Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ინ ვიტრო განაყოფიერება XVI


Posted by: iratta_26 7 Sep 2017, 15:54
https://forum.ge/?f=97&showtopic=34958493&st=0
წინა თემის ლინკი.
ბევრი წარმატებული ინვიტრო ყოფილიყოს გოგოებო ამ თემაში love.gif

Posted by: ella85 7 Sep 2017, 15:59
ბედნიერი ამბები , დადებითი ტესტები და ხეგეები დაგვბედებოდეს ყველას <3

Posted by: m.i 7 Sep 2017, 16:03
ამინ!!! მხოლოდ კარგი პოსტები გვჭირდება ახალ თემაში, დადებითი ხეგე და ბედნიერი დედები... ამას გისურვებთ ქალბატონებო, ამასვე ვუსურვებ საკუთარ თავს. შეგვექწიოს უფალი love.gif love.gif

Posted by: nino84 7 Sep 2017, 16:06
6 ხელით გახსნილი თემაა ❤ ყველასთვის წარმატებული თემა ყოფილიყოს

Posted by: Nit89 7 Sep 2017, 16:52
ყველას წარმატებები გვქონოდეს გოგოებო,სულ დადებითი ტესტები და მაღალი ხგ-ები.

Posted by: სამანტა 7 Sep 2017, 17:14
იმედიააა, ამ თვის ბოლოს დავდებ შედეგებს

Posted by: Tamara1988 7 Sep 2017, 17:22
გოგოებოოო ყველას მალე
ტყუპ-ტყუპად დაგეტოვებინოთ ეს თემა. წარმატებული და ნაყოფიერი შემოდგომა ყოფილიყოს ყველასთვის.

Posted by: m.i 7 Sep 2017, 18:00
სამანტა
უეჭველი უნდა დადო დადებითი შედეგი, სტიმული გვჭირდებ ყველას smile.gif მე კი ნოემბერშიიი

Posted by: იათო 7 Sep 2017, 18:35
მერამდენე თემაა ინოვას რიგებიდან რომ ვწერ : ) იმედია ბოლო...
წარმატებას გისურვებთ ყველას <3

Posted by: nincka1987 7 Sep 2017, 18:54
ღმერთმა ყველას აგვიხდინოს ოცნება ასე ნანატრი❤️❤️❤️
* * *
m.i
მეც ნოემბერში ვიწყებ.მელოდებიან ჩემი პაწაწუნებიი

Posted by: akunabakuna 7 Sep 2017, 22:22
წარმატებები ყველას გოგოებო. . .
ამ თემაში ყველა ნანატრი შედეგებით ვყოფილიყავოთ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: S.A.l 8 Sep 2017, 10:10
გოგოებო ვინც აპირებთ ფუნქციის უნარკოზოდ გაკეთებას არ შეგეშინდეთ ეხლა გამოვედი პალატიდან , სქრეჩინგი ბევრად ცუდუ შეგრძნებაა აი საერთოდ ვერ ვიგრძენი ვერაფერი ალბათ 10 საც ჩამოვიღებდი))) სარკის ჩადგმა უფრო დისკომფორტიაა ვიდრე ეგ. ასე რომ გამხნევდით❤️

Posted by: m.i 8 Sep 2017, 10:27
S.A.l
ყოჩაღი გოგო ხარ smile.gif აბა შენ იცი ასე გააგრძელე, მალე გვახარე შენი წარმატებებიიი :*

nincka1987
გენაცვალე, თვალს ვადევნებ შენს ამბებს. მთელი გულით გისურვებ წარმატებებს :* ნოემბერი ჩვენი თვეა... love.gif

Posted by: piko1989 8 Sep 2017, 10:43
გამარჯობათ გოგორბო ანტი მიულრრის ანალიზი სად კეთდება და რა ჯდება ხომ არ იცით იქნრბ მომწეროოთ? მადლობა

Posted by: nino84 8 Sep 2017, 11:39
piko1989
მე ინვიტროში მაქვს გაკეთებული, ინოვაშიც ვიცი რო კეთდება, 140 ლარი ღირდა თუ არ ვცდები.

Posted by: nincka1987 8 Sep 2017, 12:58
m.i
მეც გისურვებ რომ ეს შემოდგიმა ცვენი ყველას ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყის,მორჩეს ჩვენი ტკივილი და იმედგაცრუება საბოლოოდ

Posted by: Nit89 8 Sep 2017, 13:51
ელივე დაგილევით ვინმეს და რისთვის დაუნიშნია ექიმს? ადრე ვსვავდი და რატომ აღარ მახსოვს,ანოტაცია თითქოს კარგი აქვს.

Posted by: nincka1987 8 Sep 2017, 16:22
Nit89
ელივე იგივე E ვიტამინია,მე მაქვს დანიშნული ენდომერეიუმისთვის.ასევე ინიშნება როგორც ვიცი როცა ჰორმონალური დისბალანსია.ენდომეტრიუმს ეხმარება გასქელებაში.400მგ იანს ვსვავ დღეში 2 ჯერ მე,ოღონდ ჩვეულებრივ E ვიტამინს

Posted by: იათო 8 Sep 2017, 17:10
გუშინ გავიკეთე სქრეჩინგი და კინაღამ სული განვუტევე : )
არადა შეიძლება ტყუილად გავიკეთე...

Posted by: nincka1987 8 Sep 2017, 17:29
იათო
უი რატო ასე მტკივნეულაად? მე სამჯერ მაწვს გაკეთებული და საერთოდ არანაირი ტკივილი არ მქონია.და რატო ტტუილად?

Posted by: იათო 8 Sep 2017, 17:42
nincka1987
რავიცი, ბოლოს დაასკვნეს რომ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ ტკივილის მიმართ : ) ჯერ ორსულად არ ვარ მაგრამ ვსო, საკეისრო გადავწყვიტე : ))))

Posted by: სამანტა 8 Sep 2017, 17:42
natia8@
გილოცავ ბედნიერი 9 თვე. ამ თვის ბოლოს იმედი მაქვს მეც დავდებ შედეგებს და ბაიები გვეყოლებაააა

Posted by: akunabakuna 8 Sep 2017, 18:30
Taknatuna
საყოველთაომ რა დაგიფინანსა?

Posted by: m.i 8 Sep 2017, 18:35
იათო
გამეცინა საკეისრო გადავწყვიტეო smile.gif)) დედა მივიდეთ მაქამდე და მერე რამე გვეშველება lol.gif მე ჯერ არ გამიკეთებია სქრეჩინგი..ოქტომბრის ბოლოს მიწევს, საინტერესოა რას ვიტყვი პროცედურაზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tamara1988 8 Sep 2017, 18:44
იათო
biggrin.gif biggrin.gif რა საყვარელი ხარ 2kiss.gif 2kiss.gif kiss.gif

Posted by: taknatuna 8 Sep 2017, 19:00
akunabakuna
ჰისტერო 200 ლარით და მერიაში შემაქვს იმ.კვირაში 10 დღეში იქნება პასუხიო. ერთი 200 მაგან რო დააფინანსოს კაირ იქნება 900 ჯდება სულ

Posted by: Nit89 8 Sep 2017, 20:08
nincka1987
მადლობა გენაცვალე. სექტემბერში ვერ ვიკეთებ გადატანას და რომ დავლიო ნეტა რა მოხდება,ოქტომბერში ვგეგმავ გადავიტანო

Posted by: natia8@ 8 Sep 2017, 20:13
სამანტა
დიდი მადლობა ჩემო კარგო. ღმერთმა გისმინოს და მალე დადებითი ხეგეთი შემოგვიერთდი მომავალ მშობელთა კლუბში :-* გოგოებო ქეთი როდიდან როდამდე არ იქნება?

Posted by: nincka1987 8 Sep 2017, 20:30
Nit89
არა პირიქით კარგი იქნება ენდომეტრიუმისთვის,მე ნოემბერში ვაპირებ და აგვისტოდან დავიწყე დალევა,ასე რომ ცუდი ნამდვილად არ იქნება
* * *
natia8@
რაღაც გამომრჩააა??რა მაგარიაა,გილოცავ!ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენს პატარასთან ერთად

Posted by: natia8@ 8 Sep 2017, 21:26
nincka1987
მადლობა :-) 15 კვირის ვარ და ვერ ველევი ამ თემას და რა ვქნა? ჩემი ქმარი მეუბნევა ასაკში რომ იქნები ალბად ისევ მაგ თემით იქნები დაინტერესებულიო :-)

Posted by: nino84 8 Sep 2017, 21:32
იათო
ტყუილად რატო?
მე სამჯერ მაქვს სქრეჩინგი გაკეთებული პირველი ტყუილად არ მქობდა იმ ციკლში გადატანა. ეს ბოლო ძალიან მეტკინა, აშკარად მეტჯერ მიჩხვლიტა ქეთიმ ვიდრე წინებზე. ერთი ის ვთქვი ეს ბოლო უნდა იყოს, მეტი არ უნდა დამჭირდესთქო და მომწონსო ქეთიმ შემართებაო.

Posted by: anabanaankabanka 8 Sep 2017, 23:09
natia8@
15 კვირის კი არა, ლამის სკოლაში წავლენ ჩემები და მაინც ვერ ველევი აქაურობას smile.gif ყველას ყველას გგულშემატკივრობთ

Posted by: იათო 8 Sep 2017, 23:24
nino84
ტყუილად იმიტომ, რომ არ ვიცი გადატანას გადაწყვეტს თუ არა ამ თვეში.. ჩემთვისაც მესამე სქრეჩინგი იყო, სამივეჯერ ძალიან მეტკინა, მაგრამ ეს მესამე კატასტროფულად...
* * *
Tamara1988
m.i
♥♥♥

Posted by: nino84 8 Sep 2017, 23:51
იათო
ნე 13ში დამიბარა მონიტორინგზე და პროგესტერონსაც ჩამაბარეინებს ალბათ, შებ როდის დაგიბარა?

Posted by: Anukia198889 9 Sep 2017, 00:09
natia8@
14 დან 19 მდე არ იქნებიან არც ქეთი და არც ხეცურიანი.
იათო
მართლა მიკვირს რომ ამბობთ გვეტკინაო სქრეჩინგი. ორჯერ გავიკეთე და ვერაფერი ვიგრძენი მართლა. მე უეჭველი უნდა ვიმშობიარო smile.gif ვერაფერს ვიგრძნობ lol.gif

Posted by: იათო 9 Sep 2017, 00:10
nino84
მეც 13-ში დამიბარა. 14-დან რამოდენიმე დღე მიდისო
* * *
Anukia198889
: ))) კი, შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, უნდა იმშობიარო

Posted by: georgia1988 9 Sep 2017, 08:11
ჰგჰ ჰგჰბ ჯჰჯჰ ჯჰგჯჰ ჰჯჰგჰგ ჰგჰგ ჰჯჰ ჯჰგჰ ჰგჰ

Posted by: nino84 9 Sep 2017, 08:49

ჩემთვის არ უთქვამს 19მდე თუ არ იქნებოდა. წინაზე მე16 დღეს მქონდა გადატანა ანუ 18 სექტემბერს მიწევს და თუ არ იქნება ვნერვიულობ არ დიმიგვიანდეს..

Posted by: BA84 9 Sep 2017, 13:08
იათო
მიხარია რომ დაგიწყია უკვე , ამ ციკლზე არ აპირებ ამოღებას ფოლიკულების? მხოლოდ ერთი ბლასტის გადატანას გეგმავთ?

Posted by: Anukia198889 9 Sep 2017, 13:08
nino84
წინაზე შეიძლება მასე იყო მაგრამ ბევრს ქონია 20 და 19 დღეს გადატანა. მაინც წინასწარ გაარკვიე გადატანის დღე და კითხე იქნები თუ არა მაგ დროსო.

Posted by: nino84 9 Sep 2017, 15:11
Anukia198889
13 ში ვკითხავ ყველაფერს, რახან გამიკეთა სქრეჩინგი ე.ი. ასწრებს გადატანასაც.

Posted by: იათო 9 Sep 2017, 18:49
BA84
კი, ლეტრუზოლს ვსვამ და ალბათ უნარკოზოდ ამომიღებს.. ვნახოთ, 13-ში მეტყვის ალბათ გეგმას.
შენ როგორ ხარ? რა გეგმები გაქვს?

Posted by: BA84 9 Sep 2017, 19:15
იათო
ძალიან კარგი, მიხარია. მე ჰისტეროს ველოდები, ვადიმი შვებულებაშია. და მერე შევუდგები ისევ. იმ კვირაში ისე მაინც გავივლი მონიტორინგზე მაინტეტესებს რა მდგომარეობა მაქვს, 3 თვეა არ მინახავს .

Posted by: იათო 9 Sep 2017, 19:22
BA84
ჰისტეროს მერე რამდენ ხანში შეიძლება ინვიტრო?

Posted by: Nit89 9 Sep 2017, 22:19
nincka1987
მადლობა დავიწყებ მაშინ დალევას.

Posted by: Kato81 9 Sep 2017, 23:44
გოგოებო როგორ ხართ, ყველას დადებითი შედეგი გვეხარებინოს ერთმანეთისთვის ამ თემაში :* მეც ჩავაბარე ანალიზები ორშაბათს იქნება პასუხები და 18 დან ვიწყებ მსუბუქ სტიმულაციას, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ამ თვის ბოლოს გადატანაც მექნება, მეც უნარკოზოდ ვაპირებს ამოღებას რამდენიმეზე არ ღირსო ანიმ, იმედია ბედნიერი შემოდგომა დაგვიდგება smile.gif თან მეშიანია, თან თავს ვიმხნევებ და ვარ ასე მოლოდინში...
* * *
იათო
მეც ალბათ ლეტრუზოლს დამინიშნავს, კარგად მოყავს ფოლეკულები ჩემთან, წარმატებებს გისურვებ

Posted by: taknatuna 10 Sep 2017, 08:31
Kato81
რა დაგიჯდება დაწერე რაა

Posted by: Nit89 10 Sep 2017, 08:41
გოგოებო ლეტრუზოლი რა ღირს და რომელ დღეებში უნდა დაილიოს?

Posted by: იათო 10 Sep 2017, 12:37
Nit89
ფასდაკლებით ფარმადეპოში 23 ლარი მიბწცი 10 აბში. 3-ე დღიდან დილა-საღამოს ვსვამ 5 დღე.
ექიმის გარეშე არ დალიო იცოდე : ) მაგალითად ლეტრუზოლი ვიცი რომ ენდომეტრიუმს ათხელებს... მოკლედ კითხე ექიმს :*
Kato81
წარმატებები! მალე გაირბენს ეს დღეები, როდის იწყებ?

Posted by: Kato81 10 Sep 2017, 14:24
იათო
12 დან 18 მდე ანიც არ იქნება საქართველოში, მასე ველოდები ციკლს 18 კენ და მიალ მეორე დღეს უკვე ინვიტროსთვის, ეხლა დუფასტონი დამინიშნა ყვითელი სხეული გვაქვსო ეხოზე რომ დამხედა და რავიცი მე იმედი აღარ მაქვს რომ ბუნებრივად გამოვა რამე იმიტომ რომ ოვულაციის პრობლემა არც მქონია მეუღლის ანალიზიც კარგია და რავიცი ალბათ უფლის ნებაა, იქნებ ეხლა მაინც გამოვიდეს ანის და ღმერთის წყალობით, მიკროპლაზმა ურეაპლაზმა და ნაცხი ჩამაბარებინა მხოლოდ ხვალ იქნება პასუხებ იმედია არაფერი იქნება და ხელი არ შემეშლება
* * *
taknatuna
3 დან 4 ათასამდეო ასე ვარაუდობს ბუნებრივ ციკლში ოღონდ და წინასწარი ანალიზებიც ბევრი არაფერი დამინიშნა ამ 3 წელიწადში თითქმის ყველაფერი მაქვს გაკეთებული და ახლიდან აღარ გვინდაო, ამ დროში კიდე თუ იყვნენ ანის მსგავსი ექიმები მართლა არ მეგონა და იმედია აზრი არ შემეცვლება smile.gif) დავწერ თანდათან ყველაფერს

Posted by: იათო 10 Sep 2017, 14:27
Kato81
აუცილებლად გამოგივა, თან პირველ ცდაზე smile.gif

Posted by: Kato81 10 Sep 2017, 15:01
იათო
დიდი მადლობა გამხნევებისთვის smile.gif ერთად გამოგივა ორივეს :*

Posted by: akunabakuna 10 Sep 2017, 15:48
Taknatuna
BA84
ჰისტეროს სადიაგნოსტიკოდ იკეთებ? თუ ჩვენება გაქვს?
Ninachka1988
დაწერე გთხოვ ენდომეტრიუმისთვის რას სვამ?

Posted by: taknatuna 10 Sep 2017, 15:51
akunabakuna
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.

10 დღეში იქნება მერიის პასუხი დაფინანსებაზე და ვნაზოტ ერთი. არჩევნები მოდის იქნებ ქნან რამე smile.gif

Posted by: torckiko 10 Sep 2017, 16:00
სალამიიი, ნორკოლუტის დალევის დროს ციკლის დაწყება ნორმალურია თუ იცით? წინაზე საკმაოდ გადამიცდა დამთვრებიდან, ეხლა დალევის დროს დამეწყო.

Posted by: sesilia28 10 Sep 2017, 16:07
Kato81
წარმატებები ჩემო კარგო, მეც ანი გადავწყვიტე, ხვალ მივდივარ და ვნახოთ რას მეტყვის, ვთხოვ რომ 2 თვე სტიმულაციები ვცადო არასდროს გამიკეთებია და მერე მეც ბუნებრივ ციკლში ვცდი ინ ვიტროს, ისეთი ფასი თქვი ნეტავ აქამდე გამეკეთებინა sad.gif

Posted by: compte.paris75 10 Sep 2017, 16:43
taknatuna
როგორ კეთდება საყოველთაოს დაფინანსება? ჯერ მერიაში შეგაქვს და პასუხს ელოდები და მერე კეთდება ჰისტერო?
თუ ? ჯერ რომ გავიკეთო ჰისტერო და მერე შევიტანო მერიაში აღარ აქვს აზრი?

Posted by: ella85 10 Sep 2017, 18:42
გოგონებო ვისაც არ გეზარებათ ამიხსენით დეტალურაად რას ნიშნავს ინვიტრო ბუნებრივ ციკლში, მაგ დროს თუ მიიღება იმდენი ემბრიონი რომ გაყინო შემდეგი ცდისთვის

Kato81
3 დან 4 000 მდე ლარში წამლებიც შედის აღებაც და გადატანაც?


* * *
ბუნებრივ ციკლში უფრო იაფი ჯდება სავარაუდოდ ჰო?

Posted by: Kato81 10 Sep 2017, 20:31
ella85
კი ყველაფერი შედის სავარაუდოდ მაგ თანხაში, უბრალოდ მე ბევრი ანალიზები არ მჭირდება წინასწარ და ეგეც შეღავათია, რაც შეეხება ბუნებრივ ციკლში ინვიტროს, მე არ მომითხოვია ჩემი მდგომარეობის და ანალიზების შეფასების შემდეგ თვითონ შემომთავაზა ანიმ, ასე მეტი შანსი გვაქვსო, ჩემი საკვერცხეები მიდრეკილია ჰიპერსტიმულაციისკენ და ბევრი ჰორმონალური დატვირთვა არ ივარგებსო, ემბრიონი სავარაუდოდ ბევრი ვერ მექნება ერთი ან ორი, მაგრამ უნდა გავრისკო, ვენდობი ანის, საუკეთესო მიდგომა აქვს პაციენტებთან თითქოს ფსიქოლოგთანაც ვყოფილვარ ისეთი დადებითად დამუხტული გამოვდივარ მისი კონსულტაციიდან smile.gif დეტალებს თანდათან დავწერ, მეცისე მადგებოდა და მეხმარებოდა აქ დაწერილი პოსტები, მადლობა ყველას ამისთვის :****
* * *
sesilia28
საუკეთესო არჩეანია ანი smile.gif წარმატებებს გისურვებ, ჩემი რჩევაა დროს ნუ დაკარგავთ, მე ტყუილად დავკარგე აგერ 4 წელი გახდება, ნერვებიც დამაწყდა და ფინანსებზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ უფლის ნებაა ყველაფერი ალბათ...არც ინვიტრო იქნება შედეგიანი თუ ღმერთის ნება არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფრი უნდა ვცადოთ smile.gif

Posted by: taknatuna 10 Sep 2017, 21:01
compte.paris75
როგორაა იციი. ჯერ უ და გქონდწა პასუხი. თუ საყოველტაო არ დააფინანსებს საყოველთაომ უ და დაგიწეროს უარია წერილი და ამას წარადგენ მერიაში.

მაგრამ მე საყოველთაო მიფინანსებს 200 ლარს და ასევე მიწერა საგარანტიო წერილს სადაც წერია რამდენით მიფინანსებენ.

ჯერ პასუხი უნდა გაიგო და მერე გაიკეთო ოპერაცია
* * *
Kato81
ანალიზები ჩამოწერწ რა რეები გჭირდება?

წარმატებებიიიი<3

Posted by: ella85 11 Sep 2017, 08:17
Kato81
ანალიზები ყველაფერი ნორმაში მაქვს, იმდენად რომ გამიკვირდა კიდეც ეს ინვიტრო რომ არ გამომივიდა, ახლა თანხის ამბებში ვფქირობ 1-2 ჯერ ვცადო ინსემინაციაც და მერე ვცდი შევთავაზებ მეც ექიმს ინვიტროს ეგეთ ვარიანტში... პირველ ბავშვზე ჩვეულებრივი ინვიტროთი 6 ემბრიონი მყავდა , მაშინ 3 გავყინე , 3 გადავიტანე, 4 -ს მაინც ვერ მივიღებ ნეტა ეგრე? ორი ცდისთვის რომ მეყოს ... დაწერე ხოლმე შენი ამბები... მაინტერესებს... გაისად ამ დრომდე ინვიტროს გაკეთებას გამოვრიცხავ მე მაგრამ მაინც.... იქნებ მიშველოს ინსემინაციამ და აღარ დამჭრდეს sad.gif

Posted by: nincka1987 11 Sep 2017, 08:48
torckiko
კიი უნდა წამოგავლოდა,მაგიტომ ნიშნავნენ ხოლმე ციკლი რომ დაიწყოს,ოღონდ უნდს შეწყვიტო ნორკოლუტის დალევა

Posted by: Nit89 11 Sep 2017, 09:37
იათო
არა არ დავლევ smile.gif ერთი მაქვს დარჩენილი ემბრიონი და რომ არ გამოვიდეს ესეც მეთქი და ახლიდან დავიწყო ყველაფერი წინასწარ მინდა ვიცოდე,ალბათ დაგროვებით გავაკეთებ უფრო იაფი ჯდებაო და რავიცი წინასწარ ათას სისულელეს ვფიქრობ smile.gif

Posted by: compte.paris75 11 Sep 2017, 10:07
Taknatuna
მადლობა, გაიხარე.

***

ხომ არ იცით ინვიტროში სპერმის გაყინვა რა ღირს?
***
დავრეკე ინვიტროში პირდაპირ. 389 ლარიო sad.gif(((

Posted by: torckiko 11 Sep 2017, 11:48
nincka1987
მეორე დღესვე დაიწყო დალევიდან და მაგიტო ვიკითხე, წინაზე რო დავამთავრე ლამის ორი კვირის მერე დამეწყო.

Posted by: m.i 11 Sep 2017, 12:38
წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას ვინც უკვე დიდი დასვენების შემდეგ დაიწყო დიდი ბედნიერებისთვის სამზადისი. ღვთის ნებით მეტი აღარ დაგჭირდეთ, აბა თქვენ იცით მალე დადევით შედეგებიიი :*

Posted by: rosonera 11 Sep 2017, 13:14
წარმატებები ყველას გოგოებო, ვინც დაიწყეთ მზადება ინვიტროსთვის. 2kiss.gif

Posted by: torckiko 11 Sep 2017, 15:36
ხეცურიანზე რა ლეგენდები დადის სრული დებილიაო და რატო ითხოვენ ეს ექიმები მაინცდამაინც მაგასთან ეხოს ვერ გავიგე.

Posted by: ella85 11 Sep 2017, 15:48
მემგონი საერთოდ გამოვედი მწყობრიდან, ჩემს თავს და ანალიზებს ვერ ვცნობ, ამ წარუმატებელი ინვიტროს მერე, პირველსავე ციკლზე დავიწყე მზადება ინსემინაციისთვის მივაყოლებთქო, ფემარა მასვა ნატომ და ფიკლის მე-10 დღეს მონიტორინგზე ენდომეტრუმი მქონდა 5 და ფოიკულები 5 ფოლიკული ორივე საკვერცხეში 11 დან 13,5 ჩათვლით, მაგ დღიდან დავიწყე დივიგელი დღეში 3 ჯერ და დღეს რომ მეგონა უკვე მზად ვიქნებოდი ინსემინაციისთვის ენდომეტრუმი 6,5 და ფოლიკულები არც შეცვლილა არცერთი ზომაში... გადავდე ისევ ყველაფერი მომდევნო ოციკლში, მაგრამ მომდევნოზე თუ გადამყვა ეს ფოლიკულები იქეთ არ გამომივა სავარაუდოდ, ან ამ ენდომეტრუმს რა ჯანდაბა ეცა... წლების განმავლობაში არც ფოლიკულის და არც ენდომეტრიუმის პრობლემა არ მქონია.. გოგოებო თუ ვინმეს გქონიათ ასე მალე ჩამჯდარ თავისით ყველაფერი მწყობრში? შეიძლებოდა ეს ყველაფერი ინ ვიტროს მერე ფონზე რადგან მეორე თვეა დამმართნოდა ? ძალიან ავნერვიულდი.. აქამდე მეუღლის პრობლემა იყო და ახლა მეც თუ დავემატე კიდევ.. მოვეშვა ჯობია ყველაფერს sad.gif
* * *
მანამდე ჩემით ,ჩარევების გარეშე ფოლიკულები მე-12-13 დღეს თავისით სკდებოდა და ენდომეტრუმი 11 მქონდა sad.gif

Posted by: ninucela84 11 Sep 2017, 15:57
ella85
გამარჯობა, ენდომეტრიუმის სისქის პრობლემა სულ მქონდა, მაგრამ ეხლა მაისში გაკეთებული პუნქციის მერე 3 თვე ზედიზედ ყვითელი სხეული არ გასკდა, წინა თვე რიგევიდონი ვსვი და ველოდები 20ისკენ მომივა და მივალ, იქნებ იყოს მზად ხელახალ დასაწყებად.

Posted by: ella85 11 Sep 2017, 16:35
ninucela84
ალბათ მოქმედებს წამლები. მე მარტო გადატანა მქონდა ,პუნქცია არა მანამდე რეგულონი და ფემოსტონი ვსვი

Posted by: ninucela84 11 Sep 2017, 18:14
ella85
კი მოქმედებს და რაღაც პერიოდი დასვენება უნდა ორგანიზმს.

Posted by: Kato81 11 Sep 2017, 23:12
taknatuna
ჯერჯერობით მხოლოდ ნაცხი, მიკროპლაზმა ურეაპლაზმა ჩავაბარე და კარგი პასუხები მაქვს, ვიწყებთ 20 დან, დანარჩენი ანალიზები წინა პერიოდში მაქვს გაკეთებული, ყველას ინდივიდუალურად უდგებიან ასე მგონია
* * *
ella85
ნატურალურ ციკლში როდესაც კეთდება ინვიტრო, 1 ან მაქსიმუმ 2 ემბრიონს ვიღებთო, მეტის მოლოდინიც არ უნდაა გქონდეთო, ნუ ფასიც შესაბამისი აქვს და შანსები არ ვიცი ჯერ, თუ ღმერთის ნებაა ერთითაც გამოვა, წინასწარ ვერავინ გეტყვის ვერცერთი ექიმი, თანდათან დავწერ რა იქნება ჩემს შემთხვევაში

Posted by: adeline 11 Sep 2017, 23:35
QUOTE
ხეცურიანზე რა ლეგენდები დადის სრული დებილიაო და რატო ითხოვენ ეს ექიმები მაინცდამაინც მაგასთან ეხოს ვერ გავიგე.

biggrin.gif

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 09:43
torckiko
QUOTE
ხეცურიანზე რა ლეგენდები დადის სრული დებილიაო და რატო ითხოვენ ეს ექიმები მაინცდამაინც მაგასთან ეხოს ვერ გავიგე.

რავიცი დებილი თუა რატო ეტენება ყველა მაგის ოთახში ვერ მივხვდი biggrin.gif ქეთიც თუ ასეთი ცუდია რატომ დადიხართ გოგოებო? არ ჯობია კარგი ექიმი ნახოთ?

Posted by: tweety86 12 Sep 2017, 10:42
iratta_26
მე ქეთის თქვენგან ვიცნობ და როგორც ვხედავ 95% აქვს შედეგი. კმაყოფილი და უკმაყოფილო ყველა ექიმს ყავს ასე რომ ხშირად ვართ სუბიექტურები

მე რასაც ვუყურებ ქეთის ბევრი პაციენტი უკვე დედაა და თან არაერთგზის

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 11:15
iratta_26


ქეთი რომ ინ ვიტროსი პროფესიონალია, უდავოა. 7 წელია ამ ფორუმზე ვარ და სასწაულებს ვხედავ.
მაგრამ, ადამიანი რომ დილიდან დაღამებამდე მუსაობს + პასუხებს სცემს ფეისთ, მობილურით , მეილით, იმას საერთოდ აზროვნება როგორ შეუძლია, ან რა დღეში აქვს ნერვები, წარმომიდგენია. ამიტომ, ცოტა გაღიაიზნება, სისწრაფე, სეცდომები მისგან არ მიკვირს.
მეორეს მხრივ, რაც კი ფინანსები გაქვს მკურნალობაში რომ ხარჯავ, ყოველ თვე მენზოს მოსვლა რომ (ჯვარი ყველას გწერიატ ) მიცვალებულის გასვენების ტოლფასია ისეტ ნერვებს ალევ, სხვისი ორსულობის გაგონებაზე რომ გული ტკივილით იკუმშება და შიში გაქვს დედა ვერ გავხდები და ამას ოჯახის ნგრევა (ხომ ვიცით ქართული მენტალიტეტი) და ატასი პრობლემა მოყვება, გიკვირთ იმ ქალის, უყურადღებობა რომ გულს უტეხავს და აღარ იცის ვის ენდოს?

Posted by: m.i 12 Sep 2017, 11:36
mashusha
გეთანხმები ყველა იმ სიტყვაში რაც კი დაწერე................... რატომ მაინცდამაინც ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერიო, გულს რო გიღრღნის ეს კითხვები.. ეხ ნეტა მალე დასრულდებოდეს........

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 12:21
iratta_26
მე თამთას პაციენტი ვარ და მართლა ძალიან მომწონს, ასეთი თბილი ექიმი ჯერ არ მინახია, მაგრამ ხეცურიანით ძაან უკმყოფილო ვარ, სხვებმაც დაწერეს სასწაულები. იქ სვა ეხსოკოპისტიც ჰყავთ და მაინცდამაინც მაგისას რო ითხოვენ ეგ მიკვირს.

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 12:57
torckiko
ხეცურიანთან დგას კარგი აპარატი და იმიტომ.
mashusha
tweety86
გასაგებია რომ ყველა ღიზიანდება ლოდინით, მეც გამომიცდია. აგრამ ასე რომ გალანძღავ ადამიანს მაშინ არ უნდა მიხვიდე, რავიცი...

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 13:00
iratta_26
იმ აპარატს წამკითხავიც ხო უნდა? მართლა ბევრისგან გავიგე რო ხშირად შემცდარა და თვითონ როგორ ენდობიან. მგონი თვითონ თამთა და ქეთი უკეთ ხედავენ ეხოზე რა ჩანს.

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 13:05
torckiko
არ ვიცი ჩემო კარგო, ჩემთან არასდროს შემცდარა და რატომ უნდა ვთქვა ცუდია მეთქი. მალე გამომიშვაო რომ ამბობენ არც მასე ყოფილა ჩემს შემთხვევაში.

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 13:08
torckiko
მასე რომ მივყვეთ ხეცურიანზე ბევრად გამოცდილი და ცნობილი რადიოლოგებიც ბევრჯერ შემცდარან. მეც გამიგია ტატიშვილზე რაღაცეები მაგრამ მაინც ვაპირებ ეხოზე მასთან მისვლას. თუ არ გინდა ხეცურიანი მიდი მათითაიშვილთან საქვეყნოდ ცნობილია ქეთიც ენდობა და თამთაც.

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 13:10
iratta_26
პირველად რო გადავიღე თამთაც დაესწრო და აშკარად თამთამ უკეთ დაინახა. იმედია პრობლემა არ იქნება სხვაგან გადაღებულს თუ მივიტან.

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 13:14
iratta_26

რაც მის ტავს მოხდა, ის დაწერა.
ჯაბა ყიფიანია ასეთი პედიატრი ,,მრცეველსი,, დედების კლუბში უყვართ ძალიან და ენდობიან. მე 20 დღის ბავსვით რომელიც წყალივით გადიოდა კუჭში და გადაუდებელი შემთხვევა იყო, არ მიმიღო. დამისრულდა სამუშაო საათებიო... ასეა! მე მისი სახელის ხსენებაზე ეკლები მაყრის. არ მაქვს ამის უფლება?

Posted by: @ninuca@ 12 Sep 2017, 13:45
გოგოებო,რჩევა მჭირდება თქვენგან,წამლებს რომ ვიყიდი ინ ვიტროსთვის,კლინიკაში ინ ვიტროშივე ვიყიდო თუ სხვა აფთიაქში,ერთი სოზა გამიგია თქვენგან <3 განსხვავებას ფასებში მომცემს? ^_^

Posted by: luxus35 12 Sep 2017, 14:00
mashusha
+1
iratta_26
არ გაულანძღავს, მეც ყველას თუ ვკნმეს მსგავსი პრობლემა აქვს ქეთისთან ვაგზავნი, მაგარ შედეგებს აღწევს, მარა რა პრობლემასაც ის გოგო შეეხო 100%-იანია, ბევრისგან მსმენია იგივე

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 14:12
luxus35
კატერინაზე არ ვამბობ, ადრე წერდა ერთი ფულზეა დახამებულიო და ძალიან ცუდად მოიხსენიებდა, მერე რამოდენიმე მისი პაციენტიც აყვა და მაინც ბოლომდე დადიოდნენ ქეთისთან. ასე ვიცადე კამლაძესთან ჩაჩავაში, როცა ვერ დაველოდე ავდექი და წამოვედი, მაგრამ აქ რატომ დავწერო ცუდი.
* * *
ისე მაინც სალანძღავი სიტყვა მგონია დებილი biggrin.gif
* * *
mashusha
კი ბატონო უნდა თქვა როგორც იყო, მაგრამ ბავშვს მიიყვან ისევ? მეორედაც რო ცუდად მოგექცეს მაინც მიხვალ?

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 14:42
iratta_26


კაი ახლა, ამოიცალოს გული შენც კიდევ რა იყო : ))) <3 აქ ქმრებზეც კი წუწუნებენ, მარა, კი არ შორდებიან : )) მშობლიური წუწუნა ეს smile.gif) მოყევი შენი ბიჭუკელები რას შვებიაბ?
მე ცხადია არ დამყავს ყიფიანტან და მისი ხსენება არ მინდა. თუმცა, ვიცი რომ არის კომპეტენტური...

Posted by: luxus35 12 Sep 2017, 14:51
არ ხარ მართალი, არააა, მარა შენ ღმერთმა არ მოგცეს ამაზე მეტი სანერვიულო biggrin.gifiratta_26

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 14:54
mashusha
ქმარი ქმარია კაცო, ექიმივით ხომარ გამოცვლი biggrin.gif:D რას იზამენ ესენი, ასე მგონია ყველა ორგანო დაბეგვილია მუცელში. კატერინას და ყველა გოგოს ვუსურვებ მალე ჩემ დღეში ყოფნას და სადღა ეცლებათ მერე ექიმზე საწუწუნოდ smile.gif

Posted by: tammmta1 12 Sep 2017, 14:56
QUOTE (anabanaankabanka @ 8 Sep 2017, 23:09 )
natia8@
15 კვირის კი არა, ლამის სკოლაში წავლენ ჩემები და მაინც ვერ ველევი აქაურობას smile.gif ყველას ყველას გგულშემატკივრობთ

+1 2kiss.gif lol.gif love.gif

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 14:58
luxus35
რატომ არ ვარ მართალი მითხარი, თავისთვისაა ცუდი მასე რომ ამბობს ქეთიზე, მაინც ხომ მასთან აპირებს გაგრძელებას და ასე როცა ხარ ექიმის მიმართ განწყობილი კარგია? იმიტომ ვამბობ ჯობია სხვაგან მიხვიდე როცა არ მოგწონს, იმედიც მეტი გექნება ადამიანს და დასტრესილიც არ იქნები.

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 15:08
iratta_26
კაი ირატა ადრე თუ გახსოვს აქ მეც მითხრეს ინოვაში დარაჯთან დადიხარო და კი მომცა იმ დარაჯის გაკეთებულმა სქრეჩინგმა დადებითი შედეგი. lol.gif biggrin.gif

Posted by: luxus35 12 Sep 2017, 15:15
iratta_26
ის იცის რომ ძლიერია და იმედი რომ არ ქონდეს აქ კი არ დაიწუწუნებდა, გამოიცვლიდა ექიმს პირდაპირ. და ისე რეპროდუქტოლოგების დიდი არჩევანი რომ არ არის საქართველოში და ამით ხომ არ უნდა ისარგებლოს ინოვამ და ფეხზე დაიკიდოს პაციენტი, აქაოდა ძლიერი ვარ და მთელი დღე მელოდეო, ორივე მხარე მოგვარებული უნდა ქონდეს ისეთ ფასებს ეთამაშებიან.

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 15:35
iratta_26


ბობოქრობენ სენში ჰორმონები : )))
იცი რა,ა ხლა მეც დაახლოებით წეროების და ინ ვიტროს დღეში ვარ. მინდა მეორე და აბორტის მერე გართყულებების გამო ექიმტან ვარ მისასვლელი. მინდა კარგი ექიმი და ყურადღება. ვიცი რომ ქეთი ძალიან კარგია, მაგრამ, მე მინდა ყველა ჩემი ეჭვი და შეკითხვა ამოწუროს, ხომ გემის. ამიტომ, ეს თუ ვერ გააკეტა თუნდაც 1 სეხვედრაზე და აამზე ვიწუწუნე, გამიგეთ რა : ))))))

Posted by: იათო 12 Sep 2017, 15:36
Tamara1988
ვინ გაგიკეთა სქრეჩინგი? smile.gif

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 15:38
იათო
რუსკამ გამიკეთა smile.gif)))))))

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 15:39
mashusha
უი რატო, რა გჭირს? ციკლი აგერია?

Posted by: იათო 12 Sep 2017, 15:42
Tamara1988
მე მესამედ გამიკეთეს სქრეჩინგი, პირველად თეა რომ არის, ექთანი, იმან და ქეთი უყურებდა smile.gif
მაშინ გადავიტანეთ და არ დადგა ორსულბა...
მეორედ თვითონ ქეთიმ გამიკეთა და მერე არ მოეწონა სიტუაცია და იმ თვეში აღარაფერი გამიკეთებია
და ეხლა მესამედ გამიკეთა ნათია რომ არის ექიმი, იმან .. ასერომ რუსკამდე ვერ მივედი ჯერ ; ))))

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 15:47
iratta_26


რაღა არ დამემარტა. ჯერ იყო და კედელი გამომგლიჯა და კინაღამ სისხლდენას გავატანე ჩემი სიცოხლე. მერე იმ ადგილას საშვილონოს კედელი გატხელდა და ჯიბე გაიკეთა. იქ გროვდებოდა მენზოს სისხლი და მთელი თვე მოდიოდა ყავისფრად და წვეთი დღეში. ენდომეტრიუმი გამიტხელდა კარგად რომ გამოფხიკა : )) და ბოლოს , ნდომეტრიოზის მცირე კერები გამიჩნდა. ამიტომაა დასაფასებელი კარგი ექიმი! 1 აბორტს გადამაყოლა

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 15:49
იათო
მე ორჯერ გავიკეთე. პირველად თამთამ გამიკეთა და საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი იმ თვეში გადამედო გადატანა. შემდეგ რუსომ გამიკეთა და ცოტა მეტკინა იქვე ვიხუმრე ეტყობა ეს უფრო ხარისხიანად გაკეთებული იყო და აუცილებლად მიმაგრებათქო. და მართლაც ამიხდა smile.gif)))))

Posted by: სამანტა 12 Sep 2017, 15:56
მოკლედ ხვალ ვიწყებ სტიმულაციას, იმედი მაქვს ყველაფერი უფლის ნებით კარგად იქნებაააა

Posted by: იათო 12 Sep 2017, 16:01
Tamara1988
მე სამივეჯერ მეტკინა, შეგჭამეთ ამ ჩემ სქრეჩინგებზე წუწუნით, მაგრამ მესამეზე კინაღამ მოვკვდი smile.gif ეჰ, ეგ თუ არის ინდიკატორი, მეშველა და ეგაა : ))

Posted by: oo la la 12 Sep 2017, 16:32
აუ გოგოებო, წინ სამშობიარო ტკივილები გელოდებათ იმასთან სქრეჩინგი არის "ღიტინი" lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: იათო 12 Sep 2017, 16:37
oo la la
ხოდა მაგიტომ გადავწყვიტე რომ ვიკეთებ საკეისროს : )))))))))))))))))))))))))
ვიცი რომ ადვილი ეგეც არ არის, მაგრამ რავიცი ამ ტკივილებზე უსაქციელო ვხდები და ხელს ვუშლი ექიმს

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 16:42
oo la la
ღიტინი კარგი იყოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
გადავრჩი თუ მასეა,მეც საკეისროს კანდიდატი ვარ biggrin.gif

Posted by: სამანტა 12 Sep 2017, 17:00
წინასამშობიარო ტკივილს რას გულისხმობ? რამე პროცედურას? ნარკოზის გარეშე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ და რაუნდა მეტკინოს.

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 17:09
დ ვიტამინი შემამოწმებიმა ექიმმა და ნორმა რომ 30-100 ია და მე 17 მქვს, ძაანა დაკლებეული? საკმაოდ შორს წასული ისტეოპოროზი მაქვს ისე მალების მოტეხილობებით.

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 17:19
torckiko
მე 13 მქონდა თითქმის 2 წლის წინ და დამინიშნა 2000-იანი დე ვიტამინი. ორსულობაში გადამიყ ანა 1000-იანზე.

Posted by: იათო 12 Sep 2017, 17:28
nino84
ხვალ მიდიხარ ხო მონიტორინგზე?
მეც ვაპირეეებ

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 17:29
mashusha
ეგ არ ვიცოდი sad.gif რამდენი ხნის წინ იყო?

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 17:31
iratta_26
ძაანა ხო დაკლებული? მე ოსტეოპოროზიც მაქვს და ეგაა პრობლემა, მალები მაქვს თან მოტეხილი, გინეკოლოგს ეხება ხომ რო დანიშნოს?

Posted by: oo la la 12 Sep 2017, 17:37
სამანტა
მუცლის ტკივილს ვგულისხმობ მშობიარობის წინ და მშობიარობის დროს smile.gif

Posted by: tweety86 12 Sep 2017, 17:41
oo la la
ბავშვს რომ დაინახავ არაფერი გახსოვს ოღონდ biggrin.gif

Posted by: tammmta1 12 Sep 2017, 17:46
tweety86
მე მაგ ტკივილების მერე ბავშვის დანახვაც არ მინდოდა facepalm.gif ზრდილობის გამო მეწვინა მკერდზე და სერიოზულად ვბრაზობდი lol.gif

Posted by: Tiko1988 12 Sep 2017, 17:46
თუ იცით რიგევიდონის დამთავრებიდან რამდენ დღეში მომივა ?ციკლის მეორე დღიდან ვსვამ ინ ვიტროსთვის ვემზადები

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 17:46
torckiko
კი დაბალია საკმაოდ. მე რეპროდუქტოლოგმა დამინიშნა, მაგრამ თერაპევტს რომ მიუტანო პასუხი ისიც დანიშნავს. საკეისროს მერე კიდევ გავიკეთებ ანალიზს და აღარ დავლევ თუ ნორმაში იქნება, თორემ წამლის დანახვაზე ცუდად ვარ უკვე sad.gif

Posted by: oo la la 12 Sep 2017, 17:47
tweety86
აუ კიიიი ,
და მომენტალურად გიყუჩდება ყველა ტკივილი smile.gif

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 17:51
iratta_26


სშარშან ზაფხულში. 11 კვირის ვიყავი... ცხადია პასუხი არაა რატომ დაიღუპა ნაყოფი

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 17:55
mashusha
sad.gif ძალიან ცუდი . იმკურნალე ენდომეტრიოზზე?

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 17:56
iratta_26
ჩემი თერაპევტი ეხლა აქ არ არის, თან მალა მოვიტეხე ცოტა ხნის წინ და წოლითი რეჟიმი მაქვს დანიშნული. ადვილი ასატანია კუჭისთვის თუ იცი, მე პრობლემები მაქვს და კალცსაც ვერ ნიშნავენ ნორმალურად. ანუ თამთა დამინიშნავს ხომ?

Posted by: mariami17 12 Sep 2017, 18:01
torckiko
მეც მაქვს ოსტეოპოროზი. დისკოზი. ხერხემლის თიაქარი.
ენდოკრინოლოგმა დამინიშნა 2 წელია ვიტაგამმა 2000 და ეხლა 1000 იანზე ვარ

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 18:02
torckiko
კი კი. ფბ-ზე გაუგზავნე პასუხი და გეტყვის რა დალიო. ჩემთვის არ შეუქმნია კუჭზე პრობლემა, არ ვიცი... ალბათ არა.

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 18:07
iratta_26


არა ჯერ . 1 ტვის წინ მიტხრეს მცირე კერები გაქვსო. ჯერ არავისთან არ მივსულვარ. ზუსტად არც ვიცი, ვისთან მივიდე და საერტოდ სამკურნალოა თუ არა

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 18:08
mariami17
მე ყველაფერი მაქვს ძვალსახსროვან სისტემაზე რაც კი რამე დაავდება მაქვს, პლიუს მალები და ნკკნები მაქვს მოტეხილი. კალცს რას სავმათ? მე ოსტეოქატივ ფორტეს ვსვამდი და ეხლა მიეჩვია შედეგს აღარ მაძლევს საერთოდ.

Posted by: Tiko1988 12 Sep 2017, 18:08
მოკლედ 10 წელია ასე მოლოდინში ვარ 2015 წ გავიკეთე ლაპარასკოპია მილები გაუმტარი შეხორცებები და პატარა ენდომეტრიულკ კერებით მარა არაფერი ჰორმონები ყველაფერი კარგად მაქ თითქმის დ ვტამინს ნაკლებობა კისტები ხან ერთ საკვერცხეში ხან მეორეში მოკლედ დავიტანჯე და ეხლა ვგეგმავ ინ ვიტროს ციკლის დაწყებას ველოდები ესეც ჩემი მოკლე ისტორია

ყველანი ისე გულშემატკივრობთ ერთმანეთს და ამხნევებთ
* * *
მალე ყველა ორსულები ვიქნებიით
* * *
თუ იცით კისტების დროს ნაკლები წამლები დამჯირდებაა? ჰიპერის მეშინია

Posted by: mariami17 12 Sep 2017, 18:18
torckiko
3 წელია კალცი დ3 ნიკომედს ვსვამ. ორსულობაში კალცი დ3 ფორტე.
მომბეზრდა ამდენი კალცის დაღეჭვა. ზოგადად წამლებზე ცუდად ვარ უკვე

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 18:22
mariami17
მე კუჭის პრობლემებიც მაქვს და უჭირთ წამლის მორგება ჩემთან, ყველაზე უკEტ ეგ ოსტეოაქტივი ავიტანე, შუშხუნა ტაბლეტებია. მომბეზრდა აღარ ქვია ამას, შედეგიც რომ აე მაქვს, ისეთი ტკივილები მაქვს ძლივს ვინძრევი. ვერ ჩერებენ პროცესს.

Posted by: mariami17 12 Sep 2017, 18:23
torckiko
დენსიტომეტრიას იკეთებ ხოლმე?
მაღალი მოტეხილობის რისკის ჯგუფში ვარ მე

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 18:31
Tiko1988
პირველ რიგში წარმატებებს გისურვეებ და მაალე სასურველ შედეგს.
ეს მილები გაუმტარი და შეხორცებებით თუ იყო გაწმინდეს? გამტარია ეხლა? ჰიპერის ნუ გეშინია მეც დამემართა სტიმულაციის დროს მაგრამ შემდეგ 1თვე კონტრაცეპტივი ვსვი და მალე გაიწოვა.

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 18:31
mariami17
არა რენტგენით ვამოწმებ ხოლმე. სად იკეთბთ და რა ღირს?

Posted by: იათო 12 Sep 2017, 18:56
Tiko1988
წარმატებები! იცით, ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე.. ძალიან ძნელი გადასაწყვეტია ინვიტრო, მაგრამ აი ეს წლები ისე მიფრინავს, ისე უცებ...
გისურვებ მსუბუქად, მშვიდად და უპრობლემოდ გამოგსვლოდეს!

როგორც შენი ნიკიდან მივხვდი პატარა გათხოვილხარ და ჯერ 29 წლის ხარ, ხო? ჯერ პატარა ხარ და მარტივად გამოგივა ყველაფერი :*

Posted by: Tiko1988 12 Sep 2017, 19:00
QUOTE (Tamara1988 @ 12 Sep 2017, 18:31 )
Tiko1988
პირველ რიგში წარმატებებს გისურვეებ და მაალე სასურველ შედეგს.
ეს მილები გაუმტარი და შეხორცებებით თუ იყო გაწმინდეს? გამტარია ეხლა? ჰიპერის ნუ გეშინია მეც დამემართა სტიმულაციის დროს მაგრამ შემდეგ 1თვე კონტრაცეპტივი ვსვი და მალე გაიწოვა.

კი გამიხსნეს მილები და მოგვარდა ყველაფერიო ერთი წელი დრო მომცეს მარა არც ერთხელ არ აუნთია ტესტს
* * *
იათო

დიდი მადლობა კი 29 წლის ვარ 19 გავთხოვდი
* * *
ფინანსები თორე უპრობლემოდ გადავწყვიტეთ მე და ჩემა ქმარმა ინ ვიტრო
* * *
პირველად ვწერ აქ და ვის როგორ უპასუხო ეხლა ვსწავლობ
აუ ვიცი რაა რო გამომივა აი დარწმუნებული ვარ
* * *
Tamara1988
და გამოგივიდაა? შედეგი ორსულობა დადგაა ანუ უნდა გავყინო ხო ეგრე გამოდის და ალბათ ოქტომბერში მომიწევს გადატანა ენდომეტრიუმი მქონდა 14 დღეს 7 და მაგაზე არაფერი უთქვამს აქ გავიგე რო ცოტაა

Posted by: Tamara1988 12 Sep 2017, 19:22
Tiko1988
ყოჩაღ ეგ უკვე ბევრს ნიშნავს დარწმუნებული რომ ხარ წარმატებაში.ჩათვალე უკვე ბევრად წინ ხარ.
ვისი პაციენტი ხარ?
* * *
ასაკიც გიწყობს ხელს
შენი ტოლი ვარ. მეც რატომღაც შინაგანად ვგრძნობდი რომ პირველივე ცდაზე გამომივიდოდა და მართლაც ამიხდა ოცნება.! გაყინულებიც დამრჩა
უკვე 16კვირის ვართ მე და ჩემი ნამცეცაა smile.gif))))

Posted by: Tiko1988 12 Sep 2017, 19:33
Tamara1988
უფ გამახარე რააორსული რო ხარ ბედნიერი დედა ყოფილიყავი
არ ვიცი რატო ვარ ესე მარა მთელი გულით მჯერა რო გამომივა
სარკის წმ გიორგის მოლოცვას ვაპირებ თან


Posted by: ნათია.0702 12 Sep 2017, 20:47
Tiko1988
ეგ სასწაული ადგილი მოილოცე აუცილებლად. მე მანდ ვიყავი და შევევედრე ლაპარასკოპიამ წარმატებით ჩაიაროს და მალე გავხდე ორსულად თქო და იმ თვის ბოლოს ამინთო ნანატრი ორი ხაზი აღაც ლაპაროსკოპია არ დამჭირვებია. ძაან მაგარი ადგილია. შეგეწიოთ ყველას სარკის წმინდა გიორგი.

Posted by: mariami17 12 Sep 2017, 21:03
torckiko
2 პროეკციაში მაკეთებინებდა ხოლმე ენდოკრინოლოგი. ნანა ბაღიშვილთან. ჯიქიაზე იყო მედულაში. იქ აღარაა და მე რადგან ორსულად ვარ წელს აღარ მივსულვარ. ივნისში მიწევდა. კალცის ჩალაგება დაწყებულია და წინსვლა შეჩერებულია. რენტგენსა და დენსიტომეტრიას შორის დიდი განსხვავებაა.ბონვივას მასმევდა კიდევ ენდოკრინოლოგი.

Posted by: nino84 12 Sep 2017, 21:14
იათო
კი, დილიდან მოდიო და მივალ. oo la la
oo la la
მივიდე მშობიარობამდე და მოვითმენ. თუმცა საკეისროს კანდიდატი ვარ, თვალების გამო.

Posted by: torckiko 12 Sep 2017, 21:29
mariami17
მეც ორ პროექციაში ვიღებ ხოლმე ავაზაშვილთან, მე კუჭნაწლავის პრობლემებიც მაქვს და შეწოვა არ ხდება ნორმალურად. ბონვივა ხომ ექვს თვეში ერთხელ კეთდება? დენსინოტმეტრიას სად იკეთებდით?

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 21:37
mashusha
ვიზანას კარგი შედეგი აქვსო ამბობენ.

Posted by: mashusha 12 Sep 2017, 22:09
iratta_26


ექიმის დანიშნულების გარეშე როგორ მივიღო?

Posted by: ella85 12 Sep 2017, 22:21
Tiko1988
მე რეგულონი მასვა და მე-7 დღეს მომივიდა

Posted by: iratta_26 12 Sep 2017, 22:22
mashusha
არა, ექიმი თუ დაგინიშნავს რათქმაუნდა. ინფოსთვის გითხარი, თანაც თუ მცირე კერებია იქნებ წამლით მოგვარდეს.

Posted by: იათო 12 Sep 2017, 23:11
nino84
მე პირველისკენ მივალ, დილას ხან პუნქციები აქვთ და ხან რა... იმედია შევაღწევ შესვენების დროს.

Posted by: nino84 12 Sep 2017, 23:44
იათო
თვითონ დამიბარა დილიდან მოდიო, იმედია დიდ ხანს არ მალოდინებს, შემცვლელი არ მყავს სამსახურში და ვარ გადარბენაზე. წინა გადატანაზე ტევაგრასტიმი გქონდა გამეთებული? ხვალ ალბათ პროგესტერონსაც ჩამაბარებინებს.

Posted by: იათო 13 Sep 2017, 00:08
nino84
არა, ჩემი ენდომეტრიუმი ძალიან მოსწონდა და არც შემოუთავაზებია... ეხლა ალბათ უკვე შემომთავაზებს რახან პირველი არ გამოვიდა.. ვნახოთ, თუ მივედი მაქამდე ამ თვეში. ისე, მე 7-ე დღე მაქვს ციკლის ხვალ და მგონი პროგის ჩაბარებას 12 დღიდან ითხოვს ყველაზე ადრე.. შენ როდოს გიწევს გადატანა?

Posted by: .ნინო 13 Sep 2017, 00:32
mashusha
მგონი უნდა იჩქარო ექიმთან მისვლა :-( როგორც ვიცი, ენდომეტრიოზს თუ არ უმკუნალე, გაიზრდება და უფრო გართულდება

Posted by: ninucela84 13 Sep 2017, 02:34
Tiko1988
Tiko1988
რიგევიდონის შეწყვეტიდან 3-5 დღეში მოგივა ციკლი.

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 09:36
გამარჯობათ იცით რა მაონტერესებთ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ტესტს თავიდან ეჩვენებინოს 2ხაზი და მერე მეორე ხაზი მალევე გაქრა

Posted by: იათო 13 Sep 2017, 10:48
ooooaaa
კი, თავიდან თითქოს გამოიკვეთა და მერე გაქრა..
სხვა ტესტიც სცადე

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 11:06
სამწუხაროდ უარყოფითია გადატანის დღეს თუ ჩავთვლით 10დღეა ანუ არ გამოვიდა

Posted by: იათო 13 Sep 2017, 11:33
ooooaaa
ძალიან ვწუხვარ sad.gif პირველი მცდელობა იყო?
პირველზე მეც არ გამომივიდა და ეხლა ვარ მეორე მცდელობის პროცესში.
ეცადე არ ინერვიულო.. <3

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 11:37
კი პირველი იყო ეხლა თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი თუ დავიწყრ

Posted by: iratta_26 13 Sep 2017, 11:49
ooooaaa
რამდენ დღიანი გაქვს გადატანილი?

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 11:50
5დღიანი მაიტომ უკვე უნდა ყოფილიყო ტესტი დადებითი ხეგეს გაკეთებას აზრიც არ აქვს
* * *
ციკლი ამ დროს ჩვეულებრივად იწყება ხომ ვისაც ეს ცუდი მომენტი გამოგიცდიათ გეცოდინებათ
* * *
ციკლი ჩვეულებრივად დამეცყება ხომ

Posted by: rosonera 13 Sep 2017, 12:12
ooooaaa
თუ აჩვენა და გაქრა ხაზი, სხვა ტესტებიც ცადე? იქნებ ბრაკი ტესტი იყო, , რამდენი წლის ხარ და რა მიზეზის გამო გადაწყვიტე ინვიტრო?

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 12:13
დღესაც უარყოფითია 30წლის ვარ 9წლიანი უშვილობა მხოლოდ ერთ ემბრიონს ვღებულობთ მარტო ერთი საკვერცხე მაქვს ისიც არც ისე კარგი ექიმმა დონორი მირჩია მაგრამ ახლა მაგაზე ვერ ვფიქრობ თან 3თვე ხომ არ შეიძლება რამდენადაც ვიცი ახალი ეტაპის დაწყება
* * *
იმდენად მინდოდა ხომ არ მომეჩვენა ის მეორე ხაზითქო საკუთარ თავშიც კი ეჭვი მეპარება

Posted by: იათო 13 Sep 2017, 12:17
ooooaaa
პირველად თუ სცადე რა იყო მაშინვე დონორის ხსენება? ვისთან დადიხარ?

Posted by: ninucela84 13 Sep 2017, 12:17
ooooaaa

ვინაა შენი ექიმი??

Posted by: rosonera 13 Sep 2017, 12:18
ooooaaa
გოგოებს შემდეგი თვიდანაც დაუწყიათ, პირველივეზე ბევრს არ გამოდის და შემდეგი ცდები წარმატებულია ხოლმე, ყურებს ნუ ჩამოყრი, ვინ არის ექიმი?

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 12:20
პირველ ჯერზე საერთოდ ვერ მივიღეთ ემბრიონი ეხლა მხოლოდ ერთი მივიღეთ და ისიც არ მიემაგრა როგორც ჩანს ჟორდანიაში დავდივარ ოლიკო მურღულიასთან რადგან რეზერვი თითქმის არ აქვს ჩემს საკვერცხეს მაგიტო შემომთავაზა მაგრამ ჯერ ვერ ვფიქრობ მაგაზე ამ ცოტა ხანში ისეაც 15000დავხარჯე უკვე ფინანსური მოძლიერებაც მჭირდება

Posted by: იათო 13 Sep 2017, 12:22
ooooaaa
კი, ციკლი ჩვეულებრივ დაიწყო, წამლების შეწყვეტიდან 3 დღის მერე.
ისე ერთი მცდელობის შემდეგ დონორი რომელმა ექიმმა შემოგთავაზა? ვისთან დადიხარ?

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 12:24
ხეგეს გაკეთებას ნეტა აქვს აზრი? 15ველოდები ციკლს და სანამ წამლებს არ შევწყვეტ არ დამეწყება? ოლიკო მურღულიაა ჩემი ექიმი

Posted by: იათო 13 Sep 2017, 12:28
ooooaaa
ხოო, დაისვენე ცოტახანს, დამშვიდდი და რახან დაბალი რეზერვი გაქვს, მსუბუქი სტიმულაცია მოითხოვე. რამდენი გაქვს ანტიმიულერი?

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 12:30
0.24 ამდენი მიყოლებითი სტიმულაციების შემდეგ მსუბუქი სტიმულაციით საერთოდ რომ ვერ მივიღოთ ემბრიონი თუ ეგ მაგაზე არაა დამოკიდებული?

Posted by: ninucela84 13 Sep 2017, 12:33
ooooaaa
ინოვა, ინვიტრო ან კარაპს მედლაინი ერთ-ერთგან მიდი რა, როცა ფინანსურად და ფსიქოლოგიურად მზად იქნები

Posted by: Tamara1988 13 Sep 2017, 12:33
ooooaaa
ექიმის გამოცვლაზე არ გიფიქრია? .ან უბრალოდ სხვებთანაც გაგიარე კონსულტაცია ნახე ისინი რას გეტყვიან.

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 12:34
კი ეხლა როცა დავიწყებ ანი მორჩილაძესთან მივალ მირჩიეს

Posted by: იათო 13 Sep 2017, 12:37
ooooaaa
რა გითხრა აბა.. მოკიდე ხელი შენს საბუთებს და პირველადი კონსულტაცია გაიარე ინოვაში ქეთი ოსიძესთან ან ინვიტროში აქებენ კიდევ აქ ანის...
ჩემ შემთხვევაში, ძლიერი სტიმულაციით 7 კვერცხუჯრედი ამოიღეს და მსუბუქი სტიმულაციის დროს 4-5 ჩანდა.. მაშინ უბრალოდ ინსემინაცია ვცადეთ და არ ამოგვიღია კვერცხუჯრედი, შესაბამისად ვერ ვამბობ რომ ლეტრუზოლითაც კარგი შედეგი მივიღეთთქო.
მოკლედ, არ ვიცი ეს ოლიკო, მეორე ხარ, ვინც ფორუმზე ახსენე, მაგრამ ჩემი აზრით ჯობს სხვა ექიმთანაც გაიარო კონსულტაცია.

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 12:40
მადლობა გოგონებო უფლის ნებაა ყველაფერი ასაკიც მემატება ცოტა გვიან მივხვდი და დავიწყე ამაზე ფიქრი რაზეც გული მწყდება ნაახალწლებს დავიწყებ ისევ თავიდან მანამდე დავასვენებ ორგანიზმს

Posted by: .ნინო 13 Sep 2017, 13:05
ooooaaa
ასაკი არაფერ შუაშია, 30 წელი საგანგაშო არაა. მთავარია სწორად გაიგონ და მიხედონ პრობლემას... დროზე ნუ ფიქრობ, ძალიან ბევრი დრო გაქვს კიდევ

Posted by: იათო 13 Sep 2017, 13:05
nino84
იყავი? რაო ქეთიმ?

Posted by: iratta_26 13 Sep 2017, 13:29
ooooaaa
QUOTE
3თვე ხომ არ შეიძლება რამდენადაც ვიცი ახალი ეტაპის დაწყება

მე გადატანის მერე მენზი რომ მომივიდა თუ არ ვცდები მეხუთე დღიდან კონტრაცეპტივი დავლიე 21 დღე, ისევ რომ მომივიდა დავიწყე სტიმულაცია მეორე დღიდან.

Posted by: akunabakuna 13 Sep 2017, 13:45
Oooooaaaa
მეც მასე მაქვს ანტიმიულერი და სუსტი სტიმულაციით ვღებულობ ემბრიონებს smile.gif
ქეთიმ მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ იცის თქმა ხოლმე არცერთხელ არ უთქვამს ჩემთვის დონორი, მე ჩემითაც კი ვკითხე და არ ვხედავ მაგის საჭიროებასო და შენ რომელმა "ჭკვიანმა" ექიმმა გირჩია დონორი. ჯერ შენით სცადე, დონორი 50 წლის ასაკში არ არის გვიანი, ასე რომ ჯერ გაქვს დრო smile.gif
ქეთისთან იმიტომ გირჩევდი მისვლას, რომ ჰყავს ძლიერი ემბრიოლოგი და შენთვის მთავარი მიზანი არის რამოდენიმე კარგი ემბრიონი დააგროვო და გადატანასთვის მერე ყველა ექიმი მოგამზადებს სქრეჩინგით და ტევაგრასტიმით და გეყოლება ბაოები smile.gif ნუ ინერვიულებ სწორად მიუდექი და გამოგივა smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 14:12
მადლობა გოგომებო გამხნევებისთვის

Posted by: oo la la 13 Sep 2017, 14:41
ooooaaa
მოიცა,
შენ პირველი ცდაც ხო არ გამოგივიდა მაგ ექიმთან? ვითომ შეღავათები რომ გაგიკეთა თუ რაღაც?
ხო აპირებდი ექიმის შეცვლას?
ისევ მაგასთან რატომ გადაწყვიტე გაკეთება?

Posted by: fleurs 13 Sep 2017, 15:18
oo la la
კი იგივე ნიკია ,მაშინ თუ არ ვცდები და წერდა. ვერ განაყოფიერდა თუ კვერცხუჯრედები ვერ მიიღეს . გოგოებმა მაშინაც ურჩიეს ექიმის შეცვლა

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 15:22
კი იგივე ვარ პირველის საერთოდ ვერ მივიღეთ ანუ ეს გადატანა პირველი იყო რატომღაც მაშინ არ გამოვივალე ახლა აუცილებლად გადავალ

Posted by: oo la la 13 Sep 2017, 15:26
ooooaaa
კი, შეიცვალე აუცილებლად ექიმი და შედეგიც გექნება smile.gif წარმატებებს გისურვებ,
პს. ხეგე მაინც გაიკეთე

Posted by: ooooaaa 13 Sep 2017, 15:31
გავიკეთებ ზეგ მაგრამ იმედი არ მაქვს მადლობა გოგონებო უკვე ისე დავიღალე არაფერი აღარ მინდა

Posted by: იათო 13 Sep 2017, 15:52
ooooaaa
ააა, ანუ ადრეც შენ წერდი ოლიკოზე, ხო? ნიკი არ მახსოვდა და ექიმის გვარი კი...
შეიცვალე ექიმი და აი ნახე რა უცებ მოგვარდება პრობლემა :* წარმატებები!

Posted by: nino84 13 Sep 2017, 20:15
იათო
ვიყავი დღეს და ფაქტიურად ეგრევე შევედი ქეთისთან. პროგესტერონი ჩავაბარე, ტევაგრასტიმი გამიკეთა თეამ და 20 ში ვარ დაბარებული გადატანაზე. დღეს დივიგრლი და ენდომეტრინი დამინიშნა და ხვალიდან ჩვეუკებრივი დანიშნილება უკვე. ღრუში რაღაცა სითხე გაქო, ეგ წინა გადატანამდეც მითხრა, ტიბერალი დამინიშნა სამი დღე. სავარაუდოდ მაბამდე რამე გადატანილი ინფექცია დატოვებდაო და შემეშინდა. რახან არ გადამიდო გადატანა ალბათ არაფერია საგანგაშო, მაგრამ მე ყველაფერზე განვიცდი უკვე. ისევ ერთის გადატანას აპირებს, მე ჯერ ვერ გავერკვიე თან ტყუპების მეშინია და თან ის ერთი რომ არ მინაგრდეს კიდე ერთ გადატანას ვეღარ გავუძლებ უჯვე.

Posted by: iratta_26 13 Sep 2017, 20:16
nino84
smile.gif წარმტებები, ნუ ნერვიულობ.

Posted by: იათო 13 Sep 2017, 21:44
nino84
ყველაფერი კარგად იქნება. მე შაბათს დამიბარა პროგზე... და ალბათ ორშაბათს პუნქცია და თუ პროგი კარგად მექნა, ამ თვეში გადატანა... ერთად გავიხარებთ მგონი <3

Posted by: nino84 13 Sep 2017, 21:49
იათო
ღმერთმა გისმინოს, ყველას ისე გგულშემატკივრობთ, როგორც საკუთარ თავს ❤

Posted by: zikata7 13 Sep 2017, 21:55
წარმატებები ყველას.. დადებითი ხეგეები.. გოგოებო ტევაგასტრიმი როდის უშვებენ ?დაწერეთ რა.. როცა ენდომეტრიუმია თხელი?

Posted by: nino84 13 Sep 2017, 22:11
zikata7
ჩემ შემთხვევაში ჩვენება არ გაქო, რადგან კარგი ენდომეტრიუმი მაქვს, მაგრამ მიმაგრებაშიც ეხმარებაო და გამიკეთეს წინა გადატანაზეც და ეხლაც.

Posted by: იათო 13 Sep 2017, 23:15
nino84
zikata7
მეც შემომთავაზა ტევაგრესტიმის გაკეთება ამჯერად

Posted by: akunabakuna 14 Sep 2017, 00:37
Nino84
დაწერე გთხოვ რა დანიშნულება მოგცა.
შენახული უნდა გადაისკუპო ხომ?

Posted by: zikata7 14 Sep 2017, 08:18
nino84
აა მეც კარგი ენდომეტრიუმი მაწვს და გამიკვირდა.. მიმაგრებაში თუ ეხმარება დიდი სიამოვნებით გავიკეთებ .. მტკივნეული პროცედურაა??

Posted by: nino84 14 Sep 2017, 08:58
zikata7
არა. ფაქტიურად ვერაფერი ვიგრძენი. 135 ლარი ღირს და მგონი რომ ღირს გაკეთება.

Posted by: jasmin11 14 Sep 2017, 09:45
გოგოებო გამარჯობა smile.gif ვფიქსირდები თემაში <3

Posted by: nino84 14 Sep 2017, 10:38
akunabakuna
კი, გაყინული გადაგვაქვს.
დანიშნულება მაქვს შემდეგი:
დივიგელი 1.0 2 ჯერ დღეში
ენდომეტრინი 100 მგ. 3 ჯერ დღეში, მე კრაინონით ვცვლი
პროგესტერონი 2.5 1 ხელ დღეში
მეთიპრედი 4 მგ 1 აბი ერთხელ დღეში
ართროკოლის საბთელი რექტალურად1 ხელ 5 დღე
დვიტამინი, ელ თიროქსინი, ფოლიუმის მჟავა. გადატანის მერე ემატება ფრაქსიპარინი.

Posted by: იათო 14 Sep 2017, 10:53
nino84
და გადატანაზე როდის დაგიბარა?
თითქოს ურეაქციოდ ვიყავი და ეხლა, რომ მოახლოვდა ეს პუნქცია ცოტა ავნერვიულდი

Posted by: Anukia198889 14 Sep 2017, 11:03
გოგოებოო ♡♡♡♡ მიხარიხართ ძალიან რომ ისევ აჟრიამულდით. ეს შემოდგომის დასაწყისი ისეთივე ბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის როგორც ჩემი ზაფხულის დასაწყისი იყო. აუცილებლად გახდებით დედიკონები მთავარია რომ ფარხმალი არ დაკარგოთ. და ყველაზე მთავარი რაცაა განწყობა შეინარჩუნეთ წინასწარ ბედნიერი.
იათო
რამდენი ფოლიკულია წამოსულიო რას გეუბნებაა? აუუ არ ინერვიულო რაა გთხოვ. მიენდე მთელი გულით და კითხვაც არ გაგიჩნდეს ისე მიენდე ქეთის და მის გუნდს. გამიხარდა ტევაგრასტიმს რომ იკეთებ. ანუ ერთ ფრეშს გადაიტან და ერთს გაყინულს ხომ?

Posted by: იათო 14 Sep 2017, 11:41
Anukia198889
მადლობა გულშემატკივრობისთვის <3
ლეტრუზოლი ვსვი მარტო 5 დღე, სხვა არაფერი მიმიღია და ერთში 2 ცალია ლიდერი და მეორეში 1.. პატარებს არ ვითვლიო smile.gif
ძალიან კარგად არის წამოსული ლეტრუზოლისთვისო..
რა დაგვხვდება და საიდან რა გამოვა ამას ვერავინ გეტყვის ასე ზეპირადო.
შაბათს გეტყვითო საერთოდ გექნება თუ არა პუნქცია და მერე, პუნცქციის მერე გეტყვი რამდენი გადაგვაქვს და როგორო


Posted by: BA84 14 Sep 2017, 11:51
იათო
nino84
გოგოებო წარმატებები, გადევნებთ თვალს და გგულშემატკივრობთ. მალე მეც შემოგიერთდებით მე-4 წრეზე.
******
რა უნდა გკითხოთ ყველას, თუ ვინმეს გამოგიწერიათ https://www.amazon.com/dp/B000WR8WBK?th=1 ეს DHEA , რამდენად კარგია მაინტერესებს, მიკრონ 5 ს ვსვამ უკვე წელზე მეტია, და დიდად შედეგსაც ვერ ვხედავ. თან ეს გაცილებით იაფია და ვიფიქრე ეს ხომ არ მეცადა.

Posted by: akunabakuna 14 Sep 2017, 11:52
იათო
შაბათს ქეთი იქნება?
მე როგორც ვიცი დღეს მიდის და 19მდე არ იქნება

Posted by: იათო 14 Sep 2017, 11:54
akunabakuna
არა, ქეთი არ იქნება.
რუსკა გაგიკეთებს ეხოსო და ეხოს და პროგის პასუხი შენ თვითონ გამომიგზავნე ფეისბუქზეო smile.gif შაბათის მდგომარეობით გადავწყვეტთ ორშაბათს პუნქცია გაქვს თუ არაო და ორშაბათს უკვე აქ არის, ანუ 18-ში ჩამოვდივარო

Posted by: BA84 14 Sep 2017, 12:01
იათო
შაბათს იქნებიან? მიკვირს ამ პერიოდში სტიმულაცია რომ დაგიწყეს,რომ არავინ არაა. ნემსებს არაფერს გიმატებენ? მხოლოდ ლეტრუზოლი?

Posted by: Anukia198889 14 Sep 2017, 12:11
BA84
ლეტრუზოლითაც აკეთებენ ინვიტროს. ძლიერი სტიმულაცია არ იქნება და სულ რამოდენიმე ფოლიკულს ღებულობენ მაგით. არ ამატებენ სხვა რამე წამალს. მთავარია ფუნქციაზე არის აქით.
იათო მეც გადატანამდე რუსომ და და ნათიამ მნახეს ეხოზე. გადაუღეს მერე სურათი და თამთას ანახეს. მაგ დროსაც წასულები იყვნენ. გულით გისურვებ დიდ ბედნიერრბას.

Posted by: იათო 14 Sep 2017, 12:17
BA84
ნემსები არაფერი დამიმატა, ფიქრობდა ცეტროს დანიშვნას, რომ არ გადამწიფდესო, მაგრამ ტუილადაც არ მინდა რომ გაგიკეთოვო.. მოკლედ იფიქრა, იფიქრა და ასე ვნახოთ შაბათს რა დაგვხვდებაო.
იმის გათვალისწინებით რომ მე გრძელი ციკლი მაქვს, არამგონია რომ გადამწიფდეს smile.gif ინსემინაციის დროს მაქვს ეს ლეტრუზოლი დალეული და მაშინაც თავიდან მაგრად წამოიღო და მერე შეაჩერა ზრდა.. ეხლაც ასე მგონია smile.gif

Anukia198889
ხო, მეც არ ვფიქრობ რომ შაბათს ქეთის არყოფნა რამეში დიდად მიშლის ხელს smile.gif მადლობა <3 ნეტა მაშინ მეც ჩამომერბინა შენთან და თამარასთან, ეგებ სამეულში მოვხვედრილიყავი : ))))

Posted by: სამანტა 14 Sep 2017, 12:28
ყველას გისურვებთ ნანატრ დედობას, დავიწყე სტიმულაცია მოუთმენლად ველოდები 9 წლის ნანატრ შედეგებს, თქვენი გამხნევება არც მე არ მაწყენდა. იმედი მაქვს რომ გამოვა

Posted by: იათო 14 Sep 2017, 12:30
სამანტა
წარმატებები! აუცილებლად გამოგივა, აბა რა smile.gif
ვისთან დაიწყე? ანტიმიულერი რამდენი გაქვს?

Posted by: Anukia198889 14 Sep 2017, 12:30
იათო
მოხვდები სამეულში უეჭველი ოღონდ შემოდგომის გოგოებთან ერთად. ♡♡♡♡

Posted by: m.i 14 Sep 2017, 12:32
nino84

იათო

წარმატებები გოგოებო 2kiss.gif აბა თქვენ იცით კარგი მეკვლე უნდა იყოთ ამ თემაში საშემოდგომო ციებ-ცხელების ფონზე bis.gif
* * *
სამანტა
უეჭველი გამოგივა, წარმატებებიიიი 2kiss.gif
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ვინც კი დაიწყებს ამ სეზონზე ყველა გახდება დედა biggrin.gif biggrin.gif სერიოზული მისია გვაკისრია smile.gif

Posted by: სამანტა 14 Sep 2017, 12:40
იათო - მადლობააააა . ანტიმიულერის რა გითხრა მე სხვა პრობლემები მქონდა და ლამის 1 წელია მამკურნალებენ ყველაფერი მომიწესრიგეს დიდი წონა მქონდა და პლიულს მთელი ამბები. ახლა ყველაფერი წესრიგშია და იმიტომაც დავიწყეთ. თთონ ექიმებიც დავტანჯე ამდენი ლოდინით მგონი უკვე... ახლა მხოლოდ შედეგებზე ვფიქრობ და უკან გახედვაც არარ მინდა.

Posted by: იათო 14 Sep 2017, 12:44
სამანტა
ქეთისთან დადიხარ შენც? თუ ანის პაციენტი ხარ?
უკან არც უნდა გავიხედოთ, იმდენი წვალებაა უკან... სამაგიეროდ წინ გვაქვს დიდი ბედნიერება <3

Posted by: nino84 14 Sep 2017, 13:04
იათო
20 ში დამიბარეს გადატანაზე. მეც ვცდილობ არ ვინერვიულო, მაგრამ არარეალურია, როცა მეექვსე გადატანა გაქ.
* * *
BA84
წარმატებული ყოფილიყოს ეს მცდელობა.

Posted by: BA84 14 Sep 2017, 13:09
სამანტა
წარმატებები, ყველაფერი კარგად იქნება.

Anukia198889
გასაგებია ანუ მარტო ლეტრუზოლითაც შეიძლება სტიმულაცია, მე 2 ჯერ გავიკეთე და მერე დამიმატეს მენოპური. არადა დაბალი მაქვს ანტიმიულერი და თან ძლიერ სტიმულაციაზე საერთოდ ვერ მივიღე ემბრიონი.

იათო
ყველაფერი იქნება ისე როგორც შენ გინდა. ველოდები შენს გახარებულ პოსტს.
გუშინ კობა ხაჭვანთან ვიყავი გვიან, მონიტორინგზე და მისაყვედურა, რანაირი შემართებით ხარ ხო იცი განწყობა რამდენს ნიშნავსო. ვიცი და სულ მინდა განწყობა ავიმაღლო, ხოდა შენც იყავი შემართებით :*

Posted by: იათო 14 Sep 2017, 13:53
BA84

ჩემ შემთხვევაში შეეშინდა რომ მენოპური გადამიმწიფებდა, თორე მენოპურის და ცეტროს ვარიანტებზე იმსჯელა და გადაწყვიტა არაფერი დაგვემატებინა. ინდივიდუალურია მაინც ყველას შემთხვევა.

ნუ ხარ უიმედოდ... მე მთელი გულით მჯერა რომ ღმერთი ისე არ დაგვტოვებს... აუციებლად გამოგვივა!

Posted by: სამანტა 14 Sep 2017, 14:09
ძალიან დიდი მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის, თქვენც ყველას წარმატებებს გისურვებთ ღმერთმა დედობის მადლი მოგვმადლოს მალე უფალმა.

Posted by: Nit89 14 Sep 2017, 16:21
ooooaaa
წამლებს რომ შეწყვიტავ მე-3 მე-4 დღეს დაგეწყება ციკლი. მეც არ გამომივიდა პირველ ცდაზე ხგ 0.5 იყო, მეორე ცდაზე წავიდა ორსულობა მაგრამ შეწყდა ეხლა ვემზადები მესამისთვის. არ ინერვიულო ყველაფერი გამოგივა აი ნახავ, არ დანებდე და გამოვა.
ხგ იმიტო ჯობია გაიკეთო გაიგებ მიმაგრების მცდელობა მაინც თუ იყო.
* * *
nino84
დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა და მალე გახდები ბედნიერი დედიკო
* * *
იათო
წარმატებები ჩემო კარგო,ძალიან მალე გახდები ბედნიერი დედიკო
* * *
სამანტა
უფალი ყველას დაგვასაჩუქრებს და მალე დაგეწეროს წარმატეული შედეგი აქ,ღმერთი ბევრ შვილებს გვაჩუქებს ყველას.

Posted by: akunabakuna 14 Sep 2017, 17:09
გოგოებო გინიპრალის ტაბლეტები ხომ არ იცით სადმე თუ იყიდება?

