დაახლოებით ეს არის რაც უნდა მივიღო, სასურველია უფრო ლამაზი თუ გამოვა.
ეს კი აღწერილობა რომელიც წინა პროგრამისტს გავუგზავნე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სულ ზევით იქნება პატარა პიქტოგრამები, სწრაფი გადასვლისთვის, WEB ########.## -ს ორივე მხარეს 9-9 ცალი.
მარცხნივ: 1.google 2. facebook 3. იუტუბი 4. Gmail.com 5. forum.ge 6. adjara.com 7.mymarket.ge 8. მაივიდეო.გე 9. rs.ge
მარჯვნივ: 1. ინსტაგრამი 2. ტვიტერი 3. გუგლი+ 4. მესინჯერი(feisbuqis) 5. ლინკედინი 6. პინტერესტი 7. odnoklasniki 8. maiil.ru 9. vkontakte
ამათ უნდა ქონდეს შეცვლის ფუნქცია, უნდა იცვლებოდეს ლინკი და სურათი.
მარცხენა მხარეს ჩამოიწერება ყველა ტეგი რაც არსებობს, და დალაგებული იქნება ტეგის მნიშვნელობის მიხედვით, იგივე რიცხვითი ნომრით.
შუა მენიუ, ანუ WEB ########.## -ს ქვევით მენიუში იქნება 2 სტროფი 8-8 ღილაკით.
ეს იქნება მუდმივი, უცვლელი რაოდენობისა და განლაგების მენიუ, ოღონდ მისი ტეგები შეიძლება შეიცვალოს, ანუ ეს იგივე ტეგებია, რაც მარცხენა მხარეს, ოღონდ ფიქსირებული რაოდენობით, დანიშნულება ექნება იგივე რაც მარცხენა ტეგებს.
ამ მენიუს ქვევით იქნება სკროლვადი არე, სადაც განლაგდება 2 რიგად ქართული და უცხოური საიტები ნებისმიერი რაოდენობით.
რაც შეეხება ტეგების მუშაობას, ტეგები უნდა იყოს მინიმუმ 16 ცალი, ანუ იმდენი რაც მენიუში ეტევა, და ცხადია უნდა ემატებოდეს ნებისმიერი რაოდენობის.
რაც შეეხება საიტებს, საიტების სიას უნდა ქონდეს ყველა ტეგზე რიცხვითი მნიშვნელობა, ანუ დეფაულტად ნულები და ეცვლებოდეს ასამდე(ან მეტი).
ანუ, რამდენი ტეგიც იქნება, იმდენი რიცხვითი უჯრა უნდა ქონდეს საიტს ნულებით, შესაბამისად, რამდენი ახალი ტეგიც დაემატება, იმდენი ნულოვანი რიცხვითი უჯრა უნდა დაემატოს ყველა საიტს, მერე ამ ნულებს მე ვცვლი რიცხვებით.
როცა ტეგს ირჩევს მომხმარებელი, ამ ტეგზე რამდენ საიტსაც არ ექნება ნული, იმდენი საიტი უნდა ჩამოიწეროს ქართულ და უცხოურ განყოფილებებში და დალაგდეს რიცხვითი მნიშვნელობის მიხედვით.
This post has been edited by უძინარი on 9 Sep 2017, 19:40
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)