Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > ფსიქოლოგი მირჩიეთ


Posted by: Hyperzet 27 Jul 2017, 21:37
Warning:

** უფრო ზუსტად შევძლებთ გირჩიოთ, თუ დააკონკრეტებთ, -რა სახის კონსულტაციისთვის გჭირდებათ ფსიქოლოგი, მაგალითად ბავშვისთვის, ძაღლისთვის, დედამთილისთვის და ა.შ.  war.gif


რეზო კორინთელი - ფსიქოთერაპევტი, ექიმი-ფსიქიატრი. მუშაობს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში, იუნგიანელი ანალიტიკოსი, ნიშნავს ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას (ტ: 295 29 09)
ლევან შატბერაშვილი - ფსიქოლოგი. მუშაობს ძირითადად იუნგიანური ანალიტიკური ფსიქოლოგიის და პროცესზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის კუთხით (ტ:599 22 96 30)
დავით ანდღულაძე - ფსიქოლოგი, ფდსიქოთერაპევტი. რამდენადაც ვიცი მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიით (ტ:593 12 71 44)
ვაჟა კენჭაძე - ექიმი-ფსიქიატრი, არ ატარებს ფსიქოთერაპიას, ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას (ტ:599 58 56 50)
სალომე ლოსაბერიძე - ფსიქოლოგი, მუშაობს ეკლექტურად, გეშტალტ-თერაპიის, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის და არტ-თერაპიის განხრით (ტ:593 73 72 29)
ქეთი მღებრიშვილი - ფსიქოლოგი, მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით და ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტექნიკებით (ტ:599 94 83 93)
ნინო კანდელაკი - ფსიქოლოგი, მუშაობს ეკლექტურად, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის კუთხით (ტ:593 25 72 50)
ლელა მურუსიძე - ფსიქოლოგი, მუშაობს ბავშვებთან სხვადასხვა პრობლემებზე, ბავშვთა ფსიქოლოგი (ტ:599 58 94 07)

წინა თემის ლინკი https://forum.ge/?f=15&showtopic=33931827&st=0

Posted by: chicharito12 27 Jul 2017, 22:00
QUOTE
რეზო კორინთელი - ფსიქოთერაპევტი, ექიმი-ფსიქიატრი. მუშაობს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში, იუნგიანელი ანალიტიკოსი, ნიშნავს ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას (ტ: 295 29 09)


ეუფფ, ამას რა კლიენტები ყავს და ფულს ატრიალებს )

QUOTE
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით

ვახ ეს სქ შიცაა )))


* * *
ეს ყველა ძველი ხალხიაა; __________________________


Posted by: DeLpoo 1 Aug 2017, 14:20
მირჩიეთბკარგი ფსიქოლოგი , ვინც დაეხმარება ადამიანს იპოვოს საკუთარი თავი და ასევე პირადი ცხოვრების დალაგებაში .პლზ პმ

Posted by: sunny_flower 3 Aug 2017, 16:16
ნათია ფანჯიკიძე არ ატარებს ინდივიდუალურ სეანსებს თუ იცით?

ნინა გოგოხია ფსიქოლოგი გაგიგიათ? მირჩიეს ეგეც, ცოტა მეშინია არ მინდა ისეთთან მივიდე უფრო გადამრიოს

Posted by: Lucchese 10 Aug 2017, 02:01
გამარჯობათ
გთხოვთ მითხრათ თუ იცით, ისეთ ფსიქოლოგი რომელიც მომისმენს და ცხოვრებისეულ ანალიზს მეტყვის ჩემს შესახებ
იმაზე მიპასუხებს რასაც მე ვერ ვგებულობ
მადლობთ წინასწარ.

Posted by: Phaedra 11 Aug 2017, 11:42
გამარჯობა,

მაინტერესებს , იცით თუ არა ისეთი ფსიქოლოგი , რომელიც სკაიპით(ან რაიმე მსგავსი საშუალებით)
დისტანციურად , თანახმაა პაციენტის აყვანაზე.

Posted by: sunny_flower 11 Aug 2017, 12:37
Phaedra
QUOTE
გამარჯობა,

მაინტერესებს , იცით თუ არა ისეთი ფსიქოლოგი , რომელიც სკაიპით(ან რაიმე მსგავსი საშუალებით)
დისტანციურად , თანახმაა პაციენტის აყვანაზე.


არაერთია მასეთი როგორც ვიცი, მაგალითად ლოსაბერიძეს ვესაუბრე წინა კვირაში და სკაიპით შემომთავაზა სესიის ჩატარება

Posted by: Kokoschka 11 Aug 2017, 14:11
კორინთელთან აზრი არ აქვს. აი ხო ძაან მაგარია, მაგრამ არა რა. ფულის კეთებაზეა გადასული, მართლა ფულს ატრიალებს.

QUOTE
გამარჯობა,

მაინტერესებს , იცით თუ არა ისეთი ფსიქოლოგი , რომელიც სკაიპით(ან რაიმე მსგავსი საშუალებით)
დისტანციურად , თანახმაა პაციენტის აყვანაზე.


არაერთია მასეთი როგორც ვიცი,



სკაიპით ქოუჩინგის ტექნიკები თუ წავა, სეანსი "ტრუხა" მგონია. ატმოსფერო რანაირად უნდა შეგიქმნას სკაიპიდან, ან ვაბშე მაგარი ტრანსს თუ გიტარებს და გაჭედა biggrin.gif

Posted by: Christopher Robin 12 Aug 2017, 15:55
ნონა ხიდეშელი ინდივიდუალურ სეანსებს ატარებს თუ იცით?
ამ მხრივ როგორი სპეციალისტია ნეტა

Posted by: ingiloo 15 Aug 2017, 10:18
ძალიან მძიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობის მკურნალობაა საჭირო და მირჩიეთ ვინმე ძლიერი სპეციალისტი რა user.gif

Posted by: Lolalo 23 Aug 2017, 23:34
სალამი, შემიძლია გიპასუხოთ კითხვებზე.

Posted by: vanevera 26 Aug 2017, 10:51
Lolalo

კონკრეტულად რას გულისხმობთ? თუ ფსიქოლოგიური სახის კითხვებს, მაშინ ბარემ გკითხავთ smile.gif

მეთოდს, რომლის მიხედვითაც პაციენტს/კლიენტს ფსიქოლოგი ვიზუალიზაციით და წარმოსახვით რაღაცეებს აკეთებინებს, რა ქვია? და როგორია ამ მეთოდის ეფექტურობა კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიასთან შედარებით?


Posted by: Lolalo 30 Aug 2017, 19:40
სალამი,

მართვადი ვიზუალიზაციით თერაპია ქვია, ასევე ამგვარი ტექნიკები გვხვდება არტ თერაპიაშიც.

რაც შეეხება კოგნიტურ-ბიჰევიორისტულ თერაპიასთან შედარებას, მიმართულება/ტექნიკა ქეისის, კლიენტის საჭიროებების და მოთხოვნების მიხედვით ირჩევა. რიგ შემთხვევებში სწორედ ბიჰევიორისტული მიდგომაა ეფექტური.

Posted by: tazman 2 Sep 2017, 07:32
მეც მირჩიეთ ვინმემ ფსიქოლოგი ოღონდ ანაზღაურებსი გარეშე არ უნდა არავის,თან პრაქტიაკს შეიძენს + მეც იმედია დამეხამრება
პ.ს.
გონიერი ვარ smile.gif)

Posted by: დოჩანა 3 Sep 2017, 14:43
რა არის ადრეც ვიკითხე და არავინ მიპასუხეთ,, ნუთუ არავინ მუშაობს აზარტომანიის პრობლემაზე საქართველოში?

Posted by: The Tall One 4 Sep 2017, 12:09
თუ შეიძლება მირჩიეთ ინგლისურად მოსაუბრე ფსიქოლოგი

Posted by: vazhatu 5 Sep 2017, 23:48
ბავშვის ფსიქოლოგი მინდა იქნებ ვინემ მომწეროთ ვინმეს მონაცემები.

Posted by: Snow93 6 Sep 2017, 15:43
QUOTE (The Tall One @ 4 Sep 2017, 12:09 )
თუ შეიძლება მირჩიეთ ინგლისურად მოსაუბრე ფსიქოლოგი

http://www.vidal.ge/doctors/giorgi-guga-sikharulidze

ძალიან მაგარი კაცია

Posted by: chicharito12 6 Sep 2017, 23:16
The Tall One

გამოცდილი გინდა?

გადაუხდი ფულს ?

Posted by: toriii 9 Sep 2017, 02:05
ბავშთა ინკლუზიური განათლების ფსიქოლოგი თუ გჭირდებათ შემეხმიანეთ

Posted by: ninkanino19 15 Sep 2017, 00:00
სალამი, 20 წლის გოგოსთვის იქნებ ფსიქოლოგი მირჩიოთ. სასურველია კაცი იყოს.

Posted by: mwyurvale 15 Sep 2017, 13:16
სოციალური შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ ვის მირჩევთ ბათუმში??

ბათუმში თუ არ იცით კარგი სპეციალისტი, თბილისში ან ქუთაისში მირჩიეთ

Posted by: TamunaKr 29 Sep 2017, 13:52
სალომე ლოსაბერიძეზე წერდნენ ერთ ერთი კი არა,მგონი საუკეთესი ფსიქოთერაპევტიაო. გადავიხადე 450 ლარი და უარესად გავხდი მგონი, საერთოდ არ ესმის რასაც ელაპარაკები, და ეს ჩაისუნთქე ამოისუნთქე,ბურთი წარმოიდგინე,საერთოდ ზღაპარია. არ ვიცი მე გაპიარებულია ალბათ. აი ფსიქოლოგს ეუბნები ვთქვათ რო მაწუხებს ფეხი,და ის კიდე ხელზე მკურნალობს. დაახლოებით ეგ ბაზარია.

Posted by: chicharito12 29 Sep 2017, 16:12
QUOTE
გადავიხადე 450 ლარი


biggrin.gif biggrin.gif _________________________

ჩემი ზუუ

Posted by: TamunaKr 1 Oct 2017, 20:17
კიდევ ერთხელ დავწერ...არ ვიცი მე საიდან მოვიდა ეგ აზრი,ან აქ რატო წერდნენ რო სალომე ლოსაბერიძე ერთ ერთი უძლიერესი ფსიქოთერაპევტია. მაგისმა სეანსებმა უარესად გამხადა მგონი. გისმენს მაგრამ.არ ესმის და ისეთ სისულეებს გეუბნება რომ შეიძლება ადგე და თავი მოიკლა. სახეზეც ვერ შევატყე რომ ჭკვიანია. უფრო სხვა რამეს ვიტყოდი. გოგოს ეუბნები რომ ვერ ცხოვრობ,თავის მოკვლა გინდა კონკრეტული რაღაცის გამო და ის გეუბნება ხალხს რა პრობლემები აქვს და შენ რაზე ხარ ცუდადო და გიღიმის უაზროდ. მაგაზე უკეთეს რჩევებს მეზობელი რო დამეჯინა,ის მომცემდა

Posted by: sali112233 2 Oct 2017, 10:47
გამარჯობათ. მეგობარს გარდაეცვალა დედა და აქვს დეპრესია არაფრის კეთება არ უნდა სულ ძინავს საერთოდ არ იყო ესეთი და მირჩიეთ როგორ მოვიქცე ვისთან მივიყვანო ვინ არის ძლიერი ფსიქოლოგი მსგავს საკითხებში რო ცხოვრებაში დააბრუნოს. დაახლოებით რა ხარჯებთან არის ფსიქოლოგის მომსახურება დაკავშირებული რამდენი ხანი გრძელდება?

Posted by: vanevera 3 Oct 2017, 12:24
TamunaKr

მე არ მქონია მასთან შეხება, ლოსაბერიძეს ვგულისხმობ, მაგრამ ტელეფონით ვეკონტაქტე და ადრეც დავწერე და ახლაც ვიტყვი: ის ფაქტი, რომ წინასწარ ითხოვს 500 ლარს, ეგ უკვე ძაან საეჭვოა...არცერთი ფსიქოლოგი წინასწარ ვიზიტებისას არ გახდევინებს...ზოგადად, იხდი კონკრეტულ ვიზიტზე და ასე ყოველ ჯერზე...გარდა ამისა, არავინ იცის. ვიზიტების რა რაოდენობა იქნება საჭირო...ყველა კლიენტი ინდივიდუალურია, ზოგს ერთი შველის, ზოგს ათი....შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ეს გოგო ერთიან თარგს არგებს ყველას, ეგ უკვე ძაან უცნაურია

და ბოლოს, მე რომ გავიკიტხე ფსიქლოგთა წრეში, ამ გოგოს თითქმის არავინ იცნობს....


Posted by: reset 3 Oct 2017, 16:31

ვეთანხმები ამ ადამიანს

Shakospeare
Newbie

სალომე ლოსაბერიძეს ფსიქოთერაპიის უძლიერესი სკოლა აქვს გავლილი საზღვარგარეთ და ძალიან ძლიერი ფსიქოთერაპევტია, წლები რომ ფსიქიატრებთან მკურნალობენ მასთან წამლის გარეშე გამოდიან და ძაან ბევრს ვიცნობ პირადად.რაც შეეხება თანხას თერაპია ყველგან ძვირია,50 ლარი სეანსი ვინმეს უკვირს?
* * *
ვისაც სალომესთან უვლია მსგავს კითხვებს არ სვამენ,პირიქით მადლიერები არიან და დარწმუნებული ვარ მეტსაც გადაიხდიდნენ ეგეთ შედეგში.ნახევარი საქართველო მაგის პაციენტია

Posted by: shavi_kheli 3 Oct 2017, 16:42
reset
QUOTE
ფსიქოთერაპიის უძლიერესი სკოლა აქვს გავლილი საზღვარგარეთ

სად, რომელი?

QUOTE
წლები რომ ფსიქიატრებთან მკურნალობენ მასთან წამლის გარეშე გამოდიან და ძაან ბევრს ვიცნობ პირადად.

ქალი კი არა ღმერთი ყოფილა



Posted by: TamunaKr 3 Oct 2017, 19:34
reset
QUOTE
ძალიან ძლიერი ფსიქოთერაპევტია,

არ ეტყობოდა რაღაც. ძლიერი კი არა,მეზობელი ან მეგობარი რომ დაიჯინო და ელაპარაკო,ის უკეთეს რჩევებს მოგცემს,ვიდრე ეგ.. და ბურთი წარმოიდგინე და ეხლა ფერი ამოუშვი ჩაუშვი პირიდან,მაგას ყველა დაამუღამებს და ეტყვის პაციენტს.

Posted by: reset 4 Oct 2017, 12:54
იარეთ მეზობლებთან.

თუმცა ვატყობ, რომ უკვე დადიხართ.

Posted by: Mandati 4 Oct 2017, 17:13
სალომე ლოსაბერიძე ძაან მაგარი სპეციალისტია და პირველია ფსიქოერაპიაში! ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ თერაპია 2 დღიანი და გინდაც 10 დღიანი პროცესი არაა და გამორიცხულია ამ დროში ადმიანს უშველო!
სალომეს მიდგომები, მეთოდები და შედეგები აქვს ფანტასტიურიდა ძლიან ბევრი მდლიერი პაციენტი ყავს. ეტყობა სათანადო წრეში არ ტრიალებთ...
* * *
ვინც ინტერესდება რატომ არ ეშველა 2 ვარიანტია: ან არ იარეთ საკმარისად ან ფსიქიატრი გჭირდებათ და ზემოთ ისეთ სასაცილო ტექსტებს მოვკარი თვალი რომ ამ ერთი ყუბანეიშვილის ლექსით გაეცემა პასუხი:
ყველა ბაზარი ირგვლივ რიჟია
სანამ არახარ წევრი
საქართველოში ბლომად გიჟია
დადის ქუჩაში ბევრი
რომ დააკვირდე თვალში ხინჯია
გთხოვს რომ აჩუქო ფული
ირგვლივ იმდენი სიმახინჯეა
რომ გაგისკდება გული
ეს რა დღეშია თურმე ნაცია
დამსგავსებული მონას
ნეგატიური ინფორმაცია ყველა ხვრელიდან ჟონავს

Posted by: Loel 7 Oct 2017, 15:15
პირადი ან ახლობლების გამოცდილებიდან ვის მირჩევთ კარგ ფსიქოთერაპევტს დეპრესიის, გონებაარეულობის დროს? საკუთარი მეს პოვნაში რო დაეხმაროს ადამიანს. მსუბუქი დეპრესიას არ ვგულისხმობ, გაურკვევლობა, უძილობა, ღამე ლაპარაკი და ქმედებები, რომელიც დღე აღარ ახსოვს, ამ ყველაფერში რო დაეხმაროს

Posted by: sali112233 11 Oct 2017, 15:29
QUOTE (sali112233 @ 2 Oct 2017, 10:47 )
გამარჯობათ. მეგობარს გარდაეცვალა დედა და აქვს დეპრესია არაფრის კეთება არ უნდა სულ ძინავს საერთოდ არ იყო ესეთი და მირჩიეთ როგორ მოვიქცე ვისთან მივიყვანო ვინ არის ძლიერი ფსიქოლოგი მსგავს საკითხებში რო ცხოვრებაში დააბრუნოს. დაახლოებით რა ხარჯებთან არის ფსიქოლოგის მომსახურება დაკავშირებული რამდენი ხანი გრძელდება?

რა ტიპის ფსიქოლოგია საჭირო არ ვიცი და არც ის რომელ კატეგორიაში სედის და მინდა ვინმემ გამოცდილი მირჩიოს ტრავმა ძირითადიდ დედის დაკარგვიდან არის გამოწვეული და ცალკეული პრობლემები კიდევ. ეს მინდა რო მოგვარდეს . ყველაფრის იმდეს კარგადვ და ასე შემდეგ არაფრის კეთება აღარ უნდა და არ ვიცი რა ტიპის ფსიქოლოგი იქნება კარგი და არცფ ის რომელია კარგი ფსიქოლოგი საქართველოში რო ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ამიტომ ვიკითხე აქ

Posted by: chicharito12 11 Oct 2017, 21:10
დეპრესიიდან გამოსვლა ვის უნდა _____________________ ??????????

Posted by: Elenea 12 Oct 2017, 00:28
დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის და უზადოდ მძიმე შაკიკის სამკურნალოდ რას მირჩევდით?
ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი მიჩიეს და ვინმე მისულხართ მანდ?
https://www.facebook.com/bwcgeorgia/

Posted by: TamunaKr 13 Oct 2017, 14:09
Mandati
QUOTE
სალომე ლოსაბერიძე ძაან მაგარი სპეციალისტია და პირველია ფსიქოერაპიაში!

ფსიქოთერაპევტი რომელიც არც ინტერესდება პაციენტის ამბით. თავის მოკვლამდე ვარ მისულითქო და აღარ გავაგრძელე,და იმის მერე არც მოუწერია საერთოდ როგორ ვარ ან ცოცხალი ვარ თუ არა. მოდი აქედან განსაზღვრეთ როგორი ფსიქოთერაპევტია.
ჯერ ადამიანს რომ ეუბნები რაღაც მიზეზის გამო რო ვერ ცხოვრობ და ის გეუბნება მთავარი სულიაო. ბარემ მღვდელთან მივიდოდი.

Posted by: 10-10-2017 23 Oct 2017, 02:29
ფსიქოლოგი/ფსიქიატრი ვერაფერს გიშველით ყველამ თავისთავს უნდა უშველოს. მხოლოდ ერთხელ ვარ ფსიქოლოგთან ნამყოფი და რო წამოვედი მთელი გზა მეცინებოდა

მიხვალდთ და კარგად ყოფნის იმედს დროში გაგიწელავს დაგაბოლებს ათასი სისულელით გაგჭყიპავს წამლებით. თვითონ ფულს იშოვის


განმარტოვდი + დაფიქრდი+ ჩაფიქრდი+ჩაურღმავდი+აწონ დაწონე+გააცნობიერე არსებული სიტუაცია ესაუბრე შენს თავს ლოგიკით გაჯერებული პასუხებით და დადგები ფეხზე. ტვინი ჭიდილიალოგიკიით და სწორი პასუხით უნდა გაანათო წყვდიადი განდევნო

მე ჩემი მეთოდი მაქ. როცა ცუდდ ვარ არ წარმოვიდგენ რომ ცუდად ვარ ჩემს მდგომარეობაში წარმოვიდგენ სხვას მოდის და მიხსნის სიტუაციას მე მშვიდად ვუყურებ და რას ვუპასუხებდი მაგას ვპასუხობ ჩემ თავს biggrin.gif

მოკლედ ყველამ თქვენი თავი უნდა შეიცნოთ და უშველოთ. ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ნაშველი დუნიაზე არ მნახავს

Posted by: TamunaKr 25 Oct 2017, 12:44
reset
QUOTE
იარეთ მეზობლებთან.

სალომესთან სიარულს,ისევ მეზობლებთან სიარული ჯობია. უკეთეს რჩევებს მოგცემენ ნამდვილად

Posted by: 10-10-2017 30 Oct 2017, 03:24
ვინმე კარგი სექსუალური ფსიქოლოგი მირჩიეთ ( ბებერ და შეუხედავს გულს ვერ გადავუშლი)

ფსიქოლოგთან როდესაც შენს პრობლემებს უყვები ის რაღაც გადაჭრის გზებზე და ათას სისულელეზე გელაპარაკება? თუ შეგიძლია ეკამათო მის მოსაზრებებს და წამოვა კამათზე ფსიქოლოგი? მინდა რომ მივაფარჩაკო ჩემი ეგო დავიკმაყოფილო და ამაყი და კმაყოფილი წამოვიდე rolleyes.gif


ფსიქიატრთან ერთხელ ვარ ნამყოფი და შვილო ესე ვერ დაგეხმარებიო არაფერი შენ არ გესმის და არც გინდა გაიგოვო lol.gif თუ დახმარება არ გინდა რატომ მოხვედიო მეთქი ახლოს ვიყავი და შემოვიარეთქო baby.gif

Posted by: _-° 31 Oct 2017, 17:03
გამარჯობა.

გთხოვთ, მირჩიოთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი. გულისხმიერი და პროფესიონალი.
დამჭირდება 1-2 ვიზიტი.

დიდი მადლობა, წინასწარ.

Posted by: georgy 31 Oct 2017, 17:24
10-10-2017
საინტერესო კითხვაა - ერთის მხრივ გინდა რომ მიაფარჩაკო, მეორეს მხრივ კი ამის გაკეთებას იმ შემთხვევაში მოახერხებ თუ ამის უფლებას მოგცემენ.

საბოლოო მიზანი რა არის?

Posted by: world-miracle 5 Dec 2017, 15:54
თუ ძალიან ღრმა პრობლემა არ არის, საკუთარი ძალებით შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება

Posted by: charliXL 16 Dec 2017, 21:02
კონკრეტულად ვის მივმართო არ ვიცი მაგრამ ვინმე ისეთის დახმარება მინდა შიშები და კომპლექსების დაძლევაში რომ დამეხმაროს რადგან იმდენად ბევრია უკვე უაზრობაში გადამდის და ვერ ვშველი.

მირჩიეთ ვინმე ცოტა ნორმალურ ფასად

Posted by: chicharito12 16 Dec 2017, 23:39
charliXL

ყველაფერ რჩევას მოგცემ , აგიხსნი რა არის მაგ ყველაფრის ფუნდამენტი და გამოსავალი

მომგწერე ტუ გინდა

Posted by: LTC100 21 Dec 2017, 17:36
chicharito12
დაანებე ამ ყველაფერჩიკობას თავი, არ ხარ შენ ფსიქოლოგი. ნუ შეგყავს ადამიანები შეცდომაში.

Posted by: chicharito12 21 Dec 2017, 18:26
LTC100

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ფსიქოლოგი არ ვარ, მარაა დიდი გამოცდილება მაქ მაგ საკითხში ; )

Posted by: LTC100 21 Dec 2017, 18:45
chicharito12
უფ . უდიდესი biggrin.gif
თავს სასაცილოდ ნუ გაიხდი. ჩემი რჩევაა ))

Posted by: chicharito12 21 Dec 2017, 19:32
LTC100

შენ რატო საუბრობ იმაზე რაც არ იციი?

აი, შენ რა იცი მე რაგამოცდილება მაქ მაგ სქმეში,ან რო ამბობ ვაფშე ფსიქოლოგი არ ხარო. შესაბამისი წიგნების წაკითხვას რა დამიშლის?

Posted by: Hattori_Hanzo 21 Dec 2017, 22:55
ნევროპათოლოგს ვის მირჩევდით?

20 წლის ვარ


ძაან ცუდად ვარ

Posted by: chicharito12 21 Dec 2017, 23:27
Hattori_Hanzo

რად გინდა პათოლოგი;

დაიწყე მიღება ისეთი საკვების რაშიც B და E ვიტამინებია;

თუ ფული გაქ იყიდე პირდაპირ ომეგა 3 თუ არადა მზესუმზირა, ბანანები, შავი შოკოლადები, მარცვლეულობა, ;;;

Posted by: Hattori_Hanzo 21 Dec 2017, 23:31
chicharito12
ნეტავ კვებაში იყოს საქმე

Posted by: chicharito12 21 Dec 2017, 23:39
Hattori_Hanzo

ეს ვიტამინებია, რაც ნერვულ სისტემას აწყნარებს;

ტუ არც ეგრე გაწყობს, მედიტაცია, ვარჯიში, აზროვნება

Posted by: georgy 21 Dec 2017, 23:56
Hattori_Hanzo
რას უჩივი?

Posted by: Rugrat 3 Jan 2018, 16:05
3 წელია დეპერსონალიზაცია მჭირს, ბევრი სიმპტომი მაქვს ამის. 1 წელი ვმკურნალობდი ხან ვისთან, ხან ვისთან. მედიკამენტებით ძირითადად და არ მიშველა. მერე დავიკიდე და გავაგრძელე ცხოვრება დაბინდული გონებით. ეხლა ნელ ნელა მიბრუნდება ისეთი სიმპტომები რითაც თავიდან დამეწყო. პანიკური შეტევები, შიშები, გულის ცუდად გახდომები, წნევის აწევა და ეგეთები. მკურნალობის რა გზას მივმართო მირჩიეთ რამე. ამ საკუთარ თავზე მუშაობით ვერ ვშველი ვერაფერს. გამიბანძდა ცხოვრება, ემოციები დამიქვეითდა მაგრად. გარემოს აღქმის უნარი, დროის შეგრძნების უნარი, დავიღალე ასე ყოფნით ძაან. დაიკიდე და თავისით გაგივლის ძმა - ამანაც არ მიშველა. + ყურებში მიწუის 3 წელია უკვე.

Posted by: fermina 9 Jan 2018, 10:42
https://www.facebook.com/tamartandashvili/

ამ ფსიქოლოგზე ხომ არ გსმენიათ რამე? ფბ-ზე წავაწყდი, რაღაცეები წავიკითხე და ადეკვატურ ტიპად მომეჩვენა.

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-Kamara-150096191753287/

ნათია ფანჯიკიძის ცენტრი "კამარა", აქაც ხომ არ იცით რა სიტუაციაა, ღირს თუ არა მისვლა და ვინ არის საუკეთესო?

Posted by: pisooo_piso 13 Jan 2018, 15:56
დათო ზესაშვილი ? საერთოდ სად შეიძლება ვიპოვო და თუ გაუწევთ რეკომენდაციას გქონიათ შეხება? წინასწარ გმადლობთ . ასევე აჩიკო ნათმელაძე თუ ნატმელაძე.


