forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (312) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სუმო, იაპონური ორთაბრძოლა (ნაწ. III)
ippon
ძუძუ მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2357
წევრი No.: 55381
რეგისტრ.: 10-March 08

გამოგზავნილია: 21 May 2011, 19:54  #25572294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სუმო I ნაწილი (თავფურცელი
სუმო II ნაწილი
სუმოს რუსული საიტი
სუმოს ოფიციალური საიტი

user posted image
user posted image[U][/U]

სუმო ტრადიციული იაპონური ორთაბრძოლაა
ხანგრძლივი ისტორიული ფესვებით



სუმო ეს კონტაქტური სპორტის სახეობაა, რომლის ფესვებიც იაპონიაშია და რომელიც მთლიანად მხოლოდ ამ ქვეყანაშია განვითარებული. აქ არ ვგულისხმობთ სუმოს სამოყვარულო ნაირსახეობას, რომელიც ბევრ ქვეყანაშია (მათ შორის საქართველოში) ფეხმოკიდებული, თუმცა ის პეწი, კლასი არ აქვს, რაც პროფესიულ სუმოს. სამოყვარულო სუმოში ის სული დაკარგულია, რასაც სათუთად უფრთხილდებიან იაპონელები. სუმო მხოლოდ სპორტი არც არის, ის იაპონელთათვის გენდაი ბუდოა, ანუ თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებაა.
სუმოს ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამიტომაც ორთაბრძოლების წინ მრავალ ტრადიციულ რიტუალს ასრულებენ. მაგალითად, მარილის მოფრქვევის რიტუალი უძველესი, შინტოს რელიგიის დროიდან მოდის. რიკიშის, ანუ პროფესიონალი სუმოისტის ცხოვრება საკმაოდ მკაცრია და მას სუმოს ასოციაციის (ნიჰონ სუმო კიოკაი) წესები აკონტროლებს. პროფესიონალები ვალდებულები არიან თავიანთ კლუბებში (ე.წ. ჰეიებში) იცხოვრონ, მათი ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტიც წინასწარ გაწერილია და აუცილებლად უნდა შესრულდეს – ჭამის რაციონიდან დაწყებული ჩაცმულობით დასრულებული. ყველაფერი იაპონიის მრავალსაუკონოვან ტრადიცებს უკავშირდება. ცნობილია, რომ სუმომ შედარებით თანამედროვე სახე მეომარ ოდა ნობუნაგას დროს, მე-16 საუკუნეში მიიღო. მიუხედავას იმისა, რომ სუმო იაპონურ ფესვებზე აღმოცენდა მსგავსი საბრძოლო ხელოვნება განვითარებული იყო მონღლოთში (მონღოლური ჭიდაობა), ჩინეთში (შუაი იაო) და კორეაშიც (სირეუმი).


