოსანო მე გჩუქნი უსაზღვრო სიკეთის ნიჭს, იმისთვის რომ სამყაროს ყველაზე ბნელ კუთხესაც მიწვდე და შეძლო იქ სინათლის მიტანა"

"შენგან თხისრქა მე შრომას და ოფლის დაღვრას ვითხოვ, იმისთვის რომ შენი მაგალითით ადამიანებს შრომისმოყვარეობა ასწავლო. შენი მისია რთულია, რადგან შენს მხრებზე გადაივლის ადამიანების ძალისხმევა ვისაც კი ცხოვრების გზაზე შეხვდები და ამისთვის მე გაძლევ პასუხისმგებლობის ნიჭს"

"შენ მერწყულო, გაძლევ მომავლის იდეებს, იმისთვის რომ ადამიანებმა სხვა შესაძლებლობებიც დაინახონ. შენ დაგტანჯავს მარტოობის განცდა, რადგან მე არ გაძლევ ნებას ჩემი სიყვარული განასახიერო. მაგრამ იმისთვის რომ ადამიანების განსხვავებული შესაძლებლობები დაანახო, მე გაძლევ შენ თავისუფლების ნიჭს. შენი თავისუფლებით შენ უნდა ემსახურო კაცობრიობას"

"თქვენ თევზებო მე ყველაზე რთულ დავალებას გაძლევთ. მე გთხოვთ თქვენ შეაგროვოთ ადამიანების მწუხარება და დამიბრუნოთ ის მე. თქვენი ცრემლები უნდა იქცეს ჩემს ცრემლებად. მწუხარება, რომელიც თქვენ აგავსებთ, იქნება ადამიანების მიერ ჩემი იდეების არასწორად გაგების შედეგი. მაგრამ თქვენ უნდა შეგეძლოთ თანაგრძნობა, იმისთვის რომ ადამიანებმა შეძლონ ყველაფრის თავიდან დაწყება და შეცდომების გამოსწორება. ამიტომ მე გაძლევთ თქვენ ნიჭს ჩემი შეცნობის. თქვენ იქნებით ჩემი თორმეტი შვილიდან ერთადერთნი რომლებსაც ჩემი გაგება შეეძლებთ. მაგრამ ეს ნიჭი შეცნობისა, მხოლოდ თქვენთვისაა, რადგან როგორცკი შეეცდებით ის სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. თქვენ არ მოგისმენენ და უარგყოფენ."

და მაშინ თქვა ღმერთმა

"ყოველი თქვენგანი ჩემი იდეის ნაწილის მატარებელია. თქვენ შეცდომით არ უნდა იღებდეთ მათ როგორც თქვენსას და არ უნდა შეეცადოთ ამ ნაწილების გაცვლას. რადგან ყოველი თქვენგანი დასრულებული და სრულყოფილია, მაგრამ თქვენ ამის შესახებ არ იცით და ვერც გაიგებთ სანამ არ გახდებით ერთი მთლიანი. და მაშინ ჩემი იდეის მთლიანობისა და სრულყოფილების საიდუმლოს შეიცნობთ"

და 12 შვილი წავიდა თავისი გზით, მაგრამ ბოლომდე საკუთარი დანიშნულების შესახებ ვერცერთმა გაიგო. ამიტომ ისინი მალევე დაბრუნდნენ ღმერთთან და მან უთხრა

"ყოველი თქვენგანი თვლის რომ სხვისი ნიჭი უკეთესია, ამიტომ მე მოგცემთ ნებას ისინი გაცვალოთ"

ერთი წამით თორმეტივე შვილი ბედნიერებამ და სიხარულმა აავსო, მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს ახალი მისიების შერჩევა და შეთანხმება ერთამენთში და მაშინ ღმერთმა უთხრა

"თქვენ არაერთხელ მობრუნდებით ჩემთან მისიის შესაცვლელად და მე თქვენ ყოველჯერზე მოგცემთ ნებას ეს გააკეთოთ. თქვენ გაივლით უთვალავ რეინკარნაციას, მანამ სანამ თავდაპირველ მისიას დაასრულებთ, რომელიც მე დაგიდგინეთ. მე გაძლევთ თქვენ განუზომელ დროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ დარჩებით ჩემთან როდესაც თქვენს საქმეს დაასრულებთ."

Posted by: L I Z I 15 Apr 2013, 23:43
საოცარია. 2003 - 2004 წლებში ჟურნალებს უფასოდ ვარიგებდით ინსტიტუტების და უნივერსიტეტების ეზოებში, ასტროლოგია რომ შეესწავლათ. მაშინ არავის აინტერესებდა და გული გვწყვდებოდა. ახლა მიხარია, ასტროლოგიას მიაქვს ფორუმი. წარმატებას გისურვებთ ყველას, ვინც სერიოზულად ხართ დაინტერესებულნი ამ მეცნიერებით, რომელიც სამყაროს შემეცნების გასაღებია.

Posted by: folkman 27 Jul 2014, 12:40
ასტროლოგიის გაკევთილი #1

სიმბოლოები

ზოგადად, ასტროლოოგიით დაინტერესება დღითიდღე იზრდება და ადამიანები ხვდებიან, რომ ის უბრალოდ ზოდიაქოს ნიშნების და ზოგადი ტენდენციების ცოდნით არ შემოიფარგლება. ასტროლოგია არ არის აბსტრაქტული ცნება და არც ასტროლოგია წინასწარმეტყველი. ეს არის მეცნიერება, რომელიც ადამიანში არსებულ რესურსებზე, მისი მუშაობა-არ მუშაობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე და ბედის განვითარებაზეა ორიენტირებული. აქ სულაც არ არის საჭირო რაიმე „ზებუნებრივი“ ნიჭი. ეს არის კონკრეტული გამოთვლები და ლოგიკა.
ადრე ასტროლოგები რუკებს ხელით ხაზავდნენ და პლანეტებს საჭირო ნიშანსა და გრადუსზე სპეციალური ცხრილების მიხედვით ათავსებდნენ. ახლა, ინტერნეტ ეპოქაში უამრავი საიტი და პროგრამა არსებობს, რისი დახმარებითაც ადამიანს შეუძლია შეადგინოს პირადი რუკა და საკუთარ თავზე ზოგადი ინფორმაცია შეიტყოს. მაგალითად, რომელი პლანეტა რომელ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება და რა დამოკიდებულება აქვს მას სხვა პლანეტებთან. მაგრამ, ამ დროს შეიძლება წარმოიქმნას სირთულე, რადგან არ ვიცით რომელი სიმბოლო რას აღნიშნავს.
ჩვენი აზრით, ასტროლოგიის საფუძვლების შესასწავლად ყველაზე კარგ მეთოდია საკუთარი ასტროლოგიური რუკის შედგენა და მისი ნელ-ნელა შესწავლა. როგორც აღვნიშნეთ, რუკის შესადგენად უამრავი ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ ინტერპრეტაციისთვის საჭიროა სიმბოლიკის ცოდნა. ასევე დამაბნეველია გამოთქმები: „მთვარე მყავს ლომში“, „ჩემი მეგობარი ლილითი მორიელია“ და ა.შ. ამ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ ასტროლოგიის „პირველი კლასის“ მასალა.

მაშ ასე, დავიწყოთ:
არსებობს ზოდიაქოს 12 ნიშანი, რომელსაც შეესაბამება 12 სახლი. ნიშნების თანმიმდევრობის ცოდნა აუცილებელია, რადგან ზოდიაქოს რუკა - ეს ერთგვარი თანმიმდევრული სისტემაა, რომელიც წესრიგს მოითხოვს.
ნატალური რუკა (ადამიანი პირადი ასტროლოგიური რუკა) ასტროლოგის ძირითადი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ კითხვებზე სწორი პასუხი მივიღოთ.
პირადი რუკა იქმნება დროის ზუსტი მომენტისთვის (წელი, თვე, დღე, საათი, წუთი) და კონკრეტული სივრცითი კოორდინატების (ქვეყანა, ქალაქი) გამოყენებით. ყველა ეს კომპონენეტი აუცილებელია სწორი შედეგისთვის, რადგან ადამიანის დაბადების მომენტში პლანეტებს სხვადასხვა განლაგება აქვთ და იმ მომენტისათვის ერთმანეთზე განსხვავებულად მოქმედებენ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მაგალითად ორი კურო, თუნდაც ერთ წელს დაბადებული, განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადი ჰოროსკოპი ძალიან ზედაპირულია და დამთხვევა დახლობით 15-30 %-ია. თუ დაბადების ზუსტი თარიღი არ ვიცით, ასტროლოგიაში არსებობს მეთოდები (რექტიფიკაცია), რითაც ასტროლოგს შეუძლია დაბადების ზუსტი დრო დაადგინოს.
პირველ რიგში, აუცილებელია დავიმახსოვროთ სიმბოლოები, რომლებიც ცხრილის სახით ქვევით არის მოცემული:ასტროლოგიის გაკევთილი #1 (სიმბოლოები)
http://www.radikal.ru
მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელია დავხაზოთ წრე და დავყოთ 12 ტოლ ნაწილად ისე, როგორც ეს სამუშაო სურათზეა გამოსახული. წრეში ზოდიაქოს ნიშნები და შესაბამისად სახლებიც საათის ისრის საწინააღდეგო მიმართულებით მოძრაობენ. პირველი ზოდიაქოა ვერძი, რომელსაც პირველი სახლი შეესაბამება. მეორეა კურო. ის მეორე სახლს შეესაბამება და ა.შ. როგორც ვიცით, წრე 360 გრადუსიანია. შესაბამისად, თითოეული ზოდიაქო მოიცავს 30 გრადუსს (360 : 12). თავის მხრივ :1 გრადუსი = 60 მინუტს, 1 მინუტი = 60 სეკუნდს. გამოდის, რომ ნატალურ რუკაზე:
0-30 გრადუსამდე - ვერძია;
30-60 გრადუსამდე - კურო;
60-90 გრადუსამდე - ტყუპები;
90-120 გრადუსამდე- კირჩხიბი;
120-150 გრადუსამდე - ლომი;
150-180 გრადუსამდე - ქალწული;
180-210 გრადუსამდე - სასწორი;
210- 240 გრადუსამდე - მორიელი;
240-270 გრადუსამდე - მშვილდოსანი;
270-300 გრადუსამდე - თხის რქა;
300-330 გრადუსამდე - მერწყული;
330-360 გრადუსამდე - თევზები.


ახლა დავუბრუნდეთ ზოდიაქოს ნიშნებსა და სახლებს. მოდით, ზოგადად განვიხილოთ ისინი:

http://www.radikal.ru

1.ვერძი - I სახლი (სიმბოლო ♈). მმართველი პლანეტები: მარსი და პლუტონი;
2.კურო - II სახლი (სიმბოლო ♉ ). მმართველი პლანეტები: ვენერა და ქირონი;
3.ტყუპები - III სახლი (სიმბოლო ♊ ). მმართველი პლანეტები: მერკური და პროზერპინა;
4.კირჩხიბი - VI სახლი (სიმბოლო ♋ ). მმართველი მნათობი: მთვარე;
5.ლომი - V სახლი (სიმბოლო ♌ ). მმართველი მნათობი: მზე;
6.ქალწული - VI სახლი (სიმბოლო ♍). მმართველი პლანეტები: მერკური და პროზერპინა;
7.სასწორი - VII სახლი (სიმბოლო ♎). მმართველი პლანეტები: ქირონი და ვენერა;
8.მორიელი - VIII სახლი (სიმბოლო ♏). მმართველი პლანეტები: პლუტონი და მარსი;
9.მშვილდოსანი - IX სახლი (სიმბოლო ♐). მმართველი პლანეტები: იუპიტერი და ნეპტუნი;
10.თხის რქა - X სახლი (სიმბოლო ♑ ). მმართველი პლანეტები: სატურნი და ურანი;
11.მერწული - XI სახლი (სიმბოლო ♒ ). მმართველი პლანეტები: ურანი და სატურნი;
12.თევზები - XII სახლი (სიმბოლო ♓). მმართველი პლანეტები: ნეპტუნი და იუპიტერი.
რაც შეეხება პლანეტებს, მათ ასტროლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ, რადგან ნიშანში პლანეტების მდებარება ან თავმოყრა (დაბადების დროს) ადამიანის ჩამოყალიბება-განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყველა ზოდიაქოს ნიშანს და სახლს ჰყავს თავისი მმართველი პლანეტა ან პლანეტები. გამონაკლისია კირჩხიბი (მთვარე) და ლომი (მზე), რომლებსაც მხოლოდ მნათობები მართავენ და სხვა პლანეტა ამაში არ მონაწილეობს (იხ. სურ ).
http://www.radikal.ru
პლანეტების თანმიმდევრობა იგივეა, რაც სკოლის მასალაში გვაქვს ნასწავლი (ფიქტიურ პლანეტებზე და ასტეროიდებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ). თავდაპირველად ხილული იყო პირველი 7 პლანეტა, ამიტომ კლასიკური ასტროლოგია ამ 7 პლანეტაზე დაყრდნობით არსებობს. ბოლო სამი პლანეტა სულ რამოდენიმე საუკუნეს ითვლის. ათვლა იწყება მზიდან, რადგან ის სიტემის ცენტრია:
1. მზე ☉- ადამიანის ეგო, იმპულსი. თავს იჩენს ძირითადად სტრესული მდგომარეობისას;
2. მერკური ☿ - ადაპტაცია, კომუნიკაცია, აზროვნება;
3. ვენერა ♀ - ადამიანის შაბლონური და უცვლელი ნაწილი, სამყაროს აღქმა. ადამიანის დამოკიდებულება “მომწონს-არ მომწონს“, „მინდა-არ მინდა“. ეს კოდი ადამიანში დევს და ის უცვლელია;
4. მთვარე ☽ - ემოციები, ქვეცნობიერი;
5. მარსი ♂ - ქცევა, იმპულსი, მოძრაობა, აქტიურობა;
6. იუპიტერი ♃ - ბედნიერება, საბოლოო მიზანი, ჰორიზონტი, მიზნის მიღწევა;
7. სატურნი ♄ - მიღწეული მიზნის ფიქსაცია. ცხოვრებისეული გამოცდები, სამყაროსგან სამართალიანი დამოკიდებულება;
8. ურანი ♅ - უცაბედი ცვლილებები, არაპროგნოზირებადობა, ორიგინალურობა, განთავისუფლება;
9. ნეპტუნი ♆- სიზმრები, ილუზიები, ფანტაზიები, წარმოსახვები;
10. პლუტონი ♇- ძველის ნგრევისა და ახლის შენების პლანეტა.
პლანეტებს მზიდან სატურნამდე ეწოდებათ სატურნიალური პლანეტები. ეს ჩვენთვის ხილული მხარეა და ძირითადად მოქმედებენ ჩვენს შინაგან სამყაროზე. განსაზღვრავენ ჩვენს დამოკიდებულებას, ინდივიდუალობას და ა.შ. ეს ის სფეროებია, რისი შეცვლაც ადამიანს შეუძლია, რადგან ეს 7 პლანეტა შედარებით სწრაფად მოძრაობს და ადამიანის ცხოვრებაში რამდენიმე ციკლს ქმნის. მაგალითად, სატურნი მზის გარშემო სრული წრის გავლას დაახლოებით 29 წელს ანდომებს. გამოდის, რომ საშუალოდ ადამიანის ცხოვრებაში ის 2 ან 3 ციკლს ქმნის.
სატურნის შემდგომ პლანეტებს ეწოდებათ ტრანსატურნიალური პლანტები. ისინი გამოხატავენ ფარულ, ირეალურ სამყაროს, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და მათი შეცვლა არ შეგვიძლია. მაგალითად, ურანი მზის გარშემო მოძრაობას დაახლოებით 84 წელი უნდება. გამოდის, რომ ადამიანს ცხოვრებაში ურანის 1 ციკლი აქვს. ნეპტუნი და პლუტონი კი ციკლის შესრულებას ასწლეულებს ანდომებენ და ეს ნიშნავს, რომ ადამიანს მათი 1 მთლიანი ციკლიც კი არ აქვთ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტიური არაცნობიერი.

ამ „ორი სამყაროს“ გასაყარზე სატურნსა და ურანს შორის მდებარეობს პატარა პლანეტოიდი ქირონი. ის, შეიძლება ითქვას, დამაკავშირებელი არხია რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის. ეს არის კავშირი ინფორმაციის გაცვლისთვის „უმაღლეს მე“-ს და „უმდაბლეს მე“-ს შორის.


ასტროლოგიის გაკევთილი #1 (სიმბოლოები) პროზერპინა - ეს არის ასტეროიდი, რომელიც პლუტონის უკან დგას. ის მზის გარშემო მოძრაობას 550 წელი უნდება. ასტროლოგიაში პროზერპინა განიხილება, როგორც გლობალური გარდაქმნების, მუტაციის, რეგენერაციის სიმბოლო.
ასვე მნიშვნელოვანია თეთრი მთვარის (სელენა ) და შავი მთვარის (ლილითი) მდებარეობის ცოდნა. ისინი არც პლანეტები და არც ასტეროიდები არიან. მთვარის ორბიტის წერტილებს წარმოადგენენ. მარტივად რომ ვთქვათ, ლილითი არის მაცდუნებელი ძალა, ხოლო სელენა ასტროლოგიაში გარკვეულწილად, მფარველი ანგელოზის ფუნქციას ითავსებს.
ნატალურ რუკას თუ 4 ტოლ ნაწილად გავყოფთ, გვექნება 4 კონკრეტული წერტილი, რასაც რუკის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ზუსტი შედეგი მივიღოთ. 4 წუთის ცდომილება გვაძლევს 1 გრადუსიან განსხვავებას, ამიტომ არის საჭირო დაბადების ზუსტი დროის ცოდნა. ნატალური რუკის ეს ოთხი ნაწილია:

ASC – აღმოსავლეთი ყოველთვის I (ვერძის ) სახლშია. ის განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოტიპს, გარეგნობას და ქცევას.
IC - სამხრეთი ყოველთვის IV (კირჩხიბის) სახლშია. ეს არის ჩვენი წარმომავლობა, ფესვები, სამშობლო და ოჯახი.
DSC - დასავლეთი ყოველთვის VII ( სასწორის) სახლშია. ის განსაზღვრავს იმ თვისებებს, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია და სხვა ადამიანებში ვეძებთ. ამიტომ ეს პარტნიორული ურთიერთობის განმსაზღვრელი მდებარეობაა.
MC - ჩრდილოეთი ყოველთვის X (თხის რქის) სახლშია. ის განსაზღვრავს სოციალურ სტატუსს. სიმბოლურად ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული დანიშნულება, მიზნები და ინტერესები.
ამით დასრულდა ჩვენი 1 გაკვეთილი. ეს არის საწყისი ბაზა, რასაც შეიძლება „სიმბოლები და მოკლე განმარტებანი“ ვუწოდოთ. ამ მასალის ათვისება დაგეხმარებათ, რომ შემდეგი გაკვეთილები უფრო მარტივად გაიგოთ. აქვე გეტყვით, რომ შემდეგი გაკვეთილის თემა იქნება სახლები, სტიქიები და მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან.

http://geoastro.ge/astrologia/217--1.html

* * *

გაკვეთილი #2სტიქიები



ზოდიაქოს ნიშნების სტიქიები:
ასტროლოგიაში სტიქია ფუნდამენტური ცნებაა. ოკულტიზმში კი ითვლება, რომ სტიქიები სამყაროს პირველადი მდგომარეობაა. ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია მსგავსი თვისებები, რომლის მიხედვითაც მათ ერთი სტიქიის ქვეშ აერთიანებენ. სულ განიხილება 4 სტიქია: (რომლის თანმიმდევრობასაც განსაზღვრავს მათი დაშორება მიწიდან) მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. ეს არის მატერიის 4 ფორმა, რომელსაც ასევე შეიძლება შევუსაბამოთ ადამიანის სულის 4 მდგომარეობა და ტემპერამენტის 4 ტიპი:
• ცეცხლი _ ნება (ქოლერიკი)
• ჰაერი – აზროვნება (სანგვინიკი)
• წყალი – გრძნობა (ფლეგმატიკი)
• მიწა _ ფორმა (მელანქოლიკი)

http://www.radikal.ru

რაც შეეხება ზოდიქოს ნიშნებს, ერთი სტიქიის ქვეშ მყოფი ნიშნები ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში არიან. ყველა სტიქიაში 3 ზოდიაქოა გაერთიანებული და თუ ამ 3 ზოდიაქოს შორის წრეზე სწორ ხაზებს გავავლებთ, მაშინ მივიღებთ სწორკუთხა სამკუთხედს, ანუ მათ შორის ტრიგონიალური (ჰარმონიული) კავშირია.
1. ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი;
2. მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა;
3. ჰაერი – ტყუპები, სასწორი, მერწყული;
4. წყალი – კირჩხიბი, მორიელი, თევზები.


