forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Metallica | Part 5 / Volume 10 |, The Best Group Of All Times . . . © Nick-olo-za
Glorfindel
Leanaí ar nádúr


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14052
წევრი No.: 45442
რეგისტრ.: 1-November 07

  გამოგზავნილია: 5 Apr 2014, 22:24  #40476395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image


Metallica წევრები:
ჯეიმს ალან ჰეტფილდი
user posted image
ჯგუფშია დასაბამითგან უკუნისამდე

ლარს ულხირი
user posted image
ასევე დასაბამიდან უკუნისამდის

კირკ ჰემეტი
user posted image
1983 წლიდან –––> ???

რობერტ ტრუჰილიო
user posted image
2003 წლიდან >> ???

ყოფილი წევრები:
დეივ მასტეინი
user posted image
1981 წლიდან 1983 წლამდე

ჯეისონ ნიუსტედი
user posted image
1986 იდან 2001 მდე

კლიფორდ ლიი ბარტონი
user posted image
1982 წლიდან 1986 წლამდე (გარდაცვალება)

რონ მაქგოვნი
user posted image
1981-იდან 1982-მდე

შესავალი


მეტალიკა გახლავთ ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი რომელიც შეიქმნა 1981 წელს , კალიფორნიის შტატში , ქალაქ ლოს ანჯელესში. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დრამერმა ლარს ულრიხმა გამოაქვეყნა განცხადება ადგილობრივ გაზეთში მძიმე მეტალ ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით რომელსაც გამოეხმაურა ჯეიმს ალან ჰეტფილდი (რითმული გიტარა & ვოკალი ) . დღეს დღეობის მეტალიკა გარდა ჯეიმსისა და ლარსისა შედგება კირკ ჰემეტისა (მთავარი გიტარა) და რობერტო ტრუჰილიოსაგან (ბას გიტარა & back ვოკალი) . თუმცა მანამდე ჯგუფში იყო ჯეისონ ნიუსთედი (ბასი) , დეივი მასთეინი (მთავარი გიტარა) , რონ მაკგოვნი (ბასი) და კლიფორდ ლი ბარტონი(ბასი) .

მეტალიკის ადრეული ჩანაწერები შეიცავს სწრაფ, მძიმე და აგრესიულ ინსტრუმენტალურ პატიებს რამაც ადგილი მოაპოვებინა მას "თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში" (the big four) რომელშიც შესულია შემდეგი ჯგუფები ... Slayer, Megadeth, Anthrax და რაღათქმა უნდა Metallica .

ადრეული წლები (1981-1982)

მეტალიკა ჩამოყალიბდა ლოს ანჯელესში 1981 წლის ბოლოს, ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც დრამერმა ლარს ულხირმა გამოაქვეყნა განცხადება ჯგუფის შექმნის თაობაზე ადგილობრივ გაზეთში The Recycler, სადაც შემდეგი შიანარსის სიტყვები ეწერა : "დრამერი ეძებს სხვა მეტალ შემსრულებელს რომ დაუკრან(აქ სხვა რაღაც უფრო კარგად გააჟღერდებოდა ) როგორც Tygers of Pan Tang, Diamond Head და Iron Maiden–მა". მას მაშინვე გამოეხმაურა გიტარისტი ჯეიმს ჰეტფილდი და ჰიუ ტანელი ( ჯგუფიდან Leather Charm ) . მიუხედავად იმისა რომ ეს ჯერ არ იყო ოფიციალურად ჩამოყალიბებული ბენდი ,ლარსმა სთხოვა Metal Blade Records ის დამაართსებელს, Brian Slagel–ს რომ იქნებ შეეძლო და დახმარებოდა მათ რომ ჩაეწერათ სიმღერა მომავალი Metal Massacre კომპლიკაციებისთვის . Slagel– დათანნხმდა ,ლარსმა შესთავაზა ეჯიმს რომ დაეკრა რითმულ გიტარაზე და ასევე მას ემღერა ... ბენდი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1981 წლის ოქტომბერში(აბა გამოიცანით რომელში ) 5თვის შემდეგ მას მერე რაც ჯეიმსი პირველად შეხვდა ლარსს.

