test1231
Junior Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19
წევრი No.: 263575
რეგისტრ.: 7-September 21
|
#59361405 · 28 Jun 2022, 08:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე, ქართველები, რამდენადაც დაუნახავი ერი ვართ, ისევე არ გვიყვარს სიმართლე. ცუდი ადამიანი ხომ არ გვიყვარს, კარგი კიდევ მეტად არ გვიყვარს და კიდევ უფრო მეტად, ასე თუ ისე, შემდგარი, წარმატებული, განათლებული ადამიანი... დღეს, ლამის 2023 წელს, საშუალოდ, 10-დან 5-ი ქართველი მამაკაცი რომ ავიღოთ, პირდაპირ ან ირიბად იზიარებს ქურდულ მენტალიტეტს. (აქ, არ ვგულისხმობ, რომ უშუალოდ „ქურდული ცხოვრებით“ ცხოვრობს. არამედ, რაღაც იდეა, რაც მიღებულია მოცებული სუბკულტურით, მისაღებია და გაზიარებულია მისი მხრიდან). ეს არის დღევანდელი სურათი, დღევანდელი წლით, დღით, დღევანდელი გარემოთი და დღევანდელი, ვითომ საზოგადოებით. რომელზეც, შეიძლება, რომ ვიღაც რომ შემომედავოს, რომ ასე და ამდენად აჭარბებო. მაგრამ, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ არის ასე, იმდენად უტყუარი, ფაქტობრივი მოცემულობაა.
და რა ვიცით ამ ადამიანზე, ზუსტად?! - რომ ბნელ, ბედკრულ 80-იანებში, სადაც ძაღლი პატრონს არ ცნობდა და მოპარვა, მკვლელობა, გარჩევა, დაჩაგვრა, ახევა – თითქმის ყველა ადამიანური უბედურება, რაც კი შეიძლება რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, ყოველდღიური ქრონიკა იყო და ისიც მასის მსგავსად ცხოვრებდა. დანარჩენი მხოლოდ ვარაუდებია, რომ აი, მაგალითად, თორაძეებთან იყო გარეული. ისიც კი, მხედრიონელი იყო, თუ არ იყო, არ არის ზუსტად დადგენილი. ზოგი იძახის, იყოო; ზოგი იძახის - არაო. მაგრამ, ჩემი პირადი აზრით, არ იყო. რადგან, ისინი ვინც იყვნენ, რაღაცნაირად, როგორ ვთქვა, სარწმუნოდ არის გამოყოფილი, რომ იყვნენ. იქნებ, საერთოდ, არ აქვს ამ ადამიანს რაიმეში ბრალი, რატომ არ უშვებთ ამას?! ანდა, აქვს, ამა თუ იმ ფორმის, მაგრამ მის კაპიტალთან, ამას არანაირი კავშირი არ აქვს.
შეიძლება, ვიღაცას ჩემი პოსტიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მე ამ ადამიანს ვიცნობ და რაიმე მაკავშირებს. მაგრამ, არც ვიცნობ და არც არანაირი, პირდაპირი თუ ირიბი მოტივაცია არ მაქვს მისი მხრიდან, რომ მასზე რამე ვთქვა, ცუდი თუ კარგი. უბრალოდ, ორგანულად, ვერ ვიტან ცილისწამებას და უსამართლობას. ადამიანი, რასაც უკეთებს, თავის თავს უკეთებს, პირველ რიგში და არაფერი არ იკარგება უკვალოდ, რის შედეგსაც, ადრე თუ გვიან, არ ნახავ ადამიანი. შესაძლოა, იმაზე უარესებიც აქვს ნაკეთები, რაც აქ გაიჟღერა, მაგრამ ეგრე რომც იყოს, ეგ ყველაზე ბოლოს, მე და თქვენ გეხებათ. ამისთვის არსებობს ის, რაც ახლახანს აღვნიშნე და კანონი, რომელიც დღეს თუ არ სრულდება, ხვალ აღსრულდება. თუ პირდაპირ, კონსტიტუციის ძალით არა, ცხოვრებისეულად - კანონ-ზომიერებით. მაგრამ, ამაზე მეტად მე გახურებულ ბავშვს ვხედავ, რომელიც ფიქსირებულ 700 ლარიან ხელფასზეა და იდეა, რომ სხვას არა ერთი, არა ორი, არამედ ასობით მილიონი აქვს, თანაც დოლარებში, არ მოსწონს. ღმერთა შეარგოს ყველას თავისი შრომით, ოფლით, პატიოსანი გზით, ნაშოვნი ფული და ზევიდან, კიდევ მეტი და მეტი მისცემოდეს.
|