Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > რამდენად სამართლიანია 2000 ლარიანი ადმინ.ჯარიმა ?


Posted by: Phenem 11 Nov 2020, 14:25
მოგესალმებით

user posted image

მაინტერესებს, იურიდიულად რამდენად სამართლიანია ეს ჯარიმა და ამ მუხლით. ან სად შეიძლება ინახოს ამ დარღვევაზე რა სანქციაა (თუა გაწერილი საერთოდ სადმე)

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4877009?publication=65 ესეც 322-ე დადგენილება, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ. კერძოდ რომელ მუხლს არღვევს გადაადგილების შეზღუდვის (რომელიც მთავრობამ ახლა დააწესა) დროს გადაადგილება ?

Posted by: JSB14BSJ 10 Jan 2021, 21:15
Phenem

ძალიანაც სამართლიანია.

აბა შენ თვითონ ახსენი, რატომ არაა სამართლიანი?

ღარიბი ქვეყანა ვართ (არ ვართ, მაგრამ გვაბოლებენ და ხო გვჯერა). არც რესურსებია სამყოფი და საკმარისი და სააკაშვილის გაუნათლებლობის რეფორმის მერე - აღარც კადრები. ერთიმეორეზე მიყოლებით დაიხურა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტებში აღარ არსებობს ძირითადი სამეცნიერო ერთეულები - კათედრები, ქართველი ადამიანი ოფიციანტს, ტურისტის მოსამსახურეს, სექსმუშაკს, სართულის მორიგეს, ტექნიკოსს და რაც ყველაზე საზიზღრობაა, ვაჭარს ვეღარ სცდება.

ეპიდემიის დროს ჯანმრთელობის მინისტრად გაუნათლებელი 2-წიგნწაუკითხავი გომბიო გვყავს, რომელმაც სადღაც ფიქტიური უმაღლესი დაამთავრა (დაამთავრა თუ არა, კიდე საკითხავია). ამ პირობებში აუარებელი ავადმყოფის სამკურნალოდ, მობილიზებული პერსონალის ხელფასისთვის, აპარატურის ზენორმატიული ცვეთის ხარჯებისთვის ისევ ჩვენი ჯიბეებიდან იხარჯება ფული.

დალოცვილისშვილო, ერთი ის მაინც შეგიძლია, რო ამ რთულ დროს რეგულაცია არ დაართღვიო და ამით დაეხმარო სახელმწიფოს და - ყველა სახელმწიფოს დედაც #####ან და - ქართველ ხალხს და დაეტიო სახლში თავის დროზე და ამასაც არ აკეთებ?
და კიდე ედიკას და მიშას და ბიძინას და მართმადიან სალომეს აგინებ რიხით, დარწმუნებული ვარ, ხო?

ხოდა სხვანაირად დაეხმარე მაშინ ქართველ ხალხს - ბიუჯეტში ფულით.

Posted by: kriketi-1985 14 Jan 2021, 01:17
რომ არ გადაიხადოს მოქალაქემ, მაგ დროს რა ხდება, საინტერესოა.

Posted by: Red111 15 Jan 2021, 00:24
kriketi-1985
ჯერჯერობით არაფერი
ჰაერშია ეს ჯარიმები
არცერთი არ აღსრულებულა,უმრავლესობა გასაჩივრებულია

მყარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ამ ჯარიმებს (ანუ ვგულისხმობ იმას რომ ბოლომდე რო მიყვე გასაჩივრებით შეიძლება გამართლდე კიდეც)

მთავრობაც თავს იკავებს მიყვეს ეხლა ამ 2000 ლარიანი ჯარიმებს
როცა დაიწყებს ამის ამოღებას მაშინ დაიწყებ ერთი ვაი უშველებელი

Posted by: dinamosfan 15 Jan 2021, 00:34
QUOTE
დალოცვილისშვილო, ერთი ის მაინც შეგიძლია, რო ამ რთულ დროს რეგულაცია არ დაართღვიო და ამით დაეხმარო სახელმწიფოს და - ყველა სახელმწიფოს დედაც #####ან და - ქართველ ხალხს და დაეტიო სახლში თავის დროზე და ამასაც არ აკეთებ?

მართალი ხარ ძმა
ძალიან გაუტია ხალხმა
ვერ გაიგო ამ ფარამ რომ კომენდანტის საათის დარღვევის უფლება მოკვდავებს არ აქვთ!!!
რა ესეც ეხლა კიტა იზორიაა?
ეკას ხნავს ყურშიტაშვილს
თუ თელავის პოლიციის უფროსია კომენდანტის საათის დროს ქეიფობდეს
კაცის კვლაზე აღარ ვამბობ არაფერს
მაგის უფლება ქოცებს აქვთ მარტო
და საერთOდ უფლება
სამართალი არა ლეღვი სადაა ამ ქვეყანაში სამართალი

Posted by: kriketi-1985 15 Jan 2021, 02:38
Red111
მადლობა პასუხისთვის up.gif

Posted by: kodeqsi 15 Jan 2021, 03:43
პრინციპში, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში არაა გამოცხადებული და ამის შესაბამისად, ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვა დროში უკანონოა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას... ქოცეთი ცოცხალი თავით არ უწოდებს ამ შეზღუდვას კომენდანტის საათს და დე-იურე ეს ასეცაა, მარა დე-ფაქტო კომენდანტის საათია თავისი შინაარსით, ასეთი შეზღუდვების დაწესება და მის შესაბამისად ადამიანების შეზღუდვა მათ ძირითად კონსტიტუციურ თავისუფლებაში კი საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლად კონსტიტუციით დაუშვებელია...

მარა ღლეზე ჰკიდიამს ქოცნახირეთს სამართლებრივი სახელმწიფოც და მისი პრინციპებიც, სასამართლო სისტემაც ჯიბეში ჰყავს და ამ მხრივ არაფერი ადარდებს, კორონაისტერიას ამოფარებით კი სულ ახალ და ახალ ქოცდიქტატორულ ექსპერიმენტებს იგონებს და დგამს... წარმატებით... ცხვრის ფარასთან ყველაფერი გასდის და...

Posted by: Kitamin 15 Jan 2021, 03:44
გამარჯობა. არა სამართლებრივია. ამიტომ შეგიძლიათ გაასაჩივროთ.

თუ დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ პმ. და შეღავათიან ფასად გაგიწევთ კონსულტაციას დისტანციურად.

Posted by: nnn_lll 24 Jan 2021, 01:01
ისე ამ კომენდანტზე ვეძებე კანონმდებლობაში და ვერაფრით ვერ გავიგე რის საფუძველზე დააწესეს კანონქვემდებარეში გამიხარდა, მარტივად, ვინმე უჩივლებს გააუქმებენთქო, მარა დავრეკე საინფორმაციოში ნურას უკაცრავად, ის კი არაა რასაც თქვენ კითხულობთო, არა მანდ ეგ კი არ წერია, ის წერიაო.. biggrin.gif აღარც ქვეყანა გვაქვს, აღაც კანონი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)