forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (109) « პირველი ... 107 108 [109]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ძიუდო, VOL 30
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25447
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 12:06  #51731844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
_R@uL_
QUOTE
რამდენიმე პოსტის წინ დაწერა ერთ-ერთმა იუზერმა და ვეთანხმები....ბექა დადებს შედეგებს მაგრამ ეს არ იქნება სტაბილური...

სამწუხაროდ, მეც უნდა დაგეთანხმოთ: ბექა სადღაც ნამდვილად გაისვრის, მაგრამ ეს არ იქნება სტაბილური წარმატება.
მე მაინც ვემხრობი "დესპოტი მწვრთნელების" კატეგორიას და ჯოხის მეთოდს. იაპონელი და კორეელი მწვრთნელები ჯოხით თუ სცემენ სპორტსმენებს და იქაურები ამას იტანენ, ჩვენებმა ყვირილი და მოთხოვნა რატომ ვერ უნდა გაუბედონ? რა - იმათზე უფრო ტიტულოვანი სპორტსმენები გვყავს?


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60502
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 12:31  #51731961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tavadze
იმედია, ჯოხი გადატანითი მნიშვნელობით თქვი biggrin.gif რაც შეეხება კორეა-იაპონიას, მანდ სხვა აღზრდაა. ოჯახში ბავშვი უფროსს სცემს პატივს-მშობელსაც და მერე-მასწავლებელსაც. ტრადიციული უფროს-უმცროსობაა იგრძნობა მაინც. სპორტულ ღირსებას პატივს სცემენ და თუ ვინმე არღვევს ამასუსაქციელობით, ის ისჯება (ჯოხის და ქამრის გარეშეც-აი, ონოს რა უქნეს, ან კიმს, უჩიშიბას, დებოშიორ სუმოოსტებზე რაღა ვთქვათ). სპორტს ხალხი სეროზულად ეკიდება-თან უნივერსიტეტში სწავლობს ფიზმომზადებაზე და იქ ცალკე აძრობენ ტყავს, ზოგს სულაც სხვა დარგი აქვს არჩეული და კიდევ უარესია. ჰოდა, ამას ემატება დიდი და უშეღავათო კონკურენცია.

ჩვენთან კიდევ- ოჯახში რომ , უკაცრავად და, მუტრუკად არის ვაჟი გაზრდილი, იმას მწვრთნელმა რა უნდა უქნას? ამას ემატება ნაცნობობანა, ნეპოტიზმი, უსაქმურობა და დაუკავებლობა (სპორტის მეტი სხვა საქმე არ აქვთ, გარდა მანქანების, სმისა და დროსტარებისა). განათლების დაბალი დონე, ინტერესების სიმწირე....

ახალი თაობის იმედი უფრო მაქვს მე. დღეს სხვანაირი ბავშვები არიან-უფრო ინტერესიანები, მიზანდასახულები და მოწესრიგებულები. თორემ, ახლანდელ ახალგაზრდა თაობაში 90-2000-იანების გაფუჭებული მენტალიტეტია ისევ.

This post has been edited by Solveig on 26 Nov 2017, 15:47


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5405
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 15:47  #51732798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძიუდოს ფორუმს მივესალმები !

