forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> SwimminG [Vol. 3], Water Is Our Life
murjo
Water Flyer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2184
წევრი No.: 104365
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 16:18  #23543059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ისტორია
უხსოვარი დროიდანვე ცურვას ადამიანისთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით თევზაობისას, ნადირობისა და მტერთან ბრძოლისას. სამეფო ოჯახებში ცურვის გაკვეთილების სცენები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულით თარიღდება. ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: "არც ცურვა იცის, არც კითხვა". ცურვა ადამიანისთვის მინიჭებული მეორე სიცოცხლეა, ამიტომაც აქცევდნენ საუკუნეების განმავლობაში მის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას.

ცურვა სპორტის სახეობად XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. პირველი შეჯიბრება 1515 წელს გაიმართა ვენეციაში. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კაცებისთვის 1896, ქალებისთვის კი 1912 წლიდან შეიტანეს. ევროპის ჩემპიონატები - 1926, მსოფლიოს ჩემპიონატები კი 1973 წლიდან ეწყობა.
user posted image

ცურვის სტილები
ბატერფლაი(დელფინი)
მუცელზე ცურვის სტილი, რომლის დროსაც სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები უნდა ასრულებდნენ სიმეტრიულ და ერთდროულ მოძრაობას. ხელები ასრულებენ ერთდროულ მძლავრ განსაზღვრული ტრაექტორიის მოსმას, რომელიც შესამჩნევად წევს მოცურავის კორპუსს წყლის ზედაპირზე, ხოლო ფეხები ასრულებენ ერთდროულ ტალღისებურ მოძრაობას. ყველაზე მძიმე და ენერგომხარჯველი ცურვის სტილი. ეს სტილი ითვლება სისწრაფით მეორე, კროლის შემდეგ.
user posted image

გულაღმა
ზურგზე ცურვის სტილი, რომელიც ვიზუალურად ჰგავს კროლს (ხელები ასრულებენ მონაცვლეობით მოსმას, ხოლო ფეხები მონაცვლეობით ასრულებენ განუწყვეტლივ აწევა/დაწევას) ოღონდ აქვს შემდეგი განსხვავება: ადამიანი ცურავს ზურგზე, და არა მუცელზე, და წყლის ზედაპირზე გადასროლა სრულდება გაშლილი ხელით და არა მოხრილით, როგორც კროლში. სისწრაფით მესამე ცურვის სტილი. ამ სახეობის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ადამიანს არ უწევს წყალში ამოსუნთქვა, რადგან სახე მუდამ წყლის ზედაპირზე მდებარეობს. ამ სტილის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა - არის ის, რომ სტარტი სრულდება წყლიდან და არა სასტარტო ტუმბოდან, როგორც ყველა დანარჩენ სტილში.
user posted image
ბრასი
მუცელზე ცურვის სტილი, რომელშიც ხელები ერთდროული მოსმის შემდეგ იშლება მკერდიდან წინ. ფეხები ასრულებენ ერთდროულ ბიძგს, რომლის დროსაც ისინი იხრებიან მუხლში, სრულდება ბიძგი და ბოლოს იშლებიან. ყველაზე ნელი ცურვის სახეობა, ამავდროულად ითვლება ყველაზე რთულად
user posted image
კროლი
მკერდზე (მუცლით ქვევით) ცურვის სტილი, რომლის დროსაც ხელები ასრულებენ მონაცვლეობით მოსმას, ხოლო ფეხები მონაცვლეობით ასრულებენ განუწყვეტლივ აწევა/დაწევას, მაკრატელის მოძრაობის პრინციპით. ეს არის ცურვის უსწრაფესი სახეობა.
user posted image

ცურვა საქართველოში
საქართველოში, ისევე როგორც მთელ რუსეთის იმპერიაში, სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა. 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მოცურავეთა კრახის გამო ჟურნალი “რუსკი სპორტ” წერდა: “რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია”. (¹1, 1913). თვალუწვდენელ რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა საქართველოც, სადაც ცურვა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მცხოვრებლებმა თუ იცოდნენ. XIX საუკუნის 90-იან წლებში სახელი გაითქვა ბათუმის პორტის მუშამ მამედ ბედიამ, რომელმაც ბათუმიდან ფოთამდე 59 კმ შეუსვენებლად გაცურა. ეს 25 კმ-ით სჯობდა ინგლისის ფლოტის კაპიტნის, მეტიუ ვების მაჩვენებელს – 1875 წელს ვებმა ლა-მანშის სრუტე (34,6 კმ) 21 საათსა და 44 წუთში გადაცურა, რითაც სათავე დაუდო მარათონულ ცურვას (მამედ ბედიას შედეგი დროის მიხედვით არ აღნუსხულა და ამიტომაც ვერ მოხვდა საერთაშორისო მიღწევათა სიაში).
თინათინ ლეკვეიშვილი
user posted image

