forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (112) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ძიუდო, VOL 31
 
ვინ არის 2017 წლის მონაცემებით, საუკეთესო ქართველი ძიუდოისტი?
ამირან პაპინაშვილი [ 1 ]  [0.63%]
ვაჟა მარგველაშვილი [ 3 ]  [1.90%]
უშანგი მარგიანი [ 11 ]  [6.96%]
ვარლამ ლიპარტელიანი [ 78 ]  [49.37%]
გურამ თუშიშვილი [ 65 ]  [41.14%]
Total Votes: 158
  
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3490
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 20:00  #51975537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

დღეს, 8 იანვარს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ბაკურიანში გაემგზავრება, სადაც საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლის, პარალელურად კი ოთხი ლიდერი უკვე გაფრინდა ავსტრიაში ერთობლივ შეკრებაზე, რომელიც 8-16 იანვარს ქალაქ მიტერსილში გაიმართება.

იქ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი უშანგი მარგიანი (90) და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) მიდიან.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი შარშანდელი სეზონის მედალოსნებზე გააკეთა,
თუმცა მათ შავდათუაშვილიც დაუმატა, ვისაც მსოფლიოზე სულ ცოტა დააკლდა კვარცხლბეკამდე.

ავსტრიაში ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილიც (+100) უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მწვრთნელებმა ისინი სახლში დატოვეს და ბაკურიანში წაიყვანენ.

მიტერსილში ჩვენგან ქალთა ნაკრებიც გაფრინდა იმავე ერთობლივ კემპზე, სადაც ზუსტად იმავე რიცხვებში მარიამ ჯანაშვილი (52), მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57), მარიამ ჭანტურია (63) და სოფიო სომხიშვილი (+70) ივარჯიშებენ.

ბაკურიანული შეკრება ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენები იანვარში შეჯიბრებებში არ გამოვლენ, მხოლოდ თებერვლიდან ჩაებმებიან ტურნირებში.

შეკრების დასრულების შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნდებიან და აქ გააგრძელებენ ვარჯიშს, რათა ფიზიკური, ანუ ძალისმიერი ვარჯიშებით "გაუხეშებული" სხეული ტატამზე საჭიდაო კონდიციამდე მიიყვანონ.
* * *
ჭიდაობა კი თებერვალში ბევრი მოუწევთ, რამეთუ ზედიზედ სამ ტურნირში გამოვლენ: 10-11 თებერვალს პარიზის დიდ სლემზე გამოვლენ და მისი დასრულების შემდეგ იქვე დარჩებიან ერთობლივ შეკრებაზე,

მერე ავსტრიაში გადაინაცვლებენ და 17-18-ში ობერვარტში "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებენ, 23-25 თებერვალს კი უკვე გერმანიაში, დიუსელდორფში იასპარეზებენ მორიგ დიდ სლემზე.

ერთობლივ ვარჯიშებზე იქაც დარჩებიან და მერე სამშობლოში დაბრუნდებიან. თუმცა პარიზსა და დიუსელდორფში თუ ძირითადი შემადგენლობა გამოვა, მიტერსილში შანსი უმეტესად სათადარიგოებს მიეცემათ.

რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ასეთი არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ სწორედ ეს ხუთეული მიიჩნევა სალიცენზიო ტურნირებში გამოსვლის პრეტენდენტად.

თან შერეულ გუნდშიც ძირითადად ეს წონები შედის, ხოლო რომელიც არ შედის, იქ დანარჩენების გადასვლა მერმისს იგულისხმება. მაგალითად, ჭანტურია სამომავლოდ 70-ში მოიაზრება, სომხიშვილი კი +78-ში გადავა.

მართალია, ჯერ ორივე ჭაბუკთა ნაკრებშია, მაგრამ ასაკთან ერთად წონაც აუცილებლად მოემატებათ. ამასთან, ამ ხუთეულს უკვე ამზადებენ სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის, რომელიც გაზაფხულის ბოლოდან დაიწყება, და ცალკე პროგრამითაც ამიტომ ემზადებიან.

