forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძიუდოს წესები
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5454
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 15 Apr 2016, 22:23  #47570864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძიუდო (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. არის სპორტის ოლიმპიური სახეობა.

ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.
ძიუდოს სტილის სამი მთავარი ელემენტია: კატა, რანდორი (თავისუფალი ილეთი), შიაი (შეჯიბრი). ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმართება კვადრატულ ფარდაგზე (ტატამი) ზომებით 8x8 ან 10x10 მ.


თემა მიზნად ისახავს ძიუდოს დაწერილ და დაუწერელ წესებში გულშემატკივრების უკეთ გათვითცნობიერებას.


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
Конрта
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 669
წევრი No.: 217206
რეგისტრ.: 15-April 16

გამოგზავნილია: 15 Apr 2016, 23:09  #47571349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძიუდოში ყველაზე გაურკვეველი მაინც რჩება ქულების სისტემა და წესები boli.gif
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5249
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 15 Apr 2016, 23:30  #47571589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აკრძალული ქმედებები და ჯარიმები
აკრძალული ქმედებები იყოფა მცირე (მსუბუქ, უმნიშვნელო) დარღვევებად "შიდო" (Shido) და სერიოზულ დარღვევებად "ჰანსოკუ-მაკე" (hansoku-make).
მცირე (მსუბუქ, უმნიშვნელო) დარღვევები ისჯება "შიდო"-თი
სერიოზულ დარღვევები ისჯება პირდაპირ "ჰანსოკუ-მაკე"-თი
როცა მსაჯი გადაწყვეტს დააჯარიმოს მონაწილე (-ები), დაბლაჭიდში სონომამას (Sonomama (იაპ.) ნიშნავს "როგორც არის", "ცვლილებების გარეშე") შემთხვევების გარდა, მან დროებით უნდა შეაჩეროს შეხვედრა "მატე"-ს (mate) გამოცხადებით, მიუთითოს შესაბამისი ჟესტით დარღვევა და გამოაცხადოს დაჯარიმების შესახებ იმ ძიუდოისტზე მითითებით, რომელმაც ჩაიდინა აკრძალული ქმედება.
შეხვედრის მიმდინარეობისას შეიძლება მონაწილეს მიეცეს 3 შიდო (Shido), ხოლო მეოთხე იქნება ჰანსოკუ-მაკე (hansoku-make) (3 გაფრთხილება და შემდეგ დისკვალიფიკაცია). შიდო (Shido) არ აძლევს ქულებს მეორე მონაწილეს, მხოლოდ ტექნიკური ქმედება (ილეთი) იძლევა ქულებს ტაბლოზე.
შეხვედრის დასასრულს (დასრულებისას), თუ ანგარიში ტაბლოზე თანაბარია, გამარჯვებულია ის (ძიუდოისტი), ვისაც (რომელსაც) ნაკლები შიდო (Shido) აქვს. თუ შეხვედრა "ოქროს დროში" გრძელდება, შიდო (Shido)-ს პირველი მიმღები არის წაგებული ან ტექნიკური ქმედების პირველი შემსრულებელი, მოგებული.
შიდო (Shido) შეიძლება მიეცეს ძიუდოისტს, რომელიც იმსახურებს მას, ადგილზევე, ორივე ძიუდოისტის ფორმალურ საწყის ვითარებაში დაბრუნების (Mate – Shido – Hajime) გარეშეც. გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა შიდო (Shido) მიიცემა საშეჯიბრო არეალიდან გასვლისათვის.
არსებობს დისკვალიფიკაციის (hansoku-make) რამოდენიმე შესაძლებლობა
როცა ძიუდოისტი იღებს ჰანსოკუ-მაკეს (hansoku-make), მას მიეცემა ან არ მიეცემა ტურნირზე გამოსვლის (ასპარეზობის გაგრძელების) უფლება.
იმ შემთხვევაში, როცა ჰანსოკუ-მაკე (hansoku-make) შიდოების (Shido) ზრდის შედეგია, მონაწილეს, რომელმაც 4 შიდო (Shido) მიიღო, ტურნირზე გამოსვლის (ასპარეზობის) გაგრძელების უფლება ეძლევა.
იმ შემთხვევაში, როცა პირდაპირ მიიცემა ჰანსოკუ-მაკე (hansoku-make) ძიუდოისტის დასაცავად (პირველი თავით დაშვება ტატამზე, ტატამზე მიზანმიმართულად თავზე გადავლა) მას ეძლევა ტურნირზე გამოსვლის (ასპარეზობის) გაგრძელების უფლება.
პირდაპირ ჰანსოკუ-მაკე (hansoku-make)-ს მიცემის შემთხვევაში, ძიუდოს სულისკვეთების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, ძიუდოისტი ვერ გააგრძელებს ტურნირზე გამოსვლას (ასპარეზობას).
ასეთ შემთხვევაში ძიუდოისტი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელსაც მიაღწია ტურნირზე და რეიტინგში შესაბამისი ქულებიც მიეცემა.

