Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ტრიხომონა


Posted by: minda-minda 24 Jun 2009, 16:47
წინასწარ ვუხდი მადლობას ყველა იმადამიანს ვინც ამ თემას გამოეხმაურება,,,
მე მაინტერესებს ამ დაავადების შეყრიდან რამდენ ხანში იჩენს თავს მისი სიმპტომები,,,ანუ რადენი ხანი აქვს ინკუპაციის პერიოდიიი,,,,,, და კიდევ ეს ინკუპაცია ქალში და მამაკაცში სხვადასხვა პერიოდია???
მადლობაა

შესაძლებელია რომ 2 თვის მერე მოხდეს სიმპტომის გამოვლენა???? ( მამაკაცში )

Posted by: lizofobi 24 Jun 2009, 16:56
QUOTE (minda-minda @ 24 Jun 2009, 16:47 )
ინკუპაცია

ტრიქომონა და არა ტრიხომონა smile.gif

ინკუბაცია

3 კვირა მაინც სჭირდება გამოვლენას და ყურადღების არმიქცევის შემთხვევაში უშვილობას იწვევს.

Posted by: dr_nino 10 Feb 2010, 20:55
ტრიქომონა ბოლომდე იკურნება, თუ არა? ანუ მკურნალობას ემორჩილება? მკურნალობის შემდეგ შეიძლება რომ ხელახლა იჩინოს თავი? თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ამ ინფექციის შესახებ, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და მიპასუხეთ.

Posted by: DICOM 10 Feb 2010, 22:15
dr_nino

კი ბოლომდე იკურნება. ახალი ინფექციის დროს ეფექტურია მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატები. გამოყენების გაიდლაინები დევს CDC.GOV ზე. იმუნიტეტი ტრიქომონას საწინააღმდეგოდ ადამიანს არ უყალიბდება ამიტომ შესაძლებელია ხელახალი ინფიცირება პარტნიორისაგან. გაიდლაინის მიხედვით მკურნალობენ ორივე სქესობრივ პარტნიორს იმისდა მიუხედავად აქვთ თუ არა სიმპტომები. თუ ორივე პარტნიორს არ ვუმკურნალებთ ინფექცია ერთიდან მეორეს გადაედება და იქნებიან ასე - პინგ პონგის თამაშში smile.gif

რეზისტენტობა მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატების მიმართ იშვიათია, თუმცა შეიძლება მაინც გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში ხდება პრეპარატის დოზის მომატება.

მოკლედ არაა საშიში ინფექცია, მაგრამ აუცილებლად უნდა ყურადღების მიქცევა, თორემ შეიძლება გაპრობლემდეს და რთული სამკურნალო გახდეს!

მკურნალობაში მთავარია, რომ ჩვენმა ჯიგარმა და ბედოვლათმა ექიმებმა არ დაგაბოლონ და მეტრონიდაზოლთან ან ტინიდაზოლთან ერთად არ დაგინიშნონ უამრავი რეალურად უსარგებლო (მაგრამ ძვირი) პრეპარატი. ტრიქომონა თანამედროვე ქართული გინეკო ანდროლოგიური მითოსის ერთერთი მთავარი გმირია biggrin.gif მაგით ჭამს ეგ ხალხი პურს ! smile.gif

და კიდევ... ღმერთი არ გაგიწყრეთ და მკურნალობის დროს რაიმე ალკოჰოლური არ დალიოთ - მაგარ დროს გაატარებთ biggrin.gif ეს პრეპარატები შეუთავსებელია ალკოჰოლთან!

დამატებითი ინფორმაცია ნახეთ აქ: www.cdc.gov
http://www.trichomoniasis.org/
http://trichomoniasis.ru/

Posted by: natka2122 24 Jul 2010, 09:21
რა სიმპტომები აქვს ამ დაავდაებას ?

Posted by: fattucchiera_ 24 Jul 2010, 16:04
natka2122
ტრიხომონიაზისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქავილი,წვა,მომწვანო-მოყვითალო ქაფიანი გამონადენი,

Posted by: jora84 14 Sep 2011, 17:47
და ეგ დაავადება საიდან გადადის?მარტო სრესობრივი გზით?

Posted by: rock in rose 14 Sep 2011, 17:51
jora84

არა, მხოლოდ სქესობრივი გზით არ გადადის. სველი პირსახოცითაც შეიძლება გადავიდეს

Posted by: jora84 14 Sep 2011, 18:05
ანუ თუ სველი პირსახოცი არ იხმარა? ესეიგი სქესობრივით

Posted by: rock in rose 14 Sep 2011, 18:07
jora84

ხო, მაშინ სქესობრივი გზით

Posted by: cucacuciko 5 May 2012, 15:50
მე მაქვს ერთი კითხვა, პრეზერვატივის გამოყენების შემთხვევაშიც გადადის ეს დაავადება? ძალიან მაინტერესებს.