სუმოს ორთაბძოლაში გამარჯვებულია ის ფალავანი, რომელიც შეძლებს მეტოქის გაძევებას რკალის ფორმის რინგიდან, რომელსაც იაპონელები დოჰიოს უწოდებენ. გამარჯვებულია სუმოისტი იმ შემთხვევაშიც, თუ შეძლებს მეტოქის დაგდებას დოჰიოზე. პირველი ვინც კი დოჰიოს ტანის ნებისმიერი ნაწილით შეეხება გარდა ფეხისა, დამარცხებულია. თუმცა ხშირად საკამათო ეპიზოდში, შეიძლება გამარჯვება იმ სუმოისტს მიანიჭონ, რომელიც პირველად შეეხო მიწას. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი მსაჯები დაადგენენ, რომ მის მეტოქეს გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ორთაბრძოლისას არ არის შეზღუდვები, ამიტომაც წესების და მიზნის სიმარტივის მიუხედავად, სუმოში დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებენ. აკრძალულია მხოლოდ მუშტის დარტყმა, წელს ქვემოთ დარტყმა და თმების მოქაჩვა. ასეთ შემთხვევაში დამრღვევს მაშინვე წაგებას უთვლიან. სუმოისტის საბურველი ე.წ. მავაშია – აბრეშუმის ნაჭერი, რომელიც რამდენიმეჯერ დახვეულია სპორტსმენის ფეხებს შორის და ზურგთან განასკვულია. სხვათა შორის, თუკი ბრძოლისას სუმოისტი მავაშის დაკარგავს, მას წაგება ეთვლება. როდესაც გამარჯვებული გაირკვევა მას მსაჯი (გიოჯი) სახალხოდ აცხადებს, აქვე დააკონკრეტებს იმ ილეთს (კირიმატე), რომლის წყალობითაც იმარჯვა სუმოისტმა. მაშინ როცა ბრძოლა სულ რაღაც წამები გრძელდება, მისთვის მზადება, რიტუალის შესრულება, ბრძოლის შემდგომი რიტუალი გაცილებით მეტ დროს ითხოვს. დოჰიო 4,55 მეტრი დიამეტრის რკალია. საფარი თიხნარია, რომელზეც ქვიშაა მოყრილი. რკალი ბრინჯის სპეციუალური ღეროებისგან არის შეკრული. მასზე ფეხის დაბიჯება წესებით შეიძლება.
წელიწადში ექვსი სუპერტურნირი, ანუ ბაშო იმართება: იანვარში, მარტში, მაისში, ივლისში, სექტემბერში და ნოემბერში. აქედან ოთხი ტოკიოში, ორი კი პროვინციებში. სუპერტურნირების გარდა პროფესიონალები ვალდებულნი არიან სუმოს ასოციაციის ეგიდით საჩვენებელ გამოსვლებშიც მიიღონ მონაწეილოება, რომლებიც სუმოს პოპულარიზაციის მიზნით იაპონიის სხვადასხვა რეგიონში იმართება. რეიტინგზე (ბანძუკე) მხოლოდ სუპერტურნირების შედეგები აისახება. ბაშო 15-დღიანია ელიტის ორ დივიზონში (მაკუუჩი და ძურიო), ხოლო დაბალ ლიგებში - 7-დღიანი. სუმო კონტაქტური სპორტია და იქ ტრავმები ძალზე ხშირია. სპორტსმენებს ხშირად აქვთ პრობლემები ჯანმრთელობასთან ჭარბი, მაგრამ ორთაბრძოლისას აუცილებელი, წონის გამოც. სპორტსმენები სხვადასხვა კლუბის წევრები არიან. იაპონური წესის თანახმად კლუბს მხოლოდ ერთი უცხოელის ყოლის უფლება აქვს, თუმცა ზოგიერთ კლუბში უცხოელს არაფრის დიდებით არ აიყვანენ.
სუმოისტის ცხოვრება ჰეიაში დილით მზის პირველ სხივებთან ერთად იწყება. დილით გარკვეული რიტუალის შემდეგ, სუმოისტები ხუთსაათიან, მომქანცველ ვარჯიშს გადიან. მხოლოდ ამის შემდეგ სპორტსმენები საუზმობენ. ამ დროს ისინი დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ. სხვათა შორის, არ არის აკრძალული ალკოჰოლური სასმელიც. საუზმის შემდეგ სამსაათიანი ძილის დროა, შემდეგ კი – ვახშმის. თითოეული სუმოისტის წარმატებაზეა დამოკიდებული შეუძლია თუ არა მას „ფუფუნების საგნების“ გამოყენება. მაგალითად, მობილური ტელოფონის, ინტერნეტის, ცალკე ოთახში დაძინების.. ყველა სუმოისტს აკრძალული აქვს მანქანის მართვა.