This post has been edited by sanakari on 16 Apr 2016, 01:04
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12277
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 00:07  #47572030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ავპინოთ jump.gif kar.gif
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5454
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 00:12  #47572089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanakari
QUOTE
შიდო (Shido) შეიძლება მიეცეს ძიუდოისტს, რომელიც იმსახურებს მას, ადგილზევე, ორივე ძიუდოისტის ფორმალურ საწყის ვითარებაში დაბრუნების (Mate – Shido – Hajime) გარეშეც.

ესეთ სიტუაციას ბოლო წლებში ვეღარ ვიხსენებ და რამე სხვა მითითება ხომარ არის, რომ შიდო მხოლოდ შეხვედრის შეჩერების შემდეგ უნდა მიეცეს?

თუმცა მაგიდის მსაჯის გადაწყვეტილებით მიცემული შიდოები კი მახსენდება შეჩერების გარეშე, ასევე მოხსნილიც.
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5249
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 00:21  #47572184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუმცა მაგიდის მსაჯის გადაწყვეტილებით მიცემული შიდოები კი მახსენდება შეჩერების გარეშე, ასევე მოხსნილიც.


არის შემთხვევები, როცა შეჩერების გარეშე აძლევენ. თუმცა ეგ მსაჯის უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება, ანუ შეუძლია შეაჩეროს და ან შეუჩერებლად მისცეს... ამას მსაჯი წყვეტს თავისი შეხედულებისამებრ...

* * *
სანამ წამოწყებულ თავს არ დავასრულებ, მანამ ჩასწორების წესით გავუგრძელებ და ახალ პოსტს არ დავდებ
* * *
ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიც დამოკიდებულია სიტუაციაზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ჟიურის შეუძლია გადაწყვიტოს დააკისროს ძიუდოისტს დისციპლინარული პასუხისმგებლობა, გააუქმოს ქულები ან/და დაკავებული ადგილი.
ორმაგი ჰანსოკუ-მაკეს (hansoku-make) შემთხვევაში, როგორც მეოთხე შიდოს შედეგი, საბოლოო რეზულტატი განისჯება თანაბრად და "ოქროს დრო"-ს წესები იქნება გამოყენებული (სიტუაცია მსგავსად
ormagi hansoku-makes SemTxvevaSi, rogorc meoTxe Sidos Sedegi, miiCneva "oqros dro"-is wesebis Tanabrad (situacia msgavsia iponisa/gamarjveba)....
* * *
ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიც დამოკიდებულია სიტუაციაზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ჟიურის შეუძლია გადაწყვიტოს დააკისროს ძიუდოისტს დისციპლინარული პასუხისმგებლობა, გააუქმოს ქულები ან/და დაკავებული ადგილი.
ორმაგი ჰანსოკუ-მაკეს (hansoku-make) შემთხვევაში, როგორც მეოთხე შიდოს შედეგი, საბოლოო რეზულტატი განისჯება თანაბრად და "ოქროს დრო"-ს წესები იქნება გამოყენებული (სიტუაცია მსგავსად ერთდროული იპონი/გამარჯვებისა).
პირდაპირ ორივე მონაწილისთვის ჰანსოკუ-მაკეს (hansoku-make) მიცემას გადაწყვეტს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ჟიური.
ძიუდოისტს ნებისმიერი უღირსი საქციელისთვის, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ჟიურის შეუძლია მოკვეთოს შეჯიბრების დანარჩენი ნაწილისგან.
ყოველთვის, როცა მსაჯი აძლევს შიდოს (Shido), მან მიზეზი უნდა გამოხატოს მარტივი ჟესტით.
ჯარიმა შეიძლება იქნეს დაკისრებული სორო-მადე ("Sore-made" იაპ. - დასრულება, დროის ამოწურვა) გამოცხადების შემდეგაც ნებისმიერი აკრძალული აქტისათვის, ჩადენილი შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში ან ზოგჯერ განსაკუთრებულ სიტუაციაში შეხვედრის დასრულების შესახებ მიცემული სიგნალის შემდეგ, ჩადენილი სერიოზული ქმედებისათვის, როცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
solo-solo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5443
წევრი No.: 84417
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 17:27  #47577042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanakari
მალადეც შენ, ძალიან შრომატევად, მაგრამ ამავდროულად საჭირო საქმეს შეჭიდებულხარ.
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5249
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 18:08  #47577356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მალადეც შენ, ძალიან შრომატევად, მაგრამ ამავდროულად საჭირო საქმეს შეჭიდებულხარ.


