forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჰეთთრიქი, საუკეთესო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 29 Jul 2019, 16:56  #55042983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
[IMG]http://www.picz.ge/img/s3/1503/8/7/72327a4a60f5.jpg[/IMG]

ეს არის საუკეთესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი.

განსხვავებით სონისა და PC თამაშებისგან, ეჯიბრები 800-ზე მეტ ქართველსა და დაახლოებით მილიონ მენეჯერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ხარ საკუთარი საფეხბურთო გუნდის მენეჯერიცა და მწვრთნელიც.

დაწყება ძალიან ადვილია თავის დანებება რთული!!!

როგორ დაიწყო თამაში?

1. შენს ბრაუზერში აკრიფე http://www.hattrick.org/ და გაიარე რეგისტრაცია (რომლისთვისაც აუცილებლად დაგჭირდება შენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცი ზუსტად, შედი ამ ბმულზე და დააზუსტე მისამართის მიხედვით http://www.yell.ge/Info_pages/pages/indeqsebi.html
2. დაელოდე რამდენიმე საათი (მაქსიმუმ 7-8) და გუნდის მიღების შესახებ ინფორმაცია მეილზე მოგივა.
3. შეასრულე დავალებები და აიღე მენეჯერის ლიცენზია. (მენეჯერის ლიცენზიის აღება აუცილებელია სრულფასოვანი თამაშისთვის, ასევე, დავალებების შესრულების დროს, ნელ-ნელა ითვისებ თამაშის მნიშვნელოვან დეტალებს და ივსებ ბიუჯეტს (ყოველი დავალების შესრულების შემდეგ საჩუქრდები გარკვეული რაოდენობის თანხით).
4. აუცილებელად წაიკითხე ჰეთთრიქის სახელმძღვანელო და გაეცანი წესებს (აუცილებელი არ არის სახელმძღვანელოს ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე წაკითხვა. იგი დაყოფილია პუნქტებად, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტული სიტუაციისათვის კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოს).
5. ეფექტური ვარჯიშისათვის აუცილებელია აიყვანო კარგი მწვრთნელი ცუდი ლიდერობის უნარით (დამწყებისთვის მწვრნთელის ლიდერობას მიზერული მნიშვნელობა აქვს, მთავარია მწვრთნელობის უნარი ჰქონდეს კარგი, რათა შეძლო ფეხბურთელების ვარჯიშით უნარების განვითარება, მწვრთნელის ლიდერობა საჭიროა გუნდურობის მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, რაც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის დროსაა საჭირო).
6. აირჩიე ერთ-ერთი სავარჯიშო პოზიცია და დააკომპლექტე იგი 17 წლის ფეხბურთელებით, რომელთა მთავარი უნარი მინიმუმ ნორმალური იქნება (დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავ).
7. აუცილებლად დანიშნე ამხანაგური შეხვედრები, რათა შეძლო მეტი ფეხბურთელის ვარჯიში.
8. სურვილისამებრ, შეგიძლია დააარსო ახალგაზრდული აკადემია, სადაც შეძლებ მომავალი ტალანტების აღზრდას.
9. ნებისმიერი კითხვა, რაც თავში გაგიელვებს ამ თამაშთან დაკავშირებით, დააფიქსირე ამ თემაში და გამოცდილი მოთამაშეები აგიხსნიან მის ავკარგიანობას.

ჰეთთრიქს აქვს ფეხბურთელების თავისუფალი სატრანსფერო ბაზარი, რაც წარიმართება აუქციონის პრინციპით;
შემოსავლების გასაზრდელად შეგიძლია გაადიდო შენი სტადიონის მოცულობა, თუმცა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციო შენი გუნდის გულშემატკივართა რაოდენობას, განწყობას და ა.შ;
შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა სპონსორები, რომელთა გულის მოსაგებადაც შეგიძლია დაიქირავო პიარ მენეჯერები პერსონალიდან;
და რაც ყველაზე მთავარია, შენი საფინანსო მდგომარეობის გამყარება შეგიძლია ფეხბურთელების ვარჯიშით, უნარის მომატებით და შემდეგ კარგ ფასად გაყიდვით;
ასევე შემოსავლის წყაროა ახალგაზრდული აკადემია და სკაუტების ქსელი.

