forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული სამბო, ვოლ 1 ევროპა 22 ივნისი
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 13:26  #44918062      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამბოს პირველი სპორტული ჯგუფი საქართველოში


პირველი სპორტული სამბოს ჯგუფი საქართველოში შეიქმნა 1933 წელს თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში. პირველი მასწავლებელი იყო ილო სვანელი (თომაშვილი). უნდა აღინიშნოს. რომ ძიუდოს განვითარება ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში შეჩერდა. ძიუდოს დანერგვა და განვითარება განახლდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან..

პირველი ჩემპიონი სამბოში


1939 წლის 25-26 ნოემბერს ლენინგრადში (ახლანდელი პეტერბურგი) ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რვა წონით კატეგორიაში. 87 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ კონსტანტინე კობერიძემ. იგი არის აგრეთვე პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან ეს გამარჯვება პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) 1947 წელს მოიპოვა.
პირველი საერთაშორისო შეხვედრა


1957 წლის შემოდგომაზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ქართველ სამბისტთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა საქართველოს ”დინამოს” და უნგრეთის მონათესავე სპორტსაზოგადოება ”დოჟა”ს შორის. გაიმარჯვეს ქართველმა სამბისტებმა: ბიძინა მაზიაშვილმა, გურამ სიმონიშვილმა, შოთა დაუშვილმა, ოთარ სინჯიკაშვილმა (მწვრთნელი -ქრისტეფორე ნინიაშვილი).
ქართველი სამბისტების პირველი ოლიმპიური მედლები


1964 წელს ტოკიოში გამართულ XVIII ოლიმპიურ თამაშებზე პირველად შეიტანეს პროგრამაში ძიუდო. ამ ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოასპარეზე ქართველმა სამბისტებმა ანზორ კიკნაძემ და ფარნაოზ ჩიკვილაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვს.
პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში


1973 წელს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. სხვათა შორის პირველად ჩატარდა ერთ ქალაქში სამი მსოფლიო ჩემპიონატი ერთმანეთის მიყოლებით ჭიდაობის სამ სახეობაში - კლასიკურში, თავისუფალში და სამბოში. თეირანის ფარახის სტადიონზე პირველი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გენადი გიორგაძე 48 კგ წონით კატეგორიაში და ლევან თედიაშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ლევან თედიაშვილმა მაშინ მსოლიოს ჩემპიონის წოდება თავიშუფალ ჭიდაობაშიც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ფალავანი რომელსაც ორ სხვადასხვა სახეობაში ჰქონდა მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო.
სამბოს სართაშორისო ტურნირები საქართველოში


1997 წლის 9-11 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი სამბოში. გუნდურ პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. 1997 წელი მსოფლიოს ჩემპიონატი, თბილისი 2008 წლის 28აპრილი-2მაისს ევროპის 26-ე ჩემპიონატი, თბილისი. 2010 წელი მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, თბილისი.
პირველი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული


1967 წლის 15-17 დეკემბერს რიგაში (ლატვია) ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი სამბოში, სადაც პირველი ქარტველი ჩემპიონი გახდა ანზორ მარტყოფლიშვილი (66კგ), რომელმაც ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა ძიუდოში.
როდის უწოდეს სამბო?


თავისუფალი ჭიდაობისგან განსხვავების მიზნით 1947 წელს საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ხალხების ჭიდაობებზე დაფუძნებულ ამ ორთაბრძოლას სამბო უწოდეს. ეს რუსული აბრევიატურაა და თავდაცვას უიარაღოდ ნიშნავს. (Само зашита без оружия ).




ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი


მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი. იგი 1995-1996-1997 წლებში ზედიზედ სამჯერ ფლობდა ამ ტიტულს 74 კგ წონით კატეგორიაში. მას მოპოვებული აქვს აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის ოქრო 1994 წელს და არის მსოფლიო თასის მფლობელიც. ამას გარდა არის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის და ევროპის პრიზიორი. ჯონდო მუზაშვილი ამჟამად საბერძნეთში მოღვაწეობს.
ლევან თედიაშვილი


ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავემ ლევან თედიაშვილმა თეირანში 1973 წელს 10 დღეში ორ სხვადასხვა სახის ჭიდაობაში, თავისუფალში და სამბოში, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი იყო სამბოში ჭაბუკთა შორის. ეს ტიტული მან 1966 წელს ლენინგრადში მოიპოვა 70 კგ წონით კატეგორიაში.


ქართველი მსოფლიო ჩემპიონები სამბოში


გენადი გიორგაძე

1973 წ. 48 კგ. თეირანი.

(პირველი მსოფლიოს ჩემპიონი სამბოს ისტორიაში




იოსებ მაღალაშვილი

1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, 1975 წ. 52 კგ მინსკი (ბელორუსია) მსოფლიოს მეორე პრიზიორი, სსრკ სპარტაკიადის (1975, 1979 წწ) ორგზის და სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977 წწ). მსოფლიო თასის მფლობელი.




ჯემალ მჭედლიშვილი


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 82 კგ (1987 წ. მილანი (იტალია), 1989წ. ვესტორანჟი (აშშ)). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987 წ. სოფია (ბულგარეთი), 1989 წ. ჰერნბეი (დიდი ბრიტანეთი)). მსოფლიო თასის მფლობელი. საქართველოს ორგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1985, 1986 წწ.). სსრკ სპარტაკიადის მეორე პრიზიორი ძიუდოში.




ვალერი პარუნაშვილი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში +100 კგ. (1991 წ. შამბერი (საფრანგეთი)). მსოფლიოს მეორე პრიზიორი (1993 წ. ). მსოფლიოს მესამე პრიზიორი(1995წ.). საქართველოს ფალავანი (1995წ.). დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიოს ჩემპიონი.




ჯონდო მუზაშვილი

1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, 1975 წ. 52 კგ მინსკი (ბელორუსია) მსოფლიოს მეორე პრიზიორი, სსრკ სპარტაკიადის (1975, 1979 წწ) ორგზის და სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977 წწ). მსოფლიო თასის მფლობელი.




ბადრი ჯანიაშვილი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (თბილისი (საქართველო)). მსოფლიოს სამგზის პრიზიორი 1993 წ.-III, 1996 წ.-II, 2002 წ.-III. ევროპის ორგზის პრიზიორი 1996, 2003 წწ.




იოსებ ახალბედაშვილი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 100 კგ (1997 წ. თბილისი (საქართველო)). ევროპის ჩემპიონი (1998 წ. შაულიაი (ლიტვა)). მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი 1995, 1998 წწ. ევროპის სამგზის პრიზიორი 1995, 1997, 1999 წწ. მსოფლიო თასის მფლობელი.




მინდია ბოდაველი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 90 კგ. (2006 წ. სოფია (ბულგარეთი)). ევროპის ორგზის ჩემპიონი - 2006 წ. ბელგრადი (სერბეთი), 2007 წ. კრავეცი ბულგარეთი. მსოფლიოს მეორე პრიზიორი - 2005წ, მსოფლიოს მესამე პრიზიორი - 2010წ. ევროპის მესამე პრიზიორი - 2005 წ. და 2009წ., ევროპის მეორე პრიზიორი - 2010 წ.




მირიან პავლიაშვილი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 100კგ. (2007 წ. პრაღა (ჩეხეთი)). ევროპის ჩემპიონი- 2008 წ. თბილისი (საქართველო). მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი - 2002 წ.




