forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (129) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კრივი, ნაწილი 3
MickeyLL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2065
წევრი No.: 220838
რეგისტრ.: 1-July 16

გამოგზავნილია: 30 Aug 2016, 22:17  #48693513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Despo

სპარინგის გარეშე რა მუღამი აქვს. მე დავდივარ კრივზე, ოღონდ საქართველოში არ ვცხოვრობ და გეტყვი რო შანსი არაა სპარინგზე უარი თქვა, ყველაზე მეტად სპარინგი გენდომება რო დაამუღამებ. თან სპარინგის დროს უნდა გამოიყენო ის, რასაც ატრაბოტკების დროს სწავლობ, ისე ვერ დაამუღამებ ჩხუბს. საქართველოში კრივზე სიარული არის ტყუილი დორის ხარჯვა, მარტო რამაზ ფალიანთან თუ ივლი, დალშე მწვრთნელებიც აზრზე არ არიან არაფრის და ხალხი კიდე რისთვის დადის არ ვიცი, არაფრის გარტყმაში არ არიან, არადა ზოგი 4-5 წელია ვარჯიშობს. მერე გამოდიან და გარეთ ზოგი ეწევა და ზოგი იმენა იჩხირავს biggrin.gif აზერები, სომხები და ჩეჩნები ვარჯიშობენ ხოლმე თბილისში თითქმის ყველა დარბაზში და ეგენი სხვათაშორის კარგად ჩხუბობენ შედარებით, აი ქართველები აზრზე არ არიან!!
PrimoVictoria
I will sodomize and face-fuck you


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2270
წევრი No.: 109618
რეგისტრ.: 17-January 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2016, 22:30  #48693609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
22 წლის ვარ და აზრი აქვს რაიმე კრივზე ან კიკბოქსინგზე შესვლას? givi.gif


ვარჯიში მინდა პროსტა, ფორმის შენარჩუნება.


--------------------
I'm so dark...
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3823
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 30 Aug 2016, 23:18  #48694000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (PrimoVictoria @ 30 Aug 2016, 22:30 )
22 წლის ვარ და აზრი აქვს რაიმე კრივზე ან კიკბოქსინგზე შესვლას? givi.gif


ვარჯიში მინდა პროსტა, ფორმის შენარჩუნება.

აქვს. .......
Despo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 928
წევრი No.: 100999
რეგისტრ.: 27-September 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 11:28  #48696284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MickeyLL
პროფესიულ დონეზე არ მინდა შესწავლა უბრალოდ რო ვივარჯიშო ცოტა ფორმაში ვიყო. არც ისაა ცემი მიზანი რო გამოვიდე მერე ქუჩაში ხალხი დავყარო biggrin.gif მაგაზე მეც მიფიქრია ალბათ ძნელი იქნება სპარინგზე უარის თქმა მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომიდნარე კარგი ამხოსვრობა მჭირდება და არ მინდა ვიგაცამ ისეთი მომდოს რო დამდებილოს biggrin.gif
MickeyLL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2065
წევრი No.: 220838
რეგისტრ.: 1-July 16

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 14:43  #48697766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Despo

biggrin.gif biggrin.gif ეგ ვინ გითხრა რო ბოქსიორები დებილდებიან, ან ცუდი მახსოვრიბა აქვთ biggrin.gif biggrin.gif რა სისულელეა, არ დაიჯერო ეგ, ერთი ბოქსიორი დამისახელე ვისაც რამე ეგეთი ჭირს (მუჰამედ ალიო არ მითხრა ოღონდ biggrin.gif) ,თან ძირითადად ყველა ცდილობს სახეში მოგარტყას და არა თავში biggrin.gif biggrin.gif თან პირიქით კაია რო არ გინდა მოგხვდეს, უფრო კაი დაცვა ისწავლი და აიცილებ ყველა დარტყმას biggrin.gif
Despo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 928
წევრი No.: 100999
რეგისტრ.: 27-September 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 14:49  #48697814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MickeyLL
ამ დღეებში მივალ პეკინზეა დარბაზი კვირაში სამჯერ 2 საათია ვარჯიში. და დავწერ როგორი დარბაზი ინქება