არაფერი ქართველთათვის არადამახასიათებელი არ მომხდარა.... ხდება ის, რაც დიდმა უზნაძემ ჯერ კიდევ წლების წინ თქვა...
მწვრთნელი უზნაძე არ მყავს მხედველობაში.... ფსიქოლოგმა უზნაძემ დაწვრილებით აღწერა, თუ რა აკლია ქართველს წარმატების მისაღწევად და ჯერ კიდევ ძალაშია მისი შეხედულებები.
ამონარიდი მისი მოსაზრებიდან: "პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება…"
წლის მეორე ნახევარი ქართველთათვის სისუსტეა, წლის დასაწყისში გულანთებით საქმის დამწყებებს (ძიუდოისტები, მათი მწვრთნელები) აგვისტოს მიწურულს ნება მოდუნებული აქვთ და საქმეს დინებით მიჰყვებიან.
მით უმეტეს როცა წაგების გამართლება ჩვენსავით არავის ეხერხება - არა ჩვენში ის არასწორი მენტატილეტის არსებობა, რომელზეც უზნაძე მიუთითებდა (აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული), არამედ მსაჯებია დამნაშავე, ძიუდოს საერთაშირისო ფედერაციის სპონსორები, წესები ანუ მოკლედ ყველა და ყველაფერი, გარდა თავად სპორტსმენისა.... მადლობა ღმერთს, რომ ჯერ ძიგორო კანოს არ დაბრალებია წაგება, თუმცა იქამდე მისულები ვართ.... ძიგორო კანოს გაუმართლა, რომ მსაჯი არ არის ამ ეპოქაში, თორემ ისიც გაგვიხდებოდა საგინებელი.... აი, ამაში გაუმართლა ნამდვილად.....
მსოფლიო ჩემპიონატი აპრილში რომ იყოს, გაცილებით მეტი ტიტული გვექნებოდა მოპოვებული....
* * *
ჩემი მოსაზრებით, იაპონიაში ერთობლივი წვრთნების ნაცვლად, ჭაბუკ ძიუდოისტებს იაპონელი ძიუდოისტების ცხოვრებისა და ვარჯიშისადმი დამოკიდებულებას პრაქტიკულად ვაჩვენებდი იაპონიაში. სწორი იყო ის მიდგომა, როდესაც ჭაბუკები იაპონურ უნივერსიტეტში ცხოვრობდნენ და ვარჯიშობდნენ, ეცნობოდნენ მათ ყოფას, საქმისადმი დამოკიდებულებას. კარგად გვახსოვს, თუ როგორ დასრულდა ეს და რა კატასტროფული სხვაობა იყო ცხოვრების წესში. ვარჯიშის შემდეგ სხვები სიწყნარეში და სიმყუდროვეში ისვენებდნენ, ხოლო ქართველები მელოდიას ხმამღლა უსმენდნენ, ცეცხლმაქრით წუწაობდნენ, ველოსიპედებით დაჰქროდნენ. ხომ ნათელი იყო, რომ ისინი შედეგებით იმ იაპონურ თაობეს ვერ გაუსწრებდნენ? ნათელი იყო, ვინაიდან მათი საქმისადმი დამოკიდებულება იყო შეუსაბამო... სწორი მიდგომა, იმის შიშით, ვაითუ "გამოგვყარონო", უარესით შეიცვალა, სრულად ითქვა უარი ამ გზაზე.
ანუ უარი არასათანადო ცხოვრების სტილზე და საქმისადმი მიდგომაზე კი არ ვთქვით, არამედ მსგავს პროგრამაში მონაწილეობაზე, "ვაითუ ჩვენი ჭეშმარიტი სახე არ გამოჩნდესო".
"სიმახინჯეზე" თვალში ჩახედვის ნაცვლად სარკეზე ვთქვით უარი.
ამას მოჰყვებოდა შემდგომში და მართლაც მოჰყვა გულშემატკივარზე "იერიში", რომელსაც სურდა "სარკის უარმყოფელ" ძიუდოისტზე თავისი სახე ეჩვენებინა....

This post has been edited by sanakari on 26 Nov 2017, 16:00
JorgeFonseca
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5637
წევრი No.: 219421
რეგისტრ.: 6-June 16

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 17:08  #51733145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
_R@uL_
love.gif biggrin.gif

კაროჩე როგორც გავარკვიე რუსებს იმიტომ აძლევენ მსაჯები უკანალს რო კაი მენტალიტეტი ქონიათ lol.gif lol.gif lol.gif
nocs_13
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5045
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 17:18  #51733191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ფსიქოლოგმა უზნაძემ დაწვრილებით აღწერა, თუ რა აკლია ქართველს წარმატების მისაღწევად და ჯერ კიდევ ძალაშია მისი შეხედულებები.
ამონარიდი მისი მოსაზრებიდან: "პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება…"