ულხირი შემდეგ გაესაუბრა თავის მეგობარ რონ ქუანტანას , რომელსაც შესანიშნავად შეეძლო სახელების შერჩევა... ლარს მან შესთავაზა თავისი ჯგუფისთვის ორი სახელი : MetalMania და Metallica.
ულხირმა გამოიყენა Metallica თავისი ბენდის სახელითვის ... შემდეგი განცხადება მან კვლავ გაზეთ The Recycler ში გამოაქვეყნა სადაც წერდა რომ ეძებდა წამყვან გიტარას ბენდისთვის, მას გამოეხმაურა
დეივ მასთეინი , მას შემდეგ რაც ჯეიმსა და ლარსმა იხილა მისი ოსტატობა მაშინვე უხმეს დეივს თავიანთ ჯგუფში. 1982 წლის დასაწყისში . ბიჭებმა ჩაწერეს თავიანთი პირველი სიმღერა "Hit Lights" Metal Massacre –სთვის ...
მეტალიკამ პირველად სცენაზე დაუკრა 1982 წლის 14მარტს Anaheim–ში, California–ში , დეივთან, ლარსთან და ჯეიმსთან ერთად უკრავდა მათი ახალი მასისტი რონი .
თუმცა 1982 წლის შემოდგომაზე ლარსი და ჯეიმსი დაესწრნენ West Hollywood ში (ღამის კლუბია) შოუს Whisky a Go Go–ს სადაც ნახეს ნამდვილად ნიჭიერი ბასისტი კლიფ ბარტონი (ეს ყველაფერი რონმა არ იცოდა და დიდი ხნის განმავლობაში კიდევ , როდესაც ჯეიმსი და ლარსი ეხვეწებოდნენ კლიფს მეტალიკაში გადასვლას , მაინც რონის გარაჟში რეპეტიციობდნენ) რომელსაც დიდი ხანი თხოვდნენ მეტალიკასთან შეერთებას ( აღსანიშნავია ისიც რომ კლიფი იმდენად ოსტატურად უკრავდა ბას გიტარაზე რომ თავიდან იგი უბრალოდ წამყვანი გიტარისტი ეგონა ლარსსაც და ჯეიმსაც ) . როგორც იქნა , 1983 წლის დასაწყისში კლიფი დათანხმდა ბიჭების შემოთავაზებას, ოღონდ მხოლოდიმ პირობით თუ ისინი გადავიდოდნენ "სამოღვაწეოდ" სან ფანცისკოს მიდამოებში . მეტალიკამ თავისი პირველი კონცერტი კლიფთან ერთად გამართა 1983 წლის მარტში ღამის კლუბ The Stone –ში .
1982 წელს , მეტალიკის ერთ–ერთი დემო სიმღერა ( No Life 'til Leather ) მოისმინა Johnny "Z" Zazula– რომელსაც ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა რომ მეტალიკისთვის ალბომის ჩაწერა ეთხოვებინა , მან ისესხა ფული და ჩამოაყალიბა Megaforce Records-ი რომელიც ნიუ იორკშია განთავსებული და 1983 წელს უკვე მან ალბომიც კი ჩააწერინა ბიჭებს . (როგორ წავიდა უკვე მისი სტუდიის ამბავი ალბათ უკვე ყველა კარგად ხვდებით )


Kill 'Em All & Ride The Lightening (1983-1984)

1983 წლის მაისში მეტალიკა წავიდა ნიუ იორკში რომ ჩაეწერა თავისი პირველი ალბომი Metal up Your Ass რომელსაც პროდუსერობას Paul Curcio გაუწევდა . ბენდის წევრებმა გადაწყვიტეს რომ დეივი გაენთავისუფლებინათ იმის გამო რომ მიძალებული იყო ნარკოტიკებს და ალკოჰოლს (ასევე სურდა პირველობა მაგრამ ევრ ხვდებოდა რომ სადაც ჯეიმსია იქ ის მუდამ N2 იქნებოდა ) მისი ადგილი კი ჯგუფში კიკ ჰემეტს შესთავაზეს რომელიც ჯგუფ Exodus–ში უკრავად . დეივი გაანთავისუფლეს 1983 წლის 11 აპრილს , კირკი კი იმ დღესვე მივიდა მეტალიკასთან . (დეივმა დაიფიცა რომ მეტალიკას ამას ცხვირში ამოადენდა , უკვირდა კირკი როგორ ჯობნიდა და ასე შემდეგ. წავიდა უკან კალიფორნიაში და ჩამოაყალიბა ჯგუფი "Megadeath" თუმცა ეგ უკვე სხვა თემაა )

მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის პირველს ალბომს უნდა დარქმეოდა Metal up Your Ass , ხმის ჩამწერმა სტუდიამ უარი განაცხადა ასეთი სახელის ალბომის გამოშვება ,ამის გამო ბიჭებს მოუწიათ რომ სახელი Metal up Your Ass შეეცვალათ Kill 'Em All ით . ალბომი მაინც და მაინც წარმატებულად არ შეიძლება ჩაითვალოს(კომერციულად) რადგანაც მან დიდი წარმატება ჯგუფს ვერ მოიტანა , და ფინანსურადაც ვერ გაამართლა, იგი მხოლოდ აღიარებული იქნა "მიწისქვეშა მეტალ სცენისთვის" . ბიჭები მაინც აქტიურად განაგრძობდნენ ალბომის მხარდასაჭერ ტურებში მონაწილეობას და 1984 წლის თებერვალში მათ დაუკრეს ჯგუფ Venom თან ერთად Seven Dates of Hell თურზე , სადაც ისინი გამოვიდნენ 7 000 ფანის წინაშე, ფესტივალი ჩატარდა ზვოლში, ჰოლანდიაში .

