Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > კოლექტივი


Posted by: Nodo_K 19 Jan 2019, 22:19
გამარჯობათ, კითხვა მაქვს შემდეგი სახის, მაინტერსებს სხვადსხვა ტიპის შიდა სამზარეულო რაღაც დონეზე, მაგ„: რამდენად კარგი კოლექტივი ყავთ? არსებობს თუ არა ერთმანეთთის მიმართ აგრესია? მიმდინნარეობს თუ აარა ერთმანეთის მიიმართ ძირის თხრა და ა.შ უამეავი მაღაზიის შიდა სიტუაციაში ვყოფილვარ, სასურსათო ავეჯის თუ სხვაა ტიპის მაღაზიებში მიმუშავია, თითქმის არსად ყოფილა ერთმანეთის მიმართ სრული ნდობა, ხშირია ერთმანეთში ენის მიტან მოტანა, და უამრავი უარყოფითი რამ მინახავს, მაინნტერესებს როომელი სამსახური ტიპის გამოირჩევა კარგი კოლექტივით!!და სხვა დეტალებიც....

მაინნტერესებს როომელი ტიპის სამსახური გამოირჩევა კარგი კოლექტივით!!




Posted by: levani169 19 Jan 2019, 23:23
Nodo_K
QUOTE
მაინნტერესებს როომელი ტიპის სამსახური გამოირჩევა კარგი კოლექტივით!!

როენა მამიდასთან არსებობს იდეალური ურთიერთკოლეგიალური დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის.
"მე მაოცებენ იქით ბოზებიიიი,
ამ ლამაზ ქალააააქს,რომ ანათებეეეენ........"

Posted by: dega 19 Jan 2019, 23:28
QUOTE
მაინნტერესებს როომელი სამსახური ტიპის გამოირჩევა კარგი კოლექტივით

ენერგეტიკა
yes.gif
მეგობრობა ურთიერთპატივისცემა ერთმანეთის ნდობა გატანა

Posted by: SUPERTV 20 Jan 2019, 00:07
dega
QUOTE
ენერგეტიკა

მეგობრობა ურთიერთპატივისცემა ერთმანეთის ნდობა გატანა

კაი ერთი

გურული ელექტრიკის უკანასკნელი სიტყვები იცი?

შენ მასწავლი ფაზა ნულს?

Posted by: dega 20 Jan 2019, 00:10
SUPERTV
ელექტრიკების ვალი გაქვთ მთელ საქართველოს
უანგაროდ რომ გემსახურენ 90 იანი წლები

Posted by: la reine 20 Jan 2019, 00:13
levani169


sad.gif

რატო დასცინი.....
.......................

Posted by: SUPERTV 20 Jan 2019, 00:13
dega
QUOTE
ელექტრიკების ვალი გაქვთ მთელ საქართველოს
უანგაროდ რომ გემსახურენ 90 იანი წლები

სადა კაცო, სად იყო შუქი 90-იანებში,
კორუმპირებულები იყვნენ სუყველა,
მოდიოდნენ მრიცხველების ჩვენების ამოსაწერად და ფულს ითხოვდნენ 10 ლარი მომეცი და ნაკლებს დავწერო, ან ჩამოვყრი ჩვენებასო,

90-იანებში მთელი საქართველო გამურული დადიოდა ნავთისგან,

ჰო და მოვიდა მიშა 2003 წელს და განათდა სრულიად საქართველო,

სრულიად საქართველოს აქვს მიშას ვალი.
yes.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 20 Jan 2019, 00:29
QUOTE (Nodo_K)
რამდენად კარგი კოლექტივი ყავთ? არსებობს თუ არა ერთმანეთთის მიმართ აგრესია?

ყველა კოლექტივში მიმდინარეობს ფარული თუ აშკარა ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ.
ასეა ეს და ვერსად ვერ გაექცევი.
"ადამიანი ადამიანისთის მგელია".
მოიქეცი კორექტულად დ არარსდროს არ გამოხატო აგრესია სხვის მიმართ.

Posted by: KOLKHI 20 Jan 2019, 00:37
ყველა 'კოლექტივი' ერთი ფეხია. თავად 'კოლექტივის' ხარისხს განსაზღვრავს ენის მიტან-მოტანის და ჟოფალეზობის აკადემიურობის ხარისხი.



Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 00:38
ხარ ხალხი ის კოლექტივი და ის ფორუმის იუზერრების ნაწილი biggrin.gif

თქვენ თუ პრობლემას ვერ ხედავთ, ერთმანეთის ძირისთხრაში და აგრესიაში, რაის ევროპა და პროგრესი გინდათ? ups.gif

Posted by: KOLKHI 20 Jan 2019, 00:42
საუკეთესო შემთხვევაში ყველაფერი საინტერესო ცხოვრებაში წინ გაქვთ ბატონო Nodo_K




Posted by: jmm75 20 Jan 2019, 00:50
QUOTE
გამარჯობათ, კითხვა მაქვს შემდეგი სახის, მაინტერსებს სხვადსხვა ტიპის შიდა სამზარეულო რაღაც დონეზე, მაგ„: რამდენად კარგი კოლექტივი ყავთ? არსებობს თუ არა ერთმანეთთის მიმართ აგრესია? მიმდინნარეობს თუ აარა ერთმანეთის მიიმართ ძირის თხრა და ა.შ უამეავი მაღაზიის შიდა სიტუაციაში ვყოფილვარ, სასურსათო ავეჯის თუ სხვაა ტიპის მაღაზიებში მიმუშავია, თითქმის არსად ყოფილა ერთმანეთის მიმართ სრული ნდობა, ხშირია ერთმანეთში ენის მიტან მოტანა, და უამრავი უარყოფითი რამ მინახავს, მაინნტერესებს როომელი სამსახური ტიპის გამოირჩევა კარგი კოლექტივით!!და სხვა დეტალებიც....

მაინნტერესებს როომელი ტიპის სამსახური გამოირჩევა კარგი კოლექტივით

ერთმანეთთან შეუსაბამო და ერთმანეთზე დამოუკიდებელ საკითხებზე სვამთ კითხვას.
არ არსებობს "სამსახურის ტიპი", სადაც კარგი კოლექტივია. ეს სამსახურზე არ არის დამოკიდებული, ადამიანებზეა რომლებიც იქ მსახურობენ.
კარგი კოლექტივი შეიძლება იყოს ფერმაში, პოლიციაში, მორგში.
ამ დროს ცუდი კოლექტივი შეიძლება იყოს თეატრში, ცირკში, პოლიკლინიკაში.
თვითონ კითხვაც:
"მაინნტერესებს როომელი ტიპის სამსახური გამოირჩევა კარგი კოლექტივით!!"
რაღაც ვერ ჟღერს!

Posted by: rodoma 20 Jan 2019, 09:06
QUOTE (dega @ 19 Jan 2019, 23:28 )
QUOTE
მაინნტერესებს როომელი სამსახური ტიპის გამოირჩევა კარგი კოლექტივით

ენერგეტიკა
yes.gif
მეგობრობა ურთიერთპატივისცემა ერთმანეთის ნდობა გატანა

კი, მაგარი კოლეგიალობა აქვთ, გამოჩნდა ნიკუშა ლომინაძეს მკვლელობით facepalm.gif facepalm.gif

Posted by: amsona69 20 Jan 2019, 09:12
9 კაცი ვართ კოლექტივში.
სრული ჰარმონიაა,არავითარი ენის მიტანა-მოტანა და ჩაშვებები.
ვენდობით ერთმანეთს სრულად.
ბევრჯერ აღუნიშნიათ სხვა თანამშრომლებს რომ ძალიან შეკრული და მეგობრული კოლექტივი გვაქვს.10 წელია უკვე ერთად ვმუშაობთ.ლამის ოჯახის წევრებივით ვართ.

Posted by: shepherd 20 Jan 2019, 09:39
Nodo_K
QUOTE
კოლექტივი

სადაც არსებობს დაწინაურების პერსპექტივა, ამბიცია და კონკურენცია, იქ გამორიცხულია იდილია

amsona69
QUOTE
9 კაცი ვართ კოლექტივში.
სრული ჰარმონიაა,არავითარი ენის მიტანა-მოტანა და ჩაშვებები.
ვენდობით ერთმანეთს სრულად.
ბევრჯერ აღუნიშნიათ სხვა თანამშრომლებს რომ ძალიან შეკრული და მეგობრული კოლექტივი გვაქვს.10 წელია უკვე ერთად ვმუშაობთ.ლამის ოჯახის წევრებივით ვართ.

