მან გახსნა აი ეს თემა:
თავისუფალი ნება თუ მისი ილუზია?დათიკომ დაუხურა უზრდელობის მოტივით. შესაძლოა სწორად მოიქცა, მაგრამ საინტერესოა, რამ გამოიწვია vano_t ს ასეთი გაღიზიანება, რომ უზრდელობაში და ზღვარსგადასულ აგრესიაში გადაუვიდა?
თემაა ისეთი, რომ მორწმუნეების დიდი უმეტესობა ვერ გაიგებს მათი გაუნათლებლობის გამო, მაგრამ vano_t მ გაიგო. და რამ გააღიზიანა?
მისი უდიდებულესობა ექსპერიმენტი! რომელსაც ვერ შეეკამათები. ფაქტი ჯიუტია. ფაქტი, რომელიც აბათილებს მითს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება.
მაგრამ vano_t, რამ გაგაღიზიანა? განა ბიბლიაში კი ჩანს რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება? არსად არაა ეს ნათქვამი. საპირისპირო კი უამრავი:
სადაა ფარაონის თავისუფალი ნება, როცა ღმერთი მას განზრახ უსასტიკებს გულს, რათა მასზე აჩვენოს თავისი ძალა ებრაელებს?
11 ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;
12 საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: "უფროსი დაემონება უმცროსს”.
13 როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.
14 თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
15 რადგან ეუბნება მოსეს: "მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
16 ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
17 ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: "სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.
18 ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
19 შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ?
20 ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?
21 ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22 მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23 რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
ფილიპელთა მიმართ 2
13 რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
სადაა აქ ადამიანის თავისუფალი ნება? მორწმუნენი კრავული მორჩილებით ეგუებიან ამას, მაგრამ განათლებული, მოაზროვნე ადამიანი, vano_t ვერ ეგუება ამას.
vano_t, თავისუფალი ნება არაა ბიბლიური იდეა. ეს უფრო ეზოთერიკული, ნიუ ეიჩის იდეაა. რა ვქნათ, ვერ ეგუება ადამიანის ეგო, რომ სათამაშოები ვართ ვიღაცის ხელში
მაგრამ "ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს."
შეეშვი მეცნიერებს და ბიბლია წაიკითხე ჯობია
ვიცი, რომ წმინდა მამების ყურის მაამებელმა ნაწერებმა მოგხიბლა და ამიტომ გახდი მართლმადიდებელი, მაგრამ ისინი ტენდენციურები არიან. ვირტუალური სამყარო აქვთ შექმნილი, რომელიც ოსტატურად ამახინჯებს წმინდა წერილს.
ადამიანს აქვს თავისუფალი ნება ჩაატაროს ექსპერიმენტი და ქონდეს საკუთარი აზრი, თუნდაც მცდარი, მაგრამ შენ მას ამის უფლებას ართმევ!, რადგან რელიგიური ხარ. ასე რომ, ნურავის აბრალებ თავისუფალი ნების დაკარგვას. ის შენ შენი ნებით დაკარგე მაშინ, როცა რელიგიური გახდი
This post has been edited by ZAZAi on 26 Jul 2021, 23:37