Posted by: venecia1488 13 Jan 2018, 23:34
მეგობრებო, ვარ დაავადებული ქრონიკული ტყულებით, აღარ მინდა, რომ ვიტყუებოდე, რთულ ვითარებაში ვარ, გარემომებებმა მაიძულა, რომ ტყუილი ფარი გამეხადა, ახლა კი ტყუილი ჩემი მტერი გახდა, მოკლედ დაღუპვის გზაზე ვდგავარ, მირჩიეთ ადამიანი, რომელიც დამეხმარება რომ ამ სენისგან განვიკურნო

Posted by: დოჩანა 15 Jan 2018, 18:07
საშველი არ არის ნუთუ ? მჭირდება ფსიქოლოგი რომელიც მუშაობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებთან და კურნავს.

ეს ქვეყანაა თუ რაა?

მგონი მართლა არ არის საშველი sad.gif

Posted by: დოჩანა 17 Jan 2018, 23:40
ეს ქვეყანა არ არის. თურმე ყოფილან ვიღაცეები ბიჰევიორისტები. biggrin.gif


აჰაჰააააა თქვენი მორჩენილი პაციენტი

Posted by: Perske 24 Jan 2018, 22:16
....................................................

Posted by: Natalia23 29 Jan 2018, 17:13
ვინმე თუ იცის, საქართველოში თუ არსებობს ფსიქოლოგები, რომლებიც წყვილთან მუშაობს?

Posted by: BabeRock 1 Feb 2018, 11:21
QUOTE
მჭირდება ფსიქოლოგი რომელიც მუშაობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებთან და კურნავს.

ფანჯიკიძესთან კამარაში მკურნალობენ მე როგორც ვიცი თამაშზე დამოკიდებულებას


პ.ს
სულ ცუდის მოლოდინი მაქვს+უძილობა+დილით დაღლილი ვიღვიძებ+თავდაუჯერებლობა და შიშები და ა.შ მირჩიეთ კარგი ფსიქოლოგი

Posted by: soul 7 Feb 2018, 17:52
BabeRock

ნინო ნიშნიანიძე

Posted by: Phaedra 13 Feb 2018, 14:48
ჩვენი თანაფორუმელი ფსიქოლოგის
DrJones -ის ნომერი თუ იცით ვინმემ ?
დამავალებთ დიდად თუ მომწერთ

Posted by: ჩე.. 15 Feb 2018, 16:40
QUOTE (BabeRock @ 1 Feb 2018, 11:21 )
სულ ცუდის მოლოდინი მაქვს+უძილობა+დილით დაღლილი ვიღვიძებ+თავდაუჯერებლობა და შიშები და ა.შ მირჩიეთ კარგი ფსიქოლოგი

ჩემი პოსტი მეგონა smile.gif

ბათუმში თუ იცით კარგი ფსიქოლოგი?

ისიც არ ვიცი ფსიქოლოგი მჭირდება თუ არა :/

Posted by: დოჩანა 16 Feb 2018, 11:50
ეს არის ფსევდომეცნიერება

ფსიქოლოგი არა შაში ჩარი

Posted by: amgigauri 18 Feb 2018, 10:55
გორში კარგი ფსიქოლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: ikamedgari 18 Mar 2018, 10:19
გამარჯობათ

ძალიან მჭირდება ფსიქოთერაპევტი რომელიც მომიხსნის კომპლექსებს, სოციოფობიას, ვის მირჩევთ?
* * *
და სალომე ლოსაბერიძეზე რას იტყვით დადიოდა ვინმე და კმაყოფილი თუა

Posted by: SPC 19 Mar 2018, 15:36
მოკლედ, მაქვს social anxiety, ცუდად ვგრძნობ თავს სოციალურ სიტუაციებში. ხომ ვერ მირჩევთ ფსიქოლოგს ამის მოსაგვარებლად?

Posted by: sanochei 22 Mar 2018, 10:13
სადაა ბიჰევიორისტი თუ შიგიძლაიტ რო მე მიმასწალოთ?

Posted by: reset 22 Mar 2018, 13:46
QUOTE (ikamedgari @ 18 Mar 2018, 10:19 )
გამარჯობათ

ძალიან მჭირდება ფსიქოთერაპევტი რომელიც მომიხსნის კომპლექსებს, სოციოფობიას, ვის მირჩევთ?
* * *
და სალომე ლოსაბერიძეზე რას იტყვით დადიოდა ვინმე და კმაყოფილი თუ

ძალიან მაგარია და ეფექტური, შედეგს მალე იგრძნობ.

Posted by: tlou 23 Mar 2018, 23:17
მირჩიეთ ფსიქოლოგი ობესიურ კომპულსიურ აშლილობას რომ მკურნალობდეს


Posted by: sanochei 26 Mar 2018, 21:48
[quote]მირჩიეთ ფსიქოლოგი ობესიურ კომპულსიურ აშლილობას რომ მკურნალობდეს
მაინსფულნეს ტექნიკები

Posted by: tlou 26 Mar 2018, 23:20
sanochei
როგორ?
არის ვინმე ქართველი ფსიქოლოგი?
მაინფულნეს ტექნიკა რას ნიშნავს?

Posted by: sanochei 27 Mar 2018, 11:29
ტექნიკა შფოთვის და ეგეთების შესამცირებლად გამოიყენება, წესით შენ პოსტს ესადაგება ))
არ ვიცი ჩვენთან როგორაა წესით უნდა იცოდნენ ფსიქოლოგებმა ან შეიძლება უკეთესი ტექნიკაც იციან, უბრალოდ მე ეს ვიცი.

Posted by: tlou 27 Mar 2018, 14:12
sanochei
შეგიძლია მეტი ინფორმაცია გამომიგზავნო? ? ?

Posted by: sanochei 27 Mar 2018, 18:17
არ ვიცი როგორ უნდა მივწერო ამ საიტზე ;დ თუ შენ იცი მომწერე

Posted by: tlou 27 Mar 2018, 23:43
sanochei
მოგწერე

მოგწერე

მოგწერე

Posted by: sanochei 28 Mar 2018, 22:04
მგონი მოგწერე ზუსტად არ ვიცი ვერ გავიგე და მოვიდა?

Posted by: Crøs 2 Apr 2018, 21:26
კორინთელის ნომერი ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: gegege 3 Apr 2018, 12:15
გამარჯობათ,

ხომ არ იცით კარგი ფსიქოლოგი ვინც განქორწინებაზე, ოჯახურ კონფლიქტებზე და მსგავს საკითხებზე მუშაობს?

Posted by: gegege 5 Apr 2018, 21:09
QUOTE (gegege @ 3 Apr 2018, 12:15 )
გამარჯობათ,

ხომ არ იცით კარგი ფსიქოლოგი ვინც განქორწინებაზე, ოჯახურ კონფლიქტებზე და მსგავს საკითხებზე მუშაობს?

არავინ იცით რომ მირჩიოთ? user.gif

Posted by: სტალინი. 9 Apr 2018, 05:38
მირჩიეთ ვინმე ფსიქოლოგი ახალგაზრდა და აზზე მოსული
ქალი იყოს ოღონდ აუცილებლად და ბურთი გამოუშვი და რაღაცეები როარ მითხრას biggrin.gif

Posted by: Romeru_Lukaku 11 Apr 2018, 15:09
QUOTE (სტალინი. @ 9 Apr 2018, 05:38 )
მირჩიეთ ვინმე ფსიქოლოგი ახალგაზრდა და აზზე მოსული
ქალი იყოს ოღონდ აუცილებლად და ბურთი გამოუშვი და რაღაცეები როარ მითხრას biggrin.gif

ცუდად ვაარ აჰაჰაჰა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე სტალინზე დიდი ფსიქოლოგი ვინ იყო biggrin.gif

Posted by: sanochei 13 Apr 2018, 16:11
QUOTE
მირჩიეთ ვინმე ფსიქოლოგი ახალგაზრდა და აზზე მოსული
ქალი იყოს ოღონდ აუცილებლად და ბურთი გამოუშვი და რაღაცეები როარ მითხრას


მასე რომ გეტყვის გაუშვი რა იცი როგორ გიშველოს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Romeru_Lukaku 14 Apr 2018, 02:43
QUOTE (sanochei @ 13 Apr 2018, 16:11 )
QUOTE
მირჩიეთ ვინმე ფსიქოლოგი ახალგაზრდა და აზზე მოსული
ქალი იყოს ოღონდ აუცილებლად და ბურთი გამოუშვი და რაღაცეები როარ მითხრას


მასე რომ გეტყვის გაუშვი რა იცი როგორ გიშველოს biggrin.gif biggrin.gif

ჰაჰაჰჰაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რეებსჩითავთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: კატო 27 Apr 2018, 14:44
QUOTE
ლევან შატბერაშვილი - ფსიქოლოგი. მუშაობს ძირითადად იუნგიანური ანალიტიკური ფსიქოლოგიის და პროცესზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის კუთხით (ტ:599 22 96 30)

ლევანი არის საუკეთესო smile.gif

QUOTE
ვაჟა კენჭაძე - ექიმი-ფსიქიატრი, არ ატარებს ფსიქოთერაპიას, ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას (ტ:599 58 56 50)

არასოდეს გირჩვედით. არ დავკონკრეტდები, სიტყვაზე მენდეთ. საკუთარ თავზე გამოვცადე მისი არკომპეტენტურობა და ძალიან ძვირად დამიჯდა.

Posted by: Bad Boy 31 May 2018, 02:47
ისეთი თუ იცით ვინმე, ახალგაზრდა ან თანამედროვე მეთოდების ან კვლევების(მაინც) საქმის კურსში რომ იყოს?

მადლობა

Posted by: ir0401 31 May 2018, 18:30
QUOTE (Rugrat @ 3 Jan 2018, 16:05 )
3 წელია დეპერსონალიზაცია მჭირს, ბევრი სიმპტომი მაქვს ამის. 1 წელი ვმკურნალობდი ხან ვისთან, ხან ვისთან. მედიკამენტებით ძირითადად და არ მიშველა. მერე დავიკიდე და გავაგრძელე ცხოვრება დაბინდული გონებით. ეხლა ნელ ნელა მიბრუნდება ისეთი სიმპტომები რითაც თავიდან დამეწყო. პანიკური შეტევები, შიშები, გულის ცუდად გახდომები, წნევის აწევა და ეგეთები. მკურნალობის რა გზას მივმართო მირჩიეთ რამე. ამ საკუთარ თავზე მუშაობით ვერ ვშველი ვერაფერს. გამიბანძდა ცხოვრება, ემოციები დამიქვეითდა მაგრად. გარემოს აღქმის უნარი, დროის შეგრძნების უნარი, დავიღალე ასე ყოფნით ძაან. დაიკიდე და თავისით გაგივლის ძმა - ამანაც არ მიშველა. + ყურებში მიწუის 3 წელია უკვე.

ეგ ენდოკრინოლოგიაა, ჰორმონალური დარღვევა, თუ რუსული ენა კარგად გესმის, შემიძლია ლინკი მოგწერო ფორუმის, სადაც შენნაირები ზიან და კაი ექიმიც არის იმ ფორუმზე, შედეგები აქვს, რო წაიკითხო, გაერკვევი ნელ-ნელა

Posted by: Palladio 2 Jun 2018, 20:43
QUOTE (gegege @ 3 Apr 2018, 12:15 )
გამარჯობათ,

ხომ არ იცით კარგი ფსიქოლოგი ვინც განქორწინებაზე, ოჯახურ კონფლიქტებზე და მსგავს საკითხებზე მუშაობს?

ყველაზე საუკეთესო ფსიქოლოგი მსგავსი ამბების დროს მეგობარია, ანუ ისეთი ადამიანი, ვინც რაიმეთი არაა დაინტერესებული და მოვლენის შეძლებისდაგვარად ობიექტური დამკვირვებელია.

Posted by: ახალგაზრდა 2 Jun 2018, 23:32
QUOTE (Palladio @ 2 Jun 2018, 20:43 )
QUOTE (gegege @ 3 Apr 2018, 12:15 )
გამარჯობათ,

ხომ არ იცით კარგი ფსიქოლოგი ვინც განქორწინებაზე, ოჯახურ კონფლიქტებზე და მსგავს საკითხებზე მუშაობს?

ყველაზე საუკეთესო ფსიქოლოგი მსგავსი ამბების დროს მეგობარია, ანუ ისეთი ადამიანი, ვინც რაიმეთი არაა დაინტერესებული და მოვლენის შეძლებისდაგვარად ობიექტური დამკვირვებელია.

ფსიქოლოგს უფრო გავს ეგ, ვიდრე მეგობარს,ლოგიკურად რომ იმსჯელო.

Posted by: MelaniaOrlova 17 Jun 2018, 18:26
გამარჯობა, მოკლედ ვარ ძალიან სტრესულ მდგომარეობაში, ძალიან ჩავიკეტე და მაწუხებს აკვიატებული აზრები დავკარგე სამსახურიც ://. მირჩიეთ ვინმე ფსიქოლოგი ვინც რეალურად დამეხმარება:// თუნდაც მედიკამენტურად . ჰელფ! ჩემს თავს ასეთ მდგომარეობაში ვეღარ ვიტან უკვე :

Posted by: Kokoschka 20 Jun 2018, 21:15
გამარჯობა, რომელ ფსიქოლოგიურ საკონსულაციო/დიაგნოსტიკურ ცენტრს ან/და ფსიქოლოგს მირჩევთ?
ისეთი გარემო მინდა სადაც პატიოსნება შერჩენილი აქვთ და იმ შემთხვევაში თუ კი თვითონ არ სპეციალიზდებიან ან/და - არ არიან ძლიერები რომ არ დამალონ და პროფესიონალთან გადამამისამართონ. ფასიც ადეკვატური რომ იყოს (იაფს და 2 ლარად არ ვგულისხმობ, მართლა ადეკვატურს უბრალოდ).
მოკლედ კორინთელისნაირი ტიპი - ფსიქოლოგებში საუკეთესო ფსიქიატრი და ფსიქიატრებში საუკეთესო ფსიქოლოგი მინდა, ფულის კეთებაზე რომ არ იყოს გადასული. user.gif

მადლობა წინასწარ. love.gif

Posted by: DrJohnes 27 Jun 2018, 21:26
MelaniaOrlova
რა სახის აკვიატებული აზრები გაქვს და რას უკავშირებ, რაიმე სტრესი თუ გქონდა, რის შემდეგაც ჩაიკეტე?

Kokoschka
რა Pრობლემა გაქვსვკონკრეტულად?

და რეზოსთან რატომ არა, თუ მოგწონს? : )

Posted by: Kokoschka 27 Jun 2018, 23:05
ეგ "ის რეზო" აღარაა და იმიტომ. ამიტომ თუ რეკომენდაციას გაუწევთ ვინმე სხვას და ძლიერს - გამიხარდება ძალიან.

Posted by: DrJohnes 28 Jun 2018, 00:00
Kokoschka
რას გულისხმობ "იმ რეზოში"?

რეკომენდაციისთვის მაინტერესებს რა პრობლემა გაქვს (ამით განვსაზღვრავ რა მეთოდი აჯობებს) შემდეგ შენ ახსენე ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერტად, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ფსიქოლოგთან ერტად ფსიქიატრიც ან პრიქით და ბოლოს შენ პირადად რა ტიპის ადამიანთან გირჩევნია მუშაობა? რა თვისებების მქონესთან(ესეც მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიისთვის) მაგ. თუ რეზოსთან, ან ვინმე სხვასთან გინუშავია და მოგწონებია, რა თვისებები იყო ეს, რას აკეთებდა ? ამეებს თუ განსაზღვრავ, უფრო ზუსტად შეარჩევ სპეციალისტს

Posted by: MePilmene 8 Jul 2018, 19:28
მოკლედ ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ვიცი რა, და ვისთანაც არ ვყოფილვარ ყველა ამბობდა ერთი და იგივეს, შენთვითონ თუ არ გინდა სხვა ვერ დაგეხმარება

ხოდა მეც მინდა მაგრამ ფსიქოლოგის ფუნქცია რა არის მაგ დროს მე თუ მინდა და ისე ვაკეთება, ფული რაში უნდა გადაიხადო მაგ დროს

(ლუდომანიაზეა საუბარი)

Posted by: Donnie. 11 Jul 2018, 02:17
ფსიქოლოგი სექსუალური თემებებში არსებობს? ან ფსიქიატრი?

მირჩიეთ გთხოვთ

Posted by: Basketball2018 11 Jul 2018, 03:13
QUOTE (Donnie. @ 11 Jul 2018, 02:17 )
ფსიქოლოგი სექსუალური თემებებში არსებობს? ან ფსიქიატრი?

მირჩიეთ გთხოვთ

კონკრეტულად რა პრობლემები გაწუხებს მეგობარო?

Posted by: mixasa 16 Jul 2018, 12:12
რეზო კორინთელს არ გირჩევთ,
მეგობარმა შვილი მიიყვანა 18 წლის თამაშობდა, ორი კვირა რაღაც კასეტებს ასმენინებდა შთაგონებააო,
რომ მორჩა კურსი მამამ რას მირჩევთ რას მეტყვითო და ამან ანალიზი დადო 600 ლარად ორ სიტყვიანი - ყურადდღება მიაქციეთო
მოკლედ ერთ კვირაში ამ ბავშვმა სამი იმდენი წააგო რაც მანამდე ქონდა

Posted by: MIT 17 Jul 2018, 03:31
რომელი ფსიქოლოგი მუშაობს წყვილებთან? გთხოვთ მირჩიეთ.

მადლობა წინასწარ!

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 17 Jul 2018, 12:09
DrJohnes

გამარჯობა. ))

კარგი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი შეგიძლიათ მირჩიოთ? ყურადღებიანი და გულისხმიერი.

სად სჯობს სეროტონინზე, ნორადრენალინზე და დოპამინზე ანალიზის გაკეთება? სანდო ლაბორატორია რომელია თუ იცით?


******


გთხოვთ, ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება და გივლიათ კარგ სპეციალისტთან, დაწერეთ აქ ან პმ მომწერეთ.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 19 Jul 2018, 00:32
აღარ შეწუხდეთ, გამიარა უკვე biggrin.gif


...................

Posted by: lemark20 19 Jul 2018, 14:50
მაინტერესებს თუ არსებობს საშუალება, როგორმე წაშალო საკუთარი მეხსიერებიდან , კონკრეტული მონაკვეთები, მირჩიეთ ! დრო მოვა და დაგავიწყდება არ ჭრის sad.gif

Posted by: backface 20 Jul 2018, 18:02
QUOTE (Basketball2018 @ 11 Jul 2018, 03:13 )
QUOTE (Donnie. @ 11 Jul 2018, 02:17 )
ფსიქოლოგი სექსუალური თემებებში არსებობს? ან ფსიქიატრი?

მირჩიეთ გთხოვთ

კონკრეტულად რა პრობლემები გაწუხებს მეგობარო?

მეც მაინტერესებს. ძაან რთულ მდგომარეობაში ვარ ვიკითხე და ფსიქოლოგი მირჩიეს. კონკრეტულად პორნოდამოკიდებული ვარ. როგორც ნარკომანი ეგეთ მდგომარეობაში ვარ. facepalm.gif მირჩიეთ ფსიქოლოგი.

Posted by: Sleepy 21 Jul 2018, 01:04
backface
გააჩნია რამდენი წლის ხარ? მხოლოდ პორნო? და არანაირი ნამდვილი სექსუალური ურთიერთობა?

Posted by: backface 21 Jul 2018, 14:34
30 წლის. პორნოდამოკიდებული, ფანტაზიებით და სურვილებით და ხშირი მასტურბაციით. მადლობა ღმერთს ქუჩაში არავის დავსდევ და საშიში არ ვარ თავს ვაკონტროლებ. smile.gif

Posted by: DrJohnes 25 Jul 2018, 04:20
lemark20
QUOTE
მაინტერესებს თუ არსებობს საშუალება, როგორმე წაშალო საკუთარი მეხსიერებიდან

წაშლა პირდაპირი გაგებით ნაკლებათ, მაგრამ დამოკიდებულების შეცვლა, იმგვარად რომ სტრესული/ტრავმული მოვლენის გახსენებისას არ გქონდეს მტკივნეული რეაქცია - ეს სრულებით შესაძლებელია yes.gif არსებობს ბევრი მეთოდი საამისოდ


backface
Donnie

ფსიქოსექსუალურ საკითხებზე მეც ვმუშაობ,

შემიძლია გირჩიოT ასევე თინა კალანდარიშვილი (599 21 07 94)

Posted by: Beka1992 26 Jul 2018, 16:22
სოციალური შფოთვით აშლილობაზე ვისთან უნდა მივიდე anxiety რომ ქვია ინგლისურად ზუსტად ეგ მჭირს და ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი არ ვიცი და ვინმე მირჩიეთ თორე დავიტანჯე უკვე 26 წლის ბიჭი ვარ უკვე და ეგეთი რაღაცეები მჭირს ძალიან დამაბრკოლა ცხოვრებაში... ვვარჯიშობ (რომ შემხედო იტყვი რამხელაა ეს უპატრონოო) და ცოტა მიშველა მაგრამ ეს რაღაც შიგნიდან მჭამს, უცხო რომ მელაპარაკება მგონია ჩემს მაგივრად ვიღაც სხვა ლაპარაკობს და მე ვუყურებ და ვუსმენ რა სისულელეებს ვლაყბობ... რომ მეხუმრებიან ძალიან ცუდად ვიღებ ყველაფერს მგონია რო სულ დამცინიან... (ბევრჯერ მიჩხუბია მაგაზე, ერთხელ სასტიკადაც კი, რაც ძალიან ვინანე, და შეშლილად მთვლიდნენ, ამიტომ მივანებე თავი მუშტების ქნევას და ჩავიკეტე) წარმოიდგინეთ გოგოსთან ლაპარაკის დროს როგორი ვიქნები... ამის დასაძლევად საყვარელ საქმესაც მოვკიდე ხელი-მუსიკას... მე თვითონ ვისწავლე გიტარაზე დაკვრა, მუსიკების კეთება კომპიუტერში, რაც ჩემდა გასაკვირად ძალიან მოეწონათ ხალხს მაგრამ მაინც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან... მოკლედ ძალიან შარში ვარ...ცუდათ ვარ და იქნებ ფსიქოლოგმა მიშველოს არ ვიცი.

Posted by: DrJohnes 26 Jul 2018, 22:41
Beka1992
თემის პირველ პოსტს გადახედე smile.gif

Posted by: Ttesa19 12 Aug 2018, 16:03
QUOTE (MelaniaOrlova @ 17 Jun 2018, 18:26 )
გამარჯობა, მოკლედ ვარ ძალიან სტრესულ მდგომარეობაში, ძალიან ჩავიკეტე და მაწუხებს აკვიატებული აზრები დავკარგე სამსახურიც ://. მირჩიეთ ვინმე ფსიქოლოგი ვინც რეალურად დამეხმარება:// თუნდაც მედიკამენტურად . ჰელფ! ჩემს თავს ასეთ მდგომარეობაში ვეღარ ვიტან უკვე :

ზუსტად ასე ვიყავი დამეწყო 1 წლის წინ დავკარგე სამსახურიც საერთოდ არავისთან აღარ ვურთიერთობდი დღეს უკვე მძკმე მდგლმადეობა მაქვს რადგან მარტო ფსიქოთერაპია აღარ მშველის და პსიქიატრიც დანჭირდა ასს რონ არ მოითმინო თავი არ იტანჯო და მიდი ნათია ფანჯიკიძე შვებულებაშია სალომე ფანჯიკიძე არის თბილისში ძალიან მაგრები არიან ორივე

Posted by: N-GEO 13 Aug 2018, 17:55
ფსიქოთერაპევტი მირჩიეთ ვინმე??? მეც არ ვიცი რა მჭირს და მინდა დავრწმუნდე ვისი პაციენტი ვარ ნევროპათოლოგის თუ ფსიქოთერაპევტის.

Posted by: Ttesa19 14 Aug 2018, 21:15
QUOTE (N-GEO @ 13 Aug 2018, 17:55 )
ფსიქოთერაპევტი მირჩიეთ ვინმე??? მეც არ ვიცი რა მჭირს და მინდა დავრწმუნდე ვისი პაციენტი ვარ ნევროპათოლოგის თუ ფსიქოთერაპევტის.

ნათია პანჯიკიძე ან სალომე კამარაში

Posted by: ThousandWords 6 Sep 2018, 22:42
გამარჯობათ მეგობრებო

მაინტერესებს თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ფსიქოლოგი/თერაპევტი ვინც კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპიით
მუშაობს პაციენტებთან?

მადლობა

Posted by: DrJohnes 7 Sep 2018, 16:04
ThousandWords
https://forum.ge/?f=15&showtopic=35046821 - ამ თემასთან გავაერთიანებ, შეგიძლია გადახედო პირველ პოსტს, მითითებულია რამდენიმე სპეციალისტი, ვინც კოგნიტურ-ბიჰევიორულით მუშაობს - დავით ანდღულაძე (ტ:593 12 71 44) , თინა კალანდარიშვილი(ტ:599 21 07 94), ასევე შემიძლია გირჩიო ტატო ნოზაძე (577 53 40 40)

Posted by: ThousandWords 7 Sep 2018, 22:07
QUOTE (DrJohnes @ 7 Sep 2018, 16:04 )
ThousandWords
https://forum.ge/?f=15&showtopic=35046821 - ამ თემასთან გავაერთიანებ, შეგიძლია გადახედო პირველ პოსტს, მითითებულია რამდენიმე სპეციალისტი, ვინც კოგნიტურ-ბიჰევიორულით მუშაობს - დავით ანდღულაძე (ტ:593 12 71 44) , თინა კალანდარიშვილი(ტ:599 21 07 94), ასევე შემიძლია გირჩიო ტატო ნოზაძე (577 53 40 40)

მადლობა მარა მაგ ლინკზე ვერ გადავდივარ

Posted by: DrJohnes 7 Sep 2018, 23:22
ThousandWords
ეტყობა იმის გამო რომ გაერთიანდა, ფაქტიურად ეხლა ამ თემაში ვართ, ამ თემის პირველ პოსტს ვგულისხმობ

Posted by: pekineli 9 Sep 2018, 22:01
შეგიძლიათ კარგი ფსიქოლოგი მირჩიოთ?
ძლიერი ფსიქოლოგი.
ვინმე ვარსკვლავი არ მჭირდება ერთ საათში 100 ლარს რომ იღებენ და მდუმარედ გისმენენ.


Posted by: fibula 20 Sep 2018, 21:25
მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ, ან თუ ვინმემ იცით ფსიქოლოგი სოფიო ვერულაშვილის ტელეფონი, გმადლობ...

Posted by: theodous 21 Sep 2018, 14:40
კარგ ფსიქოლოგს ვეძებ

პიროვნული ამაღლების კოუჩინგისთვის

Posted by: Mrs.Abnormalia 3 Oct 2018, 11:24
მეგობრებო კარგი ფსიქოთერაპევტი მჭირდება ხომ არ მირჩევთ ვინმეს ???

მადლობა

Posted by: DrJohnes 5 Oct 2018, 02:58
ამ თემას გადახედე აბა, განსაკლუთრებით პირველ პოსტს

Posted by: muse1994 7 Oct 2018, 17:01
გამარჯობა, ფსიქოლოგი-ფსიქიატრი მირჩიეთ. გადატანილი მაქვს პანიკური შეტევები და ახლა აგორაფობია მჭირს.. ნუ ეს ყველაფერი ინტერნეტის დახმარებით მივხვდი შეიძლება არც მჭირს, ამიტომაც მჭირდება სპეციალისტი, იქნებ მირჩიოთ..

Posted by: 123omari123 8 Nov 2018, 17:30
სოფო ვერულაშვილის ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით ?