Posted by: იათო 14 Sep 2017, 17:57
Nit89
მადლობა.. დაიწყებს ეხლა ეს დღეები გაწელვას და აღარასდროს მოვა ორშაბათი smile.gif მერე კიდევ ის მოლოდინის 2 კვირა..
თქვენი იმედი მაქვს, აქ ვიხარჯები ხოლმე : ))))

Posted by: ninucela84 14 Sep 2017, 18:04
გოგოებო, ენდომეტრიუმის გასქელების პრობლემა მაქვს სულ, რამდენიმე დღეში ველოდები ციკლს და მინდა სტიმულაციის დაწყება, რამე არსებობს, რომ ენდომეტრიუმის გასქელებაზე ზრუნვა უვკე დავიწყო, თუ ჯერ აზრი არ აქვს

Posted by: Tiko1988 14 Sep 2017, 20:02
ninucela84
ეგ მეც მაინტერესებს ჩემი ენდომეტრიუმი ციკლის 14 დღეს 7 იყო შენ რამდენი გაქ ?
* * *
დღეს დამეწყო ციკლი ხვალ გავიქცევი უკვე სტიმულაციას ვიწყებ უფ ისე მიხარია თითქოს უკვე ორსული ვიყო
წარმატებები გოგოებო ვინც ეხლა იწყებთ და ვინც უკვე დაიწყეთ ყველას შეგვეწიოს უფალი და ძალა მოგვცეს ამ რთულ გზაზე

Posted by: Lemon Curd 14 Sep 2017, 21:47
Tiko1988
აუ მასე ვიყავი ზუსტად, ციკლის დაწყება თუ ასე გამიხარდებოდა, ვერ ვიფიქრებდი smile.gif))) და მეორე დღეს სტიმულაცია დავიწყოთო რომ მითხრეს და წამლებზე ავედი, ისეთი სახით ველოდებოდი ამ წამლებს, ჩემთან ერთად ქალი იცდიდა და ალბათ ნორმალური არ ვეგონებოდი smile.gif))

წარმატებები შენც და ყველას, ვინც ახლა იწყებს, ყველაფერი იმაზე ბევრად მარტივი გამოდგა, ვიდრე დაწყებამდე წარმომედგინა. ყველას საუკეთესო შედეგებს და სამნიშნა ხეგეებს გისურვებთ <3

Posted by: piko1989 14 Sep 2017, 21:53
გამარჯობათ გოგოებო ციკლის 26დღეს ენდომეტრიუმი 8.8 მმ პატარაა ხო?

Posted by: Tiko1988 14 Sep 2017, 22:30
Lemon Curd
დიდი მადლობა
* * *
თუ განწყობაზეა მართლა საქმე ისეთი მაააქქქქ ტყუპი მეყოლება

Posted by: სამანტა 15 Sep 2017, 10:12
მე ნატალიასთან დავდივარ. ძალიან მჯერა ჩემი ექიმის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა მიყვე ექიმს და თუ აირჩევ ეჭვის თვალით არუნდ უყურო. მეც მჯერა გოგოებო რომ თქვენც ყველაფერი კარგად გექნებათ მთავარია რწმენა, აი არმინდა ცუდის გაფიქრება და რავქნა , ისე მინდა პატარა რომ არც მინდა ცუდზე გაფიქრება. წარმატებებს გისურვებთ თქვენც ყველას.

Posted by: Nit89 15 Sep 2017, 12:07
იათო
ორ კვირას ნუღარ გამახსენებ ისე იწელება როგორც ორი წელი smile.gif სამაგიეროდ ბედნიერი რომ იქნებ აი ეგაა კარგი, აუცილებლად გაგიმართლებს აი ნახავ :* მე დირბის მონასტერში ვიყავი და ქამარიც ვიყიდე,გადატანამდე უნდა გავიკეთო smile.gif
* * *
ninucela84
მე აქ გოგოებმა მასწავლეს ხალხური მეთოდი და ეხლა უნდა ვცადო მეც. 1 კვერცხის გული (სოფლის) 1 ს|კ შაქარი, 1 ს|კ კაკაო კარგად უნდა აურიო ერთმანეთში და დაასხა ადუღებული რძე,ციკლის დამთავრებიდან 10 დღე უნდა სვა.
* * *
ninucela84
გასასქელებლად წამლებიცაა,მაგრამ რამდენად ეფექტურია ვერ გეტყვი ისე გასქელების პრობლემა არასოდეს არ მქონია.

Posted by: Tamara1988 15 Sep 2017, 12:17
Nit89
გენაცვალე შეენ. ზუსტად ეგ ქამარი გავიკეთე გადატანის დღეს და მას მერე უკვე 4თვეა რაც მიკეთიაა. არ მოიხსნააა. მხოლოდ ბანაობის დროს და ღამე ძილის წინ მოიხსენი... აი ნახავ შენც ისეთივე ბედნიერებას გაჩუქებს როგორც მე მაჩუქა. მწამს და მჯერა რომ გამოგივააა ყველაფერიიი smile.gif)))

Posted by: oo la la 15 Sep 2017, 12:18
ooooaaa
გელოდებით , ხეგეს რომ გაიკეთებ გვითხარი შედეგი,
წარმატებები მთელი გულით love.gif

Posted by: jasmin11 15 Sep 2017, 12:41
გოგოებო, ჯენარა ქრისტესაშვილზე რამე გსმენიათ ? ერთხელ მინდა მისვლა გადამოწმება, ეხლა ჩემი ნაცნობი მიყვებოდა კაი ხანი დავდიოდი 2 წელი ექიმებთანო და ენდომეტრიოზი ვერ შეამჩნიესო, მერე ვადიმმა გამიკეთა და მესამე თვეს დავრჩი ორსულადო და იქნებ კარგ ექოზე მივიდე თქო და ეს ჯენარა მიქეს რავიცი, ჩემი ნათესავ იყო და ორსულადაა ეხლა... თქვენი აზრი მაინტერესებს, უნივერსში მუშაობს.

Posted by: ninucela84 15 Sep 2017, 13:03
Tiko1988
გადასატანად რო ვემზადებოდით 7ს ვერ ავაცილეთ ვერც წამლებით და მოკლედ გადამედო, რამდენიმე თვე მერე 9 მმ იანზე გადავიტანეთ და შედეგი მაინც არ დადგა.

პს. ეხლა ვიწყებ სრულაიდ ახლიდან, მაგრამ ეჭვი მაქვს გაყინვა მომიწევს ენდომეტიუმის სისქის გამო. მოკლედ 20 ისკენ ვემზადები რო დავიწყო სტიმულაცია.

Posted by: ooooaaa 15 Sep 2017, 15:28
არ გამიკეთებია ხეგე შევწყვიტე წამლები დამეწყება ახლა ციკლი ალბათ

Posted by: Nit89 15 Sep 2017, 15:28
Tamara1988
დიდი მადლობა ჩემო სიხარულო გამხნევებისთვის :* თან გოგო ვარდისფერი შემხვდა და ბედნიერი ვარ,არც ვიცოდი ეგ თუ ფერებით იყო თურმე ცისფერი და ვარდისფერია,ასე მგონია უკვე რადგან ეს ქამარი მაქვს გამომივა მეთქი.
* * *
Tamara1988
ღმერთმა სულ ბედნიერი და გახარებული გამყოფოს,ბევრი ჯანმრთელი ბაოები მოგცეს უფალმა :*

Posted by: oo la la 15 Sep 2017, 15:44
ooooaaa
ეიმმა გითხრა შეწყვიტეო? იქნებ ტესტი ცდება ? მემგონი აუცილებლად უნდა გაგეკეთებინა რავიცი,

Posted by: natali777 15 Sep 2017, 16:40
გოგოებო გამარჯობათ ყველას, წარმატებებს და მშვიდობიან 9 თვეს გისურვებთ <3 ხვალ ინოვაში ნაცხი ანალიზებზე ვარ დაბარებული, ხომ არ იცით, მითხრეს მგონი 3 სთ-მდე არიანო.. ქუთაისიდან უნდა ჩავიდე

Posted by: rosonera 15 Sep 2017, 16:51
natali777
მარტო ნაცხის გამო მოდიხარ ქუთაისიდან? ქეთი, თამთა და თეო არ იქნებიან და ექთნები კი 2-დე მგონი.. მაგრამ თუ მარტო მაგისთვის მოდიხარ, ჩემი აზრით ჯობია მანდ გაიკეთო ექიმთან შეთანხმებით,

Posted by: compte.paris75 15 Sep 2017, 17:27
გოგოებო, ვინმეს პურეგონის დოზირების კალამი ხომ არ უნდა? რამოდენიმე მაქვს და ვჩუქნი

Posted by: sesilia28 15 Sep 2017, 17:56
oo la la
ხეგეს ანალიზი თუ არ გაგიკეთებია წამლებს რატომ წყვეტ? რატომ ჩქარობ?

Posted by: oo la la 15 Sep 2017, 18:06
sesilia28
მე არა , რაღადროს ჩემი ხეგეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მეც იგივე ვუთხარი ooooaaa -ს მემგონი ხეგე აუცილებლად უნდა გაიკეთოს,

Posted by: m.i 15 Sep 2017, 18:39
გამარჯობათ გოგოებო, ადრეც ვწერდი აქ რომ წამლები თურქეთში გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე აქ საქართველოში. დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.. რაც ყველაზე მთავარია ხარისხი ბევრად მაღალია ვიდრე ჩვენს ბაზარზე არსებული პრეპარატები. ქვემოთ დავწერ რა შევიძინე:
1) სოლგარი-ვიტამინი D3 1000სე 100 კაფსულა
2) სოლგარი-ომეგა-3 950მგ. 50 კაფსულა
3) სოლგარი-ფოლის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი
4) სოლგარი-Ca "600"+vit.D3 60 ტაბლეტი
5) ვიტამინი E -30 კაფსულა (თურქული წარწერით)
6) ინოფოლიკ კომბი - 80 კაფსულა
7) პრედნოლ- იგივე მედროლი - 40 ტაბლეტი
8) დონაქსილი -6 ვაგინალური ტაბლეტი ----->>>>> სულ გადავიხადე 410 ლირა, ეს კი გამოვიდა 287 ლარი
აქ მარტო ინოფოლიკი მიჯდებოდა იგივე რაოდენობა ზუსტად 148 ლარი,, სხვა წამლები არ ვიცი smile.gif

Posted by: piko1989 15 Sep 2017, 18:51
m.i
მაგადია ძააან რომელ ქალაქშიშეიძინე? მე რიზეში მივდივარ იქ ცაპირებ
და ხო მართლა გოგოებო აფთიაქი მარჯი ქვია მგონი ძალიან იაფადააქვთ იმათაც ეამლები მგონი თურქეთიდან ჩამოაქვთ გონალ ფ 900 იანი ყველგან ათასი ლარი ღირს და მანდ იგივრ 700 დამიფასეეს რავი თუ ვინმრს გამოგადგებათ ტელრფონის ნო.ერსაც დავწერ და დილის ათი საათიდან არიანხილმე წარმატებები ყველაას 599914232

Posted by: nincka1987 15 Sep 2017, 19:39
გოგოებო როგორ ხართ? კი შემოვდივარ ხოლმე,მაგრამ რადგან ახალი არაფერი მაქვს მოსაყოლი თქვენთან გავდივარ ხოლმე.დღეს ქეთიმ მომწერა და მომიკითხა,ვიცოდი რომ ორსულად იყავი და ხომ კარგად ხარო,შორიდან ძალიან გგულშემატკივრობო.ვუთხარი ჩემი კიდევ ერთი ედგაცრუება.ძალიან მეწყინაო მომწერა,მიუხედავად იმისა ჩემთან აღარ ხარ მაინც მიგულე შენს დიდ გულშემატკივრადო.გამიხარდა ძალიან რომ მომიკითხა.თუ რამე სიახლე გვექნება შენი მიმართულებით პაციენტებთან შეგეხმიანებიო მითხრა.ეს მეტყველებს მის დიდსულოვნებასა და ადამიანობაზე,ასევე ხშირად მკითხულობს მანანა ქოჩიაშვილი,როგორც ჩემ შვილს ისე განვიცდი შენს მდგარეობასო.მემგონი იმედი უნდა გვქონდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება როცა ასეთი ღირსეული ექიმები გვყავს.კი არ ბოროტდებიან როცა პაციენტები აკლდებათ,პირიქით ჯანსაღ კონკურენციას ღირსეულად ეგუებიან

Posted by: taknatuna 15 Sep 2017, 20:43
m.i
m.i
აუ გთხოოოვვ სოლგაროს დ ვიტამოსნ გადაუღე რა სურატი შემდაგენლობა სადაც აწეეია. მე გამოვწერე ამაზონიდან დაკუჭის მოქმედება სასწაულად მომოწესროგა. მანამდე ვიტრუმს ვსვამდი და არაფერ მსგავსს არ მიშვრებოდა.

Posted by: akunabakuna 15 Sep 2017, 21:43
Nincka1987
გამიხარდა ქეთისგან ასეთი ნაბიჯი smile.gif
ნინაჩკა რამოდენიმე შენი იმედგაცრუება ვიცი, მაგრამ მიზეზი არა sad.gif შეგიძლია დაწერო?

და კიდევ მგონი შენ იცი ენდომეტრიუმის გასაზრდელი ხალხური რეცეპტი ხომ? რომ დაწერო smile.gif

Posted by: nincka1987 15 Sep 2017, 21:53
akunabakuna
მიზეზი ვარაუდის დონეზე ვიცით ალბათ.სავარაუდოდ ანტისხეულების გამო რომელიც ემბრიონს უცხო სხეულად აღიქვავს და დევნის გარეთ,ასევე საშვილოსნოს მაღალი იმუნიტეტი.ამისთვის ვსვავთ მეთიპრედს,ჩემ შემთხვევაში არ მშველის.სხვას ვერაფერს მეუბნებიან ექიმები.კონკრეტული დიაგნოზი არ მაქვს და ვმკითხაობთ ასე.
რაც შეეხება ენდომეტრიუმს,ანისგან მქონდა დანიშნული სალბის ნაყენი 200 მლ დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ ვსვავდი მგონი 10 დღე,ასევე ანანასი და ჭარხალი ესეც ანიმ დამინიშნა.ამათი ბრალიც იყო თუ რა არ ვიცი,მაგრამ კი გაფუმფულდა ჩემი ენდომეტრიუმი ძალიან კარგად,ტევაგრასტიმმა კი დააგვირგვინა ბოლოს.

Posted by: akunabakuna 15 Sep 2017, 22:14
Nincka1987
ანანასის და ჭარხლის წვენი ერთდა?

ანტისხეულებზე ალბათ მეთიპრედის დიდი დოზა გჭირდება ხო
და პლაზმოფერეზი არ სწევს დაბლა ანდისხეულებს?

Posted by: annaninio 15 Sep 2017, 23:25
jasmin11
სამშოიაროში ერთი გოგო იწვა ჩემს პალატაში, ჯენაროს ყოფილი პაციენტი.ორი წელი მარტო ფულები აფლანგინა, რაღაც არარსებულ პროცედურებში.სანამ სხვასთან არ მივიდა,არ ეშველა.

Posted by: nincka1987 16 Sep 2017, 09:16
akunabakuna
არ აქვს მნიშვნელობა.თუ გინდა წვენი გამოწურე სა ის დალიე,თუ გინდა ისე მიირთვი.მეთიპრედს 8მგ ვსვავდი დღეში.თავიდან გადატანამდე 4მგ-ს. პლაზმაფერეზიც არ ვიცი რამდენად შველის,სულ უნდა ვიკეთო რომ ცოტა დაიწიოს.მე მაინც სხვა რაღაც მგონია მიზეზი რაა.არც საგანგაშოდ მაღალი არ მქონდა ამ ბოლოს,თან ბევრი ვიცი ვისაც ჰაერში მისდის ისეთი მაღალი ქონიათ და ჩვეულებრივ დარჩენილან და გაუჩენიათ ჯანმრთელი ბავშვები.ამიტომ მე მაიმც გენეტიკურ დონეზე მგონია რაღაც.

Posted by: torckiko 16 Sep 2017, 11:01
m.i
მეც სოლგარის კალცი და დ ვიტამინი დამინიშნა თამთამ და ანუ აქ ყიდვა არ ღირს? ამბობენ კაი ხარისხის შემოდისო

Posted by: rosonera 16 Sep 2017, 11:03
nincka1987
ყოჩაღ ქეთის, რთული პაციენტები აინტერესებს ძალიან და მათთან პრობლემების მოგვარების გზებს ეძებს ხოლმე ვიცი, ადრე კონფერენციაზე მიდოდა ბარსელონაში და დავაყენებ ამ პაციენტეის საკითხსო თქვა მახსოვს, წარმატებებს გისურვებ შენ, ძალიან გგულშემატკივრობ. პლაზმაფერზი რომ გაიკეთო გადატანის წინ 2 პროცდურა არ გინდა? ჩემს დას დაჭირდა მოწამვლის გამო ამ ზაფხულს და ის ექიმი ამბობდა ვინც უკეთებდა მისწრებაა იმ პაციენტებისთვის ორსულობის შენარჩუნების პრობლემა ვისაც აქვსო.

Posted by: m.i 16 Sep 2017, 11:48
piko1989
გონალ ფ 900 გაცილებით იაფი ჯდება თურქეთში. მე რამოდენიმეჯელ შევიძინე სადღაც 300 ლარამდეა
* * *
piko1989

user posted imageuser posted imageuser posted image
ამჯერად სტამბულში შევიძინე. ისე კი ყოველთვის ქემალფაშაში გადავდიოდი. ნებისმიერ ქალაქში შეგიზლია შეიძინო

Posted by: nincka1987 16 Sep 2017, 12:16
rosonera
არც ველოდი ქეთიაგან ასეთ ნაბიჯს მართლა.კი მითხრა თუ რამე გვექნება სიახლე შენთვის შეგეხმიანებიო.ვაპირებ პლაზმაფერეზს,ოღონდ ალბათ ერთი 6 რომ გავიკეთო.მერე თუ დადგება ორსულობა ალბათ თვეში ორჯერ მაინც მომიწევს.ერთხელ გავიკეთე თინა კობახიძესთან და იმანაც ეგრე მითხრა რო ხშირად დაგჭირდება 12 კვირამდეო.ჯერჯერობით მართლა არ ვაპირებ არაფერს,ცოტა თანხებთან არაა დაკავშირებუკი თითოეული პროცედურა,მე კი ჯერ ფინანსურად მოძლიერება მჭირდება რომ როცა შევუდგები ხელახლა უფულობის გამო არ შევწყვიტო.

Posted by: LuciDiTy 16 Sep 2017, 12:41
გამარჯობათ, შეგიძლიათ მითხრათ, სპერმის დონაცია როგორ ხდება საქართველოში? ერთგან დავრეკე და მითხრეს, დანიის სპერმის ბანკიდან შეიძლება შეკვეთა, მაგრამ არაფრით ფასი არ მითხრეს, და ხომ არ იცით?

Posted by: piko1989 16 Sep 2017, 13:23
m.i
ვაიმე როგორ გამახარე ნეტა იცოდე რააა აქ ათასს მიფასებენ ამ გონალ ფ 900 იანს და შენ ეს პრეპარატი სად შეიძინე იმ ქალაქში ჩავალ მეც და 20 ნემსის თავი რო მოყვება ისეთი იყიდე თუ ერთი თავი როაქვს გონალი ორნაირი ყოფილა ფარმადეპოშიმითხრეს და მასე იაფათ თუ შევიძენ იქ ვიყიდი
* * *
m.i
შენ გონალ ფ მა შედეგი არ მოგცა? თავიდან ვხმარობდიო რომ მითხარი სხვა პრეპარატი ხომარ სჯობს ?

Posted by: m.i 16 Sep 2017, 14:00
piko1989
ძალიან კარგი შედეგი მქონდა, უბრალოდ ჩემი ინვიტრო იყო წარუმატებელი,, მეორე მცდელობისთვის თავიდან დავიწყე სტიმუალცია, გონალის დოზა შემიმცირა და სხვა პრეპარატი დამინიშნა ძირითადად. ისიც თურქეთში შევიძინე. ნემსები კი დამრჩა ბლომად. ხო ეგ არის ბევრი ნემსი რო ახლავს თან.

* * *
nincka1987
რა კარგია ექიმი რომ იჩენს ასეთ ყურადღებას პაციენტის მიმართ.. ნამდვილად დასაფასებელი ჟესტია smile.gif

Posted by: piko1989 16 Sep 2017, 14:34
m.i
ანუ ქემალ ფაშაში ყიდულობდი გონალს ხოო დიდი მადლობა ძალიან დანეხმარე წარმატებები და ტყუპები მომელოცოს მალეეე მეც ტყუპებზე ვოცნებობ

Posted by: ooooaaa 16 Sep 2017, 14:46
2.7ია ხეგეს პასუხი არც დაუწყია მიმაგრება ხომ ამას ნიშნავს?
* * *
და ახლა როდის წამომივა ციკლი ის უნდა ვიდარდო წამლები უკვე შევწყვიტე

Posted by: m.i 16 Sep 2017, 15:29
piko1989
გენაცვალეეე გაიხარე :*:* მეც მინდა ტყუპები, გენეტიკაც მიწყობს ხელს smile.gif კი არის ოგონდ მანდ შაბათ-კვირას აფთიაქი არ მუშაობს რომ იცოდე. სულ ორი აფთიაქია. დანარჩენ დღეებში 5 საათამდე, ცენტრალური რომელიცაა ის მოიკითე, მეორე პატარა აფთიაქია და საზიზღარი კაცი ზის ამატებს ფასებს biggrin.gif

Posted by: rosonera 16 Sep 2017, 15:38
ooooaaa
ადრე დაწერეს აქ 1.2 ქონდა პასუხი და ქეთის უთქვამს დაწყებული ქონდა მიმაგრებაო, აბა შენს ექიმს კითხე.

m.i
piko1989
მალე აგიხდებათ ოცნება გოგოებო , smile.gif

Posted by: ooooaaa 16 Sep 2017, 15:40
არა რის ორსულობაო მხოლოდ ეს მიპასუხა

Posted by: m.i 16 Sep 2017, 15:41
ooooaaa
სამწუხაროა, მიმაგრების მცდელობა ყოფილა. წამლის შეწყვეტიდან მე-3 მე-4 დღეს დაგეწყება ციკლი

Posted by: ooooaaa 16 Sep 2017, 15:43
რა რთულია ნეტა ამ ტანჯვას ოდესმე ბოლო თუ მოეღება ისე მაქვს ყველაფრის ხალისი დაკარგული, ვინც ბევრჯერ ცადეთ ინვიტრო გმირები ხართ მე მეტი აღარ შემიძლია

Posted by: m.i 16 Sep 2017, 15:44
rosonera
გისმინოს ღმერთმა love.gif გაიხარეეე 2kiss.gif

Posted by: rosonera 16 Sep 2017, 16:17
ooooaaa
შენც მოხვალ ხასიათზე, ცოტა ხანი დაისვენე, განიტვირთე, მერე ექიმი შეიცვალე და გამოვა ყველაფერი.

Posted by: .ნინო 16 Sep 2017, 21:59
ooooaaa
ორსულობა არაა, ვერ მიემაგრა ნაყოფი, მაგრამ მე როგორც ვიცი, მიმაგრების მცდელობა იყო. ისე ეგ ჰორმონი არ არსებობს ქალის ორგანიზმში. მაქსიმუმ 0,5 იყოს.

5ზე ნაკლები ნიშნავს რომ ვერ მიემაგრა, 10 მდე (თუ ძალიან პატარა ვადა არაა, ) ამბობენ რომ მოშლაა. და ზემოთ უკვე ორსულობაა.

Posted by: იათო 16 Sep 2017, 22:04
ორშაბათს 10-ზე მაქ პუნქცია.. ჩემი 3 ფოლიკი უნდა ამოვიღოთ <3

Posted by: Tamara1988 16 Sep 2017, 22:08
იათო
წარმატებებიი იათოო <3 <3 სექტემბერი შენი თვე უნდა იყოს baby.gif 2kiss.gif

Posted by: იათო 16 Sep 2017, 22:14
Tamara1988
მადლობა ♥♥♥ იმედია გამოვა..

Posted by: taknatuna 16 Sep 2017, 22:17
m.i
მადლობაა. ჩემიც იგივეა შევადარე და იგივეს შეიცავს. ჩემსაში 250 კაფსულა იყო და 30 ლარი დაჯდა სულ ამაზონიდან.
* * *
იათო
მთელი გულით გგულშემატკივრობ. <3
ამჯერად ყველაფერი კარგად იქნებაააა წარმატებები

Posted by: იათო 16 Sep 2017, 22:38
taknatuna
:* :* მადლობა. შენ როგორ ხარ? აკეთებ რამეს თუ შესვენება გაქვს?

Posted by: taknatuna 16 Sep 2017, 22:40
იათო
ოქტომბრის დასაწყისში ჰისტეროს ვიკეთებ და მერე ვნახოთ

Posted by: იათო 16 Sep 2017, 23:06
taknatuna
ვადიმთან აპირებ ჰისტეროს?

Posted by: taknatuna 16 Sep 2017, 23:55
იათო
არა ინვიტროშია ზურაბ ვაშაკიძე და იმასთან. ვადიმს ტყუილად გაბერილი ფასი აქვსმ 400 ლარით იაფი ჯდება

Posted by: nino84 17 Sep 2017, 00:17
იათო
წარმატებები❤

გოგოებო, ვინც პროგესტერონის ნემსებს იკეთებთ, ერთიდაიგივე დროს იკეთებთ? ზუსტად 24 საათში ერთხელ?

Posted by: oo la la 17 Sep 2017, 00:36
ooooaaa
გული დამწყდა ძალია ,
გთხოვ მაგ ექიმს კი არა მაგ კლინიკასაც კი აღარ გაეკარო საერთოდ,
იმედი არ დაკარგო, ახალი ძალებით შეუდექი,
ყველაფერი გამოვა მთავარია ჭკვიანი ექიმი შეარჩიი :*

Posted by: akunabakuna 17 Sep 2017, 01:08
იათო
ძლიერი სტიმულაცია გაიკეთე თუ ლეტროზოლი მხოლოდ?
წარმტებებს გისურვებ ორშაბათს smile.gif
ამავე თვეში აპირებ გადატანას?

Posted by: იათო 17 Sep 2017, 05:10
akunabakuna
მარტო ლეტრუზოლი ვსვი 5 დღე. პროგის ანალუზის მიხედვით ამ თვეში უნდა იყოს გადატანა.. ვნახოთ smile.gif მადლობა გულშემატკივეობისთვის
* * *
nino84
მადლობა <3 როდის გაქვს გადატანა?

Posted by: nino84 17 Sep 2017, 09:47
იათო
20 ში, ოთხშაბათს.
***********

Posted by: torckiko 17 Sep 2017, 10:17
სალამიიი, თუ იცით გენრიეტა გაგოშიძე როგორი ეხოსკოპისტია? ეხოს გადაღება მიწევს და ხეცურიანთან აღარ მინდა.

Posted by: Nit89 17 Sep 2017, 10:54
ooooaaa
ყველაფერი გამოგივა ცოტას დამშვიდდები და აუცილებლად დაიწყებ თავიდან. მესამე კრუგზე მივდივარ მე,კი ვიძახდი აღარაფერი აღარ მინდა მეთქი მაგრამ კი დავიწყე მზადება ახლიდან. არ დაყარო ფარხმალი ყველაფერი გამოგივა.
* * *
იათო
nino84
წარმატებები გოგოებო,ღმერთი თქვენსკენ.

Posted by: natali777 17 Sep 2017, 11:19
სალამი გოგოებო <3, მე ქეთის პაციენტი ვარ უკვე, 13 სექტემბერს მივედი პირველად. ადრე რეპრპარტის პაციენტი ვიკავი და იმედგაცრუებული დავრჩი.. 1 წარუმატებელი ცდა გვქონდა, კრიო გადავიტანეთ 2 ცალი და არც მიემაგრა, ასე გამოჩნდა ხეგეზე.. ბოლობოლო გამოვიცვალე ექიმი, ვიცი რომ საიმედო ექიმის ხელში ვარ და რაგაცნაირად მშვიდად ვარ.. მაგრამ ჩემი ანალიზები და შეგედები მაფიქრებს ცოტა. 13 მქონდა ციკლის მე-4 დღე და ქეთიმ მხოლოდ ჰორმონების და სხვა ანალიზები ჩამაბაეია, საბათს ვიყავი დაბარებული მიკროპლაზმა-ურეაპლაზმა და პაპ ტესტის ანალიზზე. გავიკეთე რა თქმა უნდა ინოვაშივე. სხვაგან აგარ ვენდობი არავის. ჩიყვის ეხოსკოპია გადაამოცმეტ 13-ში და შარშანდელთან შედარების კვანძის ზომა მომატებულიაო და ქეთიმ ენდოკრინოლოგთან გამიშვა, თან ბიოფსიაც დაგჩირდებაო. იქეთ პაპტესტი რომ ჩავაბარე ანალიზატორმა რაგაც ჩაილაპარაკა ,,ორი არხი ჩანსო" თუ რაგაც ამდაგვარი, მემგონი სამსაბათს იქნება პასუხები და ვნერვიულობ ძალიან.. აგერ ჩიყვი აგერ საშვილოსნო, რამე ხომ არ მჭირს ნეტა... სახლში ვერაფერს ვამბობ და თქვენთან ვთქვი პირველად.. იქნება მითხრათ რამე გასამხნევებელი sad.gif(
* * *
ჯერ ისის ვერ გამირკვევია ვისთან მივიდე ენდოკრინოლოგთან და თან ბიოფსიის მეშინია, ეხლა დამატებითი საფიქრალიც გამიჩნდა, ვაითუ ტყუილად ვოცნებობ შვილზე...
* * *
ისე ანალიზების პასუხს დავწერ იქნებ გესმით ვინმეს და თუ არის საიმედო ანალიზები, ჯერ ქეთი ექიმი არ მინახავს და არ ვიცი მისი აზრი, თქვენთანაც ვიკითხავ ვინც ხართ გათვითცნობიერებულები:
ჰიდროპროგესტერონის სისხლში (HR.7.10 ) - 0,80
დეჰიდროეპიანდროსტერონი (HR.7.7) - 5,01
პროლაქტინი (HR.3.7) - 11,74
TSH - 1,82
25 OH ვიტამინი D3 -ს კონცენტრაციის განსაზღვრა (25 OH vitamin D3) - 16,20

ეს პასუხები მაქვს ჯერ...

Posted by: LuciDiTy 17 Sep 2017, 22:29
დონორის სპერმა თუ ვინმეს გამოგიყენებიათ, იქნებ მომწეროთ, როგორია პროცედურა? მადლობა!

Posted by: .ნინო 17 Sep 2017, 22:43
torckiko

მე ვიყავი გენრიეტასთან... 12 კვირის ეხოზე მაგასთან დავდივარ. მომწონს ძალიან, საყვარელი ქალია, დადებითი... მე კმაყოფილი ვარ...

Posted by: ketketa210 18 Sep 2017, 09:46
natali777
ნუ ნერვიულობ, იმიტომ რომ კარგ ექიმთან ხარ. თანაც ქეთი ისეთი პირდაპირია, ყველაფერს ზუსტად აგიხსნის შელამაზების გარეშე. მე ანალიზებში ცუდად ვერკვევი, შემოვლენ ცოტა ხანში გამოცდილი ფორუმელები და აგიხსნიან :* და რომ იცოდე ყველაზე ცუდი მონაცემებით დარჩენილან და ზოგს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ არ რჩება.

Posted by: natali777 18 Sep 2017, 10:10
ketketa210
გაიხარე ჩემო კარგო, მადლობა დიდი ამ გამხნევებისთვის <3.

Posted by: tweety86 18 Sep 2017, 10:58
natali777
გააჩნია რამდენად არის გადიდებული ოდნავ ჩემიც არი მომატებული და სულ ვაკონტროლებ

ისე ოცნებას რაც შეეხება ჩემმა მეგობარმა ფარისებრი ამოიკვეთა და მერე გააჩინა შვილი. ღმერთმა არ დაგაჭირვოს, მაგრამ უსაშველო არაფერია

ენდოკრინოლოგი ანტი ტპო-ს გაგაკეთებინებს აუცილებლად ფარისებრი როცა ზომაში მომატებულია ანტისხეულებიც იმატებს

Posted by: akunabakuna 18 Sep 2017, 11:13
გოგოებო ვისაც შენახულების გადატანა გქონიათ, მაინტერესებს პროცედურა იმ თვეში როგორ არის?
ოვულაცია ჩვეულებრივ იქნება იმ ციკლში თუ თრგუნავენ?

Posted by: tammmta1 18 Sep 2017, 11:14
torckiko
გენრიეტასთან დავდიოდი მთელი ორსულობა. ძალიან კარგი ქალია, ჭკვიანი და არაფერი გამოეპარება. ხეცურიანთან მაშინ მივდიოდი როცა ბავშვის ფერადი ფოტოები მინდოდა lol.gif

Posted by: akunabakuna 18 Sep 2017, 11:24
Natali777
კვანძი ერთია? ზომაში მე როგორც ვიცი 1ზე მეტი უნდა იყოს რომ ბიოფსია გაკეთდეს და თუ ბიოფსიას გაიკეთებ აუცილებლად კალოიანს გააკეთებინე, ეგ ყველაზე კარგია, მე 3ჯერ მაქვს გაკეთებული.
რაც შეეხება ენდოკრინოლოგს მე ხუბუაც მომწონს ინოვაში არის და არამიანში მეტრეველი.

Posted by: Tamara1988 18 Sep 2017, 11:38
akunabakuna
ჩემს შემთხვევაში ნატურალურ ციკლში მქონდა გადატანა და დათრგუნეს. ზუსტად 20დღეს მქონდა გადატანა. ემზადები? წარმატებებიიი 2kiss.gif

Posted by: iratta_26 18 Sep 2017, 11:40
.................................................................

Posted by: natali777 18 Sep 2017, 11:46
akunabakuna
კი ერთია, 1-ზე მეტია სისქეში და ბიოფსია აუცილებელიაო, მხოლოდ ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტში მითხრეს კარგიაო მზია ფიცხელაური -ენდოკრინოლოგი, ხომ არ გსმენიათ ვინმეს?
* * *
ketketa210
მადლობა ჩემო კარგო. ღმერთმაც გისმინოს. წარმატებებს გისურვებთ ყველას <3. აქ რომ შემოვდივარ, რაგაცნაირად უფრა შემართებით ვარ ხოლმე მერე

Posted by: akunabakuna 18 Sep 2017, 11:56
წარმატებებს გისურვებ, ქეთი კარგი ექიმია პირდაპირ იცის ხოლმე თქმა smile.gif
* * *
Natali777
სხვებსაც ჰკითხე და ბრმად არ მიხვიდე,
მე ოპერაციაც გაკეთებული მაქვს და მაშინ შემოვლილი მაქვს ყველაფერი, ბიოფსიაც კი 3ჯერ გავიკეთე, უცოდინარი ექიმების ხელში.

Tamara1988
მადლობა, შემოდგომაზე ვაპირებ smile.gif
შენ უკვე გაბერილი იქნები ხომ smile.gif მერამდენე კვირაში ხარ

Posted by: Tiko1988 18 Sep 2017, 12:06
გამარჯობათ გოგოებო ჩამივარდა კოვზი ნაცარში ერთი თვით გადამედო კისტა მაქ და როგორც ჩანს რიგევიდონი არ მოქმედებს ჩემზე სამი თვეა ვსვამ ნუ მაგას გავხეთქავდით მაგრამ ეს ესტრადოლი რა ჯანდაბააა იქნებ გამარკვიოთ 5 მაქ ზუსტად
* * *
პროგესტერონი 0,635
ფოლიკულმასტიმულირებელი 7,38
ესტრადოლო 5.0
17-ა ჰიდროქსიპროგესტერონი 0,8
ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ ესტრადოლი რატო მაქ ესეთი დაბალი ან ეგ რისი ჰორმონია?

Posted by: Tamara1988 18 Sep 2017, 12:12
akunabakuna
17 კვირის ვარ. კი ეხლა ვიბერები ნელნელა თორე მანამდე არც მეტყობოდა არაფერი biggrin.gif აი ნახავ შენც მალე გაიბერებიი baby.gif baby.gif baby.gif 2kiss.gif

Posted by: Nit89 18 Sep 2017, 12:22
Tiko1988
საკვერცხეებში გამომუშავდება ორი მნიშვნელოვანი ჰორმონი: ესტრადიოლი და პროგესტერონი. ესტრადიოლის გამომუშავება იზრდება მენსტრულაური ციკლის პირველ ფაზაში ანუ ფოლიკულურ ფაზაში და აღწევს პიკს ოვულაციის წინ. ესტრადიოლი ხელს უწყობს ენდომეტრიუმის ზრდას და ატენიანებს საშვილოსნოს, რაც უადვილებს სპერმატოზოიდებს საშვილოსნოს ღრუში შეღწევას.
* * *
Tamara1988
ქეთისთან დადიხარ ხო?

Posted by: Tamara1988 18 Sep 2017, 13:31
Nit89
კი ქეთი ოსიძის პაციენტი ვარ. smile.gif

Posted by: torckiko 18 Sep 2017, 13:51
tammmta1
.ნინო
მე ორსულობის გამო არ მინდა, ოპერაციის შემდგომ ითხოვენ ხოლმე გადამოწმებას, თან ეხლა ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს და ეხო მომთხოვა თამთამ და რა ვქნა ხეცურიანს არ ვენდობიიიიიიიიიიიი.

Posted by: იათო 18 Sep 2017, 14:16
მოვედი გოგოები, 2 კარგი აღმოჩნდა ჩემი 3 ფოლიკიდან smile.gif ვნახოთ ხვალ რა იქნება <3

Posted by: Tamara1988 18 Sep 2017, 14:29
იათო
უნარკოზოდ გაიკეთეე? იყოჩაღებენ და გაგახარებენ ხვალ. :* :* :*

Posted by: ketketa210 18 Sep 2017, 14:48
იათო
მშვენივრად დაიწყე smile.gif წარმატებით დაგესრულებინოს :*

Posted by: იათო 18 Sep 2017, 14:49
Tamara1988
კი, უნარკოზოდ გავიკეთე და კარგია რომ ფეხები დაბმული მქონდა ; ))))

ketketa210
მადლობა <3 დიდი

Posted by: rosonera 18 Sep 2017, 15:05
იათო
ვახ ვახ, როგორ მიხარია შენი ამბებიი smile.gif აბა შენ იცი, ამ თვის ბოლოს ორსულობას მოგილოცავ ვიცი! smile.gif

Posted by: Anukia198889 18 Sep 2017, 15:11
იათო
მიხარიხარ და ხვალ უფრო უნდა გამახარო. ორივე უნდა გამოიჩეკოს აუცილებლად. ბლასტომდე არ დაელოდოთ მიყვანას ორია და გარისკვა არ გინდა. სამ დღიანები გადაისკუპე.
დაბმული იყავი თორე აარტყავდი ქეთის ფეხს ხოო lol.gif lol.gif

Posted by: იათო 18 Sep 2017, 15:22
Anukia198889
<3 <3 <3 მადლობა.
ხო, ასე მითხრა ქეთიმ, თუ ორივე გამოვიდა, 3 დღიანებს გადავსვამთ. თუ ერთი გამოვიდა, მივიყვანთ ბლასტომდე და იმ ერთ ცალ კრიოსაც გამოვალღობთ და 2 ბლასტოს გადავსვამთო...
მოკლედ ვნახოთ <3 უფალი მოწყალეა

Posted by: tammmta1 18 Sep 2017, 15:24
იათო
სამივე ცალი რომ გადაგისვას, არა? კრიოც და ეს ორი ცალიც

Posted by: იათო 18 Sep 2017, 15:25
rosonera
მადლობა ჩემო კარგო <3 სადღაც ოქტომრის დასაწყისში მეცოდინება რა გამოვიდა

Posted by: m.i 18 Sep 2017, 15:30
იათო
წარმატებებიიი, ტყუპები გეყოლება ტყუპებიიიიიიიიიიიიიიიიიი smile.gif

Posted by: იათო 18 Sep 2017, 15:38
tammmta1

m.i
არა, სამი ვერა და ისედაც ძალიან მეშინია ტყუპების <3 თუმცა თუ ესე უნდა მოხდეს, მოხდეს smile.gif წინაზე იმდენი ვიწუწუნე არ მინდა ტყუპითქო და 1 გადავატანინე.. მერე სულ ამას ვნანობდი

Posted by: Tamara1988 18 Sep 2017, 15:40
იათო
როგორ მინდა მალე აქედან აიბარგო და მომავლებში გიხილო იმ სიაში 2kiss.gif baby.gif baby.gif

Posted by: იათო 18 Sep 2017, 15:49
იცით რა მაინტერესებს? წინა ფუნქციაზე 8 ამოიღეს და გამონადენი საერთოდ არ მქონდა და ეხლა ამ 3 ცალზე მაქვს გამონადენი საკმაოდ.. და უნდა შემეშინდეს, თუ არაუშავს?

Posted by: tammmta1 18 Sep 2017, 15:53
იათო
გამონადენი საერთოდ რომ არ გქონდა ეს იყო ცოტა უცნაური smile.gif გაყინული ბლასტო გყავს?

Posted by: იათო 18 Sep 2017, 15:54
tammmta1
ისე, ეგეც მეუცნაურა მაშინ : )) მოკლედ ჩემი მოსაწონი არაფერი ხდება რა : )))

მაშინ სახლში წავედი და დავწექი.. ეხლა სამსახურში ჩამოვედი და ვმუშაობ.. ალბათ მაგის ბრალიცაა

Posted by: Anukia198889 18 Sep 2017, 16:02
იათო
გამონადენი რომ გაქვს კარგია და დამშვიდდი მაგაზე არ იდარდო. ეხლა ეგ ფუნქცია უნარკოზოდ რა დაგიჯდა? და საერთოდ მერე მაინტერესებს ლეტროზოლით სტიმულაცია ფუნქცია გადატანა რა დაგიჯდება ყველაფერი. smile.gif კი მყავს გაყინულები მაგრამ რომ არ გამოვიდეს მეორე შვილზე მასე მცირე სტიმულაციას ვცდი. ორ წელში ისევ ამ ფაციფუცში მინდა ვიყო. smile.gif

Posted by: იათო 18 Sep 2017, 16:18
Anukia198889
შენ რა ტიპი ხარ : ) ჯერ ეგ პაწაწუნა გააჩინე იმ 2 წელში ფასები ძალიან შეიცვლება.
რაც შემეხება მე. ლეტრუზოლში 23 ლარი + პროგის ანალიზი 35 ლარი + პუნქცია, განაყოფიერება და ტევაგრესტიმი (დღეს გადავიხადე) 2485 ლარი

ჯერ-ჯერობით სულ ესაა

Posted by: tammmta1 18 Sep 2017, 16:23
იათო
აბა გადატანის მერე რაც დაგჭირდება ორსულობის პაკეტის ფარგლებში დაზღვევას აანაზღაურებინებ jump.gif wink.gif

Posted by: იათო 18 Sep 2017, 16:26
tammmta1
არა, გადატანა ღირს 900 ლარი და თუ ჩემი ბლასტოც გამოვადნეთ, ეგეც მგონი 1200 ჯდება.. და ორსულობა თუ დადგა, მერე კი იცოცხლე, ჩემს დაზღვევაზე შური უნდა ვიძიო, არაფერს რომ არ მინაზღაურებენ ამ უშვილობაზე : )))

Posted by: Nit89 18 Sep 2017, 17:27
იათო
აუცილებლად კარგად იქნებიან შენი ბაიები და მალე ორსულობასაც მოგილოცავთ :*

Posted by: იათო 18 Sep 2017, 18:12
Nit89
მადლობა <3 ისე, დღეს ინოვაში დარეკვის შემეშინდა sad.gif მირჩევნია ხვალ ავალ და ისე გავიგებ სიტუაციას

Posted by: iratta_26 18 Sep 2017, 19:18
იათო
აბა ველოდებით შენს პაწაწოებს რას იზამენ smile.gif

Posted by: იათო 18 Sep 2017, 19:20
iratta_26
ჩემი პაწაწოები love.gif

Posted by: nino84 18 Sep 2017, 21:26
ამ პროგესტერონის ფონზე სოკო მეწყება, ქავილის შეგრძნება მაქვს. არადა გადატანამდე სუფთა მქონდა ნაცხი, დავიტანჯე რა. ვინმეს გქონიათ მასე? 20 ში მაქვს გადატანა და სულ არ იყო ეხლა ამის დრო.

Posted by: mashusha 18 Sep 2017, 21:30
nino84


როგორც ვიცი ქავილი მხოლოდ სოკომ არ იცის
სოკო გიდასტურდება?

Posted by: იათო 18 Sep 2017, 21:38
nino84
ლუთეინა არ მიყვარს რა. ალბათ უფრო სიმშრალე და ალერგიაა, თუმცა სოკოც რომ.იყოს სანერვიულო არაა.... ბლასტო გადაგაქვს შენ ერთი, ხო?

Posted by: nino84 18 Sep 2017, 21:45
mashusha
წინა გადატანის დროსაც ასე მქონდა, მაშინ უარესადაც და სოკო ამოვიდა ნაცხში, ეხლა ანალიზი აღარ გამიკეთებია, მალამო წავისვი დეკლოსოდოს ეგრევე, ზოგადად პროგესტერონი არ მიხდება რა. მაშინ ენდომეტრინი ვერ ავიტანე და ეხლა კრაინონზეც იგივე დამემართა, არადა ყველაზე ნაკლე ალერგიული ეგააო.იათო
მე ორი მიბდა რო გადავიტანოთ, ქეთის ვკითხე და ვნახოთ როგორ გამოლღვებაო. ფრთხილობს ჩემთან ორს, გამხდარი ვარ. შენი ამბები წავიკითხე, უნდა იყოჩაღონ შენმა პაწიებმა აუცილებლად.

Posted by: იათო 18 Sep 2017, 21:56
nino84
არ მგონია მარტო სიგამხდრის ბრალი იყოს. ალბათ დარწმინენულია რომ მიმაგრების დიდი შანსი გაქვს. მე აბა თირკმელის პრობლემის მიუხედავად, მაინც ორს მთავაზობს

Posted by: nino84 18 Sep 2017, 21:59
იათო
მიმაგრების დიდი შანსი რომ მქონდეს მეექვსე გადატანა არ დამჭირდებოდა sad.gif მაგიტომ მიბდა ორი, იქნებ ასე მაინც მინაგრდესთქო, თორე სულ არ მინდა ტყუპი.

Posted by: იათო 18 Sep 2017, 22:03
nino84
უი, მე მეგონა ჩემსავით მეორე მცდელობა იყო.. აბა რატომ არ გთანხმდება ორზე ნეტა? უცნაურია ისე, ნეტა ჩემზე რატომ აქვს დაჟინებული ორის გადატანა?

Posted by: Anukia198889 18 Sep 2017, 22:07
nino84
ჩემზე გამხდარი არ იქნები. 169 სიმაღლე და 48 კილო ვიყავი გადატანამდე. ჩხირები ვიყავი ცარიელი. ღმერთმა ქნას ისე გამოლღვნენ რო ორი გადაიტანო. ტყუპი არ მინდაო რომ ამბობ ალბათ ეგ იცის ქეთიმაც და იმიტო არ გადააქვს smile.gif მე სიხარულით არ ვიყავი რომ გადამიტანა ორი და ერთმა რომ მიემაგრა მერე იმ ერთის დეპრესია მქონდა სერიოზულად დავკარგე თქო ვდარდობდი. არ ინერვიულო ამჯერად მიენდე ქეთის კითხვის ნიშანი ამოიგდე თავიდან.

Posted by: nino84 18 Sep 2017, 22:12
იათო
არ ვიცი რა ლოგიკით ხელმძღვანელობს.Anukia198889
ქეთისთან არც მითქვამს რომ ტყუპი არ მინდა, უბრალოდ სულ იმას მიმეორებენ ტყუპი რთული მისაყვანია ბოლომდეო, თეამაც ეგ მითხრა და დავიძაბე მეც. რომ იყოს ეს მეორე ან თუბდაც მესამე გადატანა ერთს დავთანხმდებოდი, მარა ვინაიდან მეექვსეა ორი აჯობებს ვფიქრობ.

Posted by: იათო 18 Sep 2017, 22:32
nino84
მე ვთქვი რომ არ მინდა ტყუპითქო, მაგრამ მგონი არც ელოდება ჩემ შემთხვევაში ტყუპს, უბრალოდ 2-ის გადატანით შანსს მიზრდის...

Posted by: nino84 18 Sep 2017, 23:02
იათო
აბა ჩემი ჯინი ჭირს, ვერ გავიგე რა.

Posted by: Kato81 18 Sep 2017, 23:46
იათო
მიხარია შენი კარგი ამბები smile.gif თვალს გადენებ სამსახურში დატვირთვის გამო გამო ხშირად ვერ ვწერ, წარმატებებს გისურვებ და მალე ორსულობაც მოგველოცოს :*
* * *
გასაძლებია ხო უნარკოზოდ რამდენიმეს ამოღება?

Posted by: იათო 19 Sep 2017, 00:24
Kato81
ნუ, საერთო ჯამში, ფაქტია რომ დღეს უკეთ ვარ, ვიდრე ნარკოზით ამოღების შემდეგ ვიყავი...
მარცხენა საკვერცხე ძალიან მეტკინა, მარჯვენა მართლა გასაძლები იყო.
როგორც ქეთიმ თქვა, ეს საკვერცეების მდებარეობაზე ყოფილა დამოკიდებული.. ანუ გამოდის ვიღაცას შეიძლება სულ არ ეტკინოს smile.gif
შენც მალე დაიწყებ ალბათ, ხო? წარმატებას გისურვებ <3

Posted by: ketketa210 19 Sep 2017, 10:06
იათო
გელოდებით, რას გეტყვიან smile.gif

Posted by: Nit89 19 Sep 2017, 11:25
გოგოებო ვისაც კაკაო,კვერცხი და რძე გაქვთ დალეული მომწერეთ რა,დასალევად კი კარგია,მაგრამ მკლავს გულის რევის ეგრძნება და იცის ნეტა?

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 11:29
ვისაც ენდომეტრიოზის ოპერაცია გქავთ გაკეთბეული რეციდივი გქონიათ და რამდენ ხანში? 3 თვის წინ გავიკეთე და ისევ ისეთი ტკივილბი დამეწყო.

Posted by: BA84 19 Sep 2017, 11:43
იათო
შენს გამო შემოვირბინე, ხშირად ვეღარ ვახერხებ , მაგრამ არცერთი წინადადება არ მრჩება წასაკითხი smile.gif

ძალიან მიხარია, იყოჩაღებენ ეხლა შენი პაწაწუნები და გაგვახარებ მალე.

მახსოვს რომ ვამბობდი ერთად დავიწყოთ თქო და მიხარია რომ გამასწარი :* :*

nino84 თქვენი დადებითები გვჭირდება ყველას ეხლა

Posted by: იათო 19 Sep 2017, 11:53
ketketa210

მადლობა <3 ავალ შესვენებაზე თუ გავბედე : ))


BA84
ხო, რაღაც მოსაქოქი თოჯინასავით, დამეწყო ციკლი და მივედი მექანიკურად.. ვნახოთ რა გამოვა

Posted by: tweety86 19 Sep 2017, 12:30
Anukia198889
nino84
სიგამხდრე ვფიქრობ არაფერ შუაშია ეგრე ინვიტროს გარეშეც შეიძლება ტყუპებზე დაორულდეს გამხდარი, რაც არანაირ რისკს არ წარმოადგენს 2kiss.gif

ტყუპები რთულია ორსულობაც, მერე დიდი ალბათობით საკეისრო კვეთა გჭირდება მაგარამ სიხარულიც ხომ ორმაგია yes.gif

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 13:24
მეც ესე მგონია სიგამხდრე არაფერ შუაშია ეგრე მეც გამხდარი ვარ თან ძალიან161 სიმაღლე და 42 კილო ვიყავი ორი თვის უკან ჩემა ექიმა რო ვკითხეთ დიდი პროცენტით ორს გადავიტანთო
ეჰ ჯერ მივიდე მაქამდე

Posted by: Tamara1988 19 Sep 2017, 13:26
torckiko
არამგონია ასე მალე გქონდეს რეციდივი 3თვე ძაან ცოტაა სამაგისოდ. . მე დაახლოებით 1.6 წლის უკან გავიკეთე და არანაირი რეციდივი არ მქონია თუმცა კი მეშინოდა ძაან. smile.gif)))

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 13:29
Tamara1988
პრობლემა ისაა რომ მკურნალობას ვერ ატარებს ექიმი და ოპერაციის შემდეგვე მიტხრეს რომ მინიმუმ 6 თვე ციკლი უნდა შეწყდეს.

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 13:29
სიგამხდრის ბრალი მგონია ესტრადოლის ნაკლებობა თქვენი აზრიც მაინტერესებს
რიგევიდონს პროფერტილს დ ვიტამინს ფოლიუმს და დექსამეტაზონს ვსვამდი ეხლა მომიხსნა დექსამეტაზონი და შეიძლება წამლების ბრალი იყოს ესტრადოლი?

Posted by: Nit89 19 Sep 2017, 13:34
torckiko
მე გავიკეთე 2014 და იმის მერე ეხლა დამჭირდა კიდევ გაკეთება,ასე მალე არამგონია კიდევ იყოს რამე.

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 13:35
Nit89
თქვენ ვისთან გაიკეთეთ? მკურნალობდით მერე?

Posted by: Nit89 19 Sep 2017, 13:38
Tiko1988
მეც გამხდარი ვარ და არასოდეს მქონია ესტრადიოლის პრობლემა,ექიმი არაფერს გეუბნევა?

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 13:39
Nit89
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Nit89 19 Sep 2017, 13:41
torckiko
ვაძიმ ხატიაშვილთან გავიკეთე,არა საერთოდ არ მიმკურნალია ენდომეტრიოზზე და ეხლა ინ ვიტრო რომ გადავწყვიტე დამჭირდა ოპერაციის გაკეთება და მცირე კერები მქონდა ენდომეტრიუმზე, თუ არა და ვაძიმმა მეორე ხარისხის ენდომეტრიოზის დიაგნოზი დამისვა.

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 13:43
Nit89
არ იყო რო მივედი ციკლის მეორე დღეს და მერე ვკითხავ ან მივწერ

Posted by: Nit89 19 Sep 2017, 13:46
Tiko1988
ხო აუცილებლად კითხე თორემ ეგრე მალე ნამდვილად არ უნდა გაგიმეორდეს.

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 13:47
Nit89
ჩემთან ორივე საკვერცხეზე ენდომეტრიული კისტები იყო პლიუს მიომა, ვიზანა ვერ ავიტანე. მკურნალობის გარეშე მალე გამეორდებაო და მაგიტო ვიკითხე.

Posted by: იათო 19 Sep 2017, 13:58
მოვედი.. 2 ციცქნა ზიგოტა მყავს.. ვნახოთ ზეგ რა დამხვდება

Posted by: .ნინო 19 Sep 2017, 14:03
იათო
გილოცავ! მალე ორსულობაც მომელოცოს.

Posted by: სამანტა 19 Sep 2017, 14:09
გოგოებო დაგროვების პროგრამა თუ იცით ვინმეს თუ გაგიკეტებიათ ? მითხარით რა არის ? ზოგადად კი ამიხსნეს მაგრამ მაინტერესებს უკვე ვისაც გაუკეთებია. 1 ფოლიკული მომწიფდა მარტო და მალე გამიკეთებენ პუქციას და მომდევნო ციკლში კიდევ, ანუ ასე 3 ეტაპად. სტიმულაციამ არ იმოქმედა ჩემზე კარგად მარტო 1 მოამწიფა დანარცენები ვერა
sad.gif

Posted by: sesilia28 19 Sep 2017, 14:11
გოგოებო ანიმ დამინიშნა დ ვიტამინი 10000-იანი, ვერსად ვერ ვშოულობ რამე სხვა დასახელებით ხომ არ იცით?

Posted by: Anukia198889 19 Sep 2017, 14:15
იათო
გილოცაავთ ძალიან მიხარია. ამ დროინდელი შენი შემართება და პოზიტივი ყველაზე მეტად მაიმედებს მე. ზეგ გადაიტან ორივეს ხოო? მერამდენე დღე იქნება ციკლიდან?

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 14:15
sesilia28
რომელი ფირმის? მე სოლგარის დამინიშნა თამთამ და პსპ-შია მარტო

Posted by: iratta_26 19 Sep 2017, 14:16
იათო
გილოცავ smile.gif გადატანას ზეგ აპირებთ?
* * *
sesilia28
მე ვიტრუმისას ვყიდულობ ფარმადეპოში იმპექსში ყოველთვის აქვთ.

Posted by: იათო 19 Sep 2017, 14:20
iratta_26
მადლობა.. ან ზეგ თუ ორივე 3 დღიანი იქნება გადავიტანოთო.
თუ მარტო ერთი დაგვხვდება, მაშინ მივიყვანოთ ბლასტომდე და შაბათს გადავიტანოთო.

Anukia198889
ზეგ გამომდის 15-ე დღე.. ანუ ან 15-ე დღეს გადამიტანენ, ან 17-ეს... ეხლა კი ვარ პოზიტიურად აი მოლოდინის 2 კვირის მეშინია წინასწარ : )

Posted by: rosonera 19 Sep 2017, 14:26
იათო
მთელი გულით გისურვებ წარმატებებს 2kiss.gif

Posted by: იათო 19 Sep 2017, 14:32
rosonera
მადლობა, მადლობა დიიდი <3 <3

Posted by: Anukia198889 19 Sep 2017, 14:33
იათო
აი ასე პოზიტიურად იყავი ის ორი კვირაც და აუცილებლად გამოვა. მთავარი და რთული რაცნიყო უკვე გადალახე და იმ ორ კვირას ეფერე შენს პაწაწუნა ბაჭყატებს რომ გაძლიერდნენ. სხვა საქმე არ გექნება შენ მერე. :*

Posted by: sesilia28 19 Sep 2017, 14:35
torckiko
10 000-იანი? უარი მითხეს პსპში

iratta_26
ვიტრუმ დ3 ხომ?

Posted by: iratta_26 19 Sep 2017, 14:39
sesilia28
კი, 2000-იანიც და 1000-იანიც აქვთ ხოლმე.

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 14:39
sesilia28
10000 არ იქნება ეტყობა შეეშალა, ალბათ 1000 იანი იგულისხმა, 5000 იანს ნიშნავენ კლიმაქსის დროს, მე სოლგარის დამინიშნა თამთამ, მით უმეტეს ოსტეოპოროზი მაქვს. რამდენი გაქვთ დ ვიტამინი?

Posted by: იათო 19 Sep 2017, 14:40
Anukia198889
მაშინ სამსახურში ვითხოვე 2 დღე და ვიწექი.. ეხლა არ ვაპირებ დაწოლას.. მინდა რომ ნაკლები ვიფიქრო და ნაკლებად დავიძაბო.. თან იმის იმედიც მაქვს, რომ დასვენებული ვარ

* * *
სამანტა
სუსტი სტიმულაცია რომ სცადოთ? ეგებ იმან უფრო იმოქმედოს? დაგროვების მეთოდი ნიშნავს, რომ სუსტი სტიმულაციით ან ბუნებრივ ციკლში, რამოდენიმე ემბრიონი დააგროვო.. მე მაგალითად ვფიქრობ რომ იმ ერთი მომწიფებულთიაც შეიძლება გადატანა სცადო.. უბრალოდ თანხებთანაა კავშირში, რა თქმა უნდა ....

Posted by: sesilia28 19 Sep 2017, 15:01
torckiko
დეფიციტში მაქვს, 11 თუ 16 ზუსტად არ მახსოვს smile.gif არა 10000-იანი მითხრა, სოლგარის მაქვს მეთქი და ეგ 1000-იანი იქნება და უფრო მეტი დოზა გინდაო, კვირაში 3ჯერ

Posted by: iratta_26 19 Sep 2017, 15:17
sesilia28
მე 1000 წავიკითხე, ბოდიში. 10000 ნამდვილად არ ვიცი.

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 15:20
sesilia28
მე ოსტეოპოროზი მაქვს საკმაოდ შორს წასული, დ ვიტამინიც საკმაოდ დაკლებულია, 1000 იანი დამინიშნა დრეში ორჯერ. ფირმა არ გითხრათ მაშინ? ან აფთიაქში არ გაუკვირდათ? სოლგარს 2000 იანიც აქვს და 5000 იანიც და 10000 საერთოდ არ გამიგია.

Posted by: nino84 19 Sep 2017, 15:31
იათო
გილოცავ, როგორ მინდა ორივეს გამოგვივიდეს ❤

Posted by: akunabakuna 19 Sep 2017, 15:32
Sesilia28
ვიტამინი დ 10000 დოზა აქვს AMS ფირმას. ინვიტროს დაბლა რომ არის ფარმაგიდი მანდ იყიდება.

Tiko1988
ესტრადიოლი ყოველთვე ცვალებადია, ოვულაციის პერიოდში იმატებს და თუ დაბალია ოვულაციის პერიოფში მაშინ ვარაუდობენ რომ საკვერცძე არ არის ხარისხიანი, თუ რამე განსაკუთრებულ წამალს არ სვამ. ჰო კიდევ ლეტროზოლის გონზე ესტრადიოლი დაბლა ეცემა. ნუ ნერვიულობ შენს ექიმს აახსნევინე

Posted by: იათო 19 Sep 2017, 15:32
nino84
აუცილებლად გამოგვივა, აი ნახავ smile.gif ერთად გავიხარებთ.. შენ ხვალ გაქ გადატანა.. მე ზეგ smile.gif ასერომ ერთად გამოდის ფაქტიურად

Posted by: kekuna78 19 Sep 2017, 15:39
იათო
რა კარგია გილოცავ და წარმატებები, მეც მინდა ოქტომბრიდან დავიწყო თავიდან და ვფიქრობ მეც ეგრე მსუბუქი სტიმულციიტ ხო არ გავიკეთოთქო, ქეთის მინდა დაველაპარაკო, სულ რამდენი ფოლიკი გქონდა თავიდან?

Posted by: იათო 19 Sep 2017, 15:47
kekuna78
ანუ ჩემი აზრით, თავიდან რომ ძლიერი სტიმულაცია გამიკეთდა, მაგიტომ გადაწყვიტა ქეთიმ ასეთი მიდგომა ამჯერზე.. ანუ მგონია რომ ზედიზედ ძლიერ სტიმულაციებს აარიდა თავი.
თავიდან (ციკლის მეორე დღეს) მითხრა რომ ანტრალური ფოლიკები ჩანს და შეიძლება ამ თვეში მოდიფიცირებულის დაწყებაო. შესაბამისად, მესამე დღიდან დამინიშნა ლეტრუზოლი 5 დღე და დამიბარა ციკლის 8-ე დღეს.
8-ე დღეს უკვე გამოიკვეთა რომ მარცხენაში დიდები იყო ორი და მარჯვენაში ერთი, მაგრამ 1მმ-ით პატარა. მაინც ამომიღო ის პატარაც ციკლის 12-ე დღეს smile.gif თუმცა ტყუილად, არ გამოდგა მომწიფებული...

წარმატებას გისურვებ!

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 15:48
akunabakuna
მივწერე და ალბათ მალე მიპასუხებს ცოტა გვიან ავიღე ანალიზი 12 საათი ხდებოდა უკვე და ციკლის მეორე დღეს თვითონაც არ იყო კლინიკაში გაუკვირდა რო დაურეკა ასისტენტმა ეგ 5 რა არიო მერე ხო არ შეეშალათო ლაბორატორიაშიო

Posted by: kekuna78 19 Sep 2017, 15:51
იათო
შარშან ინსემინაციის დროს 5 წამოვიდა ლეტროზოლზე, აქედან ერთი ჩაიფუშა და 4 გასკდა, მერე ინვიტროზე ძლიერ სტიმულაციაზე 4 გაიზარდა მარტო და 4 ამოიღეს, ვკითხავ ქეთის რას მირჩევს

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 15:52
მოკლედ შეგაწუხეთ კითხვებით რაა smile.gif)
ანტიმულერი მაქ 3,3 და შეიძლება საკვერცხე უხარისხო იყოოს?

Posted by: sesilia28 19 Sep 2017, 16:17
iratta_26
არა რისი ბოდიში ჩემო კარგო :*

torckiko
კვირაში სამჯერ დამინიშნა და იგივე არაა ყოველდღე რომ ვსვა?!:(

akunabakuna
მადლობაა :*

იათო
ყველაფერი გამოგივა საყვარელო, წარმატებები შენ :*

Posted by: tweety86 19 Sep 2017, 16:22
torckiko
sesilia28
მეც დეფიციტი მაქვს და 10 000 მჭირდება აქვს სოლგარს ამაზონზე იყიდება

ისე კლიმაქსთან რა კავშირშია

Posted by: Tamara1988 19 Sep 2017, 16:24
Tiko1988
ძალიან კარგი მაჩვენებელია სანერვიული ნამდვილად არაფერი გაქვს. მე 3.1 მქონდა და საკმაოდ ბევრი ფოლიკული მომწიფდა სტიმულაციის დროს.. 9ზიგოტა მივიღე და აქედან 5საუკეთესო ხარისხის ბალსტოოო გავყინეთ. . ასე რომ შენც ბევრი ფუმფულა ბლასტოები გეყოლებააა smile.gif))))))

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 16:28
sesilia28
მე 1000 იანი დამინისნა დღეში ორჯერ ყოველ დღე და რავი ყველა ექიმს ტავის შეხედულება აქვს, კალციც სოლგარის მირჩია.

ytweet86
დიდი დოზა მენოპაუზის დროს ინიშნებაო

Posted by: Anukia198889 19 Sep 2017, 16:29
sesilia28
არ გამოდის იგივე. გამოგიდის კვირაში 30 ათასი მილიგრამს მიიღებ თუ ანის დანიშნულს დალევ. 1000 იანს თუ დალევ კვირაში 7 ათასი გამოდის დალეული. და 2000 იანს თუ დალევს კვირაში 14 ათასი მილიგრამი გამოდის. ყველა ვარიანტში ცოტა გამოდის და უნდა მონახო 10 ათასიანი დოზა რომ გამოვიდეს 30 ათასი.

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 16:44
Tamara1988
გაიხარე იმედია მეც შენსავით გამომივა ყველაფერი smile.gif

Posted by: piko1989 19 Sep 2017, 16:57
გოგოებო დ ვიტამინის დეფიციტს რა ანახით ადგენენ და რა ჯდება?

Posted by: iratta_26 19 Sep 2017, 17:01
piko1989
დე ვიტამინზე კეთდება ანალიზი, სხვადასხვა ფასებია ყველგან. ინოვაში, ინვიტროში 90 ღირს, ავერსში მგონი 50.

Posted by: piko1989 19 Sep 2017, 17:05
iratta_26
მადლობა დიდიი

Posted by: Tiko1988 19 Sep 2017, 17:10
მოკლედ ვთქვი სანამ სტიმულაციებს დავიწყებ აუცილებლად ჯერ სარკის წმ გიორგის მოვილოცავთქო
ხო და ისე გამოვიდა რომ ადრე დამეწყო ციკლი და ვერ მოვასწარი მოლოცვა და ერთი თვით გადამედო

ეხლა ვიყავი ასული ძალიან მშიშარა ვარ ისეთი გზა იყო რო სულ ფერი დავკარგე გააჩერე ფეხით ავიდეთ მეთქი და მერე ერთი ორი გულიანი შემიკრთხა ჩემა ქმარმა ჯიპი კი გვყავს მაგრამ გაფუჯებულია და აღმართზე საერთოდ ჩერდება იმის შიშით რო უკან არ მოვებრუნებინე ჩემ ქმარუკას გავჩუმდი და ლოცვა დავიწყე უფალმა იცის რა გაფუჭებული მანქანით ავედით
ეს შეშინებული რო შევედი და ემოციები ვერ მოვთოკე ტირილი დავიწყე ვერ გადმოქცემთ ისეთი გრძმობა მქონდა მერე ცოტა თავი შევიკავე მომერიდა იქ ერთი ბერი იყო
ეს სამკაულები რო დავინახე შეწირულები მეც მომინდა ჩემი ნაჩუქარი ოქროს ჯვარი მომეხსნა ჩემი ქმრისთვის და შეგვეწირა მარა მომერიდა ქმრის
საღამოს სახლში რო დავბრუნდით უცებ მეძახის ჩემი ქმარი ჯვარი მომწყდაო
ნუთუ ეს სასწაული არააა თურმე იქ რომ ვიყავით ჩემ ქმარსაც იგივე უფიქრია ჯვარი ხომ არ მოვიხსნაო და შევწიროო და თურმე მასაც პირიქით ჩემი მოერიდა იქ რომ ვიყავით ვთქვი რო მომავალ წელს შვილით ხელში ავალ და ამ ჯვარსაც შევწირავ

უფ რამდენი ვწერე ყველას შეგვეწიოს წმ გიორგი

Posted by: piko1989 19 Sep 2017, 17:25
iratta_26
iratta_26
დ ვიტამინის ანალიზს ყველას უნიშნავენ? მე არ ჩამაბარებინა ექიმმა და აქ რო წავიკიტხე ცოტა დავიზმენდი მერატო არ მითხრათქო ანტიმიულერიც არ გამაკეთებინა არ გჭირდებაო მარააინც უნდა გავიკეთო ვნერვიულობ

Posted by: იათო 19 Sep 2017, 17:33
Tiko1988

წარმატებები და შეგეწიოს სარკის წმინდა გიორგი <3 <3

Posted by: Tamara1988 19 Sep 2017, 17:37
piko1989
არც ჩემთვის მოუთხოვია დ ვიტამინი ეხლა ვფიქრობ ხომ არ გამორჩათქო მაგრამ უკვე რაღა დროსიააა smile.gif))
ეხოზე თუ ბევრი ანტრალური ფოლიკული გამოჩდა არც გჭირდება ანტი მიულერი. რავიცი თუ გული არ გითმენს გაიკეთეე.

Posted by: iratta_26 19 Sep 2017, 17:39
piko1989
ანტიმიულერს იმის მიხედვით უნიშნავენ ხოლმე ეხოზე როგორ ჩანს ანტრალური ფოლიკულები, თუ რაოდენობა არ მოეწონა ექიმს მაშინ ნიშნავს. დე ვიტამინს თითქმის ყველას უნიშნავენ, კვერცხუჯრედის ხარისხზე მოქმედებს როგორც ექიმმა მითხრა.

Posted by: piko1989 19 Sep 2017, 17:48
Tamara1988
iratta_26
მადლობა გოგოებო ყველაზე მაგარი ჯგუფია ყველა ისეუდგახართ მხარში ერთმანეთს და მეც ზალიან მეხმარებით და ჩემნაირს რამდენს {3

Posted by: iratta_26 19 Sep 2017, 17:50
piko1989
არაფრის smile.gif შენი ექიმი ვინაა?

Posted by: piko1989 19 Sep 2017, 18:27
ნანა კვერნაძესთან ვაპირებ ნეო-ესტში ჯერ წამლებს ვაგროვებ და ოქტომბრიან დავიწყებ ალბათ iratta_26

Posted by: Tamara1988 19 Sep 2017, 18:45
piko1989
ხო მართლაც რაღაცნაირი ჯგუფია. მეც თავის დროზე მეხმარებოდნენ და დიდ სტიმულს მაძლევდნენ. ვერ ვშორდები აქაურობას. აქ თითქოს ყველა ჩემიანი და ყველა გულთან ახლოს არიან, ყველა გულწრფელია :* მიყვარს ეს გოგოები.
მომავლებშიც ვარ მაგრამ იქ ცოტა ვერ ავუწყე ფეხი იქაურობას smile.gif))))

Posted by: compte.paris75 19 Sep 2017, 20:22
sesilia28
მე საერთოდ 100 000 იანი დამინიშნეს საფრანგეთში - თვეში ერთხელ ერთი ამპულა. ანიმ გამაკეთებინა დ ვიტამინის ანალიზი და კარგი იყო რათქმაუნდა. როგორც ჩანს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დ ვიტამინს.

Posted by: iratta_26 19 Sep 2017, 20:45
compte.paris75
დოზაც ამას ქვია biggrin.gif
როგორ ხარ, რის გაკეთებას აპირებ?

Posted by: sesilia28 19 Sep 2017, 21:22
compte.paris75
10 000-იანი ვერ ვიშოვე და 100 000-იანი ალბათ არცაა საქართველოში smile.gif

Posted by: nino84 19 Sep 2017, 21:22
compte.paris75
როგორ ხარ? ეხლა რა ეტაპზე ხარ?

Posted by: cool1357 19 Sep 2017, 21:24
გამარჯობათ გოგონებო,პურეგონის ინექცია მაქვს თავის ნემსით და ერთჯერადი თავებით,იაფად გავყიდი ვინმეს თუ უნდა,ვადა აქვს 2018.07 და ინვიტროშია ნაყიდი,მაცივარში მაქვს შენახული 230 მილიგრამია შიგნით.

Posted by: compte.paris75 19 Sep 2017, 21:39
iratta_26
sesilia28
nino84
ეხლა ხუთშაბათს მივდივარ ანისთან სქრეჩინგზე smile.gif მე-19-ე გამოდის. შემდეგ ციკლში დავიწყებთ სტიმულაციებს.

Posted by: tweety86 19 Sep 2017, 21:40
რა დროს ჩემი მენოპაუზაა და 10 000 კი მაქ დანიშნული

Posted by: torckiko 19 Sep 2017, 21:51
Tamara1988
Nit89

ისე ოპერაციის მერე ციკლი აგერიათ? ამ თვეში უკვე ორჯერ მქონდა საშინელი ტკივილებით და სიცხეებით. ხეცურიანთან გინდ გადაგიღია და გინდ არა, მაინც ვერაფერს ვერ ხედავს.

Posted by: adeline 19 Sep 2017, 22:38
[b]sesilia28[/buser posted image

ზუსტად ეს დოზა ახლობელმა იყიდა პსპ-ში რამდენიმე დღის წინ. მეც უამრავჯერ მომიკრავს თვალი, თაროებზე უდევთ პირდაპირ.

Posted by: sesilia28 19 Sep 2017, 22:52
adeline
სხვა დოზები აქვთ ეგ არაო, მეც მაქვს სახლში 1000იანი მაგრამ ათ აბს ხომ არ დავლევ biggrin.gif smile.gif

compte.paris75
წინა ორშაბათს ჩაწერილი ვიყავი, ეხლა ორშაბათს ადგილი აღარ იყო და ისე მივედი სამსახურიდან სხვა დღეს ვერ ვახერხებდი, 10ზე მისული 3ზე შევედი, მთხოვა აწი ჩაეწერე ხოლმეო, ადმინისტრაციაში გააფრტხილა ცოცხალი როგოთ ვინც იქნება უთხარით შეიძლება 6 საათის მერე შევძლო მიღებაო ისე ვერ ვახერხებო,

Posted by: იათო 20 Sep 2017, 00:02
nino84
ხვალ რომელ საათზე ხარ დაბარებული? მე 21 -ში მოდიო მითხრეს და დრო არ უთქვამთ. ნეტა რომელზე ჯობს დიდხანს რომ არ ველოდო?

Posted by: სამანტა 20 Sep 2017, 09:48
QUOTE (იათო @ 19 Sep 2017, 14:40 )
Anukia198889
მაშინ სამსახურში ვითხოვე 2 დღე და ვიწექი.. ეხლა არ ვაპირებ დაწოლას.. მინდა რომ ნაკლები ვიფიქრო და ნაკლებად დავიძაბო.. თან იმის იმედიც მაქვს, რომ დასვენებული ვარ

* * *
სამანტა
სუსტი სტიმულაცია რომ სცადოთ? ეგებ იმან უფრო იმოქმედოს? დაგროვების მეთოდი ნიშნავს, რომ სუსტი სტიმულაციით ან ბუნებრივ ციკლში, რამოდენიმე ემბრიონი დააგროვო.. მე მაგალითად ვფიქრობ რომ იმ ერთი მომწიფებულთიაც შეიძლება გადატანა სცადო.. უბრალოდ თანხებთანაა კავშირში, რა თქმა უნდა ....

ხვალ მაქვს ასპირაცია ერთი კვერცხუჯრედის იმედია იქნება და ემბრიონს მივიგებთ. დაგროვების მეთოდზე დავთანხმდი რადგან ერთს კი გადავიტანდი და რო არ გამოვიდეს მირცჰევნია დავაგროვო ცოტა მოვიტმინო და რამდენიმე რო მექნება გადავიტან მერე. თუმცა წარმოიდგინე რამდენი ნერვები გვიჯდბა, თანხას არ ვჩივი მაგრამაი დრო და ნერვები აღარ მივარგა ძალიან დავიღალე. ზოგჯერ მინდა გავიქცე სადმე არც ქმარი მინდა არ გათხოვება და არც ექიმები.
* * *
თან გუშნი მითხრა ემბრიონი რომ გვოქნდეს ედნომეტრიუმი ჯერ თხელია ამ თვეში მაინც ვერ გადავიტანთო. ერთ პრობლემას მოვაგვარებთსანამ რამე მეორე იჩენს თავს ამ მოცდაში და ლოდინში. მოკლედ არვიცი უკვე აღარაფერს დავგეგმავ რაც იქნება იქნება, იმიტორო ეს რაღაც წამლებით დარეგულირებული მდგომარეობაც ხომ დიდხან არ გასტანს და მერე ისევ ტავიდან იწყება. მოკლედ გვწველიან ჩვენს ნერვებს და ძვირფას დროს, ზოგს კიდევ თანხას ვისაც ძლივს აქვს შეგროვებული.

Posted by: tweety86 20 Sep 2017, 10:03
sesilia28
არაო ექიმმა კუჭს გატკენსო და დამინიშნა წვეთები რომელიც მქონდა სახლში (ვიგანტოლი) ადრე ვასმევდი ბავშვს

Posted by: nino84 20 Sep 2017, 10:07
იათო
1 ზე ვარ დაბარებული და დავწერ რომელზე შემიყვანენ.

Posted by: LK1 20 Sep 2017, 10:26
გოგოებო სულ გკითხულობთ და ძალიან გგულშემატკივრობთ. მეც ძალიან ბევრი ვიწვალე და საბედნიეროდ მე4 ცდის შედეგი გვერდით მიწევს. მალე მეორე წრეზე წავალ, გაყინული პატარები მელოდებიან. ემბრიონის რაოდენობაზე ლაპარაკობდით და ჩემს შემთხვევას გეტყვით. პირველი 3 ცდა არც კი დაწყებულა მიმაგრება და ქეთისთან პირველ გადატანაზე მითხრა 1 ძლიერი უნდა გადავიტანოთ ტყუპის საფრთხეაო და გამიკვირდა.წინებზე სულ 2 და ერთხელ 3 მქონდა გადატანილი ერთად და არაფერი გამოვიდა და ერთით რა გამოვათქო, მაგრამ მივენდე და გამოვიდა კიდეც. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ სტიმულაციას და კარგ ემბრიოლოგს. ამიტომ მიენდეთ ქეთის, პირდაპირია და შელამაზება არ უყვარს მარა რასაც იტყვის 100%იანია. მე არ ვისურვებდი ექიმს, რომელიც იმას მეტყვის მხოლოდ რაც მე გამიხარდება. ტყუილად დროს და ნერვებს აკარგვინებენ ეგეთი ე.წ. ექიმები. წარმატებები ყველას, ჩემს მეორე წრემდე აქ აღარავინ დამხვედროდეს.

Posted by: Nit89 20 Sep 2017, 10:32
იათო
გილოცავ ორივე კარგად იქნება და კარგად დაგხვდებიან :*
* * *
torckiko
არა არც ციკლი ამრევია და არც სიცხეები მქონია,აუცილებლად მიდი იმ ექიმთან ვინც გაგიკეთა ოპერაცია და გაგსინჯოს.

Posted by: nino84 20 Sep 2017, 11:30
ველაპარაკე ქეთის, 4 ზე გადავატანინე გადატანა, სამსახურიდან რომ ადრე არ გამოვიდე. ერთი 5 დღიანი გადაგვაქვს, ორ 6 დღიანს ეგ ჯობიაო. მთავარია ეხლა გამოლღვეს მშვიდობით.

Posted by: იათო 20 Sep 2017, 11:36
nino84
ეგ ადრე მეც მითხრა რომ 6 დღიანი სუსტია, მაშინ ჯობს 8 დღემდე მიყვანაო.. ვერ გავიგე ლოგიკა, მაგრამ იცის ალბათ რასაც აკეთებს.
ანუ ერთი 5 დღიანი გადაგაქვს <3 წარმატებები, არ ინერვიულო. გადაერთე სამსახურზე.. მე მასე ვაპირებ smile.gif და არც იმ სულელური ტესტების კეთებას აღარ ვაპირებ, წინა გადატანაზე 1 კვირა ტირილში გავატარე ლამის ამ ტესტების გამო

Posted by: nino84 20 Sep 2017, 12:27
იათო
მადლობა

Posted by: BA84 20 Sep 2017, 13:28
nino84
წარმატებები ნინ, გაგვაგებინე ამბები.

6 დღემდეც თუ მიყავდათ ემბრიონი არ ვიცოდი, მოკლედ ყველასთვის ინდივიდუალური მიდგომაა.

გაგვახარე და გაიხარე
LK1
ემბრიონები გყავდა სამივე ცდისთვის? მე ისეთ გოგოს ვეძებ, სამივე ცდაზე რომ თავიდან დაეწყო და მეოთხეზე გამოსვლოდა smile.gifsmile.gif

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 14:10
Nit89
დღეს ვიყავი თათია საბახტარაშვილთან ეხოზე და მომეწონა ძალიან, ხეცურიანთან შედარებაც არ ღირს, საერთოდ როგორ ამუშავებენ მაგას. საშიში არაფერია მაგრამ ცვლილებებია და გინეკოლოგს აჩევნეო, ორივე საკვერცხე საშვილოსნოზეა მიკრულიო, ოპერაციამდე არ იყო დაოპეარციის მერე ამერია ყველაფერი. უკვე ორჯერ მქონდა ციკლი და ისეა ენდომეტრიმი გასქელებული მალე კიდე დაგეწებაო.

Posted by: Tamara1988 20 Sep 2017, 14:17
torckiko
მეც ოპერაციის მერე სად მაქვს საკვერცხეები კაცმა არ იცის. ძლივს პოულობენ ხოლმე. ერთხელ ეძებეს და უი მარცხენა საკვერცხე არ გაქვსო მკითხეს და გული გამისკდა მერე ძლივს იპოვეს სადღაც მიმალული biggrin.gif არადა არც ტკივილი მქონია და არც ციკლის დარღვევა.
ვინ გაგიკეთა ოპერაცია?

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 14:24
Tamara1988
ჩარექიშვილმა, ტკივილებიც მაქვს და ციკლიც ამერია, თან პლიუს სიცხეები. ხეცურიანი რო იღებდა ყველაფერი ნორმასი იყო და ამან ცვლილბებიაო, მარჯვენა საკვერცხე ძლივს იპოვა მანაც. ეხოე თქვენ გიწერენ რომ ყველაფერი ნორმაა და ერთგავროვანი?

