Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > გვესაჭიროება სტატიების მწერალი ბლოგზე


Posted by: UCS 2 Sep 2017, 11:07
გვესაჭიროება სტატიების მწერალი ბლოგზე
სხვადასხვა თემატიკა

დანარჩენი პმ

Posted by: narmonana 2 Sep 2017, 11:40
პმ რატო,დაწერეთ რამდენს იხდით...................

Posted by: UCS 2 Sep 2017, 12:15
QUOTE
პმ რატო,დაწერეთ რამდენს იხდით


ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამიტომ...

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად ყველა მწერლისთვის ვერ ჩამოვწერ პირობებს აბსურდია.

ჯობია თქვენი პირობები მომწეროთ და მის მიხედვით გეტყვით ჩემს პირობებს.

ზოგი კვირაში ერთ სტატიას წერს, ზოგი დღეში ორს და ა.შ.

თემატიკა, რაოდენობა, ინტენსიობა...


Posted by: LOLZ 2 Sep 2017, 17:16
UCS
ოკ. =500-სიტყვიანი სტატია რომ დაგიწერო კვირაში 1, რამდენს გადამიხდი?

Posted by: UCS 2 Sep 2017, 18:01
LOLZ

QUOTE
ოკ. =500-სიტყვიანი სტატია რომ დაგიწერო კვირაში 1, რამდენს გადამიხდი?


არ მაწყობს კვირაში ერთხელ.
გამონაკლისი რომც გავაკეთო მაშინ სტატია უნდა იყოს მინიმუმ 1500-2000 სიტყვიანი.
ასევე გააჩნია თემატიკასაც, თუ სტატიის შინაარსი იქნება "როგორ გავაკეთოთ კიტრის მურაბა" გადაგიხდი ერთს და თუ იქნება "რატომ არ უნდა გავაკეთოთ კიტრის მურაბა" მაშინ ორს, ან სამს.
თქვენ გინდათ რომ აქ დავწერო ფასები, მაგრამ ფასები და თქვენი შესაძლებლობები ჯობია თქვენ მომწეროთ.
ხომ ხედავ კვირაში ერთხელ მითხარი მე არ დამაკმაყოფილა, მაგრამ შევეცადე ჩემი პირობები მოგარგო.

Posted by: LOLZ 2 Sep 2017, 23:39
UCS
კარგი მაშინ 500 სიტყვიან 1 სტატიაში გადამიხადე 150 ლარი. და რამდენსაც გინდა იმდენს დაგიწერ კვირაში.

Posted by: UCS 3 Sep 2017, 10:02
400-800 სიტყვა ყოველდღე ან დღეგამოშვებით.

1500-2000 სიტყვა კვირაში ერთხელ ან ორჯერ.




Posted by: vasovaso92 3 Sep 2017, 11:01
UCS
რუსული ვიცი კარგად და თუ გინდა სპორტულ სიახლეებს დაგიწერ.რავიცი როგორც გინდა smile.gif

Posted by: UCS 3 Sep 2017, 11:29
vasovaso92

smile.gif სამწუხაროდ ერთადერთი სფერიოა ალბათ რომელიც ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ვფიქრობ დამჭირდება სტატიები ამ სფეროშიც.

რუსულიდან თარგმნით სტატიებს თუ რუსულად წერთ ?

Posted by: vasovaso92 3 Sep 2017, 12:28
UCS
რუსულიდან ქართულად დავწერ რო რამე.

Posted by: UCS 3 Sep 2017, 13:30

QUOTE
რუსულიდან ქართულად დავწერ რო რამე.


გასაგებია up.gif ანუ გადათარგმნი.

ფასები მომწერეთ ან აქ ან პმ


Posted by: chelo97 3 Sep 2017, 13:54
კვირაში ორჯერ საინტერესო სტატიები რომ დავდო ხელოვნებაზე, მიმდევრობებზე, ნახატებზე, და ასშ. რამდენს გადაიხდი?

