TikitaLomosდავტოვებ ამ თემას და არ დავხურავ, გეტყვით რატომაც.
გვიწევს სახლიდან გასვლა და ზოგჯერ რამოდენიმე დღითაც.
მე ასე ვაკეთებ ხოლმე.
მაგალითად სხვა ქალაქში ვარ წასული, საქმეს ვერ ვწყდები, მერე გამახსენდება რომ მშია.
თუნდაც ერთი დღით გასვლა მიწევდეს.
ვყიდულობ სხვადასხვანაირ თხლად დაჭრილ ხორცს, ზოგს შებოლილს/არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო შებოლილი პროდუქტი და არც ძეხვეული/, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მიიღოს ორგანიზმმა?
ასევე ყველანაირ ყველს, ბოსტნეულს და ხილს.
ვაკეთებ სენდვიჩს, იქ ფრინველის, საქონლის, ღორის ფილეებთან ერთად სალათის ფოთლები, პომიდორი, მჟავე პიკულები, ჰალოპინიოს წიწაკა, მაიონეზი ან არაჟანი, ან კიდევ მდოგვი და მოხეული მუთაქის ხელა სენდვიჩიც მზად არის.LOOOL
ვერ გახვალ რესტორანში, მოტანით კი მოატანინებ, მაგრამ შენი გაკეთებული უფრო გემრიელია.
ძირითადად გასვლითი სამუშაოები მაქვს სხვა ქალაქებში.
მიმყავს ბრიგადა და რომ მივადგები საქმეს, დანდობა არ ვიცი, პირველ რიგში საკუთარი თავის და მერე იგივეს მოვითხოვ სხვებისგანაც.
ფიზიკური მუშაობა უწევთ, ზუსტ სამუშაოს სხვას ვერ ვანდობ, თავად უნდა გავაკეთო.
ადამიანები ვართ, კვება გვჭირდება, ბევრ ენერგიას ვხარჯავთ.
ისეთ რეგიონებში ვაშენებ სახლებს, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია, ამიტომ მუშებს ვაფრთხილებ რომ წამოიღონ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები და თვითონ მოამზადონ.
აბა მოწრიპულ პიცაში 25$-ის გადახდა როგორია?
This post has been edited by elchi on 7 Oct 2021, 12:50