ამ თამაშში მთავარი ეკონომიკაა, ასე რომ შეეცადეთ სანამ ცოტა არ გაერკვევით ფული არ ხარჯოთ. აუცილებლად გაეცანით ჰეთთრიქის ვიკიპედიას, შეგიძლიათ რუსულადაც და ქართულადაც
და წინა თემების პირველ გვერდებს აქ, აქ და აქ.

აუცილებლად დააყენეთ მოზილას ფაირფოქსი ან გუგლ ქრომი რადგან არის ბევრი საჭირო და საინტერესო ფლაგინი, რომლებსაც ინტერნეტ ექსპლორერსა და ოპერაში ვერ ჩადგამთ.

აბა წარმატებებს გისურვებთ და ველით თქვენს შეკითხვებს

1. სამატჩო განლაგება:

სანამ მენეჯერის ლიცენზიას აიღებთ, ერთადერთი შესაძლო განლაგება, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, არის 4-4-2.

ლიცენზიის აღების შემდეგ კი, თქვენი ვარჯიშის ტიპის შესაბამისად, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ შემდეგი სტანდარტული განლაგებებიდან ერთ-ერთზე:

5-5-0
5-4-1
5-3-2
5-2-3
4-5-1
4-4-2
4-3-3
3-5-2
3-4-3
2-5-3

დაცვის ვარჯიშის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ხუთმცველიანი ტაქტიკა, რადგან ავარჯიშოთ ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა.
თუ თქვენი არჩეული ვარჯიშის ტიპია ნახევარდაცვა, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ მოედანზე გაიყვანოთ 3 ცენტრალური (რომლებიც იღებენ ვარჯიშის 100%-ს) ნახევარმცველი და 2 ფლანგის ნახევარმცველი, რომლებიც ასევე იღებენ ნახევარდაცვის ვარჯიშის 50%-ს.
თავდასხმის ვარჯიშისას, აუცილებელია ითამაშოთ 3 თავდამსხმელით, რათა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი.

არასტანდარტული განლაგების გამოყენება (მაგ. 2-4-4) არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ვარჯიშის ჩაშლა, გუნდის განწყობის დაქვეითება.

2. ვარჯიში:

ჰეთთრიქში ვარჯიშის დღე ხუთშაბათია. 21:30 საათზე ხდება ვარჯიშის განახლება.

შეგიძლიათ ფეხბურთელები ავარჯიშოთ ძირითადი უნარების (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ფლანგი), ან მეორადი უნარების (გამძლეობა, პასი, სტანდარტები) გასავითრებლად. ამისათვის სასურველია სავარჯიშო პოზიციაზე 17 წლის ნორმალური(6) ან კარგი(7) ძირითადი უნარის მქონე ფეხბურთელების აყვანა, კარგი მწვრთნელის (მწვრთნელის უნარი კარგი, ლიდერობა ცუდი) შეძენა, და დამხმარე მწვრთნელის აყვანა.

იმისათვის რომ თქვენი ვარჯიშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, კვირის 2 მატჩში, რომლიდანაც ერთი დივიზიონში ტარდება ყოველ კვირას, ხოლო მეორე თასზე (თასიდან გამოვარდნის შემთხვევაში უნდა დანიშნოთ ამხანაგური შეხვედრები) ოთხშაბათობით, სავარჯიშო პოზიციებზე უნდა დააყენოთ განსხვავებული შემადგენლობა.

მაგალითად: თუ თქვენ ავარჯიშებთ დაცვას, კვირის მატჩში დაყენებული 5 კონკრეტული მცველი აღარ უნდა ათამაშოთ ოთხშაბათის მატჩში, რადგან ფეხბურთელი ვარჯიშს იღებს მაქსიმუმ 90 წუთის პროპორციულად. ამიტომ, მეორე მატჩში დააყენეთ სხვა 5 სავარჯიშო მცველი, რათა ჯამში გამოგივიდეთ 10 ფეხბურთელის ვარჯიში.

