forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტრიატლონი, ცურვა, ველოსიპედი და სირბილი ერთად.
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 18 Mar 2011, 21:24  #24529537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა ყველამ ვინც კი იცით რაიმე ამ სპორტზე გთხოვთ ვწეროთ ამ თემაში.

მოკლედ პირველი იწყებ ცურვით, მერე გადაჯდები ველოსიპედზე და ბოლოს ამთავრებ სირბილით.

ყოველ წელს იმართება ძალიან ბევრი შეჯიბრი ამ სახეობაში და მანძილების მიხედვით არის დაყოფილი. ბოლო დროს პოპულარობას იკრებს 1,5 ცურვა, 40 კმ ველოსიპედი და 10 კმ სირბილი ტრიატლონის სახეობა, რომელშიც ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატები ყოველ წელს იმართება და ეტაპები სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება ხოლმე.

ასევე ლეგენდარული Iron Man-ის დისციპლინა, რომელიც შეიცავს 3.86 კმ ცურვას, 180.25 კმ ველოსიპედს და 42.2 კმ სირბილს ანუ მარათონს.

არის კიდევ Doble Iron Man-ი რომელიც სრულიად არანორმალურია ტრიატლონელებისთვისაც კი და როგორც სახელიდანაც კარგად სჩანს ორმაგი Iron Man-ია.

საინტერესო ფაქტი არის ის, რომ გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა ტრიატლონელებს, როგორც საყოველთაოდ არის მიჩნეული ყველაზე კარგად განაწილებული ტანი აქვთ და შესაბამისად მშვენივრად გამოიყურებიან. მე პირადად დავრწმუნდი ამაში და განსაკუთრებით მოვიხიბლე ტრიატლონელი გოგონების აღნაგობით. yes.gif

This post has been edited by ladoqartveli on 18 Mar 2011, 21:24


--------------------
When Mamuka Gorgodze does push-ups, he isn't actually pushing himself up... He is pushing the earth down.
totti111
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 128474
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2011, 18:20  #24542499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპრინტზე არ გახსენი თემა და ეს გახსენია არა aba.gif aba.gif aba.gif biggrin.gif biggrin.gif lol.gif lol.gif
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 19 Mar 2011, 19:17  #24543488      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
totti111

სპრინტზე თავიდანვე სირბილის თემაში იყო ლაპარაკი ანუ აზდა სპრინტის თამაზე პოსტავდა თავიდანვე და მე დიდ დისტანციებზე.

ეს კიდევ სირბილის გარდა ველოსიპედს და ცურვას შეიცავს და ცალკე ფედერაცია არსებობს ტრიატლონის და ა.შ.

ოხ ეს ოპოზიაცია biggrin.gif


თემას რაც შეეხება, საქართველოში კულტურიზმი უფრო პოპულარული არის ვიდრე ვთქვათ იგივე ტრიატლონი, რომელზეც საერთოდ ძალიან მწირი იმფორმაცია არსებობს არა და თუ ვინმეს კარგი ტანის დაყენება და თან მართლა ჯანმრთელობა უნდა ტრიატლონზე უკეთესი სპორტი არ არსებობს.

მსოფლიო ჩემპიონი კაცებში.
user posted image
ესეც ქალებში.
[IMG]http://media.apnonline.com.au/img/media/images/2011/03/13/CCA_14-03-2011_SPORT_05_cwa%20Emma%20Moffatt_t325.jpg
[/IMG]user posted imageuser posted image
* * *
ეს კიდევ Iron Man-ის სურათები. ეს სახეობა განსაკუთრებით მიყვარს და მე მგონი ყველა სპორტზე უფრო ძნელი არის. 11 საათზე მეტი უწყვეტი დატვირთვა, ცურვა, ველოსიპედი და სირბილი. სამივე სახეობა მიყვარს ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად მაინც სულ სხვა აზარტი აქვს.

