forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Hearthstone, part 5
Sxl
/\RCHIVED


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 916
წევრი No.: 146279
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 00:04  #49978750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image



BLIZZARD-ის მიერ გამოშვებული უფასო ონლაინ card video game. თამაში შესაძლებელია PC, Android და iOS-ზე.
ოფიციალური საიტი: us.battle.net


რჩევები დამწყებ მოთამაშეებს:
კარტები, გოლდი, დასტი
თამაშში გვაქვს კარტების კოლექცია რომლებსაც ვაგროვებთ სხვადასხვა გზებით. ძირითადი გზა კარტების საშოვნელად არის პაკების გახსნა ან დასტით აწყობა. პაკები იყიდება როგორც რეალურ თანხაზე, ასევე თამაშის შიდა „ვალუტა“ გოლდზე. 1 პაკი = 100 გოლდი. გოლდს კი სხვადასხვა გზებით ვშოულობთ რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ასევე თამაშში არის მეორე შიდა „ვალუტა“ დასტი. დასტს ძირითადად ვშოულობთ უკვე მოპოვებული კარტების დაშლით.
დამწყებებისთვის გოლდის მოსაპოვებლად არსებობს ერთჯერადი დამალული მისიები:
Complete a game in play mode – Award: 1 booster pack
Unlock every hero – Award: 100 gold
Get any class to level 10 – Award: 1 booster pack
Win 100 games in any mode – Award: 300 gold
Win 1,000 games in any mode – Award: 300 gold
Defeat all expert AI – Award: 100 gold
Disenchant a card – Award: 95 Arcane Dust
Enter the arena – Award: Free arena entry
Collect every card in the basic set (all classes to level 10) – Award: 100 gold
Collect every card in the expert set – Award: 100 gold
გარდა ამისა გვაქვს გოლდის მოპოვების მუდმივი საშუალებებიც:
1. ნებისმიერ ფორმატში 3 მოგება გვაძლევს 10 გოლდს.
2. ყოველდღიური ქვესთები.

ქვესთები
ყოველდღე თამაშში შესვლისას გვეძლევა ახალი ქვესთი, დღეში ერთი. ძირითადად გვაქვს 40, 50, 60, 100 გოლდიანი ქვესთები. ქვესთების შეგროვება არ შეგვიძლია, რადგან გვაქვს მხოლოდ 3 ქვესთისთვის განკუთვნილი ადგილი. ანუ თუ 3 დღის განმავლობაში დაგვიგროვდება 3 ქვესთი და არ შევასრულებთ არცერთს, ვერ გავუნთავისუფლებთ ადგილს ახალი ქვესთისთვის. ამიტომ თუ გოლდი გვინდა უნდა ვეცადოთ მალე მოვიშოროთ ქვესთები ან 1 თავისუფალი ადგილი მაინც გვქონდეს ხოლმე შემდეგი დღისთვის. გარდა ამისა ყოველ დღე გვაქვს ერთი ქვესთის წაშლის უფლება და მის მაგივრად ჩნდება სხვა ახალი ქვესთი. ჩემი რჩევა იქნება ყოველ ახლ დღეს როცა ახალი ქვესთი გაჩნდება, წაშალოთ 40 გოლდიანი ქვესთი. წაშლის შემდეგ მის ნაცვლად შეიძლება გაჩნდეს 50 ან მეტ გოლდიანი ქვესთი რაც რათქმაუნდა გვირჩევნია. გარდა ამისა უნდა ვეცადოთ შემდეგს: მაგალითად გვაქვს 2 ცალი 40-იანი ქვესთი და ერთი 60-იანი. კარგი იქნება თუ 60იანს შევასრულებთ და 40-იანებს არა, რადგან ამ 40-იანებიდან მომდევნო დღეს ერთს წავშლით. ნუ თუ 3 40-იანი დაგვიგროვდა 1 40-იანს გავაკეთებთ.
ამ ქვესთების გარდა არის 2 სპეციალური ქვესთი რომლებზეც მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ:
1. Watch and Learn - უნდა უყუროთ მეგობრის თამაშს და მან უნდა მოიგოს = 1 პაკი.
2. Play a Friend - მეგობარს უნდა ეთამაშოთ = 80 გოლდი ორივეს.
დამამატეთ მეგობრებში: Sxl#2548
თუმცა თუ გოლდი გვკიდია, ქვესთების შესრულება აუცილებელი არაა და შეგვიძლია უბრალოდ გასართობად ვითამაშოთ რითიც გვინდა, რამდენიც გვინდა და როცა გვინდა.