Posted by: tornik321 3 Sep 2017, 14:08
მოკლედ დაწერე რამდენს იხდი შენი აზრი არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი და არა ჩვენი smile.gif

Posted by: vasovaso92 3 Sep 2017, 15:12
UCS
შენ დაწერე რამდენის გადახდას აპირებ და მერე თუ მაწყობს გეტყვი.შეიძლება ზოგი პატარა სტატია იყოს მარა ბევრი სტატია დავწერო.

Posted by: UCS 3 Sep 2017, 16:01
არასდროს არ ამიყვანია არავინ და შესაბამისად ფასებიც არ ვიცი.
თქვენ დაწერეთ საბაზრო ფასი და ასევე თქვენი ფასიც.

მე რამხელა სტატიები და რა ინტენსიობით მინდა უკვე დავწერე.
თუ არ იცით რა ღირს თქვენი შრომა, შემოვა ვინმე და დაწერს.




Posted by: marituna 3 Sep 2017, 16:02
UCS
რა სფერო გაინტერესებთ?

ბლოგის ლინკი დადეთ.

Posted by: UCS 3 Sep 2017, 16:13
marituna
QUOTE
რა სფერო გაინტერესებთ?


ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი.
თითქმის ნებისმიერ თემაზე შეიძლება წერა ბლოგზე, თან ათეულობით ბლოგი მაქვს, ასე რომ არ მგონია ვინმე ისეთ თემაზე წერდეს რომელიც არ წავა ჩემს ბლოგებზე.


QUOTE
ბლოგის ლინკი დადეთ


არაა საჭირო, არაფერს მოგცემთ ჩემი "ბლოგი".






აქ ალბათ ზოგმა იფიქრა წერა არ ვიცი, ან ნაწერიდან აზრის გამოტანა.
მე არ ვწერ იმიტომ რომ არაა ჩემი საქმე წერა.
არ გამომივა ისე როგორც პროფესიონალები წერენ და ამიტომ არ ვკიდებ ხელს.
რაც ვიცი და კარგად გამომდის იმას ვაკეთებ, ამიტომ ტყუილად დრო არ დაკარგოთ...
ფეისბუკზე დასადებ 100-200 სიტყვიან "სტატიებზე" არ მაქვს საუბარი.



Posted by: marituna 3 Sep 2017, 16:29
ბოლო აბზაცში დაფიქსირებული აზრი. . . რომ გვეფიქრა,მეორე გვერდზე არ იქნებოდა ეს თემა.


ძალიან მწირ ინფორმაციას გვაწვდი.

Posted by: UCS 3 Sep 2017, 16:50
QUOTE
ბოლო აბზაცში დაფიქსირებული აზრი. . . რომ გვეფიქრა,მეორე გვერდზე არ იქნებოდა ეს თემა.


პოსტ სკრიპტუმი არ გამოვიყენე...
ცალკე აბზაცში იმიტომ დავწერე რომ კონკრეტულად თქვენ არ გეხებათ ეგ პოსტი.
ორ ფრონტზე ვარ აქ და პმში.

QUOTE
ძალიან მწირ ინფორმაციას გვაწვდი.


400-600 სიტყვა მინიმუმ ყოველ მეორე დღეს.
1500-2000 კვირაში ორჯერ.

გადახდა სიტყვების მიხედვით, არც თაბახის ფურცლების და არც სიმბოლოების მიხედვით.

P.S. არც translate თი თარგმანი და ტექსტის გასწორება არაა ის რასაც მე ვითხოვ.



Posted by: დოჩანა 3 Sep 2017, 19:32
UCS
თუ გინდა სტატიები მომაწოდე და გითარგმნი

Posted by: datmeni 4 Sep 2017, 11:38
UCS
პოეზიის მხრივ ხომ არ გაქვთ დაინტერესება, საკუთარის რათქმაუნდა...

