თბილისს გარეთ მოგიწევს, მაგრამ თბილისში საკმაოდ ბევრი კვების პუნქტია უკვე, სადაც დაცულია ელემენტარული სტანდარტები.
მარილი რო ღია სამარილეში არ უნდა იყოს და ცხიმიანი ნათითურები არ უნდა ეტყობოდეს, ეგ ელემენტარული სტანდარტის უგულებელყოფაც აღარაა...
და ხის მაგიდაზე წვნიანი რო დაიღვრება, მრავალჯერადი ტილოთი არ უნდა გაამშრალო, მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის.
და მითუმეტეს დანა-ჩანგალი არ უნდა დადო მასე გადაწმენდილ მაგიდაზე.
სპეციალურ შალითებში თუ არ იქნება, როგორც ბევრგანაა უკვე, მინიმუმ თეფშებზე უნდა დააწყო.
საბედნიეროდ არის იმხელა არჩევანი, რომ აღარ ისარგებლო ეგეთი დუქნებით, მკვიდრდება ნელ-ნელა სტანდარტები ჩვენთანაც...
და რო აღარ ისარგებლებ, მოუწევთ თვითონაც რომ შეცვალონ მიდგომა.
ერთ მაგალითს გავიხსენებ,
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მიწევდა ხოლმე რესტორნების შიდა სამზარეულოების დათვალიერებაც, დაზღვევას რომ აპირებდნენ.
რო მენახა სახანძრო ან სხვა უსაფრთხოების წესები რამდენად იყო დაცული.
და ერთ-ერთ კვების პუნქტში, სადაც არაერთხელ ვარ ნამყოფი და საკმაოდ გემრიელი საჭმელი ქონდა, სამზარეულოში შევედი.
და საშინელება დამხვდა
ჭუჭყიანი კედლები, მაგიდები მოუწესრიგებელი, სხვადასხვა ნარჩენები ეყარა, ტილოები გაშავებული, კონდიცირება საშინელი, ქვაბები გამურული, ყურადღება მიიქცია ხორცის ფარშმა, რომელიც 90-იანებში რო წითელი ტაშტები იყო, იმაში იდო და თავღია იდგა იქვე სკამზე...
მოკლედ კინაღამ ცუდად გავხდი
იმის შემდეგ რაღა შემიყვანდა მანდ.
Mens sana in corpore sano...