თუ პირად რუკაში განსაკუთრებით გამოხატულია რომელიმე სტიქია, მაშინ ადამიანი დამატებით ამ სტიქიის თვისებების მატარებელი ხდება.
ცეცხლი – არიან იმპულსურები, ფეთქებადები და მოუთმენლები წვრილმანების მიმართ. აქვთ სხარტი აზროვნება და სიტუაციას ალღოს სწრაფად უღებენ. ახასიათებთ დაუფიქრებელი ქმედებები. კარგად ეწყობიან ცეცხლისა და ჰაერის სტიქიებს, მიწას _ საშუალოდ, ხოლო წყალთან კი შეუთავსებლობაა.
მიწა – არიან პრაქტიკულები, რეალისტები და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ. აღიარებენ იმას, რისი დანახვაც და ახსნაც შეუძლიათ. ისინი ყოველთვის საქმიანები არიან და ახორციელებენ ყველა გეგმას. ახასიათებთ სიამაყე და ამის გამო ძალზე ჩაკეტილები არიან. კარგად ეწყობიან მიწას და წყალს. ცეცხლთან საშუალო დამოკიდებულება აქვთ, ისევე როგორც ჰაერთან.
ჰაერი – არიან მხიარულები, კარგი მოსაუბრეები და მათთან ურთიერთობაც ადვილია. კარგად გამოსდით წერა, არ უყვართ ემოციებზე აყოლა და ცდილობენ მოვლენებს ცივი გონებით შეხედონ. არიან ლოგიკურები, აქვთ კარგი წარმოსახვა. კარგად ეწყობიან ჰაერს და ცეცხლს. საშუალო დამოკიდებულება აქვთ მიწასა და წყალთან.
წყალი – ეს ცვალებადობაა. ძლიერ დამოკიდებულები არიან გრძნობებსა და ინსტინქტებზე. აქვთ ადაპტაციის უნარი. მათთვის არ არის აუცილებელი ლოგიკური აზროვნება, რადგან კარგად აქვთ განვითარებული ქვეცნობიერი და ინტუიცია. ცხოვრებისეულ სირთულეებს თავს კარგად ართმევენ, შეუძლიათ ადამიანის გამოცნობა. ძლიერი წინათგრძნობა მათი ერთ-ერთი გამოხატული თვისებაა. კარგად ეწყობიან წყალს და მიწას, ჰაერთან საშუალო დამოკიდებულებაა, ხოლო ცეცხლთან შეუთავსებლობა.
სტიქიების და სახლების ზოგადი მიმოხილვა ამით სრულდება.

http://www.radikal.ru



http://geoastro.ge/astro-news/225--2.html

Posted by: Konstantin_Logos 28 Jul 2014, 19:20
Cecy Elliott
QUOTE
პლუტონი../? მანამდე არ შემხვედრია ვერძის პლანეტად..? საიდან...?

შესტოპალოვი მიიჩნევს რომ პლუტონი მართავს ვერძს, ხოლო მარსი მორიელს. ამბობს რომ ვრონსკი და გერმანული სკოლა თავიდან ასე თვლიდა და შემდეგ რატომღც შეიცვალა აზრიო.
მე პირადად პლუტონს ვერ ვხედავ როგორც ვერძის მმართველს, ისევე როგორც ნეპტუნს მშვილდოსნის და ურანს თხის რქის.

Posted by: teoj 18 Sep 2014, 20:07
gudiani_kaci
QUOTE
რაიმე საიტი თუ არის ინტერნეტში? დაბ.საათის დადგენა მინდა.

აი, ინსტრუქცია გადაიკითხე და შემდეგ გააკეთე http://astrology.org.ua/rectification.htm

Posted by: folkman 22 Nov 2014, 00:40




Posted by: folkman 23 Nov 2014, 13:44
ვაგრძელებ Papillonის ასტროლოგიურ გაკვეთილებს:

წინა გაკვეთილები:
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28056077
http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=28068599

უკვე ვიცით პლანეტები, სახლები, ნიშნები თავისი სტიქიებითა(ცეცხლი/მიწა/ჰაერი/წყალი) და მოდალობით(კარდინალური/სტაბილური/მუტაბელური) 4 სტიქიის სამი მოდალობით ვიღებთ იმ 12 ნიშანს. სტიქიებზე და მოდალობებზე ინფორმაციას გაეცანით აქ - http://astroblogi.com/12-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A/

სტიქიების, მოდალობების და მმართველი პლანეტების შეჯამებით ვიღებთ ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლებს. ანუ ვერძი არის ცეცხლის სტიქია, კარდინალური მოდალობის და მართავს პლანეტა მარსი. ანუ ევრძის დახასიათებისას ვიყენებთ კარდინალურ ცეცხლს რომელსაც მართავს მარსი. ამიტომაც არის ის ენერგიული/აქტიური(ცეცხლი) ინიციატორი(კარდინალური) და აგრესიული, მებრძოლი. (მარსი)
ასევე სხვა ნიშნებიც - შედეგად ვიღებთ ასეთ დახასიათებებს http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/557-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/91/

დასკვნა, ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებისას ვკრებთ მისი სტიქიის დახასიათებას, მოდალობის დახასიათებას და მმართველი პლანეტის დახასიათებას.
ლომს მართავს მზე, კირჩხიბს მთვარე, ქალწულს და ტყუპებს მერკური და ა.შ. ე.ი. თუ ვიცით სტიქიების, მოდალობების და პლანეტების დახასიათება ვიცით ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებაც.

მაგრამ ვინდაიდან ზოდიაქოს ნიშანი არის მხოლოდ მზის ნიშანი, მზის გარდა კი ადამიანებზე გავლენას ახდენს მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი და ა.შ. ჩვენ ყველას გვაქვს სხვა ნიშნების გავლენაც, ანუ არავინ არ ვართ ტიპური წარმომადგენელი ჩვენი ზოდიაქოს ნიშნისა. ყველანი ჰიბრიდები ვართ. თუ რომელ ნიშნების გავლენა გვაქვს ჩვენ ამას პირადი ჰოროსკოპით შედგენით გავიგებთ.

პლანეტების დახასიათება იხილეთ შესაბამის თემებში.

პლანეტების თემები:
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094031
http://forum.ge/?f=8&showtopic=34320918
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094918
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094107
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094112
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094498
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094413
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094519
http://forum.ge/?f=8&showtopic=34094921
http://forum.ge/?f=8&showtopic=34098767


თუ თქვენი დაბადებისას მზე მოხვდა ვერძის ნიშანში, მაშინ თქვენ ზოდიაქოთი ვერძი ხართ, მაგრამ სხვა პლანეტები შესაძლოა სხვა ნიშნებში გყავდეთ. მაგ. მთვარე რომელიც მზის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტაა, შეიძლება თქვენი დაბადების მომენტში ყოფილიყო კირჩხიბში, რაც არავერძულ თვისებებს მოგანიჭებთ, ან სხვა რომელიმე ვერძისგან განსხვავებულ ნიშანში. თუ მთვარეც ვერძშია ან სხვა ცეცხლის ნიშნებში რომლებიც გავს ვერძს (ლომი, მშვილდოსანი) ან სხვა პლანეტები გყავთ ამ ნიშნებში, ეს გააძლიერებს თქვენს ვერძობას. ჰაერის სტიქიებიც ხელს შეუწყობს თქვენს ვერძულ თვისებებს რადგან ჰაერი და ცეცხლი კარგად ეწყობიან ერთმანეთს. აი მიწა და წყალი კი პირიქით.

ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს ასპექტებიც.
ასპექტებმაც შეიძლება ჩამოაყალიბოს თქვენში სხვა ნიშნების მახასიათებელი თვისებები. მაგალითად თუ მზესთან ასპექტი აქვს მთვარეს, ეს გმატებთ კირჩხიბისთვის დამახასიათებელ თვისებებს, რადგან კირჩხიბში იმ ხასიათს მთვარე აყალიბებს. თქვენი მზის კონტაქტი მთვარესთან კი თქვენშიც აყალიბებს მთვარეულ (კირჩხიბულ) თვისებებს. თუ ასპექტი დაძაბულია ეს იქნება დადებითი თვისებები, თუ უარყოფითია შესაბამისად უარყოფითი თვისებები.

გადავიდეთ ასპექტებზე. ( http://forum.ge/?f=8&showtopic=34101061 )
არსებობს 5 ძირითადი ასპექტი, ესენია შეერთება, ტრიგონი, სექსტილი, კვადრატურა და ოპოზიცია.
ასპექტი ეს არის 2 პლანეტას შორის შექმნილი გრადუსული კუთხე.

http://pix.ge/ - შეერთება - conjunction ეს არის 0-10 გრადუსიანი ასპექტი. ასტროლოგთა ნაწილი თვლის, რომ თუ შეერთებაში არ მონაწილეობს მზე და მთვარე, მაშინ შეერთებად შეიძლება ჩაითვალოს, მხოლოდ პლანეტებს შორის 0-8 გრადუსიანი დაშორება. შეერთება ითვლება ყველაზე ძლიერ ასპექტად. ორი პლანეტის გავლენა ერთიანდება. თუმცა გააჩნია რა პლანეტები არიან შეერთებაში. ყველაზე დადებითია შეერთება მზის, ვენერას და იუპიტერის შემთხვევაში. ყველაზე ნეგატიური კი მარსის, სატურნის და მთვარის შემთხვევაში.
შეერთება შეიძლება ნეიტრალურ ასპექტადაც ჩაითვალოს. მაგალითად მთვარის და მერკურის შეერთებისას ადამიანი მარტივად საუბრობს თავის გრძნობებზე. მაგრამ მისი ინტელექტუალური(მერკური) მიდგომა ემოციებთან(მთვარე) გრძნობებს უკარგავს სიღრმეს. ვერ უძლებენ მძიმე ემოციებს. დადებითი მხარე- კარგად შედის კონტაქტში, ლამაზად გადმოსცემს შეგრძნებებს. ანუ გააჩნია რა პლანეტებია შეერთებაში, იმის მიხედვით ეს ასპექტი შეიძლება იყოს პოზიტიური, ნეგატიური და ნეიტრალური.

http://pix.ge/ - ტრინი - Trine (120 გრადუსი) ანდა ტრიგონით (პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი გრძელი წითელი ხაზი) -
ტრინი ანდა ტრიგონი - ასპექტი 120 გრადუსში, ზოდიაქალური წრის სამ ნაწილად გაყოფის რეზულტატია. არის ჰარმონიული ასპექტი.
ყველაზე კარგი ასპექტია. მისი მოქმედების ხანგრძლივობა უჩვენებს ხასიათის კარგ მახასიათებლებზე და ასევე, იმაზე თუ ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი რაში მიაღწევს წარმატებას.

http://pix.ge/ - სექსტილი - Sextile (60 გრადუსი) -(პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი ტრინთან შედარებით მოკლე წითელი ხაზი) _
სექსტილი - ასპეტი 60 გრადუსში, რომელიც ზოდიაქალური რუქის 6 ნაწილად გაყოფის შედეგად მიიღება. არის ჰარმონიული ასექტი. კარგი ასპექტი, რომლის მოქმედებაც არაა ისეთი ხანგრძლივი, როგორც ტრიგონისა. სექსტილი უფრო მეტად ეხება კარგ გადახრებსა და დახმარებებს, რომელიც ხდება ადამიანის მოვლენების ბედში.

http://pix.ge/ - ოპოზიცია - opposition (180 გრადუსი) -(პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი გრძელი შავი ხაზი)
ოპოზიცია - ასექტი 180 გრადუსში, ზოდიაქალური წრის 2 ნაწილად გაყოფის შედეგია. გამოხატავს დაძაბულ ასპექტს. ძალიან პრობლემატური ასპექტია, რომელიც ითხოვს დეტალურ, ჩაღრმავებულ შესწავლას.

http://pix.ge/ - კვადრატურა - square იგივე კვადრატი (90 გრადუსი) -(პირად რუქაში აღინიშნება როგორც ორი წერტილის დამაკავშირებელი ოპოზიციასთან შედარებით მოკლე შავი ხაზი)
კვადრატურა (90 გრადუსი) - ზოდიაქალური წრის 4 ნაწილად გაყოფის შედეგად მიიღება. დაძაბულ ასპექტად გვევლინება. მოქმედებს უფრო მატერიალური კუთხით. კვადრატურის მოქმედებას ახლავს არასასიკეთო მდგომარეობა, ჩხუბი და დაბრკოლებები.

* * *
ზოგი ასპექტი ითვლება დადებით ასპექტად, მაგალითად ტრიგონი და სექსტილი, ზოგიც უარყოფითად კვადრატურა. შეერთება და ოპოზიცია შეიძლება ნეიტრალურადაც ჩავთვალოთ, დადებითადაც და უარყოფითადაც. გააჩნია რომელ პლანეტებს აქვთ ერთმანეთთან ასპექტი.

როცა პლანეტები თავისი არსით ერთმანეთს გვანან, ავსებენ, მათ შორის შეერთებაც პოზიტიური ასპექტია, მაგრამ თუ ისინი თავისი არსით განსხვავდებიან მაგალითად, მზე და სატურნი, მაშინ შეერთება უარყოფითი ასპექტია. სატურნი აცივებს მზეს, მკაცრს და სასტიკს ხდის, ამავე დროს იმატებს პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სატურნის გავლენა არ უხდება მზეს. აი იუპიტერთან მზის შეერთება კი პირიქით ძალიან პოზიტიურია.

დადებით ასპექტები ადამიანს ხდის სიზარმაცისკენ მიდრეკილს, მათ მარტივად გამოსდით ყველაფერი და არ ჭირდებათ წვრთნა შედეგის მისაღწევად.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში კი სირთულეებია, ადამიანს ბევრი დაბრკოლებების გადალახვა უწევს, მაგრამ თუ მან პრობლემები დაძლია ის შეიძლება ისე გაიწვრთნას, რომ დიდი ძალა მიიღოს ამ ასპექტის წყალობით. მაგრამ მაინც მუდმივად დაძაბული იქნება. თვითკონტროლი ჭირდება.

უფრო ვრცლად ასპექტების როლზე - http://astroblogi.com/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/


მზე არის ჩვენი ცხოვრებისეული პოზიცია, ნება.
მზე მიგვანიშნებს ადამიანის რეალურ არსზე, შინაგან სამყაროზე, მის ცენტრალურზე. ასევე წარმოადგენს პიროვნების ზოგად სიცოცხლისუნარიანობასა და უნარს. აღწერს ადამიანის საწყისს.
მზის გავლენით ჩვენ გვაქვს შემოქმედებითი უნარი და შეგვიძლია საქმეში ჩავდოთ ჩვენი სული და გული. ის ასევე მართავს სხვა პლანეტების პოტენციალს და მისი ასპეტები უმნიშვნელოვანესია. ეს არის ჩვენი იდენტობა, ნება, ეგო, კრეატივი, მეობა, პიროვნება.

პლუტონის ასპექტი მზესთან გვმატებს ძალას, ინტენსივობას.
დაძაბული ასპექტი (კვადრატურა/ოპოზიცია) მიანიშნებს იმაზე, რომ გარშემომყოფებს მყისიერი რეაქცია აქვთ ჩვენზე. მათ მოვწონვართ ან ვძულვართ ერთი შეხედვით მაგრამ ვერ ახსნიან რატომ. პლუტონის მზესთან ნებისმიერი ასპექტი გვანიჭებს მკურნალის უნარს. (ექიმი, ფსიქოთერაპევტი...)ასევე კარგი მონაცემია დეტექტივებისთვის, რადგან პლუტონზე უკეთ საიდუმლოებების გახსნა არცერთ პლანეტას არ გამოსდის.

ნეპტუნის ასპექტი მზესთან ჰარმონიული იქნება თუ დაძაბული, გვმატებს წარმოსახვის უნარს, ფანტაზიას. დაძაბული ასპექტი შესაბამისად ნეპტუნის ბნელ მხარეებს გაამძაფრებს, და თუ დაძავბული ასპექტი გაქვთ მზესთან უფრთხილდით ბოროტებას, ასევე ფრთხილად თქვენს სიმპათიებთან, რადგან საოცარი მაგნიტი ხართ უიღბლობის. მამაკაცები თქვენს ცხოვრებაში მიდრეკილნი არიან უპასუხისმგებლობისკენ. ფრთხილად მხსნელისა და გაჭირვებულის სინდრომთან. ან თქვენ ხართ ხოლმე მხსნელი ან იქით გჭირდებათ ხსნა და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ნებისმიერი ასპექტი მზესა და ნეპტუნთან განიჭებთ სიამოვნებას ქველმოქმედებაში.

ურანის ასპექტი მზესთან განიჭებთ დამოუკიდებლობას და განსხვავებულობის სურვილს. პოზიტიურად განვითარების შემთხვევაში გენიალური ნიჭი. უარყოფითად განვითარებისას ექსცენტრიული ადამიანი, რომელიც სიამოვნებას იღებს სხვებში შოკის მოგვრით, გიჟი.

სატურნთან ჰარმონიული ასპექტი ადამიანს ხდის პრაქტიკულს, კონსერვატორულს და მოწესრიგებულს. ადამიანს მატებს სტაბილურობას, მაგრამ ამავე დროს უკმაყოფილების განცდას. დაძაბული ასპექტებისას სირთულეები მამასთან ურთიერთობაში. მამასთან ურთიერთობის დეფიციტი მისი სამუშაო გრაფიკის, განქორწინების, ან გარდაცვალების მიზეზით. თუ ეს პრობლემები არ არის, მაშინ ის ძალიან დისტანციური და უგრძნობია, ან სულ ავადაა ან გამუდმებით მკაცრია.


მზის ასპექტებს დანარჩენ პლანეტებთან გაეცანით აქ http://astrologia.ge/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

ამით დასრულდა ასტროლოგიის შესასწავლი დაწყებითი კლასი. შეგიძლიათ დასვათ კითხვები და იაქტიუროთ სხვადსხვა განყოფილებებში.

ზოგადად ასპექტების თემა:
http://forum.ge/?f=8&showtopic=34101061

რაცშეეხება ასტროლოგიურ სახლებს. არსებობს 12 ნიშანში, შესაბამისად 12 ასტროლოგიური სახლი. I სახლი გავს ვერძის ტიპაჟს, მე-2 კუროს და ა.შ. თუ თქვენ ხართ ვერძი ანუ მზე გყავთ ვერძში, მაგრამ მე-2 სახლში, ე.ი. თქვენ კუროს მახასიათებლებიც გაქვთ, რადგან მე-2 სახლი შეესაბამება კუროს. მე-3 ტყუპებს და ა.შ. თანმიმდევრობის მიხედვით.
ასტროლოგიურს სახლებზე ინფორმაციას გაეცანით შესაბამის თემებში.

ასტროლოგიური სახლების თემები:
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256227
http://forum.ge/?f=8&showtopic=34706558
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256295
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256052
http://forum.ge/?f=8&showtopic=34220044
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256287
http://forum.ge/?f=8&showtopic=34159381&st=0
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256407
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256787
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256042
http://forum.ge/?f=8&showtopic=34706561
http://forum.ge/?f=8&showtopic=34256241

ე.ი. ადამიანების დაყოფა ზოდიაქოს ნიშნებად სისულელეა, უნდა შევადგინოთ პირადი ჰოროსკოპი და ისე დავადგენთ ადამიანის ხასიათს, ზოდიაქოს ნიშანი ეს მხოლოდ იერია, მაგრამ მის მიღმა რა დაგხვდებათ ამას პირადი ჰოროსკოპით დაადგენთ. ანუ ჩვენ ყველანი ვართ ინდივიდუალურები, რადგან ჩვენში ხასიათს აყალიბებს პლანეტები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ ნიშანში აღმოჩნდნენ. ვთქვათ მზე ტყუპებში, მთვარე კუროში, მერკური კირჩხიბში და ა.შ. ამას დამატებული ასტროლოგიური სახლები, მზე ტყუპებში მე-5 სახლში უკვე ტყუპების და ლომის ერთობას გავს, + ასპეტები მზის ასპექტით მარსსთან ვერძის მახასიათებლებიც შემოდის თქვენს ფსიქოტიპში. საბოლოოდ 12ვე ნიშნის გავლენა გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ სფეროში კონკრეტული ნიშნის მახასიათებლებს ვავლენთ.

პლანეტა ეს არის რა? მაგ. ვენერა არის სიყვარული, კომფორტი. ნიშანი როგორ? მაგ თუ ვენერა კირჩხიბშია მგრძნობიარე სიყვარული, სიყვარულში სიმორცხვე, კომფორტი სახლში, ანუ უნდა შევაჯამოთ ლოგიკურად პლანეტისა და ნიშნის არსი. ასტროლოგიური სახლი ეს არის სად - თუ თქვენი ვენერა მე-3 სახლშია, შეიძლება სიყვარული სამეზობლოში იპოვნოთ, ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება და ძმებთან და ა.შ.

ახლა უკვე იცით, რომ ასტროლოგია ძალიან დიდი და საინტერესო თემაა, რომელიც ჩაღრმავებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დაკვირვებას მოითხოვს, თუ თქვენ ამ ცოდნას ფლობთ დამიჯერეთ თქვენ დაუსრულებლად ავლებთ ადამიანების ქცევებში ლოგიკურ ჯაჭვს და ეს პროცესი სასიამოვნოც არის და ურთიერთობებსაც გაამარტივებს, რადგან ფლობთ სამყაროს საიდუმლოს. მაგრამ ფრთხილად იყავით ეს ცოდნა ცუდად არ გამოიყენოთ რადგან კოსმოსი ორმაგად დაგსჯით.


არც უკიდურესობაში გადავარდეთ და არ გახდეთ ასტროლოგიაზე დამოკიდებული, ასტროლოგიაზე მეტად მოქმედებს გენეტიკა, გარემო და ცხოვრებისეული გამოცდილებები, მაგრამ პირადი ჰოროსკოპით თქვენ იცით როგორი ცხოვრება რა შედეგებს გამოიწვევს ამა თუ იმ ადამიანში. როგორი მიდგომა რა დამოკიდებულებას გააჩენს და ა.შ.

ბუნებრივია რომ ასტროლოგიას ბევრი არ აღიქვამს სერიოზულად, რადგან ეს რთული და დიდი თემაა, ახანგრძლივი კონცენტრაცია, ჩაღრმავება და ფსიქოლოგიური ალღო ჭირდება, რაც ბევრს არ აქვს და კიდევ ბევრი გარემოებაა რაც ხელს უშლის ამ სფეროთი დაინტერესებას.