1984-ში Metallica-მ ჩაწერა ალბომი Ride the Lightning. პირველ, Kill ‘em All-თან შედარებით ბევრად რთული, ჰარმონიული და მძიმე ალბომი. სამი მკვლელი კომპოზიციით - Fade To Black, For Whom The Bell Tolls, Creeping Death. იყო კიდევ ერთი, ბოლო, შედევრალური ინსტრუმენტალი The Call of Ktulu, რომელშიც კლიფი სოლირებდა. ეს პრელუდია შემდეგ, ბარტონისა და მთელი ჯგუფის მწვერვალში, ყველა დროის უდიდეს ინსტრუმენტალში - Orion-ში გადავიდა. კომპოზიცია შევიდა ალბომში Master Of Puppets. Metallica უკვე ლეგენდა იყო. ჯგუფის მაშინდელი ლირიკა სოციალურ გახრწნილობას, რეალიზმისა და სურეალიზმის კვეთას, საზოგადოების გამომწვევ სიმარტივესა და მიუღებელ სირთულეს აერთიანებდა.
ალბომი Sweet Silence სტუდიაში , კოპენაჰგენში , დანიაში , ალბომმა დაიკავა მე100 ადგილი ბილბორდ 200 ის რეიტინგში .

Master of Puppets (1986)
Elektra Records & R დირექტორი მაიკლ ალაგო თანადამფუძნებელი კლიფ ბარნსტეინი დაესწრნენ 1984 წლის მეტალიკის კონცერტს , გაოგნებულნი იმითი თუ რაც ნახეს შესთავაზეს და ხელი მოაწერეს კონცტრაქტს Metallica to Elektra Records–თან თანამშრომლობის და გააკეთეს "ჯგუფი" Q-Prime Management კლიენტებისათვის. მათ ჩაწერეს creeping death ის სახელობის ალბომი რომელიც შეზღუდული ტირაჟით ( 40 000) გამოიცა და რომელიც გაყიდული იყო არა მხოლოდ ამერიკაშია რამედ ბრიტანეთშიც . ამავე კომპანიის წყალობით მეტალიკამ შესძლო და 1985 წლის 17 აგვისტოს დაუკრეს "როკის მონსტრების ფესტივალზე" ისეთ შემსრულებლებთან ერთად როგორებიც არიან ბონ ჯობი და რეთი, ისინი უკრავდნენ Donington Park–ში, ინგლისში 70 000 მაყურებლის წინაშე , შემდეგი შოუ კი გაიმართა უკვე ამერიკაში, ოკლენდში Day on the Green ის ფესტიავლზე სადაც ბიჭები 60 000 კაციან კონცერტზე უკრავდა .

Metallica-ის მესამე სტუდიური ალბომი, Master of Puppets ჩაიწერა Sweet Silent ის ტუდიაში და გამოიცა მარტი 1986 რომელმაც 29 ადგილი დაიკავა ბილბორდ 200 ის რეიტინგში და კიდევ 72 კვირის განმავლობაში იყო წლის ჩარტში. 1986 წლის 4 ნოემბერს ალბომი დაამოწმეს ოქროს სტატუსით ხოლო 2003 წელს 6 პლატინაც მიიღო.Steve Huey მა კი სთქვა რომ ეს არის საუკეთესო, საუკეთესოებს შორის ალბომი მეტალიკის შემოქმედებიდან , ალბომის გამოცემის შემდეგ ოზი ოზბორნმა იხმო ბიჭები თავის ამერიკულ ტურნეში, მაგრამ სკეიტზე სრიალის დროს ჯეიმსი დავარდა და ხელი მოიტეხა რის გამოც ამ ტურნეში ის მხოლოდ მღეროდა ხოლო რითმ გიტარაზე John Marshall – უკრავდა .

Burton's death (1986–1987)

მეტალიკის და ალბათ სრულიად მეტალ სამყაროს ყველაზე დიდი დანაკლისი რაც კი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო... 1986 წლის 27 სექტემბერს მეტალის სამყარომ დაკარგა თავისი ალბატ საუკეთესო წარმომადგენელი (იმ დროის მაინც) ბას გიტარის ნამდვილი ვირტუოზი და დღეს დღეობითაც ერთ–ერთი საუკეთესო თავისი უძველეში შემოქმედების მიუხედავად . 27 სექტემბერს ევროპული მოგზაურობის და ტურნეების დროს , ავტოკატასრტოფაში 24 წლის ასაკში გარდაიცვალა კლიფორდ ლი ბარტონი .
ამაზე უკეთ მე კლიფზე ვერ ვიტყვი ანმდვილად ევრაფერს ამიტომ ამ პატარა ჩანახატით ალბათ ბევრი რაიმეს თქმა შეიძლება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


user posted image

კლიფის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფი უკვე დაშლის პირას იყო თუმცა ბიჭები მიხვდნენ რომ ეს ურბალო დასასრული კი არა კლიფის ღალატიც იქნებოდა ამიტომ მათ დაიმათეს სხვა , ტალანტური და იმედის მომცემი ბასისტი ჯეისონ ნიუსთედი (რომელმაც მოგვიანებით არ დამალა და გაამხილა რომ ძალიან გაუხარდა როდესაც შანსი მიეცა თავის "კუმირებთან" ერთად დაეკრა ).

user posted image

…And Justice for All (1988–1990) სამართლიანობის ალბომი...

რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი , ბარტონის სიკვდილის შემდეგ პირველი და ასევე დებიუტი ჯეისონ ნიუსთდის თქმით რომელიც 1988 წელს გამოიცა
ეს იყო პირვეი ალბომი რომელმაც მე–10 პოზიცია დაიკავა ბოლბორდ 200 ის რეიტინგში , პატინის სერტიფიკატი ალბომმა მიიღო მისი გამოსვლიდან 9 კვირის შემდეგ . ნიუსთედს ქონდა რამოდენიმე ევრსია მუსიკებთან დაკავშირებიტ თუმცა მისი ყველა ვერსია უგულებელყოფილი იქნა .როგორც იგი აცხადება ხოლმე "სამართლის ალბომი არ იყო სამართლიანი მისთვის " .
1989 წელს მეტალიკამ მიიღო თავისი პირველი გრემის ჯილდო რომელიც მოიპოვა "…And Justice for All" საუკეთესო Hard Rock/Metal Performance Vocal or Instrument კატეგორიაში.
…And Justice for All ალბომში შესული მეხუთე სიმღერა "One" ზე გადაიღეს ასევე მეტალიკის პირველი მუსიკალური კლიპი, და ის აღიარებულ იქნა ბოლო 25 წლის ყველაზე პოპულალურ მუსიკალურ ვიდეოდ MTV ის მიერ .

Metallica (1990–1993)

1990 წლის ოქტომბერში , მეტალიკამ კონტრაქტი შესთავაზა ახალ პროდუსერს რომ ჩაეწერათ მათივე სახელობის რიგით მეხუთე ალბომი , ამ პროდუსერს ნამუშავები ჰქონდა ისეთ გამოჩენი ვარკვლავებთან როგორებიც არიან The Cult, Bon Jovi, და Mötley Crüe ეს გახლდათ ბობ როკი . "შავი ალბომი" ს საწყისი გამოცემა გამოიცა სამჯერ რაც დაახლოებით 1 მილიონი დაჯდა , საბოლოოდ ალბომი გამოვიდა 1991 წელს და მოიპოვა პირველი ადგილი ბილბორდ 200 ის რეიტინგში ასევე პირველივე კვირას გაიყიდა მისი 650 000 ასლი , აღიარეს რა მეტალიკის ყველაზე გაყიდვად ალბომად , ასევე 15 პლატინის ხარისხი მიიღო , ხოლო ამერიკის მასშტაბით არის 26 ადგილზე ალბომების აგყიდვებს შორის , ალბომის გაკეთების შესახებ უკეთესად შეგიძლიათ გაიგოთ მეტალიკის ფილმიდან A Year and a Half in the Life of Metallica , ალბომის მხარდასაჭერი ტური Wherever We May Roam გრძელდებოდა 14 თვის განმავლობაში , 1992 წელს კ იმეტალიკამ დაუკრა ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც ჯეიმსმა ასევე შეასრულა Queen–ის დარჩენილ წევრებთან და Tony Iommi–სთან ერთად სიმღერა "Stone Cold Crazy" .
1992 წლის 8 აგვისტოს Guns N' Roses/Metallica Stadium Tour ზე რომელიც Guns N' Roses სთან ერთად ტარდებოდა ჯეიმსმა მიიღო მე2 და მე3 ხარისხის დამწვრობები სახეზე , ხელებზე , მხრებზე და ფეხებზე . ჯეიმსა უბრალოდ იდგა და მღეროდა მაგრამ უცებ ტექნიკური გაუმართავობის გამო ცეცლხი სწორედ იქიდან ამოვიდა სადაც ჯეიმსი იდგა ... შემდეგ კონცერტებზე მის ნაცვლად უკრავდა კვლავ John Marshall–ი .

Load, ReLoad, Garage Inc., and S&M (1994–1999)

თითქმის სამწლოვანი ტურნეების შემდეგ მეტალიკამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სახლში და ემუშავა შემდეგ ალბომზე, თუმცა 1994 წლიდან მათ მაინც რამდენიმე კონცერტზე მიიღეს მონაწილეობა სხვა შემსრულებლებთან ერთად Slayer, Skid Row, Slash's Snakepit, Therapy?, და Corrosion of Conformity სთან ერთად . 1996 წელს გამოუშვეს რიგით მე6 სტუდიური ალბომი Load რომელიც დასახელებული იქნა
Billboard 200 და ARIA Charts მიერ ნომერ პირველად .
Load ზე მუშაობისას მათ საკმარისი მასალა დაუგროვდათ იმისათვის რომ შემდეგი ალბომიც ჩაეწერათ , ამიტომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს რიგით მე7 სტუდიური ალბომი ReLoad ი რომელმაც ბილბორდ 200 ის სათავეში ამოყო თავი ხოლო კანადური ალბომის "ჩარტებში" რიგით მე2 იყო .