Posted by: UCS 4 Sep 2017, 12:05
QUOTE
თუ გინდა სტატიები მომაწოდე და გითარგმნი


თარჯიმანი ამ ეტაპზე აღარ მჭირდება, მაგრამ თუ მომწერთ პმ თქვენს ფასებს და დამაინტერესდა დაგიმატებთ მეგობრებში და მოგწერთ ხოლმე როცა დამჭირდება თარგმანი. (ხშირად მჭირდება ხოლმე.)

datmeni

QUOTE
პოეზიის მხრივ ხომ არ გაქვთ დაინტერესება, საკუთარის რათქმაუნდა...


ძალიან...
თუ სადმე გაქვთ დამილინკეთ ან პმ მომწერეთ (ან აქ) და ჩემს შემოთავაზებას მოგწერთ.

Posted by: niana 4 Sep 2017, 21:21
UCS

რა კრიტერიუმით არჩევთ? დავინტერესდი

Posted by: rollo 5 Sep 2017, 12:01
ხელფასს როგორ გადაუხდი? boli.gif wink.gif

Posted by: aca baca banci bunca 5 Sep 2017, 15:12
პმ შეამოწმეთ.
-----------------------------------------------

Posted by: la reine 5 Sep 2017, 15:50

პატივცემული ახრევი გჭირდებათ თქვენ და არ იცით.


მისწერეთ პმში იქნებ შეითავსოსuser.gif

Posted by: UCS 5 Sep 2017, 17:35
la reine

QUOTE
პატივცემული ახრევი გჭირდებათ თქვენ და არ იცით


ვიცი, მართალი ბრძანდებით საინტერესო პიროვნებაა.

QUOTE
მისწერეთ პმში იქნებ შეითავსოს


რამდენადაც ვიცი მას აქვს საკუთარი ბლოგი smile.gif

+ მეუხერხულება მირჩევნია თვითონ მიპოვნოს ვინც მჭირდება.
მეცოდინება რომ მე არ მოვგლიჯე საკუთარ საქმიანობას ფუჭად დროის დაკარგვის შემთხვევაში.

თან მაგ კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ კიდე ბევრს ,თქვენც უნდა მოგწეროთ პმში smile.gif

<><>>><><><><><>>>>><><<><><><><><<>>>><><<><>><><><>

ხშირად მეკითხვებით თუ რა თემატიკაზე მინდა იყოს სტატიები.
უმეტეს შემთხვევაში ვცდილობ აგიხსნათ რომ მირჩევნია დაწეროთ თემატიკაზე რაც ყველაზე ძალიან არის ახლოს თქვენთან.
მაგრამ ამაოდ. რამოდენიმე ადამიანმა მომწერა უკვე თითო აბზაცი, სტროფი, გვერდი, სტატია სატესტოდ.
გულახდილი ვიქნები და მხოლოდ ერთ მათგანს შევეხები მაგალითისთვის რომ აგიხსნათ.
ვკითხულობდი და პარალელურად ვფიქრობდი ამდენი მტვერი საიდან დაგროვდა კომპზე ერთ დღეში, არადა ჩემთვის ძალიან ახლო თემაზე იყო დაწერილი.

იმედია არ მიწყენს
QUOTE
aca baca banci bunca
და ვიტყვი რომ მის პოსტს რომ ვკითხულობდი პირიქით ზუსტად "იქ ვიყავი" და ზუსტად იმას ვგრძნობდი როგორც სტატიაში აღწერა,
თან ძალიან შორს არის ეს თემატიკა ჩემგან (არასდროს მქონია სურვილი) და ის განვიცადე რამაც სურვილი გამიჩინა ანალოგიურის კეთების იმ მომენტში და შეიძლება არა მხოლოდ...

ესეთი სტატიები მინდა.