3. თამაში

არსებობს თამაშის შემდეგი ტაქტიკები

ნორმალური
კონტრშეტევები (თმობთ მოედნის ცენტრს და კარგი დაცვის ხარჯზე ახორციელებთ კონტრშეტევებს)
შეტევა ცენტრში (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ცენტრალური თავდასხმის საშუალებით, ნაკლებად უტევთ ფლანგებიდან)
შეტევა ფლანგებზე (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ფლანგებზე, ნაკლებად უტევთ თავდასხმის ცენტრიდან)
პრესინგი (ძირითადად გამოიყენება ყაიმის მისაღწევად, თქვენი ფეხბურთელთა მაღალი გამძლეობების ხარჯზე შეგიძლიათ ჩაშალოთ მეტოქის შეტევები)
შემოქმედებითი თამაში (ამ შემთხვევაში სასურველია გყავდეთ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი (მინიმუმ 7-8) სხვადასხვა სპეციალიზაციით)
შორეული დარტყმები

ამას გარდა გუნდი შეგიძლიათ ათამაშოთ:

ნახევარი ძალით (ამ შემთხვევაში სუსტდება თქვენი ნახევარდაცვა, მაგრამ იმატებს გუნდის განწყობა)
ნორმალურად
სეზონის მატჩი (მცირდება გუნდის განწყობა, ძლიერდება თქვენი ნახევარდაცვა)

გუნდის შემართება უნდა არეგულიროთ, რადგან როდესაც მაღალია შემართება, გუნდი მატჩებში აჩვენებს მაღალ ცენტრს (ნახევარდაცვას). ამიტომ, უნდა ეცადოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ითამაშოთ სეზონის მატჩი.


- - - - - - - - - - - - - - - - -

აუცილებლად წაიკითხეთ ჰეთთრიქის წესები, სახელმძღვანელო და ვიკიპედია.

და რაც მთავარია არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა.
არ გადადგათ არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფორმაციის დაზუსტებისა და შეკითხვის დასმის გარეშე.


- - - - - - - - - - - - - - - - -

საჭირო ბმულები:

1) ფოქსტრიკი დამხმარე ფლაგინი, რომელიც ალამაზებს ჰეთთრიკს და გაწვდით დამატებით სტატისტიკურ ინფორმაციას. ასევე აღარ გჭირდებათ ცალკე ფსიქოტისიაის დაყენება რომელიც გეხმარებათ ფეხბურთელის უნარების შეფასებისას, რადგანაც უკვე ეს ფლაგინი მიბმულია ფოქსტრიკთან. ფოქსტრიკი მოზილასთვის, ქრომისთვის და უკვე ოპერასთვის აქ
2) HO (1.430), ჯავა ფორმატში დაწერილი პროგრამა, რომელიც ახდენს გუნდის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მობილიზებას და იძლევა გუნდის უკეთ მართვის საშუალებას.

გამოყენების მოკლე ინსტრუქცია:
უბრალოდ დააინსტალირეთ გადმოწერილი ფაილი, აუცილებლად დააყენეთ ჯავა, რომლის გადმოსაწერი ბმულიც ზემოთ არის მითითებული (რათა შეძლოთ პროგრამა HO-ს გაშვება თქვენს კომპიუტერში).

შემდეგ თქვენს HO-ში უნდა მოახდინოთ განახლება, ჩამოტვირთოთ ინფორმაცია თქვენი გუნდის შესახებ, რომლის გასაკეთებლადაც დაგჭირდებათ თქვენი ჰეთთრიქის ანგარიშის იუზერნეიმი და პაროლი.
თქვენი გუნდის ინფორმაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, თქვენ ხედავთ თუ რომელი პოზიციაა თქვენი კონკრეტული ფეხბურთელისთვის საუკეთესო. თქვენ შეგიძლიათ დატესტოთ განლაგება ამინდის, გუნდის შემართების, საშინაო და გასვლითი მატჩების გათვალისწინებით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მომავალი მატჩის სავარაუდო შედეგი თქვენი მეტოქე გუნდის შედარებით და უამრავი საჭირო დეტალი.
HO არაოფიციალური პროდუქტია და მისი ვარაუდი ემყარება ჰეთთრიქში ჩატარებული მატჩების შედეგების სტატისტიკას, ამიტომაც ნუ მოითხოვთ მისგან მაქსიმალურ სიზუსტეს.