Posted by: Qute 12 Nov 2018, 20:18
ბათუმში ფსიქოთერაპევტი მირჩიეთ







..............

Posted by: GuiTar 14 Nov 2018, 23:24
მოკლედ ჩემს მეგობარს აქვს მიდრეკილება დეპრესიისკენ, არის ძალიან ფეთქებადი, ონდავ გაღიზიანებაზე შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს, დალაგებულზე ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია თუმცა უბრალოდ პასუხიც რომ დაუგვიანო ეწყება საშინელი აფეთქებადობა, როცა ურთიერთობა ეძაბება ხვდება რომ მისი და მისი ნერვების ბრალია და ეწყება საკუთარი თავის ზიზღი დეპრესია და ა.შ.
საკმაოდ მძიმე თინეიჯერობის პერიოდი აქვს გამოვლილი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყო 12 წლიდან მოყოლებული, ფაქტიურად სულ ბძოლაში საზოგადოებასთანაც და თავის თავთანაც, მე ვფიქრობ ამან ითამაშა დიდი როლი და შეერყა ფსიქოლოგია sad.gif

ეს სიმპტომები რისი დამახასიათებელია და რითი უნდა იმკურნალოს ? sad.gif

ასევე ფსიქოლოგიც რომ მირჩიოთ.....

Posted by: DrJohnes 15 Nov 2018, 18:43
Qute
ზურა ქარჩავას გირჩევდი ბათუმში მუშაობს, კარგი სპეციალისტია საკმაოდ


muse1994
GuiTar
ამ თემის პირველ გვერდს გადახედეთ აბა, იქ მოყვანილია როგორც ფსიქოლოგების ასევე ფსიქიატრების მონაცემები

Posted by: Spirited__Away 24 Nov 2018, 22:06
თუ იცით რომელიმე კლინიკიდან ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის ბინაზე გამოძახება არის შესაძლებელი? ადამიანის მდგომარეობის ადგილზე შესაფასებლად

Posted by: Misley 25 Nov 2018, 22:26
მეგობრებო მირჩიეთ ფსიქოლოგი , თქვენი გამოცდილებიდან , რომელიც მომისმენს , თავის გამოცდილებას გამიზიარებს , ჩემს მდგომარეობას გაიზიარებს და ერთად გადავლახავთ ჩემს პრობლემებს , ზედაპირულად რომ არ მომიდგება და შეეცდება ჩაწვდეს თემას სიღრმისეულად, მხოლოდ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას და ვიღაცეებზე შედარებას რომ არ დაკმაყოფილდება

და რაც მთავარია ისეთი ადამიანი , რომელთანაც არაფრის მოყოლის არ შეგრცხვება

Posted by: llev 17 Dec 2018, 21:13
ჩემს ზემოთ იუზერს დავესესხები ტექსტს, რადგან ზუსტად ის უწერია, რაც მე მჭირდება

მეგობრებო მირჩიეთ ფსიქოლოგი , თქვენი გამოცდილებიდან , რომელიც მომისმენს , თავის გამოცდილებას გამიზიარებს , ჩემს მდგომარეობას გაიზიარებს და ერთად გადავლახავთ ჩემს პრობლემებს , ზედაპირულად რომ არ მომიდგება და შეეცდება ჩაწვდეს თემას სიღრმისეულად, მხოლოდ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას და ვიღაცეებზე შედარებას რომ არ დაკმაყოფილდება

ოღონდ ერთი პირობით - რუსთავში მინდა ეს ყველაფერი იყოს ლოკალიზებული.

ვერავის მირჩევთ?


Posted by: ^Winterchild 27 Dec 2018, 12:06
კარგ კოგნიტურ- ბიჰევიორული თერაპიის სპეციალისტს ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: greenfish 3 Jan 2019, 16:23
გამარჯობა.. იქნებ ქუთაისში მირჩიეთ კარგი ფსიქოლოგი

Posted by: melodyman/ 6 Jan 2019, 17:20
QUOTE
და ბურთი წარმოიდგინე და ეხლა ფერი ამოუშვი ჩაუშვი პირიდან,მაგას ყველა დაამუღამებს და ეტყვის პაციენტს.


QUOTE
ჯერ ადამიანს რომ ეუბნები რაღაც მიზეზის გამო რო ვერ ცხოვრობ და ის გეუბნება მთავარი სულიაო. ბარემ მღვდელთან მივიდოდი.



ვახ :დდ

Posted by: anaila 15 Jan 2019, 11:42
მოგესალმებით,
აქ პირველად ვპოსტავ,
ხომ არ იცით ისეთი ფსიქოლოგი ვინც სიბრაზის მართვას ასწავლის?
უბრალო, წვრილმანზე რომ არ აფეთქდეს, ახლობელია და უკვე მალე მე დამჭირდება ფსიქოლოგი მაგას რომ გავუძლო smile.gif)
ან რაიმე მარტივი მეთოდი თუ არსებობს ამ სიბრაზის მართვის, გაბრაზების მიზეზი ყველაფერია,
ერთი და იგივე რეაქცია აქვს ძირს დაგდებული ასანთის ღერზეც, 10 000$ ის დაკარგვაზეც, მეტიც პირველზე და ასეთ წვრილმანებზე ყვირის და ღრიალებს და უფრო მნიშვნელოვან პრობლემაზე შეიძლება ნაკლები რეაქცია ჰქონდეს,
არც დაყვავება არ ჭრის, არც იგნორი, არც შეპასუხება,
გთხოვთ მირჩიოთ ვინმე კარგი ფსიქოლოგი


Posted by: malaktavus 16 Feb 2019, 19:08
SSDR MOINES.. NOMERRI RRO MOMWERROT

Posted by: DogLoverrr 11 Mar 2019, 23:41
26 წელი რომ სიმშვიდეშო და ბედნიერებაში ცხოვრობ და უცებ თავზე რომ გენგრევა ყველაფერი და ნელ-ნელა ცხოვრების ხალის კარგავ,მაგრამ ხვდები, რომ თავს უნდა უშველო მაგ პროცესში ვარ და ვისთან მივიდე სად წავიდე.

Posted by: Noblego 16 Mar 2019, 12:42
ობსესიურ კომპულსიური აშლილობის კუთხით გამოცდილი ფსიქოლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: mishoji 16 Mar 2019, 15:35
სალომე ფანჯიკიძე როგორია ?

Posted by: Teoti 21 Mar 2019, 10:21
თავიდან პანიკური შეტევები მქონდა, სუიციდზეც არა ერთხელ მიფიქრია.

მეგობარმა მირჩია ფსიქოთერაპევტი ლომიძე ლოლა, ძალიან მიშველა, ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, ახალგაზრდა ქალია, ძალიან რბილი და სასიამოვნო მოსაუბრე, თავის საქმე იცის.

ცხოვრებას სხვანაირად შევხედე
* * *
ახლა დავრეგისტრირდი ფორუმზე და ფსიქოლოგიით დაინტერესებული და საჭიროების მქონე ხალხის მთელი არმია ყოფილა. შემიძLია გაგიზიაროთ გამოცდილება.

პირველ რიგში უნდა მიაკითხოთ სპეციალისტს ფსიქიატრს, ნევროპათოლოგს ან ფსიქოთერაპევტს. მესმის რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ თU ისე მარტივია, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ნამდვილად საჭიროა და ეფექტური.

Posted by: Special_1 31 Mar 2019, 09:22
მჭირდება ფსიქოლოგი, რომელიც პაციენტს კარგად უსმენს და სწორ მიმართულებას აძლევს პრობლემის მოგვარებისთვის.
ძალიან მეძვირე რომ არ იყოს იცით ვინმე ასეთი?
ზოგადად რა სიხშირით ტარდება ხოლმე სეანსები და დაახლოვებით რამდენია ხოლმე საჭირო?

Posted by: Teoti 31 Mar 2019, 20:18
ვიზიტების სიხშირეს თქვენ და ფსიქოლოგი წყვეტთ. რაოდენობა კი პრობლემაზეა დამოკიდებულო. გააჩნია რისთვის დადიხართ. ჩემს ფსიქოლოგს ვუწევ რეკომენდციას.

Posted by: Special_1 31 Mar 2019, 21:23
Teoti
ვინაა თქვენი ფსიქოლოგი? სადაა ტერიტორიულად?

Posted by: chipmunck* 3 Apr 2019, 12:26

ფსიქოლოგი არადა ემოციების გაორება რომ გჭირს ადამიანს რა უნდა ქნა ან როგორ მოიქცე?


30 წლამდე არც თუ ისეთი მიამიტი ვიყავი და 30 წლისა უკვე სულ სხვანაირად ვუყურებ ადამიანებს და ვთვლი რომ ძალიან სუსტი ნებისყოფისები ვართ, შესაბამისად ნდობა აღარ მაქვს ისეთი როგორც ადრე და ვდისტანცირდი, მარტო ოჯახის წევრებთან ვარ ბოლომდე გახსნილი სხვებთან არც ისე, მეგობრებთანაც კი


ან უბრალოდ გავიზარდე და მივხვდი რომ ყველაზე ჭკვიანური ზუსტად ასე ცხოვრებაა, არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი მეგობრებთან ჩემს პირადზე არასოდეს არაფერს არ ვისაუბრებ და ისმის კითხვა, მაშინ რა ჯანდაბად არის საჭირო მეგობრები? თუ რაიმე გაწუხებს და პრობლემა გაქვს გული გინდა მოიოხო და ამას ვერ აკეთებ, უბრალოდ დროის გაყვანა და გართობა მოგინდა და შეხვდი? ეს ხომ გამომყენებლობითი ურთიერთობა გამოდის?




არა კრიზისი არ მაქვს ნამდვილად, გადავიტანე, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და როგორც იქნა მშვიდი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში და ვთვლი ბოლომდე მხოლოდ ოჯახის წევრების ნდობა უნდა გქონდეს მარტო სხვა არავინ გადაგყვება ზედ, საბოლოოდ ადამიანი ეგოისტი არსებაა და მხოლოდ თავის თავზე იფიქრებს პირველ რიგში, აი მე კიდევ პირიქით სულ სხვაზე ვზრუნავდი და ვფიქრობდი და ალბათ მომბეზრდა და მივაგდე biggrin.gif ახლა მხოლოდ ახლო ადამიანებზე ვიზრუნებ


კარგია წერა, თუ ვინმე წაიკითხავს და მსგავსი სიტუაცია გამოუცდია საინტერესო იქნებოდა მისი აზრის წაკითხვა ჩემთვის

Posted by: Corvette 3 Apr 2019, 20:47
QUOTE (chipmunck* @ 3 Apr 2019, 12:26 )
ფსიქოლოგი არადა ემოციების გაორება რომ გჭირს ადამიანს რა უნდა ქნა ან როგორ მოიქცე?


30 წლამდე არც თუ ისეთი მიამიტი ვიყავი და 30 წლისა უკვე სულ სხვანაირად ვუყურებ ადამიანებს და ვთვლი რომ ძალიან სუსტი ნებისყოფისები ვართ, შესაბამისად ნდობა აღარ მაქვს ისეთი როგორც ადრე და ვდისტანცირდი, მარტო ოჯახის წევრებთან ვარ ბოლომდე გახსნილი სხვებთან არც ისე, მეგობრებთანაც კი


   ან უბრალოდ გავიზარდე და მივხვდი რომ ყველაზე ჭკვიანური ზუსტად ასე ცხოვრებაა, არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი მეგობრებთან ჩემს პირადზე არასოდეს არაფერს არ ვისაუბრებ და ისმის კითხვა, მაშინ რა ჯანდაბად არის საჭირო მეგობრები? თუ რაიმე გაწუხებს და პრობლემა გაქვს გული გინდა მოიოხო და ამას ვერ აკეთებ, უბრალოდ დროის გაყვანა და გართობა მოგინდა და შეხვდი? ეს ხომ გამომყენებლობითი ურთიერთობა გამოდის?


   

  არა კრიზისი არ მაქვს ნამდვილად, გადავიტანე, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და როგორც იქნა მშვიდი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში და ვთვლი ბოლომდე მხოლოდ ოჯახის წევრების ნდობა უნდა გქონდეს მარტო სხვა არავინ გადაგყვება ზედ, საბოლოოდ ადამიანი ეგოისტი არსებაა და მხოლოდ თავის თავზე იფიქრებს პირველ რიგში, აი მე კიდევ პირიქით სულ სხვაზე ვზრუნავდი და ვფიქრობდი და ალბათ მომბეზრდა და მივაგდე biggrin.gif  ახლა მხოლოდ ახლო ადამიანებზე ვიზრუნებ


  კარგია წერა, თუ ვინმე წაიკითხავს და მსგავსი სიტუაცია გამოუცდია საინტერესო იქნებოდა მისი აზრის წაკითხვა ჩემთვის

წავიკითხე .
მეცნო ბევრი რამე და არ ვიცი როგორ გამოვხატო პოსტით biggrin.gif
უფრო ბევრის თქმაც შეიძლება . ჩემს შემთხვევაში .

Posted by: C.R.E.A.M. 3 Apr 2019, 21:45
QUOTE (Corvette)
უფრო ბევრის თქმაც შეიძლება . ჩემს შემთხვევაში .

უპატრონო ძაღლებზე აკლია ერთი ორი სიტყვა

Posted by: chipmunck* 4 Apr 2019, 12:44

კითხვა ფსიქოლოგთან <----- ამ თემაში უნდა დამეწერა, ამერია მაგრამ არაუშAვს



Corvette

არა ჩემთვის ისიც საკმარისია რომ გეცნო yes.gif

Posted by: პიანისტი 4 Apr 2019, 14:49
chipmunck*
მესმის რასაც გულისხმობ ,მაგრამ არაა ყველაზე ჭკვიანური ეგეთი ცხოვრება, ნდობა საჭიროა და მხოლოდ გასართობად სიარული არაფერია , პირადს რაც შეეხება ურთიერთობებზე არც არის საჭირო ლაპარაკი, ურთიერთობების იქითაც არსებობს პირადი და იმაზე აუცილებლად საჭიროა ლაპარაკი მეგობრებთან და გვერდში დგომა.


ფსიქოლოგს კი ეკითხები, მაგრამ მეც მესმის ეს თემა biggrin.gif

Posted by: chipmunck* 4 Apr 2019, 21:38
პიანისტი

ჰო უმიზეზოდ არ გავმხდარვარ ასე, ისეთი დარტყმა მივიღე ჯერ ვერ ვხარშავ და როგორც ჩანს ვერ ვპატიობ ყველაზე ახლო მეგობარს და შესაბამისად ნდობა ადამიანების მიმართ დამეკარგა

ალბათ დროა საჭირო და გადაივლის

ჰო პირადზე არც უნდა ისაუბრო მაგრამ რაღაც საკითხებზე რაც გეხება შეიძლება საუბარი და მე ამის სურვილიც მეკარგება

Posted by: პიანისტი 4 Apr 2019, 22:24
chipmunck*
გასაგებია და ცუდია , მაგრამ სხვა კარგმა მეგობარმა რა დააშავა

ეგეთი რა გააკეთა?

Posted by: Teoti 8 Apr 2019, 13:07
QUOTE (Special_1 @ 31 Mar 2019, 21:23 )
Teoti
ვინაა თქვენი ფსიქოლოგი? სადაა ტერიტორიულად?

ჩემი ფსიქოლოგი ლოლა ლომიძეა. ტერიტორიულად ახლა წინამძღვრიშვილის ქუჩაზეა. ძალიან ძლიერი სპეციალისტია.

Posted by: nita0607 10 Apr 2019, 17:27
ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანისთვის მირჩიეთ საუკეთესო ფსიქოლოგი

Posted by: datunia93 18 Apr 2019, 12:15
QUOTE (nita0607 @ 10 Apr 2019, 17:27 )
ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანისთვის მირჩიეთ საუკეთესო ფსიქოლოგი

გაეშვი რა, ლოდომანი თუ ლუდის მოყვარული ტიპია - გაეშვი, კაი კაცი იქნება smile.gif პროსტა ნატახტარი და ქარვადან ეცადე შესვა რამე ჩეხურზე ან გერმანულზე, ამ შემთხვევაში ფასი ხარისხს უდრის ნამდვილად და დაიხვეწება უფრო smile.gif

Posted by: levvani 19 Apr 2019, 23:40
nita0607
QUOTE
ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანისთვის მირჩიეთ საუკეთესო ფსიქოლოგი

რამდენადაა შეპყრობილი. ასაკიც მომწერეთ

Posted by: blue_velvet 28 Apr 2019, 12:36
პორნოდამოკიდებულების დაძლევაში ფსიქოლოგს შეუძლია დახმარება?

Posted by: levvani 28 Apr 2019, 13:46
blue_velvet
დიახ რა თქმა უნდა.

Posted by: nksh0x01 1 May 2019, 01:27
კარგი ფსიქოლოგი მჭირდება. არაფერი არ მჭირს კონსულტაციისთვის თერაპიები მირჩიეთ ვინმე

Posted by: xuzain 6 May 2019, 13:24
ლოლა ლომიძის ნომ
ერი შეგიძლიათ ვინმეს დამიწეროთ?

Posted by: popusha 18 May 2019, 22:21
არტ თერაპიის კურსები არ არსებობს ჩვენთან?
იქნებ იცოდეთ ვინმემ,
მადლობა.

Posted by: Razm 18 May 2019, 22:59
QUOTE (popusha @ 18 May 2019, 22:21 )
არტ თერაპიის კურსები არ არსებობს ჩვენთან?
იქნებ იცოდეთ ვინმემ,
მადლობა.

კამარაში აქვთ მგონი 1 ხელ ვუსმენდი ინტერვიუს და იქ იყო ამ თემაზე საუბარი...

Posted by: popusha 18 May 2019, 23:02
Razm

მადლობა, სხვაგან მირჩევნია თუ არის, იქნებ ვინმემ იცოდეს.

Posted by: levvani 19 May 2019, 11:43
popusha
კოკრეტული მიზეზისთვის ეძებთ არტ თერაპიირ კურსს?

Posted by: popusha 19 May 2019, 19:11
levvani

QUOTE
კოკრეტული მიზეზისთვის ეძებთ არტ თერაპიირ კურსს


დიახ

Posted by: levvani 20 May 2019, 16:07
popusha
ვისი რჩევით გსურთ არტთერაპიის კურის გავლა?
რა მიზეზია თუ საიდუმლო არაა.

Posted by: Giji-Gogo-Zeppelin 24 May 2019, 16:37
გამარჯობა

მარინა გოქსაძეს გაუწევდით თუ არა რეკომენდაციას? თუ ყოფილხართ ვინმე მასთან და რამდენად კმაყოფილი დარჩით?


Posted by: mariamkhorbaladze 29 May 2019, 12:59
გამარჯობა, პოსტტრავმული დეპრესიისთვის რომელ ფსიქოლოგს გაუწევდით რეკომენდაციას, ფასებიც თუ იცით და როგორ დავეკონტაქტო. მადლობა

Posted by: ThousandWords 8 Jun 2019, 12:57
----------------------კომენტარი წაშლილია------------

Posted by: tamuna_mpt 9 Jun 2019, 15:12
მეგობრებო დათო ზესაშVილის ტელეფონი მჭIრდება და დამეხმარეთ რა

Posted by: SAGA+ 9 Jun 2019, 19:18
6 წელი ვიყავი ურთიერთობაში, ერთ დღესაც აღმოჩნდა რომ აღარ ვუყვარდი, დავშორდით, ამის გამო მაქვს დეპრესია, საზოგადოებაში ვერ ვახერხებ თავის რეალიზებას, ახალი ურთიერთობები ვერ მაქვს,

მირჩიეთ ვინმე ვინც დამეხმარება ნორმალურ ფასად

Posted by: tatia_aquarius 15 Jun 2019, 18:02
დეპრესიას რომელი ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი მკურნალობს კარგად?ვის მირჩევთ?

Posted by: nothing_else_matters 15 Jun 2019, 20:23
tatia_aquarius

დასვენება,და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა yes.gif
პატარ-პატარა ელემენტებით რომელიც სიამოვნებას განიჭებს

ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამეა ჩვენს ტვინებში
რომელსაც,ჩვენ ვმართავთ
ამიტომაც,რეკომენდაცია საკუთარ თავს

თუმცა,რათქმაუნდა
ხანდახან საჭიროა ადამიანი, ვისაც დაელაპარაკები
უბრალოდ,ამის სანაცვლოდ ფულის გადახდაა ზოგადად არა-ეფექტური საკუთარი შინაგანი რაღაცისთვის რაც განწყობას ქმნის
თორემ , არსებობს ხალხი ვისაც აქვს შედეგი (ძირითადად შედარებით სუსტი მასაა)
რომელსაც,თუნდაც სიცხის დროს უშუალოდ, ფიქრები იმაზე რომ წამალი სიცხეს დაუწევს უფრო შველის, ვიდრე თვითონ იმ წამლის ეფექტურობა smile.gif




Posted by: kobaia 22 Jun 2019, 00:11
ქუთაისში კარგ ფსიქოთერაპევტს ვის მირჩევთ ? ნერვოზი , დეპრესია და ფობიებს ვუჩივი . |
მონატრება ღალატი და ასეთ უაზრო თმებზე მომუშავე ფსიქოლოგებს ნუ მირჩევთ გთხოვთ :დ <3

Posted by: DrJohnes 22 Jun 2019, 18:31
kobaia
ქუთაისელი ხარ smile.gif

ქუთაისში სამწუხაროდ არ ვიცი არავინ, თუმცა დასაწყისისთვის მაინც შეიძლება სკაიპიით დაკონტაქტება

Posted by: kobaia 22 Jun 2019, 22:09
QUOTE (DrJohnes @ 22 Jun 2019, 18:31 )

ქუთაისელი ხარ smile.gif


კი , ერთი მირჩიეს და ვცდი :დ

Posted by: DrJohnes 23 Jun 2019, 00:52
kobaia
QUOTE
კი , ერთი მირჩიეს და ვცდი :დ

ოკ smile.gif გაგვიზიარე მერე შთაბეჭდილებები

Posted by: marna 23 Jun 2019, 12:24
გამარჯობათ,

ჩემი მეგობარი ეძებს თავისი მეგობრისთვის ნევროპათოლოგს და ფსიქოთერაპევტს..
ჩემი მეგობარი სწავლობდა თვითონაც ფსიქოლოგიას და ამ ტერმინების მნიშვნელობაში ჩემზე უკეთ ერკვევა,
საქმე ერთ ადამიანს ეხება, რომელსაც ნევროზი და დეპრესია აქვს, უიმედობა, სიმძიმე..
ჰოდა ჩემმა მეგობარმა გამოთქვა აზრი, რომ ჯერ ნევროპათოლოგი დასჭირდება, რომ ცოტა ადეკვატურობა დაიბრუნოს და მერე ფსიქოთერაპევტიცო..

სამწუხაროდ, დეტალები არ ვიცი.. მაგრამ მე ექიმის მოძებნაში მინდა დავეხმარო..
ვეძებდი აქ რაღაც ინფოებს და დავინტერესდი რეზო კორინთელით,

თუ შეგიძლიათ მითხრათ, ამ ადამიანს რომ მივმართოთ, თუ "სხვაგან მოვხვდით"(ანუ სხვა სპეციალობის ადამიანი გჭირდებათო..), ალბათ თვითონაც გადაგვამისამართებს სხვასთან, ხომ? და ვიზიტის შესაძლო საფასური ხომ არ იცით რა იქნება?
არანაირი შეხება არ მქონია ამ თემებთან და ბოდიშს ვიხდი ასეთი გულუბრყვილო კითხვებისთვის..

Posted by: DrJohnes 23 Jun 2019, 15:02
marna
რეზო ატრის როგორც ფსიქოთერაპევტი (ანუ არამედიკამენტოზურად, ფსიქოთერაპიას ატარებს) ასევე ფსიქიატრიც (ანუ წამლებსაც ნიშნავს), ასე რომ შეიძლება ითქვას "სწორად მოხვდით" smile.gif თუ საჭიროდ ჩათვლის და თქვერნი მეგობარიც დაელაპარაკება შეძლებს წამლის დანიშვნასაც და შემდეგ ან პარალელურად ფსიქოთერაპიის ჩატარებას

რაც შეეხება დეტალება, საკონტაქტო ნომერი, შეგიძლიათ ამ თემის პირველ პოსტში ნახოთ, და სხვამხრივ არ ვარ საქმის კურსში, დაუკავშირდით და იკითხეთ smile.gif

Posted by: marna 23 Jun 2019, 17:16
DrJohnes
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის..

Posted by: DrJohnes 24 Jun 2019, 10:24
QUOTE
DrJohnes
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის..

marna
გაიხარე smile.gif

Posted by: სნუპ დოგი 28 Jun 2019, 15:46
ფსიქოლოგმა რაუნდა გასწავლოთ? ტყუილად ყრით ფულს.

არავის არ ჭირდება ვინმეს დახმარება.



Posted by: Teoti 30 Jun 2019, 20:05
ხალხო, მიდით ლოლა ლომიძესთან, უკეთესს ვერ ნახავთ, დღეს თბილისში.

Posted by: tamuska 6 Jul 2019, 12:30
ბათუმში ვის მირჩევდით კარგ ფსიქოლოგს ?

Posted by: levvani 6 Jul 2019, 13:26
tamuska
აუცილებელია ბათუმში იყოს? სკაიპით ან ვიბერში ჩართვით არ გაწყობთ?

Posted by: tamuska 6 Jul 2019, 14:24
levvani
კი შესაძლებელია , საკონტაქტო და ფასი მომწერეთ თუ შეგიძლიათ

Posted by: potoqali 11 Jul 2019, 13:38
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ თუ ვინმე არის აქ, ვინც დადის ფსიქოლოგთან(ან უვლია) პირადში შემეხმიანეთ რა, რაღაც მინდა გკითხოთ. გთხოოვთ

Posted by: levvani 12 Jul 2019, 17:04
tamuska
პირადში მოგწერთ


Posted by: Fantast1k 15 Jul 2019, 14:57
მეგობრებო მაქვს ასეთი შემთხვევა , როცა მაქვს მძიმე დაძაბული საუბარი წინასწარ მეწყება შფოთი ,მეკარგება მეტყველების უნარი და მაწყებინებს კანკალს,მუხლებში მერთმევა ენერგია . გთხოვთ ვინმე ფსიქოლოგი მირჩიეეთ ვინც დამეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში .

Posted by: დოჩანა 22 Jul 2019, 22:17
კამარაში ყოფილხართ ვინმე ფსიქოთერაპიაზე? აზარტულ პრობლემებზეც მუშაობენ როგორც ვიცი

ეფექტურია ნეტა?

Posted by: Guda_Guda 22 Jul 2019, 23:35
არის კი საქართველოში ნორმალური ფსიქოლიგი? თუ არის საკონტაქტო დაწერეთ

Posted by: DrJohnes 30 Jul 2019, 09:50
levvani
მაინც გადაწყვიტე სათანადო მომზადების გარეშე პრაქტიკის დაწყება ხო? smile.gif

Posted by: levvani 30 Jul 2019, 10:22
DrJohnes
არა არ გადამიწყვეტია

Posted by: DrJohnes 30 Jul 2019, 12:23
levvani
QUOTE
არა არ გადამიწყვეტია

up.gif

აბა "მენცარის" სასტავთან უშვებ? smile.gif

Posted by: levvani 31 Jul 2019, 00:15
DrJohnes
არსად არავის არ ვუშვებ wink.gif

Posted by: DrJohnes 31 Jul 2019, 10:16
levvani
როგორ მოხერხებულად და "ლოგიკურ-დალაგებულად" გამოგდის ტყუილები smile.gif

ინფორმაციისათვის "მენცარი" არის ფსიქოთერაპიული სკოლა, რომელიც იჩემებს რომ შიზოფრენიას ვკურნავო, ასეთ დროს ყოველთვის მიჩნდება სურვილი ვთხოვო მაჩვენონ წერილი სტოკჰოლმიდან, ნობელის პრემიასთან დაკავშირებით, რასზეც ვიღდებ ფრიად არალოგიკუტრად დალაგებულ და რეალობას აცდენილ პასუხს, რომ საზღვარგარეთ უზნაძის თეორია არაა აღიარებული და ამიტომ არც "მენცარს" არ აღიარებენ

Posted by: levvani 6 Aug 2019, 11:38
DrJohnes
QUOTE
გამოგდის ტყუილები

სად მოვიტყუე შეგიძლია დამილინკო?
QUOTE
რომ საზღვარგარეთ უზნაძის თეორია არაა აღიარებული და ამიტომ არც "მენცარს" არ აღიარებენ

ამას ვეთანხმები.