Posted by: princesa21 15 Nov 2012, 14:45
პრეზერვატივის გამოყენების სჰემტხვევასჰი არ გადადის.
დრ-ნინო ყველაფერში მართალია,ექიმები ათასნაერ წამალს გინიშნავენ,საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი

Posted by: ma1ka 2 Dec 2013, 12:59
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ქალიშვილს შეეყაროს ეგ დაავადება. და თუა შესაძლებელი შარდის ანალიზით გაირკვეს. მგონი თყუილად ვმკურნალობ და გავაფრენ.

Posted by: shishni 12 Dec 2013, 23:52
ma1ka
QUOTE
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ქალიშვილს შეეყაროს ეგ დაავადება. და თუა შესაძლებელი შარდის ანალიზით გაირკვეს. მგონი თყუილად ვმკურნალობ და გავაფრენ. This post has been edited by ma1ka on 2 Dec 2013, 13:18

* * *
shishni
QUOTE
ma1ka

* * *
shishni
QUOTE
ma1ka * * * shishni

Posted by: No_LiMiT^ 14 Dec 2013, 02:00
QUOTE (ma1ka @ 2 Dec 2013, 12:59 )
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ქალიშვილს შეეყაროს ეგ დაავადება. და თუა შესაძლებელი შარდის ანალიზით გაირკვეს. მგონი თყუილად ვმკურნალობ და გავაფრენ.

მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, თეორიული შანსები არის სხვა გზითაც გადაგედოს (თეთრეულით ან პირსახოცი ზოგადად პირადი ჰიგიენის ნივთებით) ყველაზე კარგი კვლევის საშუალებაა ნაცხის ანალიზი..

Posted by: ashley_tko 11 Jan 2014, 15:30
ორსულობისას ტრიქომონამ რა საფრთხე შეიძლება მიაყენოს ნაყოფს და მის გონებრივ განვითარებას? თეორიული საშიშროებები ვიცი, გამოცდილი დედების აზრი მაინტერესებს sad.gif

Posted by: chanelgirl999 26 Jan 2014, 20:03
კი, ეს დაავადება იკურნება ბოლომდე smile.gif არავითარი ჩივილი არ მქონია, უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით მივედი გინეკოლოგთან, ნაცხის ანალიზი გავიკეთე და აღმომაჩნდა ტრიქომონა დიდი რაოდენობით. დამინიშნა მეტრონიდაზოლი და სანთელი და 7 დღიანი მკურნალობის შედეგად განვიკურნე. ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ smile.gif ასე რომ, ნუ დაელოდებით რომ მაინცდამაინც რამემ შეგაწუხოთ და ისე მიხვიდეთ ექიმთან. ყველა დაავადება რაც უფრო ადრე გამოვლინდება, მით უკეთესია

Posted by: vatexa2020 19 Oct 2014, 17:23
გამარჯობათ რა მაინტერესებს ტრიხამონა როდესაც აქვს ქალს რო დავწვე მასთან პრეზერვატივის გამოყენებით გადამედება ? ? ? ?

Posted by: DICOM 21 Oct 2014, 22:54
vatexa2020

პრეზერვატივი ამცირებს ინფიცირების შანსს, თუმცა მთლიანად მისი გამორიცხვა შეუძლებელია. ამიტომ სჯობს ისეთ ადამიანთან გქონდეს სექსი ვისაც ტრიქომონა არ აქვს.

Posted by: agr_bak 22 Oct 2014, 15:01
რამდენადაც ვიცი
ტრიქომონიაზი ვრცელდება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით და მას ადამიანის გარდა სხვა რეზერვუარი არ ჰყავს, საერთო აბაზანა-ტუალეტის ხმარებით პირსახოცით და ა.შ. ტრიქომონიაზი არ გადადის.

ასე რომ სტუმრად ვიყავი და სხვისი უნიტაზიდან გადამედო მემგონი მაინც გამოგონილი მიზეზია smile.gif

სველ პირსახოცს რაც შეეხება.
არამგონია ვინმეს ოჯახში და ძმა, მშობლები და შვილები ერთ პირსახოცს იყენებდნენ ინტიმური ადგილების გასამშრალებლად და თანაც სველს ანუ ერთდროულად smile.gif

ასე რომ დასკვნა თავად გამოიტანეთ.

მკურნალობას რაც შეეხება. სრულად განკურნებადია და არც ისე რთულად .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)