წესით ხელმძღვანელმა უნდა დაგშალოთ. თუმცა მანდაც ინდივიდუალურიი მიდგომაა საჭირო.
თუ საქმე არ ფუჭდება და სხვებზე კარგ შედეგებს დებთ, შეიძლება დატოვება, მაგრამ კროტი აუცილებლად უნდა შემოგიგზავნოთ, ან უკვე გყავთ და არ იცითbiggrin.gif

Posted by: DORO 20 Jan 2019, 10:11
მთავარია კორპორატიულებზე ჩხუბი არ მოგდიოდეთ

Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 10:58
shepherd
QUOTE
წესით ხელმძღვანელმა უნდა დაგშალოთ. თუმცა მანდაც ინდივიდუალურიი მიდგომაა საჭირო.
თუ საქმე არ ფუჭდება და სხვებზე კარგ შედეგებს დებთ, შეიძლება დატოვება, მაგრამ კროტი აუცილებლად უნდა შემოგიგზავნოთ, ან უკვე გყავთ და არ იცით


ანუ ენის მიტან მოტანის და აგრესიის გარეშე კონკურენცია არ არსებობს?
ენის მიტან მოტანის და აგრესიის გარეშე კონკურენციას გამორიცხავს??
სტრესულ და ცუდ სიტუაციაში თანამშრომელი საკუთარი თავის უფრო მეტ რეალიზებას ახდენს თუ პირიქით?

არ გეკამათები, ჩათვალე დილეტანტი ვარ და ამ კითხვებზე პასუხი მართლა მაინტერესებს

Posted by: shepherd 20 Jan 2019, 11:20
Nodo_K
QUOTE
ენის მიტან მოტანის და აგრესიის გარეშე კონკურენციას გამორიცხავს??

საქართველოში, ევროპიდან პირდაპირ, გაუზრებლრად და ნიუნსების გაუთვალისწინებლადაა გადმოკოპირებული მმართველობითი სისტემები. აქდან გამომდინარე მენეჯერების 90% შეუსაბამოა. შეუსაბამო მმართველი კი სხვანაირად ვერ მართავს

Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 11:45
shepherd
QUOTE
საქართველოში, ევროპიდან პირდაპირ, გაუზრებლრად და ნიუნსების გაუთვალისწინებლადაა გადმოკოპირებული მმართველობითი სისტემები. აქდან გამომდინარე მენეჯერების 90% შეუსაბამოა. შეუსაბამო მმართველი კი სხვანაირად ვერ მართავს

და ევროპაში ეგრეა? ქართველი მენეჯერები მოძველებულ სისტემას ხომ არ იყენებენ?

კარგი თანამშრომლები არ მიდიან კომპანიიდან, ისინი ალბათ მენეჯერებს გაურბიან

მაგრამ შენ თუ არ ეთანხმებიდ რევანდელ გავრცელებულს სისტემას, ზედა პოსტი რას მიანიშნებდა?
აღნიშნე რომ დასაშლელები არიან და ა.შ.
თანამშრომლები როცა სერიოზულ დისკომფორტს გაიცდიან და ნაწილობრივ ბულინგს, ისინიი საკუთარი თავის 30 % ის რეალიზებასაც ვერ ახერხებენ.

Posted by: Giggity 20 Jan 2019, 14:11
shepherd

QUOTE
თუ საქმე არ ფუჭდება და სხვებზე კარგ შედეგებს დებთ, შეიძლება დატოვება, მაგრამ კროტი აუცილებლად უნდა შემოგიგზავნოთ, ან უკვე გყავთ და არ იცით


თუ საქმე არ ფუჭდება და შედეგებს დებენ რატომ უნდა შეუგზავნოს კროტი?

Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 14:17
Giggity
QUOTE
კროტი

კროტი რა არის?

Posted by: masha 20 Jan 2019, 14:19
შეიძლება გეგონოს რომ კარგ კოლიქტივში ხარ
მაგრამ შიდა დინებები ყველგან არის
ხალხი ბოღმა და შურიანია

Posted by: Giggity 20 Jan 2019, 14:21
Nodo_K

ზუსტად მეც არ ვიცი: )

ვვარაუდობ რომ ვინმე ენის მიმტანი უნდა იყოს.

Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 14:23
masha
QUOTE
ხალხი ბოღმა და შურიანია


მეც მაგ აზრამდე მივდივარ, რაც ხალხი ის სამსახური და რაც სამსახური ის ქვეყანა!
საინტერესოა მდიდარ ქვეყნებშიც ეგრეა?

განათლებული ადამიანები ხომ ეგრე არ უნდა იყვნენ?

თუ კი განათლებულ ადამიანებთან მოგვიწევს მუშაობა, ოვხვდებიტ კი კარგ კოლექტივში?