1998 წელს მეტალიკამ გადაწყვიტა რომ გამოეშვათ თავიანთი "cover album" რომლებშიც შესულ იქნებოდა ისეთი ცნობილი მუსიკოსების სიმღერებიც კი როგორებიც არიან Diamond Head, Killing Joke, The Misfits, Thin Lizzy, Mercyful Fate, და Black Sabbath, ალბომი ორ ნაწილად გამოიცა , შესძლო და დაიკავა ბილბორდ 200 ის მე2 პოზიცია.
1999 წლის 21 და22 აპრილს მეტალიკამ ჩაატარა კონცერთი სან ფრანცისკოს სიმპონიურ ორკესტრთან ერთად რომელსაც Michael Kamen ი დირიჟორობდა , კონცერტი კი იმდენად მოიწონეს რომ გადაწყვიტეს მისი ალბომის სახით გამოშვებაც , ამ კონცერტზე კი დაუკრეს ისეთი სიმღეტებიც რომლებიც არც ერთ ოფიციალურ ალბომში არ არის შესული ... ესენია :"No Leaf Clover"და"Human"ი


გულახდილად შემიძლია ასევე იმის თქმა რომ მაინც და მაინც საინტერესო მეტალიკის ისტორიაში არაფერი მომხდა 2001 წლამდე რაღაც პატარ პატარა სკანდალებისა და კონცერტების გარდა

ჯეისონის წასვლა და St. Anger (2001–2005)

სწორედ მაშინ როდესაც მეტალიკა აპირებდა სტუდიაში დაბრუნებას და ხალ ალბომზე მუშაობას , მათმა ბასისტმა ჯეისოან ნიუსტედმა 2001 წლის 17 იანვარს დატოვა ჯგუფი. როგორც განმარტავდა ეს იყო პირადი მიზეზების გამო , მან დიდი ზარალი მიიღო როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად იმ წლების დროს როდესაც უკრავდა იმ მუსიკას რაც უყვარდა. მოგვიანებით ჟურნალ "playboy" ს გაუმხილა თავისი წამოსვლის ნამდვილი მიზეზები: "მე ვაპირებდი რომ გამეკეთებინა ცალკე პროექტი ჩემს ჯგუფ Echobrain თან ერთად მაგრამ ჯეიმსმა მითხრა რომ ადამიანი რომელიც აკეთებს კერძო პროექტს ის აკლებს ამას მეტალიკასო , გავს საკუთარი ცხორვების მოტყუებასო" ... რაზეც ჯეისონმა გაახსენა რომ ჯეიმსმა დაუწერა მუსიკა ფილმ South Park: Bigger, Longer & Uncut ს , ჯეიმსმა კი უთხრა" ჩემი სახელი არ დომინირებს მათთან ერთად მე არ ვყიდი მას, სად იქნები ჯეისონ როდესაც ჩვენ ტურნეებზე ვივლით? გაყიდი თუ არა მაისურებს? არის ეს შენი ბენდი? " ამის შემდეგ კი ჯეისონი უბრალოდ წავიდა .
2001 წლის აპრილში , რეჟისორებმა Joe Berlinger–მა და Bruce Sinofsky–მა დაიწყეს დოკუმენტური ფილმის გადაღება მეტალიკის იმდროინდელ ცხოვრებაზე რომელსაც შემდეგი სტურიური ალბომის შესახებ უნდა მოეთხრო ... შემდეგი ორი წლის 1000 ზე მეტი საათი იქნა გადაღებული . 2001 წლის 19 ივლისს როდესაც უნდა შესულიყვნენ სტუდიაში , ჯეიმსმა დაიწყო სარეაბილიტაციო კურსების გავლა ალკოჰოლის "სიყავრულის და მიდრეკილების" გამო. იგი დაბრუნებული იქნა 4 დეკემბერს. ჯეიმსი დღეში მხოლოდ 4 საათს ატარებდა სტუდიაში დანარჩენ დროს კი თავის ოჯახს უთმობდა ...
უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ფილმი Some kind of monster

user posted image

სანამ გამოვიდოდა ალბომი St. Anger ბას პარტიებს ბობ როკი ასრულებდა მაგრამ გამოსვლის წინ ბენდმა ჩაატარა კონკურსი ახალი ბასისტის ასაყვანად , რომელიც Robert Trujillo აღმოჩნდა .
2003 წლის ივნისში გამოვიდა ამთი რიგით მე8 სტუდიური ალბომი რომელიც მაშინვე ბილბორ 200 ის სათავეში აღმოჩნდა. ალბომს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა თუმცა მან მაინც მოახერდა ხა მოიპოვა Best Metal Performance ის ჯილდოს მოპოვება 2004 წელს...
სწორედ მაშინ როდესაც მეტალიკა Download Festival ის ფესტივალზე უნდა წასულიყო 2004 წელს ინგლისში დაშავდა ლარსი, თუმცა იგი შეცვალა სლეიერის დრამერმა Dave Lombardo & Joey Jordinson-მა სლიპკნოტიდან ...

