forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (118) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Mixed Martial Arts / VoL 7, UFC / BELLATOR / RIZIN, M1
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3763
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 23:09  #49925447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მხოლოდ იმიტომ ვხსნი რომ ძველ თემას ვასდა გაუვიდა და ახლის გამხსნელიც არავინ ჩანს... გაფორმებები მერე, ეხლა უბრალოდ თემა, რომ იყოს.

This post has been edited by NIKA-999 on 13 Feb 2017, 23:10
narikuda
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13516
წევრი No.: 118731
რეგისტრ.: 23-July 10

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 23:27  #49925588      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NIKA-999
ძალიან კარგი რომ გახსენი ახალ თემა ნიკა up.gif
მოკლედ ვიტყვი. მე აწი ვაპირებ მხოლოდ თემატურ საუბარს და ჯანსაღ კამათს ნორმის ფარგლებში.
ის წინა თემაში რაც იყო ყველას ვთხოვ აღარ განმეორდეს. yes.gif

This post has been edited by narikuda on 13 Feb 2017, 23:29


--------------------
გემშვიდობებით ყველას. მე წავედი ფორუმიდან მეგობრებო.
სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა.
მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს!
Manuelo Costa
The World Has No Eyedea


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14889
წევრი No.: 119443
რეგისტრ.: 11-August 10

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 23:29  #49925603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2 დღით დავტოვე თემა და იმენა ბართლომეს ღამე დამხვდა :დ


ბოლო ივენთს რაც შეეხება, სილვას მოგება ძალიან გამისწორდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რაუნდში შეეტყო ასაკი, ახლაც აშკარაა, რომ ყველაზე მეტი სქილის მქონე მებრძოლია.

რამდენნაირი დგომით შეუძლია ბრძოლა, რამდენნაირი მოძრაობა, დარტყმა, კონტრშეტევა და ილეთი აქვს არსენალში.

ახლაც ყველას მირჩევნია ამ წონაში. სამაგალითო სპორტსმენია love.gif

This post has been edited by Manuelo Costa on 13 Feb 2017, 23:30


--------------------
"The gods and heroes of the old myths fade away and give place to people like ourselves. In Shakespeare we can still have heroes who can see ghosts and talk in magnificent poetry, but by the time we get to Beckett's Waiting for Godot they're speaking prose and have turned into ghosts themselves."
AnRI992
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 280
წევრი No.: 223387
რეგისტრ.: 30-August 16

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 23:30  #49925608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაფრის მიუხედავად გილოცავთ ახალ თემას.

NIKA-999
სილვა ბრანსონზე რას ფიქრობ?
ტვიტერზე ბევრი წერს რომ სილვას აჩუქესო.

მე პირადად მგონია რო ეგეთი "ნაჩუქარიც" არ იყო.. მეორედ არ მინახავს და შეიძლება მაგიტო.
narikuda
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13516
წევრი No.: 118731
რეგისტრ.: 23-July 10

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 23:32  #49925625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Manuelo Costa
თუ გადააბა 2-3 მოგება შეიძლება ჰენდერსონივით ბოლო საჩემპიონოც მისცენ არაა გამორიცხული.
შემდეგ დამსახურებული პენსია. უდაოდ დააკლდება სილვა მმას თავისი არაორდინალური სტილით.

AnRI992
მე ვნახე. ჩემი აზრით უფრო ნიჩია იყო. არაფერი არ გაუკეთებია განსაკუთრებული არცერთს

This post has been edited by narikuda on 13 Feb 2017, 23:33
Manuelo Costa
The World Has No Eyedea


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14889
წევრი No.: 119443
რეგისტრ.: 11-August 10

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 23:35  #49925652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვიცი, მე პირადად ბრძოლის ნახვის მერე ეჭვიც არ შემპარვია იმაში, რომ სილვამ მოიგო. თან მგონი მცირე სხვაობითაც არ მოუგია, რომელიღაცამ (შეიძლება სუალც ორმა მსაჯმა) 2 ქულითაც მოაგებინა.