Posted by: Bremen_Musikanten 20 Jan 2019, 15:40
ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იწყება ერთმანეთის ჯიბრი და შური
უნივერსიტეტში უკვე ყალიბდე კარგ შურიანად და ჯიბრიანად
სამსახურში უკვე ახდენს სრულ რეალიზებას

ყველა იმ კოლექტივში სადაც დაწინაურება, წახალისება აუცილებლობას და საჭიროებას წარმოადგენს აუცილებლად იქნება ჭიდაობა
ადამიანი ზოგადად ეგოისტი და შურიანია, ქრისტემ თავისი 12 მოციქული ვერ გააკონტროლა და ნუ ახლა
გურჯაანიდან, სამტრეედიიან, ჩხოროწყუდან,ახალქალიქიდან, ლანჩუხთიდან ჩამოსულს როგორ გააკონტროლებ?
ხელმძღვანელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული,თუ ის მიდრეკილია სხვისი ცხოვრების შეფასებით, აუცილებლად ცუდი კოლექტივი იქნება

ყველა სამსახურს თავისი სპეციფიური ინტრიგები აქვს
ექიმებს
მასწავლებლებს
პოლიციელებს
ჯარისკაცებს და აშ.

სამსახური რომელიც <ინტელექტი> თ იმართება, იქ ნაკლებადაა ინტრიგები



Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 15:44
QUOTE (Bremen_Musikanten)
სამსახური რომელიც <ინტელექტი> თ იმართება, იქ ნაკლებადაა ინტრიგები

გინახავს მსგავსი სამსახური ? რომელი? მეტს არაფერის ვითხოვ პირველ პოსტში

Bremen_Musikanten

Posted by: Bremen_Musikanten 20 Jan 2019, 16:02
QUOTE
გინახავს მსგავსი სამსახური ? რომელი?

გააჩნია როგორი როჟა ხარ და რა შეგიძლია

თუ ტვინის ტყვნას იტან და ამავდროულად გინდა ინტელექტუალურ საქმეს შეეჭიდო, სამოქალაქო სამართალს მიაწექი და მერე მოსამართლეობას

თუ ფინანსისტი ხარ, აუდიტად გაიჩითე (ბუღალტრებს რომ დღნავს)

თუ ხარისხის დაცვა გინდა მეცნიერებას მიაწექი და პროფესორი და აკადემიკოსი გაიჩითები

საექსპერტო–კრიმინალისტიკურიც კარგია თუ გევასება გამოძიება და დედის ტყვნები

აი ამ სამსახურებში არის ინტელექტი მეტნაკლებად


Posted by: zamzumi 20 Jan 2019, 16:23
QUOTE
საინტერესოა მდიდარ ქვეყნებშიც ეგრეა?

yes.gif
QUOTE
განათლებული ადამიანები ხომ ეგრე არ უნდა იყვნენ?

smile.gif

Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 16:31
QUOTE (Bremen_Musikanten)
თუ ფინანსისტი ხარ, აუდიტად გაიჩითე (ბუღალტრებს რომ დღნავს)

bis.gif bis.gif

zamzumi
მეამიტი ვარ ალბათ ხომ?

Posted by: comus-74 20 Jan 2019, 19:25
..............................................
user posted image

Posted by: tozi777 20 Jan 2019, 19:50
QUOTE (Nodo_K @ 19 Jan 2019, 22:19 )
გამარჯობათ, კითხვა მაქვს შემდეგი სახის, მაინტერსებს სხვადსხვა ტიპის შიდა სამზარეულო რაღაც დონეზე, მაგ„: რამდენად კარგი კოლექტივი ყავთ? არსებობს თუ არა ერთმანეთთის მიმართ აგრესია? მიმდინნარეობს თუ აარა ერთმანეთის მიიმართ ძირის თხრა და ა.შ უამეავი მაღაზიის შიდა სიტუაციაში ვყოფილვარ, სასურსათო ავეჯის თუ სხვაა ტიპის მაღაზიებში მიმუშავია, თითქმის არსად ყოფილა ერთმანეთის მიმართ სრული ნდობა, ხშირია ერთმანეთში ენის მიტან მოტანა, და უამრავი უარყოფითი რამ მინახავს, მაინნტერესებს როომელი სამსახური ტიპის გამოირჩევა კარგი კოლექტივით!!და სხვა დეტალებიც....

მაინნტერესებს როომელი ტიპის სამსახური გამოირჩევა კარგი კოლექტივით!!