2005 წელს მეტალიკამ გადაწყვიტა დაესვენებინათ მუსიკისგან და მთელი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაეტარებინათ თუმცა მათ ორი კონცერთი მაინც ჩაატარეს 13 და 15 ნოემბერს სან ფრანცისკოში
* * *

This post has been edited by Glorfindel on 5 Apr 2014, 22:31

მიმაგრებული სურათი
8cfb23a9cec1x.jpg


--------------------
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos
Glorfindel
Leanaí ar nádúr


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14052
წევრი No.: 45442
რეგისტრ.: 1-November 07

გამოგზავნილია: 5 Apr 2014, 22:31  #40476518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Death Magnetic (2008-2011)

2006 წელს, 15 წლიანი თანამუშაობის შემდეგ მეტალიკამ უარი განაცხადა ბობ როკთან ერთად მუშაობის გაგრძელებაზე ... ამიტომ მათ დაიკიქირავეს ახალი პროდიუსერი რომელიც მანამდე მუშაობდა ისეტ ჯგუფებთან როგორებიც არიან Danzig, Johnny Cash, Slayer, Slipknot და System of a Down, ეს გახლდათ Rick Rubin-ი .
მეტალიკამ გამოაცხადა გამოსვლის თარიღი ახალი ალბომისა ... 2008 წლის 12 სექტემბერს კი Death Magnetic ის შეძენა უკვე შესაძლებელი იყო ...
ალბომს წინ უსწრებდა ამ ალბომში შესული სინგლის the day that never comes ის ვიდეო კლიპი, რომელიც ალბომზე ცოტა ადრე გამოუშვეს გაყიდვაში , Death magnetic გახდა N1 ამერიკაში და პირველივე კვირას 490 000 ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა , დაიკავა პირველია დგილი ყველა ტოპ ჩარტში და ასევე გახდა ყველაზე გაყიდვადი ალბომი ავსტრალიაში 2008 წელს

მას შემდეგ მიმდინარეობს ეგრედ წოდებული "magnetic tour" მთელს მსოფლიოში

2009 წლის 14 იანვარს გამოაცხადეს რომ მეტალიკა შევიდოდა Rock and Roll Hall of Fame ში , ასეც მოხდა 2009 წლის 4 აპრილს, ჯგუფის შემადგენლობასთან ერთად იყო მათი ყოფილი წევრიც,ჯეისონი .
კლიფის სანაცვლოდ კი მისი ჯილდო მამამისმა , რეი აბრტონმა მიიღო ...
დაპატიჯებული იყო აგრეთვე დეივიდ მასტეინი მაგრამ მან უარი განაცხადა .

2010 წელი გამორჩეული წელია ალბათ სრულიათ მეტალის სამყაროში
არსებობის მანძილზე პირველად, ჩატარდა ფესტივალი სადაც მოანწილეოაბ დიდი ოთხეულის ყველა წევრმა მიიღო (Sonisphere Festival Metallica, slayer, antrax, megadeath )

ახლა უკვე ჯგუფი აპირებს გამოუშვას ალბომი ლუ რიდთან ერთად. ასევე შესაძლებელია გამოუშვან თავიანთი ალბომიც....

მუსიკალური სტილი და მიმდინარეობა,ლირიკული თემები და აზრი

ადრეული heavy metal & hard rock ის ისეთმა ჯგუფებმა როგორებიც არიან Black Sabbath, Deep Purple, Led Zeppelin და Scorpions ასევე ბრიტანული მეტალის ახალმა ტალღის ჯგუფებმა Venom, Motörhead, Diamond Head, Judas Priest, და Iron Maiden–მა ადრეულმა პანკმა The Ramones, The Sex Pistols, და The Misfit–მა გავლენა იქონია თითოეული მეტალიკის წევრის მუსიკალურ გემოვნებასა და განვითარებაზე .

ყველა პროდიუსერმა დატოვა თავისი კვალი მეტალიკის მუსიკაში, ზოგი მათგანი სისასტიკეს მოითხოვდა ზოგი მეტ გიტარის სოლოს და ასე შემდეგ ...

ზოგადად მეტალიკა

მეტალიკა იქცა ჰევი მეტალის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ჯუფად , ასევე თრეშ მეტალის დიდი ოთხეულის წარმომადგენლად , ჯგუფი რომელმაც სესძლო და გაყიდა 100 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი საკუთარი მუსიკის , 59 მილიონზე მეტი ამერიკაში. The Rolling Stone Encyclopedia of Rock & Roll felt ის მწერლებმა მისცეს მეტალიკას შემდეგი დახასიათება "ჰევი მეტალის საჭირო "მსახურის" წოდება " ,
სტივენ ტომას ერლვაინმა და გრეგო პატომ განაცხადეს რომ მეტალიკამ გააფართოვა ზღვარი თრეშ მეტალის გამოყენების სიჩქარესა და მოცულობისთვის არა საკუთარი გულისთვის , არამედ საკუთარი
რთული სტრუქუტული კომპოზიციებისათვის , რომლებიც უწოდებენ მეტალიკას ყველაზე გავლენიან და საპასუხისმგებლო ჯგუფს 80 იანი წლებისას რომელმაც მუსიკა დააბრუნა დედამიწაზე .
Jonathan Davis მა ჯგუფ KoЯn იდან განაცხადა რომ მეტალიკა არის მისი საყვარელი ბენდი , იგი შეყვარებულია მეტალიკაზე ,მოსწონს რომ მეტალიკამ შესძლო და გააკეთა ეს ყველაფერი თავისით და ის რომ მათ ჯერ კიდევ შესწევთ ძალა რომ გააგრძელონ მუშაობა საკუთარ მუსიკაზე , ფიქრობს რომ მეტალიკა არის უდიდესი ჯგუფი ყველა დროისა .
Godsmack–ის "დრამერმა" Shannon Larkin–მა განაცხადა რომ მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე , იგი ამბობს : " მათ მართლა შეცვალეს ჩემი ცხორვება როდესაც მე ვიყავი 16 წლის , მე არასდროს არაფერი მსმენია მათნაირი რაიმე მძიმე "
და კიდევ უამრავი ბენდი თუ მუსიკოსი სწორედაც რომ მეტალიკის მიერ იყო წაქეზებული რომ დაეკრათ , ემღერათ , რაღაცით მაინც გვანებოდნენ მათ , ბევრს სურდა მათთან ერთად სცენაზეც მდგარიყო...
ზოგიერთ მათგანს გაუმართლა კიდეც