ყველაზე მეტი თავისივე ტაი კლინჩისას მოხვდა, ძირითადად მაინც მისი კარნახით წარიმართა ბრძოლა.

შეიძლება სუბიექტური ვარ, ხეზ

narikuda
ახლა ექნებოდა კარგი შანსი ჩემპიონობის. მიუხედავად იმისა, რომ ბისპინგთან საეჭვოდ ვერ მოიგო, საჩემპიონო ბრძოლას მაინც მოუგებდა ალბათ.
ამ სოუზასთან გაუჭირდება, დგომში ნაკლებად, მაგრამ კარგი თეიქდაუნი აქვს ჯაკარეს.

ვაბშე, კარდიო მისცა და ახლაც საუკეთესოდ ჩავთვლი წონაში. რაღაც აზრით, თითქმის ყველა წაგება, რაც 2012 წლიდან აქვს, რაღაცნაირად უცნაური ან უსამართლო იყო.

This post has been edited by Manuelo Costa on 13 Feb 2017, 23:36
narikuda
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13516
წევრი No.: 118731
რეგისტრ.: 23-July 10

გამოგზავნილია: 13 Feb 2017, 23:44  #49925748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Manuelo Costa
QUOTE
რაღაც აზრით, თითქმის ყველა წაგება, რაც 2012 წლიდან აქვს, რაღაცნაირად უცნაური ან უსამართლო იყო.

მივყვეთ აბა.
ვაიდმანთან პირველად თავისივე გამომწვევ წაღადავებას ემსხვერპლა.
მეორედ ფეხი მოსტყდა.
დიასთან ბრძოლა არც მინდა გავიხსენო.
ბისპინთან ანდერსონმა მოიგო ჩემი აზრით. ის ბრძოლა მსაჯს უნდა გაეჩერებინა საერთოდ.
ნუ კორმიესთან რატომ ჩაატარეს ეს ჩხუბი ფულის გამო ალბათ. კორმიესთან წაგება არ ითვლება ჩემს თვალში მის წაგებად. სად კორმიე და სად სილვა. დანიელმა ძალიან დაინდო რომ არ გაეტრამვა.
ბენსონთან გეთანხმები ალბათ უფრო მოგება იყო. ნიჩიაც შეიძლებოდა. მაგრამ მე ის დავინახე რომ მაგრად დაეტყო ასაკი და შენელებულა
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3763
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 14 Feb 2017, 01:51  #49926593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Manuelo Costa
narikuda
მეც ვილაპარაკებ ცოტას. მოკლედ სილვსს კარნახით წავიდა ბრძოლა მაგრამ მსაჯების გადასაწყცეტი იყო შეფასების რომელ კრიტერიუმს მიანიჭებდნენ უიპირატესობას, სადაც ბისპინგთან რამდენიმე ზედმეტი წაღუტუნების გამო ორი არაფრისმთქმელინრაუნდი ბისპინგსნმისცეს აქაც არ გამიკვირდებოდა ბრანსონისთვის რომ მიეცათ, მაგრამ მეორე მხრივ სილვას კარნახით მიდიოდა ბრძოლა და ბრანსონი შეშინებულს გავდა, იმ პარტერშიც თვითონ უფრო მტკივნეულად ხვდებოდა იდაყვები. ასე რომ არ ვიცი...
აი რაც შეეხება ბოლო ბრძოლებს 2012-იდან, დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა ვეიდმენზე ძლიერი ნაღდად იყო მაშინდელი სილვა( მაშინ წაუგებელი ოყო.ვეიდმანი და მაგარი გვეგონა) და იმ ორივე ბრძოლაში პირველი წაგებული რაუნდის მერე(პირველი რაუნდის წაგება ზოგადად სჩვევია) მეორეში ორივეჯერ თეიქდაუნს ვეღარ უხერხებდა ვეიდმენინდა ორივეჯერ ფსიქოლოგიურად თითქოს ტეხდა უკვე მაგრამ ნუ იცით რა მოხდა. მერე დიასს მოუგო მაგრამ ნო კონტესტ. ბისპინგთამაც უმაღლესი კლასი აჩვენა და მაგრაფაც სცემა, მაგრამ მსაჯები, კორმიესთან ბრძოლა მართლა არაა ჩასათვლელი სულ ტოპ ფორმის სილვა რომ ყოფილიყო, რადგან ჯერ ერთი 2 დღით ადრე გაიგო, მეორეც 88 კგ ოყო შარვლით და ბოტასებით აწონვაზე რკდესაც კორმიეს ტრუსიკიც რკმ გაახდევინეს 206 მაშიმღა დააფიქსირა და მეორე დღეს რეალურად მძიმეწონოსანინიყო და თან უძლიერეს მეტოქესთან საბრძოლველად იყო მზად, ამის მიუხედავად მაინც მესამე რაუნდში კინაღამ მოუმთავრა სილვამ ღვიძლში რომ სტენა ფეხი.და ეს ბრძოლა, მოიგო მაგრამ მე პირველად ვიგრძენი რომ სილვა დაბერდა...

