forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (240) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში, ბუდაპეშტი 2017
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7253
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 17:21  #51191245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს ყველაზე მასშტაბური ტურნირი ძიუდოში, მსოფლიო ჩემპიონატი.

user posted image

ისტორია

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 1956 წლიდან იღებს სათავეს. პირველი მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოს სამშობლოში ტოკიომ უმასპინძლა. ტურნირი მხოლოდ აბსოლუტურ წონაში გაიმართა და ოქროს მედალს იაპონელი შოკიტი ნაცუი დაეუფლა. ტურნირის ფორმატი 1965 წელს შეიცვალა, როდესაც რიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთ სხვადასხვა წონაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სწორედ რიოში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი ანზორ ქიბროწაშვილმა. სწორედ ამ წლიდან დადგინდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების დროს და ის ყოველ ორ წელიწადში იმართებოდა.

მომდევნო მნიშვნელოვანი თარიღია 1987 წელი, როდესაც დასავლეთ გერმანიის ქალაქ ესენში პირველად ძიუდოს ისტორიაში ქალების და კაცების მსოფლიო ჩემპიონატი პარალელურ რეჟიმში ჩატარდა. მანამ ქალების მსოფლიო ჩემპიონატი დამოუკიდებლად 1980 წლიდან იმართებოდა. 1994 წელს კი პარიზმა პირველ გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ქართველებმა საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზეს 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, კანადის ქალაქ ჰამილტონში. პირველი მედალი საქართველოსთვის გიორგი ვაზაგაშვილმა მოიპოვა (ბრინჯაო), შემდეგ კი დავით ხახალეიშვილს ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა ოქროს მედლამდე. ქართველები ამ ერთი შეხვედრის მოგებას 15 წელიწადი ელოდნენ, სანამ 2007 წელს რიოში ირაკლი ცირეკიძემ ილიას ილიადისი არ დაამარცხა. ის არის საქართველოს სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი.

2009 წლის როტერდამის მსოფლიო ჩემპიონატიდან ტურნირი ყოველ წელს იმართება. 2013 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა მეორე მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სახელით, ასევე აღსანიშნავია საქართველოს გუნდის სამ გზის მსოფლიო ჩემპიონობა 2006, 2008, 2013 წლებში.

რეკორდები

ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე - ტედი რინერი (8ოქრო)
ყველაზე მეტი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ინგრიდ ბერგმანსი (6 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი - რიოკო ტამურა (1992, 18 წელი და 1 თვე)
ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - იაპონია (11ოქრო)
ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონის ქვეყანა: იაპონია (125 ოქრო)


ქართველი მსოფლიო ჩემპიონები

თემურ ხუბულური (1979, 1981)
user posted image

კობა კურტანიძე (1989)
user posted image

ამირან ტოტიკაშვილი (1989)
user posted image

ირაკლი ცირეკიძე (2007)
user posted image

ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014)
user posted image

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 28 აგვისტოს აიღებს სტარტს და 3 სექტემბერს დასრულდება. უნგრეთი ასეთი მასშტაბის ტურნირს პირველად მასპინძლობს. ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში განსაკუთრებულად შევა იმ მხრივ, რომ პირველად ერთმანეთს ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტუნრირზე მონაწილეობას მიიღებს 796 მონაწილე 136 განსხვებული ქვეყნიდან.

საქართველოს ნაკრები

-60: ამირან პაპინაშვილი
-66: ვაჟა მარგველაშვილი
-73: ლაშა შავდათუაშვილი
-81: ზებედა რეხვიაშვილი
-90: ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100: ვარლამ ლიპარტელიანი
+100: ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.

-57: მარიამ ჯანაშვილი
-70: ესთერ სტამი, ნინო ოძელაშვილი
+78: ელენე ქებაძე

ბადეები: https://ippon.org
პირდაპირი ონლაინტრანსლაცია: https://ippon.tv
პირდაპირი ტელეტრანსლაცია: სილქ უნივერსალი (12:00 - 16:00, 18:00 - 20:00 )

აბა წავედით vik.gif

This post has been edited by Rammstein on 22 Aug 2017, 17:41
chavle
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1127
წევრი No.: 567
რეგისტრ.: 28-December 01

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 17:22  #51191257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები და ბევრი ოქროები ამ თემაში smile.gif
Scoffield
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10607
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 17:23  #51191260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს.


პ.ს რამშტაინ ჭრიკიმ 2014-ში მოიგო და კიდევ დრო რო მიგეწერა და ვინ აჩვენებს ქართული არხებიდან კარგი იქნებოდა.

This post has been edited by Scoffield on 22 Aug 2017, 17:24
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7253
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 17:44  #51191400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Scoffield @ 22 Aug 2017, 16:23 )
ჭრიკიმ 2014-ში მოიგო და კიდევ დრო რო მიგეწერა და ვინ აჩვენებს ქართული არხებიდან კარგი იქნებოდა.

შევასწორე..2013-ში რომ მოევლო პიეტრის ფართხლისთვის ორი ოქრო ექნებოდა. სილქ უნივერსალი მეწერა და თბილისის დრო დავუმატე.

პ.ს.

ვინ რამდენი მედალის მოლოდინში ხართ ?

მე 2. ღვინიაშვილი თუშისგან რომელიმე აიღებს და დალშე ერთს დავამატებთ კიდევ.

რა სინჯის იქნება ვერ ვიტყვი ნამდვილად.

This post has been edited by Rammstein on 22 Aug 2017, 17:45
eldiablo
შეშლილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6241
წევრი No.: 188101
რეგისტრ.: 28-June 14

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 17:57  #51191482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · yim
QUOTE
ვინ რამდენი მედალის მოლოდინში ხართ ?