Posted by: Makrine29 18 Aug 2019, 23:43
გამარჯობა,
მაინტერესებს ფსიქოლოგთან ვინც ყოფილხართ, რამე
ფობიის სამკურნალოდ, მკურნალობა რპგორ მიდის ანუ ვიზიტები რა ინტერვალით არის საჭირო?

Posted by: temart 25 Aug 2019, 11:25
მსუბუქი ფორმის, დეჟიავუს შეგრძნების ეპილეფსია - ვისთან ჯობს მისვლა?


Posted by: drakulaa111 26 Aug 2019, 23:51
არის აქ ვინმე???

მესაჭიროება ფსიქოთერაპევტი... პირველ რიგში დიაგნოსტირებისათვის...

საცდელი ბაჭია არ მინდა ვიყო მისი...

სავარაუდო სამუშაო ხაზი - სტრესი, ფსიქოსომატური გამოვლინებები, აუტოაგრესია, PTSD, ფსიქო-სექსუალური "არ ვიცი რა დავარქვა" ...


ეს არის ის ყველაფერი რაზეც არის სამუშაო ჩემის აზრით... ნუ პირველ ეტაპზე მაინც

ვის მირჩევთ????



Posted by: FDA 8 Sep 2019, 17:49
Fantast1k
QUOTE
როცა მაქვს მძიმე დაძაბული საუბარი წინასწარ მეწყება შფოთი ,მეკარგება მეტყველების უნარი და მაწყებინებს კანკალს,მუხლებში მერთმევა ენერგია . გთხოვთ ვინმე ფსიქოლოგი მირჩიეეთ ვინც დამეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში

და მაგაში რა არის საფსიქოლოგო? ეს ხომ ჩვეულებრივი რეაქციაა ეგ რომ არ გქონდეს როცა დაძაბულ საუბარს ელი ფსიქოლოგი მაშინ გჭირდება

Posted by: DrJohnes 19 Sep 2019, 22:01
temart
QUOTE
მსუბუქი ფორმის, დეჟიავუს შეგრძნების ეპილეფსია - ვისთან ჯობს მისვლა?

ეპილეფსია ნევროპათოლოგ-ეპილეპტოლოგის კომპეტენციაა უფრო. ამ მხერივ ნათია ოკუჟავაა ერთერთი წამყვანი სპეციალისტი

drakulaa111
QUOTE
რის აქ ვინმე???

მესაჭიროება ფსიქოთერაპევტი... პირველ რიგში დიაგნოსტირებისათვის...

საცდელი ბაჭია არ მინდა ვიყო მისი...

სავარაუდო სამუშაო ხაზი - სტრესი, ფსიქოსომატური გამოვლინებები, აუტოაგრესია, PTSD, ფსიქო-სექსუალური "არ ვიცი რა დავარქვა" ...


ეს არის ის ყველაფერი რაზეც არის სამუშაო ჩემის აზრით... ნუ პირველ ეტაპზე მაინც

ვის მირჩევთ????

მომწერეთ პირადში, გავისაუბროთ და დაგაკვალიანებთ

Posted by: gugaGve 9 Oct 2019, 18:51
მოკლედ მაწუხებს OCD ვინმე ისეთი ფსიქოთერაპევტი მირჩიეთ ვინც მუშაობს და პროფესიონალია ამ განხრით და ამავდროულად განუკურნავს ვინმე. მადლობთ smile.gif წინასწარ

Posted by: gugaGve 12 Oct 2019, 00:51
აუბრა მკვდარია აქაურობა drug.gif

Posted by: Beka1992 12 Oct 2019, 22:12
გამარჯობა მარიხუანა მოვწიე და მესამე დღეა ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან დღეს გადასხმებნიც გავიკეთე და არ მიშველა ... ვისთან შეიძლება მივიდე გთხოვთ გამომეხმაურეთ რა.. შიშები დამეწყო უკვე ვეღარ ვწყნარდები ხანდახან შემომიტევს ხოლმე.. ასე უნდა დავრჩე მთელი ცხოვრება? ერთ კაცს შევხვდი გადასხმებზე სტაციონარშI იწვა და იმან მეც ეგრე ვიყავიო 2 კვირა გამიგრძელდაო და მერე დავაჯერე ჩემ თავს და აღარ ვაქცევდი ყურადდღებას და გადამიარაო... მარა მე მაინც შიშები მაქვს გთხოვთ ვინმეს თუ ქონია მსგავსი შემთხვევა გამომეხმაურეთ სახლშიც ვერ ვამბობ საერთოდ ვერ ვეუბნები ვერავის და იქნებ მიშველოს ფსიქიატრმა ან ფსიქოლოგმა არ ვიცი რა

Posted by: Schweiger 12 Oct 2019, 23:05
Beka1992

ნუ აყვები შიშს. ხალხი ბიოს ეწევა და ისინი არ რჩებიან, მარიხუანა არ ჩაგტოვებს. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ოღონდ 2 დღე დავდიოდი გაღიმებული.
წყალი დალიე ბევრი და ეცადე დაიძინო. რომ გამოხვალ მდგომარეობიდან აღარასოდეს მოწიო smile.gif შენ შიშმა აგიტანა და ამიტომაც ხარ ასეთ დღეში.

Posted by: Beka1992 12 Oct 2019, 23:47
Schweiger
აქაც ყოფილხარ შენ მადლობა გამოხმაურებისთვის.. მკლედ ეხლა ეს მინდოდა მე? რა ღლე ცხოვრება მაქვს ამის.. 2 დღე კიარა მესამე დღეა ასე ვარ და რა გავაკეთო... მეგონა გამოვედი იმ ღამესვე მარა მეორე დღეს დილით შიშებმა ამიტანა ეგრევე შხაპში შევარდი.. არადა დიდი ხანია ვეწევი უკვე ოღონდ იშვიათად ძალიან ესეთ შეგრძნება არ მქონია არასდროს აი თითქოს არ ჩამდის არაფერი მუცელში ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცარიელი მაქვს მუცელი :დ ვახ რა აღარ ვიცი რა ვქნა.. სულ მინდოდა ფსიქოლოგთან მისვლა და არ მივდიოდი აი მერე აი მერე და აჰა მინდა ეხლა ვინმეს ველაპარაკო თორე დამერხა ძალიან.. არც ვიცი ვისთან მივიდე რა ჯანდაბა ვქნა..

Posted by: Schweiger 13 Oct 2019, 00:21
Beka1992

ეს იმის ნიშანია რომ უნდა დაანებო თავი. გაგივლის დამიჯერე. ფსიქოლოგიური პრობლემები თუ გაქვს ისე, საერთოდ არ უნდა გაეკარო პლანს. მე ახალ დანევროზებულზე მოვწიე ადრე, ვიფიქრე ხასიათზე მომიყვანსთქო და მაგრად დამაპანიკა. მეც მეგონა ჩამტოვათქო biggrin.gif
აი ალკოჰოლი ხომ ცუდია მაგრამ მაინც ჯობია ცოტა ლუდი დალიო ან კაი ჭაჭა ჩაარტყა, მოხვალ ხასიათზე და ეგაა.

მარიხუანას რომ გააღმერთებენ ხოლმე ისე მეშლება ნერვები რავი... ხშირი მოხმარება სერიოზულ პრობლემებს იწვევს თან.
მე 2 უახლოესი ადამიანი მყავს, დღე და ღამე პლანს რომ ეწევიან ისეთები, წლებია თან.
ერთს ნერვული სისტემა საერთოდ აღარ აქვს და ფხიზელი თვალით ვეღარ უყურებს ცხოვრებას.
მეორე რაღაც საშინელებებს ეწეოდა, გარეკილი ქონდა, ახლა დაანება თავი და ადამიანს დაემსგავსა.

1-2 დღე ან თუნდაც 3 აცადე, ნუ ფიქრობ რომ ჩაგტოვა. დარწმუნებული ვარ ახლა ფხიზელი ხარ უბრალოდ შიშმა აგიტანა და ფსიქოლოგიურად დაბოლილად გრძნობ თავს biggrin.gif
ლაპარაკი თუ გინდა და თუ გშველის, პირადში მომწერე, სიამოვნებით დაგეხმარები.

Posted by: Grows 13 Oct 2019, 03:08
Schweiger

სტრესის დროს მოვწიე რამდენიმეჯერ, ოღონდ მსუბუქად, ძალიან მიშველა.

ოღონდ სანამ მოვწევდი, გაცნობიერებული მქონდა რას ვაკეთებდი. ცოტაც მაგიტომ მოვწიე, რომ მეტნაკლებად კონტროლი მქონოდა თავზე. და მინდა გითხრათ რომ ძალიანაც ვისიამოვნე. ფრიად მსუბუქად ვიყავი, თავისუფლად. მეორე დღეს დასვენებულმა გავიღვიძე, სტრესის ლეველიც საგრძნობლად იყო შემცირებული.

Beka1992

შიშის დროს ტვინი სხვა რეჟიმში გადადის, რაღაც ჰორმონების წარმოება იწყება მაღალი დოზებით, რაც სტრესულ სიტუაციაში სჭირდება ადამიანს. ტვინი ვერ არჩევს მოსაწევის გამო გაქვს შიში თუ რეალური საშიშროების წინაშე დგახარ. მაგიტომაც ჰქონდა ეგეთი რეაქცია. დრო უნდა და თავისით აღადგენს ტვინი ფუნქციონირებას.

იქამდე მედიტაცია სცადე. უბრალოდ დარჩი საკუთარ თავთან და დააკვირდი შენს შეგრძნებებს. ოღონდ ეცადე განცალკევდე - დააფიქსირე რომ შენ არ ხარ შენი განცდები და ემოციები.

პლუს სიმშვიდე გინდა, გარეთ ისეირნე ჰაერზე. აუზზე იარე, წყალი ამშვიდებს. მოკლედ შენი ტვინი უნდა დაარწმუნო რომ საშიშროებამ გადაიარა.

Posted by: Beka1992 13 Oct 2019, 19:34
Grows
გენაცვვალე მადლობა გამოხმაურებისთვის უკვე მე4 დღეა მაგას ვცდილლობ დავმშვიდდი კიდეც მაგრამ თავბრუსხვევა მაინც მაქვს და არ ვიცი რა ვქნა ხვალ ნარკოლოგთან ვაპირებ მივიდე და იმედია ის გაარკვევს ჩავრჩი თუ რა ვქენი სიცხეც მაქვს დღეს ალბათ ნერვიულობიდან გამომდინარე

Posted by: Schweiger 16 Oct 2019, 00:26
drakulaa111

ნინა გოგოხიას გირჩევ. სალომე ლოსაბერიძესაც აქებენ.

Posted by: myside 19 Oct 2019, 16:42
drakulaa111

პირადში მოგწერე და ნახე , წარმატებები

Posted by: drakulaa111 19 Oct 2019, 23:19
მადლობა ყველას, ჯერ ისევ ძიების პროცესში ვარ... მურჩიეს ასევე სოსო დოლიძე, მაგრამ რატომღაც ვერ ჩამოვყალიბდი...

Posted by: Bushti999 20 Oct 2019, 09:03
სალომე ლოსაბერიძესთან ვის ქონია შეხება როგორი სპეციალისტია ღირს მისვლა თუ არა

Posted by: reset 21 Oct 2019, 11:33
სალომე ლოსაბერიძე - ერთერთი საუკეთესოა.
ძალიან მაგარი მეთოდები აქვს.

Posted by: Bushti999 21 Oct 2019, 15:31
სალომე ლოსაბერიძესთან ვის ქონია შეხება როგორი სპეციალისტია ღირს მისვლა თუ არა

Posted by: Beka1992 21 Oct 2019, 15:47
ფასი თუ იცით სალომე ლოსაბერიძესთან

Posted by: Bushti999 21 Oct 2019, 19:04
მემგონი 10 სეანსის ფულს იღებს წინასწარ 400 ლარს დაზუსტება უნდა და იქნებ ვინმეს ქონია შეხება და როგორ მუშაობს

Posted by: Schweiger 21 Oct 2019, 22:36
პუტინს უფრო დაუკავშირდები ვიდრე სალომე ლოსაბერიძეს.
ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს.

Posted by: forumge 22 Oct 2019, 15:28
https://dendroni.ge/ka/
ამათზე გსმენიათ რამე?

Posted by: Beka1992 22 Oct 2019, 19:20
Schweiger
პუტინს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Schweiger 23 Oct 2019, 21:16
რა დავაშავეთ შიზოფრენიკებმა. რამე გაგვიხსნან რომ შევიდეთ გარეკილები და გამოვიდეთ შერეკილები.

Posted by: Bushti999 24 Oct 2019, 17:16
Schweiger
სალომესთან გქონია შეხება?

Posted by: Schweiger 24 Oct 2019, 18:29
Bushti999

არა, ნაცნობს ქონია.
მე ვერ დავუკავშირდი ვერანაირად.

Posted by: satis 24 Oct 2019, 19:02
ვინაა ესეთი სალომე ყველა რო აქებს? მაგის გარდა არავინ არაა?
ალასანიას ცოლზე რას იტყვით?
ნანა ჩაჩუა?
ნანა ჩაჩუა ვიცი არის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი. ჯერ რაღაც საოცრად განათლებული ქალია.

* * *
და მარინე ჩიტაშვილი.
სალომე ლოსაბერიძეზე დარწმუნებული ვარ ბევრად ორივე ძლიერი და მცოდნე ფსიქოლოგია.
* * *
ჩემი აზრით ორივე ამ ქალბატონს გაცილებით დიდი ცოდნა აქვს სალომესთან შედარებით. + გამოცდილება.
* * *
https://www.youtube.com/watch?v=ZVJTAu9ceFM
https://www.youtube.com/watch?v=LJnRqEBHYdk

Posted by: DrJohnes 24 Oct 2019, 21:13
satis
ობიექტურად შევაფასებ, მიუკერძოებლად (მიუხედავად იმისა ვის ვიცნობ პირადად და ვის არა):

ყველანი, ვინც ჩამოთვალე, კარგები არიან (არც სალომეა ცუდი smile.gif მიუხედასვად იმისა, რომ შესაძლოა ამდენად არ ჩანს საჯაროდ), ერთადეერთი მინუსი, რაც ხშირად მესმის ფორუმიდანაც და ისედაც, არის რომ თითქოს ერთი გარკვეული ტექნიკით მუშაობს ყვერლასთან, არ ვიცი რამდენად ზუსტია და მართალია

რაც შეეხება მარინა ჩიტაშვილს, პრაქტიკულად არ მუშაობს/პაციენტებს არ ღებულობს, უფრო მეტად თეორეტიკოსია, ნამდვილად ძალიან განათელებული და მცოდნე. ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, უძლიერესი სკოლა აქვს (მაგისტრატურა და ა.შ.) ფსიქოლოგიის კუთხით საქართველოში

ნანა ჩაჩუაც ასევე ძალიან კარგია, განათლებული ქალია და პრაქტიკოსი, თუმცა დაახლოებით ბოლო ერთი წელია მესმის სხვადასხვა მხრიდან, რომ როგორც ჩანს, დაიღალა და იმდენად აქტიურად აღარ მუშაობს და არ/ვერ იხარჯება სეანსებზე, როგორც ადრე (არ ვიცი, შესაძლოა არაზუსტი შეფასებაა, თუ ასეა ბოდიშს ვიხდი მასთან და დიდ პატივისცემას გამოვხატავ smile.gif )

ნათია ფანჯიკიძეც (ალასანიას მეუღლე, რომ არ იყოს, მწერალ გურამ ფანჯიკიძის შვილობაც ეყოფოდა) ასევე ძალიან კარგი სპეციალისტია, განათლებულიც და პრაქტიკულად მომუშავე, განსაკუთრებით არტ-თერაპიის და ნარკოდამოკიდებულების, თუ აზარტული თამაშების კუთხით

Posted by: freeandhappy 25 Oct 2019, 14:08
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


DrJohnes



ფბ გააუქმეთ?

Posted by: mapshnik 26 Oct 2019, 11:59
ძლიერი ფსიქოთEრაპევტი მირჩIეთ რაა არც ძაან ძვირი მინდა ღირდეს სეანსი და გამოცდილი მინდა იყოოს მომბეზრდა ეს საუბრის მეთოდი, ვსაუბრობ მარა არაფერი გამიუმჯობესდა

Posted by: unknown lady 26 Oct 2019, 22:32
mapshnik
მარინა ჭავჭანიძე

თუ გინდა ნომერს მოგცემ პმ-ში

Posted by: tatia_aquarius 29 Oct 2019, 00:05
QUOTE (mapshnik @ 26 Oct 2019, 11:59 )
ძლიერი ფსიქოთEრაპევტი მირჩIეთ რაა არც ძაან ძვირი მინდა ღირდეს სეანსი და გამოცდილი მინდა იყოოს მომბეზრდა ეს საუბრის მეთოდი, ვსაუბრობ მარა არაფერი გამიუმჯობესდა

რეზო კორინთელია ძლიერი ფსიქოთერაპევტი

Posted by: jjkk 3 Nov 2019, 18:45
მოგესალმებით.
საზიზღარი დეპრესიები მაწუხებს პერიოდულად უკვე დიდი ხანია. პატარა აღარ ვარ, 45-ს გადავაბიჯე უკვე. ცოლი, შვილი არ მყავს.
დეპრესიებს იწვევს უპერსპექტივობა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. გაცნობა მიჭირს, ურთიერთობის გაბმა მიჭირს. მარცხის მეშინია.
ყელში ამოვიდა ფულზე ნაყიდი სექსი, როცა იცი, რომ არანაირი მომავალი არ აქვს ამ ურთიერთობას.
მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, პოპულარობით არ ვსარგებლობდი არც ადრე, არც ახლა.
გაცნობის საიტებზე ვიჯექი წლები, ვინც მე მომეწონა - მე არ მოვეწონე და პირიქით. ჩემთვის ჩიხია მანდ მეგობრის და პარტნიორის მოძებნა.
დაკომპლექსებული ვარ. პასუხისმგებლობის მეშინია ზოგადად. მაშინებს მარტოობის პერსპექტივა. სავარაუდოდ, სიყვარულის უნარი დავკარგე, თუ მქონდა საერთოდ sad.gif
მე თვითონ მესმის, რომ კარგად ვერ ავხსენი ჩემი პრობლემები. აბდაუბდა გამოვიდა.
სავარაუდოდ მესაჭიროება ფსიქოლოგი/ფსიქიატრი/ფსიქოთერაპევტი, რომელიც ამ ფსიქო-სექსო კომპლექსების ლაბირინთიდან გამოსვლაში და სტრესისადმი მედეგობის გაუმჯობესებაში დამეხმარება. თუ გვიანი არაა. ნებისმიერ რამეს შეუძლია დეპრესიაში შემიყვანოს.
პრობლემების სათავე შეიძლება წარსულში, ბავშვობაშიც იყოს, არ ვიცი.
ტვინი აღარ მუშაობს. მაპატიეთ ასეთი არეული და გრძელი ტექსტისთვის.

Posted by: Beka1992 3 Nov 2019, 21:13
jjkk
მეც შენს დღეში ვარ 27 ის ვარ და არც მიცდია საპირისპირო სქესის წარმომადგენელი პაემანზე დამეპატიჟა იმდენად მეშინია წარუმატებლობის sad.gif მეც გავურბივარ პასუხისმგებლობას ოჯახთან შექმნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ სხვაც ჩემ დღეში არ ჩავაყონო და არ დავტანჯოთქო... აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავებზე თვითშეფასების ასამაღლებლად რაღაც უნდა ვქნათ გვიანი არასდროს არის კომპლექსები შიში და შფოთვა უნდა მოვიხსნათ თუ არადა უნდა შევამციროთ მაინც თორე არ გამოვა ასე ცხოვრება sad.gif

Posted by: jjkk 3 Nov 2019, 22:00
Beka1992
შენ მთელი ცხოვრება წინ გაქვს.
მე ჩემით ვერ ვუმკლავდები პრობლემებს. თვითშეფასება 0-ზე მაქვს. ვერაფერს ვუხერხებ თავს.
კარგია, ეგეთი მიზანმიმართული რომ ხარ და იცი, რაც უნდა გააკეთო

Posted by: jjkk 7 Nov 2019, 23:55
არავინ გეგულებათ ეგეთი ხალხნო???

Posted by: tatia_aquarius 8 Nov 2019, 09:37
jjkk
ჩემ ზედა პოსტს ახედე )).

Posted by: jjkk 8 Nov 2019, 20:56
tatia_aquarius
მადლობა გამოხმაურებისთვის. რავიცი, წინააღმდეგობრივი ინფოებია მაგ ექიმზე.


Posted by: tatia_aquarius 9 Nov 2019, 23:33
jjkk
რა ინფოები?? რას ამბობენ

Posted by: jjkk 9 Nov 2019, 23:37
tatia_aquarius
ფულის კეთებაზეა გადასულიო.
როგორ მკურნალობს, საუბრით თუ მედიკამენტებით?

Posted by: tatia_aquarius 10 Nov 2019, 00:08
QUOTE (jjkk @ 9 Nov 2019, 23:37 )
tatia_aquarius
ფულის კეთებაზეა გადასულიო.
როგორ მკურნალობს, საუბრით თუ მედიკამენტებით?

ორივეთი. ფულის კეთებაში რა იგულისხმება?

Posted by: jjkk 10 Nov 2019, 12:06
tatia_aquarius
ვერ გეტყვი. ალბათ ძვირს იღებს იგულისხმება მაგ გამოთქმაში. შეიძლება ანტიპიარიც არის.
* * *
ტატო ნოზაძე მირჩიეს. ხომ არ გაქვთ რაიმე მოსაზრება? ან ვაჟა კენჭაძეზე.

Posted by: დოჩანა 12 Nov 2019, 00:29
ფიქოთერაპევტს შეუძლია მავნე ჩვევები ან ფობიები და შიშები, კომპლექსები დაგაძლევინოს?

Posted by: Lursmani 16 Nov 2019, 00:09
BPD-სთან შეხება ვისაც ქონია კარგი ფსიქოლოგი იცით ვინც გამოცდილია ასეთ ადამიანებთან?

Posted by: fermina 27 Nov 2019, 14:09
Lursmani
QUOTE
BPD-სთან შეხება ვისაც ქონია კარგი ფსიქოლოგი იცით ვინც გამოცდილია ასეთ ადამიანებთან?


ჩემი მოკრძალებული აზრით, მსგავსი დიაგნოზის პაციენტთან უფრო კარგად იმუშავებს ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ანუ ვინც ფლობს ფსიქოანალიზის და კოგნიტურ-ბიჰეივიორისტულ თერაპიის ტექნიკას.

მაგ. ქეთევან აბდუშელიშვილი, რევაზ კორინთელი.

Posted by: fermina 2 Dec 2019, 18:19
გიორგი გელეიშვილი

გიორგი ჭეიშვილი

ორივე ფსიქიატრია, ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება და რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: allready 12 Dec 2019, 06:50
გამარჯობა.
კარგი ფსიქოთერაპევტი მირჩიეთ თუ შეიძლება

Posted by: fermina 26 Jan 2020, 14:38
საკუთარ კითხვას თავად გავცემ პასუხს:

QUOTE
გიორგი გელეიშვილი


ახალგაზრდაა, კარგი განათლებაც აქვს, მაგრამ ძალიან მძიმე ტიპია, არცთუ დიდად ყურადღებიანი, სიტყვები რომ ძალით უნდა ამოგლიჯო, ისეთი. მგონი, თავად დეპრესია აქვს.

QUOTE
გიორგი ჭეიშვილი


სრულიად არაჩვეულებრივი სპეციალისტი და რაც მთავარია, პიროვნება! ყურადღებიანი, თბილი, კეთილშობილი ადამიანი, მართლა იშვიათია ასეთი ექიმები. რეკომენდაციას ვუწევ.

Posted by: shepherd 31 Jan 2020, 16:12
fermina
QUOTE
ორივე ფსიქიატრია, ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება და რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?

მე ვიცი, ძალიან მაგარი ფსიქიატრი, ოღონდ თელავში მოღვაწეობს. თუ ჩააკითხვათ ჩემი სახელით, დარწმუნებული ვარ ურიგოდ მიგიღებთ yes.gif

Posted by: alien949 1 Feb 2020, 00:48
ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ

Posted by: torckiko 5 Feb 2020, 14:50
Tu icit keti dalinkevichi bavshvta fsiqologia tu didebsac igebs?

Posted by: tapex93 12 Feb 2020, 01:04
სალამი მეგობრებო, მაინტერესებს თქვენი შეფასება და რეკომენდაცია იანა სალამაშვილზე და ზაზა ვარდიაშვილზე ?
ასევე გთხოვთ მირჩიოთ კარგი ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი. მადლობა

Posted by: unknown97 17 Feb 2020, 01:55
გამარჯობა,

გთხოვთ მირჩიეთ კაცი ფსიქოლოგი, რომელიც დამეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში, ტრამვების გადალახვაში და შეძლებს სხვა თვალით, არგუმენტირრბულდ შემახედოს იმ ყველაფერს რისიც ძალიან მკაცრად მჯერა. ასევე რომ საუბრობდეს გასაგები ენით და იყოს თავდაჯერებული.

მადლობა წინასწარ

Posted by: alien949 17 Feb 2020, 15:26
არავინ მეტყვით სად გადავიღო სურათი ტვინის უბნების აქტიურობის დონეს რო აჩვენებდეეეს ფერების მიხედვით? ინტერნეტში რო დევს ხოლმე თქვით რომელიმემ ვინც იცით.

Posted by: unknown97 17 Feb 2020, 19:25
ზურა მხეიძეზე რას იტყვიით? მისი ლექციები მოსმენილი მაქვს თუმცა როგორც ფსიქოლოგი არ ვიცი როგორია

მირჩიეეეთ რა

Posted by: shavi_kheli 17 Feb 2020, 22:07
unknown97
ჩემი დაქალი სიმპათიით იყო განწყობილი,
მისი თანამშრომელი იყო.

იუტუბიზე ბევრს აქვს ლექციები, გადახედე და რომელიც მოგეწონება.

ეს შენზეა დამოკიდებული

Posted by: xpress-11 29 Feb 2020, 21:57
მეგობრებო სალომე ფანჯიკიძეზე რას იტყვით? გადავხედე ამ თემას საერთოდ არ ფიგურირებს მისი სახელი, სანაცნობოში ყველამ ეგ მირჩია.

Posted by: doberman 9 Mar 2020, 02:34
მირჩიეთ ვინმე ფსიქოლოგი გოგო/ქალი არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილება რო ქონდეს და ანალიზის უნარი და ჩემზე არ ატაროს ცდები.

Posted by: shavi_kheli 9 Mar 2020, 03:00
doberman
ნათია ფანჯიკიძე


...........................

