იმერლებმა და მეგრელებმა სიმსუქნით საქართველოში ყველას გაუსწრეს
http://sana.ge/address/news/cat/6449/id/26...%83%94%E1%83%A1ტანწერწეტა და ხმელი იმერლები – ასე ახასიათებდნენ იმერლებს ისტორიულ წყაროებში. 21–ე საუკუნის საქართველოში კი მათ წონით ყველას გადაუსწრეს. რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის ორგანიზაციამ და სტატისტიკის სამსახურმა საქართველოში გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სიმსუქნით პირველ ადგილზე სწორედ იმერლები არიან, მეორეზე კი, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ასევე სიხმელით ცნობილი მეგრელები აღმოჩნდნენ. მესამე ადგილი, წონის მიხედვით, მცხეთა–მთიანეთმა დაიკავა. კახეთი ამ მხრივ ჩამორჩება. სულ ბოლო ადგილზე კი დედაქალაქია. მოკლედ, საქართველოს სტატისტიკა კიდევ არაფერი, რომ არა ევროპაშიც მოწინავე ადგილზე ყოფნა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მსუქან ერთა შორის მთელ ევროპაში მე–10 ადგილზე ვართ. მანამდე საქართველო მე–18, მე–19 პოზიციებს იკავებდა. კარგი იქნებოდა, ჩვენი ქვეყანა ცხოვრების დონითაც ევროპის პირველ ათეულში გადიოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, სიმსუქნის მაღალი მაჩვენებელი სწორედ ცხოვრების დაბალი ხარისხითაა გამოწვეული.
როგორც გაირკვა, ჭარბწონიანობის პრობლემა ქალებში უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში. პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: ქალებში 31,6 პროცენტს აქვს სიმსუქნის პრობლემა, მამაკაცებში კი – 27,1 პროცენტს.
მედიკოსები ამ ყველაფერს თუ, რა თქმა უნდა, გაგიმართლათ და ამის პრობლემა გენეტიკურად არ გაქვთ, არაჯანსაღი ცხოვრების წესსა და არასწორ კვებით ჩვევებს უკავშირებენ.
"სარკე" ენდოკრინოლოგს, სიმსუქნის შემსწავლელი ორგანიზაციის წევრ ანა მალაზონიას ესაუბრა.
– ქალბატონო ანა, რისი შედეგია და რისი მაჩვენებელია ის მონაცემები, რაც საქართველოს მოსახლეობის წონის კვლევამ გამოავლინა?
– ამ კვლევით, სიმსუქნის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე იმერეთია, მეორეზე – სამეგრელო, მესამეზე კი – მცხეთა–მთიანეთი. გასაკვირია, რომ ბოლო ადგილზე თბილისი აღმოჩნდა. ალბათ თანამედროვე ცხოვრების წესმა მოიტანა, რომ დედაქალაქში სპორტით უფრო მეტად არიან დაკავებული. აქ დატვირთვაც მეტია, ამიტომაც კვებისთვის ნაკლებად იცლიან.
წესით, ეს შედეგები ცოტა არარეალურია, რადგან სტრესის დროს ადამიანები უფრო მეტად ჭამენ, სწრაფი კვების ობიექტებიც დედაქალაქში უფრო მეტია, მაგრამ ალბათ აქ ახალგაზრდებში ვარჯიშის კულტურამ უფრო დიდი ადგილი დაიჭირა ან მუდმივად გადატვირთული ადამიანი უბრალოდ ვეღარ ასწრებს საკვების ჭარბად მიღებას. ჭარბწონიანობით ევროპაში მე–10 ადგილზე ვართ. მოწინავე ადგილებზე ჩრდილოეთის ქვეყნები არიან, სადაც მზის სხივების ნაკლებობაა. ყველაზე მეტად სიმსუქნის პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, შემდეგ კი – მექსიკაში. ყველაზე ნაკლები ჭარბწონიანი კი ჩინეთში და იაპონიაში გვხვდება.
– სიმსუქნის პრობლემაზე თქვენთან მომართვიანობა რეგიონებიდან უფრო მეტია თუ დედაქალაქიდან?
– ასე ვერ ვიტყვი, თბილისიდანაც საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ, თითქმის ყველა ასაკის ადამიანები მოდიან, მათ შორის – ბავშვებიც.
– ჭარბ წონას 21–ე საუკუნის ეპიდემია უწოდეს. რა არის მისი გამომწვევი ფაქტორები?
– პირველ რიგში, ამ დაავადებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა. ასეთ შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევები გენეტიკურადაა განპირობებული. აგრეთვე წონაში მატების ხელშემწყობია არასწორი კვების ჩვევები, რაც საქართველოში ძალიან ხშირია. ამაში საკვები პროდუქტის არასწორი გადანაწილება და შერჩევა იგულისხმება. საკვები დღის მანძილზე მრავალჯერადად უნდა იყოს განაწილებული. დილის საუზმეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ჰორმონები აქტიურად გამომუშავდეს. სწრაფად და აქტიურად მოხდეს მონელება.