და ჯუდე ველოდები NIKA-999 პასუხს კიკბოქსზე და მერე გადავწყვეტ სად ვიარო


This post has been edited by Despo on 31 Aug 2016, 15:19
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3823
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2016, 16:42  #48698879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (K.K @ 30 Aug 2016, 20:02 )
QUOTE (NIKA-999 @ 29 Aug 2016, 22:42 )
Chelsea_Man
Despo
K.K
    არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ, მაგრამ კიკბოქსინგზეც შეიძლება სიარული, თუ ზრდასრულები ხართ, კაი დარბაზი და ტრენერი ვიცი და დაგაკვალიანებთ პირადში თუ დაინტერესდებით... პრინციპში კრივსაც შეგასწავლიან თუ ფეხები არ გენდომებათ და სპარინგებიც და ყველაფერი რაც საჭიროა არის დარბაზში

17 წლის ვარ, მემგონი ნორმალურია. მიდი აბა განგვანათლე თუ შეგიძლია ვრცლად. რეალურად ვარ დაინტერესებული და სიამოვნებით ვცდიდი.

პირადი შეამოწმე. .
ƎVOLVE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 586
წევრი No.: 196561
რეგისტრ.: 15-January 15

გამოგზავნილია: 1 Sep 2016, 21:32  #48708618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (MickeyLL @ 31 Aug 2016, 14:43 )
Despo

biggrin.gif biggrin.gif ეგ ვინ გითხრა რო ბოქსიორები დებილდებიან, ან ცუდი მახსოვრიბა აქვთ biggrin.gif biggrin.gif რა სისულელეა, არ დაიჯერო ეგ, ერთი ბოქსიორი დამისახელე ვისაც რამე ეგეთი ჭირს (მუჰამედ ალიო არ მითხრა ოღონდ biggrin.gif) ,თან ძირითადად ყველა ცდილობს სახეში მოგარტყას და არა თავში biggrin.gif biggrin.gif თან პირიქით კაია რო არ გინდა მოგხვდეს, უფრო კაი დაცვა ისწავლი და აიცილებ ყველა დარტყმას biggrin.gif

ღადაობ თუ როგორ გავიგოთ? givi.gif

რას არ დებილდებიან და არ კარგავენ მახსოვრობას? ერთს კი არა რამოდენიმეს დაგისახელებ ვინც სამუდამოდ ტვინის ტრავმა აიკიდა კრივით და ზოგი მათგანი ისეთ დღეშია გინდ უცხოვრია გინდ არა...
Gerald McClellan; James Toney; Magomed Abdulsalamov; Freddie Roach; Roger Mayweather;

რავიცი კიდე რამდენია... ეს უცებ ვინც გამახსენდა..

მოყვარულის დონეზე ისე რო ისპარინგო, ჭია რო გაახარო არ არის არანაირად საშიში რიგითი პიროვნებისთვის. სულ რო დაგანოკაუტონ არც არაფერი.. პროფესიონალური მოკრივე თუ ხარ და წლების განმავლობაში ათასობით დარტყმას იღებ მაშინ გარდაუვალია რაღაც დონეზე მაინც ტვინის დაქვეითება.

პ.ს თავში არ გხვდება სახეში გხვდებაო რას ნიშნავს? givi.gif ნებისმიერი რამ რაც თავის ქალას ბიძგს აძლევს და შედეგად ტვინს აიძულებს თავის კედელს შეეხოს, ტვინის დაქვეითებას იწვევს. ნიკაპზე მოხვედრით ნოკაუტდება ადამიანი ყველაზე მარტივად.

This post has been edited by ƎVOLVE on 1 Sep 2016, 21:33
Hightechs
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 591
წევრი No.: 213687
რეგისტრ.: 3-February 16

გამოგზავნილია: 1 Sep 2016, 21:42  #48708708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოვიცალე როგორც იქნა და როგორც ყოველთვის მასიურ ბრძოლებზე პატარა ბრეიქდაუნს გავაკეთებ:

Gennady Golovkin vs Kell Brook.

ეს ის ბრძოლაა, სადაც ძნელია გააკეთო რამენაირი ზუსტი კომენტარი, როცა ფანჩერი ხვდება ტექნიკოსს... (იგივე გველის მალე კოვალიოვი და ვორდზე). ან 1 ფანჩი გადაწყვეტს მთელს ღამეს ან უამრავი.