Posted by: Tamara1988 20 Sep 2017, 14:32
torckiko
მე მახსოვს ოპერაციამდე ჩემ გინეკოლოგმა დაურეკა ქირურგს (ირაკლი თოდუასთან გავიკეთე ოპერაცია) და უთხრა ძალიან ფრთხილად გააკეთე ყველაფერი ამ გოგოს ბავშვი ყავს გასაჩენი და შენი იმედი მაქვსო. არ ვიცი მართლა კმაყოფილი ვარ. არანაირი ტკივილები არ მქონია არც დარღვევა გამოუწვევია და ყველაფერი ნორმალურად მაქვს. ერთადერთი საკვერცხეები დადიან აღამა დაღამაა მაგრამ ეგ პრობლემას არ მიქმნის biggrin.gif

სხვათაშორის დაბალი სიცხეები მეც დამრჩა ოპერაციის შემდეგ 37მქონდა. მაგრამ მერე აღმოჩდა რომ გლანდების ბრალი იყო და სანამ არ ამოვიჭერი იქამდე მქონდა სიცხე.

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 14:45
Tamara198
თამთას პაციენტი ხარ ხომ როგორც მახსოვს, თამთამ გაგიშვა თოდუასთან? ეხლა ეხოზე ყველაფერზე დამიწერა რომ არაერთგვაროვანი დაქვეითებული ექოგენობის, ორივე საკვერცხე საშვილოსნოს ეკრობაო, ყველა კუთხიტ ცვლილებებია და ექიმს უნდა აჩვენოვო. ენდომეტრიუმიც ზაანა გასქელებულიო

Posted by: Tamara1988 20 Sep 2017, 14:53
torckiko
კი ეხლა ქეთის და თამთას პაციენტი ვარ მაგრამ ოპერაცია წელწადნახევრის წინ გავიკეთე და მაშინ სხვასთან დავდიოდი მაია ჯანელიძის რჩევით მივედი თოდუასთან.
სიცხეები რამდენი გაქვს?

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 15:02
Tamara1988
სიცხეები 37,1-37,5 გლანდები გაკეთბეული მაქვს. ტკივილები მაქვს ისეთი ტოგორიც ციკლის დროს, თან ამ თვეში უკვე ორჯერ მქონდა

Posted by: Tamara1988 20 Sep 2017, 15:09
torckiko
ანტიბიოტიკები და სანთლები ხომ დაგინიშნეს ოპერაციის შემდეგ?

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 15:16
Tamara1988
კი 10 დღით მარტო, თქვენ? ანუ ეხლა ეხოზე ყველაფერი რიგზე გაქვთ ხომ? ნორმის ფარგლებში, ხეცურიანტან იღებთ?

Posted by: Tamara1988 20 Sep 2017, 15:24
torckiko
მეც 10დღიანი მკურნალობა მქონდა დანიშნული.
ინ ვიტროსთვის მზადება რომ დავიწყე მაშინ გადავიღე ხეცურიანთან ეხო და ნორმალურად გაქვს ყველაფერიო მომწონხარო შემდეგ, ქეთიმაც იგივე გამიმეორა და მითხრა არაფერია ისეთი რაც ხელს შეგიშლის ორსულობაშიო. რიგზე რომ არ ყოფილიყო რამე ვერც ორსულობას მივიღებდი ალბათ.

Posted by: natali777 20 Sep 2017, 15:30
გოგოებო გამარჯობაათ <3, ყოველდღე ვკითხულობ სამსახურიდან თქვენს წერილებს, მაგრამ მე ვერ ვწერ მოუცლელობის გამო... როცა იმედიან წერილებს ვკითხულობ, გული იმედით მევსება მეც და მჯერა მეც გამიმართლებს და გავხდები დედა smile.gif , წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერ დედობას კიდევ ერთხელ ყველას.
პარასკევს ვარ დაბარებული ქეთი ექიმთან 3D ეხოზე, ალბათ ხეცურიანმა უნდა გამიკეთოს მეც, ხოდა რა ვქნა აღარ ვიცი, ჩაწერილი ვარ უკვე, თან ქეთი ექიმმის დაბარებული ვარ, მოდი პარასკევსო და 3D ეხო გადავიღოთო.... ქეთი ექიმს თვალდახუჭული ვენდობი, მაგრამ ხეცურიანზე თქვენმა დაწერილებმა დამაფიქრს... ხომ ვერ ვეტყვი ქეთის არ მინდა ხეცურიანითქო.. რა ვქნა არ ვიცი

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 15:41
Tamara1988
ვაჩვენებ თამთას მაინც ამ ეხოს, კი მერიდება მაგრამ არ ვენდობი ხეცურიანს და რა ვქნა.

Posted by: Anukia198889 20 Sep 2017, 16:23
natali777
დამიჯერე უკმაყოფილო პაციენტი ყველა რადიოლოგს ყავს. მათ შორის არის ფორუმზეც ერთი ორი ვინც დარჩა უკმაყოფილო. ჩემს შემთხვევაში პრობლემა არ შემქმნია და ხეცურიანს ვენდობოდი. გავიკეთე სხვაგან ეხო და საშვილოსნოში შუაში პოლიპიაო მითხრეს. თუ არადა ორი კვირით ადრე ხეცუტიანთან მქონდა გაკეთებული და ყველაფერი ნორმის ფარგლებში დამიწერა. ორი კვირის შემდეგ მომიხდა ფოლიკულის მონიტორინგზე სხვასთან შერბენა. ხოდა წამოვედი გულგახეთქილი. არანაირი პრობლემა არ მქონდა წესით. მივედი ქეთისთან და ვანახე დასკვნა პოლიპის. გამიშვა ეგრევე ხეცურიანთან და მანაც გამომყვა. არანაირი პოლიპი არ იყო და არც ორსულობაში ხელი არ შეუშლია არაფერს. რომ ყოფილიყო პოლიპი იმ ზომის პირველივე ცდით ორსულობა არ დადგებოდა. ასე რომ კითხვითი ნიშანი ამოიგდე და ენდე ქეთის.

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 16:52
natali777
მე პირადად ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, პირველად თამთა შემომყვა ეხოზე და თამთამ უკეთ დაინახა და მეორედ, კარგად ვერ ვხედავ და სავარაუდო ეხოა ესე მითხრა, მაგის მერე მაგასთან როგორ გადავიღებ. ეს თათია საბახტარიშვილი მომეწონა ძალიან. უბრალოდ ნდობა რო არ გაქვს ძნელია მიხვიდე, შეიძლება თქვენ მოგეწონოთ. მართლა მიკვირს ისე ან ტამტა და ან სხვები მაგას როგორ ენდობიან, მე არ ვარ ერთადერთი ვინც უკმაყოფილოა.

Posted by: Nit89 20 Sep 2017, 17:25
torckiko
ვაძიმთან რომ გავიკეთე 2014 ში მაშინ თათია ტუღუშთან დავდიოდი და ყველაფერი წესრიგში მქონდა,მერე მაინც მივედი ვაძიმთან ეხოზე და მათითაშვილთან გამაკეთებინა ეხო და თვითონაც შემოვიდა დაესწრო ეხოს,ყველაფერი რიგზე იყო. ეხლა 2017 ში გავიკეთე ინ ვიტროში ზურა ვაშაკიძესთან და 10 დღეში დამიბარა წამლების დამთავრების მერე მოდი გნახავ როგორაა მდგომარეობაო და ზურასთვის აღარ დაგვიძახია ქეთი ქანთარიამ გააკეთა ეხო და კარგად იყო ყველაფერი და არც მაწუხებდა არაფერი საერთოდ. რატომ უნდა იყოს ეგრე ნამდვილად ვერ გეტყვი. მე საკმაოდ ბევრი წამალი დამინიშნეს ოპერაციის შემდეგ თუ გინდა დაგიწერ წამლებს და შეადარე (მართალია ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს,მაგრამ მაინც გეცოდინება)

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 17:28
Nit89
მე მარტო ერთი სანტთელი სამინიშნეს მარტო, წადი და შენმა თერაპევტმა მოგხედოსო ესე მომახსენეს, ანტიბიოტკიც თერაპევტმა დამინიშნა მერე, რთული პაციენტი ხარ და ჩვენ ვერ ავიღებთ ჩვენს თავზეო ზუსტად ასე მიტხრეს, კუჭნაწლავის პრობლემები მაქვს, ხეცურიანთან ყველაფერი იდეალურად იყო მაგრამ სავარაუდო ეხოა ვერ ვხედავ კარგადი ასე მითხრა. თუ არ შეწუხდები ჩამომოწერე წამლები

Posted by: Nit89 20 Sep 2017, 17:35
torckiko
რას ამბობ რა შეწუხებაა თუ რამე შემეძლება კი გენაცვალე :* რას ამბობ ორივე ოპერაციის მერე თვითონ ქირურგმა დამინიშნა წამლები,ეგ როგორ შეიძლება რავიცი.
დისტრეპტაზა-რექტალური სანთელი.
მიკლოფლუ 150-იანი
სეკდაზა 500 მგ.
სენტრამი 1,5 მგ ამპულები
ტენიკამი 20 მგ
ბიოდორნაზა
ფლუკონა დენკი
იმედია არაფერი გამომრჩა.
* * *
Nit89
ოპერაციის მერე ალბათ 5 ჯერ მივედი ეხოზე ქეთისთან და ფული არ გამოურთმევია.

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 17:41
Nit89
დისტრეპტაზა-რექტალური სანთელი მარტო ეს დამინიშნეს. ქირურგი თვა;ით არ მინახია, ერთხელაც არ შემოსულა, ოპერაციის მერე ჩემს მშობლებს დაელაპარაკა და ვსიო, ასისტენტი შემოდიოდა ხოლმე

Posted by: Nit89 20 Sep 2017, 17:44
torckiko
ძალიან ცუდი თუ ეგრე იქცევა,მერე უკვირთ ექიმზე რომ ცუდს იტყვიან.

Posted by: Tamara1988 20 Sep 2017, 17:48
torckiko
სხვათაშორის მარტო შენგან არ გამიგია ჩემი ახლობელიც ჩარექიშვილის ძალიან უკმაყოფილო იყო.

Posted by: rosonera 20 Sep 2017, 17:49
torckiko
მე იანვარში გავიკეთე, ენდომეტრიოზი მქონდა მეც და დამინიშნა ქირურგის დამხმარემ წამლები, ნუ რათქმაუნდა ვადიმთან შეთანხმებით ალბათ. დისტრეპტაზა,ანტიბიოტიკი 5 დღე, კარდიომაგნილი, სოკოს წამალი ერთჯერადად და კუჭის დამცავი. პირველივე ციკლზე გადავიღე ეხო და წესრიგში მქონდა ყველაფერი , მიდი ექიმთან აუცილებლად. ან ქირურგთან მიდი ვინც გაგიკეთა და კითხე.

Posted by: Nit89 20 Sep 2017, 17:54
torckiko
მგონი მართლა ქირურგთან ჯობია მისვლა თვითონ გაგიკეთა და უკეთესად გაგცემს პასუხს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია,მაგრამ მგონია რომ ვაძიმი ძალიან ძლიერი ქირურგია.

Posted by: torckiko 20 Sep 2017, 18:38
rosonera
Nit89
Tamara1988

ჩარექიშვილთან ცოცხალი თავით აღა მივალ. ან რა აზრი აქვს, ოპერაციიხ მერე ჩემს მშობლებს მოახსენა ოპერაცია კი გავაკეთე და ,კურნალობას ვერ ავიღებ ჩემს თავზეო. ეხლა თამთას პაციენტი ვარ და თამთა ძაან მომწონს, ეგაა ხეცურიანს არ ვენდობი და მაგიტო გადავიღე დღეს სხვაგან. ორივე საკვერცხე ეკრობა საშვილოსნოსოს და რას ნიშნავს თუ იცით, ანუ შეხორცებულია? ოპერაციის წინ არ იყო და ეხლა როგორ მიეკრო. თან სულ ისეთი ტკივილები მაქვს როგორიც ციკლის დროს

Posted by: oo la la 20 Sep 2017, 18:41
გოგოებო,
მე ძალიან კმაყოფილი ვარ ხეცურიანის, ორსულობის პერიოდში ყველა ნაქებ რადიოლოგთან ვიყავი ეხოზე მაგრამ ხეცურიანისნაირად დიდხანს არავინ მათვალიერებდა და არც სრულყოფილ ეხოს მაძლევდნენ,
ერთხელ სანამ ორსულად ვიყავი საკვერცხეები ამტკივდა ძალიან წავედი უცბათ ერთერთ კლინიკაში იქ ეხო რომ გადამიღეს რადიოლოგი პანიკაში ჩავარდა კვანძი გაქვსო, იცოდიო? როგორ შეიძლებაო, მიხედეო, შვილის გაჩენა არ გინდაო და ა.შ
აუ შეშინებული გავარდი ქეთისთან მეთქი არიქა მიშველე და ქეთიმ კიო ეს კვანძი გქონდაო მაგრამ არც ზომაში არაა გაზრდილც და არც საგანგაშო არ არისო,
ასე რომ გააჩნია რადიოლოგს რა, ერთია რას დაინახავს და მეორეა როგორ გადმოგცემს იმ დანახულს.

Posted by: nino84 20 Sep 2017, 18:52
გადავისვი ერთი ემბრიონჩიკი, ხეგე-ზე 30 ში მოწევს მისვლა.

Posted by: იათო 20 Sep 2017, 18:56
nino84
გილოცავ <3 სექტემბერში მოასწრებ კარგი ამბის გაგებას :*

Posted by: iratta_26 20 Sep 2017, 18:59
nino84
გილოცავ bis.gif 30-ში მაღალ ხეგეს მოგილოცავთ.

Posted by: nino84 20 Sep 2017, 19:00
iratta_26
იათო
ღმერთმა გისმინოთ გოგოებო.

Posted by: Tamara1988 20 Sep 2017, 19:31
nino84
წარმატებებიი. გელოდებით მომავლებშიიი. 2kiss.gif
მინდა ყველა მალე გადმობარგდეთ bis.gif jump.gif

Posted by: zikata7 20 Sep 2017, 19:34
nino84
წარმატებებიი.. ღმერთი შენსკეეეენ..
* * *
გოგოებო მე გადამედო გადატანა.. ესტრადიოლი არ მოეწონა ექიმს.. თქვენ რამდენი გქონდათ გადატანის დროსს დაწერეთ რააა

Posted by: mariami... 20 Sep 2017, 19:52
სალამი გოგოებო,
nino84 მალე დადებითი ხეგე მომელოცოს!
გამოცდილობო თქვენი რჩევა მჭირდება.მოკლედ ახალ ციკლში ,ანუ 10 ოქტომბრისთვის ვიწყებ ინ ვიტროს.ქეთის დღეს დავანიშნინე წამლები თურქეთში მინდა გადავიდე,თქვენ რა მირჩევთ ღირს თუ არა? როგორი დანიშნულებაა :
მენოპური,
ცეტროტაიდი
ესტროფემი
კრაინონი
მაცივარი რომლსაც უნდა აქ ვიყიდი
ანტიმიულერი 0,59 ასაკი 36წ.
რა გვაკეთო კიდევ ,რომ პირველივეზე მივიღო შედეგი?

Posted by: nino84 20 Sep 2017, 20:09
zikata7
0.127 მქონდა წინა გადატანაზე, ეხლა ანალიზის პასუხი არ მინახავს, მემგონი 1 ზე ნაკლები უნდა იყოს რომ გადატანა დაგეგმონ, მე ეგრე ვიცი

Posted by: mariami... 20 Sep 2017, 20:20
და კიდევ დ ვიტამინზე ანალიზი რა ღირს ? სად გაიკეთეთ

Posted by: LK1 20 Sep 2017, 20:39
BA84
კი მყავდა ერთი სტიმულაციიდან ვითომ საუკეთესოები. მემგონი gogola12 იყო ეგეთი ვინც ყველა ჯერზე თავიდან იწყებდა და მე4 ცდაზე 1 ემბრიონით გააჩინა. შეეხმიანე აბა.

Posted by: piko1989 20 Sep 2017, 21:02
გოგონებო ესტრადიოლი რამდენი გაქვთანალიზის მიხედვით? მე 21.8 მქონდა და მგონი დაბალია

Posted by: იათო 20 Sep 2017, 21:19
zikata7
ესტრადიოლი მე არც ჩამიბარებეია, მარტი პროგი ჩამაბარებინა. სტიმულაცია ამ თვეში გქონდა?

Posted by: nino84 20 Sep 2017, 21:21
zikata7
შეცდომით .მოგწერე რატომღაც პროგესტერონი წავიკითხე. ესტრადიოლზე ანალიზი როგორც მახსოვს მხოლიდ სტიმულაციის დროს მაქვს გაკეთებული, გადატანმდე მარტო პროგესტერონის ანალიზი ჩამაბარებინა ქეთიმ.

Posted by: piko1989 20 Sep 2017, 21:31
:* მადლობა დიდიი რავი ყველა ანალიზი ერთად გავიკეთე დაესტრადიოლი მიწერია 21.8 და დაბალია მგონი ვფიქრობ :*

Posted by: joy30 20 Sep 2017, 22:16
გოგოებო სპერმის ანალიზი ყველაზე კარგად სად კეთდება ? შოთა ნიშნიანიძესთან ღირს ანალიზის გაკეთება და მისვლა ?ახლობელს უნდა ჩვენისთანა პრობლემა აქვს.
****
მე 8 თვე ორსულობაში ხეცურიანთან ვიარე , რავიცი მე ვენდობი სხვაგან არ გადამიმოწმებია მისი ეხო. მართალია უპრობლემო ორსული ვიყავი.
******

nino84
ძალიან გულშემატკივრობ , უკვე დროა ნამდვილად დატოვე ეს თემა .წარმატებები დადებით ხეგეს გისურვებ.
******
გოგოებო ყველას გისურვებთ სულ მალე დედიკოები გამხდარიყავით .ყველაფერი გამოგივათ მთავარია გჯეროდეთ . 2kiss.gif

Posted by: nino84 20 Sep 2017, 22:35
joy30
ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდა შენი გამოხმაურება რომ დამხვდა ❤

Posted by: nincka1987 21 Sep 2017, 09:21
გოგოებო გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს,გვეწეოდეს მისი ძალა და მადლი.რა უნდა გკითხოთ,სპერმოგრამა ფრაგმენტაციით რას ნიშნავს და რას იკვლევს? ადრე ქეთიმაც მიხსენა მოშლების მერე სპერმაც დამნაშავეაო,ანიმაც მერე რა რომ ინვიტროა მაინც შეიძლება სპერმის ბრალიც იყოსო.ეხლა ერთ ექიმთან მივედი სანამ ისევ ემბრიოტრანსფერს გადავწყვეტ და მაგანაც ეგ მიხსენა და ბუკიასთან გაგვიშვა სპერმოგრამა ფრაგმენტაციით გაიკეთეთო.ნეტა რა იქნება რაა

Posted by: Anukia198889 21 Sep 2017, 09:28
nincka1987
დამაინტერესა და აი რა ვიპოვეე.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1354803294563967&substory_index=0&id=190291451015163
ნახე აბა თუ გაგიხსნის.

Posted by: Nit89 21 Sep 2017, 10:56
nino84
აბა წარმატებები,გაგვახარე 30 ში,შენი დადებითით ჩვენც შემართებით ვიქნებით, ღმერთი შენსკენ :*

Posted by: BA84 21 Sep 2017, 11:35
nino84
წარმატებები ნინ, ველოდებით შენს დადებით ხეგეს.
იათო
შენ რა ქენი დღეს ხომ უნდა მისულიყავი?

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 12:01
გოგოებო თამთასთან რომ ახალგაზრდა გოგო ზის ყოველ დღეა თუ იცით, სულაც არ მსიამოვნებს იმის თანდასწრებით საუბარი და თვითონ ვერ ხვდება რო გავიდეს და ბევრ რაღაცას ვერ ვეკითხები. ეხლაც მისასვლელი ვარ და თავს ვიკავებ.

Posted by: იათო 21 Sep 2017, 12:11
BA84
შესვენებაზე ავალ, რავიცი.. მე მირჩევნია რომ საღამოს მქონდეს გადატანა, უბრალოდ შუადღეს მივალ და შევხედავ როდის დამიბარებენ...


გილოცავთ ყველას ღვთისმშობლის შობის დღეს :*

Posted by: BA84 21 Sep 2017, 12:29
იათო
შენც გილოცავ, გფარავდეს ღვთისმშობელი.

მთავარია გადაიტან და იყოს საღამოს, წახვალ მერე სახლში და დაისვენებ :* წარმატებებიი და გელოდებით

Posted by: m.i 21 Sep 2017, 12:34
nino84
წარმატებები ჩემო კარგო smile.gif 30 რიცხვს სულმოთმენლად დაველოდებით რომ შენთან ერთად ვიზეიმოთ დიდი სიხარული :*

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 12:46
torckiko
რომელი გოგო, ნათია რომ არის ექიმი?

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 12:52
iratta_26
ექიმია თუ რეზიდენტი? ძაან დაზაბული ვიყავი. მერე ერთი წუთით გავიდა და მაშინ მოვასწარი რამეებოს კითხვა, სხვა ექიმებს არ უზით არავინ. ყოველ დღეა თუ იცით? კი ნათია ქვია

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 12:54
torckiko
მგონი ყოველდღეა. ექიმია როგორც ვიცი.

Posted by: Tamara1988 21 Sep 2017, 13:01
iratta_26
არა სხვა ნათიაზე ამბობს. თამთას კაბინეტში ზის და საბუთების მოწესრიგებაში ეხმარება თამთას,არამგონია ექიმი იყოს. საერთოდ არაფერში ერევა თავისთვის ზის კომპთან smile.gif))

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 13:07
Tamara1988
თავიდა არ იყო და ეხკა რო შევედი და იქ დამხვდა ძაან დავიძაბე, ზოფაგად ექიმთან მარტო მიყვარს ხოლმე საუბარი. ისე ვიბნევი მავიწყდებ რა უნდა ვკითხო. როგორ მეთქვა გაუშვი გარეთთქო.

Posted by: mariami... 21 Sep 2017, 13:11
მიპასუხეთ რააა
სალამი გოგოებო,
nino84 მალე დადებითი ხეგე მომელოცოს!
გამოცდილობო თქვენი რჩევა მჭირდება.მოკლედ ახალ ციკლში ,ანუ 10 ოქტომბრისთვის ვიწყებ ინ ვიტროს.ქეთის დღეს დავანიშნინე წამლები თურქეთში მინდა გადავიდე,თქვენ რა მირჩევთ ღირს თუ არა? როგორი დანიშნულებაა :
მენოპური,
ცეტროტაიდი
ესტროფემი
კრაინონი
მაცივარი რომლსაც უნდა აქ ვიყიდი
ანტიმიულერი 0,59 ასაკი 36წ.

რა გვაკეთო კიდევ ,რომ პირველივეზე მივიღო შედეგი?

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 13:14
mariami...
ივარჯიშე აუცილებლად smile.gif მუცლის პრესები აკეთე რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს საკვერცხეებში და საშვილოსნოში. თურქეთში ყიდვა ღირს ნამდვილად.

Posted by: იათო 21 Sep 2017, 13:52
Tamara1988

torckiko

ექიმია, მაგასთანაც უშვებს უკვე პაციენტებს ქეთი

Posted by: Tamara1988 21 Sep 2017, 13:55
იათო
ვააა რატომ გამიკვირდა ასე ძალიან არ ვიცი wow.gif

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 14:09
იათო
თუ უკვე პაციენტებს იღებს გამოუყონ ცალკე კაბინეტი, რაღა მაინცდამაინც თამთასთან დასვეს. სხვების არ ვიცი მაგრამ მე მართლა მიჭირს ხოლმე სხვისი თანდასწრებით სუაბარი ექიმთან.

Posted by: mariami... 21 Sep 2017, 14:17
iratta_26
მადლობა ჩემო კარგო რჩევისთვის

Posted by: იათო 21 Sep 2017, 14:32
torckiko
ხო, თან რაღაცნაირად ვერ განვეწყე მაგ გოგოს მიმართ..

ე.ი. ვიყავი და გამომიშვა, შაბათს გადავასკუპოთო 5 დღიანი ბლასტოო. მეთქი ორივე ალბათთქო არა? და არაო, ერთიო..
ასე ჯობსო smile.gif მოკლედ სანამ ორს იძახდა ერთს გავიძახოდი, ეხლა დავთანხმდი ორზე და არა ერთიო smile.gif მაგრამ ვსო, ვენდობი და შაბათს რასაც იტყვის ისე მოვიქცევი

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 14:45
იათო
ანუ მარტო მე არ ავარ ერთადერთი ვისაც არ მოწონა რა, თან ლაპარაკში ჩაერია და სულ ავირიე მერე. თამთას პაციენტი ხარ ხომ?

Posted by: იათო 21 Sep 2017, 14:49
torckiko
არა, მე ქეთისთან ვარ, ასე არავისზე მივუმაგრებივარ, უბრალოდ წინა ინვიტროზე თეოს თხოვა რომ დანიშნულება ამოებეჭდა და ამ ჯერზე ამ ნათიას.. და ისე მიბღვერს და რაღაცნაირი ცივი გოგოა.. მოკლედ არ მომეწონა

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 14:52
იათო
რო შევედი ლამის უკან გამოვბრუნდი რა, არადა რაღაც მინდოდა თამთასთვის მეკითხა და ვეღარ მოვახერხე, ნეტა შაბათობითაც არის? არაა ნორმალური რო ესე ეჯდეს ექიმს იქ ვიღაცა. ჩემზე ძაან იმოქმედა, ადრე არ ყავდა აშკარად. ეხლა გაჩითეს?

Posted by: იათო 21 Sep 2017, 14:55
torckiko
უშუალოდ თამთას პაციენტი ხარ? მგონი აპირებენ რომ ცალკე ოთახი გამოუყონ მალე ამ ახალ ნათიას

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 15:02
იათო
კი თამთას პაციენტივარ, მისასვლელი ვარ ეხლა და თავს ვიკავებ, რა აზრი აქვს თუ ნორმალურად ვერ დაველაპარაკე. როდის აპირებენ დაახლოებით? ადრე საბახტარიშვილშიც იქ ეჯდაო და ყველგან დაყვება სადაც თამთა წავა. რო ვიცოდე რო რომელიმე დღეს არ იქნეა იმ დღეს დავამთხვევ ვიზიტს. ლაპარაკში რო ჩაერია ძაან გავღიზიანდი

Posted by: იათო 21 Sep 2017, 15:09
torckiko
ასე ემოციურად ნუ მიიღებ, დააიგნორე უბრალოდ და შენი გასაკეთებელი გააკეთე..
მეც მაგან დამიწერა პუნქციის შემდგომი დანიშნულება. სხვათაშორის, პროგის ნემსი, რომელსაც ვერ ვიტან, გამიორმაგა : ))

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 15:17
იათო
ქეთის გარეშე გაგიორმაგა? თუ პაციენტებსაც იღებს უკვე უნდა დავრეკო და ვიკითხო რომელ დღეეებშია, იქნებ შაბათს მაინც ისვენებდეს. თან ადრე არ ყავდა და ეხლა ისე მოულოდნელი იყო, თან ისეთი მოშტერება იცის

Posted by: Tiko1988 21 Sep 2017, 15:22
უი ეგ ის ნათიააა საბახტარიშვილში რო იჯდა ვახ რაა ანუ იქ აღარ არი ნეტაა?

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 15:30
Tiko1988
ისაა კი და ნეტავ ისევ იქ იყოს, ეტყობა თამთას დაყვება ყველგან

Posted by: Tiko1988 21 Sep 2017, 15:30
უფ გამომრჩენია რაღაცეები გადაგიტანიათ ერთი ორს

nino84 გილოცავ აბა შენ იცი მომავალო დედიკო

Posted by: rosonera 21 Sep 2017, 15:31
ეგ ნათია სხვა ნათიაა, თამთას ასისტენტია, კარგი გოგოა სხვათაშრის, ეგ არ იძლევა არავითარ დანიშნულებას, უბრალოდ თამთას ეხმარება. ის მერე ნათია ქეთის დამხმარეა , მაგრამ დანიშნულებებსაც "მშვენივრად " წერს.

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 15:35
მე თამტასათან როა ის ნათია მიშლის ნერვებს, მე მგონი ექიმისა და პაციენტის საუბარს სხვა არ უნდა ესწრბოდეს.

Posted by: rosonera 21 Sep 2017, 15:37
torckiko
მე არ მექმნება უხერხულობა, იჯდეს რას გიშლის, ნუ აქცევ ყურადღებას, მე იმაზე უფრო ვბრაზდები ექიმთან რომ მივდივარ და ეხოს სხვა მიკეთებს და დანიშნულებასაც სხვა მაძლევს. თორემ ჯდომით იჯდეს smile.gif

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 15:39
rosonera
ეხო აღარ გადავიღე ხეცურიანთან არაფრით ისე წამოვედი. ინდივიდულაურია რა, მე ვიძაბები ძალიან ვინმე როა იქ. შემდეგზე უნდა ვთხოვო 5 წუთით მაინც გაუშვასა კაბინეტიდან

Posted by: rosonera 21 Sep 2017, 15:41
torckiko
ხო თუ ასე გიქმნის დისკომფორტს თხოვე და გავა, არ იქნება პრობლემა. როდის აპირებ ეხოს პასუხით მისვლას?

Posted by: mariami17 21 Sep 2017, 15:43
გოგოები ქეთის ასისტენტი ნათია მე მიწერდა დანიშნულებებს, მაგრამ ყველაფერი შეთანხმებული იყო ქეთისთან.
თითოეული ანალიზის პასუხის მიხედვით ათანხმებდა და მიწერდა.
უკვე 7 თვის ვხდები და დღესაც მაგ ნათიას ვაწუხებ რომ მალე მომცეს დანიშნულება ხოლმე.

Posted by: Tiko1988 21 Sep 2017, 15:45
torckiko
ჰეჰ გამეცინა მე ვეღარ ვნახავ
* * *
საბახტარაშვილში რომელიც იჯდა რა ვიცი ცუდი გოგო არ იყო არც ერეოდა არაფერში

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 15:56
Tiko1988
ვის ვეღარ ნახავთ ნათიას? ყოველ დღე იქაა.

rosonera
ჯერ სხვა გამოკლველევეს ვიტარებ და ისე მინდა მივიდე, თან სხვასთან რო გადავიღე ეხო როგორ ვაჩვენო ვფიქრობა, არ ესიამოვნება ალბათ და რა ვქნა არ ვენდობი ამ ხეცურიანს.

Posted by: Tiko1988 21 Sep 2017, 15:56
ნეტავ წამლები რა დამიჯდება ეგ ვიცოდე ვის რა დაგიჯდათ იქნებ დაწეროთ მაქსიმუმი და მინიმუმი 3000 არ მეყოფაა
* * *
torckiko
ანუ იქაა ხო თქვენ ვისი პაციენტი ხართ საბახტარაშვილში დადიხაართ?

Posted by: იათო 21 Sep 2017, 16:02
mariami17
არა, ის ნათია არის კალანდარიშვილი. და ეს ახალი ნათია ჭიტაძეა გვარად

Posted by: torckiko 21 Sep 2017, 16:08
Tiko1988
მე თამთასთან დავდივარ ინოვაში

იათო
ოღონდ ცალკე კაბინეტი გამოუყონ მეტი არაფერი მინდა.

Posted by: rosonera 21 Sep 2017, 16:22
იათო
შენ დღეს გეგმავ გადატანას?

Posted by: იათო 21 Sep 2017, 16:33
rosonera
არა, იქით დავწერე. არ გადამიტანა ქეთიმ, შაბათს დამიბარა.
ანუ ორივე ძალიან კარგიაო და ტყუპები რომ ავირიდოთო 5 დღიანი გადავიტანოთ ერთიო <3
მოკლედ, როგორც მივხვდი, მაშინ 2 ცალ სამ დღიანს იმიტომ მთავაზობდა, რომ არ მოსწონდა დიდად... გადავწყვიტე როგორც თვითონ მეტყვის მივენდო და არ ვეკამათო..
დღეს თეო შემხვდა და ისეთი თვალები გაქვს, ამ თვეში ორსულად ხარო : ) ხო სისულელა მაგრამ მაინც გამიხარდა : ))))))))))

Posted by: rosonera 21 Sep 2017, 16:44
იათო
აჰა, დაუჯერე კაცო, არ შეეკამათო, შაბათს გადაისკუპეებ, რა მაგარია, :*

Posted by: იათო 21 Sep 2017, 16:55
rosonera
ხო, წინაზე გადავბჟირდი, არ მინდა ორის გადატანათქო... ეხლა ვნანობ.. შაბათიდან მალე გავა 10 დღე.. ბლასტოს შემთხვევაში მალე გავიგებ პასუხს <3

Posted by: Anukia198889 21 Sep 2017, 17:00
იათო
ეს სიტყვები ძალიან გამიხარდა რაც თეომ გითხრაა♡♡♡♡არვიცი სისულელედ ჟღერდეს შეიძლება მაგრამ რომ გადავიტანე და ვიწექი ნახევარი საათი მერე წასვლის დროს ჩამოვურბინე თამთას და წადი დამეკარგეო უკვე ორსულის თვალებით მიყურებო და მართლა ორსულივით გამოვფარფატდი იქედან. მიხარია შენც რომ ასე გაგიხარდა ეს სიტყვები შაბათიდან მეცხრე დღეს ვზეიმობთ :* :*

Posted by: m.i 21 Sep 2017, 17:04
Anukia198889
ანუშკი გადატანა რო გქონდა იმ დღესვე დაბრუნდი ბათუმში თუ არა?

Posted by: S.A.l 21 Sep 2017, 17:10
როგორ ხართ გოგოებო? ერთი კითხვა მაქვს ინოფოლიკი მიფიღიათ ვინმეს ? და თუ არის შედეგიანი მეორე სტიმულაციაა უკვე ვერ ვიღებბზაეისხიან კვერცზუჯრედს არადა ყველაფერი წესრიგში მაქ 26 წლის ვარ( ქეთიც ვერ მეუბნება რატომ, შენი თვე არ არისო მაგრამ ამ თვეების ლოდინში მესამე სტიმულაციას ვიწყებ და ძალიან გავწვალდი(რეალურად ჩემი ქმრის აზოოსპერმოოს გამო ვიკეთებ ინვიტროს და ეხლაა მე მაქ მგონი პრობლემა(

Posted by: Anukia198889 21 Sep 2017, 17:13
m.i
არა ორი დღე ვიწექი. გადატანა საღამოს მქონდა. ის დღე ვიწექი და მეორე დღე. ვიქირავე ბინა და დედამთილი მიმზადებდა საჭმელსაც კი. მესამე დღეს წამოვედი მატარებლით. და სულ ვტიროდი გზაში რომ არ ჩამყვებოდნენ პატარები. ხშირად არ ვდგებოდი და რომ გამევლო ერთ საათში ერთხელ მატარებელში უფრო კარგი იქნებოდა. ჯდომისგან მუცელი დამეჭიმა და წელი მეტკინა. შენც თუ ასე წამოხვალ მატარებლით აუცილებლად გაიარ გამოიარე ერთ საათში ერთხელ.

Posted by: piko1989 21 Sep 2017, 17:18
mariami...
კი ღიირდ ნამდვილად გადასვლა მეც მაგ წამლებზე ვაპირებ გადასვლას ამ დღეებში წარმატებებიიი

Posted by: m.i 21 Sep 2017, 17:28
Anukia198889
აჰა გასაგებია, ანუ მატარებელი უსაფრტხოა ხო?
გოგო ახლობლები კი მყავს თბილიში მაგრამ... ვერ ვიგრძნობ თავს კომფორტულად. ჩემთვის ცალკე მირჩევნია, თუ მაინცდამაინც დარჩენა მირჩია ექიმმა ავიგებ ბინას.
S.A.l
ინოფოლიკი მე მაქვს ეხლა დანიშნული... თუმცა ვერ გეტყვი რისთვისაა ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ უკვე მყავს ემბრიონები რომლის გადატანასაც ვაპირებ

Posted by: იათო 21 Sep 2017, 17:31
Anukia198889
<3 შენ როგორი პოზიტივი ხააარ <3

Posted by: nino84 21 Sep 2017, 17:33
იათო
ვაიმე ეგრე მომივიდა მეც გუშინ. გადატანის მერე შევდივარ ქეთისთან და ორსული ხარო. ხო არაფერი მარა ისე მესიამოვნა. მემგონი გავრეკე. თეომაც იცოდე შემდეგო მოსვლა ორსული მოდიხარო.
P.s. წინა გადატანის მერე ეგ არ უთქვამს.

Posted by: იათო 21 Sep 2017, 17:35
nino84
<3 ხო, შენ მითუმეტეს ორსული ხარ, უკვე გადასკუპებული გყავს ბაია <3 ხეგე 30-ში გიწევს ხო?
მე ალბათ 2-ში მომიწევს

Posted by: Anukia198889 21 Sep 2017, 17:36
m.i
თამთამ მითხრა ჯობია დღეს და ხვალ დაისვენოო აქ დარჩეო და დავუჯერე თორე წამოსვლას ვაპირებდი. მეც მყავდა ახლობლები მაგრამ სხვაზე რა მეხსნა რატომ ვწევარ თქო და ქირაობა ვარჩიე დღიურათ. კი მატარებელი აბსოლიტურად უსაფრთხოა ახალი მატარებლები.
იათო ♡♡♡♡♡

Posted by: nino84 21 Sep 2017, 17:36
იათო
კი,30 ში. მაგ მხრივ კაია ბლასტო, ნაკლებია მოლოდინის დრო.

Posted by: m.i 21 Sep 2017, 17:48
Anukia198889
უფ შენ გაიხარე, უკვე დეტალების ფიქრში ვარ რა როგორ იქნება biggrin.gif

Posted by: tammmta1 21 Sep 2017, 17:56
მე რომ გადავისვი მაშინ მითხრა ქეთიმ, უკვე ორსულად ხარ და აბა შენ იცი, მიხედეო, კი მყავს ახლა გადარეული პატარა გოგო. იმედია, მეორე წრეზე წასვლასაც მალე მოვაბამ თავს <3 წარმატებები ყველას jump.gif

Posted by: Tamara1988 21 Sep 2017, 18:13
გოგოებო ვინც გადატანას აპირებთ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ. რაც შეიძლება როგორმე გაწელეთ დრო და დიდხანს იწექით საპროცედუროში. 30წუთი ხომ უნდა ვწოლილიყავი და კაი 1საათი გამოვიჭიმე იქ biggrin.gif ექთანი რომ შემოვიდა უი შენ სულ დამავიწყდი აქ რომ ხარო biggrin.gif მერე ავდექი biggrin.gif . . და შარდის ბუშტი ძაანაც არ გამივსია smile.gif მაგიტომაც გავძელი 1საათი smile.gif))

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 18:23
Tamara1988
მაგასაც ვერ მიხვდები რა ჯობია. პირველად მგონი 1 საათი ვიწექი, გვერდით ვინც იწვა ის გოგო 20 წუთში ადგა შარდის ბუშტი ატკივდა. ის გოგო კი იყო მერე ორსულად, ახლა გაჩენილი ეყოლება უკვე. მეორე გადატანაზე ნახევარი საათი ძლივს გავძელი წელი მტკიოდა, თეო და თამთა მელაპარაკებოდნენ და ცოტა ყურადღება გადამქონდა, თორემ მაგდენ ხანსაც ვერ გავძლებდი მგონი, მერ რომ ავდექი ცალ ფეხზე ხტუნვით ჩავიცვი შარვალი ჩექმები.

Posted by: nino84 21 Sep 2017, 18:25
Tamara1988
ზუსტად ერთი საათი ვიწექი გუშინ. თეამ მირჩია რახან ბლასტო გადავიტანეთ.

Posted by: Tamara1988 21 Sep 2017, 18:37
iratta_26
კი მართალი ხარ მაგაში რა და როგორ ჯობია მაიც არ ვიცით ბოლომდე მაგრამ რატომღაც თავი დავაჯერე რომ თუ დიდხან ვიწვებოდი უკეთესი იქნებოდა biggrin.gif . შარდის ბუშტი არ მაწუხებდა ინტერნეტი მქონდა და ისე გავერთე იქ წოლით როგორ გავიდა 1საათი ვერც მივხვდი. თან მარტო ვიყავი. თეა რომ არ შემოსულიყო კიდე იქ ვიწვებოდი მგონი biggrin.gif
nino84
კარგად მოქცეულხარ.
2kiss.gif გქონდეს შენი ბლასტოს იმედი.

Posted by: იათო 21 Sep 2017, 18:51
Tamara1988
nino84
iratta_26
ვაიმე, ეგ იყო კომედია.. ჩემ გვერდზე სხვასაც გადაუსვეს იმ დღეს, ეს ქალი იწვა მშვიდად და მუცელს ეფერებოდა და მე საცოდავად ვიწექი და ვიხვეწბოდი ამაყენებთ, ტუალეტში მინდათქო.. მერე, როცა ამაყენეს გაჭირვებული, ძვლივს მივედი ტუალეტამდე.. თან მეშინოდა რამე არ ვავნოთქო და ვიყავი ასე გაორებული...

შაბათს ამ შეცდომას აღარ დავუშვებ და ასეთი სავსე შარდის ბუშტით არ შევალ

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 19:03
იათო
ხო გოგო, წელი ხომ მტკიოდა და თან 7 საათი იყო, თოვდა და ერთი სული მქონდა მალე წამომხტარიყავი და სახლში გამოვქცეულიყავი biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 21 Sep 2017, 19:48
ვაიმეე... აი 25 წუთი როგორ გავძელი ვერ გეტყვით, ოფლი მასხავდა უკვე ისე მქონდა გადატიკნილი შარდის ბუშტი... დაჟე გადატანის დროს ეხოს ყურმილი რო დამადო თეომ მეთქი აწიე თავს ვერ შევიკავებთქო biggrin.gif iratta_26 სანამ შენ გეჭორავებოდნენ მე ოფლად ვიღვრებოდი სიმწრით და რო ავდექი და შევქანდი ტვალეტში ვავნო-არ ვავნო უკვე ვეღარ ვაზროვნებდი.. იმდენი ხანი ვშარდავდი შემეშინდა ბოლოს biggrin.gif.. მერე სახლში რო მოვედი ეგრევე კუჭისმოქმედება მქონდა და მაშინ საბოლოოდ ვიფიქრე ტყუილა გადავყარე ფულითქო მარა მერე თავი დავარწმუნე რო არაფერს არ მავნებდა და ასე ვიყავი ყველა მსგავს შემთხვევაზე ის 10 დღე. smile.gif

ყველაფერი კარგად იქნება გოგოებო <3

Posted by: იათო 21 Sep 2017, 19:52
takotatuli1989
:* ხო, უფლის ნებაა ყველაფერი..

Posted by: iratta_26 21 Sep 2017, 20:06
takotatuli1989
მაშინ ხომ 8 გოგომ გადავიტანეთ და 1 არ იყო მარტო ორსულად.

Posted by: mariami... 21 Sep 2017, 20:37
piko1989
შენც წარმატებები ჩემო კარგო.როდისთვის გეგმავ შენ სტიმულაციას? ის წამლის ყიდვასაც აპირებ სამაცივრე პირობები რომ უნდა ?ზუსტატ ჩემნაირი დანიშნულება გაკვ თუ არის სხვაობა?

Posted by: piko1989 21 Sep 2017, 20:52
mariami...
მე ოქრომბერშუ ვგეგმავ
გონალ ფ 900
ცეტროტიდე
კრაინონი
ოციტრელი
ესენი მითხრეს და ესუნდა ჩამოვიტანო
პატარა ჩანტა ფოლგა როქონდეს ამოკრული ან რამე ეგეთი მიმაქვს ბუშტებში რამოდენიმეში წყალს ჩავასხავ ვყინავ და ჩავყრი ჩანთაშიი ეგ ბუშტები 1 კვირა მაინც ძლებს და თავს დავიზღვევ მაინც
* * *
mariami...
მადლობა დიდი გაიხარე წარმატებული პროცედურები და შედეგიანი გვქონრვიდეს რაც მთავარია

Posted by: mariami... 21 Sep 2017, 21:06
piko1989
რეცეპტი გაქვს ამ წამლების ,თუ ისე შეძლებ გადმოტანას?

Posted by: sesilia28 21 Sep 2017, 21:06
piko1989
გორგიაში ვნახე თერმო პარკი, იაფი ღირდა რაღაც, მეც სულ ამოს პრობლემა მქონდა და რომ ვნახე გამიხარდა

Posted by: mariami... 21 Sep 2017, 21:27

sesilia28
ეგ იდეა მომეწონა... რეცეპტით ყიდულობდი? რომელ ქალაქში?

Posted by: Tamara1988 21 Sep 2017, 21:37
იათო
ხო ძაან არ გადაივსო. მე სანამ გადატანაზე შევიდოდი 2ჭიქა წყალი დავლიე და ეგ იყო. მერე მკითხეს სავსე გაქვსო და არ ვიცითქო. მაინც შემიყვანეს ეხო რომ დამადეს კი სავსეაო ქეთიმ. და გადამიტანეს.. ჩემი პატარა წერტილი რომ დავინახე როგორ შემისკუპეს ვთქვი აი ეს ჩემი ბიჭიათქო და ქეთიმ გადაიხარხარა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შევცდი ბიჭი კი არა თურმე გოგო ყოფილაააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არასდროს დამავიწყდება ის მომენტი ყველა ბედნიერი რომ გიყურებს და ყველას უხარია შენთან ერთად საოცარი გარემო იყო. მიყვარს ქეთი და მისი გუნდი smile.gif)

Posted by: sesilia28 21 Sep 2017, 22:18
mariami...

არა მე სხვაგან არ მიყიდია, ხშირად მოწევს ტრანსპორტირება და წამლებოსთან ტარება, ვწვალობდი გაყინული წყლების ტარებით smile.gif ეხლახანს შემთხვევით ვნახე გორგიაში და რომ დამჭირდეთქო დამამახსოვრდა smile.gif

Posted by: იათო 21 Sep 2017, 22:47
Tamara1988
აი მე კი როცა გადავისვი ძალიან დაძაბულობა იყო. არ ვიცი რის გამო, მაგრ ქეთი ეჩხუბებოდა ემბრიოლოგებს.. იმედია ზეგ უკეთეს გარემოში მომიწევს ყოფნა

Posted by: piko1989 21 Sep 2017, 23:14
mariami...
mariami... არა რეცეპტი არაა საჭიროო

Posted by: Tiko1988 21 Sep 2017, 23:17
გოგოებო ფრთხილად იყავით ვირუსები დადის და უკვე მატყუარა ამინდები დაიწყო გაციება და ეგეთები არ გვაწყობს ეხლა ჩვენ :smile.gif)sad.gif(

Posted by: ninucela84 22 Sep 2017, 01:45
გოგოებო, სტიმულაციის დროს ვინმეს ფეხი დაგსიებიათ?? კოჭებთან მაქვს შესიებული და შეიძლება სტომულაციის ბრალი იყოს? მადლობა

Posted by: compte.paris75 22 Sep 2017, 10:29
Tiko1988
უკვე ერთი კვირაა მახველებს და ცხვირიდან მდის. რა უბედურებაა. გავცივდი ალბათ თორემ სხვასაც ხომ გადავდებდი ოჯახის წევრებს ვირუსი რომ ყოფილიყო.
*******
სქრეჩინგი გავიკეთე გუშინ. ანი ახმოვანებდა "ხიჩი ხიჩიო smile.gif)) აი ეს არის სქრეჩინგიო"

Posted by: iratta_26 22 Sep 2017, 10:37
compte.paris75
მიხარია რომ დაიწყე smile.gif წარმატებები.

Posted by: takotatuli1989 22 Sep 2017, 10:54
iratta_26
ხო და ისე ჩამყვა იმ ერთის ამბავი 46 წლის იყო ქორწინების 11 წლის თავი ქონდა მაგ დღეს და ძაან იმედიანად იყო.. მაგრა დამწყდა გული მაგ ქალზე. ღმერთმა გადმოხედოს და მისცეს შვილი. ბოლო ცდა ქონდა თავისი კვერცხუჯრედით მგონი, ქეთიმ დონორზე ჯერ ვერ დავითანხმეო.

Posted by: torckiko 22 Sep 2017, 11:05
ინოვაში ლაბორატორია 9 საათიდან იწყებს ხომ მუშაობას? თვითონ ექიმები რომელზე მოდიან თუ იცით?

Posted by: mariami17 22 Sep 2017, 11:26
torckiko

ლაბორატორია 9 ზე იწყებს და ექიმები 10 ისთვის მოდიან

Posted by: torckiko 22 Sep 2017, 13:06
mariami17
მადლობააა, ანუ თამთა 10 ზე ადრე არ იქნება ხომ?

Posted by: compte.paris75 22 Sep 2017, 16:00
გუშინ ანიმ დამანახა ერთი ქალი იყო 3 წლის ბავშვით მოსული.
39 წლისა იყო ანტიმიულერით 0,008 ფაქტიურად 0-იო. რამოდენიმერჯერ გავაკეთეთ პუნკცია და სულ ყოველთვის ერთი კვერცხუჯრედი იყო და ისიც ცარიელი მხვდებოდაო და მეოთხე ცდაზე როგორც იქნა ერთი ოოციტი გამოჩნდაო და მივიღეთ ერთი ემბრიონიო და აი ის ბავშვი არისო გვერდით რომ ყავდა smile.gif

Posted by: იათო 22 Sep 2017, 16:06
აუ, აღარ დაღამდა რომ მალე გათენდეს sad.gif

Posted by: iratta_26 22 Sep 2017, 16:12
takotatuli1989
უი ეგ ამბავი არ ვიცოდი, არც დამინახავს ვინ იყო.

Posted by: nino84 22 Sep 2017, 16:23
იათო
რომელზე ხარ დაბარებული?

Posted by: იათო 22 Sep 2017, 16:45
nino84
ხვალ დილას, 11-ის ნახევარზე აქ იყავიო ქეთიმ.. მიხარია რომ შაბათი უწევს, წამოწოლილი ვიქნები შაბათ-კვირას <3
შენ როგორ ხარ, როგორ მიდის მოლოდინის დღეები?

Posted by: Anukia198889 22 Sep 2017, 16:53
takotatuli1989
როგორი ქალი იყო გახსოვს? მე რომ გადავიტანე იმ დღესაც იყობერთი ქალი 46 წლის. ორი წლის გაყინული ემბრიონი უნდა გადაეტანა. მანამ სულ თითო ემბრიონს ღებულობდა და ფრეში გადაქონდა. ეს გაყინულიო არც ისე კარგი ხარისხის არისო და რაც არის უნდა ვცადოო. ნეტა ერთი და იგივე ქალი ხომ არაა. მერე დავურეკე ძალიან მაინტერესებდა ვლოცულობდი მისთვის. მაგრამ არ გამოსვლია ისიც. არ ემჩნეოდა საერთოდ ასაკი. მეგონა 36 წლამდე იქნებოდა.

Posted by: nino84 22 Sep 2017, 17:15
იათო
სამსახურში საგიჟეთი მაქვს და ფიქრისთვის დრო აღარ მრჩება კიდევ კარგი.გუშინ საღამოს გეგმებს ვაწყობდი, ეს ცდა გამომივა და გავაჩენ ერთ ბავშვს და ის ორი რომ დამრჩა გაყინული ორი წლის მერე გადავიტანთქო ❤

Posted by: იათო 22 Sep 2017, 17:26
nino84
შემოგევლე :* მასეც იქნება !

Posted by: rosonera 22 Sep 2017, 17:32
compte.paris75
nino84
იათო
გგულშემატკივრობთ გოგოებო, ამჯერად დადებითი ხეგეები გექნებათ სამივეს. 2kiss.gif

Posted by: likuna86 22 Sep 2017, 19:44
გამარჯობა გამოცდილო გოგოებო, თქვენი რჩევა მჭირდება smile.gif ანტი მიულერის ანალიზის გაკეთება მინდა და რომელ კლინიკას მირჩევთ, სადაც პასუხი მალევეა და თან ფასიც ნორმალური? ინ ვიტროში და ინოვაში კი არის 2-3 საათში პასუხი, მაგრამ ძვირი ღირს. სადაც შედარებით იაფია 1-2 კვირა უნდა. ამ ეტაპზე "ციტოზე" შევჩერდი, 150 ლარი ღირს და პასუხი მეორე დღეს არის. კლინიკა "მედეა" ვიპოვე ინტერნეტში,სადაც 90 ლარი ღირს და მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს ტარდება ეგ ანალიზიო smile.gif ნორმალურად აკეთებენ ნეტავ თუ იცით? smile.gif

Posted by: piko1989 22 Sep 2017, 22:29
likuna86
ლიკუნა რამდენი წლისხარ და ანტიმიულერის ანალიზი ექიმნა გითხრა თუ შენით გინდა გაგება?
გოგოებო სანამ ანტიმიულერს გაიკეთებდით რამდენი ფოლიკული გიფიქსირდრბოდათ სტიმულაციების დაწყებამდე?

Posted by: Kato81 22 Sep 2017, 23:28
იათო
nino84
წარმატებებს გისურებთ გოგოებო, დადებით პასუხებს გისურვებთ ორივეს, გჯეროდეთ და აუცილებლად გამოგივათ :* :* მეც შევუდექი ამ რთულ გზას, დავიწყე სტიმულაცია ეტრუზილი 5 დღე და 2 ც. მენოპურის ნემსი დამიმატა, მე-8 დღეს ვარ დაბარებული მონიტორინგზე და თუ ყველაფერი კარგად იყო პუნქცია რომელ დღეს მექნება დაახლოებით ხომ ვერ მეტყვით? იათო, მგონი შენ წერდი მე-12 დღეს მქონდაო, გავენთავისუფლო მინდა სამსახურიდან, სქრეჩინგი და დამატებით რაღაცეები არ გჭირდებაო, ვენდობი რა თქმა უნდა ექიმს smile.gif) მე უკვე ვფორიაქობ და თქვენ წარმომიდგენია როგორ ხართ, კიდევ ერთხელ წარმატებები ორივეს :*

Posted by: likuna86 23 Sep 2017, 00:14
QUOTE

ლიკუნა რამდენი წლისხარ და ანტიმიულერის ანალიზი ექიმნა გითხრა თუ შენით გინდა გაგება?
გოგოებო სანამ ანტიმიულერს გაიკეთებდით რამდენი ფოლიკული გიფიქსირდრბოდათ სტიმულაციების დაწყებამდე?


31 წლის ვარ, ჩემით მინდა გაკეთება

Posted by: იათო 23 Sep 2017, 00:16
Kato81
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა :* წარმატებას გისურვებ ჩემო კარგო. წესით 2 დღით ადრე უნდა ჩაგაბარებინოს პროგესტერონი და ეხო. მაგის მიხედვით გადაწყვეტს და იმ საღამოს ოვიტრელს გაგაკეთებინებს.. ასერომ სამსახურიდან დათხოვის დრო გექნება.. მე არ დავეთხოვე ისე.. 2 საათი ვითხოვე და პუნქციის მერე 2 საათში ეხო რომ.გამოკეთეს და დანიშნულება მომცეს, სამსახურში ჩავედი...ნუ მთლად კარგად არ ვიყავი, თუ დეიოფი გაქვს, ჯობია აიღო :* გკოცნი შორიდან, ძაააან გგულშემატკივრობ

Posted by: rosonera 23 Sep 2017, 10:45
იათო
მიხვედი ხო გადატანაზე? აბა შენ იცი, დადებითად განეწყვე, ღმერთი შენსკენ :*

Posted by: compte.paris75 23 Sep 2017, 11:43
გოგოებო, სქრეჩინგის მერე რამე წამლებს ნიშნავენ? ან სოკოსთვის ან ანტიბიოტიკს?

Posted by: kekuna78 23 Sep 2017, 11:59
compte.paris75
არა არაფერს არ ნიშნავენ, 3-ჯერ მაქვს გაკეთებული და არასდროს დაუნიშნიათ

Posted by: compte.paris75 23 Sep 2017, 12:31
kekuna78
მადლობა. გაიხარე

Posted by: იათო 23 Sep 2017, 13:44
rosonera
მივედი.. ერთი გადაგვაქვს.. მალე ჩემთან იქნება <3

Posted by: kekuna78 23 Sep 2017, 14:06
იათო
წარმატებებიი, შენი ხეგეს პასუხის მერე მიწევს მეც სტიმულაციის დაწყება და აბა შენ იცი სტიმული მჭირდება smile.gif

Posted by: rosonera 23 Sep 2017, 14:11
იათო
ჩათვალე უკვე ორსულად ხარ 2kiss.gif

Posted by: იათო 23 Sep 2017, 14:46
ჩემთან არის უკვე ჩემი პაწია....ნეტა ვინ არის ♥♥♥

Posted by: nino84 23 Sep 2017, 15:06
იათო
გილოცავ, მალე გაგვახარებთ შენ და შენი პაწია ❤
ხეგე როდის გიწევს, 3 ში?

Posted by: takotatuli1989 23 Sep 2017, 15:09
იათო
დღეს იყავიიი? მე მოვგორდი დილით ანალიზებზე მანდ :* კარგი ფეხი მაქ და გამოგივა აუცილებლად!

Posted by: taknatuna 23 Sep 2017, 15:21
იათო
აუცილებლად გამოვა!!! გბალეშიკობ <3
ის მეორე გაყინული რომ გქონდა არ გადაგიტანეს?


Posted by: iratta_26 23 Sep 2017, 15:22
იათო
ხეგეს გაკეთება რომელ რიცხვში გითხრა? მოგეწებება შენი წერტილი აუცილებლად smile.gif

Posted by: იათო 23 Sep 2017, 15:28
11-ე დღეს მოდიო, ანუ 4-ში.
takotatuli1989
11 საათიდან იქ ვიყავი, 4-ზე იყავი მაგ დროს?

Posted by: m.i 23 Sep 2017, 16:09
იათო
გილოცავ, წარმატებებიიიი :*

Posted by: compte.paris75 23 Sep 2017, 16:38
იათო
რა ბედნიერი ხარ smile.gif შენს ადგილას მინდა ყოფნა. მალე მოგველოცოს

Posted by: takotatuli1989 23 Sep 2017, 16:43
იათო
კიი 4ზე ვიყავი მარა საათი არ მახსოვს 10 დან რო ვიყავი ვიცი.. შავი ზედა და ნაცრისფერი ბოლოკაბა მეცვა და დავგორავდი. შეიძლება გამოგასწარი

Posted by: m.i 23 Sep 2017, 16:43
compte.paris75
შენც მალე იქნები და კიდევ სხვაც ბევრი smile.gif ამ წელში ყველა აქ მყოფი უეჭველი გახდება დედა smile.gif

Posted by: იათო 23 Sep 2017, 16:54
compte.paris75
მალე იქნები შენც :*

takotatuli1989
ორსული მგონი.არ იყო იქ არავინ... მე ლიფთთან რომ სკამებია მანდ ვიჯექი და ვკითხულობდი
m.i
მადლობა :*

Posted by: მზე 23 Sep 2017, 17:03
იათო
წარმატებები love.gif 4-ში ყველას გაგვახარებ დარწმუნებული ვარ jump.gif

Posted by: takotatuli1989 23 Sep 2017, 17:05
იათო
ე.ი. გამოგასწარი თორე მეც მანდ ვიჯექი და შანსი არ იყო ვერ დაგენახე. დილას ადრე მივედი უზმოზე დიდხანს ვერ ვძლებ და უეჭველი გამოგასწარი.

Posted by: torckiko 23 Sep 2017, 18:34
Tamara1988
Nit89
თქვენ გქონიათ ოპერაციის მერე მსგავსი რამ? ეხოს მიხედვით ორივე საკვერცხე საშვილოსნოზეა მიკრული, დიდი ალბათობით შეხორცებაა და ხელახლა ლაპარასკოპიაა საჭიროვო. ესე უცებ შეიძლება წასულიყო შეხორცებები?

Posted by: mariami... 23 Sep 2017, 19:24
იცით რა მაინტერესებს სტიმულაცია რომ დაიწყეთ ყოველ მისვლაზე იხდიდით კონსულტაციის 40 ლარს? უბრალო შეკითხვაზეც რომ მივდივარ მაინც მახდევინებენ.... გავგიჟდი რააა

Posted by: iratta_26 23 Sep 2017, 19:48
mariami...
ვისთან დადიხარ?

Posted by: იათო 23 Sep 2017, 19:58
taknatuna
მზე
დიდი მადლობა გოგოებო ♥♥ იმედია გამოვა

Posted by: mariami... 23 Sep 2017, 20:01

iratta_26
ქეთის პაციენტი ვარ

Posted by: iratta_26 23 Sep 2017, 20:06
mariami...
ქეთი გიწერს ხოლმე? მე არ ვიხდიდი. თუ ისე არ გიშვებენ უთხარი რომ ეხო არ გჭირდება და შესაკითხად ხარ მისული.

Posted by: Nit89 23 Sep 2017, 21:42
იათო
წარმატებები :* 4 ში ველოდებით დადებითს, შენი დადებითი ჩვენც იმედს მოგვცემს :*

Posted by: Kato81 23 Sep 2017, 21:42
იათო
უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის და საჭირო ინფორმაციისთვის smile.gif ყველაზე კარგ ეტაპზე ხარ ეხლა, აუცილებლად გამოვა ამჯერად, მეც გულით გგულშემატკივრობ, შენ იქნები ჩემი სტიმული, მიდი და ფეხდაფეხ უნდა მოგყვე smile.gif სიმშვიდეს გისურებ და კარგ განწყობას, რაც შენთვის ახლა ასე მნიშვნელოვანია, გკოცნი :*

Posted by: Nit89 23 Sep 2017, 21:45
torckiko
როდის გაიკეთე გამახსენე. ორგანიზმი ყველა ინდივიდუალურია,მაგრამ მაინც არა მგონია მალე განვითარდეს ისევ შეხორცება,ყველა ექიმი 1 წელს გეუბნევა,თან ორივე ერთად რამ შეახორცა ან რამ გამოიწვია ასე მალე მიდი ისევ ჯობია დამიჯერე ვინც ოპერაცია გაგიკეთა და აგიხსნას ასე რატომ მოხდა,წაიყვანე მეუღლეც დადაელაპარაკეთ.

Posted by: იათო 23 Sep 2017, 21:52
Nit89
მადლობა ♥♥♥ იმედია კარგო მაგალითი აღმოვჩნდენო''

Kato81
დიდი მადლობა smile.gif სამსახურის იმედი მაქვს.. დრო არ მექნება ფიქრის

Posted by: Kato81 23 Sep 2017, 22:00
იათო
კი მასე ჯობია სამსახურში იარო სახლში ჯდომას და გინდა არ გინდა მაინც განცდებში და მოლოდინში ყოფნას, მეც მასე ვაპირებ თუ გამოვიდა და გადატამა მქონდა ჩვეულ რეჟიმში ვივლი სამსახურში რომ საქმეში დროც მალე გავა და არც ვიფიქრებ ბევრს smile.gif

Posted by: torckiko 23 Sep 2017, 22:53
daaxloebit 4 tvea, sul tkivilebi makvs operaciis merec, exla gadavige exo da orive sakvercxe sashvilosnozea mikrulio, plius endometriumi iko gasqelebuli, es mikroba tu shexorcebaa laparaskopia isev sachiroo. Tan sul sicxeebi maqvs ciklis dros. Sheizleba mikroba sxva rames nishnavdes? Operaciamde ar iko da operacii mere ra moxda ver gavige

Posted by: piko1989 23 Sep 2017, 23:17
torckiko
რისი ოპერაცია გაქვს გაკეთებული სულ თავიდან? ლაპარო რატომ დაგჭირდა?
* * *
torckiko
ლაპარასკოპია მეცმაქვს გაკეთებული ინფექციისგამო მილები ამომირეს ისე იყო დაზიანებული და ტკივილები და სიცხეები მქონდა მანამდე საშინრლი სანამ გავიკეთებდი
დაბალი ტემპერატურა მერეც შემინარჩუნდა იცის ზოგადად ოპერაციამ მაგრამ უკვე 5 თვე გავიდა და სიცხეებიც აღარმაქვს მაგრამ ტკივილი არუნდაგქონდეს მიდი ისევ იმ ქირურგთან ვინც გაგიკეთა ლაპარო და დააფარე თავზე 4 თვეში როგორ შეიძლებოდა შეხორცებები წარმოქმნილიყო?
* * *
torckiko
ოპერაციის შემდგომ ანტიბიოტიკები დაგინიშნა იმედია ერთი 5 დღე მაინც წარმატებები და მასე ნერვიულობას ჯობია ქირურგს ესტუმრო მე ყველა წვრილმანზე ვურეკავდი და ვაწუხებდიხოლმე გულმოდგინედ და გულისყურით ეკიდებოდა ყველაფერს და მიხსნიდა დააკვალიანებდა

Posted by: Tiko1988 23 Sep 2017, 23:32
იათო
მეც ძალიან გულშემატკივრობ ველოდებით დადები პასუხს წარმატებები

Posted by: იათო 23 Sep 2017, 23:35
Tiko1988
♥♥♥♥♥♥♥ მადლობაა. შენ რა ეტაპზე ხარ ეხლა?

Posted by: Tiko1988 23 Sep 2017, 23:36
ლაპაროსკოპიას სანამ გავიკეთებდი ისეთი მტკივნეული ციკლი მქონდა არც ერთი გმაყუჩებელი არ მშველოდა ეს ბოლო ორი წელი ისე მომდის საერთოდ ვერ ვგრძნობ დავისვენე რაა მეც შეხორცებები მქონდა მილები დახურული და გამიხსნეს და კიდევ კისტა ოპერაციის მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი უკვე

Posted by: torckiko 23 Sep 2017, 23:37
Piko1989 Endometriulo kistebi iko orive sakvercxeze, plius mioma, antibiotiki ki daminishna erti kvirit, magram tkivilebi isev iseti, sicxeebi, eqimtan gaxdebi rames? Qirurgi tvalit ar minaxia operaciis mere, am tkivilebis gamo gadavoge exla da eg mitxres, mikroba ras nishnavstko ro vikitxe didi albatobit shexorcebaso. Sadiagnostiko laparaskopia mainc dagchirdebao. Tkven vistan gaiketet?

Posted by: Tiko1988 23 Sep 2017, 23:40
იათო
ველოდები ციკლის დაწყებას
* * *
მგონი ქირწინების 10 წლის იუბილეს დაემთხვევა ჩემი ინ ვიტრო :smile.gif ჩემი გამოთვლით თუ არაფერმა შემიშალა ზუსთად ემთხვევა ხეგეს ანალიზიsmile.gif

Posted by: იათო 23 Sep 2017, 23:57
Tiko1988
წარმატებები ♥♥♥♥ ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: Anukia198889 24 Sep 2017, 09:21
nino84
იათო
გოგოებო ამ დილით რომ თვალი გავახილე და ჩემს ციცქნა მუცელს ვეფერებოდი ღმერთს თან ის ვთხოვე რომ თქვენც გაგეხაროთ ასეთი სასწაული ბედნიერებით. ძალიან ბედნიერი ვიქნები თქვენი დადებითი პასუხით.ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო კარგებო. გამოვლილი როცა გაქვს ამდენი ნერვიულობა და ის განცდები უფრო აფასებ სხვის ისეთ მდგომარეობას. ჩვენს გარდა აქ ვერავინ გაიგებს რა განცდა აქვს გადატანის მერე ლოდინს. მშვიდათ იყავით ჩემო კარგებო. გული კარგ ამბავს მიგრძნობს.

ყველას ყველას გოგოებო ვინც მზადების პროცესში ხართ მიხარია რომ დაიწყეთ მზადება. ჩემი წყალი გადმოგსხმოდეთ და როგორც მე არ გამომიცდია იმედ გაცრუება ისე ყოფილიყავით თქვენც.

Posted by: akunabakuna 24 Sep 2017, 10:42
Anukia198889
უფ რა პოზიტიური ხარ, ავივსე ენერგიით smile.gif smile.gif smile.gif

იათო
Nino84
წარმატებები გოგოებო, ანუკისავით ყოფილიყავით მალე smile.gif
გოგოებო სქრეჩინგი და ტევაგრასტიმი გაკეთებული გაქვთ?
ქეთისები ხართ ხომ?

Posted by: mariami... 24 Sep 2017, 10:51
Anukia198889
მადლობაააა ამინ.....

Posted by: იათო 24 Sep 2017, 10:54
Anukia198889
♥♥♥♥♥
akunabakuna
კი, სქრეჩიმგი მეორე დღეს და ტევა პუნქცოის დღეს

Posted by: Tiko1988 24 Sep 2017, 11:00
სქრეჩინგი ციკლის მეორე დღეს კეთდებაა? აბა მე რატო მითხრეს 21 დღესო
ტევაგრასტიმი რა არის
* * *
აუ რა არაფრის აზრზე არ ვარ რაა sad.gif

Posted by: nino84 24 Sep 2017, 11:15
Anukia198889
ძალიან დიდი მადლობა ❤
* * *
Tiko1988
ვისთან დადიხარ?
მე სქრეჩინგი ორივეჯერ მეორე დღეს გამიკეთა ოსიძემ.
ტევაგრასტიმი ენდომეტრიუმისთვისაა კარგი, კათეტერით შეჰყავთ წამალი, უმტკივნეულოა და 135 ლარი ღირს ინოვაში.

Posted by: piko1989 24 Sep 2017, 12:22
torckiko
torckiko
მე თოდუაში გავიკეტე თამარ ჭითანავასტან განჰოფილების გამგე იყო ახლა სხვაგან გადავიდა ოპერაციის მერეც ფიდ ყურადღებას მაქცევდა მესაუბრებოდა მრც და მეუღლეც რამდენიმეჯერ წავედით გამარკვია ყველაფერში და ინვიტროზეც მანვე გამაგზავნა აქ მიდიო დაურეკა თვითონვე ნერეც როცა კი მოვხვდები სულ შევურბენ და ვკითხულობხოლმე....
ეგ რანაირი ქირურგი ყოფილა დეგენერატი მარტო ფული აიღო და ხელები დაიბანაა? მიდი მეუღლესტანერთად და ეხოც უფასოდ გადაგიღოს ხელახლა და და დაგხედოს ცემი ქირურგი აკვირდებოდა რომიღებდნენ ეხოს მაინც არმინდა ახალგაზრდახარ იქნებ არ გჭირდებაო იქნბ რამე სხვა ალტერნატივა ვნახოთო ათასნაირად გამსინჯა ეგ კრეტინი ყოფილა ისე ვბრაზდები რო რავი

Posted by: taknatuna 24 Sep 2017, 12:26
torckiko
ვისთან გაიკეთე? ვერ მოვკარი თვალი ექიმის სახელსს

Posted by: torckiko 24 Sep 2017, 12:43
piko1989
taknatuna
ჩარექიშვილთან გავიკეთე დაახლოებით ოთხი თვის წინ, ციკლი ხომ სულ ამერია დ ა ტკივილებიხც ისევ ისეთია, პლიუს სიცხეები ციკლის დროს. დიდი ალბათობით შეხორცება წავიდა და ისევ ოპერაციაო ვისაც კი ვკითხე, არაა გამორიცხული მთლიანად საშვილსონო ამოიგონ რო კიდე არ წავიდეს შეხორცებეიო, ესე მალე უნდა წასულიყო?

Posted by: piko1989 24 Sep 2017, 12:53
torckiko
თუ ოპერაცია კარგად ჩატარდა ასე მალე შეხორცებრბი არუნდა წასულიყო არ გადადო კონტროლზე მიდი აუცილებლაად

Posted by: Tiko1988 24 Sep 2017, 13:05
nino84
საბახტარაშვილში დავდივარ ლელა ირემაძესთან ლაპაროც მანდ გავიკეთე არსენთან

Posted by: torckiko 24 Sep 2017, 13:15
Tiko1988
piko1989
ეხო მეც საბახტარიშვილში გადავუღე ეხლა და მანდ მითხრეს თორემ ხეცურიანთან ყველაფერი იდეალურად იყო და ნეტა რატო გტკივაო მეკითხებოდა. ისე ვარ ეხლა არ ვიცი სად წავიდე.

Posted by: Tiko1988 24 Sep 2017, 13:30
ჩარექიშვილს აქებენ და რა ვიცი
torckiko
ოპერაციის მერე ვიდეო გაჩვენეს რაც გაგიკეთეეს ?
მე მაჩვენა არსენმა და სულ დეტალურდ ამიხსნა რაც გამიკეთეს
აიფ რა უნდა მიხვიდე და მართლა დააფარო თავზე ყველაფერი

Posted by: torckiko 24 Sep 2017, 13:36
Tiko1988
ვიდეო კი გამომატანა მაგრამ თვითონ ერთხელაც არ შემოსულა რა ახსნაზეა საუბარი. ეხლა ისევ მასთან მომიწევს გაკეთება ვისთან უნდა მივიდე მეტი? ეს უცებ მეორე ოპერაცია კატასტროფააა.

Posted by: Tiko1988 24 Sep 2017, 13:44
torckiko
დამშვიდდი და ემოციებს არ აყვე საღი გონებით მიდი და ჯერ თხოვე აგიხსნან ვიდეოს საშუალებით რა გაგიკეთდა უთხარი გაურკვევლობაში არ მინდა ყოფნათქო აახსნევინე რატო მოხდა ესე და იქნებ სხვა გზაც არსებობს

Posted by: torckiko 24 Sep 2017, 13:54
Tiko1988
იმდენად უკმაყოფილო დავრჩი მაგის უყურადღებობით რომ ოპერაციის მერე პირდაპირ თამთასთან გადავედი, ხო მეტყვის ვისთანაც მიხვედი ეხლა იმან მოგხედოსო.

Posted by: tamu_tamuna 24 Sep 2017, 14:47
გოგოებო ძალიან ძალიან გგულშემატკივრიბთ. არც კი იცით როგორ.
მე რომ დავორსულდი საერთოდ არ მქონდა გეგმაში. შიშმა ამიტანა ვტიროდი ვნერვიულობდი, ეხლა მცხვენია აღიარება მაგრამ თითქოს ვერც მიხაროდა. ამ თემაში რომ შემოვიხედე ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი რომ მადლობელი უნდა ვიყო იმისი რაც ჩემ თავს ხდება. ამდენი ხანი იბრძვით, ნერვიულობთ. უამრავი ცრემლი გაქვთ დაღვრილი.. მე კი თქვენზე არაფრით უკეთესი არ ვარ, არაფრით დამიმსახურებია ამხელა საჩუქარი. თქვენი დიდი დამსახურებაც არის რომ მე გონებკს დაკარგვამდე მიყვარს უკვე ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილი.
ვიცი რომ ყველას ყვრლაფერი გამოგივათ. მჯერა რომ ძაალიან ძალიან მალე გახდებით დედიკოები და იქნებით უბედნიერესები. ეს ისეთი რამეა რის გამოც ღირს ასეთი რთული ბრძოლა.
არ ვპოსტავ ხოლმე აქ მაგრამ იცოდეთ რომ ჩემი სახით ძალიან დიდი გგულშემატკივარი გუყავთ და მთელი გულით სულით გგულშემატკივრობთ ყველას :* :* :*

Posted by: sesilia28 24 Sep 2017, 15:03
გოგოებო წარმატებები კიდევ ერთხელ ყველას :* იქნებ იცოდეთ გლანდების ოპერაცია ციკლის რომელ დღეს შეიძლება? ექიმთან რომ ვიყავი ციკლიდან 3 დღეში შეიძლებაო, რომ დავირეკე მერე ექრთამს კარგად უნდა დამთავრდეს რომ ანალიზები გავაკეთოთო, 2-3 დღიანი მაქვს და მე6 დღეს რომ ანალიზები გავიკეთო და მე9 დღეს ოპერაცია რა უჭირს? ცოტა ადრე მინდა მოსტუმრება, მერე ვეღარ ვახერხებ და ძალიან გადაიდება

tamu_tamuna
2kiss.gif love.gif

Posted by: nino84 24 Sep 2017, 15:16
sesilia28
მე მითხრეს რომ მორჩები ციკლს მოდიო. ერთკვირიანი ციკლი მაქ და რომ მოვრჩი სადღაც ორ დღეში მივედი.
* * *
tamu_tamuna
მადლობა გულშემატკივრობისთვის.
მეც შემოვდივარ ხოლმე მომავლებში და ზოგჯერ ძლივს ვიკავებ თავს რომ იმ გოგოებს არ ვუპასუხო, ვინც წუწუნებს მოულოდნელ და არასასურველ ორსულობაზე, რომ ამ ჯგუფში ან წეროებში შემოიხედობ და მერე მაინც დააფასონ ის რაც აქვთ.ბედნიერ დედობას გისურვებ :*

Posted by: sesilia28 24 Sep 2017, 15:51
nino84
სახლში მყავს ეგეთი მომავლების ჯგუფში რა მინდა smile.gif მულმა მითხრა ქალმა უცებ არ უნდა გააჩინოს შვილიო და წუწუნებს, და ამას მე მეუბნება smile.gif ერთით კარგ დღეში ხარო smile.gif
ოპერაციის მერე რამდენი ხანი გაგიჭირდა? რამდენი ხანი იყავი სახლში?

Posted by: nino84 24 Sep 2017, 15:58
sesilia28
ორკვირიანი ბიულეტინი მქონდა, მაგრამ სახლიდან ვმუშაობდი. ათი დღე ტკივილები მქონდა გამაყუჩებლებზე ვიყავი და მერე გამიარა.ვისთან იკეთებ?

Posted by: იათო 24 Sep 2017, 16:01
nino84
როგორ ხარ? მე დღეს პროგის გამო დაბალი სიცხე მაქვს... ამ ჯერზე 2 ამპულა დამინიშნა დღეში და მგონი ბევრია

Posted by: nino84 24 Sep 2017, 16:11
იათო
იცის პროგმა სიცხე? მე ჩვეულებრივ, გუშინ ცოტა გადავიღალე და წელი მტკიოდა და მუცელი დამეჭიმა.მე ისევ ერთ ამპულას ვიკეთებ, ნეტა მეც ორი ხომ არ ჯობდა გამეკეთებინა.ამ წამლების ფონზე თითქოს მეც აწეული მაქ ოდნავ ტემპერატურა, რამდენჯერმე ჩემმა ქმარმაც მკითხა სიცხე ხომ არ გაქო, მარა არ მომიფიქრებია გამეზომა, ვნახავ ერთი საღამოს.და ტუალეტში დავრბივარ კიდე ღამე, ესეც წამლების ფონზე ალბათ.

Posted by: იათო 24 Sep 2017, 16:14
nino84
ტუალეტში სირბილი არამგონია წამლების ბრალი იყოს და პროგმა კი, იცის სიცხე.

Posted by: nino84 24 Sep 2017, 16:25
იათო
არ ვიცი, წინა გადატანის დროსაც მასე ვიყავი. ერთი სული მაქვს შაბათი როდის მოვა.

Posted by: sesilia28 24 Sep 2017, 16:35
nino84
დავით სუხიაშვილთან ვიკეთებ, ყველაფერს ავიტან ოღონდ მე8 დღეს ფეხზე უნდა ვიდგე smile.gif ეგ ერთი დღე მიჭირს, მანამ და შემდეგ კი ვიქნები სახლში

Posted by: nino84 24 Sep 2017, 16:37
sesilia28
მასე შეძლებ. ოპერაციიდან მესამე დღეს უკვე სამსახურში მივედი ნახევარი დღით. მეც სუხიაშვილთან გავიკეთე და კმაყოფილი ვარ.

Posted by: sesilia28 24 Sep 2017, 16:45
nino84
გაიხარე ჩემო კარგო, სუხიაშვილმა ისე მითხრა ბევრი მინახავს ოპერაციის მერე 2-3 თვეში ორსულადო შენ უნდა დაამტკიცო ეხლა:*

Posted by: nino84 24 Sep 2017, 16:48
sesilia28
მაგ იმედით ამოვიჭერი მეც, წარმატებები :*

Posted by: Tamara1988 24 Sep 2017, 18:52
sesilia28
მეც სუხიაშვილთან გავიკეთე შარშან ზუსტად დღევანდელ დღეს. ციკლიდან 8დღეს გავიკეთე წინასაოპერაციო ანალიზები და 11დღეს ოპერაცია დამინიშნეს.

Posted by: piko1989 24 Sep 2017, 21:44
გოგოებო გეხვეწებით ოვიტრელს 250 ს და ცეტროტიდეს 0.25 ს ვინც ხმარობთ თუ არ შეწუხდებით სურათი რო გადაუღოთ როგორია და გამომოგზავნოთ შეგიძლოათ?
მადლობა წინასწარ

Posted by: .ნინო 24 Sep 2017, 22:12
sesilia28
მერვე დღეს რა პრობლემაა? ტკივიკი გექნება მაგრამ მთავარია ჭამო და არ დასუსტდე. ლაპარაკი მესამე დღეს დავიწყე...
ახალგაკეთებულზე მაქსიმალურად ბევრი ნაყინი ჭამე. მე ნახევარკილოიანი გავათავე და მაგან ძალიან მიშველა. მერეც რამდენი ყელი გაშრება, გრილი რძე დალიე, ტკივილს ამცირებს და მოშუშებაში ეხმარება.

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ღეჭვაა. სასისკი და სხვა საჭმლის ჭამას რაც მალე დაიწყებ, მით მალე მორჩები.... თან მარტო პირველი-მეორე ჭამაა მტკივნეული. ყველა მომდევნო უფრო და უფრო მარტივდება

Posted by: BA84 24 Sep 2017, 23:01
იათო
nino84
გოგოებო, როგორ მიხარიხართ. თქვენთან ერთად ვითვლი დღეებს :* წარმატებები

Posted by: იათო 24 Sep 2017, 23:25
BA84
♥♥♥ ამ ორმა დღემ გაირბინა. მარტო გუშინ ვიწექი, დღეს ვერა... ვნახოთ..

Posted by: sesilia28 25 Sep 2017, 09:32
.ნინო
გაიხარე smile.gif ვერ ვიტან წოლას და სუსტად ყოფნას, რა გამაჩერებს მშვიდად. გავითვალისწინებ რჩევებს :*

Posted by: mariami... 25 Sep 2017, 10:00
იათო

nino84
როგორ მინდა თქვენი დადებითი შედეგი.....
დამეხმარეთ გავერკვიო
აქედან რომელ წამალს სჭირდება სამაცივრე პირობები საზღვარზე გადმოტანისას ოვიტრელს თუ პერგოვერისს?

