დახმარება მინდა.
2009-2010 წელს დაახლოებით, პაპაჩემმა ჩემს ძმას აჩუქა იარაღი. თელავში მოხდა ეს. მოსინის "ნავზატორზე" დაყენებული 7.62 მმ ტყვიამფრქვევის ლულით.
გაფორმებისას ჩემს ძმას იარაღზე უთხრეს ნომერი დაარტყმევინეო, ნომერი კი მხოლოდ "ნავზე" (დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი რაშიც დასრიალებს) დაურტყეს და ისე გამოატანეს. რამდენიმე დღეში კი საბუთიც მისცეს ტარების უფლებით.
ეხლა ეს საბუთი დავკარგეთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ საბუთი აღვადგინოთ? ჯერ არსად მისულა საკითხავად, მაგრამ როგორც გაიგო, იარაღს ჩამოგართმევენ უეჭველიო და მერე ან დაგიბრუნებენ და ან არა უკანო. ხოდა აღარ იცის რა ქნას. ან რატომ არ უნდა დაუბრუნონ? ვინ რა იცით ამ საკითხის შესახებ?