Posted by: doberman 9 Mar 2020, 12:49
ნათიასთან ჩაწერა თითქმის შეუძლებელია. კამარაზე რას ფიქრობთ ?

Posted by: Plllllluto 10 Mar 2020, 23:47
QUOTE
ნათიასთან ჩაწერა თითქმის შეუძლებელია. კამარაზე რას ფიქრობთ ?


ძალიან კარგი ცენტრია კამარა love.gif

Posted by: fermina 24 Mar 2020, 16:31
ერთი შეკითხვა მაქვს აქაურ საზოგადოებასთან - ცნობილი ფსიქოლოგი, ნარკოდამოკიდებულების (და სხვა დამოკიდებულებების) მკურნალი თავად გაგლეჯილ კაიფში რომ გამოდის პირდაპირ ეთერში, ეს ნორმალური მოვლენაა?

Posted by: snis 24 Mar 2020, 16:50
fermina
QUOTE
მკურნალი თავად გაგლეჯილ კაიფში რომ გამოდის პირდაპირ ეთერში, ეს ნორმალური მოვლენაა?

ეგ რა იყო ისე? lol.gif

მომენტალურად გაწიეს ეკრანიდან.

lol.gif

Posted by: popusha 25 Mar 2020, 02:07
fermina

არ ვიცოდი ონლაინში თუ ვიყავი, მეგობარმა მომწერა რაღაცო და იმაზე გამეცინაო.

ტექნიკური ხარვეზი იყოო, ცოტა ძნელი დასაჯერებელია მარა ნუ კაი.

მე ის უფრო მაკვირვებს, ლუდომანიას რომ მკურნალობს და კაზინო აფინანსებს lol.gif

ვითომ ძაან სათნო ქალი, სიკეთის განსახიერება, ბუნებას და ყველაფერ ცოცხალს რომ ეტრფის და ამ დროს ისეთი კომენტარები აქვს ზოგჯერ, ვხვდები რომ დიდი ნაცისტი და შოვინისტია.

რამდენჯერმე რომ ვნახე როგორ წაშალა თავის კომენტარები, იმის მერე აღარ ვკითხულობ მაგის ,,სათნოებებს".

Posted by: კორონა 25 Mar 2020, 03:30
QUOTE
fermina

არ ვიცოდი ონლაინში თუ ვიყავი, მეგობარმა მომწერა რაღაცო და იმაზე გამეცინაო.

ტექნიკური ხარვეზი იყოო, ცოტა ძნელი დასაჯერებელია მარა ნუ კაი.

მე ის უფრო მაკვირვებს, ლუდომანიას რომ მკურნალობს და კაზინო აფინანსებს

ვითომ ძაან სათნო ქალი, სიკეთის განსახიერება, ბუნებას და ყველაფერ ცოცხალს რომ ეტრფის და ამ დროს ისეთი კომენტარები აქვს ზოგჯერ, ვხვდები რომ დიდი ნაცისტი და შოვინისტია.
რამდენჯერმე რომ ვნახე როგორ წაშალა თავის კომენტარები, იმის მერე აღარ ვკითხულობ მაგის ,,სათნოებებს"


რა საჭიროა ვინმეს სათნოების გვწამდეს?
ყველაფერს აქვს ორი მხარე მინიმუმ ხო? და ამ შემთხვევაშიც მასეა...
თვითონ შეიძლება იდიალური არაა ჩემი შენი და სხვების გადმოსახედიდან , მაგრამ ვიღაცა სწორ გზაზე (მისთვის სწორზე რათქმაუნდა ) ძალა თუ გაჩნია დაე იყოს როგორიც უნდა თვითონ wink.gif

Posted by: Lamorac 25 Mar 2020, 07:03
QUOTE
ვითომ ძაან სათნო ქალი, სიკეთის განსახიერება, ბუნებას და ყველაფერ ცოცხალს რომ ეტრფის და ამ დროს ისეთი კომენტარები აქვს ზოგჯერ, ვხვდები რომ დიდი ნაცისტი და შოვინისტია.

ეგეთი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს მაგ ქალზე.
უბრალოდ, ვფიქრობ რომ ვარდისფერი სათვალეებიდან იყურება.

Posted by: fermina 25 Mar 2020, 08:55
popusha
QUOTE
არ ვიცოდი ონლაინში თუ ვიყავი, მეგობარმა მომწერა რაღაცო და იმაზე გამეცინაო.

ტექნიკური ხარვეზი იყოო, ცოტა ძნელი დასაჯერებელია მარა ნუ კაი.


მანდ მარტო სიცილში არ იყო საქმე, ყველას შეიძლება გაეცინოს. ნახეთ კიდევ ერთხელ და მიხვდებით.

Posted by: snis 25 Mar 2020, 10:28

....................
lol.gif
2:28 ჟურნალისტის სახე და ეგრევე გაიყვანეს ეთერიდან ტექნიკური ხარვეზიაო
lol.gif

lol.gif

Posted by: popusha 25 Mar 2020, 11:26
კორონა

ეხლა შენ თუ ვერ ხვდები მე რა დავწერე და რატომაა მნიშვნელოვანი იყო ისეთი როგორადაც გინდა საზოგადოებამ მიგიღოს და არ აჩენ შენს ნამდვილ სახეს ზუსტად იმიტომ რომ იგივე სქზოგადოება ეგეთს არ მიგიღებს, მაშინ რა აზრი აქვს რამის თქმაა. მარა მაინც.

ჩემთვის ეს ქალი არის ფარისევლობის უდიდესი მაგალითი.
სულაც არაა აუცილებელი სათნო და სისათუთე იყო,
მაგრამ როცა ამას იმიტომ აკეთებ რომ სხვა აალაპარაკო უი რა საყვარელიაო,
ჩუმ-ჩუმად კი ყველგან ღვარძლას და ზიზღს აფრქვევ,
ფარისეველი ხარ ზუსტადაც და მეტი არაფერი.

fermina

არც მე მჯერა კაცო რომ ვერ მიხვდა.
რითი რეკავდნენ, რომელიმე თანამედროვე მესინჯერით ხო?
ესეთი რა რთული უნდა ყოფილიყო კამერის გასწორება, ეგაც ეხლა სადმე მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს და 80 წლის ქალია, რომ პირველად დაერეკა.

Posted by: პიანისტი 25 Mar 2020, 11:33
QUOTE (snis @ 25 Mar 2020, 10:28 )

....................
lol.gif
2:28 ჟურნალისტის სახე და ეგრევე გაიყვანეს ეთერიდან ტექნიკური ხარვეზიაო
lol.gif

lol.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif



...........

Posted by: NGelashvili 3 Apr 2020, 20:02
რაიმე რჩევები ხომ არ გაქვთ კარანტინის პირობების გასამკლავებლაად??

Posted by: Grows 10 Apr 2020, 16:36
დეპრესია-შფოთვებზე მირჩიეთ ფსიქოლოგი თუ შეიძლება

Posted by: tatia_aquarius 14 Apr 2020, 01:58
რეზო კორინთელზე რა აზრის ხართ?)) როგორია?

Posted by: Nodo_K 26 Apr 2020, 12:27
სკაიპით რომელი ფსიქოლოგები მუშაობენ??

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2020, 12:34
Nodo_K
QUOTE
სკაიპით რომელი ფსიქოლოგები მუშაობენ??

თითქმის ყველა, მით უმეტეს ასეთ ჟამს.


tatia_aquarius
tatia_aquarius
QUOTE
რეზო კორინთელზე რა აზრის ხართ?)) როგორია?

კარგი სპეციალისტია
იუტუბიზეც არის ბევრი ლექციები მისი და შეგიძლია გადახედო და შეაფასო შენი კრიტერიუმებით.

Posted by: Nodo_K 26 Apr 2020, 12:39
ლევან ზარდალიშვილი ეს კაცი როგორ გარდაიცვალა, აცხონოს ღმერთმა ძაან ძლიერი ფსიქოლოგი ჩანდა რაც მინახავს მისი ვიდეოები
* * *
shavi_kheli
ყველაზე იაფი რომელია? და ძლიერი?
ბავშვობის ტრამვებს რამდენი ვიზიტი დაჭირდება ?

მარინე ჩიტაიშვილი არ მუშაობს არადა ძლიერი ქალი ჩანს
კაროჩე რამდენი კითხვა დავსვი

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2020, 12:56
Nodo_K
ეს ინდივიდუალურია ვის რომელი ფსიქოლოგი მოწონს და რა მეთოდი

იაფი არ ვიცი
მაგრამ კარგ ფსიქოლოგთან მეტის გადახდა ჯობს ვიდრე იაფ არაპროფესიონალთან მიხვიდე
შედეგი არ გექნება.

საქართველოში რეზო კორინთელი ითვლება ძლიერ ფსიქოლოგად, რადგან ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრიც არის.

მაგრამ ეს ინდივიდუალურია, ნახე იუტუბიზე მიდი ვიდეოები და შეაფასე შენთვის.

რაც შეეხება ვიზიტებს ეს ადამიანზეა დამოკიდებული
ვიცი ადამიანები ტექნიკა ისწავლეს 3-4 სეანსში და თვითთერაპიას მიმართავენ, სულ აღარ ჭირდებათ ფსიქოლოგი,
პრინციპში იუნგიც ასე იყო...

Posted by: Nodo_K 26 Apr 2020, 12:58
shavi_kheli
ლევან შატბერაშვილი მომწონს 90 ლარი მომთხოვა სეანსზე

QUOTE (Nodo_K)
ლევან ზარდალიშვილი

იყო ყველაძე ძლიერი ასე მგონია ჩეხეთშიც მუშაობდა აცხონოს ღმერთმა

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2020, 13:10
Nodo_K
QUOTE
ლევან შატბერაშვილი მომწონს 90 ლარი მომთხოვა სეანსზე

wow.gif კაიფობ?
კორინთელმა 2-3 თვის წინ 70 გახადაო და ვბრაზობდი მეთქი რა უბედურებაა - თქო

70 - 90 ლარი ეხლა ამ გაჭირვებაში, რა უსინდისობაა მართლა

მენტალვიტაში 60 ღირს

პ.ს. შატბერაშვილზეც გამიგია რომ კარგია.

Posted by: Nodo_K 26 Apr 2020, 13:11
QUOTE (shavi_kheli)
კაიფობ?

არა

Posted by: shavi_kheli 26 Apr 2020, 13:14
QUOTE (Nodo_K @ 26 Apr 2020, 13:11 )
QUOTE (shavi_kheli)
კაიფობ?

არა

უსინდისობაა მართლა

დალხენილი იქ ვინ მივა და გაჭირვებულს შანსს არ უტოვებენ.

ე.ი. მკურნალიბის უფლება მხოლოდ მდიდარს აქვს.


Posted by: ნაკო 1 May 2020, 00:00
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfWD50ToPL2Dsgduzv_eLgmahbMS90xDYSH2b8sn4h6jRVWKA/viewform

Posted by: ronald_wesley 2 May 2020, 22:01
რა მაინტერესებს ეხლა რომ მივიდე ფსიქოლოგთან რას მეტყვის?

მეტყვის წადი ხალხთან იურთიერთეო არა ??


არაა ეგ პროფესია ქართველებისთვის.




Posted by: shavi_kheli 4 May 2020, 16:40
ronald_wesley
არა
მთლად ასეც არ არის
არსებობს ბევრი სკოლა ფსიქოლოგიის
გააჩნია მეთოდს.

ახლა რომ გითხრა ფსიქოლოგი გეტყვის სიზმარი მოყევიო, ხომ მთლად გადაირევი biggrin.gif

Posted by: lilu777 4 May 2020, 16:53
Nodo_K
ronald_wesley

შემიძლია მარინა კაჭარავა გირჩიოთ (იმედზე არის ხოლმე ხშირად) და კოორდინატებიც მოგცე. ძალიან ბევრს დაეხმარა და არც სასტიკი თანხები არ ღირს.
ასევე ნათია ფანჯიკიძე უსაყვარლესი .

რეზო კორინთელთან ყველა ვერ ახერხებს გახსნას , ცოტა არაორდინალური მეთოდები აქვს.

რა პრობლემა გაინტერესებთ გააჩნია



Posted by: Nodo_K 4 May 2020, 19:20

QUOTE (lilu777)
ნათია ფანჯიკიძე

რა ღირს?

QUOTE (lilu777)
მარინა კაჭარავა

თითქოს ძაან მოხუცია

Posted by: shavi_kheli 4 May 2020, 19:55
Nodo_K
დღეს შემთხვევით აზროვნების აკადემიის გვერდი ამომიგდო და "ეპატიჟებიდნენ" პაციენტებს ფსიქოთერაპია ზე
ყველა 90 ლარი 1 საათი
და ზურა მხეიძე 180 ლარი

გამოვშტერდი.

Posted by: Nodo_K 4 May 2020, 20:03
shavi_kheli
ფსიქოლოგები არიან, მაგაათ ააქვთ წვდომა მასაზე, იციან როგორი სიტუაციაც არის და ამხელათანხას იღებენ და მერე პოლიტიკოსებისკენ იშცერენ ხელს...

Posted by: ronald_wesley 4 May 2020, 20:44
კიდევ ერთი კითხვა მაქვს !

ჰიპნოზს აკეთებს ვინმე საქართველოში?

თან მგონი ყველა არ ჰიპნოტიზირდება.

Posted by: lilu777 4 May 2020, 23:36
Nodo_K

ნათიასთან არვიცი რა ღირს , მაგრამ ძაან უშუალოა ფბ ზე თუ მიწერ დაგაკვალიანებს თვითონაც

მარინა კაჭარავა მოხუცი რატომ არის . ახალგაზრდა გოგო არაა, მაგრამ ექიმი გამოცდილებით ფასობს და სეანსი უნდა ჩაგიტაროს კლუბში ხომ არ მიდიხართ ერთად biggrin.gif
თუ იმას გულისხმობ თანამედროვე შეხედულების არის თუ არა ძალიან დიდი გამოდცილება აქვს მრავალფეროვან პაციენტებთან.

Posted by: Nodo_K 5 May 2020, 12:27
lilu777
მარინასთა რა ღირს სეანსი?

ჩემი სიტუაცია ასეთია, ჯერ ბანკის ვალი მააქვს შესამცირებელი, მერე თანხას რომ ვიშოვი, მინდა ბავშვობის ტრამვაზე ვიმუშავო, უ აქედან იმედია სეანსებზე 500 ლარი მეყოფა

რაც შეეხება ფსიქოთერაპიას მთელი ცხოვრებაა მინდა გავიარო და ვერ გადავდგი ნაბიჯი, რატომღაც ვერ მოვიფიქრე რომ სკაიპითაც შეიძლებოდა ფსიქოთერაპია, ფსიქიკა ოხერია, ბლოკებს გიყენებს ყოველთვის, მათ შორის მარტივი საქმის გაკეთებისას, თუ ეს საქმე ფსიქიკისთვის არაორდინალური და ახალია


Posted by: shavi_kheli 5 May 2020, 18:50
Nodo_K
https://azrovnebisakademia.ge/centre/6912-2/

Posted by: Nodo_K 5 May 2020, 19:56
shavi_kheli
დააკლებს არ ჩანს ცუდი ქალი, რაც მე მაგის ვიდეობი მააქვს ნანახი.

მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის <3

Posted by: lilu777 5 May 2020, 20:29
Nodo_K


არვიცი ეხლა რა ღირს მაგრამ ადრე აკლებდა თუ ადამიანს მეტის საშუალება არ ქონდა.

Posted by: √‼‼VσÜ¥ 9 May 2020, 21:37
ვინმე ფსიქოლოგი თუ ხართ აქ შემეხმიანეთ კონსულტაცია მჭირდება პირად თემაზე

Posted by: lovelock 18 May 2020, 13:32
///////////////////////
edited.wrong thread.

Posted by: torckiko 21 May 2020, 17:35
რომელ ფსიქოთერაპევტს მირჩევთ ვინც ბავშვობის ტრამვებზე და ძალიან დაბალ თვითშეფასებაზე მუშაობს? ოღონდ ქალი რომ იყოს. ნინო ვერვხვიაშვილი მირჩიეს ერთი და თუ გქონიათ შეხება?

Posted by: blue_velvet 7 Jun 2020, 19:47
პორნოდამოკიდებულების დამუდამოდ დანებებაში ფსიქოლოგს შეუძლია დახმარება?

არსებობს თბილისში ამის დამხმარე ფსიქოლოგი?

Posted by: levvani 9 Jun 2020, 15:10
torckiko
საკმაოდ კარგი სპეციალისტია ჩემგან კი ქალბატონ ნინოს.
და თან ერთი კითხვა რატომ მდედრობითი სქესის?

Posted by: torckiko 10 Jun 2020, 09:11
QUOTE (levvani @ 9 Jun 2020, 15:10 )

საკმაოდ კარგი სპეციალისტია ჩემგან კი ქალბატონ ნინოს.
და თან ერთი კითხვა რატომ მდედრობითი სქესის?

ქალთან უფრო გულახდილად დავილაპარაკებ ჩემს პრობლემებზე. ქალბატონი ნინო ანუ გვარი?

Posted by: Uzumaki 10 Jun 2020, 23:00
გამარჯობა ყველას,
თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ და მირჩიოთ კარგი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, რომელიც კვებითი ქცევის დარღვევებზე მუშაობს, კერძოდ გადამეტებულ ჭამაზე (უბრალოდ ბევრ ჭამაზე არ არის საუბარი, არამედ მასთან დაკავშირებულ აკვიატებულ აზრებსა და დამოკიდებულებაზე).
მადლობა.

Posted by: levvani 11 Jun 2020, 11:26
torckiko
ნინო ვერვხვიაშვილი

Uzumaki

QUOTE
რომელიც კვებითი ქცევის დარღვევებზე მუშაობს, კერძოდ გადამეტებულ ჭამაზე


პმ მომწერე

Posted by: დოლორეს 14 Jun 2020, 05:45
shavi_kheli
QUOTE
კაიფობ?
კორინთელმა 2-3 თვის წინ 70 გახადაო და ვბრაზობდი მეთქი რა უბედურებაა - თქო

70 - 90 ლარი ეხლა ამ გაჭირვებაში, რა უსინდისობაა მართლა
გეთანხმები. ერთი ფსიქოლოგია, ნუ ასე უწოდებს თავს, მასთან ერთი კონსულტაცია 800 ლარი ღირს. დავდებ ლინკს.
მენტალვიტაში 60 ღირს

გეთანხმები. ერთი ფსიქოლოგია, ნუ ასე უწოდებს თავს , მასთან კონსულტაცია 800 ლარი ღირდა ამის წინ შემხვდა გუგლში. დავდებ ლინკს.
სამწუხაროდ ვეღარ ვიპოვე ის გვერდი. წაშალეს ალბათ.

Posted by: mapshnik 24 Jun 2020, 15:24
კოგნიტურ ბიჰევიორისტული თერაპევტი მჭირდება ვისმირჩევთ?

Posted by: public_enemy 24 Jun 2020, 18:47
ფსიქოლოგთან არასდროს ვყოფილვარ.
საინტერესო იქნებოდა

Posted by: ბუსა 24 Jun 2020, 18:52
user posted image

მიაუ მიაუ მიაუ მიაუ მიაუ მიაუ
მიაუ მიაუ 10:00-18:00
მიაუმიაუ@მიაუ.მიაუ

Posted by: john_sarno 24 Jun 2020, 21:53
გამარჯობა,

მოკლედ ჩემი ცხოვრების მთავარი პრობლემა არის ის რომ მაქვს ქრონიკული ტკივილები, ფართოდ გავრცცელებული
ძირითადი კერები კისერი/ზურგის არეში, ჩემი დიაგნოზი თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ არის
სომატოფორმული ფიბრომიალგია. ანუ ჩატარებული კვლევებით ტკივილის გამომწვევი ფიზიოლოგიური მიზეზები ვერ დგინდება.
შეიძლება ითქვას მიზეზი ან მედიცინამ ვერ იპოვა ან ფსიქოსომატური მოვლენებით არის განპირობებული.

ბევრი უშედეგო მკურნალობის თუ თვითდახმარების მცდელობების შემდეგ გავიდა თითქმის 10 წელი და ისევ ეს გახლავთ ჩემი მთავარი გამოწვევა.
ბუნებრივია ამდენი მტკივნეული წლის შემდეგ განვითარდა დეპრესია და ცხოვრების ხარისხი გაქრა.

არის ვინმე სპეციალისტი ვინც შეძლებს დახმარებას?


Posted by: მეა 2 Jul 2020, 01:35
სოფიო სლაბინსკაია- ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი.( 591-31-80-80)
* * *
სერიოზული გამოცდილების ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტია სოფიო სლაბინსკაია ( ტ. 591- 31-80-80)

Posted by: საბისაბი85 15 Jul 2020, 20:15
გამარჯობა

ბათუმში კარგ ფსიქოლოგს ვის მირჩევთ.23 წლის ბიჭს აქვს მწვავე დეპრესია და გვჭირდება ფსიქოლოგი

Posted by: aloha__ 18 Jul 2020, 15:02
QUOTE (Hyperzet @ 27 Jul 2017, 21:37 )
[w]
** უფრო ზუსტად შევძლებთ გირჩიოთ, თუ დააკონკრეტებთ, -რა სახის კონსულტაციისთვის გჭირდებათ ფსიქოლოგი, მაგალითად ბავშვისთვის, ძაღლისთვის, დედამთილისთვის და ა.შ.  war.gif [/w]

რეზო კორინთელი - ფსიქოთერაპევტი, ექიმი-ფსიქიატრი. მუშაობს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში, იუნგიანელი ანალიტიკოსი, ნიშნავს ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას (ტ: 295 29 09)
ლევან შატბერაშვილი - ფსიქოლოგი. მუშაობს ძირითადად იუნგიანური ანალიტიკური ფსიქოლოგიის და პროცესზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის კუთხით (ტ:599 22 96 30)
დავით ანდღულაძე - ფსიქოლოგი, ფდსიქოთერაპევტი. რამდენადაც ვიცი მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიით (ტ:593 12 71 44)
ვაჟა კენჭაძე - ექიმი-ფსიქიატრი, არ ატარებს ფსიქოთერაპიას, ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას (ტ:599 58 56 50)
სალომე ლოსაბერიძე - ფსიქოლოგი, მუშაობს ეკლექტურად, გეშტალტ-თერაპიის, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის და არტ-თერაპიის განხრით (ტ:593 73 72 29)
ქეთი მღებრიშვილი - ფსიქოლოგი, მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით და ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტექნიკებით (ტ:599 94 83 93)
ნინო კანდელაკი - ფსიქოლოგი, მუშაობს ეკლექტურად, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის კუთხით (ტ:593 25 72 50)
ლელა მურუსიძე - ფსიქოლოგი, მუშაობს ბავშვებთან სხვადასხვა პრობლემებზე, ბავშვთა ფსიქოლოგი (ტ:599 58 94 07)

წინა თემის ლინკი https://forum.ge/?f=15&showtopic=33931827&st=0



ესენი გასაგებია და რეზო კორინთელის მობილური იცით ვინმემ?

Posted by: Bron123567 21 Aug 2020, 14:07
ტატო ნოზაძე თუ იღებს პაციენტებს და საკონტაქტო ნომერი თუ იცით ვინმემ?? სადმე თუ მუშაობს, ან როგორ დავუკავშირდე.

Posted by: Sandra2209 24 Aug 2020, 17:45
მეგობრებო მოგესალმებით,
ფსიქოლოგების ჩამონათვალი ვნახე, მაგრამ ვერ ვხვდები ვისთან უნდა მივიდე, რის მიხედვით შევარჩიო ფსიქოლოგი, ამიტომ ჩემ პრობლემაა დავწერ და იქნებ მირჩიოთ ვინმე.
ბავშვობაში გავხდი ძალადობის მსხვერპლი, რის შემდეგაც დანაშაულის გრძნობა მქონდა საშინელი, რასაც მხოლოდ უკონტროლო ჭამით ვაღწევდი თავს, მაქვს კვებითი დარღვევა, ასევე დეპრესია, მგონია რომ ცხოვრებაში ყველაფერს ცუდად ვაკეთებ, მძულს საკუთარი თავი, ყველანაირი ჩემი ქცევა მაღიზიანებს, ვინმეს რომ დაველაპარაკები და მერე ვიხსენებ რაც ვუთხარი, ცუდად ვხდები ისე მეზიზღება საკუთარი თავი და ჩემი ქცევები, მეჩვენება რომ ცხოვრებაში არარაობა ვარ და ვერაფერს შევძლებ, სულ ვფიქრობ სადმე გავიქცე სახელი და გავრი შევიცვალო, მგონია მარტო მაშინ ვიქნები ბედნიერი.
მოკლედ, ასეთი პრობლემებით ჩამოთვლილი ფსიქოლოგებიდან ვისთან იქნება უკეთესი მისვლა?

Posted by: Niku7a 2 Sep 2020, 16:07
ლუდომანიასთან ბრძოლის საუკეთესო გზები და სპეციალისტი მირჩიეთ...

Posted by: eldiablo 10 Sep 2020, 11:57
გამარჯობა. მჭირდება კარგი ფსიქოლოგი ადამიანისთვის რომელსაც აქვს პრობლემა ალკოჰოლთან. თუ ვინმე იცით რო მირჩიოთ.

Posted by: laplandia 14 Sep 2020, 19:43
QUOTE
ესენი გასაგებია და რეზო კორინთელის მობილური იცით ვინმემ?


არ აქვს მობილური

ისე, ყველას გირჩევთ ვისაც გჭირდებათ .
უძლიერესი ფსიქოლოგია

Posted by: BlueNutterfly 14 Sep 2020, 21:42
ვინმე ვერ მირჩევთ სავარაუდოდ ტრავმის/გეშტალტის მხრივ ფსიქოლოგს/ფსიქოთერაპევტს თუ ვინცაა საჭირო, ვინც რეალურად კარგია?

ერთთან ვიყავი და ვერაფერი მიშველა

თითქმის 20-წლიანი აუტანელი ურთიერთობა მშობლებთან (ჩემდამი ძალადობა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად)
ბავშვობაში (რამდენიმე მათგანი მოზრდილობაში) სექსუალური ძალადობის შემთხვევები
აქედან გამომდინარე ზოგადად საშინელი მდგომარეობა

Posted by: gioio85 25 Sep 2020, 09:49
გამარჯობათ,

გთხოვთ მირჩიეთ ვინმე ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ფსიქოლოგი, ასაკი დაახლოებით 25-35 წლამდე, დასაოჯახებელი smile.gif

Posted by: Shironeko 28 Sep 2020, 14:01
მეგობრებო, ფსიქოთერაპევტ ელენე გოგიაშვილზე გსმენიათ რამე?

ვერაფერი მოვიძიე ინტერნეტში მის შესახებ, არც იუთუბზე დევს ვიდეოები... გაქვთ ინფორმაცია როგორია, რამდენად ძლიერია?

Posted by: shavi_kheli 1 Oct 2020, 09:28
QUOTE (საბისაბი85 @ 15 Jul 2020, 20:15 )
გამარჯობა

ბათუმში კარგ ფსიქოლოგს ვის მირჩევთ.23 წლის ბიჭს აქვს მწვავე დეპრესია და გვჭირდება ფსიქოლოგი

შესაძლოა ონლაინ დაუკავშირდეთ თბილისში მყოფ ფსიქოლოგს.
* * *
aloha__
QUOTE
ესენი გასაგებია და რეზო კორინთელის მობილური იცით ვინმემ?

მობილური კი აქვს მაგრამ, გეტყვის რომ სახლის ნომერზე დამიკავშირდიო...
რადგან პაციენტების გრაფიკი აქვს სამუშაო მაგიდაზე, სახლში...