მოდი დავიწყებ Keys to victory-ს და ასევე ფაითერების introduction-ს:

გენადი გოლოვკინი არის puncher/pressure fighter რომელიც გამოირჩევა ასევე ძალიან კარგი გადაადგილებით რინგზე და accuracy punching-ით..
GGG პირველად გამოჩნდა დიდ ეკრანზე პოლონელი გრეგორი პროკსას წინააღმდეგ, იდეალურად ჩაატარა მატჩი, დანგრევა და ნოკაუტი... შემდეგ მისი ქულები ცამდე აიწია HBO-ზე როცა გაბრიელ როსადოს შეხვდა და რინგზე გაციებული გავიდა და მაინც მოიგო თან დამაჯერებლად. დაანოკაუტა იშიდა, დაანოკაუტა ბოდი შოთით მეთიუ მაკლინი რომელიც დიდი იყო ტანით და თუ გავიხსენებთ მის ბრძოლას სერჯიო მარტინეზთან, სულაც არ იყო ცუდი ფაითერი. შემდეგი რამოდენიმე ჩხუბი უბრალოდ პრაიმ-გასული მებრძოლები ცემა, სანამ არ შეხვდა მარტინ მიურეის რომელიც კარგი ფაითერია... გაუჭირდა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ გენადის ფანჩინგ ფოუვერი ცოტა კუთხვის ნიშნის ქვეშ დადგა მე-11 რაუნდამდე, და შედმეგაც იყო ლაპარაკი იქნება უბრალოდ დაიღალა მიურეი და გაარტყმევინა?! ნუ გაიარა ეს არც ისე ძნელი ტესტიც... შემდეგი ტესტი იყო, ლემიუ... სადაც გოლოვკინმა აჩვენა რომ არამარტო ფანჩერია, არამედ კარგი ტვინიც გააჩნია იმის თუ ვისთან როგორ იმუშაოს და იდეალურად მოიგო ლემიუსთან როდესაც ფანჩერს ხელზე ბორკილი გაუკეთა და ლემიუ ვერაფერს აკეთებდა საერთოდ.
მაგრამ ეხლა ყველაზე დიდი ტესტი ელის გოლოვკინს როდესაც ხვდება მაღალი დონის ტექნიკოსს ბრუკს, რაც მთავარია წაუგებელია ბრუკი... ასეთი დონის წაუგებელსაც არასოდეს შეხვედრია GGG.... ბრუკი ჭადრაკს თამაშობს რინგზე, ასე რომ გენადის უპირატესობა იქნება რომ არ მისცეს მას რინგზე ფიქრის საშუალება, სულ პრესოს და უტიოს... ასევე გენადიმ 9ჯერ მაინც უნდა უყუროს კანელო-მეივეზერს რომ იგივე არ განმეორდეს, ისწავლოს იქედან რა უნდა ქნას ტექნიკოსთან... გენადი უნდა იყოს შემტევი, ურტყას ბლოკშიც...პრესოს, pressure, side to side movement. გამოიყენოს თავისი ნამდვილი მიდელვეითის ფრეიმი და წონა, გაუტესტოს ბოდი შოთები პატარა ბრუკს, ამ ყველა შემთხვევაში დიდი შანსი აქვს გოლოვკინს მოიგოს.

კელ ბრუკი არის ტექნიკოსი, ის რინგზე ფიქრობს, ფიქრობს თითოეულ ნაბიჯს/სვლას არის სწრაფი, მიზანიც კარგი აქვს, რიგნზე გადაადგილებაც.
გამომდინარე მისი წაუგებელი რეკორდისა, ბრუკი მაინც ცოტა გვიან გამოჩნდა კრივის დიდ ეკრანზე, თუმცა ყველა გაგვაოცა მისი იდეალური პერფომანსით, წაუგებელ, ამომავალ ვარსკვლავთან შონ პორტერთან... ახლო ბრძოლის მიუხედავად ყველას აჩვენა რომ მის რეკორდზე მისი სისწრაფე, ტექნიკა და რინგ IQ მეტყველებს. ეს იყო მისი ერთგვარი ყველაზე დიდი ტესტიც რა წარმატებით გამოიარა და ახლა უფრო დიდ ტესტს ეჯახება, GGG-ს.
კელ ბრუკი მოიგებს ბრძოლას, თუ იფიქრებს რინგზე, იმუშავებს გარედან, აიცელს ბევრ გოლოვკინის დარტყმას და არ იქნება რინგის თოკებზე... ბევრ გადაადგილებას გააკეთებს, ლონგ ჯებ-ზე და რაით ჰენდზე იჯდება... გამონახავს სხვადასხვა კუთხეებს შესატევად... იმუშავებს დისტანციიდან კონტრებზე.