როცა მთელი დღე მშიერი ვართ, ჰორმონები ისე მიეწოდება ტვინს, რომ ადამიანი ნოყიერ საკვებს ირჩევს. ჰგონია, რომ სალათა ვერ დაანაყრებს და ეძებს რაიმე ცხიმიანს, მაგალითად, ხაჭაპურს. თუ ორგანიზმს მთელი დღე აშიმშილებთ, სალათაზე ნაკლებად იფიქრებთ. მთელი დღის განმავლობაში შიმშილი და შემდეგ ერთიანად საკვების მიღება არასწორია. ასეთ შემთხვევაში ზედმეტი, რაც ვერ განსაზღვრეთ და ამიტომ შეჭამეთ, ცხიმის სახით დაგიგროვდებათ.
ორგანიზმს ენერგია ესაჭიროება. დილის საუზმე აუცილებლად სწორად, ენერგიის სახით დაიხარჯება და ცხიმებში არ წავა. შუადღეზე მიწოდებული საკვებიც ისევ ენერგიის სახით გამოიყენება. გარდა ამისა, გაძლიერებული შიმშილის შეგრძნება არ გექნებათ, შესაბამისად დღიური მისაღები საკვებიც ადეკვატურად შეიწოვება და ცხიმების სახით არ დაგროვდება. რასაც შევჭამთ, აუცილებლად კვებითი ღირებულება უნდა ჰქონდეს.
– რა უნდა მივიღოთ, რომ სწორ კვებაში ჩაგვეთვალოს?
– დღეში 4–5–ჯერ მაინც უნდა ვჭამოთ. აქედან 2 კვება ხილს უნდა დაეთმოს. ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ხილის მიღება სწორი არ არის – კოლიტებს, კუჭ–ნაწლავის პრობლემებს იწვევს, რადგან ის მძიმე საკვები, რაც მივიღეთ, შედარებით ნელა გადამუშავდება, ხილს კი სწრაფი დაშლის და სწრაფი შეთვისების უნარი აქვს. კვების შემდეგ დაყოლებისას ჯერ ხილი იწყებს შეთვისებას და ეს კუჭ–ნაწლავის პრობლემების გამომწვევი ხდება. ამას გარდა, ხილი ნახშირწყლებით მდიდარია და სხვა ნახშირწყლებზე მისი დაყოლება სწორი არ არის. ზედმეტი ნახშირწყლები, რასაც ორგანიზმი ვერ იყენებს, ცხიმებად გარდაიქმნება, ეს კი წონის მომატებას ხელს უწყობს.
ხილი კვებიდან 2 საათის შემდეგ უნდა მივიღოთ, ან კვებამდე 2 საათით ადრე. დღიურ რაციონში უნდა იყოს ბოსტნეული, ხილი, ხაჭო, მაწონი, ბურღულეული. თუ დღის განმავლობაში შოკოლადებით, ნამცხვრებით დავნაყრდით, რასაც გემოს რეცეპტორებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სიამოვნების ერთ–ერთი საშუალებაა და ხანდახან საჭიროც, მისი წყალობით ვიტამინები, მინერალები მოგვაკლდება. დანაყრების შეგრძნება გვექნება, მაგრამ თვითონ უჯრედები მშიერი დარჩებიან. ეს ყველაფერი ნივთიერებათა ცვლას არღვევს და სიმსუქნისკენ მიდრეკილებას იწვევს.
– როგორ შეიძლება დარღვეული ნივთიერებათა ცვლის დალაგება?
– როგორც კი ორგანიზმი სწორი კვების რეჟიმში გადავა, ჰორმონები ადეკვატურად გამომუშავდება. რაღაც ასაკში, როცა ბუნებრივად და ფიზიოლოგიურად ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ეს ყველაფერი ცხიმების დაგროვებაში აისახება. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება. თუ ფიზიკური აქტივობაც გექნებათ, წონაში ნაკლებად მოიმატებთ.
35 წლის ზემოთ ქალის ორგანიზმში ყოველ 5 წელში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე 10–15 პროცენტით მცირდება. თუ ქალს 25 წლის ასაკში შეუძლია მეტის უფლება მისცეს თავს, რადგან ნივთიერებათა ცვლა სწრაფი აქვს, 35 წლის ზემოთ მკაცრად სწორი კვების პირობებში უნდა იყოს. ეს ჯანმრთელ ორგანიზმს ეხება, თორემ თუ ჯანმრთელობა უკვე დარღვეულია, გამოკვლევას საჭიროებს.
– ძალიან ბევრი, ვინც მუშაობს, საუზმობას ვერ ასწრებს ან წესად აქვთ, დილა ფინჯანი ყავით და შოკოლადით დაიწყონ. სწორია ასეთი კვება?
– დილით ადამიანმა ენერგეტიკულად მდიდარი საკვები უნდა მიიღოს, ეს მის გონებრივ ცხოველქმედებასაც ეხმარება. შოკოლადი ნახშირწყლებია, რომელსაც ტვინის უჯრედები სწრაფად მოიხმარს, ამიტომ დილისთვის საკმარისი არ არის. ეს ორგანიზმს შიმშილის პირობებში აყენებს. მას ბევრად მეტი სჭირდება, ვიდრე ფინჯანი ყავა და შოკოლადი. ყავის დიდი რაოდენობით მიღებასაც თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, ის შარდმდენია, ორგანიზმს ელექტროლიტებისგან, კალციუმისგან გამორეცხავს, მაგრამ მატონიზირებელი საშუალებაცაა.