3... მგონია რო ბექა დადებს ოქროს .. ერთი ბრინჯაო თუში და ერთიც შავი ან ლიპო..


--------------------
"სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდები მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა."

"— აუუ, ჩაბარდა პატრონს...
— რომელ პატრონს?
— გევიდა გაღმა...
— სად გაღმა?
— მარილზე!
— რა მარილზე?
— მოკვდა, მოკვდა! წეიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო მიქელგაბრიელთან"
otokarcobra
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6913
წევრი No.: 84489
რეგისტრ.: 12-February 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 18:05  #51191537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შავი გააკეთებს მედალს, შრომა ყოველთვის ფასდება


--------------------
”ქებადიდებას სომხებისას საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან” (c) ილია

როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა (c) Qnet-ელი Woman777
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7253
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 18:19  #51191607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (eldiablo @ 22 Aug 2017, 16:57 )
QUOTE
ვინ რამდენი მედალის მოლოდინში ხართ ?

3... მგონია რო ბექა დადებს ოქროს .. ერთი ბრინჯაო თუში და ერთიც შავი ან ლიპო..

მეც სამს ვიტყოდი, მაგრამ წინა წლებისგან განსხვებით ძიუდოისტების უმეტესობა განუთესავია და დიდი შანსია ნაადრევ ეტაპზე რამდენიმე ძლიერ ძიუდოისტებთან მოუწიოთ ჭიდაობა.
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6180
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 18:36  #51191717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ორი მედალი მგონია და ორივე ბრინჯაო.

ღვინიაშვილი
თუშიშვილი


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!

--------------------------

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?“
gunnera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4380
წევრი No.: 142768
რეგისტრ.: 6-February 12

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 19:27  #51191997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აღარ მოდის ეს შაბათი რო წავიდე ბუდაპეშტში biggrin.gif

კაროჩე მენდალი აიღონ და თანახმა ვარ smile.gif
MickeyLL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2047
წევრი No.: 220838
რეგისტრ.: 1-July 16

გამოგზავნილია: 22 Aug 2017, 19:40  #51192066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბექა რატომღაც მგონია რო ოქროს აიღებს, თუშა ალბათ ბრინჯაოს, თუ ნახევარფინალში შეხვდა რინერს და კიდე ლიპო ან შავი მგონია რო მედალს დადებენ, ვაჟასაც შეუძლია ბრინჯაო მამენტ და პაპინასაც, მარა რაღაც უიღბლო ძიუდოისტები (შავიც მაგარინ იუღბლოა ისე) არიან და მგონია რო უმედლოდ დარჩებიან. იტოგში 2 მედალს მგონია რო ავიღებთ ყველა ვარიანტში!!
Mu-Shu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 222658
რეგისტრ.: 10-August 16

გამოგზავნილია: 23 Aug 2017, 00:56  #51193916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც მგონია რო ბექა ოქროს აიღებს. თუში წესით მინიმუმ ბრინჯაოს დადებს ჩემი აზრით და თუ გაუმართლა და რინერს არ გადაეყარა ფინალამდე, ვერცხლსაც. მეც 3 მედლის მოლოდინი მაქვს.

გუნდურში კაცების რომელი წონები გამოდიან?
frager
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 617
წევრი No.: 222647
რეგისტრ.: 10-August 16

გამოგზავნილია: 23 Aug 2017, 03:22  #51194338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Mu-Shu @ 23 Aug 2017, 00:56 )
მეც მგონია რო ბექა ოქროს აიღებს. თუში წესით მინიმუმ ბრინჯაოს დადებს ჩემი აზრით და თუ გაუმართლა და რინერს არ გადაეყარა ფინალამდე, ვერცხლსაც. მეც 3 მედლის მოლოდინი მაქვს.

გუნდურში კაცების რომელი წონები გამოდიან?

73, 90, და 90+ თუ არ ვცდები.
ანუ შავი, ბექა, თუშა

This post has been edited by frager on 23 Aug 2017, 03:24
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1648
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 23 Aug 2017, 23:41  #51199172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვფიქრობ ლიპოც მედალს დადებს. სინჯი არ ვიცი, მერე გეტყვით.
_R@uL_
Ageless Avatar!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15118
წევრი No.: 11072
რეგისტრ.: 28-June 05

გამოგზავნილია: 24 Aug 2017, 00:33  #51199561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რინერი არ უნდა შეეჩეხოს თუშის!
მთავარი ეგაა! ნუ მინიმუმ ფინალამდეsmile.gif მაგრამ რავი აბა, არის თუში ფინალის კაცი?

ლიპოს მედალი მგონიაsmile.gif დალშე რიავიცი რიავიცი აბა... smile.gif

ისე კი, თუ ძიუდოზე გვაქვს პრეტენზია და ვამბობთ მაგრები ვართო, ყველა მსოფლიოზე მინიმუმ 3 მედალს სტაბილურად უნდა ვდებდეთ smile.gif
MickeyLL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2047
წევრი No.: 220838
რეგისტრ.: 1-July 16

გამოგზავნილია: 24 Aug 2017, 03:06  #51200120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეგიძლიათ მშვიდად იყოთ მეგობრებო, ევროპაზე ვიძახდი რო წავალ და თუშიშვილს გავაჩემპინებ თქო და ეგრეც მოხდა, ეხლაც მივდივარ და ვიძახი რო მივდივარ და ბექას გავაჩემპიონებ, თუშიშვილს მედალს ავაღებინებ (თუ არ გავაჩემპიონე ეგეც ვაბშე) biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (240) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0342 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]