forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (12) « პირველი ... 10 11 [12]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პნევმატური იარაღი, II
bedo-bedo89
W219


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3959
წევრი No.: 126456
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 14:32  #55447370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MARTIN-EDEN
QUOTE
მადლობა პსუხითვის, ანუ გამო, კროსმანი, ბენჯამინი და ჰაცანი არა.

კი როგორ არა მაგრამ 1000 ლარზე ზევით არა. მე 700 ლარზე მეტს არანაირად არ მივცემდი.

QUOTE
1500-ის ფარგლებში გადამხდელი ვარ და
აი ეს პატივცემულები სად შეიძება ვნახო საქართველოში?

მართგან რომელიმე მოდელებს ხომ არ მირჩევდი?

მაგნიუმს ჰქონდა ხოლმე ვაირაუხი და აირ არმსი.

თუ სადმე ნახავ მაგეებს მხოლოდ მაიმარკეტზე.

კონკრეტულად მქონია შეხება weihrauch 97_თან. ძალიან ხარისხიანი რამეა, არ არის ძლიერი ძაან, 20 ჯოულამდეა მაგრამ ზუსტია. წონაც 4 კილოზე მეტია.

ასევე მაგარია air arms tx 200. ზუსტი და ხარისხიანი.

diana_ს მოდელებიც მაგარია.

ოღონდ თუ იყიდი 1000 ლარად ან ძვირად, გაყიდვა გაგიჭირდება. იშვიათი იხდის 1000 და მეტს ზამბარიან პნევმატიკაში.

თუ სათრევადაც გინდა რავიცი, 4 კილო საკმაოდ წონაა, პლიუს ოპტიკაც, თუ ათრევ კიბატონო.

თუ სათრევად გინდა 700 ლარზე მეტი არ გადაიხადო არც გამოში არც კროსმან/ბენჯამინში. ახალშიც კი.

ჰაცანს ამოვიღებდი ვაფშე.

და კიდე ერთი.

ეცადე თოფს სიაფანდი სიჩქარე რო აწერია ხოლმე, 1200 ზე მეტი არ ჰქონდეს თუ შენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე.
levani_200
ემიგრანტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 176
წევრი No.: 174225
რეგისტრ.: 1-October 13

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 15:17  #55447553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ . მოკლეთ ძველ მოდელზე IZH 38 ლულა რომ ებჯინება მანდ აქვს რეზინი და სად შეიძლება ვიშოვნო ეგ ნაწილი , ვაკუუმს რაც იკავებს რომ წნევა არ დაიკარგოს smile.gif ან ვინ აკეთებს ან რავიცი დამაკვალიანეთ მცოდნე ხალხმა
seyzo
PC Hardware


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 112
წევრი No.: 206514
რეგისტრ.: 17-August 15

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 06:21  #55457420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
შორს სიზუსტით სროლაში რომელი ტყვიებია კარგი? აქ რო იყიდებოდეს ისეთი და ასევე გახვრეტაში რომელია ყველაზე კარგი.
ზოგი ტყვია როგორც ვიცი მოხვედრისას სხვებთან შედარებით დიდ ნასვრეტს ტოვებს რაც მემგონი მეტად ამცირებს ფრინველის/ცხოველის დაჭრის და გაქცევის შანს და ამ კონკრეტულსაც რომელი ტყვია შვრება?


--------------------
✔ CPU➟ R5 1600
✔ GPU➟ EVGA GTX 1070 RGB
✔ MB➟ ASUS ROG STRIX B450-F GAMING
✔ RAM➟ Team Group 4X4GB 3000 MHz RGB
✔ PSU➟ Thermaltake Smart SE 530W
✔Cooler➟ Master Liquid ML240L RGB
✔Case➟ matrexx 55 + 4xRGB Fan
✔SSD➟ Crusial MX500 250GB
✔HDD 2TB
✔Monitor➟ Dell IPS LED SE2416H Full HD
bedo-bedo89
W219


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3959
წევრი No.: 126456
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 08:34  #55457466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
seyzo
QUOTE
შორს სიზუსტით სროლაში რომელი ტყვიებია კარგი? აქ რო იყიდებოდეს ისეთი და ასევე გახვრეტაში რომელია ყველაზე კარგი.

პნევმატიკაში დაივიწყე გახვრეტა თუ ფიქრობ რო რაიმე მოინადირო ხოლმე. არ აქვს იმხელა ძალა რო დარტყმის შოკით მოკვდეს ფრინველი მაგრამ გახვრუტოს.