თუკი რამეს ვერ გაიგებთ, შეგიძლია იკითხოთ და გიპასუხებენ, რადგან ყველაფრის პირველ პოსტში ახსნა შეუძლებელია.



ის, რისი გაკეთებაც ჰეთთრიქის თამაშის პირველ დღეებში არ ღირს!
(შემდეგ რომ მტკივნეული არ იყოს)!!!



არ დაარეგისტრიროთ რამდენიმე გუნდი და არ დაიწყოთ ტრანსფერებით ფულის გადაქაჩვა ერთი გუნდიდან მეორეში. ჰეთთრიქს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და გუნდის წართმევის შემდეგ სინანული გვიანი იქნება სიბრაზე კი ფუჭი.

ვარჯიშის ტიპის მუდმივი ცვლა - არაეფექტური და უსარგებლოა.

სტადიონზე ადგილების დანგრევა - ახალბედებში გავრცელებული უგუნურება.

21-23 წელზე ასაკოვანი ფეხბურთელების შეძენა. განსაკუთრებით იმ პოზიციებზე, რომლებსაც ავარჯიშებთ.

100%-ზე დაბალი ვარჯიშის ინტენსივობა - დროის ფუჭი კარგვა.

5%-ზე მეტი გამძლეობის წილი - თქვენთვის მთავარი ვარჯიშია და არა გუნდის შედეგი მატჩებში.

შემადგენლობის ბრმად დაყენების მცდელობა(პირველი თამაშის გარდა) - არსებობს უამრავი დამხმარე პროგრამა, რომლებიც დაგეხმარებიან გუნდის უკეთ მართვაში.

თქვენი ფეხბურთელების სანაკრებო ბაზაში დასააფდეითებლად გამოიყენეთ ბმული http://hattrickportal.pro/Tracker

მაშ ასე! საფეხურები:
1. შედიხართ აქ:(http://hattrickportal.pro/Tracker)
2.აუცილებლად გადართეთ ქართულ ენაზე, რადგან ინგლისურ ვარიანტში ბევრი არაფერი წერია და მე კი ქართულ ვარიანტში ,,ჩემებურად" ჩავამატე რაღაცეები და ინსტრუქციის სახე მივეცი.
3. ყურადღებით წაიკითხეთ ავტორიზაციის ინსტრუქცია. საჭიროა ორჯერ ავტორიზაცია და იმიტომ. თანაც ავტორიზაციებს შორის შესაძლოა შეკითხვაც გამოვიდეს და იმასაც უნდა დაეთანხმოთ.

თუკი მაგ ინსტრუქციას ზედმიწევნით შეასრულებთ, აღარ დაგვჭირდება ყოველკვირეული აფდეითების შეხსენება და ესეთი რაღაცეები.

ვისაც უკვე შესრულებული გქონდათ ავტორიზაციები, გთხოვთ, რომ კიდევ გააკეთოთ ყოველი შემთხვევისათვის!

იმ ინსტრუქციას აქაც დავდებ იმიტომ, რომ პირველი ავტორიზაციის მერე რომ რაღაც დაგავიწყდეთ, იმ ინსტრუქციაზე ვეღარ დაბრუნდებით და აქ შემოხვალთ და ნახავთ საჭიროების შემთხვეევაში:

ინსტრუქცია
ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით წაიკითხოთ! სულ ორჯერ არის ავტორიზაცია საჭირო და იმიტომ. მაშ ასე: იმისათვის, რომ ფეხბურთელები დაამატოთ ბაზაში, თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია (ჯერ დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ღილაკს ,,შესვლა") CHPP-ის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: როდესაც დააწვებით ,,შესვლა", გადაერთვებით საიტზე https://chpp.hattrick.org, სადაც ჰეთთრიკის სახელითა და პაროლით გაივლით ავტორიზაციას და ამით თქვენი ფეხბურთელები დაემატებიან ბაზას. ამ დროს შეიძლება შეკითხვა გამოვიდეს ,,განვაახლო თუ არა ფეხბურთელები ავტომატურად?" და დააჭირეთ დათანხმებას და ფეხბურთელები მერე უკვე ავტომატურად განახლდება ხოლმე. ამით დასრულდა პირველი ავტორიზაცია. ამ პირველი ავტორიზაციის მერე მარჯვენა მხარეს, წითელი ზოლის ბოლოში, კიდევ გამოჩნდება ,,შესვლა/login" და კიდევ შედით მეორედ. ავტორიზაცია ისევ იმ დამხმარე საიტის საშუალებით მოხდება.