დილის შიმშილით ვერ დაიკლებთ. თუ ჯანსაღი წონის შენარჩუნება გინდათ, დილის შიმშილი არაფერს მოგცემთ, რადგან ის ენერგია, რაც დილის კვებით მიიღეთ, ყველაზე აქტიურად სწორედ დილით იწვება. ყველაზე მეტად კვებითი სიამოვნებისთვის ადამიანმა დილა უნდა გამოიყენოს და ამას არავინ აკეთებს. საღამოს კი უკვე ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე მცირდება. ღამით კუჭის წვენი არ უნდა გამომუშავდებოდეს და შიმშილის შეგრძნება არ უნდა გქონდეთ, თუ ამას არ მიაჩვევთ. დილით კუჭის წვენი და ფერმენტები, ჰორმონები მზად არიან საკვების მისაღებად. საღამოს ფიზიოლოგიურ პირობებში კი ნივთიერებათა ცვლა ნელდება.
– სწრაფი კვების ობიექტების – საცხობების, საშაურმეების ნაწარმი, რომლითაც დღის განმავლობაში სარგებლობს მოსახლეობა, როგორ აისახება ჩვენს ორგანიზმსა და წონაზე?
– ამაში სასარგებლო ნამდვილად არაფერია. სწრაფი კვების პროდუქტები პრაქტიკულად დანამატებს, კონსერვანტებს, გემოს სტაბილიზატორებს, ემულგატორებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს ზიანს აყენებს. მაგალითად, ჰამბურგერების ტკბილ პურს ძალიან დიდი რაოდენობით გლუკოზა აქვს. ის ფაქტობრივად მხოლოდ წონაზე მუშაობს და ენერგეტიკულ ღირებულებას არ წარმოადგენს. ასუქებს და თან ისე, რომ ორგანიზმში არანაირი ვიტამინი, მინერალი არ შეაქვს.
არავინ იცის, შაურმა როგორი ხორცით მზადდება, შემოწმებულია თუ არა. ამას გარდა, ხანგრძლივი წვის პროცესის შედეგად ტრანსცხიმებად გარდაიქმნება, რაც კანცეროგენულია. რაც შეეხება კარტოფილ ფრის, ის ენერგეტიკულ ღირებულებას არ შეიცავს, რადგან გაყინული ჩამოდის. ხანგრძლივი ტრანსპორტირების შემდეგ დანამატებს უკეთებენ, რათა მალფუჭებადი არ იყოს. ამასთანავე, მრავალგზის გამოყენებულ ზეთში იწვება და სწორედ ზეთის წვის პროცესში წარმოიქმნება კანცეროგენები, რომელიც სიმსივნის გამომწვევია. მით უმეტეს, ბავშვებისა და ჭარბი წონის მქონეთათვის მისი ჭამა საზიანოა. არც შაურმას, არც ჰამბურგერს და არც ფრის არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს.
– წონის პრობლემა ბავშვებშიც აქტუალური გახდა და მასაც სწრაფი კვების ობიექტებს უკავშირებენ. უცხოეთის რამდენიმე სკოლაში კვების რაციონიდან გაზიანი სასმელები და ჰამბურგერები ამოიღეს.
– დიახ, სწრაფი კვების ობიექტები ბავშვზე უფრო უარყოფითად მოქმედებს. ასეთ ადგილებში დანაყრება რაღაცა ტყუილი სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს, რეალურად კი ორგანიზმი დანაკლისშია – მან ვერ მიიღო საჭირო მიკრო–მაკროელემენტები, რითაც უჯრედები უნდა გაიზარდოს, გამრავლდეს და სწორად ფუნქციონირება შეძლოს. ამასთანავე, მასში არსებულმა დანამატებმა, ასევე გენმოდიფიცირებულმა საკვებმა გაზარდა ალერგიები, სიმსივნეებმა მოიმატა, ყოველგვარი დაავადება გაახალგაზრდავდა. ეს არამხოლოდ სწრაფი კვების ობიექტების, გენმოდიფიცირებული პროდუქციის ბრალიცაა. ყველაფერი ორგანიზმში გროვდება და დაახლოებით 15 წლის შემდეგ იჩენს თავს. ეს პრობლემა, სავარაუდოდ, 90–იან წლებში დაიწყო. ადრე თუ ბებიებსა და ბაბუებზე გავიგებდით, სიმსივნე აქვსო, დღეს ახალგაზრდები ხშირად არიან ამ სენით დაავადებული.
ჭარბი წონა სიმსივნური დაავადების ერთ–ერთი ხელშემწყობია. ჭარბწონიან ადამიანებში ასევე ხშირია ისეთი გართულებები, როგორიცაა გულ–სისხლძარღვთა, ნაღველკენჭოვანი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
This post has been edited by mrudall on 1 Feb 2014, 23:17
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა