საიდან იწყება კაიფი და სადამდე გრძელდება... არ ვიცი
დღეს სეზონი დავხურე, ვსიო მორჩა, ახლა უნდა ველოდოთ დეკემბერს, უყუროთ ნალექს, მერე იგივე... ბოლოს გამოაცხადებენ სეზონის გახსნის თარიღს და ბედნიერები ვართ...
კაიფი იწყება - როცა ჩახედავ დაღმართს და დაგერხევა, მერე რო იტყვი გულში "ტეხავს ჩავალ რა უნდა მომივიდეს", ხოდა რო დაეშვები და უცბად ბრახ! გამოდის ჰარმონიული მოძრაობები, გადაგაქ ბალანსი აქედან-იქეთ ხოდა ყველაფერი მაგრაა, უკვე სიამოვნებას იღებ, უკვე კაიფში ხარ...
ჩამოვედი დაბლა და მანამდე რა დრამატიზმიც იყო თოვლზე აღარ გახსოვს, არადა მაგრად იწვალე, თოვლი იყო უმძიმესი, მაგრად რთული იყო მოხვევების გაკეთება თითქოს, მაგრამ იმ მძიმე თოვლსაც ჰქონია თავის გასაღები, ამ გასაღებს რომ გააღებ მერე იქაც კაიფობ...
ჩემთვის დღეს დამთავრდა კაიფი...