ფორუმელი ჰეთთრიქელები:


ვინაიდან წინა თემა საკმაოდ ძველია და უმეტესობა აღარ თამაშობს, მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ ძველი სია აღარ წამომეღო და ახალი სიის ფორმირება მოვახდინოთ ამ თემაში.
დაწერეთ თქვენი გუნის სახელი და და ავტომატურად დაემატება სიაში



წარმატებები ყველას !!!

თუ სიაში თქვენი თავი ვერ იპოვნეთ, PM-ის საშუალებით მომწერეთ თქვენი გუნდის სახელი და დივიზიონის სერია და შემდეგ თემაში აუცილებლად დაგამატებთ.

ესეც ჰეთთრიკის თემების არქივი სეზონებისა და თარიღების მიხედვით:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 2 Aug 2019, 15:12  #55060049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არავინ აღარ თამაშობთ?
______________________
forum-ge
;)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4494
წევრი No.: 63759
რეგისტრ.: 7-June 08

გამოგზავნილია: 16 Aug 2019, 20:53  #55119775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
serjhanti
QUOTE
ყველაზე მდიდრების სია დადეთ რა ვინმემ!

მდიდრების სტატისტიკა ქართულ გუნდებში:

ეს არის იმ გუნდების სია, რომელთაც ამჟამად ყველაზე მეტი ფული და აქცია აქვთ ბიუჯეტში. გაითვალისწინეთ, რომ შემოსავალი ფეხბურთელების გაყიდვიდან და სხვა ასეთი ბიუჯეტის ცვლილება ამ რეიტინგზე მოქმედებს მხოლოდ ყოველკვირეული ფინანსური განახლების შემდეგ.

ყველაზე მდიდარი


1. ochamchiris amirani III.6 279 622 655 Lari
2. FC.Lazio.Geo IV.48 278 998 983 Lari
3. F.C. toretto IV.2 269 611 949 Lari
4. Chemicals IV.62 268 011 298 Lari
5. MTSKHETA IV.27 266 926 514 Lari
6. FC XVLIKEBI IV.33 261 981 005 Lari
7. FC Ksniskhevi IV.18 261 759 168 Lari
8. Chope IV.42 250 285 209 Lari
9. imereti IV.58 245 373 938 Lari
10. FCL Husia III.2 245 225 160 Lari
11. f.c. juventinoo IV.47 231 255 862 Lari
12. Rebellious Team IV.13 230 121 171 Lari
13. FC.Qiziki IV.35 227 305 511 Lari
14. FC Kutaisi IV.55 222 821 728 Lari
15. Mimino IV.12 213 690 751 Lari


Erovnuli Liga:

1. Datire Erovnuli Liga 33 879 179 Lari
2. LETSA Erovnuli Liga 29 752 136 Lari
3. noodle Erovnuli Liga 21 143 084 Lari
4. italianità Erovnuli Liga 18 613 196 Lari
5. ARKA Erovnuli Liga 15 189 976 Lari
6. REAL KUTAISI Erovnuli Liga 8 430 346 Lari
7. Juventus_ F.C. Erovnuli Liga 7 855 119 Lari
8. FC Gudauri Erovnuli Liga 3 616 648 Lari