მეტალიკა აღიარებული იქნა როგორც მესამე ადგილის მფლობელი "Greatest Heavy Metal Band in History" ში MTV ის მიეც , მეხუთე VH1ის 100 Greatest Artists of Hard Rock , და პირველი VH1ის 20 Greatest Metal Bands list–ში ,


და მეტალიკის ისტორია აქ არ მთავრდება
მათ ეს ყველაფერი 29 წლის წინ დაიწყეს და წინ კიდევ ბევრი რამ ელით, მიხუედავად იმისა რომ ასაკი უკვე ნელ ნელა ეტყობათ მაინც შესწევთ ძალა რომ იყვნენ მუდამ პირველები , გამოზარდონ მომავალი მუსიკოსები და უბრალოდ ჩვენნაირ "მეტალიკოსებს" ცოტა სიყვარული და სითბო მაინც მოგვანიჭონ თაკუთარი მუსიკით

user posted image

ჯილდოები

Grammy Awards: (გრემის დაჯილდოება )

* 1990: Best Metal Performance – "One"
* 1991: Best Metal Performance – "Stone Cold Crazy"
* 1992: Best Metal Performance – Metallica
* 1999: Best Metal Performance – "Better than You"
* 2000: Best Hard Rock Performance – "Whiskey in the Jar"
* 2001: Best Rock Instrumental Performance – "The Call of Ktulu" with Michael Kamen and the San Francisco Symphony
* 2004: Best Metal Performance – "St. Anger"
* 2009: Best Metal Performance – "My Apocalypse"
* 2009: Best Recording Package - Death Magnetic

MTV Video Music Awards:

* 1992: Best Metal Video – "Enter Sandman"
* 1996: Best Metal Video – "Until It Sleeps"

American Music Awards:

* 1996: Favorite Artist: Heavy Metal/Hard Rock: Metallica – Load
* 1996: Favorite Metal/Hard Rock Song – "Until It Sleeps"

Billboard Music Awards:

* 1997: Billboard Rock and Roll Artist of the Year – Metallica (RIAA Diamond Award)
* 1999: Catalogue Artist of the Year – Metallica
* 1999: Catalogue Album of the Year – Metallica

Kerrang! Awards:

* 2003: Hall of Fame – Metallica

Metallica Videography

One
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Enter sandmam
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Nothing Else Matters
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Wherever I may roam
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Unforgiven
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Sad but true
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Until It Sleeps
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Hero of the day
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Mama said
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


King Nothing
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


The Memory Remains
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


The Unforgiven II
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Fuel
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Turn the page
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Whiskey in the Jar
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


I Disappear
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


St. Anger
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Frantic
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


The Unnamed Feeling
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Some Kind of Monster
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Glorfindel
Leanaí ar nádúr


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14052
წევრი No.: 45442
რეგისტრ.: 1-November 07

გამოგზავნილია: 5 Apr 2014, 22:34  #40476557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
All nightmare Long
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


The Day That Never Comes
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Broken, Beat and Scarred
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Discography

Kill 'Em All
user posted image

Ride the lightening
user posted image

Master of Puppets
user posted image

And Justice For All
user posted image

Metallica
user posted image

Load
user posted image

Reload
user posted image

Garage Inc.
user posted image

St. Anger
user posted image

Death Magnetic
user posted image

ფილმები
Cliff 'Em All
A year and a half in a life of Metallica
Some kind of monster
In their own words

წინა თემა - ლინკი

ბიოგრაფიის ავტორი - Metallica Loverman

მიმაგრებული სურათი
8cfb23a9cec1x.jpg
rockataka
Music & Peace


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20373
წევრი No.: 53989
რეგისტრ.: 21-February 08

გამოგზავნილია: 5 Apr 2014, 22:57  #40476944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დასტოინი გახსნაა!! up.gif

---------------------------------------


--------------------
'Библия учит любить ближнего своего, а Камасутра - как именно'
herooftheday
Red Black & White


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4812
წევრი No.: 48408
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 6 Apr 2014, 01:40  #40478996      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ up.gif

QUOTE
დასტოინი გახსნაა!!