არ ვიზიარებ ამხანაგი უზნაძის დასკვნას... boli.gif
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12484
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 17:54  #51733354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
sanakari
QUOTE
წაგების გამართლება ჩვენსავით არავის ეხერხება - არა ჩვენში ის არასწორი მენტატილეტის არსებობა, რომელზეც უზნაძე მიუთითებდა (აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული), არამედ მსაჯებია დამნაშავე, ძიუდოს საერთაშირისო ფედერაციის სპონსორები, წესები ანუ მოკლედ ყველა და ყველაფერი, გარდა თავად სპორტსმენისა.... მადლობა ღმერთს, რომ ჯერ ძიგორო კანოს არ დაბრალებია წაგება, თუმცა იქამდე მისულები ვართ.... ძიგორო კანოს გაუმართლა, რომ მსაჯი არ არის ამ ეპოქაში, თორემ ისიც გაგვიხდებოდა საგინებელი.... აი, ამაში გაუმართლა ნამდვილად.....

+1.
tavadze
QUOTE
მე მაინც ვემხრობი "დესპოტი მწვრთნელების" კატეგორიას და ჯოხის მეთოდს. იაპონელი და კორეელი მწვრთნელები ჯოხით თუ სცემენ სპორტსმენებს და იქაურები ამას იტანენ, ჩვენებმა ყვირილი და მოთხოვნა რატომ ვერ უნდა გაუბედონ? რა - იმათზე უფრო ტიტულოვანი სპორტსმენები გვყავს?

ნამდვილად. მწვრთნელებზე დიდადაა დამოკიდებული, მაგრამ ვერ ვხედავ ვინმეს მოთოკვაზე მუშაობდნენ. მემგონი "დიდი ბიჭია, ვარჯიშის მერე რას იზამს ჩემი საქმე არაა" პრინციპით უფრო მოქმედებენ.
datu
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18585
წევრი No.: 37099
რეგისტრ.: 24-June 07

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 19:12  #51733703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze
QUOTE
მე მაინც ვემხრობი "დესპოტი მწვრთნელების" კატეგორიას და ჯოხის მეთოდს. იაპონელი და კორეელი მწვრთნელები ჯოხით თუ სცემენ სპორტსმენებს და იქაურები ამას იტანენ, ჩვენებმა ყვირილი და მოთხოვნა რატომ ვერ უნდა გაუბედონ? რა - იმათზე უფრო ტიტულოვანი სპორტსმენები გვყავს?

როგორც ვიცი, ხაბარელის დროს სერიოზული დისციპლინა იყო, ვერავინ ბედავდა ზედმეტებს.
ხაბარელის დროს მასეთი სიტუაცია არავის პირობებში არ ყოფილა.


--------------------
Представляется мне мрачных виселиц ряд:
И на них от версты до версты
Либералы висят. ЛИБЕРАЛЫ ВИСЯТ...,
И молчат их поганые рты!
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25447
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 26 Nov 2017, 22:26  #51734954      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
QUOTE
იმედია, ჯოხი გადატანითი მნიშვნელობით თქვი

რა თქმა უნდა. სიმკაცრე და დისციპლინა ვიგულისხმე...
განსხვავებული აღზრდა კიდე, აქაც შეიძლება რაღაც მსგავსის მიღწევა, რადგან "შიში შეიქმს სიყვარულსა"
პ.ს. ნუ, ესეც ნაწილობრივ გადატანითი მნიშვნელობით.
sanakari
QUOTE
ძიუდოს ფორუმს მივესალმები !

სალამი.
უზნაძემ მოგვცა რაღაც გზა. მისი განვიტარება ჩვენი ვალია, გამოუვალი მდგომარეობა კიდევ, არ არსებობს.
ZEUS
QUOTE
მაგრამ ვერ ვხედავ ვინმეს მოთოკვაზე მუშაობდნენ. მემგონი "დიდი ბიჭია, ვარჯიშის მერე რას იზამს ჩემი საქმე არაა" პრინციპით უფრო მოქმედებენ.

სხვა მომენტებიცაა მანდ...
datu
QUOTE
როგორც ვიცი, ხაბარელის დროს სერიოზული დისციპლინა იყო, ვერავინ ბედავდა ზედმეტებს.