Posted by: nino84 25 Sep 2017, 10:10
mariami...BA84
მადლობა გოგოებო :*

Posted by: იათო 25 Sep 2017, 10:20
mariami...
მადლობა. მეორე არ ვიცი და ობიტრელი რომ ვიყიდე, აფთიაქში გამაფრთხილეს მაცივარში შეინახეო
* * *
nino84
ახალი კვირაც დაიწყო... სამსახურში უცებ გაირბენს დრო smile.gif რაღა დაგრჩა შაბათამდე :*

Posted by: nino84 25 Sep 2017, 11:53
იათო
გაორებული ვარ, თან ძალიან მიხარია, რადგან იმედი მაქვს, რომ შაბათს ძალიან გამეხარდება დადებითი პასუხი და თან საშინლად ვნერვიულობ, რომ წარმოვიდგენ როგორ გავუძლებ კიდე ერთ იმედგაცრუებას.

Posted by: იათო 25 Sep 2017, 12:05
nino84
ხო, რაღაც სასჯელივითაა ეს ლოდინის დღეები sad.gif ნეტა მაშინვე ვიგებდეთ შედეგს...

აუ, გოგოებო, გადატანისას, ჩემთან ერთად იწვა 44 წლის გოგო.. მეოთხე გადატანა ქონდა, ყველა ორსულობა იწყება და მერე ვეღარ ვითარდებაო, ოღონდ ამას ისე მშვიდად მიყვებოდა, კინაღამ ავდექი და ჩავეხუტე...

გუშინ სამებაში ავედი დილას, რაღაც ვერ მოვისვენე სახლში.. თან არც წელი მტკივა, არც მუცელი მეჭიმება, როგორც წინაზე.. ვერ ვისვენებდი დაწოლილი... ხოდა საერთოდ არ ვიცოდი, შევედით და წმინდა ქეთევანის ნაწილები მოაბრძანეს.. რაღაც მეტი იმედით ამევსო გული.. რავიცი, წესით უნდა გამოგვივიდეს nino84
<3 <3 <3

Posted by: nino84 25 Sep 2017, 12:06
იათო
შენც გახვედი სამსახურში?

Posted by: იათო 25 Sep 2017, 12:11
nino84
კი, არც მიფიქრია სახლში დაწოლა...
თან ამჯერზე ძალიან კონსპირაციული გადატანა მქონდა, არავინ იცის ფაქტიურად მეუღლის გარდა და სახლშიც უმიზეოზდ წოლა არ მინდა..
ვფიქრობ რომ თუ გამოსასვლელია, სულ რომ ყირაზე გადავიდე მაინც გამოვა...

პ.ს. ყირაზე არ გადავდივარ : )))

Posted by: Nit89 25 Sep 2017, 12:13
გოგოებო დღეს ვიკითხე ინ ვიტროში ტევაგრასტიმზე,ასე მითხრეს მარტო ტევაგრასტიმი არ კეთდებაო მაგას ქვიაო ენდომეტრიუმის დასერვა მედიკამენთებითო და 200 ლარი ღირსო,ექიმს ვერ დაველაპარაკე,ხომ არ იცით ეს სხვადასხვაა? და გადატანამდე რამდენი დღით ადრე კეთდება?

Posted by: იათო 25 Sep 2017, 12:15
Nit89
ანუ მე ცილის მეორე დღეს გავიკეთე სქრეჩინგი (ენდომეტრიუმის დასერვა) და პუნქციის დღეს, ბარემ წევხარო და გამიკეთეს ტევაგრესტიმიც smile.gif
სქრეჩინგი ინოვაში ღირს 150 ლარი და ტევაგრასტიმი 135 ლარი

Posted by: Nit89 25 Sep 2017, 12:45
იათო
nino84
გამოგივათ გოგოებო აუცილებლად :* უფალი თქვენსკენ :* გაგვახარეთ ორივემ აუცილებლად,მეც მოუთმენლად ველოდები თქვენ დადებით პასუხებს.

Posted by: akunabakuna 25 Sep 2017, 12:46
გოგოებო ყვითელი სხეული როცა ჩანს მაშინ სტიმულაციის დაწყება არ შეიძლება?

Posted by: იათო 25 Sep 2017, 13:30
akunabakuna
არა, მაგ დროს კონტრაცეპტივი დამინიშნა ქეთიმ

Posted by: Nit89 25 Sep 2017, 13:52
იათო
ხო ვიცოდი რომ სქრეჩინგი მეორე დღეს კეთდებოდა,ტევაგრასტიმიც შეყავდათ და არაო ცალ ცალკე არ კეთდებაო და გამიკვირდა და ვერ გავიგე რა იყო,მემეგონა რამე ახალიათქო smile.gif

Posted by: tweety86 25 Sep 2017, 14:01
იათო
ძალიან მომწონს შენი განწყობა თითქოს წინათგრძნობა გაქვსო


Posted by: rosonera 25 Sep 2017, 14:07
tweety86
ზუსტად ეგ ვიფიქრე მეც smile.gif წინა გადატანაზე მახსოვს სულ ეტირებოდა, ახლა კარგადაა და ლამაზი შედეგი ეყოლება 9 თვეში smile.gif

Posted by: taknatuna 25 Sep 2017, 14:10
იათო
იათო სულ რა დაგიჯდა დაახლოებით ბუნებრივ ციკლში ინვიტრო?

Posted by: იათო 25 Sep 2017, 14:24
tweety86
rosonera
მე ვფიქრობ რომ წინა გადატანაზე 3 ათასი ლარის ჰორმონი რომ მქონდა გაკეთებული, იმან გადამიყვანა ჭკუიდან.. ეხლაც მაქვს მომენტებში უიმედობა.. მომენტებში იმედიანად ვარ, ვნახოთ...
taknatuna
3400 პუნქცია და გადატანა + გაყინვა 720 ლარი.
* * *
taknatuna
ანუ ბუნებრივ ციკლში ინვიტრო, ერთადერთი სტიმულაციის ხარჯებს გაცილებს (რაც ჩემ შემთხვევაში 3 ათას ლარს შეადგენდა)
დანარჩენი პროცედურები თითქმის იგივე ჯდება:

კვერხუჯრედი კულტივირება ICSI მეთოდით 850.00 ლარი
პუნქცია 1,200.00
სპერმის დამუშავება 500.00
გადატანა 900.00
თუ გასაყინი დაგრჩა 720

აპირებ დაწყებას?

Posted by: nino84 25 Sep 2017, 17:54
იათო
მეც არავის ვეუბნები მარტო ჩვენ ვიცით და ამ ფორუმმა biggrin.gif

Posted by: იათო 25 Sep 2017, 18:09
nino84
ხო, მგონი ასე ჯობს.. აუუ, როდის მოვა შაბათი და მერე ოთხშაბათი..
დანიშნულება რა გაქვს? ჩემი დანიშნულება ოდნავ განსხვავდება წინასგან... ლუთეინა ენდომეტრინით ჩამინაცვლეს, მეთიპრედი საერთოდ არ მაქვს დანიშნული, პროგი 2-მაგი დოზაა...

Posted by: nino84 25 Sep 2017, 18:16
იათო
მე ზუსტად იგივე დანიშნულება მაქვს: ენდომეტრინი ვერ ვიხმარე და კრაინონი. მეთიპრედი, პროგი 1 ამპულა, დივიგელი 2 ჯერ. ვიტამინი დ და ფოლიუმი სტანდარტულად და ელთიროქსინი.მეც მინდა დავიძინო გავიღვიძო და უკვე შაბათი იყოს ჩემი დადებითი პასუხით smile.gif)


Posted by: იათო 25 Sep 2017, 18:20
nino84
ხო, არადა მართლა მალე გადის დრო.. <3 მალე მოვა ეს დღეები და აი ხეგეს პასუხის მოლოდინი იქნება პიკი : )))

Posted by: nino84 25 Sep 2017, 18:48
იათო
ვაიმე ხო, კაია რომ შაბათია. ჩემ ქმარსაც წავიყვან ინოვაში და სანამ პასუხი იქნება ერთად დაველოდებით ❤იქვე ლუკა პოლარე გახსნეს და ნაყინსაც შევჭამ, მოკლედ გეგმა შევიმუშავე smile.gif)

Posted by: იათო 25 Sep 2017, 18:56
nino84
ლუკა პოლარე სად შენიშნე : )))) დაგეწყო ორსულის კაპრიზები? : )))

მე, წინაზე ტესტებით ჩემი უარყოფითი პასუხი ვიცოდი.. ეხლა ვამბობ არ მივეკარები ტესტებსთქო, მაგრამ რაღაც ეჭვი მაქვს ვერ შევასრულებ სიტყვას : )))

Posted by: iratta_26 25 Sep 2017, 19:16
იათო
მე მეორე გადატანაზე პატიოსნად შევასრულე რომ ვთქვი არ გავიკეთებ ტესტს მეთქი smile.gif არც წავსულვარ სადმე რომ მეყიდა. 2 თვის რომ ვიყავი მერე აღმოვაჩინე 2 ტესტკასეტა მქონია biggrin.gif

Posted by: იათო 25 Sep 2017, 19:37
iratta_26
შენ ყოფილხარ გმირი <3 ისე, მეც ვფიქრობ რაც მაშინ ვიტირე, ჯობია არ მივეკარო ამ ტესტებს...

Posted by: nino84 25 Sep 2017, 19:49
იათო
სტრადასთან სანდრო ეულზე smile.gif

მე ტესტს არ ვეკარები, მხოლოდ დადებითი პასუხის შემდეგ რომ ვნახო ორი ხაზი როგორია

Posted by: taknatuna 25 Sep 2017, 21:24
კაი არ გინდათ რა ტესტებიი. ხასიათი რადიკალურად იცვლება. პირდაპირ ხეგეე

Posted by: grafinia79 25 Sep 2017, 21:25
იათო
ბუნებრივ ციკლში ინ ვიტრო რას ნიშნავს?
მეუღლეს ვარიკოცელე აღმოაჩნდა და დრო რომ არ დავკარგო ინ ვიტროზე აქტიურად ვფიქრობ.


რამდენად სანდოა აქ იმ ვიტრო და თურქეთში ან გერმანიაში ხომ შეიძლება მაღალი შედეგი დადგეს?


Posted by: იათო 25 Sep 2017, 21:31
grafinia79
ბუნებრივ ციკლში ნიშნავს მსუბუქი სტიმულაციით 2-3 კვერცხუჯრედის ამოღებას.
მეც ვფიქრობდი თურქეთს, მაგრამ ამ ფორუმზე იმდენი მადლიერი ყავდა ქეთი ოსიძეს, რომ წავედი ინოვაში... ჩემ შემთხვევაში, მეორე გადატანა მაქვს, პირველზე არ დადგა ორსულობა და ამიტომ ასე ცალსახად ვერ გირჩევ...
შენი გადასაწყვეტია, უბრალოდ მგზავეობა და იქ ცხოვრებაც აძვირებს ისედაც ძვირ ინვიტროს.. წარმატებას გისურვებ!

Posted by: iratta_26 25 Sep 2017, 22:55
იათო
შენ წარმოიდგინე სურვილიც არ მქონდა დიდად რო გამეკეთებინა, თორემ ქმარს დავაბარებდი და მომიტანდა. ხეგეც არ გამიკეთებია ადრე, მე-12 დღეს გავიკეთე.

Posted by: compte.paris75 25 Sep 2017, 22:57
mariami...
Pergoveris-ით მე გამიკეთებია სტიმულაციები და არ მიყიდია მაცივრიდან. იმიტომ რომ ჩემი გამხსნელი ცალკე იყო და ფხვნილი ცალკე. აი აგერ მაქვს. და სხვა ვერსია თუ იყიდება კიდე რამე არ ვიცი.
ოვიტრელი კი აუცილებლად მაცივარშია.

Posted by: იათო 25 Sep 2017, 23:01
iratta_26
და სიმპტომები გქონდა, ხო? ასე მახსივს..

Posted by: grafinia79 25 Sep 2017, 23:16
იათო
პირველი გადატანისას თუ არ დადგა ორსულობა, მეორე ცდაზე იგივე თანხების გადახდა და თავიდან მოსამზადებელი მკურნალიბა გიწევს?

Posted by: იათო 25 Sep 2017, 23:50
grafinia79
გააჩნია ვის როგორ.. თუ გაყინული ემბრიონი დაგრჩა, მარტო გადატანის ფულს იხდი..

Posted by: grafinia79 25 Sep 2017, 23:55
გოგოებო, ინ ვიტრო ბავშვები მშობლებს გვანან? user.gif

მაქსიმალურად ვცდილობდი ხელოვნურად განაყოფიერება ამეცილებინა, მაგრამ.... sad.gif

Posted by: იათო 26 Sep 2017, 00:19
grafinia79
აი ეხლა რა უნდა გიპასუხოთ ამაზე? : )))
აიცილე მერე და ნუ მიმართავ და ვინც მიმართა, იმის არჩევანს ელემენტარული პატივი ეცი...

Posted by: grafinia79 26 Sep 2017, 00:24
იათო
მე სულ სხვა კონტექსტით ვთქვი და საწყენად ნუ მიიღებთ smile.gif

მეც მიწევს მიმართვა და თურქეთის ვარიანტს განვიხილავ. პირველივე ცდის დადებითობის % მაღალია უფრო...

Posted by: .ნინო 26 Sep 2017, 00:26
grafinia79

ინ-ვიტრო ბავშვიც ზუსტად ისეა მშობლების ბიოლოგიური შვილი, როგორც ყველა სხვა smile.gif უბრალოდ ექიმებმა, რომლებიც ვერ ადგენენ რატომ "ვერ ხვდებიან" ვერთმანეთს სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი, გადაწყვიტეს, რომ ეს პროცესი გაამარტივონ "ჭიქაში"... აიღებენ შენს კვერცხუჯრედს, მეუღლის სპერმას და "შეახვედრებენ" სინჯარაში. განვითარებულ ემბრიონს კი გადაგისვამენ საშვილოსნოში და მარტო მიმაგრება დასჭირდება.

იათო
ნუ ბრაზობ, "არ ცოდნა, არ ცოდვაო" ძველები ამბობდნენ... შოკშია ადამიანი. გაერკვევა და დამშვიდდება...

Posted by: Tiko1988 26 Sep 2017, 00:30
grafinia79
კარგი რაა შეკითხვაც ამა ქვია რაა sad.gif
ექიმი არ გყაავს ? იმას დაუსვი ეგ კითხვა ჯობია

Posted by: mashusha 26 Sep 2017, 00:41
grafinia79
QUOTE
გოგოებო, ინ ვიტრო ბავშვები მშობლებს გვანან? 



ყველა ბავშვი თავის მშობელს ჰგავს smile.gif)))
გენეტიკური ინფორმაცია დევს სპერმაში და კვერცხუჯრედში. სად განაყოფიერდებიან ისინი, მილში ტუ სინჯარაში ამას რა მნიშვენელობა აქვს?>

Posted by: Tiko1988 26 Sep 2017, 00:47
მგონი ნერვოზი მაქ
დონორზე ხომ არ იკითხეთ შემთხვევითsad.gif
ინვიტრომდე რო მოხვალ ადამიანი მანამდე ერთი ორჯერ ხო მაინც ხარ ექიმთან ნამყოფი
ინტერნეტის სამყაროში ვცხოვრობთ
ღამეებს ვათენებ რომ გავერკვე ამ თემაში
მაგრამ ეს შეკითხვა რატო უნდა გაგიჩნდეს ადამიანს არ ვიცი

Posted by: nino84 26 Sep 2017, 07:37
grafinia79
თუ მშობლების კვერცხუჯრედია და სპერმა და არა დონორის იგივენაირი ბიოლოგუური შვილია როგორ ბუნებრივი განაყოფიერებისას, იმ განსხვავებით რომ თითონ განაყოფიერება ლაბორატორიაში ხდება და არა ქალის ორგანიზმში. ასე რომ მაგის შიში ნუ გექნება.
P.s. ისე სანამ კითხვას დასვამთ, ზოგჯერ გუგლის გამოყენებაც არ იქნება ურიგო, რომ სხვებს გული არ ატკინო. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ეს

Posted by: iratta_26 26 Sep 2017, 08:56
იათო
გადატანიდან მესამე დღეს წყალს ქონდა მეტალის გემო, ეს იყო სულ და ამანაც მალე გამიარა. მაშინ მეგონა რომელიმე წამლის ბრალი იყო. წინაზე მეტი სიმპტომები მქონდა.

Posted by: nino84 26 Sep 2017, 09:16
გადატანის მე-7 დღეა დღეს და არანაირი სიმპტომი არ მაქვს.

Posted by: sesilia28 26 Sep 2017, 09:26
nino84
სიმპტომებს მუ ეძებ, ყველა ორგანიზმი სხვადასხვანაირია, შეიძლება უსიმპყომობა იყოს სიმპტომი :* აი წინასწარ ამ უარყოფითს ნუ გაივლებ გულში, უნდა გაგვახარო მალე, ჩვენ დადებითს ველოდებით, უკვე რომ წუწუნებ ეგ უკვე გვესიმპტომება smile.gif გამოგივა აუცილებლად

Posted by: იათო 26 Sep 2017, 09:38
iratta_26
მახსოვდა შენი მეტალის გემო : )))
nino84
მეც ისე უსიმპტომოდ ვარ..
sesilia28
გინდა-არ გინდა აკვირდები ყველაფერს.. თუმცა, იყოს უსიმპტომოდ, მარტივ ორსულობას რა სჯობს : ))

Posted by: iratta_26 26 Sep 2017, 09:47
იათო
ვიყიდე წყალი და იმასაც ისეთი გემო ქონდა smile.gif სხვა ვერაფერს ვგრძნობდი, ეს მკერდის მტკივნეულობა და რაღაცეები სტიმულაციის ბრალი იყო, მერე დაემატა ორსულობაც და 3 თვემდე მტკიოდა მგონი.

Posted by: tammmta1 26 Sep 2017, 09:49
ადამიანებს სადაც ის აზრი გაუჩნდათ, ჰქონდათ თუ არა იმ ვიტროთი გაჩენილ ბავშვებს სული, რა გასაკვირია ეს შეკითხვა lol.gif
grafinia79
მე მყავს ინ ვიტროთი გაჩენილი შვილი და ძალიან გვგავს მეც და ჩემს ქმარსაც(უფრო ქმარს) smile.gif
იათო
მეც უსიმპტომოდ ვიყავი და მერვე დღეს მიჩვენა ტესტმა უმქრქალესი მეორე ხაზი bis.gif ძალიან გგულშემატკივრობ 2kiss.gif

Posted by: nincka1987 26 Sep 2017, 10:27
Nit89
200 ლარი გადავიხადე მეც ინვიტროში ტევაგრასტიმში.ინოვაში 135 ღირსო მგონი.არ ვიცი.შეიძლწბა რამე განახვავებაა არ ვიცი.თუ სწორად მახსოვს მეთოთხმეტე ან მეთხუთმეტე დღეს გავიკეთე და 22-ე დღეს მქონდა გადატანა

Posted by: sesilia28 26 Sep 2017, 10:49
იათო
ვიცი რომ გინდა არ გინდა გეფიქრება და ყველა წვრილმანს უკვირდებით :* თქვენ ისეთი განწყობით და შემართებით დაიწყეთ ეხლა რომ ცუდზე იფიქროთ არ შეიძლება :*

Posted by: ooooaaa 26 Sep 2017, 10:57
წარმატებები გოგონებო თვალყურს გადევნებთ როგორ მინდა დადებითი ხეგეები თქვენი მერე მეც სტიმული მომეცემა

Posted by: Tiko1988 26 Sep 2017, 11:18
nino84
იათო
ისე გელოდებით გაიხარეთ და გაგვახარეთ ჩვენც smile.gif))ვიცი სულ მალე ააჟრიამულებთ აქაურობას smile.gif

Posted by: m.i 26 Sep 2017, 11:56
grafinia79
აი თურქეთი რო ახსენე მაგიტო გამიჩნდა სურვილი პასუხი გამეცდა შენთვის... smile.gif მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო განვითარებულია მედიცინა იქ, ხელოვნურის ამბავი მართლაც გამართლებაზეა დამოკიდებული. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სად გაიკეთებ საქართველოში თუ სადმე სხვაგან, მთავარია უნდა გაგიმართლოს.. ჩემა ახლობელმა გაიკეთა თურქეთში რამოდენიმე თვის წინ, სადღაც 20000 ლარამდე დაუჯდა, მარტო 7000 $ უშუალოდ ინვიტრო პროცედურა დაუჯდა. საბოლოოჯამში გადატანის დღეს რო მივიდა მხოლოდ ერთი ემბრიონი დახვდა, რო გაეყიდა ისიც კი ვეღარ მიიღო.. 1 სამ დღიანი ემბრიონით დადგა ორსულობა, სამწუხაროდ 3 თვეში შეწყდა. // თურქეთი? ხომ შეიძლებოდა ცოტა მეტი ემბრიონი რო მიეღოთ, მიუხედავად იმისა რომ ქონა ამ გოგოს ორგანიზმს შესაბამისი პოტენციალი... აი შენი საუკეთესო თურქეთის ინ ვიტრო კლინიკის შედეგი

Posted by: grafinia79 26 Sep 2017, 15:26
m.i
აი, არ ვიცი. აქაც ყოველ მეორე კლინიკა უკვე ინ ვიტროებს აკეთებს და სანდო რომელია ვეღარ გამიგია.

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: nino84 26 Sep 2017, 15:45
grafinia79
ინოვას ან ინვიტროს გირჩევდი. ინოვაში ქეთი ოსიძე. ინვიტროში ანის აქებენ მორჩილაძეს.

Posted by: m.i 26 Sep 2017, 17:09
grafinia79
არაფრის, ვინც კი ამ გზას დავადექით ყველას გვაწუხებდა ეს კითხვები, სად სჯობდა გაკეთება? ყველაფერი მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული. არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ყველაზე მთავარია ენდობოდე იმ კლინიკას და იმ ექიმს ვისთან ერთადაც უნდა გაიარო ეს რთული გზა. ამ საქმეში რწმენა და იმედი თამაშობს ყველაზე დიდ როლს.
წარმატებებს გისურვებ, ღვთის ნებით ყველაფერი მარტივად გამოგივა

Posted by: Kato81 26 Sep 2017, 21:59
როგორ ხართ გოგოებო, მე ვიყავი დღეს ანისთან 3 ფოლიკული მომწიფდა 2 კარგად ერთი ისე რა, ზეგ დამინიშნა პუნქცია, ცოტა მეშინია უნარკოზოდ ვიკეთებ და ასე ცოტაზე არ ღირს ჩემი აზრით, ენდომეტრიუმი მოეწონა, პროგესტერონი ჩამაბარებინა 1 ზე ნაკლები უნდა იყოს რომ ამ თვეში გვქონდეს გადატანაო და 0, 308 თუ რაღაც ასეთი ციფრი მითხრეს რომ დავრეკე კარგია მგონი ხო? ახლა იმაზე ვნერვიულობ გამოვა თუ არა კარგი ფოლიკულები და მოკლედ რა სანერიულო მემატება რაც ვუახლოვდები ბოლოს, ძალიან მეხმარება თქვენი რჩევები და დიდი მადლობა ყველას ამისთვის :*

Posted by: იათო 26 Sep 2017, 22:02
Kato81
რა ყოჩაღი ხარ. ზუსტად ჩემსავით მიგიღია ფოლიკები. ზეგ გაქვს პუნქცია? დღეს ოვიტრელს იკეთებ? სქრეჩინგი გქონდა? წარმატებებიი ♥♥♥

Posted by: Kato81 26 Sep 2017, 22:15
კი მეც შენ გამახსენდი მაშინვე რომ დაითვალა სამიაო smile.gif ოღონდ ორიდან ერთი 19 იყო და მეორე 21 მმ. და მითხრა ძალიან არ დაიტვირთო დღეს და ხვალო რომ მალე არ გასკდესო და ნუროფენი დამინიშნა დღეში სამჯერ, კი ოვიტრელს დღეს ვიკეთებ 12 საათზე ღამე, რავიცი ალბათ მენოპური რომ დამიმატა ამიტომ გაიზარდნენ ასე სწრაფად იმედია ზეგ კარგად დაგვხვდება ყველაფერი, პროგესტერონი კარგია ხო? გადატანას არ შეუშლის ხელს ვეღარ ვიკითხე

Posted by: nino84 26 Sep 2017, 22:21
Kato81
პროგესტერონი 1 ზე ნაკლები უნდა იყოს, კი. წარმატებები ❤

Posted by: იათო 26 Sep 2017, 22:23
Kato81
კი, პროჟესტერონი კარგია, წესით გადატანაც ამ თვეში უნდა გქონდწს პუნქციიდან 3 ან 5 დღეში... პუნქცია მტკივნეულია, მაგრამ ორი ჩხვლეტისთვის ნარკოზი არ ღირს...

ფაქტიურად დამეწიე და ჩემს,მერე ხეგეც მალე მოგიწევს.. კარგია ერთად გავაჩენთ :*

Posted by: Kato81 26 Sep 2017, 22:23
იათო
სქრეჩინგი არ ჩათვალა საჭიროდ, ტყუილად ვერ გაგაკეთებინებო, შენ 4 -ში გიწევს ხეგე ხო? აუცილებლად დადებითი პასუხი გექნება რატომღაც მჯერა რომ გამოგივა :*

Posted by: იათო 26 Sep 2017, 22:26
Kato81
კიი, 4 ოქტომბერს გავიგებთ როგორ მოიქცა ჩემი პაწია

Posted by: Kato81 26 Sep 2017, 22:28
nino84
იათო
დიდი მადლობა გოგოებო, ველოდები თქვენს დადებით პასუხებს smile.gif) იათო გამაცინე smile.gif უკვე ვაჩენთ კიდეც? smile.gif ღმერთმა გისმინოს ოღონდ არ წვალებას თავს დავაღწევდეთ

Posted by: იათო 26 Sep 2017, 22:30
Kato81
ხო აბა მუცელში ხო არ დავტოვებთ : ))) ნეტა ორს გადაგიტანს, თუ ერთს?

Posted by: Kato81 26 Sep 2017, 22:48
იათო
smile.gif ერთს ალბათ, ორის მომხრე არ ვარო პათოლოგიას ხშირად იწვევს ტყუპი ნაყოფიო და მგონი მართალია

Posted by: nino84 26 Sep 2017, 23:29
Kato81
იათო
მეც უკვე ვფიქრობდი ერთად გავაჩენთთქო

Posted by: Kato81 26 Sep 2017, 23:51
nino84
აუცილებლად გოგოებო, მთავარია გვჯეროდეს "სასწაულის" smile.gif ნინო, ჯერ შენ უნდ გაგვახარო კარგი ამბით მითუმეტეს ამდენი წვალების მერე იმსახურებ და ღმერთი აუცილებლად დაქასაჩუქრებს პატარათი smile.gif

Posted by: იათო 27 Sep 2017, 00:12
nino84
♥♥ ♥♥
3 დღე დარჩა ...

Posted by: ooooaaa 27 Sep 2017, 09:12
გოგონებო თათია ტუღუშზე რა შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: taknatuna 27 Sep 2017, 11:03
ooooaaa
მგონი კაი არაფერი. biggrin.gif

კატოო შენი ამბავი ძალიან გამიხარდა. წარმატებები აუცილებლად გამოვაა.


Posted by: Nit89 27 Sep 2017, 11:07
ooooaaa
მე დავდიოდი თათია ტუღუშთან ძალიან უკმაყოფილო ვარ ჯერ იმიტომ,რომ საერთოდ არ აქვს პაციენტებთან ურთიერთობის ეთიკა,მერე ის რომ ყველას ერთი მეთოდით მკურნალობს არანაირი განსხვავება. მე არ მომწონს და სხვისი არ ვიცი.
* * *
nino84
იათო
აბა გოგოებო ველოდები თქვენს დადებითს და სიხარულს :* მინდა დადებითი ემოციებით გავაგრძელო მეც ჩემი გადატანის ამბები :*

Posted by: იათო 27 Sep 2017, 11:23
Nit89
ჯერ მე 1 კვირა დამრჩა.. აი, სამაგიეროდ ნინო გაგვახარებს მალე <3

Posted by: rosonera 27 Sep 2017, 11:43
Kato81
წარმატებებს გისურვეებ smile.gif იათომ ინოვას ფასები გვითხრა და ანისთან რა ჯდება ბუნებრივ ციკლში?
იათო
nino84
თქვენ იქნებით ჩემი სტიმულები ვიცი 2kiss.gif

Posted by: ketketa210 27 Sep 2017, 11:43
ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას. ჯვრის ძალით გაგვეფანტოს ცუდი და ბოროტი და სიხარულად შეგვცვლოდეს უფლის სადიდებლად :* :* smile.gif უფ რამხელაზე გავწელე smile.gif გოგონებო, პსპ. გპს, ფარმადეპო დავიარე და პროფერტილი ვერ ვიშოვე და სად ყიდულობთ?

Posted by: piko1989 27 Sep 2017, 14:28
ჯვართამაღლევას გილოცავთ გოგოებოო წაემატრბები ყველაას ესეიგი გუშინ ჩამოვედი თურქეთიდან და კიდევერთხელ დავრწმუნდი რომ წამლების შეძენა იქ უფრო სჯოობს ბევრად იაფი გიჯდებათ ვიდრე ააქ და გამაოგნა ქართველების უკულტურობის დონემ და თურქების ზრდილობიანობამ მართლაც გაოგნებულივარ

Posted by: takotatuli1989 27 Sep 2017, 14:35
ketketa210
36.6 აფთიაქში ქონდათხოლმე ვაკეში მე9_ს წინ რო მიწისქვეშაა იქ. მარა ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე გამოწერით ღირს.

Posted by: piko1989 27 Sep 2017, 14:37
ვიყიფე გონალ ფ 900 3ცალი
ცეტროტაიდი 250 6 ცალი
ოვიტრრლი 1 ცალი
კრაინონი 45 ცალი
სასტუმრო ორ კაცზე ოთხ ვარსკვლავიანი თავისი კვებით პლიუს ტრანსპორტი ერთი დღე ღამე მომიწია დარცენა პლიუს კაფესი საკვები ყვრლაფერი დამიჯდა 2200 ლარი
აქ კიდე მარტო გონალეფი მიჯდებოდა 2100

Posted by: BA84 27 Sep 2017, 14:54
piko1989
რა კარგია, ყოჩაღ. სად იყავი ტრაპზონში? წამლები წინასწარ დააწერინე ხომ ექიმს? მეც წავიდოდი მაგხელა სხვაობა თუ არის, მაგრამ წინასწარ არ იცის ხოლმე რას დამინიშნავს და ეგაა ცუდი. შაბათ-კვირას იყავი? ვიღაცამ დაწერა შაბათ-კვირას არ მუშაობენო

Posted by: piko1989 27 Sep 2017, 15:43
არა ქემალფაშაში ვიყავი გადახვალ თუარა საზღვარზე იქვეა 15 ლარი თბილისი ბათუმი მარშუტკა 1 ლარი სარფამდე 2 ლარი სარფი ქემალფაშა ქართულად საუბრობენ მარშუტკის მძღოლევი ქართული ყველას ესმის ნუ უმეტესობა ქართველია დასაქმებული კაფეებში და სავაჭროცენტრებში მძღოლმა თვითონ მიმიყვანა მარშუტკით აფთიაქტან თუეტყვი არ დაგზარდებიან უზომოდ ზრდილობიანად იქცევიან მე უბრალოდ ელ1 დღე დარჩენა მომიწია რადგან ტრაპზონიდან ჩამომიტანეს თვითონ აფტიაქში მეორე დრეს მივედი და მომცეს წამოვედი თბილისში BA84


Posted by: ooooaaa 27 Sep 2017, 15:44
მადლობა გოგონებო ჩემმა ახლობელმა გაიკეთა აქ მომამზადა და მერე თურქეთში გამიშვა ამოსაღებადო 3გადაიტანეს და ახლა ტყუპებზეა ორსულად მესამე ცდა იყო ისე

Posted by: piko1989 27 Sep 2017, 15:49
მე პირველად ვიყავი და არ ვიცოდი თორე ტრაპზონშივე ჩავიდოდი უფრო დიდი დრო დამჭირდებოდა მარა მაინც და უფრო მეტს დავზოგავდი რათქმაუნდა აფთიაქში ხო დამიანგარიშეს ყველაფერი ამომიწერეს ჩეკი და მითხრეს ფასდაკკევას გიკეტებთო და თანხა 400 ლარით ნაკლები გამომართვეს ანუ საბაზრო ფასზე 400 ლარი კიდრ დამიკლეს და აქ დაგიკლევენ კიარა გვაკოტრებენ და სისხლს გვწოვენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
იმედია შედეგიანი და წარმატებული იქნება ყველაფერი და სამიმავლოდ დასასვენებლად ჩავალ უკვე kiss.gif jump.gif jump.gif kiss.gif kiss.gif jump.gif
* * *
ხო კიდე გოგონებო საზღვარზე ხო რათქმაუნდა ცალკე განსაკუთრრბულად ამოწმებენ და ჩხრიკავენ წამლრბს რა როგორ რა რაოდენობით და რო გაიგეს წამლის დასახელებები ვცნობთ ამ წამალს წარმატებული ყოფილიყოსო და არცკი გავუჩხრეკივარ გამომიშვეს

Posted by: sesilia28 27 Sep 2017, 15:54
piko1989
ძალიან დიდი სხვაობაა, 3-4 ჯერ ვარ ნამყოფი ქემალფაშაში, ქართულად ლაპარაკობს ყველა და არ დაიკარგება კაცი smile.gif კი ღირს ნამდვილად ერთი დღე წასვლა როცა ამხელა თანხაშია სხვაობა

Posted by: Nit89 27 Sep 2017, 16:37
ketketa210
ყაზბეგზეა აფთიაქი სოზა და იქ აქვთ ხოლმე,სეგიძლია წინასწარაც დარეკო და კიტხო ტყვილა რომ არ გახვიდე 2309540 ესაა ნომერი.

Posted by: stellla 27 Sep 2017, 16:39
piko1989
სურათები აჩვენე წამლების თუ ისე დაწერილით მიხვდნენ ? ქართული რეცეპტები საჭიროა ? თურქული ლირა წაღებული გქონდა თუ იქვე შეიძლება გადახურდავება ? მოგაყარე კითხვები :დ

Posted by: kekuna78 27 Sep 2017, 17:06
ketketa210

http://www.llgroup.ge/ka/produqcia

აქ დარეკე, ესენი არიან შემომტანები და ექნებათ აუცილებლად, მეც მანდ ვიყიდე

Posted by: ninucela84 27 Sep 2017, 17:12
სოზაზე იაფი რომელი აფთიაქია საქართველოში გოგოებო?? 300 იან გონალ ფ ში მივეცი 320 ლარი და ძვირია???

Posted by: ketketa210 27 Sep 2017, 17:27
Nit89
kekuna78
მადლობა გოგონებო :*

Posted by: nino84 27 Sep 2017, 19:21
იათო
აბა როგორ ხარ? დღეს სამსახურში აშკარად ვიგრძენი რომ სიცხე მქონდა, ეხლა გავიზომე და 37.5 მაქვს. პროგესტერონის ბრალია ალბათ არ გავციებულვარ და არც სურდო მაქვს.

Posted by: .ნინო 27 Sep 2017, 19:45
nino84
შენ გადატანა არ გაქვს გაკეთებული? ტყუილად არ მინდა დაგაიმედო, მაგრამ ჩემი ბუნებრივი ორსულობა ზუსტად რომ სიცხეებით დაიწყო... იმედია მხოლოდ წამლის ეფექტი არაა და მალე ხეგეც დაგიდასტურებს. :-)
* * *
ooooaaa

ყველა ექიმს ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტი. შენს გულს დაუჯერე...

ისე, კარგა ხანია ამ ფორუმზე ვარ და პირადად მახსოვს 2-3 იუზერი, რომლებიც ძალიან უკმაყოფილო იყვნენ მაგ ქალის... დაძებნე და ამოგიყრის ძველ პოსტებს

Posted by: nino84 27 Sep 2017, 19:54
.ნინო
ერთი ბლასტო გადავიტანეთ smile.gif შაბათს ვიკეთებ ხეგეს. მეც არ მინდა ზედმეტად სიმპტომებს ავყვე, ვიცი რო წამალმაც იცის სიცხე.

Posted by: piko1989 27 Sep 2017, 19:55
stellla
არაუშავს ჩემი კარგო ესეიგი თურქული ლირა გადავახურდაცე ბათუმში ყველაზე კარგი კურსია თბილიში და სარფში ძვირია რეცეპტი საჩლჭირო არაა მარა ექიმის დაწერილი ფურცრლი მაინც მქონდა სურათებიჩ მქონდა გადმოწერილი იმ აფთიაქშიც მენეჯერი ახალგაზრდა ბიჭია და ორი გოგო ძალიან ზრდილობიანები ინგლისურიც ოცის და ქართულიც ცოტა ესმის და აგებინებ არაა პრობლემა

Posted by: stellla 27 Sep 2017, 20:43
piko1989
დიდი მადლობა . წარმატებები .

Posted by: piko1989 27 Sep 2017, 21:13
stellla
შენცასევე გაიხარეეე

Posted by: იათო 27 Sep 2017, 21:55
nino84
მე ისევ უსიმპტომოდ. შენკენ აშკარად კარგი ამბავია :*

Posted by: nino84 27 Sep 2017, 22:10
იათო
ეხლა გავიზომე და 36,7. შაბათი როდის მოვა რა, ეს ბოლო დღეები მგონია უფრო იწელება.

Posted by: იათო 27 Sep 2017, 23:10
nino84
ხო, მართლაც რაც ახლოვდება, უფრო რთუილია. არ მიაქცო არაფერს ყურადღება, დაელოდე შაბათს :*

Posted by: Kato81 27 Sep 2017, 23:18
taknatuna
rosonera
მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის, ხვალ დილას მაქვს პუნქცია ცოტა ვნერიულობ რა იქნება sad.gif ვცდილობ არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის ერთი სული მაქვს გათენდეს
* * *
როსონერას აინტერესებდა ხო ფასები? დავწერ ხვალ რამდენს გადავიხდი, მე ხომ ბუნებრივ ციკლში ვიკეთებ და სტიმულაცია თავისი კონსულტაციებით და ანალიზებით პუნქციამდე დამიჯდა 600 ლარამდე

Posted by: BA84 28 Sep 2017, 10:24
Kato81
წარმატებები, მოგვწერე შედეგები :*

Posted by: იათო 28 Sep 2017, 11:53
nino84
როგორ ხარ? <3 <3 <3

Posted by: rosonera 28 Sep 2017, 12:51
Kato81
კიი მე მაინტერესებდა smile.gif აბა შენ იცი წარმატებებიი

Posted by: nino84 28 Sep 2017, 12:58
იათო
დავიძაბე. შაბათის მოახლოვებასთან ერთად უფრო მენერვიულება. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უნდა მომივიდეს, ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და კარგზე ვიფიქრო. შენ როგორ ხარ?

Posted by: .ნინო 28 Sep 2017, 13:02
nino84

ეგეც სიმპტომია wink.gif საკვერცხეები არ გწიწკნის?

Posted by: იათო 28 Sep 2017, 14:17
nino84
ვერაფერიც ვერ მოგვივა, სანამ წამლებს ვსვამთ : ))) ასერომ ეგ რასაც გრძნობ, უბრალოდ პანიკაა.
წუხელ ვფიქრობდი და ვითომ ხვალ რომ გაიკეთო ხეგე რა? დიდი განსხვავებაა? ; )))
მე მუცელი და წელი მტკივა.. მაგრამ ვიცი რომ ვერ მომივა.. თუმცა მაინც არ მსიამოვნებს რომ მტკივა...

Posted by: nino84 28 Sep 2017, 15:01
იათო
ხო მეც ვიცი, რომ წამლებს სანამ ვიკეთებ ვერ მომივა, მაგრამ ღამე რამდენჯერმე გამეღვიძა ამ შეგრძნებით.
ხვალაც აჩვენებს ხეგე რომ გავიკეთო, მაგრამ მერე სამსახურში გამიჭირდება, თუ უარყოფითი იქნება პასუხი რომ არ ვიტირო და დადებითის შემთხვევაში ვიმუშავო ჩვეულ რეჟიმში.

Posted by: .ნინო 28 Sep 2017, 15:25
იათო

არაა ეგ მოსვლის ტკივილი smile.gif საშვილოსნოში "რაღაც რომ ხდება" მაგის ბრალია smile.gif მიმაგრებას ცდილობს შენი წერტილიც და იმედია საიმედოდ მიგეწეპება :-)

Posted by: იათო 28 Sep 2017, 15:28
nino84
<3 მართალი ხარ, უბრალოდ მეთქი მოთმენას ხომ არ ჯობს რომ გაიგოთქო smile.gif
მე ნელ-ნელა შემომეპარა ტესტის გაკეთების სურვილი, თუმცა ჯერ 6-ე დღეა და ძალიან, ძალიან ადრეა smile.gif

Posted by: rosonera 28 Sep 2017, 15:36
იათო
მე ლამის ოვულაციის დღეს გავიკეთო ხოლმე ტესტი mo.gif მიყვარს ეგ პროცესი, მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რაღაცნაირ სიმაოვნებას მანიჭებს smile.gif მაზოხიზმია ეს ყველაფერი მაგრამ რა ვქნა lol.gif
იათო
nino84
კარგი სიმპტომებია ეგენი, ამაზე იფიქრეთ smile.gif

Posted by: იათო 28 Sep 2017, 16:37
რა უცნაურია ისე ეს ჰორმონები.. ხან უსაზღვროდ მიხარია დადებით პასუხს რომ წარმოვიდენ.. ხან ვფიქრობ რომ არ გამომივიდა.. მგონი პიროვნების გა-შვიდება მჭირს : )))

Posted by: nino84 28 Sep 2017, 16:38
იათო
მეც ზუსტად მასე ვარ

Posted by: Nit89 28 Sep 2017, 17:31
იათო
nino84
გოგოებო მეორე გადატანაზე მეც ეგრე ვიყავი,მუცელი საშინლად მტკიოდა და ვფიქრობდი არაფერი არ იქნება მეთქი ქეთის რომ მივწერე მიპასუხა ძალიან კარგი თუ გტკივაო smile.gif ხო და კი ამინთო ტესტმაც. ასე რომ კარგზე იფიქრეთ არ ინერვიულოთ მთავარია :*
გოგოებო ამ თვეში ვერ ვახერხებდი გადატანას და უცბათ გამომიჩნდა ფული,შაბათს მიწევს წესით,მაგრამ რაღაც გავცივდისავით მგონი,დღეს რომ ავდექი ცოტას მასრუტუნებს,ანუ არ გამოვა ხო ამ თვეში გადატანა? sad.gif

Posted by: nino84 28 Sep 2017, 17:37
იათო
გული მიგრძნობს შენზე რომ გამოგივა❤Kato81
Kato81
რა ქენი როგორ ჩაიარა პუნქციამ?

Posted by: იათო 28 Sep 2017, 17:41
nino84

აუ არ ვიცი, გავქვავდი მგონი, ისეც აღარ ვნერვიულობ როგორც წინა გადატანაზე...
შენ სიცხეს აღარ იზომავ, ხო? ისე როგორ გრძნობ თავს?

კატო, რა ქენი ? მოგვწერე რაა <3

Posted by: Kato81 28 Sep 2017, 17:52
გოგოებო გალოდინეთ ვიცი მაგრამ ეხლახანს მოვედი ჯერ კარგ ამბავს გეტყვით smile.gif 2 კარგი კვერცხუჯრედი მივიღეთ მე-3 პატარა იყო, ყველაფერი ხომ მე მირთულდება smile.gif თითონ პუნქცია ისე არ მეტკინა ხომ უნარკოზოდ გავიკეთე გასაძლები იყო რა, მაგრამ რომ გამოვედი ისე ამტკიდა საშინლად sad.gif მთელი 4 საათი ვიწექი ნემსები დამჭირდა და სანთელი, ანიმ რამდენჯერმე მნახა ეხოზე და არაფერიაო გამონადენიც არ მაქვს და ეს ტკივილი ნორმალურია? ყოფილხართ ვინმე ასე? ანტიბიოტიკი და სანთელი დამინიშნა და იწექიო დღეს სულო და რავიცი ძლივს მოვედი სახლამდე sad.gif შაბათს დამიბარა გადატანაზე smile.gif ან სამშაბათსო ზუსტად ვერ მითხრა ჯერ
* * *
BA84 rosonera
დიდი მადლობა გოგოებო :*
* * *
nino84
იათო
ძალიან თბილები ხართ :* :* მინდა რომ ორივეს გამოგივიდეთ და ერთად მინდა გავიხაროთ smile.gif

Posted by: იათო 28 Sep 2017, 18:05
Kato81
აუ, ეს როგორ დამავიწყდა და არ გაგაფრთხილე, მე ნიმესილით შეიარაღებული წავედი და როგორც კი გამოვედი, დავლიე.. თავიდანვე არ უნდა მოგეთმინა ტკივილი..
მე იმ დღეს მთელი დღე მტკიოდა, ოღონდ ყრუდ.
აუ, ზუსტად ჩემსავით მიდიხარ <3 ჩემი სამი კვერცხუჯრედიდანაც 1 პატარა იყო და ორიდან ორივე განაყოფიერდა და ბლასტომდე მიცუნცულდა.. მეც მესამე დღეს მივედი "სავარაუდო" გადატანისთვის და გადამიდო მეხუთე დღეზე..
ასერომ შაბათს სამშაბათს თუ გექნება გადატანა მაქსიმუმ 16-ში გეცოდინება პასუხი <3
რაც შეეხება ანტიბიოტიკებს და სანთლებს, მაგას ყველას უნიშნავენ პუნქციის შემდეგ.
გკოცნი <3 მთავარი გადალახული გაქვს, გადატანის ერთადერთი დისკომფორტი აბა სავსე შარდის ბუშტი და გინეკოლოგიური სკამია...

Posted by: Kato81 28 Sep 2017, 18:10
იათო
ძალიან დიდი მადლობა დამამშვიდე smile.gif ცოტა შევშინდი ანიც რომ შეშფოთდა ყველაფერი ისე კარგად გამიკეთა, უკარგესი ადამიანია და მზრუნველი ექიმი მიყვარს smile.gif კი ზუსტად ერთნაირად მივდივართ smile.gif შაბათს გავიგებ როდის და რამდენს გადამიტანს იმედია განაყოფიერდება ორივე, იქ პუნქციის დროს ემბრიოლოგი იდგა და თქვა რა კარგი მდგომარეობა აქვს ამ გოგოს აუცილებლად ორსულად იქნებაო smile.gif

Posted by: იათო 28 Sep 2017, 18:17
Kato81
ხო, აუცილებლად იქნები მალე <3
ანიმ რახან გამოგიშვა, ე.ი. დარწმუნდა რომ არანაირი გართულება არ იყო smile.gif

Posted by: Kato81 28 Sep 2017, 18:25
იათო
უღრმესი მადლობა დამშვიდებისთვის smile.gif შენს კარგ ამბავს ველოდები :*

Posted by: sesilia28 28 Sep 2017, 18:42
Kato81
წარმატებები შენც ჩემო კარგო, საბოლოოდ ფასი დაწერე რა რაც დაგიჯდება ხომ? მეც ვეღარ ვითმენ მალე მინდა დავიწყო

Posted by: Kato81 28 Sep 2017, 18:49
sesilia28
მადლობა ჩემო კარგო smile.gif კი დავწერ ბოლოს, დღეს 980 გადავიხადე სულ 1600 მდე, ამას დაემატება გადატანის ალბათ 3500 მდე გამოდის

Posted by: იათო 28 Sep 2017, 18:53
Kato81
უი, რას ამბობ, პუნქცია-განაყოფიერება, სპერმის დამუშავებაში გადაიხადე 980 ლარი?
მე მაგაში გადავიხადე 2,500 ლარი : )))

Posted by: nincka1987 28 Sep 2017, 19:01
იათო
Kato81
nino84
გოგოებო წარმატებებს გუსურვებთ,მჯერა ამჯერად გამოგივათ ყველაფერი და ბედნიერებით დაგვირგვინდება თქვენი წვალება.ანი უთბილესი და ტავისი საქმის პროფეაიონალია.ფასები ბევრად განსხვავდება ინოვასთან შედარებით.იმედი მაქვს არ გააძვირებენ და ფასებს შინარჩუნებენ.მე ალბათ ნოემბერში მექნება ტრანსფერი.


Posted by: იათო 28 Sep 2017, 19:03
nincka1987
მადლობა <3 დიიდი.
ნოემბერში კარგია, აგვისტოში დაიბდება ბაია <3 <3 <3 კარგი თვეა : )

Posted by: nincka1987 28 Sep 2017, 19:04
რა უნდა გკითხოთ გოგოებო,ჰომეოპათიაზე რას იტყვით? თუა სანდო და ყოფილხართ თუ არა ვინმე და გქონიათ თუ არა შედეგი?

Posted by: nino84 28 Sep 2017, 19:54
nincka1987
წარმატებები, ძალიან ველოდები შენ დადებითს :*

Posted by: sesilia28 28 Sep 2017, 20:05
Kato81
ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს 10 000 და 3500ად ნამდვილად გავიკეთებ, სხვა ექიმთან რომ დავდიოდი ერთ თვეში მაქვს ეს თანხა დატოვებული სისულელეებში sad.gif კარგი ფასია

გოგოებო თქვენ ყველანი უნდა იყოთ ეხლა ვინც იწყებს მათი სტიმული და მჯერა ყველაფერი გამოგივათ რომ მერე ჩვენ გაგვამხნევოთ და გვოგულშემატკივროთ :*

Posted by: torckiko 28 Sep 2017, 20:15
nincka1987
სანდო კია მაგრამ ყველა ინდივიდულაურია, ისე პროფესიონალის პოვნა საკმაოდ რთულია. ისეშორენა მაისურაძე მგონი ჰომეოპათიცა ტუ არ ვცდები.

Posted by: Kato81 28 Sep 2017, 20:20
იათო
nincka1987
sesilia28
კი მეც გამიკვირდა ფასი, ოღონდ არ ვიცი შედის თუ არა მაგაში სპერმის დამუშავბა და განაყოფიერება, ისე იყავი შეწუხებული ვეღარ ვიკითხე, ასე დამიწერეს ნატურალურ ციკლში ინვიტროს 1 ეტაპიო და სულ 980 შევიტანე, ნამდვილად ხელმისაწვდომი ფასებია, უამრავი პაციენტი ყავს ანის და ყველა ისეთი მადლიერია, იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინე დღეს , მგონი ექიმებზე აზრი შევიცალე ანის წყალობით smile.gif რომც არ გამოვიდეს აზრი არ შემეცვლება, სხვა დანარჩენი უკვე ღმერთის ნებაა smile.gif წარმატებები ყველას :* :* :*
* * *
torckiko
შორენა მაიურაძეზე და მის ჰომეოპათიაზე სასწაულებს ყვებოდნენ , " გავბრიყვდი" და მივედი smile.gif ჩვეულებრივი, საშუალო დონის ექიმია, სტანდარტული დანიშნულებით საერთოდ ვერ მიხვდა ჩვენი უშვილობის მიზეზს და არც ჰომეოპათიური არაფერი შემოუთავაზებია, როგორც ჯგუფური კონსულტაციებიდან მივხვდი ჰომეოპათიურ დანიშნულებას უკე ორსულებთან, ორსულობის შენარჩუნებისთვის იყენებს , ამიტომ ნინოს შეიძლება გამოადგეს? არვიცი ჩემი გამოცდილებიდან რეკომენდაციას ვერ გავუწევ, ვიღაცისთვის შეიძლება კარგია

Posted by: იათო 28 Sep 2017, 20:39
Kato81
როგორ ხარ? გაგიარა დისკომფორტმა?

Posted by: torckiko 28 Sep 2017, 20:46
Kato81
მე არც მქონია შეხება უბრალოდ გამიგია, ჩემი ახლობელი დადის და ძაან აღფრთოვანებულია ესეთი ექიმი ჯერ არ შემხვედრიაო. ზოგადად ჰომეოპათია იმდენად სერიოზულია ქართველი ექიმები მაგას ვერასდროს ვერ გაქაჩავენ ალბათ. ელემენტარულში ვერ ერკვევიან სამწუხაროდ.

Posted by: Kato81 28 Sep 2017, 21:51
იათო
არა sad.gif ისევ ცუდად ვარ ვწევარ თითქოს გადამიარა და ისევ დამეწყო, ჭვლები მაქვს და დაჭიმული მაქვს მუცელი, ასეთი რთული თუ იყო პუნქცია არ მეგონა sad.gif აქ კი წერდა ერთი გოგო, მგონი იმასაც გაურთულდა, იმედია ხვალ უკეთ ვიქნები, მადლობა ძალიან თბილო და ყურადღებიანო :*

Posted by: იათო 28 Sep 2017, 21:55
Kato81
პირველი პუნქცია გავიკეთე ნარკოზით და მაშინ მქონდა მეტად შებერილობა და სპაზმი.. ხვალ კარგად იქნები <3

Posted by: taknatuna 28 Sep 2017, 22:56
იათო
იათო შენ ხო 3400 გადაიხადე ინოვაში გაყინვის გარეშე ყველაფერში ? ინვიტროში მე 3500 მდე ვიცი. ანუ ინოვამ აჯობა?biggrin.gif

Posted by: იათო 28 Sep 2017, 23:11
taknatuna
ანუ 2500 თავიდან 900 გადატანა და 720 გაყინვა

Posted by: piko1989 28 Sep 2017, 23:18
გოგოებო ვისაც მილები გაქვთ ამორებული ლაპარასკოპიით რამდენიხნის შემდეგაა რეკომენდირებული ინ ვიტრო?

Posted by: akunabakuna 29 Sep 2017, 00:49
იათო
იცი რა მაინტერესებს - ინვიტრო ნატურალურ ციკლში რას გულისხმობს? მხოლოდ ლეტრიზოლს რომ სვამ?

Posted by: Tamara1988 29 Sep 2017, 09:45
piko1989
რაც მალე მით უკეთესიო ასე მითხრა ჩემ ქირურგმა, შეგიძლია ოპერაციიდან 1თვის თავზეც დაიწყოვო. თუმცა მე 1წლის შემდეგ გავიკეთე. smile.gif))))

Posted by: იათო 29 Sep 2017, 09:49
akunabakuna
როგორც მე მივხვდი მარტო ლეტრუზოლს სვამ და შეიძლება 1-2 მენოპურიც დაემატოს.. ჩემზე ქეთიმ გადაწყვიტა რომ არ მჭირდებოდა.

Posted by: piko1989 29 Sep 2017, 09:54
Tamara1988
მადლობა პასუხისთვის გაიხარე

Posted by: იათო 29 Sep 2017, 10:53
ნინო, კატო როგორ ხართ? : )
მე დღეს დამეწყო გარეკვები, ძვლივს ავდექი დილას ისეთი თავბრუსხვევა მქონდა..
თავბრუ რომ გეხვევა, ვერ დგები და რომ გიხარია : ))) აი ასე მხიარულად ვარ დილიდან.. იმედია ტყუილად არ მიხარია

Posted by: BA84 29 Sep 2017, 11:03
იათო
უფ როგორ მახარებს ეგ ამბავი, კარგია დაგეხვას თავბრუ smile.gif))

მე პარასკევს ვიკეთებ ჰისტეროს და მერე შევუდგები თავიდან ყველაფერს, ერთი სული მაქვს

Posted by: იათო 29 Sep 2017, 11:09
BA84
2kiss.gif მთელი გულით გისურვებ წარმატებას <3 <3 <3

ისე, ეს თავბრუსხვევა შეიძლება ცხენის დოზის პროგესტერონი რომ მაქვს დანიშნული, მაგის ბრალიც იყოს..

Posted by: BA84 29 Sep 2017, 11:22
იათო
პროგესტერონს ხომ რამდენიმე დღეა იკეთებ და ვითომ ეხლა მოგცა რეაქცია? rolleyes.gif

Posted by: Tamara1988 29 Sep 2017, 11:25
იათო
არავითარი პროგრესტერონის ბრალი არ არის. biggrin.gif მე ვიცი ვისი ბრალია ეგ smile.gif)))) ერთხელ მეც დამეხვა თავბრუ მახსოვს ისე დამიბნელდა თვალში ძლივს მივასწარი საწოლამდე ცოტაც და დავეცემოდი.. მეც ისე გამიხარდა მაგრამ მერე საერთოდ აღარ მქონია და გული მწყდებოდა smile.gif)))

Posted by: taknatuna 29 Sep 2017, 11:30
იათო
რატომღსც მგონია რომ შენი წარუმატებეკი ინვიტრო ემბრიოლოგების ბრალუა. რაღაც ისე ვერ გააკეთეს როგორც უნდა ყოფილიყო. თან ქეთუც არ იტი კმაყოფილი როგორც მივხვდი.
ეხლა ეჭვიც არ მეპარება რომ გამოსულია უკვე. ყველაფერი. <3

Posted by: იათო 29 Sep 2017, 11:37
taknatuna
მაგაზე მეც ვფიქრობ... თან ისიც მიმძაფრებს ამ ეჭვს რომ ქეთიმ ყველა გზით აარიდა თავი და ის ემბრიონი არ გადამატანინა..
თან ჩემთან ერთად რომ გოგომ გადაიტანა, იმანაც ეს თქვა.. მგონი წინა წარუმატებლობა ემბრიოლოგის ბრალიაო...
მაგრამ რაც არის, არის.. ეხლა გამოვიდეს და მერე იმის თავი მომცეს ღმერთმა რომ ჩემ ორივე ემბრიონს მივაკითხო, ორივეს ერთად გადავიტან.. ცუდია თუ კარგია ღმერთმა გადაწყვიტოს... ასე ვერ დავტოვებ.



Posted by: nino84 29 Sep 2017, 11:40
იათო
ეგ კარგის ნიშანი უნდა იყოს ❤ მე ისევ სიცხე მქონდა გუშინ 37, ოღონდ ვერც ვგრძნობდი, ისე გავიზომე. თავს ისე ვგრძნობ, გეგონება ხვალ გამოცდაზე გავდიოდე smile.gif))

Posted by: იათო 29 Sep 2017, 11:44
nino84
ხვალ გამოცდაა, დილას ძილბურანში ვფიქრობდი, ნეტა ნინო რომელ საათზე დაწერს პასუხსთქო smile.gif

Posted by: taknatuna 29 Sep 2017, 11:48
იათო
ეგეთ დროს რარაც დათმობაზე უნდა მიდიოდნენ და 50%ით უაფად მაინხ უნდა იკეთებდე მეორეს. მაგრამმ ეს მხოლოდ ოცნებებში იქნება ასე. :|

Posted by: luxus35 29 Sep 2017, 11:56
ძალიან გგულშემატკივრობთ, ძალიან...
იათო
ისე, მაინც დასაფასებელია ქეთის ქცევა, ბევრი გადაგიტანდა და არ გამოვიდა ისევო იტყოდა. იმის აღიარებას რომ მისმა ემბრიოლოგმა შეცდომა დაუშვა ვერ მოსთხოვ სამწუხაროდ..
წარმატებები, ამჯერად უნდა გამოგივიდეს!!!

Posted by: იათო 29 Sep 2017, 12:03
luxus35
ხო, მეც ვფიქრობ რომ ქეთის კარგი ადამიანური თვისებები აქვს..


Posted by: joy30 29 Sep 2017, 12:20
იათო
ბოლო ჯერზე მეც ისე დამეხვა თავბრუ კინაღამ სკამიდან გადმოვარდი. კი მიწევს ახლა ჩემი თავბრუსხვევა გვერდზე biggrin.gif შენს იგივეს გისურვებ წარმატებები.
******
nino84
მოუთმენლად ველოდები შენს პასუხს , ღმერთმა ხელი მოგიმართოს ხვალ გაგვახარე .

Posted by: იათო 29 Sep 2017, 12:26
joy30
არ მინდა ავყვე სიხარულს და მერე უფრო ვინერვიულო... თუმცა იმედი მაქვს....
მადლობა <3

Posted by: nincka1987 29 Sep 2017, 12:41
Kato81
torckiko
უუფ არ ვიცი გოგოებო.ამასაც ვცდითქო ვიფიქრე,შორენასთან მივედი,სასწაყლებს ყვებოდნენ იქ მყოფი გოგოები,ყველა ორსული იყო,რიგოეც მუვხვდი შენარჩუნბაზე კარგად მუშაობს რაა.რარაც ნემსებს უკეთებდა მუცელში.მე დაორსულების პრობლემა პრინციპში არ მაქვს,შენარჩუნების უფრო.სპერმოგრამა ფრაგმენტაციით მოგვთხოვა,მარტო კვერცხუჯრედის ბრალი არააო მითხრა,ეს ქეთიმაც და ანიმაც მიხსენეს ადრე,მაგრამ ანალიზზე აე გავუშვივართ.ვნახოთ რა იქნება.ემბრიონები მყავს რაც მთავარია და ეხლა რამდენჯერაც ეხოს ვიღებ თითო საკვერცხეში 8 ანტრალური ფოლიკული მოდის თავისით ყოველგვარი დახნარების გარეშე,ადრე მარტო. სამი ან ოთჴი მოდიოდა.კიდევ გავიკეთებ მერე სტიმულაციას და ამოვიღებ კვერცხუჯრედებს,მაინც მარაგი რომ მქონდე.მანამდე კიდევ ყველაფერა ვცდი რაა,სხვა გზა მაინც არ მაქვს.კინაღამ ვიტირე იმ დღეს შორენასთან რო ვიყავი,ამდენი ორსული რომ ვნახე,ისე მომინდა მეც

Posted by: anuki198889 29 Sep 2017, 12:51
იათო
მეც მქონდა თავბრუსხვევა ჩემო კარგოო. კედელზე მივადებდი ხელს და თავს ვიმაგრებდი ზოგჯერ. ჩემს ქმარს კიდე შეკლული ვყავდი რამე სიმპტომი ხომ არ გაქვსო და ვატყუებდი არა თქო რომ ტყულა იმედი მიმეცა არ მინდოდა. მიხარია შენი პატარა სიხარულიც. ♡♡♡

Posted by: torckiko 29 Sep 2017, 13:17
nincka1987
პირადად არ მქონია შორენასთან შეხება და ჩემ ახლობელს კი ძალიან მოსწონს. უბრალოდ მეეჭვება რომ საქართველოში ჰომეოპათია ვინმემ იცოდეს. ქეთი რას გეუბნებოდა მიზეზს? ეხოს ინოვაში იღებდი?

Posted by: grafinia79 29 Sep 2017, 14:02
taknatuna
QUOTE
ინვიტროში მე 3500 მდე ვიცი

ინ-ვიტროში ჩემი მეუღლე დადის შოთა ნიშნიანიძესთან და ინ-ვიტროზე სხვადასხვა ფასები უთხრა, არის პროცედურა რომელიც 1800 ლარი ჯდება, 5000 ლარი და 7000 ლარიო.

Posted by: ella85 29 Sep 2017, 14:02
Kato81
იათო
nino84
გოგონებო მეთელი გულით გგულშემატკივრობთ, თვალს ვადევნებ თქვენს ამბებს და მოუთმენლადველოდები დადებით შედეგებს, დარწმუნებულიც კი ვარ, აი გული რომ მიგრძნობს რომ ყველაფერი გამოგივათ... გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ მოწერას

ეს ფორუმი ძალიან კარგ რამეს აკეთებს. მაგალითიც კია და სტიმული იმისა რომ არასდროს არ უნდა დანებდეთ, მე 9 წლის ნანატრი ინვიტრო ბიჭი მყავს, და კიდევ ვცდილობ, წინათვეში კი გემახსოვრებათ რომ არ გამომივიდა ინვიტრო, ისე ვიყავი ხელი ჩავიქნიე, მოვეშვები ერთი ხომ მყავს და იმას მოვახმარ იმ თანხას რასაც მთელი ცხოვრებაა ინვიტორებში და ინსემინაციებში ვხარჯავთქო.... დაღლილი და გამოფიტული ვიყავი ნერვიულობისგან და განცდებისგან... მაგრამ აქ რომ ვკითხულობ რამდენი ვარტ ეგეთი , ისევ მინდა რომ ვცადო.....როცა რაიმე გულით გვინდა აუცილებლად გამოვა...ჯერ ფინანსურად მოვძლიერდე, ინსემინაციას ვცდი და მერე ისევ ინვიტროს ოღონდ ბუნებრივში.

მე არასდროს არ მქონია მენზი არეული , სულ თავის დროზე მომდიოდა, ინ ვიტროს მერე დავიწყე ინსემინაციისთვის მზადება, ფემარა ვსვი, მაგრამ არც ფოლიკულები გაიზარდა 3-3 იყო თითო საკვერცხეში და 11-12 ს არ აცდა, გაჩერდა ზრდა და ენდომეტრიუმიც 7 იყო, სხვა დროს არ მქონია ეგრე, 29 აგვისტოს მომივიდა მაშინ და ახლა დღეს 29 კია, დაახლოებით 10 დღე გადამიცდა, და არ მაქვს მოსვლის სიმპტომები, ძირითადად მკერდის ტკივილით ვხვდები ხოლმე , გადაცდენა თხელი ენომეტრიუმის ბრალია, ფემარასი, ზრდაშეჩერებული ფოლიკულების თუ რისი ვერ ვხვდები , ან ექიმთან უნდა მივიდე თუ დაველოდო ,დაისვენოს ორგანიზმმა და ჩადგება ისევ ფორმაში ... თეთრი ჩამონაშალი მქონდა ისე ორი დღის წინ და ოდნავ ვგრძნობ მოსვლისმაგვარ ტკივილს საშვილოსნოში, მკერდის ცვლილებეი არ მაქვს მარტო... თუ ვინმე ერკვევით მომწერეთ


მე რაც შემეხება

Posted by: nincka1987 29 Sep 2017, 14:04
torckiko
კონკრეტულ მიზეზს ვერ მეუბნებოდა ქეთი,ვერც ანი.ვარაუდის დონეზე ანტი-ტპო,კიდევ კვერცხუჯრედის ხარისხს და სპერმას აბრალებდა.შეიძლება ინვიტროთი მივიღეთ საუკეთესო ემბრიონებიო მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ კარგი სპერმატოზოიდებიაო.რავი რააა,ნეტა მიზეზი ვიციდე რა არის.მაღალი იმუნიტეტი კიდე რის გამოც ორგანიზმი ემბრიონს უცხო სხეულად აღიქვავს და აძევებს გარეთ

Posted by: taknatuna 29 Sep 2017, 14:19
grafinia79
Aiბუნებრივ ციკლში ინვიტროზე მქონდა საუბარი

Posted by: იათო 29 Sep 2017, 18:21
ella85
მადლობა <3

ალბათ ჯობს ექიმთან მიხვიდე მაინც, თუმცა ფოლიკებმა იცის ცისტაში გადასვლა და ციკლის დაგვიანება..
წარმატებები!
....
ნინო, თითქმის დაღამდა, აბა ხვალ გელოდებით... მთელი ფორუმი <3


Posted by: .ნინო 29 Sep 2017, 18:22
ella85
ტესტი გაიკეთე? ეგ ყველაფერი ორსულობის დროს"მჭირდა" მე

Posted by: torckiko 29 Sep 2017, 18:42
nincka1987
ანუ ეხლა შორენასთან მიხვედი? აგიხსნა რამე?

Posted by: ella85 29 Sep 2017, 18:46
იათო
ცისტაში გადასული ფოლიკული ექიმის გარეშე ვერ მოწესრიგდება თავისით?

.ნინო
ეჰ ,ნინო ვინ მომცა მაგის ბედი, ჩემთან ბავშვები საწოლში არ კეთდება biggrin.gif
ხუმრობა იქეთ და ამთვეში ინსემინაციას ვგეგმავდით, და არც ენდომეტრიუმი იყო სათანადო სიტუაციაში და არც ფოლიკულები

Posted by: joy30 29 Sep 2017, 19:00
QUOTE (ella85 @ 29 Sep 2017, 18:46 )

ეჰ ,ნინო ვინ მომცა მაგის ბედი, ჩემთან ბავშვები საწოლში არ კეთდება biggrin.gif

lol.gif აუ გულიანად გამაცინე , კარგი იყო.მარტო თქვენთან არა

Posted by: nincka1987 29 Sep 2017, 19:36
torckiko
სანამ ისევ ემბრიოტრანსფერს გადავწყვეტ იქნებ შორენამ გაიგოს რამეთქო რავი.იქნებ შენარჩუნებაზე გამიკეთოს რამე რაა.ისე ანისთან ვაპირებ ემბრიოტრანსფერს ისევ და თუ კიდე ინვიტრო დამჭირდა ისევ ანისთან მივალ.მოდიფიცირებულს გავიკეთებ ამჯერზე რო დავიგროვო ემბრიონები

Posted by: irina86 29 Sep 2017, 19:58
გოგოებო, სულ ვკითხულობ ამ ფორუმს და ძალიან გგულშემატკივრობთ ყველას. მეც ვიწყებ ახლა ინვიტროს. ქეთი ოსიძის პაციენტი ვარ, მაგრამ თეო მიღებს ხოლმე. ახლა დაგვიწერეს უამრავი ანალიზი მეც და ჩემს მეუღლესაც და რას მირჩევთ სად გავიკეთოთ? როგორც ვხვდები ინოვაში ძალიან ძვირია ყველაფერი და სხვა რომელუა კიდე სანდო რომ იყოს? ციტოზე რას მეტყვით?

Posted by: nincka1987 29 Sep 2017, 20:34
irina86
ინვიტროსაც დაბალი ფასები აქვს ინოვასთან შედარებით.მე იქ ვიკეთებდი ხოლმრ,ასევე ენმედიცში ვიკეთებდი.ქეთის არცერთზე არ უთქვამს გადავამოწმოთ არ ვენდობიო.ციტოში ოირადად მე არასოდეს გამიკეთებია და ვერ გეტყვი

Posted by: compte.paris75 29 Sep 2017, 20:53
გოგოებო, დღეს მომცა პროტოკოლი ანიმ. ლეტრუზილი ერთი აბი დღეში ორჯერ. დამავიწყდა მეკითხა როდის? დილა საღამოს? ჭამის წინ თუ შემდეგ? ვინც სვავდით როგორ იყო?

Posted by: იათო 29 Sep 2017, 21:06
compte.paris75
დილა-საღამოს ჭამის მერე. მე ჭამის გარეშეც ვსვამდი smile.gif 5 დღე. ანუ სულ 10 აბი. წარმატებული პროტოკოლი და მალე ოესულობა მომელოცოს

Posted by: ella85 29 Sep 2017, 21:10
როგორ ვთქვა მაგრამ, ქუთაისში არის მედეა ავალიანის ლაბორატორია , უზუსტესი პასუხებით და და როგორც ვიცი ნახევარი ფასებით ხეგე 25 ლარი ღირს
ესტრადიოლი პლიუს პროჟესტერონი ჯამში 40 ლარი, სხვა ანალიზები სხვაგან მიდევს და გადავუღებ ფოტოს

Posted by: compte.paris75 29 Sep 2017, 21:12
იათო
მადლობა.
დედა როგორ ეამა ყურს smile.gif "ორსულობის მილოცვა"
შენთვისაც ასევე ჩემო კარგო. სულ მალე მომელოცოს.

Posted by: nino84 29 Sep 2017, 21:22
გოგოებო, ინოვას ლაბორატორია 10 ზე იწყებს ხომ მუშაობას?

Posted by: იათო 29 Sep 2017, 21:22
compte.paris75
მადლობა... ♥♥♥
* * *
nino84
ლაბორატორია მგონი 9-ზე... ხვალ ♥♥
* * *
კატო არ ჩანს, ნეტა ხომ მშვიდობა აქვს?

Posted by: ella85 29 Sep 2017, 21:31
user posted image დაჯდა ეს ანალიზები 135 ლარი, თბილისში როგორც ვიცი ძვირია

Posted by: .ნინო 29 Sep 2017, 21:56
nino84
ველი დადებით ხეგეს, ხელები მექავება მოსალოცად <3

Posted by: Kato81 29 Sep 2017, 22:56
იათო
გამოვჩნდი smile.gif გუშინ რომ არ ვიყავი საქმე დამიგროვდა სამსახურში თავი ვერ ავწიე, თან ძლივს ვიჯექი, ისეთი დისკომფორტი მაქვს ძლივს ვმოძრაობ sad.gif მუცელი ისევ დაჭიმული მაქვს და სულ ჭვლები მივლის ვერც კი შემისუნთქია თავისუფლად, ტკივილმა კი მიკლო, ნეტა ეს ნორმალურია? თუ გამირთულდა რამე აღარ შევაწუხე ანი, ხვალ ხომ დაბარებული ვარ 12 -ის სავარაუდო გადატანაზე, აღარ დამირეკია დღეს რა ხდება მივალ ხვალ და გავიგებ. შენი სიმპტომები და შემართება მახარებს ძაან smile.gif ხვალ ნინომ უნდა გაგვახაროს და მიყვე შენც მგონი კარგი ამბები იწყება smile.gif)
* * *
nino84
როგორ ხარ აბა? smile.gif) ხომ ხარ იმედით და სასიამოვნოს მოლოდინში? სხვანაირად არ შეიძლება იყოს, წარმატებებს გისურვებ მთელი გულით, აბა შენ იცი გაიხარე და გაგვახარე ჩვენც :*
* * *
nincka1987
როგორც გითხარი შორენასთან მე მქონია შეხება, მეც მაგ იმედით მივედი იქნებ ჩვენი მიზეზი გაიგოს თქო, მაგრამ არაფერი, არანაირი ჰომეოპათიური არ შემოუთავაზებია, მე დაორსულების პრობლემა მაქვს, გაურკვეველი მიზეზის უშვილობაა და ყველაზე რთული მგონი ეს შემთხვევაა, აინ შენ როგორ მახსოვს ორსულდები და შენარჩუნება გიჭირს, ამიტომ ჩემი რჩევაა როგორც დაორსულდები მიყევი შორენას, მგონი შენარჩუნებაზე მართლა ძლიერია, სცადე ყოელ შემთხვევაში რას კარგავ
* * *
compte.paris75
შენც ანის პაციებტი ხარ ხომ? მეც smile.gif და ძალიან მომწონს ანი, იმედი გამიჩნდა რომ რაღაც გამოვა. წარმატებებს გისურვებ და როგორც იათომ თქვა, მალე ორსულობა მოგველოცოს smile.gif

Posted by: anuki198889 29 Sep 2017, 23:28
Kato81
ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ. მოგველოცოს ორსულობა სულ მალე. მე რიმ ფუნქცია მქონდა და ნარკოზიდან გამოვედი საერთოდ არ მქონია დისკომფორტიც. თურამე გაკეთებული მქონდა ისიც კი არ მეგონა. 9 ფოლიკი ამოიღო ქეთიმ. მაგრამ მეორე დღიდან დამეწყო შებერილობა და გაზები. ასე მგონია ეხლა უკვე შებერილობის ჭვალები გაქვს. ესპუმიზანი დალიე ჭამის შემდეგ ცოტას მეხმარებოდა. ნუ ნერვიულობ ბევრისგან გამიგია მასეთი ტკივილები ფუნქციის შემდეგ. ახვა არაფერი არ იქნება და არც გართულდება რამე. მთავარია ის აბტიბიოტიკი დალიო რაც დაგიწერეს. ეგ მეც დავლიე ხუთი დღე.

Posted by: Kato81 29 Sep 2017, 23:34
anuki198889
დიდი მადლობა დამშვიდებისთვის, კი შებერილობის ჭვალები მაქვს ტკივილი აღარ, სულ 3 ამოიღო თან უნარკოზოდ გაივიკეთე იმ წუთას გავუძელი მაგრამ გამოვედი და ისეთი ტკივილები მქონდა 1 საათის ნაცვლად 4 გამაჩერეს ნემსები დამჭირდა sad.gif დღეს კი ვარ ცოტა უკეთ, ანტიბიოტიკს ვსავ 3 დღე დამიწერეს, აი ესპუმიზანი აღარ გამახსენდა ძალიან მშველის ხოლმე ეხლა სად ვიყიდი არ მაქვს სახლში, მადლობა ჩემი კარგო დილას ვიყიდი :*

Posted by: nino84 29 Sep 2017, 23:36
გოგოებო, მადლობა ყველას, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი კეთილი სურვილები ❤ბოლოს ესეთი მღელვარება ქორწილის წინა დღეს მქონდა, თან რომ ნერვიულობ და თან რაღაცა კარგი და ახალის ეტაპის დაწყებას რომ ეძნობ ცხოვრებაში.

Posted by: anuki198889 29 Sep 2017, 23:44
nino84
შენ ქალბატონო ტესტი ხომ არ გააკეთე და გვიმალავ? ♡♡♡ რაღაც ახალი დაიწყება ხვალიდან ნამდვილად და ყველა ირწმუნებს მერე რომ სასწაულები ხდება. სასწაულია ნამდვილად რომ ინვიტროთი ორსულად ვარ და გუშინ ისე იცელქა ჩემმა გოგომ მთელი დღე სიხარულით ვიკრიჭებოდი. ხელს რომ დავადებდი და მომარტყამდა. ავიღებდი და გაჩერდებოდა. უუფ გამოგეცადოთ გოგოებო ეს სიხარული ძალიან მალე. ყველა ტკივილს და იმედგაცრუებას წამში დაგავიწყებთ.

Posted by: nino84 29 Sep 2017, 23:49
anuki198889
ტესტს წლებია არ ვეკარები smile.gif პატიოსნად ვიცდი ხვალამდე biggrin.gif

Posted by: anuki198889 29 Sep 2017, 23:54
nino84
ყოჩაღ შენ. მეც 11 დღემდე პატიოსნად მივედი მაგრამ ხეგეს წინა დღით ჩემმა ქმარმა სულ დაძალებით გამაკეთებინა. რა აზრი აქვსო ხვალ მეცოდინება თუ დღესო და გადამარწმუნა.

Posted by: nincka1987 30 Sep 2017, 09:44
Kato81
ვცდი შორენასაც,მე ხომ შენარჩუნების პრობლემა მაქვს იქნებ რამე გამოვიდეს.წარმატებებსს გისურვებ და მალე გაგეხაროს,ანი ძალიან კარგია,უთბილესი და უჭკვიანესი
* * *
nino84
აბა როგორ ხარ? წარმატებას ვუსურვებ დღეს,უფლის იმედით და შემწეობით ყველაფერი გამოვა და შენც დღეს უბედნიერესი იქნები

Posted by: Tamara1988 30 Sep 2017, 10:37
nino84
დღეს შენი დღეა ნიი :* :* :* მთელი ფორუმი შენს გვერდით ვართ. გაიხარე და გაგვახარეეეეე <3 <3 <3 <3

Posted by: m.i 30 Sep 2017, 10:47
nino84
მოუთმენლად გელოდებით ნინო :* ერთად უნდა ვიზეიმოთ შენი ბედნიერება :*:*

Posted by: იათო 30 Sep 2017, 10:48
ტესტი ვცადე დღეს.. ლანდიც არ არის sad.gif ესეც ჩემი მეორე ცდა... sad.gif

ნინო აბა შენ იცი! გელოდებით.. რახან გული ახალს ელის.. ე.ი. გრძნობს :* მალე დაწერე

Posted by: nincka1987 30 Sep 2017, 11:01
იათო
მერამდენე დღეა გადატანიდან დღეს? არ უნერვიულო რააა,იქნებ ცდება ტესტიი

Posted by: m.i 30 Sep 2017, 11:15
იათო
არ დაუჯერო ტესტს, ძაან ადრე გაიკეთე.... დარწმუნებული ვარ ორსულად იქნები smile.gif გული მიგრზნობს ამას, არ გაბედო ნერვიულობა!

Posted by: anuki198889 30 Sep 2017, 11:23
იათო
დღეს გაქვს მერვე დღე გადატანის დღიანად. ძალიან ადრე გაიკეთე ტესტი და დაისტრესე თავი. სუკ ტყულა ნერვიულობ. ორსულად ხარ. უბრალოდ ძალიან ადრე გააკეთე. მაგას სჯობდა ხეგე გაგეკეთებია

Posted by: იათო 30 Sep 2017, 11:24
nincka1987
m.i
არა გოგოებო, არ ვნერვიულობ. რაღაცნაირი გავხდი ამ საკითხის მიმართ.. გადატანის ჩათვლით 8-ე დღეა დღეს.

ნინომ რა ქნა ნეტა? ♥♥♥
* * *
anuki198889
ანუკი პოზიტივი ♥♥

Posted by: takotatuli1989 30 Sep 2017, 11:27
იათო
არ გაიმედებ მარა მე8 დღე ძაან ადრეა.. მე არც დილას მიჩვენა და არც საღამოს მე8 დღეს.. თან როგორ მე8 დღეს იცი? გადატანის დღე რო არ ჩავთვალე. მე9 დღეს დილას მარტო მე დავინახე მზის შუქზე ჩრდილი, არც სურათზე ფიქსირდებოდა და ვერც ქმარს დავანახე მარა 11 საათზე იმავე დღეს რო ჩავაბარე ხეგე 84 იყო.

Posted by: იათო 30 Sep 2017, 11:44
nino84
რომელზე დაგობარეს?