II დივიზიონი

1. A n g e l's II.2 86 335 982 Lari
2. F.C. Sazani II.4 79 233 436 Lari
3. Gareji FC II.1 73 431 446 Lari
4. name II.3 64 669 837 Lari
5. F.C. Pirveli Mercxali II.1 58 191 523 Lari
6. Enguri 88 II.4 38 033 630 Lari
7. Gulebi II.1 37 344 397 Lari
8. GORIS DILA #1 II.3 34 562 261 Lari
9. Abanoeti II.4 27 404 442 Lari
10. nikorcminda II.2 27 383 149 Lari
11. FC Bayern Tbilisi II.3 22 850 775 Lari
12. F.C. Feola II.2 22 055 092 Lari
13. F.C. Bogano II.2 20 706 493 Lari
14. brolia II.2 19 538 272 Lari
15. BJOLEBI II.4 18 046 727 Lari

III დივიზიონი

1. ochamchiris amirani III.6 279 622 655 Lari
2. FCL Husia III.2 245 225 160 Lari
3. F.C. Apheni III.2 173 552 953 Lari
4. Shavnabada01 III.4 164 880 653 Lari
5. Milanello Club Football III.12 137 480 247 Lari
6. F.C. Viper III.12 133 485 550 Lari
7. antibiotiki III.15 120 781 934 Lari
8. TUSHUREBI III.11 119 400 309 Lari
9. GIO GEORGIA III.5 110 608 566 Lari
10. GeoReal III.15 109 610 237 Lari
11. Mtatsminda III.12 105 979 588 Lari
12. koknara III.14 86 670 931 Lari
13. FC_Dinamo Tbilisi III.14 83 987 335 Lari
14. Zenit II III.6 83 717 179 Lari
15. hey hey ALEX III.13 82 791 268 Lari


IV დივიზიონი

1. FC.Lazio.Geo IV.48 278 998 983 Lari
2. F.C. toretto IV.2 269 611 949 Lari
3. Chemicals IV.62 268 011 298 Lari
4. MTSKHETA IV.27 266 926 514 Lari
5. FC XVLIKEBI IV.33 261 981 005 Lari
6. FC Ksniskhevi IV.18 261 759 168 Lari
7. Chope IV.42 250 285 209 Lari
8. imereti IV.58 245 373 938 Lari
9. f.c. juventinoo IV.47 231 255 862 Lari
10. Rebellious Team IV.13 230 121 171 Lari
11. FC.Qiziki IV.35 227 305 511 Lari
12. FC Kutaisi IV.55 222 821 728 Lari
13. Mimino IV.12 213 690 751 Lari
14. TroLEbi F.c IV.3 212 147 907 Lari
15. Spritzer IV.46 202 473 801 Lari


V დივიზიონი

1. 13. V.32 148 591 342 Lari
2. Goali C.F. V.86 143 374 811 Lari
3. Yohji Yamamoto V.114 120 116 922 Lari
4. Borussia Tbilisi V.48 95 629 617 Lari
5. Bekauri V.249 89 802 156 Lari
6. BASSAFAR EST-93 V.215 72 586 525 Lari
7. A.C. Milan 90 V.152 65 425 952 Lari
8. IMEDI KUTAISI 2017 V.109 63 948 332 Lari
9. Georgian Legends V.243 63 380 949 Lari
10. FC Mazeri V.187 56 979 705 Lari
11. SADGURI V.162 54 353 332 Lari
12. FC Gorda V.150 52 077 107 Lari
13. GoodFella'S Club V.149 50 146 435 Lari
14. betxovichebi V.88 44 067 196 Lari
15. A.C. SULORI V.163 36 168 263 Lari

This post has been edited by forum-ge on 16 Aug 2019, 20:57


--------------------


-------------------
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> დინამო თბილისი
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 16 Aug 2019, 21:01  #55119805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (forum-ge @ 16 Aug 2019, 20:53 )
serjhanti
QUOTE
ყველაზე მდიდრების სია დადეთ რა ვინმემ!

მდიდრების სტატისტიკა ქართულ გუნდებში:

ეს არის იმ გუნდების სია, რომელთაც ამჟამად ყველაზე მეტი ფული და აქცია აქვთ ბიუჯეტში. გაითვალისწინეთ, რომ შემოსავალი ფეხბურთელების გაყიდვიდან და სხვა ასეთი ბიუჯეტის ცვლილება ამ რეიტინგზე მოქმედებს მხოლოდ ყოველკვირეული ფინანსური განახლების შემდეგ.