შორს და ზუსტი სროლა თუ გინდა ჯსბ ცადე. 0.547 ან 0.67. ისე კი თოფზე და ლულაზეა დამოკიდებული შორს სროლა. გადასატეხ ლულიანი, ზამბარიანი ან ნიტრო პნევმატიკა თუ გაქვს დაივიწყე შორს სროლები. იყიდე ჯსბ და ისროლე. 50 მეტრია მაგ თოფების სასროლი მანძილი, მაგის იქით გამართლებაა.


QUOTE
ზოგი ტყვია როგორც ვიცი მოხვედრისას სხვებთან შედარებით დიდ ნასვრეტს ტოვებს რაც მემგონი მეტად ამცირებს ფრინველის/ცხოველის დაჭრის და გაქცევის შანს და ამ კონკრეტულსაც რომელი ტყვია შვრება?

დიდ ნახვრეტზე არ არის ფრინველის ადგილზე დატოვება. თუ დაიჯერებ 4.5 კალიბრის პნევმოზე 3 ჯერ ძლიერი პნევმატიკით ბევრჯერ გაგვფრენია ფრინველი, უფრო დიდ დირკასაც ადებდა. მთავარია სად მოხვდება, გული ფილტვი, ფრთა, ხერხემალში უნდა მოხვდეს რო გააჩეროს. 155 მეტრზე ყორანი დარჩენილა ადგილზე ისე რო აიღებდი და 30 მეტრზე გვრიტი, მტრედზე პატარა რო არის, ის გაფრენილა მოხვედრისას, თუ გინდ ნუ დაიჯერებ. პრაქტიკაში ესეა. მე გადამხდენია პირადად. ყორანი არის ყვავზე ბევრად დიდი და მსხვილი. დაგუგლე და ნახავ ზომებს.

ტყვიას რაც შეეხება, მთავარი ფიშკაა რო კი არ გახვრიტოს და დიდი ნახვრეტი დაადოს არამედ რა ძალაც აქვს მაქსიმალურად შეატოვოს ან მოხვედრისას ნაწილებად დაიშალოს ტყვია რომელიც ცალცალკე დააზიანებენ ორგანოებს.

დღეს მაღაზიებში რაც იყიდება ეფექტურია

h&n (ეიჩენდენ) baracuda hunter. 200 ცალი მემგონი 14 ლარი უნდა ღირდეს, 400 ცალი 25 ლარი. თავი აქვს ჩაღრმავებული.

predator polimag 200 ცალი 25 ლარი. თავზე პლასტმასის წითელი წვეტი აქვს რომელიც მოხვედრისას სძვრება და ეფექტურია.

ფასები არ არის ზუსტი, მიახლოვებით მიწერია. ორივე ტყვია იყიდება მაგნიუმში.


ისე კი ორივეს სიზუსტით ჯსბ სჯობს.

This post has been edited by bedo-bedo89 on 8 Nov 2019, 08:41
seyzo
PC Hardware


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 112
წევრი No.: 206514
რეგისტრ.: 17-August 15

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 12:00  #55457748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
bedo-bedo89
კი როგორ არ მჯერა და მადლობა ასე კარგად ახსნისთვის <3
ხო ვეც რაც ვნახე sjb ზე ამბობენ ყველაზე ზუსტიაო და h&n ის ჰანტ რაღაც მოდელზე წინ მრგვალი თავი როაქ და ამოჭრილი თან და მეორე ჯვარედინად როაქვს ამოჭრილი მაგას აქებენ სიძლიერით მარა ბოლომდე ვერ გავერკიე მაინც.
ანუ მთავარია ზუსტი იყოს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიძლიერე მთავარი მხოლოდ ესაა. და მანძილებიც ხომ ტყვიაზეა დამოკიდებული 30 ზე წავა თუ 50 ზე მიზანში?
და კიდევ ეიჩენდემი ჯობია თუ jsb? ანუ პრაქტიკაში რომელი უფრო გამართლებულია, თან sjb ზე ვნახე 30 დალ 65 ლარამდე პაკეტები 1250 ტყვიიანები წვეტიანი თავებით მგონი და ეგენი ვარგა თუ მარტო მრგვალი და წინიდან ამოჭრილები?
* * *
ხო მართლა სულ დამავიწყდა თოფი არ დამიწერია რამაქვს, hatsan 55s
Starman11
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 252548
რეგისტრ.: 6-September 19

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 16:17  #55458609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვყიდი HK45 180 ლარად ვაყოლებ 3 ცო2 ბალონს და 1000 მდე ტყვიას. თითქმის უხმარია სულ 3 ბალონი დავცალე

4.5მმ ტყვიებს ისვრის და 122 მ/წმ უწერია - ანუ გაფორმება არ ჭირდება
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (12) « პირველი ... 10 11 [12]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0205 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]