ერთი სახელმწიფო სამსახური იყო, სადაც შედარებით ნაკლები იყო ენის მიტან-მოტანები და ჯანდაბები (ახლა რომ ვუკვირდები, რაღაც ისეთი კარგი სასტავი შევიკრიბეთ ერთად ბუნებრივად და შემთხვევით, თორემ იმავე სამსახურში ახლა საშნელებები ხდება).

რაც ამ კერძო ფირმებში გადმოვედი, სრული საგიჟეთია.

ტიპები იმდენს რომ მუშაობდნენ , რამდენსაც ერთმანეთზე ენის მიტანაში და ძირის თხრაში ენერგიას ხარჯავენ, ფირმები გაცილებით წარმატებულები იქნებოდნენ.

პ.ს. ყველა ტიპის გაიძვერობა, დასმენა, ძირის თხრა და ვიგინდარიზმი ყოველთვის "ვერხუშკისგან" არის წახალისებული ხოლმე. . . yes.gif

Posted by: shako1993 20 Jan 2019, 22:01
ბევრგან მიმიუშავია ავეჯის მაღაზიაში, ტექნიკაში,ბანკში, ყველგან იყო ფეხის დადება, ენის მიტანა-მოტანა რეალური გამოსავალი არის ნაკლები ყბედობა.
ყველაზე მეტად კაცთა კოლექტივში მქონდა ასეთი შეჯახებები.

Posted by: chemisaqartvelo 20 Jan 2019, 22:21
QUOTE (KOLKHI @ 20 Jan 2019, 00:37 )
ყველა 'კოლექტივი' ერთი ფეხია. თავად 'კოლექტივის' ხარისხს განსაზღვრავს ენის მიტან-მოტანის და ჟოფალეზობის აკადემიურობის ხარისხი.

+1

და უფროსის ხასიათი

თუ სამსახურში წახალისებულია უფროსებისაგან მსგავსი მამაძაღლობები, იქ ეგ ამბავი მთელი გაქანებით ყვავის.

თუ არა და ნორმალური სიტუაციაა

მაღაზიებში სპეციალურად აწყობენ მასეთ სიტუაციას მფლობელები, იმიტომ რომ შეხმატკბილებულმა კოლექტივმა შეიძLება საერთოდ მშრალზე დატოვოს მეპატრონე biggrin.gif

Posted by: David_Gale 20 Jan 2019, 22:26
QUOTE
სამსახური რომელიც <ინტელექტი> თ იმართება, იქ ნაკლებადაა ინტრიგები


ყველაფერი დამოკიდებულია ხელმძღვანელზე

ისე კი , იყავი კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე,

გემთხვიოს მერე მთელი კოლექტივი თუ ცუდი განზრახვა აქვთ, სათითაოდ ამოატრიალებ,

თუ ვერა ესეიგი მათ ნაერი ხარ და უბრალოდ გაჯობეს.


ეს იმ მოცემულობაში როცა ხელმძღვანელი გყავს მაგარი და საქმე ორიენტირებულია შედეგზე და განვითარებაზე


მუშაობა მუშაობისთვის თუა კოლექტივში და ყველა ვიღაცა ღორისშვილის ნათესაობით არის შემოგდებული და პარაზიტია, ეგეთI რამ არც უნდა განიხილო, ჩვეულებრივი ჭაობია


შეჯიბრითობაზე აღაფერს ვწერ.

Posted by: Nodo_K 20 Jan 2019, 22:37
shako1993
QUOTE
ბევრგან მიმიუშავია ავეჯის მაღაზიაში, ტექნიკაში,ბანკში, ყველგან იყო ფეხის დადება, ენის მიტანა-მოტანა რეალური გამოსავალი არის ნაკლები ყბედობა.
ყველაზე მეტად კაცთა კოლექტივში მქონდა ასეთი შეჯახებები.

აბა ბიჯო, კაცი რომ ენის მიტანას დაიწყებს, რამდენი პროჭი შემხვდდა. იმას თუ კაცი ქვია smile.gif)

QUOTE (David_Gale)
მუშაობა მუშაობისთვის თუა კოლექტივში და ყველა ვიღაცა ღორისშვილის ნათესაობით არის შემოგდებული და პარაზიტია, ეგეთI რამ არც უნდა განიხილო, ჩვეულებრივი ჭაობია

ქუთაისში ყველგან ეგრეა smile.gif) რაც მე მინახავს და ბევრი მინახავს და ბევრიც მომისმენია.
QUOTE
რეალური გამოსავალი არის ნაკლები ყბედობა.