ეხლა კიდე ერთი რამე ანდერსონ სილვაზე... არ ვიცი ვინ დამეთანხმება ვინ არა მაგრამ სილვა იყო ყველა დროის საუკეთესო ფენომენი... ისეთ ილეთებს და დარტყმებს ასრულებდა რაც რეალურ საბრძოლო ხელოვნებებში არ გამოყწნებოდა და მხოლოდ თეორიულ საჩვენებელი გამოსვლებისთვის ისწავლებოდა, ისეთი ბრძოლები აქვს ჩატარებული რომ ფილმოს სცენარისტებს არ ეტოფოდაათ ფანტაზია, თინდაც იგივე გრიფინთან. ვითომ გრემპლინგინ ხო იყო მისი სუსტი წერტილი მაგრამ ისეთი თეიქდაუნები აქვს გაკეთებული ჭიდაობის ოლიმპიურ ჩემპიონატებზეც რომ არ გექნებათ ნანახი, სამბიშენები ცალკე, ნოკაუტები და რაც მთავარია შოუ. მაყურებელზეც ზრუნავდა და ორგანიზაციაზეც. პირველ რაუნდს ეჭვი მიჩნდება ხშირად შეგნებულად აგებდა, იმიტომ რომ წარმოუდგენლად რადიკალურად განსხვავებულ მეორე რაუნდს ჩხუბობდა ხოლმე, სიამოვნებას უხანგრძლივებდა ხალხს... მოკლედ არ ვიცი მასეთი მებრძოლი ოდესმე თუ კიდევ იქნება მმა-ში

რაც შეეხება საჩემპიონოს, არ დასჭირდება 2-3 ბრძოლა. დიდი ალბათობით ჯაკარეს დაეჯახება თუ თვითინვე არ თქვა უარი და არ მგონია თქვას უარი. არ არის ჯაკარე ცუდი ვარიანტი. არც ისე სწრაფია და დგოკში შეუძლია ჯაკარეს მოუგოს თუ გაუკართლა და პარტერში არ გადაიყვანა ჯაკარემ ყველა რაუნდში. მერე კი ბისპინგი რომეროს მოგებულსაცთანაც მგონია არ იქნება უშანსოდ... ეგ სამივეც ბებერია მაინც ასეა თუ ისე და კაცმა არ იცის 4-5 თვის მერე რა ფორმაასი იქნებიან...

This post has been edited by NIKA-999 on 14 Feb 2017, 01:54
Grim Reaper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 128838
რეგისტრ.: 16-March 11

გამოგზავნილია: 14 Feb 2017, 10:17  #49927495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სილვას ბოლო 5 ბრძოლა არ ქონდა მოგებული და მაგიტო შეურჩიეს ალბათ ბრუნონისნაირი ველური და უტექნიკო სტრაიკერი, წესით ყველაზე ადვილად მაგასთან უნდა მოეგო, მარა აშკარად გამოჩნდა რო აღარააქ ძველი სისწრაფე და რეაქციები, ჯაკარეთან არაფერი ესაქმება მემგონი ჯობია ბელფორტს ან ვინმე თავისნაირ ვეტერანს შეხვდეს.
nocs_13
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4860
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2017, 10:27  #49927562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჯაკარეთან არაფერი ესაქმება მემგონი ჯობია ბელფორტს ან ვინმე თავისნაირ ვეტერანს შეხვდეს.