Posted by: folkman 24 Nov 2014, 15:01
© geoastro.ge ასტროლოგიის გაკვეთილი

წინა გაკვეთილი: http://forum.ge/?showtopic=34033919&view=findpost&p=41769222

მაშ ასე, ვიწყებთ ასტროლოგიის მე - 3 გაკვეთილს. სახლების სისტემა

ყველამ ვიცით, რომ ჩვენთვის ხილულ ცის დიდ წრეწირს, რომელზეც მზე ვარსკვლავებს შორის მოძრაობს ეკლიპტიკა ეწოდება. ზოდიაქოს სახლი ან ჰოროსკოპის სახლი – ასტროლოგიაში ეს ეკლიპტიკის მონაკვეთია.
სწორედ ეკლიპტიკაზე კონკრეტული მომენტისთვის მზის მდებარეობა და დედამიწის მოძრაობა თავისი ღერძის გარშემო იძლევა ასტროლოგიურ სურათს (მიზეზი თუ რატომ არის აუცილებელი დაბადების ზუსტი დროის და გეოგრაფიული კოორდინატების ცოდნა. ანუ ეს არის რაკურსი, თუ როგორ ვხედავთ კოსმოსს კონკრეტულ დროს და კონკრეტული ადგილიდან), სადაც სახლები გადანაწილებული არიან სწორედ ამ კონკრეტული მოძრაობის მომენტისთვის.
სახლები ზოდიაქოს წრეზე საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. არსებობს სახლების დაყოფის უამრავი სისტემა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა. თანამედროვეობაშიც არაერთი გამოყენებადი სისტემაა, მაგრამ ჩვენ ახლა შევჩერდებით პლაციდუსზე. ეს არის სახლების სისტემა, რომელიც დასავლურ ასტროლოგიაში ყველაზე პოპულარულია. თუ საუკუნეების წინ მიღებული იყო სახლების ტოლ ნაწილად დაყოფა (ანუ ყველა სახლი 30 გრადუსის ტოლი იყო) მე-17 საუკუნიდან უკვე შესაძლებელი გახდა ტელესკოპების და ცხრილების საშუალებით უფრო ზუსტად გამოეთვალათ სახლების მდებარეობა და შედეგად წრეზე უკვე სხვადასხვა ზომის სექტორებს ვღებულობთ.
ეკლიპტიკის მოძრაობას საფუძვლად უდევს 4 ასტრონომიული წერტილი, რაც ასტროლოგიაში მოიხსენიება, როგორც კუთხის წერტილები (ეს კი იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუკის შესადგენად წრის მაგივრად კვადრატს იყენებდნენ). Eეს სწორედ წრის ის წერტილებია, რომლებზეც წინა გაკვეთილშიც ვისაუბრეთ: Asd, IC ,DSC, MC. ყველა დანარჩენი კუსპიდი უკვე ამ 4 წერტილთან მიმართებაში გამოითვლება.
მიზეზი, თუ რატომ არის სახლები სხვადასხვა ზომის და რატომ იცვლება ყოველ 1 წუთში მათი კუსპიდები (საზღვარი) გასაგებია. ახლა კი განვიხილოთ თითოეული სახლი ცალ-ცალკე.

ზოდიაქოს სახლი მარტივად რომ ავხსნათ, არის სცენა, სფერო, სადაც ხდება ადამიანის თვითრეალიზაცია, მოქმედების განვითარება. ყველა სახლს აქვს თავისი მახასიათებელი და ამ სახლში მოქცეული ზოდიაქოს ნიშანი თუ პლანეტა დამატებით თვისებებს იძენს _ ხან უარყოფითს, ხან დადებითს.
I სახლი (ASC) შეესაბამება ვერძის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ მარსი და პლუტონი. ის თავად ადამიანის სიმბოლოა, მისი პიროვნების, ხასიათის, გარეგნობის, სიარულის მანერის, ქცევისა და თვითგამოხატულების.
II სახლი შეესაბამება კუროს ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ ვენერა და ქირონი. ეს არის ფასეულობები, ტალანტი, დაგროვების თვისება, ფული, ქონება, შემოსავალი და გასავალი, კვება, ნივთები, გამოცდილება და შესაძლებლობები.
III სახლი შეესაბამება ტყუპების ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ მერკური და პროზერპინა. ეს არის კონტაქტები, ურთიერთობა, და-ძმა, მეზობლები, საუბარი, წერილი, საქმე, მგზავრობა, ახალი ნაცნობები, კავშირები, მცირე და საშუალო ბიზნესი, საქმიანი თვისებები.
IV (IC) სახლი შეესაბამება კირჩხიბის ზოდიაქოს. მისი მმართველია მთვარე. ეს არის გარემო სადაც ადამიანი არსებობს, მშობლების სახლი, საცხოვრებელი ადგილი, სამშობლო და მშობლიური კუთხეები, სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, მიწა, პატრიოტიზმი, ტრადიციები, მემკვიდრეობა _ როგორც ქონებრივი, ასევე გენეტიკური.
V სახლი შეესაბამება ლომის ზოდიაქოს. მისი მმართველია მზე. ეს არის საზოგადო მოღვაწეობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, თვითგამოხატვა, სამსახიობი ნიჭი, მასწავლებლობა, სპორტი, ჰობი, საპირისპირო სქესით გატაცება, ბავშვები, სიყვარული, საყვარელი ადამიანი, აზარტული თამაშები, საფონდო ბირჟა.
VI სახლი შეესაბამება ქალწულის ზოდიაქოს, მმართველი პლანეტები _ მერკური და პროზერპინა. ეს არის სამსახური დაქვემდებარებულ პოზიციაზე, თანამშრომელი, ლუკმაპურისთვის შრომა, მომსახურების სფერო, ჯანმრთელობა, სამედიცინო დაწესებულებები, დიეტა, კოსმეტოლოგია, ორგანიზმის მოვლა, ჰიგიენა, შინაური ცხოველები, საყოფაცხოვრებო პრობლემები.
VII სახლი (DSC) შეესაბამება სასწორის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ ვენერა და ქირონი. ეს არის ოფიციალური ურთიერთობები, პარტნიორები, დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ქორწინება (პირობები, ქორწინების რიცხვი, განშორება და ა.შ.), ხელშეკრულება, კავშირი, თანამშრომლობა, ინდივიდუალური კონსულტაცია, კომპრომისი, ოპონენტები (ანუ ღია მტრები).
VIII სახლი შეესაბამება მორიელის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ მარსი და პლუტონი. ეს არის მემკვიდრეობა, მზითვი, ვალი, კრედიტი, სხვის ფულთან მუშაობა, დიდი ფინანსები, დიდი ბიზნესი, სიკვდილი, საშიშროება, განუკურნებელი ავადმყოფობა, საშიში მოვლენები, მაგია, მისტიკა, სექსი, კრიმინალი, პოლიცია, კასკადიორი, ტრანსფორმაცია.
IX სახლი შეესაბამება მშვილდოსანს. მმართველი პლანეტები _ იუპიტერი და ნეპტუნი. ეს არის შორეული მოგზაურობა, უმაღლესი განათლება, სამეცნიერო კარიერა, კავშირი უცხოეთთან, ადამიანის დანიშნულება ამ ცხოვრებაში, იდეალები, რელიგია, ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, სულიერი მასწავლებელი, კანონი, იურისპრუდენცია.
X სახლი (MC) შეესაბამება თხის რქის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ სატურნი და ურანი. ეს არის კარიერა, სოციალური სტატუსი, თანამდებობა, პოლიტიკა, სიამაყე, დიდება, პატივი, ცნობადობა, მატერიასთან დამოკიდებულება.
XI სახლი შეესაბამება მერწყულის ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ სატურნი და ურანი. ეს არის ალტრუიზმი, თავისუფლება, მეგობრები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, საზოგადოებრივი სამსახური ანაზღაურების გარეშე, მფარველი, მეცენატი, კლუბი, ასტროლოგია, ადამიანის წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალურად მოწყობილი მსოფლიო, მომავალი, თანასწორობა.
XII სახლი შეესაბამება თევზების ზოდიაქოს. მმართველი პლანეტები _ იუპიტერი და ნეპტუნი. ეს არის ფარული მოქმედება, საიდუმლო ორგანიზაციები, ფარული მტრები, არალეგალურობა, განმარტოება, იზოლაცია (მონასტერი, ციხე, ექსპედიცია, საავადმყოფო, მოხუცთა თავშესაფარი, ფსიქიატრიული საავადმყოფო და ა.შ.), ჯარიმები, სანქციები, საიდუმლო, წუხილი, საიდუმლო ცოდნა (ეზოთერია, ოკულტიზმი), კარმა, შთაგონება, შემოქმედება, თვითანალიზი.


გაკვეთილი 4 ჯვრები:

როგორც გახსოვთ, I-II გაკვეთილი დაეთმო სიმბოლოებს და ტერმინებს. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს თემა სრულად არ ამოგვიწურავს, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისი იყო. დღეიდან კი, დავიწყოთ ზოდიაქოების დეკორაციების (ანუ რომელი ნიშანი რა თვისებას ატარებს თავის თავში) შესწავლა.
თუ დეკორაციებს კარგად გავაანალიზებთ და დავიმახსოვრებთ, მომავალში არ გაგვიჭირდება დავახასიათოთ პლანეტები, რომლებიც ამა თუ იმ ნიშანში მოხვდება და არც ადამიანის ხასიათის გამოცნობა გაგვიჭირდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ზოდიაქოს ნიშანი ეს არის ხასიათის შტრიხი, პლანეტა ეს არის მოვლენა, ხოლო სახლი ეს არის ადგილი, სადაც ხდება მოვლენა ან ადამიანის თვითრეალიზება.
სანამ კონკრეტულად დეკორაციებზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო, რომ 12 ზოდიაქო, რომელიც წინა გაკვეთილში დავყავით სტიქიებად, ასევე იყოფა შემდეგ 3 ჯგუფად (სწორედ ეს არის მიზეზი ერთ სტიქიაში მოქცეული ნიშნების განსხვავებული ხასიათისა):
• კარდინალური ნიშნები - ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა;
• ფიქსირებული ნიშნები - კურო, ლომი, მორიელი, მერწყული;
• მუტაბელური ნიშნები - ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები.
ზოდიაქოს წრეზე:
კარდინალური ჯვარი - ეს არის მყარი, უცვლელი სფეროები, საერთო კანონზომიერება;
ფიქსირებული ჯვარი - ეს არის სხვადასხვა სფეროს გამოკვლევები, ექსპერიმენტები;
მუტაბელური ჯვარი - ეს არის ამ ექსპერიმენტების შედეგების გამოყენება და ათვისება;


ცეცხლი:
• კარდინალური ცეცხლი (ვერძი) - საერთო საკაცობრიო იდეა და არსი, ლიდერი, მოძღვარი;
• ფიქსირებული ცეცხლი (ლომი) - გამოკვლევა, თუ როგორ მოქმედებს ეს საერთო საკაცობრიო არსი და იდეა სხვადასხვა აუდიტორიაში და სფეროში; მსახიობი.
• მუტაბელური ცეცხლი (მშვილდოსანი) - ცვალებადობა, სიტუაციის მიხედვით ქცევა.
წყალი:
• კარდინალური წყალი (კირჩხიბი) - სუფთა და დიდი ენერგიის ნაკადი. იდეალური მშობელი;
• ფიქსირებული წყალი (მორიელი) - გამოცდა, მოქმედებს ხან როგორც ჩანჩქერი, ხან როგორც უბრალო ნაკადული. ეს არის ენერგიის ნაკადების თამაში, ხანდახან სიკვდილის ზღვარზეც კი;
• მუტაბელური წყალი (თევზები) - ძალიან ნატიფი ემოციები, რომლებიც ინტუიციურად იმართება სიტუაციის შესაბამისად.
ჰაერი:
• კარდინალური ჰაერი ( სასწორი) - კონტაქტის დამყარება, ურთიერთდამოკიდებულების საერთო პრინციპის პოვნა, წონასწორობა და სამართლიანობა;
• ფიქსირებული ჰაერი ( მერწყული) - ურთიერთდამოკიდებულების პრონციპების შესწავლა სხვადასხვა სფეროში;
• მუტაბელური ჰაერი (ტყუპები) - ყველა ადამიანს გააგებინოს მთავარი არსი. შესაბამისად, ისინი საუკეთესო ჟურნალისტები და ფსიქოლოგები არიან.
მიწა:
• კარდინალური მიწა (თხის რქა) - საერთო პრინციპების დამტკიცება და გამყარება იერარქიულად. თხის რქა არსით ამ საქმეში არქიტექტორია;
• ფიქსირებული მიწა (კურო) - სხვადასხვა ფორმის შექმნა, ექსპერიმენტები მატერიალურ სამყაროში. მიწათმოქმედებისთვის რომელი ნიადაგი ან კონკრეტული ნივთისთვის რომელი მასალაა უკეთესი და შედეგიანი. ის მოქანდაკეა არსით;
• მუტაბელური მიწა (ქალწული) - ის კუროს ექსპერიმენტების შედეგებს სრულყოფილებამდე ამუშავებს და ახალ ტექნოლოგიებს ქმნის, რომელიც ყოველ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ყოველდღიურობაში გამოიყენოს. მათგან იდეალური ტექნოლოგები, მედდები, ინსტრუქტორები გამოდიან.

http://www.radikal.ru



http://geoastro.ge/astrogakvetilebi/

Posted by: folkman 25 Nov 2014, 18:17

გაკვეთილი 5
(ნიშნების და პლანეტების დეკორაციები)


დავიწყოთ ზოდიაქოს ნიშნების დეკორაციებით:

ვერძი - პირველი კარდინალური ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ცეცხლი. ვერძის ზოდიაქო გაზაფხულის ბუნიაობის დროს იწყება და სიმბოლირდება აფეთქების ენერგიასთან. როგორც პირველი იმპულსი, დასაწყისი, მოძრაობა, დაბადება. ვერძის მმართველი პლანეტა მარსია, რომელიც ამ ნიშნას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა აქტიურობა, ინიციატივა, ოპტიმიზმი, მოუთმენლობა, ფეთქებადობა.
ვერძის დეკორაციები - სპორტული მოედანი, ბრძოლის ველი, ყაზარმა, სახედრო ნაწილი, იარაღის ან ხელსაწყოების საწყობი, სამჭედლო, საცხობი, ხორცის მაღაზია, კბილის ექიმის კაბინეტი. ადგილმდებარეობით ვერძთან დაკავშირებულია ის ადგილები, სადაც მიმდინარეობს ომი, ან ხანძარი, ან მოიპოვებენ მეტალს მიწიდან, ან მიწის დამუშავება (თოხნა).

კურო - ფიქსირებული ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი, სტიქია მიწა. ეს გაზაფხულის პერიოდია, როცა ბუნება ყვავის და ყველაფერი იფურჩქნება, სწორედ ამიტომ კურო თავის თავში ატარებს ყველა სახის სასიცოცხლო ენერგიას, რაც მიწიერი ცხოვრებისთვის არის საჭირო: სინათლე, მიწიერი სიყვარული, სითბო, ზრუნვა, კვება, ნაყოფიერება, ფული. კუროს მართველი პლანეტა ვენერაა, რომელიც ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პრაქტიკულობა, გამძლეობა, საიმედოობა, ერთგულება, ასევე სიზარმაცე და სიჯიუტე.
კუროს დეკორაციები- აგარაკი, სახლი ქალაქგარეთ, მიწის ნაკვეთი, მდინარის ნაპირი, ბუნება, საწყობი, მარაგი, საკუჭნაო, კვების მრეწველობა, მარცვლეულის საწყობი, ზარდახშა, საფულე. ადგილმდებარეობით შეესაბამება ისეთ მიდამოებს, სადაც არის ნაყოფიერი მიწები, საძოვრები, ბოსტანი, ბაღი, ლამაზი პეიზაჟები.

ტყუპები - მუტაბელური ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ჰაერი. ეს ნიშანი დაკავშრებულია გარემო პირობებთან შეგუებასთან, სწავლასთან, ინტელექტუალურ განვითარებასთან. ტყუპები განასახიერებს მრავალფეროვნებას, ასევე მოიცავს ყველა სახის ინფორმაციას და კომუნიკაციას. ტყუპებს მართავს პლანეტა მერკური, რომელიც ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, მოძრაობა, სიმსუბუქე, კომუნიკაცია, ასევე არასტაბილურობა, ლაყბობა, მომაბეზრებელი ცნობისმოყვარეობა.
ტყუპების დეკორაციები - სკოლა, კოლეჯი, საინფორმაციო ცენტრი, ბიბლოთეკა, მაღაზია, უნივერმაღი, ბაზარი, ვაგზალი, გაზეთის რედაქცია, სატელეფონო სადგური, მსუბუქი ავტომობილი, კაბინა, ადგილი, სადაც ბევრს ურთიერთობენ, ლაპარაკი, სასწავლო ოთახი, წიგნების კარადა, წიგნები, გაზეთები, წერილები, ტელეგრაფი, საკანცელარიო საქონელი, საბუთები. ადგილმდებარეობით ტყუპებს შეეფერება ყველა სახის გზები.

კირჩხიბი - კარდინალური ნიშანი, [/B] „ინ“ (ქალური) ენერგიის მატარებელი, სტიქია წყალი. ეს ნიშანი განასახიერებს სამშობლოს, ოჯახს, დედობრივ ზრუნვას და ბავშურ აღქმას, ტრადიდიციებს. კირჩხიბის მმართველი არის მთვარე და ის ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პატრიოტიზმი, მზრუნველობა, სიფრთხილე, ადაპტირება, მგრძნობელობა, გულჩვილობა, ასევე ჩაკეტილობა, ფობიები.
კირჩხიბის დეკორაციები - ოჯახური რჩევა, სახლი, ოჯახი, კერა, მუზეუმი, მშობლების სახლი, აკვანი, საბავშვო ბაღი, ნებისმიერი მომსახურების დაწესებულებები, საფუნთუშე, სამზარეულო, საყოფაცხოვრებო კარადა, თეთრეული, ჭურჭელი, საოჯახო ალბომი, სააბაზანო. ადგილმდებარეობით კირჩხიბს შეესაბამება ის ადგილება, სადც არის ტბა, ნაკადული, აუზი, ჭა, შადრევანი, საზოგადოებრივი ბაღი, ისტორიული ადგილები.

ლომი - ფიქსირებული ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ცეცხლი. ეს მოსავლის დამწიფების პერიოდია და ამიტომ ეს ნიშანი განასახიერებს სიუხვეს, შემოქმედებით ენერგიას, აქტიურ თვითგამოხატულებას, სიყვარულს, თამაშს (აზარტული, თეატრალური), სიამოვნებას. ლომს მართავს მზე და ის ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა კეთილშობილება, სულგრძელობა, გულღიაობა, სიამაყე, არტისტულობა, ასევე მისწრაფება იყოს ყურადღების ცენტრში, ამპარტავნება.
ლომის დეკორაციებია - თეატრი, სცენა, კაზინო, პირამიდები, ფურშეტი, პრეზენტაცია, აუქციონი, კარნავალი, ცირკი, პაემნის ადგილი, გასართოები ცენტრები, საზაფხულო ბანაკები, საბავშვო და სასტუმრო ოთახები, ოქრო და სამკაულები, სათამაშოები, ბუხარი. ადგილმდებარეობით ლომს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა კურორტი, სათამაშო მოედნები, ზღვის სანაპირო, მზიანი მდელოები.

ქალწული - მუტაბელური ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგიის მატარებელი,სტიქია მიწა. ეს ნიშანი დაკავშრებულია მოსავლის თანმიმდევრობით მოგროვებასთან, გადარჩევასთან, შენახვასთან და პასუხს აგებს ზოგადად სისტემატიზაციაზე, ანალიზზე, სინთეზზე, სამსახურთან და მსახურებასთან. აქვე განიხილება ჯანმრთელობის სფერო, ჰიგიენა, შრომის დაცვა და სწორი კვება. ქალწულს მართავს მერკური და ის ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ლოგიკა, საზრიანობა, სიზუსტე, დეტალიზაცია და აკურატულობა, ასევე მეწვრილმანეობა.
ქალწულის დეკორაციები - წარმოება, ბუღალტერია, სანატორიუმი, პოლიკლინიკა, აფთიაქი, ოფისი, ავტოფარეხი, უბის წიგნაკი, მომსახურე პერსონალის ან შინაური ცხოველების ოთახი. აგილმდებარეობით ქალწულს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ფერმა, ტერიტორია, სადაც სამკურნალო მცენარეები მოყავთ, საქონლის საძოვარი, მდელოები.

სასწორი - კარდინალური ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგეტიკის მატარებელი, სტიქია ჰაერი. ეს ნიშანი განასახიერებს წონასწორობას და კომპრომისს, ასევე საწინააღდეგო სქესის საწყისს და ღია მტრებს. სასწორის მმართველი პლანეტაა ვენერა, რომელიც ამ ნიშანს ისეთ თვისებებს სძენს, როგორიცაა მშვიდობისმოყვარეობა, დიპლომატია, ხელოვნების სიყვარული, ასევე ჩამოუყალიბებლობას და მიდრეკილებას ღალატისკენ.
სასწორის დეკორაციები - გამოფენა, სალონი, გალერეა, პარფიუმერიის მაღაზია, ბუტიკი, სილამაზის სალონი, ტანსაცმლის ატელიე, საელჩო, სასამართლო დარბაზი, მისაღები დარბაზი, ქორწინების სახლი, რომანტიული პაემნის ადგილი, ლამაზი ტანსაცმელი და ავეჯი, ხელოვნება, პარტნიორის ნივთები, ასევე არომატები და სუნები. ადგილმდებარეობით სასაწორს შეესაბამება მთის დაკიდებული კალთები და ზოგადად ყველაფერი, რაც დაკიდებულ მდგომარეობაშია.