* * *
Bron123567
QUOTE
ტატო ნოზაძე თუ იღებს პაციენტებს და საკონტაქტო ნომერი თუ იცით ვინმემ?? სადმე თუ მუშაობს, ან როგორ დავუკავშირდე.

"კამარაში" რომ დარეკო, შეიძლება იქ გითხრან.


* * *
Sandra2209
გამარჯობათ სანდრა

ფსიქოთერაპია ძალიან ინდივიდუალურია

არსებობს სხვადასხვა მეთოდები და არსებობენ სხვადასხვანაირი ფსიქოლოგები (თვისებებით)

შენ თავად უნდა ნახო, ვინ, როგორ და რატომ მოგეწონება.

პ.ს. თუ სურვილი გაქვს შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიარო.
* * *
eldiablo
QUOTE
გამარჯობა. მჭირდება კარგი ფსიქოლოგი ადამიანისთვის რომელსაც აქვს პრობლემა ალკოჰოლთან. თუ ვინმე იცით რო მირჩიოთ.

კარგად ნკრეტულად ალკოჰოლზე გამოცდილება არ მქონია
რეზო კორინთელი თუ მოეწონა(ფსიქოანალიზი)
ან მაია გოგიჩაძე.(ეკლექტური)

გააჩნია თავად ადამიანს.
* * *
BlueNutterfly
მაია გოგიჩაძესთან რომ ცადო მისვლა?
ის მუშაობს მენტალვიტაში და თუ ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრიც გჭირდება იქვე გადაგამისამართებს.

Posted by: დოჩანა 1 Oct 2020, 17:42
ფსიქოლოგს შეუძლია სიგარეტის დანებებაში დაეხმაროს ადამიანს?

Posted by: არისტოტელე999 15 Oct 2020, 16:34
დოჩანა

QUOTE
ფსიქოლოგს შეუძლია სიგარეტის დანებებაში დაეხმაროს ადამიანს?


რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: დოჩანა 15 Oct 2020, 16:39
არისტოტელე999
რანაირად?
_______________________

Posted by: არისტოტელე999 15 Oct 2020, 18:14
დოჩანა
QUOTE
რანაირად?


დაგეხმარება დამოკიდებულების დაძლევაში
აღკვეთის მდგომარეობას("ლომკას") გაგიმარტივებს

Posted by: დოჩანა 16 Oct 2020, 21:00
არისტოტელე999
არ მგონია ეგრე , ფიზიკური დამოკიდებულება როგორ გამიმარტოვოს უნდა ვერ წარმომიდგენია.
საერთოდ ფსიქოლოგობა არ მესმის რა არის. აზრზე არ ვარ, რას აკეთებენ საერთოდ.

Posted by: PANTALONE 17 Oct 2020, 18:59
ექიმო მესიზმრება რომ ასტრონავტი ვარ და ქვემოდან მიძახიან მიწა გიხმობს მიწა გიხმობსო.



არაფერი. ხოა გოჭივით?

Posted by: mapshnik 26 Oct 2020, 13:18
რეზო კორინთელის ნომერიმ ინდააააა

Posted by: ss7849922 26 Oct 2020, 16:18
მეგობრებო, თუ ვინმეს გქონიათ ერითროფობიასთან (გაწითლების შიში) "ბრძოლის" გამოცდილება? ანუ, კონკრეტულად ამ პრობლემით თუ მისულხართ ფსიქოლოგთან და თუ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ეფექტური? იქნებ მირჩიოთ კიდეც ძლიერი და კარგი სპეციალისტი.. მადლობა!

Posted by: Unknow777 27 Oct 2020, 03:55
გამარჯობათ...
მჭირდება ფსიქიატრი ისეთი რომელიც არ იქნება წინააღმდეგი MAO ანტიდეპრესანტების დანიშვნის იქნებ მირჩიოთ ვინმე?? ახალგაზრდები უარზე არიან ამ იძველესი ანტიდეპრესანტებით მკურნალობის ვინმე ცოტა ხნიერი მინდა..

Posted by: Chocolate Jesus 1 Nov 2020, 16:37
დოჩანა
QUOTE
არ მგონია ეგრე , ფიზიკური დამოკიდებულება როგორ გამიმარტოვოს უნდა ვერ წარმომიდგენია.

სიგარეტის შემთხვევაში ფიზიოლოგიური დამოკიდებულება ნაკლებია.
მოწევის შეწყვეტიდან 2 კვირაში ნიკოტინის ლომკა თითქმის ქრება და თუ მანამდე აქტიური მწველი არ იყავი, შეიძლება უფრო ადრეც.

QUOTE
საერთოდ ფსიქოლოგობა არ მესმის რა არის. აზრზე არ ვარ, რას აკეთებენ საერთოდ.

ფსიქოლოგია იკვლევს ადამიანს.
მაგალითად - მისი ქცევის მიზეზებს.
უფრო კონკრეტული მაგალითი - რატომ შეიძლება ეწეოდეს ადამიანი სიგარეტს.

რას აკეთებენ ფსიქოლოგები: ბევრ რამეს. ძირითადად მკურნალობენ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს.
ის ფსიქოლოგები, რომლებიც უშუალოდ მკურნალობაში არ არიან ჩართულნი დაკავებული არიან კვლევებით და ა.შ.

შენ როგორ შეიძლება რომ დაგეხმაროს ფსიქოლოგი:

ეტყვი რა გაწუხებს. მაგალითად ის, რომ სიგარეტს ეწევი.
ფსიქოლოგი დაგისვამს კითხვებს.
როდის დაიწყე მოწევა,
რატომ დაიწყე,
რა ხდებიდა მაშინ შენს ცხოვრებაში.

ამ კითხვებზე პასუხები დაეხმარება მას რომ დაადგინოს, შენი დამოკიდებულების მიზეზი.
დაგეხმარება რომ შენ თავადვე ახსნა, თუ რამ გამოიწვია ის, რომ გახდი სიაგრეტზე დამოიდებული.

ამას რომ მიხვდები, მერე გაგიადვილდება იმ 2 კვირიანი პერიოდის განმავლობაში თავის შეკავება და სიგარეტსაც გადააგდებ yes.gif

Posted by: დოჩანა 1 Nov 2020, 18:40
Chocolate Jesus
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის smile.gif
რეზო კორინთელთან ვაპირებ მისვლას, როგორც ვიცი საუკეთესოა საქართველოში.

Posted by: Chocolate Jesus 1 Nov 2020, 20:04
დოჩანა
გაიხარე.

მე არ ვიცნობ რეზო კორინთელს. თუ ხალხი აქებს, ესეიგი კარგი პროფესიონალია yes.gif

თუმცა, ფსიქოლოგი და ჩვეულებრივი ექიმი ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ მკურნალობის წარმატების ხარისხი ფსიქოლოგის შემთხვევაში უფრო მეტადაა დამოკიდებული პაციენტზე.

კბილის ექიმს, ტრავმატოლოგს, ქირურგს, პირობითად, შეუძლია დაგაბას და შენი ნების საწინააღმდეგოდ გიმკურნალოს და თუ თავის საქმე იცის, მკურნალობა ეფექტური იქნება.

ფსიქოლოგის შემთხვევაში გამორიცხულია ასეთი რამ.

იმისთვის რომ ფსიქოლოგი დაგეხმაროს პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა აღიარო, რომ ეს პრობლემა რაც გაწუხებს ამ მომენტისთვის შენზე ძლიერია და ამიტომ მიმართავ პროფესიონალს დახმარებისთვის.

ამ წინაღობის გადალახვა უშლის ხელს ადამიანების უმრავლესობას, რომ ფსიქოლოგთან მივიდნენ.
შენ, როგორც ჩანს გადაგილახავს ეს მომენტი, რასაც გილოცავ გულით და სულით.
ესაა მთავარი. ამის მერე რომ მიხვალ ფსიქოლოგთან, თუ არ მოგეწონება, ხსვასთან წახვალ.
ფსიქოლოგებიც პარიკმახერებივით არიან. უმრავლესობას არაუშავს, უბრალოდ შენი უნდა იპოვო biggrin.gif

მე პირადად 27 წელი დამჭირდა, რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი და კიდევ კაი მივედი.
და კიდევ კაი მეტი არ მოვიცადე givi.gif
ახლა ან მკვდარი ვიქნებოდი ან ძალიან ცუდად ცოცხალი biggrin.gif

Posted by: დოჩანა 1 Nov 2020, 20:39
Chocolate Jesus
იცი რა არის? მე აზარტული თამაშების დამოკიდებულებაც მქონდა და დღესაც მაქვს რაღაც ფორმით.

ამაშიც შეიძლება დამეხმაროს ფსიქოლოგი რომ გადავლახო?
მე მგონი შეძლებს მაგასაც, მარა მე ვაღიარებ რომ ეს პრობლემა ჩემზე ძლიერია, მე მარტო მისი მორევა არ შემიძლია და ამიტომ მივდივარ ფსიქოლოგთან რომ მასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით დავძლიო ეს პრობლემა, რომელიც პირველ რიგში მაინც ფსიქოლოგიური პრობლემაა.

უბრალოდ , კი შემიმცირდა ეს დამოკიდებულება, მაგრამ მაინც ვერ დავძლიე მარტო. ამ ფორუმზე ერთმა იუზერმა დაწერა, რომ იყო კორინთელთან იდენტური პრობლემის გამო და ის დაეხმარა მის მოგვარებაში.

მე ვიყავი გამოსავალი-ში სადაც მითხრეს რომ იხსნება აზარტომანთა სტაციონარი და ერთთვიანი მკურნალობა 3000 დოლარიდან დაიწყება ფასი.
რა თქმა უნდა ამის გადახდა არ შემიძლია.

Posted by: Chocolate Jesus 3 Nov 2020, 18:39
დოჩანა
QUOTE
იცი რა არის? მე აზარტული თამაშების დამოკიდებულებაც მქონდა და დღესაც მაქვს რაღაც ფორმით.

ამაშიც შეიძლება დამეხმაროს ფსიქოლოგი რომ გადავლახო?
მე მგონი შეძლებს მაგასაც, მარა მე ვაღიარებ რომ ეს პრობლემა ჩემზე ძლიერია, მე მარტო მისი მორევა არ შემიძლია და ამიტომ მივდივარ ფსიქოლოგთან რომ მასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით დავძლიო ეს პრობლემა, რომელიც პირველ რიგში მაინც ფსიქოლოგიური პრობლემაა.

უბრალოდ , კი შემიმცირდა ეს დამოკიდებულება, მაგრამ მაინც ვერ დავძლიე მარტო. ამ ფორუმზე ერთმა იუზერმა დაწერა, რომ იყო კორინთელთან იდენტური პრობლემის გამო და ის დაეხმარა მის მოგვარებაში.

ამ განწყობით თუ მიდიხარ და თან ნაქებ ფსიქოლოგთან, წარმატების შანსი ძალიან მაღალია უკვე.

ნუღა დააყოვნებ smile.gif

QUOTE
მე ვიყავი გამოსავალი-ში სადაც მითხრეს რომ იხსნება აზარტომანთა სტაციონარი და ერთთვიანი მკურნალობა 3000 დოლარიდან დაიწყება ფასი.
რა თქმა უნდა ამის გადახდა არ შემიძლია.

ეს ძალიან საეჭვოა. რა მეთოდებით მუშაობენ? ვინ არიან?


Posted by: დოჩანა 3 Nov 2020, 19:10
Chocolate Jesus
QUOTE
ეს ძალიან საეჭვოა. რა მეთოდებით მუშაობენ? ვინ არიან?

მგონი მართლა საეჭვოა , არ ვიცი რა მეთოდებით მუშაობენ....
რეზოსთან მივალ როცა იქნება რა ფინანსურად მიჭირს ახლა, ახალი წლის მერე მივალ ალბათ, მანამდე ვეცდები ჩემით გავანებო

Posted by: Nodo_K 6 Nov 2020, 22:40
დოჩანა
კორინთელი სკაიპით მუშაობს ?

Posted by: დოჩანა 7 Nov 2020, 01:09
Nodo_K
აზრზე არ ვარ. თუ გინდა ნომერს გავიგებ და დაურეკე

Posted by: jjkk 7 Nov 2020, 01:40
კორინთელის ტელეფონის ნომერი წერია ამ თემის პირველივე გვერდის პირველივე თემაში.
მეეჭვება, ნომერი შეეცვალა.

Posted by: Toxic:) 16 Nov 2020, 23:45
ვერ მივაგენი ვერსად ინფორმაციას თეა კაჭარავაზე, ვიდეოებს ვუყურე და მომწერონა, ხომ არ იცით სად მუშაობს?
https://www.youtube.com/watch?v=o8IZAvVJ2iI&t=1113s&ab_channel=%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90

Posted by: ramaza 26 Nov 2020, 20:37
მეგოვრები გთხოვთ მირჩიეთ ვინმე შედარებით ახალგაზრდა ფსიქოლოგი არვიცი ქალი სჯობს თუ კაცი. მე კაცი ვარ.
ახალგაზრდას იმიტომ ვამბობ რომ გივი მერაბიშვილთან ვიყავი რამდენიმე სეანსზე და ძალიან არ მომეწონა რა...არ იყო აქტიური ანუ არ მეკითხებოდა არაფერს მე ჩავირთვებოდი და ვლაპარაკობდი და მისგან რამე ისეთი აქტიური ჩართულობა არ იყო...ხოდა ასაკს დავაბრალე მე უფრო და ახალგაზრდა მგონია რომ უფრო ჩართული იქნება...
ძალიან ძვირიც რო არ ღირდეს 70-80 ლარამდე გავქაჩავ სეანსს

ტატო ნოზაძეს ვესაუბრე და ორი კვირა შეჩერებული მაქვსო მერე დავიწყებ მიღებასო და თან არვიცი მაგის ფასი...შეიძლება ძაან ძვირს იღებს ძალიან ცნობილია...

მე ცუდად ვარ და მაგდენს ვერ მოვიცდი იქნებ მირჩიოთ ვინმე ისეთი ფსიქოლოგი გულისხმიერი რა..რო მართლა მოგისმენს და იმას არ გეტყვის აი კვირაში 3ჯერ თუარ მოხვედი ვერ გიშველიო

Posted by: Bird90 8 Jan 2021, 02:29
შეიძლება არასწორ ადგილას ვკითხულობ, მაგრამ ჰიპნოზის კარგი სპეციალისტი არის ვინმე საქართველოში?

Posted by: keen 17 Jan 2021, 19:01
...............................................

Posted by: Joanna 21 Jan 2021, 14:10
პირველ გვერდზე ლევან შატბერაშვილის ტელ. ნომერი რომ წერია, მოქმედია ისევ ნეტა? დავრეკო?

ისე, ვინმე თუ ყოფილხართ მასთან თერაპიაზე?

Posted by: ჰოე 31 Jan 2021, 01:53
უფასო ონლაინ ფსიქოლოგი არიცით ვინმემ?

Posted by: Addict 2 Feb 2021, 22:00
ჰოე
სხვადასხვა ორგანიზაციებს აქვს კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის (გააჩნია რა საკითხზე გესაჭიროებათ). მოგწერთ პირადში.

Posted by: torckiko 4 Feb 2021, 09:59
QUOTE (Bird90 @ 8 Jan 2021, 02:29 )
შეიძლება არასწორ ადგილას ვკითხულობ, მაგრამ ჰიპნოზის კარგი სპეციალისტი არის ვინმე საქართველოში?

რეგრესულ ჰიპნოზზე რუსუდან კვირიკაშვილი მუშაობს და სხვები არ ვიცი.

Posted by: adeline 28 Feb 2021, 21:20
ვახტანგ ჯაფარიძე როგორი ფსიქოლოგია, ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილება?

Posted by: mapshnik 5 Mar 2021, 19:49
გთხოვთ კოგნიტურ ბიჰევიორისტული მიდგომით რომ ხელმძღვანელობდეს ისეთი ფსიქოლოგი დამილინკეთ რაა. ონლაინ არ მინდა . ადგილზე რომ მივიდე ასეთ რეჟიმში მსურს

Posted by: torckiko 9 Mar 2021, 12:01
სალამიი, მარინა კაჭარავა როგორი ფსიქოლოგია? ღირს მისვლა?

Posted by: Sensation_O_ 14 Mar 2021, 21:54
ტატო ნოზაძეს თუ გაუწევთ რეკომენდაციას? ვინმე თუ ყოფილა იქენებ გააზიაროს გამოცდილება.
* * *
QUOTE (torckiko @ 9 Mar 2021, 12:01 )
სალამიი, მარინა კაჭარავა როგორი ფსიქოლოგია? ღირს მისვლა?

მე პირადად არ გავუწევდი რეკომენდაციას, ერთხელ ვიყავი ცხოვრების გადამწყვეტ პერიოდში და ისეთი რაღაცეები მითხრა სეანსზე რაც არანაირად სწორი არ არის ფსიქოლოგის მხრიდან. ძალიან უხეშად ჩაერია ჩემს მისაღებ გადაწყვეტილებაში.

Posted by: Fluminense 23 Mar 2021, 12:30
თეა კაჭარავას ნომერი თუ გაქვთ დამიწერეთ, მადლობა

Posted by: torckiko 4 Apr 2021, 11:26
სალამიიი, საკუთარი გამოცდილებით მირჩიეთ ფსიქოლოგი, ვინც დაგეხმარათ ბავშვობის ტრამვების და კომპლექსების დაძლევაში. ოღონდ ქალი, კაცთან ვერ შევძლებ საუბარს ჩემს პრობლემებზე

Posted by: eray 5 Apr 2021, 12:30
გამარჯობა , ნონა ხიდეშელზე რამე გსმენიათ მისი პაციენტებისგან ? ან ვინმე ხომ არ ყოფილხართ მისი პაციენტი . ? გადავწყვიტე ვიარო ნონასთან თერაპიაზე და რამე ინფო თუ გაქვთ ღირს თუ არა მისვლა ?

Posted by: unknown lady 27 Apr 2021, 21:16
ხალხო, ლევან რამიშვილზე რა გსმენიათ?

https://www.facebook.com/hologeorgia/

Posted by: Nodo_K 28 Apr 2021, 19:53
ეს შატბერაშვილი იმენა დატვირთულია ტიპს საერთოდ არ ცალია არადა სკაიპით თუ აქვს აზრი რავი, ენერგიის და მეხსიერების პრობლემა მააქვს...

Posted by: unknown lady 29 Apr 2021, 20:56
Nodo_K
კონვეიერი აქვთ ქართველ ფსიქოლოგებს
ფეხებზე კიდია პაციენტები. ყველას ალბათ ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ, მაგრამ მაგას და გოჩა გოშაძეს ნამდვილად სულ ცალ ფეხბზე კიდიათ ადამიანების პრობლემები
ადამიანი კი არა 100 ლარიანი შემოდის ოთახში მაგათთვის და მერე ერთ საათში გადის

პრინციპში თუ ყავს კლიენტები , ე.ი. ვიღაცეებს აწყობთ ეგრე

ჩემთვის გულისამრევია

Posted by: Nodo_K 29 Apr 2021, 21:40
unknown lady
აბა ვინ არის მაშინ ნორმალური ფსიქოლოგი? ვისთან მისვლაც ღირს?

საიდან გამომდინარე ამბობ მაგას? საიდან იცნობ მაგათ?
მირჩიეთ რა ვინმე ნორმალური ფსიქოლოგი კაჭარავა არ მინდა არც ჰოლოტროპული სუნთვა და სირობები

ერთი დათო ანდღულაძე ვიცოდი ვინც ნორმალური იყო და დაიმტვრა და განსაცდელშია, ერთი იყო კიდევ და ის გარდაიცვალა, კიდევ რომ არის ხნიერი კაცი რეზო კორინთელი ის ფულის კეთებაზეა გადასულიო და აბა ვინ დარჩა?
ენერგიის და მეხსიერების პრობლემა მააქვს სერიოზული ჯერ ფულიც კი არ მააქვს მაგრამ
* * *
https://www.facebook.com/profile.php?id=100010586353176
ეს ვინ არის?

Posted by: unknown lady 29 Apr 2021, 22:45
Nodo_K


არ ვიცი თორემ გირჩევდი.
შეგიძლია სცადო ყველა და შეარჩიო ნაკლებად მავნე
თუმცა, მე რაც ვიცოდი დავწერე
გოჩა გოშაძე ჭკვიანი ადამიანია, თუმცა ფეხებზე კიდია. რომ არ ეკიდოს, კარგი ფსიქოთერაპევტი იქნებოდა, მაგრამ
ზოგადი ჭორაობა და დროის გაყვნა ფსიქოთერაპია არ არის. შეკითხვების დასმაც კი ეზარება. მისთვის ადამიანი უდრის 100 ლარს და 100 ლარი კი 1 საათს
კონვეიერი აქვს. ვერც იმახსოვრებს ვინ რატომ მივიდა, მილიონი კაცი დადის და სად ვიმახსოვროვო , - ეს მიდგომა აქვს
შეხვედრაზე არ ახსოვს წინა შეხვედრის დროს რა ხდებოდა
სხვა პაციენტის ისტორიებს ყვება და ა შ
მოკლედ, ინტელექტი, სინდისის გარეშე გინდ ყოფილა გინდ არა : )

ეს ნახე აბა = > https://www.facebook.com/marina.chavchanidze მიწერე ფბ-ზევე

Posted by: Nodo_K 30 Apr 2021, 06:36
unknown lady
ეგ გოშაძე კაი მარა ლევანზე საიდან იცი?
https://www.youtube.com/results?search_query=%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
ეს კაცი იყო ყველაზე ძლიერი მაგრამ გადრდაიცვალა, აცხონოსღმერთმა ნამდვილად კაი კაცი ჩანდა, თვითონაც ამბობდა რომ სუსტი ფსიქოთერაპევტები არის საქართველოშიო, თვითონ ჩეხეთში მუშაობდა საწყალი
მარინა ჩიტაშვილი არ იღებს პაციენტებს წლებია უკვე
სხვა ვინღა დარჩა?

Posted by: unknown lady 30 Apr 2021, 08:46
Nodo_K
QUOTE
ლევანზე საიდან იცი?

მეგობრისგან, თუმცა შენ შეგიძლია სცადო და მერე შენი გამოცდილებაც დაწერე

ასევე თუ იპოვი ვინმე კარგ პროფესიონალს, თუ არ შეწუხდები დაწერე, რადგან საქართველოში მართლაც
QUOTE
სუსტი ფსიქოთერაპევტები არის საქართველოშიო,

Posted by: Nodo_K 30 Apr 2021, 12:06
unknown lady
ცხოვრებაში არ მივსულვარ ფსიქოლოგთან
რავიცი რავიცი
შენი ჩაგდებული ლინკი, მარინა ჭავჭანიძე მომეწონა და მივწერ რას მეტყვის მაინტერესებს

Posted by: unknown lady 30 Apr 2021, 13:13
Nodo_K


თუ იპოვი ვინმე ნორმალურს დაწერე მერე, სხვებსაც გამოადგებათ
ბიზნესმენი არ გვინდა smile.gif ადამიანური მიდგომა რომ ჰქონდეს, ფსიქოლოგია ესმოდეს და მუშაობა არ ეზარებოდეს.

Posted by: Daთa 9 Jun 2021, 18:51
შეუდარებელი ფსიქოლოგი და კულინარი
Dr. Hannibal Lecter
user posted image
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: forumistvis 9 Jun 2021, 22:06
როცა ადამაინს ბოლო ეპიზოდი 10 წლის წინ ქონდა ასე თუ ისე სერიოზული და მას მერე არ გამეორებია სერიოზულად მცირედი პრობლემის გარდა
შეიძლება ეს ადამიანი განკურნებულად მივიჩნიოთ პარანოიდული შიზოფრენიისგან?

Posted by: Daთa 14 Jun 2021, 13:45
QUOTE (PsychologistDimitriGobronidze @ 14 Jun 2021, 13:34 )
user posted image


ეს ფოტო რას გამოხატავს თუ საიდუმლო არაა?
ვინმეს ეპრანჭებით თუ რაიმე კუთხით თქვენს პროფესიონალიზმზე მიუთითებს?

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 14 Jun 2021, 13:52
QUOTE (Daთa @ 14 Jun 2021, 13:45 )
QUOTE (PsychologistDimitriGobronidze @ 14 Jun 2021, 13:34 )
user posted image


ეს ფოტო რას გამოხატავს თუ საიდუმლო არაა?
ვინმეს ეპრანჭებით თუ რაიმე კუთხით თქვენს პროფესიონალიზმზე მიუთითებს?

საიმიჯო ფოტოებზე თუ არაფერი გსმენიათ დაგუგლეთ, ან იქნება რაიმე თემა აქ გახსნილი yes.gif , არ არის საჭირო არაფრისმომცემი რიტორიკა , ნახვამდის ! old.gif

Posted by: Daთa 14 Jun 2021, 14:03
PsychologistDimitriGobronidze
QUOTE
საიმიჯო ფოტოებზე თუ არაფერი გსმენიათ დაგუგლეთ, ან იქნება რაიმე თემა აქ გახსნილი yes.gif , არ არის საჭირო არაფრისმომცემი რიტორიკა , ნახვამდის ! old.gif

პასივნო-აგრესივნო... მაგრამ ოკ.
ჩემი მტერი მოხვდეს შენთან გამოსაჯამრთელებლად, როდესაც ასეთ პასუხს აბრუნებ წარმომიდგენია 1 თვე რომ ვინმეს ესაუბრო რას დამართებ lol.gif
პ.ს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა საყოველთაოდ აღიარებული აზრი up.gif gigi.gif
pps იმის გასანაალიზებელი ინტელექტი არ გაქვთ რომ სპამით და ყველა თემაში საკუთარი რეკლამით კარგს ვერაფერს მიიღებთ და მეტი რაღა ვთქვა biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Hyperzet 14 Jun 2021, 14:55
Daთa

Warning:
7  დღე  შეისვენე.

მერე  ვნახავ,  როგორც მოიქცევი - იმის მიხედვით ვიმოქმედებ. 

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 14 Jun 2021, 16:48
QUOTE (Hyperzet @ 14 Jun 2021, 14:55 )
Daთa

[w] 7  დღე  შეისვენე.

მერე  ვნახავ,  როგორც მოიქცევი - იმის მიხედვით ვიმოქმედებ. 
[/w]

მადლობა ჯანსაღი ფიდბექისთვის! yes.gif

Posted by: Mariam168 15 Jun 2021, 16:25
გამარჯობა, წყვილს როცა პრობლემები აქვს, თუ იცით ვინ არის კარგი ფსიქოლოგი რომ მიმართონ?

Posted by: madridiSSta1988 15 Jun 2021, 17:59
მანანა ჟვანია გაგიგიათ ვინმეს ხალხო?

Posted by: williamlee25 16 Aug 2021, 16:14
გამარჯობა.მაინტერესებს საქართველოში თუ არიან სპეციალისტები ვისაც პიროვნების მოსაზღვრე აშლილობასთან(borderline personality disorder) ჰქონიათ მუშაობის გამოცდილება.დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან რთულია ნორმალური სპეციალისტის პოვნა.იქნებ დამეხმაროთ...მადლობა წინასწარ.

Posted by: forumistvis 20 Aug 2021, 20:36
რეალურად კარგი ფსიქოლოგი არის ვინმე საქართველოში? ფსიქოთერაპევტი ანუ?

Posted by: FlyGod-1 31 Aug 2021, 19:31
ვინმე დამწყები თერაპევტი არ არის უფასოდ რომ მიმიღოს ხოლმე? ის გამოცდილებას დააგროვებდა... და მე რავი, გავერთობოდი. ოღონდ ანუ კარგი გაგებით, საღლიცინოდ არ მინდა.