Posted by: fleurs 30 Sep 2017, 11:57
იათო
ხეგე უფრო გიჩვენებდა,ვიდრე ტესტი მე-8 დღეს.ორშაბათს დადებითი იქნება ხეგეც ტესტიც და ყველაფერი smile.gif

Posted by: rosonera 30 Sep 2017, 11:57
nino84
როგორ ველოდები შენს დადებით პასუხს smile.gif შენს გვერდით ვართ 2kiss.gif
იათო
შენ მართლა ადრე გაიკეთე ტესტი, ორშაბათს კიდე შეიძლება რამე დალანდო, ჯერ ადრეა, გული მიგრძნობს რომ ორსულად ხარ smile.gif
nincka1987
მეც ვიყავი შორენასთან და ვიცი რომ შენარჩუნებაზე უფრო მკურნალობს, ბევრი ორსული ყავს ძალიან და მგონი პრობლემური ორსულები. ასე რომ ცადე ეგ, გადატანამდე სენ თვითონ დაფეხმძიმდები აი ნახავ smile.gif

Posted by: nincka1987 30 Sep 2017, 12:47
rosonera
ვაიმეე მადლობა ჩემო კარგო,მე რაღაცნაირად ვიყავი განწყობილი,მაინც არ მჯერა ხოლმე ამ ჰომეოპათიური მკურნალობების,სულ მგონია რომ აფერისტები არიან და ტყუილა ხალხს ფულს ცანცლავენ,ყოველშემთხვევაში საქართველოში არაა ისეთი დოენ როგორც რუსეთში. მე მაინც ვცდი რაა,ყველაფერი ვცადე რაც კი შეიძლებოდა მეცადა საქართველოშI ამის გარდა.მე რო ვიყავი იმ დღეს ძაან ბევრი ორუსლი იყო რიგში,ნემსებს უკეთებდა მუცელში ყველას,ემადლიერებოდნენ ძალიან პაციენტები.ისე განწყობასაც გააჩნია როგორ მიხვალ რაა,მე ვერ ვარ მაინცდამაინც განწყობილი,როგორც ანი მორჩილაძის მიმართ ვარ მაგალითად და ვნახოთ რაა.ისე კი მითხრა ჯერჯერობით არ გინდა ემბრინის გადატანა შენით ცადე და მერე შენარჩუნებაზე ვიბრძოლოთო

Posted by: joy30 30 Sep 2017, 12:58
იათო
7 დღე გამოდის და ძალიან ადრეა . ტესტების გაკეთებამ მე ნერვები დამაწყვიტა . მხოლოდ ხეგეს დღეს მიჩვენა .უკვე ყურები მქონდა ჩამოყრილი. 11 დღე იყო მგონი ჰოი საოცრება ორი ხაზი დავლანდე.იღონდ რასაც ქვია დავლანდე. ასე რომ ყველაფერი გამოგივა.

Posted by: nino84 30 Sep 2017, 13:03
უარყოფითია ჩემი პასუხი, ხეგე 0.5.

Posted by: kekuna78 30 Sep 2017, 13:13
nino84
როგორ ველოდი შენ პასუხს sad.gif არც კი ვიცი რა გითხრა, კიდევ გყავს ხო ემბრიონები თუ სწორად მახსოვს

Posted by: იათო 30 Sep 2017, 13:21
nino84
sad.gif არ ვიცი რა გითხრა..

Posted by: nino84 30 Sep 2017, 13:33
იათო
ვფიქრობ ადრეა ტესტისთვის, წინასწარ ყურებს ნუ ჩამოყრი, ბოლომდე გჯეროდეს რომ გამოგივა ❤

Posted by: rosonera 30 Sep 2017, 13:35
nino84
დავდუმდი sad.gif აღარ ვიცი რა გითხრა

Posted by: luxus35 30 Sep 2017, 13:46
რას უსამძიმრებთ ერთმანეთს?! არ გამოვიდა და ისევ უნდა სცადოთ, ადვილი არაა მარა მაინც.. ყველა ჩვენთაგანს აქვს თავისი ჯვარი სატარებელი

Posted by: nino84 30 Sep 2017, 13:51
luxus35
მართალი ხარ, მაგრამ ძალიან ძნელია, ვინც ერთხელ მაინც გამოსცადა ეს იმედგაცრუება მხოლოდ ის გაიგებს, ჩემთვის უკვე მე6-ეა და მიკვირს კიდე რომ მაქვს ბრძოლის გაგრძელების თავი და სურვილი.

Posted by: იათო 30 Sep 2017, 13:58
nino84
შენ ხარ ძალიან, ძალიან კარგი გოგო და აუცილებლად დაგიფასდება ამდენი წვალება...

Posted by: m.i 30 Sep 2017, 14:08
nino84
დანებების უფლება არც გაქვს სანამ საწადელს არ მიაღწევ... უფალმა გაკმაროს ამდენი იმედგაცრუება :* გწამდეს რომ აუცილებლად გამოგივა :*

Posted by: luxus35 30 Sep 2017, 14:08
nino84
ქეთისთან რამდენი გაიკეთე? მაგის ახსნა არ გჭირდება, ვიცი რომ ძნელია, მარა მაინც "გადაჭრადი პრობლემაა" და დღეს თუ არა ხვალ გახდები დედა, სხვა ფინალი არც უნდა განიხილო

Posted by: nino84 30 Sep 2017, 14:15
luxus35
ქეთისთან მეორე ცდა იყო.

Posted by: იათო 30 Sep 2017, 14:31
nino84
ქეთი ნახე? ერთი კითხვა მაქვს, ემბრიონები ჰექტორის დროს მიიღეთ?

Posted by: nino84 30 Sep 2017, 15:14
ქეთიმ ერა ტესტი გავაკეთოთო, რომ დადგინდეს იმპლანტაციის ფანჯარა. დღეიდან ფემოსტონს ვიწყებ და მე 9 დღეს დამიბარა მონიტორინგზე. ვინმეს ხომ არ გაგიკეთებიათ ეს ანალიზი?

სუროგაციაზეც მკითხა, ხომ არ გიფიქრიათო და ჯერ არამეთქი.

Posted by: joy30 30 Sep 2017, 15:29
nino84
გული მეტკინა . ამდენი იმედ გაცრუება ვიცი ძალიან ძნელია . იმიტომ გაქვს ბრძოლის გაგრძელების ძალა ,რომ იცი გჯერა რომ ყველაფერი გამოგივა . შინაგანი მე გეუბნება რომ დედა გახდები ესაა მთავარი.როდესაც ქეთის არ ჯეროდა რომ გამომივიდოდა მე მაინც მწამდა ,იქ სადღაც გულის კუნჭულში ვიცოდი რომ დედა გავხდებოდი. მერწმუნე ჩვენმა ორგანიზმა ყველაზე კარგად იცის გრძნობს რა შეგვიძლია და რა არა , შენ იცი რომ შეგიძლია აუცილებლად გამოგივა. ამდენი წვალების შემდეგ საოცარი სიხარული გელის წინ . მერწმუნე ღირს ნამდვილად ღირს ამდენი წვალება , როგოც კი დაინახავ მერე შენს პატარას ყველაფერი დაგავიწყდება. ეს უბრალო სიტყვები არაა , მე ამისი ყოველთვის მჯეროდა. კიდევ გაქვს ემბრიონები ? იცი რა არის ერას გაკეთებას მე ვაპირებდი რთული ანალიზია და ძვირი.ანუ რთული იმ მხრივ რომ შეიძლება ზუსტი იმპლანტაციის ფანჯარა ერთი ანალიზით ვერ გაიგო აგიხსნიდა ალბათ ქეთი, შეგიძლია გაიგო რეზისტენტულია თუ არა შენი ენდომეტრიუმი ,ანუ შეუძლია თუ არა ორსულობა.

Posted by: nino84 30 Sep 2017, 15:44
joy30
ორი დამჩა 6 დღიანი გაყინული.

Posted by: joy30 30 Sep 2017, 16:10
nino84
ძალიან კარგი ემბრიონები გყოლია. საპარასკოპია როდის გაიკეთე შენ ?

Posted by: nino84 30 Sep 2017, 16:15
joy30
შარშან ზაფხულში
********

Posted by: Kato81 30 Sep 2017, 16:32
nino84
ნინო, არც კი ვიცი რა გითხრა წარმომიდგენია რა რთული გზაა რაც შენ გაიარე, მე ჯერ პირველად გავდივარ და იმის თქმა მინდა რომ ძალიან კარგად მესმის შენი sad.gif მაგრამ, ფარხმალი არ უნდა დაყარო, ჯერ ასაკიც არ გაქვს ისეთი, ასე რომ აუცილებლად გამოვა, დიდი ძალისხმევის შედეგად მაგრამ მაინც :* გკოცნი და მთლიანად ვითავისებ შენს დღევანდელ განწყობას :*
* * *
იათო
შენ ნამდვილად ნაადრევად გაგიკეთებია ტესტი, ნუ გაიფუჭებ ხასიათს გთხოვ, როგორც იყავი ისეთი შემართებით მიდი ხეგეს დღემდე, მეც ცოტა იმედგაცრუებული ვარ sad.gif გადამედო გადატანა ვერ ვარ კარგად ისევ ანიმ უკან გამომიშვა ანთება რომ იყოს და ამის გამო არ შედგეს ორსულობა არ მინდაო, ერთი კარგი ემბრიონი დამხვდა, მეორე არ განაყოფიერდაო, თურმე 2 დან ერთი კარგი რომ გამოვა უნდა მიხაროდეს, მე ვერ ვერკვევი ჯერ, 5 დღემდე წესით კარგად უნდა მივიდესო ემბრიოლოგმა და ვენდოთო ანიმ, სამშაბათს დილით დამიბარა, შენც მანამდე კარგად იქნებიო, ენდომეტრიუმი მოწონს კარგიაო და რავიცი აბა ძაან ვნერვიულობ სამშაბათს რა დამხვდება, ისე 5 დღიანის გადატანა ჯობია ხო 3 დღიანს? შენიც ხომ 5 დღიანია

Posted by: joy30 30 Sep 2017, 16:39
nino84
მერე რამე იყო ლაპარასკოპიის დროს?

Posted by: nino84 30 Sep 2017, 17:07
joy30
მილების რენტგენის მერე გაჩნდა ეჭვი შეხორცებებზე და ჰიდროსალპინქსზე, მაგრამ ლაპარასკოპიაზე ყველაფერი წესრიგში მქონდა.

Posted by: იათო 30 Sep 2017, 18:12
Kato81
დღეს გამოგაბრუნებდა, სამდღიანი ხვალ იქნება.. ხუთდღიანი უფრო ძლიერიაო ამბობენ. მთავარია ერთი გყავს, სამშაბათს გადაისკუპებ..
მე რაც შემეხება, უზომოდ მიკვირს, მაგრამ არ ვნერვიულობ. რაც იქნება, იქნება :*

Posted by: BA84 30 Sep 2017, 18:28
nino84
ნინ არ ვიცი რა გითხრა, სამჯერ მაქვს ეგ გრძნობა განცდილი და თავიდან ბოლომდე ვგრძნობ ახლა შენს განცდებსsad.gif არ ჩამოყარო ყურები, გვიან მაგრამ მაინც გავიხარებთ მჯერა :*
იათო
მომწონს შენი განწყობა, არაფერი გაქვს სანერვიულო. დაანებე ამ ტესტებს თავი, ვიცი რომ ძნელია და დადებითის ეჭვით ხელი წაგვიცდება ხოლმე, მაგრამ ბედნიერებამდე რამდენიმე დღე გრჩება :*

Posted by: joy30 30 Sep 2017, 18:59
nino84
ნეტავ რა უშლის ხელს. რამე შეგრძნებები გაქვს ხოლმე? მე ყველა ჯერზე ერთი და იგივე შეგრძნება მქონდა. აი ვგრძნობდი რომ რაღაც უშლიდა და ცდილობდა, მაგრამ მიმაგრება არ ხდებოდა. იცი როგორ ყოველთვის მეწყებოდა წელის ტკივილი შემდეგ გადიოდა ეს ტკივილი.ორსულობის დროს ეს ტკივილი გაგრძელდა რომელიღაც კვირამდე.

Posted by: nino84 30 Sep 2017, 19:15
joy30
ჩემ შემთხვევაში წინა ცდაზე იყო დაწყებული მიმაგრება, 1.29მქონდა ხეგე.განსაკუთრებული სიმპტომი არ მქონდა, ამდენი ჰორმონის ფონზე ყველაფერი წამლების ბრალი მგონია. ეხლა ბოლო გადატანაზე სიცხეც მქონდა, წელიც მტკიოდა და საკვერცხეებიც მქაჩავდა, მარა თურმე ორსულობასთან საერთო არაფერი ქონია.
ეხლა ბოლო იმედი ეს ერაღა მაქვს. იქნებ მართლა არასასურველ დროს ხდება გადატანა და მაგის გამო არ მაგრდება, ქეთიმ გენეტიკური ანალიზი თქვენ შემთხვევაში არ იქნებაო საჭირო, უფრო საშვილოსნოს პრობლემააო. ეხლა ინტენერტშიც ვეძებ ძირითადად უცხოურ ფორუმებზეა, ხოგს მართლა გამოუვიდა ერას მერე და დაორსულდა, ზოგს ვერ, აქაც უმცირესობაში იმედია არ მოვხვდები.

Posted by: torckiko 30 Sep 2017, 19:22
nino84
შეხორცებები მარტო მილებზე გაქვთ, თქვენც ენდომეტრიოზის ოპერაცია გაქვთ ხომ გაკეთებული მგონი? მე სამი თვის წინ გავიკეთე და ეხლა ისევ საოპერაციო ვარ ისე უცებ წავიდა შეხორცბები. ორივე საკვერცხე საშვილოსნოზეა მიხორცებული.

Posted by: nino84 30 Sep 2017, 19:27
torckiko
არ მქონდა შეხორცებები, რენტგენზე აჩვენა არასწორად, ლაპაროზე ყველაფერი წესრიგში მქონდა, არც ენდომეტრიოზი მქონია.

Posted by: torckiko 30 Sep 2017, 19:30
nino84
ანუ საბოლოოდ მიზეზი რა გითხრეს? ლაპარასკოპია ვისთან გაიკეთეთ?

Posted by: nino84 30 Sep 2017, 20:08
torckiko
ინვიტროში, ზურა ვაშაკიძესთან.

Posted by: Kato81 30 Sep 2017, 20:35
იათო
ხეგეს როდის აბარებ? აღარ გაეკარო მანამდე ტესტს smile.gif ისე მეც მასეთი განწყობა მაქვს უკვე, რაც იქნება იქნება, ნერვიულობით არაფერი იცვლება, მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებთ, საბოლოოდ ღმერთის ნებაა ყველაფერი...

Posted by: torckiko 30 Sep 2017, 20:37
nino84
გასაგებია, მე სამი თვის წინ გავიკეთე და კიდე საოპერაციო ვარ.

Posted by: იათო 30 Sep 2017, 20:43
Kato81
ხეგე მიწევს ოთხშაბათს..

Posted by: sesilia28 30 Sep 2017, 20:48
nino84
მხოლოდ იმას გეტყვი რომ აუცილებლად გახდები დედა :* იფიქრე მხოლოდ მიზანზე და არ გაიხსენო უკვე ძველი იმედგაცრუება :*

Posted by: joy30 30 Sep 2017, 21:16
nino84
ერაზე კარგი ინფორმაცია რუსულ საიტებზე იყო , იქ ბევრი იკეთებს. თვითონ ანალიზი რათქმაუნდა კარგია, ბევრ კითხვაზე პასუხი გაიცემა. დედა აუცილებლად გახდები იცოდე უბრალოდ დრო, ნერვები და სახსერები ჭირდება. თორემ შედეგს აუცილებლად დადებ.როდესაც მე დავორსულდი თეომ მითხრა ვინც ბოლომდე მიყვება აუცილებლად გამოსდისო ამას ვხედავო .

Posted by: nino84 30 Sep 2017, 22:08
joy30
ხვალიდან კარგად ჩავუჯდები რუსულ საიტებზეც ვნახავ. ქეთიმ ჯერ არ მქონიაო შემთხვევა ერას ტესტი ვინმეს გაეკეთებინოსო. ერთ პაციენტს დაჭირდა და ისიც სუროგატზე დათანხმდაო. მჯერა იცის რასაც აკეთებს და გამოსავალს ვიპოვით.

Posted by: gogola 12 30 Sep 2017, 22:16
nino84
ის რომ წინაზე არ გამოვიდა არაფერს ნიშნავს ,კარგი ემბრიონები გქონია და გამოგივა, იმედიანად დაიწყე და გამოგივა ,აი ნახავ :* სამი ცდა მქონდა უშედეგო,მიმაგრება არ მომხდარა არასდოს ,მაგრამ გამოვიდა <3
იათო
ველოდები შენს პასუხს smile.gif ტესტმა ხგ-ს დღეს მიჩვენა, სამდღიანი კრიო მქონდა გადატანილი .

Posted by: nino84 30 Sep 2017, 22:56
gogola 12
ქეთის პაციენტი იყავი? ანუ მეოთხე ცდით გამოგივიდა ხომ? მიზეზი რა იყო, რატომ არ მაგრდებოდა?

Posted by: Tiko1988 30 Sep 2017, 23:30
nino84
ძლიერი ხარ გეტყობა აუცილებლად გამოგივა

Posted by: gogola 12 1 Oct 2017, 02:01
nino84
მეოთხე ცდა ქეთისთან მქონდა.პირველი თეა ჩარკვიანთან,მეორე- მესამე თათიასთან. მიზეზი არვიცი რატომ,ყველაფერი კარგად მიდუოდა ხოლმე და ბოლოს არაფერი 0,5 ხგ- ს ვერ ვცდებოდი.

Posted by: Nit89 1 Oct 2017, 10:35
nino84
მეც ორჯერ გამოვცადე ეგ იმედგქცრუება,მაგრამ ყველაფერი გამოგივა ღმერთი მოგცემს ბრძოლის ძალაე. აუცილებლად გავხდებით ყველა დედები,ჩვენც გავიხარებთ.

Posted by: იათო 1 Oct 2017, 19:43
როგორ გაჩუმდა თემა sad.gif ვინმემ რამე კარგი თქვით რა smile.gif

Posted by: anuki198889 1 Oct 2017, 20:03
იათო
შენს კარგ ამბავს ველოდებიით ♡♡♡ სიას ვიბარებ მომავლებში და მე უნდა ჩაგსვა იცოდე პირველი ორსულიკიი ♡♡♡

Posted by: nino84 1 Oct 2017, 20:05
იათო
ველოდებით ოთხშაბათს და შენ დადებითს ❤

Posted by: Kato81 1 Oct 2017, 20:21
საღამო მშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ აბა? მე დღეს ვარ ცოტა უკეთ, ძლივს მომეხსნა დისკომფორტი პუნქციიდან მეოთხე დღეს ძლივს. ძალიან ვნერვიულობ სამშაბათს რა ამბავი დამხვდება, იყოჩაღებს ნეტა ჩემი ერთადერთი ემბრიონი? sad.gif გამიზიარეთ თქვენი აზრი გოგოებო, შაბათს ძალიან კარგიაო მითხრეს და რავიცი...

Posted by: იათო 1 Oct 2017, 21:02
anuki198889
ვიცი შენი სიის ამბავი და მეც გავიფიქრე ნეტა ანუკი დამამატებსთქო? smile.gif
nino84
მადლობა ნიინ ♥♥

Kato81
დაურეკე ანის ხვალ და მოიკითხე რო აღარ ინერვიულო, თორე დარწმუნებული ვარ კარგად დაგხვდება :*

Posted by: Kato81 1 Oct 2017, 21:10
იათო
მეც კი ვიფიქრე დავრეკავ თქო თუ გავბედე smile.gif შენ როგორ ხარ, ხომ ხარ იმედით :*

Posted by: იათო 1 Oct 2017, 21:15
Kato81
მშვიდად ვარ, მაგრამ იმედიანობის რა ვთქვა...

Posted by: anuki198889 1 Oct 2017, 21:15
Kato81
აუცილებლად დაურეკე დილით და დამშვიდდები. ზეგე დამშვიდებული მომზადებული მიხვალ და გადაისვამ შენს სასწაულს. არ იფიქრო რომ არ გამოვა. იფიქრე რომ აუცილებლად გამოვა ♡♡♡
იათო
დაგამატებს ანუკი დაგამატებს. სხვას არ ვამატებ და იცოდე პირველს არავის.

Posted by: Kato81 1 Oct 2017, 21:38
anuki198889
დიდი მადლობა გამხნევებისთვის :* იმედია კარგი ამბავი დამხვდება ხვალ დილას, მეც ყველას წარმატებებს გისურვებთ :* :* :*

Posted by: nino84 1 Oct 2017, 21:53
Kato81
აუცილებლად იყოჩაღებს შენი ემბრიონჩიკი და სამშაბათს გადაისვავ, წარმატებები, ეცადე სიმშვიდე შეინარჩუნო :*

Posted by: Kato81 1 Oct 2017, 22:26
nino84
მადლობა ნინო, სიმშვიდე ისე მჭირდება ამ დღეებში, მართალი ხარ უნდა ვეცადო არ ავყვე ემოციებს, შენთან მითუმეტეს რა სინდისით უნდა ვიწუწუნო :* შენ ხარ გმირი გოგო და აუცილებლად დაგიფასდება ამდენი წვალება, გკოცნი :*
* * *
იათო
არ გამაგონო უიმედობა :* ასეთი ყოფილა ჩვენი ცხოვრება, სასწაულის იმედად ვართ და ადრე თუ გვიან ყველასთან მოვა ეს სასწაული :* :*

Posted by: იათო 1 Oct 2017, 23:27
ისეთი მუცლის ტკივილი მაქ ეს 2 დღეა, მიჭირს წარმოდგენა რომ გამოვიდა

Posted by: Kato81 1 Oct 2017, 23:34
იათო
იქნებ კარგის ნიშანია ეგ შენი მუცლის ტკივილი smile.gif

Posted by: BA84 2 Oct 2017, 00:06
gogola 12
ყველა ცდაზე თავიდან იწყებდი სტიმულაციებს? თუ გქონდა ემბრიონები? მეხუთე წრეზე უნდა წავიდე ეხლა და ყველა ჯერზე თავიდან ვიწყებ, იმედს ვეძებ სხვის მაგალითზე.


Posted by: nino84 2 Oct 2017, 10:24
BA84
შემახსენე, შენც ქეთის პაციენტი ხარ? რატომ არ მაგრდება რას გეუბნებიან? ანუ ოთხჯერ გქონდა გადატანა, რამდენი ემბრიონი გადაგაქვთ ხოლმე?

Posted by: BA84 2 Oct 2017, 10:56
nino84
კი ქეთის პაციენტი ვარ, გადატანა სამჯერ მქონდა. ერთ ძლიერ სტიმულაციაზე საერთოდ ვერ მივიღეთ ემბრიონები. ჩემთან უფრო ემბრიონის ხარისხის პრობლემაა. პირველად და მეორედ 2-2 გადავიტანეთ 3 დღიანები, მესამედ 1. ეხლა ერთი ბლატო მყავს გაყინული, ოღონდ დიდად ისიც არ მოსწონს ქეთის. პარასკევს ვიკეთებ დიაგნოსტიკურ ჰისტეროს, რადგან ერთხელ მაქვს უკვე გაკეთებული პოლიპის გამო, ეგ მაიინც რომ გამოვრიცხო და დავიწყებ მერე ისევ მსუბუქ სტიმულაციებს.

იათო

როგორ ხარ?

Posted by: იათო 2 Oct 2017, 11:09
BA84
აუ, რავიცი. ვფიქრობ ხვალ ხო არ მივიდე ხეგეზე.. ვეღარ ვუძლებ ამ ნემსებს.. სულ გამიმაგრდა ნანემსარები და მუცლის ნანემსარებიც მტკივა.. თუ მეცოდინრბა. რომ ტყუილა არ ვიკეთებ ამ ნემსებს, ასე აღარ გამიჭირდება ფსიქოლოგიურად...

Posted by: anuki198889 2 Oct 2017, 11:15
იათო
მიდი ქალო ხვალე რა მოგათმენინებს ამდენი ხანი? თამარმა არ გახსოვს მერვე დღეს გაგვეპარა და რამხელა ხეგეთი დაგვიბრუნდაა. მატყუარა ტესტი კი გიყვარს ძალიან რავიცი smile.gif smile.gif

Posted by: BA84 2 Oct 2017, 11:27
იათო
მეც ვფიქრობ ხვალ გამოჩნდება უკვე, თან 5 დღიანი გყავს. მიდი გაიკეთე, თავი აღარ დაისტრესო და კარგზე იფიქრე. wink.gif

Posted by: tammmta1 2 Oct 2017, 11:29
იათო
რა ქენი, გაიკეთე ხეგე?

Posted by: იათო 2 Oct 2017, 11:31
tammmta1
არა, წესით ზეგ მიწევს

Posted by: rosonera 2 Oct 2017, 11:41
იათო
დღეს ტესტი ხომ არ გაგიკეთებია?
nino84
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ, ძალიან მალე გახდები დედა.
Kato81
გადატანა გექნება ამ ციკლში?

Posted by: იათო 2 Oct 2017, 12:01
rosonera
არ გამიკეთებია. ვაპირებდი, მაგრამ ჩამეძინა ამ ამინდში და სამსახურში სულ თავპირისმტვრევით გამოვვარდი smile.gif
ისე, ტესტის უარყოფითი არაფერს მიცვლის.. ზუსტი პასუხი მჭირდება..

Posted by: rosonera 2 Oct 2017, 12:03
იათო
აჰა smile.gif გაიკეთე მაშინ ხეგე ხვალ , ეჭვი მაქვს გააგრძელებ მაგ ნემსების რჭობას smile.gif

Posted by: nino84 2 Oct 2017, 12:05
იათო
ტესტი აღარ გინდა რა, უარესი სტრესია, ხვალ გაიკეთე დილას ხეგე და დანამდვილებით გეცოდინება უკვე პასუხი. ღმერთი შენსკენ, ჭირდება ამ ფორუმს დადებითი, თორე უკვე ძალიან მოვიწყინეთ. ეს

Posted by: Kato81 2 Oct 2017, 14:46
rosonera
კი ხვალ მიდივარ გადატანაზე, ერთი 5 დღიანი მყავს წესით თუ არაფერი შეიცვალა.

Posted by: anuki198889 2 Oct 2017, 15:05
Kato81
დარეკე დღეს ხოო? არაფერი აღარ შეიცვლება. ღმერთით დაგხვდებათ გაფუმფულებული ენდომეტრიუმი და ანის წარმატებაში დავრწმუნდებით ძალიან მალე :* :*

Posted by: Kato81 2 Oct 2017, 15:15
anuki198889
დავრეკე კი და ხვალამდე ვერაფერს გეტყვიო დილას მოდიო და ვნახოთ რა იქნება, ნამდვილად ვენდობი ანის 3 დღიანის გადატანას 5 დღემდე მიყვანა არჩია, თან მეც ვერ ვიყავი კარგად, დიდი მადლობა გამხნევებისთვის :*

Posted by: Nit89 2 Oct 2017, 15:54
იათო
იათო გადატანიდან მერამდენე დღეს გახვედი სამსახურში?

Posted by: იათო 2 Oct 2017, 16:00
Nit89
შაბათს მქონდა გადატანა და ორშაბათს გავედი.

Posted by: Kato81 2 Oct 2017, 16:14
იათო
როგორ ხარ? გადავხედე შენს პოსტებს, ჩემი აზრითაც ჯობია ხვალ გაიკეთო ანალიზი, დამშვიდდები ეს ლოდინი მართლა ყველაზე ცუდია sad.gif რატომღაც მგონია რომ უნდა გამოგივიდეს ამჯერად :* ველოდებით კარგ ამბავს მთელი გულით გგულშემატკივრობ :*

Posted by: იათო 2 Oct 2017, 17:16
მოკლედ, დღეს გავიკეთე და 0.5-ია ჩემი ხეგე.

Posted by: BA84 2 Oct 2017, 17:19
იათო
რაა? აუ რატოო? ძალიან იმედიანად ვიყავი. ეცადე რა ძალიან არ ინერვიულო, აუ რაააა გულით შენთან ვარ

რა გვჭირს რააა, როგორ მიყვა ეს ცუდი ამბები. მოვიდეს რა ჩვენთანაც ბედნიერება sad.gif


Posted by: natia8@ 2 Oct 2017, 17:19
იათო
ძალიან ცუდია.თქვენს გამო შემოვდიოდი.დადებითი პასუხების ჟრიამული არ მინდოდა გამომეტოვა.მე-9 დღე არის დღეს?

Posted by: იათო 2 Oct 2017, 17:22
ზეგ მიწევდა ხეგე. არმგონია ზეგამდე შეიცვალოს 0.5-დან

Posted by: m.i 2 Oct 2017, 17:43
იათო
აუუ არა რაა.. ძაან მეწყინა, როგორ მჯეროდა რომ გამოგივიდოდა sad.gif გული არ გაიტეხო, უფალი არ გაგვწირავს, აუცილებლად გავხდებით დედები

Posted by: იათო 2 Oct 2017, 18:22
ველაპარაკე ქეთის და შეწყვიტეო წამლები.. 2 დღეში, მაინც გააკეთე ტესტიო, მაგრამ 0.5 ბლასტოზე, ნიშნავს რომ არ გამოვიდაო.. 10-ე დღეც არაა ცოტაო.
ციკლი რომ დაგეწყება, მოდიო და გადავწყვიტოთ შემდეგი ნაბიჯებიო smile.gif

ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და მეც შევეჩვიე ეტყობა უარყოფითებს, ისე უემოციოდ ვარ, ისე რო აი ჩემი თავის მიკვირს...

Posted by: nino84 2 Oct 2017, 18:25
იათო
არ ვიცი რა გითხრა, გული მეტკინა ძალიან sad.gif ქეთის ელაპარაკე?

Posted by: Neno_ 2 Oct 2017, 18:32
იათო
აუ, ძალიან გგულშემატკივრობდი მართლა და ძალიან მეწყინა..

QUOTE
ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და მეც შევეჩვიე ეტყობა უარყოფითებს, ისე უემოციოდ ვარ, ისე რო აი ჩემი თავის მიკვირს...

ეს მიდგომა კი მომწონს, სხვათაშორის..
მეც ზუსტად ასე ვიქნებოდი 100%. ძალიან უნდა გაალაითო და თავიც დააჯერო, რომ ერთ ერთი ცოტა ძვირიანი სამედიცინო მანიპულაციაა, რომელიც რამდენიც არ უნდა დაგჭირდეს, უნდა იკეთო ეგრე რობოტულად და როდისმე აუცილებლად გამოვა! მთავარი ენერგია მიმართე იმაზე, რომ სამსახური გქონდეს და სასურველია ზრდადი ხელფასით biggrin.gif დანარჩენი ყველაფერი ტექნიკის საქმეა. მოაგროვებ- გაიკეთებ და ასე, ბოლოს ყველას გამოსდის და შენც აუცილებლად გამოგივა, 10 წელია ამ ფორუმზე ვარ და ჯერ არ მახსენდება ადამიანი, ვისაც ეს თემა არ დაეტოვებინოს - ცოცხალი მემატიანე ვარ, მართლა გეუბნები.. პროსტა, ზოგს ცოტა ძვირი გიჯდებათ ეს ქვეშაფსია არსებები 2kiss.gif

Posted by: იათო 2 Oct 2017, 18:36
Neno_
მადლობა გამხნევებისთვის. თუმცა მე ვფიქრობ რო,მ რომ მოვა ორგანიზმი აზრზე, ჩემ გაყინულ ემბრიონებს მივაკითხავ.. იმედია ისინი მაინც მომეთბობიან და თუ არადა, ალბათ რაღაც პერიოდი შევწყვეტ მცდელობას...

Posted by: Tamara1988 2 Oct 2017, 18:37
იათო
როგორ დამწყდა გული. არ ვიცი რა ვთქვა. მაგრამ ფაქტია ძლიერი ადამიანი ხარ და ვიცი ბოლომდე იბრძოლებ დედობისთვის. იმსახურებ შენ ბედნიერებას.

Posted by: იათო 2 Oct 2017, 18:41
Tamara1988
2kiss.gif მადლობა...

Posted by: Neno_ 2 Oct 2017, 18:41
იათო
QUOTE
იმედია ისინი მაინც მომეთბობიან და თუ არადა, ალბათ რაღაც პერიოდი შევწყვეტ მცდელობას...

არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტდი მე შენს ადგილას smile.gif

მაინც მოგიწევს გაგრძელება - გამრავლების ინსტინქტი თვითგადარჩენის ინსტინქტის მერეა რიგში და ძალიან ძლიერია იცოდე, შანსი არაა, რომ შეეშვა და ბარემ დროზე ვიდრე გვიან! თუმცა, დასვენება ცოტა ხანი, თუ გამოიფიტე, რა პრობლემაა - მარა მე არც დავისვენებდი, მაქსიმალურად ორგანიზმისთვის დამზოგველად, მარა გავაგრძელებდი გადატანებს, როგორც კი საჭირო თანხას მოვაგროვებდი chups.gif

Posted by: მზე 2 Oct 2017, 18:42
იათო
nino84
გოგოებო როგორ გგულშემატკივრობდით ორივეს sad.gif

არაუშავს, გული არ გაიტეხოთ, აუცილებლად გამოგივათ მომავალში love.gif

Posted by: Tiko1988 2 Oct 2017, 18:43
იათო
ჩემო კარგო გული არ გაიტეხო აუცილებლად გამოგივა

* * *
ზოგს უფასოდ გამოსდით smile.gif)
ჩვენ რა დაგვეტაკა რაა
ცოტა ძვირი გვიჯდება დედობაsad.gif( მაგრამ უფრო გემრიელი დედობააა ეს ასე მგონია

Posted by: anuki198889 2 Oct 2017, 19:22
იათო
ჩემო გოგო იმედი არ დაკარგო გთხოვ. ეხლა მარტო იმაზე მეფიქრება რომ დასვენებულ ორგანიზმზე როგორც მე გადავიტანე ფუნქციიდან სამი თვის შემდეგ და თან გაყინულ გამოლღობილი ძლიერები აი მაშინ გამოვა აუცილებლად.

Posted by: იათო 2 Oct 2017, 20:01
anuki198889
არ ვიცი.. ქეთიმ ძალიან მეწყინა, არ ველოდი უარყოფითსო.. მე ვყოფილვარ უკუღმართი

Posted by: nincka1987 2 Oct 2017, 20:35
იათო
nino84
გოგოებო ძალიან ვწუხვარ თქვენს ამბებს,აი არ ვუცი რააა,ღმერთმა ყველას გაძლება და საშუალება მოგვცეს ეომ ყველაფერს გავუძლოთ რაა.საშინელი განცდაა,მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.მე რამდენჯერაც ფარხმალს ვყრი,იმდენჯერ ფეხზე ვდგები,ყველაფრია გაყიდვა რომ დამჭირდეს ალბათ ბოლო წვეთამდე გავაგრძელებ საწადელი მიზნის მიღწევას.ღმერთმა ბედნიერება და სიხარული გვაღირსოს ყველას

Posted by: Kato81 2 Oct 2017, 20:47
იათო
sad.gif ისე ველოდით შენს კარგ ამბავს, მაგრამ არ უნდა დანებდე და მომწონს რომ უკვე ახალ გეგმას სახავთ, აუცილებლად გამოგივა, არ მოიწყინო გთხოვ :* გკოცნი და გამხნევდი, ეს ყოფილა ჩვენი გასავლელი გზა, რომელიც გმირულად უნდა გავიაროთ სხვა გზა არ დაგვრჩენია :*

Posted by: iratta_26 2 Oct 2017, 21:11
nino84
იათო
გოგოებო როგორ ველოდებოდი თქვენს პასუხებს sad.gif ყველაფერი მაინც კარგად იქნება 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Best0102 2 Oct 2017, 21:18
მოგესალმებით,
მიკრონ 5 DHEA -ს თუ ღებულობთ, ან ადრე ხომ არ ღებულობდით?
საიტი ხომ არ გეგულებათ საიდანაც შედარებით იაფად გამოვწერ? ან ესეც თურქეთში ხომ არ შეგიძენიათ ?

მადლობა,

წარმატებები ყველას! smile.gif

Posted by: nino84 2 Oct 2017, 21:41
იათო
ქეთი როდის უბდა ნახო?

Posted by: joy30 2 Oct 2017, 21:51
იათო
როგორ დამწყდა გული ვერ წარმოიდგენ . რატომღაც მჯეროდა რომ შენი დადებითი იქნებოდა, იმ თავბრუსხვევის შემდეგ. ბრძოლა წააგე მაგრამ ომს შენ მოიგებ. ყოველთვის ვცდილობ შემოვიდე ამ თემაში და წავიკითხო , ზოგჯერ წერას ვერ ვახერხებ ,სამაგიეროდ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვკითხულობ . ყველას ცუდ და ასევე კარგ შედეგზე მეტირება ,ზედმეტად გულჩვილი გავხდი .ჩემი თავი მახსენდება .ვიცი ეს რა რთული გზაა და როგორ გიჭირთ ამ რთული გზის გავლა , ვიცი ამ მომღიმარი სმაილიკების მიღმა გულში რახდება. რთული გზაა აი ბოლოში კი ისეთი ტკბილია რომ ეს ყველაფრად ღირს. მომავალ წელს გულში ჩახუტებულ ბაიას გისურვებ . 2kiss.gif ყველაფერი გამოგივა აუცილებლად

Posted by: იათო 2 Oct 2017, 22:12
ყველას დიდი მადლობა გამხნევებისთვის.. 2kiss.gif

Posted by: Kato81 2 Oct 2017, 22:14
joy30
მართალი ხარ ჩემო კარგო, რა კარგად აღწერე ჩვენი მდგომარეობა, ეს გზა რა რთულიცაა ვერავინ გაიგებს, თუ თვითონ არ გაუვლია და საკუთარ თავზე არ გამოუცდია...

Posted by: zikata7 2 Oct 2017, 22:51
ვაიმეეე ეს რაა ამბები დამხვდა sad.gif .. გულის კანკალით ვკითხულობდი .. რატო ხდება ასე რისი ბრალია .. ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოთ.. ყველაფერი უფლის ნებაა ჩვენ ვერაფერს ვუშველით ნერვიულობით.. მეც ეხლა ამ თვის ბოლოს ალბათ მიწევს გადატანა დაა სულ დავდუმდი არვიცი რა ვთქვა sad.gif უნდა გაძლიერდეთ.

Posted by: Kato81 2 Oct 2017, 22:59
zikata7
მე ხვალ მაქვს გადატანა და ისეთი უიმედოდ ვარ sad.gif ძალიან იმოქმედა გოგოების წარუმატებელმა ცდამ...
* * *
zikata7
შენ ისე მანანასთან აგრძელებ? წარმატებები ჩემო კარგო :*

Posted by: takotatuli1989 3 Oct 2017, 08:58
Kato81
შენზე კი არა ყველაზე იმოქმედა ვინც აქ არ წერს მარა კითხულობს და ამ თემასთან შეხება ქონია. ძალიან გგულშემატკივრობთ ყველას! დღეს რო მიხვალ გადატანაზე იმაზე იფიქრე რო შენი წერტილი შენთანაა და ეფერე სულ.. მე როგორ ვფიქრობდი იცი? აი გამოვა არ გამოვა ხო ჩემთანაა ეს დღეებითქო და ვეფერებოდი სულ <3 შენც მასე გააკეთე.

ყველას გამოგივათ აუცილებლად! შინაგანად გრძნობთ რო გახდებით აუცილებლად დედები და იმიტომაც არ ყრით ფარ-ხმალს და ასეც უნდა იყოს. ჩემ ქმარს ვეუბმნებიხოლმე, რო გვეყოლება ბაო და გაიზრდება და მოგიტრიალდება და გეტყვის შენ ვინ გეკითხებაო ხო უნდა მოსცხო მაგრად ტრაკოებზეთქო biggrin.gif თან ჩვენ გამოვლილ გზას თქვენსას არც შევადრი.

Posted by: MARIMARI123 3 Oct 2017, 09:12
ჩემმა ახლობელმა გაიკეთა ინვიტრო განაყოფიერება 5 წელი არ ყავდათ ბავშვი,მანამდე,რა ოპერაციები აღარ გაიკეთა,მაგრამ მაინც ვერ რჩებოდაორსულად,შეეძინა ტყუპები,7 თვისები იყვნენ ბავშვები,რომ ორსულად დარჩა და მესამეც შეეძინა,ასე რომ ნუ ნერვიულობთ,უშვილო ქალის 1% ი არსებობს და მაგ ერთ პროცენტში ვერანაირად ვერ შეხვალთ!
წარმატებებს გისურვებთ ყველას:*
პ.ს.
იმედს ნუ კარგავთ სხვას,რომ "არ გაუმართლა",ამ შემთხვევაში,შემდეგ ცდაზე აუცილებლად გაუმართლებს ყველას...
ინდივიდუალურია ეს ყველაფერი...

Posted by: LK1 3 Oct 2017, 10:36
იათო
nino84
გოგოებო, როგორ მტკივა თქვენთან ერთად, მე სამჯერ მოვკვდი 0.5 პასუხის დანახვისას და ზუსტად ვიცი ეს სიცარიელე რაცაა. Joy30 ვეთანხმები, ჩვენ ვისაც გამოგვიცდია ვიცით ეს რა ტკივილიცაა, მარა უფლის წყალობით ისიც ვიცით ბრძოლა რომ უნდა გააგრძელოთ და ის სიხარულიც რაც აუცილებლად გელოდებათ. მე ჩემს შვილს სულ მაგას დავცინი ძააალიან ძვირი დაჯექითქო, მარა ისეთი ტკბილია ათასჯერ მეტს გადავიხდიდი, საიდანმე ვიშოვიდი. დამშვიდდებით და სულ მალე თავიდან დაიწყებთ, აუცილებლად დატოვებთ ამ თემას და მერე სხვას გაამხნევებთ. ჩემს გამოცდილებას მაინც გეტყვით, მესამე წარუმატებელი ცდის მერე ვარჯიში დავიწყე, გავხდი, ნერვოპათოლოგს ვესტუმრე და მსუბუქი დამამშვიდებლები მივიღე. 4 თვეში თავიდან დავიწყე და პუნქციის თვეშივე გადავიტანე და გამომივიდა. რავიცი იქნებ თქვენც გამოგადგეთ, მე გარკვეულწილად ჩემს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას ვაბრალებ წარმატებას.

Posted by: ooooaaa 3 Oct 2017, 10:41
გოგონებო როგორ მტკივა თქვენი ამბავი გამოგვივა აუცილებლად ყველას მჯერა

Posted by: Nit89 3 Oct 2017, 10:48
იათო
დღეს იმიტომ შემოვედი სენი ამბავი გამეგო,ძალიან მეტკინა გული,მაგრამ არ ინერვიულო არაფერზე,შენ აუცილებლად შეძლებ ყველაფერს,გაუმკლავდები ამ იმედგაცრუებასაც და მესამე გადატანაზე აუცილებლად დაორსულდები :*

ღმერთო რამდენი წვალება გვიწევს,ამას ყველა ვერ გაიგებს sad.gif

Posted by: nino84 3 Oct 2017, 12:20
Kato81
რომელზე ხარ დაბარებული გადატანაზე? იმედიანად უნდა იყო და გჯეროდეს რომ აუცილებლად დაორსულდები ❤

Posted by: BA84 3 Oct 2017, 14:27
Kato81
მეც ხშირად ვიჭყიტები და რატომაა სიჩუმე, სად დაიკარგე? რა ქენი ?

Posted by: ooooaaa 3 Oct 2017, 16:10
ვერ გაიგებ რა და როგორ ჯობია ყველაფერი ორგანიზმზეა მოკლედ დაკავშირებული მე ალბათ ანისთან გადავალ შედარებით ნაკლებ თანხებთან არის დაკავშირებული ქეთი გარანტირებული არ არის ამიტომ ცდა ანისთანაც საკმარისი იქნება ასე ვფიქრობ... თუ ვცდები? ჩემი ხეგე პირველ ცდაზე 2.7იყო მეორეს ალბათ იანვრამდე ვერ მოვახერხებ

Posted by: Kato81 3 Oct 2017, 16:48
takotatuli1989
BA84
nino84
დიდი მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის, მოვედი სახლში გადავისკუპე ჩემი ერთადერთი "წერტილი" smile.gif კარგად დამხვდა ძალიან შეაქო ემბრიოლოგმა, ვნახოთ რა გამოვა smile.gif
* * *
ooooaaa
არ ცდები, ანი არის საუკეთესო ექიმი, ვენდობი ბოლომდე, რაც შეეხება ფასებს მე პირადად ნატურალურ ციკლში 3500 ლარამდე დამიჯდა ანალიზების და წამლების ჩათვლით

Posted by: BA84 3 Oct 2017, 17:05
Kato81
რა კარგია, გილოცავ . შენ იცი ეხლა გაიხარე და გაგვახარე. წარმატებები

Posted by: Kato81 3 Oct 2017, 17:06
BA84
მადლობა :* შენც ასევეე

Posted by: Tamara1988 3 Oct 2017, 17:08
Kato81
წარმატებები ჩემო საყვარელო. მოეფერე და ელაპარაკე ეხლა შენს წერტილს ის უკვე შენშია, დედის სითბო და ალერსი ჭირდება <3 <3 <3 . მახსოვს მე როგორ ვესაუბრებოდი გადატანის დღიდან ვეუბნებოდი დამეხმარე იბრძოლე და მამიკო გავახაროთთქო და კი დამიჯერააა biggrin.gif

Posted by: nino84 3 Oct 2017, 17:34
გოგოებო, იცით რა მაინტერესებს, პროგესტერონის ნემსებს დილას იკეთებთ თუ საღამოს? ერთიდაიგივე დროს?

Posted by: jasmin11 3 Oct 2017, 18:19
გოგოებო ინვიტრომდე მილების გამოკვლევა აუცილებელია? უკუჩვენება ქონია გარეორსულობა და შევშინდი ქეთიმ გვირჩია და ვერ გავიგე უკვე რა 25 წლის ვარ...სპერმა გვაქ სუსტი ცოტა და მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს რა

Posted by: nino84 3 Oct 2017, 18:30
jasmin11
მე გამაკეთებინა ქეთიმ, მილებში თუ სითხეა ინვიტროსაც უშლის ხელს. ემბრიონს რეცხავს და არ მაგრდება.

Posted by: jasmin11 3 Oct 2017, 18:39
და გარეორსულობის ამბავი გადალახე ხო?ანუ შიში მაგისი....როგორმე შეიძლება თა ის არიდება ამ გარეორსულობის ?(მილების შემოწმ3ბის შემდგომ ვგულისხმობ)...

Posted by: Kato81 3 Oct 2017, 18:59
Tamara1988
დიდი მადლობა, გულში სითბოდ ჩამეღვარა შენი სიტყვები :* აუცილებლად გავითვალისწინებ და სულ მოვეფერები, იქნებ მეც დამიჯეროს და გაახაროს მამიკო smile.gif მადლობა კიდევ ერთხელ :*

Posted by: იათო 3 Oct 2017, 19:03
Kato81
ყოჩაღ შენს წერტილს ♥♥♥როდის დაგიბარა ხეგეზე?

Posted by: pepi grdzelicinda 3 Oct 2017, 19:19
იათო
აუუ იათო, ძაან მეწყინა შენი ამბავი, შემოვდივარ ხოლმე და გგულშემატკივრობდიsad.gif((( ღმერთმა გაგაძლიეროს .. და მალე გააგრძელე ბრძოლა:* გისურვებ მალე დადებით ხეგეს!

Posted by: Kato81 3 Oct 2017, 19:31
იათო
მადლობა თბილო გოგო :* 13 ში დამიბარა smile.gif

Posted by: fleurs 3 Oct 2017, 19:34
იათო
არ ინერვიულო.ორს შენს წერტილს გადაიტან სულ მალე და ტყუპებზე ორსულობას მოგილიცავთ ახალ წლამდე 2kiss.gif

Posted by: compte.paris75 3 Oct 2017, 19:59
ეეეჰ. გოგოებო, ძალიან ცუდი sad.gif რა ვთქვა აბა. რასაც ჩემ თავს ვეუბნებოდი - "კიდევ ვცდი. სანამ რეზერვი მაქვს გავაგრძელებ."

Posted by: nino84 3 Oct 2017, 20:13
compte.paris75
რა მინდა გკითხო, შენც ჩემსავით არაერთი გადატანა გქონდა და ანის ერა ტესტზე ხომ არ უთქვამს რამე? ქეთიმ გავიკეთოთო ისე აზრი არ აქვს გადატანასო.

Posted by: torckiko 3 Oct 2017, 21:27
თუ იცით ინოვაში პაპ ტესტი რა ღირს?

Posted by: kekuna78 3 Oct 2017, 21:33
torckiko
45 ლარი გადავიხადე 1 კვირის წინ

Posted by: torckiko 3 Oct 2017, 21:34
kekuna78
დიდი მადლობააა, თვითონ ექიმი აკეთებს თუ ლაბორანტი? პირველად მომთხოვეს მაგის გაკეთება.

Posted by: compte.paris75 3 Oct 2017, 21:46
nino84
არა, ერა ტესტი არ შემოუთავაზებია ანის.
მე ჩემი საფრანგეთში გაკეთებული საშვილოსნოს ბიოფსია ჩამოვუტანე (ფრანგული ცოდნია ანის და წაიკითხა ჩვენი ყველა ანალიზი უპრობლემოდ) და ის მითხრა, რომ, რომც არ გაგეკეთებინა ეს გამოკვლევა ისედაც ვხვდები რომ საშვილოსნოს რაღაც პრობლემა გაქვსო. არ მოეწონა თავიდანვე ჩემი ენდომეტრიუმი. ასე თქვა, თუ ასეთი ედომეტრიუმი დამხვდა გადატანის დღეს, ასეთში ნამდვილად არ გადავიტანო. მაგიტომ დამალევინა ნორკოლუტი (ჩამოსაფრცავნელად) და დუფასტონი (კისტა რომ გამოვრიცხოთო).

Posted by: kekuna78 3 Oct 2017, 21:48
torckiko
მარი რომ არის ექთანი იმან გამიკეთა

Posted by: Kato81 3 Oct 2017, 21:51
compte.paris75
ემბრიონები მიიღეთ უკვე? ანი ძალიან დაკვირვებული და ყურადღებიანია მჯერა რომ აუცილებლად გამოგივათ

Posted by: torckiko 3 Oct 2017, 21:53
kekuna78
მადლობა კიდევ ერთხელ, აქამდე არავის მოუთხოვია და ეხლა თამთამ მომთხოვა.

Posted by: compte.paris75 3 Oct 2017, 22:01
Kato81
არა, ჯერ ეხლა დავიწყეთ სტიმულაციები.

Posted by: nino84 3 Oct 2017, 22:03
compte.paris75
ჩემ შემთხვევაში ვიზუალურად ყველაფერი რიგზეა, არანაირი პრობლემა არ ჩანს ენდომეტრიუმსა და ღრუში. იქნებ მართლა ერა იყოს ჩემი მშველელი. ბიოფსია სქრეჩინგზე მტკივნეულია? ისე მაქვს უკვე ნერვები, ტკივილის ძალიან მეშინია.

Posted by: იათო 3 Oct 2017, 22:10
pepi grdzelicinda
მადლობა, ეხლა პიტ სტოპზე ვარ...
fleurs
♥♥ ხო, ჩემი 2 ცალი იმედი

Posted by: Kato81 3 Oct 2017, 22:25
compte.paris75
აუცილებლად გამოგივა :* წარმატებებს გიურვებ, დაწერე ხოლმე შენი ამბები
* * *
იათო
მთავარია 2 იმედი გყავს smile.gif არ მოიწყინო :* ახალ წლამდე მოგილოცავთ ორსულობას :*

Posted by: compte.paris75 3 Oct 2017, 23:14
nino84
არა, ანალგინი დავლიე მე ორივეზე და მენსტრუალური ტკივილივით ვიგრძენი მხოლოდ ოდნავ. უბრალოდ სქრეჩინგი ოდნავ უფრო დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ბიოფსია. მაგრამ ისიც არის რომ სადაც ბიოფსია გავიკეთე იქ მაგაზე არიან ორიენტირებულნი და გაწაფული აქვთ ხელი. ჰოო ჰოპ და უცბად წამებში აიღო ქსოვილი.

Posted by: nino84 3 Oct 2017, 23:27
compte.paris75
აქ მე ვიქნები პირველი )) საექსპერიმენტო პაციენტი ვარ : D

Posted by: compte.paris75 3 Oct 2017, 23:35
კლინიკა ინვიტროს მიმღებში გოგოების "კურიოზები":
1. ქვითარზე რაღაც თანხა იყო გასასწორებელი. კომპიუტერი გაიჭედა და დაბრძანდით და გავაკეთებო. კარგი ბატონო. გავიდა ერთი საათი. მომწყინდა ლოდინი და მივადექი. კიო გავაკეთეო უკვე. მეთქი ქვითარი დამიბრუნე თქოო, უი გადავაგდეო, წამოყარა ნაგვის ყუთი.
2. კონსულტაციაზე მივედი. ერთი გოგო იჯდა მარტო მიმღებში. ვეუბნები ჩაწერილი ვარ მეთქი ანისთან. კარგი დაჯექით დაელოდეთო. ველოდე ერთი საათის მერე მოდის ანი. და მეუბნება, რომ მოხვედით უნდა უთხრათო მიმღებში. შემთხვევით გამოვედი და დაგინახეთო. მეთქი რათქმაუნდა ვუთხარი მეთქი. ასე უკან ქონდა შეკრული თმა იმ გოგოს ... არაო, თამთასთვის უნდა გეთქვაო. კონსულტაციები მაგას ეხებაო.

სისტემას ვეგუები smile.gif
* * *
nino84
სულ პირველი? smile.gif
ძვირი ღირს ?
იმედია წარმატებული იქნება

Posted by: nino84 4 Oct 2017, 09:33
compte.paris75
600 ევრო ღირს და თუ non receptive ამოვა ანალიზის გამეორება მოგვიწევს. მიზეზს მივაგნოთ და ორჯერაც გავიკეთებ.

Posted by: rosonera 4 Oct 2017, 10:44
იათო
მეტკინა ძალიან გულში რაღაც, ისეთი იმედი მქონდა შენი sad.gif მაგრამ ისეთი გოგო ხარ შენ ვიცი არ დანებდები, მითუმეტეს ემბრიონები გელოდებიან. მესამე ამ შემ ხვევაში იქნება სამართალი . 2kiss.gif
nino84
ანუ თუ მაგ ტესტით დადგინდა მიზეზი, მკურნალობა ხდება მაგ მიმართულებით ხომ?

Kato81
აი პირადად ხარ ჩემი სტიმული შენ ახლა. ბევრ რამეს გადავწყვიტავ შენი დადებითი შედეგის შემდეგ smile.gif წარმატებებიიი

Posted by: nincka1987 4 Oct 2017, 10:48
compte.paris75
ინივას რიგები და კურიოზები არ გინახავს შენ როგორია
* * *
გოგოებო ვინმეს ქმრისთვის სპერმოგრამის დნმ ფრაგმენტაცია თუ აქვს გაკეთებული? ჩვენ გავიკეთეთ და ცოტა მომატებული აქვს,უწერია ბუნებრივი დაორსულების შეფერხებაო.ცოტა ავნერვიულდი რააა.შორენამ მოგვთხოვა ეგ ანალიზი,ხვალ უნდა მივუტანო რას იტყვის.

Posted by: nino84 4 Oct 2017, 11:01
rosonera
მკურნალობა არა, ეს ტესტი აჩვენებს ოპტიმალურ დროს ემბრიონის გადასატანად, გარკვეულ პროცენტს ქალებისა ( მგონი 20პროცენტამდე) შეიძლება იმპლანტაციის დღე ქონდეს ადრეული ან დაგვიანებული. შესაბამისად პასუხის საფუძველზე მოხდება გადატანის დღის განსაზღვრა და შანსებიც მიმაგრების იმატებს.

Posted by: Kato81 4 Oct 2017, 11:48
rosonera
მადლობა ჩემო კარგო :* მეც მგონია რომ თუ დადებითი შედეგი მქონდა, ყველაფრის რწმენა დამიბრუნდება თქო smile.gif წინასწარ ვერაფერს ვერ ვფიქრობ, მივყვები დინებას...

Posted by: Nit89 4 Oct 2017, 12:15
nino84
მე ვიკეთებდი პროგესტერონის ნევსებს საღამოს ერთი და იგივე დროს არ გადამიცილებია დროზე, საღამოს იმიტომ ვარჩიე ჩემი ქმარი მუშაობს და ის მიკეთებს.

Posted by: sesilia28 4 Oct 2017, 12:21
Kato81
მეც შენს შედეგს შევყურებ, მეც ვგეგმავ ბუნებრივ ციკლში ანისთან თუ 2-3 თვეში არაფერი მოხდა თავისით :*

Posted by: m.i 4 Oct 2017, 12:50
Kato81
აუცილებლად დაგიჯერებს შენი წერტილი smile.gif ერთად გაახარებთ ყველა შენს ახლობელს :* გულით გისურვებ წარმატებას და დადებით ხეგეს :*

Posted by: Nit89 4 Oct 2017, 12:54
Kato81
აუცილებლად გამოგივა ყველაფერი :*

Posted by: BA84 4 Oct 2017, 13:04
nincka1987
ნინ, ეგ ანალიზი მხოლოდ ბუნებრივი დაორსულების დროს არის მნიშვნელოვანი თუ იცი? თუ ხელოვნურის დროსაც აქვს რამე მნიშვნელობა მაჩვენებელს.

Posted by: nincka1987 4 Oct 2017, 13:43

BA84
არ ვიცი მაგდენი,ხვალ ვაპირებ შორენასთან მისვლას და ვკითხავ აუცილებლად,ისე პირველად რო მივედი და ეგ ანალიზი მიხსენა დავინტერესდი და ვკითხე მეთქი ინვიტროს დროს მაგას რა მნიშვნელობა აქვს ხო ასუფთავებენ სპერმას და საუკეთესო სპერმატოზოიდებით ხდება განაყოფიერებათქო,თან საუკეთესო ხარისხის ემბრიონები მივიღეთმეთქი,ბოლომდე დამუშავება აე ხდებაო მითხრა და მაინც იპარება შეცდომებიო.ანიმაც და ქეთიმაც მიტხრეს ეგ,მიუხედავად იმისა რომ საუკეტესო ემბრიონები მივიღეთ მოშლა სოერმის ბრალიც არის მითუმეტეს მაგ ვადაზეო.გენეტიკყრი კოდის შეცვლა აე ხდება ინვიტროს დროსო.რავი ეა გითხრა,ხვალ კიდევ ვკითხავ ზუსტად

Posted by: compte.paris75 4 Oct 2017, 14:16
nincka1987
მე ყველგან ვაგროვებ "მარგალიტებს". smile.gif) არვიცი ადრე დავწერე თუ არა აქ.
ხურდა დამჭირდა და ვიფიქრე სად ვიშოვი თუ არა ბანკში მეთქი, ხოდა შევედი თბს -ში.
ვეუბნები გოგონას ხურდა ფული მინდა მეთქი. მპასუხობს არაო, არ ვიძლევითო. საგონებელში ჩავვარდი და ვეკითხები აბა სად დავახურდავო მეთქი. არ იცით რას მპასუხობს? "სადაც აქამდე ახურდავებდითო" smile.gif)))

* * *
იცით რა მაინტერესებს? თავიდან ანიმ დამინიშნა ლეტროზოლი + გონალი 150. ეხლა შემიცვალა და მენოპური 150 + გონალი 75. და რატომ ქვია ამას ბუნებრივი?

Posted by: BA84 4 Oct 2017, 14:46
compte.paris75
ხო რა ვიცი რატომ ქვია ბუნებრივი, მეც არასდროს მარტო ლეტროზოლით არ გამიკეთებია სტიმულაცია. ბენებრივი არ არის უბრალოდ ნაკლები წამლებითაა. ფასზეც ეტყობა

Posted by: LK1 4 Oct 2017, 15:12
compte.paris75
მასეთ სტიმულაციას მოდიფიცირებული ქვია, მეც ეგრე გავიკეთე, ლეტროზოლით დავიწყე და მერე დამიმატეს მენოპური. ფასთა განფასებაშიც მოდიფიცირებული იყო მითითებული ინოვაში ჩემს დროს. ძალიან გგულშემატკივრობ, როგორ მინდა გამოგივიდეს.

Posted by: ella85 4 Oct 2017, 15:14
jasmin11
ეგ თუ მაგის უკუჩვენება იყო არ ვიცოდი, ნე რომ პირველად შევიმოწმე გამტარიანობა მილების, სხვათაშორის 100 პროცენტით გამტარი იყო ორივე მილი, იმავე თვეში ინსემინაციით დამემართა გარეორსულობა, ახლაც ვფიქრობ ინსემინაციას და მეშინია იგივე არ დამემართოს, იმიტომ რომ ორივე მილი და საკვერცხე მაქვს, შემინარჩუნა ექიმმა, ადრეულ ვადაზე რადგან გავიგეთ, ამ ყველაფრის მერე ჰისტეროსალპინგოგრაფია გავიკეთე და ისევ ორივე მილი 100 პროცენტით გამტარი იყო, ალბათ ერთი წლის მერე ამის შემდეგ ინვიტრო გავიკეთე და დავრჩი კიდეც ფეღმძიმედ, ახლა რადგან ეგ დაწერე გარეორსულობა მაგ გამტარიანობას დავუკავშირე, იქნებ ამ ინსემინაციით აღარ დამემართოს იგივე

Posted by: m.i 4 Oct 2017, 15:15
compte.paris75
მერამდენე დღე გაქვს სტიმულაციის?

Posted by: Kato81 4 Oct 2017, 16:37
sesilia28
m.i
Nit89
დიდი მადლობა გოგოებო :* მეც ყველას წარმატებას და გახარებას გისურვებთ, ვცდილობ იმედიანი განწყობის შექმნას, რავიცი ყველა ამბობს და წერს დააჯერეთ საკუთარი თავი რომ ყველაფერი გამოვაო, ცუდი აზრები მოიცილეთო, მაგრამ ეს ასე ადვილი არაა smile.gif

Posted by: ella85 4 Oct 2017, 16:48
გოგოებო, არასდროს ერთი დღე არ გადამცილებია მენზი, ამ თვეში რომ ვგეგმავდი ინსემინაციას, ფემარა ვსვი, ენდომეტრიუმი არ გაიზარდა და ფოლიკულებმაც შეწყვიტა ზრდა და გაჩერდა 12-13 ზე, თავისთავად ისნემინაცია გადამედო, მაგრამ ორო კვირა მაქვს გადაცილება. თავისით არ მომიგვარდება ეგ ფოლიკულები თუ კისტაშია გადასული, აღარ მინდა ვაგინალური და წამლები, ველოდები თავისით რომ მომივიდეს, ხანდახან ვგრძნობ სიმპტომებს მაგრამ ამაოდ, ძალიან ვაშავებ ეხოზს რომ არ მივდივარ? მომომწერეთ რა ვქნა, თუ ღირს დალოდება დდაველოდები, მინდა ბუნებრივად ჩამიდგეს ფორმაში ყველაფერი, ამ ინვიტრომ მაგრად მომაშალა რა,. მანამდე არარც ენდომეტრიუმის პრობლემა მქონდა და არც ფოლიკულების sad.gif ვნერვიულობ, თუ ვინმე ხართ გამოცდილი დამამშვიდეთ, ხომ ჩადგება ყველაფერო ძველებურად ფორმაში sad.gif

Posted by: FlowerBomb 4 Oct 2017, 17:41
გოგოებო, კლინიკა "ლანცეტის" ინვიტრო განყოფილებაში თუ ყოფილხართ ვინმე? თუ გსმენიათ თაკო ბადრიძე? და ამ კლინიკის შედეგები? ჩემმა მეგობარმა მირჩია და ვფიქრობ, მივიდე თუ არა. გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება.

Posted by: Kato81 4 Oct 2017, 17:47
ella85
ჩემი აზრით ჯობია ექიმთან მიხვიდე, იქნებ რამე დანიშნულება გჭირდება, მე როგორც ვიცი ფოლიკულურ კისტასაც მკურნალობა უნდა, მითუმეტეს თუ დისკომფორტიც გაქვს

* * *
FlowerBomb
თვითონ ექიმზე არაფერი მსმენია, აი კლინიკაზე კარგი არაფერი, თუმცა მადლიერი პაციენტები მანდაც კი ეყოლებათ, რჩევის მოცემა ამ დროს რთულია...

Posted by: FlowerBomb 4 Oct 2017, 17:53
Kato81
დიდი მადლობა. აშკარად გავითვალისწინებ. მეც არაფერი მსმენია და ცოტა გამიკვირდა, რომ მირჩია

Posted by: Kato81 4 Oct 2017, 18:07
გოგოებო გადატანის მეორე დღე მაქვს, დღეს სუსტად ვგრძნობ თავს სიცხე გავიზომე და 37.1 მაქვს, როგორც მახსოვს აქ წერდით პროგესტერონის ნემსმა იცისო ხო? დღეში ერთი მაქვს დანიშნული, სხვა არაფერი გაცივების ნიშნები არ მაქვს

Posted by: joy30 4 Oct 2017, 18:12
ella85
თუ ფეხმძიმობას გამორიცხავ , სავარაუდოთ ფოლეკულური ცისტაა.რათქმაუნდა შეიძლება თავისით გაიწოვოს და შეიძლება დროში ძალიან გაიწელოს.მაინც ყველაფერი რომ გამორიცხო მიდი ეხოზე.მშვიდათ იქნები.გარე ორსულობა ინვიტროს დროსაც არარი გამორიცხული .
* * *
FlowerBomb
ყველა კლინიკას შეიძლება ყავდეს კმაყოფილი პაციენტი , გამიგია ლანცეტში არის ინვიტრო განყოფილება , მაგრამ მეარ მივიდოდი მანდ ნამდვილად . პირდაპირ მივიდოდი ისეთ კლინიკაში რომელიც რეპროდუქციის , ინვიტროს განხრივ მუშაობს.
* * *
Kato81
იცის სიცხე არ ინერვიულო მე 37,5 ამივიდა, ორგანიზმის რეაქციაა.წარმატებები დადებითი პასუხი მოგველოცოს.ანი ძალიან მომწონს მინდა რომ ღირსეული კონკურენტი იყოს ქეთისი.კონკურენციაში ხარისხი მოიმატებს .ერთ ერთ გადატანაზე ჩემთან ერთად ორი პაციენტი იყო ანისი. ორივე ორსული იყო თანაც ძაან მაღალი ხეგეთი.შენც იგივეს გისურვებ.

Posted by: Tamara1988 4 Oct 2017, 18:28
Kato81
კარგის ნიშანაი ეგ სიცხე ასე რომ არ ინერვიულოო smile.gif))) მეც მქონდა გადატანამდე და გადატანის მერეც smile.gif)))

Posted by: joy30 4 Oct 2017, 18:29
Kato81
იცის სიცხე არ ინერვიულო მე 37,5 ამივიდა, ორგანიზმის რეაქციაა.წარმატებები დადებითი პასუხი მოგველოცოს.ანი ძალიან მომწონს მინდა რომ ღირსეული კონკურენტი იყოს ქეთისი.კონკურენციაში ხარისხი მოიმატებს .ერთ ერთ გადატანაზე ჩემთან ერთად ორი პაციენტი იყო ანისი. ორივე ორსული იყო თანაც ძაან მაღალი ხეგეთი.შენც იგივეს გისურვებ.

Posted by: Kato81 4 Oct 2017, 18:41
joy30
Tamara1988
დავმშვიდდი ცოტა, დიდი მადლობა გოგოებო სითბოსთვის და ყურადღებისთვის :* :* ანის და ქეთის რაც შეეხება, ორივე უდავოდ პროფესიონალია თავის საქმეში, თან ასეთ პატარა ასაკში, მიხარია რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი ჭკვიანი ექიმები ჰყავს ამ კუთხით.

Posted by: compte.paris75 4 Oct 2017, 19:19
QUOTE (nincka1987 @ 4 Oct 2017, 10:48 )
... გოგოებო ვინმეს ქმრისთვის სპერმოგრამის დნმ ფრაგმენტაცია თუ აქვს გაკეთებული? ჩვენ გავიკეთეთ და ცოტა მომატებული აქვს,უწერია ბუნებრივი დაორსულების შეფერხებაო...

ჩემსასაც მომატებული აქვს - 13% ამოუვიდა. საშუალო მაჩვენებელში ვართ ჩვენი ლაბორატორიის ნორმებით:
<3 % დნმ : საუკეთესო
< 25 % დნმ : ნორმალური
25 - 35 % დნმ : ნაცრისფერი ზონა

რამდენი % აქვს შენს მეუღლეს? რა ნორმებია მაგ ლაბორატორიაში სადაც გააკეთეთ? ჩვენთან როცა აკეთებენ დნმ ფრაგმანტაციას, მაგასთანვე აკეთებენ დნმ დეკონდენსაციასაც. ისიც საშუალო ამოგვივიდა.
* * *
მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი წვლილი გაქვთ გოგოებო ჩემი სტიმულისთვის.
* * *
m.i
სტიმულაცია დავიწყე ციკლის მეორე დღიდან და დღეს სტიმულაციის მეექვსე დღეა.

Posted by: tweety86 4 Oct 2017, 20:09
ირიტაა გაუჩენია პატარები :*
იცით რამე?

Posted by: pepi grdzelicinda 4 Oct 2017, 20:35
იათო
აუ გახსოვს ჩემი პიტსტოპი?? ჩემი მომდევნო წრე წარმატებული აღმოჩნდა, 9.10.2017 ში დაბადების დღე გვაქვს დანიშნული, შენც გისურვებ მთელი გულით იგივე სიხარულს! :*

Posted by: იათო 4 Oct 2017, 20:42
pepi grdzelicinda
კი, მახსოვს მაშინ ძალიან დამწყდა გული.. გგულშემატკივრობდი :* ჩამრჩა ეგ სიტყვები. შენი დადებითი ხეგეც მახსოვს და მიხარია, რომ მალე ბაიას ჩაიხუტებ ♥♥♥

Posted by: BA84 4 Oct 2017, 20:58
pepi grdzelicinda
დღეს ვფიქრობდი ზუსტად შენს პიტსტოპზე smile.gif და ისე ხშირად მახსენდებაა. მიხარია რომ მალე უბედნიერესი დღე გექნება შენს პატარასთან შეხვედრის.
LK1
შენი ისტორიის გადაკითხვას ვაპირებდი და თუ არ დაგეზარება ორი სიტყვით გამახსენე , ყოველ ჯერზე ახლიდან იწყებდი?

ირატა ჯერ ხომ არ ელოდებოდა ? ხომ კარგად არიან?

Posted by: anuki198889 4 Oct 2017, 21:02
BA84
კი კარგად არიან. მანაც და პატარებიც. 26 ოქტომბერს ელოდებოდა მაგრამ ტყუპებზე ორი კვირით ადრე აკეთებენ მაინც და იმიტომ.

Posted by: jasmin11 4 Oct 2017, 21:07
ella85
ხო, მე როგორც მითხრა სხვა გინეკოლოგმა უარყოფითი ერთ-ერთი ეგ აქვს და იმავე თვეში არ შეიძLება დაფეხმძიმება, შესაძლოა 2 თვეც დაცდა საერთოდ, ვისთან გაიკეთე შენ ? ქეთისთან გაიკეთე მილები და იმავე თვეში ინსემინაცია გაგიკეთაა ???

Posted by: LK1 4 Oct 2017, 22:02
BA84
არა ყველა ჯერზე არა, პირველი სტიმულაციით ჰიპერსტიმულაცია დამემართა და ძალიან ბევრი ფოლეკული მქონდა და ემბრიონებიც 3 გადატანის, მერე სუსტი სტიმულაციით, მოდიფიცირებულით საერთოდ ვერ მივიღეთ და ბოლოს ლეტროზოლი-მენოპურით 6 ემბრიონი მივიღეთ, 1 გადავიტანეთ და გამოვიდა.მე4 გადატანა იყო. მესამე სტიმლაციქ მე ძლიერი მინდოდა ისევ, მარა ქეთიმ არაო და დავუჯერე და კი გაამართლა.

Posted by: ella85 4 Oct 2017, 22:48
jasmin11
არა ქუთაისში გავიკეთე "ბომონდში" ჩემი ხუშტურით, გადავამოწმე მაშინ მილები თუ მქონდა წესრიგში ჩემი ჭკუით. მე ნატოს პაციენტი, ვარ, ქეთი ესწრებოდა მაშინ ჩემს ინვიტროს, და რადგან წარმატებუი იყო ეგ ინვიტრო, ძალიან მიყვარს ქეთიც, ნატალიას შემდეგ smile.gif რომ მცოდნოდა ეგ იწვევდა მაგას, ნამდვილად არ გავიკეთებდი ინსემინაციას იმავე თვეში...ვერც ვერავის დავაბრალებ ჩემი ბრალია

Posted by: BA84 4 Oct 2017, 23:58
anuki198889
რა კარგიაა , ვულოცავ ირატას, ბედნიერი დედიკო ყოფილიყოს.
* * *
LK1
მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: იათო 5 Oct 2017, 00:41
3 დღეა შევწყვიტე წამლები. დღეს, დილიდან სხეულზე ალაგ-ალაგ მაქვს წითელი წვრილი გამონაყარი და მექავება sad.gif ვერ გავიგე, დაგვიანებული ალერგიაა თუ რა არის.. თან ნანემსრების ირგვლივ უფრო მძლავრადაა გამონაყარი sad.gif ვინმეს გქონიათ?

Posted by: nino84 5 Oct 2017, 09:16
იათო
,მე მაქვს ფეხებზე, ბარძაყების უკანა მხარეს წვრილი გამონაყარი, წვრილი ხორკლებივით, კისერზე და სახეზეც დამაყარა, სანამ პროგესტერონს ვიკეთებდი მაგას ვაბრალებდი, მაგრამ შაბათის მერე არ ვიკეთებ და ალბათ გამივლის. გუშინ მომივიდა და მაგასაც ვაბრალებ. იმ კვირაში მიწევს ქეთისთან მისვლა და იქამდე თუ არ გამიარა ვკითხავ.

Posted by: jasmin11 5 Oct 2017, 09:33
ella85
აუ ხოო მეც ისე დავიძაბე, გეტკინა მილების შემოწმება ? ხო 2 თვე მაინც უნდა დავიცადო მე , უი რა კარგია ინ ვიტროთი გყავს ესე იგი პატარა ხოო ?? ქეთისთან პირველ ცდაზე ? და პრობლემა რა იყო რის გამო ვერ დგებოდა ბუნებრივი ორსულობა ?

Posted by: იათო 5 Oct 2017, 09:59
nino84
ზუსტად მასე მქონდა მეც. ალერტეკი დავლიე და ალაგდა. გუგლში პროგზე ალერგიაზე წერია ეგ ნიშნები.. ციკლი რომ დამეწყება ქეთისთან მივალ და ვკითხავ იმასაც.. წინა გადატანაზე ასე არ მქონოა, მითუმეტეს უფრო დიდხანს ვიკეთე, ეხლა 10-ე დღეს შევწყვიტე.

Posted by: makmanus 5 Oct 2017, 10:51
გამარჯიბათ გოგოებო.ფემოსტონი 2/10 დამინიშნა ექიმმა ციკლის პირველი დგიდან დავლიე ჭარბი მენსტრუაციის გამო,პირველად დავლიე.უკვე ორი კვირა გავიდა რაც მოვრჩი და არ მომსვლია თუ ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა ამ წამალზე?ექიმმა მითხრა მოდი გადაიგე ეხო და გადავწყვითოთ რას ვიზავთო არადა საათივით აწყობილი მენზი მკონდა.ორსულობა გამორიცხულია.მადლობა წინასწარ

Posted by: nincka1987 5 Oct 2017, 10:57
compte.paris75
ბუკიას ლაბორატორიაში გავიკეთეთ და 19 % აქვს,უწერია ბუნებრივი დაორსულების შეფერხება.10-15% ნორმა უწერია. 15-30% ბუნებრივი დაორსულების შეფერხებე, 30-50% ბუნებრივი დაორსულების შანსი 1% ან თვითნებური აბორტი.
ძაან საგანგაშოდაც კი არ აქვს მომატებული,მაგრამ მაინც ვნერვიულობ

Posted by: nino84 5 Oct 2017, 11:22
იათო
მეც არ მქონდა წინაზე, ალერგიაა ეტყობა, სანამ ხეგეს პასუხს გავიგებდი მოვერიდე წამლის დალევას და ეხლა კი დავლევ რამეს.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 11:38
nino84
საქმე რაშია იცი, მე როცა ვიკეთებდი, მაშინ ასე მწვავედ არ მქონია ალერგია. ორშაბათს შევწვიტე წამლები და ოთხშაბათს დამემართა ეს..

მე არ ვიცი შემდეგ გადატანაზე რა მეშველება თუ პროგესტერონზე ალერგია მაქვს...


Posted by: Kato81 5 Oct 2017, 11:42
იათო
nino84
პროგესტერონის ნემსს რამდენს იკეთებდით? მე ერთი მაქვს დანიშნული, შეიძლება მაგის გამო გაქვთ ალერგია?

Posted by: იათო 5 Oct 2017, 11:47
Kato81
მე ამ გადატანაზე 2 დამინიშნა, წინაზე 1.. თუმცა მაშინ მეთიპრედი მქონდა დანიშნული პარალელურად და ეხლა არა.
რახან ორგანიზმმა გააპროტესტა, ჩემი აზრით ერთზეც მექნება რეაქცია.. ვნახოთ რას მეტყვის ქეთი.. ეს ციკლიც არ დაიწყო რაა sad.gif

Posted by: Tamara1988 5 Oct 2017, 11:51
იათო
იათო მეც მომცა პროგრესტერონმა საშინელი ალერგია. ჭინჭრის ციებაში გადამდიოდა უკვე. 8კვირაზე გამონადენი მქონდა და გამიორმაგეს პროგრესტერონი და მას მერე დამემართა. ქეთიმ მერე ყველანაირი წამალი მომიხსნა აბსოლიტურად. . კლარიტინიც ვსვი 10დღე და სანამ გადასხმები არ გავიკეთე იქამდე არ მომეშვა. მე ძაან გამირთულდა. გადატანას რომ დააპირებ აუცილებლად შეახსენე ქეთის ალერგია და რამეს მოგიხერხებს. მეთიპრედს სვავ?

Posted by: იათო 5 Oct 2017, 11:53
Tamara1988
არა, არაფერს ვსვამ ეხლა. ჩემ დას ქონდა ჭინჭრის ციება და გამონაყარს რომ შევხედე ჩემსას ეგ გამახსენდა...
ანუ წამლების გარეშე გააგრძელე 8 კვირიდან? თუ მერე რამე დაგინიშნეს სხვა?

Posted by: Tamara1988 5 Oct 2017, 11:55
იათო
აი ზუსტად მაგას ვაბრალებ.თავიდან არც მე ვსვავდი მეთიპრედს. ალერგია რომ დამემართა მერე დამაწყებინეს. მეთიპრედს ანოტაციაში უწერია ანტიალერგიულია. ეგ რომ მესვა თავიდანვე მაგ დღეში არ ჩავარდებოდი ჩემი აზრით.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 11:56
Tamara1988
ხო ვთქვი ეს ახალი ნათია არ მომწონსთქო.. ამის დანიშნულება იყო ეს.. მეთიპრედი არ გინდა და 2 ცალი პროგი გაიკეთეო sad.gif
ნეტა რას მეტყვის ქეთი

Posted by: Tamara1988 5 Oct 2017, 11:59
იათო
კი წამლების გარეშე გავაგრძელე 8კვირიდან. არც ლუთეინას ვიკეთებდი არც ვიტამინებს ვსვავდი. . წარმოიდგინე მაგნეც კი მომიხსნა. მხოლოდ მეთიპრედს და ფრაქსიპარინს ვიკეთებდი. დღემდე არ გავკარებივარ პროგრესტერონის შემცვლელ წამლებს. უკვე აღარც მჭირდება მაგრამ მაინც მეშინია.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 12:02
Tamara1988
ნუ გეშინია..სხვათაშორის მაგაზე მეც ვფიქრობდი, რომ თავს იზღვევენ და ამ ცხენის დოზის ჰორმონებს გვიკეთებენ sad.gif მგონი უწამლოდ უკეთესიცაა, ნუ ნერვიულობ :*

Posted by: Tamara1988 5 Oct 2017, 12:10
იათო
12 კვირამდე მეშინოდა როგორ მივიდოდი თორე ეხლა გადაიარა ყველაფერმა. უცებ წამლების ერთიანად მოხსნა იყო ცოტა საშიშროება.მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად არის.
ერთს გეტყვი ენდე მაგრამ შეამოწმე ამ ლოგიკით უნდა მიყვე. აუცილებლად ქეთისთ
ანაც უნდა გადაამოწმო ყველა დეტალი. წვრილმანებიც კი. smile.gif))) ქეთი ერთი შეხედვით ხვდება ყველაფერ აქვს ამის დიდი გამოცდილებაა. :*

Posted by: anuki198889 5 Oct 2017, 12:11
Tamara1988
ეხლა რისი გეშინია ბოთეე smile.gif ისეთი პერიოდი გადალახეთ წამლების გარეშე რომ აწი გულშიც არ გაივლო. ეხლაც ვიკეთებ ერთ ლუთეინას დღეში და სულ ტყულა ვიტენი თქო ნერვები მეშლება. მოვიხსნი ამ კვირის ბოლოს ჩემით მაგასაც.
იათო
მეთიპრედი საერთოდ არ დაგილევია რაც ინვიტროს შეუდექი? მაგი შეახსენე ქეთის და უთხარი ხომ არ დავიწყოო.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 12:15
Tamara1988
ხო, ამ დანიშნულებაზე მაგრად ვნანობ ქეთისთან რომ არ დავიწუწუნე, თავიდანვე არ მესიამოვნა ეს 2 პროგესტერონი.. ისედაც მიმაგრდებოდა ნანემსრები და ეხლა ორმაგი...
მეთიპრედს ხო რაღაცნაირი ცუდი გემო აქვს და მეთქი, ჯანდაბას რახან მაგისი სმა არ მიწევსთქო და თურმე პირიქით, კარგი ყოფილა.. sad.gif
ალბათ ხვალ დამეწყება ციკლი, წამლების შეწყვეტიდან 5-ე დღეა და მივალ ქეთისთან შემდეგ დღეს

Posted by: m.i 5 Oct 2017, 12:18
compte.paris75
ახლოს ხარ მიზანთან smile.gif წარმატებებიი... ისე რამდენი გაიზარდა სუსტი სტიმულაციით?