მორიელი - ფიქსირებული ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგიის მატარებელი, სტიქია წყალი. ეს ნიშანი განასახიერებს გარესამყაროს ტრანსფორმაციას, სიკვდილს, განახლებას, რეგენერაციას, ძალაუფლებას, მისტიკას, ოკულტიზმს და სექსუალურ ენერგიას. მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონია, რომელიც მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მიდრეკილება საიდუმლო ძალების შესწავლა-გამოყენებისკენ, გამძლეობა, სიცოცხლისუნარიანობა, უშიშრობა, ჩრდილში ყოფნა, უნდობლობა, ასევე სასტიკი შურისძიება და მიდრეკილება თვითგანადგურებისკენ.
მორიელის დეკორაციები - ბანკის საცავი, პოლიცია, წიანსწარი დაკავების იზოლატორი, ნოტარიუსი, საგადასახადო ინსპექცია, ბორდელი, დამკრძალავი ბიურო, მორგი, სანიტარული სამსახური, ღამის კლუბი, ქირურგის კაბინეტი, საოპერაციო, ტუალეტი და კანალიზაცია, ატომური იარაღი და მისი პოლიგონი, მეტრო, საუნა, სექტა, მიტინგი, აღლუმი, ბრძოლის ველი ბრძოლის შემდეგ, საიდუმლო ადგილები, საცავები, მაგიური რიტუალის ადგილები, მსხვერპლი. ადგილმდებარეობით მორიელს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ნაგავსაყრელი, შახტა, გეიზერი, ვულკანი, პოლიგონი, გვირაბი, წარმოების ქიმიური ნარჩენები, „მანქანების სასაფლაო“.

მშვილდოსანი - მუტაბელური ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ცეცხლი. ეს ნიშანი განასახიერებს განვითარებას და სულიერ ზრდას, ცნობიერების გაზრდას, სამყაროს ფილოსოფიურ აღქმას, მაღალი საწყისებისკენ მისწრაფებას. იუპიტერი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ოპტიმიზმი, გულუხვობა, მხიარულება, ასევე ქედმაღლობა და ამპარტავნება.
მშვილდოსნის დეკორაციები - უმაღლესი სასწავლებელი, კათედრა, უნივერსიტეტის აუდიტორია, ტურისტული კომპანია, საზღვარგარეთი, ტიპოგრაფია, გამოფენა, ეკლესია, ტაძარი, საადვოკატო ბიურო, იპოდრომი, დიდი ოთახი, სხვა კულტურების ნივთები. ადგილმდებარეობით მშვილდოსანს შეესაბამება დიდი სივრცე, ცხენის საძოვრები, მთის ძირი.

თხის რქა - კარდინალური ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი,მიწის სტიქია. ეს ნიშანი განასახიერებს მიზანს და მისკენ სწრაფვას (ყველანაირი ბარიერის გადალახვით), ასკეზას და დისციპლინას. თხის რქა გარესამყაროს კონკრეტულ ფორმებზე და მასში წესრიგზეა პასუხისმგებელი. სატურნი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მიზანსწრაფულობა, პასუხისმგებლობა, სერიოზულობა, სიფრთხილე, ასევე კონსერვატიზმი, ცივი გამომეტყველება და უემოციობა.
თხის რქის დეკორაციები - ხელმძღვანელის კაბინეტი, სამთავრობო სტრუქტურების შენობები, მონასტერი, ტერიტორიული შეზღუდვები, პროკურატურა, იუსტიციის სისტემა, ქვის შენობები, კიბე, ტყავის და ძვლის საგნები. ტერიტორიულად თხის რქას შეესაბამება, ისეთი ადგილები, როგორიცაა მაღალი მთები, ძნელად მისაღწევი ადგილები, ქვის შემცველი (უნყოფო) მიწა, უდაბნო, კარიერები.

მერწყული - ფიქსირებული ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი,სტიქია ჰაერი. ეს ნიშანი თავის თავში მოიცავს მეგობრობას, თავისუფლებას, თანასწორობას, ძმობას. ის დაკავშირებულია მეცნიერულ აღმოჩენებთან და მიღწევებთან, პროგრესთნ, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან. ურანი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ალტრუიზმი, კაცთმოყვარეობა, არასტანდარტულობა, გარემო პირობებზე არ დამოკიდებულება, ასევე ექსცენტრულობა და მიდრეკილება გადავარდეს უკიდურესობებში.
მერწყულის დეკორაციები - ასტროლოგიური სკოლა, კომპიუტერული ცენტრი, აეროპორტი, ელექტრო სადგურები და ელექტრო მოწყობილობები, ალპინიზმის სკოლა, ილუზიონი, პარაშუტით ხტომაში შეჯიბრი, საზაფხულო სკოლები, სააქციო საზოგადოება, საზოგადოებრივი ადგილები, ტელევიზორი, თანამედროვე დიზაინის ოთახები, სხვენი, ფეთქებადი ნივთიერებები. ადგილმდებარეობით მერწყულს შეესბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ასაფრენი ბილიკები, ელექტროგადამცემი ხაზები, ცათამბჯენები, საჰაერო სივრცე, ეთერი.

თევზები - მუტაბელური ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი, სტიქია წყალი. ეს ნიშანი განასახიერებს არაცნობიერს, პლატონურ სიყვარულს და გარესამყაროს იდეალიზაციას. მასთან დაკავშირებულია რწმენა, გულმოწყალება, თავგანწირვა. ნეპტუნი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ძლიერი ინტუიცია, მგრძნობელობა, კარგი ადაპტაცია და შეგუება, ასევე პასიურობა, მიდრეკილება ტყუილისკენ, განცდები და მიდრეკილება ილუზიებში ცხოვრებისკენ.
თევზების დეკორაციები - კონსერვატორია, ფილარმონია, ქიმიური კომბინატი, ქიმიური ლაბორატორია, ქიმწმენდა, ბენზინგასამართი სადგური, საცურაო აუზი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ციხე, მონასტერი, მოხუცთა თავშესაფარი, ავადმყოფი ადამიანის ოთახი, საიდუმლო ადგილები, ფეხსაცმლის კარადა, წამლები, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ნატიფი სამყაროები. ადგილმდებარეობით თევზებს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ზღვა, ოკეანე, გაზონი.


პლანეტების დეკორაციებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუკის განხილვის დროს:

.მზე - ეს არის საწყისი, შინაგანი (უმაღლესი) „მე“, ადამიანის გონი და ცნობიერი, შემოქმედებითი პოტენციალი, ნება, ინიციატივა - ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანს ეძლევა დაბადებისას. დეკორაციულად ეს არის: შინაგანი მე, ეგოიზმი, ნება, „მე გადავწყვიტე“, მიზანდასახულობა, ინიციატივა, ინდივიდუალისტი, ენერგია-ჯანმრთელობა, სიამაყე. თავმოყვარეობა, თვითრწმენა, ლიდერი, შემქმნელი, დომინანტი, თვითრეალიზაცია, გამრავლება (სპერმატოზოიდი, კვერცხუჯრედი), მამა, პაპა, ქმარი, უფროსი, ხელმძღვანელი.
მთვარე - ეს არის სული. ეს არის ის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს თავს კომფორტულად, ქვეცნობიერი, ინტუიცია, ემოციური სფერო, ასტრალური სამყარო, ადაპტაცია გარემოსთან, ცვალებადობა, მოქნილობა, მავნე ჩვევები, ინსტიქტები, ჭამა, დაცვა, წარმოდგენა, აღმზრდელობა, მოვლა, ზრუნვა, ჯიბის ფული, მიჩვევა, დათმობა, ქცევა, სამშენებლო საქონელი, გამყიდველი, მომსახურების სფერო. დედა, ბებია, მომვლელი, ძიძა.
მერკური - იღებს, აგროვებს, ინახავს, გასცემს, აანალიზებს და აფასებს ყველანაირ ინფორმაციას. ეს არის ენერგო და ინფორმაციული გაცვლა, ანალიტიკური გონება, სწავლა, ლაპარაკი, წერილი, ყოველდღიური კონტაქტები (კოლეგები, მეზობლები, ნათესავები) დიპლომატიური და სავაჭრო შესაძლებლობები, მოკლე მანძილზე მგზავრობა. ასევე ახალგაზრდა ადამიანი, ძმა, ბიძაშვილი, მოძრავი და ცოცხალი ადამიანი.
ვენერა - პასუხს აგებს სოციალურ ინტეგრაციაზე. ეს არის დამოკიდებულება სოციუმის და მატერიალურის მიმართ: მომწონს-არ მომწონს, მინდა-არ მინდა (გემოვნება). ის ორფუნქციური პლანეტაა. პირველი ფუნქცია (სასწორი): სიყვარული, რომანტიკა, პარტნიორული ურთიერთობები, მოლაპარაკებები, კონტრაქტები, ქორწინება, ფლირტი, მოსამართლე, დიპლომატი.
მეორე ფუნქცია (კურო): საშუალო შემოსავალი (ფული), კომფორტი, სიმყუდროვე, სილამაზე, ჰარმონია, ესთეტიკა, პატარა ბედნიერება, უზრუნველყოფა, გატაცება, ვნება, საყვარელი, ხელოვნება, ბალეტი, ტკბილეული, სილამაზის ინდუსტრია, ეჭვიანობა, იუველირი.
მარსი - ეს ენერგიის და აქტივობის პრინციპია, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა (როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ დონეზე). მარსი აგრესიულ ინსტიქტებს მართავს, ასევე სექსუალობას. მარსი ეს არის- მეომარი, სპორტსმენი, მეხანძრე, მძიმე სამუშაოს შემსრულებელი, ავტომობილისტი, მეტალურგი, კონკურენტი, მოწინააღმდეგე, მცველი, ჯარისკაცი, ქირურგი, მეცნიერ-მუშაკი. სიტუაციურად - ჩხუბი, სპორტი, კონფლიქტი, დიდი მაქანა, ცივი იარაღი, ვნება, შეწინააღმდეგება, ომი, კუნთები, ნებისყოფა, გამარჯვების ინსტინქტი, კეთილშობილება.
იუპიტრი - პასუხს აგებს სოციალური ცხოვრებაზე. ეს ექსპანსიის, გაძლიერების ადგილია. ეს არის მიზეზი ქმედების (ანუ მიზანი). დეკორაციულად ეს არის: ხარისხი, ავტორიტეტი, გულუხვობა, მადლიერება, რესპექტაბელურობა, სიკეთე, ამბიციურობა, ექსპანსია (ყველა დიქტატორს იუპიტერი ჰყავს ძლიერი), კეთილგანწყობა, რელიგიურობა, მისიონერობა, ასწავლო, რჩევა- დარიგება, გააფათოვება, გაერთიანება, გავრცელება, მეცენატეობა, სპონსორობა,
მფარველი, ბებია (კონკრეტული ასპექტების დროს), კეთილი და ფულიანი საყვარელი ან ქმარი, მასწავლებელი, დამრიგებელი, გულუხვი, მოძღვარი, ავტორიტეტი, საზოგადოებრივი საქმიანობა, სოციალური აქტივობა, უცხოეთი, ბავშვთა სახლის მასწავლებელი
სატურნი - ეს მასწავლებელი და მოსამართლეა, რომელიც ჩვენი ქცევიდან გამომდინარე, ხან გვსჯის ცხოვრებისეულად, ხანაც გვაჯილდოვებს. დეკორაციულად ეს არის: სიმკაცრე, კონკრეტულობა, მეთოდურობა, დისციპლინა, მუდმივობა, დრო, გრავიტაცია, ფორმა, სიცივე, ერთგულება, აუცილებლობა, პასუხისმგებლობა, სირთულეები, შეზღუდვები, ფუნქცია, თავშეკავებულობა, დამუხრუჭება, შენახვა, გამოცდა, გაყინვა, სტერილიზაცია, გაფორმება, გაპარსვა, ნელ-ნელა ამაღლება. ასევე ესაა: პაპა, მამა, დედა, დედინაცვალი, უფროსი, ციხის უფროსი, მოსამართლე, კონსერვატორი, სახელმწიფო პირი ,
ბიუროკრატი, მესაზღვრე, მეშახტე, კასკადიორი, კარიერისტი, ტექნოლოგი და ზოგადად, ყველა ის საქმე, რომელიც დიდი შრომას მოითხოვს ესაა სატურნიალური სამსახური.
ურანი - მოულოდნელი ცხოვრებისეული ცვლილებები! დეკორაციულად ეს არის: ატიპიური ადამიანი, უცნაურობა, ნევროზულობა, უნიკალურობა,დამოუკიდებლობა, ინტეგრაცია, ალტრუიზმი,უცაბედობა,გაოგნება,მეგობრობა. ახლის შენება და ძველის ნგრევა, აჩქარებული პროცესები, განთავისუფლება. ჩარჩოების და დოგმების ნგრევა, მეცნიერული აღმოჩენები, მეგობრობა, ახალი და ნოვატორული იდეები. ნოვატორულობა. ასევე ეს არის რევოლუციონერი, თანამოაზრე, ბუნტისტები, ანარქისტი, რეფორმატორი, მფრინავი, ასტროლოგი, ელექტრიკოსი, კოსმონავტი, ტრასვესტიტი, ილუზიონისტი.
ნეპტუნი - ეს წარმოსახვების და ილუზიის სფეროა. დეკორაციულად ეს არის: უსასრულობა, უძირობა, სულიერების ძიება, მსხვერპლთშეწირვა, ზრუნვა, მიტევება, ინტუიციურობა, გულკეთილობა, იდეალიზმი, მეოცნებეობა, რელიგიურობა, ქაოტურობა, გაურკვევლობა, უმართავობა, იდეებით შეპყრობა, განცდები, ტყუილები, ილუზიები, ღალატი, შურისძიება. ეს შეიძლება იყოს წმინდანი, მოძღვარი, მეოცნებე, მისტიკოსი, მედიუმი, მონარქი, სექტანტი, ფარული მტერი, მაწანწალა, ღარიბი, პოეტი, მხატვარი, კომპოზიტორი, ფსიქოლოგი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, გენეტიკოსი, ეპიდემოლოგი, მეზღვაური, მზვერავი, ჯაშუში, ნარკომანი, ალკოჰოლოკი, სულიერად ავადმყოფი, მოღალატე, მატყუარა.
პლუტონი - ზოგადად განაგებს ტრანსფორმაციას. ის აგრესიული პლანეტაა და უმეტეს შემთხვევაში, სერიოზულ უსიამოვნებებს მოასწავებს. დეკორაციულად ეს არის: მასშტაბურობა, გლობალურობა, კრიზისი, სტრესი, სექსუალობა, მაგნეტიზმი, გარდაუვალობა. ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ყველაფრის ტრანსფორმაცია, განადგურება, მოკვლა, დიქტატორი, ექსტრემისტი, პოლიტიკოსი, ბანკირი, მაშველი, მეშახტე, დაქირავებული მკვლელი, ატომურ იარაღთან და მოწყობილობებთან მომუშავე ადამიანი, ვულკანოლოგი.

http://geoastro.ge/planetebi/313--3-2-.html

Posted by: folkman 26 Nov 2014, 13:27
gudiani_kaci
კარგია, მაგრამ ასტრო.ქომ მირჩევნია.


____________________________________________________________________________________________________________
ასტროლოგიის გაკევთილი 6 (პლანეტების სიძლიერე)
პლანეტების სიძლიერე ნიშნებში: როდისაა პლანეტა ნიშნის მმართველი, სად განიცდის ეგზალტაციას, დაცემას და სად არის ტყვეობაში?


წინა გაკვეთილები დაეთმო ზოგად ტერმინებს და განმარტებებს, ასევე ზოდიაქოს ნიშნების, სახლების და პლანეტების დეკორაციებს, თუ როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანზე. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ თითოელი პლანეტის განხილვა ცალ-ცალკე სახლებში და ნიშნებში, რის შემდეგაც უფრო ადვილად წავიკითხავთ ჩვენს ნათალურ (პირად) რუკას. მაგრამ, სანამ პლანეტების ფართოდ გაშლაზე და შესწავლაზე გადავალთ, სასურველია ვიცოდეთ პლანეტების მოქმედების სიძლიერე. რას ნიშნავს ეს? როგორც წინა გაკვეთილებიდან გვახსოვს, ყველა პლანეტა სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში იქცევა სხვადასხვანაირად, ხან მთლიანად ავლენს თავის თვისებებს, ხან შებოჭილად, ხანაც ნეიტრალურად. ყველაფერ ამას თუ დავყოფთ ჯგუფებად, მივიღებთ ასეთ შედეგს: მოცემული პლანეტა ამა თუ იმ ნიშნაში შეიძლება იყოს:
•მმართველი - ანუ სახლის/ზოდიაქოს მმართველი - ეს ხდება იმ ზოდიაქოს ნიშანში, რომლის თვისებები ადექვატურად შეესაბამება პლანეტის მოქმედების და მოძრაობის რიტმს და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. როცა პლანეტა თავის სახლში ხვდება, ეს მის ფუნქციას და მნიშვნელობას ერთი-ორად ზრდის. ის ინტუიციურ-ინსტიქტურ დონზე ძლიერდება.
•ტყვეობაში - ნიშნავს, რომ პლანეტა მოხვდა თავისი სახლის საპირისპირო ნიშანში (მაგალითად, მზე მართავს ლომს, თუ მოხვდება მერწყულში იქნება ტყვეობაში). ამ დროს პლანეტას მოქმედების არეალი არ აქვს და მთელი თავისი ფუნქციებით „იპრესება“ ადამიანის ქვეცნობიერში, რაც როგორც წესი, კომპლექსების წარმოქმნის ძირითადი მიზეზია. აუცილებელია ასეთი პლანეტის დამუშავება („ამუშავება“) .
•დაცემული - ეს ის სფეროა, სადაც ადამიანს მკვეთად გამოხატული კომპლექსები უჩნდება. მაგალითად, ტყვეობაში მყოფი პლანეტა მარტო ქვეცნობიერ კომპლექსს ქმნის, დაცემულ პლანეტას ეს სააშაკარაოზე გამოაქვს ანუ აქ ცნობიერ პრობლემებთან გვაქვს საქმე. ასეთი მდებარეობა მიგვითითებს სფეროზე და ადგილზე, სადაც ადმაინს შეუძლია სულიერად დაეცეს და დეგრადირეს. თუ ადამიანმა არ იმუშავა ამ პლანეტის „გამოთავისუფლებაზე“, შედეგად პლანეტა „ჩაყლაპავს“ მას.
•ეგზალტირებული - ყველა პლანეტა თავისი სახლის გარდა, ერთ რომელიმე ნიშანში განიცდის ეგზალტაციას და ეს ხდება იმ ზოდიაქოს საპირისპირო ნიშანში, რომელშიც დაცემულად გრძნობს თავს (მაგალითად, მზე ეგზალტაციაშია ვერძში და დაცემულია სასწორში). ეს არის მდებარეობა, როცა პლანეტა მთელი დატვირთვით საუკეთესოდ ავლენს თავს, ზოგჯერ იმაზე კარგადაც, ვიდრე მმართველობის დროს (მაგალითად კარგავს თავის ცუდ თვისებებს).
სანამ ცალ-ცალკე განვიხილავთ ზოგად დახასიათებას, უნდა აღინიშნოს, რომ ზოდიაქოს ნიშნებს გააჩნიათ დღის და ღამის მმართველები. პირველი გაკვეთილიდან, როგორც გვახსოვს, ყველა ნიშანს ერთი მთავარი და ერთიც თანამმართველი ყავს. ამის გათვალისწინებით ვიღებთ შემდეგ შედეგს: ღამის პლანეტები, რომლებიც მთვარით იმართებიან, ანუ ზოდიაქოს წრეზე მთვარის ნახევარსფეროშია მოქცეული და დღის პლანეტები, რომლებიც მზით იმართებიან, მზის ნახევარსფეროშია მოქცეული.


ახლა კი მცირე მონახაზი პლანეტების სიძლიერეზე ნიშნებში ყოფნის დროს:

მზე - ეს არის ადამინის `მე“, გონი, ეგო, შემოქმედებითი უნარები, ამიტომ ცეცხლის ნიშნები მას ხელს უწყობენ ამ თვისებების გამოვლენაში.
მმართველი-ლომი, ეგზალტაცია - ვერძი; ენათესავება (ანუ ნეიტრალურზე უკეთ ავლენს თავს) მშვილდოსანს.
ჰაერის ნიშნებში, რომელთა მთავარი არსი არა პიროვნულობა და ინდივიდუალიზმი, არამედ კოლექტივი, კომუნიკაცია და საზოგადოებაა, მზე ვერ ახდენს თვითრეალიზაციას და:
ტყვეობაშია - მერწყულში, დაცემულია - სასწორში, მტრობს (ანუ ნეიტრალურზე უარესად ავლენს თავს) ტყუპებში.
წყლის და მიწის ნიშნებში მზე ნეიტრალურია.

მთვარე - ეს ემოციებია, მგრძნობელობა, ფანტაზია, რომანტიკა, ძლიერად გამოხატული ბავშვური ჩვევები, სამყაროს მხატვრული აღქმა. სწორედ ამ თვისებების რეალიზაციას წყლის ნიშნები უწყობს ხელს. მმართველი - კირჩხიბი, ეგზალტაცია - კურო, ენათესავება- თევზებს.
ყველაზე ცუდად მთვარის რეალიზაცია მიწის ნიშნებში ხდება, რომლებისთვისაც მგრძნობელობა ნაკლებ დამახასიათებელია:
ტყვეობაშია - თხის რქა, დაცემულია - მორიელი, მტრობს - ქალწულს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთვარის შემთხვევაში ადგილი აქვს გამონაკლისს: ეგზალტაცია-დაცემაში სტიქიები შებრუნებულადაა, რაც ზოდიაქოს მმართველების (კურო-ვენერა, მორიელი -პლუტონი) და მთვარის დამოკიდებულებით იხსნება (ვენერა-მთვარე/ჰარმონიული; პლუტონი-მთვარე/დაძაბული).
ჰაერის და ცეცხლის ნიშნებში მთვარე ნეიტრალურია.