ლევან თედიაშვილი

1973 წ. 90 კგ. თეირანი

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 1973, 1974, 1975 წწ.), ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი (XX, XXI ოლიმპიადები 1972, 1976 წწ.) ევროპის სამგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1974, 1976, 1978 წწ.) სსრკ სპარტაკიადის და სსრკ სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი




სერგეი ტერნოვიხი


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 52, 57 კგ.(1984 წ მადრიდი, 1985 წ სან-სებასტიანი (ესპანეთი)). სსრკ სპარტაკიადის მეორე პრიზიორი 1983 წ.s




მალხაზ ბერუაშვილი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში + 100კგ (1990 წ მოსკოვი (სსრკ)). სსრკ სპარტაკიადის ჩემპიონი ძიუდოში 1983 წ. საქართველოს ხუთგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1979, 1982, 1984, 1987, 1989 წწ.).




არჩილ ჩოხელი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 68 კგ. (1993 წ. ომსკი (რუსეთი)). მსოფლიოს ცხრა გზის პრიზიორი. მსოფლიო თასის მფლობელი.




დავით ხახალეიშვილი


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში +100 (1996 წ. ტოკიო (იაპონია), 1997 წ. თბილისი (საქართველო)). 1992 წ. XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოში (ბარსელონა, ესპანეთი).




მამუკა კურდღელაშვილი


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (1997 წ. თბილისი (საქართველო), 1999 წ. ხიხონი (ესპანეთი)). მსოლიოს ორგზის მეორე პრიზიორი 1994,1996 წწ. მსოფლიო თასის მფლობელი.




აკაკი ხანიშვილი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (2002 წ. პანამა (პანამა)). მსოფლიოს მეორე პრიზიორი 2001 წ.




უშანგი კუზანაშვილი


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 52კგ. (2007 წ. პრაღა (ჩეხეთი)). . მსოფლიოს მესამე პრიზიორი - 2006 წ.




ქართველი ევროპის ჩემპიონები სამბოში



მევლუდ მელაძე


ევროპის ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)). ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი - 1992, 1993 წწ.




მურთაზ თურქია


ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)). ევროპის ორგზის პრიზიორი 1992, 1995 წწ.




ნიკოლოზ ბიბილაშვილი


ევროპის ჩემპიონი სამბოში 82 კგ. (2000 წ. მადრიდი (ესპანეთი)). ევროპის ოთხგზის პრიზიორი.




გელა ბარათაშვილი


ევროპის ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (2004 წ. შაულიაი (ლიტვა)).




ნესტორ ხერგიანი

1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)

ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (2009 წ. მინსკი (ბელორუსი)).




გია ნაცვლიშვილი


ევროპის ჩემპიონი სამბოში 68 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)).




ვანო გამხიტაშვილი


ევროპის ჩემპიონი სამბოში 90 კგ. (1999 წ. სოფია (ბულგარეთი)). ევროპის ექვსგზის პრიზიორი და მსოფლიო თასის მფლობელი.




ზვიად ჩინჩალაძე


ევროპის ჩემპიონი სამბოში +100 კგ. (2003 წ. ალბენა (ბულგარეთი)). ევროპისა ორგზის პრიზიორი




დავით სვიმონიშვილი


ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (2009 წ. მილანი (იტალია)). ევროპის პრიზიორი.




ლევან წიკლაური


ევროპის ჩემპიონი სამბოში 82 კგ. (2008 წ. თბილისი (საქართველო)). ევროპის პრიზიორი.




უშანგი კუზანაშვილი

ევროპის ოთხგზის ჩემპიონი - 2007 წ. კრავეცი (ბულგარეთი), 2009 წ. მილანი (იტალია), 2010 წ. მინსკი (ბელარუსი), 2011 წ. სოფია (ბულგარეთი). ევროპის სამგზის მეორე პრიზიორი - 2004,2006, 2008 წწ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე
ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), კახა მამულაშვილი (74), დავით კარბელაშვილი (90), ნოდარ მეტრეველი (+100), შორენა შარაძე (60), თეა სუხიტაშვილი (68)

user posted image
datu
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18450
წევრი No.: 37099
რეგისტრ.: 24-June 07

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 14:12  #44918525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეთ!
წარმატებები ჩვენებს!