პროფესიულ სუმოში 6 დივიზიონია. უმაღლეს, მაკუუჩიში 42 სუმოისტია, მეორე ელიტურ დივიზიონ ძურიოში - 28. ამ ორ დივიზიონში მოხვედრილი სუმოისტები რანგის შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას, მათ ემსახურებიან ცქიფიტოები (ცუკებიტო), ახალგაზრდა დამწყები სუმოისტები. მესამე დივიზიონ მაკუშიტაში 120 სუმოისტია, შემდეგი დივიზონებია: სანდანმე, ჯონიდანი და ჯონოკუჩი. დღეისათვის პროფესიულ სუმოში 59 უცხოელია, მათ შორის სამი ქართველი: ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). პირველი ორი ელტაშია, გაგამარუ - მაკუშიტას დივიზიონში.
ელიტაში რიგითი სუმოისტის რანგი მაეგაშირაა, ისინი რეიტინგის მიხედვით 1-დან მე-16 (ან მე-17) ნომრამდე არიან განაწილებულნი. არსებობს აღმოსავლეთის და დასავლეთის დივიზიონი, თუმცა ეს დაყოფა პირობითია – აღმოსავლეთის დივიზიონი მხოლოდ ნახევარი საფეხურით წინ დგას დასავლეთისაზე. სპორტის ამ სახეობაში ყველაზე დიდი რანგი არის იოკოძუნა. ტერმინი წამოვიდა სიტყვებიდან ჰორიზონტი და თოკი. ახლაც იოკოძუნებს სარიტუალო ღონისძიებისას ერთგვარი თოკი აქვთ შემოხვეული, რომლის სიმძიმე ზოგჯერ 20 კილოგრამია. უმაღლესი ტიტულის მიღების წესი განსაზღვრულია ასე: ოძეკის, რომელსაც იოკოძუნობა სურს უნდა ჰქონდეს ძალა, ოსტატობა და ხიბლი (ჰინკაკუ). ყოფილა შემთხვევა, რომ „დიდი ჩემპიონის“ ტიტული არავის უტარებია და იყო დრო, როცა ერთდროულად ოთხი იოკოძუნა იყო რეიტინგში. ფაქტობრივად კი ოძეკი იოკოძუნა ხდება თუკი ზედიზედ ორ სუპეტურნირს მოიგებს, ან ერთს მოიგებს და ორჯერ გამარჯვებისთვის იბრძოლებს ბოლო დღემდე, ამასთან ბაშოზე არანაკლებ 12 მოგება ექნება (15-დან). იოკოძუნას ტიტულს არ ართმევენ, თუკი სუმოისტი უმაღლეს დონეზე ვეღარ ასპარეზობს ის აუცილებლად უნდა წავიდეს სუმოდან. დღეს ორი იოკოძუნაა მოქმედი, ორივე მონღლოა – რიგით 68-ე იოკოძუნა ასაშორიუ (2003 წლიდან) და 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო (2007 წლიდან).
იოკოძუნას შემდეგ რანგით მეორე ტიტული ოძეკია (ჩემპიონი). დღეს ოთხი ოძეკია: ჩიოტაიკაი, კაიო, კოტოოშუ და კოტომიცუკი. კოტოოშუ ბულგარელია, დანარჩენები კი – იაპონელები. მესამე რანგი სეკივაკეა, მეოთხე – კომუსუბი. ქართველი ლევან ცაგურია ორი სუპერტურნირის განმავლობაში ატარებდა კომუსუბის ტიტულს. ჯერჯერობით ეს მისი უმაღლესი მიღწევაა. სუმოისტები ყოველთვიურ ხელფასს იღებენ თავიანთი რანგის მიხედვით. იოკოძუნას ხელფასი თვეში 24,5 ათასი დოლარია. ამაში რა თქმა უნდა, არ შედის ორთაბრძოლების დროს მიღებული ჰონორარები. ოძეკი თვეში 20 ათას დოლარს იღებს, სეკივაკე და კომუსუბი - 14,8 ათას დოლარს, რიგითი მაეგაშირა – 11,3 ათას დოლარს, ხოლო ძურიოს დივიზიონის წევრი – 9 ათასს.



სუმოს ლექსიკონი

ბანძუკე: სუმოს რეიტინგ-ლისტი, რომელიც წინა ბაშოს შედეგების მიხედვითაა შედგენილი და ქვეყნდება მომავალი ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ბანძუკე ხელნაწერი დოკუმენტია, რომელიც სუმოისტებს ურიგდებათ.

ბაშო: სუმოს სუპერტურნირი. წელიწადში 6 ბაშოა. უფრო ზუსტი დასახელებაა ჰონბაშო.

გიოჯი: სუმოს მსაჯი

დოჰიო: არენა სადაც მიდის ორთაბრძოლა. თიხნარზე დაყრილი ქვიშაა, რომელიც ბრინჯის მცენარის ღეროს რკალითაა შემოსაზღვრული.

დოჰიო-ირი: რინგზე გასვლის ცერემონიალი. მხოლოდ ძურიოს და მაკუუჩის დივიზიონის სუმოისტები ასრულებენ. დასავლეთის და აღმოსავლეთის სუმოისტები ცალ-ცალკე ასრულებენ რიტუალს, იოკოძუნა კი ცალკე.

იოკოძუნა: დიდი ჩემპიონი, ყველაზე მაღალი ტიტული სუმოში.

იუშო: ტურნირის მოგება ნებისმერ დივიზიონში. უმაღლეს დივიზიონში თან ახლავს იმპერატორის თასის მოგება.

კაჩი-კოში: ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება, რაც რეიტინგში წინსვლის გარანტიაა.

კენშო-მავაში: სარიტუალო მავაში, რომელიც ინდივიდუალური გემოვნებითაა მოხატული. ადრე კენშო მავაშით ჭიდაობდნენ.

კირიმატე: ილეთი, რომლის წყალობითაც იმარჯვებს რიკიში. კირიმატე მრავალია.

კინბოში: ოქროს ვარსკვლავი. ეძლევა მაეგაშირას რანგის სუმოისტს თუკი ის ბაშოზე იოკოძუნას დაამარცხებს. აქვს ფინანსური დატვირთვაც.

კომუსუბი: მეოთხე რანგი სუმოში.

მაეგაშირა: უმაღლესი დივიიზონის სუმოსიტთა უდაბლესი რანგი. ბაშოს დროს მხოლოდ მაღალი რანგის მაეგაშირებს უწევთ ბრძოლა იოკოძუნასთან და ოძეკისთან.

მაკე-კოში: უარყოფოთი ბალანსი, რეიტინგში დაქვეითების გარანტია.

მაკუუჩი: უმაღლესი დივიზონის დასახელება.

მაკუშიტა: რანგით მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვანი დივიზიონი.

მავაში: სუმოისტის ქამარი-ტილო, რომელსაც ის ატარებს ვარჯიშისას და ორთაბრძოლისას. თეთრი, ბამბისა ვაჯიშისას და აბრეშუმის ფერადი – შეჯიბრებისთვის.

ნიჰონ სუმო კიოკაი: სუმოს ასოციაცია.

ოიაკატა: სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი

ოძეკი: ჩემპიონი, მეორე რანგი პროფესულ სუმოში.

რიკიში: პირდაპირი თარგმანით, ძლიერი მამაკაცი. სუმოისტი.

სანდანმე: მეოთხე დივიზიონი.

სანიაუკუ: იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე და კომუსუბი – ამ რანგის სუმოისტთა კრებსითი სახელი.

სეკიტორი: ის სუმოისტი, რომელიც ორი ელიტური დივიზიონიდან ერთ-ერთშია.

შიკონა: საბრძოლო სახელი. შეიძლება იყოს ნამდვილი სახელის იდენტურიც.

ძურიო: მეორე დივიზიონი, ითვლება ელიტად. ამ დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტს აქვს ხელფასი და პრივილეგიები.