სტარტი.

user posted image

user posted image

აკრაძალულია ერთმანეთზე დახმარება ველოსიპედით რბოლის დროს. ველომრბოლელებმა ალბათ კარგათ იციან თუ რას ნიშნავს ეს. ამ სურათზე ნათლად სჩანს.
user posted image

user posted image

ფინიში.

user posted image
totti111
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 128474
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2011, 20:01  #24544233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ........................
* * *
ჯერ რომ ვირბინო მერე დაღლილმა ველოსიპედით სახსი მივიდე და მერე ოფლიანმა ვიცურავო ესე არ შეიძლება? რომ გიწერია მოკლედ პირველი იწყებ ცურვითო და ასე შმედეგ ?????????????????????????????? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif :l:D თემა როგორ გავხსნა მასწავლე რა rolleyes.gif :r
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 19 Mar 2011, 20:15  #24544456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
totti111

ჯერ იწყებ ცურვით, მერე ველოსიპედი და ბოლოს ყველაზე სასიამოვნო სირბილი biggrin.gif

QUOTE
თემა როგორ გავხსნა მასწავლე რა


ახალი თემა, რომ აწერია იმაზე დააკლიკე და გახსენი.

სპრინტზე ცალკე თემა არ გახსნა იცოდე kar.gif
totti111
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 128474
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 19 Mar 2011, 20:21  #24544551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ladoqartveli მაგ სმაილზე ჯარგად მე ვატრიალებ სჰაკებს ზველი კარატისტი ვარ იცოდე lol.gif : რატომ არ გავხსნა? ეგ ყველაფერი ცურვა სირბილი და ველოსიპედი რომ გიწერია ყველას ერთად არ ეგონოს მარტლა რო გააკეთოს ტორე თავებს დაიხოცავენ . biggrin.gif დღეს ვირბინე 4.6კმ 15 წუთში როგორია შემიფასე?????????
* * *
აქ ხარ? აბა სად წერია ვერ ვპოულობ?
* * *
ladoqartveli აბა სად წერია ვერ ვპოულობ აქ ხარ????????
* * *
რატომ არის სირბილი სასარგებლო 05.03.09



XX საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ექიმებმა გამოაქვეყნეს იმ ვარჯიშების სია, რომლებიც ყველაზე სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და თვითშეგრძნებას, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას, რაც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობაზე აისახება, აბალანსებს სხეულის წონას, ამცირებს ჰიპოკინეზიის (უმოძრაობის) დონეს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის განმტკიცებასა და ნორმალიზებას.
სასარგებლო ვარჯიშთა სიაში პირველი სირბილია, მეორე - ველოსიპედით სეირნობა, მესამე - ცურვა.

სირბილს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. სირბილის დროს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემა აქტიურდება. დატვირთვის უდიდესი წილი მოდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რომელიც ქსოვილებს ინტენსიურად ამარაგებს ჟანგბადით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სირბილი მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როცა მისი ხანგრძლივობა და ინტენსივობა არ აღემატება ორგანიზმის შესაძლებლობებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთ შემთხვევაში დატვირთვა ადეკვატურია. ადეკვატური დატვირთვის დროს გულის კუნთი (მიოკარდიუმი) ძლიერდება, უმჯობესდება სისხლძარღვთა მდგომარეობა, სისხლის შემადგენლობა, ქსოვილები უკეთ მარაგდება სისხლით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ფუნქციური მდგომარეობაც უმჯობესდება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ჭარბი ცხიმები იშლება, მავნე პროდუქტთა ორგანიზმიდან გამოდევნა ძლიერდება, ნორმალიზდება ენდოკრინული და ნერვული სისტემების ფუნქცია, უმჯობესდება მათი ცხოველმყოფელობა, მკვრივდება კუნთები. დაბოლოს, რიტმული ვიბრაციისა და ძვრადობის შედეგად შინაგანი ორგანოები ერთგვარ მასაჟს განიცდის, რაც მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
სირბილს ის უპირატესობა აქვს, რომ მინიმალური მატერიალური დანახარჯით შეგიძლიათ, მაქსიმალურ ფიზიოლოგიურ ეფექტს მიაღწიოთ. ცნობილი ახალზელანდიელი მწვრთნელი არტურ ლიდიარდი, რომელიც დღეს უკვე მეტად პოპულარული გამაჯანსაღებელი რბენის ფუძემდებლად არის აღიარებული, ამბობდა, რომ შუა ხნის ადამიანს, რომელიც რეგულარულად დარბის, ცხოვრების ინტერესი ხელახლა უჩნდება. ლიდიარდმა სირბილის მნიშვნელობას წიგნიც კი მიუძღვნა, რომელსაც შთამბეჭდავი სახელი უწოდა: "სირბილი პროფესიის მწვერვალებისკენ". ამ საინტერესო თხზულებაში ავტორი ასაბუთებს, რომ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც ჯანმრთელი გული აქვს, სულ ადვილად შეუძლია დაიბრუნოს განვლილი წლები. ამისთვის საკმარისია, დილაობით ნახევარი საათით ადრე ადგეს, უახლოესი პარკისა თუ მოედნისკენ გაეშუროს და 10-15 წუთი ირბინოს. თუ ამას რეგულარულად გააკეთებს და თან გამაკაჟებელ შხაპსაც მიიღებს, მთლიანად აინაზღაურებს იმ დროს, რაც უქმად კოტრიალში დაუკარგავს. სირბილი მართლაც ძალზე აკაჟებს და აჯანსაღებს ორგანიზმს. ასე რომ არ იყოს, ვარჯიშის ამ სახეობაზე ამდენს როდი დაწერდნენ. მაგალითად, ცნობილი ქირურგი, აკადემიკოსი ნიკოლაი ამოსოვი, თავის ნაშრომებში დისტანციაზე რბენის ათვისების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. სირბილს რაღა სწავლა უნდაო? - გაიკვირვებს, ალბათ, ბევრი თქვენგანი. მართლაც, რბენის ტექნიკა იმდენად მარტივია, რომ ცურვის, ველოსიპედის მართვის, ციგურებით სრიალისა და სპორტის მრავალი სხვა სახეობისგან განსხვავებით, საგანგებო სწავლა არ სჭირდება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება აუცილებელია. ეს დეტალები გახლავთ ტორსის (სხეულის) სწორად დაჭერა, ცხვირით (და არა პირით) სუნთქვა და ა. შ.