--------------------
Представляется мне мрачных виселиц ряд:
И на них от версты до версты
Либералы висят. ЛИБЕРАЛЫ ВИСЯТ...,
И молчат их поганые рты!
iverieli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5729
წევრი No.: 54332
რეგისტრ.: 25-February 08

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 14:18  #44918586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები. დარწმუნებული ვარ სამბოში ოქროს ვაიღებთ smile.gif

This post has been edited by iverieli on 18 Jun 2015, 14:19


--------------------
ვარ ვინმე უცხო, ყარიბი,
ამა სიტყვისა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი,
მონა ვარ მისი მუდამჟამ
და მისი შემამკობელი
miishooo91
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7075
წევრი No.: 102870
რეგისტრ.: 21-October 09

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 14:42  #44918822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს. აქ წერენ რომ ძიუდოისტების იმედიღა აქვთ რომ ოქროს მოგვიტანონო და სამბისტები სულ გადაგვავიწყდა biggrin.gif

This post has been edited by miishooo91 on 18 Jun 2015, 15:28


--------------------
-რისთვის ვეცემით?
-იმისთვის რომ ადგომა ვისწავლოთ.
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 15:12  #44919135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისაც სტრიმი გექნებათ საყურებლად იქნებ დადოთ რა ჩიდრაშვილისგან როგორც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონისგან ოქროს ველი
datu
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18450
წევრი No.: 37099
რეგისტრ.: 24-June 07

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 15:17  #44919191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ევროპის თამაშებზე სამბოც არის?
არც კი ვიცოდი მაგის შესხებ.
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 15:18  #44919201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (datu @ 18 Jun 2015, 15:17 )
ამ ევროპის თამაშებზე სამბოც არის?
არც კი ვიცოდი მაგის შესხებ.

კაცო შენ და არ იცოდი??????????? lol.gif gigi.gif

This post has been edited by Malouda on 18 Jun 2015, 15:18
datu
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18450
წევრი No.: 37099
რეგისტრ.: 24-June 07

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 15:32  #44919333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Malouda
QUOTE
კაცო შენ და არ იცოდი???????????

რავი აბა, ჩამოვრჩი მოვლენებს biggrin.gif
Rammstein
One for Sorrow


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5989
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 19:02  #44921255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხვალიდანვე დაწყებულიყო რა სამბო
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 19:02  #44921258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Rammstein @ 18 Jun 2015, 19:02 )
ხვალიდანვე დაწყებულიყო რა სამბო

22-ში იწყება სტრიმს თუ გაჩითავ დადე რა
Rammstein
One for Sorrow


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5989
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 18 Jun 2015, 19:38  #44921556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Malouda @ 18 Jun 2015, 18:02 )
QUOTE (Rammstein @ 18 Jun 2015, 19:02 )
ხვალიდანვე დაწყებულიყო რა სამბო

22-ში იწყება სტრიმს თუ გაჩითავ დადე რა

ვეცდები ყველანაირად ვიპოვო...იმედია ippon.tv_ის ან unitedwrestling_ის მაგვარი იქნება რამე, სამივეს რომ აჩვენებს
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 19 Jun 2015, 09:24  #44925921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯონდო მუზაშვილის ინტერვიუ
მოახლოებული ევროპული თამაშებისთვის სამზადისში აქტიურადაა ჩართული საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით. სამბისტები უკვე, ტრადიციულად, ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე დასკვნით შეკრებას გორში ატარებენ.

ისინი ამჯერადაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ემზადებიან.

ჩვენც ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს სწორედ აქ შევხვდით და მოახლოებული შეჯიბრებისთვის სამზადისთან ერთად, ხორვატიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესახებაც ვესაუბრეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კონტინენტის ჩემპიონატზე მუზაშვილის შეგირდებმა ორი ოქროსა და ვერცხლის, აგრეთვე, ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. წლეულს იგი, ვაჟებთან ერთად, ქალთა ეროვნული გუნდის თავკაციცაა.

- უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებების წინ დასკვნითი შეკრების გორში გამართვა უკვე ტრადიციად გვექცა. აქ ძალიან კარგი ვითარებაა, ყოველმხრივ კმაყოფილნი ვართ: პირობებით, სპარინგებით და ამიტომაც ხშირად ვსტუმრობთ გორს.

მოგეხსენებათ, ბაქოში მხოლოდ ოთხ წონაში იქნება სამბოში შეჯიბრებები და ჩვენც ამჯერად მთელი გუნდი არ ჩამოვიყვანეთ სავარჯიშოდ. 24 სპორტსმენი შევკრიბეთ გორში - გოგონები და ბიჭები. მადლობელნი ვართ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, რომლის დაფინანსებით ვაწყობთ ამ შეკრებას. ამ ორგანიზაციის და სპორტის სამინისტროს თანადგომით, წლეულს სამი დიდი ტურნირი ვიჭიდავეთ, რაც ცალკეულ სპორტულ სეზონში ევროპის ჩემპიონატამდე სამზადისში ადრე არასოდეს მომხდარა.

- ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100) ნაკრების ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ და თავიანთ წონებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესონი არიან...
- ისინი შესაშური პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და კარგ შედეგსაც ამიტომ იმკიან. ამ შეჯიბრებაზე ლორიაშვილი ერთი თავით სჯობდა კონკურენტებს. ფინალში მან ტიტულოვანი რუსი მოჭიდავე სერგეი სამოილოვიჩი დაამარცხა, რომელიც მართალია, ძალიან ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ დავითმა ნორმალურად ვერც იგრძნო მისი წინააღმდეგობა. ის სტაბილურ მოჭიდავედ ყალიბდება. ვფიქრობ, მას საშუალება თუ მიეცემა, შეუძლია 100 კგ-ში ძიუდოს ოლიმპიურ გუნდს ლიცენზიაც მოუპოვოს.

- ხორვატიაში ჩიდრაშვილის დაუღალავმა ჭიდაობამაც მიიქცია ჩვენი ყურადღება და იმან, თუ როგორ მყისიერად და ზედმიწევნით სწორად გადაჰქონდა არენაზე თქვენი კარნახი, მითითებები...
- ის უკვე ნამდვილი პროფესიონალია. ვარჯიშებზე, შეჯიბრებებზე თითოეულ შეხვედრაში მობილიზებულია და ყურადღებით არის ჩართული. ვახტანგს მომავალშიც დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.

- ცოტა დააკლდა ოქროს მედლამდე ბექა ტუღუშს (68), რომელმაც მხოლოდ ფინალი დათმო...
- თუმცა მე მაინც კმაყოფილი დავრჩი. ხორვატიაში ბექამ მაქსიმუმი გააკეთა და რაც შეეძლო, მიაღწია კიდეც.

- პრიზიორთაგან კახა მამულაშვილი, ალბათ, ყველაზე მეტად შეეჩვია ბრინჯაოს. ის თითქმის ყოველთვის ახერხებს კვარცხლბეკზე დადგომას, მაგრამ ოქროს ვერც ერთხელ ვერ შესწვდა...
- ეს მეც ძალიან მაწუხებს. ალბათ, უფრო მეტად ფსიქოლოგიური ფაქტორის ბრალია, თორემ კახა ძლიერი მოჭიდავეა, წლების მანძილზე სტაბილურად აღწევს წარმატებებს საშინაო ასპარეზზე, საერთაშორისო არენაზეც მედლებს მოიპოვებს, მაგრამ დიდ შეჯიბრებებზე გადამწყვეტ ბრძოლაში გახსნა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენა უჭირს.