მოკლედ თერაპიის ფული არ მაქვს და ძალიან მინდა.

Posted by: micdrop 23 Sep 2021, 13:31
კარგი ფსიქოლოგი ქალი მირჩიეთ, რომელთანაც შიშებზე შევძლებ საუბარს, შფოთვით აშლილობაზე..

Posted by: forumistvis 23 Sep 2021, 15:43
მე ვიცი ერთი ძალიან კარგი ფსიქოლოგი, სხვათა შორის ადრე ამ ფორუმზეც მოღვაწეობდა.

Posted by: test1231 4 Oct 2021, 20:56
Hyperzet

შეიძლება, ერთი შეხედვით, „ალტერი“ გეგონო. ან კიდევ, ამ ადამიანთან, რაიმე ფორმით, დაკავშირებული პირი.
თუმცა, ერთი რომ არ არის, წესით, შენით, მარტივად გადაამოწმებ, იმ ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც გაქვს, როგორც მოდერატორს.
ხოლო მეორეზე, თუ სიტყვაზე მენდობი, როგორც ადამიანი ადამიანს, შემიძლია გითხრა, რომ არც ეგრე არ არის.
რატომ დაადევი ვორნი, რა მოტივით?!
ადამიანმა თავაზიანად, ისე რომ სხვისთვის შეურაცხყოფა არ მიყენებია, თავისი აზრი დააფიქსირა.
არა, კი ვიცი, რომ აქ, ფორუმზე, ირიბად ცენზურა მოქმედებს, დაარსების დღიდან. მაგრამ, მაინც ისე გკითხე, სასხვათაშორისოდ.
კითხა ადამიანმა, ფოტოსურათი რატომ დადეო. მერე კი, ოდნავ მოგვიანებით, დაუწუნა კვალიფიცირებასთან ერთად.
ანუ, ახლა რომ ავდგე და რომ გითხრა, შენი Profile-ს სურათი არ მომწონს-მეთქი და პლუს, მანდვე აღვნიშნო, რომ როგორც მოდერატორი, არ ხარ კვალიფიცირებული-მეთქი, ნომინალურ ვორნს მომცემ, ნომინალურ Account-ზე?!

Posted by: Daთa 4 Oct 2021, 22:22
test1231
ერთი პატარა მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი არ იცი თორემ დანარჩენი კარგია biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: shavi_kheli 16 Oct 2021, 16:24
ლევან შატბერაშვილი - გამოცდილებები დაიდოს.

Posted by: chicharito12 18 Oct 2021, 23:03
გიორგი ჭეიშვილი სად მუშაობს და რამდენააად ადვილია რრეგისტრაცია?

Posted by: Gambler_ 24 Oct 2021, 18:12
ზურა მხეიძე იღებს პაციენტებს?
შესაძლებელია მოხვედრა?

Posted by: forumistvis 25 Oct 2021, 14:15
გიორგი კალანდარიშვილი არის ძალიან კარგი ფსიქოლოგი.

ფეისბუქზე შეგიძლიათ მოძებნოთ

Posted by: chicharito12 28 Oct 2021, 22:32
უკვე საკმაოდ ბევრი წამალი გამოვცვალე და საშველი არ ადგება ჩემ ნევროზსს

Posted by: Daთa 3 Nov 2021, 20:39
chicharito12
QUOTE
უკვე საკმაოდ ბევრი წამალი გამოვცვალე და საშველი არ ადგება ჩემ ნევროზსს

აზროვნება უნდა შეიცვალო, გადახედო შენ შეხედულებებს და აღმოაჩინო ის თუ რა გიშლის ნერვებს რა გიშლის მშვიდად ყოფნაში ხელს თუ მოგვარებადია მოაგვარო, თუ არადა დამოკიდებულება და მიდგომა შეცვალო იმ კონკრეტული საკითხების მიმართ რომელსაც აღმოაჩენ რომ პრობლემებს გიქმნიან. საკუთარ თავს უნდა ჩასწვდე, სხვანაირად არაფერი გამოვა ჩემი აზრით. წამლები დროებითი გამოსავალია, რომც გიშველოს რაღაც მომენტში და პერიოდი კარგად იყო, რაღაც დროის მერე ის გამომწვევი მიზეზები მაინც გამოიჩენენ თავს რომლებიც ჩაახშო შენში პრეპარატმა დროებით და ისევ იმ მდგომარებაში დაბრუნდები...ასე რომ ტყუილად არაა ნათქვამი "შეიცან თავი შენი"....
მე ეგეთმა მიდგომამ მიშველა.

Posted by: JasonVino 4 Nov 2021, 12:32
ლევან შატბერაშვილზე რა აზრის ხართ?
თუ გქონიათ გამოცდილება, გთხოვთ, გამიზიაროთ

Posted by: კახა251 6 Nov 2021, 09:27
სალამი,

დავიწყე პირადი პრაქტიკა ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში.
გავლილი მაქვს (6 წლიანი) პირადი წვრთნა შესაბამისი მიმართულებით.

მსურველები დეტალებზე შემეხმიანეთ პირადში.

Posted by: MasterJC 2 Jan 2022, 16:13
სასტავცი

აი ფსიქოთერაპევტთან რო მიხვალ

მერე რა უნდა ქნა?
მართლა ვკითხულობ, სერიოზულად
რა უნდა ვაკეთო სეანსზე?
რა მოლოდინი მქონდეს

არასდროს მისარგებლია
და კინოში ნანახის იქით აზრზე არ ვარ რას აკეთებენ

და ფსიქოლოგიადამთავრებულებს ვისაც ვიცნობ, იმათი შემყურე, მგონია რომ თავადაც არ არიან აზრზე რას აკეთებენ


დამაკვალიანეთ რა

Posted by: irakli1111 3 Jan 2022, 20:47
გამარჯობათ,
უკვე კარგა ხანია social anxiety მჭირს. ძალიან მიჭირს ხალხთან ურთიერთობა და ვინმეს მსგავსი პრობლემა თუ გქონდათ რომელ ფსიქოლოგს მირჩევთ?

Posted by: iRadonn 6 Jan 2022, 19:31
irakli1111
მეც მეც.
რა სიმპტომები გაქვს?

Posted by: MasterJC 6 Jan 2022, 20:47
ოკეი
ველაპარაკე
ძაან დალაგებული ხარ და უაფშე არ გჭირდება ფსიხალოგი
ნეტა ყველა შენნაირი იყოსო

მადლობა-თქო

Posted by: cameti13 6 Jan 2022, 21:46
MasterJC
QUOTE
ძაან დალაგებული ხარ და უაფშე არ გჭირდება ფსიხალოგი
ნეტა ყველა შენნაირი იყოსო

დაწერე სახელი და გვარი. არ სეიძლება მაგ ტიპის პაციენტებთან ურთიერთობა .
QUOTE
მადლობა-თქო

მე , ვაგინებდი .

Posted by: MasterJC 7 Jan 2022, 07:31
cameti13
QUOTE
მე , ვაგინებდი

სიდან ამხელა აგრესიაი?
სიდან?

გინდა ვაშლი გაჭამო?
და რვეულში არ ჩაწერო ეგ გოგო :-D

რას ერჩი?
რა თემაზეც დავუკავშირდი,

გააზრებულად გესმის ყველაფერი და ახსნა არ გჭირდება რაიმისო და ყოჩაღო

Posted by: cameti13 7 Jan 2022, 15:05
MasterJC
QUOTE
სიდან ამხელა აგრესიაი?

QUOTE
ძაან დალაგებული ხარ და უაფშე არ გჭირდება ფსიხალოგი

აქედან . მიდიხარ დახმარებისთვის და ფიქრობ რომ დახმარება გჭირდება , მისი პასუხისმგებლობაა დაგეხმაროს. ეს პასუხისმგებლობა მისთვის არც შენ და არც სხვას არ შეუტენია და ამაში ის ფულს იღებს. და იმასაც კი ვერ ხვდება რამდენად გტკივა, მისი გადასაწყვეტიც კი არ არის გტკივა თუ არა და თავის თავს ფსიქოლოგს ეძახის. მისი მოქმედებები იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც ქირურგის , ნევროლოგის და აშ. და კი, მძულს უგნური ადამიანები wink.gif
QUOTE
გააზრებულად გესმის ყველაფერი და ახსნა არ გჭირდება რაიმისო და ყოჩაღო

ფსიქოლოგი რომელიც ფიქრობს , რომ მისი საქმე ადამიანებისთვის ცხოვრების ახსნაა , არ დამიჯერო , თავად შეგიძლია გაერკვე , რა არის მისი პასუხისმგებლობა.

Posted by: MasterJC 7 Jan 2022, 15:12
QUOTE
ფიქრობ რომ დახმარება გჭირდება

ვაბშეტა, ვფიქრობდი, რომ არ მჭირდება, მაგრამ მაინც გადავამოწმე
+ ახლობელმა მთხოვა რას კარგავ, გაესაუბრეო

ყოველი შემთხვევისთვის, რისი შიშიც იყო, ის არ მაწუხებს ნაღდად

Posted by: forum_irakli 9 Jan 2022, 21:53
გამარჯობათ,

სპეც. პედაგოგი ინკლუზიის სპეციალუსტი გამომეხმაურეთ პირადში ვინც ხართ

Posted by: 蓝天-天蓝 9 Jan 2022, 22:25


თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, ამ ასოციაციასაც დაუკავშირდეთ - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (http://disability.ge/ge) და გეტყვიან ვის მიმართოთ.

Posted by: lepori 10 Jan 2022, 08:17
forum_irakli
მე არ ვარ მაგრამ ერთი-ორს ვიცნობ და შემიძლია მათ ვკითხო
თუ რამით შევძლებ დახმარებას მომწერე (ან აქ ან პმ) და გავიკითხავ

Posted by: FuckinSara 11 Jan 2022, 13:26
QUOTE (დოჩანა @ 3 Sep 2017, 14:43 )
რა არის ადრეც ვიკითხე და არავინ მიპასუხეთ,, ნუთუ არავინ მუშაობს აზარტომანიის პრობლემაზე საქართველოში?

''კამარა'' მუშაობს მსგავს თემებზე, როგორც ვიცი ნათია ფანჯიკიძის დაფუძნებულია. ბევრი კმაყოფილი პაციენტი ჰყავთ.
* * *
ასევე, ძალიან კარგი სპეციალისტები ჰყავს ''დიალოგს'', კეკელიძეზეა. ისეთ გარემოს გიქმნიან რომ ყველანაირად კომფორტულად იგრძნო თავი.

Posted by: tbilisi40 23 Jan 2022, 22:47
გამარჯობათ,

კარგი ოჯახური ფქოლოგი მირჩიეთ რაა,
ვინც მეუღლეებთან, მშობლებთან იმუშავებს, სერიოზულადაა სიტუაცია გართულებული

Posted by: iRadonn 1 Feb 2022, 21:42
პანიკაში ვარ, ვინმე ონლაინ ფსიქოლოგი ხო არ იცით.


Posted by: Promes 2 Feb 2022, 17:46
მეგობრებო, საჩქაროდ მჭირდება ნათია ფანჯიკიძის ნომერი.
დამეხმარეთ რა(

Posted by: spur 15 Feb 2022, 14:31
გამარჯობა, OCD-ს კარგი სპეციალისტი იცით ვინმე?

Posted by: kobaia 20 Mar 2022, 15:15
გამარჯობა , ქუთაისში ხო ვერ მირჩევდით ფსიქიატრს ? (ფსიქოლოგი, ნერვოლოგი, ფსიქოთერაპევტი არ მინდა :დ)

Posted by: John Jolie 26 Mar 2022, 23:07
სასწრაფოდ მესაჭიროება ფსიქოლოგი და ვის მირჩევთ თუღა მიშველა საერთოდ?

მოკლედ პრობლემა ასეთი მაქვს: სკოლაშიც და უკვე შვილებთან ერთ პრობლემას ვაწყდები- რაც არ უნდა ასი ათასჯერ ავუხსნა და შენიშვნა მივცე ბავშვს ცუდ საქციელზე, ვერაფერს ვაგებინებ
მოსწავლეებს ვუყვარვარ, ამბობენ რომ სხვა მასწავლებლებს კი არ ვგავარ, მე ყველაზე კეთილი ვარ და ყველაფერს ვპატიობ ყველას. ყველაზე ბევრი ვიცი და ყველაფერსკარგად ვუხსნი. მაგრამ ძაან მითამადებიან და კლასში ხშირად მაქვს ბარდაკი სანამ აფრებს არ ავუშვებ ბოლოსკენ... ეს კი ხმიდან დაწყებული ყველანაირად მანადგურებს. სხვა კეთილ მასწავლებლებსაც ვიცნობ, რომ იტყვიან "ბუზის გაფრენის ხმა რომ ისმის "იმათ გაკვეთილებზე...

ახლა სახლში. პატარები მყავს. უფროსი კია აუტისტი და რთული ბავშვია, მაგრამ პატარა, რომელიც 2,5 წლის ხდება, ისე მაგიჟებს , დღეს ვიტირე ლამის. ჩემს შენიშვნებს არ ისმენს არაფერს. მაგალითად წტალი ჩამოგვივიდა და ტაშტი გვქონდა შედგმული. ათასჯრ ავუხსენი ხან მოფერებით, ხან მკაცრად რომ არ წამოეპირქვავებინა ან შიგ არ ჩამდგარიყო... მაგრამ ჯინაზე 100-ჯერ გააკეთა. წეღან კიდე ნაგლად ნახევარი ჭიქა რძე მოაპირქვავა იატაკზე., რადგან მანამდე ფრთხილად , არ დაღვარო მეთქი ვთხოვე... აი მართლა ვეღარ ვუძლებ. კაი სამსახურს დავანებებ თავს, მაგრამ შვილებს სადღა გავექცე. ვხვდები პრობლემა ჩემშია, აბა ასე ყველა მე რა პონტში მაჩმორებს. მერე მეც მეკეტება და ხან არანორმალურად ვუყვირი. მრცხვენია უკვე

Posted by: chipmunck* 29 Mar 2022, 21:59
John Jolie

პატარები სპეციალურად აკეთებენ იმას რასაც უშლი, აი მოსინჯე ესეთი რამ, როცა ეგეთი სიტუაცია იქნება არანაირი შენიშვნა არ მისცე, არც უთხრა რძე არ დაღვაროთქო, გაუტარე, დააიგნორე, არ მიაქციო ყურადღება, ცოტა მოთმრნა მოგიწევს თავიდან მაგრამ დაინახავს რომ შენ რეაქცია 0 გაქვს მაგ დროს და ნელნელა გადაეჩვევა, სამჯერ და მეოთხედ თუ იგივე გააკეთა, მიეცი მაგიდის გადასაწმენდი და უთხარი: როცა დაღვრი, შენივე დაღვრილი უნდა მოასუფთაოთქო ( ძალიან მშვიდი ტონით) დაუდე გადასაწმენდი და არ უყურო, უბრალოდ ვითომ რამეს ალაგებ ან უჯრებს ან რამეს თან ცალი თვალით ნახე აბა რას იზამს, მალე მობეზრდება როცა მიხვდება რომ თავისი დაღვრილი თვითონ უნდა მოასუფთაოს

ეგეთი პრობლემები ყველას აქვს, უბრალოდ მიდგომა სჭირდება ყველას თავისებურად, ნუ ფიქრობ შენს თავზე ეგრე, თავიდანვე აუცილებელია რაღაც დისტანცია გეჭიროს, აი ეს დისტანცია დაირღვა შენს შემთხვევაში, არ არის რთული ამის აღდგენა, უბრალოდ დიდი მუშაობა დაგჭირდება შენს თავზე, მოიძიე წიგნები და ისწავლე ფსიქოლოგიურად როგორ უნდა მიუდგე სხვადასხვა ხერხები

აი ეს კარგი წიგნია

user posted image

Posted by: NinjaRacer 30 Mar 2022, 11:59
ტურაშვილმა თქვა ერთი კარგი წიგნი არსებობს. "როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს"

ბავშვის აღზრდა 7 წლამდე რას გააკეთებ არის მნიშვნელოვანი მერე 99% გარემო + გენეტიკაა.

უმეტესობა არასწორად ზრდის და ძალადობს ბავშვებზე და ცხოვრებას უნგრევს.

Posted by: chipmunck* 31 Mar 2022, 20:44
NinjaRacer

ზუსტად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ პერიოდია, როცა რაღაც თვისებას და დამოკიდებულებას ვუღმავდები ისეთი რაღაცეები ამოტივტივდება ბავშვობის მოგონებებიდან, ვაანალიზებ და ვხვდები რომ ყველაფერი იქ ღრმა ბავშვობიდან იწყება და შეიძლება გვიან 30 ის მერე გამწვავდეს

Posted by: John Jolie 2 Apr 2022, 12:34
chipmunck*
კი, თავის გაფუჭებულსა და დაბინძურებულზე დამიძალებია დასუფთავება, მაგრამ პასუხია "არა/არ მინდა". ხელს მოვაკიდებინებ და ისე ვასუფთავებინებ, მაგრამ რავი, იცინის... მოვსინჯავ კიდევ. მადლობა

კლასს რა ვუყო ეგეც მირჩიოთ იქნება <3

Posted by: chipmunck* 4 Apr 2022, 18:00
John Jolie

არა დაძალებით არა, ეგ ცუდ შედეგს გამოიღებს

ანუ ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს დისციპლინას, თავისი სათამაშოები თვითონ უნდა მიალაგოს (რა თქმა უნდა დაეხმარო უნდა თავიდან მერე კი დამოუკიდებლად) თვითონ აირჩიოს ჩაიცვას და ა.შ. შესაბამისად რამეს დაასხავს მიაწოდე ტილო ან მაგიდაზე დაუდე და უთხარი (ტონი არ უნდა შეცვალო, არავითარ შემთხვევაში მბრძანებლური) მე დამეღვრება და ვწმენდთქო, შენი დაღვირილი შენ უნდა მოწმინდოთქო, არ დაგიჯერებს და არ გააკეთებს? მაგ შემთხვევაში როცა თვითონ გთხოვს რაღაცის გაკეთებას და ან რამე მოუნდება ზუსტად ასეთი სიტყვებით მიმართე: როცა მე გთხოვე მოგეწმინდა დაღრილი სითხე შენ არ შემისრულე მე რატომ უნდა შეგისრულო Dენ თხოვნა? აი ასე ნელნელა მიაჩვევ, სხვა გზა არ ექნება, ოღონდ არავითარ შემთხვევაში აი ერთხელ რომ გააკეთებ მეორეჯერ და მესამეზე ნერვი რომ არ გეყოს არ დაუწყო ჩხუბი თორემ ყველაფერი ეს მცდელობა წყალში ჩაიყრება

კლასს რაც შეეხება ცოტა ძნელია რამე გირჩიოთ, დამუღამება უნდა როგორ რეაგირებენ მაგალითად მკაცრ ტონზე, პირველი ორი დღე სითბო არ გამოხატოთ და ზედმეტად რბილი არ იყოთ (ამით იმ დისტანციას აღიდგენთ რაც დაირღვა) შემდეგში უკვე ნელნელა სითბოც გამოხატეთ ოღონდ ზომიერად და როგორც კი იგრძნობთ რომ უკვე არ გემორჩილებიან ისევ მკაცრი ტონით მიმართეთ, მერე თქვენ თვითონ მიხვდებით როდის რა იქნება საჭირო

Posted by: Breukelen 5 Apr 2022, 18:48
ია ბერსენაძის ვიდეოებს ჩავუჯექი.

არქეტიპები , ქალის და კაცის როლები, ურთიერთობები , ბავშვობის დამღები ( რომელიც ყველა ადამიანს აქვს, არ შეგეშინდეთsmile.gif)

იუნგის მეთოდს და კლასიფიკაციას გასაგებ ენაზე ხსნის , კარგი გადმოცემის უნარი აქვს.

ცოტა მითოლოგიის ცოდნა საჭიროა, მაგრამ არც ეგაა პრობლემა, რომელი პერსპონაჟიც არ ვიცით, ან კარგად არ გვახსოვს , ვგუგლავთ smile.gif)

ყველას გირჩევთ, ვისაც ეს თემები გაინტერესებთ.




პ.ს. რამდენიმე თვის წინ დამჭირდა თერაპია.
მირჩიეს ქართველი ფსიქოლოგი, გოგო , ასე დისტანციურად, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ.

6 სესია გვქონდა და შევწყვიტე.
მივხვდი, რომ ადამიანს არ აქვს არც გეგმა, არც მეთოდი.
ვსაუბრობდი მხოლოდ მე, ვერ ვგრძნობდი უკუკავშირს.

სიამოვნებით ვივლიდი ჯგუფურ თერაპიაზე...
ასე დისტანციურად რომ იყოს შესაძლებელი, 5-6 კაციან ჯგუფში ( 10-12 უკვე ძაან ბევრია).

ოღონდ რეალურად კარგი ფსიქოლოგის პოვნა, ცოტა რთულია...



Posted by: mirandaG 16 Apr 2022, 17:28
გამარჯობა, იწყება ფსიქოთერაპიული ჯგუფის დაკომპლექტება. ანუ ჯგუფური ფსიქოთერაპია, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ თერაპიის გავლა და საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა. აქ მოკლედ დავწერე ინფორმაციას, იმაზე თუ როგორ მუშაობს ფსიქოთერაპიის ეს მოდალობა, ხოლო დანარჩენი თუ დაგაინტერესებთ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ ნახოთ. მოკლედ ჯგუფური თერაპიის დროს რამდენიმე ადამიანი ზის წრეში და საუბრობს, აზიარებს თავის სირთულეებ. სხვებთან გაზიარებით, სხვების მოსმენით ვიღებთ მხარდაჭერას, ვიგებთ მათ პერსპექტივას, მათ გამოცდილებას მსგავს სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე ვიგებთ იმას, რომ თურმე მარტო ჩვენ არ ვართ ასეთ რთულ სიტუაციაში. ამ ყველაფრის გარდა, ჯგუფური თერაპიის დროს ორიენტირებულები ვართ შინაგან, ემოციურ ზრდაზე, საკუთარი თავის უკეთ გაცნობაზე, და იმის გაცნობიერებაზე თუ საიდან მოდის ჩვენი ეს სირთულეები - ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში მოხდება ჯგუფშივე მიმდინარე პროცესების ანალიზი (იმ რექციების, აზრების, ქცევების ანალიზი, რომელიც მიმდინარეობს ჯგუფში წევრებს შორის, ან წევრებსა და ლიდერს შორის). სწორედ ინტერპერსონალური ურთიერთობების ანალიზით შესაძლებელი ხდება ვიპოვოთ ჩვენი ის დამახასიათებელი ქცევითი თუ ემოციური რეაქციები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გვირთულებს სხვებთან უერთიერთობას (და რომელთან შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავდეთ). ჯგუფი ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ კონფიდენციალურ და უსაფრთხო გარემოში მოვსინჯოთ ადამიანებთან დაკავშირებით, დაკონტაქტების ახლებური გზები. მოკლედ ეს არის ლინკი და თუ დაგაინტერესებთ მოიწერეთ. ჯგუფის დაწყებამდე თქვენ გექნებათ სესაძლებლობა ჯერ კარგად გაერკვეთ ჯგუფის სპეციფიკაში, გაიცნოთ წამყვაი და კიდევ ერთჯერ დაფიქრდეთ თერაპიის გავლაზე. ანუ არავინ არ "გაგაქანებთ" პირდაპირ ჯგუფში smile.gif .. ეს არის ლინკი https://www.facebook.com/PsychotherapyGroups/ (595 23 21 93 მირანდა)

Posted by: sunny-day-today 27 Apr 2022, 20:42
მირჩიეთ ფსიქოლოგი იაფი და იორღა

Posted by: ...... 20 May 2022, 11:38
გამარჯობათ, ADHD/ADD -თან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ვინმე ფსიქოლოგს/ფსიქიატრს ხომ ვერ მირჩევდით ?

გმადლობთ წინასწარ.

Posted by: sunny-day-today 21 May 2022, 20:48
აზარტულ დამოკიდებულებას ეფექტურად ვინმე მკურნალობს საქართველოში?

Posted by: მიუსაფარი...ცხოველი 27 May 2022, 20:20
ინტერნეტზე დამოკიდებულება დიდი სენია მკურნალობს ვინმე/

Posted by: Nasty 6 Jun 2022, 11:59
Თეა კაჭარავას კონტაქტი ხომ არ გაქვთ ან სად მუშაობს? Ვინმე თუა კმაყოფილი ან უკმაყოფილო?

Posted by: snep 13 Jul 2022, 01:06
mirandaG
QUOTE
გამარჯობა, იწყება ფსიქოთერაპიული ჯგუფის დაკომპლექტება. ანუ ჯგუფური ფსიქოთერაპია, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ თერაპიის გავლა და საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა.

ვისაც უჭირს საკუთარ პრობლემებზე საუბარი იმან რა უნდა ქნას?
არათუ ჯგუფში სხვა ადამიანებთან ერთად არამედ ფსიქოლოგთანაც პირისპირ.

Posted by: ნინო333 26 Jul 2022, 16:13
გამარჯობა, ძლიერი ფსიქოლოგი იქნებ მირჩიოთ? მგონი პანიკური შიშები და შეტევები მაქვს. ოღონდ ძალიან ძლიერი რომ იყოს.

Posted by: sunny-day-today 10 Aug 2022, 23:57
ნინო333
მომწერეთ პირადი მესიჯი და მოგწერთ

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 21 Oct 2022, 15:59
მოგესალმებით, 2kiss.gif მე გახლავართ დიმიტრი გობრონიძე - ფსიქოლოგი / ფსიქოთერაპევტი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი ( ECP - EUROPEAN CERTIFICATE OF PSYCHOTHERAPY ) ,
ვმუშაობ და მიმუშავია , როგორც კერძოდ ასევე სხვადასხვა საჯარო სისტემებში. ამ ეტაპზე ვარ დასაქმებული პენიტენციურ სისტემაში , მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტში - პირველი კატეგორიის ფსიქოლოგი, პარალელურად ვთანამშრომლობ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასთან, მაქვს სხვადასხვა თემატიკის სამეცნიერო თუ კვლევითი ნაშრომები, ვესწრები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებს.

სესიაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე ასევე ონლაინ yes.gif
ნომერი : 551094056
იმეილი: dgobronidze@justice.gov.ge
ასევე შეგიძლიათ მომწეროთ პირად ფეიჯზე: https://www.facebook.com/DGpsychologist/ yes.gif

დავამატებ,რომ საზოგადოების მეტი ცნობიერების ამაღლებისთვის მაქვს შექმნილი ფეისბუქ ფეიჯი რომელიც 15K-ს ცდება და ინტენსიურად ცდილობს ვალიდური,საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ადამიანებს, როგორიც არის : შფოთვა,უძლოლბა,ბულემი/ანორექსია,ლუდომანია,სექსუალური დისფუნქციები, პრობლემის გამომწვევი ფაქტორები ურთიერთობებში და ა.შ
ფეიჯის ლინკი: https://www.facebook.com/psychopedia2017/ old.gif
ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/psychopedia2017/

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: johnsonanduncle 25 Oct 2022, 20:23
ხალხო ფსოქოლოგი გამექცა რა მეშველება ეხლა მე? sad.gif

Posted by: insomniac 26 Oct 2022, 23:05
ნინო333

მეც მაინტერესებს. ფობიების დამარცხებაში ვინ დამეხმარება თუ იცით ვინმემ

Posted by: SweeTy-Flower 18 Nov 2022, 10:40
მირჩიეთ ფსიქოლოგი,რომელიც თავისუფალი იქნება ყველა დოგმისგან. დოგმაში იგულისხმება არ იქნება ჰომოფობი... საკმაოდ მარტივად ვიხსნები..მინდა შევცვალო აზროვნება.მაქვს შფოთვითი აშლილობა... ძალიან მინდა ჩემი ცხოვრების ხარისიხი გავაუმჯობესო და შვიყვარო ჩემი თავი <3 მე მზად ვარ!