Posted by: იათო 5 Oct 2017, 12:20
anuki198889
არა, მარტო წინა გადატანაზე მქონდა დანიშნული

Posted by: anuki198889 5 Oct 2017, 12:23
იათო
ორი პროგი კარგია მაგაზე არ იდარდო. პირიქით დაცული ვიყავი ორს ვიკეთებდი ასე მეგონა ერთი საკმარისი არ იქნებოდა. რავიცი ჩემი გადმოსახედიდან. ფემოსტონს სამს ვსვამდი და ერთს საშოში ვიტენიდი smile.gif 12 კვირა. ლუთეინას სამჯერ ვიკეთებდი. მეთიპრედი ახლაც რომ დაგაწყებინოს ცუდი არ არის. თუ მაღალი იმუნიტეტი გაქვს საშვილოსნოს და მაგიტო არ მაგრდება ეგ თრგუნავს და მაგიტომ კარგია. მე სხვა ჰორმინი ყველაფერი ნორმაში მქონდა. მაგრამ მაინც დამინიშნა თამთამ ფუნქციის მერე რომ მოვამზადოთ საშვილოსნოო. გადატანამდე ვსვამდი ოთხი თვე. და ცხენის დოზა პროგესტერონსაც არ მოუცია ალერგია.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 12:28
anuki198889
შენ გქონია მაგარი ორგანიზმი <3 <3 მე სულ ასე ვარ, კრიტიკულ მომენტში მღალატობს ხოლმე ჩემი ორგანიზმი.. ხან თირკმელი მიტევს, ხან ცისტიტი და რავიცი.. სულ ვამბობ არ ვიწუწუნებთქო, მაგრამ ეხლა ისე მეშლება ამ ალერგიაზე ნერვები რომ აი რა ვთქვა რა sad.gif

Posted by: Kato81 5 Oct 2017, 13:12
იათო
ნუ ნერვიულობ გთხოვ რა, ეშველება თუ ალერგიაა ოღონდ აუცილებლად კითხე ქეთის და ისე მიიღე რამე, თამარამ სწორად დაწერა ვენდოთ, მაგრამ გადავამოწმოთო, მითუმეტეს გადატანა ისეთი მომენტია ქეთის გარდა სხვა არ უნდა გაძლევდეს დანიშნულებას, მანდ მეც ვერ ვახერხებდი ბევრი კითხვის დასმას მესმის შენი, არადა მაგ დროს ყველა დეტალი გვაინტერესებს, აი მე პირადად მეთიპრედის დალევის მეშინოდა, მაგრამ ანიმ ამიხსნა დეტალურად რისთვის იყო საჭირო და რომ 0.4 ნი დოზა არაფერს მავნებდა პირიქითო და მშვიდად დავიწყე დალევა, მოკლედ ჩემს თავსაც სულ ვეუბნები როცა საქმე ასე მნიშვნელოვანს ეხება ცოტა მეტი გამბედაობა თქო, გკოცნი ყველაფერი კარგად იქნება :*

Posted by: nino84 5 Oct 2017, 13:45
იათო
ოთხ დღეში მომივიდა წამლების შეწყვეტიდან. მე9 დღეს ვარ დაბარებული ექოზე და ერთი სული მაქ როდის მივალ, ასე უმოქმედოთ რომ ვარ ძალიან ვნერვიულობ. შენ როდის გიწევს მისვლა?

Posted by: compte.paris75 5 Oct 2017, 13:52
nincka1987
მეთქი რაღაც ძაან მაღალი ამოგივიდააააა. რაზე ნერვიულობ, კაი რაა. ნორმასთან ყოფილხართ უფრო ახლოს. რაღა 15 და რაღა 19?

Posted by: იათო 5 Oct 2017, 13:54
nino84
მე მივალ ციკლის დაწყების მეორე დღეს და ან 1 ციკლს გამოვტოვებთ და ან დავიწყებთ მზადებას გადატანისთვისო
* * *
nino84
სულაც არ ხარ უმოქმედოდ, ხომ გაქვს გეგმა..

Kato81
<3

Posted by: ooooaaa 5 Oct 2017, 14:21
იცით რა მინდა გკითხოთ? ჩემ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ემბრიონს ვიღებთ და იქნებ ბუნებრივ ციკში მეცადათქო მეტს მაინც თუ ვერ ვიღებ თქვენ რას მირჩევდით?

Posted by: nino84 5 Oct 2017, 15:10
იათო
ჩემი გეგმა სარისკო ოპერაციას უფრო ჰგავს, მაგრამ არ მინდა ეს სუროგატი და რა ვქნა. იმ დღეს ჩემმა ქმარმა ხო არ ავიყვანოთ სუროგატი ბარემ და მორჩება ეს წვალებაო და ისე მეწყინა და გავბრაზდი ეგ რომ მითხრა. არადა ჩემზე ფიქრობს, ამდენი ჰორმონებით რომ ვუჭყიპები, ეხლაც ფემოსტონი დავიწყე. თითქოს ჩემ თავს არ ხდება ეს ყველაფერი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდო რომ ჯერ ინვიტრო დამჭირდებიდა და სუროგატი ხომ საერთოდ.

Posted by: Kato81 5 Oct 2017, 15:11
ooooaaa
კარგი აზრია, წესით ბუნებრივ ციკლში ერთი ემბრიონი ან 2 უნდა მიიღო და ნაკლები ჰორმონალური დატვირთვაც აქვს ორგანიზმს ამ დროს

Posted by: იათო 5 Oct 2017, 15:15
nino84
ზუსტად ჩემ აზრებს იმეორებ.. ინვიტრო ისეთი წარმოუდგენელი მეგონა... ეხლა, როცა მეორე წარუმატებელი ცდა მაქვს და ესეც, მთელი ჩემი უშვილობის არ იყოს, აუხსენლია..უკვე ეჭვი შემომეპარა და ვფიქრობ სუროგატი რომ შემომთავაზოს ქეთიმთქო...
შენ მოითხოვე ჯერ ერა ტესტის გაკეთება, თუ ქეთიმ შემოგთავაზა?
რამდენი ემბრიონი გყავს ეხლა?
ისე გადატანას აღარ გირჩევს ქეთი?

Posted by: nino84 5 Oct 2017, 15:45
იათო
რომ შევედით დასალაპარაკებლად მე და ჩემი მეუღლე სუროგატზე რას ფიქრობო ქეთიმ. ვუთხარი რომ ჯერ არათქო დამაშინ ერა გავიკეთოთო. ანუ იმდენად ყველაფერი მოსწონს ჩემ შემთხვევაში ემბრიონიც, ენდომწტრიუმიც, არც სხვა ხილული პრობლემა და მაინც არ ხდება იმპლაბტაცია, რომ მიზეზი ამაში ჰგონია. წესით თავიდანვე უნდა გამეკეთებინა ერა, ქეთიმ ასე მირჩია, რადგან ოთხი წარუმატებელი გადატანაქონდა სხვა კლინიკაში, მაგრამ ვინაიდან არ იყო მარტივი პროცედურა, დროში იწელებოდა და იაფიც არ ღირდა შევთანხმდით რომ ერთ გადატანას ვცდიდით. წინა გადატანაზე ხეგე 1.29 მდე რომ ავიდა მეგონა გვეშველა და მეორე გადატანაც ერთ თვეში გავაკეთეთ, მამგრამ უშედეგოდ. კიდე კარგი ქეთის იმაში დავუჯერეთ, რომ ერთი ემბრიონი გადავიტანეთ, წინაზეც და ამ ცდაზეც, მისი დამსახურებაა რომ კიდე ორი მყავს ახლა შემდეგი ცდისთვის. უნდა დავუჯეროთ ხოლმე ექიმს, თავიდანვე რომ გამეკეთებინა ეს ერა იქნებ უკვე ორსულადაც ვყოფილიყავი.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 16:12
nino84
თამარი რომ ორსულად არ იყოს, ამ პროგის ალერგიაზე მაგრად დავპანიკდებოდი... წესით ხომ ეს არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში და ნეტა რატომ გვაქვს ალერგია? sad.gif

Posted by: nincka1987 5 Oct 2017, 16:19
compte.paris75
ესეც ერტერთი მიზეზია მოშლისო მითხრა,თან რაღაც სხვა სპერმოგრამა გავაკეთეთ სადაც ჩანს სპერმის სიცოცხლიაუნარიანობა საათების მიხედვით,გამოჩნდა რომ მაინცდამაინც ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანი არ ყოფილა.ეგეც მიზეზიაო თქვა,კი ნაყოფიერდება შენი კვერცხუჯრედი,მაგრამ რადგან სპერმაც ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია მალევე გეშლებაო.მაგრამ რა თქმა უნდა 100% -ს ვერ გეტყვი რომ ესაა ზუსტი მიზეზიო

Posted by: SRB100 5 Oct 2017, 16:22
nino84
იათო
გოგოებო, გადევნებთ თვალს მუდმივად.. ძალიან ველოდი რომ დადებითი ხეგე გექნებოდათ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ.. ისეთი დიდი ბედნიერებაა მუცელში ბაკუნი, წარმოუდგენელი მეგონა ჩემი ორსულობა, იმასაც ვფიქრობდი ნეტავ დავრჩე და მომეშალოს ოღონდ ვიცოდე რომ ჩემს ორგანიზმს შეუძლია დაორსულება-მეთქი.. ათას სისულელეზე ვფიქრობდი, მაგრამ ყველაფერი დაგავიწყდებათ დამიჯერეთ, მთავარია არ დანებდნეთ. ვიცი, სათქმელად ადვილია, მე პირველივე ცდაზე გამომივიდა, მაგრამ ყველანაირი პასუხისთვის მზად ვიყავი..
ერთ კვირაში საკეისრო მაქვს დაგეგმილი და ყველა ის ტკივილი, იმედგაცრუება სადღაც გაქრა..

ყველაფერი გამოგივათ, არ დანებდეთ!!!

Posted by: იათო 5 Oct 2017, 16:35
SRB100
მადლობა <3
მე კი პირიქით მეგონა, რომ ინვიტროს თუ გადავწყვეტტდი პირველივე ცდაზე გამომივიდოდა. აკვიატებული მქონდა მილების პრობლემაათქო... sad.gif ასეა რა, არაფერი არ უნდა ამოიჩემო ამ ცხოვრებაში..
ეხლა უკვე მართლა მიჭირს დაჯერება რომ ოდესმე გამომივა

Posted by: Tamara1988 5 Oct 2017, 16:42
იათო
ჩემ მენსაც რომ ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. გაუკვირდა პრაქტიკაში არ მყოლია ქალი რომელსაც პროგრესტერონზე ასეთი ალერგია აქვსო biggrin.gif . და ვიფიქრე რა ყველაფერი უკუღმართობა მე უნდა დამემართოსთქო. : D მერე მითხრა ლუთეინა უტროჟენსტანით შეცვალეო მარამ მაგანაც იგივე დამმართა.თქვენ როგორც აღწერთ წვრილი გამონაყარს მე უარესად ვიყავი დიდი წითელი ლაქები გამომდიოდა მთელ სხეულზე ფოთლებივით და მექავებოდა. ყურები მიბუგდებოდა და თავი და თმის ძირებიც კი მექავებოდა მერე ხასიათზეც გადამივიდა და ყველა და ყველაფერი მძულდა. ხმას ვერავინ მცემდა ისე ვიყავი. თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა smile.gif))
მერე როგორც იქნა მოვიფიქრე იქნებ გადასხმამ მიშველოსთქო და ექიმს ვკითხე და 3გადასხმა გავიკეთე.იმ პერიოდში მე ნაყოფზე უფრო ვღელავდი ჩემს თავზე ნაკლებად ვფიქრობდი.


როგორც მერე ამიხსნეს გადაჭარბებული მქონდა პროგრესტერონი. ქალი ორსულობის დროს ისედაც შინაგანად გამოიმუშავებს პროგრესტერონს და პლიუს ეს წამლებიც რომ ემატება უკვე ბევრი გამოდის და ალერგიას მაგიტომ იწვევსო. რამდენად მართალია ეგ უკვე არ ვიცი.

Posted by: nino84 5 Oct 2017, 16:48
SRB100
მადლობა, მეც გადევნებთ თვალს მომავლებში. უპრობლემო მშობიარობას და ჯანმრთელ პატარას გისურვებ, ძალიან მახარებს თქვენი კარგი ამბები, ანდენი წვალების მერე სხვანაირად აფასებ ალბათ ამ დიდ ბედნიერებას.
.იათო
რომ გავთხოვდი 25 წლის ვიყავი და ვფიქრობდი ნეტა პირველი წელი არ დავორსულდეთქო,ეხლა ძალიან ვბრაზდები და მეცინება იმ ჩემ სურვილზე, საცაა რვა წელი გაგვიხდება და ეხლაც აუხდენელ ოცნებად მრჩება. იმედი არ უნდა დავკარგოთ, მითუმეტეს სულ ორი გადატანა გქონდა, ქეთის დაელაპარაკე, სავარაუდო მიზეზს რას გეტყვის და ისე დაგეგმე შენდეგი ცდა.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 16:52
nino84
დაველაპარაკე, ორივეჯერ 0.5 რომ მქონდა ეს ხო ძალიან ცუდიათქო და არაფერი ცუდი არააო, პირიქითო sad.gif დაბალი ხეგე რომ არის ემბრიონებზე მიგვაქვს ეჭვიო და ამ შემთხვევაში 50/50-ზეა არ დაემთხვიეთო და არ მიემაგრაო..... ძალიან ლაითად ამიხსნა.. მაგრამ მე რაღაც დავკარგე სიმშვიდე, არ მგონია ასე მარტივად იყოს ყველაფერი...

Posted by: Kato81 5 Oct 2017, 17:23
მე დღესაც დაბალი სიცხე მაქვს ერთი და იგივე დროს მაძლევს, საღამოს გვიან არ მქონდა დღეს ისევ გავცხელდი და სუსტად ვარ ძალიან, მეშინია რამე ანთება არ იყოს sad.gif მეორე - მესამე დღე ადრე მგონია სიმპტომებისთვის...

Posted by: nino84 5 Oct 2017, 17:49
Tamara1988
თავში მეც მაქვს, შუბლთან და კისერთან თმა რომ იზრდება ჩაყოლებაზე. ვკითხავ ქეთის რომ მივალ საგანგაშოა თუ არა მერე რომ პრობლემა არ შენექმნას.
Kato81
პროგესტერონმა იცის სიცხეები, ანისაც რომ კითხო, დანშვიდდები.

Posted by: იათო 5 Oct 2017, 17:53
nino84
ე.ი. გუშინ რომ დავგუგლე ამ ალერგიაზე, ეწერა რომ თუ სახეზეა გამონაყარი, და პირში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმსო. შენ რა მშვიდი ყოფილხარ, ასე უსიტყვოდ იტან? მიდი ქეთისთან, ჯერ ერთი საინტერესოა რატომ გვაქვს ალერგია და მეორეც, ეგებ გადასხმა გჭირდება ან რავიცი..

Kato81
პროგისგან მე სულ სიცხე მქონდა.. ნუ ნერვიულობ :*

Posted by: Kato81 5 Oct 2017, 18:00
nino84
იათო
ე.ი.პროგესტერონმა იცის, ალბათ ეგ იწვევს ჩემთანაც, მადლობა და წარმატებები ორივეს :* :* აი მაგ ალერგიას კარგად მიხედეთ იათო მართალია იქნებ რამეა საჭირო

Posted by: nino84 5 Oct 2017, 19:20
იათო
გჯერა რომ იმდენად დავიღალე ამდენწლიანი ექიმებთან სიარულით, რომ ზედმეტად არაფერზე აღარ მინდა მისვლა. თანდათან გადამდის და მაგიტომ აღარ ვპანიკობ.

Posted by: Kato81 5 Oct 2017, 19:44
nino84
კარგად მესმის შენი smile.gif ექიმის და საავადმყოფოს დანახვა არ მინდა

Posted by: nino84 5 Oct 2017, 19:47
Kato81
მარტო სამშობიაროსი, მარა სადაა smile.gif))

Posted by: Kato81 5 Oct 2017, 19:53
nino84
აბაა smile.gif კარგად გამაცინე smile.gif მარტო მაგაზე ვარ თანახმა და გულში მაგისიც მეშინია სიმართლე რომ გითხრა wink.gif)

Posted by: nino84 5 Oct 2017, 20:05
Kato81
მართლა?მე დღესვე წავიდოდი სამშობიაროში smile.gif) ფიზიოლოგიურზეც თანახმა ვარ გაუტკივარების გარეშე biggrin.gif

Posted by: nincka1987 5 Oct 2017, 20:16
გოგოებო ვინმეს აჯიბადემის კლინიკაში ხომ არ გადაგიგზავნიათ თქვენი მონაცემები? ღირს ცდა ნეტააავ

Posted by: georgia1988 5 Oct 2017, 21:31
nincka1987

ეჰ.. მონაცემების გადაგზავნა რას გვიშველის? ძვირია მანდ ინ ვიტრო

Posted by: ella85 5 Oct 2017, 21:41
jasmin11
მე არ მქონდა არასდროს არანაირი პრობლემა, ყველა ანალიზი და ეხო იდეალური იყო, სპერმა იყო დაბალი მაჩვენებლით ჩვენი პრობლემა, პირველი ინვიტრო ვცადე და იყო უშედეგო, მერე ეგ ინსემინაცია გავიკეთე და გარეორსულობა დამემართა, და. 6თვეში ინვიტრო გავიკეთე ფრეში, სამდღიანი ემბრიონებით, და თან ასპირაციის დღეს გარდამეცვალა მამა, მაგრამ სასწაულად არავის არ გვევგონა დავრჩი ფეღმძიმედ, ნატომ გადატანოს დღეს დაუძახა ქეთის და მესწრებოდა ქეთი და თეონა ანთია, ვგიჟდები ისე მიყვარს მართლა ყველანი. ახლა სანდრო სამ ნახევრის მყავს და მორჩენილი 3 ხუთდღიანი ბლასტო გადავიტანე მაგრამ ვერ გავიგე არ გამომივიდა ანარადა გადატანის მე 8-9 დღეს ტესტი ბდღვიალებდა,ხეგე 0.5 იყო. ახლა გეგმაში მაქვს ჯერ ინსემინაცია, და მერე ინვიტრო მოდიფიცირებულია თუ ბუნებრივი ვერ გავარკვიე ჯერ, იაფიანი ვარიანტი 4000 რომ ჩავეტიო... უუფ რა ვწერე smile.gif

Posted by: tweety86 5 Oct 2017, 21:46
nino84
ჩემი შვილის ნათლია მე7 ინვიტროზე დაორსულდა ახლა 10 კვირისაა

12 წლიანი უშვილობის შემდეგ 2 გადაუტანეს ერთი მიემაგრა

Posted by: compte.paris75 5 Oct 2017, 22:20
მეც თავიდან ინვიტრო რომ მითხრეს მაგრად ვინერვიულე არ მინდოდა. მერე ახლობელმა (დასავითაა) სუროგატზე დამელაპარაკა. ისე მეწყინა ნორმალურად პასუხი არ გავეცი. ეხლა ისე ვარ ანის მე ვეხვეწები სუროგატი ხომ არ გვეცადა თქო. მითხრა დაიცადე იქნება ჯერ შენი საშვილოსნო მოვაწესრიგოთო. მართლა თუ ეგაა ჩემი საშველი რაც შეიძლება მალე მინდა მოვძებნო. აღარ მინდა კიდევ ჩხიკინი რაა. ახლა მე ვიხვეწები

Posted by: .ნინო 5 Oct 2017, 22:34
Kato81
ჰორმონების ბრალია :-) სიცხის ნუ გეშინია. იმედია კარგი ამბის ნიშანია :-)

Posted by: nino84 5 Oct 2017, 22:42
tweety86
მიზეზს ეუბნებოდნენ რამეს? მეც მე7 ცდა მიწევს, აზრი თუ აქვს რამეს უკვე არ ვიცი. compte.paris75
აი მე კიდე სუროგატს ჯერ არ და ვერ განვიხილავ. ღმერთმა არცერთს არ დაგვაჭირვოს, ჩვენით გაგვეჩინოს ამას ვისურვებდი.

Posted by: joy30 5 Oct 2017, 23:15
compte.paris75
რა ნაცნობი სიტუაციაა . ჯერ ინვიტროზე გავხდი ცუდათ რომ მითხრეს.მერე კლინიკაში სუროგატებს ვუყურებდი როგორც უცხოპლანეტელებს.მერე ისე დავიღალე ნეტა სუროგატის ფული მომცა იმას ვფიქრობდი.ადამიანი ყველაფერს ეჩვევა ესაა , თანაც გინდა რომ დამთავრდეს ბოლო ბოლო ეს ყველაფერი. სწორიც არის ანი დაუჯერე , მაინც განსხვავებულია ცოტა მიდგომები და იქნებ აქაური მიდგომით სულ ცოტა ხანში გაიხარო . ყველას გულშემატკივრობ მაგრამ ვინც ბევრს წვალობთ იმათ განსაკუთრებით .თქვენც ქუჩაზე უნდა ამოვიდეს მზე შენს და nino84 . ყველა დაღმართს აღმართი მოყვება ხომ იცით ,ამდენი ხანია ამ გზაზე დაღმართში მოძრაობთ , აწი აღმართის დროა .წარმატებები ჩემო კარგებო . მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეთ . შინაგან მეს თურმე სასწაულების კეთება შუძლია თავის თავს ესაუბრეთ , საკუთარ თავს სთხოვეთ დახმარება , ტვინს სასწაულის ჩადენა შეუძლია. მე ასე ვაკეთებდი . არ გამირეკია biggrin.gif ნუ არც ბევრი დამაკლდა მაგრამ მაინც.smile.gif


Posted by: compte.paris75 5 Oct 2017, 23:43
joy30
wink.gif))))
გაიხარე. მეც ესე ვარ სხვათა შორის. ვისაც რთული სიტუაციაა აქვს უფრო ჩემს გულთან ახლოს მიდის თავის თავად.

Posted by: nino84 5 Oct 2017, 23:53
joy30
დიდი მადლობა :*
მეც მომენტებში მგონია რომ გავრეკავ, მაგრამ საიდანღაც კიდე ვპოულობ ძალებს.

Posted by: სამანტა 6 Oct 2017, 10:42
გამარჯობათ, გოგოებო გთხოვთ ვისაც გამოცდილი გაქვთ სტიმულაციის მედიკამენტები მოქმედებს თუ არა ხასიათზე, ნერვიულ ფონზე და ზოგადად განყობაზე? ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს...

Posted by: BA84 6 Oct 2017, 10:47
nincka1987
ნინ, მაგ სპერმის ანალიზს რა ქვია ზუსტად? ბუკიას ლაბორატორიაში გაიკეთა ხო?

Posted by: tweety86 6 Oct 2017, 10:53
nino84
არანაირი მიზეზი დააწყდა გოგოს ნერვები
ბოლო გაიკეთა ესპანეთში

Posted by: compte.paris75 6 Oct 2017, 12:38
ჩუქდება სასწრაფოდ გაუხსნელი გონალი 450 ერთეული (ყუთი აღარ აქვს), რომელსაც ვადა ქონდა სექტემბრამდე. თუ ვინმე ეხლა იკეთებს სტიმულაციებს იქნებ გამოადგეს. კითხეთ ექიმს ან ექთანს პრობლემა ხომ არ არის რამოდენიმე დღით გადაცდენა ვადაზე?
გადავცემ ვისაც უნდა ინოვასთან.

Posted by: nincka1987 6 Oct 2017, 14:27
BA84
კი ბუკიაში გავიკეთეთ და ქვია სპერმის დნმ ფრაგმენტაცია,ტირს ეგ 250 ლარი და მაგასთან ერთად გავაკეთეთ სპერმოგრამა 24 საათიანი დაკვირვებით ზუატად არ მახსოვს რა ქვია მაგაში 50 ლარი,სულ გავისროლეთ 300 ლარი რაა.ეხლა ჩემ ქმარს გამოუწერეს რეპროპოლი 2 თვე უნდა სვას და ცალკე ეგ გაგვყიდის ისეთი ძვირია.5 დღისაში გადავიხადე 28 ლარი.

Posted by: nino84 6 Oct 2017, 14:48
tweety86
ნერვები არ თქვა.
დავიჯერო საქართველოში ვერც მე მიშველიან, თურქეთში ჯდება ბევრად ძვირი და ესპანეთში ხომ წარმომიდგენია რა ფასები იქნება.

Posted by: FlowerBomb 6 Oct 2017, 15:05
გოგოებო, იქნებ დამაკვალიანოთ, რასაც ქვია დაგროვების პროგრამა, ანუ ფოლიკულების თუ კვერცხუჯრედების, სად კეთდება, ვის მირჩევდით და რა ჯდება დაახლოებით?
მადლობა ყველას წიანსწარ :*

Posted by: იათო 6 Oct 2017, 15:16
nino84
ასე ნუ ამბობ, არაფერი უსაშველო არ გჭირს.. გაიკეთებ ერა ტესტს და გეცოდინება გადატანისთვის საუკეთესო დრო.. ყველაფერი მოგვარდება.. ჯერ ერთი არ ხარ დიდი შენ და მესმის რომ ამდენი წამლები რთულია, მაგრამ სუროგატის შემოთავაზება, როცა შენში გამოკვეთილ პრობლემას ვერ ხედავენ, მგონი მარტივი გზის ძიებაა ექიმის მხრიდან და ეხლა ჩვენც გვკითხონ ამისი ან სურვილი თუ გვაქვს და ან ფინანსები...
მე ორჯერ არ გამომივიდა და უკვე სულ სხვანაირი შიშები დამეწყო და წარმომიდგენია შენ როგორი უიმედობა გაქვს... ასე მგონია ეს განწყობა ძალიან დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია...


Posted by: nino84 6 Oct 2017, 15:42
იათო
ბოლო ორივე გადატანისას ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი, იშვიათად თუ ვფიქრობდი , რომ არ გამომივიდოდა და მაგიტომ კიდევ უფრო მეტკინა გული. ეხლა ვეცდები არ ვიყო ზედმეტად იმედიანად და არც ცუდზე ვიფიქრო, რაც იქნება იქნება.

Posted by: იათო 6 Oct 2017, 15:53
nino84
ხო, მე საერთოდ პირველ გადატანაზე ასე მეგონა რომ შანსი არ იყო უარყოფითი პასუხის.. : ) იმდენად მჯეროდა, რომ 8-ე დღეს ტესტი რომ გავაკეთე და უარყოფითი იყო, კარგა ხანს თვალებს არ ვუჯერებდი...
ხო ასე მჯეროდა თითქოს, მაგრამ აი როგორ გითხრა, შინაგანი სიმშვიდე მაკლდა.. ის სიმშვიდე, რაც გარანტირებული პასუხისას გაქვს ადამიანს..

ამ გადატანაზე რომ არ გამოვიდა, ისე აღარ მინერვიულია, როგორც წინაზე, თუმცა შიში გამიჩნდა შემდეგი მცდელობების...

ისე, შაბათს ხომ მქონდა გადატანა, კვირას ვერ მოვისვენე საწოლში, სამებაში წავედით და რომ მივედით, სულ შემთხვევით, ზუსტად ამ დროს შემოაბრძანეს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.. ხოდა მაშინ გავიფიქრე, როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, მივიღებ როგორც უფლის ნებასთქო.. ეტყობა ამიტომ გამიმარტივდა ამ ჯერზე... არ ვიცი რატომ ხდება ეს, არ ვიცი რატომ ვწვალობთ ამდენს.. თუმცა ვიცი, რომ აუცილებლად დასრულდება ეს წვალება და ვიქნებით დედა...

Posted by: nino84 6 Oct 2017, 21:56
იათო

ღმერთმა გამძლეობა და რწმენა მოგვცეს ამ განსაცდელის გადასალახად.

Posted by: mariami.... 7 Oct 2017, 16:54
სალამი გოგოებო დღეს სტიმულაციია უნდა დამეწყო ,მაგრამ დამხვდა კისტა.ქეთიმ ასპირაცია გამიკითა .ორშაბათს თუ იყო გაწოვილი დავიწყებთ,თუ არადა არაა.... არადა როგორი შემართებით ვიყავიიი

Posted by: იათო 7 Oct 2017, 17:38
mariami....
კარგად დაგხვდება ორშაბათს, არ ინერვიულო. ასპირაცია მტკივნეულია?

Posted by: mariami.... 7 Oct 2017, 18:02
იათო
გაიხარე ჩემო კარგო,ქეთიმ პუნქციის ტკივილს შეადარა ,მსგავსიაო,შენ გადაწყვიტე ნარკოზით თ გაიკეთებ თუ არა პუნქციასო. (პირველი ინ ვიტრო მცდელობაა ჩემთვის და ემოციური და დაბნეული ვარ )

Posted by: BA84 7 Oct 2017, 18:25
nincka1987
გასაგებია, მადლობა. შოთასათან მივალთ ჯერ და მაგასაც ჩევთავაზებთ.

Kato81
როგორ ხარ?

Posted by: tweety86 7 Oct 2017, 18:56
nino84

დაახლოვებით იგივე დაუჯდა

Posted by: Kato81 7 Oct 2017, 23:03
BA84
არამიშავს ვარ პასიური ცხოვრების რიტმზე გადასული smile.gif დღეს პირველად გავისეირნე ფეხით ვიარე ცოტა, შუადღისას სიცხეს მაძლევს და გული მიჩქარდება, რაც გადის დღეები უფრო მემატება ფორიაქი, თავს არ ვაიმედებ რაც იქნება იქნება, ეხლავე ვიქმნი განწყობას რომ შეიძლება არ გამოვიდეს, შეიძლება კი თქო და ვარ ასე smile.gif) დიდი მადლობა მოკითხვისთვის :* მეც ყველას წარმატებებს და გამძლეობას გისურვებთ

Posted by: katerina28 8 Oct 2017, 17:33
Kato81
როდის იკეთებ ტესტს ჩემო გოგო? გულით შენთან ვარ და გელოდები smile.gif :*

Posted by: ketket123 9 Oct 2017, 11:01
როგორ ხართ გოგოებო? წარმატებებს გისურვებთ ყველას და დადებით ხეგეს. მე უკვე მე-6 თვეა გადატანა მედება ენდომეტრიუმის გამო , დანარჩენი ყველაფერი კარგად მაქვს არც კვერცხუჯრედების ნაკლებობა მაქვს არც ემბრიონების მაგრამ ენდომეტრიუმი არ იზრდება საკმარისად მე-10 დღეს არის ხოლმე 7.1-7.5 მდე მაგრამ როგორცკი გადატანა ახლოვდება კლებას იწყებს მომატების მაგივრად დღეს მე-15 დღეს რო მივედი გადასამოწმებლად 5.0 მდე არის ჩამოსული. არც დივიგელი მშველის არც ტევაგრასტიმი არც სქრეჩინგი არაფერი საერთოდ რა გავაკეთო აღარ ვიცი. სტიმულაცია მითხრა ისევ , რადგან სტიმულაციის ფონზე ადის 9-10 მდე. პროგესტერონი , ტსჰ , და კიდე 2 ანალიზის პასუხები კარგი არის.

Posted by: Nit89 9 Oct 2017, 14:32
გოგოებო აქ კი ეწერა,მაგრამ ვეღარ ვნახე და იქნებ კიდევ დაწეროთ რა, ნატურალურ ციკლში ინ ვიტრო მთლიანად რა ჯდება ინოვაში?

Posted by: compte.paris75 9 Oct 2017, 14:56
დღეს, სტიმულაციის მე-12-ე დღეს, მონიტორინგზე ანიმ, შედი ეხლა სტაციონარში და G-csf ს გავაკეთებთო. არ ველოდი და პირი დავაღე. საერთოდ, ფსიქოლოგიურად მიყვარს ხოლმე ჩემი თავის შემზადება და სულიერი დისკომფორტი შემექმნა. კიდევ კარგი თქვენგან ვიცოდი რომ დიდი არაფერია და თამამად და ყოჩაღად ჩავატარე ყველაფერი. 200 ლარი.
ფოლიკულის ზომები არ უთქვია და არც მე მიკითხავს, აღარ მაინტერესებს, მოვკვდი მაგათი თვლით. მთავარია რამე ემბრიონი მივიღოთ.

Posted by: იათო 9 Oct 2017, 15:14
Nit89
მე დამიჯდა გაყინვის ჩათვლით სადღაც 4 ათასი.. თუ გასაყინი არ დარჩა 700 ლარი აკლდება.
ketket123
მე არ მქონია ამის საჭიროება, მაგრამ აქ გოგოები წერდნენ ენდომეტრიუმის გასასქელებლად რაღაც ბუნებრივ საშუალებებს ვიყენებდითო.. ეგებ დაწერონ...

Posted by: rosonera 9 Oct 2017, 15:17
ketket123
ქეთის პაციენტი ხარ შენც? მოკლე ციკლი ხომ არ გაქვს და ადრევე იწყებს ჩამოფრცქვნას ენდომეტრიუმი?

compte.paris75
ყველაფერი კარგი რომ დაუგეგმავად ხდება ეგ თუ იცი შენ? წარმატებებიიი :*

Posted by: ketket123 9 Oct 2017, 16:07
იათო
ჭარხალსაც ვჭამდი , ანანასსაც და ვვარჯიშობ მაგრამ არაფერი მშველის.
rosonera
არა , მანანას პაციენტი ვარ 28-30 დღიანი მაქვს 7,5 მდე ადის ციკლის მოსვლიდან Mე-10 დღEმდე და მერე კლებას იწყებს 5 მდე . ასაკოთაც პატარა ხარო მსგავსი პრობლემისთვისო. ყველა წამალი მომიხსნა გადატანისთვის მოსამზადებლად რაც არი და თეთრი ფემოსტონი დამინიშნა

Posted by: m.i 9 Oct 2017, 16:28
compte.paris75
რაღაც კარგის მანიშნებელი მგონია მე ეს დაუგეგმავი პროცესი smile.gif ასევე უნდა გააგრძელო გენაცვალე smile.gif უნდა გაგავახაროოოოო
20-ის მერე მიწევს მეც ანისთან ვიზიტი.
თუ არ დაგეზარება დაწერე რა ეხლა რა დანიშნულებით გადიხარ, ორგანიზმის მოსამზადებლად რა დაგინიშნა?

Posted by: იათო 9 Oct 2017, 16:40
გოგოებო, კრაინონი ვისაც გქონდათ დანიშნული გადტანის შემდეგ. როგორ ინიშნება და რამდენი ხანი გყოფნით>

Posted by: Batakeke 9 Oct 2017, 16:52
ერთი ჭიქა რძე,ერთი ჩაის კოვზი კაკაო,ერთი კვერცხის გული,ერთი კოვზი შაქარი.-ეს არის ენდომეტრიუმისტვის. ციკლის მეორე დღიდან. ზოგი წერს მორცენიდან ათი დღეო.

Posted by: nino84 9 Oct 2017, 17:19
იათო
მე ვხმარობდი კრაინონის ვაგინალურ სანთლებს, დღეში ორჯერ დილას და ძილის წინ. გელივითაა და თავისი აპლიკატორი აქვს.ცოტა ძვირია ენფომეტრიბთან შედარებით 9 ლარამდრ ღირს ერთი სანთელი.

Posted by: იათო 9 Oct 2017, 17:22
nino84
და მაინც ალერგია მოგცა? sad.gif პირადში მოგწერეე

Posted by: m.i 9 Oct 2017, 17:43
იათო
ორივე გადატანაზე კრაინონი მქონდა დანიშნული. ნუ მე თურქეთში ვყიდულობდი და სიძვირე არ მიგვრძვნია.. დღეში ერთხელ ძილის წინ ვიყენებდი

Posted by: იათო 9 Oct 2017, 17:46
m.i
სხვა არ გქონდა ან პროგის ნემსები ან ლუთეინა ან რამე? მარტო დღეში ერთხელ კრაინონი?

Posted by: m.i 9 Oct 2017, 17:55
იათო
არა არ მქონია არანაირი ნემსი, მხოლოდ აბებს ვსვამდი
* * *
კი ვაპროტესტებდი ასე ცოდა დანიშნულებ რატომ მაქვს თქო,, არ გჭირდებაო... რავიცი მჭირდებოდა თუ არა შედეგი ორივეზე უარყოფითი მქონდა sad.gif
ეხლა ვემზადები მე-3 ცდისთვის smile.gif

Posted by: იათო 9 Oct 2017, 18:29
m.i
სამაგიეროდ მე მქონდა დანიშნული ნემსიც და ნაირ-ნაირი პროგი და ისეთი ალერგია მომცა, რომ კვირაზე მეტია უკვე არაფერს ვიკეთებ და მაინც ანტიჰისტამინურის სმა მიწევს ყოველ საღამოს...

Posted by: m.i 9 Oct 2017, 18:43
იათო
არ გადაგივიდა ალერგია?

Posted by: იათო 9 Oct 2017, 19:00
m.i
არა. თუ წამალი 1 დღე არ დავლიე, მეორე დილით მეწყება ნანემსრების ქავილი და ჯერ ნანემსარის ირგვლივ ჩნდება ეს გამონაყარი და მერე ფეხებზე გადამდის და ხელებზე ქავილიც და გამონაყარიც sad.gif

Posted by: anuki198889 9 Oct 2017, 19:04
იათო
დაგეწყო მეთიპრედი აბა გეცადა. თამარს მაგით აულაგდა და ეგება შენც მოგეხმაროს. ან გადასხმა იკეთე სამი დღე რომ სისხლი გაიწმინდოს

Posted by: torckiko 9 Oct 2017, 19:08
სალამიიი, მირენა ვინმეს ჰქონია ჩადგმული? ენდომეტრიზოისთვსი დამინიშნეს და თუ იცით რა გვერდითი რეაქციები აქვს?

Posted by: იათო 9 Oct 2017, 19:34
anuki198889
ქეთიმ არაფერი დალიოო.და რავიცი sad.gif ეს თვე დაისვენეო..

Posted by: anuki198889 9 Oct 2017, 19:46
იათო
გადასხმა არაფერს არ გიზამს. დღეში ერთხელ რომ გადაისხა. აბა რამდენი ხანი უნდა სვა ანტიჰისტამინური.

Posted by: იათო 9 Oct 2017, 20:06
anuki198889
ხო. მივწერ ქეთის. ისე ამ თვეში გადამედო გადატანა ამ ალერგიის გამო...

Posted by: mariami... 9 Oct 2017, 20:25
ჩემი კისტა არ დამხვდა გაწოვილი, ფოლიკულიც მხოლოდ ერთი იყო მეოთხე დღეს,ასე რომ გადაიდო ჩემი სტიმულაცია...
* * *
დამინიშნა ფემოსტონი და იცით რა მაინტერესებს ფომოსტონის ფონზე შეიძლება ბუნებრივი ორსულობა განვითარდეს?

Posted by: Kato81 9 Oct 2017, 20:49
katerina28
ტესტის გაკეთებას არ ვაპირებ, პარასკევს ხეგეზე მივალ პირდაპირ, რაც იქნება იქნება რა, პირველი გადატანაა და არც მაქვს წინასწარ რამის მოლოდინი, სულ ცოტა იმედი მაინც კი ბჟუტავს გულში smile.gif)

Posted by: compte.paris75 9 Oct 2017, 21:13
rosonera
m.i
ვნახოთ ვნახოთ. რას იტყვის ანი ბოლოს. ჯერ ეტროზილით დავიწყეთ და მერე გონალი და მერე მენოპური. სქრეჩინგი და G-CSF ც გავიკეთე.

ისე, რა არის მოკლედ ეს ცხოვრება - დღეს ორი ემოცია ვნახე:
ერთი - გოგო გამოდიოდა ანისგან დიდი მადლობებით, თქვენი დამსახურებააო და მოკლედ ძალიან გახარებული smile.gif
მეორე კიდევ - რეგისტრატურასთან ერთი გოგო ტიროდა ანალიზით ხელში უარყოფითი ხეგეთი. ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. აი ეს ხალხი ვართ ჩვენ მეთქი გავიფიქრე. რაც გვიწერია ის იქნება - ვისთვის სიხარული, ვისთვის კიდევ იმედგაცრუება. და ცხოვრება მაინც წინ მიდის.

Posted by: Kato81 9 Oct 2017, 21:31
compte.paris75
მართალია, რაც მოსახდენია ის მოხდება, წინასწარ ნერვიულობას არანაირი აზრი არ აქვს, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, გამიხარდა შენი ამბავი, ღმერთმა ბოლომდე სიხარულით მიგიყვანოს და მალე გეხარებინოს ჩვენთვის კარგი ამბავი :*

Posted by: compte.paris75 9 Oct 2017, 21:41
Kato81
მადლობა. მე კიდევ შენ ხგ-ს ველოდები პარასკევს smile.gif იმედია პირველივე სიხარული იქნება.

Posted by: Kato81 9 Oct 2017, 21:54
compte.paris75
ღმერთმა ქნას ახალ წლამდე ყველას სიხარულით დაგვეტოვებინოს ეს თემა love.gif love.gif

Posted by: BA84 9 Oct 2017, 23:42
compte.paris75
მიხარია შენი წინ გადადგმული ნაბიჯები. წარმატებებიიი


Posted by: compte.paris75 10 Oct 2017, 09:03
BA84
მადლობა
შენ რას შვები? რა ეტაპზე ხარ? ის ბლასტო ისევ შენახული გაქვს?

Posted by: BA84 10 Oct 2017, 10:24
compte.paris75
კი ის ერთი ცალი შენახული მყავს.
პარასკევს გავიკეთე დიაგნოსტიკური ჰისტერო, მაგრამ არაფერი არ აღმოჩნდა ხელ ჩასაჭიდი, ღრუ გააფართოვეს და ძგიდე გაასწორეს მხოლოდ, მაგრამ ქეთიმ კარგია მაინც რომ გაიკეთეო. ეხლა რომ მომივა მივალ და შევუდგები სტიმულაციას, არ დაგჭირდება დიდი ხანი რეაბილიტაციაო და მივალ ეგრევე. ისედაც დიდი ხანი გავაკეთე პაუზა.

Posted by: იათო 10 Oct 2017, 10:41
BA84
სტიმულაციას რატომ იწყებ? რომელიც გყავს იმის გადატანას არ აპირებ? თუ ორს გირჩევს ქეთი?


Posted by: BA84 10 Oct 2017, 10:44
იათო
მარტო იმის გადატანას აზრი არ აქვს, თავიდანვე არ მოსწონდა ქეთის, უბრალოდ თუ მივიდა 5 დღემდე მაინც შევინახოთო მაგ პრინციპით.

ერთი სული მაქვს დავიწყო.

Posted by: იათო 10 Oct 2017, 10:49
BA84
მე ალბათ 2-ვეს გადავატანინებ შემდეგ ცდაზე..
იმედია გამოვა და მესამე პუნქცია არ მომიწევს....

Posted by: BA84 10 Oct 2017, 10:52
იათო
გამოვა აუცილებლად :* ბლასტოები გყავს ? თუ 3 დღიანები?

Posted by: იათო 10 Oct 2017, 10:55
BA84
კი, 1 ცალი რომ არ მოსწონდა ის მყავს პირველი სტიმულაციიდან და მეორე ეხლა ამ მეორე სტიმულაციით, რომელიც მოსწონდა ქეთის...
გადავისვამ ორივეს.. ქეთი ჯერ-ჯერობით მეთანხმება, იმედია უშუალოდ გადატანის წინ არ გადაიფიქრებს...

Posted by: BA84 10 Oct 2017, 10:58
იათო
ძალიან კარგი, ჩემი აზრითაც ორივე უნდა გადაისკუპო.
ისე მინდა ეხლა იმდენი მივიღო შესანახიც დამრჩეს რომ ერთი ცდა კიდევ მქონდეს, მშვიდად ვიქნები უფრო. ყოველ ჯერზე ახლიდან დაწყება მანადგურებს.

Posted by: იათო 10 Oct 2017, 11:12
BA84
ნამდვილად ძნელია სტიმულაციაც, პუნქციაც.. ეხლა მარტო სქრეჩინგი მომიწევს და წამლები... ქეთი მგონი პროგის ნემსსაც მიხსნის ალერგიის გამო.. ასერომ ეს მესამე ცდა ფიზიკურად ყველაზე ადვილი, მაგრამ მგონი ფსიქოლოგიურად ყველაზე რთული იქნება..
წარმატებები ჩემო კარგო <3

Posted by: taknatuna 10 Oct 2017, 11:26
გოგოები თამთაა მივწერე და ციკლის მეორე დღეს მოდიო და სტიმულაცია გავაკეთოთოო.
ხოდა სტიმულაცია რითი ხდება? და მერე ოვიტრელს დამარჭობს ალბათ გასახეთქად ჰისტეროს მერე პირველი ცდა იქნება.

Posted by: anuki198889 10 Oct 2017, 11:32
taknatuna
ჩემმა მეგობარმა ლაპარასკოპია გაიკეთა მომდევნო თვიდან შეუდგა სტიმულაციას ფემარათი. რამდენი დღე სვა ეგ არ ვიცი. მომწიფდა ორი დომინანტი ფოლიკული. 12 დღეს დაირჭო ნემსი გასახეთხი და ორ კვირაში უკვე ორსულად იყო ♡♡♡ ორივე დომინანტი განაყოფიერდა და ეხლახანს ეყოლა ტყუპი გოგო ბიჭი. აი ასეთ ბედნიერებას გისურვებ შენც. არ გეწვალოს და არ ჩაგეგდოს უფლის წყალობით არცერთი თვე.

Posted by: BA84 10 Oct 2017, 11:34
taknatuna
შენც არ გითხრეს ხომ ჰისტეროს მერე მოცდა? 2010 ში რომ გავიკეთე 4 თვე კონტრაცეპტივს ვსვამდი რომ არ შეიძლება დაორსულებაო და ეხლა შეიცვლა მიდგომები ალბათ. მეც ქეთიმ მითხრა მოდი ეგრევეო.

წავიკითხე შენი ამბები, იმედია წარმატებული ჰისტერო აღმოჩნდება შენთან და მალე მოგილოცავთ, წარმატებები

Posted by: luxus35 10 Oct 2017, 11:37
anuki198889
წარმატებები შენს მეგობარს, მაგრამ მკურნალობის არასწორი გზაა ლაპარასკოპიის შემდეგ პირდაპირ სტიმულაციებზე გადასვლა, ტყუილად რატომ უნდა იჭყიპო წამლებით როცა შეიძლება ბუნებრივად მოხდეს ყველაფერი

მინიმუმ 3 თვე ლაპარასკოპიის შემდეგ უნდა დააცადო ორგანიზმს
BA84
მიდგომა არა მგონი, გააჩნია რა გაკეთდა

Posted by: anuki198889 10 Oct 2017, 11:41
luxus35
არვიცი ნამდვილად არ ვარ გარკვეული რა არის კარგი და რა არა ლაპარასკოპიის შემდეგ. მე არ გამიკეთებია მაგრამ ფაქტია არასწორმა მიდგომამ გაამართლა. ძალიან ბევრი ვიცი ლაოარასკოპიის შემდეგ თვეები რომ ელოდება ორსულობას.

Posted by: taknatuna 10 Oct 2017, 11:54
BA84
მე მითხრა 2 კვირა მოიცადე და 2 კვირის მერე შეგიძლია ურთიერთობაოო. კაკრას ციკლიც მეწყევა მაგ დროს და სტიმყლაცია მინდა ვცადოთ ძაააბ.anuki198889
აუუ რაკაი ამბავი მითხარი. ძააან იმედიანად ვარ ეატომღაც და ძაან დადებითან განწყობილი. <3მინდა მალე ვპოსტოთ ყველამ ერთად მომავლებში

Posted by: luxus35 10 Oct 2017, 11:57
anuki198889
ლაპაროს შემდეგ თუ მიზეზი ნაპოვნია, ლოგიკურია რომ უნდა აცადო ორგანიზმს ახალ მდგომარეობაში რა შედეგს დადებს, მე დარწმუნებული ვარ შენი მეგობარი სტიმულაციის გარეშეც დაფეხმძიმდებოდა, მეც ამის ცოცხალი მაგალითი ვარ, მეც შემომთავაზეს სტიმულაცია, უარი ვთქვი და იმ თვეშივე(ლაპარასკოპიის შემდეგ თვეში) გავარტყი. ეგ იგივეა გოგო რომ თხოვდება და შვილი უნდა მაშინვე სტიმულაციებს რომ მიმართოს
ნუ ეგ იმიტომ ვთქვი ტყუილად რომ არ ვიჭყიპოთ წამლებით

Posted by: BA84 10 Oct 2017, 12:03
taknatuna
მე სამი კვირა მითხრეს smile.gif ციკლი თავის დროზე დაგვეწყება ნეტა? აღარ მახსოვს 7 წლის წინ როგორ მქონდა smile.gif ეხლა ხომ გაქვს ცოტა გამონადენი ?

Posted by: taknatuna 10 Oct 2017, 12:06
BA84
მითხრა 2 კვირა შეიძლება გქონდეს და არ შწგწსინდესოო. მარა არ მქონოა ვაფშე გუშინ მქონდა ძაან ოდბავ და ეგ იყო და ეგ. დღეს 1 წვეთი მხოლოდდ ჯერჯერპბით.
ჩემს გვერდით იწვა გოგო სუროგატი ვარო. და მომეშალაო. ოჯახმა წამლები დამაკლოო.
შენი დიაგნოსტიკური იყო ხო ალბათ? გქონდა რამე? გადატანას როდის გეგმავ

Posted by: BA84 10 Oct 2017, 12:11
taknatuna
კი დიაგნოსტიკური გავიკეთე, რადგან 2010 ში მქონდა პოლიპი და იმის მერე კიდევ 3 ინ-ვიტრო უშედეგო, მეგონა იქნება არ ჩანს ეხოზე პოლიპები თქო, მაგრამ არაფერი იყო, მხოლოდ პლასტიკა გაუკეთა საშვილოსნოს და გააფართოვა ღრუ. გადატანას არ ვგეგმავ, სტიმულაციები უნდა დავიწყო ჯერ და ემბრიონები მივიღო.
მეც მასე მაქვს წვეთებად გამონადენი.

Posted by: taknatuna 10 Oct 2017, 12:13
BA84
ვადიმთან გაიკეთე შენ? მე ინვიტროში ზურასთან 211 დამიფინანსა საყოველთაომ და 650 გადავიხადე ქეშად

პროფერტილუ მაქვს 1 თვის დოზა შენახული და ციკლი რომ დამეწყება დავლევ მაგასაც. იქნებ კვერცხუჯრედი კიდევ უფრო კარგი ხარისხის გახადოსს

Posted by: BA84 10 Oct 2017, 12:21
taknatuna
კი ვადიმთან, 1600 ლარი დამიჯდა, (1250 ოპერაცია და 350 გელი ) კერძო დაზღვევა მაქვს და ისიც ვერ გამოვიყენე რადგან დიაგნოსტიკური იყო sad.gif

პროფერტილი კარგია ხო, ოპერაციის შემდგომ წამლებს რომ მორჩები დაიწყე, არ დაელოდო ციკლს არ ჯობია? მაშინვე მაინც არ აქვს ეფექტი.

Posted by: taknatuna 10 Oct 2017, 12:25
BA84
ხო მეც ეგრე ვფიქრობ უფრო. პრესიდიც მაქვს და ეეგეც ხომ არ დავახმარო :დ ოვულაციის დროს. როგორც ვიცი უფრო სწრაფად მოძრაობს მისი დახმარებით სპერმატოზოიდები

Posted by: akunabakuna 10 Oct 2017, 12:56
BA84
ღრუს გაფართოვება რას ნიშნავს?
და ორრქიანი თუ უნაგირა გაქვს საშვილოსნო? ტიხარი სად გქონდა?

Posted by: BA84 10 Oct 2017, 13:30
akunabakuna
უმნიშვნელო ფორმით მქონდა ორ რქიანი, და ის ტიხარი ავწიეო ვადიმმა, და გვერდებშიც გავაფართოვეო, სურათზე დამიხატა. რა გითხრა აბა, მეტი მეც ვერ ვერკვევი. მაგრამ მაგის გამო რომ არ ვარ 10 წელი ასე, ეგ კი ვიცი.

რას შვრები შენ რა ეტაპზე ხარ?

Posted by: nino84 10 Oct 2017, 14:47
BA84
იცი რა მაინტერესებს, შეიძლება რომ ეს ტიხარი, თუ ძგიდე მერე გაჩბდეს? მე შარშან ზაფხულში გავიკეთე ლაპარასკოპია, შემდეგ მქონდა სტიმულაცია იანვარში და ორი უშედეგო გადატანა. მაშინ ლაპაროზე არაფერი აღმიჩნდა, ეხლა მეშინია ამ დროის განმავლობაში იქნებ რამე ფაჩნდა რასაც ეხოზე ვერ ხედავენთქო.

Posted by: BA84 10 Oct 2017, 14:52
nino84
არა მგონია მერე გაჩნდეს. ისე მე ამ 10 წლის განმავლობაში თითქმის ყველა ცნობილ ეხოსკოპისტთან ნამყოფი ვარ არავის უთქვამს, იმდენად უმნიშვნელო იყო ალბათ. ხეცურიანმა მითხრა პირველად და მართალიც აღმოჩნდა. აქამდე არავის უთქვამსო? გაუკვირდა. ასე რომ შენთანაც რამე რომ იყოს დაინახავდნენ.

Posted by: Female User 10 Oct 2017, 15:07
nino84
BA84

გოგოებო მაგ ორრქიანზე ან უნაგირაზე ნუ დაიძაბებით. ორჯერ უპრობლემოდ დავორსულდი მაგითი ისე რომ არც ვიცოდი. ეგ თუ მჭირდა. რავი

Posted by: BA84 10 Oct 2017, 15:24
BA84
არ ვიძაბები საერთოდ, ნეტა მარტო ეგ მჭირდეს და მეტი არაფერი. მაგის გამო არც გავიკეთებდი ჰისტეროს, უბრალოდ რადგან გავიკეთე ბარემ გაასწორა smile.gif

მაგრამ ისიც არის, რომ მიზეზებს დავდევთ. ზოგისთვის უპრობლემოდ არის ის რაც ჩვენთვის დიდი პრობლემა ხდება.

Posted by: nino84 10 Oct 2017, 15:32
BA84
მართალი ხარ, ამდენი უშედეგო ცდის მერე ყველაფერი მინდა გამოვრიცხო.

Posted by: rosonera 10 Oct 2017, 16:20
BA84
ხეცურიანთან გაიკეთა ჩემმა დაქალმა აპრილში ეხო, და მაგან უთხრა ტიხარი გაქვსო, (1 ფეხმძიმობა მოშლილი ქონდა და მას მერე 1 წელი ვერ ორსულდებოდა) ავიდა ქეთისთან იმანაც დაუდასტურა, გაიკეთა ვადიმთან ჰისტერო აპრილში, გადაამოწმა ივლისში და ხეცურიანმა ისევ გაქვს ტიხარიო, გადაირია, მივიდა ვადიმთან და არ ვიცი რა მოხდაო, მოკლედ მეორედ უნდა გაეკეთებინა ჰისტერო და აგვისტოში კი დარჩა ფეხმძიმედ. სხვათაშორის ოვულაციის დროს ენდომეტრიუმიც 6 მმ ქონდა რომ გადაამოწმა. და მშვენივრად მიემაგრა ბაო.

Posted by: LIKACSI 10 Oct 2017, 16:43
მოგესალმებით გოგოებო!
ჩემი ანამნეზით თავს არ შეგაწყენთ, მოკლედ ვიტყვი რომ 10-ე წელია ვიბრძვით პატარასთვის და უშედეგოდ..
ქეთი ოსიძესთან ვაპირებ მისვლას, მაინტერესებს ყველაფერი, ვინც გამოცდილია, ყოფილა მასთან, როგორ იწყებს, რა პროცედურებია აუცილებელი, რისთვის უნდა ვიყო მზად )) ყველაფერი მაინტერესებს, დიდად დამავალებთ თუ დამეხმარებით )) მადლობა წინასწარ :*

Posted by: torckiko 10 Oct 2017, 16:55
თუ იცით რეგულონის ინტენსიურად დალევის დროს ციკლი სულ წყდება?

Posted by: rosonera 10 Oct 2017, 17:36
LIKACSI
ასე მშრალად ვერ გამოძვრები smile.gif იცით პრობლემა რის გამო არ დგება ორსულობა? ვისთან მკურნალობდი?
ქეთი პირველ რიგში თვითონ გაგაკეთებინებს ეხოს, ან ხეცურიანთან გაგიშვებს იქვე, რამდენიმე ჰორმონის ანალიზსს ჩამოგიწერს გასაკეთებლად და მერე დააკვირდება როგორ მუშაობს შენი ენდომეტრიუმი, ფოლეკულები და იმისდამიხედვით დაგეგმავს რამეს, ნუ ღმერთმა დაგიფაროს და მილების პრობლემა თუა ან ქმრის ცუდი სპერმა ეგრევე ინვიტროს შემოგთავაზებს , ან უკეთეს შემთხვევაში ინსემინაციას, სტიმულაციას და ა.შ.

torckiko
მე როგორც ვიცი უწყვეტად არ უნდა დალიო ფირფიტაზე ხომ 21 აბია, იმას რომ ჩაათავებ უნდა შეწყვიტო , ციკლი მოგივა ჩვეულებრივად და მერე ციკლის 3 თუ 4 დღიდან იწყებ ისევ დალევას და ასე.

Posted by: torckiko 10 Oct 2017, 17:42
rosonera
ანუ ციკლი იქნება მაინც ხომ?

Posted by: LIKACSI 10 Oct 2017, 19:51
QUOTE (rosonera @ 10 Oct 2017, 17:36 )
LIKACSI
ასე მშრალად ვერ გამოძვრები smile.gif  იცით პრობლემა რის გამო არ დგება ორსულობა? ვისთან მკურნალობდი?
ქეთი პირველ რიგში თვითონ გაგაკეთებინებს ეხოს, ან ხეცურიანთან გაგიშვებს იქვე, რამდენიმე ჰორმონის ანალიზსს ჩამოგიწერს გასაკეთებლად და მერე დააკვირდება როგორ მუშაობს შენი ენდომეტრიუმი, ფოლეკულები და იმისდამიხედვით დაგეგმავს რამეს, ნუ ღმერთმა დაგიფაროს და მილების პრობლემა თუა ან ქმრის ცუდი სპერმა  ეგრევე ინვიტროს შემოგთავაზებს , ან უკეთეს შემთხვევაში ინსემინაციას, სტიმულაციას და ა.შ.


rosonera
პირველ რიგში მადლობა პასუხისთვის smile.gif
ვმკურნალობდი საბახტარაშვილთან, მქონდა ჰორმონალური დარღვევა, რაც მკურნალობისას ალაგდა, წონა მოწესრიგდა და ა.შ. თუმცა ორსულობა არ დადგა და გვენეტეძესთან გაკეთდა ინსემინაცია, რაც ასევე უშედეგოდ დასრულდა. საბოლოო დიაგნოზი არ დასმულა, რაც გასაკვირია, რადგან თუკი ყველაფერი წესრიგშია, შედეგს რატომ ვერ ვიღებთ. უცნობი გენეზი? საბოლოო პასუხი არ ჰქონდათ ჩემს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კარგი გუნდი ჰყავდათ და ბევრიც გააბედნიერეს. შემდეგ რაღაც პერიოდი შევეშვი საერთოდ არაფერს მივამართავდი, წელს კი, ერთერთი პროფილაქტიკური ექოსკოპიის დროს აღმოჩნდა, რომ მაქვს მიომური კვანძი საშვილოსნოზე და საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ივნისში გავიკეთე ოპერაცია ვადიმ ხატიაშვილთან, რომლის გადმოცემით 6 თვე უნდა დაველოდო თუკი ორსულობას ვგეგმავ, ეს 6 თვე დაგის დეკემბერში და ვაპირებ ოსიძესთან მისვლას, ამიტომ მაინტერესებს უმრავლესობის აზრი.[/B]

Posted by: mariami... 10 Oct 2017, 20:25
LIKACSI
მეც ყოფილი პაციენტი ვარ გვენეტაძის, რადგან გამოკვლევებით ვერ დადგა მიზეზი,გამიკეთა დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია,სადაც ასევე არ დადგინდა მიზეზი,გავიკეთე ორი უშედეგო ინსემინაცია.ეხლა ვემზადები ინ ვიტროსთვის ქეთისთან.13 წლის მანზილზე მოავიარე უამრავი ექიმი,ეხლა ქეთის იქით გზას ვერ ვხედავ....წარმატებები მინდა გისურვო შენც და ყველა დედობის მსურველ ქალბატონს!

Posted by: ella85 10 Oct 2017, 20:43
anuki198889
ფემარა მე ინსემინაციისთვის მქონდა, შენმა მეგობარმა ინ ვიტრო გაიკეთა თუ ინსემინაცია?

Posted by: compte.paris75 10 Oct 2017, 20:48
LIKACSI
რაც უკვე გაქვთ გაკეთებული ის გამოკვლევები წაუღეთ ქეთის და რაც საჭიროა დამატებით ყველაფერს გაგაკეთებინებთ. საინტერესოა რა იქნება მისი აზრი. დეკემბრამდე იქნებ ვიტამინები მაინც დაგინიშნოთ პროფერტილი და ეგეთი რაღაცეები. 3 თვის მერე აქვს ეფექტი და საქმეს წინ წაიგდებთ.

Posted by: ella85 10 Oct 2017, 20:59
მე მაქვს მსუბუქად უნაგირა მარჯვნივ დახრილი საშვილოსნო, არ უშლი ეგ ხელს დაფეღმძიმებაში ხელს, ზოგს წინდა ზოგს უკან აქვს გადახრილი, არც ერთ ექიმს არ უთქვამს რამე პრობლემაა ეგო, არ ინერვიულოთ ეგ... მე მომივიდა, როფორც იქნა, მანამდე ეხოც გადავამოწმე, არ აღმომაჩნდა ფოლიკულური კისტა, რას მირჩევთ ამ ციკლის მერე ციკლზე შევუდგე ინსემინაციაზე ზრუნვას, თუ ორი ციკლი მოვიცადო, მასწი ვარ და ზამთრის არდადეგების გამოყენება მინდა ჩემს სასარგებლოდ
* * *
თან ორგანიზმიც მინდა დავასვენო ,თან მეჩქარება ინსემინაცია რა ვქნა sad.gif მაბოდებს უკვე ისე მინდა პატარა sad.gif

Posted by: anuki198889 10 Oct 2017, 21:23
ella85
ბუნებრივად გავხდიო კი მითხრა და არც ინსემინაცია არც ინვიტრო. ტყუპები კი ყავს რავი smile.gif

Posted by: ella85 10 Oct 2017, 21:36
anuki198889
რადგან ფემარა ასვა და ფოლიკულის გასახეთქიც გაიკეთა, ინსემინაცია მგონია ,თუმცა არც ბუნებრივს გამოვრიცხავ

Posted by: BA84 11 Oct 2017, 10:44
Kato81
compte.paris75
როგორ ხართ გოგოებო?

Posted by: Nit89 11 Oct 2017, 10:48
ქეთი რა წამალს ნიშნავ კვერცხუჯრედის გასაუმჯობესებლად? და საიდან იწერთ იაფად პროფერტილს? მინდა გამოვწერო

Posted by: BA84 11 Oct 2017, 10:54
Nit89
მე გამოვწერე https://www.apodiscounter.de/advanced_search_result.php?keywords=Profertil ამ საიტიდან , თუმცა გოგოები სხვა საიტიდან იწერენ ვიცი და უფრო იაფია, გეტყვიან

გასაუმჯობესებლად ქეთის დანიშნულებით ვსვავ - მიკრონ 5 დეას უკვე წელიწადზე მეტია, დიდი ეფექტურობა ვერ დავინახე. ბევრი ფული კი გადავყარე. იძახიან კარგი წამალიაო და, რა გითხრა აბა.

თუ დაგინიშნავს შენც, ამაზონიდან გამოწერე

Posted by: taknatuna 11 Oct 2017, 11:09
Gesundshop24.de აქედან გამოვწერე მე პროფერტილი. ყველაზე იაფი აქედანაა.

Posted by: rosonera 11 Oct 2017, 11:17
LIKACSI
მეც საბახტარაშვილიდან დავიწყე მიზეზის ძიება, მეც "უმიზეზოდ" ვერ ვფეხმძიმდები აგერ უკვე 5 წელია, ლაპარაკოპია გავიკეთე ვადიმთან, მანამდე ერთი უშედეგო ინსემინაცია რეპროარტში და 10 -დე სტიმულაცია ქეთისთან და თამთასთან. ასე რომ უშედეგოდად ვარ ისევ, მეც ინვიტროს ვაპირებ ბუნებრივ ციკლში. ვნახოთ რა იქნება, წარმატებებს გისურვებ შენ, მიდი ქეთისთან და დაგაყენებს სწორ გზაზე smile.gif

torckiko
კი ციკლი მოვა ჩვეულებრივად.

Posted by: Nit89 11 Oct 2017, 11:28
BA84
taknatuna
მადლობა გოგოებო :*

Posted by: rosonera 11 Oct 2017, 11:41
გოგოებო მანანიკო რომ პოსტავდა აქ, ქართული შრიფტით ქონდა ნიკი, ხომ არაფერი იცით, რამე სიახლე ხომ არაა მისკენ? დაგვეკარგა რაღაც, დღეს გამახსენდა რატომღაც. smile.gif

Posted by: Tiko1988 11 Oct 2017, 12:00
გამარჯობათ გოგოებო
იცით რა მაინტერესეებს პროფერტილს ვყიდულობ თითო კვირის ერთ ფირფიტას და 48 ლარს ვაძლევ და ძვირიაა?

Posted by: Nit89 11 Oct 2017, 13:11
გოგოებო ძალიან გთხოვთ DHEA ს სურათი დამიდეთ თუ ვინმეს გაქვთ რომელს სვავთ

Posted by: taknatuna 11 Oct 2017, 13:11
Tiko1988
1 თვის რომ გამოწერო 4 ფირფიტაა 100 ლარამდე დაგიჯდება
* * *

Tiko1988
3 თვის დოზაში 11 ფირფიტააა და გამოწერე 240 ლარი დსგიჯდება
* * *
rosonera
მივწერე მანანიკოს მეწერა ნომერი

Posted by: compte.paris75 11 Oct 2017, 14:06
დღეს მე14-ე დღეა. ვზივარ და ველოდები ანის მონიტორინგზე. გრიპიანი ვარ. მაგარი დაღლილი ღამის უძილობით. მთელი ღამე მახველა. ანტიბიოტიკები არ მინდა და რა ჯანდაბა დავლიო არ ვიცი. კი მასვა დედაჩემმა ნოშპა სუპრასტინი მუკალტინი სტრეპტოციდი. უკვე მეორედ შემხვდა sad.gif რა უბედურებაა. აღარ მინდა რაააააა.

Posted by: rosonera 11 Oct 2017, 15:05
Kato81
პარასკევამდე დღეებს ვითვლი 2kiss.gif
compte.paris75
სულ ცოტა დაგრჩა, მალე მოეღება ამდენ წვალებას ბოლო smile.gif

Posted by: taknatuna 11 Oct 2017, 15:14
rosonera
მანანიკომ არაფერსოო. აღარ დავდივარ ჯერჯერობოთ ექიმთანო sad.gif
მეც ძაან ველი პარასკევსსსს

Posted by: Tiko1988 11 Oct 2017, 15:57
taknatuna
დიდი მადლობა
მარა რაღა აზრი აქ ორი კვირა დამრჩა და მოვრჩები ეეჰ რაა

Posted by: akunabakuna 11 Oct 2017, 18:00
BA84
ამ თვეში სტიმულაციის დაწყებას ვაპირებ, ჯერ მინდა დავაგროვო ემბრიონები და მერე გადასკუპებაზე ვიფიქრებ smile.gif
ორრქიან საშვილოსნოზე ცოტა მეშინია sad.gif მე ტიხარი მქონდა მთლიანად ღრუში და 3 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია.
მიკრონ5 და პროფერტილს უკვე 6თვეა ვსვამ, პლიუს სხვა ვიტამინებსაც მაგრამ საშველი მაინც არ მაქვს....

Posted by: compte.paris75 11 Oct 2017, 19:20
პუნქცია პარასკევს დილით. 1900 ჯდება მოდიფიცირებული. ეგ ჩამიწერა ანიმ. თან ვიძინებ.

Posted by: nincka1987 11 Oct 2017, 19:41
compte.paris75
წარმატებები ჩემო კარგო,მალე ძალიან გაიხარებ მჯერაააა

Posted by: Batakeke 11 Oct 2017, 21:07
compte.paris75
წარმატებას გისურვებ. გგულშემატკივრობ .

Posted by: nino84 11 Oct 2017, 21:12
compte.paris75
წარმატებებს გისურვებ, გგულშემატკივრობ :*

Posted by: იათო 11 Oct 2017, 21:23
Kato81
როგორ ხარ? ♥♥ გელოდებით ზეგ smile.gif

Posted by: Kato81 11 Oct 2017, 23:31
საღამო მშვიდობის გოგობო, ყველას მადლობა მოკითხვისთვის, დავდივარ სამსახურში და ნაკლებს ვფიქრობ რა იქნება ზეგ, ცოტა სუსტად ვარ, შეიძლება განცდების გამო, შინაგანად მაინც აფორიაქებული ვარ...გუშინ საღამოს ანიმ დამირეკა, მომიკითხა, დამამშვიდა და ასეა თურმე ყველა პაციენტთან, მოკლედ გამოვა თუ არა ამ გოგომ შემიცვალა წარმოდგენა ექიმებზე smile.gif ძალიან მინდა რომ კარგი ამბავი გახაროთ, მოწყენილია თემა ამ ბოლოს და მინდა კიდევ ბევრის სტიმული ვიყო, მოკლედ ერთი ვიცი რომ არ დავნებდები, არ გამოვა? კიდევ ვცდი, მე რა მაქვს საწუწუნო გმირი გოგოები წერთ აქ :* :* :* ყველას წარმატებებს გისურვებთ ჩემო თბილებო bis.gif kiss.gif kiss.gif kiss.gif

Posted by: joy30 11 Oct 2017, 23:43
compte.paris75
პუნქციაზე მეც გაცივებული მივედი ვერ ვსუნთქავდი ცხვირი მქონდა ჩაკეტილი, თანაც ნარკოზით ვიკეთებდი. მეშინოდა არ გავგუდულიყავი, ლამის მთელი ინვიტროს კლინიკა გავაფრთხილე რომ ვერ ვსუნთქავ და ნარკოზში ერთი წამით არ დამტოვონ უყურადღებოდbiggrin.gif .ქეთიმ მეხვეწა უნარკოზოთ გაიკეთეო , მაგრამ ვერ შემაცდინა smile.gif .მოკლედ რისი თქმა მინდოდა ქეთის ნებართვის გარეშე არ დამილევია არც ერთი წამალი სტიმულაციის დროს , პრაქტიკულად წამლები მქონდა აკრძალული.რათქმაუნდა მდგომარეობას გააჩნია . მაინც ანის კითხე ხოლმე რომელი წამალი შეიძლება და რომელი არა. ბევრი სითხე მიიღე გაცივებაც გავა და ფოლეკულებისთვისაც კარგია. წარმატებები
******
Kato81
წარმატებები დადებითი ხეგეს გისურვებ.ყოჩაღ ანის სიტყვები არ მყოფნის აღფრთოვანებული ვარ ,ზუსტად ეს იყო მიზეზი ქეთიზე გაბრაზებული რომ ვიყავი მესამე წარუმატებელი ინვიტროს შემდეგ და აქ ცოფებს ვყრიდი.დარეკვა კი არა რომ დამინახა მესამე უარყოფითის მერე თავი გაიქნია და მორჩა ეს იყო და ეს. მესმის რომ უამრავი პაციენტი ყავს , მაგრამ ცოტა მხარდაჭერა მორალური ექიმისგან პაციენტს სჭირდება. შედეგი ქეთიმ დადო ჩემ შემთხვევაში ,მაგრამ მორალურად ,სულიერად და აი ყველანაირად მხარში თეო მედგა და მისი უზომოდ მადლიერი ვარ .ძალიან მიყვარს ეს გოგო.

Posted by: Tiko1988 12 Oct 2017, 00:02
ჰეჰ რამ გადამრია არ ვიცი მარა მშობიარობის მოგონებებს მივადექი ვკითხულობ აქ და ვსკდები ტირილითsmile.gif))smile.gif
რატომღაც მსიამოვნებს ვერ ვარ მთლად დალაგებული მგონი

Posted by: taknatuna 12 Oct 2017, 09:20
გოგოებოო ანისთან როგორ არის? ყოველ მისვლაზე 70ს იხდით?

Posted by: nino84 12 Oct 2017, 09:42
Tiko1988
მეც ვკითხულობ ხოლმე smile.gif))

Posted by: nincka1987 12 Oct 2017, 09:43
taknatuna
პირველად იხდი 70 ლარს,შემდეგ 40 ლარს.ხან საერთოდ არ გახდევინებს.

Posted by: compte.paris75 12 Oct 2017, 09:54
taknatuna
- პირველად 70.
- მეორად კონსულტაციებში ვიხადე 40 როცა ეხოს აკეთებდა და თუ არ აკეთებდა - არ მახდევინებდა (მაგრამ ხშირად ვაკეთებდით ეხოს)
- რაც სტიმულაცია დავიწყეთ, მონიტორინგზე კი არც ერთხელ არ გადამიხდია.

Posted by: taknatuna 12 Oct 2017, 09:57
ეხლა ჰისტერო ხო გავიკეთე და ვფიქრობდი მივ8დე თამთასთან ქეთიც შემხედავს რას მეტყვიან თქო... და თუ რამეა ანისთან მივიდე იანვრიდან მეთქიი. თუუ პირდაპირ ანისთან მივიდეე? აქამდე ქეთისთან დავდიოდი მაგრამ მინდა ყურადღებიანი ექიმი რომელიც მართლა დამიგეგმავს თითოეულ ნაბიჯსსს

Posted by: BA84 12 Oct 2017, 10:42
compte.paris75
წარმატებები, და ბევრი ემბრიონებიი :*
Kato81
ველოდებით ხვალინდელ დღეს smile.gif
უნდა გაახალისოთ ცოტა თემა, თორემ შემომიტია დეპრესიამ smile.gif
taknatuna
როგორ ხარ შენ? გამონადენი საერთოდ აღარ გაქვს? მე ისევ წვეთებად მაქვს. ერთი სული მაქვს მეც მივიდე და დავიწყო. ქეთისგან წასვლას მე არ ვფიქრობ,იმიტომ რომ ვენდობი. მაგრამ ანიზე არფრთოვანებული ვარ მართლა ისეთებს ყვებიან. და ეგ თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.

Posted by: rosonera 12 Oct 2017, 10:43
compte.paris75
წარმატებებიიიი
Kato81
აბა შენ იციი smile.gif

Posted by: taknatuna 12 Oct 2017, 11:06
BA84
კი კი მაქვს გამონადენი 1 -1 წვეთი რა.
ქეთის ვენდობი ნაგრამ ანიმ უფრო აღმაფრთოვანა შორიდან. თუმცა თამთა და ქეთი ერთად ძააბ მიყვარსს. ჯერ მივალ თამთასთან რამდენინე თვე შევხედავ კიდევ.
მეც ერთი სულუ მაქვს მივიდე რაა. ესე უმოქმედოდ ვერ ვზივარრ.

Posted by: nefertiti987 12 Oct 2017, 11:22
გოგოებო,როგორ ხართ? ქეთისთან პირველი ვიზიტი რა ღირს და ვაგინალური ეხო თუ შედის მაგ ფასში?

Posted by: taknatuna 12 Oct 2017, 11:43
nefertiti987
70. ზოგადად შედის მარა ზოგს უკეთებს ზოგს ხეცურიანთან უშვებს და 60 ეგ ღირს კიდე.



აუუ მუცელი მაქვს შებერილი სასტიკად ოპერაციის მერე და რით ვუშველო?


Posted by: Tiko1988 12 Oct 2017, 12:37
nino84
ვემზადებით მშობიარობისთვის და ალბათ მაგიტო ვკითხულობთ მარა იქამდე 9 თვე უნდა გადავაგოროთ
* * *
დღეს ვამთავრებ რიგევიდონს და ისე მიხარია მომივა და მივცუნცულდები სტიმულაციას დავიწყებ უკვე იმედია ეს კისტა გაწოვილი დამხვდება ეგ მაქ ეხლა სანერვიულო

Posted by: tweety86 12 Oct 2017, 12:50
Tiko1988
ეგ კისტა როგორც ვიცი არაა პრობლემა. მეც მქონდა წინა ციკლიდან დარჩენილი და მეორეში იყო დომინანტი წამოსული

Posted by: Tiko1988 12 Oct 2017, 15:02
tweety86
მე მითხრა თუ კიდე იყო გავხეთქოთო და არ ვიცი ზუსტად რა ქვია მაგ პროცედურას პუნქციას იძახდა მგონი და ეგ არ მომეწონა

Posted by: piko1989 12 Oct 2017, 15:07
გამარჯობათ გოგოებო წარ ატებები ყველას ანდენიხანი ველოდე ამ დღეს ციკლის მოსვლას ველი დღე დრეზე და ახლა გავცივდი მაინცდამაინც დამაწყდა ნერვები გაგუდულივარ და იმედია ამ გაციების გამო არ გადამედება ყველაფერი არადა ათას რამეს ვსვავ რო მოვშუშდე

Posted by: compte.paris75 12 Oct 2017, 17:39
ხალხო, ინვიტროში ნარკოზით პუნქციის მერე მაჭმევენ რამეს? თუ წავიღო რამე? ვერ ვიტან შიმშილის

Posted by: LK1 12 Oct 2017, 18:06
compte.paris75
არ გაჭმევენ არაფერს, ნუ 2 წლის წინ ასე იყო და არამგონია რამე შეცვლილიყო.

Posted by: BA84 12 Oct 2017, 18:08
compte.paris75
არაფერსაც არ გაჭმევენ (ნუ 2016 ში არ აჭმევდნენ smile.gif) , წაიღე თუ იცი რომ მოგშივდება. მე არ მქონდა შიმშილის გრძნობა, და თან 2 საათში გამომიშვეს.

Posted by: zikata7 12 Oct 2017, 18:58
მოგესალმებით გოგოებო... თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ რა ციკლი მაქვს 26 დღიანი.. ველოდებოდი 6ში.. ახლაც არ მომსვლია რისი ბრალი იქნება.. ორსულობა გამორიცხულია.. ენდომეტრიუმი სქელი მქონდა და მაგისი ვითომ? რამე საშიში ხომ არ იქნება.. გადატანისთვის ველოდები ციკლს.. ამციკლში ვაპირებ გადატანას დაა რისი ბრალი შეიძლება იყოოს? მუცელი ერთი კვირაა მტკივა sad.gif

Posted by: tweety86 12 Oct 2017, 20:36
piko1989
პრეგნილის გაკეთება იგულისხმა ალბათ და მაგ დროს შეიძლება დაორსულდე კიდეც

Posted by: takotatuli1989 12 Oct 2017, 20:37
compte.paris75
მგონი პირველზეა ბუფეტი მაგ შენობაში.. ესე მახსოვს. ინოვაშიც არაფერს გაჭმევენ. ავდექი 12_ზე რო დამეწყო შიმშილისგან თავია ტკივილი და კარგად ჩავძეხი ბუფეტში. ყავა რო არ დამელია გავფშიკავდი ფეხებს.

Posted by: compte.paris75 12 Oct 2017, 21:53
takotatuli1989
კი, კი არის რაღაც კაფესავით
ხოდა მეც მომზადებული წავალ smile.gif
არადა რა მოხდა რომ ერთი ჩაი დაგვალევინონ ერთი პეჩენიით და ისე გამოგვიშვან? ასე ნაშიმშილარი ხალხი რომ არ გამოგვყარონ გარეთ. უუჰ!

Posted by: sesilia28 12 Oct 2017, 23:51
გოგოებო ეგ კაფე აღარაა მგონი, ბოლოს როგორც მახსოვს დაკეტილი იყო, გაგუას კლინიკის იყო მგონი

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 10:05
ეხოზე შემიყვანა ანიმ ჯერ და ნახა რომ უკვე დაძრულები არიან ჩემი ყვითელი სხეულები sad.gif
აღარ კეთდება პუნქცია
* * *
ინსემინაცია შემომთავაზა და დავთანხმდი. გაოცებას იყო ანიც და მეც.
* * *
600 ლარი გადავიხადე ინსემინაციაში. ინოვაში რა ღირს ნეტა ?

Posted by: pearlgirl 13 Oct 2017, 10:21
compte.paris75
სულ ვადევნებ თვალს ამ თემას და ძაან გგულშატკოვრობ, ვაფასებ ასეთ მონდომებას, აუცილებლად გექნება შედეგი smile.gif

Posted by: Nit89 13 Oct 2017, 10:35
Kato81
აბა როგორ ხარ? დღეს იკეთებ ხომ ხგეს? ველოდებით დადებით პასუხს ჩემო კარგო :* მოაკლდა თემას დადებითი ემოციები :* წარმატებები შენ :*

Posted by: იათო 13 Oct 2017, 10:37
Nit89
მეც დილიდან შემოვვარდი <3 გელოდებით კატო <3

Posted by: rosonera 13 Oct 2017, 10:44
compte.paris75
კარგია რომ დათანხმდი, დაუჯერე ანის, ტყუილად არ შემოგთავაზებდა.
იათო
ზუსტად მაგისთვის შემოვედი მეც smile.gif ისე ველოდებიიიი

Posted by: mashusha 13 Oct 2017, 10:46
compte.paris75


ანუ, გვაინია ასეთი კვერცხუჯრედის ხელოვნური განაყოფოერება?
ახლა სენი ორგანიზმი უფრო მზადაა და იქნება, ინსემინაციით გამოვიდეს. ახლობელს ტყუპოები ჰჰყავს ინსემინაციით.

Posted by: BA84 13 Oct 2017, 10:59
compte.paris75
წარმატებები, იქნებ ასეც ჯობდა რა იცი , კარგზე ვიფიქროთ.

