#57445714 · 26 Jan 2021, 00:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tri-polchika არ მიიღოთ კრიტიკად, ვინაიდან შეკითხვა დასვათ ისე, როგორც მოგეპრიანებათ, თქვენი უპირობო უფლებაა! ვერავინ შემოგედავებათ! მაგრამ იქნებ გამოგადგეთ! მაინც მოგიწევთ დაზუსტება და სჯობს თავიდანვე განსაზღვროთ!
ერთ ერთი „მოსახლე“ ბრძანდებით, თუ მრავალბინიანი სახლის ბინის მესაკუთრე?! მხოლოდ თქვენი პოზიცია ეწინააღმდეგება თბილისის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებებს და სამომავლო გეგმებს?! თუ სხვა მესაკუთრეებიც სოლიდარულნი არიან?!
ეს ასევე წაადგება თავიდანვე განსაზღვრას, პროცესუალურუნარიანი ბრძანდებით თუ არა – ანუ გაირკვეს თქვენს სარჩელს ხომ არ ელის ჯერ კიდევ მიღების სტადიაზე მარცხი – მისი მიუღებლობა!
და რაც მთავარია, მსგავსი მოთხოვნების ჩამოყალიბება, მისი სარჩელად გარდაქმნა საკმაო კვალიფიკაციასა და დროს მოითხოვს! აქვე ისმევა ეს „საზარელი შეკითხვა“, გაქვთ კი მსგავსი სარჩელის მხარდამჭერი რესურსები?! სარჩელის მახასიათებლები ასევე აუცილებლად გამოიწვევს ექსპერტების ჩარევას – ეს კი არ არის იაფი ღონისძიება! თუ მხოლოდ იმას ეყრდნობით, რომ „პროექტი ჩემი შეთანხმების გარეშე“ მომზადდა?!
This post has been edited by Правовед on 26 Jan 2021, 00:31
|