ეჰ, ჯაკარესთან ბოჩსაც არაფერი ესაქმებოდა მაგრამ მაინც შეახვედრეს...
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25336
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 14 Feb 2017, 11:10  #49927819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ განხილვაში ჩაჭრა ოფტოპიკში არ ჩამეთვლება, რადგან როგორც ვხედავ, აქ ბევრს სჭირდება იმის შეხსენებაც, რომ მოდერაცია არსებობს და რაც ყველაზე ცუდია, თურმე იმისიც, რომ კაცობა ცოტა სხვა რამეა და არა ის, რაც აქ გუშინ ხდებოდა.
ამ თემაში არ შემოვდიოდი არასოდეს, რადგან არა ვარ ამ სპორტის მოყვარული. მგონი, ერთხელ სათაურის გადაკეთება მთხოვეს და მაშინ შემოვიხედე. ამ დღეებში კი ვფიქრობდი, 100 გვერდს გადაცდა თემა და დავუწერ, ახალი გახსენით-მეთქი, მაგრამ ვერ მოვიცალე.
გინება არ მიმაჩნია ცხოვრების ნორმად და კაცობის საზომად, თუმცა მესმის, რომ კაცს შეიძლება, ჩხუბიც მოგივიდეს და გინებაც მოგიწიოს, მაგრამ ეს შვილების დაწყევლა და შენს კუბოს დავადექიო" თუ "შენს საფლავსო", ეს რა უბედურებაა?! ხატზე შემიძლია დაფიცება, დღესაც კი გუნება მიფუჭდება ამ პოსტების გახსენებაზე. ინტერნეტში და ეკრანის უკნიდან გინება, ჩხუბი და მუშტების ქნევა ვერაფერი ვაჟკაცობაა. თუ გინება გინდათ, არსებობს პმ, მერე კი პირისპირ შეხვედრა და კაცურად მოქცევა, თორემ მოდერთან დარეპორტებას რა უნდა!
მოკლედ, არავის შერჩება გუშინდელივით მოქცევა და სასჯელი აღარ იქნება 3-დღიანი დასვენება (სხვათა შორის, პირველად დავსაჯე იუზერები - ყოველტვის მაქსიმალურად ვერიდები ამას). პოსტზე გამოხმაურება არაა საჭირო. გააგრძელეთ ისეთივე საქმიანი საუბარი, როგორიც ამ პოსტამდე იყო თემაში. წარმატებები.


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
Mr-Raptor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1871
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 14 Feb 2017, 20:33  #49931686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (tavadze @ 14 Feb 2017, 11:10 )
ამ განხილვაში ჩაჭრა ოფტოპიკში არ ჩამეთვლება, რადგან როგორც ვხედავ, აქ ბევრს სჭირდება იმის შეხსენებაც, რომ მოდერაცია არსებობს და რაც ყველაზე ცუდია, თურმე იმისიც, რომ კაცობა ცოტა სხვა რამეა და არა ის, რაც აქ გუშინ ხდებოდა.
ამ თემაში არ შემოვდიოდი არასოდეს, რადგან არა ვარ ამ სპორტის მოყვარული. მგონი, ერთხელ სათაურის გადაკეთება მთხოვეს და მაშინ შემოვიხედე. ამ დღეებში კი ვფიქრობდი, 100 გვერდს გადაცდა თემა და დავუწერ, ახალი გახსენით-მეთქი, მაგრამ ვერ მოვიცალე.
გინება არ მიმაჩნია ცხოვრების ნორმად და კაცობის საზომად, თუმცა მესმის, რომ კაცს შეიძლება, ჩხუბიც მოგივიდეს და გინებაც მოგიწიოს, მაგრამ ეს შვილების დაწყევლა და შენს კუბოს დავადექიო" თუ "შენს საფლავსო", ეს რა უბედურებაა?! ხატზე შემიძლია დაფიცება, დღესაც კი გუნება მიფუჭდება ამ პოსტების გახსენებაზე. ინტერნეტში და ეკრანის უკნიდან გინება, ჩხუბი და მუშტების ქნევა ვერაფერი ვაჟკაცობაა. თუ გინება გინდათ, არსებობს პმ, მერე კი პირისპირ შეხვედრა და კაცურად მოქცევა, თორემ მოდერთან დარეპორტებას რა უნდა!
მოკლედ, არავის შერჩება გუშინდელივით მოქცევა და სასჯელი აღარ იქნება 3-დღიანი დასვენება (სხვათა შორის, პირველად დავსაჯე იუზერები - ყოველტვის მაქსიმალურად ვერიდები ამას). პოსტზე გამოხმაურება არაა საჭირო. გააგრძელეთ ისეთივე საქმიანი საუბარი, როგორიც ამ პოსტამდე იყო თემაში. წარმატებები.

