ეს სიტყვაში გამოსვლა ხო ისედაც მჩვევია და ახლაც მომიტევეთ რაღაცის ახსნა მინდა და თუ თავიდანვე ანტაგონიზმით დახვდებით ისედაც რთულია და არაფერი გამომივა ))) საერთოდ კომუნიკაციაა რთული, დამეთანხმებით ალბათ არაერთხელ გამოგიცდიათ.
სინამდვილეში მარტივია რის თქმასაც ვაპირებ:
ფილმის მაგალითზე ავხსნი, მაინც მაგალითზე უფრო ადვილია მსჯელობა ტ90 დამეთანხმება ))
ი ტაკ , თრუმენშოუ..
(დიდი ვერაფერი შედევრი, მარა მაინც).
ესე იგი თავიდან, სუბიექტური აღქმა, რეალობის სიმულაცია, ბლაბლაბლა, შემდეგ - ეჭვი, უნდობლობა, ძიება..ბრძოლა მოპოვება, რეალობის აღქმა და "revelation", "разоблачение" გონების განათება, ყველაფრის მიხვედრა და ა.შ. სინამდვილის აღქმა. სიმართლის მიგნება ანუ გამარჯვება.
მაგრამ ეს კინოა. რეალობა სხვაა:
როდესაც ბავშვი(პატარა თრუმენი)) ) მშობელს კითხვებს უსვავს და ამ კითხვებზე პასუხებს იღებს ის იწყებს მშობლის მიერ "სიმულირებულ " სამყაროში ცხოვრებას. ამ სამყაროში "ნივთების არსს" მნიშვნელობა არ აქვს, ზედაპირულია. ცეცხლი წვავს, ზამთარში ცივა, ეს ჩიტია. მზე შორსაა და ა.შ
ამის მერე კითხვები რთულდება "ნივთების არსში" წვდომის სურვილი ჩნდება. რატომ წვავს ცეცხლი? ზამთარში რატომ ცივა? ჩიტი რატო დაფრინავს? და ა.შ.(თრუმენი წამოიზარდა) და მშობლებს (მშობლები პირობითია თუ გნებავთ სოციუმიც მოვიაზროთ).. რაც უფრო რთულდება კითხვები მით უფრო ელევათ პასუხები.
გარდატეხის ასაკი მხოლოდ ფიზიოლოგია არაა. ცნობიერებაში რყევები ახალგაზრდა ორგანიზმში, ამ რთულ კითხვებზე გაუცემელი ან სულელურად გაცემული პასუხებით იწყება. და მერე უკვე ვინ ვარ , რატომ ვარ? რა ხდება ვაბშე?
(თრუმენს გასვლა უნდა ქალაქიდან)
ეჭვები, გაღიზიანება, იმედგაცრუება, ჩნდება სუბიექტურისა და ობიექტურის გარჩევის სურვილი.
უკვე ამ ეტაპზე "მარათონს" საკმაოდ დიდი მასა აკლდება. ეს ის მასაა რომელთა გონებაშიც სიმულაცია კანონდება და ადაპტირდება. ამას დიდ წილად ხელს უწყობს ავტორიტეტული სისულელეები.
ამას აღარ ჩავუღრმავდეთ. ეს ამბავი არაა ამ მსჯელობისთვის საინტერესო.
მაგრამ იმათ მივყვეთ ვინც ეჭვის შემდეგ ძიებას იწყებს.
(აქ გზაში ერთ ნაცნობს ჩავუვლით რომელსაც მერე მოვუბრუნდებით ))
იმათ მივყვეთ ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს უამრავი ბრძოლა და მარცხი და გამარჯვება და იმედი და იმედგაცრუება დაცემა ადგომა და ა.შ. უწი პუწიც თუ გნებავთ
ანუ იმას ვისაც არ ეშინია, უამრავი კითხვები აქვს, გამხდარია და ნერვიული))), თავი ტვინით აქვს გატენილი, პირად კონსტიტუციას წერს . არ ეგუება არ ადაპტირდება, უარს ამბობს, დროს უსწრებს და თუკი არასდროს არ დანებდება და ხელს არ ჩაიქნევს , ახალ რეალობას ქმნის.
აი ამათ გავყვეთ სადამდეც შევძლებთ და ბოლოს უკვე არაქათმილეულები და მოქანცულები რო დავეყრებით და გავიხედავთ ეგერ შორს, ჰორიზონტთან დავინახავთ რომ ის მაინც აგრძელებს სიარულს. მარტო
სად მიდის სად მიბოდიალებს. ასე შეპყრობილი. რა ამოძრავებს რა ენერგია ანუ რა ჯადოქრობა?
თანაც საით? გარდაუვალი მარცხისკენ? (თრუმენი "იმარჯვებს", კინოში)
და რა თქმა უნდა მარცხისკენ. "სიმართლეს" მაინც ერ იპოვის. (რეალობა)
მაგრამ მოდი ერთი წუთით ამ მარცხს ასე შევხედოთ, როგორც, მხოლოდ მის პიროვნულ, სუბიექტურ მარცხს. ანუ პიროვნულ ტრაგედიას თუ გნებავთ,.
და არა როგორც მარცხს კაცობრიობის მასშტაბში, ეპოქაში.
მაშინ მასშტაბში ასეთი "მარცხი" პირიქით გამარჯვებად გვევლინება. იმ გამარჯვებად რომელიც პატარა ნაწილია მომავალში, პოტენციაში არსებული, ჩვენთვის, თანამედროვეთათვის, ჯერ კიდევ მიუწვდომელი და წარმოუდგენელი სიდიდეებისა.
(და რა თქმა უნდა "პოეზია უპირველეს ყოვლისა"!
აბა ჩემ მტერს ჩამქრალი გულმკერდი და მხოლოდ შავთეთრი ფერი )
ახლა გზაში რომ ჩავუარეთ ის ნაცნობი მოვინახულოთ. ამისთვის სადაც ახლა ვიმყოფებით აქიდან ცოტა უკან უნდა მოვბრუნდეთ.
ეს ჩვენი ნაცნობი მეორე დიდი მასის (მაგრამ პირველთან შედარებით მაინც მომცრო) ნაწილია რომელმაც სიმულაცია არ დაიკანონა, პირდაპირ არ მიიღო მაგრამ კომპენსაციას დასჯერდა და თავი ასე გაიმართლა, იქით არაფერი არაა ტყუილად მიდიხართ, აი აქ არის რეალობა მე სადაც ვდგავარო.
უნდა დავეთანხმოთ, ძალიან გავს რეალობას პრინციპში ვერც გაარჩევ ისე გავს.
თანაც ჩვენმა თრუმენმა, აგერ კამერა იპოვა რომელიც მაგიდის ქვეშაა ფარულად ჩამონტაჟებული და დაჟე იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა რომ თავის მოკატუნებაც კი შეძლო რომ არაფერი დაუნახავს.
არადა კინო აქედან იწყება, სწორედ ეს წერტილია საინტერესო, რას იზავს ამის მერე, ჩვენი გმირი. როგორ მოერევა მის გარშემო გამეფებულ სიყალბეს. როგორ მოერევა ამხელა მანქანას.
მაგრამ ეს კინოა რეალობა სხვაა:
ჩვენი თრუმენი იმითაც კმაყოფილია რასაც მიაგნო, ახლა მან უკვე კარგად იცის რომ უღებენ.
მორჩა დავიშალეთ.
nigoაი ეხლა არ ვიცი რა დაგიწეროთ, მომერიდა რომ ჩემი უტაქტობით ბოდიში მოგახდევინეთ.