მოკლედ, დღეს ერთი ფორუმელის დაბადების დღეა, რომელსაც ამ განყოფილებაში არ იცნობენ, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიცნობ და ამიტომ მინდა რომ მივულოცო...
cuore გილოცავ დაბიდუბის
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა!...
ეს ნახატი საჩუქრად შენ ჩემგან, ზუსტად ასე გამოიყურები ახლა