+++ ამაზე კომენტარი არ გამიკეთებია და აბსულუტურად გეთანხმები, შეიძლება სპორტი არ გიყვარს,მაგრამ ვისაც უყვარს არც მათთვისაა კარგი წასაკითხი მსგავსი შინაარისის პოსტები და ამიტო სრულად გეთანხმები


NIKA-999 -- მეც ჩემ აზრს მოგახსენებ, რო ვფიქრობ ხოლმე მაგ თემაზე სიმართლე გითხრა მაგრა ვიჭედები არჩევანსა და აზრის დაფიქსირებაში, ჩემი გემოვნებით და ასევე იმ რეალური დონით რაც აჩვენეს უფც-ში ყოფნისას, გამორჩეულები არიან სილვა ჯიესპი და ჯონსი და ვერც ერთს ვაყენებ ხოლმე ერთმანეთზე წინ და ამავდროულად მინუს პლიუსებს ვუძებნი ხოლმე სამივეს და 2 სიტყვით დავწერ ამაზე

1. სილვა მეც ვფიქრობ რო ყველაზე ორიგინალური არსენალის მფლობელი იყო,ქონდა ძალიან კარგი და ამავდროულად საყურებლად სახალისო მოძრაობები + ეექტური,იყო ძალიან სწრაფი და დროული, - მინუსი იყო ის რო ვაიდმანამდეც ბევრჯერ იყლევა და იცანცარა მაყურებლის გართობის და ოპონენტის არასაკადრისად დაფასების მხრივ და ვაიდმანთან ამისათვის მოიმკო კიდეც შედეგი, ამასთან ერთად სილვას ბევრი რაუნდიც აქვს წაგებული და სონენთან ხო საერთოდ უმაგრესად გაიტყეპა და ეგეც მინუსია მის კარიერაში,ასევე ძალიან გამძლე თავი აქვს სილვას და ძალიან გამძლე კაინი,არასდროს მინახია მაგას რო რამე მოსვლოდეს ან სახე გასკდომოდეს,თუნდაც სონენთან რაც მოხვდა თავისუფლად შეიძლებოდა რო წარბები მაინც გახეთხვოდა ან იგივე კორმიესთან,მოკლედ სილვა კლასიკა იყო,ისტორიული კლასიკა