ჯონიდანი: რანგით მეორე უდაბლესი დივიზიონი სუმოში.

ჯონოკუჩი: უდაბლესი დივიზიონი . ასეც ითარგმნება იაპონურდან – „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ჰენკა: დაჯახების დროს ხერხით მეტოქის აცილება და ამ მეთოდით გამარჯვება. ხშირად ცუდ ტონად ითვლება იაპონელ პუბლიკის თვალში, განსაკუთრებით თუ ჰენკას მაღალი რანგის სუმოისტები მიმართავენ.

ჰეია: პორდაპირი მნიშვნელობით ოთახია, თუმცა იხმარება კლუბის აღსანიშნავად. ჰეია არის ადგილი, სადაც სუმოისტები ვარჯიშობენ და ცხოვრობენ.

ჰიკივაკე: ყაიმი, დღევანდელ სუმოში ძალზე იშვიათი მოვლენაა.

ჯერ თემა დასამთავრებელი მაქვს და არავინ არ დაპოსტოს

This post has been edited by ippon on 21 May 2011, 19:57


--------------------
შესდექ ბოცვერო ! ! !
მადეირა
უნარჩევესი


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 52049
წევრი No.: 19632
რეგისტრ.: 8-May 06

გამოგზავნილია: 22 May 2011, 01:06  #25578565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ერთი თემის გახსნაც არავინ დამანება რა sad.gif



--------------------
* ან ხალხმა გაუბერა, ან მე
* მაშინ Y ვიყავი, ვაღიარებ. მეტი რაღა ვთქვა?
* გადაფურთხებულს არასოდეს ვლოკავ რახან ვთქვი არა, ე.ი. არა და წერტილი!
* სააკაშვილის წინააღმდეგ, არჩევნებში ჩემი ცოლის საყვარელსაც მივცემდი ხმას.
* თბილისში ყველაზე დიდი მოსიარულე ფეისპალმი ხარ (ეს მე მითხრა)
© ტანკე
ippon
ძუძუ მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2357
წევრი No.: 55381
რეგისტრ.: 10-March 08

გამოგზავნილია: 22 May 2011, 01:52  #25579310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადეირა
ეხლა ჩემ პირველ პოსტს რომ ჩავამატო ვერ შევძლებ???????
Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 22 May 2011, 02:03  #25579486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ippon

დაწერე რაც გინდა და შემდეგ წავშლი შუაში რა პოსტებიც არის


--------------------
Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul
ippon
ძუძუ მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2357
წევრი No.: 55381
რეგისტრ.: 10-March 08

გამოგზავნილია: 22 May 2011, 02:45  #25580040      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ИСТОРИЯ СУМО