მოკლედ დიდი სიამოვნებით ველოდები, ძალიან კარგი სანახაობრივი ბრძოლა გველოდება on every level.

ვინ მოიგებს? პასუხი მარტივია თუმცა დაუზუსტებელი:
GGG KO მოგება ან ბრუკი UD12 მოგება...

მაგრამ ჩემი აზრით, გენადის მაღალი წარმოდგენა თავისთავზე, მისი ნამდვილი დიდი მიდელვეით ფრეიმი და დარტყმის ძალა მაინც გადაზიდავს უფრო პატარა ბრუკს და გოლოვკინი ნოკაუტით მოიგებს
KO გვიან რაუნდებში, KO-10.
ƎVOLVE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 586
წევრი No.: 196561
რეგისტრ.: 15-January 15

გამოგზავნილია: 1 Sep 2016, 23:25  #48709574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hightechs

ჩემი აზრით არანაირი ასპექტით არ ჯობია ბრუკი გოლოვკინს. ტექნიკურადაც გოლოცკინს თუ 10ს მივცემდი ბრუკს 8.7-ს. მარტო ძალა არ არის გოლოვკინი, ეგ ძალაც ზუსტად მაგისი ტექნიკური სრულყოილებიდან მოდის. 350+ სამოყვარულო ბრძოლის გამოცდილება აქვს და ეგ აყენებს იმ დონეზე რაზეც ეხლაა სხვებთან შედარებით.
Excentrifuge
ტესტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5325
წევრი No.: 182718
რეგისტრ.: 6-March 14

გამოგზავნილია: 1 Sep 2016, 23:46  #48709755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გენადი გალოვკინი (ყაზახეთი) v კელ ბრუკი (გაერთიანებული სამეფო). 10 სექტემბერი, ლონდონო, O2 არენა.

მთავარი ინტრიგა ჩემი იზრით აქ იმაშია შესძლებს თუ არა ბრუკი გენასთვის რაუნდების ართმევას. გამარჯვების მხრივ მე ვფიქრობ რომ გალოვკინი აშკარა ფავორიტია.

რამოდენიმე მთავარი ფაქტორი ამ ჩხუბში არის

1. ზომა. ამაზე ბევრი ითქვა კრივის სამყაროში რადგანაც ბრუკი ამ ჩხუბისთვის ორი წონით ზემოთ ადის. ბრუკის მწვრთნელის დომინიკ ინგელის ბოლო ინტერვიუში ითქვა რომ კელი ჩვეულზე 6 კილოთი მძიმე იქნება. ამისთვის სისტემატურა ვარჯიშობდნენ და კარდიოს ანვითარებდნენ. თუ მართალია ეს იმას ნიშნვას რომ ჩხუბის დღეს წონის უპირტესობა, პარადოქსოლია მაგრამ კელ ბრუკს ექნება.

2. ტექნიკა. ბევრჯერ მითქვავს რომ ბრუკი ერთერთი ყველაზე ლამაზი სტილის მოკრივეა დღედღეობით. მისი მოძრაობა, დატყმის მანერა ძალიან შთამბეჭდავია. მაგრამ მას წინ ორი პრობლემა ელის. პირველი არის მომატებული წონა. შესძლებს კი იგევე სტილით იჩხუბოს როგორც უწინ? ამიტომ მე არ მომწონს მისი ეს გააწყვეტილება რომ წონა გამოიცვალოს და გამოუცელად ეგრევე უძლერესთან გავიდეს. მეორე პრობლემა ის არის რომ თავად გგგ არის ტექნარი. მას არანაკლები ჯაბი აქვს, მარცხენა ჰუკთან და უმაგრეს ფუტვორკთან ერთად მიმაჩნია რომ დისტანციაზე ტექნიკური უპირატესობა ექნება გალოვკინს.

3. ფიზიკა. წესით პატარა მოკრივესგან ყველა მეტ სისწრაფეს ელის მაგრამ მომატებული წონის პირობებში შეძლებს კი ბრუკი უპირატესობის შენარჩუნებას. მეორე მხრივ დარტყმის ძალის მხრივ ბრუკის ჩამოწერა არ იქნება გამართლებული. გგგ ფრთხილად უნდა იყოს დასაწყისში და ლემიუსავით უნდა გაანეიტრალოს. მუშაობის მხრივე გენა ბევრად უფრო ძლიერი. ეს შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნეს ამ ჩხუბში.