დასამალი არაა, რომ მათ საქართველოში არა ჰყავთ ხეირიანი სპარინგ-პარტნიორები. განსაკუთრებით - ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჯანაშვილს, ვინც ამათში ყველაზე უფროსია.

ამ მიზნით ეს გოგონები დეკემბერში საფრანგეთშიც იყვნენ ასევე ერთობლივ ვარჯიშებზე, მერე კი იქვე შეჯიბრებაშიც გამოვიდნენ.

დასახელებულთა გარდა, სალიცენზიო შეჯიბრებებში ჩართვის კანდიდატებად სხვებიც მოიაზრებიან. მაგალითად, ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78), თუმცა ისინი სამბოში ვარჯიშობენ და მათი საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია, სად ირჩევენ ჭიდაობას.

ანგარიშგასაწევი და ყურადღებამისაქცევი გოგოები სხვებიც არიან, რომლებიც იქნებ ჯერ ვერ შედიან წამყვან ლიდერებში, მაგრამ სამომავლოდ კარგი პერსპექტივა უჩანთ და სათანადო პირობების შექმნას ისინიც იმსახურებენ.

მიტერსილიდან დაბრუნების შემდეგ ქალთა ნაკრები უკვე გაფართოებული შემადგენლობით ბაკურიანში გაემგზავრება საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე.

რაც შეეხება ტურნირებში მათ გამოსვლას, გადაწყვეტილია, რომ 30 მარტს თბილისში გამოვლენ "დიდ პრიზზე", თუმცა მანამდეც ექნებათ სტარტი რომელიმე ევროპულ თასზე.

ასევე სურთ თებერვლის ბოლოს დიუსელდორფის დიდი სლემის ჭიდაობა, რადგან იქ შეჯიბრების დასრულების შემდეგ ერთობლივი შეკრებაც იმართება. იმედია, წასვლას მოახერხებენ, რადგან ფედერაცია მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდებათ.


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9884
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 20:20  #51975659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ის იტალიელო ზაპა სად დაიკარგა?



///////
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12484
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2018, 22:48  #51976688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აუ წელსაც რომ არ გამოვიდნენ თბილისის დიდ პრიზზე, ჩვენ გვერდზე მაგრად გავლანძღავ პირადად მე.
* * *
რაც გინდა ის თქვი - სამაგალითო სპორტსმენია:
http://sporter.ge/%E1%83%95%E1%83%90%E1%83...83%A3%E1%83%9A/
frager
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 222647
რეგისტრ.: 10-August 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 21:54  #51982341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Scoffield @ 10 Jan 2018, 20:20 )
ის იტალიელო ზაპა სად დაიკარგა?



///////

ეგ მემგონი სახლში გაუშვეს და ვიღაცა წერდა აქ თუ არ ვცდები რო ჩვენ გოგოებზე სუსტი აღმოჩნდაო და რავიცი...

This post has been edited by frager on 11 Jan 2018, 21:55
MickeyLL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 220838
რეგისტრ.: 1-July 16

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 22:07  #52022337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პარიზში ზებედა და ტატალა მიყავთ და კირაკოზაშვილი არა. კაროჩე რა, ტურნირს არ ამაზინებენ ზებედას, არადა ვერაფერს ვერ შვება და ტატალას წონა ვაბშე არაა 81!!! როდისღა უნდა გამოიყვანონ აბა კირაკოზა, რო დაბერდებიან და გაცვდებიან ტატალა და ზებედა? !!! იობანი გარდაბანი
frager
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 222647
რეგისტრ.: 10-August 16

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 22:58  #52022655      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (MickeyLL @ 18 Jan 2018, 22:07 )
პარიზში ზებედა და ტატალა მიყავთ და კირაკოზაშვილი არა. კაროჩე რა, ტურნირს არ ამაზინებენ ზებედას, არადა ვერაფერს ვერ შვება და ტატალას წონა ვაბშე არაა 81!!! როდისღა უნდა გამოიყვანონ აბა კირაკოზა, რო დაბერდებიან და გაცვდებიან ტატალა და ზებედა? !!! იობანი გარდაბანი