დაკარგულს მივესალმები.
კი, ხაბარელს დისციპლინა ჰქონდა. ერთხელ ერთი "ვოლნიკი" მეუბნებოდა, მშურდა, მაგათ რომ ვუყურებდი ბორჯომში შეკრებაზეო.
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60502
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 23:26  #51741042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჭრიკიშვილის ფანკლუბის არ მესმის და მომკალით. ვერ გავიგე, რა პრინციპით ასკვნიან, რომ"ის რომ ყოფილიყო, ქართველების მონაგარი უკეთესი იქნებოდაო". კაცს ახალ წონაში საქ. ჩემპიონატის მეტი არაფერი მოუგია და რა ვიცი.
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12484
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 00:19  #51741427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Solveig @ 27 Nov 2017, 23:26 )
ჭრიკიშვილის ფანკლუბის არ მესმის და მომკალით. ვერ გავიგე, რა პრინციპით ასკვნიან, რომ"ის რომ ყოფილიყო, ქართველების მონაგარი უკეთესი იქნებოდაო". კაცს ახალ წონაში საქ. ჩემპიონატის მეტი არაფერი მოუგია და რა ვიცი.

მაგათი რომ გაიგო, ნამეტანი უნდა დაკარგო ობიექტურობა smile.gif
frager
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 222647
რეგისტრ.: 10-August 16

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 04:41  #51742162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ZEUS @ 28 Nov 2017, 00:19 )
QUOTE (Solveig @ 27 Nov 2017, 23:26 )
ჭრიკიშვილის ფანკლუბის არ მესმის და მომკალით. ვერ გავიგე, რა პრინციპით ასკვნიან, რომ"ის რომ ყოფილიყო, ქართველების მონაგარი უკეთესი იქნებოდაო". კაცს ახალ წონაში საქ. ჩემპიონატის მეტი არაფერი მოუგია და რა ვიცი.

მაგათი რომ გაიგო, ნამეტანი უნდა დაკარგო ობიექტურობა smile.gif

ეგ რა არი ტატალაშილის ფანკლუბიდან ერთი წერდა სასწაულ ფორმაში ყოფილა ტატალა თურმე ქვა ქვაზე არ ტოვებსო და კი ვნახეთ როგორ ფორმაშიც არის facepalm.gif facepalm.gif
და ჯერ იყო და რა ამბები ატეხეს ტატალაზე არიქა ჩაგრავენ როგორ არ აძლევენ შანსო, რო არ გცოდნოდა ვიზე ლაპარაკობდნენ, იფიქრებდი უეჭველი ონოზე ნაკლები არ უნდა იყოს ტატალაო.

This post has been edited by frager on 28 Nov 2017, 04:50
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60502
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 13:03  #51743442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
frager
ეგეც მომხვდა თვალში.

ZEUS
ობიექტურობის დაკარგვა არ ჰქვია მაგას, სიბრმავე ჰქვია. sad.gif მსოფლიოს გუნდურზე თუ ვიღაც ჭ კლასის ხალხს მოუგო, ესე იგი, დაფრინავს? მანამდე რა დღეში იყო, ის აღარ ახსოვთ.
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25447
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 18:40  #51745066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ე ბუჯო, გახსენით რომელიმე სტაჟიანმა ახალი თემა (მე არ მცალია), თორემ ეს გადასცდა 100-ს. ამიტომ ამას დავხურავ და როცა ახალს გახსნით, იქ გავაგრძელოთ ჭუკჭუკი.
most wanted
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4584
წევრი No.: 22885
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 22:38  #51746395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხომ არ იცით რამე სამოყვარულო კლუბები თუ არსებობს?
KendrickLamar
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 62
წევრი No.: 238054
რეგისტრ.: 14-November 17

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 23:09  #51746600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კრიზისია ნაკრებში

ფედერაციის ბრალია
მწვრთნელის
თუ მოჭიდავეების ეგ არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უარესი წელი იყო

პროგნოზი კანოზე
0 მედალი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (109) « პირველი ... 107 108 [109]  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0581 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]