ბატონებო!
მჭირდება მათი დახმარება, ვისაც ეს მოვლენა ახსოვს ან გაუგია ჩემზე მეტი.
საუბარია მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების საბჭოთა კავშირის მიმართ გამოგზავნილ დახმარებაზე, ე.წ. "ლენდ-ლიზზე"
სამი ძირითადი მარშრუტიდან(შორეული აღმოსავლეთის, ტრანსირანული და ატლანტიკური), ერთ-ერთის ნაწილი გადიოდა თბილისზე.
სპარსეთის ყურეში ამერიკელებმა ააშენეს ავტოამწყობი ქარხნები(ბასრა, ხორემშეხირი, ბუშირი) და რკინიგზით და ავტოტექნიკით ტვირთები მოდიოდნენ 3 მარშრუტით: 1.სპარსეთის ყურე-თეირანი-კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს პორტები-გემებით ასტრახანი და შემდგომ ვილგით; 2. სპარსეთის ყურე-თეირანი-აშხაბადი: 3. სპარსეთის ყურე-ისპაჰანი-თავრიზი-ჯულფა(ნახიჭევანი)-თბილისი-ორჯონიკიძე(დღევანდელი ვლადიკავკაზი).
აი ეს მესამე მარშრუტი მაინტერესებს, თბილისის გავლით რომელიც იყო.
ვიცი, რომ კოლონები(სატვირთო ავტომობილები "სტუდაბეკერები", "დოჯები" მარნეულის გავლით შემოდიოდნენ ორთაჭალიდან თბილისში. გაგონილი მაქვს, რომ მეტეხის ხიდზე(ძველი მეტეხის ხიდი მაქვს მხედველობაში) გადადიოდნენ. ქალაქიდან კი გმირთა მოედნის გავლით, ეხლანდელი კოსტავას ქუჩით ადიოდნენ საბურთალოზე(ესე მიდიოდა მაშინ სამხედრო გზა). საბურთალოდან ალბათ დღევანდელი გაგარინით, ალბათ დღევანდელი ვეფხვი და მოყმის ძეგლის მიდამოებში მიუყვებოდნენ სანაპიროს(შეიძლება ვცდები). თუ გავითვალისწინებთ, რომ მტკვრის გასწვრივ სანაპიროზე გზები თითქმის არ იყო, გამოდის რომ ქალაქის საცხოვრებელ ნაწილს გადიოდა ეს კოლონები. თითოეული კოლონა გავლას საათს და მეტს ანდომებდა ერთ ადგილს, ანუ საათი და მეტი ქუჩაზე გადასვლა შეუძლებელი იყო.
თუ ვინმემ რამე იცის ამის შესახებ(შეიძლება ვინმეს კიდეც ახსოვს), გთხოვთ დაწეროთ, ეს ჩვენი ქალაქის ისტორიაა...
პ.ს. ჯვრის უღელტეხილის გვირაბები რამდენადაც ვიცი მაგ დროსაა გაკეთებული, "ლენდ-ლიზისთვის"
პ.ს.ს. მეც მოვესწარი "სტუდაბეკერს", ჩემს ბავშვობაში ღვინის ქარხანას(პეტრიაშვილზე) ყავდა, დატვირთავდნენ ღვინის ყუთებით, უკან ღია ძარაში ერთი მტვირთავი იჯდა და ნელა ამიუყვებოდა პეტრიაშვილს და მერე ბარნოვით ვაკისკენ მიდიოდა და მაღაზიებში არიგებდა. ეს ალბათ "დისტრიბუციის" სტუდაბეკერი იყო.