ამას მოუსმინეთ?
https://soundcloud.com/officialmetallica/me...ronnie-rising-a?




souncloud-ის ლინკი როგორ იდება აქ? :|

This post has been edited by herooftheday on 6 Apr 2014, 01:50


--------------------
გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი.
ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა
მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა
Don2
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5098
წევრი No.: 134904
რეგისტრ.: 18-August 11

გამოგზავნილია: 6 Apr 2014, 21:25  #40486755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტამბოლში არ მიდიხართ ვინმე? user.gif


--------------------
კაროჩე ერთხელ ჩემი თვალით დავინახე გველი ეგრევე მირბოდა რა და წყალში ჩავიდა ისე რომ შხამი და რაღაც ეგეთები არ დაუტოვებია არსად და მაინტერესებს მაგის ნაკბენი საშიში იქნება? ⒸYes_Ge
Eddie the Head
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1700
წევრი No.: 172731
რეგისტრ.: 3-September 13

გამოგზავნილია: 6 Apr 2014, 23:28  #40488619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
ახალი ალბომის მოლოდინში jump.gif


user posted image
Metallica Loverman
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4503
წევრი No.: 112921
რეგისტრ.: 16-February 10

გამოგზავნილია: 7 Apr 2014, 01:06  #40490010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მალადეც, კაია, მივფიქსირდები მაინც პირველზე

QUOTE
ბიოგრაფიის ავტორი - Metallica Loverman

ოღონდ ეს ჩემი არაა, მე ჯღარკოს გადავაკოპირე და იმან საიდან მოიპოვა ეგ აღარ ვიცი...

poisson
//#eurydice/


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1610
წევრი No.: 151861
რეგისტრ.: 30-June 12

გამოგზავნილია: 8 Apr 2014, 02:59  #40503029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
http://www.biletix.com/etkinlik/RKMTL/TURKIYE/en


ადფბაფდგბდგდფსდვსდფვდფს jump.gif jump.gif jump.gif love.gif


mtersasruti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 996
წევრი No.: 89593
რეგისტრ.: 22-April 09

გამოგზავნილია: 8 Apr 2014, 03:09  #40503050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ივლისში ვენაში ჩამოდიან <3

........


--------------------
დაბრუნდით და ჩვენ გადავშენდებით.
herooftheday
Red Black & White


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4812
წევრი No.: 48408
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 11 Apr 2014, 11:33  #40540753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Don2
QUOTE
სტამბოლში არ მიდიხართ ვინმე? 

მე ვფიქრობ... იაფ რეისებს თუ გაჩითავთ, დაწერეთ... ავტობუსით წასვლას არ გირჩევთ, მე ვინანე შარშან biggrin.gif
Don2
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5098
წევრი No.: 134904
რეგისტრ.: 18-August 11

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 10:35  #40551929      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (herooftheday @ 11 Apr 2014, 11:33 )
Don2
QUOTE
სტამბოლში არ მიდიხართ ვინმე? 

მე ვფიქრობ... იაფ რეისებს თუ გაჩითავთ, დაწერეთ... ავტობუსით წასვლას არ გირჩევთ, მე ვინანე შარშან biggrin.gif

მეც ვიმგზავრე შარშან ავტობუსით :დ როჯერის ლაივზე :დ
მე მაგრად დამევასა, ფრენის მუღამი რო არ მქონდეს ( მაინტერესებს) ისევ ავტობუსით წავიდოდი :დ მაგრად გსმისწორდა გზა :დ
მაგრამ წელს ვერ მივდივარ და სათხოვარ მქონდა user.gif
ტურის მაიკის დაბარება მინდოდა, რა თქმა უნდა, ფულს მე მოგცემდით :შ. თუ წახვალ და ამ თხოვნას შრმისრულებ ლიმონის წვენებით მე მოგამარაგებ რომ გზაში არ გასივდე :დ
garrincha
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 164926
რეგისტრ.: 5-April 13

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 22:25  #40558811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეკონომტური ეწყობა როგორც ყოველთვის სტამბულის ლაივზე... 13 ივლისი, იტუ სტადიონი... მსურველები შემომეხმიანეთ - https://www.facebook.com/events/220067764868115/ ვართ ჯგუფი წამსვლელების მისაღებ ფასში...smile.gif
herooftheday
Red Black & White


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4812
წევრი No.: 48408
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 13 Apr 2014, 13:36  #40564417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Don2
11 ივლისამდე დამიკავშირდი, წამოგიღებ. ბილეთი უკვე ვიყიდე sa.gif

მეც უოტერსზე ვიყავი შარშან ავტობუსით biggrin.gif

This post has been edited by herooftheday on 13 Apr 2014, 13:37
Don2
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5098
წევრი No.: 134904
რეგისტრ.: 18-August 11

გამოგზავნილია: 13 Apr 2014, 14:47  #40565195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
herooftheday

Romel nomer avtobusshi oyavi, ne me2 shi . Tu jandieris avtobusebit ar wasulxart.
Ps, gilocav bilets, magrad isiamovne.
Aucileblad shegexmianebi .
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.2461 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]