ტავერნა
ყოველ კვირა საშუალება გვაქვს ვითამაშოთ ახალი განსხვავებული წესებით, ვიდრე ჩვეულებრივ ფორმატში გვაქვს მუდმივად. ამ ყოველკვირეულ ფორმატს tawern brawl ეწოდება და ყოველ კვირა ახალი წესებით იხსენბა. ტავერნაში პირველი მოგების შემდეგ ჯილდო არის 1 პაკი. ყოველი 3 მოგება აქაც არის 10 გოლდი. ქვესთების შესრულება ტავერნაში თამაშის დროსაც შეგვიძლია.

არენა
150 გოლდის საფასურად შეგვიძლია ვიყიდოთ არენაში ერთჯერადად შესვლის უფლება. არენაში არ გვაქვს ჩვენი კოლექციის გამოყენების საშუალება. დეკს ვაწყობთ შემთხვევით ამოსული კარტებით. რის გამოც საკმაოდ რთულია აქ მოგება, თუმცა თუ კარგად დაამუღამებთ კაი დეკის აწყობას და მერე მოგებას, ბევრი გოლდი და დასტი იშოვება. დამწყებებს გირჩევთ ძალიან იშვიათად შეხვიდეთ ან საერთოდ არ შეხვიდეთ სანამ ცოტა არ დაამუღამებთ თამაშს.

ედვენჩერი
ბლიზარდი საკმაოდ ძუნწი კომპანიაა და შეიძლება ედვენჩერები აღარც გვქონდეს მომავალში, რადგან ედვენჩერებში მარტივად ვშოულობთ ახალ კარტებს და შესაბამისად მათი დაშლით დასტს. დამწყებებს გირჩევთ თუ რომელიმე ედვენჩერის ყიდვა კიდევ არის შესაძლებელი იყიდოთ ამ ედვენჩერის 1 ფრთა მაინც. რაზეც 700 გოლდი უნდა დახარჯოთ. სამაგიეროდ მიიღებთ ბევრ ლეგენდა კარტებს რასაც მერე დაშლით და ბევრი დასტია. თუ რამდენიმე ედვენჩერია იყიდეთ თითოეულის თითო ფრთა. რადგან მომავალში ყველა გადავა ვაილდ ფორმატში და მერე გოლდით ყიდვა არ იქნება შესაძლებელი. ვაილდზე ქვემოთ უფრო დეტალურად დავწერ.

ექსპანსია
ექსპანსიის დროს ბლიზარდი უბრალოდ უშვებს ახალ კარტებს, რომელთა მოპოვება შესაბამისი ექსპანსიის პაკების ყიდვით შეგვიძლია. სავარაუდოდ ყოველ წელს იქნება 3 ექსპანსია დაახლოებით 130 ახალი კარტით თითოეული. (შემდეგ წელს ასეა თუ რამე არ შეცვალეს მერე). რამდენიმე თვით ადრე ანონსდება როდის გამოვა ექსპანსია და მე გირჩევთ რომ დაიწყოთ გოლდის შეგროვება. არ დახარჯოთ იქამდე უკვე არსებულ პაკებში და ახალი ექსპანსია რომ გამოვა იყიდით ბევრ ახალ პაკს.

ვაილდ და სტანდარტ ფორმატი
თამაში დამწყებთათვის რთული რომ არ იყოს გვაქვს 2 ფორმატი. ვაილდში დეკი შეგვიძლია ავაწყოთ ნებისმიერი კარტით რაც თამაშის შექმნიდან მოყოლებული გამოსულა. ხოლო სტანდარტში სათამაშოდ დეკის აწყობა მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოსული კარტებით შეგვიძლია. შესაბამისად ყოველ წელს შარშანწინდელი ექსპანსიები/ედვენჩერები გადადიან ვაილდში თავისი კარტებით. ანუ იმ კარტებს მხოლოდ ვაილდში გამოვიყენებთ და სტანდარტში ვეღარ. ამის სანაცვლოდ გამოდის ახალი ექსპანსიები და კარტები.