ყველასთვის შეიძლება თუ არა სირბილი?

ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: სირბილი თითქმის ყველასთვის არის რეკომენდებული. ვის გულისხმობს ეს "თითქმის"? როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, სირბილი არასასურველია მხოლოდ მათთვის, ვისაც მოსვენების დროსაც კი აწუხებს ქოშინი, ესე იგი, ვის ჯანმრთელობასაც სერიოზული პრობლემები აქვს და გარკვეული საფრთხეც ემუქრება. უფრო კონკრეტულად, სირბილი ეკრძალებათ მათ, ვისაც აქვს:
გულის თანდაყოლილი მანკი;
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევა;
ქვედა კიდურების თრომბოფლებიტი.

სირბილი არ შეიძლება ამა თუ იმ დაავადების გამწვავების პერიოდში (ცხადია, იგულისხმება ქრონიკული პათოლოგიები). დაბოლოს, მცდარია შეხედულება, თითქოს ჰიპერტონიული დაავადების მქონეთათვის სირბილი, საზოგადოდ, მავნებელია. სინამდვილეში ეს მეტად ინდივიდუალური გახლავთ და ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობებსა და თავისებურებებზეა დამოკიდებული. სირბილის ნებას ექიმები ზოგჯერ ჰიპერტონიული დაავადების მეორე სტადიის დროსაც კი რთავენ. ასე რომ, თუ რამე გაწუხებთ, ჯერ თქვენს მკურნალს გაესაუბრეთ და მერეღა შეუდექით სირბილს, ხოლო თუ არაფერს უჩივით, ნუ იზარმაცებთ, მოიკრიბეთ ნებისყოფა, მიიღეთ გადაწყვეტილება და სირბილს ხვალიდანვე შეუდექით. მის სასიკეთო ზემოქმედებაში, იმედია, ეჭვი აღარ გეპარებათ!
totti111
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 128474
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 20 Mar 2011, 23:34  #24564550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ladoqartveli სად ხართ ბატონო ლადო სად დაიკარგეთ? sleep.gif biggrin.gif
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 21 Mar 2011, 03:37  #24567927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
totti111

აქ ვარ, ცოტა პოლიტიკაზე გადავერთვე დღეს და მერე ჩამითრია.