Kato81
კატოს სიხარულის დღეა დღეეს smile.gif

Posted by: Nit89 13 Oct 2017, 11:04
ღმერთმა ქნას დადებითი იყოს :* ჩვენც გადმოგვედება კარგი ემოციები :*

Posted by: oo la la 13 Oct 2017, 11:05
compte.paris75
მერამდენე დღეა ციკლიდან?
ყოველდღე არ გიკეთებდა ეხოს?

Posted by: nefertiti987 13 Oct 2017, 11:12
კატო,წარმატებებს და დიდ სიხარულს გისურვებ. გოგოებო,სინევოს ლაბორატორია რამდენად სანდოა? ახმეტელზე მინდა გავიკეთო პროლაქტინის ანალიზი

Posted by: nino84 13 Oct 2017, 11:15
კატო, ველოდებით შენს დადებითს,დიდი ხანის ეს ფორუმი არ აჟრიამებულა, წარმატებები :*

Posted by: anuki198889 13 Oct 2017, 11:39
აუუ სად წავიდა ეს დადებითი ხეგეს გოგო? რამდენი უდა გვანერვიულოოს ♡♡♡

Posted by: taknatuna 13 Oct 2017, 11:42
კატო გამოჩნდი ძაან ვღელავ .

Posted by: იათო 13 Oct 2017, 11:50
რა დასწრება გვაქვს თემაში : )))) და მთავარი გმირი აგვიანებს

Posted by: rosonera 13 Oct 2017, 12:00
მთავარ გმირი ალბათ სიხარულის ემოციებშია ჯერ და ჩვენთვის არ ცალია smile.gif

Posted by: ella85 13 Oct 2017, 12:21
როგორ ველოდებით ყველანი, საკუთარ თავზე გადმომაქვს ეგ ლოდინი,
* * *
გული მიგრძნობს დადებითია, გვჭირდება დადებითი ხეგე და სტიმული....

Posted by: sesilia28 13 Oct 2017, 12:27
კატოოო გელოდებით კარგი ამბით, გაგვახარე რააა :*:*

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 12:27
oo la la
16-ე დღეა. დღეგამოშვებით მიკეთებდა ეხოს. ორი დღის წინ რომ ნახა ბოლო ეხო ესტრადიოლი ჩამოვარდნილი იყო 300-ზე. კი გაუკვირდა პროგსტერონი კარგია, ფოლიკულებიც ადგილზეა და რატომ უნდა დაეკლო ესტრადიოლსო. იმდღესვე გაიკეთე ოვოტრელიო, მაგრამ სახლში რომ მივედი უკვე ვგრძნობდი ოვულაციურ ტკივილებს. როგორც ჩანს ორგალუტრანმა ვერ შეაჩერა პროცესი
* * *
Kato81
ის მაინც გვითხარი რომელ საათზე ჩააბარე ანალიზი smile.gif შენთან ერთად დაველოდებით ყველა.

Posted by: m.i 13 Oct 2017, 12:32
compte.paris75
იქნებ ასეც სჯობდეს smile.gif რა იცი რა ხდება biggrin.gif რისთვისაც არ იყავი მზად შეიძლება სწორედ ის გახდეს შენი დიდი ბედნიერების მიზეზი 2kiss.gif წარმატებებიიი
Kato81
გელოდებით ყველანი smile.gif წყალივით გვჭირდება შენი დადებითი ხეგეს პასუხი 2kiss.gif აუცილებლად უნდა გაგვახარო კარგი ამბით love.gif

Posted by: nincka1987 13 Oct 2017, 14:19
compte.paris75
უი რას ამბოობ? რატო მოხდა ეგრე ანიმ ხო არაფერი გითხრა რას შეიძლებოდა გამოეწვია? ინოვაში 900 ლარი ჯდება ინსემინაცია.გოგოები ამბობდნენ დღეს

Posted by: piko1989 13 Oct 2017, 14:53
ისე გულმოდგინედ ველოდები დადებით ხეგეს თქვენიდან ალბათ ყველას წამალივით გვჭირდება ეს ემოცია..

Posted by: LK1 13 Oct 2017, 14:59
compte.paris75
ანისგან არ ველოდი ესეთ შეცდომას. მე16 დღე ისედაც გვიანი პუნქციაა და თუ გვიანი ოვულაცია არ გაქვს ხოლმე აქამდე რატო მოიყვანა? თუმცა ინსემინაცია რომ გაიჯეთე კარგია, იქნებ არც დაგჭირდეს ინვიტრო. ღმერთმა გაგახაროს 2 კვირაში.

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 15:46
LK1
14-ე დღეს ესტრადიოლი ნახა და 600 იყო, მაგიტომ გადაწყვიტა კიდევ დაეცადა.
რავიცი რაა. ჩემი ორგანიზმია მასე არეული.

Posted by: anuki198889 13 Oct 2017, 15:56
LK1
მეც გვიანი ოვულაცია მქონდა. 19 20 დღეს მქონდა ყოველთვის ივულაცია. მაგრამ იმხელა ჰორმონები მაგაზე არ არის დამოკიდებული. ფუნქციაც 12 დღეს მქონდა

Posted by: ella85 13 Oct 2017, 16:08
ფოლიკული 18-19 მმ-ზე სკდება ჰო?

Posted by: tweety86 13 Oct 2017, 16:23
Kato81 არ გამოჩენილა ხომ? ველოდები კარგ ამბებს

Posted by: BA84 13 Oct 2017, 16:43
რატომ არ ჩანს ნეტავ , იმედი მაქვს რომ სიხარულისგან დავავიწყდით



Posted by: nino84 13 Oct 2017, 18:03
რატო არ ჩანს კატო, მთელი დღეა შემოვდივარ პასუხის მოლოდინში

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 18:12
ხალხო ფრაქსიპარინი სად ვიყიდო ყველაზე იაფად? ფარმადეპოში 7,06 ლარი მითხრეს ერთი მზა შპრიცი.

Posted by: anuki198889 13 Oct 2017, 18:27
compte.paris75
მაგაზე იაფად არა მგონია სადმე ნახო. მე ფარმადეპოში ვყიდულობ მაგ ფასად. სხვაგან ყველგან უფრო ძვირია.

Posted by: nincka1987 13 Oct 2017, 18:30
compte.paris75
ფრაქსიპარინსაც და სხვა წამლებსაც ვყიდულობ ვაგზალზეა საბითუმო აფთიაქი, იმედი+ ქვია თუ არ ვცდები.თევდორე მღვდლის ქუციდანაა სესასვლელი,საბითუმო კამფეტები და რაღაცეები რო იყიდება.5 ლარს ვაძლევდი ფრაქსიპარინში მე

Posted by: Tamara1988 13 Oct 2017, 18:38
nincka1987
"იმედიფარმა" ქვია...მეც მანდ ვყიდულობ ოღონდ ფლაკონით. ინსულინის შპრიცით ამომაქვს დოზა და ვიკეთებ უკვე რამდენი თვეა. ბევრად იაფი მიჯდება.

Posted by: nincka1987 13 Oct 2017, 18:54
Tamara1988
უი ხოო მართალი ხარ.მე მზას ვყიდულობ,ადრე ქეთისაც და ანისაც რო ვკიტხე გამზადებული ჯობია რო იყიდოვო,ფლაკონები მალე ყნდა გაიხარჯისო.

Posted by: anuki198889 13 Oct 2017, 19:07
გოგოებო კატოს საკონტაქტო არავის არ გაქვთ? ფეისი ან ტელეს ნომერი. რამდენი დღე არ შემოსულა.

Posted by: Tamara1988 13 Oct 2017, 19:20
nincka1987
1ფლაკონი 10დღე მყოფნის თან მაცივარში ვინახავ რავიცი ჯერ პრობლემა არ მქონია. ისევე კარგად მოქმედებს როგორც მზა სხვანაირად რომ იყოს ჩემ ჰემატომასაც ვერ მოერეოდა.

Posted by: LK1 13 Oct 2017, 19:29
compte.paris75
სხვა დროსაც დაგმართნია ასე? 600 ესტრადიოლი ნიშნავს 3 მომწოფებულ ფოლეკულს, როგორც ვიცი ეგრე ხვდებიან. მოდიფიცირებულის დროს 3 მშვენიერი შედეგია. მოკლედ სულ აღარ დაგჭირდება ინვიტრო აწი, ამ ინსემინაციამ აუცილებლად უნდა გაამართლოს!
* * *
anuki198889
ხო ძიროთადად 12 დღესაა პუნქცია ისე წარმართავენ ხოლმე, მაგრამ მინახავს გოგოები 19 დღეს ქონიათ პუნქცია, იქამდე არ გაიზარდა არაფრით ფოლეკულები. ასე რომ ორგანიზმზეა მაინც დამოკიდებული.

Posted by: stellla 13 Oct 2017, 19:50
QUOTE
compte.paris75

ძალიან გგულშემატკივრობ.
წინა ინვიტროებზე რომელ Dღეს გქონდა ხოლმე პუნქციები თუ გახსოვს ?


Posted by: katerina28 13 Oct 2017, 20:04
კატოს წესით, 13ში ანუ დღეს უნდა გაეკეთებინა ხეგე... ნეტა სად არის sad.gif

Posted by: Kato81 13 Oct 2017, 20:38
გოგოებო საღამო მშვიდობის, პირველ რიგში ბოდიშს გიხდით რომ გალოდინეთ, პაროლი არ მახსოვს და ტელეფონით ვერ ვწერ, სამწუხაროდ არ მაქვს კარგი ამბავი sad.gif უარყოფითია ჩემი ხეგე, თითქოს ველოდი კიდეც, ვხუმრობდი ვინ მომცა მაგისი ბედი პირველივე ცდაზე გამომივიდეს თქო smile.gif)

Posted by: იათო 13 Oct 2017, 20:40
Kato81
sad.gif რამდენი იყო ხეგე? არ ინერვიულო თუ შეძლებ.. :*

Posted by: Batakeke 13 Oct 2017, 20:50
Kato81
ცუდია , მაგრამ ეცადე არ ინერვიულო.

Posted by: nino84 13 Oct 2017, 20:51
Kato81
რა გითხრა, ვიცი რასაც გრძნობ sad.gif რამდენი იყო ხეგე, არც უცდია მიმაგრება? ელაპარაკე ანის?

Posted by: katerina28 13 Oct 2017, 20:54
Kato81
შენ ისეთი თბილი გოგო ხარ, სულ შემართებისკენ მომიწოდებ, ასერომ გამაგრდი ჩემო გოგო, ყველაფერი გამოგივა :* :* :*

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 20:54
Kato81
ეეეჰ, კარგი იყო პირველივეზე გამოსულიყო sad.gif რამენაირად უნდა გამოხვიდე მდგომარეობიდან და ბრძოლა განაგრძო.


Posted by: ella85 13 Oct 2017, 20:57
რა უცნაურად მიეწყო ეს უარყოფითი ხეგეები sad.gif

Posted by: Kato81 13 Oct 2017, 21:01
0.5 წერია, კი მიმაგრება არც უცდია, ანი თითქოს გაოცდა ელოდა რომ დადებითი მექნებოდა და მეც მასე განმაწყო, მაგრამ გულის სიღრმეში არ მქონდა იმედი, ფუნქციის მერე სულ ცუდად და სუსტად ვიყავი, წარმოდგენაც არ მინდა რომ ვფიქრობ ახლიდან მაქვს გასაკეთებელი, არ ვწუწუნებ მაგრამ მართლა ძალიან გამირთულდა, რატო არ ვიცი... ანის სულ 5 წუთი შევხვდი ორივე ვჩქარობდით, რაღაც კულტივაცია ახსენა არ მინდოდა მე-5 დღემდე მიყვანაო და მე არ ვიყავი კარგად, ისევ ნატურალურ ციკლში ვცადოთო 3 დღიანებს ვცდიო, მოკლედ ციკლის მეორე დღეს გელოდებიო. დიდი მადლობა ყველას ჩემო კარგებო ყურადღებისთვის და სითბოსთვის, ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 21:03
QUOTE (stellla @ 13 Oct 2017, 19:50 )
QUOTE
compte.paris75

ძალიან გგულშემატკივრობ.
წინა ინვიტროებზე რომელ Dღეს გქონდა ხოლმე პუნქციები თუ გახსოვს ?

საერთოდ, ბუნებრივად მე-14-ე დღეს მაქვს ხოლმე, მაგრამ სტიმულაციების დროს ცოტა შორს იწეოდა ხოლმე:

I პუნქცია - არ მახსოვს
II პუნქცია - 15ე დღეს
III პუნქცია - 23ე დღეს
IV პუნქცია - 17ე დღეს
V პუნქცია - 17ე დღეს
VI პუნქცია - 16ე დღეს

Posted by: Kato81 13 Oct 2017, 21:04
ella85
აბაა მეც მაგას ვფიქრობდი როგორ აეწყო სულ უარყოფითები, არადა ამბობდნენ შემოდგომა კარგი დროაო ამისთვის, ისე მე არ მიყვარს ოქტომბერი, თან 13 რიცხვი smile.gif რატო გვიწევს ამდენი წვალება ნეტა? sad.gif

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 21:08
anuki198889
nincka1987
Tamara1988
მადლობა გოგოებო. 5 ლარი ჯობია 7 ლარს. ორი დღით ხომ არ მინდა, ორი კვირა უნდა ვიკეთო სანამ არ მომივა.

Posted by: ella85 13 Oct 2017, 21:17
Kato81
ჩვენი იმედები , შემართება ყველაფერი აღდგენითია, 2 დღეში ისეთ ენერგიას იგრძნობ და ძალას გაგიკვირდება კიდეც, პირველი ინვიტრო უშედეგო მქონდა 26 წლის ვიყავი და თან არანაირი პრობლემა არ მაქვს პირადად მე, ქმრის სუსტი სპერმა იყო მიზეზი, იმდენად დარწმუნებული ვიყავი პირველივეზე დავრჩებოდი , 0.5 ხეგე რომ შემრჩა ხელში სასოწარკვეთილებისგან რა მექნა არ ვიცოდი, თან მაშინ ფინანსურადაც არ ვიყავი ძლიერად, და მეგონა ქვეყანა დაიქცა, მეორე ინვიტროზე 28 წლის ვიყავი რომ დავრჩი ფეღმძიმედ, 3 დღიანი ფრეში ემბრიონები იყო, აი წელს ამ ზაფხულში ისევ პირველი წარუმატებელი ინვიტრო ისე მძაფრად გამახსენა უარყოფითმა ხეგემ, ლამის ჭკუიდან გადავდექი, თან ტესტები დადებითს მიჩვენებდა... ერთი მყავს და იოლად დავფეღმძიმდებითქო ვფიქრობდი ნამშობიარები ვართქო, თან 5 დღიანი ემბრიონი რატომღაც 3 დღიანზე ძლიერი მგონია . იმედგაცრუების გამო ერთი დღე მყარად მქონდა გადაწყვეტილი მოვეშვები და გავზრდი ამ ერთ გადარეულსს რომელიც მყავსთქო smile.gif მაგრამ მეორე დღეს უკვე გადავწყვიტე , მენოპაუზა სანამ არ დამეწყება 32 ის ვარ ახლა smile.gif , მანამდე წელიწადში ორჯერ ვცდი ხელოვნურებს სანამ შედეგს არ მივაღწევთქო (!) იცოდეთ , თუ გული გიგრძნობთ რომ დედა გახდებით ეს 100000% ით იქნება ასე, ასე ვიყავი პირველზეც და ასე ვარ ახლაც, ამიტომ დამიჯერეთ ეს წარუმატებელი ცდებია უბრალოდ და აუცილებლად იქნება ისეთიც რომელიც გაგვახარებს ყველას smile.gif

Posted by: sesilia28 13 Oct 2017, 21:45
Kato81
ჩემო გოგო ყველაფერი კარგად იქნება, არ დანებდე :*

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 21:52
ცოტა არ იყოს საგონებელში ვარ.
დღეს დანიშნულება რომ ჩამომიწერა, დამიწერა: პროჟესტერონის სანთლები, დივიგელი, მედროლი (გამიორმაგა - თავიდან 5 დღე 2 ჯერ 4გრ და მერე ისევ ერთხელ 4 გრ) და ფრაქსიპარინი.
შევახსენე მორიდებით რომ, ხომ იცით მეთქი რომ ჩემი პრობლემა უკვე გამოკვეთილია ამ საშვილოსნოს დაბალ იმუნიტეტზე და სასტიკად ამიკრძალეს ყველანაირი ანტიბიოტიკი და ანთების საწინააღმდეგო მეთქი. მიპასუხა მე არც ერთს გინიშნავ არც მეორესო. მე ვუთხარი აბა მედროლი მეთქი? და არა ეს სულ სხვა რაღაცააო sad.gif

მოვედი და კიდევ მოვძებნე და აჰა ვკითხულობ, წერია - მოლეკულაა Méthylprednisolone და არის ანთების საწინააღმდეგო კორტიკოიდების ოჯახიდან, იყენება იმუნიტეტის შესამცირებლად, ორგანოების გადანერგვის დროს რომ ოპერაციის შემდეგ გადანერგილი უცხო ორგანო არ განაგდოს ორგანიზმმა.
მე კიდევ იმუნიტეტის შემცირება მინდა? sad.gif ლამის არ დავლიო ჩემით. რისთვის დამინიშნა ვერ გავიგე.

ისიც ვერ გავიგე რატომ დამინიშნა დივიგელი? ეგეც აკრძალული მედიკამენტების სიაში მაქვს.

თქვენ რა აზრის ხართ?

Posted by: Kato81 13 Oct 2017, 22:05
ella85
დიდი მადლობა გამხნევებისთვის, როგორ გიწვალია მაგრამ შედეგი გყავს უკვე და ღმერთმა გაგიზარდოს :* მომწონს შემართება არ უნდა დავნებდეთ მართალია, რამდენიმე დღე და მოვალ ალბათ ახლიდან დაწყების ხასიათზე, სხვა რა გზაა...

Posted by: anuki198889 13 Oct 2017, 22:10
კატოო როგორ გელოდებოდი. აი მეგონა რომ ზეიმობდი დადებითს მაგრამ ხომ იცი აუცილებლად იზეიმებ ჩემო კარგო. აბა შენ იცი ფარხმალს ვიცი არ დაყრი.



გოგოებო გქონიათ ასეთი შემთხვევა რომ ფრაქსიპარინს როცა გავიკეთებ წამალი ნანემსარიდან უკან ამოდიოდეს? ნახევარი წამალი ამოიცალა უკან. აქამდე ამოდიოდა რამოდენიმე წვეთი მაგრამ ეს დღეები ნახევარი ამოდის და რაღა აზრი აქვს ტყულა კეთებას.

Posted by: Kato81 13 Oct 2017, 22:28
anuki198889
იათო
დიდი მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის, ფრაქსიპარინს მზას ვიკეთებდი მე და საერთოდ არ მქონია დისკომფორტი ბოლომდე შედიოდა წამალი, რატო ამოდის ნეტა ორსულობის ბრალი ხომ არაა რამდენი თვის ხარ ეხლა?

Posted by: anuki198889 13 Oct 2017, 22:32
Kato81
მეც მზას ვიკეთებ 5 თვეა უკვე. ერთი დღეც არ ჩამიგდია. თან ეხლა 0.6 იანს ვიკეთებ და ამაზე დამეწყო ასე ამოსვლა. დღეს ძალიან ამოასხა. თან ნანემსარიდან სისხლის წვეთებს კარგ ხანს ვერ ვაჩერებ. გამითხელდა ძაან სისხლი თქო ვფიქრობ. არადა დდიმერი ვერ ჩამოვიყვანე ნორმაზე. უნდა მივიდე ჰემატოლოგთან სასწრაფოდ თორე გავგიჟდები უკვე ამდენი გაურკვევლობით. 5 თვის ვარ უკვე.

Posted by: Kato81 13 Oct 2017, 22:53
anuki198889
ვაა პრობლემები არ ილევა რა არც ორსულობამდე და არც მერე, ნუ გეშინია შეიძლება ცუდად მოგივიდა დღეს გაკეთება, მაგრამ ჯობია მიხვიდე ექმითან სიფრთხილე ყოველთვის კარგია, არ ინერვიულო კარგად გექნება ყველაფერი :*

Posted by: sesilia28 13 Oct 2017, 23:03
compte.paris75
მედროლი მეც დამინიშნა ანიმ, იგივე პრედნიზოლონია, მეთიპრედს რომ სვამენ გოგოები იგივეა. შენ მაღალი იმუნიტეტი გაქვს თუ დაბალი?

Posted by: compte.paris75 13 Oct 2017, 23:21
sesilia28
საშვილოსნოს ბიოფსიით (450€ გადავიხადე მაგ კვლევაში) დამიდგინდა იმუნიტეტის უკმარისობა.

და რისთვის დაგინიშნათ თქვენ? კონკრეტულად რისთვისაა?
სტიმულაციების დროსაც დამინიშნა და რომ ვკითხე რისთვის მინიშნავ მეთქი, ასე მიპასუხა ანტი Tpo რომ მომატებული გაქვს მაგიტომო, კვერცხუჯრედის ხარისხზე მოქმედებსო ანტი Tpo. და ეხლა ხომ აღარ არის კვერცხუჯრედის ამბავი და რაღატომ მიგრძელებს მედროლს?

Posted by: nino84 13 Oct 2017, 23:22
anuki198889
ჭიპთან ძალიან ახლოს ხომ არ გაიკეთე? მე ორი თითის დადებაზე ვიკეთებდი ჭიპიდან.
* * *
compte.paris75
მეთიპრედი იმუნიტეტს აქვეითებს, რომ ემბრიონი უცხო სხეულად არ აღიქვას ორგანიზმმა და მინაგრდეს. მე ასე ვიცი.

Posted by: joy30 13 Oct 2017, 23:29
Kato81
ცუდია რომ არ გამოგივიდა , მაგრამ ყველაფერი გამოგივა.პირველ ცდაზე ნაკლები პროცენტია წარმატების ხომ იცი.
*******
compte.paris75
ქეთის მიწერე უბრალოდ კითხე შენს შემთხვევაში შეიძლება თუ არა დანიშვნა, ის ყველაზე კომპეტენტურია ამ საკითხში. საინტერესო რამე სპეციფიკურია შენი ორგანიზმი თუ ასე რატომ მოხდა ოვულაცია? მე სტიმულაციას რომ ვიკეთებდი არათანაბრად წამოვიდა ფოლიკები და რამდენიმე დღე მაკეთებია ქეთიმ ნემსები რომ ოვულაცია არ მომხდარიყო და ყველა ამოგვეღო. იქნებ გამოგივიდეს ტყუპუცუნები .

Posted by: anuki198889 13 Oct 2017, 23:30
compte.paris75
თუ დაბალი გაქვს იმუნიტეტი და უეჭველი იცი რომ ნამდვილად დაბალი გაქვს მგონი არ გჭირდება ეგ. ჩვენთან მაღალ იმუნიტეტზე ნიშნავენ მეთიპრედს რაც იგივე მედროლი და იგივე დექსამეტაზონია. მე მქონდა დანიშნული ანტისხეულების გამო. ანტი ტპო და ანტი ტჯ მქონდა მომატებული და მაგ მეთიპრედმა კარგად დამირეგულირა. შემ როგორ გაქვს ანტისხეულები? შეიძლება მაგის გამო დაგინიშნა.
* * *
nino84
კიი ისე ამ ბოლოს ჭიპთან ვიკეთებ ახლოს და მაგია ნეტა მიზეზი? ორი თითის დაშორებით რომ ვიკეთებდი მილურჯდებოდა ძალიან და ძლივს გადამისუფთავდა მუცელი რაც ახლოს დავიწყე კეთება. ერთი თითის დაცილებით ვიკეთებ ანუ ახლოში. ვაშავებ ხოო?

Posted by: nino84 13 Oct 2017, 23:38
anuki198889
დავაკვირდი რომ ჭიპთან ახლოს რომ ვიკეთებდი მეც მომდიოდა სისხლი, ეტყობა კაპილარებია. დალურჯებით მეც მილურჯდებოდა და ადრე თეასთან რომ დავიჩივლე ეგ ნორმალურია, იცის პრაქსიპარინმაო.მიანც კითხე რა ექინს.

Posted by: sesilia28 13 Oct 2017, 23:45
compte.paris75
მე ანტი ტპო წესრიგში მაქვს, ადრე 17 ოჰ პროჟესტერონი მქონდა სულ მაღალი, ეხლა არ გადაგვიმოწმებია ისე დამინიშნა, აკმე გაქვს ცოტაო. არადა ძალიან მეშინია ამ პრედნიზოლონის, არაა მარტივი წამალი sad.gif ფორმა 100ში არ ჩაწერა ორსულობისთვის მოსამზადებლად გიწერ და მერე არ აგინაზღაურებენო

Posted by: მზე 14 Oct 2017, 01:21
Kato81
ძალიან გბალელშიკობდი sad.gif არაუშავს, არ დანებდე, აუცილებლად გამოგივა :*

Posted by: nincka1987 14 Oct 2017, 09:37
compte.paris75
ზოგადად მედროლს და მეთიპრედს ყველა ნიშნავს,საშვილოსნომ უცხო სხეულად რომ არ მიიღოს ემბრიონი.მერე რა რომ დაბალი იმუნიტეტი გაქვს,მაგის გამოც უცხო სხეულად აღიქვამს ემბრიონს.ამიტომ არ ინერვიულო,როგორც კი მიემაგრება დოზას შეგიმცირებს

Posted by: m.i 14 Oct 2017, 12:34
Kato81
როგორ გელოდებოდით, გვეგონა კარგ ამბავს გვახარებდი... გეტყობა ყოჩაღი გოგო რომ ხარ, აუცილებლად გახდები დედა...ბრძოლა არ შეწყვიტო :*

* * *
compte.paris75
მედროლი მეც მაქვს დანიშნული, თვეზე მეტია ვსვამ ამ წამალს sad.gif გადატანას ნოემბერში ვაპირებ თუ მანამდე ყველაფერი წესრიგში მექნება... არ ვიცი რისთვის მაქვს დანიშნული, ანტისხეულები ნორმაში მაქვს. მივყევბი ანის დანიშნულებას

Posted by: nino84 14 Oct 2017, 13:41
გადამედო შემდეგ თვეზე ერა ტესტის გაკეთება, ფემოსტონის ფონზე მაინც გაიზარდა ფოლიკული. ეხლა ნემსები დამინიშნა 21 დღიდან. ვნახოთ რა იქნება.

Posted by: იათო 14 Oct 2017, 14:38
nino84
რა ნემსები დაგინიშნა?

Posted by: nino84 14 Oct 2017, 15:00
იათო
დეკაპეპტილი 1/2
*************

Posted by: ella85 14 Oct 2017, 15:31
nino84
ამ ინვიტროზე მეც მქონდა დეკაპეპტილი დღეში ერთხელ მუცელზე ვიკეთებდი, ეგ იმუნოსტიმულატორია ჰო?

Posted by: compte.paris75 14 Oct 2017, 16:53
სასწრაფოდ!
ჩუქდება გონალი 900-იანი თბილისში.
უხმარია, მაგრამ ყუთი აღარ აქვს.
ვადა ოქტომბრის ჩათვლით.
შენახვის პირობები დაცულია, მაცივარშია.
ვისაც გაინტერესებთ პირადში დამიკავშირდით და შეხვედრის ადგილის შესათანხმებლად ტელეფონის ნომერს მოგცემთ.

Posted by: nino84 14 Oct 2017, 17:04
ella85
საკვერცხის დასაბლოკად რომ ფოლიკულები აღარ წამოვიდეს, ფემოსტონზე მაინც გაიზარდა. მე ერა უნდა გავიკეთო და მაგიტომ.

Posted by: ella85 14 Oct 2017, 18:24
nino84
ვარდისფერ ფემოსტონს მეც ვსვამდი 3 ჯერ

Posted by: nino84 14 Oct 2017, 19:08
ella85
კი 3 აბს ვსვავდი მეც.

Posted by: compte.paris75 14 Oct 2017, 21:00
QUOTE (compte.paris75 @ 14 Oct 2017, 16:53 )
სასწრაფოდ!
ჩუქდება გონალი 900-იანი თბილისში.
უხმარია, მაგრამ ყუთი აღარ აქვს.
ვადა ოქტომბრის ჩათვლით.
შენახვის პირობები დაცულია, მაცივარშია.
ვისაც გაინტერესებთ პირადში დამიკავშირდით და შეხვედრის ადგილის შესათანხმებლად ტელეფონის ნომერს მოგცემთ.

ინფორმაციისთვის

ეს გონალი უკვე გაჩუქდა.

Posted by: qetusiaaa_qetuu 14 Oct 2017, 21:26
გოგოები აქ ბევრი იკეთებთ ფრაქსილარინს მუცელში და რომელ ნემმს ხმარობთ? დიდი წვალების შემდეგ ძლივს ჩამდის კანში ,დავიტანჯე sad.gif

Posted by: anuki198889 14 Oct 2017, 21:28
qetusiaaa_qetuu
0.4 იანს რომ ვიკეთებდი მართლა ძლივს ჩამდიოდა. ცოტა ძლიერად თუ არ დავირტყამდი მერე ხმა მესმოდა ნემსი ძალით როგორ ჩადიოდა. smile.gif ეხლა 0.6 დოზას ვიკეთებ და ცოტა მარტივია ჩასვლა.

Posted by: nino84 14 Oct 2017, 22:30
qetusiaaa_qetuu
0.4 ნს ვიკეთებდი და ინსულინის შპრიცში გადამქონდა, საშინელი ნემსი აქვს ერთხელ ძლივს გავიჯეთე თავისი ნემსით.

Posted by: natia8@ 15 Oct 2017, 17:48
anuki198889
შენ ჩემი მუცელი უნდა ნახო რა დღეში მაქვს.ჭიპის გარშემო კი არა მთელს მუცელზე ვართ გადასული,მაგრამ ადგილი არ მაქვს სადღა გავიკეთო.მეც ამომდის ცოტა წამალი უკან თითქმის ყველა გაკეთებაზე.ოღონდ თუ სიმაგრეში მომხვდა სისხლი მდის მერე.იმხელა სიმაგრეები მაქვს დატოვილი.ვერ იშოვება წამალი ეტყობა კარგად,არ ვიცი რა მჭირს.კლექსანზე არ მომდიოდა მასე.

Posted by: qetusiaaa_qetuu 15 Oct 2017, 17:54
წამალი მეც უკან ამომდის ხოლმე.. ჭიპის გარშემო დალურჯებული მაქვს.. ფრაგმინს ვიკეთებდი და მაშინ არ მქონდა ესე.. ეტყობა ეს წამალია ესეთი

Posted by: anuki198889 15 Oct 2017, 18:42
natia8@
აე შეგიწყვიტა შენც ხოო 12 კვირაზე. ბედნიერები ვისაც 12 კვირაზე უწყვეტს. მასე ვიყავი მეც მუცელის დანახვაზე ცუდათ ვხდებოდი მაგრამ 0.6 იანზე გადავედი ერთი სიშავეც არ მაქვს. მიმაგრდბა და მეორე დღეს ის სიმაგრეც ქრება. უბრალოდ ამოდის ნახევარი წამალი და ეგ მიშლის ნერვებს. ვფიქრობ 0.4 იანი დოზა არ მყოფნიდა და იმიტო მილურჯდებოდა ისე ძაან ნანემსარები მეთქი. ჩაქცევები მქონდა უზარმაზარი

Posted by: natia8@ 15 Oct 2017, 18:50
anuki198889
მივწერე 20 კვირის ვარ და თუ შევწყვიტოთქო და გააგრძელეო.მხოლოდ ფემოსტონი მომიხსნა.

Posted by: anuki198889 15 Oct 2017, 19:02
natia8@
კარგია ძალიან ნაყოფისთვის ფრაქსიპარინი ჟანგბადის წყაროა სისხლის მიმოქცევას რომ ეხმარება ეგ ნემსი. მე ლუთეინა მაქვს დარჩენი ერთხელ დღეში და 24 კვირამდე იკეთეო მაგრამ 21 ზე შევწყვიტე. მომბეზრდა რაა.

Posted by: zikata7 15 Oct 2017, 20:45
compte.paris75
პირადში მოგწერეთ დააა რომ ნახოოოთ :*

Posted by: Tiko1988 15 Oct 2017, 21:42
უფ დამეწყო ციკლი და ხვალიდან დაიწყება ჩემი ფორიაქი :smile.gif)) ისე მიხარიააა
თან ვნერვიულობ კისტაზე
გოგოებო წამლებს რო დამინიშნავს ალბათ კლინიკაშივე მაყიდინებენ ხო
იქ ვიყიდო თუ რა ვქნა მირჩიეთ რამე

Posted by: piko1989 15 Oct 2017, 23:04
Tiko1988
არა გირცევნია გაიკითხო სხვადა სხვაგან და ისე შეიძინოოო უფრო იაფი დაგიჯდება
* * *
Tiko1988
წარმატებებიიი და ბედნიერი დღეებიი

Posted by: Tiko1988 15 Oct 2017, 23:13
piko1989
დიდი მადლობაsmile.gif)
* * *
ვნახოთ აბა რეებს დამინიშნავს აზრზე არ ვარ წამლებზე
პირველივე ცდაზე გამიმართლებს აი გული მიგრძნობს smile.gif
10 წელიsad.gif უკვე
დრო მოვიდააააა

Posted by: compte.paris75 16 Oct 2017, 09:51
QUOTE (zikata7 @ 15 Oct 2017, 20:45 )
compte.paris75
პირადში მოგწერეთ დააა რომ ნახოოოთ :*

smile.gif
წარმატებები კონსულტაციაზე. მომწერეთ მერე.

Posted by: Nit89 16 Oct 2017, 11:53
Kato81
ვეღარ მოგწერე ჩემო კარგო,ისე ველოდებოდი შენს დადებით რომ რავიცი რა,როგორ მინდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო,მაგრამ არ ინერვიულო გამოვა აუცილებლად ღმერთის წყალობით :*

გოგოებო ჩემი ერთი წერტილი გადავისკუპე შაბათს,რავიცი იმედია გამოვა მესამე მცდელობა მაინც smile.gif

Posted by: იათო 16 Oct 2017, 11:57
Nit89
რა მაგარი გოგო ხარ! ანუ სადღაც 24 ოქტომბერს გიწევს ხეგე, ხო?

Posted by: Nit89 16 Oct 2017, 12:04
იათო
25 ში დამიბარა და რა გაძლებს smile.gif დაიწყო წუწუნის 12 დღე smile.gif ეს ერთი დამრჩა თუ არა და ისევ მომიწევს ახლლიდან ყველაფერი,იმედია აღარ დამჭირდება.

Posted by: mariami... 16 Oct 2017, 12:20
Tiko1988
მეც კიცტა დამხვდა ამ ციკლში და ვერ დავიწყე სტიმულაცის.იმედია შემდეგ თვეში მეც დავიწყებ..

Posted by: იათო 16 Oct 2017, 12:33
Nit89
აუფ, მგონი ეს 12 დღე ყველაზე რთულია... გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ : )))

mariami...
კონტრაცეპტივი დაგინიშნა? თუ ასპირაციაზე დაგიბარა?

Posted by: akunabakuna 16 Oct 2017, 12:46
გოგოებო წინა თვის ყვითელი სხეული თუ არისბიმ თვეში სტიმულაცია არ იწყება?

Posted by: nino84 16 Oct 2017, 12:46
Nit89
ნამდვილად ყველაზე რთული დღეებია ეს მოლოდინის დღეები,. სიმშვიდე მინდა გისურვო და რწმენა რომ ეხლა ყველაფერი გამოვა :*

Posted by: Nit89 16 Oct 2017, 13:06
იათო
მადლობა გენაცვალე :* კი ნამდვილად ყველაზე რთული ეტაპი ეს 12 დღე.
* * *
nino84
გაიხარე ჩემო კარგო,იმედია გამოვა თუ არა და მაგასაც ვეგუები ნელ ნელა smile.gif

Posted by: Tamara1988 16 Oct 2017, 13:13
Nit89
წარმატებებიიიი. ღვთისმშობლის სარტყელი ხომ გიკეთია? გჯეროდეს და გწამდეს რომ ღვთის წყალობით ყველაფერი ბოლომდე კარგად იქნებაა. გგულშემტკივროოობ ♡♡♡♡

Posted by: Nit89 16 Oct 2017, 13:38
Tamara1988
კი მიკეთია :* დიდი მადლობა თქვენი გვერდში დგომა უფრო მაძლიერებს :* :* :*

Posted by: m.i 16 Oct 2017, 13:38
Nit89
გამოვა აუცილებლად გამოვაა, წარმატება მინდა გისურვო 2kiss.gif
დროა უკვე დაიწყოს კარგი ამბების აღნიშვნა
bis.gif

Posted by: Tiko1988 16 Oct 2017, 13:59
mariami...
ანუ არ დაცალეთ ხო და გადადეთ მომდევნო თვეში მე წინა თვეშიც მქონდა და გადამედო

* * *
მოკლედ ვიყავი დილით დამხვდა ისევ ჩემი კისტა უფრო გაზრდილი რამ გაასუქა ესეsmile.gif რიგევიდონის ფონზე არ ვიცი ზომა არი 35,5 / 20მმ
ეხლა ვარ დაბარებული საღამოს დავცალოთო მითხრა

Posted by: BA84 16 Oct 2017, 14:14
Nit89
წარმატებები , და 10 დღეში მოგველოცოს :*

ისე მინდა დადებითი შედეგები, აღარ მიხარია აქ ჩამოსვლა ამ ბოლო დროს , ვითრგუნები ძალიან, ყველას უარყოფითი მტკივა.

Posted by: იათო 16 Oct 2017, 14:25
akunabakuna
ხო ყვითელი სხეულები თუ არის დარჩენილი არ იწყებენ სტიმულაციას. კონტრაცეპტივს დაგინიშნავენ ალბათ

Posted by: Tiko1988 16 Oct 2017, 14:30
Nit89
წარმატებებს და დადებით პასუხს გისურვებ smile.gif
* * *
მალე ავიდეს ეს თემა ას გვერდზე
და ახალი ძალებით შეუდგეთ მერე მომდევნო თემაში იცოდეთ ყველას დადებითი ხეგეები დაიდოს smile.gif ოფიციალურად მოვითხოვ jump.gif jump.gif

Posted by: მზე 16 Oct 2017, 15:56
Nit89
წარმატებები jump.gif

Posted by: Nit89 16 Oct 2017, 20:46
ყველას დიდი მადლობა jump.gif იმედია 10 დღის მერეც ასე ვიხტუნავებ გახარებული jump.gif givi.gif

ღმერთო ყველას აგვისრულე ეს ოცნება რა მოხდება რა.

Posted by: mariami... 16 Oct 2017, 21:53
[b]იათო[/b
შაბათს ასპირაცია გამიკეთე ,მაგრამ ორშაბათს გაწოვილი არ დამხვდა ვერ დაავიწყე სტიმულაცია. დამინიშნა ფემოსტონი .ისე მაინტერესებს ფემოსტონის ფონზე ბუნებრივი ორსულობა არ შეიძლება მოხდეს?
* * *
ყინწვისში მამა ნაომი უშვილო წყვილებისთვის ლოცვას კითხულობს, სასწაულები ხდება.იქნებ წასულიყავით ვისაც სურვილი გაქვთ

Posted by: zikata7 16 Oct 2017, 22:05
compte.paris75
კისტა დაგვხვდა დააა კონტაცეფტივი დამინიშნა გადამედო ისევ sad.gif

Posted by: compte.paris75 16 Oct 2017, 22:12
zikata7
უჰ! რას ამბობ.
არა უშავს, რას იზამ. ალბათ მასე იყო საჭირო.

Posted by: Kato81 16 Oct 2017, 23:05
Nit89
წარმატებებს გისურვებ და დადებით პასუხს :* შენ უნდა "გაარღვიო" უარყოფითი განწყობა და სიხარული შემოიტანო ამ თემაში, გელოდებით კარგი ამბით 10 დღეში smile.gif :*
* * *
იათო
როგორ ხარ? გაგიარა ალერგიამ? ეს თვე ისვენებ ხო? მეც ვფიქრობ რა ვქნა არ ვიცი, ხვალ მაქვს მეორე დღე და მიწევს ანისთან მისვლა, თავიდან მიწევს დაწყება sad.gif ყველაზე მეტად პუნქციის მეშინია ის ტკივილი რომ მახსენდება ლამის ყველაფერს თავი დავანებო...

Posted by: იათო 16 Oct 2017, 23:39
Kato81
გამიარა ალერგიამ. კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, სადღაც ნოემბრის ბოლოსკენ მომიწევს გადატანა.
რომ დაისვებო ერთი ციკლი არ ჯობს?

Posted by: Kato81 16 Oct 2017, 23:51
იათო
საახალწლოდ გაგვახარებ კარგი ამბით smile.gif :* ხვალ დაველაპარაკები ანის, რას ფიქრობს, რას მირჩევს და შეიძლება მართლა მასე ვქნა

Posted by: m.i 17 Oct 2017, 12:51
Kato81
სქრეჩინგის გაკეთება რა ჯდება ანისთან?

Posted by: nefertiti987 17 Oct 2017, 13:06
გოგოებო,პირველ კონსულტაციაზე ქეთისთან ორშაბათ დღეს ცოცხალ რიგში,რა შანსი მაქვს რომ მოვახერხებ გასაუბრებას და ეხოს გადაღებას და რომელ საათამდე?
Nit89
შენ წარმატებები,ღმერთმა აგისრულოს ნატვრა და ჩვენც გაგვახარე

Posted by: Nit89 17 Oct 2017, 13:09
nefertiti987
Kato81
მადლობა ჩემო კარგებო იმედია გაგახარებთ კარგი ამბით :*

Posted by: torckiko 17 Oct 2017, 15:05
სალამიიი, გოგოებო ვინც დ ვიტამინს სვამთ შეკრულობა ხომ არ გამოუწვევია თქვენთან? მე ვსვამ სოლგარისას და გავწამდი რაც მაგის დალევა დავიწყე.

Posted by: m.i 17 Oct 2017, 15:21
torckiko
მე ვსვამ ეხლა სწორედ სოლგარის დ ვიტამინს.. პირიქიტ ასეტი მოწესრიგებული კუჭის მოქმედება არასდროს არ მქონია, ოღონდ მართლა.. მაგრამ მე მარტო დ ვიტამინს არ ვსვამ, მასთან ერთად ვსვამ ომეგა3 და ე ვიტამინს. არ ვიცი რომელმა მომიწესრიგა

Posted by: torckiko 17 Oct 2017, 15:41
m.i
მე ზოგადად მიდრეკილი ვარ შეკრულობისკენ და კალცსაც ვერ ვსვამ მაგისგამო, არად გაქანებული ოსტეოპოროზი მაქვს, ყველა წამალი მოვხსენი და მარტო დ ვიტამინი დავტოვე და მაგას ვაბრალებ, რამდენიანს სვამთ? მე 1000 დღეში ორჯერ.

Posted by: akunabakuna 17 Oct 2017, 15:49
იათო
მადლობა smile.gif ყვითელი სხეული დამხვდა და არ დავიწყოთო, ფემოსტონი დამინიშნა. შენც ეს გქონდა დანიშნული?

გოგოებო მამა ნაომისთან მეც ვიყავი, დირბშიც, სარკეშიც და თუ რამეს გავიგებდი ყველგან ვცდილობდი წავსულიყავი, ადრე ჩემმა მამაომ მითხრა ღვთისმშობელი ყველგანაა და მთავარია გულით ილოცოო, ვერ მივხვდი მაშინ რატომ თქვა ასე და სულ ბრაზი მომდიოდა გულში, მაგრამ ახლა ყველაზე უფრო კარგად ჩემსს ტაძარში ვგრძნობ თავს, არც წირვის დროს არ ვფიქრობ ნეტა მალე დამთავრდეს და ასეშემდეგ, ასეთ მდგომარეობას თვეები დასჭირდა, ადრე სულ ძიებაში ვიყავი აქ წავალ, იქ წავალ და დავრჩებითქო smile.gif მაგრამ გულით თხოვნას ყველგან შეისმენს უფალი, მხოლოდ სუფთა გულით მთელი და რწმენით თუ ვთხოვთ.
იქნებ ვინმეს გამოგადგეთ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: tweety86 17 Oct 2017, 15:51
torckiko
მე ვსვავ 1000-ს დღეში ერთხელ

1 წლის წინ 5 მქონდა მაჩვენებელი ნორმა არის 30-100 ახლა მაქვს 27

Posted by: torckiko 17 Oct 2017, 15:59
tweety86
მე 15 მაქვს და დღეში ორჯერ დამინიშნეს, თქვენ თავისუფლად აიტანეთ? მეტი ვერაფერს ვრ ვაბრალებ მაგის გარდა, სხვას არაფერს ვსვამ ამჟამად, ყველა წამალი სათითაოდ მოვხსენი, ეგ დამრჩა მარტო.

Posted by: იათო 17 Oct 2017, 16:01
akunabakuna
მე კონტრაცეპტივი დამინიშნა, იარინა. და 2 კვირაში დამიბარა. რომ მივედი გაწოვილი დახვდა ყვითელი სხეული და შემაწყვეტინა. შეწყვეტიდან 4 დღეში დამეწყო ციკლი, ანუ ასე დროც მოვიგე.. თუმცა სად გავრბოდი რო.. კი ვარ ისევ ერთ ადგილზე smile.gif

რაც შეეხება მოლოცვას.. მეც შენს აზრზე ვარ... სასწაულს განსაკუთრებული ადგილი არ სჭირდება, უფალი ყველგანაა.. თუმცა რომ მომიწიოს სადმე წასვლა ასეთ ადგილზე, დიდი სიამოვნებით წავიდოდი, ამ ზაფხულს ვიყავი კიდეც გურჯაანის ყოვლადწმინდაში.. მისტიური ადგილია, მართლა საოცარი მადლი ტრიალებს.. ასეთი ბედნიერება და სიმშვიდე არ უნდა მოვიკლოთ, თუ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემა, მაგრამ წინასწარ, იმ განზრახვით წასვლა, რომ აი მივალ და სასწაულიც მოხდება, ალბათ არაა სწორი smile.gif

Posted by: tweety86 17 Oct 2017, 16:05
torckiko
კი ჩვეულებრივად მითუმეტეს რომ 10 000 ვსვავდი 1 თვე
რომელს სვავთ?

მაგ პერიოდში მოვიმატე 2 კგ მაგრამ ენდოკრინოლოგმა ამიხსნა რომ D ვიტამინი არ იწვევს მადის მატებას

Posted by: torckiko 17 Oct 2017, 16:09
tweety86
10 000 სვამდით ყოველ დღე? ტკივილები გქონდა თუ რატომ შეგამოწმებინეს? სოლგარისას ვსვამ 1000 იანს დღეში ორჯერ, ზოგადად შეკრულობს პრობლემა სულ მაქვს და რაც ამის დალევა დავიწყე მეტად მომიმატა.

Posted by: tweety86 17 Oct 2017, 16:10
torckiko
კი თავიდან 4 თვე სოლგარი დღეში 1 ცალი შემდეგ ვიგანტოლი (წვეთებია) ახლა ვაგრძელებ 1000 იანს კიდევ 3 თვე

წელის ტკივილი მქონდა აუტანელი

Posted by: Tiko1988 17 Oct 2017, 16:12
მოკლედ დავიწყე დღეიდან გავიკეთე ასპირაცია და საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე უნარკოზოთ მარტო გამაყუჩებელი გამკკეთეს
სქრეჩინგზე არაფერი არ უთქვამს ისე დავიწყეთ სტიმულაცია

Posted by: nona19770 17 Oct 2017, 16:14
akunabakuna
მამა ნაომისთან იყავი ხო? მეც მინდა წასვლა, ანუ რაიმე გითხრა შეგიძლია, მითხრა.

Posted by: torckiko 17 Oct 2017, 16:16
tweety86
მე საკმაოდ შორს წასუ;ი ოსტეოპოროზი მაქვს მალების მოტეხილობით და მაგიტო დამინიშნეს, კალციც ვერ მომარგეს რო ყველა შეკრულობას იწვევს და ზპგადა კალცმა იცის ეგო. მოვხსნი რამდენიმე დღე და დავაკვირდები, სამი კვირაა რაც ვსვამ და გამაწამ უკვე.

Posted by: Tiko1988 17 Oct 2017, 17:36
გოგოებო გონალი მაცივარში და მენოპურიც მაცივარში უნდა შევინახოო?
* * *
არავინ არ ხართ შემოსულიი იქნებ დამეხმაროთ დამავიწყდა მეკითხა კლინიკაში
მენოპურიც მაცივარში იუნდა შევინახო?

Posted by: Wantbaby 17 Oct 2017, 18:22
Tiko1988
მენოპურს არ უნდა მაცვარი , გონალს არ ვიცი
* * *
საღამო მშვიდობის გოგოებო. როგ ხართ? დიდი ხანი ვერ ვწერდი მაგრამ გბალეშიკობდთ. არ დანებდეთ ვისაც არ გამოგივიდათ. მეც შევუდგები, სექტემბერი ჩამივარდა, ჩემით დავრჩი ორსლად მაგრამ ეს ბედნიერება მოლოდ 5 დღე გგრძელდა. წარმატებები ყველას

Posted by: m.i 17 Oct 2017, 18:38
torckiko
მეც ეგრე ვარ ხოლმე სეკრულობისკენ მიდრეკილი, ამასთან ერთად შებერილობა და გაზებიც მაწუხებდა.. აი მართლა არ ვიცი რომელმა მომცა უკეთესი შედეგი თითქმის ორი თვეა ვსვამ D ვიტამინს 1000 დღეში ერთხელ, ომეგა3, E ვიტამინს 400, კალცი D3 -- სოლგარისაა ეგ ყველა.. აღარ მაწუხებს შებერილობა, არც გაზების დაგროვება და ნაწლავების ხმაური. კუჭის მოქმედება ყველა დღე, რასაც ვერ წარმოვიდგენდი... თან წონაშიც დავიკელი smile.gif არა და ვშიშობდი არ მოვიმატო თქო
* * *
Tiko1988
მე პირადად მაცივარში არ ვინახავდი არცერთს. ექიმს არ გავუფრთხილებივარ. რაც სამაცივრე იყო ექიმი არ მატანდა სახლში, კლინიკაში ვიკეთებდი.
* * *
Wantbaby
გამარჯობა,, აბა მოგვიყევი რა როგორ მოხდა? ერთხელ თუ დარჩი, იმედით უნდა იყო სავსე რომ შეგიძლია დაორსულება smile.gif მალე გახდები დედა

Posted by: Wantbaby 17 Oct 2017, 18:48
m.i
მოკლედ რომ ვთქვა . 5 წლია მანძილზე პირველად დავინახე 2 ხაზი. 2 დღე იყო გადაცდენა , ხგ იყო 62. მაგრამ მერე დაეცა 27 მდე და ციკლიც დამეწყო. მოკლედ საშინელება იყო

Posted by: torckiko 17 Oct 2017, 18:58
m.i
კალციცი სოლგარის დამინიშნეს და ჯერჯერობით ვერ გავბედე უარესი არ დამმართოს, დუფალაკი დამინიშნა ეხლა ექიმმა და ვნახოთ თუ მომცემს შედეგს, არ შეიძელბა დ ვიტამინის შეწყვეტაო. გაზები და შებერილობა აღარ ტქვა არანაირი ესპუმიზანი და ნახშირი არ მშველის.

Posted by: მზე 17 Oct 2017, 19:02
Wantbaby
ვწუხვარ რა საშინელებაა. იმედი არ დაკარგო შენით რო დაორსულდი ძაან კია. აი ახავ აუცილებლად გამოგივა კიდევ და ბოლომდეც მიიტან smile.gif

Posted by: porkyman 17 Oct 2017, 19:05
გამარჯობა,

იქნებ თქვენ შეძლოთ დახმარება.

ქორიონული გონადოტროპინის შეძენა მინდა და ვერ ვშოულობ, იქნებ ვინმემ იცოდეს და დამაკვალიანოს.

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Wantbaby 17 Oct 2017, 19:06
მზე
გაიხარე მადლობა .........
* * *
porkyman
ოვიტრელის ნემსი იკითხე

Posted by: იათო 17 Oct 2017, 22:10
Wantbaby
რომ დადგა ორსულობა ესეც ძალიან მაგარია... წარმომიდგენია რა გადაიტანე.. მე ერთხელ ამინთო ცრუ დადებითი ბიბი ტესტმა, ხეგე უარყოფითი იყო და ლამის გადავყევი ნერვიულობას...

Posted by: nino84 17 Oct 2017, 22:12
სუროგატის აყვანა რა ჯდება ინოვაში, ან ინვიტროში ხომ არ იცით?

Posted by: იათო 17 Oct 2017, 22:13
nino84
ერა ტესტს როდის გეგმავ?

Posted by: nino84 17 Oct 2017, 22:18
იათო
ციკლის მე-2 დღეს ვარ დაბარებული მონიტორინგზე, ნოემბრის დასაწყისში მიწევს მისვლა და ვნახოთ ქეთი რას იტყვის, ინედია აღარ გადამედება და გავიკეთებთ ნოემბერში.

Posted by: Wantbaby 17 Oct 2017, 23:26
იათო
ჰო აი საშინელება იყო . ხგ რო დადებითია ამხელა სიხარული და უცებ ყველაფერი ინგრევა. ჩემი აზრით ალბათ დეფექტი ქონდა ემბრიონს. სპერმის მორფოლოგია 3 % გვაქვს და ამის ბრალი მგონია. რავიცი ზოგი ამბობს 1% თაც შეიძლება დაორსულებაო და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენაო. რავიცი .


გოგოებო დაბალი მორფოლოგიით გააქვთ ვინმეს შედეგი??? რა გამოსავალი არსებობს? IMŚI კეთდება ინოვაში თუ იცით?
* * *
იათო
შენს ამბებს გადავავლე თვალი და ძალიან მეწყინა, მაგრამ ვიცი გყავს წერტილები და იმედიანად იყავი. :*

Posted by: Kato81 17 Oct 2017, 23:48
Nit89
საღამო მშვიდობის, გადავხედე პოსტებს და შენ გიწერია ინვიტროში ტეაგრასტიმი და სქრეჩინგი ერთად კეთდებაო, ასეა? დღეს მითხრეს მეორე გადატანისთვის ტევაგრასტიმი შევიყვანოთო და ე.ი. სქრეჩინგიც იგულისხმება და ერთად გამიკეთებენ? ვეღარ ვიკითხე მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: იათო 17 Oct 2017, 23:48
nino84
აუ, გადაისვი რა კიდევ ერთხელ... პატარა ხარ და სუროგატზე ფიქრს ყოველთვის მოასწრებ.. ქეთი ასე სულ სხვადასხვა განწყობაზეა ხოლმე.. ციკლის მეორე დღეს რომ მიხვალ, თუ გადასმას გირჩევს, დაუჯერე, ხო?

Posted by: Kato81 17 Oct 2017, 23:54
იათო
ამ თვეში ვისვენებ მეც, ყვითელი სხეული დაგვხვდა და რეგულონი დამინიშნა 2 კვირა და მერე დამიბარა, იმედია გაიწოვება ამ დროში, თან ინფექციის საწინააღმდეგო წამლებიც დამინიშნა დისკომფორტი მაქვს პუნქციის მერე, ტევაგრასტიმს და სქრეჩინგს გამიკეთებს ალბათ, როცა უცნობი მიზეზის გამო არ დგება ორსულობა ეს პროცედურები ამართლებს ხოლმეო და რავიცი, შენ გქონდა ხომ ეს ყველაფერი მეორე გადატანაზე?

Posted by: იათო 17 Oct 2017, 23:55
Kato81
რა გადაწყვიტე, ამ თვეში იწყებ სტიმულაციას?

Posted by: Kato81 17 Oct 2017, 23:59
იათო
ზემოთ დაგიწერე დღევანდელი ამბები smile.gif

Posted by: იათო 18 Oct 2017, 00:02
Kato81
კი მქონდა... ერთი თვე ტყუილად გამიკეთა ქეთიმ სქრეჩინგი.. ჩამივარდა.. რავიცი, ექიმმა უკეთ იცის, მაგრამ ვერ ვხვდები თუ კონტრაცეპტივს გასმევს სქრეჩინგზე რატომ გიბარებს?
* * *
აა, მივხვდი. შემდეგი თვის გეგმას ადგენთ? პირველ გადატანაზე მარტო სქრეჩინგი მქონდა, მეორეზე სქრეჩინგიც და ტევაც..

Posted by: Kato81 18 Oct 2017, 08:54
იათო
კი შემდეგი თვის გეგმაა ეს smile.gif) აქ წერდნენ ინვიტროში ერთად კეთდებაო ორივე და დამაინტერესა, მასე დეტალები ვეღარ ვიკითხე

Posted by: compte.paris75 18 Oct 2017, 09:53
ვიყავი ბაზრობის აფთიაქში როგორც თქვენ მიმასწავლეთ. ეს არის ხო? ფრაქსიპარინის 5ml -იან ფლაკონში გადავიხადე 30 ლარი. 5/0,4=12 გაკეთება. მშვენიერი ფასია. გაიხარეთ.

Posted by: Tamara1988 18 Oct 2017, 10:13
compte.paris75
კი ეგ აფთოაქია. smile.gif

Posted by: akunabakuna 18 Oct 2017, 10:50
Nona19770
ვუთხარით შვილიერების პრობლემა გვაქვსთქო, დგვლოცა და წამოვედით, სყლ 5 წუთიც არ ვიყავით შიგნით.

Posted by: იათო 18 Oct 2017, 10:58
akunabakuna
როდის იყავი? ბევრი ხალხი იყო ალბათ ხო?

Posted by: Nit89 18 Oct 2017, 11:24
Kato81
არა ერთად არ გამიკეთა ქეთიმ,ისე ეგრე მითხრეს გოგოებმა მიმღებში,მარტო წამალი შეუშვა და მაგაში გადავიხადე 200 ლარი,რომ გავაპროტესტე რატომ ღირს ამდენი მეთქი მაშინ მითხრეს ეს ენდომეტრიუმის დასერვაა მედიკამენტებითო smile.gif ისეთ დროს უწევს მაგ წამლის გაკეთება არამგონია ენდომეტიუმის დასერვა მაგ დროს მირებული იყოს.
* * *
Kato81
ენდომეტრიუმის დასერვა მედიკამენტებითო ასე მითხრეს მიმღებში,მაგრამ ჩემმა ექიმმა უარი თქვა ამ დროს ენდომეტრიუმს ხელს არ ვკიდებო და მარტო წამალი შეუშვა,ანუ გადატანამდე 5 დღით ადრე გავიკეთე, G-CSF -ს ეძახიან ინვიტროში მაგ პროცედურას.

Posted by: akunabakuna 18 Oct 2017, 12:00
იათო
შაბათი თუ კვირა იყო არ მახსოვს, ხალხი ელოდება მაგრამ მალ-მალე უშვებს და ალბათ სულ 10 წუთი ვიდექით რიგში.

Posted by: nino84 18 Oct 2017, 12:22
იათო
ორი ემბრიონი დამრჩა და მაგას ყველა ვარიანტში გადავისვავ ერას მერე. სუროგატზე ჯერ სერიოზულად არ ვფიქრობ, უბრალოდ ეს ერა მერე გადატანა ჯამში ინდენი დამიჯდება და გარანტიაც არ მაქ რომ შედეგი მექნება, რომ ლამისაა სუროგატი ვცადო. ძალიან ცუდად ვარ ხოლმე რიმ წარმოვიდგენ მაგას, მაგრამ თუ სხვა გზა არ მექნება რა ვქნა.

Posted by: იათო 18 Oct 2017, 12:39
nino84
სუროგატს ეუბნებიან როც არ მოსწონთ ენდომეტრიუმი და ა.შ. ასე სუროგატზე გადამისამართება მგონია რომ ექიმების სიცივის "დამსახურებაა" აგიხსნას მაშინ რატომ გჭირდება სუროგატი და ეგებ ეთანხმები...
კიდევ უნდა სცადო და გამოგივა :*

Posted by: compte.paris75 18 Oct 2017, 12:41
Nit89
Kato81
ინვიტროში ჯერ ხო სქრეჩინგი გავიკეთე წინა ციკლში და გადამახდევინეს 150. მერე, ისტიმულაციის ციკლში G-csf შეიყვანა ანიმ და რეგისტრატურაში რომ დამირეგისტრირეს სქრეჩინგი მედიკამენტებით 200 ლ, ეგრევე ვკითხე რატომ მიწერთ მასე, მე სქრეჩინგი უკვე გაკეთებული მაქვს და ეხლა მარტო მედიკამენტი შეყავს-თქო. და ასე მიპასუხა
კი, გასაგებია უბრალოდ მასე ქვია ამ პროცედურასო

Posted by: qetusiaaa_qetuu 18 Oct 2017, 12:45
compte.paris75
აუ მეც ამიხსეით რა ამ აფთოაქზე, როგორაა სადაა? რამე წინასწარ შეკვეთა უნდა? ფრაქსიპარინ მულტის ვყიდულობ 56ლარა ვაძლევ 5მლ_ში და იქნებ იყოს იაფად

Posted by: compte.paris75 18 Oct 2017, 13:44
qetusiaaa_qetuu
გუშინ ვიყიდე მაგ ფასად - 30 ლარად. დაგუგლე ეგ მისამართი (ცაბაძის 8) და უფრო ადვილად მიხვდები. თუ არადა, კამფეტები სადაც არის თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საბითუმო, იმ კამფეტების გვერძეა ეგ აფთიაქი. არ შემიკვეთია. პირდაპირ ვიყიდე.

Posted by: nino84 18 Oct 2017, 14:05
იათო
უკვე აღარ ვიცი, ძალიან დავიღალე ამ პრობლემით.

Posted by: natali777 18 Oct 2017, 14:18
გამარჯობათ გოგოებო, ქეტი მომავალი კვირაში ხომ იქნება ან იმის მომდევნო კვირაში ნეტა, საუბარში ასე მიტხრა მაინც არ ვიქნებოდიო შენი ინვიტროს დროსო.. ხომ არ იციტ რაიმე წინასწარ

Posted by: tweety86 18 Oct 2017, 14:20
compte.paris75
ინსულინის ნემსით იკეთებ ხომ? ჩემი მეგობარი იკეთებდა ორსულობისას

მე დამჭირდა ბოლო თვეში და ცალობით ვიყიდე საკმაოდ ძვირი ჯდება 7 თუ 8 ლარია 1 გაკეთება

Posted by: compte.paris75 18 Oct 2017, 14:33
tweety86
კი, ინსულინის ნემსით.
მეც ფარმადეპოში ვიყიდე თავიდან 3 ნემსი 21 ლარი. რომ წარმოვიდგინე რამდენი ხანი უნდა მეკეთებინა... უჰ, ... უფრო იაფად თუ ვიშოვიდი არ მაწყენდა smile.gif

Posted by: Wantbaby 18 Oct 2017, 14:34
natali777
არ იქნება მგონი იმ კვრაში

Posted by: იათო 18 Oct 2017, 14:44
Wantbaby
ქეთის პაციენტი ხარ? შეგიძლია მოყვე რა გააკეთე იმ თვეში განსხვავებული ორსულად რომ დარჩი?

Posted by: rosonera 18 Oct 2017, 14:50
გოგოებო იცით რაში მაინტერესებს თქვენი აზრი? ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ფტ4, ანტიტპო, ანტიტგ და თიესეიჩი უზმოზე კეთდება ხომ? ახლა მიწევს კონტროლი და ახლა გაიკეთეო ოჯახის ექიმმა არ აქვს მნიშვნელობაო და თქვენ როგორ იცით? smile.gif

Posted by: tweety86 18 Oct 2017, 15:30
rosonera
მე ნამდვილად ვიცი რომ არ აქვს მნიშვნელობა

Posted by: Wantbaby 18 Oct 2017, 16:30
იათო
კი ქეთის პაციენტი ვარ, არაფერი არ გამიკეთებია, პროფერტილს ვსვამდი და საირმეში ვიყავით მანამდე 10 დღე , კარგად დავისვენეთ

Posted by: qetusiaaa_qetuu 18 Oct 2017, 16:48
compte.paris75
ეგრე იაფი რომ ღირს მიზეზი ნეტა რა არის?! პატენტი ხო არ არი ? ან რამე რავი ,ამხელა სხვობა ფასში რის გამოა ნეტა

Posted by: Tamara1988 18 Oct 2017, 17:26
qetusiaaa_qetuu
პატენტი რომ იყოს ჩემ ჰემატომას ვერ მოერეოდა. 10დღეში საერთოდ გამიქრო 18მმ იანი ჰემატომა. უკვე 5თვეა მე რაც მაგას ვიკეთებ ექიმმა დამრთო ნება სხვა შემთხვევაში არ მომცემდა უფლებას.

Posted by: tweety86 18 Oct 2017, 17:35
qetusiaaa_qetuu
ეკონომიური შეფუთვაა უბრალოდ

Posted by: qetusiaaa_qetuu 18 Oct 2017, 17:41
tweety86
ორსულოვას ფრასიპარინით ვინარჩუნებ და ვერ გადავწყვიტე გავიდე მანდ ვნახო თუ რისკია მანდ ყიდვა,.
აფთიაშიც ხომ ექნებათ ეკონომიური შეფუთვა და ამხელა განსხვავება მიკვირს

Posted by: იათო 18 Oct 2017, 17:43
Wantbaby
და ქეთისთან მონიტორინგზე დადიოდი? თუ რამეზე გიმკურნალა?

Posted by: sesilia28 18 Oct 2017, 17:53
qetusiaaa_qetuu
და სააფთიაქო ქსელებს მონოპოლია რომ აქვთ და 300%-იან მოგებაზე მუშაობენ იცი? ამიტომ არის ფასში სხვაობა smile.gif

Posted by: Wantbaby 18 Oct 2017, 18:06
იათო
არა ქეთისთან ინვიტრო გავიკეთე ივნისში არ გამოვიდა, მერე ივლიი და აგვიატო დავისვენე არსად არ დავდიოდი მარყო ვიტამინებს ვსვამდი და სექტემბერში უნდა მივსულიყავი ისევ ინვიტროზე და ციკლს რომ ველოდებოდი აღარ მომივიდა და კი აჩვენა ტესტმა და ხგემ , სამწუხაროდ არ განვითარდა... ამის მერე 1 ციკლი გამოვტოვე და ეხლა ისევ უნდა მივიდე ქეთისთან.

Posted by: იათო 18 Oct 2017, 18:09
Wantbaby
ის მაინც ხომ იცი რომ ინვიტრო არ გჭირდება თურმე <3 გაყინული გყავს ისე? თუ არ გყავს, მე შენ ადგილზე დაველოდებოდი.. რამდენი წლის ხარ?

Posted by: Wantbaby 18 Oct 2017, 18:22
იათო
არა გაყინული არ მყავს. თავიან ვიწყებ. 30 წლის ვარ. აღარ მინდა კიდევ 5 წელი ლოდინი. მირჩევნია ვიმოქმედო , ასე ლოდინით ვითრგუნები უფრო

Posted by: Tamara1988 18 Oct 2017, 19:21
sesilia28
კი გეთანხმები მართალი ხარ ..
აქ უბრალოდ ლამაზად ფუთავენ და მაგიტომ ღირს ასე ძვირი.

Posted by: compte.paris75 18 Oct 2017, 19:31
QUOTE (compte.paris75 @ 14 Oct 2017, 21:00 )
QUOTE (compte.paris75 @ 14 Oct 2017, 16:53 )
სასწრაფოდ!
ჩუქდება გონალი 900-იანი თბილისში.
უხმარია, მაგრამ ყუთი აღარ აქვს.
ვადა ოქტომბრის ჩათვლით.
შენახვის პირობები დაცულია, მაცივარშია.
ვისაც გაინტერესებთ პირადში დამიკავშირდით და შეხვედრის ადგილის შესათანხმებლად ტელეფონის ნომერს მოგცემთ.

ინფორმაციისთვის

ეს გონალი უკვე გაჩუქდა.

სამწუხაროდ იმ გოგომ ვერ წაიღო გონალი. ექიმმა სულ სხვა მასტიმულირებელი დაუნიშნა. ასე რომ ჩემი გონალი ისევ ეძებს პატრონს smile.gif

Posted by: ella85 18 Oct 2017, 20:33
გოგოებო აქ, თქვენგან გავიგე პროფერტილის შესახებ და დავინტერესდი, თუ გამიზრდის დაორსულების შანსს დავიწყებ დალევას, ერთი ციკლის მერე, დეკემბრისკენ მინდა ინსემინაცია, და იქნებ წამეშველოს, ვისაც დაგილევიათ მომწერეთ , როდიდან დავლიო, ნოემბრის ბოლო დეკემბრის დასაწყისში რომ ქონდეს შედეგი. რა ღირს და რომელ სააფთიაქო ქსელს აქვს.. შემადგენლობა რომ ვნახე ისე , სანდროზე მე ფოლის მჟავას და ე ვიტამინს 200 იანს ცალკე ვსვამდი, მაგრამ ამაში ომეგა სამი და კიდევ სხვა დანამატებია... მომწერეთ რჩევებიი

Posted by: Wantbaby 18 Oct 2017, 20:35
ella85
3 თვე უნდა დალიო. 1 თვის დოზა ღირს 200 ლარამდე. გაგარინზე იყიდება. კარგი ვიტამინია ძალიან

Posted by: ella85 18 Oct 2017, 20:39
Wantbaby
დაგვიანებული არ იქნება ჰო? 3 თვეზე ნაკლებია მანამდე დარჩენილი, ქუთაისში ვერ ვიშოვი, პსპ, ავერსი ჯი პი სი ფარმადეპოში ?

Posted by: Wantbaby 18 Oct 2017, 20:45
ella85
პსპ ჯპს და ავერსში არ აქვთ. გოგოები ინტერნეტით იწერენ უფრო იაფი ჯდება, იქნებ დაგეხმარონ. მე გამოწერის არ გამეგება არაფერი smile.gif)) დაიწყე დალევა და მერეც გააგრძელე ორსულობა როცა დადგება, 3 თვემდე. smile.gif დაგვიანებული არაა ნამდვილად. ჩვენ ორივე ვსვამთ კაცის ცალკეა კიდწ

Posted by: taknatuna 18 Oct 2017, 20:45
ella85
განოწერე 250 ლარად 3 თვისას იყიდიი.

Posted by: sesilia28 18 Oct 2017, 20:46
ella85
გამოიწერე, ბევრად იაფი დაგიჯდება, მე სამი თვის დოზა დაახლოებით 250 ლარი დამიჯდა გამოწერით gesundshop24.de ამ საიტიდან გამოვწერე

Posted by: ella85 18 Oct 2017, 21:08
taknatuna
მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: makmanus 18 Oct 2017, 21:09
გამარჯობათ გოგოებო,თქვენს პოსტებს თვალს ვადევნებდი,საბერძნეთის ერთ ქალაქში,ლუტრაკის ეკლესიაში ძაფები აქვთ ათონის მთიდან ჩამოტანილი თუ კი ვინმეს გყავთ იქ ახლობელი გამოაგზავნინეთ...სასწაული მოახდინა ჩემი ნათესავის ოჯახში 16 წელი უშედეგოდ ცდილობდნენ მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.ერთი თვე ქონდა წელზე ამ გოგოს და დარჩა ორსულად ახლა 8 თვის გოგო ყავს.მისცა მეზობელს იმას 8 წელი არ ყავდა შვილი და ისიც პირველივე თვეში დარჩა ორსულად..როგორც გავიგე ამ ძაფებს ახმეტაში ყიდიან ალბათ ვინმე გზავნის იქიდან და გაყიდვა დაიწყეს

Posted by: ella85 18 Oct 2017, 21:11
sesilia28
ვეძებდი ახლა საიტებზე, საქართველოს ფოსტაში რომ.მივიდე იქ არ გამომაწერინებენ? ფოსტით იღებ ?

Posted by: taknatuna 18 Oct 2017, 22:47
ella85
ფოსტით ვერაა
ინექსი ან ამანათით უნდა გამოწერო. მეც მანდედან გამოვწერე

Posted by: sesilia28 18 Oct 2017, 22:53
ella85
www.inex.ge ამათ აქვთ დახმარების შემოთავაზება, ანუ გამოგაწერინებენ და ჩამოგიტანენ. საიტზე შედი ამათთან და უწერიათ ყველაფერი

Posted by: compte.paris75 19 Oct 2017, 09:25
QUOTE (qetusiaaa_qetuu @ 18 Oct 2017, 16:48 )
compte.paris75
ეგრე იაფი რომ ღირს მიზეზი ნეტა რა არის?! პატენტი ხო არ არი ? ან რამე რავი ,ამხელა სხვობა ფასში რის გამოა ნეტა

რა გითხრა აბა. მაგას საიდან გავიგებ? გამორიცხული არაფერი არ არის smile.gif
მასე შეიძლება აფთიაქში რაც იყიდება ძვირად ისიც პატენტი იყოს.მაშინ ვეღარაფერი გვიყიდია და ეგ არის.

Posted by: annaninio 19 Oct 2017, 11:06
compte.paris75
ფრაქსიპარინს მეც სულ ვაგზალზე ვყიდულობდი. აბა 8 თვე ვიკეთე, ბოლოში 0.6 იანი და კარგ დროს გავატარებდი სათითაოდ რომ მეყიდა. მე რთულად მქონდა ფიბრინოგენის საქმე, კურანტილს, კარდიომაგნილს და ომეგა 3 ვამატებდით და მაინც ვერ ვიჭერდით ნორმაში.

Posted by: m.i 19 Oct 2017, 11:55
აუ გავცივდიიიი, საშინელი გრიპი მაქვს sad.gif აღარ ვიცი რა დავლიო.. ჯერ ყელი მტკიოდა, ყელს ვუშველე ალოე და თაფლით, ხან სოდიან წყალს ვივლებდი... ეხლა კი გაგუდულივით ვარ, თვალები, ცხვირი, ბრონხები ყველაფერი მაწუხებს... ჯანდაბა, ეხლა გავცივდი მაინცდამაინც, ორშაბათს ვიზიტი მაქვს ანისთან, მანამდე მინდა როგორმე გამოვძვრე ამ მდგომარეობიდან... sad.gif

Posted by: compte.paris75 19 Oct 2017, 12:23
m.i
მეც ეგეთი მივედი ანისთან. თან ისეთი ხმით ვახველებდი smile.gif დამცველი მასკაც არ მქონდა. ეტყობა აცრილია ანი თორემ ისეთი ვირუსებიანები მივდივართ. მაინც არაფერი ედება

Posted by: m.i 19 Oct 2017, 12:58
compte.paris75
ხო არა? biggrin.gif მთელი ზამთარი ისე გავიდა არ გავციებულვარ, თან თითქოს თავს ვუფრთხილდებოდი... მარა ჰა მაინც გავცივდი sad.gif

Posted by: piko1989 19 Oct 2017, 13:13
გოგოებო პროგესტერონდ დღეში ორჯერ იკეთებდით? და რა ღირს ხომ არიცით? და რა ინტერვალით უნდა გაიკეთოთ?
დულ დავიბრნი და ნორმალურად ვერ დავიმახსოვრე რაც მითხრა ექიმმა

Posted by: Tamara1988 19 Oct 2017, 14:24
piko1989
დანიშნულება არ მოგცა შენ ექიმმა? გააჩნია ზოგი 2ჯერ იკეთებდა ზოგი 1ხელ. 2ლარამდე ღირს 10ამპულა. აუცილებლად დაურეკე შენს ექიმს და კითხე ისე არ გაიკეთო.

Posted by: Nit89 19 Oct 2017, 16:54
piko1989
მე ორ ამპულას ვიკეთებდი ერთად,ერთი შპრიცით, საღამოს ერთი და იგივე დროს. გადატანის მერე ერთი დამინიშნა ტევაგრასტიმი რომ გავიკეთე იმიტომო.

Posted by: piko1989 19 Oct 2017, 17:25
Nit89
Tamara1988
მადლობა გოგოები დავურეკავ ექიმს 1 შპრიცით ორიო მითხრა და დავაზუსტებ

Posted by: anuki198889 19 Oct 2017, 17:35
გოგოებო თქვენი აზრი მაინტერესებს ვინც ფრაქსიპარინს იკეთებთ. კლექსანი უფრო ძლიერია თუ ფრაქსიპარინი? დღეს ანგილოგთან ვიყავი ვენები მაქვს და რომ ვუთხარი 0.6 იან ფრაქსიპარინს ვიკეთებ თქო ასე მითხრა კლექსანზე გადადი 0.4 იანზე და უდრის 0.6 იან ფრაქსიპარინსო. ბევრად უფრო კარგიაო. რა ვქნაა?

Posted by: piko1989 19 Oct 2017, 17:35
ახლა ვესაუბრე 2 ამპულა 1 ჯერ დღეშიო დილით 10 დღე

Posted by: rosonera 19 Oct 2017, 17:36
ისე ეს პროგესტერენის ნემსები ლუთეინას ან ენდომეტრინის ნაცვლად არ გამოდგება? რა იაფი ყოფილა smile.gif

Posted by: იათო 19 Oct 2017, 17:40
rosonera
ვაიმე, ვერ ვიტან მაგ ნემსებს.. მიუხედავად სიიაფისა, მირჩევნია მეტი გადავიხადო ოღონდ ეგ არ გავიკეთო...

Posted by: nino84 19 Oct 2017, 17:56
rosonera
მე პირიქით ნემსები მინდოდა ჩამენაცვლებინა მხოლოდ კრაინონის სანთლებით და არაო, კი იაფია, მაგრამ სამაგიეროდ ეგ ნანემსრებია საშინელება.

Posted by: ella85 19 Oct 2017, 18:04
გოგონებო სერიოზულად დავფიქრდი მაგ პროფერტილზე, მადლობა ყველას ვინც დამაკვალიანეთ, ტელეფონით ვარ და ვერ გნიშნავთ ... სანამ გამოვწერ , კარგად გავიკითხავ კიდევ . იგივე შემადგენლობის წამლები ცალ ცალკე რომ დავლიო, ომეგა 3, ფოლის მჟავა, სელენი, , ე ვიტამინი, იგივე მოქმედება არ იქნება? ბევრად იაფი გამოდის .... ფოლს და ე-ს ისედაც მინიშნავდა ნატო, დავამატებ ამ სელენს, და ომეგა 3-ს, ბალახეულია კიდე და მწვანეში იყიდება, იმათი შოვნაც შეიძლება.... ქუთაისში ერთ აფთიაქს აქვს მარტო პროფერტილი და ისიც 30 დღის 209 ლარი ღირს....

Posted by: იათო 19 Oct 2017, 18:07
nino84
მე ბოლო მისვლაზე დამთანხმდა ქეთი, თუ ალერგია ნემსზე გაქვს, კრაინონს დაგინიშნავთო... ისე მომწონს ეს დასვენება ნემსებისგან და წამლებისგან smile.gif გავხალისდი ამ თვეში ცოტა <3 შენ როგორ ხარ?

Posted by: akunabakuna 19 Oct 2017, 18:13
Rososena
უზმოზე უნდა გაიკეთო, და იმ დილას ეუთიროქსს თუ სვამ არ უნდა გქონდეს დალეული.

Posted by: Female User 19 Oct 2017, 18:17
ella85
QUOTE
ტელეფონით ვარ და ვერ გნიშნავთ



სახელს ორჯერ რო დააჭერ, ინიშნება smile.gif ერთხელ დაჭერა რატომღაც არ ყოფნის

Posted by: compte.paris75 19 Oct 2017, 18:29

ისევ ვაახლეებ ჩემს განცხადებას. ჯერ ჯერობით არავინ შემხმიანებია პირადში. ნუ გერიდებათ. მომწერეთ ვინც ეხლა იკეთებს სიმულაციას.

****************************
სასწრაფოდ!
ჩუქდება გონალი 900-იანი თბილისში.
უხმარია, მაგრამ ყუთი აღარ აქვს.
ვადა ოქტომბრის ჩათვლით.
შენახვის პირობები დაცულია, მაცივარშია.
ვისაც გაინტერესებთ პირადში დამიკავშირდით და შეხვედრის ადგილის შესათანხმებლად ტელეფონის ნომერს მოგცემთ.

Posted by: piko1989 19 Oct 2017, 19:06
ხვალიდან უნდა დავიწყო პროფესტერონი და ვიცი ცუდი გასაკეთებელია და სიმაგრეებს როგორ შველოდით? ან რომ არ გაგმაგრებოდათ რას იფენდით სპირტის და ერთჯერადი პარკის გარდა?

Posted by: akunabakuna 19 Oct 2017, 20:15
compte.paris75
მე მაგით მიკეთებს ქეთი სულ სტიმულაციას, მაგრამ ზეგ მეცოდინება დამჭირდება თუ არა smile.gif
თუ მანამდე არ გააჩუქე შეგეხმიანები smile.gif

Posted by: nino84 19 Oct 2017, 20:17
იათო
მე პირიქით ვარ, წამლებს და ნემსებს რომ ვიკეთებ უფრო მშვიდად ვარ, მგონია რაღაცას ვაკეთებ რომ შედეგი მივიღო ეხლა 24 დან დავიწყებ დეკაპეპტილს. მიხარია, რომ გახალისდი, რაც ნაკლებად ვიფიქრებთ ამ პრობლემაზე უჯეთესია. მე სამწუხაროდ ვერ ვთიშავ გონებას, ხან პოზიტიური განწყობით ვარ და შემართებით ხანაც კი ძალიან "ვიგრუზები" და მეცოდევა ჩემი ქმარი და ჩემი თავი ამდენს რომ ვწვალობთ.

Posted by: იათო 19 Oct 2017, 21:42
nino84
როგორ მჯერა იცი რომ ერას შემდეგ გადატანაზე გამოგივა? :* მე წესით 9 ნოემბერს ველოდები ციკლს და გადავიტან 2-ვეს ალბათ. ერას მერე როდის გექნება შენ გადატანა ნეტა?

Posted by: nino84 19 Oct 2017, 21:52
იათო
ერას პასუხს გააჩნია, ქეთიმაც მითხრა და წავიკითხე კიდეც, რომ ერთხელ გაკეთებული ანალიზი შეიძლება არ იყოს საკმარისი და განმეორებითი დამჭირდეს. თუ არადა ალბათ ანალიზის მონდევნო ციკლში.

Posted by: compte.paris75 20 Oct 2017, 09:10
Tiko1988
პირადში გიპასუხეთ გუშინ.

