Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > არასრულწლოვანის მიერ ქონების გასხვისება


Posted by: GrigolS 30 Nov 2021, 16:23
მოკლედ,
მიწის ნაკვეთი რეგისტირებულია არასრულწლოვანზე. მინდა რომ "გადავაფორმო" მამაზე. მომბეზრდა ყველა დეტალზე სასაამრთლოში სირბილი.

მე თვითონ ადვოკატი ვარ, მაგრამ ასეთ თემაზე უბრალოდ არ მიმუშავია და არც არასდროს მქონია შეხება. ჰოდა ვერც ვერავინ ვნახე ვინც ამ თემაზე რამე იცის.

თუ ვინმეს ამ თემაზე გამოცდილება გაქვთ (კონკრეტული პრაქტიკა), გთხოვთ დამირეკოთ და იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება.

PS უფასო დახმარებას არ ვითხოვ. ვაფასებ თქვენს დროს და მზად ვარ გადავიხადო საფასური, რომლის ოდენობაზეც დარწმუნებული ვარ მოვრიგდებით.

აქ ცოტა იშვიათად შემოვდივარ, ამიტომ თU დახმარება შეგიძლიათ, გთხოვთ პირდაპირ დამირეკეთ: 599772698 user.gif

Posted by: Правовед 30 Nov 2021, 18:54
GrigolS

აღარ გავჩერდები, როგორ გადაყლაპა ქართულმა იურიდიულმა საზოგადოებამ ეს უმსგავსობა, რომლითაც მშობლების, ანუ კანონიერი წარმომადგენლების დიქოტომია არ იქნება მოხდენილი სხვა მეურვეთა უფლებამოსილებებისგან. გადაყლაპა საქართველომ ხელისუფლებამ დებილები რომ უწოდა მშობლებს, ბუნებრივი სამართლით დადგენილ უფლებასარწმუნო სამართლებრივ ფიქციას.
საიდანაც "ამოვტლიკეთ", გერმანულ სამართალში, აბსოლუტურად სხვანაირად არის მოწესრიგებული იმპერატიული დანაწესები და სასამართლო ნებართვასავალდებულო გარიგებებსაც არ წარმოადგენენ - უბრალოდ, გონებაშეზღუდულმა ქართველებმა, ვასიამოვნეთ იმპლემენტატორებს!

როგორც წესი, მსგავსი "რეგისტრაციები" ხდება "კომლის" შემადგენლობის გამოისობით.
1993 წელს კომლმა შეწყვიტა არსებობა!
გადახედეთ რეგისტაციას, როდის არის იგი მოხდენილი და თუ შესაძლებელია, ამ ჩანაწერში ცვლილების შეტანა, არასრულწლოვანის ამორიცხვა!

Posted by: spiridon_surajia 1 Dec 2021, 01:50
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაა უმთავრესი. პრაქტიკაც უამრავია. შემიძლია გადაწყვწტილებები მოგაწოდო.

Posted by: Правовед 1 Dec 2021, 05:41
spiridon_surajia
არ უწერია დიდი ხანი მაგ მუხლს! სრული ბოდვაა ... მიაუქმებს საკონსტიტუციო ... ვეცდებით ...

Posted by: GrigolS 3 Dec 2021, 12:03
Правовед
ბოდვა რომ იყოს კიდევ რა უჭირს... საერთოდ ვერ ამოვხსენი რა უნდათ, რა მიზანს ემსახურება და რანაირად უნდა განსაჯოს სასამართლომ ბავშის საუკეთესო ინტერესი.

spiridon_surajia
QUOTE
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაა უმთავრესი. პრაქტიკაც უამრავია. შემიძლია გადაწყვწტილებები მოგაწოდო.

მომაწოდე თუ რამე იცი smile.gif
ოღონდ "არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი" რას ნიშნავს, ეგ რომ იყოს განმარტებული. მე არ ვიცი ეს რა არის.

Posted by: Правовед 3 Dec 2021, 13:17
GrigolS
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები − არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის,
ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა
ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური
მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი!
ამ ნათარგმნ კანცელარიატს გვთავაზობს კანონმდებელი.
დანარჩენი, სასამართლოს შეხედულების ამარაა ...

Posted by: GrigolS 3 Dec 2021, 14:03
Правовед
QUOTE
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები − არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის,
ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა
ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური
მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი!
ამ ნათარგმნ კანცელარიატს გვთავაზობს კანონმდებელი.
დანარჩენი, სასამართლოს შეხედულების ამარაა ...

