მასე სკეპტიკურადაც არ ვარ განწყობილი დღევანდელ კრივზე, პაკიაო და ფლოიდი აღარ არიან, ახალი ვარსკვლავის გამოჩენას კი დრო სჭირდება, რომლის პოტენციალიც ჩანს, ბოლო-ბოლო კლიჩკოს წასვლის მერე მძიმე წონაც გამოცოცხლდა და ჯოშუა კი ახსენეს ზემოთაც, იგივე შეიძლება ლომაჩენკოზე ითქვას ან თუნდაც ველტერვეითის ლომებზე
საინტერესოა ისე ეს ვარსკვლავის ფემონემი, უორდი მაგალითად ამ დროში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ მასებში ვერ გახდა ცნობილი და რომც გაეგრძელებინა კიდევ კარიერა, მაინც ვერ გახდებოდა მეინსტრიმ ათლეტი, მოკლედ ამ კუთხით ამერიკელებში კრიზისია ფლოიდის შემდეგ, აი მექსიკელებში პირიქით, კანელოს მთელი ქვეყანა უდგას გვერდში, მაგრამ ეგ ისევ მაგათ ხარჯზეა PPV ვარსკვლავი და არა უფრო დიდი მასშტაბით, ინგლისურად მაინც უნდა ბაზრობდეს
კაროჩე გრძელი თემაა და ალის, ტაისონის, ლეონარდისნაირი ტიპები იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მაინც მგონია რომ არის შესაძლებელი უახლოს წლებში ასეთის გამოჩენის
სხვისი არ ვიცი მარა, თურმანი მომწონს ამ კუთხით, კარგად და საინტერესოდ ლაპარაკობს რინგს გარეთ და ქარიზმაც აქვს, თუ გააგრძელა მოგებები, თან იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ კატეგორიაშია, ვიმედოვნებ რომ დიდი მომავალი ექნება