2. ჯიესპი, აი ჯიესპისაც მოუვიდა მსგავსი არ დაფასება როცა სერასგან ნოკაუტი აიკიდა და იქ დარწმუნებული ვარ ზუსტად მაგ დაუფასებლობის გამო იყო ეგ და თვითონაც თქვა ფაითის მერე რო მეორე ჩხუბში ყველას ვანახვებ რეალობა რაც არისო და მერე კი ვიცით რაც ქნა, ჯიესპისნაირი ველ რაუნდედ ფაითერი ალბათ უფც-ში არავინ ყოფილა და არც იქნება კიდე, + ჯიესპის ქონდა ჯამურად აბსოლუტურად სრულყოფილი მმა, საუკეთესო ბოქსი, საუკეთესო პარტერი, საუკეთესო კონტროლი პარტერში და დომინანტობა,არასდროს იბრძოდა 2 ნომრად და ჰენდრიქსთანაც როცა ძალიან მწარე შემხვედრ დარტყმებს იღებდა იქაც კი არ იხევდა უკან არადა ბოლოს რას უგავდა სახე მაგ საცოდავს,წაგებები ქონდა თუმცა მის კარიერაც ვფიქრობ რო ჩრდილი არ მიადგა ამ წაგებების გამო,ერთ-ერთი ის ფაითერი ვიზეც რეალურად შეგიძლია შენი გემოვნებით თქვა რო იყო გოათი და ამის უამრავი მიზეზი გექნება ულაპარაკოდ

3. ჯონსი, ჯონსზე მისი ფიზიკური მონაცემების გარდა რატოც ვფიქრობ ხოლმე რო არის გოათი არის ის რო იდეალურად ბალანსირებულია,ისტორიაში ალბათ ყველაზე მოქნილი, იდეალური იდაყვებით ჩხუბი,ფეხზე აღარც ვწერ საერთოდ როგორც ხმარობს,უმაღლესი კლასი, თეიქდაუნს ვერ გაუკეთებ და ჯიესპის ნაირად მუდამ ოქტაგონს ფლობს, არის ყველაზე მაღალი IQ ფაითერი ვინც კი მინახია და კორმიემაც არაერთხელ აღნიშნა ეს რო ვისაც არ უნდა ვებრძოლო მარტო ჯონსია ის ფაითერი რომელთანაც ვეცდები რო ჩემი შესაძლებლობების ფარგლების საზღვრებს გავცდე და ისე მოვემზადოო იმდენაც ამოუცნობი მოჩხუბარიაო და ამას დისი ტყუილად ნაღდად არ იტყოდა, იმის გარდა რო ჯონსს წაგება არ აქვს საერთოდ უფც-ში 17 ჩხუბში სულ ქონდეს რაც მე მახსოვს ჰაჰა 6-7 რაუნდი წაგებული ეგეც მაქსიმუმ იმდენად დომინანტი და ჭკვიანია, ყველაფერს რო თავი დავანებოთ ნოკდაუნში ჩაგდების საფრთხის წინაშეც კი არასდროს ყოფილა, არათუ ნოკდაუნში ან სანოკაუტე მდგომარებაში და ეს ყველაფერი არის ხოლმე მიზეზი რო ჯონსზეც ვფიქრობ ხოლმე რო არის გოათი,ამ ეტაპზე რა თქმა უნდა

Manuelo Costa მეც მასე ვარ და დავწერე კიდევაც რო ანონიმუს დისიჟენი ნაღდად ზედმეტი იყო,სპლიტით მოგება რო მიეცათ უკვე კი და ასევე სპლიტით რო ბრანსონს მოეგო არც მაშინ იტყოდა ვინმე რო უსამართლო იყოო
AnRI992
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 280
წევრი No.: 223387
რეგისტრ.: 30-August 16