ირინა გერასიმოვა
user posted image

ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგებს მე-20 საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს. წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მშვენიერაძემ, რომელიც 1948 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა - ბრასით ცურვაში 11 საკავშირო რეკორდი დაამყარა, მერე წყალბურთში გადაინაცვლა და მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ქალთაგან სსრკ ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) ლია ფაჩულიამ დაისაკუთრა. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ხვდა თბილისელ მსოფლიოს რეკორდსმენ (4X200 მ) ბორის ნიკიტინს. მანვე ამავე დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. 1970 წელს ბარსელონის ევროპის ჩემპიონატზე გულაღმა ცურვაში ფინიშთან პირველი მიიჭრა სსრკ შვიდგზის ჩემპიონი თინათინ ლეკვეიშვილი. იგი კომბინირებულ ესტაფეტაში მეორე იყო, 200 მ. გულაღმა ცურვაში - მესამე. 1975 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ირინა გერასიმოვას (4X100, თავისუფალი ყაიდა) ბრინჯაო ერგო.

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში – ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო სამოყვარულო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის – 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004 წლიდან).

ქართველები საერთაშორისო ტურნირებზე
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო
ბორის ნიკიტინი 1956

მსოფლიოს ჩემპიონატი
ბრინჯაო
ირინა გერასიმოვა 1982

ევროპის ჩემპიონატი
ოქრო
ბორის ნიკიტინი 1958
ალექსანდრე ტუტაკაევი 1966
თინათინ ლეკვეიშვილი 1970
ვერცხლი
ბორის ნიკიტინი 1958
თინათინ ლეკვეიშვილი 1970
ირინა გერასიმოვა 1983
ბრინჯაო
ვლადიმერ ლავრინენკო 1954
თინათინ ლეკვეიშვილი 1970
ვიქტორ კრასკო 1970
იგორ ომელჩენკო 1976

ცურვის ქართველი სპორტის ოსტატები და კანდიდატები

ზურა ხომასურიძე(დელფინი). ვანო ლეკვთაძე(ბრასი). ოლეგ ფეიქრიშვილი(ზურგი). გიორგი სლივინი(კროლი).
გიორგი ტრაპაიძე(კროლი). სანდრო მოსეშვილი(კროლი). მიშა ჭელიძე.
ოთარ აბდალაძე(კროლი). ლექსო ყანჩაველი(კროლი). ლაშა მეტრეველი(ზურგი). კირილ შირიაევი(ზურგი).ბუკა მანჯგალაძე(ბრასი). ბესო მდივანი(ბრასი).სანდრო ხახანაშვილი(ბრასი). სოფო თევდორაძე(კროლი). ეკა კაჭახიძე(კროლი).
ალექსანდრე ნემსაძე(ზურგი). გიორგი ჩიმაკაძე(კროლი). ბექა დეკანოსიძე(კროლი).ირაკლი რევიშვილი(კროლი) გიორგი მთვრალაშვილი(კომპლექსი). დათო სიხარულიძე(კროლი).
ირაკლი შენგელია(ბრასი). თორნიკე სხილაძე(ზურგი).
ირაკლი ბოლქვაძე(კომპლექსი). თემო კობახიძე(დელფინი)....... გამომრჩებოდა ვინმე

ძველი თემები:




Curvis fanklubi

SwimminG

გილოცავთ მოცურავეებო ახალი თემის გახსნას.იმედია ვიაქტიურებთ და წინა თემასავით 1.5 წელი არ მოვუნდებით ახალის გახსნას bis.gifWorld Records

This post has been edited by murjo on 19 Jan 2011, 16:35


--------------------
www.facebook.com/Georgian Swimmers Club/// სპორტული ასოციაცია "საქართველოს მოცურავეთა კლუბი" ///
Schwimmer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 327
წევრი No.: 107980
რეგისტრ.: 30-December 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 17:32  #23544435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მემგონი ცოტა ადრე მოგივიდა გახსნა smile.gif


--------------------
[IMG]http://b.pix.ge/x/gexp2.jpg[/IMG]
Fast Skin
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 125501
რეგისტრ.: 3-January 11

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 18:04  #23545031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
კაია smile.gif კროლზე ნიმუშად კაი სურათი დაგიდია biggrin.gif საბჭოთა კავშირის დროს კი აღწევდნენ შედეგებს იმიტო რო ხელშეწყობა იყო და საერთოდ სხვა დრო იყო.
* * *
ახალ ახალ ინფორმაციებს დავწერ ხოლმე wink.gif
murjo
Water Flyer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2184
წევრი No.: 104365
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 18:09  #23545129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
მემგონი ცოტა ადრე მოგივიდა გახსნა