მართლაც რომ ეგრეა. ძნელია ხოლმე უკმაყოფილება არ გამოხატო, ისეთი სამუშაო პირობებია ხოლმე.
ზოგჯერ ძაან მომწონს ეს განყოფილება, ხშირად კი რავი, ბოტებივით პოსტავენ smile.gif

Posted by: Camel 20 Jan 2019, 23:53
სოდი არის კაი შეკრული კოლექტივიsmile.gif)

Posted by: David_Gale 21 Jan 2019, 17:25
Nodo_K
QUOTE
მუშაობა მუშაობისთვის თუა კოლექტივში და ყველა ვიღაცა ღორისშვილის ნათესაობით არის შემოგდებული და პარაზიტია, ეგეთI რამ არც უნდა განიხილო, ჩვეულებრივი ჭაობია

ქუთაისში ყველგან ეგრეა ) რაც მე მინახავს და ბევრი მინახავს და ბევრიც მომისმენია.

თუ ეგრეა, შენ როგორი პიროვნება ხარ, რაზე ხარ ორიენტირებული . თუ კარგად გრძნობ ეგეთ კოლექტივში თავს და საქმის კეთება არ გინდა, კი იყავი ბედნიერი, თუ არადა ეცადე სხვა სამსახური ნახო, მანამდე კი მანდ გაუძელი, არავისთან ზედმეტი არ ილაპარაკო,
თუ უფროსის მხარდაჭერა გაქვს, ნელ ნელა შეყევი ეტაპობრივად დაძირე ყველა ვისაც მუშაობა არ უნდა და ცდილობს შენ გამუშაოს თავისი კომფორტის გამო, შემდეგ მიიღე გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობა და დაიწყე საქმის კეთება.

დაძირვაში ენის მიტანას და მავნებლობას არ ვგულისხმობ, აკეთე მხოლოდ იმდენი რამდენიც გევალება, სხვისი საქმე არ გააკეთო, პარაზიტები, მარტო იმიტომ რომ კაი ტიპია არ გაითვალისწინო, საქმე რომ გაფუჭდება, გადაიხედება პრიორიტეტები, მოიკვლევენ რატომ გაფუჭდა საქმე, ამ დროს გამოჩნდება ყველაფერი, მთავარია სხვის მაგივრად არ იმუშაო, იმაზე მეტი არ გააკეთო რაც გევალება, მოკლედ ტვინი დაატანე თუ გაქ და გახვალ ფონს ) ბევრი ნერვები უნდა, ადამიანის ბუნებაზეც წარმოდგენა შეგეცვლება, მაგრამ სხვანაირად ამ ქვეყანში არ გამოდის, ან ფეხზე დადგები და ან გაიძულებენ საერთოდ წახვიდე, ინტრიგანიაო, პალაჟენიას გვირევსო იტყვიამ, აი აქ მაგარი უნდა იყო, პასუხის გაცემა უნდა შეძლო, თავი არ დააჩაგვრინო.

პ.ს. მაგ სამსახურშI როგორ მოხვდი? biggrin.gif


Posted by: dega 21 Jan 2019, 18:09
ქართველი მომღერლების მსგავსად არავის სიყვარულში რომ არ გაუმართლა და ყველა დაკარგულ სიყვარულზე მღერის
ისე ყოფილა აქაც,რავა არცერთს არ გაგიმართლათ კოლექტივში
biggrin.gif

Posted by: tozi777 21 Jan 2019, 18:29
dega
მე გამიმართლა მაგრამ მხოლოდ პირველ სამსახურში. მერე რაა რო? სამაგიეროდ სხვებში ტარდებოდა გაიძვერობის მასტერმლასები.

Posted by: Votren 21 Jan 2019, 18:38
კოლექტივი რას ნიშნავს და სადაური სიტყვაა, ბავშვობაში მახსოვს ბინდოვნად, კოლექტივის კრებაზე მივდივარო, მამაჩემი იტყოდა

Posted by: აშკარა 21 Jan 2019, 18:45
ყველაფერი ლიდერზეა დამოკიდებული.

თუ კარგი ლიდერი ხარ და რესურს მენეჯმენტშიც პრაქტიკაში ერკვევი,

კოლექტივი ჯანსაღი იქნება და თან პროდუქტიულიც.

Posted by: dega 21 Jan 2019, 18:50
tozi777
QUOTE
მერე რაა რო?

ცუდია
მეტი რა უნდა იყოს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)