Древняя легенда связывает с сумо само существование современной японской нации на Японских островах. Согласно поверьям, бог Такамикадзути вступил в поединок с богом варваров. Благодаря его победе японцы получили право осесть на территории нынешнего острова Хонсю.
Японская «Повесть временных лет» упоминает в качестве первого соревнования по национальной борьбе поединок, состоявшийся в присутствии Императора в 230-м году до нашей эры по европейскому стилю. Номино Сукунэ из провинции Идзумо сокрушил своего противника ударом ногой по ребрам – приемом, который категорически запрещен в современном сумо.
Первые исторически достоверные сведения о сумо относятся к середине 7 века. Во втором месяце 642 года при дворе Императора состоялся борцовский турнир в честь корейского посла. С тех под эгидой Императора ежегодно устраивались соревнования, приуроченные к празднику окончания осенних полевых работ. Первые поединки имели не спортивное, а религиозное значение. Они сопровождались ритуальными танцами, молитвами и театральными представлениями на религиозную тематику. Техника сумо не отличалась утонченностью: борцовские броски и захваты сочетались с элементами бокса, а запрещенных приемов практически не было.
Основные правила сумо и система судейства складываются в эпоху Хэйан (794-1185 гг.). Борцам категорически запрещается хватать соперника за волосы, пинать ногами и бить кулаками в голову. Одеянием богатыря становится набедренная повязка.
По мере усиления воинского сословия и ослабления власти Императора роль сумо серьезно изменяется. Турниры утрачивают религиозное значение и проводятся все реже. В эпохи Камакура и Муромати (1192-1573 гг.), когда Японию раздирают междоусобицы, приемы сумо отрабатываются для воспитания воина и применения в бою. О тех временах сегодня нам напоминают роскошные одеяния судей («гёдзи»).
Современное сумо берет свои истоки с периода Эдо (после 1603 года). В начале 17 века в Японии, истощенной продолжительными междоусобными войнами, установился мир. Создались благоприятные условия для торговли, усилился класс купцов. Новое могущественное сословие ищет новых развлечений. Излюбленным времяпрепровождением становится борьба сумо. Именно в эпоху Эдо окончательно оформилось около 70 канонических приемов (броски, подножки, подсечки, захваты, толчки и т.п.), утвердился ритуал, усовершенствовались правила соревнований, которые практически в неизменном виде дошли до наших дней.
В эпоху Эдо оформляется нынешняя борцовская иерархия, вводится звание великого чемпиона – йокодзуна. Первым к лику бессмертных причисляется Акаси Сиганосукэ.
В середине 18 века зарождается традиция ежегодного проведения двух борцовских турниров в Осака и Эдо (Токио).
Нелегкие времена национальная японская борьба пережила в период Реставрации Мэйдзи. В 1868 году произошло открытие изолированной на протяжении тысячелетий от мира страны, и в Японию, вместе с заморскими товарами, проникли новые развлечения. Новая буржуазия объявила сумо пережитком феодализма и начала гонения на «ретроградов». Лишившись поддержки меценатов, богатыри вынуждены были зарабатывать на рис занятиями, далекими от своего истинного призвания. Пожарная команда, набранная из 50 сумотори, прославилась на всю Японию.
Спасти национальную борьбу от забвения помогли любовь простого народа и личная поддержка Императора. Турниры вскоре возобновились, и соревнования уже не прерывались даже во время мировых войн.




სუმოს ისტორია ინგლისურ ენაზე :



A ccording to Japanese legend the very origin of the Japanese race depended on the outcome of a sumo match. The supremacy of the Japanese people on the islands of Japan was supposedly established when the god, Take-mikazuchi, won a sumo bout with the leader of a rival tribe. Apart from legend, however, sumo is an ancient sport dating back some 1500 years.



I ts origins were religious. The first sumo matches were a form of ritual dedicated to the gods with prayers for a bountiful harvest and were performed together with sacred dancing and dramas within the precincts of the shrines.
The Nara Period(The 8th century)sumo was introduced into the ceremonies of the Imperial Court. A wrestling festival was held annually which included music and dancing in which the victorious wrestlers participated. Early sumo was a rough-and-tumble affair combining elements of boxing and wrestling with few or no holds barred. But under the continued patronage of the Imperial Court rules were formulated and techniques developed so that it came more nearly to resemble the sumo of today.



A military dictatorship was established in Kamakura in 1192 and a long period of intense warfare ensued. Sumo, quite naturally, was regarded chiefly for its military usefulness and as a means of increasing the efficiency of the fighting men. Later in the hands of the samurai, jujitsu was developed as an offshoot of sumo. Peace was finally restored when the different warring factions were united under the Tokugawa Shogunate in 1603. A period of prosperity followed, marked by the rise to power of the new mercantile classes.
Professional sumo groups were organized to entertain the rapidly expanding plebian class and sumo came into its own as the national sport of Japan. The present Japan Sumo Association has its origins in these groups first formed in the Edo Period.