რანკდი და კლასიკი
ვაილდშიც და სტანდარტშიც არსებობს თამაშის ორი სისტემა: კლასიკური და რანკდი. კლასიკურში უბრალოდ ვთამაშობთ, შეგვიძლია ყოველ 3 მოგებაზე 10 გოლდი მივიღოთ და ასევე შევასრულოთ ყოველდღიური ქვესთები. რანკდშიც შეგვიძლია 10 გოლდის აღება და ქვესთების კეთება, მაგრამ გარდა ამისა გვენიჭება ჩვენი რანკი. ყოველ მოგებაზე წინ მივიწევთ და ყოველ წაგებაზე უკან ვიხევთ. ყველაზე ცუდი რანკი არის 25, ყველაზე კარგი 1. ხოლო 1-ის მერე კიდევ არის სპეციალური ლეგენდ რანკი. რაც უფრო კარგ რანკზე ვართ თვის განმავლობაში ჩასული მით უფრო კარგ ჯილდოს მივიღებთ თვის ბოლოს.


დეკების ასაწყობად გამოგადგებათ - www.hearthpwn.com
ასევე ფბ-ზე არის გვერდი - Hearthstone Georgian Community
ასევე ახალი ქართული esports ფორუმი - esportsforum


user posted image



ახალი წლის ცვლილებები:
გაზაფხულის დადგომასთან ერთად Hearthstone-ის კალენდარულ Kraken-ის წელს Mammoth-ის წელი ანაცვლებს.
- შემდეგი ქარდები Standard Mode-იდან გადაინაცვლებენ Wild Mode-ში ახალი კალენდარული წლის დადგომასთან ერთად:
Ragnaros the Firelord
Sylvanas Windrunner
Azure Drake
Conceal
Ice Lance
Power Overwhelming

- აღნიშნული ქარდების როტაციასთან დაკავშირებით Blizzard-მა ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა მოთამაშეებს და ყველა მომხმარებელი დასაჩუქრდება ნებისმიერის ქონის შემთხვევაში სრული Dust-ის საფასურის ანაზღაურებით (Legendary - 1600 Dust, Epic - 400 Dust, Rare - 100 Dust, Common - 40 Dust). Golden ვერსიის ქონის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება მისი სრული საფასურის გადახდით.
თუ არ გაქვთ ამ კარტების არანაერი ვერსია, გირჩევთ დაკრაფტოთ ოქროსები. თუ ოქროსებს ვერ ახერხებთ ჩვეულებრივები. ვისაც უკვე გაქვთ ჩვეულებრივები, ზედმეტი დასტის მიღების მიზნით ოქროსების დაკრაფტვას აზრი არ აქვს.

- ასევე Standard Mode-ს დატოვებენ უკვე 2 კალენდარული წლის დაძველებით გამოშვებული Adventure/Expansion-ები:
Blackrock Mountain (2015, აპრილი)
The Grand Tournament (2015, აგვისტო)
The League of Explorers (2015, ნოემბერი)

- მეტას დასაბალანსებლად Blizzard-მა შემოგვთავაზა 2 Card-ის ნერფი:
Small-Time Buccaneer - სიცოცხლის ცვლილება მოხდება 2 HP-დან 1 HP-ით.
Spirit Claws - Mana Cost შეიცვლება 1-დან 2-ით.

- Mammoth-ის წელში ჩვენ ვიხილავთ 3 ახალ Expansion-ს 130-130 ახალი Card-ით.

- ემატება ახალი Rogue-ს Hero Skin (Maiev Shadowsong), რომლის მოპოვებასაც შევძლებთ სრულიად უფასოდ. ახალი Expansion-ის გამოსვლისთანავე Standard-სა თუ Casual Mode-ში მოპოვებული 10 მოგების შემდეგ ის ავტომატურად დაემატება ჩვენს კოლექციაში.


წინა თემის ლინკი - Hearthstone
ალბათ გამომრჩებოდა რაღაცეები და კარგი იქნება თუ პირველივე გვერდზე მოასწრებთ დაწერას ბარემ ერთად იქნებოდა.

This post has been edited by Sxl on 21 Feb 2017, 00:08
MasterJC
♐+♑


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21319
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 00:53  #49979085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
Sxl
ბრავო
შესანიშნავი თემაა
+ ინსტრუქციებიც კარგია
HugoChavez
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1144
წევრი No.: 204840
რეგისტრ.: 9-July 15

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 01:13  #49979181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები

ყოჩაღ მაგარი თემაა

დაახლოებით როდის გამოდის ახალი ექსპანსია ?