ყველაზე მდიდარი


1. ochamchiris amirani III.6 279 622 655 Lari
2. FC.Lazio.Geo IV.48 278 998 983 Lari
3. F.C. toretto IV.2 269 611 949 Lari
4. Chemicals IV.62 268 011 298 Lari
5. MTSKHETA IV.27 266 926 514 Lari
6. FC XVLIKEBI IV.33 261 981 005 Lari
7. FC Ksniskhevi IV.18 261 759 168 Lari
8. Chope IV.42 250 285 209 Lari
9. imereti IV.58 245 373 938 Lari
10. FCL Husia III.2 245 225 160 Lari
11. f.c. juventinoo IV.47 231 255 862 Lari
12. Rebellious Team IV.13 230 121 171 Lari
13. FC.Qiziki IV.35 227 305 511 Lari
14. FC Kutaisi IV.55 222 821 728 Lari
15. Mimino IV.12 213 690 751 Lari


Erovnuli Liga:

1. Datire Erovnuli Liga 33 879 179 Lari
2. LETSA Erovnuli Liga 29 752 136 Lari
3. noodle Erovnuli Liga 21 143 084 Lari
4. italianità Erovnuli Liga 18 613 196 Lari
5. ARKA Erovnuli Liga 15 189 976 Lari
6. REAL KUTAISI Erovnuli Liga 8 430 346 Lari
7. Juventus_ F.C. Erovnuli Liga 7 855 119 Lari
8. FC Gudauri Erovnuli Liga 3 616 648 Lari


II დივიზიონი

1. A n g e l's II.2 86 335 982 Lari
2. F.C. Sazani II.4 79 233 436 Lari
3. Gareji FC II.1 73 431 446 Lari
4. name II.3 64 669 837 Lari
5. F.C. Pirveli Mercxali II.1 58 191 523 Lari
6. Enguri 88 II.4 38 033 630 Lari
7. Gulebi II.1 37 344 397 Lari
8. GORIS DILA #1 II.3 34 562 261 Lari
9. Abanoeti II.4 27 404 442 Lari
10. nikorcminda II.2 27 383 149 Lari
11. FC Bayern Tbilisi II.3 22 850 775 Lari
12. F.C. Feola II.2 22 055 092 Lari
13. F.C. Bogano II.2 20 706 493 Lari
14. brolia II.2 19 538 272 Lari
15. BJOLEBI II.4 18 046 727 Lari

III დივიზიონი

1. ochamchiris amirani III.6 279 622 655 Lari
2. FCL Husia III.2 245 225 160 Lari
3. F.C. Apheni III.2 173 552 953 Lari
4. Shavnabada01 III.4 164 880 653 Lari
5. Milanello Club Football III.12 137 480 247 Lari
6. F.C. Viper III.12 133 485 550 Lari
7. antibiotiki III.15 120 781 934 Lari
8. TUSHUREBI III.11 119 400 309 Lari
9. GIO GEORGIA III.5 110 608 566 Lari
10. GeoReal III.15 109 610 237 Lari
11. Mtatsminda III.12 105 979 588 Lari
12. koknara III.14 86 670 931 Lari
13. FC_Dinamo Tbilisi III.14 83 987 335 Lari
14. Zenit II III.6 83 717 179 Lari
15. hey hey ALEX III.13 82 791 268 Lari


IV დივიზიონი

1. FC.Lazio.Geo IV.48 278 998 983 Lari
2. F.C. toretto IV.2 269 611 949 Lari
3. Chemicals IV.62 268 011 298 Lari
4. MTSKHETA IV.27 266 926 514 Lari
5. FC XVLIKEBI IV.33 261 981 005 Lari
6. FC Ksniskhevi IV.18 261 759 168 Lari
7. Chope IV.42 250 285 209 Lari
8. imereti IV.58 245 373 938 Lari
9. f.c. juventinoo IV.47 231 255 862 Lari
10. Rebellious Team IV.13 230 121 171 Lari
11. FC.Qiziki IV.35 227 305 511 Lari
12. FC Kutaisi IV.55 222 821 728 Lari
13. Mimino IV.12 213 690 751 Lari
14. TroLEbi F.c IV.3 212 147 907 Lari
15. Spritzer IV.46 202 473 801 Lari