გამოგზავნილია: 14 Feb 2017, 23:45  #49933128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr-Raptor
ჩემი აზრით ჯონსი არის ალბათ მაგ სამშიც ყველაზე ძლიერი.
სანახაობრივად მე პირადად სილვას ჩხუბები უფრო მომწონს და მომწონდა მაგრამ ჯონსმა ისეთი რამ გააკეთა, რაც ალბათ წარმოუდგენელი იყო.
მოვიდა დივიზიონში, რომელიც ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დივიზიონად უნდა ჩაგვეთვალა იმ პერიოდისთვის, იმიტომ რომ აქ იყვნენ შოგანი, მაჩიდა, ევანსი, ჯექსონი. ამ ოთხი კაციდან ყველას ქონდა პრეტენზია ჩემპიონობაზე და რეალურად ყველა მაგრები იყვნენ. ჯონსი მოვიდა და ესენი სუყველა გახია ცემაში. ამ ოთხ კაცს ისე მოუგო, რო მარტო ერთი რაუნდი წააგო მაჩიდასთან. ნუ ბადერი ვაბშე მანამდე ცემა სანამ ძაან მოიხოდებოდა. მერე, წამოვიდნენ ახალი დროის ძალიან ძლიერი მოჩხუბრები - გუსტა და დისი. ნუ ალექსასთან გაუჭირდა მარა ნუ დაგვანახა რას ნიშნავს IQ და ჩემპიონობა. დისი იმენა პირწმინდად გაანადგურა. ნუ ტეშირასაც კლასი ჩაუტარა. ბოლოს ეს გორილაც დაამარცხა. პახოდუ იქ სონენებს და ბელფორტებს არ ვთვლი დაჟე.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ძლიერ დივიზიონში გადაუარა ყველას. და ამის მერეც ძალიან ძლიერი მოჩხუბრები წამოვიდნენ და თითქმის ყველა უშანსოდ გაანადგურა. ერთადერთი არ გვინახავს ჯონსონი, რომელიც ახლახანს გამოცხვა.
ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ჯონსი სილვაზე მაგარიც არის, რომელიც მართალია უძლიერესია, მაგრამ ვფიქრობ რომ ეგეთი ძლიერი დივიზიონი და ეგეთი მაგარი კონკურენტები ამ რაოდენობით არ ყავდა. პახოდუ სილვას მაინც ყოველთვის ქონდა სუსტი წერტილი და ეს იყო ჭიდაობა. ჯონსს სუსტი წერტილი ფაქტიურად არ აქვს.
ჯიესპი კიდე ნუ რობოტაა რა. მე დიდად არ მევასება და ძაან სუბიექტური ვიქნები და მაგ პონტში ბევრს არ დავწერ. ჰენდრიქსთან მაგრად გამიტყდა მაგის მოგება...
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3763
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 15 Feb 2017, 01:20  #49934172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AnRI992
საქმე იმაშინარ არის ვინ უფრო მაგარია, წლები გავა და სილვას ჰაილაითები და ბრძოლები კლასიკად იქცევა, იმასაც იტყვიან 10 წლეულებით უსწრებდა მმა-ს განვითარებასო. ჯონსსაც ჰქონდა და აქვს მაგის შანსი, მაგრამ ტიპს 24 წლის ასაკის მერე მატებას ვერ ვამჩნევ, პირიქით ის ცეცხლი აღარ აქვს და დისიჟენებით იგებს. აწი კიდე კაცმა არ იცის მოიგებს თუ არა. თუ ვერ მოიგო და მერე კიდე ერთი 10 წელი უნდა იჩხუბოს და ამ დროის მანძილზე წამოვლენ სხვებიც და შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც ჯონსი უბრალოდ ერთ კარგ მებრძოლად ჩაითვალოს და მეტი არაფერი. ეგაა და ეგ. ჯი ეს პი-ს ამ ორთან არ შევადარებდი, ჯი ეს პი არ არის გამორიცხული მაგარ დოპინგზეც ყოფილიყო და იმიტომ აღარ დაბრუნდა აქამდე... ეგ ეხლანდელ მაგ წონის ტოპებთანაც საკითხავია რას იზამდა, აი თუ დაბრუნდა და ისევ გახდა ჩემპიონი მაშინ უდაოდ შევა სამეულში
Grim Reaper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 128838
რეგისტრ.: 16-March 11

გამოგზავნილია: 15 Feb 2017, 08:11  #49935206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჯი ეს პი-ს ამ ორთან არ შევადარებდი, ჯი ეს პი არ არის გამორიცხული მაგარ დოპინგზეც ყოფილიყო და იმიტომ აღარ დაბრუნდა აქამდე

ჯიესპი არ ვიცი, მარა სილვა რო ნაღდად იყო დოპინგზე დამტკიცდა ცოტა ხნის წინ.

ჯიესპის Under Armour აქვს კონტრაქტი და ახლა რიბოკი რო შემოვიდა ufc-ში, მაგიტო არ ბრუნდება.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (118) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0329 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]