,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,..,.,.,

სათითაოდ პასუხებს ვერ მოგწერთ ყველას ერთად გიპასუხებთ 150 სტატიაში არ გადავიხდი, თუ "ვიკილიქსის" პირველი წყარო არ იქნება biggrin.gif
და თარგმნაში მითუმეტეს არ გადავიხდი 80
ძალიან აცდენილია რეალობას ეს ტარიფები

ps. პმ მოგვიანებით გიპასუხებთ

Posted by: eleonichka 5 Sep 2017, 18:07
QUOTE (UCS @ 5 Sep 2017, 17:35 )

იმედია არ მიწყენს
QUOTE
aca baca banci bunca
და ვიტყვი რომ მის პოსტს რომ ვკითხულობდი პირიქით ზუსტად "იქ ვიყავი" და ზუსტად იმას ვგრძნობდი როგორც სტატიაში აღწერა,
თან ძალიან შორს არის ეს თემატიკა ჩემგან (არასდროს მქონია სურვილი) და ის განვიცადე რამაც სურვილი გამიჩინა ანალოგიურის კეთების იმ მომენტში და შეიძლება არა მხოლოდ...

ესეთი სტატიები მინდა.


,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,.,.,.,.,.,.,.,..,.,..,.,.,


მეც იმედია არ მიწყენს ეს ადამიანი თუ მისი ნებართვის გარეშე ორ სიტყვას ვიტყვი იმის აღსანიშნავად, თუ როგორი მრავალმხრივ ნიჭიერი და განათლებულია! მე წაკითხული მაქვს მისი ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს უსაზღვრო ფანტაზიის უნარი, ბავშვური ცნობისმოყვარეობა და კიდევ რაღაც ისეთი რაც იშვიათად გვხვდება ადამიანებში და რასაც სახელს ვერ ვარქმევ
ნამდვილად დიდი ადამიანი ხარ დავით, უდიდესი პოტენციალით და გამოიყენე
ხო გაიგე ბიჭო?
* * *
aca baca banci bunca
.......................

Posted by: UCS 5 Sep 2017, 18:28
კი სუბიექტური პოსტი გამომივიდა ალბათ იფიქრებს კაცი მე რა ვიცი შენ რაზე რა შეგრძნებები გაქვს.
მაგრამ მინდა გითხრათ აქ ჩემზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე თუ რამდენად ახლოს არის ის თემატიკა ადამიანთან რაზეც წერს და გადმოცემის "უნარი".



Posted by: aca baca banci bunca 5 Sep 2017, 18:28
eleonichka
არა, არ მეწყინება. biggrin.gif იშვიათად მაქებენ, საჯაროდ მითუმეტეს. უნდა გავწითლდე ახლა წესით, მაგრამ იყოს, ჯერ ბოლომდე გამისწორდეს და ხვალ გავწითლდები. biggrin.gif

UCS
მადლობა შენც, მადლობა ორივეს. bis.gif


user.gif



bis.gif

Posted by: LOLZ 5 Sep 2017, 23:22
UCS
ანუ რაც დაგიწერე იმ თანხის გადამხდელი ხარ, ყოველ დღე რომ გამოგიგზავნო სტატიები?

Posted by: siml11 6 Sep 2017, 01:07
UCS
სტატიების მწერალი არ ვარ მარა მომწონს მასეთი რამეები, შემიძლია ენთუზიაზმზე ვიმუშაო საწყის ეტაპზე და მერე თუ გამოვდექი თქვენის ნებართვით გავკადნიერდები კიდეც biggrin.gif

Posted by: UCS 6 Sep 2017, 14:48
აქვე დავწერ რომ მე თანხას არ შემოგთავაზებთ, თქვენზე კარგად არავინ იცის თუ რათ გიღირთ თქვენი შრომა.

მანახეთ თქვენი ნამუშევარი, მითხარით ინტენსივობა, მოცულობა (სიტყვების რაოდენობა დაახლოებით) და თანხა.

კიდე ვიმეორებ მე ვერ გეტყვით რა ღირს თქვენი შრომა, მაგრამ გეტყვით თუ მიღირს ან თანახმა ვარ.

სადაც სტატიას დავდებ თუ სურვილი გაქვთ თქვენს "ნიკს" დავურთავ. პრობლემა არ მაქვს არაფერზე, პირიქით.

Posted by: g.tsitsava@gmail.com 6 Sep 2017, 17:06
UCS
პმ ნახე აბა...... შეიძლება დაგაინტერესოს

Posted by: UCS 6 Sep 2017, 17:57
g.tsitsava@gmail.com

კი მაინტერესებს მაგრამ გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ეხლა ესეთ პირობებში ვერ ჩამოვაყალიბებ კითხვებს, მოგვიანებით მოგწერ.

მანამდე ერთი თხოვნა მაქვს, ვისაც ამ კუთხით გაქვთ ნამუშევარი ან გყავთ დასაქმებული ადამიანები გაგვიზიარეთ ტარიფები თორე ან მე მოვხვდები "ვეძებ მონა" ში, ან სხვას მოვახვედრებ "ვეძებთ გიმს" ში

Posted by: g.tsitsava@gmail.com 7 Sep 2017, 11:52
http://www.translation-dt.ge/geo/prices/prices

http://www.english-georgian.ge/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

http://drop.ge/price

ეს დაახლოებით შეგიქმნის წარმოდგენას ანაზღაურებაზე, თუმცა ტარიფებს ხშირ შემთხვევაში ტექსტის თემატიკა და სირთულე განაპირობებს

Posted by: UCS 7 Sep 2017, 18:13
g.tsitsava@gmail.com

მადლობა.
თქვენი ტარიფები როგორია?

.......

ამ განყს თუ ყავს მოდერაცია ვთხოვ დახუროს თემა

Posted by: g.tsitsava@gmail.com 8 Sep 2017, 08:48
UCS
პირასდში გამოგიგზავნეთ რაც გაინტერესებდათ

Posted by: jadgschloss 11 Sep 2017, 09:56
UCS

კიდევ ერთხელ გამარჯობა. მოკლედ როგორც გითხარით მეუღლეს აქვს გამოცდილება რედაქტირების სფეროში.
შეუძლია დაჩარჯვა რედაქტირებაში, ასევე თარგმნა რუსულიდან.(რა თქმა უნდა, რედაქტირებით) კვირაში 5 დღის მანძილზე, პლუს 1 დღეც შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში.
ანაზღაურებას რაც შეეხება შესაძლებელია, ფიქსირებული იყოს ყოველთვიურად და დატვირთვა განსხვავებული საჭიროებისამებრ. ან გვერდების მიხედვით.
პ.ს. ასევე სტატიების მომზადებაც შესაძლებელია ქართულად.
მოკლედ თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ.

Posted by: მადამ ფისუნია 23 Sep 2017, 21:35
UCS
რაღაც ამდაგვარების დაწერა შემიძლია ხელოვნებასთან დაკავშირებით, თუ დაინტერესდებით


https://atokafe.wordpress.com/2017/07/01/

Posted by: BIG DUKE 23 Sep 2017, 21:45
UCS
ერთი საშუალო სტატია 15-20 GEL სირთულის მიხედვით და რამდენსაც გინდათ იმდენს დავწერ კვირაში.

Posted by: მურაბა 25 Sep 2017, 12:56
BIG DUKE
უფრო ფართო დიაპაზონი შევთავაზე 10-50 გელამდე, მაგრამ პასუხიც აღარ მომსვლია მას შემდეგ.

Posted by: Katutu 25 Sep 2017, 13:05
და კიდევ 5 ლარი ეძვირა 1 გვერდი, აქ ხალხი რა ფასებს უწერს :დ

Posted by: BIG DUKE 25 Sep 2017, 16:12
მიბრძანდეს აქ: https://forum.ge/?f=34&showtopic=34952825

დამსაქმებელი facepalm.gif

Posted by: Katutu 25 Sep 2017, 18:11
BIG DUKE
გქონდა 'გასაუბრება'? biggrin.gif

Posted by: aca baca banci bunca 28 Sep 2017, 18:39
ისე ზოგიერთებმა "ვეძებ მეწველ ძროხას" თემა რომ გახსნათ, არ გაწყენდათ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)