თქვენი თანადგომის მოიმედე შევეჭიდე....
რა შრიფტშიც (აკადნუსხ) ჩვენ გავაკეთეთ, იქიდან კოპირებისას აქ ლათინური ასოებით წერს ტექსტს. სილფაენში უნდა ამეკრიბა და აქ ქართულად იქნებოდა ტექსტი კოპირებისას.

* * *
შიდო (Shido) - მცირე, მსუბუქი დარღვევების ჯგუფი
შიდო (Shido) მიეცემა ნებისმიერ მონაწილეს, რომელმაც ჩაიდინა მცირე, მსუბუქი დარღვევა:
1. შეჯიბრებისას წინასწარგანზრახულად ჩავლების (Kumikata) აღებისგან თავის არიდება აქტიურობის აცილების მიზნით;
2. ჩავლების (Kumikata) აღების შემდეგ დგომში ზედმეტად თავდაცვითი პოზიცია (როგორც წესი 5 წამზე მეტი დროით);
3. ქმედებებისათვის, რომლებიც განკუთვნილია მოწინააღმდეგეზე შეტევის შთაბეჭდილების შესაქმნელად, სინამდვილეში კი ნათლად აჩვენებს, რომ მოწინააღმდეგისათვის ილეთის გაკეთების არანაირი განზრახვა (სურვილი) არ არსებობდა (ცრუ შეტევა).
ცრუ შეტევა განისაზღვრება შემდეგნაირად:
- შემტევს (Tori) არ აქვს გდების გაკეთების არანაირი განზრახვა (მისწრაფება);
- შემტევი (Tori) უტევს ჩავლების (Kumikata) აღების გარეშე ან დაუყოვნებლივ თავს ანებებს ჩავლებას (Kumikata).
- შემტევი (Tori) ახორციელებს ცალკეულ შეტევას ან რამოდენიმე განმეორებით შეტევებს დამცველისათვის (Uke) წონასწორობის დარღვევის გარეშე.
- შემტევი (Tori) ათავსებს ფეხს დამცველის (Uke) ფეხებს შორის, შეტევის შესაძლებლობის აღკვეთის (დაბლოკვის) მიზნით.

This post has been edited by sanakari on 16 Apr 2016, 18:37
Dennis Bergkamp
არამფრინავი ჰოლანდიელი


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6769
წევრი No.: 134973
რეგისტრ.: 20-August 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 21:06  #47578820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რა შრიფტშიც (აკადნუსხ) ჩვენ გავაკეთეთ, იქიდან კოპირებისას აქ ლათინური ასოებით წერს ტექსტს. სილფაენში უნდა ამეკრიბა და აქ ქართულად იქნებოდა ტექსტი კოპირებისას.


