გამარჯობა,
10 წელზე მეტია მაქვს Gmail და ამავე ანგარიშით ვიყენებ YouTube-ს. გასული წლის შემოდგომას დამიბლოკეს YouTube და მეორე, სათადარიგო მეილით შევდიოდი. ეხლა ამ მეილითაც დაბლოკილი დამხვდა, წესებს არღვევო.
მიწერა არ შველის, პასუხიც არავის დაუბრუნებია.
არაფერს ვარღვევ, ვიდეოებს ვუყურებ, რამე ისეთიც არ ჩამირთავს რაც შეიძლება ძალადობის, ტერორიზმის ან მსგავს კადრებს შეიცავდეს
არხებიც Linus Tech Tips და მსგავსი თემატიკის მქონდა გამოწერილი.
ყურების ისტორიაც მსგავსია, პლიუს მუსიკა და შოუები.
რამე გსმენიათ მსგავს შემთხვევაზე? შეიძლება ვუშველო?
ერთი ისაა, რომ ხშირად ვყიდი და ვყიდულობ კომპიუტერებს/ტელეფონებს და აიპისაც ვიცვლი ხოლმე (ქვეყნებსაც მათ შორის), სულ ერთ ადგილას არ ვარ.