მაქვს რამოდენიმე კითხვა. სანამ თეთრ კარკასამდე მივალ არ მინდა შეცდომა დავუშვა, რომ უკან მომიწიოს ანგრევა.
ვინც უკვე გააკეთეთ რემონტი ან გაქვთ კეთილი ნება (ამ ეტაპზე) გამოიჩინოთ ყურადღება და მომცეთ რჩევა რომელიც იქნება პრაქტიკული და მარტივი.
ვიცი რომ ხარისხიანი უნდა ჩავდო ყველაფერი. უბრალოდ მაინტერესებს 60 კვადრატიან კუთხის ბინაზე:
1. სპილენძის კაბელი 2*2,5+1,5/2,5 დამიწებით სჯობს თუ 2 *2,5? როგორც ვიცი კარგ ტექნიკას აქვს თავის დამიწება და ა.შ. რამდენად გაზრდის უსაფრთხოებას სახლში?
2. რამდენი სინათლის ასანთები წერიტილია ოპტიმალური 1 ოთახისთვის, (ვგულისხმობ მთავარ განათებას), როგორც ვიცი სტანდარტულად 1 ყენდება კარებთან. 2 ის შემთხვევაში გაგიმარტივდათ თუ არა ცხოვრება? (ერთი საწოლთან)
3. გათბობის ქვაბთან ერთად ვაპირებ (ვინაიდან მაქვს) გაზის შიდა წვის გამაცხელებლის დაყენებას, ეს ცალკე ქსელზე უნდა მივაბა გათბობის ქვაბის გარეშე, თუ რაიმე ლოგიკური ვარიანტი არსებობს გათბობის ქვაბთან ერთად იმუშაოს? ვფიქრობ ონკანებში ცხელი წყალი "კალონკით" წამოვიდეს და გაფუჭების შემთხვევაში ადვილად გადავრთო გათბობის ქვაბზე.
4. იატაკის გათბობა რამდენად ძვირი დაჯდება სტანდარტულ კედლის რადიატორებთან შედარებით? ალბათ ორმაგ თანხად არ მიღირს. იატაკის გათბობასთან ერთად რაიმე სპეციალური იატაკის მომზადება ხომ არ მიწევს და მასალის გამოყენება?
5. გათბობის მილები მიწაში აუცილებელია კედელს გავაყოლო (მომცემს ადვილად გამოცვლის შესაძლებლობას?!) თუ შუა ოთახში გავაყოლო მილის დაზოგვის მიზნით? ხელოსანი მეტყვის მაგრამ გადამოწმება აუცილებელი იქნება.
6. მჭირდება რჩევა სამზარეულოს გადატიხვრაზე, როგორ გადავტიხრო მისაღები და სამზარეულო ისე რომ ცალკე გამოვყო სამზარეულო კარებით? სურათის ქვევით არის. სამზარეულოში დაიდგას 1 პატარა მაგიდა სკამებით, ჩაშენება სამზარეულოსი მაცივარი და ა.შ. მინიმალისტურად რამდენი მ2 უნდა იყოს?
7, უნდა ჩავიბარო თეთრი კარკასი, როგორ გავიგო/გავზომო რამდენად სწორი კედლები და იატაკი დააგეს?
ნუ ლამინატი და პარკეტები გადატიხვრების მერე, და დანარჩენს ალბათ აქ წავიკითხავ
This post has been edited by New Folder on 1 Aug 2019, 15:48
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)