V დივიზიონი

1. 13. V.32 148 591 342 Lari
2. Goali C.F. V.86 143 374 811 Lari
3. Yohji Yamamoto V.114 120 116 922 Lari
4. Borussia Tbilisi V.48 95 629 617 Lari
5. Bekauri V.249 89 802 156 Lari
6. BASSAFAR EST-93 V.215 72 586 525 Lari
7. A.C. Milan 90 V.152 65 425 952 Lari
8. IMEDI KUTAISI 2017 V.109 63 948 332 Lari
9. Georgian Legends V.243 63 380 949 Lari
10. FC Mazeri V.187 56 979 705 Lari
11. SADGURI V.162 54 353 332 Lari
12. FC Gorda V.150 52 077 107 Lari
13. GoodFella'S Club V.149 50 146 435 Lari
14. betxovichebi V.88 44 067 196 Lari
15. A.C. SULORI V.163 36 168 263 Lari

ასე მგონია ამდენ თანხებს ვერასდროს მოვაგროვებთ lol.gif lol.gif
forum-ge
;)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4494
წევრი No.: 63759
რეგისტრ.: 7-June 08

გამოგზავნილია: 16 Aug 2019, 21:05  #55119817      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SPIRIT CRUSHER
QUOTE
ასე მგონია ამდენ თანხებს ვერასდროს მოვაგროვებთ

რატომ?
მეც ვარ მაგ სიაში, ასე რომ მთავარია მოინდომო და გამოვა smile.gif
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2019, 00:28  #55120607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
forum-ge
ეგრევე ტალანტებში დავხარჯავ და ინფრასტრუქტურაში ხოლმე))))
Masha_Sharapova
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 156
წევრი No.: 252169
რეგისტრ.: 13-August 19

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 12:18  #55125725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეჰ, სანამ 200 მილიონს დავაგროვებ, დავანებებ ალბათ თავს smile.gif)
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 12:55  #55125852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Masha_Sharapova
QUOTE
ეჰ, სანამ 200 მილიონს დავაგროვებ, დავანებებ ალბათ თავს )

იდეაში ძალიან რთულიც არ არის მაგ ყოველივეს მიღწევა

სწორად განავითარე ასაკობრივი გუნდი, საიდანაც პერიოდულად მიიღებ შემოსავლებს
პლიუს ამას ახალგაზრდა სავარჯიშო ფეხბურთელები აიყვანე, მოამზადე და გაყიდე
ტრანსფერიდანაც აიღებ ფულს და მომდევნო ტრანსფერიდანაც

Masha_Sharapova
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 156
წევრი No.: 252169
რეგისტრ.: 13-August 19

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 14:52  #55126194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPIRIT CRUSHER
მასეც ვაკეთებ smile.gif
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 16:15  #55126478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Masha_Sharapova
Masha_Sharapova
QUOTE
მასეც ვაკეთებ

წარმატებები
ასოციაციაში ხარ?
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 16:38  #55126543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Masha_Sharapova
https://www.facebook.com/groups/HATTRICKGEORGIA/

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
maxresdefault.jpg
Masha_Sharapova
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 156
წევრი No.: 252169
რეგისტრ.: 13-August 19

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 16:27  #55130196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPIRIT CRUSHER
QUOTE
ასოციაციაში ხარ?

რომელში?

QUOTE
https://www.facebook.com/groups/HATTRICKGEORGIA/

აჰ, ვნახე
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 17:23  #55130430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Masha_Sharapova
QUOTE
აჰ, ვნახე

up.gif
კომუნისტ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2256
წევრი No.: 125748
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 25 Aug 2019, 18:29  #55154861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www74.hattrick.org/Club/Matches/Mat...System=Hattrick

არაა რა, აზრი არ აქვს ამ ძრავის პირობებში.. ყველა კომპონენტით ვაჯობე, მაგრამ ჰა..
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 72641
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 25 Aug 2019, 23:44  #55156068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კომუნისტ
ტაქტიკამ და შეცვლებმა იმუშავა კარგად როგორც ჩანს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0408 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]