ფაშისტი1 თებერვალს ჩემი აზრით გაუშვებენ ტრანსპორტს. ოღონდ ვერ ვიტყვი რომ კიდევ არ მოუწევს გაჩერება რამდენიმე თვეში
ეხლა ცოტა ხანი აღმავალი პიკი თუ პლატო თუ უღელტეხილი გვექნება (ახალი წლის მოლხენის შედეგებიდან გამომდინარე) მაგრამ რრამდენიმე დღის მერე მკვეთრად დაიწყებს კლებას.
იანვარში მობილობა ძალიან დაბალია (უფრო დაბალი ვიდრე დეკემბერში) ამიტომ მალე როგორი დაღმავალი მრუდიც იყო დეკემბერში, იმაზე კიდევ უფრო სწრაფად დაღმავალი იქნება. მითუმეტეს რომ მოსახლეობის სულ მცირე მეოთხედს მოხდილი აქვს.
ჩემი პროგნოზით თებერვალი და მარტი გვექნება როგორც ზაფხულში იყო, ძალიან კარგი. ეს ცხადია დათვურ სამსახურს გაგვიწევს და გაათამამებს საზოგადოებას, რაც შემდეგ აფეთქებას გამოიწვევს სადღაც აპრილ-მაისში, თუმცა იმაზე უარესი აღარ იქნება რაც ნოემბერში იყო, ბევრი მიზეზის გამო:
-დიდ ნაწილს მოხდილი ექნება
-არჩევნები არაა
-გაკვეთილი უკვე გვაქვს და 5000 ებამდე ასვლას არ დაელოდებიან, რომ ტრანსპორტი და ობიექტები გააჩერონ
-ვაქცინაც ექნება მაგ დროისთვის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მიღებული (ექინებს მაინც ალბათ)
-მაგ სეზონზე თბილა რაც იმუნიტეტს ეხმარება
ასე რომ შემდეგი არდადეგები აპრილში ან მაისში გექნება, ოღონდ უფრო ცოტა ხნით