forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძიუდოს წესები
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 27 Apr 2016, 14:52  #47671422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ესეთი შემთხვევა საკმაოდ ხშირია ჩვენი ძიუდოისტების მონაწილეობითაც როცა დაბლაჭიდში არ მისდევენ მოწინააღმდეგეს და ამის გამო არ აძლევენ შიდოს.

შეიძლება მე ვერ გავიგე ეს წესი სწორედ.


დიახ, ასეთ შემთხვევაზეა საუბარი.... ოღონდ ერთ დათქმა აქვს: არ იყენებს თავის უპირატესობას...
ანუ თუ მსაჯი მიიჩნევს, რომ ნევაზაში ჭიდაობის გადასვლისას ერთ-ერთი მონაწილეს აქვს ის უპირატესობა (მომგებიანი პოზიცია შებოჭვის, მოხრჩობის ან მტკივნეულის წამოსაწყებად), როდესაც ნევაზაში ჭიდაობის გაგრძელებას აქვს აზრი, მაგრამ არ აგრძელებს ჭიდაობას, აფრთხილებს პასიურობისათვის.
მატი გააფრთხილეს მასე ერთ შეხევდრაში 3 ჯერ. როგორც კი მოწინააღმდეგეს წააქცევდა ტატამზე, ეგერევე შეეშვებოდა და გასწევდა ტატამზე თავისი ადგილისკენ.

* * *
QUOTE
ბატონო სანაკარ რაღაც ვიკითხეთ მე და რამშტაინმა ცოტა ზემოთ და იქნებ გაგვცეთ პასუხი


დავწერე ამის თაობაზე ზემოთ

QUOTE
14. დგომში "ნორმალური" (“normal” grip) ჩავლებისგან გასხვავებული რაიმე სახის ჩავლება შეტევის გარეშე
"ნორმალური" ჩავლება (“Normal” Kumikata) არის მოწინააღმდეგის ჯუდოგის (კიმონო) მარჯვენა მხარეს ფლობა, იქნება ის სახელო, საყელო, გულმკერდის არე, მხარბეჭი ან ზურგი მარცხენა ხელით ან პირიქით მოწინააღმდეგის ჯუდოგის (კიმონო) მარცხენა მხარეს ფლობა, იქნება ის სახელო, საყელო, გულმკერდის არე, მხარბეჭი ან ზურგი მარჯვენა ხელით, ყოველთვის ქამრის ზევით.


დათქმაა: ყოველთვის ქამრის ზევით

QUOTE
ყველა შემთხვევაში აკრძალულია ჩავლება ქამარს ქვემოთ.



sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 20 Dec 2016, 16:43  #49533036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როდის არის ნე-ვაზა?

ორივე ათლეტი ტატამს მუხლებით უნდა ეხებოდეს, რომ პოზიცია განიხილებოდეს, როგორც ნე-ვაზა.

მიმაგრებული სურათი
Ne_vaza.jpg
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 20 Dec 2016, 16:48  #49533077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასევე ათლეტის ტატამზე მუცლით წოლა, განიხილება როგორც მისი ყოფნა ნე-ვაზას მდგომარეობაში....

This post has been edited by sanakari on 20 Dec 2016, 16:51
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 20 Dec 2016, 16:52  #49533115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასევე ათლეტის ტატამზე მუცლით წოლა, განიხილება როგორც მისი ყოფნა ნე-ვაზას მდგომარეობაში....

This post has been edited by sanakari on 20 Dec 2016, 16:53

მიმაგრებული სურათი
Ne_vaza_2.jpg
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 20 Dec 2016, 17:02  #49533214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როცა ჩავლებას აკონტროლებს შემტევი, ხოლო დამცველი მიუხედავად იმისა, რომ მუხლებით ეხება ტატამს, განიხილება როგორც ჭიდაობა დგომში.
შემტევმა დაუყოვნებლივ უნდა შეუტიოს ილეთის გასაკეთებლად.
დამცველს არ შეუძლია ხელი შემოხვიოს შემტევს ფეხებზე გდებისგან თავის ან მკლავის დასაცავად, თორემ ქმედება განიხილება როგორც ჰანსოკუ-მაკე.
თუ შემტევი არ შეუტევს დაუყოვნებლივ, მსაჯმა უნდა თქვას: მატე.

მიმაგრებული სურათი
Ne_vaza_3.jpg
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 20 Dec 2016, 17:19  #49533392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დგომში ყველა შეტევა ან თავდაცვა ქამრის ქვემოთ ერთი ან ორი ხელით ან/და ერთი ან ორი მკლავით, უნდა დაისაჯოს ჰანსოკუ-მაკეთი.

მიმაგრებული სურათი
Hansoku_make.jpg
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12143
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 21:38  #49667007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არ ავპინოთ ეს თემა ?
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5315
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 16:41  #49672103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziu...tebisthvis.html

დიდი პატივისცემის მიუხედავად ანზორ მარტყოფლიშვილის მიმართ, ის აშკარად ან კარგად არ გასცნობია წესებს, ან ვერ გაიაზრა ბოლომდე.

