#52066613 · 26 Jan 2018, 18:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
მოვყევი შემდეგნაირ საგზაო შემთხვევაში.
საგზაო მოძრაობის წესები არ დამირღვევია. გზაზე გამომიხტა მოქალაქე, ავაცილე, გადავედი გვერდით ზოლში მაგრამ დაბნეული მოქალაქე იქით გადმოხტა და დავეჯახე. გადასასვლელი ზებრა იყო 20-30 მეტრში. დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში და 4 დღის შემდგომ გაწერეს. საავადმყოფო ხარჯები გადაიხადა მისმა დაზღვევამ. შუბლზე მიღებული (გადატყავების) დაზიანების პლასტიკური ოპერაციით თანხა ავანაზღაურე მე. დაზარალებულმა ნოტარიულ დოკუმეტში დაწერა რომ არ აქვს და არც ექნება პრეტენზია, რომ ყველა საჭირო ხარჯი ავანაზღაურე და სთხოვს სამართალდამცველებს ჩემს სასარგებლოდ გამოიყენონ ყველა შესაძლო შეღავათები. გამომძიებელთანაც იყვნენ და განაცხადეს რომ მას არ ახსოვს რა მოხდა. ის რომ იგი გადავიდა გზაზე და მოხდა ავარია. თუმცა ჩემს წინააღმდეგ არანაირი პრეტენზია არ აქვს (მოკლედ იგივე რაც ნოტარიულ აქტში). გამომძიებელი მეუბნება რომ ველოდები სამედიცინო ექსპერტიზასო და მერე პროკურორი სავარაუდოდ შენს მიმართ განრიდებას გამოიყენებსო. მაინტერესებს ესეთ შემთხვევაში რა ოდენობის განრიდება შეიძლება გამოიყენოს პროკურორმა ან სხვა რაშეიძლება გამოიყენოს და როგორ მოვიქცე????
--------------------
SUBARU Legacy B4 GT 2.0 2014---- SUBARU Forester S/20 2010-2014 Ford Mondeo 1995 2006-2006 BMW 525 Executive 2005-2005 BMW 525 Executive 2004-2004 Opel Calibra 2003-2003 Opel Vectra 2001-2002
|