შემიძლია ამასი მაინც დაგეხმაროთ. თუ გნებავთ გამომიგზავნეთ ტექსტი და სილფაინში ავკრებ და დაგიბრუნებთ up.gif


--------------------
დალაგებული კასანოს დონის ბერგკამპი (c) ბებერი სენიორას თემა

ხო, თუ იმიტომ წერ რო განხილვაში შევიდე და მერე მაგის გამო მომცე ბანი, ტყუილად ჩალიჩობ (c) Darker Side
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5249
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 21:47  #47579237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
შემიძლია ამასი მაინც დაგეხმაროთ. თუ გნებავთ გამომიგზავნეთ ტექსტი და სილფაინში ავკრებ და დაგიბრუნებთ


მადლობა დახმარების შეთავაზებისათვის....
პროგრამას შემპირდნენ სილფაენში გადამყვანს....
Omid77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2013
წევრი No.: 188692
რეგისტრ.: 11-July 14

გამოგზავნილია: 16 Apr 2016, 23:26  #47580306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanakari

ოჰ, ეს ამბები მაინტერესებდა! ჩავლებისას რო აძლევენ გაფრთხილებას. არის აკრძალული ჩავლევები, ძალიანი გულუხვად იძლევიან მაგაზე შიდოებს
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5249
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 17 Apr 2016, 11:12  #47582840      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
4. დგომში განგრძობითად მოწინააღმდეგის სახელოების ბოლოების დაჭერა თავდაცვის მიზნით ან მოჭერით ჩავლება სახელოების ბოლოებზე.
5. თუ ერთ-ერთი მონაწილე შეწყვეტს ჩავლებას (Kumikata) ორჯერ ჩავლების პერიოდში, შემდეგ მესამეჯერ მიიღებს შიდოს.
6. დგომში განგრძობითად მოწინააღმდეგის ერთი ან ორი ხელის თითების დაჭერა ბლოკირებით მოწინააღმდეგის აქტიურობის პრევენციის განზრახვით. ან მოწინააღმდეგის მაჯის ან ხელის დაჭერა მხოლოდ ჩავლების ან შეტევის არიდების მიზნით, ისჯება შიდოთი.
7. წინასწარ განზრახულად საკუთარი ჯუდოგის ან შარვლის გახდა, ან ქამრის შეხსნა ან ხელახლა შეკვრა მსაჯის ნებართვის გარეშე.

This post has been edited by sanakari on 17 Apr 2016, 11:35
Omid77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2013
წევრი No.: 188692
რეგისტრ.: 11-July 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2016, 12:01  #47583170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
წინასწარ განზრახულად საკუთარი ჯუდოგის ან შარვლის გახდა, ან ქამრის შეხსნა ან ხელახლა შეკვრა მსაჯის ნებართვის გარეშე.


biggrin.gif

ხანდახან მსაჯი ვერ ხედავ და ლამის ჩასძვრეთ ხოლმე შარვლები....
* * *
QUOTE
5. თუ ერთ-ერთი მონაწილე შეწყვეტს ჩავლებას (Kumikata) ორჯერ ჩავლების პერიოდში, შემდეგ მესამეჯერ მიიღებს შიდოს


აი ეს ვერ გავიგე spy.gif
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5249
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 17 Apr 2016, 12:29  #47583392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აი ეს ვერ გავიგე


როცა ჩავლებები აღებული აქვთ მოწინააღმდეგეებს და შემდეგ ერთერთი თავს ანებებს ჩავლებას მოწინააღმდეგისაგან გაქცევის მიზნით
aimo
In Vino Veritas


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17651
წევრი No.: 7654
რეგისტრ.: 3-December 04

გამოგზავნილია: 17 Apr 2016, 15:26  #47584935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanakari
Www.lexicon.ge საიტია, ჩაწერ აკადნუსხს და გადაგიყვანს 1 წამში სილფაინზე


--------------------
Перемен требуют наши сердца
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0275 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]