#51411187 · 28 Sep 2017, 13:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე გადავიღებ ნორმალური დაფინანსების პირობებში. ოღონდ სერიალს და არა ფილმს. ჩემი აზრით, სწორედ რომ სერიალი იქნება უფრო მომგებიანი თუ გადავიღებთ,თუმცა ფილმიც იქნება კომერციულათ წარ- მატებული თუ მას ხელს ჰოლიუდის "დიდი ბიძიკოები" მოჰკიდებენ ხელს. მაგრამ ალბათ დამეთანხმება ბევრი ,რომ თითქმის გამორიცხულია ეგ ვარიანტი
ერთადერთი "აგვისტოს 7 დღეს" მსგავს იფასიან ფილმს თუ შემოგვტენიან (ბიძო თუ დაფინანსებს ისიც პოექტს). არ გამიკვირდება, დავით აღმაშენებლად თუ დიდი ბერა მოგვევლინება. წარმოიდგინედ, სცენა სადაც ბერა მიმართავს ქართველებს დიდგორის ველზე უფრო შოკი იქნება ბერას მაგივრად თუ ჩიჩილაკი გააეძრობა (აი, ის კონსიტუციას, რომ აუპატიურებენ და ეგ ხელს აფარებს: ხმა არ ამოიღოვო!)
პ.ს მე მაქვს დაწერილი სცენარი და საკმაოდ კარგი სერიალი მაქვს ჩაფიქრებული. ჩემი "გრადიოზული" გეგმა და იდეა გულისხმობს თამარ მეფეზე სერიალის გადაღებას! რომელშიც იქნება თამარის და შოთას სასიყვარულო ურთიერთობები,ქართველ თავად-აზნაურთა ინტრიგები... მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო თემის წამოწევა შეიძლებაა. ეს არ იქნება მარტო ომები,იფასიანი "პატრიოტიზმის" ჩვენბა. წარმოიდგინეთ, რამხელა გამოხმაურება მოყვება მარტო იმ ფაქტს ,რომ ქალი იყო მეფე! ფაქტიურად კავკასის იპერატრიცა! ფემინისტების გულსაც მოვიგებთ,ჩვენს ისტორიასაც გავაცნობთ ევროპას და მსოფლიოს-ბონუსად "ვეფხვის ტყაოსნის " შექმნის ისტორიაც თავისას იზამს. რამოდენიმე დაინტერესებულმა პირმა ნახა ჩემი სცენარი და დიდ მოწონება დაიმსახურა (ეროტიკებიც იქნება ) და ვიცი ეკლესია და ბევრი მორალს წამიკითხავს თუ ეს პროექტი შედგა. კიდევ ერთხელ პ.ს შეიძლება ბევრს ჰკიდია და ბევრსაც ხუმრობა ჰგონია,მაგრამ მე აუცილებლად, შევძლებ ამ პროექტს ფრთების შესხმას! და ამავე დროს, აქ დავწერ ხოლმე სიახლებს
|