Posted by: ანანასი 19 Nov 2022, 11:32
ძაან ცუდ მდგომარეობაში ვარ. დაჟე არც ვიცი პრობლემა საიდან იწყება, რომელი წერტილიდან.
facepalm.gif
ისიც არ ვიცი ამ მდგომარეობას შველის თუ არა რამე, ან ვინმე თუ შეძლებს დახმარებას
საერთოდ გავედი ნორმალურობის საზღვრვრებიდან და ირგვლივ ყველაფერს ვანგრევ რაც აქამდე ამიშენებია.

რა ვქნა, ვინმე მირჩიეთ

Posted by: chipmunck* 4 Dec 2022, 02:03
ანანასი

ცოდო ხარ ეგეთ მდგომარეობაში, კარგი ფსიქოლოგი გჭირდება, მედიკამენტოზური მკურნალობა დროებით მაინც დაგაბრუნებს ცხოვრების ჩვეულ რიტმში

რასაც ვხედავ ცხოვრება ისეა აჩქარებული, ადამიანის ტვინი ვეღარ ეწევა, ვერ უქაჩავს, ემოციური გადაღლილობა გვჭირს და ვიფიტებით ნელნელა

არ ვიცი ან როგორმე რამე უნდა იპოვო ისეთი რამ რაც რელაქსაციაში დაგეხმარება, ეს შენ უკეთ იცი რა შეიძლება იყოს

საქართველოში მითუმეტეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნეგატივია, აქ რომ ფსიქიკა ნორმაში გქონდეს ყოველდღიურად გჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, საგიჟეთია

Posted by: SilverLinings 9 Dec 2022, 04:20
ანანასი
იპოვე?
.......................

Posted by: ანანასი 9 Dec 2022, 10:49
QUOTE (SilverLinings @ 9 Dec 2022, 04:20 )
ანანასი
იპოვე?
.......................

არ მომიძებნია
ისევ ჩემით მოვდივარ აზრზე

Posted by: WhatIslife 10 Dec 2022, 14:51
გამარჯობათ

საქართველოში არსებობს იმდრ (ტრამვები) თერაპია ამჟამად? ან თერაპია ბავშვური ტრამვების დაძლევაზე? (პსიქიატრი არ მირჩიოთ).

მადლობა

Posted by: lika_law 12 Dec 2022, 00:12
გამარჯობა. 13 წლის ბიჭისთვის მინდა ძლიერი ფსიქოლოგი, გონებაგაფანტულობა რომ დააძლევინოს და ყურადღების კონცენტრაცია დაამუშავებინოს. ასევე ფიზიოლოგიურ პრობლემებზე. ვის მირჩევთ?

Posted by: Teoti 12 Dec 2022, 00:18
QUOTE (ანანასი @ 19 Nov 2022, 11:32 )
ძაან ცუდ მდგომარეობაში ვარ. დაჟე არც ვიცი პრობლემა საიდან იწყება, რომელი წერტილიდან.
facepalm.gif
ისიც არ ვიცი ამ მდგომარეობას შველის თუ არა რამე, ან ვინმე თუ შეძლებს დახმარებას
საერთოდ გავედი ნორმალურობის საზღვრვრებიდან და ირგვლივ ყველაფერს ვანგრევ რაც აქამდე ამიშენებია.

რა ვქნა, ვინმე მირჩიეთ

მიდით ლოლასთან დაგეხმარებათ

557910136
* * *
QUOTE (forumistvis @ 20 Aug 2021, 20:36 )
რეალურად კარგი ფსიქოლოგი არის ვინმე საქართველოში? ფსიქოთერაპევტი ანუ?

კი, ლოლა ლომიძე

557910136
მაგან გადამარჩინა

Posted by: sham 12 Dec 2022, 08:20
QUOTE (PsychologistDimitriGobronidze @ 21 Oct 2022, 15:59 )
მოგესალმებით, 2kiss.gif მე გახლავართ დიმიტრი გობრონიძე - ფსიქოლოგი / ფსიქოთერაპევტი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი ( ECP - EUROPEAN CERTIFICATE OF PSYCHOTHERAPY ) ,
ვმუშაობ და მიმუშავია , როგორც კერძოდ ასევე სხვადასხვა საჯარო სისტემებში. ამ ეტაპზე ვარ დასაქმებული პენიტენციურ სისტემაში , მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტში - პირველი კატეგორიის ფსიქოლოგი, პარალელურად ვთანამშრომლობ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასთან, მაქვს სხვადასხვა თემატიკის სამეცნიერო თუ კვლევითი ნაშრომები, ვესწრები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებს.

სესიაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე ასევე ონლაინ yes.gif
ნომერი : 551094056
იმეილი: dgobronidze@justice.gov.ge
ასევე შეგიძლიათ მომწეროთ პირად ფეიჯზე: https://www.facebook.com/DGpsychologist/ yes.gif

დავამატებ,რომ საზოგადოების მეტი ცნობიერების ამაღლებისთვის მაქვს შექმნილი ფეისბუქ ფეიჯი რომელიც 15K-ს ცდება და ინტენსიურად ცდილობს ვალიდური,საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ადამიანებს, როგორიც არის : შფოთვა,უძლოლბა,ბულემი/ანორექსია,ლუდომანია,სექსუალური დისფუნქციები, პრობლემის გამომწვევი ფაქტორები ურთიერთობებში და ა.შ
ფეიჯის ლინკი: https://www.facebook.com/psychopedia2017/ old.gif
ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/psychopedia2017/

user posted image

user posted image

user posted image

avatarzec shen xar ?
heh, rogori sandomiani da tan celqi gamoxedva gaqvs ... nwmw...

Posted by: Strawberryfields 14 Dec 2022, 00:59
ლოლას აქებენ, მაგრამ ძვირს იღებს...

Posted by: mikheili100 14 Dec 2022, 14:53
ხომ ვერ მირჩევთ კარგ სექსოპათოლოგს ? გია ბეროშვილზეც ამბობენ კარგიაო და ხომ ვერ მირჩევთ ?

Posted by: John Jolie 23 Dec 2022, 15:41
Strawberryfields
მაინც რამდენს იღებს? ერთი 20ოოდე წლის ბიჭბუჭას პოსტი ვნახე იმდღეს ფბ-ზე და 150 თუ 160 ლარი ერთი ვიზიტიო... თვალები ამივიდა შუბლზე. ეხლა ეს მე პირადად კატასტროფულად ძვირი მგონია... მაგრამ 50-70 ლარი ერთი სეანსი არაუშავს

Posted by: dochana 23 Dec 2022, 16:02
QUOTE
ლოლას

ვინაა ლოლა???????????????????

Posted by: Strawberryfields 13 Jan 2023, 01:39
John Jolie
100 ლარს ვიზიტზე

Posted by: ელჯერნო 18 Jan 2023, 11:27
და ეგ 100 ლარიანი ვიზიტი რის მომცემია?

Posted by: Ziggy Pop 25 Jan 2023, 21:41
ანა ჭიღვარია თუ გაგიგიათ? ფსიქოთერაპევტი

Posted by: ელჯერნო 3 Feb 2023, 20:01
ჭეიშვილი კარგი ექიმია????????????????????

Posted by: fermina 3 Feb 2023, 22:14
ელჯერნო
QUOTE
ჭეიშვილი კარგი ექიმია????????????????????


ჭეიშვილი ძალიან კარგი ფსიქიატრია.

Posted by: ელჯერნო 3 Feb 2023, 22:16
fermina
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის...

Posted by: fermina 3 Feb 2023, 22:25
ელჯერნო
QUOTE
fermina
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის...


არაფრის, მართლა ძალიან კარგი პროფესიონალი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ძალიან ემპათიური და თავმდაბალი ამავდროულად.
რამდენიმე ადამიანი, ვისაც ვიცნობ, რასაც ქვია, გადაარჩინა და მოაბრუნა ცხოვრებისკენ.
თუმცა ფსიქიატრი/ფსიქოლოგი მაინც ინდივიდუალური მიმღებლობის თემაცაა.

Posted by: ელჯერნო 4 Feb 2023, 23:22
fermina

შეგიძლიათ მისი კოორდინატები მომწეროთ?

Posted by: fermina 1 Mar 2023, 21:20
ელჯერნო
QUOTE
rmina

შეგიძლიათ მისი კოორდინატები მომწეროთ?


ვაახ ახლა ვნახე, ალბათ გაიგებდით უკვე, თუ არა პმ მომწერეთ.

Posted by: qartlimela 2 Apr 2023, 19:52
კაი ფსიხოლოგი მეც მინდა, თორემ რაღაც ხშირად ვფსიხდები ამ ბოლო დროს, ნერვები მღალატობს.

Posted by: Valtiel 3 Apr 2023, 21:48
https://www.facebook.com/Anirainaulimentalhealth

ასაკის გამო ნუ აიცრუებთ გულს. ძალიან კარგი მიდგომები აქვს, თავისი საქმე იცის, ენთუზიაზმი არ აკლია.

Posted by: Selah 22 Apr 2023, 22:15
ფსიქოთერაპევტი მირჩიეთ რომელსაც მინიმუმ 5 წელი გამოცდილება აქვს დიაგნოსტიკაში (პიროვნების დარღვებების, ტრავმის შედეგების), რომელმაც იცის რა არის SCID/SKID-2 და ნახევარაათიანი დიალოგის შემდეგ არ ამბობს რომ პაციენტს ''არაფერი არ ჭირს''

Posted by: Nketia1983 22 Apr 2023, 22:40
ფსიქოთერაპევტი მჭირდება მაგრამ პროფესიონალი და არარელიგიური

Posted by: SOSIBOSI 28 Apr 2023, 21:39
ტატო ნოზაძის საკონტაქტო ნომერი ხომ არ გაქვთ?

Posted by: californiaa1991. 1 May 2023, 19:32
ფსიქოლოგი ხომარიცით უფასოდ? ან ნევროლოგი ნერვოზის სამკურნალოდ smile.gif

Posted by: Nketia1983 1 May 2023, 19:37
californiaa1991.
უფასო მარტო ყველია სათაგურში, მეგობარო...

Posted by: laplandia 10 May 2023, 03:21
არჩილ ბეგიაშვილი კომოეტენტურია ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: Nketia1983 12 May 2023, 20:36
კი აქ ყველანი არჩილ ბეგიაშვილის პაციენტები ვპოსტავთ...




ვხუმრობ

Posted by: Pinturicch10 21 May 2023, 16:08
გამარჯობა,

ქუთაისში ფსიქოთერაპევტი შეგიძლიათ მირჩიოთ?
ასაკოვანი პაციენტისთვის

მადლობა

Posted by: მაისი 23 May 2023, 23:53
ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ხომ არ იცით 100 პროცენტით და სამუდამოდ რომ კურნავდეს ლუდომანიას?

Posted by: grafidegishi 24 May 2023, 00:04
ძაან ძვირიანი მომსხაურეობაა,, ვის ქონია შედეგი? რეალური? რამდენ ხანში? მგონი 1 წელი მაინც უნდა, ძველი ფროიდისეული მეთოდით 2 წელი ჭირდებოდა, ეხალ დაიხვეწა, მაგრამ 1 წელი მაინც ჭირდება, ვიზიტები 100 ლარი მაინც გახადეს, მასალა მაგათ არ ეხარჟებათ და არაფერი, შედეგსაც ვერ გაიგებ, შემფასებელიც არავინაა, სტომატოლოგი ვარ და 100 ლარად დაპლომბილი ბჟენი ვინმეს რო ცამოუვარდეს 1 წელშიც კი თავში ჩამარტყამენ იმ ბჟენს

Posted by: მაისი 3 Jun 2023, 21:11
1 წლის მერე მქონდა შედეგი რეალლური

Posted by: DaniX 4 Jun 2023, 14:08
სალამი მეგობრებო, არ ვიცი სწორ თემაში ვპოსტავ თუ არა ანუ ფსიქოლოგის კომპეტენციაა თუ ფსიქიატრის მაგრამ საკითხს გაგაცნობთ და იქნებ გქონდეთ გამოცდილება და რჩევა მომცეთ,

სიტუაცია ეხება მეუღლის მდგომარეობას
არვიცი აგორაფობია თუ რა სჭირს
მარტო ვერ ჩერდება სახლში
ასევე ლივტით ვერ მგზავრობს მეტროთი
ანუ ხშირად ჩემს გარეშე თუ სადმე არის მაშინაც შფოთვები აქვს, შეიძლება ჩემთან ერთადაც ჰქონდეს მაგრამ ჩემი იმედი აქვს და გადააქვს ყოველთვის
რამდენიმე თვეა რაც ეგ პრობლემა აქვს თავიდან საერთოდ არ სურდა საუბარი ამ თემაზე ეგევე ცუდათ ხდებოდა ეხლა ნელნელა იქამდე მივედით რომ უნდ ავებრძოლოთ და დაამარცხოს უნდა.

დრაგები რამე მძიმე არა

მოსაწევს ვეტანებით ორივე smile.gif

მარტო აღარ მოწიოს და ეგრევე გაუვლის არ დამიწეროთ ვცადეთ ეგ მეთოდიც.

ასევე არმინდა სადმე ისეთ ადგილზე მივიყვანო რომ წამლებით გაჭყიპონ და რამე ზედმეტი დაუნიშნონ

წინასწარ მადლობა


ხო ასევე ეს ისტორის დაიწყო ლივტში ყოფნისას ბევრი ადამიანი შემოვიდა ლივტზსი და რაღაც უცნაური ხმა ჰქონდა რაზეც პანიკურად ინერვიულა მანდ დაიწყო ლივტის თემა და მერე პერიოდულად აიკიდა სხვადასხვა შიშებიც

Posted by: lagartkalagartka 27 Jul 2023, 10:06
QUOTE (DaniX @ 4 Jun 2023, 14:08 )
სალამი მეგობრებო, არ ვიცი სწორ თემაში ვპოსტავ თუ არა ანუ ფსიქოლოგის კომპეტენციაა თუ ფსიქიატრის მაგრამ საკითხს გაგაცნობთ და იქნებ გქონდეთ გამოცდილება და რჩევა მომცეთ,

სიტუაცია ეხება მეუღლის მდგომარეობას
არვიცი აგორაფობია თუ რა სჭირს
მარტო ვერ ჩერდება სახლში
ასევე ლივტით ვერ მგზავრობს მეტროთი
ანუ ხშირად ჩემს გარეშე თუ სადმე არის მაშინაც შფოთვები აქვს, შეიძლება ჩემთან ერთადაც ჰქონდეს მაგრამ ჩემი იმედი აქვს და გადააქვს ყოველთვის
რამდენიმე თვეა რაც ეგ პრობლემა აქვს თავიდან საერთოდ არ სურდა საუბარი ამ თემაზე ეგევე ცუდათ ხდებოდა ეხლა ნელნელა იქამდე მივედით რომ უნდ ავებრძოლოთ და დაამარცხოს უნდა.

დრაგები რამე მძიმე არა

მოსაწევს ვეტანებით ორივე smile.gif

მარტო აღარ მოწიოს და ეგრევე გაუვლის არ დამიწეროთ ვცადეთ ეგ მეთოდიც.

ასევე არმინდა სადმე ისეთ ადგილზე მივიყვანო რომ წამლებით გაჭყიპონ და რამე ზედმეტი დაუნიშნონ

წინასწარ მადლობა


ხო ასევე ეს ისტორის დაიწყო ლივტში ყოფნისას ბევრი ადამიანი შემოვიდა ლივტზსი და რაღაც უცნაური ხმა ჰქონდა რაზეც პანიკურად ინერვიულა მანდ დაიწყო ლივტის თემა და მერე პერიოდულად აიკიდა სხვადასხვა შიშებიც

გირჩევ დროზე მიიყვანო ფსიქიატრთან და მოსაწევს საერთოდ შეეშვათ ორივე. ფსიქიატრი დანიშნავს მედიკამენტს რამეს და გირჩევთ ფსიქოთერაპევტსაც.

Posted by: მუხამბაზი 10 Aug 2023, 10:39
QUOTE
მგონი 1 წელი მაინც უნდა, ძველი ფროიდისეული მეთოდით 2 წელი ჭირდებოდა, ეხალ დაიხვეწა, მაგრამ 1 წელი მაინც ჭირდება, ვიზიტები 100 ლარი მაინც გახადეს, მასალა მაგათ არ ეხარჟებათ და არაფერი, შედეგსაც ვერ გაიგებ, შემფასებელიც არავინაა,

კაი ბიზნესია, რას ერჩი biggrin.gif

Posted by: SoulMaster 12 Aug 2023, 13:36
გამარჯობა მეგობრებო
ფსიქიატრი(ფსიქოლოგი არა, ფსიქიატრი) თუ იცით ბინაზე გამოძახებით ?
მოხუცი ბებიისთვის გვინდა გამოვიძახოთ, და წაყვანა როგორც ხვდებით პრობლემაა.

Posted by: Pinkman987 14 Aug 2023, 23:34
ხალხო ფსიქოლოგს და ფსიქიატრს შორის რა განსხვავებაა

Posted by: fermina 15 Aug 2023, 00:30
SoulMaster
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო
ფსიქიატრი(ფსიქოლოგი არა, ფსიქიატრი) თუ იცით ბინაზე გამოძახებით ?
მოხუცი ბებიისთვის გვინდა გამოვიძახოთ, და წაყვანა როგორც ხვდებით პრობლემაა.


გიორგი ჭეიშვილი დადის ბინაზე გამოძახებით, როგორც ვიცი.

577258175

Posted by: Beka1992 1 Oct 2023, 00:43
DaniX
არავი იჯერებს რო ეგეთი რამე შეიძლება მოსაწევმა დამართოს ადამიანს მეც ეგ გამოვიარე და გავდივარ მაგ გზას, ინტერნეტში არ დაძებნოს არაფერი სიმპტომები უარესად გახდება უბრალოდ არ უნდა იფიქროს ამაზე რაც შეიძლება დატვირთოს გონება რომ არ იფიქროს სამსახური კარგი იქნება ყურადღების გადასატანად დაძაბული რეჟიმია საჭირო რო არ იფიქროს თუ ამაზე არ იფიქრებს შიში გაუქრება

Posted by: _Pagliacci_ 1 Oct 2023, 01:40
QUOTE (Pinkman987 @ 14 Aug 2023, 23:34 )
ხალხო ფსიქოლოგს და ფსიქიატრს შორის რა განსხვავებაა

ფსიქიატრი ჩინჩლავს up.gif

Posted by: sumofbadparts 7 Oct 2023, 19:11
გამარჯობა. შეიძლება გამომცეთ კარგი ფსიქოტერაპევტი, რომელიც დახატუნებს აპარატულ პერსონალურ დაპარავნობის (AvPD) სახით?

Posted by: alien949 17 Oct 2023, 17:05
საუკეთესო ფსიქოლოგს გირჩევთ სულ ყველას, ჩემი გამოცდილებიდან ძალიან კარგი ადამიანია, მოსიყვარულე გამგები და მასზე უკეთ ვერავინ გაგიცნობთ. ეს საკუთარი თავია ჩემო მეგობრებო wink.gif.

Posted by: chillin 6 Nov 2023, 00:09
QUOTE (alien949 @ 17 Oct 2023, 17:05 )
საუკეთესო ფსიქოლოგს გირჩევთ სულ ყველას, ჩემი გამოცდილებიდან ძალიან კარგი ადამიანია, მოსიყვარულე გამგები და მასზე უკეთ ვერავინ გაგიცნობთ. ეს საკუთარი თავია ჩემო მეგობრებო wink.gif.

ეგ საკუთარი თავი ხანდახან ყველაზე დიდი მტერია და მაგის გასაცნობიერებლად ბევრს სჭირდება ფსიქოლოგთან ვიზიტი. ხანდახან უბრალოდ სხვა ადამიანთან რამის გაზიარება
ყოველთვის ვერ შეძლებ შენს თავს მხოლოდ შენ უშველო რაც არ უნდა "ძლიერი" იყო მაგრამ შეგიძლია რაღაც ეტაპების მერე მიაღწიო მაგ მდგომარეობას რომ იშვიათად ან თითქმის არასდროს დაგჭირდეს ეგ როდესაც პიროვნული განვითარების ლეველებს დახურავ. war.gif

Posted by: Madisonishere 6 Nov 2023, 13:38
მადლობა ძალიან მჭირდებოდა ეს ინფო

Posted by: Passe-Partout 15 Nov 2023, 00:36
ჯონი ვოკერი. შეგიძლიათ შეხვდეთ ყველგან სადაც იყიდება ზაკუსკა.

Posted by: ƎVOLVE 20 Dec 2023, 13:15
Deleted.

/////////////////////////

Posted by: giorgi--6 6 Jan 2024, 15:16
გამარჯობა, ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან დაკავშირება როგორ შეიძლება ხომ არ იცით?

Posted by: sexi-bicola 13 Jan 2024, 13:52
QUOTE (adeline @ 28 Feb 2021, 21:20 )
ვახტანგ ჯაფარიძე როგორი ფსიქოლოგია, ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილება?

საუკეთესოა
6 წლიანი გამოცდილება მაქვს მასთან კონსულტაციების.
სწრაფად ბლა ბლას გარეშე
იაფი არ ღირს მაგრამ ღირს

Posted by: giorgi--6 26 Jan 2024, 20:31
გამარჯობა, ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან დაკავშირება როგორ შეიძლება ხომ არ იცით?

Posted by: M1QeLa 1 Feb 2024, 20:27
Phaedra
QUOTE
გამარჯობა,

მაინტერესებს , იცით თუ არა ისეთი ფსიქოლოგი , რომელიც სკაიპით(ან რაიმე მსგავსი საშუალებით)
დისტანციურად , თანახმაა პაციენტის აყვანაზე.
კი

Posted by: zezvs2 4 Feb 2024, 16:20
არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვკითხულობ, ღამე ვერ ვიძინებ უკვე რამდენიმე წელია, ოჯახის ექიმმა სედა კალმი მირჩია, მერე ნევროზალი, მაგრამ გინდა დამილევია გინდა არა, არ მშველის, რამე უფრო ეფექტური ხომ არ იცით? , ოღონდ რეცეპტის გარეშე, ვიცი რომ ფსიქიატრია საჭირო მაგრამ ვერ ვახერხებ მისვლას

Posted by: marituna 5 Feb 2024, 01:33
გამარჯობა.
რევაზ კორინთელი მოზარდებთან მუშაობს?

Posted by: Nick-Name 5 Feb 2024, 07:54
zezvs2
50 მილიგრამი კეტილეპტი სინჯე

Posted by: zezvs2 5 Feb 2024, 11:53
მადლობა, კეტილეპტს რეცეპტი არ სჭირდება?

Posted by: Nick-Name 5 Feb 2024, 12:23
QUOTE (zezvs2 @ 5 Feb 2024, 11:53 )
მადლობა, კეტილეპტს რეცეპტი არ სჭირდება?

არ ჭირდება რეცეპტი

Posted by: POKERISBLUFF 24 Mar 2024, 03:13
თხოვნა მაქვს
ვინმემ თუ იცით კეთილსინდისიერი,პროფესიონალი ფსიქიატრი ვინც პროსტა არ გატენის რაღაც მედიკამენტებს იმაზე მეტს ვიდრე გჭირდება და დოზებსაც საჭიროზე მეტს არ ნიშნავს. მომწერეთ ან აქ ან PM
არასდროს მიცდია მედიკამენტოზური მკურნალობა მაგრამ ახლახანს იმდენად ძლიერი პანიკური შეტევა მქონდა მეგონა გავგიჟდებოდი და მინდა ესეთ დროებში მზად ვიყო.

მადლობა წინასწარ

Posted by: Luciferianizm 24 Mar 2024, 08:19
აზრი 0, ერთზე მეტიც მყოლია და შედეგი არაფერი თუ არ ჩავთვლით დანიშნულს წამლებს რომლებიც მეთვითონ უთხარი ანუ რაც მჭირდა და იმის მიხედვით მივაკვლიე ინეტში მედიკამენტებსაც უბრალოდ რეცეპტი მინდოდა და ავიღე კიდეც მარა მაინც იმდენს არ მიწერენ რამდენიც მჭირდება ანუ ჩვეულებრივი მავნებლები არიან ყველა აბსოლიტურად.

Posted by: Alisaka 26 Mar 2024, 21:51
ფსიქიატრი-პანიკურ შეტევებზე ჯოჯოხეთიდან ამომიყვანა გიორგი ჭეიშვილმა





ფსიქოლოგი ვის გაუწევთ რეკომენდაციას როცა ადამიანს ტკივილი ფსიქოლოგიურად აქვს? მართვას ვინ ასწავლის

Posted by: PsychologistDimitriGobronidze 29 Mar 2024, 16:24
QUOTE (sham @ 12 Dec 2022, 08:20 )
QUOTE (PsychologistDimitriGobronidze @ 21 Oct 2022, 15:59 )
მოგესალმებით,  2kiss.gif    მე გახლავართ დიმიტრი გობრონიძე  - ფსიქოლოგი / ფსიქოთერაპევტი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი ( ECP  - EUROPEAN CERTIFICATE OF PSYCHOTHERAPY ) ,
ვმუშაობ  და მიმუშავია , როგორც კერძოდ ასევე სხვადასხვა  საჯარო სისტემებში. ამ ეტაპზე ვარ დასაქმებული პენიტენციურ სისტემაში , მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტში - პირველი კატეგორიის ფსიქოლოგი, პარალელურად ვთანამშრომლობ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასთან, მაქვს სხვადასხვა  თემატიკის სამეცნიერო თუ კვლევითი ნაშრომები, ვესწრები როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებს.

სესიაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე ასევე ონლაინ  yes.gif
ნომერი : 551094056
იმეილი: dgobronidze@justice.gov.ge
ასევე შეგიძლიათ მომწეროთ პირად ფეიჯზე: https://www.facebook.com/DGpsychologist/  yes.gif

დავამატებ,რომ საზოგადოების მეტი ცნობიერების ამაღლებისთვის მაქვს შექმნილი ფეისბუქ ფეიჯი რომელიც 15K-ს ცდება და ინტენსიურად ცდილობს ვალიდური,საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ადამიანებს, როგორიც არის : შფოთვა,უძლოლბა,ბულემი/ანორექსია,ლუდომანია,სექსუალური დისფუნქციები, პრობლემის გამომწვევი ფაქტორები ურთიერთობებში და ა.შ
ფეიჯის ლინკი: https://www.facebook.com/psychopedia2017/  old.gif
ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/psychopedia2017/

user posted image

user posted image

user posted image

avatarzec shen xar ?
heh, rogori sandomiani da tan celqi gamoxedva gaqvs ... nwmw...

დიახ მე ვარ old.gif gigi.gif
* * *
QUOTE (M1QeLa @ 1 Feb 2024, 20:27 )
Phaedra
QUOTE
გამარჯობა,

მაინტერესებს , იცით თუ არა ისეთი ფსიქოლოგი , რომელიც სკაიპით(ან რაიმე მსგავსი საშუალებით)
დისტანციურად , თანახმაა პაციენტის აყვანაზე.
კი

დიახ, ვმუშაობ old.gif yes.gif

Posted by: newsoul789 19 Apr 2024, 16:26
ვეძებ ფსიქიატრს რომელიც შეღავათიან ფასად გამიკეთებს დიაგნოსტიკას და გამომიწერს ფორმა 100ს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)