ადრე ჩემი მშობლები შიმშილობდნენ პოლ ბრეგის წიგნით)
მე ეგ წიგნი არ წამიკითხია, არ ვიცი. რაც აქა იქ წავიკითხე და ვიცი იმას ჩამოგიწერ.
1. თვეში 4 დღე არსებობს რომელიც ყველაზე კარგია შიმშილობისათვის როგორც სხეულისთვის ასევე სულიერი განვითარებისათვის( ანუ შიმშილობ და მედიტირებ,ან ლოცულობ ,ან წმინდა წერილებს ეცნობი და ა.შ.) ესაა სავსე და ახალი მთვარის დღეები და ეკადაშის დღეები ( ეკადაში სანსკრიტულად 11 ნიშნავს და მთვარის მე-11 დღეა როდესაც იზრდება და პატარავდება მთვარე)
2. არსებობს შიმშილობის დაწყებისა და დამთავრების "წესები". შიმშილობამდე არ ხდება მძიმე საკვების მიღება( ხორცი,ცომეული) იკვებები ბოსტნეულით ან ხილით, და ასევე რომ ამთავრებ შიმშილობას გამოდიხარ ხილით ან ბოსტნეულით. ხილისა და ბოსტნეულის არევა არ ხდება, ერთ ჯერზე ან მხოლოდ ბოსტნეულს ჭამ ან ხილს .
3. შიმშილობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ანტიპარაზიტული წმენდა მინიმუმ 21 დღით ადრე და ზოგადად სწორი კვების ჩამოყალიბება.
4. შიმშილობის დროს ხდება წყლის მიღება, ან მშრალი შიმშილობა, საერთოდ არ იღებ არაფერს.
ზოგი შიმშილობას რომ ამთავრებს სვავს ლიმონიან და მარილიან წყალს,რაც იწვევს ფაღარათს,რომ გამოიდევნოს ნაწლავებიდან "ნაგავი" . შეგიძლიათ გაეცნოთ შანკ პრაკშალანას. ესეც კუჭ-ნაწლავის წმენდის ერთ-ერთი მეთოდია, კარგია შიმშილობის დაწყებამდე. ან ოყნები. როდესაც ძალიან დაბინძურებულია ორგანიზმი და ხდება შიმშილობის დაწყება ხდება ამ "ნაგავის" გაწოვა, ამიტომაა რეკომენდირებული შიმშილობამდე გამწმენდი პროცედურების ჩატარება.
* * *
https://m.facebook.com/story/graphql_permal...wNjA3Njk2MTA%3Dაქ წერია ანტიპარაზიტული ნაზავი როგორ კეთდება. მწვანე აფთიაქშია ყველა ბალახი.
* * *
ზოგი შიმშილობის დაწყება დამთავრებას წვენებით ახდენა. სტაფილოს წვენი, სტაფილო-ჭარხალი, ბროკოლი,ვაშლი ან სხვა რაღაცეები. იუთუბზე ნახეთ მარვა ოგანიან, მაგას აქვს კარგი ლექციები ორგანიზმის წმენდაზე და შიმშილობაზე.
ჭღრ-პღრ.......
ნამა რშედესთამ? ნამაე? ნაე? ვოეეე :)
ვისაც იუმორის გრძნობა არ გაგაჩნიათ, ის გრძნობა მაინც გაგაჩნდეთ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა ;)