მერკური - ეს კომუნიკაცია, გონება, ინტელექტი და კავშირებია. ამიტომ ის კარგად გამოხატავს თავის თავს მიწისა და ჰაერის ნიშნებში:
მმართველი - ტყუპები (ღამის მმართველი), ქალწული (დღის მმართველი);
ეგზალტაცია - ქალწული (ერთადერთი შემთხვევა, როცა თავისავე სახლში განიცდის ეგზალტაციას), ენათესავება - კურო, თხის რქა, სასწორი, მერწყული.
წყლის და ცეცხლის ნიშნებისთვის პრაგმატულობა ნაკლებად არის დამახასიათებელი, ამიტომ მერკური ვერ ავლენს თავს:
ტყვეობა - მშვილდოსანი/თევზები; დაცემული - თევზები, მტრობს - ვერძი, ლომი, კირჩხიბი, მორიელი.

ვენერა - ეს გრძნობებია, სილამაზის აღქმა, გატაცება. აქ სტიქიებით დაჯგუფება არ გამოგვადგება, რადგან კანონზომიერება არ შეინიშნება.
ვენერა დღისით მართავს სასწორს, ხოლო ღამით კუროს. კუროს სტიქიის შესაბამის გრძნობებს უღვივებს, მიწისეულად ღრმა გრძნობებს. კუროებისთვის გახსნა ცოტა რთულია. სასწორის შემთხვევაში ის პირიქით მოქმედებს: ყველა გრძნობა, გატაცება და აღქმა სააშკარაოზეა გამოტანილი.
ეგზალტაზია - თევზებში, რადგან აქ მისი უმაღლესი თვისებები ვლინდება, როგორიცაა ალტრუიზმი, სამყაროს სიყვარული, რომელიც სამყაროს სტაბილურობისკენ არის მიმართული. თევზების მმართველი იუპიტერი და ნეპტუნია, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თევზის ფსიქოტიპი, ხოლო ვენერა თევზებს ევოლუციის საშუალებას აძლევს.
ენათესავება - ტყუპი, თხის რქა, მერწყული.
ტყვეობა - მორიელი, ვერძი; დაცემულია - ქალწულში; მტრობს - ვერძი, მორიელი.

მარსი - ეს იმპულსია, ენერგია და მოქმედებაა. მარსი დღისით მართავს ვერძს, ღამით მორიელს. ვერძის შემთხვევაში ეს ბრმა ნებაა, რომელიც პულსირებს და არაპროგნოზირებადია. მორიელში პირიქით - მიზანმიმართულად აქტიურია. ეს ვნებებია, რომელიც გონივრულად გამოვლინდება. ვერძისგან განსხვავებთ, მორიელმა იცის სად გააკეთოს სწორი დარტყმა და არ პულსირებს, პლუს დიდი ინტუიცია (წყლის სტიქია). ვერძთან შედარებით ძლიერ მომთმენი, ამტანია და საჭირო დროს ელოდება.
მარსის ეგზალტაციის ადგილი თხის რქაა. ის მას აძლევს უფრო მეტ ძალას და ნებისყოფას, მიზანმიმართულ ნებას და ბრძოლისუნარიანობას. სატურნმა შექმნა თხის რქა, ხოლო მარსის მეშვეობით გადის ევოლუცის.
მარსი ტყვეობაშია სასწორსა და კუროში. ეს გამოიხატება ამ ნიშნების უუნარობით მართონ მარსი. სასწორი და კურო ზოგადად ჰარმონიული ნიშნებია, მარსს მათ არსებობაში კონფლიქტები და უხეში მოქმედებები შეაქვს. სასწორებისთვის ეს ისტერიკა, განწყობილების მკვეთრი ცვლა, გაუწონასწორებლობაა. სასწორისთვის ეს დისჰარმონიაა. დამუშავების შემთხვევაში ერთადერთი დადებითი მხარე სასწორებისთვის შეიძლება იყოს ის, რომ მარსისგან მიიღონ ისეთი ენერგია, რაც სამყაროს ბალანსის აღდგენაში გამოიყენება. მარსი კუროს ძლიერ ვნებებს აძლევს, რომელიც დაუკმაყოფილებლობაში გადასდის, ამასთან არანორმალურად ეჭვიანი ხდება, რაც კუროსთვის დამანგრეველია.
მარსი დაცემულია კირჩხიბში. კირჩხიბი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, შესაბამისად როცა მარსი აქ ხვდება, იწყება სუპერმენობის თამაში, კირჩხიბი ცდილობს ყველას თავი „მარსულად“ ძლიერად მოაჩვენოს, ხოლო ამ თამაშის უკან მისი სიმხდალე იმალება. აქედან გამომდინარე, ყალიბდება იმის კომპლექსი, რომ გამოჩდნენ ყველაზე ძლიერები (ამას ძირითადად სუსტ ადამიანებთან ავლენენ), ამიტომ ასეთი მარსი ძალიან ხშირად გვხვდება სპორტსმენებში, მონადირეებში. დამუშავების შემთხვევაში, ასეთი მარსს ადამიანმა შეიძლება თან დაურთოს კირჩხიბის ინტუიცია და გამოიმუშაოს საშიშროების ინსტინქტი, წინასწარ იგრძნოს ქმედითი მოვლენები.

იუპიტერი - ეს ავტორიტეტი, ფართო კავშირები.ა მშვილდოსანს მართავს დღისით, ხოლო თევზებს ღამით. ის თევზებს სოციუმსა და ავტორიტეტებზე დამოკიდებულებას აძლევს. მშვილდოსანში უფრო აქტიური და დამოუკიდებელია, გააზრებულად ისწრაფვის კავშირებისკენ, რათა საკუთარი ავტორიტეტით უფრო მეტად ისარგებლოს.
იუპიტერი ეგზალირებულია კირჩხიბში. კირჩხიბი ყოველთვის ცდილობს განვითარდეს და ავტორიტეტი მოიპოვოს თავისი პედაგოგიური შესაძლებლობების ხარჯზე. იუპიტერის ასეთი მდებარეობით ადამიანები ხშირად გამოდიან იდეოლოგიისა და ტრადიციების დამცველი-მქადაგებლები. დაზიანებული იუპიტერის შემთხვევაში, ხშირია ვიწრო, შოვინისტური იდეოლოგიის ადამიანები.
იუპიტერი ტყვეობაშია ქალწულის და ტყუპების ზოდიაქოში. ის ქალწულებს აძლევს ფარულ და დაჟინებულ მიდრეკილებას კარიერიზმისკენ, ტყუპებს კი საკუთარი ავტორიტეტით დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას, რაც ორივე შემთხვევაში არაჯანსაღ ამბიციას იძლევა. ადამიანი სხვის ხარჯზე ცდილობს მიზნის მიღწევას. დამუშავების შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა - ადამიანს უვითარდება ფარული ალტრუიზმი, სურვილი უფრო მეტი ისწავლოს და თავად მიაღწიოს შედეგს, გახდეს კოლექტივის წევრი.
იუპიტერი დაცემულია თხის რქაში. აქ ის ადამიანს აძლევს კანონდაუმორჩილებლობას (საკუთარი კანონების გარდა), ყველა ავტორიტეტის აუღიარებლობას (საკუთარის გარდა). ასევე საკუთარი წარმომავლობის და ტრადიციების დამალვას ან სხვანაირად წარმოჩენას. ისინი საკუთარ ამბიციებს აყენებენ იერარქიის სათავეში და სხვებს აიძულებენ თაყვანი სცენ მათ. ნათელი მაგალითი: ჰიტლერი იყო იუპიტერი თხის რქა.

სატურნი - ეს გამოცდილება, გამძლეობა, ასკეზა, მიზანსწრაფულობა, მარტოობა, საფუძველია. სატურნი დღისით თხის რქას მართავს, ღამით მერწყულს. თხის რქას სატურნი აძლევს მკაცრ ცხოვრებისეულ სისტემას, მიზანსწრაფულობას, საღ აზრს, საკუთარი ძალების რელურ შეფასებას, სიმყარეს. მერწყულს კი თავისუფლებას, გამორჩეულობის გაუცნობიერებლ მოთხოვნილებას, ამიტომაც მერწყულები ვერ იტანენ სისტემების ძალაუფლებას.
სატურნი ეგზალტირებულია სასწორში. აქ ის სამართლიანობის როლშია, აწონასწორებს და ასტაბილურებს ნებისმიერ გარემოს. ის შეფასების უცვლელ სისტემას იძლევა, რომლის მიხედვით ან დიდი მასწავლებელი და დამჯილდოვებელი, ან პირიქით დამსჯელი გამოდის.
სატურნი ტყვეობაშია ლომსა და კირჩხიბში. აქ ის გამოვლინდება შემდეგი სახით: შინაგანი დაძაბულობა, ყველგან დაგვიანება, შინაგანი გულცივობა, სიუხეშე, გაბოროტება. კირჩხიბები გარეგნულად მსუბუქები არიან, მაგრამ შიგნით მათ სატურნი ყავთ, რომელიც გასაქანს არ აძლევს. ასეთი სატურნი იძლევა წესრიგს მცირე არეალზე, ხოლო მაშტაბურად ვერ ერევა სიტუაციას და არეულობას იწვევს. ასეთი სატურნი ადამიანს აძლევს შიშებს. ლომში - შინაგანი სისტემის არ ქონას, მარტოობის შიშს. ლომებს, როგორც წესი სურთ, რომ ყველა მხარს უჭერდეს და სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ, ასეთი სატურნი კი მათ პესიმიზმისკენ უბიძგებს.
სატურნი დაცემულია ვერძში. ის ადამიანს უაზრო სიჯიუტეს აძლევს, მოუწესრიგებელია, ბრძოლის ფარული შიში აქვს, მიზანი არ გააჩნია.

ურანი - ეს თავისუფლება, სიახლე, რეფორმა და ინოვაციებია. დღისით ის მერწყულს მართავს, ღამით თხის რქას. ურანი ეს მერკურის ზეოქტავაა, ამიტომ ეს პლანეტა ზეინტელექტს განასახიერებს (მისი სიმბოლო ელვაა). ამ პლანეტას სრულყოფილი გამოვლინება მხოლოდ მერწყულში შეუძლია, ასეთი ადამიანი ხასიათდება მოულოდნელობებით, უსწრებს დროს, რეფორმატორია, ავანტურისტია, უყვარს ექსპერიმენტები, თავისუფალია ურთიერთობებში და მოქმედებაში. თხის რქაში ის ნაკლებად ვლინდება, ისტორიულად, თხის რქაში ურანის ზეგავლენით მხოლოდ რამოდენიმე ეპოქა გამოირჩევა.
ურანი ეგზალტირებულია მორიელში. ის ადამიანს დრამატულობას, თავისუფლებას და მოულოდნელობებს მატებს. მორიელი ერთ-ერთი ძირითადი ოკულტური ნიშანია, ურანი კი მის ამ თვისებას აძლიერებს. ასეთ ადამიანებში ხშირია ზებუნებრივი და ფენომენალური შესაძლებლობები.
ურანი ტყვეობაშია ლომის ზოდიაქოში. აქ ურანი იძლევა არაბუნებრივობას, შებოჭილობის შეგრძნებას და კაპრიზულობას. ეს ის შემთხვევაა, როცა დამუშავების შემდეგ ტყვეობაში მყოფი პლანეტა მაქსიმალურ შედეგს იძლევა.
ურანი დაცემულია კუროში, რადგან ის ყველაზე სტაბილური და „ნელი“ ნიშანია, ხოლო ურანის რევოლუციები და რეფორმები ცუდად აისახება მის არსსზე.

ნეპტუნი - ეს უმაღლესი გრძნობები, საიდუმლო გახსნა, კოსმიური ჰარმონია და ინტუიციაა. ის დღისით მართავს თევზებს, ღამით კი მშვილდოსანს. სრულყოფილად ის მხოლოდ თევზებში ავლენს თავს, სადაც ის უმაღლეს ჰარმონიას, სიღრმეებში ჩასვლას და მისტიციზმს იძლევა. მშვილდოსანში ნაკლებად აქტიურია, ის ადამიანს მხოლოდ გაცნობიერებული ბრძოლის სურვილს აძლევს იდეისთვის და რწმენისთვის.
ნეპტუნი ეგზალტირებულია მერწყულის ზოდიაქოში, რადგან ის ვითარდება ნეპტუნისეული მიმართულებებით: თანასწორობა, ბუნებასთან კონტაქტი, რითმულობა. მერწყული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსწრებს დროს და ეს ხადახან არამიწიერ (არამატერიალურ) მისწრაფებებს უვითარებს მას, ხოლო ნეპტუნისთვის ეს იდეალური „საარსებო“ გარემოა.
ნეპტუნი ტყვეობაშია ქალწულის ზოდიაქოში. ის ამ შემთხევაში იძლევა არაადექვატურ შიშებს ავადმყოფობების მიმართ, ახირებებსა და აკვიატებებს.
ნეპტუნი დაცემულია ლომში. ის აქ იძლევა პათოლოგიურ უნდობლობას, უღმერთობას, ყველა მაღალი იდეალის უარყოფას. ნეპტუნის ამ მდგომარეობას შეუძლია ადამიანი დასცეს სულიერად და გახადოს ფანატიკოსი იდეალისტი. ასევე, ასეთი ადამინების მოტყუება და მართვა საოცრად ადვილია, რადგან მისი მთავარი კომპლექსი მიკერძოებულობაშია და ფიქრობს, რომ სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან, იქ არის ჭეშმარიტება. ასევე, დიდი ალბათობით გარემოს რეალურად აღქმის პრობლემა იქმნება.

პლუტონი - დღისით მართავს მორიელს, ღამით ვერძს. საუკეთესოდ ავლენს თავს მორიელში. ამ შემთხვევაში ის იძლევა დიდი ზემოქმედების უნარს ქვეცნობიერ დონეზე, ქაოსს ან პირიქით ქაოსის გარდაქმნას. ეს არის მაგია, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით, მაგნეტიზმი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფენომენი, რისკი, ექსტრემალური სიტუაციები, ზღვა ენერგია. ასეთი ადამინები ნებისმიერ გარემოში პოულობენ არსებობისთვის აუცილებელ პირობებს. ვერძში ის ძალიან სუსტად ვლინდება და ყველაზე შესამჩნევად იძლევა ტრანსფორმაციის იდეებისთვის ბრძოლის დაჟინებულ სურვილს.
პლუტონი ეგზალტირებულია ლომში, რადგან ლომისთვის საკმარის ძალაუფლებას იძლევა. ასევე გამორჩეულობა, ამაღლება, ავტორიტეტი, გიგანტური ძალა და ენერგია, უნარი აიყოლიოს მასები, მაგიური ძალაუფლება, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მასებზე, უდიდესი ამტანობა ტრანსფორმაციის დროს - ყველაფერი ეს კარგად არის განვითარებული ლომში. დაზიანების შემთხვევაში პლუტონის ამ მდგომარეობამ ადამიანი შეიძლება თვითგანადგურებამდე მიიყვანოს.
პლუტონი ტყვეობაშია კუროს ზოდიაქოში, ხოლო დაცემული მერწყულში. კურო არასდროს არ არის მზად დიდი სულიერი და მატერიალური ტრანსფორმაციისთვის, არც ამბოხება უყვარს. ხოლო მერწყულთან თავს იჩენს კოლექტიური ძალაუფლების პრობლემა. მერწყულებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა, ხოლო პლუტონი თავის თავში კოლექტივის (მასების) მართვას და ძალაუფლებით გარდაქმნას გულისხმობს.


http://geoastro.ge/planetebi/303--4-.html

Posted by: barbarita007 26 Nov 2014, 21:05
დავით ბუტიკაშვილი როგორი ასტროლოგია? ღირს ვიზიტი?

Posted by: folkman 27 Nov 2014, 17:15
საუბრები ასტროლოგიაზე (დავით ბუტიკაშვილი)









Posted by: n97 2 Dec 2014, 16:48
http://www.skyscript.co.uk/aspects2.html
ვისაც აინტერესებს ტაუ კვადრატები და კიდევ სხვა რაღაცეებიცაა სათარგმნი

Posted by: taurus257 27 Dec 2014, 01:48
K. Logos
ლოგოს,იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ
ასცედენტის ალმუტენი იუპიტერია და იუპიტერი განთავსებულია 8 სახლში ლომში.რას ნიშნავს ეს?ალმუტენი ზოგადად ყველაზე ძლიერი პლანეტაა ჰოროსკოპში,მაგრამ მისი ეს განლაგება ჩემ შემთხვევაში რას ნიშნავს?

Posted by: Konstantin_Logos 1 Feb 2015, 12:43
taurus257
QUOTE
ასცედენტის ალმუტენი იუპიტერია

ასცენდენტის მმართველს გულისხმობ? ასც მშვილდოსანში გყავს?

QUOTE
იუპიტერი განთავსებულია 8 სახლში ლომში.რას ნიშნავს ეს?

ასც-ს მმართველი 8 სახლში შეიძლება ნიშნავდეს რომ შენ სხვის კაპიტალთან გექნება საქმე, ან დახმარების სახით(მიიღებ სხვებისგან, შეიძლება მემკვიდრეობაც იყოს), ან პროფესიის სახით (საბანკო, დაზღვევა, კონტროლის პალატა და ა.შ.). ასეთი ადამიანი თვითრეალიზაცია დაკავშირებულია რისკიან ღონისძიებებთან, უკონტროლო სიტუაციებთან, კრიზისებთან, ექსტრემალურ სიტუაციებთან. შესაძლოა კავშირი გქონდეს დამნაშავეობრივ სამყაროსთან smile.gif იუპიტერი მმატებს ამ ყველაფერს ავანტურიზმს, საკუთარ თავზე გაზვიადებულ წარმოდგენებს, ავტორიტეტულობას smile.gif

Posted by: VlV 1 Feb 2015, 22:56
პარგანყელო იუზერებო, ახალბედებო, ძველებო ხომ თავისთავად, აქ კითხვებს ნუ სვამთ და ნურც დაწერილ ინფოებს არჩევთ.
გადაიტანეთ თქვენთვის საინტერესო პოსტი, ამონარიდი პოსტიდან, კითხვა შესაბამისი თემის ტოპიკში და განავრცეთ იქ yes.gif


პირადი კითხვები დასვით აქ http://forum.ge/?showtopic=34254843&f=&st=2310&#entry43548016
ზოგადი კითხვები აქ http://forum.ge/?showtopic=34260218&f=&st=1425&#entry43600199

ეს არის წმინდად ინფორმაციული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო თემა !!!


http://astroblogi.com/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0/

http://astroblogi.com/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

Posted by: nino7ka 6 May 2015, 09:48
pharaon
QUOTE
მაინც ვერ გავიგე( ძლიერი ლილიტი კარგია თუ ცუდი?



ლილიტი საერთოდ "კარგი" არ არის biggrin.gif

განსაკუთრებით თევზების ნიშანში ძლიერად ავლენს თავის უარყოფით მხარეს, რაც გულისხმობს ცდუნებას, ნებისყოფის გამოცდას (ანუ, უნებისყოფობას, ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივითიერებისკენ მიდრეკილებას), ოკულტური მიმართულებით ზედმეტად დაინტერესებას (უფრო უარყოფითი მხარით), გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად უარყოფითისკენ ლტოლვას და ა.შ.

თუმცა, ისევე როგორც ყველა პლანეტას ფიქტიურ ნიშნებსაც (ამ შემთხვევაში, ლილიტსაც) სჭირდება დამუშავება smile.gif ეს კი ინდივიდზეა დამოკიდებული smile.gif ამიტომ, თუ ადამიანი კონცენტრაციას მოახდენს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ იმუშავოს ამ ენერგიის გასანეიტრალებლად და უარყოფითი მხარის გამოსასწორებლად, ლილიტის მოქმედების სფეროში იქნება მეტად ყურადღებით, ამ ლილიტის (ბნელი მხარის, ენერგიის) კონტროლის შემთხვევაში რისკ-ფაქტორების შემცირება ხდება. მოკლედ, ნაწილობრივ მაინც ინდივიდზეა დამოკიდებული.

ლილიტის დამუშავების სამი დონე არსებობს, პირველ დონეზე, ინდივიდი საერთოდ ვერ აცნობიერებს, ისე ემორჩიელება ამ უარყოფით ენერგეტიკას, მეორე დონეზე უკვე გაცნობეირებას იწყებს, მაგრამ ვერ ახერხებს მასთან გამკლავებას, მესამე დონეზე კი აცნობიერებს, ეძებს გზებს და მეტ-ნაკლებად იწყებს უკვე კონტროლს და ხშირად ახერხებს მის განეიტრალებას. ხშირად, როდესაც ძლიერი გავლენაა ლილიტის, ადამიანებს ურჩევენ ლოცვას, ღმერთთან კონტაქტს, გაწმენდვას (სულიერად), მარხვას, ნებისყოფის გამომუშავებას, სიკეთის ქმნას და ა.შ.

Posted by: folkman 8 May 2015, 13:26

პლანეტები და 7 მომაკვდინებელი ცოდვა:

მზე - ამპარტავნება
მთვარე - გულგრილობა/უქნარობა/მიმოწვლილველობა
მერკური - შური
ვენერა - გარყვნილება/სიძვა
მარსი - მრისხანება
იუპიტერი - ნაყროვანება/მუცელღმერთობა
სატურნი - ანგარება/სიხარბე

Posted by: folkman 20 Jan 2016, 16:41

---------------------------------------------

Posted by: Giorgijee 27 Feb 2016, 09:32
პლაციდუსი რ ა არი?

Posted by: Jeimsaant_mayvala 6 Mar 2016, 18:32
ასცენდენტი პირად რუკაში სად უნდა ვეძებოთ?

სორრი თუ ძალიან დებილობა დავწერე.

Posted by: Giorgijee 6 Mar 2016, 18:34
QUOTE
ასცენდენტი პირად რუკაში სად უნდა ვეძებოთ?

სორრი თუ ძალიან დებილობა დავწერე.

ასცენდენტი არის პირველი სახლში ხოლმე გაჩნია რომელ პროგრმით აკეთებ asc უნდა ეწეროს
შეიძლება აარ გყავდეს ასცედენტი

Posted by: Jeimsaant_mayvala 6 Mar 2016, 18:46
Giorgijee
QUOTE
ასცენდენტი არის პირველი სახლში ხოლმე გაჩნია  რომელ პროგრმით აკეთებ  asc  უნდა ეწეროსშეიძლება აარ გყავდეს ასცედენტი


http://astrology.org.ua/aweb.htm

ამ პროგრამით ვაკეთებ, აბა ვნახავ ეხლა არის თუ არა.
* * *
ვიპოვე, ქალწულში მყოლია.

არ მევასებიან ქალწულები biggrin.gif

Posted by: placeb0 9 Sep 2016, 15:46
ვისთან მივიდე რომ გამომთვალოს და ამიხსნას ვინ ვარ და რა მინდა?))

ანუ მირჩიეთ ასტროლოგი ან საიტი


Posted by: BabeRock 9 Sep 2016, 15:53
placeb0
QUOTE
ვისთან მივიდე რომ გამომთვალოს და ამიხსნას ვინ ვარ და რა მინდა?))

ლია ბარათაშვილი ნახე <3

Posted by: placeb0 9 Sep 2016, 16:07
QUOTE (BabeRock @ 9 Sep 2016, 14:53 )
placeb0
QUOTE
ვისთან მივიდე რომ გამომთვალოს და ამიხსნას ვინ ვარ და რა მინდა?))

ლია ბარათაშვილი ნახე <3

geoastro?

II პირადი ჰოროსკოპი: ნათალური რუკის შედგენა–ანალიზი (ვერბალური, აუდიო)– 80 ლარი

ეს მინდა? ))
ანუ მეტყვის რა ვარ და რა მინდა?

Posted by: BabeRock 9 Sep 2016, 19:08
placeb0
Geoastroa tu jemali ar vici, prosta rac ki minaxavs astrologebi matgan yvelaze kargia

Posted by: Mmerisi 16 Mar 2017, 15:19
მოკლედ, ჩემით დავიწყე არა მთლიანად ასტროლოგიის შესწავლა, არამედ ჩემი ზოდიაქოს, პლანეტის და ქვებთან კავშირს საკითხების, ახლა მთლიანად ასტროლოგიას მინდა ნელ ნელა მივყვე და აქ თუ დამეხმარებით ძალიან გამეხარდება.

Posted by: Jessica Rabitt 19 Sep 2017, 05:01
კითხვა მაქვს დადებითი და უარყოფითი დღეების გამოთვლასთან დაკავშირებით
როცა ადამიანს მზე და მთვარე ყავს რადიკალურად განსხვავებულ ნიშნებში
და დღის მონაცემით პლანეტები ქმნიან დადებით ასპექტებ ვთქვად ადამიანის მთვარის ნიშანთან-მთვარესთან, ამ დროს ხო იგივე პლანეტები უარყოფით ასპექტებს ქმნიან მთვარესთან?
და იგივ ე მდგოამრეობა პირიქით, როცა მზესთან დადებითი და მთვარესთან უარყოფითი
როგორ ხდება ამის გამოთვლა
რომელ პლანეტას ენიჭება უპირატესობა? რომელიც ძლიერია ნათალურ რუკაში თუ როგორ
გამარკვიეთ ფლიზ

Posted by: Aquarius_A888 26 Sep 2017, 19:10
Jessica Rabitt

ამ ყმაწვილ ქალს, პასუხს რატომ არ სცემთ? ))
QUOTE
როცა ადამიანს მზე და მთვარე ყავს რადიკალურად განსხვავებულ ნიშნებში
და დღის მონაცემით პლანეტები ქმნიან დადებით ასპექტებ ვთქვად ადამიანის მთვარის ნიშანთან-მთვარესთან, ამ დროს ხო იგივე პლანეტები უარყოფით ასპექტებს ქმნიან მთვარესთან?
და იგივ ე მდგოამრეობა პირიქით, როცა მზესთან დადებითი და მთვარესთან უარყოფითი
როგორ ხდება ამის გამოთვლა

https://www.google.ge/search?q=%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90&oq=%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90&aqs=chrome..69i57.4476j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8
http://astroblogi.com/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A/

Posted by: tamuska 30 Sep 2017, 23:07
რამდენად ძლიერია ლილიტი სასწორში და ამასთან 7 სახლში ? როგორ დავამუშავოთ ზოგადად? :/

Posted by: Aquarius_A888 6 Oct 2017, 18:54
tamuska
QUOTE
რამდენად ძლიერია ლილიტი სასწორში და ამასთან 7 სახლში ?

მისი სიძლიერე უბრალო ფორმალობაა, ნებისმიერი ადამიანისთვის ყოველთვის პრობლემურია, ის სასწორშია თუ სხვა ნიშანში.
QUOTE
როგორ დავამუშავოთ ზოგადად? :/

სასწორის დადებითი და უარყოფითი თვისებები ნახე, კარგად გადახედე სასწორის კვალობაზე, რა შეცდომებს უშვებ ცხოვრებაში. ლილიტი ერთი მხიდან არ იკბინება, მაგ: "კურო ლილიტმა შეიძლება გააღარიბოს ან გაამდიდროს, შემდეგომ აცდუნოს და ცხვირპირი წაამტვრევინოს. ეს ერთგვარი კარმული წერტილია, ასე რომ ვინც ოქროს შუალედს დაიჭერს, ის დაუძვრება ლილიტის მახეებს.

ლილტის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გავიაზროთ რა შეცდომებს ვუშვებთ, რა სისუსტეები გვაქვს, რაზე გვდებს ლილიტი კლანჭს. როგორც წესი, ეს ჩვენი უარყოფითი თვისებებია, რომელსაც რატომღაც ვერ ვხედავთ, ყურადღებას არ ვაქცევთ, ისე ვუყურებთ რა - ზედაპირულად, სინამდვილეში კი სანამ ყურებით არ მიგვათრევს დაგროვილ შეცდომებამდე, იქამდე ვერ ვხედავთ.

ლილიტი სასწორში, სავარაუდოდ (ვარაუდის დონეზე ვამბობ, არაფერს ვამტკიცებ) პარტნიორულ შეცდომებზე მოსდებს კლანჭს, ის რომ შეიძლება დაბალანსება გაუიჭირდეს რაღაცეების ცხოვრებაში, ქაოსების მართვა და მოგვარება გაუჭირდეს. ანუ თუ მაგალითად, მზე სასწორის შემთხვევაში არის დადებითი და უარყოფითი, ლილიტმა შეიძლება ეს დადებითიც კი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ასე, მაგ: ლილიტიან ვერძს შეიძლება ეშინოდეს იმის, რომ ვიღაც რაღაცას დაუშავებს, ან ვიღაცას რამეს დაუშავებს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება პირიქით იფიქროს, რომ ძალიან მამაცია და მას შეუძლია "სამაყაროს გადარჩენა", ორივე შემთხვევაში ლილიტი აიყვანს კონტროლზე (თუ რაიმე სხვა ძალა ან სხვა პლანეტა არ ჩაერთო).

ასე, რომ ჯერ გამოვიძიოთ ჩვენი ლილიტის პრობლემური მხარეები ზოდიაქოს და სახლის მიხედვით, შევადაროთ რამდენად შეესაბამება ის ჩვენს ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს და თუ ასეთი იქნება და აუცილებლად იქნება, შემდეგ უკვე ამ შეცდომების გამოსწორების გზები უნდა დავსახოთ.

ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, მაგრამ თუ უფრო ვრცლად გაინტერესებს გადახედე ინტერნტში უამრავი ინფორმაცია იქნება. ჩემს შემთხვევაში, ისეთები წამიკითხია, "ვითომ, წინა ცხოვრებაში გლადიატორი ვიყავი და ასეთები" :დ ხოდა, რიავიც, ვისაც როგორი ფანტაზია აქვს, ისე წერს, ცოტაა ისეთი ვინც ასტროლოგობას იბრალებს ან უბრალოდ საიტზე ინფორმაციის დამატების მიზნით იგონებს, ან თუნდაც არაპროფესიონალურად უდგება? მოკლედ უამრავ ინფო უნდა იკითხო, რომ შემთვის საჭირო ინფორმაცია ნახო, რომელიც შენ გამოგადგება. მე მინახია კარგი და საინტერესო სტატიებიც, ან რომელიღაც სტატიიდან რაღაცა საინტერესო წინადადება დამიჭერია.

ან პროფესიონალი ასტროლოგი ნახე, გამოცდილი და თავისი საქმის კარგი მცოდნე. მე არავისთან არ შემიდგენია რუკა, ასე რომ ვერავის გირჩევ, შეგიძლია იკითხო თუ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, სხვა რითი შემიძლია დაგეხმარო, შეძლებისდაგვარად აგიხსენი, ჩემი მცირე ცოდნის და კომპენტენციის ფარგლებში. ))

Posted by: tamuska 10 Oct 2017, 23:13
Aquarius_A888
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის 2kiss.gif ვიყავი ასტროლოგთან და როგორც მან ამიხსნა კარიერის გამო შეიძლება უარი თქვა სიყვარულზეო რისი ალბათობაც არ არის , მაგრამ ზოგადად უამრავი ცუდი რაღაც წავიკითხე რუსულ ფორუმებზე და მაინტრესებდა თუ ვინმე იყო აქ ლილიტი სასწორი რო საკუთარ მაგალითზე დაეწერა ,მე ვისაც ვიცნობ 89იანებს ლილიტ სასწორებს ყველას რაღაცნაირად არეული პირადი ცხოვრება აქვთ ჩემის ჩათვლით sad.gif

Posted by: Aquarius_A888 11 Oct 2017, 19:37
tamuska
QUOTE
დიდი მადლობა

არაფრის ))
QUOTE
ვიყავი ასტროლოგთან და როგორც მან ამიხსნა კარიერის გამო შეიძლება უარი თქვა სიყვარულზეო რისი ალბათობაც არ არის ,

ძალიან კარგი კარიერის ალბათობა რომ გქონდეს ცხოვრებაში და სიყვარული გეწვიოს მაგ დროს, თუ ორივე ერთად შეუთავსებელი აღმოჩნდა (დავუშვათ ტერიტორიული მიზეზით) რომელს აირჩევდი? პრიორიტები შენთვის რა არის, შემდგარი ქალი თუ შეყვარებული ქალი? მე ის მაინტერესებს რაზე დაყრდნობით გააკეთა ეგ დასკვა, თორემ 7-ე სახლი კარიერასთან რა შუაშია. ხომ არ აგიხსნა მაგის მიზეზი ან სხვა პლანეტა ხომ არ ახსენა?
QUOTE
მაინტრესებდა თუ ვინმე იყო აქ ლილიტი სასწორი რო საკუთარ მაგალითზე დაეწერა ,მე ვისაც ვიცნობ 89იანებს ლილიტ სასწორებს ყველას რაღაცნაირად არეული პირადი ცხოვრება აქვთ ჩემის ჩათვლით

რა თქმა უნდა იქნებიან, უბრალო სხვა მომენტია, პირადულზე ასე ღიად არამგონია ვინმემ ილაპარაკოს.

Posted by: tamuska 13 Oct 2017, 23:18
Aquarius_A888
შეყვარებული ქალი , სიყვარულის და გრძნობების გარეშე უაზროდ მიმაჩნია ეს ცხოვრება , თან სელენა კურო ვარ user.gif არ აუხსნია სამწუხაროდ sad.gif ასც თევზებში გყავსო და მე რო ვაკეთებ კირჩხიბს მიჩვენებს ... მოკლედ ეხლა სხვა ასტროლოგთან ვაპირებ და ვნახოთ აბა თუ დაემთხვა biggrin.gif

Posted by: Jessica Rabitt 23 Oct 2017, 01:45
user posted image

ქვის შერჩევისას სელენა გავითვალისწინო თუ იუპიტერი? ნუ მე ჩემი ნიშნით ვერ ავირჩევ რადგან სატურნი და დაღმავალიც ჩემი მზის ნიშანში მყავს

და კითხვა მეორე : D
ასე რომ არ იყოს და უარყოფითი პლანეტები მზის ნიშანში არ მყავდეს, ჩემი მზის ნიშნით არჩეული ქვა უკეთესი იქნება იუპით თუ სელენათი? : D


დაწერეთ თქვენი მოსაზრებები ^

Posted by: justvivian 17 Dec 2017, 10:34
სინასტრია_
ვენერა(4) ტრინი პლუტონი(1)
მარსი(4) შეერთება მთვარე (10)
მთვარე(4) ტრინი ვენერა(10)
რას ნიშნავს? სახლებს მიაქციეთ ყურადღება

Posted by: Perske 24 Jan 2018, 22:09
.....................................................

Posted by: Aquarius_A888 17 May 2018, 11:09
15:40-დან უყურეთ, ზოდიაქოების და სტიქიების მნიშვნელობას და ფილოსოფიას კარგად ხსნის smile.gif


Posted by: ella85 21 Aug 2018, 11:06
პირველად ვპოსტავ ამ განყოფილებაში, იქნებ ვინმე ხართ აქ ისეთი რომელსაც შეუძლია კონკრეტული რჩევა მომცეს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შესახებ სექტემბრის დასაწყისში ჩემი ზოდიაქოს მიხევით ?
* * *
მერწყული ვარ თან სასოწარკვეთილი smile.gif

Posted by: mareim-mia 13 Sep 2018, 11:26
ასტროლოგიის შესწავლა შესაძლებელია ?

Posted by: tkharkhelauri 18 Sep 2018, 11:02
https://blocknews.ge/georgia/tbilisi-the-capital-of-crypto-mining-tk

Posted by: Aquarius_A888 22 Sep 2018, 14:36
http://astroblogi.com/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B/

Posted by: Adi 7 Oct 2018, 12:57
რეტოგრადული რას ნიშნავს?
როგორ გავიგო მაგალითად რომელი პლანეტა მყავს რეტროგრადული?
მზე მორიელი, მერკური სასწორი - რეტროგრადულია ამ შემთხვევაში მერკური?

Posted by: Aquarius_A888 7 Oct 2018, 14:11
Adi
R - უწერია
http://astroblogi.com/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0/


Posted by: Adi 7 Oct 2018, 15:07
Aquarius_A888
მადლობა. მერკური არ მყოლი რეტროგრადული. მთვარის კვანძები მყოლია რეტროგრადული.

Posted by: Aquarius_A888 7 Oct 2018, 15:27
Adi
მთვარი კვანძები ყოველთვის რეტროგრადულია, იშვიათად დირექტიული, ასე რომ ეგ ყველას რეტრო ჰყავს თითქმის.

Posted by: nutsiko 30 Nov 2018, 11:19
ვისაც შესწავლა გინდათ, უამრავი მასალაა რუსულად და კიდევ უფრო მეტია ინგლისურად.
სხვა ენებზეც იქნება, ძირითადად ამ ენებზე ვკითხულობ და ვუსმენ ხოლმე.
ქართულად ძირითადად ნათარგმნია.
უმჯობესია, ჩართოთ ვიდეო სემინარები, რაც უხვადაა ინტერნეტში და უსმინოთ.
მერე შეადარებთ ერთმანეთს, განათლდებით და მიხვდებით, რომ მცოდნე ასტროლოგს უსმინოთ და მიჰყვეთ.
დღეს ბევრი იბრალებს ასტროლოგობას, რაც ცალკე თემაა, თან ვრცელი თემა.
აი, რაც მეტს კითხულობ და ეცნობი ამ სფეროს, ბევრ პასუხს პოულობ და ადამიანებთან ურთიერთობაშიც გეხმარება.
უფრო უკეთ ხვდები, ვისთან როგორ ჯობს ურთიერთობის აწყობა ან საერთოდ თავის შორს დაჭერა.
პრაქტიკაში უფრო დაამუღამებთ ამ სფეროს, თეორია ერთია და რეალობა კიდევ სხვა.
მოკლედ, საინტერესოა და სახალისოც და ამავდროულად, მუშაობს wink.gif
წარმატებები!

Posted by: Aquarius_A888 1 Dec 2018, 12:43
nutsiko
ჩვენ ყველას ჩვენი აზრი და შეხედულება გვაქვს მეტნაკლებად, ამიტომ შემოდით სხვადასხვა თემებში და დაწერეთ, გავარჩიოთ და ვისაუბროთ.
არანაკლები პრაქტიკაა, ერთმანეთის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება wink.gif

Posted by: nutsiko 3 Dec 2018, 12:08
Aquarius_A888
ყველაზე ნაღდი და უტყუარია პრაქტიკა.
კაცმა რომ თქვას, ეს ასტროლოგია რისთვის გჭირდება? იმისთვის, რომ რაღაც გაითვალისწინო და ისე იმოქმედო ან არ იმოქმედო, ცხოვრება ან გაირთულო ან გაიიოლო.
პრაქტიკას რასაც ვაკვირდები, ვისაც რა მოცემულობა აქვს რადიქსში, მართლაც ეგრეა. მუშაობს სისტემა, გინდა დაიჯერე და გინდა - არა.
აი, პროგნოზები რთულია, რადგან დირექციები, ტრანზიტები, სოლარი და მთელი ამბავია. მანდ უნდა გაგიმართლოს კარგ ასტროლოგში, რომ ზუსტი პროგნოზი მოგცეს გადამოწმებული.
ისე კი, საკუთარი თავის შეცნობით რომ დაიწყებ, მერე ადვილად ამუღამებ ბევრ რამეს.
ბევრი უნდა იკითხო, გაიზიარო ცოდნა და სხვისგანაც მოისმინო, ოღონდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის მოუსმენ და რამდენად გამოცდილ ასტროლოგებთან გაქვს საქმე.
პ.ს. სხვა თემებშიც დავპოსტავ, გავაზიარებ ჩემს მოკრაძალებულ და მწირ ცოდნას ამ დიად სფეროში.

Posted by: Aquarius_A888 4 Dec 2018, 16:26
nutsiko
QUOTE
ისე კი, საკუთარი თავის შეცნობით რომ დაიწყებ, მერე ადვილად ამუღამებ ბევრ რამეს

"შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი" - ლაო ძი

Posted by: cinemamu 15 Dec 2018, 21:39
ასტროლოგიის არსობრივი ანალიზი:

ავტორი: მამუკა გურული

პირველ რიგში მინდა დავამშვიდო ასტროლოგები და ასტროლოგიის მოყვარულები და ვუთხრა, რომ ამ სტატიით არ ვცდილობ ასტროლოგიის დისკრედიტაციას, და პირიქით, მსურს ამით წვლილი შევიტანო ასტროლოგიის სწორად გაგებაში და სწორი მიმართულებით განვითარებაში. მე თვითონაც გარკვეული პერიოდი ვიყავი ასტროლოგი და ვადგენდი რუკებს (ვედურ ასტროლოგიაში - ანუ „ჯიოტიშში“), პლუს საკმაო წარმოდგენა თანამედროვე ასტროლოგიაზეც მაქვს, და სიბრმავე იქნებოდა ჩემგან იმის მტკიცება, რომ ასტროლოგია „არ მუშაობს“. მაგრამ ჩემი და ზოგადად MAGMA-ს „Fიშკა“ მოვლენების და სისტემების არსობრივი აღწერაა, შესაბამისად MAGMA-ს პოზიციასაც ამ კუთხით წარმოვადგენ. და ვინაიდან დღეისათვის ეზოთერიის ყველაზე პოპულარული მიმართულება ასტროლოგიაა (და ასტროლოგიის განყოფილება MAGMA-შიც გვაქვს), შესაბამისად ეზოთერული სისტემების აღწერას ასტროლოგიით დავიწყებ, და აქვე დავძენ, რომ დაახლოებით იგივე ეხება მრავალ სხვა ეზოთერულ სისტემასაც. ასევე ეს იქნება მცდელობა, რომ მეცნიერებასა და ეზოთერიას შორის ჩანგრეული ხიდი აღვადგინო (მკითხველების ხედვაში მაინც).


სრული ტექსტის სანახავად გადადით ლინკზე:

https://bit.ly/2SuDEGA

Posted by: Tragicomic 3 Jan 2019, 15:54
user posted image



------------------------------

Posted by: decembre 3 Jan 2019, 16:05
QUOTE
user posted image


საინტერესოა

Posted by: lilululu 11 Nov 2019, 04:20
პირად რუკააი

10 და 2-3 სახლები არ მაქვს


რას. იშნავს თუ რამე არასწორია?
მენტალ .ჯი ასტორზე ვაკეთებ

Posted by: Aquarius_A888 6 Dec 2019, 20:55
lilululu
QUOTE
10 და 2-3 სახლები არ მაქვს

არ გაქვს თუ უბრალოდ ცარიელია?
QUOTE
რას. იშნავს თუ რამე არასწორია?

რუკის სურათი დადე აბა.

Posted by: Aquarius_A888 11 Jun 2020, 20:50
user posted image

მარტო მე ვფიქრობ, რომ ეს ცხრილი სერიოზული გასასწორებელია?

