მშვენიერი კულტურაა ციტრუსოვნებში.
ყველაზე გვიან ეგ იკრიფება, უფრო იანვარში.
არის მომჟავო,მაგრამ ეგ სიმჟავე თავის დროზე თაფლივითაა.
ამყნობენ მწარეზე (ტრიფოლიატი) და იზრდება უშველებელი, მსხმოიარობა აქვს უხვი. თან დიდი ნაყოფით.
იძახიან გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონეებისთვის უებარი წამალიაო.
რაც შეეხება მის მიღებას,აუცილებლად უნდა გაიფცქვნას შიდა კანიც და ისე მივიღოთ, დაშაქვრაც შეუძლია ვისაც ძაან ემჟავება.
თუ კაი მწიფე არაა ისეთი მჟავეა მკვდარს გააცინებს.