ჰოდა მეც მანდ ვარ. რეალობაში ამის თარგმანი არის შემდეგი: რასაც მოსამართლე ასეთად ჩათვლის.
ნონსენსია რა!

Posted by: spiridon_surajia 3 Dec 2021, 14:15
GrigolS
QUOTE
მომაწოდე თუ რამე იცი 
ოღონდ "არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი" რას ნიშნავს, ეგ რომ იყოს განმარტებული. მე არ ვიცი ეს რა არის

მოგვიანებით მოგაწვდი. იქ წერია რასაც ნიშნავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი.
QUOTE
რასაც მოსამართლე ასეთად ჩათვლის.
ნონსენსია რა!

ეგრე არ არის.

Posted by: Правовед 4 Dec 2021, 22:09
GrigolS

მე პირადად მეზობლებსა და ნათესავებს გავუუქმე ვენახებში "ოჯახობის საკუთრებები" /// მზაკვარი "თანასაკუთრება"!!!

საიდანაც უნიჭოდ გადმოვჯღაბნეთ - გერმანული საპროცესო სამართალი საერთოდ განსხვავდება ქართულისაგან.

განცხადებას გარიგებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე განიხილავს არა მოსამართლე, არამედ Rechtspfleger.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინსტიტუტი არც ეროვნულ საპროცესო სამართალში და არც საქართველოს სასამართლო სისტემაში არ მოიპოვება, ქართველი კრეტინი კანონშემოქმედი იმპლემენტირებულ ლაქუცს ვერ გადაეჩვია და განსაკუთრებული სიხშირით, ისედაც კატასტროფულად გადატვირთული იუსტიციისთვის, ობსტრუქციული დანაწესების შეტენვაშია!!!

ამაში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს უმაღლესი ხელისშეწყობა აქვს მიღებული ე. წ. ქართული იურიდიული საზოგადოებისაგანაც - ადვოკატთა პროფესიული საამქრო იურიდიული სერვისის ექსკლუზიურ უფლებებისათვის იბრძვის თავგანწირვით, მონოპოლიას თვლის მიზნად - სამეცნიერო საზოგადოება კი იურიდიულ ბოდვებში და პლაგიატშია ჩაფლული!

გერმანულ სამართალში ნებართვის მოთხოვნა ოპტიმიზირებულია ტიპური განცხადებად, მისი ფაქტობრივი და მატერიალურსამართლებრივი დასაბუთების გართულების გარეშე. იურიდიულად გერმანელები მიიჩნევენ Anregung-ს, რომელიც ინიციატივას, დეტერმინირებას ნიშნავს გარიგებაზე ნებართვის მიცემისას.

თავისი იურიდიული ბუნებით მსგავსი სამართალწარმოება წარმოადგენს Amtsverfahren-ს, რომელიც ქართველებისთვის სანუკვარ სიზმრებშიც კი მიუღწეველია და მხოლოდ (ცალსახად, გამონაკლისის გარეშე) იურიდიული კეკლუცობისა და ფსევდოსამართლებრივი პოზიორობის ნაშიერია!!!

ღმერთო გადმოგვხედე!.. ხომ ხედავ რა დღეში ვართ!

Posted by: Mmerisi 6 Dec 2021, 12:38
GrigolS

ადვოკატთა ასოციაცია უკვე მეორე წელია ატარებს ტრენინგებს დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებები სამოქალაქო სამართალში - ერთ ერთი პირველ ვიყავი სხვებთან ერთად ეგ რომ ჩავაბარე ტესტირების მეთოდით, უამრავი ზღვა მასალა მოგვაყარეს და როგორ "გავქაჩე" დღემდე მიკვირს.

ბავშვის საუკეთესო ინტერესები − ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით; საუბარია ამის შესახებ საქართველოს კანონში "ბავშვის უფლებათა კოდექსი"

მე პირადად არ მქონია შენ რაც გაინტერესებს იმ საკითხზე პრაქტიკა თუმცა განცხადებით (და არა სარჩელით) წყდება ეს საკითხი კოლეგავ smile.gif, დაასაბუთო რატო, რისთვის გჭირდება სასამართლო პროცედურის განხორციელება, ნარჩინდება თუ არა ბავშვის პოზიტიური ინეტესები ამ დროს და ა.შ.

ასე აკეთებენ როდესაც ბავშვის საკუთრებაში არსებულ ქონების იპოთეკით დატვირთვაზე მიმართავენ.