ჯერ მარტო, პირველივე (მზის) გრაფაშია სერიოზული ლაფსუსი, 10-ე ადგილზე მშვილდია და 9-ე ადგილზე მისი ოპოზიცია ტყუპები drug.gif
(ჰაერის ნიშნები სამივე რომ ცეცხლის ნისნების ოპოზიციაა, ამათვის არ უსწავლებიათ ეტყობა)

რაც შეეხება მთვარის გრაფას, აქ ძაან, ძაან სერიოზული გარჩევები, კითხვები და დებატები მექნებოდა რეალურად დაინტერესებულ ასტრო(მოყვარუ)ლოგებთან (და არა ბიზნეს ასტროლოგებთან ან კოპი-ფეისთით დაზუთხულ ზუბრაჩკებთან). მაგ: მთვარე რომ წყლის სტიქიას მართვას, რა ლოგიკით გავიდა მიწის ნიშანი კურო 11-ზე და რითი ჯობია მთვარე თევზებს? ეგ კიარა, რატომ გარიყეს მთვარე მორიელი ბოლოსკენ საერთოდ? კი მძიმეა, მაგრამ წყალია ბლიად! (პატარა დოუფიქრდით აბა :დ) ჰაერის ან ცეცხლის მთვარეებს ბევრად ჯობია მთვარის ფუნქციებში და ტრაკშია შეტენილი რეალურად. აქაც მაგრად ატრაკებენ და სტერეოტიპებით ადგენენ, არანაირი ასტროლოგიური ნიუანსები. "იი, მთვარე მორიელი ცოფიანია, ზნაჩით ვერ მუშაობს აქ მთვარე" drug.gif და ტაშფანდურა ცეცხლის მთვარე მუშაობს ხო მაგრად მთვარის ფუნქციაბში?

მერკურის გრაფაში ხო საერთოდ ნონსენსია, ქალწულია პირველზე და ტყუპი მეორეზე. ეგ კიდევ არაფერი სადაო, მერკური რომ ჰაერის (მენთალური) პლანეტაა და ქალწული მიწის, ეგ როგორ გავიგოთ? რა ლოგიკით ეგზალტირდებაო ნეტაო ან რომელი მერკურის თვისებებით ჯობია ჰაერის ნიშნებსო? (სერიოზული ბულშითია, რადგან სულ სხვა დატვირთვას აძლევენ მერკურს ქალწულის გამო, არადა მერკური რატომ ჰქვია, ეგ მაინც გაიხსენეთ ბლიად და ელემენტარული ტყუპების ნიშანს მაინც დააკვირდით, რა აქვს ქალწულს ტყუპების მსგავსი ერთი თვისება მაინც დაწერეთ). ელემენტარული ლოგიკაა ხო? თუ პლანეტები თავის სტიქიის ნიშნები გადიან უმაღლეს სამეულში, შესაბამისად მათი ოპოზიციები უნდა გავიდნენ ბოლო სამეულში. (მერკურის გრაფაში მოძებნეთ ვერძი და ლომი, მერე მშვილდი სად არიან) drug.gif

ვენერას გრაფაში, თევზი პირველზე? (კუროს ფუნთუშაში გაუცვალა თუ რა იაფერისტა)? ეგ კიდევ არაფერი, მე საერთოდ არ მესმის სასწორის ურთიერთობა ვენერასთან, აი სრული ნონსენსი სასწორი და ვენერას ურთიერტობაში (კლასიკურ ასტროლოგიას ნუ მასწავლით კოპი-ფეისთა ხალხი ოღონდაცა რა, იმენა კისერში ხართ ამოსული). ვისაც ასტროლოგიურად ფიქრი შეუძლია, აზროვნებს და ხვდება რომ მაგარი დაულაგებელი სიტუაციაა, რომ ჯერ კიდევ ახალ დამატებული პლანეტებია მოკვლევის საგანი და ის რომ ერთი ხიდან ორი სხვადასხვა ნაყოფი არ გამოდის და ლოგიკურად არც შეიძლება ერთი პლანეტა ორ ნიშანს განაგებდეს, მაქამდე რომ მიხვალთ, მერე დამთაგეთ მაგ სასტავმა).

მარსის გრაფა - აჰა, თხის რქა გამოაჭენეს პირველზე drug.gif "რა ვერძი კაცო, ვერძი არა - ციყვი". ამის დამწერი ელემენტარული ასტროლოგიის გარტყმაში რომ არაა, 2X2. სულ ფეხებზე მკიდია, რომელი ასტროლოგის შედგენილია, შესტოპავლოვის თუ სხვისი, ეს ცხრილი არის ნონსენსი და სირცხვილი. შე დალოცვილო, მარსი რომ ცეცხლის პლანეტაა და ცეცხლის თვისებების მატარებელი/გამტარებელი, ჯერ მორიელს რა ესაქმება მართსთან საერთოდ, პლუტონამდელი სტატუსით რომ განიხილავენ ჯერ კიდევ და სტერეოტიპულად მუკსულებით რომ ადარებენ, იმენა ძაან თეთრი ყვავი ვარ ხო მაგ იდეით აქ? თუ ის ჯდება ლოგიკაში, პლანეტის მმართველს (ვერძს) კვადრატურა ნიშანი (თხის რქა, მიწის ნიშანი) ჯობია თურმე? ან როგორ უყენებენ გვერდით? იმენა გაოცებულივარ რა, გაკვირვებული.

ნუ ეხლა პლუტონის გრაფაში, რომ მორიელზე წინ ლომია (მორიელის კვადრატურა), მოდი ესეთი ნონსეს სისულელებზე ნუ ვიდავებთ. კვადრატურა რანაირად ჯობია მმართველს, გაოცებას ვარ და ეგ კიდევ არაფერი, ეგზალტირებულიც ყოფილა. მერე კიდევ, ასტროლოგიას რატომ არ აქვს მეცნიერების წოდება თურმე. facepalm.gif

Posted by: severuss 14 Jul 2020, 15:56
ასტროლოგიის შესწავლა საიდან დავიწყო? მომეცით ერთი-ორი რჩევა smile.gif)

Posted by: Aspie 10 Aug 2020, 10:31
________________________________________________________________________________________________________

Posted by: shadowkiru 25 Oct 2020, 13:38

წიგნს რომელს მირჩევდით ასტროლოგიისათვის?

Posted by: Aquarius_A888 27 Jan 2022, 18:13
QUOTE
წიგნს რომელს მირჩევდით ასტროლოგიისათვის?

პირველ გვერდზე მშვენიერი ინფორმაცია დევს ასტროლოგიის შესასწავლად, ყველაფერი დეტალურად არის შეკოწიწებული და ახსნილი, თუ რამეს ვერ გაიგებთ, იკითხეთ და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით.
* * *
QUOTE (Tragicomic @ 3 Jan 2019, 15:54 )
user posted image



------------------------------

ეს რა არის და რა კავშირი აქვს ასტროლოგიასთან? ანუ, ასე მარტივად აიხსნა "საიდუმლო სერობა"? user.gif

Posted by: Aunties 27 Jan 2022, 19:09
გაორმაგება გამიგია და მეც მქონია მარა გასამაგება რაღაც სხვააა არა

Posted by: Aquarius_A888 11 Feb 2022, 18:06
მოკლედ, ასეთი საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე ასტროლოგიაში, არვიცი თქვენ რამდენად კარგად იცით ზოდიაქოს ყველა ფერები, მაგრამ მე როცა ამ კუთხით დავინტერესდი და მოვიძიე ნეტში ინფორმაცია, უამრავი შეუსაბამობა ეწერა საიტებზე. ფერებს რომ უკვე ფსიქოლოგიაც შეისწავლის არაახალია, რადგან ფერებს აქვს თავისი ენერგეტიკა და ეს კარგად ჩანს ასტროლოგიაშიც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე რასაც დავაკვირდი და აღმოვაჩინე, ზოდიაქოს ნიშნების თანმიმდევრობა, საინტერესო ფერთა გრადაციას ქმნის, რომელიც ძალიან მსუბუქად გადადის ერთიდან მეორეში. მოკლედ დავიწყოთ

ვერძი - წითელი

კურო - ვარდისფერი

ტყუპები - თეთრი

კირჩხიბი - ვერცხლისფერი

ლომი - ოქროსფერი

ქალწული - (ზუსტად არვიცი)

სასწორი - ლურჯი ან მწვანე/ზურმუხტისფერი

მორიელი - შინდისფერი (ბევრი ფიქრობს რომ მორიელის ფერიას შავი, ბებიათქვენისამ :დ შავი არის მკვდარი ფერი ანუ ენერგეტიკული განულება, არანაირი ენერგეტიკა არ აქვს, აი შინგისფერი უფრო სწორად მუქი წითელი, მწიფე ალუბლისფერი, არის უკვე ენერგეტიკა და მე რასაც მორიელებს ვარ დაკვირვებული, ხილიდან ბლისგან განსხვავებით მჟავე ალუბალზე აბოდებენ).

მშვილდოსანი - ნარინჯისფერი

თხის რქა - არვიცი

მერწყული - იისფერი

თევზები - იდეა არ მაქვს, თავად დაწერეთ

პ.ს. თუ ვინმე კარგად ერკვევა ფერებში, როგორც ზოდიაქოების ისე ენერგეტიკული კუთხით, დაწერეთ თქვენი შეხედულება, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ერთად გავარკვიოთ ზუსტი შესაბამისობა smile.gif


Posted by: vita. 11 Feb 2022, 18:22
Aquarius_A888

ჩამოთვლილთაგან, ჩემთვის, მხოლოდ ვერძი -წითელი და ლომი - ოქროსფერი, გამოკვეთილად.
კურო ჩემთვის navy ლურჯია.
ქალწული - თეთრი.
თხის რქა - რუხი ნაცრისფერი.
მორიელი - შავი smile.gif))) ზუსტად ენერგეტიკულად. ოღონდ აი, მუქი, მუქი, სველი ასფალტისფერი smile.gif))
აი, შავთვალებიან მორიელებს თუ იცნობთ, ზუსტად ეგეთი თვალები აქვთ ყველას.
თევზები - ლაჟვარფისფერი, ზღვისფერი, პასტელური , ნაზი ტონები.


Posted by: Aquarius_A888 11 Feb 2022, 18:58
vita.
QUOTE
კურო ჩემთვის navy ლურჯია

ეს ზუსტად ვიცი რომ ვარდისფერია, მზე მორიელი და მთვარე კუროზეც კი შემიმჩნევია, რომ ვარდისფერ ტონალობებში არჩევს სათამაშოებს ))
QUOTE
ქალწული - თეთრი.

1 ხმა ქალწულს ))
QUOTE
თხის რქა - რუხი ნაცრისფერი

არვიცი :დ
QUOTE
მორიელი - შავი ))) ზუსტად ენერგეტიკულად. ოღონდ აი, მუქი, მუქი, სველი ასფალტისფერი ))
აი, შავთვალებიან მორიელებს თუ იცნობთ, ზუსტად ეგეთი თვალები აქვთ ყველას.

თვალები კი, თუმცა, ის რომ შავი არის ენერგეტიკული განულება და მკვდარი/მშვიდი ფერი, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ესეთი მორიელი ))
QUOTE
თევზები - ლაჟვარფისფერი, ზღვისფერი, პასტელური , ნაზი ტონები

მეც სადღაც ასე ვფქრბ, ზღვასთნ უნდა იყოს ასოცირებული, ლურჯთან ან მწვანესთან, ან რაღაც ამის კომბინირებული.

Posted by: Aquarius_A888 22 Feb 2022, 16:14
QUOTE (Konstantin_Logos @ 15 Apr 2010, 11:43 )
ინტეგრალური ნიშანი

ჰოროსკოპის პირველადი შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს თუ რომელი სტიქიაა ყველაზე ძლიერად გამოვლენილი(მიწა, ცეცხლი, ჰაერი, წყალი) და რომელი მოდალურობაა დომინანტური(კარდინალური, სტაბილური, მუტაბელური)... მიღებული შედეგების შეთავსებით შეიძლება მივიღოთ ინტეგრალური ნიშანი, სინთეტიური ნიშანი, რომელიც ყველაზე მარტივად ასახავს ადამიანის ყოველდღიურ ქცევას....

ჰოროსკოპში დომინანტური სტიქიის გამოსავლენად უნდა გამოვიყენოთ პლანეტების შეფასება ქულების მიხედვით:

მზე, ასცენდენტი, მთვარე -  4 ქულა
მერკური, ვენერა, მარსი, ზენიტი (МС) - 3 ქულა
იუპიტერი, სატურნი,  აღმავალი კვანძი  - 2 ქულა
ურანი, ნეპტუნი, პლუტონი, შავი მთვარე,  დაღმავალი კვანძი, ქირონი - 1 ქულა

მოვიყვან ჩემს მაგალითს:

მშვილდოსანი - მზე, მერკური, იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი,  დაღმავალი კვანძი = 4+3+2+1+1+1= 12 ქულა
სასწორი - მთვარე, ვენერა, მარსი = 4+3+3= 10 ქულა
მორიელი - სატურნი, პლუტონი = 2+1= 3 ქულა
ტყუპები - ასცენდენტი,  აღმავალი კვანძი = 4+1= 5 ქულა
მერწყული - ზენიტი(МС) ,  შავი მთვარე = 3+1= 4 ქულა
კურო - ქირონი = 1 ქულა

გამოვთვალოთ დომინანტური სტიქია:
ცეცხლი = მშვილდოსანი  =  12 ქულა
ჰაერი = სასწორი+ ტყუპები+ მერწყული = 10+5+4 = 19 ქულა
მიწა = კურო = 1 ქულა
წყალი = მორიელი = 3 ქულა

დომინანტური სტიქია = ჰაერი

ახლა გამოვთვალოთ დომინანტური  მოდალურობა:
კარდინალური = სასწორი = 10 ქულა
სტაბილური = მორიელი+კურო+ მერწყული = 3+1+4= 8 ქულა
მუტაბელური = მშვილდოსანი+ ტყუპები = 12+5 =17 ქულა

დომინანტური მოდალურობა= მუტაბელური

ჩემი ინტერგალური ნიშანი ყოფილა მუტაბალური ჰაერი = ტყუპები

რამოდენიმე სუბიექტური შენიშვნა:
1. ზენიტს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ამიტომ საერთოდ არ გამოვიყენებ;
2. აღმავალს დაღმავალთან შედარებით ნაკლები გავლენა აქვს, ამიტომ პოზიციებს შევუცვლი;
3. თუ შავი მთვარეა ჩამონათვალში, თეთრმა მთვარემ რა დააშავა? ამიტომ ვამატებ;
4. იუპიტერი 2 ქულა და პლუტონს 1? ჰმ, ბატონყმობა არ გადავადნილა? :დ გადამყავს 2 ქულიანებში.


მერწყული - მზე, მერკური, იუპიტერი = 4+3+2 = 9 ქულა
სასწორი - ასც, მთვარე, თეთრი მთვარე = 4+4+1 = 9 ქულა
ვერძი - ვენერა, მარსი და შავი მთვარე = 3+3+1= 7 ქულა
მორიელი - სატურნი, პლუტონი, დაღმავალი = 2+2+2 = 6 ქულა
მშვილდოსანი - ურანი = 2 ქულა
კურო - აღმავალი = 1 ქულა
ნეპტუნი - თხის რქა = 2 ქულა
ქირონი - ტყუპები = 1 ქულა

ჰაერი = მერწყული+სასწორი+ტყუპები = 9+9+1 =19 ქულა
ცეცხლი = ვერძი+მშვილდოსანი = 7+2 = 9 ქულა
წყალი = მორიელი = 6 ქულა
მიწა = კურო+თხის რქა = 3 ქულა
------------------------------------
დომინანტური სტიქია = ჰაერი

ფიქსირებული = მერწყული+მორიელი+კურო = 9+6+1 = 16 ქულა
კარდინალური = სასწორი+ვერძი+თხის რქა = 9+7+2 = 18 ქულა
მუტაბელური = მშვილდოსანი+ტყუპები = 2+1 = 3 ქულა
---------------------------------------
დომინანტური მოდალობა = კარდინალური

ინტეგრალური ნიშანი კარდინალური ჰაერი = მერწყული + სასწორი (ორივეს 9-9 ქულა აქვს) biggrin.gif

Posted by: Konstantin_Logos 22 Feb 2022, 22:56
Aquarius_A888
ეს პოსტი ძალიან ძველია. რადიკალურად შემეცვალა ხედვები. არ ვაღიარებ ზოდიაქალურ ასტრო-ფსიქოლოგიას, არ ვაღიარებ ზოდიაქოს ნიშნების პრიორიტეტს, არ ვაღიარებ პლანეტების სტატუსებს (სუსტი, ძლიერი, ნეგატიური, პოზიტიური) ...

Posted by: Aquarius_A888 25 Feb 2022, 10:21
Konstantin_Logos
დარჩა რამე? biggrin.gif

Posted by: Konstantin_Logos 14 Mar 2022, 12:34
Aquarius_A888
QUOTE
დარჩა რამე?

კი, დარჩა პროგნოზირება, რისთვისაც შეიქმნა ასტროლოგია biggrin.gif ჩემი აზრით პირადი რუკა ეს არის ყველა პოტენციური ცხოვრებისეულ სცენარი, რომელსაც აქტუალურს ხდიან პლანეტარული ციკლები, დანარჩენი ინტერპრეტაციები არის დაშენება ზოგი წარუმატებელი, ზოგი წარმატებული.

Posted by: Aquarius_A888 14 Mar 2022, 17:53
Konstantin_Logos
QUOTE
კი, დარჩა პროგნოზირება, რისთვისაც შეიქმნა ასტროლოგია

რავი, მე საერთოდ არ მაინტერესებს პროგნოზირება და... (გურული კილოთი) biggrin.gif ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოტიპაჟები ანუ ასტრო-ფსიქოლოგია, ხასიათის შტრიხების ცოდნა, თვისებების წაკითხვა, კარმული მხარე, დადებითი და უარყოფითი მხარეები, ანუ დანარჩენი ყველაფერი, გარდა პროგნოზირებისა.

Posted by: Aunties 14 Mar 2022, 18:05
Aquarius_A888
ალბათ უფრო ნუმეროლოგიას გულისმობთ და ნუ ჩაკრებს

Posted by: Aquarius_A888 14 Mar 2022, 18:12
Aunties

no.gif

Posted by: Konstantin_Logos 22 Mar 2022, 12:54
Aquarius_A888
QUOTE
რავი, მე საერთოდ არ მაინტერესებს პროგნოზირება და... (გურული კილოთი)  ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოტიპაჟები ანუ ასტრო-ფსიქოლოგია, ხასიათის შტრიხების ცოდნა, თვისებების წაკითხვა, კარმული მხარე, დადებითი და უარყოფითი მხარეები, ანუ დანარჩენი ყველაფერი, გარდა პროგნოზირებისა.

მაშინ სოციოლოგიას და ფსიქოლოგიას მიმართე, რა შუაშია აქ ასტროლოგია. ვარსკლავთმრიცხველები მოვლენებს აღრიცხავდნენ და ქმნიდნენ ტრაქტატებს ქვეყნის და ადამიანების მომავლის გასარკვევად და არა იმისთვის რომ ვიღაცის ფსიქოლოგიური პორტრეტები შეექმნათ biggrin.gif

თანამედროვე ასტროლოგები იმიტომ გადავიდნენ ასტრო-ფსიქოლოგიაზე, რომ უფრო მოქნილია ეს სისტემა, მარტივია პლანეტარული არქეტიპების მორგება ადამიანებზე, გაიხსენე ფორესის ექსპერიმენტი https://ka.wikipedia.org/wiki/ბარნ

Posted by: Aquarius_A888 22 Mar 2022, 14:03
Konstantin_Logos
QUOTE
მაშინ სოციოლოგიას და ფსიქოლოგიას მიმართე, რა შუაშია აქ ასტროლოგია.

მშვენივრად ვიყენებ ასტროლოგიას, როგორც ფსიქოლოგიის დამხმარე ისტრუმენტს და არ განვიხილავ, როგორც ფსიქოლოგიის ჩამანაცვლებელს smile.gif
QUOTE
ვარსკლავთმრიცხველები მოვლენებს აღრიცხავდნენ და ქმნიდნენ ტრაქტატებს ქვეყნის და ადამიანების მომავლის გასარკვევად და არა იმისთვის რომ ვიღაცის ფსიქოლოგიური პორტრეტები შეექმნათ

იმის მერე განვითარდა თვალსაწიერი და უფრო მეტად ნიშნების ფსიქოტიპაჟები წამოვიდა წინ, ხოლო პროგნოზირება უკვე მკითხაობას დაემსგავსა. უფრო მეტიც, ამხელა დაგროვილი ზღვა მასალა თუ არის პროგნოზირების შესახებ, სულ ადვილად უნდა გამოეცნოთ გინდა კორონას პანდემია და გინდა რუსეთ-უკრაინის ომი. ზუსტად ეგ მოდის წინააღმდეგობაში რელიგიასთან და არც თუ ისე უსაფუძვლოდ, ხვალ რა დაემართება ადამიანს ის არ იცის თავად და რა პლანეტარულ წყობაზე დაკავშირებით აკეთებს პროგნოზებს ვინმეს მომავალზე, ეგ რომ მასე მარტივად მუშაობდეს, ცაგარელს ტოტალიზატორიდან ვერავინ გამოიყვანდა.
QUOTE
გაიხსენე ფორესის ექსპერიმენტი

ამას ასტრო ტესტ-კითხვები ჰქვია? ტიპიური ბაზისური ფსიქოლოგიაა. საუბარი აღარ მაქვს იმაზე, რომ ადამიანს საკუთარი თავის ობიექტური შეფასება არ შეუძლია, ყოველ შემთხვევაში 10-დან 8-9 ილუზიებშია. იგივე სარკის ეფექტი ავიღოთ, რამდენი აფასებს სარკეში თავს ობიექტურად? იგივე ვიდეო კამერაში? იგივე საკუთარი ხმის მოსმენისას? ანდა, ვინმეს მიერ საკუთარი თავის შეფასების მოსმენისას, რამდენი იღებს სხვის კრიტიკას და ობიექტურ მოცემულობას? და, გინდა თქვა, რომ რაღაცა ზოგადი 12-13 ფსიქოლოგიური ბაზისური კითხვით, ასტროლოგიაზე გავიდა? smile.gif
QUOTE
1. გაქვს ძლიერი მოთხოვნა მოსწონდე სხვა ადამიანებს; მოხიბლული იყვნენ შენით.
2. მიდრეკილი ხარ კრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ.
3. დიდი პოტენციალი გაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგიყენებია შენს სასარგებლოდ.
4. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პიროვნული სისუსტეები გაქვს, შეგიძლია მათი კომპენსირება შენი პიროვნების ძლიერი მხარეებით.
5. შენმა სექსუალურმა ცხოვრებამ პრობლემები გაგიჩინა.
6. მიდრეკილი ხარ ღელავდე და ეჭვები გქონდეს, მაშინ როცა გარეგნულად თვითკონტროლის მქონე და დისციპლინირებული ჩანხარ.
7. ხანდახან ეჭვი გღრღნის — სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა, სწორად მოიქეცი თუ არა.
8. გარკვეული რაოდენობის ცვლილება და მრავალფეროვნება მოგწონს და უკმაყოფილო ხარ, როცა შებოჭილი ხარ აკრძალვებითა და შეზღუდვებით.
9. საკუთარი თავი დამოუკიდებლად მოაზროვნე მიგაჩნია და სხვის ნათქვამს არ იღებ დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების გარეშე.
10. მიგაჩნია, რომ არაა გონივრული სხვებს გული გადაუშალო.
11. ხანდახან ლაღი და გულღია ხარ და ხანდახან ფრთხილი და გულდახურული.
12. ზოგიერთი შენი მისწრაფება საკმაოდ არარეალისტურია.
13. უსაფრთხოება, შენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

Posted by: Konstantin_Logos 27 Mar 2022, 01:30
Aquarius_A888
QUOTE
მშვენივრად ვიყენებ ასტროლოგიას, როგორც ფსიქოლოგიის დამხმარე ისტრუმენტს და არ განვიხილავ, როგორც ფსიქოლოგიის ჩამანაცვლებელს

ბევრად უფრო პროდუქტიულია ფსიქოლოგიის გამოყენება ამ მიზნით. ასტროლოგიის გამოყენება ფსიქოლოგიაში იგივეა რაც ეფექტური წამლების მაგივრად შელოცვები გამოიყენო 21 საუკუნეში.