თავიდან მეც ეგ გავიფიქრე სიას რო დავხედე მარა სავარაუდოდ კირაკოზას დიუსელდორფში წაიყვანენ და რო დავუკვირდეთ შეიძლება სწორიც იყოს იმიტო რომ პარიზში როგორც წესი უძლიერესი შემადგენლობა იკრიბება და იქ ცოტა გაუჭირდება კირას, იგივე წინა წელს პირველივე თუ მეორე შეხვედრიდან გამოვარდა პარიზიდან, სავარაუდოდ დიუსელდორფში უფრო სუსტი შემადგენლობა იქნება პარიზთან შედარებით და იქ ნაკლები შანსი იქნება რო პირველივე შეხვედრიდან გამოვარდეს და თავის წარმოჩენის უკეთესი საშუალება ექნება.
და იგივე თუშა რო ავიღოთ წინა წელს ისიც უმედლოდ დარჩა პარიზში მიუხედავად იმისა რო ცუდად არ უჭიდავია.

This post has been edited by frager on 18 Jan 2018, 22:59
MickeyLL
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 220838
რეგისტრ.: 1-July 16

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 23:05  #52022697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
frager
კი არის ლოგიკა მაგაში ძმაო, მაგრამ აი ტატალაზე მეტად არ მგონია რო გაუჭირდეს!!!
sanakari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5405
წევრი No.: 136575
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 00:23  #52023196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კი არის ლოგიკა მაგაში ძმაო, მაგრამ აი ტატალაზე მეტად არ მგონია რო გაუჭირდეს!!!


სუსტ ტურნირებზე მოგებებმა შეიძლება ტატალას უსაფუძვლო ამბიცია გაუჩინოს, ხოლო კირაკოზაშვილს შეიძლება ძლიერ ტურნირებზე პერმანენტულმა წაგებებმა თავდაჯერებულობა შეურყიოს.

QUOTE
ის იტალიელო ზაპა სად დაიკარგა?


რომში გასამართ ღია პირველობაზე თუ არ აასპარეზეს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ წავიდა.....
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12484
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 00:55  #52023384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩემი აზრით მოვიდა დრო კირაკოზამ რეგურალურად იასპარეზოს დიდ ტურნირებზე. სხვანაირად აბე ვერ იქნება და იიდა - ერთხელ გამოვიდეს და მოიგოს. რეგულარული პრაქტიკა ჭირდებათ ქართველებს.

This post has been edited by ZEUS on 19 Jan 2018, 00:57
JorgeFonseca
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5637
წევრი No.: 219421
რეგისტრ.: 6-June 16

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 01:03  #52023429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZEUS
5 ტურნირზე აჭიდავეს შარშან და მედალსაც ვერ მიუახლოვდა ვერსად sad.gif ასე რომ უპრაქტიკობის ბრალი ნაკლებად იყო მაგის ჩაგდებული სეზონი biggrin.gif წელს უფრო მზად იქნება წესით უფროსებში და პახოდუ 81-ში საჭიდაოდ და იმედია დადებს შედეგს old.gif
ZEUS
RAUL


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12484
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 01:04  #52023431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (JorgeFonseca @ 19 Jan 2018, 01:03 )
ZEUS
5 ტურნირზე აჭიდავეს შარშან და მედალსაც ვერ მიუახლოვდა ვერსად sad.gif ასე რომ უპრაქტიკობის ბრალი ნაკლებად იყო მაგის ჩაგდებული სეზონი biggrin.gif წელს უფრო მზად იქნება წესით უფროსებში და პახოდუ 81-ში საჭიდაოდ და იმედია დადებს შედეგს old.gif

შარშან უფრო პატარა იყო. წელს მეტი მოეთხოვება საქართველოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონს gigi.gif
JorgeFonseca
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5637
წევრი No.: 219421
რეგისტრ.: 6-June 16

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 01:08  #52023451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZEUS
QUOTE
წელს მეტი მოეთხოვება საქართველოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონს

yes.gif კი გეთანხმები მაგრამ უცებ ლაშა გურული გამახსენდა biggrin.gif
frager
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 222647
რეგისტრ.: 10-August 16