7 8 მარტამდე იქნება ედვენჩერები? ბლექროქი და ექსპლორერსი


--------------------
Somebody little fish , Somebody blood shark
Sxl
/\RCHIVED


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 916
წევრი No.: 146279
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 02:32  #49979488      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MasterJC
HugoChavez
მადლობა bis.gif

ახალი კალენდარული წლის შემოსვლა და Expansion-ის დამატება სავარაუდოდ მოხდება მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში.
mamachemi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1473
წევრი No.: 15649
რეგისტრ.: 24-December 05

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 09:51  #49980141      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Sxl

მშვენიერია up.gif


ოქროს რაგნა და სილვანასი მინდა, მაგრამ დასტი ნეთუ sad.gif


--------------------
and i'll strike down upon thee with great vengeance and furious anger those who attempt to poison and destroy my baby

********************
nin :chups:
Bowman
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11526
წევრი No.: 25773
რეგისტრ.: 17-November 06

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 10:31  #49980360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mamachemi
ჰოდა არ გინდა:დ
ხო გაქვს ჩვეულებრივები?
ხოდა ეხლა რო დაქრაფტო ოქროები მოგებაში არ წახვალ.
დაგიბრუნდება ეგ დასტი, რაც დაკრაფტე, ანუ 3200 თითოზე. იქნები 0-ზე. და გამოდის, გრჩება +1600 როდესაც მაგას დაშლი.
ეხლა, ჩვეულებრივი რომ გყავს, მოგეცემა მაგისი დაკრაფტვის ხარჯი, 1600. ანუ გაქვს +1600.
იგივეა.
mamachemi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1473
წევრი No.: 15649
რეგისტრ.: 24-December 05

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 10:52  #49980473      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bowman

კი ეგ ვიცი, მაგრამ უკვე შეგროვებაზე ვარ გადასული. აღარაფერს ვშლი + გოლდენები რაც ამოდის იმათ ვინახავ. ხოდა სად უფასო გოლდენები და სად 6.4კ შემდეგში.

თორე ისე კი ვიცი რომ 3.2კ მოვა.
Bowman
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11526
წევრი No.: 25773
რეგისტრ.: 17-November 06

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 11:10  #49980596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mamachemi
საღოლ შენ.
გოლდენები თუ გინდა თან ვაილდ სეტიდან :დ
ვაილდში ჰიროიქ ბროული იქნება მალეო ისე.
Attila
La vita è bella


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12907
წევრი No.: 93198
რეგისტრ.: 8-June 09

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 12:23  #49981074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიქს.................
mamachemi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1473
წევრი No.: 15649
რეგისტრ.: 24-December 05

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 16:32  #49982823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bowman

ვაილდის ჰიროიკზე წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება. არადა როგორ გაასწორებდა მანდ 12 მოგება sad.gif
Blackrider
Unlimited


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23026
წევრი No.: 28594
რეგისტრ.: 18-January 07

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 18:17  #49983544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჰიროიქ ბროული არ მითამაშია sleep.gif
ძაან ჩამოვრჩი ამ თამაშს


--------------------
I feel the magic running through my veins !

We don't stop playing because we grow old; we grow old because we stop playing.
George Bernard Shaw
Bowman
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11526
წევრი No.: 25773
რეგისტრ.: 17-November 06

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 21:33  #49984876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Blackrider
mamachemi
მე ვითამაშე ჩვეულებრივში 2 ჯერ და რავი, მუღამი იყო.
ძაან დიდი მუღამი მომცა თვითონ იმ ფაქტმა, რომ მაგას ვთამაშობდი.
ერთხელ შამანი მყავდა, მეორედ კონტროლ ვარიორი. მგონი 8 ხელი მოვიგე ვარიორით და 6 შამანით, არ მახსოვს ზუსტად. მარა მაინც კაი იყო.
DoomVS:
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1812
წევრი No.: 138122
რეგისტრ.: 6-November 11

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 21:46  #49984978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესე იგი გამოდის რომ მარტო საბაზისო კარტები რჩება და დანარჩენი ყველაფერი იცვლება?

მურლოკები და ჯეიდ გოლომები ხო გაქრება? jump.gif jump.gif

This post has been edited by DoomVS: on 21 Feb 2017, 21:47


--------------------
My Dying Bride

http://www.youtube.com/watch?v=ot-jE4FOEgM
Bowman
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11526
წევრი No.: 25773
რეგისტრ.: 17-November 06

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 22:33  #49985359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DoomVS:
არა biggrin.gif
მურლოკები გაქრება მალე, მარა ჯეიდ გოლემები სულ ახალია, კიდე 2 წელი იქნება biggrin.gif
მურლოკები მგონი თGთ-დან არის ხო?
HugoChavez
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1144
წევრი No.: 204840
რეგისტრ.: 9-July 15

გამოგზავნილია: 21 Feb 2017, 23:14  #49985707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირატები? ))))

ეგ დექ მაქ მარტო ისიც ნახევარი biggrin.gif biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (87) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0237 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]