QUOTE
იმის მერე განვითარდა თვალსაწიერი და უფრო მეტად ნიშნების ფსიქოტიპაჟები წამოვიდა წინ

მე კი ვფიქრობ რომ სხვა რამეშია საქმე. ასტროლოგებს ეშინიათ ისეთი პროგნოზის გაკეთების, რაც არ დაემთხვევა და ამიტომ აკეთებენ აქცენტს იმაზე, რაც შემოწმებადი არაა. სწორედ ამიტომაა რომ ფსიქოლოგიას დაემატა რეინკარნაციის თემებიც, რაც კიდევ უფრო აბნევს ადამიანს და არაფერს კონკრეტულს არ ეუბნება...

QUOTE
პროგნოზირება უკვე მკითხაობას დაემსგავსა

გააჩნია ასტროლოგს smile.gif

QUOTE
ამხელა დაგროვილი ზღვა მასალა თუ არის პროგნოზირების შესახებ, სულ ადვილად უნდა გამოეცნოთ გინდა კორონას პანდემია და გინდა რუსეთ-უკრაინის ომი.

კლასიკური ასტროლოგიის ნიმუშებს ასტროლოგები დღეს არ იყენებენ. ასტროლოგების დიდი ნაწილი განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში მისტიციზმით და ეზოთერული ზღაპრებითაა დაკავებული.

QUOTE
სულ ადვილად უნდა გამოეცნოთ გინდა კორონას პანდემია და გინდა რუსეთ-უკრაინის ომი.

უნდა გამოეცნოთ, და არ(ვერ) გააკეთეს, არადა ზედაპირზევე ჩანდა ეგ ამბავი. (პანდემიაც და მსოფლიო ომის რისკიც)

QUOTE
ზუსტად ეგ მოდის წინააღმდეგობაში რელიგიასთან და არც თუ ისე უსაფუძვლოდ, ხვალ რა დაემართება ადამიანს ის არ იცის თავად და რა პლანეტარულ წყობაზე დაკავშირებით აკეთებს პროგნოზებს ვინმეს მომავალზე, ეგ რომ მასე მარტივად მუშაობდეს, ცაგარელს ტოტალიზატორიდან ვერავინ გამოიყვანდა.

რელიგიასთან წინაამღდეგობაში პროგნოზირება კი არ მოდის, არამედ კარმა და სხვა რელიგიური კონცეპციები, რომელსაც ტენიან ასტროლოგიურ ინტერპრეტაციებში.
სპორტულ ასტროლოგიაში სახელი გაითქვა ბრიტანელმა ასტროლოგმა ჯონ ფროულიმ. ეს ადამიანი გამოდიოდა ტელევიზიაში 20 საუკუნეში და საფეხბურთო თამაშების შედეგს წინასწარ ამბობდა. ამ თემაზე წიგნიც აქვს smile.gif

QUOTE
გინდა თქვა, რომ რაღაცა ზოგადი 12-13 ფსიქოლოგიური ბაზისური კითხვით, ასტროლოგიაზე გავიდა?

ყველა ზოდიაქოს ნიშანშია ეს ბაზისური თემები, რაც ყველა ადამიანს ერგება. smile.gif ავტორიტეტისგან მოწოდებულ ინფორმაციას ადამიანი უფრო სანდოდ მიიჩნევს... + ძალიან ბევრი შემთხვევაა მოსაზღვრე პერიოდში დაბადებულების, ვინც მთელი ცხოვრება ერთ ნიშანთან აიგივებს თავს, მაგრამ რეალურად მეორე ნიშანია... რამდენი ტიპიური სასწორი აპროტესტებს სასწორობას იცი?(თავი მორიელი ჰგონია).. ყოველ დღე რომ წაიკითხო რომელიმე ნიშანზე ან რომელიმე პლანეტაზე ნიშანში, ამოიცნობ საკუთარ თავს და სულ უფრო და უფრო გააიგივებ ამასთან, ანუ დაიჯერებ რომ შენზეა ზუსტად(რომც არ დაემთხვეს, მოარგებ).

Posted by: Aquarius_A888 27 Mar 2022, 11:03
Konstantin_Logos
მშვილდის კვალობაზე ძაან მატერიალისტური შეხედულებები გაქვს, სახლების ამბავია? smile.gif

Posted by: Konstantin_Logos 15 Apr 2022, 14:53
Aquarius_A888
QUOTE
მშვილდის კვალობაზე ძაან მატერიალისტური შეხედულებები გაქვს,

+ არცერთი პლანეტა მიწის ნიშანში და უასპექტო სატურნი, რაც უნდა ნიშნავდეს სრულიად საპირისპიროს.

QUOTE
სახლების ამბავია?

ანუ? ნიშნებს და სახლებს უტოლებ ერთმანეთს (ხასიათის ამბავში)?? biggrin.gif რას გიშვრებათ ეს ასტროფსიქოლოგია

Posted by: Aquarius_A888 15 Apr 2022, 18:50
Konstantin_Logos
QUOTE
ანუ? ნიშნებს და სახლებს უტოლებ ერთმანეთს (ხასიათის ამბავში)??

ვუტოლებ არა, სინთეზში განვიხილავ yes.gif
QUOTE
ასტროფსიქოლოგია

დიდად არც მე მომწონს პროგნოზირების მიმართულება, მაგრამ ასტრო ტოლერანტობას და კოჰაბიტაციას ვაწვები popcorn.gif

Posted by: Konstantin_Logos 20 Apr 2022, 11:15
Aquarius_A888
QUOTE
ვუტოლებ არა, სინთეზში განვიხილავ

ანუ თუ მე პლანეტების დიდი ნაწილი 5 სახლში მყავს - ლომის თვისებები უნდა მქონდეს? biggrin.gif ხოლო 7 სახლში თუ მყავს - სასწორის? შენ იცი რომ ტრადიციულ ასტროლოგიაში 7 სახლი მთვარის სახლია? ხოლო 5 სახლი ვენერის? თანამედროვე ასტროლოგებმა დაამახინჯეს საწყისი ასტროლოგიური ცოდნა როცა ზოდიაქოს ნიშნები და სახლები ნუმერაციულად ერთმანეთს დაუმთხვიეს. ა

QUOTE
დიდად არც მე მომწონს პროგნოზირების მიმართულება

პროგნოზირების გარეშე სახლებს როგორ განიხილავ? 5 სახლი სიყვარული და შემოქმედება ( ბავშვები) არ არის? 7 სახლი - ქმრები/ცოლები? 4 სახლი არაა ფესვები? (მშობლები და სამშობლო) და ა.შ. ამის აღწერას რომ აკეთებ, განა ეს პროგნოზსაც არ მოიცავს? რა აზრი აქვს ასტროლოგიას პროგნოზის გარეშე ვერ გამიგია sad.gif

Posted by: Aquarius_A888 20 Apr 2022, 12:56
Konstantin_Logos
QUOTE
ანუ თუ მე პლანეტების დიდი ნაწილი 5 სახლში მყავს - ლომის თვისებები უნდა მქონდეს? biggrin.gif ხოლო 7 სახლში თუ მყავს - სასწორის?

საათი იცი დაზუსტებით? თუ ლომი არაა, მაშინ მეზობელ სახლებს გადავამოწმებდი შენ ადგილას. თვისებები შეიძლება არ იყოს ღიად გამოხატული, მაგრამ სუსტი ბექრაუნდი მაინც შესამჩნევი იქნება. აი, მე მაგ: მთვარე+სელენა მყავს XII სასლში სასწორში, ტრადიციული ასტროლოგიის მიხედვით, მე სასწორის ნიშნის იქეთ თვისება არ უნდა მქონდეს. ეხლა უყურე რახდება და მარტო შენ კიარა, მეც ვერ ვიგებ როგორ და რანაირად, ამიტომ გადავდივარ ხოლმე ექსტრა განმარტებებზე სუბიექტურად. როცა თევზებს, უფრო სწორად მთვარე თევზებსთან მიწევს ურთიერთობა, სულ ვგრძნობ, რომ რაღაც ახლობელი თვისება აქვთ, უღონდ არა ფიზიკური გამოვლინების დონეზე, უფრო ფსიქოლოგიური ან სულიერი ენეგეტიკა. ანალოგიურად, მარსი და ვენერა შემთხვევაშიც VI სახლში, დედაჩემი მეხვეწება ხოლმე, თუ რამე რთულად ამოსაყვანი ჭუჭყია სამზარეულოში, იცის როგორი საქმე ვიცი, ანუ მიფუჩეჩება ჩემი სტილი არაა, სანამ არ გავაკეთებ, მთელი დღე შეიძლება ვიჯდე და რაღაც ვაკეთო, საჭმელიც არ ვჭამო, სულ რომ სხვის საქმეს ვაკეთებდე, არ მევასება მიფუჩეჩება. ეხლა ეგ ვერძული თვისებაა და ქალწულის სახლის გრამი არ ურევია? მოკლედ, ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც ჩვენ კიდევ არ ვიცით და ასტროლოგია დღემდე დაკვირვების საგანია, ჯერ კიდევ ბევრი რამეა შეუსწავლელი და ის რაც უკვე აღმოჩენილია დაკვირვების შედეგად, იგივე ორმმართველიანობა, ეგეც გასარკვევია სინადვილეში რა და როგორ არის. შენ ეხლა ასტროფსიქოლოებია არ გაინტერესებს და მე პროგნოზირებები, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ და იმაზე ვკამათობთ, სად უფრო თბილი და ცივია მდინარე ჩემსკენ თუ შენსკენ. მაგ კამათით არაფერი გამოვა, მე კიდევ ბევრი რამეზე მაქვს კითხვები და გადაჭრით ვერ დავადასტურებ, ამიტომ მაინტერესებს სხვების დაკვირვებები და არა ვინმესთან იმაზე კამათი, "ასტროლოგია ცრუ მეცნიერებაა თუ არა", ასტროსქილოგია მუშაობს თუ არა. ანუ, მაგვსი პოლემიკა ჩემთვის იუნტერესოა, ანალოგიურად ბიღაც ბიზნესმენისთვის, შეიზლება სრულიად წარმოუდგენელია პარაპლანით ხტომა და ადრენალილი, გაუგებარია მისთვის რაში ხარჯავს ხალხი ფულს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს სფერო აინტერესებს. ეხლა, მე დავდგე და იმათ ვეკამეთაო და ვუხსნა, რა მურამი გაქვთქო და ტვინი ვუბურღო, არ მეტყვიან საქმე გამოგლევია, წადი ყავა დალიე და შენს საქმეს მიხედეო? ასე, რომ მივხედოთ ჩვენს ინტერესის სფეროებს, ეხლა მე შენს აზრს ვერანაირად ვერ შემაცვლევინებ მშვიდლოსნურუ ფილოსოფიური მოძღვრებებით და მე მერწყულად ყველას აზრს პატივს ვცემ იმ გაგებით, რომ ტვინს არ ვუბურღავ გინდა თუ არა ასეათქო.
QUOTE
შენ იცი რომ ტრადიციულ ასტროლოგიაში 7 სახლი მთვარის სახლია? ხოლო 5 სახლი ვენერის?

რა ლოგიკით? smile.gif
QUOTE
თანამედროვე ასტროლოგებმა დაამახინჯეს საწყისი ასტროლოგიური ცოდნა როცა ზოდიაქოს ნიშნები და სახლები ნუმერაციულად ერთმანეთს დაუმთხვიეს.

ანუ, შენ გინდა მითხრა, რომ I სახლიანი მზე, რომელიც ფაქტიურად ვერძულად გიჟმაჟი, სუსწრაფი და ეგოცენტრულია, ისე უბრალოდ ემთხვევა? smile.gif
QUOTE
პროგნოზირების გარეშე სახლებს როგორ განიხილავ? 5 სახლი სიყვარული და შემოქმედება ( ბავშვები) არ არის? 7 სახლი - ქმრები/ცოლები? 4 სახლი არაა ფესვები? (მშობლები და სამშობლო) და ა.შ. ამის აღწერას რომ აკეთებ, განა ეს პროგნოზსაც არ მოიცავს? რა აზრი აქვს ასტროლოგიას პროგნოზის გარეშე ვერ გამიგია

უყურე, მე ვარ ასტრომოყვარული, მე მაინტერესებს ის კონკრეტული მიმართულება რისი ცოდნაც მჭირდება და არა მთლიანად ასტროლოგია თავისი ყველა მიმართულებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებები არ მომეწონა და ამიტომ მისი წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ არ მაინტერესებს, იგივე პროგნოზირება. ზოგადად პროგნოზირება ჩემთვის არასაინტერესოა, ისეთი საკითხია, როგორც ტოტალიზატორში ვარაუდები და ეს ვარაუდები არ მაინტერესებს. აგერ ბუტიკაშვილი როა ასტროლოგი, მაგის პროგნოზები იყო, ეხლა არ წამოვიღე და არ დავდე ნიშნის მოგებით, ნახე ვერ იცნობთ. არ მაინტერებს, არ ვცდილობ სხვის კომპეტენციაში შევიდე, მე თუ მეკითხები ჩემს აზრს და დამოკიდებულებას ეგაა, ანუ ჩემი სუბიექტური აზრია და არ ვამბობ იმას, უი უი მაგას როგორ და რანაირად. ეგ უფრო ადრე ვიცოდი, რაღაცას რომ არ ვეთანხმებოდი, მერე გამოვიდოდი ნათელაშვილივით და ვაკრიტიკებდი, ეხლა მაგაზე ნერვებს აღარ ვიშლი, ეტყობა ჭკუა ვისწავლე. biggrin.gif

Posted by: Konstantin_Logos 24 Apr 2022, 20:27
Aquarius_A888
QUOTE
მთვარე+სელენა მყავს XII სასლში სასწორში, ტრადიციული ასტროლოგიის მიხედვით, მე სასწორის ნიშნის იქეთ თვისება არ უნდა მქონდეს.

მთვარე სასწორში 12 სახლში თვისებებთან საერთოდ არაა კავშირში biggrin.gif 12 სახლი ჯანმრთელობის სახლია და მთვარე აქ კონკრეტულ დაავადებაზე მიანიშნებს (იმის მიხედვით თუ რომელ პლანეტასთან ქმნის ასპექტს)

QUOTE
გადავდივარ ხოლმე ექსტრა განმარტებებზე სუბიექტურად

biggrin.gif ეს უკვე ასტროლოგია არ არის.

QUOTE
როცა თევზებს, უფრო სწორად მთვარე თევზებსთან მიწევს ურთიერთობა, სულ ვგრძნობ, რომ რაღაც ახლობელი თვისება აქვთ, უღონდ არა ფიზიკური გამოვლინების დონეზე, უფრო ფსიქოლოგიური ან სულიერი ენეგეტიკა. ანალოგიურად, მარსი და ვენერა შემთხვევაშიც VI სახლში, დედაჩემი მეხვეწება ხოლმე, თუ რამე რთულად ამოსაყვანი ჭუჭყია სამზარეულოში, იცის როგორი საქმე ვიცი, ანუ მიფუჩეჩება ჩემი სტილი არაა, სანამ არ გავაკეთებ, მთელი დღე შეიძლება ვიჯდე და რაღაც ვაკეთო, საჭმელიც არ ვჭამო, სულ რომ სხვის საქმეს ვაკეთებდე, არ მევასება მიფუჩეჩება. ეხლა ეგ ვერძული თვისებაა და ქალწულის სახლის გრამი არ ურევია?

და რატომ გგონია რომ ეს სახლების საკითხია და არა სხვა რამის?

QUOTE
შენ ეხლა ასტროფსიქოლოებია არ გაინტერესებს

მაინტერესებდა 2000-2015 წლებში და ჩემი დაკვირვებით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით მუშაობს 50/50%. ასტროფსიქოლოგია იფუშება როცა ბიოლოგიურ ტყუპებს აკვირდები. მათი ხასიათი ხშირად რადიკალურად განსხვავებულია, არადა ჰოროსკოპი აბსოლუტურად იდენტური.

QUOTE
შენ იცი რომ ტრადიციულ ასტროლოგიაში 7 სახლი მთვარის სახლია? ხოლო 5 სახლი ვენერის?

რა ლოგიკით?

აბა შენ რა გგონია 1 სახლი რატომ აგებს პასუხს ფიზიკურ სხეულზე? 2 სახლი ფულზე? მესამე სახლს ძმების სახლს უწოდებდნენ...ან რატომ არის 5 სახლი შემოქმედების და სიყვარულის სახლი? რატომ არის 4 სახლი საგვარეულოს და მამის სახლი? რატომ არის 10 სახლი საქმიანობის და კარიერის ან 7 სახლი ოჯახის შექმნის და პარტნიორების? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, შენ ხომ არ გაინტერესებს ჰოროსკოპის მოვლენითი ანალიზი, შენ მხოლოდ ფსიქოლოგია გაინტერესებს... biggrin.gif

QUOTE
ანუ, შენ გინდა მითხრა, რომ I სახლიანი მზე, რომელიც ფაქტიურად ვერძულად გიჟმაჟი, სუსწრაფი და ეგოცენტრულია, ისე უბრალოდ ემთხვევა?

სულაც არ არის გიჟმაჟი. მზე 1 სახლში ექსპრესიულია, რადგანაც მზის ამოსვლის პერიოდია, რადგანაც სიბნელეს მოჰყვება სინათლე. ეს სიცოცხლის უნარიანობის, ძლიერი იმუნიტეტის და ლიდერული, ორგანიზატორული უნარების მქონე ადამიანის პოზიციაა, თვითმყოფადი პიროვნების. ლომს უფრო ჰგავს ვიდრე ვერძს. აი მარსი 1 სახლში შეიძლება ვერძს ჰგავდეს და გიჟმაჟი იყოს.

QUOTE
მე მაინტერესებს ის კონკრეტული მიმართულება რისი ცოდნაც მჭირდება და არა მთლიანად ასტროლოგია

გასაგებია. მაგრამ ეს მიმართულება ჰაერიდან ხომ არ მოსულა. არ გაინტერესებს რატომ აგებს პასუხს 1 სახლი ერთ თემაზე ან 7 სახლი სხვა თემაზე? საერთოდ სახლების განხილვას პროგნოზის გარეშე უაზრობაა ჩემი აზრით. სახლები ხომ სფეროებს მართავენ და არა თვისებებს. თვისებებზე აგებენ პასუხს ზოდიაქოს ნიშნები და პლანეტები. smile.gif 10 სახლი შენთვის კარიერა არაა ანუ ხომ? 10 სახლში მოხვედრილი მთვარე შენ ფიქრობ რომ მთვარე თხის რქას ჰგავს? biggrin.gif ან მთვარე 12 სახლში = მთვარე თევზებს? sad.gif ეს ახალი ასტროლოგიაა რაღაც? მაგას ჯობია საერთოდ შეეშვა

Posted by: Aquarius_A888 25 Apr 2022, 00:50
Konstantin_Logos
ეხლა ვრცელი პოსტი დავწერე, რომ გადავიკითხე, მივხდი რომ ასე დაუსრულებელ დისკუსიაში გადავალთ. იდეაში, შენ ასტროფსიქოლოგია არ გაინტერესებს, მე პროგნოზირება, რიტორიკული საუბრები კი არცერთს არაფერს არ მოგვცემს.

Posted by: Konstantin_Logos 26 Apr 2022, 16:22
Aquarius_A888
QUOTE
შენ ასტროფსიქოლოგია არ გაინტერესებს

გირჩევ ჩაატარო ექპერიმენტი ბიოლოგიურ ტყუპებზე ან ასტროტყუპებზე, დააკვირდი მათ ხასიათებს და მერე გამოიტანე დასკვნები. საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებ yes.gif

QUOTE
რიტორიკული საუბრები კი არცერთს არაფერს არ მოგვცემს

ოკ. მე ვასრულებ ამაზე საუბარს შენთან. წარმატებები

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)