ჩვენი სახელოვანი სუმოისტები

ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე
user posted image
გაგამარუ თეიმურაზ (გაგა) ჯუღელი
user posted image
კოკაი ლევან ცაგურია
user posted image
Heinz Doofenshmirtz
zaza1234-ის ძმაკაცი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15809
წევრი No.: 127774
რეგისტრ.: 22-February 11

გამოგზავნილია: 22 May 2011, 09:51  #25581324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გილოცავთ ახალ თემას.

აბა წარმატებები დღეს ქართველებს განსაკუთრებით გაგას და ტოჩის...

ippon


მე ის დავწერე როგორც გავხსენი მოზილათი და ვინამპით smile.gif


--------------------
nekeeerzzz tetaz mokitynaavt papunsaze rame ar camokcdeet
nikeerzzz (c) Choncxis mzera

კარგად თუ დააკვირდები პირველ ვიდეოში კომენტატორი ამბობს ტვლიპოზი ტუტი კოზასე პაპარაპუპი. (c) gege84

http://hideyourselves.tumblr.com
donshelo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 93579
რეგისტრ.: 13-June 09

გამოგზავნილია: 22 May 2011, 11:24  #25582226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები

სულ ჩვენების მოგებებზე გვეწეროს
* * *
საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
გაგაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
მაკე-კოში

This post has been edited by donshelo on 22 May 2011, 11:37
baxabaxa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5293
წევრი No.: 56474
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 22 May 2011, 11:34  #25582368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგამარუმ მოიგო. ვაიმე რამხელა იყო მაგის სახინკლეში დაპატიჯებას ჩემი ხელფასი არ ეყოფა biggrin.gif
donshelo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 93579
რეგისტრ.: 13-June 09

გამოგზავნილია: 22 May 2011, 11:36  #25582409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გაგამარუმ მოიგო. ვაიმე რამხელა იყო მაგის სახინკლეში დაპატიჯებას ჩემი ხელფასი არ ეყოფა


biggrin.gif

ვინც სუმოში ერკვევით, დაახლოებით რამდენით დაწინაურდება გაგა?
კოკაიზეც მაინტერესებს რამდენით დააქვეითებენ?

http://sumo.goo.ne.jp/hon_basho/torikumi/e...sx/sumolive.asx

This post has been edited by donshelo on 22 May 2011, 11:38
4a4a
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4938
წევრი No.: 108497
რეგისტრ.: 6-January 10

გამოგზავნილია: 22 May 2011, 11:37  #25582417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლინკი დადეთ რააააააააააააა
1111111111111111111
baxabaxa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5293
წევრი No.: 56474
რეგისტრ.: 23-March 08

გამოგზავნილია: 22 May 2011, 11:38  #25582443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლინკი დადეთ რააააააააააააა

http://sumo.goo.ne.jp/eng/hon_basho/toriku...shin/eizo2.html
ამით ვუყურებ გუგლქრომით გავხსენი ოპერათი არც ცადო
ippon
ძუძუ მემბერი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2357
წევრი No.: 55381
რეგისტრ.: 10-March 08

გამოგზავნილია: 22 May 2011, 11:39  #25582447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
4a4a
http://sumo.goo.ne.jp/hon_basho/torikumi/e...sx/sumolive.asx
* * *
ალანა იმენა ცხოველია რააა, რა უბედურებაა როგორ აწეია
Raven
INSIEME


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30246
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05

გამოგზავნილია: 22 May 2011, 12:21  #25583092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა წავიდა ნერვიულობა, გამოდის ტოჩი..................


--------------------
Temporary unsignatured
donshelo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2007
წევრი No.: 93579
რეგისტრ.: 13-June 09

გამოგზავნილია: 22 May 2011, 12:23  #25583114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს რა რიტუალია ?
...............................................
Raven
INSIEME


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 30246
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05

გამოგზავნილია: 22 May 2011, 12:28  #25583206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აუ რა ცუდად წააგო რაააააააააააააააააა.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (312) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0531 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]