რომ შევაჯამო, ჩემი აზრით მთავარი საკითხია შესძლებს თუ არა ბრუკი მოძრაობის, სისწრაფის და ტექნიკის ხარჯზე დისტანციაზე უპირატესობის მოპოვებას. მეჩვენება რომ ბრუკის გეგმა სწორე ეს არის. ადრეული რაუნდების მოგება, ამით გალოვკინის გაღიზიანება, მისი იძულება რისკებზე წავიდეს და შედეგად მისი დასჯა, დიდი დარტყმაზე დაჭერა. მან თუ ბოლომე გააღწია სახლში შეიძლება მსაჯობის იმედზე ყოფნა.

მე მგონია რომ ბრუკმა თუ რაუნდების მოგება შეძლო ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება მისთვის. მაგრამ ამის მეტი მას არ ძალუძს. გენა შეუჩერებელია, მას არა მარტო ძალა აქვს არამედ აქვს მოცულობა ანუ ძალიან დიდი სამუშაოს შესრულებაც შეუძლია. როგორც მარისთან და მანამდე ოუმასთან მოხდა თუ ადრე ვერ გაანოკაუტა, არ მოეშვება და გვიან რაუნდებში მაინც გამოუყვანს წირვას.

მოკლედ მეც მოუთმენლად ველი ამ უმაგრეს ჩხუბს.
Hightechs
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 591
წევრი No.: 213687
რეგისტრ.: 3-February 16

გამოგზავნილია: 2 Sep 2016, 21:27  #48716238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი review-ები დაიდო smile.gif

ყველა გოლოვკინს ვთვლით ფავორიტად
Excentrifuge
ტესტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5325
წევრი No.: 182718
რეგისტრ.: 6-March 14

გამოგზავნილია: 3 Sep 2016, 21:12  #48722256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ყველა გოლოვკინს ვთვლით ფავორიტად

გაჭირდება ალბათ ისეთის მოძბენა ვინც ბრუკს მიიჩნევს ფავორიტად. wink.gif

ახლა აღმოვაჩინე რომ თურმე ბრუკი ჩხუბის წინა 30 დღით ადრე სავალდებულო აწონვაზე 176 გირვანქა ყოფილა, ანუ ზუსტად ლიმიტზე იყო. რაც ძალიან გასაკვირია. აქამდე ეს ადამიანი 147 გირვანქა იწონებოდა ჩხუბის წინ. თანაც ამხელა წონა ძირითადად მუსკულატურის ხარჯზე აქვს მომატებული.

გგგ 165 ფუნტია, როგორც უწინ

აწონვის ვიდეო http://www.skysports.com/golovkin-vs-brook...036/10531742/12

user posted image
Pickering
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 367
წევრი No.: 179641
რეგისტრ.: 11-January 14

გამოგზავნილია: 6 Sep 2016, 22:47  #48745367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სულ ჩამოვშორდი კრივის მოვლენებს sad.gif

ბრუკი ეროლ სპენსთან მინდოდა მენახა და არა გოლოვკინთან.

This post has been edited by Pickering on 6 Sep 2016, 22:48
,Katie
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1601
წევრი No.: 146845
რეგისტრ.: 15-April 12

გამოგზავნილია: 7 Sep 2016, 17:00  #48750538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
PrimoVictoria
QUOTE
22 წლის ვარ და აზრი აქვს რაიმე კრივზე ან კიკბოქსინგზე შესვლას?


ვარჯიში მინდა პროსტა, ფორმის შენარჩუნება.



25-ის ვარ მე და მე-3 თვეა დავდივარ, მეც უბრალოდ ვარჯიშის გამო.
აზრი ყოველთვის აქვს, თან რაღაცნაირი სპორტია. აქამდე მარტო ფიზიკური მომზადება მეგონა, მაგრამ ამ სპორტის ანალიტიკებს რომ ვკითხულობ,
ან ვაჯიშზე რომ ვარ ან რინგს ვუყურებ, ფსიქოლოგიაა უმეტესად და მერე ფიზიკური მომზადება biggrin.gif



--------------------
შეხედეთ,რა სირცხვილია,
ტანსაცმლის შიგნით ის სრულიად შიშველია!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (129) 1 [2] 3 4 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0376 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]