11. კიმონოზე (საკუთარის ან მოწინააღმდეგის) პირით ჩაჭიდება - ისჯება შიდოთი;
12. ფეხის ან წვივის შეყოფა ქამარში, საყელოში ან სახელოში - ისჯება შიდოთი;
* * *
13. მოწინააღმდეგეზე თავის დანებება ორთაბრძოლის დაბლაჭიდის დაწყების გამო (როცა ერთი მონაწილე თავის მოწინააღმდეგეს თავს ანებებს ნევაზაში და არ იყენებს (არ სარგებლობს) თავისი უპირატესობით ნევაზაში, მსაჯი აცხადებს "მატე"-ს და აძლევს შიდოს მას).
* * *
14. დგომში "ნორმალური" (“normal” grip) ჩავლებისგან გასხვავებული რაიმე სახის ჩავლება შეტევის გარეშე
"ნორმალური" ჩავლება (“Normal” Kumikata) არის მოწინააღმდეგის ჯუდოგის (კიმონო) მარჯვენა მხარეს ფლობა, იქნება ის სახელო, საყელო, გულმკერდის არე, მხარბეჭი ან ზურგი მარცხენა ხელით ან პირიქით მოწინააღმდეგის ჯუდოგის (კიმონო) მარცხენა მხარეს ფლობა, იქნება ის სახელო, საყელო, გულმკერდის არე, მხარბეჭი ან ზურგი მარჯვენა ხელით, ყოველთვის ქამრის ზევით.
თუ მოწინააღმდეგე აგრძელებს არანორმალურ ჩავლებას (abnormal Kumikata), არანორმალურ ჩავლების პროგრესირებულად შესამცირებლად მიცემული დროის შემდეგაც, პირდაპირ მიეცემა შიდო.
როგორც კი ერთ-ერთი მონაწილე აკეთებს ჯვარედინ ჩავლებას, რაც ნიშნავს საწინააღმდეგო მხარეს ორივე ხელით ან ერთი ხელით ჩავლებას მოწინააღმდეგის ზურგზე, მხარბეჭზე ან ხელზე, უნდა შეუტიოს მაშინვე ან მსაჯი მისცემს შიდოს.
იგივე წესი მოქმედებს ქამარზე ჩავლებისას და ცალმხრივი ჩავლებისას.
* * *
ყველა შემთხვევაში აკრძალული ჩავლება ქამარს ქვემოთ.
მონაწილე შესაძლებელია არ დაჯარიმდეს შიდოთი არანორმალური ჩავლების გამო იმ სიტუაციაში, როცა მოწინააღმდეგეს თავი მიაქვს (ყვინთავს) ჩამვლების ხელებს დაბლა.
* * *
როგორც არ უნდა იყოს, თუ მონაწილეს ხშირად ჩააქვს თავი დაბლა (ყვინთავს), მსაჯი განიხილავს როგორც მეტისმეტად დაცვით ქცევის გამოვლინებას.
* * *
ფეხის გამოდება მოწინააღმდეგის ფეხებს შორის, თუ არაა იმავდროულად გდების ტექნიკური მცდელობა, არ განიხილება როგორც ნორმალური ჩავლება და მონაწილე ვალდებულია შეუტიოს 5 წამის განმავლობაში ან მიიღებს შიდოს.
This post has been edited by sanakari on 24 Apr 2016, 13:00
მიმაგრებული სურათი