წარმატებები

Posted by: GrigolS 6 Dec 2021, 17:53
საერთოდ არაფრისმომტან პოლემიკაში გადავიდა ეს თემა.

თეორიაში რა როგორ ხდება გასაგებია. გავიარე ეს ტრენინგები და მინდობილობაზე ან რეალურად გაყიდვისას პროცედურაც გავიგე როგორ უნდა გავაკეთო და გავაკეთე.

ახლა რა საკითხიც მიდგას, ავღწერე ზევით. ამაში მინდა დახმარება. თუ შეგიძლიათ, ტელეფონს სულ ვპასუხობ და ფულსაც გადავიხდი. მეტი რა დავწერო აღარ ვიცი.

spiridon_surajia
QUOTE
ეგრე არ არის.

კარგი. სხვაგვარად ყოფილა.
QUOTE
მოგვიანებით მოგაწვდი. იქ წერია რასაც ნიშნავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი.

სიამოვნებით მივიღებ. ოღონდ ძალიან გთხოვთ სალექციო მასალა არ მომაწოდოთ და არც უზენაესის გადაწყვეტილებები, რომლებიც საერთოდ სხვა თემაზეა მიღებული. ეგეთები მაქვს მეც, ბლომად და უსარგებლოდ

Posted by: Правовед 6 Dec 2021, 18:01
GrigolS
დაწერილი და შეტანილი განცხადების შაბლონი გაწყობთ?

Posted by: GrigolS 6 Dec 2021, 18:04
Правовед
კი, რატომაც არა! მითუმეტეს თუ "გადაფორმებაზეა"!
როგორ დაგიკავშირდეთ?
* * *
მარტივად რომ ვთქვა - პრინციპი მინდა გავიგო ჩვენს სასამართლოში რა "მოსულა" და რა "არ მოსულა". მეტი არაფერი.

Posted by: JSB14BSJ 9 Dec 2021, 13:13
GrigolS
QUOTE
მინდა რომ "გადავაფორმო" მამაზე.

მგონი გაუგებარია, რა გნებავთ.
უძრავი ქონება ბავშვისაა და გინდათ, რომ მისი მამის საკუთრებაში გადავიდეს?
თუ ასეა, სიტყვა "გადავაფორმო" ბრჭყალებში რატომ გიწერიათ?

Posted by: GrigolS 15 Dec 2021, 19:48
JSB14BSJ
დიახ. ბრჭყალებში იმიტომ წერია, რომ "გადაფორმება" სამართლებრივი მოქმედება არ არის და ჩემთვის სულ ერთია რა ფორმით მოხდება ეს, მთავარია მოხდეს.

Posted by: Правовед 15 Dec 2021, 20:09
GrigolS
ისე შენიშვნა, იურიდიული თვალსაზრისით, "სამართლიანია" - თუ ჩავაკვდებით და საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობის იმპერატივს თუ გავყვებით, შეუძლებელია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან გარიგება.

Posted by: JSB14BSJ 15 Dec 2021, 20:22
GrigolS
QUOTE
დიახ. ბრჭყალებში იმიტომ წერია, რომ "გადაფორმება" სამართლებრივი მოქმედება არ არის და ჩემთვის სულ ერთია რა ფორმით მოხდება ეს, მთავარია მოხდეს.


biggrin.gif

ბრჭყალების გამოყენებას თავისი წესები აქვს biggrin.gif

წარმატებები.

Posted by: Правовед 15 Dec 2021, 22:56
JSB14BSJ
არასრულწლოვანი შვილიდან მამაზე?

ტელეოლოგიური შეზღუდვის (რედუქციის) საფუძველზე კანონისმიერ წარმომადგენელს არ ეკრძალება
დაასაჩუქროს საკუთარი შვილი. აი, პირიქით, კი, რომელ ინტერესს მისდევს მშობელი, ვალდებულებით არასრულწლოვანის მსგავსი დატვირთვისა და შესრულების რა მიზანი არსებობს?

კანონი (ლოგიკურად) დიდი ალბათობით, ახდენს არა მარტო საკუთარ თავთან გარიგების დადების აკრძალვას, არამედ, უარყოფს წარმომადგენლის მიერ, წარმოდგენილის სახელით, მასზე მშობლის უფლებადამოკიდებულ პირთან განკარგვის (არა მიღების) სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობასაც კი.

Posted by: interstelarr 2 Feb 2022, 17:17
არასწრულწლოვნები მაღაზიებს რო ტეხავენ რატო არ იჭერენ, ასეთი შავი ხვრელი როდემდე უნდა იყოს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)