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 03:00  #52023796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ZEUS @ 19 Jan 2018, 01:04 )
QUOTE (JorgeFonseca @ 19 Jan 2018, 01:03 )
ZEUS
5 ტურნირზე აჭიდავეს შარშან და მედალსაც ვერ მიუახლოვდა ვერსად sad.gif ასე რომ უპრაქტიკობის ბრალი ნაკლებად იყო მაგის ჩაგდებული სეზონი biggrin.gif წელს უფრო მზად იქნება წესით უფროსებში და პახოდუ 81-ში საჭიდაოდ და იმედია დადებს შედეგს old.gif

შარშან უფრო პატარა იყო. წელს მეტი მოეთხოვება საქართველოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონს gigi.gif

ისე we love judo ს გვერდზე კომენტარებს გადავხედე სადაც კირაკოზაშვილის არ ყოფნაზე წერენ, რატომ არ წაიყვანეს პარიზში ეკუთვნოდაო და მერე თვითონ კირაკოზაშვილი ალაიქებს ამ კომენტარებს, ანუ რას ნიშნავს ეს ? როგორც ჩანს კომუნიკაციის პრობლემა ისევ არსებობს მანდ, თორემ ჩვენ ვვარაუდობთ რომ დიდი ალბათობით დიუსელდორფში გამოვა მაგრამ როგორც ჩანს თვითონ არც ეგ ინფორმაცია არ აქვს და არ უთხრეს ან მეორეა, უთხრეს და პარიზში უნდოდა თვითონ ასპარეზობა მოკლედ ამ ორიდან ერთია...

This post has been edited by frager on 19 Jan 2018, 03:49
JorgeFonseca
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5637
წევრი No.: 219421
რეგისტრ.: 6-June 16

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 11:03  #52024397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
frager
ზედმეტად ამბიციური ბიჭია biggrin.gif იმასაც ალაიქებს რო ვინც აწყობთ ის დაყავთო და რაღაც ეგეთები biggrin.gif როცა თვითონ 5 ტურნირზე იყო და ვერსად შედეგი ვერ აჩვენა.. კაროჩე უაზრობებით უჭედავენ ტვინს ახლობლები და ჯერათ ხოლმე მაგათაც მერე რო მსოფლიო დონის ჯუდოკები არიან პროსტა ჩაგრავენ biggrin.gif
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 60502
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 13:33  #52024947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ლაშა გურული გამახსენდა biggrin.gif

კირაკოზა აშკარად გურულზე მაღალი დონეა.
მაგრამ, ფაქტია, უფროსებში უჭირს ჯერ.
frager
QUOTE
ისე we love judo ს გვერდზე კომენტარებს გადავხედე სადაც კირაკოზაშვილის არ ყოფნაზე წერენ, რატომ არ წაიყვანეს პარიზში ეკუთვნოდაო და მერე თვითონ კირაკოზაშვილი ალაიქებს ამ კომენტარებს, ანუ რას ნიშნავს ეს ? როგორც ჩანს კომუნიკაციის პრობლემა ისევ არსებობს მანდ, თორემ ჩვენ ვვარაუდობთ რომ დიდი ალბათობით დიუსელდორფში გამოვა მაგრამ როგორც ჩანს თვითონ არც ეგ ინფორმაცია არ აქვს და არ უთხრეს ან მეორეა, უთხრეს და პარიზში უნდოდა თვითონ ასპარეზობა მოკლედ ამ ორიდან ერთია...

JorgeFonseca
QUOTE
ზედმეტად ამბიციური ბიჭია

მე დავწერე ადრე-შარშან არაფერი გამოუვიდა საერთაშორისო ტურნირებზე და წელს უფრო უნდა მოინდომოს-მეთქი, თუ რაღაც მსგავსი და ეგეც მოიწონა. მე მგონი, უბრალოდ, მოსწონს, რომ ხალხი ყურადღებას აქცევს მის გამოსვლებს და რაღაც იმედებს ამყარებს მასზე.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (112) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0388 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]