ეჰ გოგოებო მეც ვფიქრობდი და მჯეროდა იმის რო 2 წლამდე არანაირ ტკბილს არ გასინჯავდა ჩემი შვილი, მაგრამ მოხდა ისე რო გაუგო გემო, მე ვჭამდი ვაფლს, მოვიდა მეცა უცებ და პირიდან წამგლიჯა და უცებ გაიქანა პირში, ხო არ გამოვგლეჯდი პირიდან
რამდენიმეჯერ მოხდა ეგეთი შემთხვევა, ხან ხელიდან გამომგლიჯა
ისეთი ბედნიერი ჭამდა რო ამ ბედნიერებას ვერ გამოვგლეჯდი
რაც შეეხება სისუფთავეს, თავიდან დღეში 3-ჯერ ვწმენდდი იატაკს ( ხოხვ რო დაიწყო მაშინ) მერე სოფელში წავედით და სიარულიც დაიწყო როგორც იქნა, მთელი დღე გარეთ იყო ეზოში, ხრეშიც გვიყრია ეზოში და სილაც, ჯერ ხრეშში დაიწყო თამაში და ყველა კენჭი გალოკა, მერე სილაში გადავედით და მუჭით იტენიდა ხოლმე პირში, ძირს ნაგორავებ სათამაშოების გალოკვაზე უკვე აღარაფერს ვამბობ ( აღარც მაქვს მაგაზე უკვე რეაქცია) ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლების და მსხკების ჭამაზეც აღარაფერს ვამბობ ( ქართლში მაქვს სოფელი და იქ არავინ წამლის ეზოს ხილს და არც ჩვენ რა თქმა უნდა) თავისი ფეხსაცმელები ათასჯერ აქვს გალოკილი, რავიცი კიდე რა ვთქვა
ჩამოვედით თბილისში, ეზოში დააგემოვნა ბიჩოკები, დღეს პატარა მრგვალი გირჩები როა ის გაიქანა პირში და რო გამოვართვი და გადავაგდე მივიდა, აიღო სხვა გირჩი და კალიასკაში ჩააგდო, ცოტა რო გამცდა ( თვითონ ატარებს ხოლმე თავის კალიასკას) ამოიღო ის გირჩი და ეგრევე პირში გაიქანა
მოკლედ აღარც იატაკს ვწმენდ დღეში 3-ჯერ და აღარც ვპანიკდები როცა ბალახებს ან მიწას გაიქანებს ხოლმე პირში, მშვიდად ვართმევ თუ მოვასწრებ, იმედია არაფერს დაიმართებს. მე ვიყავი ზუსტად ასე, ყველაფერს ეგრევე პირისკენ მივიქანებდი
ქვეყანა საღეჭი რეზინი მაქვს ( ვიღაცის დანაღეჭი და გადაგდებული) დაღეჭილი და ნაჭამი ვაშლები და უბედურებები ნაჭამი
კი ვარ ცოცხალი. არადა აქ რო წერდნენ გოგოები მსგავს ისტორიებს, ვფიქრობდი რო ჩემი შვილი ვერ შეძლებდა მსგავსის გაკეთებას
იმდენი რა ვუთხარი ჩემ თავს
ამით იმის თქმა მინდოდა რო ყოველთვის არ ხდება ისე როგორც ვგეგმავთ, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა
This post has been edited by maiakh on 13 Sep 2017, 01:12