მაინ გახსენი ხომ სპრინტზე ცალკე თემა biggrin.gif

აფერისტ! yes.gif
totti111
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 128474
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 21 Mar 2011, 19:10  #24576089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ladoqartveli ეს ამხელა რომ დავწერე დავწრე რა დავაოპირე როგორ მოგეწონა?
* * *
ladoqartveli ეს ამხელა რომ დავწერე დავწრე რა დავაოპირე როგორ მოგეწონა?
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 23 Mar 2011, 05:00  #24599798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
totti111

კარგია ასეთი იმფორმაციები სირბილთან დაკავშირებით, ხალხი ნელ-ნელა მიხვდება, რომ მარტო ინკალის ჭამა და ყანწების ჩახეთქვა არ აჯანსაღებს ორგანიზმს biggrin.gif

ისე ბოლო გამოკვლევებით ისიც გაირკვა, რომ სირბილი ტვინის განვითარებასაც უწყობს ხელს.
totti111
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 128474
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 23 Mar 2011, 19:42  #24608800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ladoqartveli ხო ეგ ვიცოდი. რახდება აღარ შემოდიხარ ხშირად?
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 24 Mar 2011, 23:55  #24631598      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
totti111

3 აპრილს ოფიციალურ გარბენაში მივიღებ მონაწილეონას და გაძლიერებულ ვარჯიშზე ვარ გადასული. ვარჯიში და მერე დანარჩენი საქმეები ერთად დროს არ მიტოვებს, მხოლოდ შემოხედვის დრო მაქვს.
totti111
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 593
წევრი No.: 128474
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 25 Mar 2011, 00:15  #24632030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აჰა აბა წარმატებები რამდენი კმ უნდა გაირბინო და რა დროში?
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 26 Mar 2011, 16:36  #24656118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
totti111

მადლობა, თუმცა არანაირი პრეტენზიები ამჯერად არ მაქვს რაიმე სერიოზულ წარმატებაზე, პირველად ვირბენ ბოლო 6 თვის განმავლობაში და უბრალოდ შევეცდები საკუთარი თავი შევამოწმო. წელს მთელი წელი მომავალი წლის მარათონისთვის მოვემზადება ასე, რომ მარათონამდე მხოლოდ ერთხელ ვირბენ სექტემბერში 10 კმ.- ს სადაც შევეცდები 40 წთ-ზე ქვევით ჩამოვიდე.

ეს გარბენი 11 კმ-ია და სამ საკმაოდ ძნელ და გრძელ აღმართს შეიჩავს, რომელიც პატარა მთაზე აგვიყვანს და მერე იქედან დაშვება, რომელიც არც ისე სასიამოვნოა იმიტომ, რომ დაშვების მერე ისევ სწორზე არის დაახლოებით 4 კმ სარბენი. მოკლედ აღმართები გრძელია და დაქანებული, დაშვება კი საკმაოდ მოკლეა და დაქანებაც შესაბამისად არაა სასიამოვნო და გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს, რომ არ მიიღო ტრამვა და ა.შ.

დროს რაც შეეხება შევეცდები 45-47წთ-ში დავამთავრო.
ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 10 Apr 2011, 22:56  #24906555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლონში, კერძოდ "Dextro Energy Triathlon ITU World Championship Series", რომელიც შეიცავს 1500 მეტრ ცურვას, 40 კილომეტრ ველოსიპედს და 10 კილომეტრ სირბილს. მთელი ჩემპიონატი ჩატარდება 7 ეტაპად, მსიფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დღევანდელი ეტაპი გაიმართა სიდნეიში (ავსტრალია), ცურვის შემდეგ ველოსიპედებზე გადაჯდომის თანავე დაიწყო ტრამვების ცვენა, ნაწვიმარი იყო და ძალიან ბევრი ლიდერი საკმაოდ ცუდად დაეცა, მათ შორის ახლანდელი მსოფლიო ჩემპიონი ესპანელი ხავიერ გომესიც, თუმცა გომესმა შეძლო მთავარ ჯგუფზე დაწევა და ბოლო ეტაპზე ანუ სირბილის დროს ყველას გაასწრო და დღის გამარჯვებულიც სწორედ ის არის, რაც ძალიან კარგი განაცხადია ტიტულის შენარჩუნებაზე. საერთო დრო 1:50:28. აღსანიშნავია 10 კმ სირბილის დრო რომელმაც გამარჯვების ბედი გადაწყვიტა 30:09 რაც ჩემის აზრით ძალიან კარგი დროა ცურვის და ველოსიპედის ინტენსიური დატვირთვის შემდეგ.

მსოფლიო ჩემპიონატს თვალს ვადევნებ და ყველა ეტაპის მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0241 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]