მატიანე ლევან სანიკიძის ესედან ნაწყვეტს ავრცელებს და საზოგადოებას საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს შეახსენებს:
''ყველაზე მწარე ცრემლი იქცეოდა ქართულ მიწაზე - ცრემლი მშობლის მკერდიდან და მშობლიური კერიიდან ამწყვეტილი ქართველი ბავშვისა. ოჯახზე თავგადამკვდარ ქართველ ქალს თურქის შვილები უნდა გაეჩინა და საქართველოს სამტროდ და საოხრად აღეზარდა ისინი. მოტაცებული და გაყიდული ქართველი ყმა - ჯიშად მოყოლილი სიმამაცით და გულუძვრელობით ისლამის უმამაცეს მეომმრად უნდა ქცეულიყო. თურქეთში - იანიჩრად, ეგვიპტეში - მამლუქად, ირანში - ღულამად.საკვირველი და გონება-შემარყეველი ის იყო, რომ ქართველებს იტაცებდნენ და ყიდდნენ თვითონ ქართველები - ბატონი ყმას, მეზობელი მეზობელს, ნათესავი ნათესავს, გინა ძუძუმტეს, გინა პურიმტეს. ამნაირად იყიდებოდა საქართველო. აქამდე მოიყვანა ისტორიის ბედის მწაფელმა სამშობლო დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველისა...''
This post has been edited by ეკა_ჯოანა on 20 Apr 2018, 22:00