99ე გვერდზე ვიყავით და რაღა გინდა მეტი.მერე აღარ მეცლებოდა და tongue.gif
QUOTE
როლზე ნიმუშად კაი სურათი დაგიდია

შენ ძმობას ვფიცავარ შემთხვევით ვნახე ეგ და მაგას გავმაზავდიი biggrin.gif
mariastella
ფლიდი ვითარცა მეზობელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2287
წევრი No.: 43440
რეგისტრ.: 6-October 07

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 19:27  #23546545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საცურაო აუზებზე აქ ვიკითხო?! user.gif


--------------------
Oh lift me from the grass!
I die! I faint! I fail!
Let thy love in kisses rain
On my lips and eyelids pale.
My cheek is cold and white, alas!
My heart beats loud and fast;
Oh press it close to thine again,
Where it will break at last!
murjo
Water Flyer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2184
წევრი No.: 104365
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 19:39  #23546822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (mariastella @ 19 Jan 2011, 19:27 )
საცურაო აუზებზე აქ ვიკითხო?! user.gif

mariastella
კიი.რა გაინტერესებს კონკრეტულად?
Schwimmer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 327
წევრი No.: 107980
რეგისტრ.: 30-December 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 20:13  #23547521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
murjo
მე მეგონა 100 გვერდი უნდა შეგვევსო smile.gifsmile.gif

This post has been edited by Schwimmer on 19 Jan 2011, 20:14
mariastella
ფლიდი ვითარცა მეზობელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2287
წევრი No.: 43440
რეგისტრ.: 6-October 07

გამოგზავნილია: 19 Jan 2011, 22:39  #23550297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
murjo
სადმე მინდა სიარული smile.gif ხელსაყრელ ფასად.
ადგილი მინდა სადაც ვვივლი და კარგი პირობები იქნება.
პავლოვზე რომაა კარგია იის? პოპულთან smile.gif
murjo
Water Flyer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2184
წევრი No.: 104365
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2011, 12:47  #23558278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (mariastella @ 19 Jan 2011, 22:39 )
სადმე მინდა სიარული smile.gif ხელსაყრელ ფასად.
ადგილი მინდა სადაც ვვივლი და კარგი პირობები იქნება.
პავლოვზე რომაა კარგია იის? პოპულთან smile.gif

mariastella
პავლოვზე რომაა დელფინი ქვია მაგას.არ ვარ ნამყოფი,მაგრამ ვიცი დიდი არაფერია.სხვა რავი ლაგუნა და დიღომი,სკა,ქრიშხალა... შედარებით ნორმალური ფასები სადაცაა
Fast Skin
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 125501
რეგისტრ.: 3-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2011, 13:10  #23558623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (mariastella @ 19 Jan 2011, 22:39 )


პავლოვზე რომაა კარგია იის? პოპულთან smile.gif

ადრე ვარ ნამყოფი და ნორმალურია. ფასები არ ვიცი. დიღომიც ნორმალურია...

This post has been edited by Fast Skin on 20 Jan 2011, 13:11
murjo
Water Flyer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2184
წევრი No.: 104365
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2011, 13:25  #23558845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (Fast Skin @ 20 Jan 2011, 13:10 )
დიღომიც ნორმალურია...

კიი.კვირაში 3 ჯერ 80 ლარი
8 წლიანი გამოცდილებიდან ვამბობ bis.gif
ALEX_&_ER
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5613
წევრი No.: 66904
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 20 Jan 2011, 13:51  #23559307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
murjo
up.gif
murjo
Water Flyer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2184
წევრი No.: 104365
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2011, 13:53  #23559347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ALEX_&_ER
ცოტა რაღაც ძველიდან მოვიპარე wink.gif
ALEX_&_ER
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5613
წევრი No.: 66904
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 20 Jan 2011, 13:58  #23559430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
murjo
QUOTE
ცოტა რაღაც ძველიდან მოვიპარე wink.gif

რაც მთავარია ახალიც დაამატე... up.gif
ცურვის სტილების გამომსახველი სურათების შერჩევისას სუბიექტურობას აქვს ადგილი... givi.gif
murjo
Water Flyer


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2184
წევრი No.: 104365
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 20 Jan 2011, 14:01  #23559481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (ALEX_&_ER @ 20 Jan 2011, 13:58 )
ცურვის სტილების გამომსახველი სურათების შერჩევისას სუბიექტურობას აქვს ადგილი... givi.gif

ALEX_&_ER
რატოო biggrin.gif ფელპსი და ლოხტე ხო არიან gigi.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0324 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]