ჩემი აზრით ახალი წესები ერთმნიშვნელოვნად დადებითია ქართველებისთვის და ზოგადად ძიუდოსთვისაც.

გუნდურში კი იმ ნაწილში ვეთანხმები სადაც ამბობს:
QUOTE
როგორ შეიძლება ჩაატარო გუნდური ჩემპიონატი გოგონებსა და ბიჭებში ერთად. ფრენბურთში, კალათბურთში, ხელბურთში განა ერთად გამოდიან ბიჭები და გოგონები?


რაც შეეხება ამას:
QUOTE
მათ კარგად იციან, რომ საქართველო არის ცხრაგზის ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ახალი გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი ვეღარ გახდება ჩემპიონი, ვინაიდან ჯერ იმ დონეზე არ
არიან გოგონები, რომ გუნდურში მოუგონ წამყვანი ქვეყნების გოგონებს.
კეთილი ვინებოთ და განვავითაროთ ქალთა ძიუდო მათ დონემდე. წუწუნს მიზანდასახული მუშაობა სჯობია. ამ მხრივ თუ ამ გამოწვევას მივიღებთ და ყურებს არ ჩამოვყრით, ნაადრევად თუ არ დავნებდებით ეს კიდევ ერთი დიდი ბიძგი იქნება ქართული ძიუდოს (ქალთა) განვითარებისთვის.

ეს საერთოდ გამაოგნებელი რამე თქვა, კაპიტულაცია გამოაცხადა:
QUOTE
არასწორია შიდოების ახალი წესი. ადრე, თუ მეოთხე შიდოზე იხსნებოდა სპორტსმენი ორთაბრძოლიდან, ახალი წესებით მესამე შიდოზე იხსნება. ესეც ჩვენ საწინააღმდეგოდაა. ჩვენი ბიჭები როცა იგებენ შეხვედრას, პრაქტიკულად ვერ ინარჩუნებენ უპირატესობას. იწყებენ პასიურობას, რასაც მსაჯები არ პატიობენ და აძლევენ შიდოებს.
ეს სიმართლეა, ქართველებმა არ იციან წარმატების შენარჩუნება, მაგრამ ეს წესების კიარა, ქართველი მწვრთნელების ბრალია. თქვენი ბრალია ბატონებო, წარმოდგენა არ გაქვთ როგორ ასწავლოთ მოჭიდავეს უპირატესობის შენარჩუნება.

ძიუდოს წესები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად შეიცვალა, ქართული ჭიდაობის სტილიდან გამომდინარე ეს ჩვენ ძიუდოისტებს წესით უფრო გაუადვილდებათ მეტოქეზე თავისი უპირატესობების მოხვევა. დანარჩენი კი მწვრთნელებზე და ძიუდოისტებზეა რამდენად წარმატებით გამოიყენებენ ამ უპირატესობას.

არადა საწუწუნო მართლა არაფერია.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას მარტყოფლიშვილის პიროვნების მიმართ, მაგრამ მისი შეხედულება ჩემთვის მიუღებელია old.gif


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 18:06  #49672765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას მარტყოფლიშვილის პიროვნების მიმართ, მაგრამ მისი შეხედულება ჩემთვის მიუღებელია 


სტატიაში კიდევ ერთი შეცდომაა: კიმონოს სახელოში თითების შეყოფით ჩავლება დასჯადია. სტატიაში წერია რომ დასჯადი არაა...
Excentrifuge
ტესტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5030
წევრი No.: 182718
რეგისტრ.: 6-March 14

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 23:54  #49675300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა ვიდეოს ვუყურე და დამატებით ორი რამე მომხვდა თვალში:

1. ხიდიზე იპონი აღარ იქნებ, არამედ იქნება ჰანსოკუ მაკე, ასევე თავით დაშვებისთვის. ეს ჩვენც მოგვიწდებია.

2. ბოლო წამებზე ჭიდაობის აშკარად თავიდან არიდებისთვის განიხილება ჰანსოკუ მაკეს მინიჭება. ანუ თავქუდმოგლეჯილი რომ გარბიან ხოლმე მაგას დასჯიან როგორც არა სპორტულ საქციელს. რაც ძალიან სწორია. იმედი ამას მიაქცევენ ყურადღებას ვისაც ეველება და მერე არ იქნება ტირილი ასეთი რამე არ მახსოვს, მარტო ჩვენ გვიშვებიანო. smile.gif



Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6485
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:13  #49675479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Excentrifuge @ 10 Jan 2017, 22:54 )
2. ბოლო წამებზე ჭიდაობის აშკარად თავიდან არიდებისთვის განიხილება ჰანსოკუ მაკეს მინიჭება. ანუ თავქუდმოგლეჯილი რომ გარბიან ხოლმე მაგას დასჯიან როგორც არა სპორტულ საქციელს. რაც ძალიან სწორია. იმედი ამას მიაქცევენ ყურადღებას ვისაც ეველება და მერე არ იქნება ტირილი ასეთი რამე არ მახსოვს, მარტო ჩვენ გვიშვებიანო. smile.gif

ეგ ახალი როდის შემდეგაა...ზაალიშვილი რის გამო მოხსნეს აბა...მგონი სხვა პრეცედენტი არ ყოფილა, მაგრამ სიახლე არ არის, ფაქტია.
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8507
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:17  #49675520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rammstein
როგორ არაა სიახლე,პიეტრი როგორც ჭიდაობს ბოლო წუთებს ეგრე ვეღარ იჭიდავებს.



აი ზაალიშვილს რაც შეეხება,ეგ უფრო უჩავლებოდ გასვლისთვის მისცეს ჰანსოკუ-მაკე.


--------------------
1.არის რამდენიმე ევრო ნაკრები
ბრაზილია, სადაც დელეგირებულია ბარსელონას და რეალის შემადგენლობა
2.რომლის შემადგენლობა და ფეხბურთელებია ძლიერი © giat






oldgio
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1906
წევრი No.: 176149
რეგისტრ.: 7-November 13

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:31  #49675643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
პატივცემულო მეგობრებო, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იუკოს გაუქმებას როგორ უყურებთ? ვაზარი-იპონი უკიდურესად ხომ არ ზღუდავს ჭიდაობას? ჩემი აზრით, კოკას გაუქმებაც არასწორი ნაბიჯი იყო. ყველამ ისწავლა ჭიდაობა, დისტანცია კლასში სულ უფრო მცირდება, შეფასება უფრო ფაქიზი უნდა იყოს უპირატესობის გამოსავლენად და ძიუდოს მამები პირიქით ირჯებიან. დიდი ხანია წავიდა ის დრო, ძიგარო კანო მძიმეწონოსნებს თავისუფლად რომ აგდებდა ტატამზე smile.gif
* * *
ჰანსოკუ-მაკესთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა კიდევ, - საყრდენი ფეხის გამოცლა ისჯება თუ არა? მინახავს, რომ დასჯილა, მაგრამ ისიც მწარედ მახსოვს, მატიაშვილს კორეელმა კინაღამ ფეხი რომ მოტეხა, მსაჯების რეაქცია - იპონი კორეელის სასარგებლოდ..
Excentrifuge
ტესტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5030
წევრი No.: 182718
რეგისტრ.: 6-March 14

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:41  #49675713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oldgio
QUOTE
იუკოს გაუქმებას როგორ უყურებთ?

ძალიან ცუად ვუყურებ მე პირადად. ამ ცვლილებებიდან ეგ ყველაზე უარესია. არანაირი გამართლება არა აქვს. რაც თავად განაცხადეს ის მიზეზი ვითომ იუკო და ვაზარის გარჩევა ჭირსო კრიტიკას ვერ უძლებს.

QUOTE
დისტანცია კლასში სულ უფრო მცირდება, შეფასება უფრო ფაქიზი უნდა იყოს უპირატესობის გამოსავლენად და ძიუდოს მამები პირიქით ირჯებიან.

ძალიან სწორი არგუმენტია.
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5010
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:43  #49675729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
პატივცემულო მეგობრებო, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იუკოს გაუქმებას როგორ უყურებთ? ვაზარი-იპონი უკიდურესად ხომ არ ზღუდავს ჭიდაობას? ჩემი აზრით, კოკას გაუქმებაც არასწორი ნაბიჯი იყო. ყველამ ისწავლა ჭიდაობა, დისტანცია კლასში სულ უფრო მცირდება, შეფასება უფრო ფაქიზი უნდა იყოს უპირატესობის გამოსავლენად და ძიუდოს მამები პირიქით ირჯებიან. დიდი ხანია წავიდა ის დრო, ძიგარო კანო მძიმეწონოსნებს თავისუფლად რომ აგდებდა ტატამზე


ძიუდოში სისწრაფის გაზრდის, მომზადების დონის ამაღლების, კომბინაციური სტილის დანერგვის შემდეგ ჭიდაობა გახდა დინამიური, ილეთები იმდენად სწრაფად შესრულებადი ტატამის მსაჯზე გახდა შეფასება დამოკიდებული. ძიუდოისტის სხეული 90 გრადუსით იყო პერპენტიკულარულად ტატამთან შეხების მომენტში თუ 95-ით ან 85-ით არ იყო ადვილი გასარჩევი. ხელი ტანზე იყო მიკრული და იყო სხეულის მთლიანი ნაწილი თუ ხელს და სხეულს შორის იყო სივრცე და ა.შ.
ახლა ეგ ერთი სადაო მომენტი მოხსნილია: დაეცა ზურგისკენ და გვერდზე - ვაზარია, დაეცა მუცლისკენ - არაა შეფასება.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0271 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]