Posted by: Nit89 20 Oct 2017, 10:49
დღეს გადატანიდან მე-6 დღეა და საერთოდ არაფრის შეგრძნება არ მაქვს,მეორე გადატანაზე ამ დროს უკვე შეგრძნებები მქონდა და კი გავიკეთე მე-8 დღეს ტესტი ამინთო და მერე ხგ.

თუ არ გამოვა ეხლაც მერე ვაპირებ ოსიძესთან მისვლას და რას მირჩევთ გამოცდილი გოგოები კიდევ ახლიდან დავიწყო დიდი პროტოკოლით თუ დაგროვებით? რომ მივალ თვითონ შემომთავაზებს თუ მე ვუთხრა?

Posted by: m.i 20 Oct 2017, 11:16
Nit89
"თუ არ გამოვა" ეს აღარ გაივლო გულში რაა... გჯეროდეს რომ გამოვა, თავი დადებითად განაწყვე.... მომავლის გეგმების განხილვას მერეც მოასწრებ, ოღონდ ეხლა არ გინდა ნეგატიური აზრები. ღვთის ნებით გამოვა :* წარმატებები

Posted by: იათო 20 Oct 2017, 12:00
Nit89
ბლასტო გაქვს გადატანილი? თუ სამდღიანი?
წინა გადატანაზე, პირველი დღიდან, ლაპარაკში ჩემ ქმართან სულ ამ "თუ არ გამოვა მერე ასე და ასე მოვიქცევის" ვამბობდი, ეხლა ისე ვნანობ... ნუ გააბრაზებ ბაიას შენს მუცელში, იფიქრე რომ აუცილებლად გამოვა <3

Posted by: natali777 20 Oct 2017, 12:02
m.i
ერთ რაღაცას გასწავლი და თუ არ დაგეზარება და ალერგია თუ არ გაქ სტრეპტომიცინზე. არც ძნელი გასაკეთებელია და არც ძვირია, კაბიპები ჯდება.
სტრეპტომიცინის შუშა გეცოდინება აფთიაქში რომ იყიდება და გამხსნელით უნდა გაიხსნას (ფხვნილია).
აიღებ საღამოს ძილის წინ ერთ შუშა სტრეპტომიცინს, ჩაასხამ გადმოდუღებულ თბილ წყალს და გაავსებ ამ შუშას. ანჯღრევ რომ კარგად გაიხსნას, გადმოასხამ პატარა ყავის ჭიქაში ამ მასას და დაუმატებ 1 ჩაის კოვზ თაფლს, ურევ კოვზით სანამ თაფლიც გაიხსნება, შემდეგ ამ მიღებულს ნელ-ნელა დალევ, უფრო სწორად ისე წრუპავ რომ მოედოს ყელს კარგად. მეორე დილით (1 სთ მაინც არაფერი ჭამო დილით როცა გაიკეთებ) და მეორე დღის საღამოს გაიმეორებ კიდე ძილის წინ. სულ 3-ჯერ აკეთებ.
ეს პროფესორისგან ნასწავლია და აბა ნახე, მახსენებ, ჩემმა დედამთილმა გაიკეთა და დაჟე ალერგიული ხველებაც კი დაავიწყა.. თუ მოგიხდა დაწერე მერე შედეგი.

Posted by: Nit89 20 Oct 2017, 13:02
იათო
m.i
მადლობა გოგოებო,მაგრამ ამ დროს ვერ იკავებ თავს ხომ იცით და ძალიან ცუდია ასეთი განწყობა ვიცი,მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ თავს sad.gif
* * *
იათო
ერთი ბლასტო მქონდა და ის გადავიტანეთ,აღარ მაქვს დარჩენილი.

Posted by: rosonera 20 Oct 2017, 13:42
იათო
ხო მაგრამ თუ ერთიდაიგივე შემადგენლობაა სანთელის დილა საღამოს გარჭობას არ ჯობია საღამოს ერთი ნემსი დაირჭო? smile.gif ან დუფასტონის სმას, ერთი ვკითხო ექიმს რას მეტყვის. smile.gif თან ვნახავ როგორ იტანს პროგის ნემსს ჩემი ორგანიზმი.

Posted by: იათო 20 Oct 2017, 14:17
rosonera
მე მიმაგრდება ნანემსრები სასტიკად... წინა გადატანაზე რომ ვიკეთე, ის ნანემსრები ეხლაც კი გამაგრებული მაქვს... და რაც ყველაზე ცუდია, ამ ბოლო დროს ალერგია მომცა პროგის ნემსმა...

Posted by: სამანტა 20 Oct 2017, 14:43
1 ემბრიონი გამომივიდა, კიდევ ერთი სტიმულაცია მაქვს წინ. ისე მიხარია ის პაწაწუნა არსება რო მყავს მაინც ბედნიერი ვარ

Posted by: rosonera 20 Oct 2017, 14:50
სამანტა
გილოცავ, მცირე სტიმულაცია გაიკეთე? რამდენი ფოლეკული ამოგიღეს?

Posted by: ketketa210 20 Oct 2017, 14:54
სამანტა
გილოცავ, ბოლომდე მიგეყვენოს ეგ პაწუკა smile.gif

Posted by: natali777 20 Oct 2017, 15:15
სამანტა
შენც ქეთის პაციენტი ხარ?

Posted by: ketketa210 20 Oct 2017, 16:00
sesilia28
ინექსმა ასე მომწერა
"გამოწერაზე დახმარების მოთხოვნა გაუქმდა.
მიზეზი:
აღნიშნული საიტიდან გამოწერაში ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
http://inex.ge/info.html/23

Posted by: სამანტა 20 Oct 2017, 16:09
QUOTE (rosonera @ 20 Oct 2017, 14:50 )
სამანტა
გილოცავ, მცირე სტიმულაცია გაიკეთე? რამდენი ფოლეკული ამოგიღეს?

არა, დაგროვების პროგრამაში ვარ, კიდევ ერთი სტიმულაცია უნდა გავიკეთო მალე და იმედი მაქვს თუნდაც 1 კიდევ მეყოლება და მერე გადატანაზეც ვიფიქრებთ როდის გაადაწყვიტავს ექიმი. ისე ვღელავ ის პატარა რომ იქ მეგულება. ღმერთი მომცემს ალბათ ძალას რომ გამოვზარდო და მიემაგროს როცა იქნება.

Posted by: natali777 20 Oct 2017, 16:12
მცირე სტიმულაცია ინოვაში რა ღირს ვინც იცით დაწერეთ რა? ანალიზების ფასები კი გავიგე ნელნელა, ძირითადი ფასები მაინტერესებს , ასპირაციის, გადატანის და ა.შ. გთხოვთ

Posted by: სამანტა 20 Oct 2017, 16:12
არა ნატო ხონელიძესთან. მადლობა გოგოებო

Posted by: m.i 20 Oct 2017, 16:52
natali777
უი შენ გაიხარე აუცილებლად გავაკეთებ. მგონი არაფერზე არ მაქვს ალერგია biggrin.gif მინდა მალე გამოვძვრე ამ დაუპატიჯებელი გრიპიგან,,, საერთოდ არ იცის რა მისი დრო და ადგილი biggrin.gif
მადლობაა
* * *
Nit89
კი ვიცი როგორ არა, ორჯელ გამოვიარე ეს პერიოდი.. ხმამაღლა თუ არ ვიძახოდი გულში მაინც ცუდი ფიქრები მიტრიალებდა,, მერე კი ამ ყველაფერს ძალიან ვნანობდი

Posted by: torckiko 20 Oct 2017, 19:07
დ ვიტამინის ანალიზის აღების წინ რამდენი ხნით ადრე შეცწყვიტო წამლის მიღება ტუ იცით? ზოგი ექიმი მეუბნება ერთი კვირით ადრეო, ზოგი სულ არ შეწყვიტო ისე აიღე ანალიზიო.

Posted by: akunabakuna 20 Oct 2017, 19:32
Nink84
დეკაპეპტილი რისთვის დაგინიშნა?

Posted by: mashusha 20 Oct 2017, 19:41
გოგოებო, ქეთის გარდა კარგი რეპროდუქტოლოგი მირჩიეთ, მისვლა მინდა.

Posted by: nino84 20 Oct 2017, 22:33
akunabakuna
მემგონი მე მწერდი ხო?
ერა ტესტი უნდა გავიკეთო და წინა თვეში ფემოსტონის ფონზე ფოლიკული მაინც გამეზარდა საკვერცხე უნდა დაბლოკოს და ამჯერად ნემსები დამინიშნა.

Posted by: Tiko1988 20 Oct 2017, 22:43
გოგოებო იქნებ ვინმემ იცოდეთ გონალს და მენოპურს ვიკეთებ ციკლის მეექვსე დღე მაქ წესით ოთხი დღე უნდა მქონდეს ციკლი მაგრამ დღეს ცოტა შევიბერესავით და ეხლა ცოტა ყავისფერი შევამჩნიე ხომ არ გქონიათ ვინმეს ?ხვალ ვარ დაბარებული კლინიკაში

Posted by: ella85 20 Oct 2017, 22:47
სამანტა
სიცოცხლის ბოლომდე ნატოს მადლიერი ვიქნები, სანდროს დედიკო რომ გამხადა, წარმატებები აბა, ნატო ძალიან მაგარი ადამიანია, თბილი და გულისხმიერი

Posted by: compte.paris75 20 Oct 2017, 23:31
QUOTE (compte.paris75 @ 19 Oct 2017, 18:29 )
ისევ ვაახლეებ ჩემს განცხადებას. ჯერ ჯერობით არავინ შემხმიანებია პირადში. ნუ გერიდებათ. მომწერეთ ვინც ეხლა იკეთებს სიმულაციას.

****************************
სასწრაფოდ!
ჩუქდება გონალი 900-იანი თბილისში.
უხმარია, მაგრამ ყუთი აღარ აქვს.
ვადა ოქტომბრის ჩათვლით.
შენახვის პირობები დაცულია, მაცივარშია.
ვისაც გაინტერესებთ პირადში დამიკავშირდით და შეხვედრის ადგილის შესათანხმებლად ტელეფონის ნომერს მოგცემთ.

ინფორმაციისთვის
უკვე გამოჩნდა დაინტერესებული პირი.

Posted by: akunabakuna 21 Oct 2017, 09:08
გოგოებო ხომ არ იცით ქეთი რომელ რიცხვებში არ იქნება?

Posted by: piko1989 21 Oct 2017, 10:06
mashusha
გოგოები ანა მორჩილაძესაც ძალიან აქებენ და მე ნანა კვერნაძე მომწონს ზალიან პირველი ვიზიტი უფასოა და მიდი ტუგინდა შენთვითონ ნახე
* * *
გოგოებო ვინც პროგესრერონს იკეთებთ რამდენგრამიანი შპრიცით სარგებლობთ? ექიმმა ღრმად რო ჩავიდესო და მე 2 გრამიანი შპრიცები ვიყიდე

Posted by: mashusha 21 Oct 2017, 13:36
piko1989
QUOTE
გოგოები ანა მორჩილაძესაც ძალიან აქებენ და მე ნანა კვერნაძე მომწონს ზალიან პირველი ვიზიტი უფასოა და მიდი ტუგინდა შენთვითონ ნახე
* * *



ვინ არიან, სად არიან?

Posted by: nino84 21 Oct 2017, 14:40
piko1989
მე 5 მგ-იანით ვიკეთებდი, ინტერნეტში წავიკითხე ჯობია ღრმად შევიდესო.

Posted by: piko1989 21 Oct 2017, 15:20
nino84

მადლობა გაიხარე ვიყიდი დღესვე 2 გაკეთება გავიკეთე 2 მილიგრამიანით და დანარჩენს გავიკეთებ 5 იანით
* * *
mashusha
დაგუგლე საყვარელო სახელი და გვარით ორივე და ყველანაირ მონაცემებს ამოგიგდებს მისამართებსაც მე ნანა კვერნაჴესთან დავდივარ თემქაზე ღია გულის შენობაში

Posted by: annaninio 21 Oct 2017, 15:32
mashusha
მაკა გეგეჭკორი საბახტარაშვილში.აუცილებლად მოგეწონება.კიდე პინეოში მარინა არჯევანიშვილი. მე უკვე ორსული მივედი , აღრიცხვაზე და ზუსტად ქეთისნაირი მიდგომა ქონდა მაგასაც.იქ გოგოები ვნახე შენარჩუნებაზე მკურნალიბდნენ და ძალიან კმაყოფილები იყვნენ.

Posted by: torckiko 21 Oct 2017, 15:39
mashusha
თამთა ცაავა ინოვაშია ისიც.

Posted by: ella85 21 Oct 2017, 16:12
გოგონებო , მოკლედ ჩემი ჭკუით ჩემს თავს დავუნიშნე პროფერტილი, მეძვირა და ავდექი დღეს და 20 ლარში გამოვედი 1 თვის დოზა ვიყიდე ტეტესეპტის ომეგა 3 1000 იანი, ე ვიტამინი 100 იანი, ფოლის მჟავა და სელენი, ჰო კიდე გურიელის მწვანე ჩაი smile.gif ნუ მთლად პროფერტილი თუ არ გამოვა , ჩემი პროვიზორობით, წყენით დარწმუნებული ვარ არ მაწყენს smile.gif 2 თვე მაქვს წინ ინსემინაციამდე დაახლოებით და ვნხოთ smile.gif

Posted by: m.i 21 Oct 2017, 16:14
ella85
მშვენიერი დანიშნულება გამოგივიდა smile.gif

Posted by: სამანტა 21 Oct 2017, 18:38
QUOTE (ella85 @ 20 Oct 2017, 22:47 )
სამანტა
სიცოცხლის ბოლომდე ნატოს მადლიერი ვიქნები, სანდროს დედიკო რომ გამხადა, წარმატებები აბა, ნატო ძალიან მაგარი ადამიანია, თბილი და გულისხმიერი

ნამდვილად, მადლობა გენაცვალე . ნატოს მეც მჯერა , მჯერა რომ ცარიელი ხელებით არ გამოვალ სამშობიაროდან როგორ წლების უკან.

Posted by: mashusha 21 Oct 2017, 19:14
annaninio
QUOTE
მაკა გეგეჭკორი საბახტარაშვილში

QUOTE
პინეოში მარინა არჯევანიშვილი



რეპროდუქტოლოგები არიან ხო?
ძალიან დიდი რიგებია?

Posted by: qetusiaaa_qetuu 21 Oct 2017, 19:31
mashusha
ნემსაძესთან რომ მისულიყავი? რეპროდუქტოლოგი არაა მაგრან სულ პროვლემური ორსულები ვყავართ

Posted by: Female User 21 Oct 2017, 19:44
qetusiaaa_qetuu
ნემსაძე ძაან კაია ხომ? მარტო თემქაზე მოღვაწეობს ახლა თუ იცი? კლინიკა არ მიქეს და თავს ვიკავებ მაგის გამო

Posted by: mashusha 21 Oct 2017, 19:52
qetusiaaa_qetuu
მე ორსულობამდე მჭირდება მოხედვა, რომ პრობლემა არ დაიწყოს. ჰორმონი მივარდება ქვემოთ ზალიან და ნაყოფი ვერ ახერხებს კვებას. სავარაუდო პროგნოზი ესაა.
პირველ ნაყოფზე არაფერიც არ დამვარდნია. უპრობლემოდ გავაჩინე. რა მოხდა ნეტავ ამ ორგანიზმი ??((

ორი აბორტი სისასტიკეა

Posted by: qetusiaaa_qetuu 21 Oct 2017, 20:10
Female User
რატო არ გიქეს? მანდ დავდივარ მე , ნემსაძეს პროფესიონალიზმის გამო ღუდუშაურშიც კი დავდიოდი, უბედნიერესი ვიყავი რომ გავიგე თემქაზე გადავიდაო biggrin.gif

Posted by: Female User 21 Oct 2017, 20:29
qetusiaaa_qetuu
უი არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა გააჩინა მანდ ნემსაძის ხათრით და კლინიკის ძალიან უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით ბავშვების მოვლის. ამიტომ არ განვიხილე მე. ისე ნეტა რა ფასები აქვთ და ერთკაციანი პალატები თუ აქვთ ხომ არ იცი?

Posted by: qetusiaaa_qetuu 21 Oct 2017, 21:04
Female User
არა ჯერ მაქამდე არ მივსულვარ , არ დამიწყია მაგის გარკვევა ...
მთავარია ბოლომდე გავიდე და შევინარჩუნო ორსულობა და მე მივხედავ ბავშვს სამშობიაროში არ მაქვს პრობლემა smile.gif)

Posted by: mashusha 21 Oct 2017, 23:23
გოგოებო, 5 კვირის ფეხმძომობა შემწიყდა. ვიკეტებდი უტროჯესტანს. გინეკოლგმა ტავისით წამოვა, არ გინდა წამლებიო. მსგავსი ვინმეს გქონიათ და რამდენ დღეში წამოვიდა წამლების შეწყვეტის მერე?


Posted by: natia8@ 22 Oct 2017, 01:07
mashusha
რატომ შეგიწყდა? რას გეუბნებიან?

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 07:44
natia8@


ჯერ გამოკვლევა არ ცამიტარებია, მაგრამ, გინეკოლოგმა ვარაუდით მიტხრა, პროგი გივარდება ქვემოთ და ვერ ასწრებს ემბრიონი მიმაგრებას და კვებასო...

Posted by: google1 22 Oct 2017, 13:39
გამარჯობა გოგოებო,
ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ როგორც მე დამემართა, შეცდომაში სხვაც რომ არ შევიდეს, ანი მორჩილაძეს არ გირჩევთ არავის.
არც ისეთი ყურადღებიანია და მითუმეტეს არც პროფესიონალი, როგორ დაიწერა.
დაწყვეტილი ნერვები, დაკარგული დრო და თანხა, ესაა ჩემი ანისთან ურთიერთობის შედეგი.
დეტალების მოყოლა აქ არ მინდა, ბევრი ისედაც მიცნობთ პირადი მიმოწერით.
თუ რამე დაგაინტერესებთ, ისევ პირადში მომწერეთ.
ყველა ძალიან მიყვარხართ, ვიცი რას უძლებთ და გადაგიტანიათ, ამიტომ არ შემეძლო არ მერჩია. არც დრო გაქვთ რომელიმეს დასაკარგი და არც ნერვები.

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 13:55
google1


საქართველოში ექიმის არცევა, დიდი ლატარეაა.
ერთი გირჩევს, მეორე გიძაგებს აუცილებლად. ისე ვარ დაბნეული რომ მგონი მეორეს აღარასოდეს არ ვიფიქრებ . არავის არ ვენოდბი.

Posted by: sesilia28 22 Oct 2017, 14:03
google1
რადგან დაიწყე დაასრულე კიდეც სათქმელი, პირადში ვერ გწერთ ყველა. მითუმეტეს შენი გამოსვლა ცოტა უხეშიც კი არის, უამრავი პაციენტი ვართ აქ რომლებიც იმედის თვალით შევყირებთ და ვენდობით, ამიტომ ისაუბრე ფაქტებით პირდაპირ

Posted by: torckiko 22 Oct 2017, 14:12
google1
სამწუხაროდ საქართველოში ექიმების უმეტესობა არაპროფესიონალია, უყურადღებო და უტაქტო, მათთვის პაციენტი მარტო ფულის წყაროა და მეტი არაფერი. მარტო ამ გინეკოლოგებმა ისე დამღალეს რომ საერთოდ შევეშვი ყველაფერს, ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და აზრზე არ არიან არაფრის. ერთი ექიმიც კი ვერ ვნახე ვინც ნორმალურად გამარკვევდა და დამიგეგმავდა მკრნალობას.

Posted by: google1 22 Oct 2017, 14:57
სესილია, ჩემი ისტორიის დეტალებს რამდენიმე გვერდი არ ეყოფა და ალბათ ბევრს არც დააინტერებს.
ფაქტებით და პირდაპირ დავწერე მგონი, არის უყურადღებო, ჩემი შეფასებით არც თუ კარგი პროფესიონალი და დამაკარგინა დრო, დაუშვა შეცდომები და უშედეგოდ წამოვედი. ყველას საკუთარი არჩევანი აქვს, ყველას შეუძლია ენდოს იმას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის.
დიდი სიამოვნებით და აუცილებლად დავწერდი კარგს, ამის საფუძველი რომ მოეცა.

Posted by: torckiko 22 Oct 2017, 15:06
google1
უყურადღებობაში რას გულსიხმობტ? უბრალოდ ჩემი ერთი ახლობელი დადიოდა და გიჟდებოდაი ისეთი თბილი და ყურადღებიანიაო, მეც მირჩევდა მისვლას და რატომღაც არ მომეწონა.

Posted by: google1 22 Oct 2017, 15:18
თავიდან ნამდვილად ძალიან ყურადღებით მიმიღო და მომისმინა, მაგრამ მკურნალობის პროცესი სწორად ვერ დამიგეგმა, მნიშვნელოვანი რამეები გამორჩა და
შედეგიც შესაბამისად ვერანაირი მივიღე. ჩემი ორი ახლობელი კატეგორიულად არ მირჩევდა იგივე მიზეზების გამო, მაგრამ თავად სულ სხვა წარმოდგენა მქონდა და არ დავიჯერე.

Posted by: torckiko 22 Oct 2017, 15:29
google1
თავიდან ყველა ყურადღებით გიღებს და მერე რა ემართებათ ვერ გავიგე, სხვასთან არ გიცდიათ მისვლა?

Posted by: qetusiaaa_qetuu 22 Oct 2017, 15:42
ე.ი კარგ ექიმთან მიხვალ და იმდენი პაციენტები ყავთ ყურადღებას ვერ გაქცევენ უდროოვის გამო... ყურადღებას მოგაქცევენ და არ არიან სათანადო ცოდნის... sad.gif

Posted by: torckiko 22 Oct 2017, 15:50
qetusiaaa_qetuu
პიაეადად მე კარგი და პროფესიონალი ვერავინ ვერ ვნახე, ერთი ხათუნა ავალიანი იყო ჟორდანიაში და ისიც ქვეყნიდან წავიდა, იმის შემდეგ ნორმალური ექიმი ვერ ვიპოვე. რატომღაც თვლიან რომ ყველა პაციენტს ერთი მკურნალობა უნდა მოერგოს რაც აქვთ გაზეოირებული და თუ შედეგი არაა პაციენტია დამნაშავე, ალბათ რაღაც ისე ვერ გააკეთეო.

Posted by: compte.paris75 22 Oct 2017, 16:14
google1
მახსოვს თავიდან შენ შემომეხმიანე პირადში და გამამხნევე, გავცვალეთ რაღაც ინფორმაციები. გგულშემმატკივრობ ძალიან.
ძალიან საწყენია რომ ასე მოხდა ანისთან შენი ამბავი.
მეც რაღაც ცოტა გულდაწყვეტილი ვარ რომ არ შედგა ჩემი პუნქცია.
მინდა დავბრუნდე პარიზში, ვეღარ ვძლებ ჩემი ქმრის გარეშე. მერე ვნახოთ რა იქნება.

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 16:23
compte.paris75

გადაიდო ინ ვიტრო?
პარიზში ჩასვლით რა შეიცვლება?

მე ველოდები როდის ცამომეშლება შეწვყეტილი ორსულობა ... აღარ მინდა არც ორსულობა და არც არაფერი. ოღონდ ეს დასრულდეს ახლა ათას გამოფხეკების და გართულებების გარეშე... სარშანდელი აბორტის მერე, გული მაქვს გახეთქილი აბორტის ხსენებაზე... არც ცამოიდს. უკვე ორი დღეა შევწვიტე წამლები. რამდენი დღე უნდა ნეტავ....
ამაზეც კი ვის ვენდო, არ ვიცი...


Posted by: Female User 22 Oct 2017, 16:28
mashusha
ისე ვწუხვარ შენ ამბავს sad.gif

ინგლისური იცი? იქნებ აქ ნახო საინტერესო პასუხი. sad.gif

http://m.essentialbaby.com.au/forums/index.php?/topic/540325-how-long-after-heart-stops-you-miscarry-few-questions/

Posted by: იათო 22 Oct 2017, 16:29
mashusha
მე ორსულობა არ მქონია, თუმცა წარუტებელი ინვიტროს შემდეგ, წამლების შეწყვეტიდან 4-ე, 5-ე დღეს დამეწყო ციკლი.. დაელოდე ცოტახანს.. ღმერთმა მოგცეს ძალა და რაც შეიძლება მსუბუქად გადაგატაროს ეს რთული პერიოდი..

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 16:37
Female User


მადლობა.კი, ვიცი ამდენი ინგლისური.
ერთი საკიტხი მაწუხებს, თუ იცით ტქვნ. ოსრულობამდე ცოტა ხნით ადრე ცალი მკერდიდან რძის მაგვარი გამონადენი მქონდა. ეს ხომ არ ნიშნავს ცვლილებას რომელიმე ჰოქმონში და ამან ხომ არ გამოიწვია მოშლა. მშობიარობიდან 2,6 წელი გასული.ამ დრომდე რძე არ უნდ აყოფილიყო

Posted by: LK1 22 Oct 2017, 16:49
mashusha
ძალიან მეწყინა შენი ამბავი, დაორსულება არ გიჭირს და აუცილებლად გააჩენ კიდევ. მკერდიდან გამონადენი მაღალმა პროლაქტინმა იცის. ლაქტაციის დროსაც ეგ ჰორმონი იმატებს. დაორსულებას კი ხელს უშლის. ცოტა მიხედვა გინდა. რეპროდუქტოლოგი არც გინდა. ჩვეულებროვო გინეკოლპგიც გიშველის ჩემი აზრით. ჩაჩავაში ფიქრია კამლაძეს გირჩევ, რთული პაციენტების დიდი გამოცდილება აქვს. რიგები მასთანაც უსასრულოა მაგრამ ძლიერია ვიცი. რეპროდუქტოლოგებში კი ქეთიზე ძლიერი მე არავინ მეგულება. ინვიტროების გარეშეც ვგულისხმობ. ძალიან ალღოიანია და ზუსტად ხვდება მიზეზს.

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 16:52
LK1


მერე როგორ დავორსულდი მაღალი პროლაქტინის ფონზე, ან ეგ ხომ არაა ნეტავ მოშლის მიზეზი...
ქეთიზე არაები მესმის, მაგრამ, რიგები მაშინებს ცოტა.
დიდი მადლობა მხარდაჭერისტვის.
ახლა აბორტის გამო ისე ვარ დაზაფრული, აღარ ვიცი რა ვქნა. შარშან საშინლად გამიკეთეს აბორტი. გამომიგლიჯეს ნაკერი და სისხდენას კინაღამ გადავყევი. 3 დღე რანიმაცაიში ვიწექი. ძალიანმეშინია ისევ აბორტის...

Posted by: takotatuli1989 22 Oct 2017, 16:52
mashusha
ორსულობის საწყის ეტაპზე არ ვარგა მაღალი პროლაქტინი, თუმცა.სიფრთხილითაა დასანიშნი მარეგულირებელი რო ხელი არ შეეშალოს ორსულობას. ეგ მარტივად მოსაგვარებელი ჰორმონია და აუცილებლად უცებ დაგირეგულირდება. მგონი 1 თვეც არ უნდა.

Posted by: LK1 22 Oct 2017, 16:52
ანის საყვედურს რაც შეეხება, აქ ქეთის პაციენტებიც ბევრი ვართ მარა მასზე საყვედურების დაწერა არავის მოუკლია. ასე რომ ვისაც რა გამოცდილება აქვს რომ დაწეროს ამაში ცუდი არაფერი არაა.
* * *
mashusha
მოშლის მიზეზიც მგონი შეიძლება რომ იყოს თავს ვერ დავდებ. რიგები კი ვისაც არ აქვს საქართვრლოში ის არც ვარგა სამწუხაროდ. ნუ ჩემი დაკვირვებით ასეა.

Posted by: Tiko1988 22 Oct 2017, 16:57
მოკლედ ეს ექიმები რაა რას გაუგებ ყველას ყავს კამაყოფილი და უკმაყოფილო
მაგრამ ისეთი ფასები აქ ყველაფერს ნამდვილად ვიმსახურებთ რომ მეტი პროფესიონალიზმი და ყურადღება მოვითხოვოთ ნებისმიერი ექიმისგან

Posted by: Female User 22 Oct 2017, 17:00
mashusha
QUOTE
შარშან საშინლად გამიკეთეს აბორტი


რა ჩემი საქმეა მარა მედიკამენტოზურს ხომ არ აირჩევდი?

Posted by: LK1 22 Oct 2017, 17:03
Tiko1988
გეთანხმები ვინსახურებთ ძალიან დიდ ყურადღებას, თუმცა საქართველოში პაციენტმა თუ არ იყოჩაღა არაფერი გამოდის. იმედია ოდესმე შეიცვლება ეს სიტუაციაც. მე პირადად არასოდეს წამოვსულვარ არცერთი ექიმისგან ისე თუ ყველა კითხვაზე პასუხი არ მიმიღია, ოღონდ რა ნერვების ფასად მიჯდება ეს ალბათ წარმოგიდგენიათ. sad.gif

Posted by: Tiko1988 22 Oct 2017, 17:11
დღეს დავიწყე კვერცხი რძე კაკაო შაქარი აქ ვიღაც წერდა თხელი ენდომეტრიუმისთვის კარგიაო
ვნახოთ როგორ იმოქმედებს
სტიმულაციაც დაწყებული მაქ
მაგრამ ენდომეტრიუმი ძალიან თხელიაო

Posted by: Female User 22 Oct 2017, 17:13
LK1
QUOTE
თუ არ იყოჩაღა


ზუსტად და ეგ მაგიჟებს. ჩემმა ექიმმა 3 კვირის მანძილზე ერთხელაც რომ არ მიპასუხა ტელეფონზე, იმეილზე და მესიჯზე, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც პრობლემა შემექმნა. ისიც არ ვიცოდი პრობლემა მქონდა თუ არა და ხმასაც არ მცემდა. ქვეყანაშიც არ ვიყავი რომ მივსულიყავი. უკვე ცუდად მყოფი რომ მივედი და მითხრა რატომ არ დამირეკე მანამდეო, რომ მოვაღე პირი, მას მერე მგონი ტელეფონში ჩემი ნომერი ჩაიწერა, როგორც "უპასუხე!!" მაგის მერე ყველაფერზე მპასუხობს და თუ ვერ მიპასუხა, აქეთაც კი მირეკავს. არადა ამ დროს ძალიან კომპეტენტური, პროფესიონალი და ძლიერი ექიმია. სულ იმას ვიძახი, რომ თუ ხმა მიაწვდინე და შეაღწიე, წუნს ვერ უპოვი.

ამდენი ბრძოლა უნდა იყოს საჭირო? არა!

Posted by: stellla 22 Oct 2017, 17:14
google1
კარგი იქნება თუ მოგვიყვები შენს ისტორიას. რა დიაგნოზი დაგისვა ანიმ , რა მკურნალობა. რა გამორჩა შენი აზრით და სად დაუშვა შეცდომა. ძალიან სასარგებლო იქნება კონკრეტულად თუ დაწერდი . მეც ჯერ ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე ვარ და მაინტერესებს დაწვრილებით , რომ გავითვალისწინოთ.

Posted by: sesilia28 22 Oct 2017, 17:20
LK1
საყვედურის გამო კი არ მითქვამს, აქ ვერ დავწერ და ცუდია ნუ მიხვალთო ეს თქმა არ იყო სწორი, მიზეზიც რომ გვითხრას ეგ აჯობებს, სხვებიც გავითვალისწინებთ და უფრო ყურადღებით ვიქნებოთ

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 17:27
Female User
QUOTE
რა ჩემი საქმეა მარა მედიკამენტოზურს ხომ არ აირჩევდი?



მედიკამენტოზურიო გინეკოლოგმა, თუ ტავისით არ ჩამოვიდაო. 2-3 დღე ვაცალოთო, წესით ტავისითაც უნდა ცამოვიდესო. პატარა ვადაა.
მედიკამენტოზურიც სარისკოა.აგერ აბორების თემაში წერდა ერთი, სისხლდენა არ მმიწყდებაო..
მოკლედ, რა ყველაფერი შარია!

Posted by: Female User 22 Oct 2017, 17:28
mashusha
კი მართალია. ყველაფერი რისკიაsmile.gif სისხლდენა არ ვიცი, მაგრამ არის შანსი, რომ ბოლომდე მაინც არ ჩამოვიდეს, თუმცა მე გავრისკე და გაამართლა

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 17:32
Female User


აქ რომ ზალიან არ ავურიოთ გოგოებს თემა, მომწერე რა პირადში მედიკამენტოზურზე. ტკივილები იცის, სისხლდენა, თუ როგორ მიმიდნარეობს <3

Posted by: torckiko 22 Oct 2017, 17:36
სპირალი მირენა ვინმეს თუ გქონიათ ჩადგმული, მე მთავაზობენ და საშინლად არ მინდა, თან ძაან ბევრი ვერ იტანს ისეთიაო და თუ ვინმეს გქონიათ დაწერეთ რა გამოცდილება. ოპერაციამდე უნდათ რომ ეგეც სცადონ.

Posted by: qetusiaaa_qetuu 22 Oct 2017, 18:10
mashusha
მაღალმა პროლაქტინმა იცის და როგორ დარჩი ორსულად ?! ჩემ დას ქონდა და იმკურნალა ვერ რჩებოდა ...
* * *
მამუკა ნემსაძესაც ლანძღავენ ხოლმე მაგრამ ფაქტია რომ ერთერთი საუკეთესო მეან_გინეკოლოგია ... მიუხედავად იმისა რომ უამრავუ პაციენტი ყავს და თან მგონი უმეტესობა პრობლემიანი ყოველთვის მპასუხობს ზარზე... უბრალოდ ნახევარი დღე რიგში ვარ ხოლმე მაგრამ პროფესიონალიც იყოს და რიგირც არ ქონდეს ეგეთი ექიმი არ არსებობს

Posted by: Female User 22 Oct 2017, 18:31
qetusiaaa_qetuu
მე ვფიქრობ, რომ მთლიანად სისტემის ბრალიცაა ეგ. რომ დავფიქრდე, აი როგორ უნდა უპასუხოს ყველას ჩემმა ექიმმა, როცა პაციენტებიც უნდა მიიღოს, ანალიზების პასუხზეც მას უნდა დაურეკო და ჩაწერაზეც კი თვითონ ექიმს უნდა დაურეკო. ამხელა ჩაჩავაში ის ვერ გაუკეთებიათ, რომ ჩაწერის სერვისი მაინც ქონდეთ.

Posted by: torckiko 22 Oct 2017, 18:55
ჩაწერას ზპგადად რა აზრი აქვს თორემ კი, სულ ვეწერები ინოვაში და მაინც სულ რიგში ვდაგავარ, სრული განუკითხაობაა ყველგან, მარტო ფულის აღება არ ეშლებათ.

Posted by: ella85 22 Oct 2017, 21:40
torckiko
რა უნდა ჩვენსკენ სპირალს და აწყობილ ცხოვრებას smile.gif , ორ წითელ ხაზზე მონადირე ხალხი ვართ აქ biggrin.gif

Posted by: torckiko 22 Oct 2017, 21:58
ella85
ენდომეტრიოზის სამკურნალოდ უნდათ და ბევრისგან გამიგია რო ვერ აიტანეს, თან იმისთანა ფასი ადევს. ამ ექიმების გადამკიდე აღარაფერი აღარ მინდა

Posted by: Kato81 22 Oct 2017, 22:38
google1
მეც ანის პაციენტი ვარ, ყველა ექიმს ჰყავს მადლიერი და უკმაყოფილო პაციენტები, ვინც ვისთან იღებს შედეგს მისთვის ისაა საუკეთესო და პროფესიონალიც, პროფესიონალიზმს მე სათანადოდ ვერ შევაფასებ ალბათ, ყურადღებას რაც შეეხება პირადად ჩემთან ურთიერთობაში არაფერი არ შეშლია მაგ მხრივ, თუმცა ჯერ 4 თვეა რაც შეხება მაქვს მასთან, არის ძალიან ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული და პუნქტუალური, ნუ არ ვიცი ჯერჯერობით ასეა და თუ რამე მსგავსი გამოამჟღავნა აუცილებლად დავწერ, მადლობა რომ რჩევა მოგვეცი, "სიფრთხილეს თავი არ სტკივაო" კარგი გამოთქმა გვაქვს, საწყენია რომ მასეთი აზრი დაგიტოვა ანიმ, იმედია ჩვენც არ გაგვიცრუდება მოლოდინი, დამღალა ამ ექიმების ცვლამ და ყველაფრის ახლიდან დაწყებამ sad.gif წარმატებებს გისურვებ :*

Posted by: tweety86 23 Oct 2017, 00:18
LK1
mashusha
ორსულად რომ იყავი მაგიტომ გქონდა მომატებული პროლაქტინი... sad.gif


Posted by: google1 23 Oct 2017, 00:58
კატო, დიდი მადლობა და მეც წარმატებას გისურვებ. შენ გყავს ემბრიონები და სანერვიულო არაფერი გაქვს. პირველ ჯერზე ყოველთვის არ ამართლებს, მეორე ცდაზე აუცილებლად გამოვა. გგულშემატკივრობ და ძალიან მინდა მალე გახარებულმა დაწერო დადებით პასუხზე:*
მადლობა, რომ სწორად გაიგე ჩემი ნათქვამი.

Posted by: compte.paris75 23 Oct 2017, 09:28
akunabakuna
დღეს აპირებ ექიმის ნახვას? პირადში კი მოგწერე ორი დღის წინ. ნეტა თუ ნახე.

Posted by: natali777 23 Oct 2017, 10:40
გოგოებო 26-ში ვამთავრენ კონტრაცეპტივს, ამის შემდეგ ველოდები ციკლს და ვიცკებთ მომზაცებას მცირე სტიმულაციით. ქეთი ექიმმა ბუნებრივ ციკლში მოგამზადებ და გადავიტანთო. მომცერეთ რა გთოვთ რა ეტაპები მელოდება ვინც ჩემსავით იყავით.
2 გინალი 75 და მენოპური 2 ამპ. ერთადო (ეს ჯერ 4 დღის გეგმა)
რა დაჯება მიახლოებით ეს ჰორმონები, ინოვაში რა ფასებია არ ვიცი.
ასპირაცია და გადატანაც მაინტერესებს რომ წინასცარ ვიცოდე.
მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის წინასწარ.

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 13:25
გოგოებო დღეს გადატანიდან მე-10 დღეა, ვეღარ გავძელი წავედი და გავიკეთე ხგ 0,5 ეს მცდელობაც უშედეგო გამოდგა და აღარც ემბრიონები მყავს. ალბათ მალე აღვიდგენ ძალებს რომ ყველაფერი ახლიდან დავიწყო,ჯერ არც ვიცი რა ვქნა უკვე სულ ამერია ყველაფერი.

Posted by: იათო 23 Oct 2017, 13:57
Nit89
ეეეჰ, როგორ გელოდებოდი sad.gif ვიღაცას ხომ უნდა ქონდეს დადებითი ბოლო-ბოლო sad.gif რატომ აგვეწყო ასე რაა?
მე ისე მეშინია ნოემბრის გადატანის, ისე მეშინია.. ეხლა რომ მეგულებიან ემბრიონები თავს ვიმშვიდებ... ეჰ, არ ვიცი რაა sad.gif
* * *
Kato81
მე როგორც მახსოვს მეტი ემბრიონი არ გყავს, არა?

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 14:19
იათო
ვაიმე ჩემო კარგო რა გითხრა აბა რატომ ვიტანჯებით ამდენს რას გავიგებთ, გული მისკდება, მაგრამ ვიცი, რომ ასე არ შეიძლება და თავს უნდა მოვერიო,რამოდენიმე დღე გამიჭირდება და შევეგუები ამასაც სხვა რა გზაა sad.gif

ძალიან მიყვარს ქეთი ქანთარია და ბევრი კარგი შედეგი აქვს,ადამიანიც ძალიან კარგია,თვითონაც ინერვიულა,მაგრამ ექიმი მაინც უნდა შევცვალო და მივალ ოსიძესთან.

Posted by: იათო 23 Oct 2017, 14:28
Nit89
მე შენც ოსიძის პაციენტი მეგონე... როდის გეგმავ ქეთისთან მისვლას? მგონი ეხლა არ არის საქართველოში, ზუსტად არ ვიცი.. ყოველ დღე ვითვლი რამდენი დღე დამრჩა ციკლამდე რომ მივიდე გადატანაზე.. მერე იმაზე ვფიქრობ რომ არ გამოვიდეს რა მეშველება და ვარ ასე sad.gif აქეთ უნდა გამშვიდებდე და გეწუწუნები.. მაპატიე :* აუცილებლად ყველაფერი კარგად გვექნება.. ესეც ჩაივლის

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 14:45
იათო
ერთმანეთის წუწუნი ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის და ვიწუწუნოთ ცოტა გულს მაინც მოვიოხებთ. აუცილებლად გამოგვივა,ჩვენც გვეღირსება დედობა დარწმუნებული ვარ,უფალი არ გაგვწირავს.

დღეს დავრეკე და 6 ნოემბერს ჩავეწერე კონსულტაციაზე,ანკეტას წამოვიღებ ინვიტროდან და ვნახოთ რას მეტყვის. 24 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე არ იქნებაო.

Posted by: nino84 23 Oct 2017, 14:49
Nit89
ძალიან მეწყინა, მაგარი გოგო ხარ რომ ცხვირი არ ჩამოუშვი. ექიმის შეცვლა ნგონია რონ კარგი აზრია, მიუხედავად იმსა რომ შედეგი ჯერ ქეთისთან არ ნაქ ძალიან მეიმედება, მგონია ყველას გვიშველის და დაგვაორსულებს smile.gif

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 14:51
იათო
ხო ეგრეა თითქოს ცდილობ კარგზე იფიქრო,მაგრამ გულში მაინც გაქვს შიში, ამდენი წარუმატებლობის მერე როგორია არ იფიქრო ცუდზე sad.gif

Posted by: იათო 23 Oct 2017, 14:53
Nit89
ანუ 4-მდე ხო? კარგია რომ გამაგებინე, დარეკვას ვაპირებდი ინოვაში და კითხვას, მე სადღაც 9-დან ველოდები ციკლს და მერე მივალ, სხვა რა დამრჩენია..... ისე კი ფეხები უკან მრჩება..

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 14:59
nino84
მოვედი თუ არა ინვიტროდან სამსახურში იმწუთში დავრეკე ინოვაში smile.gif სანამ შედეგს არ მივიღებ თავს ვერ დავანებებ რავქნა ასეთი ყოფილა ჩემი ბედი და უნდა გავუძლო smile.gif
* * *
იათო
6-ში ორშაბათს უკვე კლინიკაში იქნება. 6 რიცხვში ჩავეწერე დილით.

შენ რამეს გეუბნევა მიზეზს რატომ არ გამოდისო?

მე ნამდვილად ადამიანურად ამიხსნა ქანთარიამ ასე მითხრა როცა ერთი ორსულობა დადგა და შეწყდაო ესეიგი ორსულობა შესაძლებელიაო, ამ დროსო როცა ყველაფერი რიგზე გაქვსო და მარტო გენეტიკური ტესტი არ გვაქვსო გაკეთებულიო ვაბრალებთო ემბრიონსო ანო მეორე ვარიანტია ვერ ვამთხვევთ იმ დღესო როცა საჭირო გადატანითვისო. აქ კიდევ კარგად ვერ ვწერ რაც ამიხსნა.

Posted by: იათო 23 Oct 2017, 15:09
Nit89
მე უკვე 2 უშედეგო მაქვს.. არცერთხელ 0.5-ზე მეტი არ ყოფილა ხეგე.
ასე მიზეზს ვერ მეუბნება.. წესით უნდა გამოდიოდესო.. მოკლედ რა, უფლის ნებაა ყველაფერი და რატომღაც არ მაძლევს შვილს.. არ ვიცი რატო, მაგრამ ფაქტია.. ისედაც უმიზეზო და აუხსნელი უშვილობა მაქვს... sad.gif

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 15:28
იათო
აუცილებლად მოგცემს,ზოგს პირველზე უმართლებს,ზოგს მეორეზე და მესამეზე და ასე. ყველაფერი გამოგვივა. მეც უცნობი გენეზის უშვილობის დიაგნოზი მაქვს.

Posted by: nino84 23 Oct 2017, 15:31
Nit89
მესმის შენი, მე ექვსი წარუმატებელი მცდელობა მაქვს უკვე და მაინც ვცდილობ იმედიანად ვიყო. ზოგჯერ კი შემომიტევს დარდები, მარა ეს ყოფილა ჩვენი ჯვარი. ძალიან მიჭირს პატარა ბავშვების და ორსულების ყურება, ისე მტკივა გული. ჩემზე ძაან კიდე ჩემი ქმარი მეცოდება.

Posted by: იათო 23 Oct 2017, 15:33
nino84
ქეთი რომ აქ არ არის, რამეში ხომ არ გეშლება ხელი? როდის გიწევს მისვლა?

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 15:34
nino84
კი ძალიან რთულია,ჩემს მერე ვინც გათხოვდა ჩემს საახლობლოში ყველამ გააჩინა უკვე და ძნელია ძალიან შენ რომ წვალობ და მაინც არ გამოგდის.

Posted by: nino84 23 Oct 2017, 15:37
იათო
არა არ მეშლება, ჩამოსული იქნება უკვე.

Posted by: rosonera 23 Oct 2017, 16:32
რა ცუდად წავიდა რაა ეს თემა sad.gif არცერთი დადებითი ხეგე არ ყოფილა ამ თემაში მგონი sad.gif სასწრაფოდ გავხსნათ ახალი და ახალი შემართებით ვიყოთ.
მე რა მაქვს საწუწუნო ჯერ ინვიტრო არ მიცდია, ვინც 2 ჯერ და მეტჯერ ცადეთ გმირები ხართ მართლა. რასაც ვუკვირდები სპერმის ან მილების გამო როცა არ დგება ორსულობა 100 % ნია ინვიტრო დანარჩენ შემთხვევაში დაბალი პროცენტია მიმაგრების შანსი მგონი. ამას რომ ვფიქრობ თაკა , თაკო და ქეში მახსენდება, და მერე იმედით ვივსები smile.gif მაგათაც დაუდგენელი უშვილობა ჭირდათ და პირველივე ცდაზე გამოუვიდათ.
ფარ -ხმალი არ დაყაროთ გოგოებო, აუცილებლად გავხდებით დედები .

Posted by: ninucela84 23 Oct 2017, 16:47
compte.paris75


თქვენ ვისი პაციენტი ხართ???

Posted by: Tiko1988 23 Oct 2017, 16:58
გახსენით ახალი თემა იქნებ გვეშველოს

Posted by: natali777 23 Oct 2017, 17:33
ვკითხულობ გოგოებო თქვენს მესიჯებს და ერთი დამაიმედებელი რამ უნდა გითხრათ, ქეთი ექიმის მეც ძალიან მჯერა. 13 სექტემბრიდან მივედი ქეთი ოსიძესთან და უკვე 3 დარჩა ორსულად, სამივე ჩემზე უფროსები, 46-დან-48 წლამდე ასაკის ქალები. ეგ კიარადა ხუთსჰაბათს რომ ვიკავი ბოლოს სანამ ველოდებოდი რიგს, ტკუპებზე ორსულობა გაიგო ერთმა 46 წლის იკო ეს გოგო. ძალიან საიმედოა ჩვენი ქეთი ექიმი, ღმერთმა ეგეთები არ მოგვაკლოს <3

Posted by: იათო 23 Oct 2017, 17:44
natali777
ხო, მეც უამრავ დადებით ხეგეს შევსწრებივარ ინოვაში.. თუმცა ერთი ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს ამ თემაში გვაკლია დადებითი შედეგები sad.gif

Posted by: akunabakuna 23 Oct 2017, 17:50
გოგოებო ვინც იცით გახსენით ახალი თემა smile.gif
ეს თემა დავაკონსერვოთ და ზამთრის პირას დადებითი შედეგებით ზამთრის კომპოტებივით თბილ გარემოში მოვხსნათ და გავიხსენოთbiggrin.gif

Posted by: Nit89 23 Oct 2017, 17:54
იათო
იათო შენ დაგროვებით იკეთებ ხო? მგონი გკითხე ადრე აღარ მახსოვს სულ 5000 ლარში ჩავჯდები? და რით იკეთებ სტიმულაციას?

Posted by: taknatuna 23 Oct 2017, 17:59
გოგოებო ჰისტერო ვისაც გაგიკეთებიათ ციკლი თავის დროზე მოგივიდათ თუ ცოტა ადრე?

Posted by: იათო 23 Oct 2017, 18:02
Nit89
ბუნებრივ ციკლში, მარტო 5 დღე ვსვი ლეტრუზოლი (სულ 10 აბი). პუნქციის დღეს, განაყოფიერების ჩათვლით გადავიხადეთ 2400 ლარი. გადატანაში 900 ლარი და 720 ლარი გაყინვაში.
ჩემ შემთხვევაში, ლეტრუზოლზე სხვა წამალი არ დამიმატა, თუმცა ზოგს უმატებს როგორც ვიცი..
5 ათას ლარში წესით თავისუფლად უნდა ჩაჯდე

Posted by: Tiko1988 23 Oct 2017, 18:29
29 წლის ვარ ანტიმიულერი 3,3 მაქ და მარტო 5 ფოლიკული წამოვიდა რა არი ეს ენდომეტრიუმიც ძალიან თხელი მაქ 9 დღს 3,5 მოკლედ ვინევიულე დღეს ხვალ ვნახოთ აბა

Posted by: torckiko 23 Oct 2017, 18:48
სალამიი, თვეზე მეტი ვსვი სოლგარის დ ვიტამინი 1000 იანი ორჯერ როგოც დამინიშნა ექიმმა, ეხლა შემამოწმბინეს და კიდე უფრო დაკლებულია? გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა? ანუ გამოდის რომ ფირმა არ მომერგო თუ დოზის გაზრდაა საჭირო? არად საოპერაციო ვემზადები და ნარკოზი სულ გამოიტანს რაც ასრისო

Posted by: nincka1987 23 Oct 2017, 18:52
გოგოებო როგორ ხართ? ძალიან ვწუხვარ და განვიცდი თითოეული თქვენგანის ტკივილს.ვიცი რა მწარეა.ხანდახან ისეთი უიმედობით ვარ შეპყრობილი სახლიდან და ქმრისგან გაქცევა მინდა.გუშინ ქმრის ნატესავი იყო 2 თვის ბავში ყავდა მოყვანილი.იმდენი ვეფერე,ცემ მკლავებში დავაძინე.ისეთი რთული იყო სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.როგორც კი წავიდნენ ავედი ჩემს ოთახში და მთელი ხმით ვბღაოდი ისე მინდოდა ჩემი შვილი ყოფილიყო.არ მეგონა ოდესმე ასეთ ტკივილს თუ გამოვივლიდი და ასეთი განცდები თუ მექნებოდა ბავშვის დანახვაზე

Posted by: sesilia28 23 Oct 2017, 19:06
nincka1987
საყვარელო და ტკბილო გოგო, ღმერთმა მალე მოგივლინოს პატარა სასწაული და ყველა ეს ტკივილი დაგავიწყოს :*

მეც აღარ ვიცი როგორ გავუძლებ მეტს, იმდენი ფინანსები არ მაქვს რამოდენიმე ცდა ვცადო, ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა მინდა, მარტოობით დავიღალე ამ პრობლემის წინაშე. ჯერ მხოლოდ ეხლა ვიწყებ და უკვე უსაზღვროდ მეშინია

Posted by: nincka1987 23 Oct 2017, 19:14
sesilia28
მადლობა ჩემო კარგო,ღმერთმა გვისმინოს ყველას,მალე აგვიხდეს სანუკვარი ოცნება.ეეჰ არ ვიცი რა ვთქვა,ფინანსებს კიდე რაღაცას მოვუხერხებ,ჩემ ქმარს მამა უდგას მხარში და ყოველთვის გვეხმარება როცა ჩვენ აღარ გვაქვს ხოლმე სახსრები,მაგრამ ამ ვაურკვევლობას რა მოვუხერხო აღარ ვიცი უკვე,მიზეზი რო ვიცოდე ვიმკურნალებ და ეგ იქნება.წინა კვირას სუროგატებზე იყო გადაცემა.სულ მცირე 25000$ უნდა გეჭიროსო ლაპარაკობდნენ.მაგ თანხას ერთი 10 წეკი ვერ შევაგროვებ ალბათ.არ ვიცი ამ სასოწარკვეთას როგორ ვუშველო.გავგიჟდები ცოტახანში

Posted by: sesilia28 23 Oct 2017, 19:27
nincka1987
აი სუროგატზე ცოტა ხანი არ იფიქრო რაა, გამოგივა მჯერა. 10-12 ათასი დოლარი უნდა ბავშვის დაბადების შემდეგ, მანამ ყველა ხარჯი ექიმთან და 9 თვე 300დოლარი თვეში, ხელშეკრულება მაქვს ნანახი. მაგრამ შენ ორსულდები და აუცილებლად მიხვალ ბოლომდე, მანამ უველაფერი სცადე, ეხლა ჰომეოპატზე რომ წერდი ეგეც სცადე.

Posted by: takotatuli1989 23 Oct 2017, 19:28
nincka1987
ღმერთმა ყველას გაშოროთ სასოწარკვეთა და შემართება მოგცეთ და მალე გაგახაროთ! ასე ჩაკეტილი წრე რა უბედურებაა ერთი კაი ამბავი არ დაიწერა ამ თემაში რამდენი ხანია, ასე ვიყავით მე ქაში თაკა და ირრატა და ქაშმა რო გაარღვია ეს წრე კი მივყევით ყველა.. ყველას ჩვენი წყალი გადმოგსხმოდეთ გოგოებო და ჯანმრთელი ბაოები მოგვცეს ყველას <3 ძალიან გგულშემატკივრობთ! მე რა მჭირდა იცი? საერთოდ ვერ ვეკარებოდი ბავშვებს, მეშინოდა არ შემყვარებოდნენ რო მასე არ გამსკდომოდა გული, აი ძაან ცივად გავუღიმებდი და ეგ იყო.. აი ორსულობის მე-7 თვიდან გავიხსენი ბავშვებთან, მანამდე კიდე ის კომპლექსი მომყვებოდ აsad.gif

Posted by: nincka1987 23 Oct 2017, 20:03
sesilia28
takotatuli1989
აი არ ვიცი ხანდახან ისე ვარ,მეშინია ტავს არაფერი ავუტეხო ისე ვარ ხანდახან.ჰომეოპატთან დავდივარ,ათდღიანი კურსი ჩავიტარე,ნემსები და ვაგინალური პროცედურები.დეკემბრამდე ვისვენებთ ეხლა.ორთვიანი ვიტამინოთერაპია დაგვინიშნა,კვერცხხუჯრედების ხარისხისთვის და მეუღლეს სპერმის ფრაგმენტაციისთვის.დეკემბერში ვრჩებით და ან ნოემბერში მივალ ან დეკემბერში.ისე კი დამიჯდა 1000 ლარამდე უკვე,მაგრამ ოღონდ იყოს შედეგი და არ ვჩივი.

Posted by: piko1989 23 Oct 2017, 20:12
გამარჯობათ გოგოებო წარმატებები და წარმატრბები კიდევერთხეკ ყველას სახსრები მოვიძიე 7000 ლარი მითხრეს უხრშად წამლებიან ყველაფრიანადო დედამთილმა გააკეთა სესხი და მოგვცა ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთო მერე თურქეთში წავედი და წამლები იქიდან ჩამოვიტანე საკმაოდ დიდი ეკონომია გავაკეთე ამ თვეში 15 ში ველოდებოდი ციკლს და მეორე დღესვე დავიეყებდით და არ მომივიდა გაგიჟებასვარ დღემდე ციკლი არ მომსცლია მივედი სამი დღისწინ ექიმთან გადამიღო და დღედღეზე უნდა მოგივიდეს ცოტა ყვითელი სხეულიცააო და კისტაცო გამომიწერა პროგესტერონი ათიდღე და ვკოცულობ ყოველდღე რო მშვიდობით ჩაიაროს ყვრლაფერმა .. უდიდეს სიხარულს გისურვებთ ყველაააას

Posted by: იათო 23 Oct 2017, 20:32
piko1989
ანუ ორსულობას ფიქრობს თუ რატომ დაგინიშნა პროგი?

Posted by: piko1989 23 Oct 2017, 20:38
იათო
არა ორსულობა გამორიცხულია 5 თვის წინ ორივე მილი ამომიღეს და საკვერცხეზეც კისტის ოპერაციამაქვს გაკეთებული
წესით მალე უნდა წამოგივიდეს ენდომეტრიუმიც გასქელებულიაო და ყვითელი სხეულის და კისტის გამო დამინიშნა მე ვფიქრობ ეს ნემსი თან წამოსვლაშიც ხელს შეუწყობსო

Posted by: Kato81 23 Oct 2017, 20:48
Nit89
როგორ მეგონა რომ კარგ ამბავს დაწერდი sad.gif მოკლედ ეს შემოდგომა ძაან უშედეგოდ დაიწყო ჩვენთვის...აი მეც მაგ გაურკეველი უშვილობის დიაგნოზის მეშინია, მგონი ინვიტროც ნაკლებად ამართლებს მაგ დროს? აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ემბრიონი მეც აღარ მყავს, ახლიდან უნდა დავიწყო ნოემბერში და უკვე ისე უიმედოდ ვარ არ ვიცი ღირს კი ცდა? ექიმის შეცვლა კარგია ალბათ მეც მასე ვიზადი, ქეთისთან გამოვა თქო აქედანვე დაარწმუნე შენი თავი :* წარმატებები ჩემო კარგო
* * *
იათო
როგორ ხარ? ნუ მოგიწყენია მთავარია ემბრიონები გყავს :* მესამე ცდაზე აუცილებლად გამოვა, ოღონდ ჩემი აზრია ორივეს გადატანა მოითხოვო, მასე მეტი შანსია ასე ვფიქრობ, მე ანიმ ტევაგრასტიმის შეყვანა შემომთავაზა როცა ასეთი გაურკვეველი მიზეზია კარგად ეხმარება ხოლმეო, რავიცი შენ ხომ ეგეც სცადე, კიდევ რა მაინტერესებს რაიმე უკუჩვენება თუ აქვს მაგ ნემსს? ქეთის ხომ არ უხსენებია, მაინც არარეგისტრირებული წამალია და ცოტა მეშინია, შეიძლება სისულელეა რომ საკუთარ ჯანმრთელობაზეც ვფიქრობ ამ დროს, მაგრამ ჩვენს შვილებს ხომ ჯანმრთელი დედიკოებიც სჭირდებათ smile.gif ალბათ ვცდი მაინც, როცა მეტი გზა არაა...
* * *
taknatuna
მე ჰისტეროს მერე ნამდვილად მახსოვს რომ ადრე დამეწყო, მგონი 20 დღეს როცა 28 დღიანი ციკლი მაქვს

Posted by: nino84 23 Oct 2017, 21:15
nincka1987
შენც ძალიან მალე გეყოლება პატარა და დაგავიწყებს იმ წვალებას რაც გამოიარე ❤

ორი თვის წინ ეყოლა მეგობარს ბავშვი და ვერ მივდივარ, მრცხვენია, მარა ძალიან მტკივნეული იქნება ჩემთვის და ვერიდები.

Posted by: nincka1987 23 Oct 2017, 21:30
nino84
კიი მჯერა რომ მასე იქნები,საშინელი განცდაა.ისე მინდოდა დიდხანს ყოფილიყო ჩემს მკლავებში და ტკბილად ეძინა,რაღაც ჩამწყდა ხელიდან რო გამომარტვა და წაიყვანა.საშინელი შეგრძნება იყო

Posted by: sesilia28 23 Oct 2017, 21:30
ძალიან მიყვარს ბავშვები და მართლაც არასდროს არ გამომიხატავს რომ მე არ მყავდა და დისტანცია არ დამიჭერია, მაგრამ როცა მივხვდი რომ ჩემი დედამთილი მულის ორსყლობას მიმალავდა მაშინ უფროეტკინა გული, არასდროს ცუდი არ მოფიქრია და შური არ გამივლია გულში მაგრამ როგორც ჩანს სხვები ეგრე არ ფიქრობენ. მაშინ მართლა ვიბღავლე smile.gif დღეს ჩემს მეტი არავინ ეთამაშება და მე დამსდევს კუდში smile.gif

Posted by: nincka1987 23 Oct 2017, 21:33
sesilia28
იცი რა არიის თითქოს გიფრთხილდებიან მაგ დროს,გული რომ არ დაგწყდეს და არ ინერვიულო.ალბათ მაგიტომაც დაგიმალა.მე მაზლიშვილები მყავს სახლში,ჩემს მერე მოიყვანა ჩემმა მაზლმა და მალევე ეყოლათ ორი ბავშვი მიყოლებით.გიჟდებიან ისე ვუყვარვარ და მეც სახლში რო არ არიან ვერ ვჩერდები ხოლმე ისე მინდა თამაში და მოფერება.მაგრამ ხანდახან ისე ვარ არავის დანახვა არ მინდა ხოლმე,ბავშვების ხმასაც ვერ ვიტან

Posted by: taknatuna 23 Oct 2017, 21:36
Kato81
ხოო მეც ეგრე მაქვს მე20 დღეე და ეგრე უჩანს პირი რომ მეწყებაა.


აუ გოგოებო ძაან ვწუხვარ თქვენ გამო. გმირები ხართ ნამდვილად.

Posted by: qetusiaaa_qetuu 23 Oct 2017, 21:49
nincka1987
sesilia28
ჩემი თავი გამახსენდა , ოღონდ მე 26კვირის ორსულობა შემიწყდა და ბავშვებს ვერ ვეკარებოდი... მულს ყავდა 1თვის და მახსოვს მაძალებდნენ დაიჭირე შენი რომ არ გყავს ეს უნდა გიყვარდესო. საბილოოდ უარესი მიქნეს , ის ბავშვი ჩემ ტკივილს მახსენებს მუდამ sad.gif

Posted by: nincka1987 23 Oct 2017, 21:55
qetusiaaa_qetuu
ეგ საერთოდ საშინელებაა,ვაიმე რას ვუძლებთ ღმერთოო,როდემდე შეიძლება გავუძლოთ

Posted by: @justme 23 Oct 2017, 22:09
qetusiaaa_qetuu
26 კვირაზე რატო შეგიწყდა?(((( მიზეზი იცი?

Posted by: qetusiaaa_qetuu 23 Oct 2017, 22:29
@justme
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი

Posted by: mashusha 23 Oct 2017, 22:38
qetusiaaa_qetuu
QUOTE
შენი რომ არ გყავს ეს უნდა გიყვარდესო.

rolleyes.gif smile.gif
მაგარია

Posted by: იათო 23 Oct 2017, 22:50
Kato81
ტევაგრესტიმი მგონი გელია, ნემსი ნამდვილად არ გაუკეთებიაა, პაწია ზონდით შეიყვანეს.. არც მიფიქრია რომ რამეს დამიშავებდა..
რავიცი, ვნახოთ.. თან ეს პროგის ალერგიაც დამემატა...
* * *
შენც ქეთისთან ხო არ აპირებ გადმობარგებას?

Posted by: torckiko 23 Oct 2017, 23:06
სოლგარის პრეპარატებს საიდან იწერთ? დ ვიტამინი დამინიშნა ექიმმა 5000 იანი და სდაც მივეიდ არ ქონდათ. დაახლეობეით რა ღირს თუ იცით?

Posted by: ella85 23 Oct 2017, 23:16
არ დამავიწყდება დაქალის დაბადებისდღეზე, ძალიან ახლო დაქალები შევიკრიბეთ 4 გოგო, თან ყველა ჩემს მერე რომ გათხოვდა და 3-3 შვილი მოასწრეს, სანამ მე ერთს მოვაბამდი თავს და რომ დასხდნენ და წავიდა გარჩევა ბავშვების ამბების, ვის აქვს ალერგია თაფლზე დაწყებული, ვინ რა კონსისტენციის კუკის შვება-თი დამთავრებული, ავდექი და წამოვედი.... გული ამომივარდა იმდენი ვიტირე.... ისე მაქხსოვს.... ვიჯექი და არაფერი მქონდა სათქმელი, ზედმეტად ვიგრძენი თავი ... ყველა რომ თავის სიხარულს და გამოცდილებას უზიარებდა ერთმანეთს.... ვერც მიხვდნენ ..... ასეა ვისაც გამოცდილი არ აქვს ვერც მიხვდება... ამიტომაა რომ ეს ფორული ამხელა შვებაა ჩვენთვის.... ერთმანეთი გვყავს ვისაც ვუზიარებთ და გვესმის ეს ყველაფერი...

Posted by: Kato81 23 Oct 2017, 23:30
იათო
ერთი იმას მივხვდი რომ ბევრი არ უნდა იკითხო ამ წამლებზე თორე გადაირევი იმდენი უკუჩვენება უწერიათ, ჯერ ვცდი კიდევ ანისთან და თუ არ გამოვა მერე არ ვიცი საერთოდ მომინდება თუ არა ინვიტროს ცდა. ალერგია პროგის ნემსმა მოგცა ნამდვილად? შეგიცვლის ხომ სხვა რამით ალბათ. მე ერთ ამპულას ვიკეთებდი და მეთიპრედს ვსვავდი და დისკომფორტი მაგ მხრივ არ მქონია

Posted by: BA84 23 Oct 2017, 23:31
Nit89
აუ რა ძალიან მეწყინა, ძალიან ცუდი. რა გვჭირს რაა sad.gif როგორ მამხნევებს სხვისი ბედნიერება და ეგ სიამოვნებაც მოგვაკლდა ბოლოს.

taknatuna
მე დამეწყო ციკლი დღეს ანუ ჩვეულებრივ. ოპერაციის გამო არ ამრევია. და შენც მალე მოგივა ალბათ

Posted by: მზე 23 Oct 2017, 23:43
mashusha
ძალიან მეწყინა შენი ამბავი sad.gif შეეცადე არ ინერვიულო, რამე პატარა პრობლემაა ალბათ და მოგიგვარებს გინეკოლოგი უცებ

Nit89
ძალიან ვწუხვარ sad.gif ძაან მომწონს შენი შემართება, აგე ნახავ შემდეგ ჯერზე ქეთისთან აუცილებლად გამოგივა smile.gif

Posted by: sesilia28 24 Oct 2017, 01:11
nincka1987
qetusiaaa_qetuu
ella85
მეგონა მარტო ჩემს თავს ხდებოდა მსგავსი რამ და ვერასდროს ვლაპარაკობდი, მრცხვენოდა ამ ყველაფრის sad.gif როგორ უძლებს ადამიანი ყველაფერს, ისე დავიღალე ამ მარტოობით ჩემს პრობლემასთან

Posted by: taknatuna 24 Oct 2017, 08:15
BA84
აუ შენი ამბები მაინტერესებდა.. კარგ დროს გამოჩნდი.
ზოგადად ტკივილი თუ გახასიათებდა ციკლის დროს და ეზლა როგორ გაქვს?

Posted by: nincka1987 24 Oct 2017, 09:08
torckiko
სოლგარის დე3 5000იანი ზუსტად ამაზონიდან გამოვიწერე 100 ცალია შიგ.ზუსტად 10 დღეში ჩამოვიდა და დამიჯდა სულ 36 ლარი.აქ კიდე 60 ცალში ფასდაკლების დღეს 48 ლარი უნდა გადამეხადა.ისე პსპ-ს აქვს მარტო სილგარი

Posted by: BA84 24 Oct 2017, 10:58
taknatuna
ზოგადად ისე მტკიოდა, რომ ერთ გამაყუჩებელს ვსვავდი ხოლმე ოდნავ რო ამტკივდებოდა და მყოფნიდა. მაგრამ გუშინ ისე მტკიოდა სამსახურში გაძლებაზე ვიყავი 2 ჯერ დავლიე და ღამე კიდე ამტკივდა.


Posted by: Nit89 24 Oct 2017, 12:04
მზე
BA84
იათო
Kato81
დიდი მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის :*
* * *
Kato81
ხელი არასოდეს არ ჩაიქნიო ყველაფერი გამოვა,ჩემი მესამე გადატანა იყო და მაინც არ ვფიქრობ თავის დანებებას,როდესმე ხომ მაინც გამოვა :* :* აუცილებლად დადგება ჩვენი დროც :*

Posted by: mashusha 24 Oct 2017, 12:12
გოგოებო, კვერცხუჯრედის ხარისხის გასაუმჯობესებელი რამე არსებობს? ჩემი ორი შეწყვეტილი ორსულობა ამის ბრალი მგონია.. იქნებ, ვეღარ იძლევა ჯანმრთელ ნაყოფს თქო..
ამის გამოკვლევა, ან მკურნალობის საშუალება არსებობს?

Posted by: torckiko 24 Oct 2017, 12:18
nincka1987
დიდი მადლობააა, შემდეგზე გამოვიწერ, ეხლა უკვე ვიყიდე, სასწრაფოდ დაიწყეო ექიმმა, ისე მგონი თურქეთშიც შედარებით იაფია.

Posted by: luxus35 24 Oct 2017, 12:22
mashusha
პროფერტილი რომ დალიო? კვერცხუჯრედის ხარისხს რამდენად გააუმჯობესებს არ ვიცი, მარა მთლიან ორგანიზმს "ამოქაჩავს" ცოტა..
ისე, ეხო გაიკეთე მათითაშვილთან, ნახე რას გეტყვის, მერე ვირუსებზე რომ გაიკეთო ანალიზი, ნაცხიც პროლაქტინიც და tsh ანტისხეულებით. მე-2 ორსულობა რომ შეწყდა, გაიკეთე რამე ანალიზი?

Posted by: mashusha 24 Oct 2017, 14:51
luxus35

მე-2 ორსულობა გუშინ შეწყდა. ანუ აბორტი გუშინ გავიკეთე.
ჯერ არაფერი გამიკეთებია და აღარ ვიცი კიდევ ვცადო თუ არა... ამ აბორტმა ძალიან დამცა მორალურად.
პროფერტილი აქ იყიდება თუ რომ იწერთ რომელიღაც საიტიდაგ, ეგაა?

Posted by: luxus35 24 Oct 2017, 15:31
mashusha
აქაც იყიდება მარა ძვირია, გამოწერა ჯობს.. აუცილებლად უნდა სცადო!!! პირველი აბორტის შემდეგ არაფერი გადაგიმოწმებია? ეხო გაკეთებული გექნება, სხვა ანალიზებს ვგულისხმობ

Posted by: mashusha 24 Oct 2017, 15:39
luxus35


არა, არაფერ გამიკეთებია. მარტალი გიტხრა, ისეთი ტრამვული აბრტი მქონდა, აღარც ვფიქორბდი თუ გამოვიდოდა ორსულობა

Posted by: tweety86 24 Oct 2017, 15:42
mashusha
პროფერტილი მართლა მაგარი რამეა. გამოწერა ჯობია

Posted by: luxus35 24 Oct 2017, 15:50
mashusha
ჰოდა გაიკეთე ანალიზები(ჯერ აცადე ცოტა ორგანიზმს)იქნება და რამე ადვილად მოსაგვარებელი უშლის ხელს - ფარისებრიც გადაამოწმე აუვილებლად

Posted by: compte.paris75 24 Oct 2017, 16:06
გოგოებო, ოვომაქსს 25 იანს, სად ყიდულობთ ყველაზე იაფად?
142,50 ლ მითხრეს 90 ტაბლეტი.

Posted by: sesilia28 24 Oct 2017, 17:47
გოგოებო მათითაშვილთან ჩასაწერად პარასკევს უნდა დავრეკო? თუ როგორ ხდება მითხარით რა, იმტერნეტით უახლოეს დღეებში ვერ ვეწერები და მითხრეს პარასკევს უნდა დარეკოო

Posted by: მზე 25 Oct 2017, 01:11
sesilia28
ჰო პარასკევს დილიდან, თუ არ ვცდები 10-ის ნახევრიდან. სულ დაკავებაა ხოლმე, მე რო მინდოდა ჩაწერა საათს ვუყურებდი და 10-ის ნახევარზე დვიწყე განუწყვეტელი რეკვა და სადღაც 40 წუთში გავედი. ესე იყო ერთი წლის წინ თუ არაფერი შეიცვალა

Posted by: compte.paris75 25 Oct 2017, 10:22
zikata7
პირადში მოგწერეთ, მე ხუთშაბათს საღამოს უკვე აღარ ვიქნები თბილისში და იქნებ გამაგებინოთ პასუხი.

Posted by: tammmta1 25 Oct 2017, 10:24
წავიკითხე თქვენი ამბები, გული დამიმძიმდა, მაგრამ აშკარად არაფერია სანერვიულო, არ მეგულება ჩემს ირგვლივ ქალი, რომელსაც უნდოდა დედობა და ვერ გახდა. წლები იწვალეს, მაგრამ დღეს შვილებით არიან, მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ბოლო აუცილებლად კარგი აქვს ამ ყველაფერს და ღირს ამ ნერვიულობად. ორი პატარა გაჩნდა ახლა ჩემს საახლობლოში ინ ვიტროს და ქეთის წყალობით, ერთ წყვილს 10 წლიანი უშვილობა და 4 შეწყვეტილი ორსულობა ჰქონდა და მეორე წყვილს 12 წლიანი უშვილობა და ერთი აბორტი. კიდე ერთმა წყვილმა 15 წლიანი უშვილობის მერე გააჩინა ტყუპი, გოგოს ამ თხუთმეტი წლის მანძილზე 1 ორსულობაც არ ჰქონია, კიდე ერთი წყვილი ახლა ელოდება ტყუპს, მათ 17 წელი არ ჰყავდათ შვილი და დაუდგენელი იყო უშვილობის მიზეზი. მოკლედ, ამდენი რამე იმიტომ ჩამოვთვალე, რომ მთავარია სურვილი და მიზანი დღეს თუ ხვალ მიღწეული იქნება. წარმატებები ყველას, მალე წამოვალ მეორე წრეზე და ავწუწუნდები მეც 2kiss.gif love.gif

Posted by: Nit89 25 Oct 2017, 11:06
tammmta1
მადლობა სიხარულო გამხნევებისთვის,ასეთ ამბებს რომ ვგებულობ ძალიან დადებითად ვიმუხტები და უფრო მეტად ვძლიერდები 2kiss.gif

Posted by: BA84 25 Oct 2017, 11:12
tammmta1
ჟრუანტელი მივლიდა რომ ვკითხულობდი. რა ბედნიერებაა ასეთი ამბების გაგება. ვფიქრობ ხოლმე , ეგეთ ბედნიერებას რომ მოვესწრო, სიხარულისგან მგონია რომ რამე დამემართება და ისევ უბედური გავხდები smile.gif

compte.paris75
გადაწყვიტე წასვლა? ძალიან ვწუხვარ, რომ არ გაამართლა შენი იმედები საქართველომ.

Posted by: anuki198889 25 Oct 2017, 12:10
compte.paris75
აუუ რომ წამოდი ქეთისთან ხომ მოდიოდი? გეცადა ქეთისთანაც და ისე წასულიყავი რაა. როგორ მინდოდა გაბერილი წასულიყავი აქედან.

Posted by: m.i 25 Oct 2017, 13:59
რამოდენიმე დღე არ შემოვსულვარ აქ და საკმაოდ დავიგრუზე ისეთი ამბები დამხვდა....
გოგოებო ვწუხვარ თქვენი სატკივარის გამო, ვიზიარებ ბოლომდე თქვენს განცდება sad.gif
უფალი მოწყალეა ადრე თუ გვიან ჩვენს ტანჯვასაც ექნება დასასრული..
ყველას გვეყოლება ბაიები მჯერა, სხვა გზა არ გვაქვს უნდა ვიბრძოლოთ smile.gif

ექიმის და პაციენტის ურთიერთობა ძალიან ინდივიდუალურია sad.gif ვისთვის კარგი, ვისთვის ნეიტრალური და ვისთვის მიუღებელი.... ყველაფერი მაინც ღვთის ნებაზე და გამართლებაზეა დამოკიდებული

Posted by: ketketa210 25 Oct 2017, 14:24
tweety86
გამარჯობა. პროფერტილს როგორ იწერთ? გერმანული არ ვიცი, ინგლისურზე არ გადადის და ინექს.გე–ს ვთხოვე და ამ საიტიდან ვერ ვიწერთო.

Posted by: ella85 25 Oct 2017, 17:28
გოგოებო, არ შემიძლია არ დავწერო, პროფერტილში შემავალი ვიტამინების სმა 6დღეა რაც დავიწყე და სახის კანზე ძალიან მომიხდა , საოცრად კმაყოფილი ვარ, ,თან მიხარია რადგან გარეგნულად თუ ასე თვალსაჩინოა შედეგი, ისედაც ჰო მოუხდება რეპროდუქციულ სისტემას...

Posted by: ketketa210 25 Oct 2017, 17:50
ella85
შემავალი ვიტამინები? ნეტა იგივე იქნება? მე პროფერტილს ვსვამ და მიმთავრდება sad.gif შეგიძლია დაწეროთ?

Posted by: taknatuna 25 Oct 2017, 17:55
ketketa210
შედი გუგლ ქრომით და გადაგიინგლისურებსა

Posted by: ella85 25 Oct 2017, 18:09
ketketa210
მე ვსვამ ტეტესეპტის ომეგა 3 1000 იანს
ე ვიტამინს , ფოლის მჟავას, სელენს, და მწვანე ჩაის ვაყოლებ ზემოდან
* * *
bis.gif biggrin.gif ჩემს თავს გამოვუწერე თან

Posted by: mashusha 25 Oct 2017, 19:25
ella85


მწვანე ჩაი რა საჭიროა?

Posted by: compte.paris75 25 Oct 2017, 20:49
QUOTE (anuki198889 @ 25 Oct 2017, 12:10 )
compte.paris75
აუუ რომ წამოდი ქეთისთან ხომ მოდიოდი? გეცადა ქეთისთანაც და ისე წასულიყავი რაა. როგორ მინდოდა გაბერილი წასულიყავი აქედან.

smile.gif)
გაბერილი ხინკლებით კი მივდივარ.

ცოტა უნდა დავისვენო თორემ მალე გავგიჟდები და მერე ვნახოთ.

Posted by: ella85 25 Oct 2017, 20:49
mashusha
პროფერტილის შემადგენლობაში წერია მწვანე ჩაის ექსტრაქტი, და ზოგადად სითხე კარგია და მეტი გულდამშვიდებულობის ამბავში ყავის სმას მწვანე ჩაი ვამჯობინე, თან კი ვშაყირობ ჩემს თავზე , მაგრამ მაინც მგონია რომ წაადგება რაღაცით საქმეს , ეს წამლები ერთი თვის დოზა 20 ლარი დამიჯდა, და ექიმსაც დავეკითხე აქ და აფთიაქებშიც ვიკითხე, და თავის საქმეს ეს ვიტამინები ზუსტად ისევე აკეთებს როგორც პროფერტილი, ჩემი პირადი აზრი და გადაწყვეტილებაა რომ ასე მივიღო , თქვენც რიგორც თვლით ისე გააკეთეთ ...

Posted by: rosonera 26 Oct 2017, 11:54
compte.paris75
რატომ არ გამოვიდა პუნქცია,?

ახალი თემა გვაქვს გოგოებო გადმოინაცველთ იქ
https://forum.ge/?f=97&showtopic=34983132

Posted by: nefertiti987 3 Nov 2017, 21:07
piko1989
მილებს რა სჭირდა? ენდომეტრიოზი ხომ არ გაქვს ან ტკივილები თუ გქონდა ლაპარომდე ?

Posted by: piko1989 5 Nov 2017, 17:26
nefertiti987
მილები მქონდა დაჩირქებული და გასიებული და მუცლის ღრუსი იყო წასული და აღმავალი გზით ინფექცია ამიტომ ამოიღეს საწრაფოდ ტნივილები გათხივებიდან სამთვეში დამეწყო სიცხეები დაბალი ხან 38 გრადუსზეც ადიოდა წელისტკივილი ცალი საკცერცხე მქაჩავდა დავუკან მხარესაც გადამცემდა
* * *
nefertiti987
ენდომეტრიოზი არა ცალ საკვერცხეზეც აღმომაჩნდა შოკოლადისებრი კისტა ორი და დიდი ზომის და კისტაც მომაშორეს

Posted by: S.A.l 20 Nov 2017, 21:03
გამარჯობათ გოგოებო.. 2 უშედეგო ფუნქხიის შემდეგ 8 ემბრიონი მყავს ბლასტოები , აღარ ვნერვიულობ რომ არ გამოვა ... გონალით სტიმულაციამ მიმაღებინა ეს შედეგი და Q10 ს ვსვამდი.. ყველას წარმატებები გოგოებო❤️❤️

Posted by: mimi82 20 Nov 2017, 21:12
გამარჯობათ გოგოებო,შვილი არ მყავს 8წელია.გადავწყვიტე ინვიტროსტვის მიმემართა
სამი დგის წინ გავიკეტე გადატანა და ეხლა ცოტა წელის ტკივილი მაქვს და ხომ ვერ მეტყვით იცის ასე?

Posted by: taknatuna 20 Nov 2017, 22:16
S.A.l
ვაააა ყოჩაღღ. წარმატებები რაკარფი შედეგიააა. ვისტან გაიკეთე?q10 რა არის?

Posted by: S.A.l 20 Nov 2017, 23:27
ქეთი ოსიძესთან, სოლგარის ფირმის ვიტამინებია ქოენზიმ ქ 10 ასე ქვია კვერცხუჯრედებს ვერ ვიღებდი და ეს დამინიშნა ფერმენტია ორგანოზმოს ზოგადი მდგომარეობისთვის 2 თვე ვსვი და აშკარად შედეგი მომცა

Posted by: taknatuna 21 Nov 2017, 07:55
S.A.l
მაგარიაა. წარმატებები. ასე მგონია რომ თავი ქუდში გაქვს უკვე
როდის გადაგაქვს

Posted by: rosonera 21 Nov 2017, 12:05
ახალი თემის ლინკია, აქ შემოდით გოგოებო.
https://forum.ge/?f=97&showtopic=34983132&st=825
S.A.l
mimi82

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)