- დანარჩენი მედალოსნების გამოსვლამ რამდენად დაგაკმაყოფილათ?
- გივი ნადარეიშვილის (52), შმაგი ლაგაზაურის (62), შორენა შარაძის (60), ირინა ლეონიძის (+80) ბრინჯაოს მედლები, ვფიქრობ,

მოცემულ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი იყო.

ნინო ოძელაშვილმა (72) მხოლოდ ფინალი დათმო. ის ახლაც კარგ ფორმაშია. ევროპული თამაშებისთვისაც მედლის კანდიდატად მივიჩნევდით, მაგრამ ძიუდოდან შეძლო ლიცენზიის მოპოვება და ბაქოშიც მათთან ერთად გამოვა.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვცდილობთ სამბისტი გოგონებისთვის ხელის შეწყობას. მათ ნაკლებად აქვთ საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზე შეჯიბრებები. საერთოდ, საქართველოში ხომ ქალების საჭიდაო სახეობებს ნაკლებად ეტანებიან და შესაბამისად, ერთმანეთთან სპარინგისთვისაც არ არიან საკმარისნი. ამ ვითარებაში რის გაკეთებაც შეიძლება, ეს გოგონები მაქსიმუმს ახერხებენ.

- ბაქოში რომელი სამბისტებით იქნება ჩვენი ეროვნული გუნდი წარმოდგენილი?
- ვაჟებში ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), კახა მამულაშვილი (74), დავით კარბელაშვილი (90) და ნოდარ მეტრეველი (+100) დაიცავენ საქართველოს ღირსებას, გოგონებიდან კი - შორენა შარაძე (60) და თეა სუხიტაშვილი (68). მცირე ტრავმები აწუხებთ მეტრეველს და კარბელაშვილს, თუმცა იმედი მაქვს, რომ უშუალოდ შეჯიბრების დაწყების წინ სრულ მზადყოფნაში იქნებიან. გუნდის მომზადებაში ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრები - მირიან პავლიაშვილი, ვანო არაბული და ლევან ქოჩიევი - მეხმარებიან.

ევროპის თამაშები სამბისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სახეობა არ არის ოლიმპიური, ბაქოში კი, ფაქტობრივად, ევროპის მასშტაბით ოლიმპიური თამაშები იმართება. თამაშები, სადაც ერთდროულად სპორტის კიდევ არაერთი სახეობის წარმომადგენლები იასპარეზებენ, სამბისტებისთვის უცხოა და მისასალმებელია, რომ ბაქოში ჩვენი სახეობაც იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ მონდომებულები ვართ, რათა ასეთი მაღალი დონის პირველ შეჯიბრებაზე წარმატებებს მივაღწიოთ.
Rammstein
One for Sorrow


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5989
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 20 Jun 2015, 19:24  #44939656      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამბოს ლაივი არ იქნება პრობლემა სავარაუდოდ...რაღაცები მოვძებნე
Homo Erotikus
perverted mind


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6159
წევრი No.: 127914
რეგისტრ.: 25-February 11

გამოგზავნილია: 20 Jun 2015, 19:35  #44939736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გონებაშეზღუდული როა, სამბისტია ხომ, ტატამია ტატამიო??


--------------------
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არ ვარ მარქსისტი! © კარლ მარქსი (1882)
გარყვნილნო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
არა მასტურბაციას!
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14903
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 20 Jun 2015, 19:55  #44939889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
1933 წელს თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში. პირველი მასწავლებელი იყო ილო სვანელი (თომაშვილი).
უნდა აღინიშნოს. რომ ძიუდოს განვითარება ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში შეჩერდა


უდიდესი გაუგებრობაა

არათუ საბჭოეთში, მსოფლიოშიც არსად იყო მაშინ ძიუდო ... იაპონიის გარდა

სამბო შეიქმნა სხვადასხვა სტილის შერწყმით შინ’სახ’კომისთვის
უამრავი ფანდი ქართულიდან აიღეს



--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0332 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]