ველოსიპედით მოძრაობის წესებს არეგულირებს საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.
რამდენიმე ამონარიდი ამ კანონიდან:
ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს ინვალიდის ეტლს;
ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი, აღიჭურვოს წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფერის ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფერის ფარნით, ხოლო ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი ფერის შუქამრეკლით.
დაუსახლებელ პუნქტში პირებმა, რომლებიც მართავენ ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.
მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.
გზაჯვარედინზე მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.
1. ავტომაგისტრალზე აკრძალულია:
ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;
3. ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს.
კიდევ სხვა ნიუანსებია ვისაც აინტერესებს დეტალურად უნდა წაიკითხოთ ზემოხსენებული კანონი.
მაგრამ მეეჭვება ამ კანონით თბილისს გაცდე ველოსიპედით